შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 17)


23-10-2020, 23:47
ავტორი Impermeable
ნანახია 3 433

ლეა

გადავწყვიტე ყველაფრისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა. ალესანდრო როგორც კი მოვიდოდა, აუცილებლად უნდა გვესაუბრა ყველაფერზე გულახდილად.
ტელეფონი ჩავრთე და ისევ იმედგაცრუებული დავრჩი, დავუდს არც კი ენახა ჩემი ვაიბერში მიწერილი. იქნებ არც არის მოქმედი ნომერი? თავის დამშვიდებას ამაოდ ვცდილობდი. ალესანდროს მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე, რომ ველოდებოდი და საღამოს რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გვესაუბრა.

შინაგანად გაორებული ვიყავი. თითქოს სახერხი დანით მხლეჩდნენ შუაზე; მენანებოდა ჩემი ძირითადი ნაწილის გაშვება, რომელიც ძველ ლეას უკავშირდებოდა, რომლის ცხოვრებაშიც მთავარი მზის სხივი სწორედ რომ ალესანდრო იყო. ვინ იცის სწორედ ვიქცეოდი? ან როგორ განვითარდებოდა დღეის შემდეგ ჩემი ცხოვრება? რა რეაქცია ექნებოდა ალესანდროს? მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული ტიპაჟი იყო, ვერც კი წარმომიდგენია, რას მოიმოქმედებს ყველაფრის გაგების შემდგომ. გადავწყვიტე ნივთები ჩამელაგებინა. დღეს დაგეგმილი საუბრის შემდგომ აქ ნამდვილად ვეღარ გავჩერდებოდი. კარადიდან ტანსაცმელი გამოვალაგე. რაც ალესანდროს ნაჩუქარი ნივთები იყო, ხელუხლებლად დავტოვე. უცებ თვალი ალესანდროს საქორწინო პიჯაკს მოვავლე. დღემდე შერჩენოდა ქორწილის დროს დასხმული სურნელი. ფრთხილად ჩამოვხსენი, შევისუნთქე და ცრემლებმა თავისით გაიკვალა გზა ღაწვებზე. თვალწინ დამიდგა ჩვენი ქორწილის დღე. როგორი ლაღი და ბედნიერი ვიყავი. როგორი სასურველი იყო ჩემთვის ალესანდრო. მის გარდა ვერავის და ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. როგორ ლტოლვას ვგრძნობდი მის მიმართ. მან პირველმა მაზიარა ქალური სიამოვნების მწვერვალს. მაგრძნობინა, რას ნიშნავს იყო სექსუალურად სასურველი, მიმზიდველი. ერთად გავიკვალეთ გზა სექსის ხელოვნებაშიც. ჩემი სიმორცხვე, დაბნეულობა და გამოუცდელობაც კი აგიჟებდა და გულმოდგინედ მასწავლიდა ტრფობით ტკბობის ათას სიამეს. როგორ შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამ თვეში ამდენი რამე შეცვლილიყო. თითქოს ჩემი ცხოვრება წყლით სავსე სათლია, რომლის თავსახურიც დასვრეტილია. სათლი, რომელიც ეხლა თავდაყირა ამოაბრუნეს და ნელნელა იწრიტება წყლისგან, მაცოცხლებელი ენერგიისგან. ის ის იყო პიჯაკის უკან შეკიდება დავაპირე, რომ ჯიბიდან გადმოვარდა ტყავის უბის წიგნაკი.

ფრთხილად დავიხარე, და სათუთად ავიღე, თავდაპირველად პიჯაკში დაბრუნებას ვაპირებდი. ასეც მოვიქეცი. ვიცოდი, რომ უფლება არ მქონდა. ისიც ვიცოდი რომ მის პირადს ვეხებოდი და ანალოგიურზე საშინელი რეაქცია მექნებოდა. ვგრძნობდი, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც ჩავიდინე, კიდევ ერთ სისასტიკეს ჩავდიოდი მის წინაშე, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ყველაზე მაღლა დადგა, სინდისზეც კი და უბის წიგნაკი გადავშალე...

როგორც მოველოდი, ალესანდროს დღიური აღმოჩნდა... გამიკვირდა, გამიკვირდა კი არა გავოგნდი. სანდრო ურთმელიძე, ამ ქვეყანაზე ყველაზე პრაგმატული და რეალისტი ტიპი დღიურს წერს? სათუთად გადავშალე შემდეგ გვერდზე და ჩვენი გაცნობის თარიღი დავინახე. ჩანს დღიურის წერა სწორედ ჩვენი გაცნობის დღეს დაუწყია. როგორ გადამარჩინა ლეღვთახევის ჩანჩქერში ჩავარდნას. თითოეული სიტყვიდან საოცარი სითბო, სიყვარული და ერთგულება გამოსჭვიოდა. წერისას იმაზე რომანტიკული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სულ იმაზე ვეწუწუნებოდი, რომ რომანტიკა აკლდა. რაც უფრო ბევრს ვკითხულობდი, მით უფრო მეტად იჭრებოდა ჩემს სხეულში სინანულის განცდა...

ხშირად იმდენად დიდ დროს ვატარებთ საყვარელ ადამიანთან, ისე ვეშვებით ყოველდღიურობის მორევში, რომ გვგონია, ის უკვე ჩვენთვის გადაშლილი წიგნია, უკვე ყველა ფურცელი წაკითხული და ორჯერ გადაკითხული გვაქვს. სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ფურცლებს შორის აუცილებლად სანთლის ნაღვენთით შეწეპებული გვერდები, რომელიც წაუკითხავი გვრჩება, ხშირად ისე ვასრულებთ, რომ ვერც ვერასდროს წარმოვიდგენთ, რომ ერთდროს ჩვენს ძვირფას წიგნში წაუკითხავი გვერდები გაგვეპარა.

დღიურის თითოეული გვერდი კიდევ უფრო ამძიმებდა სინდისის ხმით დამძიმებულ სხეულს და გულს. როგორ შემეძლო ასეთ სიყვარულში ეჭვი შემეტანა? იქნებ ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ალესანდროა ჩემს ცხოვრებაში და დავუდი მხოლოდ გამოცდა იყო, რომელიც ვერ ჩავაბარე? რა გამოდის, რომ მაშინ, როდესაც ალესანდრომ ამდენ ქარტეხილებს გაუძლო ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად და ეს ყოველივე საოცრად შერჩეული, მათემატიკური სიზუსტით გათვლილი და უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული სიტყვებით გააცოცხლა, მე პირველივე გამოცდაში ჩავიჭერი? ღმერთო როგორ მრცხვენია. მრცხვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ წრფელი გრძნობის წინაშე, რასაც ალესანდრო ჩემს მიმართ გრძნობს. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და უბის წიგნაკი საჩქაროდ დავაბრუნე პიჯაკში ისე, რომ დღიურის წაკითხვა ნახევრამდეც კი ვერ მოვახერხე.

ალესანდრო ძალიან დაღლილი ჩანდა. ქურთუკის გახსნაში დავეხმარე და ჩავეხუტე. იმ ყველაფრის მერე რაც წავიკითხე, რომ არ ჩავხუტებოდი ასე მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. თავადაც მიმიხუტა და ასე მის მკლავებში ჩაფლული ავქვითინდი. სწორედაც რომ ავქვითინდი ზუსტად ისე, ბავშვობაში რომ წავიქცეოდი ეზოში თამაშისას, და დედის დანახვისას კიდევ უფრო მოვუმატებდი ტირილს, რომ დავემშვიდებინე.
ვეხუტებოდი ზუსტად ისე, როგორც დედას ღრმა ბავშვობაში. თითქოს ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო. ვიმახსოვრებდი მის სუნს დაღლილობის ელფერი რომ შეპარვოდა.
ალესანდრომ ჯერ გარკვივებულმა ფრთხილად მომაშორა მკლავები, მერე როგორც სჩვეოდა ცრემლები თავისი ხელისგულებით შემიმშრალა, ლოყები მათ შორის მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა.

როგორ ვერ ვუსწორებდი თვალებს, მცხვენოდა შეხედვა, ზუსტად ვიცოდი, რომ თვალები ამბობდნენ ჩემს სათქმელს. სიმწრით, ენის ბორძიკით ამოვთქვი.

- მე,... მე,,, მე მაპატიე, საან...
- რა გაპატიო ლეა?
- საშინელი ადამიანი ვარ. არ გიმსახურებ. შენ,... შენ საუკეთესოს იმსახურებ. მე ვერ გავამართლე შენი მოლოდინები.
- დამელაპარაკე ლეა, დამელაპარაკე.
- მეშინია.
- რისი გეშინია?
- იმის რომ შეგზიზღდები, იმის რომ სამუდამოდ დაგკარგავ, შენ ჩემთვის ბევრად მეტი ხარ, ვიდრე ქმარი, ჩემი სულის ნაწილი ხარ, ძმაც და მეგობარიც.
- თუ შენი სულის ნაწილად მთვლი, მითხარი. სულის ნაწილს ენდობიან და საკუთარ შეცდომებს, ტკივილსა და განცდებს უზიარებენ. მერამდენე დღეა ამაოდ ვცდილობ ამოვხსნა რა გაწუხებს, რა ისარითაა შენი გული დაჭრილი. ნება მომეცი, ამოვიღო და როგორც ყოველთვის, მე ვიყო შენი ჭრილობების მკურნალი.
მხნეობის მოსაკრებად წყალი მოვუშვი და ყლუპ-ყლუპად მოვსვი.
- რაღას უცდი ლეა, მითხარი ამის დედაც. მითხარი რა ჯანდაბა მოხდა ათას ერთი ღამის სასახლეში, მგონია რომ ჩემი ლეა სწორედ იქ დავტოვე. მითხარი, რამ შეგცვალა. ყველაფერს ვხვდები, მაგრამ მინდა, რომ შენ მითხრა.

ალესანდროსაც გაუწყდა მოთმინების ძაფი. მისი მესმოდა და სწორედ ამიტომ ათმაგად უფრო მიმძიმდა თითოეული სიტყვის ამოთქმა.

- გეტყვი, ყველაფერს გეტყვი. ოღონდ ერთს გთხოვ, რაც არ უნდა საშინელება მოისმინო, არ შემაწყვეტინო და არც არაფერი მოიმოქმედო, სანამ არ დამშვიდდები. დამიფიცე და დამპირდი.
- ბავშვები ხომ არ ვართ ლეა, რა დროს ჩვენი ფიცი და მტკიცებაა?
- დაიფიცე, დამპირდი, გთხოვ...
- ვფიცავ, ოღონდ დაიწყე, აღარ შემიძლია ეს გაურკვევლობა.

- მართალი ხარ, ყველაფერი ათას ერთი ღამის სასახლეში შეიცვალა. ჩემი გაუჩინარების მერე თითქოს ძველი ლეა, რომელსაც იცნობდი იქ, იმ სასახლის კედლებში ჩარჩა. ჰაშიშით გაბრუებული სულის მოსათქმელად საპირფარეშოში გავედი. სწორედ იქედან გამიტაცეს და მე მგონი ჩემი გამტაცებელი შემიყვარდა. - საკუთარი თვალით დავინახე როგორ დაებერა ყელზე ძარღვები და მუშტები შეკრა, რომ მრისხანება შეეკავებინა.

თავის აწევის ძალა არ მქონდა. ასე თავდახრილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოვუყევი, რაც გადამხდა. უხმოდ მისმენდა, მაგრამ ოთახში სუნთქვა ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდებოდა. დაძაბულობა ძვალსა და რბილში ატანდა. ერთიანად ვცახცახებდი. სხეულის კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი. მონოლოგი დავასრულე თუ არა გავჩუმდი. ავისმომასწავებელმა სიჩუმემ დაახლოებით რამდენიმე წუთს გასტანა; მდუმარების თითოეული წამი ხანჯლად მესობოდა სხეულში და სასიცოცხლო ენერგიას მაცლიდა. სიჩუმე კარის გაჯახუნების ხმამ დაარღვია და თითქოს ცა ჩამოიქცაო, კარს მივვარდი.

სადარბაზოში უკვე აღარავინ ჩანდა. სანამ ფანჯარას მივუახლოვდი და გადავიხედე, ალესანდროს უკვე მოესწრო მანქანის დაქოქვა და მხოლოდ ქუჩის კუთხეში მოვკარი თვალი ელვის სისწრაფით გაფრენილ ავტომობილს.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

ვაიმე ეს რა იყო. როგორც ყოველთვის დაინტრიგებული დაგვტოვე. ყოჩაღ ალესანდროს მიკვირს რომ უხმოდ გაეცალა აშკარად მშვიდი ტიპია ან რამე ჩაიფიქრა. მის ადგილზე დავუდი რომ ყოფილიყო დალეწავდა იქაურობას ;)

 


№2 სტუმარი ალარია

შემეცოდა..

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
ვაიმე ეს რა იყო. როგორც ყოველთვის დაინტრიგებული დაგვტოვე. ყოჩაღ ალესანდროს მიკვირს რომ უხმოდ გაეცალა აშკარად მშვიდი ტიპია ან რამე ჩაიფიქრა. მის ადგილზე დავუდი რომ ყოფილიყო დალეწავდა იქაურობას ;)

ნუ ალესანდროს რეაქცია უფრო შოკურია ჯერჯერობით relieved

ალარია
შემეცოდა..

ლეა თუ ალესანდრო?

 


№4 სტუმარი ანუ

მგონი ამას ალესანდრო ისედაც ხვდებოდა, უბრალოდ რთული მოსასმენი გამოდგა

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ანუ
მგონი ამას ალესანდრო ისედაც ხვდებოდა, უბრალოდ რთული მოსასმენი გამოდგა

მეც ეგრე ვფიქრობ. მითუმეტეს რომ ლეაც ამბობდა ხოლმე უსიტყვოდ ხვდება რომ არ ვარ მზად ახლო ურთიერთოვისთვისო.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

შემეცოდა უყვარდა ალექსანდრეს ცოდოა ძალიან მაგრამ ისე როგორ დატოვა ერთი სიტყვა არ უთხრა ისე წავიდა მადლობა წარმატებები ????

 


№7  offline წევრი Impermeable

ანუ
მგონი ამას ალესანდრო ისედაც ხვდებოდა, უბრალოდ რთული მოსასმენი გამოდგა


კი ხვდებოდა და ყველაფერს მომდევნო ეპიზოდებში უფრო აეხდება ფარდა

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

არა რა ალესანდრო კი არა მე ვარ შოკში, უდაოდ ძაალიან ნიჭიერი ხარ, წარმატებებები და ველით შემდეგ თავს ????????????

 


№9  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინი
არა რა ალესანდრო კი არა მე ვარ შოკში, უდაოდ ძაალიან ნიჭიერი ხარ, წარმატებებები და ველით შემდეგ თავს ????????????

დიდი მადლობა heart_eyes

 


№10  offline წევრი svien

au male dade ra..da shrxvedre dadus male????..❤❤

 


№11  offline წევრი Impermeable

svien
au male dade ra..da shrxvedre dadus male????..❤❤

ვეცდები ხვალ ან ზეგ დავდო <3

 


№12 სტუმარი ანუ

დღეს იქნება?

 


№13  offline წევრი Impermeable

საღამოს ავტვირთავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent