ჩემი ხარ. ნაწილი 3. (დასასრული)
მარდად და მხნედ აიარა განყოფილების კიბეები მის ასაკთან შედარებით,ბოლო საფეხურზე შეჩერდა და თვალი გადაავლო მისი ცხოვრების ბოლო პერიოდს, თავი გააქნია და სინანულით თქვა. -იქნებ ახლა მოვედი სწორ ადგილზე და აქ არის ჩემი ბოლო იმედი, რამდენჯერ გამივლია აქ ამ გზაზე, უფალო ნუ დამიკარგავ ამ ბოლო იმედს. პირს ჯვარი გადაიწერა და შენობაში შევიდა, ნიკო ელოდა მოხუცს და დაინახა თუ არა ღიმილით გაემართა მისკენ. -გელოდებოდი ძია იოანე. -მოვედი შვილო, ეს ბოლო იმედი და ბოლო მცდელობაა. -ყველაფერი კარგად დასრულდება, უფროსიც გელოდებათ. ნიკომ წინ გაუძღვა მოხუცს და გაბრიელის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მოხუცმა ღრმად ამოისუნთქა. -მობრძანდით, აქ დაბრძანდით. -ღმერთმა გიშველოთ შვილებო, იმედი აღარ მაქვს, მაგრამ ვიფიქრე ამ ერთხელ კიდევ ვცდი და იქნებ ეს არის ბოლო იმედითქო. -მიირთმევთ რამეს? -არა შვილო, მადლობა.გაბრიელმა ჩაახველა, მოხუცს ჭიქით წყალი დაუდგა წინ და უთხრა. -მე დეტექტივი გაბრიელ გაბრიჩიძე ვარ, თქვენს გვერდით კი გამომძიებელი ნიკოლოზ უკლება არის და ეს კი გაგო გაბრიჩიძე ესეც დეტექტივია. მოგვიყევით თქვენი ისტორია ძია იოანე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლე ვიპოვოთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს. -წარმოშობა ჩემი თელავიდან არის, მაგრამ ბავშვობიდან თბილიში გავიზარდე.ჩემი შვილი რომ დაქორწინდა მე და ჩემი მეუღლე თელავში დავბრუნდით და ბინა ახალ დაქორწინებულებს დაუთმეთ, ჩემი რძალი მოსარჩენი იყო უკვე ჩემი მეუღლე რომ ჩამოვიდა თბილიში სახლის საქმეებში მივეშველებიო და მოულოდნელი მუცლის ტკივილით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ გზაში უბედური შემთხვევა მოხდა და სამივე დაიღუპა, ჩემმა რძალმა იბრძოლა ბავშვი გააჩინა და მესამე დღეს ისიც დაიღუპა. -რა მოხდა, როგორ დაიღუპნენ. -მოულოდნელად დიდი სისწრაფით მომავალი სატვირთო დაეტაკა, თავის თავიც დაიღუპა და მეც დამღუპა, მთვრალი იყო მძღოლი. -მერე რა მოხდა. იკითხა ნიკოლოზმა და ცრემლები ყელში ახრჩობდა. -გავზარდე ბავშვი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი ლევანიკო არავის დაუთმე და მე ვიყავი მისი დედა, მამა, ბებიაც და ბაბუაც. გამიმართლა და სკოლა დაასრულა თუ არა უმაღლესში მოეწყო, იურდიულზე უნდოდა ესწავლა. მანქანა უნდოდა, დღე ვისწავლი და ღამე ვიტაქსავებ შენც მოგეხმარებიო. არ მითქვამს თელავში სახლი გავყიდე და ასე ვიყიდეთ მეორე მანქანა, ორივე ვმუშაობდით არ გვიჭირდა და დადგა ის დღეც რომ მისი საიდუმლო გამანდო. -ბაბუ შეყვარებული ვარ. -ძალიან გიყვარს ბაბუ. -მიყვარს და უყვარვარ. -თუ მასაც უყვარხარ ბაბუ მოკიდე ხელი და მოიყვანე სახლში. მალე დაქორწინდა, მეც გახარებული ვიყავი და ჩემს ერთადერთ ლევანიკოს დიდი ქორწილი გაუკეთე, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ სიყვარული კამათით შეიცვალა, გვიან გავიგე შემთხვევით რომ ლევანმა სწავლას თავი დაანება და დღეც და ღამეც მუშაობდა, ღამეები არ ეძინა და თვალებ დასიებული მხვდებოდა დილით. ხასიათიც შეეცვალა და ხმას არ იღებდა, ვერ გავიგე რამ შეცვალა ასე ეს წყნარი ადამიანი. -არ კითხეთ რა იყო მისი შეცვლის მიზეზი, იქნებ პრობლემები ჰქონდა და ვერ ამბობდა. -ვცადე შვილო დალაპარაკება, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე, გულმა აღარ მომითმინა და რამოდენიმე დღე უკან დავყვებოდი. -უცნაური შეამჩნიეთ რამე? -საინტერესო და გასაკვირი ის იყო რომ ვერაფერი შევამჩნიე, რამდენიმე კლიენტს აიყვანდა და შემდეგ საღამომდე ტაქსების გაჩერებაზე იდგა თითქოს ვიღაცას ელოდებოდა და ერთ საღამოს მის მანქანასთან უცხოური მარკის მანქანა გაჩერდა და ახალგაზრდა კარგად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა, ლევანს თვალები გაუბრწყინდა მის დანახვაზე და უთხრა. -გელოდებოდით, არ ვიცოდი სად შემეძლო თქვენი პოვნა. მამაკაცმა გაუღიმა და ხელი ძლიერად ჩამოართვა, მეორე ხელი მხარზე დაადო და უთხრა. -სანერვიულო მაშინ გექნებოდა პოლიციაში რომ წასულიყავი, ახლა კი არ ინერვიულო ყველაფერი კარგად არის. სად არის, აქ გაქვს? -აქ მაქვს და ძალიან მეშინოდა. ლევანი მანქანისკენ შებრუნდა და მამაკაცს რაღაც ჩანთა გადასცა და უკვე უნდა წასულიყო რომ მამაკაცმა შეაჩერა და ჯიბიდან უამრავი ფული ამოიღო, ლევანს გაუწოდა და მომეჩვენა თითქოს ის ამ ფულის მიცემით მას გამოცდას უწყობდა, ღრმად ამოვისუნთქე როცა ლევანმა ფულს დახედა და უთხრა. -თქვენ რამოდენიმე დღის წინ ჩემი კლიენტი იყავით და ჩემს მანქანაში ჩანთა დაგრჩათ, მე ვალდებული ვიყავი ის ჩანთა თქვენთვის გადმომეცა თუმცა არც გამიხსნია და არც მინახია რა იდო იქ, სულ ეს იყო და ახლა კარგად ბრძანდებოდეთ. -შენ ტაქსისტი ხარ და როგორც ვიცი სწავლობდი, მაგრამ ახლა აქ ხარ და მუშაობ რომ ახალგაზრდა ცოლის მოთხოვნები შეასრულო, იმუშავე ჩემთან. ლევანი დაფიქრდა და რამოდენიმე დღე თხოვა, რამოდენიმე თვე გავიდა და ვხედავდი ჩემი შვილიშვილი შეიცვალა ბევრი ფული გაუჩნდა და ცოლს კაპრიზებსაც უსიტყვოდ უსრულებდა. არ ვიცი რა მოხდა, ერთ საღამოს ძალიან იკამათეს, ერთი კვირის შემდეგ კი ის ბინის წინ ძალიან ნაცემი დააგდეს და საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. -საინტერესოა, ლევანის მეუღლე სად არის ისევ თქვენთან ცხოვრობს? -წავიდა, ის ლევანის სიკვდილის შემდეგ აღარ მინახავს. -რა მოხდა იმ ღამით, რას ეხებოდა მათი კამათი და რა იყო ჩანთაში. -შემთხვევით გავიგონე თათამ უსაყვედურა ჩანთა რატომ დაუბრუნე საერთოდ წავიდოდით აქედან და უცხოეთში ვიცხოვრებდითო. -ჩანთაში ფული იყო? -ფულზე მეტი ძვირფასი იყო იმ ჩანთაში, ბრილიანტები. -ოჰოოოო. წამოიძახა გაგომ და გაბრიელს გაოცებულმა შეხედა. -ვფიქრობ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე.თქვა გაბრიელმა და ჩაფიქრდა, შემდეგ მოხუცს შეხედა და უთხრა. -რა მაინტერესებს, იმ მამაკაცების სახეები კარგად გახსოვთ? -ვისი, ვინც ჩანთა წაიღო? -დიახ, ვინც ჩანთა წაიღო. -როგორ არ მახსოვს შვილო, სულ რაღაც ათ მეტრში ვიდექი მასთან. -გაგო მოიტანე ფოტოები, შესაძლებელია მკვლელი ამოიცნოს ჩვენი ეჭვმიტანილებიდან და კიდევ, თქვენი რძალის სახელი და გვარი გვჭირდება. -თათა მჭედლიძე, ახლა სად არის არ ვიცი. -ერთად სწავლობდნენ? კი, ერთად სწავლობდნენ. -ჩვენ ამ მასალას კომისარს მივაწვდით ერთად ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ იცით თავადაც რომ ადვილი არ არის და დრო გვჭირდება, ამიტომ დრო და დრო შეგეხმიანებით. -სამი წელია არავინ მომისმინა და არავის უკითხია რა მაწუხებდა,ჩემთვის ესეც საკმარისია რომ მომისმინეთ, მაგრამ მინდა მეც თქვენთან ერთად ვიყო და ყველა დეტალი ვიცოდე ვინ იდგა ლევანის მკვლელობის უკან. -კარგია, გვაქვს თქვენი კოორდინატები და ახლა გთხოვთ ამ ფოტოებს დააკვირდით იქნებ გეცნობათ ამათგან რომელიმე. მოხუცს მაგიდაზე რამოდენიმე მამაკაცს ფოტო დაუდეს და მოხუცმა სათვალე გაიკეთა, დაკვირვებულად ნახა ყველა ფოტო და ერთი გვერძე გადადო, რამდენიმე წუთის დაკვირვების შემდეგ კი მეორე ფოტო დაიჭირა ხელში და ამ ორ ფოტოს კიდევ კარგად დააკვირდა, შემდეგ გაბრიელს შეხედა და უთხრა. -შვილო ამ მამაკაცის სახე არასოდეს დამავიწყდება, ეს ელაპარაკა ჩემს ლევანს და ამან შეაძლია ფული, ეს მეორე კი მის უკან იდგა და მძღოლი იყო თუ მისი დაცვა ეს არ ვიცი. -იქნებ ის იყო უფროსი და არ იმჩნევდა? -არ ვიცი, ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. -კარგი, სწორედ ამ ორიდან დავიწყებთ საქმის ძიებას. მადლობა თქვენ რომ საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეთ, შეგეხმიანებით. მოხუცი კმაყოფილი დაბრუნდა განყოფილებიდან და გაბრიელმა გაგოსთან და ნიკოსთან ერთად დააკვირდა ფოტოებს და გაგომ თქვა. -მურადი ბერიძე ვისაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვეძებთ, ივანე კარჩაიძე ბიზნესმენი რომელიც ამ ნარკოტიკებით მოვაჭრეს ზურგს არის ამოფარებული და გამორიცხული არაა არ უსაღებდეს ნარკოტიკს. -თათა მჭედლიძის პოვნა გაგვიჭირდება. -ვფიქრობ არა. თქვა მონიკამ და ისიც მიუახლოვდა მაგიდას. -რას ფიქრობ. -თათა მჭედლიძის პოვნა უნივერსიტეტიდან უნდა დავიწყოთ, ვფიქრობ ჯერ კიდევ სტუდენტია და სწორედ უნივერსიტეტიდან გავიგებთ მის კოორდინატებს. -მონიკა გაგოსთან ერთად წახვალ და თქვენ ორნი იპოვით მჭედლიძის კოორდინატებს. -ჩვენ სხვები უნდა ვიპოვოთ, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო არ ვიცით რამდენი კაცისგან შედგება ბერიძის დაცვა. -მონიკა შენს მეგობარ იაკოს დაურეკე ის დაგვჭირდება, მოვიდეს და საქმეში დღესვე შემოგვემატოს და როგორც ვიცით საქმის შესახებ არავისთან ვსაუბრობთ. -გასაგებია უფროსო, ძუძუაშვილი მალე აქ იქნება. თქვა მონიკამ და თავის მაგიდასთან დაბრუნდა. -მონიკა და გაგო თქვენ დაელოდეთ ძუძუაშვილს და ერთად იმოქმედეთ. გულამოვარდნილი მივიდა იაკო მონიკასთან და ისეთი თვალებით შეხედა მონიკას ეგონა გული შეუწუხდებოდა, გაგოს შეეშინდა და ჭიქით წყალი მიუტანა, რადგან ჩქარი სიარულისგან ვერ სუნთქავდა, გაბრიელმაც გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -მოგდევდა ვინმე და აქ შემოასწარი თავის გადასარჩენად? -მითხრა სასწრაფოდ წამოდი ისე როგორც ხარ სახლში თუ გინდა ცოცხალს მომისწროო. თქვა იაკომ და გაგოს მოტანილი წყალი სულმოუთქმელად დაცალა, გაბრიელს გაეცინა და უთხრა. -ყველა და ყველაფერი დაივიწყე და მონიკასთან ერთად წახვალ, გამოსაცდელი ვადით ხარ აყვანილი და თუ კარგად იმუშავებ დაგტოვებ, ჩვენს ჯგუფთან ერთად იქნები. -მე, მე, მე,...... დაიბნა იაკო ვერაფერი თქვა და მონიკას მიუბრუნდა გაბრაზებული. -რატომ არაფერი მითხარი, ლამის გულ გამიხეთქე. -ასეთი ეფექტური არ იქნებოდა შენი ნახვა, გხედავ დაიბენი, მაგრამ გონს მალე მოხვალ. -მართლა ამიყვანეთ? -მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ იაკო და თუ მონიკას თხოვნას გაამართლებ, ჩვენს გვერდით იქნები. დრო არ გვაქვს და იცოდე სამადლობელი ვახშამი შენზეა, მაგრამ ჯერ არა სერიოზული საქმე გვაქვს წინ რომლის გახსნა რთული იქნება და გადავდოთ ვახშამი. მონიკა,გაგო და იაკო ჩვენ გავდივართ დაბრუნებისას კი სიახლეებს ველოდები. გაბრიელი წავიდა, იაკოს სიხარულის გამოხატვა გაუჭირდა და მონიკას გადაეხვია, იქვე მდგარი გაგოც არ დავიწყებია,გაგოს ლოყაზე აკოცა და ცოტა დამშვიდებულმა თქვა. -ახლა რას ვაკეთებთ? -ჯერ უნივერსიტეტში უნდა მივიდეთ, შემდეგ კი ფორმა უნდა შეიძინო. იაკოსთვის და მონიკასთვის რთული არ ყოფილა მჭედლიძის კოორდინატების დადგენა, მონიკას უცნაურად მოეჩვენა მჭედლიძე და გადაწყვიტა მისთვის ეთვალთვალა. -იაკო შენ უფორმოდ ხარ და უნდა დარჩე აქ რადგან მჭედლიძეს უთვალთვალო. -თქვენ მიდიხართ? -ჩვენ სხვა საქმე გვაქვს და ტელეფონით გვექნება კონტაქტი. მონიკა და გაგო განყოფილებაში დაბრუნდნენ, მონიკამ გაბრიელს ფოტო დაუდო მაგიდაზე და მისამართიც უთხრა, გაბრიელმა შეხედა ფოტოს და თქვა. -იაკო გაართმევს თავს დავალებას, დარწმუნებული ხარ? -ვფიქრობ რომ გაართმევს, დაველოდოთ. -შეგრძნება მაქვს განგებ დატოვე მარტო რომ დავალება შეასრულოს და მეც შენთან ერთად დაველოდები დღევანდელი დღის შედეგს. მონიკას ტელეფონზე დაურეკა იაკომ და გაბრიელმა ანიშნა ხმა ჩაურთეო. -გისმენ იაკო. -მონიკა საეჭვოა ამ გოგოს ქცევა. -რა შეამჩნიე საეჭვო. -მანქანით მოაკითხა მამაკაცმა და ბარში წავიდნენ, იმ ბარში სადაც საეჭვო პირები იკრიბებიან და ყველაფერს აკეთებენ. -შედი შენც ბარში. -აქ მარტო არ შემიშვებენ,მეწყვილე უნდა გყავდეს. -მეწყვილე მოვა და ერთად შედით და თვალი არ მოაშორო, რაც შეიძლება მეტი ფოტო გადაიღე.გაბრიელმა გაგოს შეხედა და უთხრა. -წადი, იაკოსთან ერთად შედი ბარში და ფოტოები გადაიღეთ. გაგო წავიდა და გაბრიელი ნერვიულად ელოდა მათ დაბრუნებას. იაკომ მოახერხა და ბარში მარტო შევიდა, სასმელი მოითხოდა და ვითომ მთვრალი იყო ათვალიერებდა წყვილებს. -ხალხს ჰგონია რომ შენი ესმით, სინამდვილეში კი მათ წარმოდგენა არ აქვთ რატომ მოდის გოგონა ასეთ ადგილებში, არც ის აინტერესებთ რას გრძნობ, რას განიცდი და ვის ეძებ, შენ კი გინდა დაკარგული იპოვო. ლამაზო არ გინდა თავისუფლება ერთად შევიგრძნოთ? იაკოს ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა, სასმელი შესთავაზა და თვალიც ჩაუკრა, იაკომ კი გახედა და მოკლედ უთხრა. -ველოდები. ამ დროს ვიღაც შეეხო და უკნიდან შემოხვია ხელები, ყურში კი უჩურჩულა. -გაგო ვარ, არ შეიმჩნიო. -მოვედი საყვარელო. უთხრა და იაკოს გაუცნობიერებლად აკოცა, მამაკაცს კი ისეთი თვალებით შეხედა ის იმ წუთში შებრუნდა და წავიდა. -რას აკეთებ. შეუბღვირა იაკომ და მოულოდნელად შეხედა თათა სულ სხვა მამაკაცთან ერთად გავიდა ბარიდან და გაგოს უთხრა. -წავედით, ისინი მიდიან. გარეთ გასულმა ფოტოები გადაიღო და მონიკას გადაუგზავნა, თავად კი ტაქსით განყოფილებაში დაბრუნდა. -დაისვენე იაკო და ყველა შევაჯამებთ დღევანდელ ნამუშევარს. თქვა გაბრიელმა და მნიშვნელოვანი ქაღალდებით ხელში კომისართან შევიდა. -შემოდი გაბრიელ, რას მეტყვი დღევანდელ დღეზე. -სწორედ დღევანდელი დღის შედეგების გასაცნობად მოვედი თუ გცალიათ. -მცალია, გელოდებით. თქვა და ყველა კომისართან შევიდა. -კომისარო სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში არის მოკლული ლევან საქუაშვილი, დღეს კი გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე თათა მჭედლიძე სწორედ ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ საეჭვო პირთან ერთად შენიშნეს.ეს ფოტოები ადასტურებს რომ მას კავშირი ადრეც ჰქონდა საეჭვო პირთან,ფოტოები ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა გადაიღო. გაბრიელმა ფოტოები აჩვენა კომისარს და კომისარმა გაოცებულმა შეხედა გაბრიელს. -შენ ნახე ეს ფოტოები? -კი ვნახე კომისარო. -ნახე, მაგრამ როგორც ჩანს კარგად არ დააკვირდი. გაბრიელმა ფოტოს დააკვირდა და გაოცებულმა თქვა. -ეს, ეს, ეს ხომ ჩვენი ბოკერიაა, ეს კი ერთ-ერთი ეჭვმიტანილია გიორგი ოსტურაშვილი. -მაშ ასე, როგორც ხედავთ ჩვენს ცხვირის წინ გვყავს დამნაშავე, უნდა შეისწავლოთ მისი ყოველი ნაბიჯი, უნდა დააკვირდეთ სად წავა და ვის შეხვდება. მოვითხოვ მისი ტელეფონიც მოისმინოთ და ყველაფერი ფაქტებისთვის გქონდეთ, სწორედ ბოკერია მიგვიყვანს საშიშ დამნაშავესთან და არ იქნება გამორიცხული თუ ის იქნება საქუაშვილის მკვლელი. -ძუძუაშვილი დაუახლოვდება ბოკერიას, ის ახალია და ვფიქრობ გაამართლებს. -გასაგებია, დღე და ღამე მოგვიწევს მუშაობა და უძილო ღამეებიც გვექნება, მაგრამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძუძუაშვილო როგორც ვიცი გამოსაცდელი ვადით ხარ, მაგრამ პირველი დღე კარგად დაიწყე. -მადლობა კომისარო. -განცხადება დაწერე შვილო და იარაღიც ჩაიბარე.თავისუფლები ხართ, საქმეს მიხედეთ. ყველამ დატოვა კომისარი, მაგრამ იაკომ შეიჩერა ფეხი თათვიძესთან მივიდა ლოყაზე აკოცა და უთხრა. -მადლობას ჩემი მუშაობით გადაგიხდი. -მადლობა ბაგრიჩიძეს უთხარი სამსახურში მან გიყვანა -მასაც ვეტყვი ძია ავთანდილ და თქვენც. ავთანდილს გაეცინა და უთხრა. -ფორმა და საქმეს მიხედე, დასრულდა თქვენი უაზრო სიარული. გაბრიელი გაბრაზებული გადი-გამოდიოდა და ის როცა ბრაზობდა მას ყველა ერიდებოდა. -ბოკერიაა ვისაც ჩვენი ჯგუფიდან ინფორმაცია გააქვს, ვიღაცამ უნდა უთვალთვალოს და მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდეთ. -ვიცი ვინც უთვალთვალებს. თქვა ნიკომ და გაბრიელს შეხედა. -ვინ იგულისხმე, ჩვენგანს ყველას იცნობს და რა თქმა უნდა მოგვერიდება, ყოველთვის აგვარიდებს თავს. -რას იტყვი ძია იოანე რომ ავიყვანოთ, მასაც გაუხარდება საქმეშიც მიიღებს მონაწილეობას. -არ არის ცუდი იდეა, მაგრამ შეძლებს? თქვა გაბრიელმა და ნიკოს შეხედა. -დაგირეკავ და გეტყვი. თქვა ნიკომ და კაბინეტიდან გავიდა, გაბრიელი კი რამდენი წუთი ჩაფიქრდა ის თავის სამყაროში ჩაიკეტა, რაღაც გაახსენდა და საჩქაროდ გადაწყვიტა ნიკოს დაწეოდა კარი გააღო და კართან ნათია დახვდა, ნათია შეკრთა და შეშინებულმა შეხედა გაბრიელს. -ნათია? შენ რა ჩემს საუბარს აყურადებ? დაიბნა,აირია და ენა დაება. -არა,რა, მე, მე.................. -ნათია მე მეძებდი? მაპატიე დაგპირდი გინახულებთქო და ვეღარ მოვედი შენამდე. უთხრა იაკომ ნათიას და გაბრიელს მიუბრუნდა ნათიას შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა და უთხრა. -უფროსო ბოკერია ჩემთან მოვიდა. -კარგი. თქვა მოკლედ გაბრიელმა და გარეთ გავიდა -ახალი ხარ? შენ მე გადამარჩინე, მადლობა როგორ გადაგიხადო. -ვისთან მიდიოდი, მონიკასთან? -არა, მეც არ ვიცი აქ რატომ მოვედი. თქვა ნათიამ და იაკოს თვალი აარიდა, იაკომ მხარზე ხელი მოხვია და უთხრა. -გინდა ყავა დავლიოთ, ახალი ვარ და არავის არ ვიცნობ. -დრო გაქვს? -კი, ერთი საათი მაქვს დრო. იაკომ და ნათიამ ძალიან ბევრი ისაუბრეს, ბევრიც იცინეს და ერთმანეთი მეტ-ნაკლებად გაიცნეს. -პირადში რა ხდება ნათია. -რას გულისხმობ. ფერი შეეცვალა ნათიას და იაკოს შეშინებულმა შეხედა. -რას არა, ვის ვგულისხმობ ვინმე მამაკაცი ან შეყვარებული თუ არის შენს ცხოვრებაში. -სიმართლე გითხრა არის ერთი ვინც ბავშვობიდან მიყვარს. ყოველი დილა სიცოცხლე მიხარია, რომ ვიცი თვალს გავახელ და მას ვნახავ, თვალებში ჩავხედავ და იქ ჩემს თავს ვხედავ, მაგრამ მეშინია. -რატომ? რატომ გეშინია მეტყვი? -მეშინია არ შეიცვალოს, მეშინია ერთ დღეს არ მითხრას სხვა მიყვარსო. -ოოოოო, შენ ძალიან შეყვარებული ხარ და ბედნიერიც. -ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ იაკო. -რამდენი ხანია რაც ერთად ხართ, ალბად დიდი დროა ასე კარგად რომ იცნობ. -მთელი ცხოვრება ვიცნობ, მაგრამ რაც ერთად ვართ რამდენიმე თვეა და ეს თვები ყველა წუთი და წამი მხოლოდ ის მახსოვს. -კარგია და მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ. -მითხრა ერთ დღეს ჩემს მშობლებს გაგაცნობო, შენ? შენსკენ რა ხდება. -ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მას თუ უნდა ოჯახი გაგაცნოს ესე იგი ის სერიოზულად ფიქრობს შენზე, რაც შემეხება მე მარტო ვცხოვრობ და დილის გათენება მახარებს რადგან ყოველი ახალი დღე ახალი სიცოცხლის დასაწყისია. -ეს მართალია, რაღაც რომ გთხოვო შეიძლება? -შეიძლება, რატომაც არ შეიძლება. -დღეს ადრე მინდა წავიდე, მეგობარს უნდა შევხვდე და მერე იქედან გიორგის უნდა შევხვდე. -შეგცვლი, არ ინერვიულო ვერავინ გაიგებს შენს არ ყოფნას სამსახურში, თუ გინდა ახლავეს წადი. ნათიას ტელეფონმა დარეკა და მან მშვიდად და აუღელვებლად უპასუხა. -გისმენ თათა. არა, მე ჯერ ვერ გამოვდივარ და თუ ვერ დამელოდები წადი. ტელეფონი გათიშა და იაკოს შეხედა. -ჩვენი წასვლის დროც მოვიდა, მადლობა იაკო. -თუ რამე დაგჭირდეს მითხარი. დამეგობრდნენ, იაკო კაბინეტში დაბრუნდა და გაბრიელს უთხრა რაც ისაუბრეს. -თათა მჭედლიძე გამოდის ისიც მათ ჯგუფშია და მანამდეც იცნობდა მათ სანამ ლევანს ცოლად გაყვებოდა. -ერთი აზრი მაქვს, შეიძლება? -თქვი იაკო აქ ყველა ყველას უსმენს. -ვფიქრობ ეს ტიპები მჭედლიძემ ლევანს განგებ გააცნო. -მეც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ მოდი ჯერ ვნახოთ რა მოხდება. გაბრიელის ტელეფონმა დარეკა და მანაც უპასუხა. -გისმენ ნიკო ნახე? -ვნახე გაბრიელ და ძია იოანე სიხარულით დაგვთანხმდა, ფოტოს გგზავნი და ნახე. გაბრიელმა ფოტო ნახა და მონიკას დაუძახა. -ეს თათა არის მჭედლიძე...................... -ეს ორი კი ეჭვმიტანილები არიან დავით აბუსალიძე და გიორგი ოსტიაშვილი. ნიკო განყოფილებაში დაბრუნდა და რამდენიმე საათი იყო გასული ნიკოს ტელეფონზე მოხუცის ზარი რომ დაფიქსირდა. -გისმენ ძია იოანე. -შვილო ნიკო თათას მივყვები, ის სულ სხვა პიროვნებას გაყვა და ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ, შევამჩნიე თითქოს თათას ეშინოდა ამ პიროვნების. -მისამართი მომწერე და მოვდივარ. -სად მიდიხარ მარტო. უთხრა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა.ნიკო და გაბრიელი საჩქაროდ გავიდნენ და რამდენიმე წუთში იმ სასტუმროში მივიდნენ სადაც თათა და უცხო პიროვნება შევიდნენ. -მეც მოვდივარ, დიდი ხანია იმ პიროვნებას რომ ვიცნობ და რამდენჯერ დავუშალე ნარკოტიკს არ გაეკარომეთქი. -მაგრამ.................. -მე მინდა მას დაველაპარაკო, არ მოვკლავ ნუ ნერვიულობ ამ ასაკში მკვლელი არ გავხდები. -კარგად გავერთობით დღეს მე და შენ პატარავ, თეთრი ფხვნილით -თეთრი ფხვნილით? -დიახ, შენთვის ყველაფერი იქნება და ბოლოს შამპანიურიც მივირთვათ.ხელგადახვეული შეიყვანა თათა სასტუმროში ნომერი აიღო და ნომერში შამპანიურის მიტანაც უბრძანა.ტანისამოსი გაიხადა და საწოლზე გაიშოტა, კარზე დააკაკუნეს თათამ კი მე გავაღებო და კარი გააღო მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო და გვერძე გადგა. მოხუცმა თათას შეხედა, იქვე მდგარ ნიკოს იარაღი წაართვა და მამაკაცთან მივიდა. -შენ, შენ აქ რა გინდა და როგორ შემოხვედი. -თუ შიშით არ ცხოვრობ ასე რატომ გეშინია ჩემი შეხედვის, მიცანი? -გიცანი. -კარგია რომ მიცანი, ახლა თქვი ჩემთან რა გინდოდა. -მე გიორგის დავალებით ვმოქმედებდი. -და შენც უდანაშაულო ახალგაზრდა გაწირე არაკაცო, ფულის მონავ. -მიბრძანეს და მე მათი ბრძანება შევასრულე. -მომისმინე მე და შენ ერთ თამაშს ვითამაშებთ, ახლა ტყვიებს გამოვიღებ და მხოლოდ ერთს დავტოვებ და ეს თამაში გამართლებაზეა, გაგიმართლებს თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. -შეუძლებელია. -შესაძლებელია და თქვი სად არის ფხვნილი. -არ ვიცი. მოხუცმა იარაღს თითი გამოკრა და პირველი გასროლა უშედეგოდ დასრულდა. -თქვი ვინ არის შენი მომარაგებელი და ვინ გიმაგრებს ზურგს. -მომკლავს რომ ვთქვა. -ისედაც მკვდარი ხარ,თქვი. -მურადი, მურადის მოაქვს ჩემთან ფხვნილი. -მასთან ვის მოაქვს, თქვი თუ სიცოცხლე არ მოგბეზრდა. თქვა და მეორედ გამოკრა სასხლეტს თითი. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. -მურადის უკან ვინ დგას. -გიორგი, გიორგი დგას უსიტაშვილი. -ჯერ კიდევ გაქვს დაფიქრების დრო, მაგრამ ღირს კი მათ გამო გაწირო შენი სიცოცხლე? -მილიონებს აკეთებენ ნარკოტიკიდან, მაგრამ გიორგის ზემოთ ვინ დგას არ ვიცი, მითხრეს რომ თურქეთიდან შემოდისო.მე პატარა კაცი ვარ, ყველაზე პატარა. -გინდა თქვა რომ ნარჩენებით კმაყოფილდები? -მეტი რა გზა მაქვს. ნიკო და გაბრიელი იდგა და მოხუცის ქმედებით აღფრთოვანებულები იყვნენ, მათ ნარკოტიკის გამსაღებელი სასტუმროში აიყვანეს, მოხუცმა კი თათას შეხედა და ცრემლი მოერია გვერძე გაიხედა და უთხრა. -უკეთესი მამაკაცი შეგეძლო მოგეძებნა, ჯერ კიდევ შეგიძლია გზის გასწორება, ნარკოტიკი კლავს შვილო, სიცოცხლე კვდება და ეს თეთრი ფხვნილი ყველა შენს ოცნებას გართმევს. გიღირს შენი ოცნებები და შენი მიზნები თეთრი ფხვნილის გამო ჩაფერფლო? მამაკაცი დააპატიმრეს, თათა კი გაუშვეს რადგან მისგან კიდევ ბევრ ინფორმაციის მიღებას აპირებდნენ. თათა წავიდა, ცუდად გრძნობდა თავს მოხუცთან შეხვედის შემდეგ და დაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას რომ დიდი სიჩქარით მომავალმა მანქანამ მის ფეხებში გააჩერა და უყვირა. -ჩქარა დაჯექი. თათას შეეშინდა მამაკაცის და გაქცევა სცადა, მაგრამ ის ძალით ჩასვეს მანქანაში. მოხუცმა შორიდან შეხედა თათას და მანქანას უკან გაყვა, ნიკოს დაურეკა და აუხსნა რაც მოხდა. -ბინამდე მიყევი? -მივყევი, მაგრამ ერთი გამოვიდა მალე უკან და მეორე დარჩა. -კარგი ძია იოანე დაელოდე მათ გამოსვლას.დილამდე იდგა მოხუცი ბინასთან და დილის 7 საათზე მხოლოდ მამაკაცი გამოვიდა ბინიდან, მოხუცი დაეჭვდა და გადაწყვიტა ბინაში შესულიყო მასზე წინ შუა ასაკის ქალბატონი შევიდა და სულ მალე მისი ყვირილის ხმა გაიგონა, საჩქაროდ აიარა კიბეები და ნახა თათა ფართხალებდა და გადარჩენას ცდილობდა, მოხუცმა შეეცადა მიშველებოდა მაგრამ ვერ შეძლო, თათამ კი უკანასკნელად თქვა. -ლევანი,ლევანი მათმა მოკლ............................. მოხუცმა ნიკოს დაურეკა და რაც მოხდა უთხრა, ნიკომ გაბრიელს დაურეკა და ყველა მკვლელობის ადგილზე მივიდა, გაბრიელმა ხელი მხარზე დაადო მოხუცს და უთხრა. -ხომ არაფერს შეხებიხარ. -არა შვილო, მხოლოდ მისი გადარჩენა მინდოდა, შევეცადე მაგრამ ვერ შევძელი. -რამე გითხრა, ცოცხალი იყო რომ შემოდი? მოხუცმა უთხრა გაბრიელს რაც თქვა თათამ და მას უცხო ქალბატონიც დაემოწმა. -ბინა თქვენი არის? -კი შვილო ჩემია, რამოდინე დღით იქირაბა და ფული წინასწარ გადამიხადა, დღეს 7 საათზე დამიბარა და მითხრა გასაღებს დილით ჩაგაბარებო, მოვედი და ასეთი სურათი დამხვდა. -გასაგებია, მონიკა დარეკე და უთხარი ბიჭებს ბოკერიას ტელეფონი ერთი წუთით არ დატოვონ უყურადღებოდ, მას დღე და ღამე უნდა მოუსმინონ -შვილო თათას სიტყვებმა საგონებელში ჩამაგდო, ვფიქრობ ის იცნობდა ლევანის მკვლელს. -თუ გადავხედავთ რაც მოხდა ყველა დეტალი მიგვითითებს იმას რომ მჭედლიძე კარგად იცნობს ამ დაჯგუფებას, მაგრამ წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, ამ მკვლელობით ლევბანის მკვლელობაც გაიხსნება. ცა კიდევ ბინდისგერია, კარგად არც გათენებულა ღრუბელი ნელა ნელა თეთრდება, ირგვლივ სიჩუმეა ხალხს ჯერ კიდევ სძინავს და ამ სიჩუმეში ახალგაზრდა გოგონას სხეული უსულოდ დევს იატაკზე ზემოდან კი თეთრი ზეწარი გადააფარეს. ყველა მდუმარედ დგას თითქოს ისინი ამ დუმილითაც ამბობენ თავუინთ სათქმელს რადგან ისინი თვალებით საუბრობენ და მხოლოდ ნიკოტინით ივსებენ ფილტვებს, დგანან და ელოდებიან ექსპერტის პასუხს. ოთომ და ლუკამ კარზე ზარს აძლევს და ახალგაზრდა მამაკაცი წელს ზემოთ შიშველი აღებს კარს, პოლიციის დანახვას ნამდვილად არ ელოდა და გაშეშდა. -უკაცრავად, მოქალაქე დავით აბუსელიძე. -დიახ მე ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ. -ჩვენთან ერთად განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ. -რატომ, რა ხდება და აუცილებელია ახლა წამოვიდე? -აუცილებელია და იქ აგიხსნიან რაც ხდება. -ბიჭებო საწოლიდან წამოვდექი რა ხდება, უნდა დამაკავოთ? -შენთვის იქნება უკეთესი თუ უკან მარტოები არ წავალთ, სხვა დანარჩენს იქ აგიხსნიან და გთხოვ ძალას ნუ გამომაყენებინებ. -ახლავეს, ჩავიცვამ და მოვალ. -გელოდებით. მშვიდად მივიდნენ განყოფილებაში და დაკითხვის ოთახში შეიყვანეს, მოგვიანებით გაგო და გაბრიელი შევიდა მასთან. -რატომ მომიყვანეთ აქ. -როგორ ფიქრობ აქ რისთვის მოგიყვანეს, სუფრას გავშლით და მწვადებს მოგართმევთ? უთხრა გაბრიელმა და გოგამ კითხვა დაუსვა. -თათა მჭედლიძეს რამდენი ხანია იცნობ და საიდან. -თათას ბავშვობიდან ვიცნობ, როცა გავიზარდეთ ერთმანეთი შეგვიყვარდა და დანიშნულებიც ვიყავით, მაგრამ ვიკამათეთ და ჩემზე შურის საძიებლად ის სხვაზე გათხოვდა. -გათხოვდა, მაგრამ მერეც ხვდებოდით ერთმანეთს, ასეა? -კი ასეა. -გუშინ სად იყავი. -გუშინაც შევხვდით და ბარში წავედით. -შემდეგ? -შემდეგ რაც მოხდა ყველაფერი უნდა ვთქვა? -უნდა თქვა, ბარის შემდეგ სად წადით. მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უთხრა გაბრიელმა. -ბინაში. -ვის ბინაში, სად. -თავის ბინაში. -რომელ საათზე დაშორდით ერთმანეთს. -შეიძლება გავიგო ჩემი პირადი ცხოვრება რატომ უნდა გითხრათ? -რომელ საათზე დაშორდით ერთმანეთს. -თავად მას კითხეთ და გეტყვით. -სერიოზულად მეუბნები? -არა სერიოზულობის მეტყობა რამე? -როცა ერთმანეთს დაშორდით ცოცხალი იყო? -რა შეკითხვას მისვამთ, რა თქმა უნდა ცოცხალი იყო. -მაგრამ ახლა აღარ არის ცოცხალი და ბოლო შენ იყავი ვინც ის ნახა. -რა, რა, რას ამბობთ, სერიოზულად მეუბნებით? -როგორ ფიქრობ აქ რატომ ხარ, იმიტომ მოგიყვანეთ რომ იუმორი მოგიყვეთ? -არ მჯერა, არ მჯერა ეს დაუჯერებელია. -ბავშობიდან იცნობდი და მასზე ყველაფერი იცოდი, იქნებ გარეული იყო რამე არა კანონიერ საქმეებში. -არ ვიცი, არ უყვარდა ბევრი რამის თქმა თავის თავზე. -სამი წლის წინ თათას ქმარი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, ამის შესახებ რას გვეტყვი. -მას არ ვიცნობდი, რომ მოკლეს მაშინ გავიგე. -რატომ მოკლეს ვერ გაიგე? -ჩემი საქმე არ იყო და არც ფაქტები მომიძევია, მე არ მეხებოდა მისი მკვლელობა. -რას გვეტყვი თათას ოჯახზე. -დაშლილი ოჯახია, მამა ამერიკაშია დედა კი ინგლისში და თათას არ უყვარდა ოჯახზე საუბარი. ამერიკაში დაიბადა და 14 წლამდე იქ გაიზარდა, 14 წლის ულამაზესი გოგო იყო საქართველოში რომ ჩამოიყვანეს და ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ გაცნობის დღიდან კი სულ ერთად ვიყავით, შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს თათა კი ბებიას დაუტოვა დედამ და თავად ინგლისში წავიდა მას შემდეგ არ ჩამოსულა და იქ გარდაიცვალა. -როგორ გარდაიცვალა. -როგორც გავიგე ზედმეტი დოზით. -ადვოკატი დაგჭირდება მეგობარო. -რატომ? -იმტომ რომ ცრუობ. უთხრა გაბრიელმა და დაკავებული მარტო დატოვა, კაბინეტში შესულს კი უცხო მამაკაცი დახვდა, ის ფეხზე წამოდგა და გაბრიელს მიესალმა. -გამარჯობათ, ნოდარ მჭედლიძე თათას მამა. -დაბრძანდით ბატონო ნოდარ. -რას მეტყვით მკვლელობის შესახებ, მიიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე? -ვფიქრობ მივიყვანთ, მხოლოდ დრო გვჭირდება. -რატომ, ამ კითხვაზე მინდა გამცეს მკვლელმა პასუხი. -ჩვენს ამიტომ ვეძებთ მკვლელს, რომ თქვას რატომ ჩაიდინა მკვლელობა. -ერთადერთი შვილი მყავდა, სამი დღის წინ დამირეკა და ტელეფონში მიმღერა, მომეჩვენა რომ მისი ხმა ძალიან სევდიანი იყო, იტირა კიდეც მენატრებიო. არ უთხარი მოვდივართო მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, ჩამოვედი დღეს დილით და ეს ამბავი დამხვდა,მითხარით იქნებ ეს თვითმკვლელობა იყო? ნუთუ ჩემმნა შვილმა იმიტომ დამირეკა, რომ გამომემშვიდობა? შვილ-მკვდარმა მამამ ცრემლი ვერ დამალა და ატირდა. -მაპატიეთ, მაგრამ თქვენ კარგად იცნობდით თქვენს შვილს? შეუძლებელია მასზე რამე არ იცოდეთ. -მე ვიცი რომ ჩემი შვილი გუშინ მყავდა და დღეს აღარ მყავს, სხვა არაფერი ვიცი, მაგრამ ვხვდები რომ მკვლელი უცხო არ არის. -გასაგებია, ჩვენს ზარს დაელოდეთ. უთხრა გაბრიელმა და სტუმარი კარამდე მიაცილა, შემდეგ მონიკას შეხედა და ჩაეცინა და მოუნდა მისი გაბრაზება. -თათვიძე ჟანგბადს ხარჯავ ტყუილა ყოფნით, წადი გაიარე მუხლი გამართე და ბოკერიას უთხარი შემოვიდეს. მონიკა გაბრაზდა, მაგრამ გაბრიელის ჩანაფიქრს მიხვდა მშვიდად წამოდგა, უხმოდ გააღო კარი გავიდა ეს კი გაბრიელისთვის უცნაური იყო, მაგრამ კაბინეტში შეშფოთებული სახით გაგოს შემოსვლა გაუკვირდა და ფეხზე წამოდგა. -რა მოხდა, რა სახე გაქვს. -გაბრიელ ბოკერიას ტელეფონზე უცნაური ზარი განხორციელდა. -მომასმენინეთ. გაგომ ჩანაწერი ჩართო და გაბრიელს მოასმენინა. -,, ნათია უნდა შევხვდეთ, ეს სასწრაფოა. -რატომ? -უნდა დავილაპარაკოთ. -ისე როგორც თათას დაელაპარაკე? -ნათია არ გამაბრაზო თორემ შედეგი იცი რაც იქნება. -ვიცი, მეც მომკლავთ და თავიდან მომიშორებთ, მაგრამ არ ინერვიულო არაფერი ვიცი და არავის ვიცნობ ისეთს ვინც ახლოს იყო თათასთან. -ყოჩაღ, იცი საქმის კეთება თუ რამეს იტყვი კარგად იცი რომ საქმეში შენც ჩაგრთავ და სასჯელს შენც მოიხდი. -ჩემგან რა გინდა, რაც გინდოდა ის გავაკეთე თათა შენთან გამოვუშვი. -იმედია პოლიცია არაფერს ეჭვობს. -თუ კიდე დიდხანს გააგრძელებ საუბარს, ეჭვი არ შეგეპაროს სწორედ შენ გასცემ საკუთარ თავს ჯოჯუა''. ჩანაწერი შეწყდა და გაბრიელმა სერიოზული სახე მიიღო, გაგოს შეხედა უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ მონიკა და ნათია შემოვიდა კაბინეტში. -დაჯექი ბოკერია. -გისმენ გაბნრიელ. მონიკამ წარბაწეულმა შეხედა ნათიას და შემდეგ გაბრიელს გახედა, თვალებით უთხრა გაბრიელს ,,როდის მერე ხარ ბოკერიასთვის უბრალოდ გაბრიელი და არა უფროსიო'' გაბრიელმა მიუხვდა მონიკას და ნათიას შეუსწორა. -უფროსო გაბრიჩიძე ასე შეგიძლია მომმართო ბოკერია. -დიახ უფროსო, გისმენთ. -როგორც ვიცი მჭედლიძესთან ახლოს მეგობრობდი, ვის იცნობ კიდევ მის გარშემო და როგორი მეგობრები იკრიბებოდით. -ვიცნობ აბუსელიძეს რომელიც ამჟამად დაკავებულია და სხვა არავის. -შენს გარდა გოგო მეგობარი არ ჰყავდა მჭედლიძეს? -არა, არ ვიცი. -ნათია მოდი მეგობრულად ვისაუბროთ. -ვისაუბროთ უფროსო. -გინდა დაგაპატიმრო ისე როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი? -მეეეე? მე იმ დღეს სამსახურში ვიყავი უფროსო და არაფერი არ ვიცი. -ვწუხვარ რომ თავს იუბედურებ და ვიღაც არა ადამიანის გამო შენს სიცოცხლეს და შენს კარიერას საფრთხეს უქმნი. გაგო დაუძახე ლუკას და კამერაში გაიყვანეთ, მე კი კომისარს ყველაფერს მოვახსენებ. ნათიას შეეშინდა და გაგოს შეხედა. -არა, არა არავის დაუძახო ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი გეტყვით. გაბრიელმა ჩანაწერი ჩაურთო ბოკერიას და გაოცებული,შეშინებული და ძალა გამოცლილი იჯდა გაბრიელის წინ. -შენ ყველაფერი იცი ბოკერია, ამიტომ უნდა გვითხრა ვინ არის ჯოჯუა და რა როლს თამაშობს თათას მკვლელობაში.ბოკერიას სხვა გზა არ ჰქონდა შეხედა გაბრიელს და თქვა. -ერთ თვეში თათას მონაწილეობა უნდა მიეღო კონკურსში, სადაც თვით ერთ-ერთი ჟიურის დაჟინებული თხოვნით მოხვდა. მისი ოცნებაც ეს იყო, უნდოდა მოდელი გამხდარიყო მაგრამ მას ძალიან დიდი კონკურენტი ჰყავდა ლელა ჯოჯუა და მან მთხოვა თათასთან შემთხვევითი შეხვედრა მომეწყო. -შენც დათანხმდი. -არა, ვიუარე და რატომღაც დავთანხმდი. -რატომ, რამეს დაგპირდა? -მითხრა ყველაფერში დამეხმარებოდა, ამიტომ შეხვდრაზე მე არ წავედი და ჯოჯუა შეხვდა თავის მეგობრებთან ერთად. -ვინ არიან მათი მეგობრები. -არ ვიცნობ მათ, მაგრამ ახლა გავიგე რომ დავითი და ლელა დანიშნულები არიან. -ესე იგი აბუსელიძე თათას გრძნობებით თამაშობდა. -სამწუხაროდ ასეა. -გასაგებია, სად შეიძლება ვნახოთ ჯოჯუა. ბოკერიამ მისამართი ფურცელზე დაწერა და გაბრიელს მიაწოდა, გაბრიელმა კი მკაცრად შეხედა და უთხრა. -შენც დადიხარ ამ ბარში? -ზოგჯერ, როცა ძალიან მოწყენილი ვარ. -ქალაქიდან არ გახვალ,არავის არაფერს ეტყვი და მხოლოდ ჩვენთან გექნება კონტაქტი, გასაგებია? -გასაგებია უფროსო. თქვა ნათიამ და თითქოს დაპატარავებული გავიდა კაბინეტიდან, გაბრიელმა კი შეხედა გაგოს და უთხრა. -ყველაფერი გაიგე ამ ჯოჯუას შესახებ და მოხუცი გაანთავისუფლე პოსტიდან, თუ ახალი საქმე გითხრა ჯოჯუას უთვალთვალოს. -მონიკა......... -მონიკა.............. -მონიკა. მესამედ რომ იყვირა მხოლოდ მაშინ აწია თავი მონიკამ და არც ამდგარა ფეხზე ისე თქვა. -გისმენთ. -მონიკა. -გისმენ გაბრიელ თქვი რა გინდა მითხრა. -რატომ ბრაზობ, იცი რაც უნდა გითხრა? -ჰოდა თქვი გისმენ, მაგრამ ხმას არ იღებ და არაფერს ამბობ. -არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მამაშენი დღეს ნახე? -არა, რა მოუვიდა მამაჩემს. შეშინებულმა შეხედა გაბრიელს და ფეხზე წამოხტა, გაბრიელი მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი ისევ სკამზე დასვა და უთხრა. -დღეს მისი ფერი არ მომეწონა, მითხრა რომ წნევა მაქვსო და ხომ არ აჯობებდა წაიყვანო სახლში და ექიმს აჩვენო. -წა,წა, წავალ ვნახავ, არ დავაგვიანებ. -სახლში წაიყვანე და მოგვიანებით დაგირეკავ. მონიკა მამასთან შევიდა და მართლაც ფერმკრთალი იყო სახეზე, სკამი გამოსწია და მის წინ დაჯდა. -რა მოხდა, ასე რატომ მიყურებ შვილო. -ჩაის სვამ თუ ყავას. -ჩაის ვსვამ და ვფიქრობ. -წნევაზე ხომ იცი ჩაი რომ გწყენს. -ყოველ დღე ხომ არ ვსვამ. -რა მოგივიდა, რაზე ფიქრობ მამა. -ვფიქრობდი რამე რომ მომივიდეს.................. -მამა ნუ ფიქრობ სულ ასეთ საშინელ რამეზე. -16 წლის იყავი დედაშენმა რომ დაგვტოვა და მას შემდეგ მე და შენ ერთად ვცხოვრობთ. -შენ იყავი და ხარ ჩემი ყველაფერი მამა, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. -ვჭირდებით შვილო ერთმანეთს, მაგრამ შენც შენი.................... -რა ჩემი მამა, რას მთავაზობ. მეც ვფიქრობ შენზე და ბევრი ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი რომ უნდა დაქორწინდე. ავთანდილმა გაოცებულმა შეხედა შვილს და დაეჭვებულმა კითხა. -უნდა დავქორწინდე? -მამა მომისმინე მეც ჯიუტი ვარ, მაგრამ მეც ხომ უნდა შევქმნა ჩემი ოჯახი, ოდესღაც ესეც მოხდება და შენიდან წავალ, შენ მარტო დარჩები და ამიტომ შენი დაქორწინება ძალიან კარგი იდეა არის. -შენ მგონი სადედინაცვლოც გყავს შერჩეული -მყავს და შენ თუ თანახმა იქნები ვფიქრობ ასე დედას დავიწყებას შეძლებ და ახალ ცხოვრებას დაიწყებ. -ეს მეორედ არ გაიმეორო მონიკა შენ კარგად იცი რომ დედაშენს მე ვერ დავივიწყებ, ეს შეუძლებელია მოხდეს, რადგან მე მასთან ერთად საუკეთესო წლები გავატარე, შენ მყავხარ და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია. -მამა ჩემი ბავშვობა მინდა დავიბრუნო, ჩემი ოცნებები, ჩემი გულუბრყვილობა. მინდა ისევ მესმოდეს ,,მონიკა ამოდი ჭამე და ისევ წადი. მონიკა ამოდი საკმარისია ეზოში ყოფნა, იმეცადინე...................... -მონიკა დაღამდა აღარ მოდიხარ? ბოლო დაძახება ეს იყო და მე და შენ ერთად შევდიოდით სახლში, შენ ტალახისგან პურები გამოგიცხვეო და მახვედრებდი შენს გამომცხვარ პურებს, შემდეგ ჩუმად შემქონდა სახლში დედაშენის ნამზითვი სერვიზები რომლებიც სილაში გქონდა დამალული. -გავიზარდე მამა და აღარც დედა მიკერავს ზემისთვის თეთრ კაბებს, ყოველ დღე ვიზრდები მამა და დროც გარბის. -მაგრამ მე ვფიქრობ შენ დაასრულე ზრდა და დროა შვილიშვილები მაჩუქო მონიკა. -უკვე კარგად ხარ და მე წავალ, რადგან ბევრი საქმე მაქვს.მონიკა წამოდგა და კართან მისული ავთანდილმა შეაჩერა. -გაბრიელს დაუჯერე, მას ენდე შვილო. მონიკა კაბინეტიდან გავიდა და უნებურად თვალებში ცრემლი ჩაუდგა, გაბრიელმა შეხედა და მიხვდა რომ ცუდად იყო ჭიქით წყალი მიუტანა და უთხრა. -რა გითხრა, რა თქმა უნდა უარყო. -გაბრიელ მამა დღითი დღე უარესდება, მას რაღაც აწუხებს და რა არ ვიცი. -გავიგოთ რა აწუხებს, დაველაპარაკები. -დაელაპარაკები, მაგრამ გეტყვის? -მე ვცდი, გინდა ახლავეს წავიდე? -არა, ახლა არა. რას ვაკეთებთ დღეს, მე ვფიქრობ იმ კლუბში უნდა მივიდეთ სადაც იაკო და გაგო იყო მისული. -მაგრამ ჩვენ იქ ვერ გამოვჩნდებით, ვინმე უნდა წავიდეს ბოკერასთან ერთად. -გაგო, გაგო და ნათია წავიდეს ის ადრეც იყო იქ. -ნათია შემოიყვანე, მე გაგოს დაურეკავ. რამდენიმე წუთში ორივე გაბრიელის წინ იდგა და ელოდნენ რა დავალებას მისცემდა უფროსი მათ. -ბოკერია, შენ და გაგო წახვალთ სახლში, გამოიცვალეთ და იმ ბარში წახვალთ სადაც იკრიბებით იმ მიზნით რომ გაგოს გააცნობ ლელას. -ხომ არ ჯობდა სხვა ვინმე წასულიყო, მე რომ მიცნონ? -ცდა ბედის მონახევრეა, წადით. ორივე წავიდა და საღამოს გაგომ ნათიას მიაკითხა, მაგრამ მათ ფეხ და ფეხ მოყვებოდა მოხუცი ეს არც თვით გაგომ არ იცოდა. უკვე კარგად დაღამებული იყო ბარში რომ შევიდნენ, გაგომ თვალი მოავლო იქ მყოფთ და წითელ კაბაში გამოწყობილ გოგონას შეხედა რომელიც გამომწვევად ცეკვავდა და ყველას უღიმოდა, გაგოს ბარში შესვლა წითელ კაბიანს არ დარჩენია შეუმჩნეველი და შორიდან ზვერავდა. ნათიამ ყველას მიესალმა და გაგო წარუდგინა მეგობრებს. -გაიცანით, ჩემი ბიძაშვილი. -სად მალავდი აქამდე შენს ბიძაშვილს ნათია. -არსად არ ვმალავდი, ის საზღვარ გარეთ ცხოვრობს და მოულოდნელად ჩამოვიდა. -სიურპრიზები ყვარებია შენს ბიძაშვილს. უთხრა ერთმა და ნათიას თვალები დაუბრიალა. -გიორგი ბიძაშვილი არისო და ასე რომ საეჭვიანო არაფერია. თქვა წითელკაბიანმა და გამომწვევად გაიცინა, გაგო ყველას აკვირდებოდა გარეთ კი მის მანქანასთან ვიღაც მივიდა და შეათვალიერა, თითქოს რაღაცას ეძებდა მაგრამ რას მოხუცმა შორიდან ვერ გაიგო და თვალს არ აშორებდა, გაგო კი წითელ კაბიანს დაუახლოვდა რამდენიმე ჭიქა პოტოც დაცალეს, შემდეგ კი ხელი ჩაკიდა და განმარტოვებით გაიყვანა. -სად მივდივართ, შენ სახელიც კი არ ვიცი. -ლელა, ლელა მქვია, წამოდი ადრენალინი არ გინდა? -აქ? -აქ, ეს ბარი ჩემია და ჩემთვის ოთახიც აქ მაქვს. ოთახში შევიდნენ და ლელამ კოკაინის თეთრი ფხვნილი მაგიდაზე დაყარა და პირველად თავად შეისუნთქა, გაგოს მიუახლოვდა და პერანგი გახადა, გაგოს ცეცხლი მოედო სხეულზე, მაგრამ ყველა გრძნობა დაბლოკა და ლელას შეხედა. -ვიღაცას მაგონებ, ერთ ჩემს ნაცნობს ძალიან ჰგავხარ. -ვის მიმამსგავსე, შეყვარებულს? -იეჭვიანე? -ძალიან გიყვარს? -მიყვარდა. -რატომ წარსულში, უკურნებელი სენით დაიღუპა? -არა, მოკლეს რამდენიმე დღის წინ. -ვინ არის, რა ჰქვია. -თათა, თათა მჭედლიძე იცნობდი? -ვიცნობდი, მაგრამ თათას სხვა უყვარდა, -ვიცი. -იცოდი სხვა უყვარდა და ისევ გიყვარს? -მიყვარს, როცა მასზე ვფიქრობ ვერაფერს ბვგრძნობ და სულ სხვა სამყაროში გადავდივარ, ჩემს ირგვლივ სიცარიელეა და მეც მგონია რომ დავცარიელდი, ვიხრჩობი. სულიერმა ტკივილმა დამღალა და ჩემში ყველა ორგანო დაბლოკა, მე მხოლოდ ვსუნთქავ ლელა. -მაგრამ შენ აქ ხარ ცოცხალი და მამაკაცური ღირსებაც გაქვს. -მე ჩემს ტკივილზე გელაპარაკები შენ კი ვხედავ ძალიან მოგწონს პარტნიორის მაქსიმალური დამორჩილება, მისი დამცირება და იძულება აკეთოს ის რაც ძალიან გინდა. -ძალიან მგრძნობიარე გული გაქვს, თათა ჩემი მეგობარიც იყო, მაგრამ ჩვენ ახლა ცოცხლები ვართ და არა მკვდრები. -მოკლეს, ის მოკლეს ლელა. -მკვდარი ხარ და მაინც შენზე ფიქრობენ, გავგიჟდები. ჩაილაპარაკა ლელამ მაგრამ გაგოს გაუღიმა და საწოლისკენ წაიყვანა. -ახლა მე და შენ უხილავ მაგნიტურ ტალღასთან რამდენიმე წუთით დავკავდებით. უთხრა და სხეულიდან ტანისამოში მოიშორა და გაგოს შარვალი გაუხსნა, გაგომ ამოიოხრა და ხელი დაუკავა, თავი ააწევინა და მოთმინებასაც საზღვარი აქვს და სწორედ აქ დასრულდა მისი მოთმინება უხეშად კრა ხელი ლელას რომელიც აღფრთოვანებას ვერ ფარავდა და რამდენიმე წუთი კვნესის და ღმუილის ხმა გამოდიოდა ოთახიდან.ვნება ჩაცხრა, დაღლილები და ნასიამოვნები ჩაეძინათ, თვალი რომ გაახილა ნეტარება იგრძნო მის მკლავებში შიშველი ქალის ყოფნამ და ჭკუა დააკარგვინა როცა მისი ნაზი ხელებით შეეხო მის ორგანოს და თავად კი მკერდზე ეფერებოდა, უეცრად ისე სწარაფად მოექცა ქალს ზემოდან ლელას გაუკვირდა. -მეორე ჯერზე მივდივართ? -შენმა ვნებიანმმა სუნთქვამ გამაგიჟა რომელიც ჩუმ კვნესაში გადადის. ისევ გიჟური წუთები, ღმუილი და შეუკავებელი კვნესა, წუთებით გაგრძელებული აქტი და მოულოდნელად შეწყდა ხმაური,სიჩუმე ჩამოვარდა და ლელამ ახედა გაგოს. -ასეთი სიამოვნება არავისგან მიგრძვნია -კარგია დილამდე შენთან ყოფნა, მაგრამ წასვლის დროა. გაგო ადგა ჩაიცვა ლელას დაემშვიდობა და წავიდა. მანქანის კარი გააღო როცა ტელეფონმა დაურეკა და გაოცებულმა უპასუხა. -ძია იოანე რა მოხდა, რამე გჭირდება? -მანქანა არ დაძრა ადგილიდან, არ წახვიდე ისე რომ არ შეამოწმო. გაგო მიხვდა მოხუცი მასთან ახლოს იყო და უთხრა. -არ მოხვიდე ჩემამდე, შესაძლებელია გვითვალთვალებენ. უთხრა და დახმარება გამოიძახა, ახალგაზრდა მამაკაცმა რომელმაც მანქანა დაათვალიერა გაგოს შეხედა და უთხრა. -მეგობარო მტრები გყავს? -არა, არ ვიცი. რატომ მეკითხები? -მუხრუჭები არის გადაჭრილი. -დარწმუნებული ხარ? გაოცებულმა შეხედა გაგომ მამაკაცს და ისევ მანქანას შეხედა. -გადავიყვანოთ სახელოსნოში და უფრო დაკვირვებით შევამოწმებთ. -კარგი გადავიყვანოთ.გაგო თან წაყვა მამაკაცს და დარწმუნდა რომ ვიღაცამ განგებ გადაუჭრა მუხრუჭები, გამოდის ვიღაცას გაგოს მოშორება უნდოდა. გაბრიელს დაურეკა, გაბრიელს კი გაუკვირდა მისი ზარი. -გაგო სად ხარ, რა მოხდა. -კარად ვარ, ვიღაცას ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდა. -ვის, სად ხარ მოვალ და წამოგიყვან. -არა, არ უნდა დაგინახონ ჩემს გვერდით. გაბრიელმა ვეღარ დაიძინა, ბევრი აღარ უკლდა გათენებას და განყოფილებაში წავიდა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და გაგოს ელოდა, ტელეფონი ამოიღო და მონიკას დაურეკა. -გაგაღვიძე, ბოდიში მაგრამ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, შეძლებ მოსვლას? -სად ხარ, როგორ ხარ გაბრიელ. -განყოფილებაში ვარ და გაგოს ველოდები. -მოხდა რამე? -ვიღაცამ გაგოს გზიდან ჩამოშორებს სცადა. -ღმერთო ჩემო,დაჭრილია? -არა, შეამჩნია და ზომები მიიღო. -მოვდივარ. მონიკამ საჩქაროდ ჩაიცვა ამჯერად უბრალოდ და განყოფლებაში მივიდა, დილის 6 ს-ზე სიჩუმეს მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა არღვევდა, არც დაუკაკუნებია ისე შეაღო კაბინეტს კარი და ჩაფიქრებულ გაბრიელს მიუახლოვდა, გაბრიელმა თავი ასწია და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -მოხვედი. -მოვედი, აქ ვარ. -იცი როგორ ძალიან მჭირდებოდი? უთხრა მონიკას და გულზე მიიკრა. -რა გჭირს, შენ ხომ ძლიერი ხარ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად დასრულდება. -ვნახოთ, მამა როგორაა. -მგონი უკეთ არის, ეს ბოლო დღეები სულ დაფიქრებულია და ვგრძნობ რაღაც უნდა მითხრას და დათრგუნულია. -თუ გინდა მე დაველაპარაკები ეს ადრეც შემოგთავაზე, მაგრამ არ ისურვე, მე კი ვფიქრობ მეტყვის რა აწუხებს და რატომ არის სევდიანი, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობ. ისე მაგრად მიიკრა მკერდზე მონიკას სხეული რომ თითქოს მათ გარდა სამყაროში არავინ არსებობდა, მონიკამ თავი ასწია გაბრიელის მკერდიდან და გაბრიელმა ზემოდან დახედა და ღიმილით უთხრა. -რატომ მიყურებ, რაო სურნელმა ხომ არ გაგაბრუა? გაახსენდა მონიკას ნათქვამი მისი სურნელი მაბრებსო და გაეცინა. -ვერ გიტან. -ხოოოო? ასე ეხუტებიან იმ ადამიანს ვინც ასე ძალიან ეზიზღებათ? გაბრიელმა უფრო მაგრად მოხვია ხელები და თავზე აკოცა, მონიკამ კი თვალები დახუჭა და ერთიანად მოეშვა გაბრიელის ძლიერ მკლავებში.ისე გაინაბა და გაიტრუნა წინააღმდეგობაც არ გაუწევია როცა ნიკაპში ამოდი თითი და თავი აუწია და ფრთხილად, ფაქიზად შეეხო მის ვარდისფერ ბაგეებს, ცოტა ხანში კი თავადაც აყვა კოცნაში და ფაქიზი, ნაზი კოცნა მალე ვნებაში გადაიზარდა, მათი სიშმაგე კი გაგომ დაარღვია. -ბოდიში მტრედებო, მაგამ საქმე იმაზე სერიოზულადაა ჩვენ რომ გვგონია. -კოშკიდან ისე სადისტურად ჩამომაგდე არც კი დაფიქრდი რა დამემართებოდა მიწაზე დაცემულს გაგო. -ოცნებებში ხელი შეგიშალე, მაპატიე მაგრამ ვიეჭვიანე მონიკას ასე გატრუნულს რომ შევხედე წუთიერად ორიენტაციის შეცვლაზეც კი ვიფიქრე. -უტაქტო. უთხრა მონიკამ გაგოს და თავისებურად შეუბღვირა, არც გაბრიელმა დააკლო ბღვერა და უთხრა. -როცა უფროსის კაბინეტში შედიხარ კარზე უნდა დააკაკუნო. -კოშკიდან ჩამოვარდნას განიცდის ბიჭი, ეს ოცნებებში მოგზაურობს და მე რომ მართლა რამე მომსვლოდა. -არაფერი არ მოგსვლია ისევ ნერვებს ჭამ და ტვნს ბურღავ, აზლა კი მოყევი რა მოხდა ქალების გულთამპყრობელო. გაგომ ყველაგფერი მოყვა და გაბრიელი დაფიქრდა. -ვის უნდა ეშინოდეს შენი და უნდოდეს შენი გზიდან ჩამოშორება. -დღეს მე წავალ იმ ბარში. თქვა მონიკამ და გაბრიელი უცებ შებრუნდა, მისი ხმა კი ექოდ მოედო კაბინეტში კედლებს. -არავითარ შემთხვევაში, არც კი გაიმეორო. -წავალ და შენ ვერ შემაჩერებ. -მონიკა იქ ძალიან სიბინძურეა. -წავალ. -არ გადაიფიქრებ? -არა, გაბრიელ იმ ბარში მეც წავალ. -მაშინ მოსასმენს დაგიმაგრებთ, დახმარება რომ დაგჭირდეს ახლოს ვიქნებით. შეთანხმდნენ, მონიკა ადრე გავიდა სამსახურიდან, ძალიან სექსუალური კაბა ჩაიცვა ღრმა დეკოლტეთი და თმებიც გაიკეთა, კარგი დაღამებული იყო ბარს რომ ეწვია უცხო სტუმარი ყველამ შეათვალიერა, მან კი მხოლოდ ერთს დაასო თვალი და სიგარეტი თითებში დაიკავა თავის მსხვერპლს მიუახლოვდა და სექსუალური ხმით იკითხა. -შეიძლება პარტნიორობა გაგიწიოთ, რა თქმა უნდა თუ სხვას არ ელოდებით. -მარტო ვარ, არავის ველოდები. -მოწყენილიც ამიტომ ხარ? -ვიყავი მოწყენილი, ახლა კი მიხარია ყველა მამაკაცი შურით რომ მიყურებს -რატომ, შენი შეხედულება შურთ? -ქალი, მათ შურს ჩემი რადგან თქვენ ხართ ჩემს გვერდით. -ეძებ ვინმეს? -ვეძებ მას ვინც მას ჰგავს. -ვის ეძებ, ეძებ ქალს ვინც დაკარგეთ? -დავკარგე და პოვნაც შეუძლებელია. აქ ვხედავდი საღამოობით ის კაშკაშებდა, მისი ღიმილით ყველას ათრობდა. -თათა? -თათა.თქვა მამაკაცმა და მის თვალებში ცრემლი გაჩნდა რომელიც მალე ლოყაზეც დაგორდა. -ის, ის შვილს ელოდებოდა და ძალიან უხაროდა დედა რომ გახდებოდა. -ვინ გაიმეტა ორსული ქალი მოსაკლავად. -ის ვისაც არ უნდოდა მისი ორსულობა. -დარწმუნებული ვარ იპოვნიან მკვლელს. მონიკამ ბარში გაგო შენიშნა, ასევე შენიშნა მამაკაცმმა როგორ ანიშნა გაგოზე მეორეს ფოტო გადაუღო მამაკაცს და გაბრიელს გაუგზავნა -გაგო რატომ მოვიდა მას ისევ უთვალთვალებენ. -გაგომ იცის თავის საქმე, შენ მალე გამოდი მაქედან.მონიკამ გვერდი გაუარა გაგოს და მათი საუბარიც გაიგონა. -ისევ მოხვედი? -მოვედი, შენი ნახვა მინდოდა ლელა. -გინდა ჩემს ოთახში ავიდეთ? გაგო ლელას გაყვა და შევიდნენ ოთახში თუ არა გაგომ გაბრაზებულმა შეხედა ლელას. -რატომ, რას ერჩოდით. -რაააააა......................... -ასეთი ახალგაზრდა რატომ გაიმეტეთ სიკვდილისთვის. -ვინ, რას ამბობ, ვერაფერი ვერ გავიგე. -თათა რატომ მოკალით. -ვფიქრობ შენ ავად ხარ -არ მიყვარს როცა მადებილებენ ლელა. -ჩემთან რა გინდა, ჩემთან ვის ეძებ. -მე არავის ვეძებ, პოლიცია თავად მოგძებნის. გაგო წავიდა და ლელა გაბრაზდა ის გიორგისთან მივიდა და ყველაფერი მოუყვა გაგოს შესახებ, ცოტა ხანში გაგო წავიდა ბარიდან და შეამჩნია რომ უკან მიყვებოდნენ. სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ მდევარს ვერ გაექცა მან გვერდიდან დაარტყა და გზიდან გადააგდო, მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა გაგომ თვალი საავადმყოფოში გაახილა. -სად ვართ, ვინ მომიყვნა აქ. -დაწყნარდი, ჩვენც აქ ვართ. -გაბო ჯიპი იყო, შავი ჯიპი. -დაწყნარდი, ვიპოვით დიდხანს ვერ დაგვემალებიან. -ვიღაცამ ჩემი მოკვლა სცადა და ეს უკვე მეორედ მოხდა. -მესამედ გაუმართლებს, მაგრამ სანამ ეს მოხდება ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ვინც შენი მოკვლა სცადა და ის ვინც ბრძანება გასცა. -წადით საქმეს მიხედეთ, აქ მარტო არ ვარ. უთხრა გაბოს და შემდეგ მონიკა იკითხა. -მონიკა? სად არის, მარტო დატოვე იმ ადგილზე? -არა, მონიკამ თავის საქმე შეასრულა გავიგეთ რომ თათა ბავშვს ელოდებოდა, ეს ვიცოდით ექც გვითხრა. -უხ მაგათი........................ -მე დამაინტერესდა ვინ იყო ის მამაკაცი. -ის ვისაც მართლა უყვარდა თათა. -ახლა? -ახლა ბოკერიას ჯერი დადგა, მასთანაც მივლიან რადგან ბოკერიამ ბევრი რამ იცის მათ შესახებ და როგორც თათა მასაც ჩამოიშორებენ გზიდან. -ვიღაც სულ უნდა იყოს ბოკერიასთან ახლოს. -ვიცი და მაგ საქმეზე ოთო და ლუკა არიან. გაგო მარტო დარჩა, ჩაძინებული იყო თმებში ხელი რომ შეუცურეს და თვალი გაახილა. -საყვარელო ძალიან ვინერვიულე რომ დამირეკე და მითხარი რაც მოხდა. -ინერვიულე ჩემს გამო რაც დამემართა თუ ინერვიულე რომ გეგმამ არ გაამართლა. -რას ამბობ................................ -გაჩუმდი, ტყუილები დასრულდა. -რატომ ბრაზობ, მართლა ვინერვიულე. -ზღაპრები არ მჭირდება, მდევარი დამადევნე ბარიდან გამოსულს რომ მოვეკალი ისე როგორც თათა მოკალით და დაიმახსოვრე ყველა ციხეში ამოლპებით. -ნუ ყვირიხარ, გაიგონებენ. -გეშინია თუ გრცხვენია მაგ ლამაზ კაბაში დამალული სხეული რა ბინძური სულის მატარებელია. შენც და შენს გვერდით ვინც არის ყველას გაზღვევინებთ, ძალიან შეცდი ლელა ჩემთან ასე არ უნდა მოქცეულიყავი. -რას ამბობ,შეიშალე? -შევიშალე და სულ მალე დარწმუნდები ჩემს შეშლილობაში. -პოლიციას დავუძახებ და ცილისწამებისთვის ციხეში შენ წახვალ. -საჭირო არ არის, პოლიციელს თავად ესაუბრები. -შეეეენ? ლელა გაშეშდა და გაგო აგრძელებდა. -ვინ მომიგზავნე და რატომ, როგორ ვწუხვარ რომ არ გაგიმართლა. ჩემთან იტყვი აღსარებას თუ პოლიციაში უფრო გაბედულად იტყვი სიმართლეს. -არც გაბედო ჩემი იქ მიყვანა. თქვა და გაგოს უცნაურად შეხედა, თითქოს არც დაფიქრდებოდა გაგოსაც გაისტუმრებდა თათასთან მაგრამ ოთახში მონიკა შემოვიდა და თქვა. -ეს ქალი გაიყვანეთ აქედან, პირადად უნდა დავკითხო. -შენ, შენ წუხელ ბარში........................ -დიახ არ გეშლება, მე ბარში ვიყავი. უთხრა მონიკამ და ლელა ორმა პოლიციელმა გაიყვანა. გაგომ ვერ მოითმინა და მიაძახა. -ლევანიც თქვენ მოკალით, მკვლელებო. ლელა შებრუნდა ცრემლიანი თვალებით შეხედა გაგოს და უთხრა. -არა, ლევანის სიკვდლს მე ნუ ამკიდებთ, ლევანი მე არ მომიკლსვს. სანამ არ გაიყვანეს საავადმყოფოდან ლელა ყვიროდა. -ლევანი მე არ მომიკლავს, ლევანის მკვლელი მე არ ვარ. -მგონი ბოლოს თქვა სიმართლე, ლევანის სიკვდილში მას არ მიუღია მონაწილეობა. -რა მნიშვნელობა აქვს, ხომ იცოდა ვინ მოკლა და ხელს აფარებდა, მასთან ცხოვრობდა და იწვა კიდეც. ვისთან, მკვლელთან. -რა მოხდა, ის გოგონა ჩვენს ბიჭებს მიყავდა. გაბრიელმა გაგოს შეხედა, მაგრამ იქვე მდგარი მონიკა აათვალიერა და გაოცებულმა უთხრა. -ისევ ბარში აპირებ წასვლას? -არა, სახლში არ წავსულვარ, აქ მოვედი. -მამაშენი ყოველ 15 წუთში მირეკავს, დაურეკე და უთხარი რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ, ჯერ-ჯერობით. -რატომ ჯერ-ჯერობით რამე მელოდება და არ ვიცი? -ასეთი ჩაცმული თუ ქუჩაში გახვალ გამორიცხული არაა ვინმემ წაგიყვანოს გაურკვეველი მიმართულებით. გაგო იცინოდა, მონიკამ თვალი ჩაუკრა გაგოს და ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა. -ძალიანაც კარგ ფორმაში ვარ, მე მომწონს. -მეც მომწონს, მაგრამ სხვას არ უნდა მოსწონდეს. -გაიგონე? -ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე მონიკა. -ჰაააა, სისხლი ადუღდა მალე იჩქეფებს ვენებიდან. გაბრიელმა მეორე საწოლიდან აიღო ბალიში და გაგოს ესროლა, მასაც შეხვეულ ხელზე მოხვდა ბალიში და ეტკინა. -მხეცო, ნადირო ტკივა ის ხელი ვერ ხედავ? -ენა არ ტკივა, წამოდი სახლში გაგიყვან. -წაყევი მონიკა თორემ საღამოს ტელევიზია შენს ფოტოებს გამოაქვეყნებს იძებნებაო და ეს ყველას დაგვხოცავს. -იაკო მოვა და აქ იქნება და ნუ ხარ ელამი იმ გოგოს მიაქციე ყურადღება. უთხრა გაბრიელმა და გაეცინა, მონიკას ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა. -იდიოტო. მიაძახა გაბრიელმა და მისივე ნასროლი ბალიში დაუბრუნა უკან, მაგრამ გაბრიელმა გაასწრო და ბალიში იაკოს მოხვდა რომელიც ჯერ მონიკას და გაბრიელს უყურებდა გაოცებული რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ და შემდეგ გაგოს შეხედა. რომელიც გაბრაზებული უყურებს მათ, გაბრიელმა ხელი დაუქნია გაგოს და წავიდა მონიკასთან ერთად, იაკო კი გაგოს მიუბრუნდა. -რა მოხდა, რატომ იცინოდნენ ისინი ან შენ რატომ ხარ გაბრაზებული. -იდიოტი რომელიც ახლა გავიდა აქედან მან გამაბრაზა და არ შემეკითხო რატომ. -კარგი არ გკითხავ, დაისვენე. -მაინც მოახერხეს შვილო, მაგრამ კარგია რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გილოცავ რომ გადარჩი. -შენ რომ არა ძია იოანე ვერავინ მიპოვიდა დილამდე და ძალიან გამიმართლა რომ ჩემს ახლოს იყავით. საქმე თითქმის მისულია ბოლოზე, სულ ცოტა დარჩა და ლევანის მკვლელსაც ვნახავთ. -გაიხარეთ, არ მინდა რამე დაგემართოთ ეს ხალხი უსულო ადამიანები არიან, უსიყვარულოდ გაზრდილები და საშიშია მათთან მიახლოება. -ვუახლოვდებით ძია და მალე აღმოჩნდებიან გისოსებში. -მინდა ლევანის სული დამშვიდდეს, სხვა არაფერი მინდა. -ახლა ბოკერიას უნდა უთვალთვალო, ვფიქრობ ნამდვილ მკვლელთან ის მიგვიყვანს. -ის გოგონა მეცოდება, ასეთი კარგი სამსახური და ნარკომანებთან არის შეკრული, გასაოცაერი რატომ იღუპავს თავს. -ვერც გავიგებდით ამას თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით. -გაიგებდით, სადღაც დაუშვებდა შეცდომას. მოხუცი რამდენიმე საათი გაჩერდა გაგოსთან და ბევრ საინტერესო თემებზე ისაუბრეს, ბოლოს მოითენთა გაგო და მოხუციც ფეხზე წამოდგა, გაუღიმა იქვე მდგარ იაკოს და უთხრა. -ჩაეძინა, არ დატოვო შვილო ყველაფერი მოსალოდნელია უარგისი ადამიანებისგან. დაემშვიდობა ხელის აწევით და ფეხაკრებით დატოვა ოთახი, იაკომ გაგოს დახედა და ჩაილაპარაკა. -უფალს მადლობა რომ არაფერი მოგივიდა. სკამი გამოწია და ფიქრებში თავადაც ჩაეძინა. მანქანა მიჰქროდა და მშვიდად იჯდა თვალდახუჭული ფიქრებში კი ვიღაცას უღმოდა, როცა თვალი გაახილა გაბრიელს შეხედა და უთხრა. -სად მივდივართ გაბრიელ. -მინდა ცოტა დრო მოვპაროთ ჩვენს რთულ საქმეს და ფეხით გავიაროთ ბუნებაში. -რა კარგია, მაგრამ უამრავი საქმე გვაქვს. -დაივიწყე და დატკბი მოპარული თავისუფლებით, მალე ისევ ქაღალდებში ჩარგავ თავს. მონიკას გაეცინა და გაბრიელს უთხრა. -აქ გააჩერე გთხოვ. გაბრიელმა გააჩერა, მონიკა გადავიდა და მწვანე ბალახზე ფეხშიშველმა გაიარა, უზარმაზარ ფიჭვნარს ახედა რომლებიც ამაყად იდგნენ და ნელა-ნელა ირხეოდა მათი ტოტები თითქოს ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და მათ უხმო, უსიტყვო დიალოგს მხოლოდ ჩიტების ფრთების შრიალი თუ დაარღვევდა. ხეებიდან მზერა ცაზე აიტაცა და ცა ისეთი კამკამა, თეთრი და ფითქინა იყო როგორც ჯერ კიდევ დაუპყრობელი ქალის მკერდი. გაეცინა და ნელა-ნელა ბუნების სიღრმეში მიიწევდა ერთ ხესთან შეჩერდა და ზურგით მიეყრდნო ფიჭვნარის ჰაერი კი ღრმად შეისუნთქა. -ერთფეროვნება და ყოველდღიურობა ახუნებს გრძნობებს, მაგრამ ჩვენში გაჩენილი ფერები შეავსებს ჩვენს გრძნობებს. გაბრიელმა ხელი მოხვია მონიკას და მისკენ მიიზიდა, შეამჩნია როგორ აუჩქარდა გულის ცემა და როგორ გაუწითლდა ღაწვები, ჩაეღიმა და უთხრა. -ნუ მოგერიდება ჩემი, ჩვენ სიბილწეს არ ჩავდივართ. სიბილწედ მაშინ იქცევა ჩვენი შეხვედრები როცა არასწორად ვითამაშებთ ან ერთი ან მეორე და გახსოვდეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. -ლელა იტყვის სიმართლეს ვინ მოკლა ლევანი? -მონიკა ასეთ მშვენიერ ადგილზე მოგიყვანე რომ ცოტა საქმეს გავერიდოთ და დავივიწყოთ ვინ ვართ და შენ ისევ მასზე ფიქრობ? -ლამაზია აქ მაგრამ ჩემი ფიქრები მაინც საქმეზე ფიქრობს. -რომ დავბლოკო შენი ფიქრები და შევაფერხო ისინი, ნებას მომცემ? -მე, მე, მე.............. გაბრიელმა თმა გადაუწია და ყურის ძირში აკოცა, მის მკლავებში თრთოდა და კანკალებდა მონიკას სუსტი სხეული. უჭირდა ფეხზე დგომა და დარცხვენილმა გაბრიელს ახედა, გაბრიელმა ჯერ ნელა აკოცა ტუჩებში და კოცნას თავადაც კოცნით უპასუხა, რამდენიმე კოცნის შემდეგ კოცნას კვნესაც მოყვა რამაც გაბრიელი აღაგზნო, კისერზე შემოხვია ხელები ფეხის წვერებზე აიწია და თავი მის კისერში ჩარგო მის სურნელს კი ხარბად ისრუტავდა რომელიც ძალიან უყვარდა. გაბრიელმა დაიხარა ჯერ მისი ფეხსაცმელები აიღო და მერე თავად მონიკა აიყვანა ხელში, ასე მიიყვანა მანქანასთან იქ კიდევ ერთი გემრიელი კოცნა დაუტოვა და ძირს დასვა. რამდენიმე წყვილმა გაუარა ღიმილით და ბედნიერი შესცქეროდნენ შეყვარებულ წყვილს მაგრამ ეს ორნი მხოლოდ თავის სტიქიაში იყო. -გინდა წავიდეთ სადმე მხოლოდ მე და შენ? -ახლა არა, საქმე თითქმის მისულია ბოლოში და ჩვენ არ გვაქვს უფლება ახლა მივატოვოთ ისინი. -საქმე დასრულდება თუ არა რამდენიმე დღით მოგიტაცებ, წაგიყვან იქ სადაც ვერავინ მოგვაგნებს მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. მონიკა.......................... -გისმენ, მე............... -ჩემი ხარ, დაგინახე თუ არა გულმა მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა. -მაგრამ მე რომ მეზიზღები? -ასე გეზიზღებოდე სულ, ასე ვერ მიტანდე და მეც ასე შეგიზიზღებ. უთხრა და კოცნით დაუფარა სახე, მაგრამ ბედნიერი წუთები დასრულდა გაბრიელის ტელეფონი ახმაურდა და უპასუხოდ ვერ დატოვებდა. -გისმენ ლუკა. -სად ხარ, სასწრაფოდ მოდი გაბრიელ. -მოვდივარ. უთხრა და მონიკას შეხედა. -რა მოხდა, რაღაც მოხდა. -დაგტოვებ სახლში და განყოფილებაში წავალ მონიკა ვერ დაგელოდები, რაღაც მოხდა. ორივეს გაუფუჭდა გუნება, მონიკა ბინასთან დატოვა და სასწრაფოდ წავიდა, მონიკამაც სასწრაფოდ ავიდა ბინაში გამოიცვალა და ისიც დაბრუნდა განყოფილებაში, კაბინეტი შეაღო და გაბრიელს უთხრა. -რა მოხდა, კიდევ ვინმე მოკლეს? -არა, არა ნათია დაიბარეს ერთ უცნაურ ადგილზე და ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ, შენ კი აქ დარჩები. -არა, მეც მოვდივარ. -მონიკა არ დაუშვებ რომ დღეს შენც იქ იყო. -წამოვალ, ჩვენ დღეს ყველა რისკზე მივდივართ. -რომ რამე.............. -არაფერი მოხდება, ნათიამ იცის რომ მივდივართ? -არა, მან არაფერი უნდა იცოდეს რადგან დაიბნევა და მიხვდებიან რომ მასთან ახლოს ვართ. -კარგია, წავიდეს ნათია და ჩვენც წავალთ.რამდენიმე პოლიციელი უკვე წასულია და განლაგდებიან ადგილებზე, ასე თუ ისე ნათია ჩვენი თანამშრომელია და ესეც რომ არა უნდა დავიცვათ. -თუმცა დამნაშავეა. -გეთანხმები, დამნაშავეა. ნათიამ გაბრიელს განთავისუფლება სთხოვა, მიზეზად კი ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა და სამსახურის დასრულებამდე ორი საათით ადრე გავიდა, ის პირდაპირ სახლში მივიდა გამოიცვალა და წავიდა, ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას და მალე მივიდა ერთ სახლთან, საცლში შევიდა თუ არა მამაკაცის ხმა გაიგონა. -დააგვიანე. -ვმუშაობ და კარგად იცი როგორ მიწევს შენი ბინძური საქმეების დაფარვა. მამაკაცმა მკლავზე ხელი მოკიდა ოთახში შეიყვანა და კარი შიგნიდან დაკეტა, შემდეგ თმებში მოკიდა ხელი იქვე კუთხეში მიაგდო, მუხლებზე დააყენა და შარვლის გახსნა უბრძანა, ნათიამ ახედა ქვემოდან და მტკიცედ უთხრა. -ამას არ გავაკეთებ. -გააკეთებ, თუ გინდა უხეშად არ შეგეხოს ვინმე ამას გააკეთებ და ახლავეს. ნათია გაჯიუტდა რამაც მამაკაცის გაბრაზება გამოიწვია და მისი მძიმე ხელიც მოხვდა სახეში, ტუჩი გაუსკდა და სისხლის გემო იგრძნო პირში. -სწავლა გინდოდა და სოფლიდან წამოგიყვანე უარი არ გითხარი, გასწავლე, სამსახურიც გიშოვე და ახლა მეწინააღმდეგები . -სამსახური ისევ შენი სიბინძურის დასაფარად მიპოვე, ამაყობ კიდეც რომ გამხადე, ამაყობ რომ რმდენიმე მამაკაცი ერთდროულად მჟიმავს არადა ცოლობას მპირდებოდი და შენ? შენ მხოლოდ ფულის შოვნით ხარ დაინტერესებული ჩემი სხეულიდან. -ენაც დაიგრძელე ნათია. -სიმართლე მწარე მოსასმენია, მაგრამ ასეთ ცხოვრებას სოფელში ვყოფილიყავი და შენი არ გავმხდარიყავი. -შენთვის ყველაფერი გავაკეთე, ამიტომ ახლა შენ უნდა დამიბრუნო ის რაც შენს სწავლაში დავხარჯე, გასაგებია? -უცხოელების ან ბებერი ბაბუების ში ვისვრები ყოველ ღამით რომ შენ გაგაძღო, ყოველ დღე ვლოცულობ, რომ ვინმე გამოჩნდებოდეს ვინც გაზღვევინებს ამ ყველაფრისთვის. -ასეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. თქვა და საზარლად გაიცინა. -უკვე დაბადებულია. თქვა ნათიამ ფეხზე წამოხტა მაგიდაზე დადებული იარაღი აიღო და მამაკაცს მიუბრუნდა, მამაკაცს ფერი დაეკარგა და ნათიას შეშინებულმა შეხედა. -შეგეშინდა? სიამაყით ვაცნობდი შენს თავს ჩემს მეგობრებს, მე კი გვიან მივხვდი რა უკანასკნელი ნაძირალაც ხარ. გიორგი ოსტიაშვილი თავად მკვლელი ვინც ლევანი საქუაშვილის მკვლელობა შეუკვეთა, ასევე თათა მჭედლიძე და ვინ იცის კიდევ რამდენი ახალგაზრდა არის მოკლული შენი ხელიდან ვისაც სიცოცხლე სწყუროდა, მაგრამ შენ ნაძირალა და არაკაცმა არა მარტო მათი ოცნებები ჩააქრე, არამედ სიცოცხლეც კი წაართვი. -ეს არ გააკეთო, არ გაბედო და ჩემი ბიზნესის დედოფლად გაქცევ -საბოზეთის დედოფლობა არ მჭირდება. თქვა და რამდენჯერმა გაისროლა თვალებდახუჭულმა. პოლიციამ გაიგონა სროლის ხმა, ლუკამ და ოთომ ერთმანეთს შეხედეს და სახლი კარი შეამტვრიეს, შიგნით შესულებს კი რამდენიმე თითქმის შიშველი ქალი დახვდათ სახლში რომლებიც კართან იდგნენ და აინტერესებდათ რა მოხდა კარს მიღმა. ოთომ კარი შეამტვრია და მიუხედავად იმისა ძირს სისხლში ამოსვრილი მამაკაცი იწვა, მათ გაუხარდათ რომ ნათია ცოცხალი იყო. -მე მოვკალი, ლუკა მე ის მოვკალი. -დამშვიდდი, ოთო იარაღი აიღე ფრთხილად და შეინახე, ნათია კი აქედან გავიყვანოთ და ვიღაცამ სასწრაფოში დარეკეთ. ნათია ლუკამ გაიყვანა და დაინახა გიორგის რისხვით შეშინებული და დამონებულ გოგოები და თქვა. -თქვენი გზები მოძებნეთ, აქედან განთავისუფლდით და ცხოვრება შიშისა და ძალადობის გარეშე გააგრძელეთ. სასწრაფო მალე მოვიდა და დაჭრილი შეამოწმეს, ექიმმა იქვე მდგარ ოთოს შეხედა და უთხრა. -ცოცხალია, ჯერ კიდევ ფეთქავს პულსი და უნდა გადავიყვანოთ. -მე მოვკალი, მე მკვლელი ვარ ლუკა. -დამშვიდდი, ახლა სიმშვიდე შეინარჩუნე და გახსოვდეს. ყველა დანაშაულს აქვს თავისი სიმართლე. -რა მოხდა, გაბრიელ ვხვდები რომ რაღაც მოხდა და ეს რაღაც ძალიან ცუდია. -ნათიამ ვიღაც მოკლა. თქვა და მონიკას შეხედა, მონიკა კი გაქვავდა და თქვა. -შეუძლებელია, ნათია ვერავის მოკლავდა. -საყვარელ ადამიანს ესროლა მონიკა და ქალი ხარ, რამ უნდა გაგამწაროს ასე ძალიან რომ ხელში იარაღი აიღო და მოკლა ის ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს. მონიკა დაიბნა და გაბრიელს შეხედა, ისინი ერთმანეთს უცქერდა და მონიკამ თქვა. -არ ვიცი, ალბად ამ კითხვას ვერასოდეს გავცემ პასუხს, არ შემიძლია ამ კითხვის პასუხი ვიპოვო. -მაინც? -ღალატი? არა, არა გამორიცხულია, ღალატის გამო ამას არ გააკეთებდა. -რაღაც ძალიან ჩაიხლართა, მაგრამ რა. განყოფილებაში მოიყვანეს ნათია და კომისარმა თავის კაბინეტში შეიყვანა სადაც გაბრიელიც და მონიკაც იყო. ავთანდილს უჭირდა სიტყვის თქმა, ადგა და რამდენიმეჯერ გაიარ-გამოიარა, შემდეგ ნათიას გვერდით დაუჯდა და უთხრა. -რამდენი წელია რაც აქ მუშაობ შვილო. -სამი წელია კომისარო. -რატომ ერთხელ არ თქვი თუ ასე გავიწროვებდა და ასეთ ცუდ დღეში იყავი, ახლა? როგორ მოვიქცე ახლა, ყველა მისი საიდუმლო თუ მისი ჩადენილი ბინძური საქმეები იცი. შენც კარგად იცი რა ჰქვია ამ ყველაფერს და ხელის შემწყობი გამოდიხარ მისი, ესე იგი შენც მკვლელი ხარ. -ვარ მკვლელი, მე მან მაქცია მკვლელად. -ნათია.................. -მე ის მოვკალი, მე მკვლელი ვარ და მისი მოკვლით უამრავი იქ მყოფი თუ გარეთ მყოფი გოგონების სიცოცხლე დავიცავი. -მოსამართლე ყველაფერს გაითვალისწინებს და შევეცდები უმცირესი მოგისაჯონ, მე მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია.შეგიძლია მოგვიყვე რა მოხდა, როგორ მოხვდი ამ სიბინძურეში? -პატარა ვიყავი, როცა გიორგი გავიცანი ალბად 13-14 წლის გოგო, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ჩემი ოცნება პოლიციელობა იყო. როცა სკოლა დავასრულე ჩემი ოცნებები გიორგის გავანდე და მან დახმარებას დამპირდა, შეასრულა დანაპირები და იმავე წელს ჩავირიცხე, მან ერთ ოთახიან ბინაში შემიყვანა და მითხრა. -შენი საქმე მხოლოდ სწავლაა და აქ მარტო იცხოვრებ. კვირაში ერთხელ მოდიოდა, მომიტანდა რაც მჭირდებოდა და მიდიოდა. -ეჭვი არ გაგიჩნდა? -არა, რადგან სახლშიც არ შემოდიოდა, მხოლოდ ერთხელ ვკითხე კარგი გემოვნებით გიყვარს ჩაცმა, და სად მუშაობ. მას ჩაეცინა და მითხრა რომ ჩემთვისაც ჰქონდა ადგილი მის ბიზნესში, მაგრამ ჯერ უნდა მესწავლა და მუშაობაც დამეწყო. ორი წელი რომ დასრულდა აქ მოვეწყვე თქვენთან და რამდენიმე დღეში მითხრა რომ ვალს გადახდა უნდოდა. -რა ვალი მაქვს შენთან, მე ხომ არაფერი მითხოვია. -ჩემი შტერი გოგო ხარ, მე მინდა ჩემი გახდე სულ მალე კი ჩემებს ვეტყვი და დავქორწინდეთ. -გიორგი ამას მართლა მთავაზობ თუ მეთამაშები. -არ ვთამაშობ ნათია სიგიჟემდე მიყვარხარ და მინდა ჩემი დაგარქვა. იმ ღამით მისი გავხდი, თითქმის ერთად ვიყავიც დღეც და ღამეც და რამოდენიმე თვის შემდეგ ღამით მომაკითხა და ბარში წამიყვანა სადაც ერთ ოთახში შემიყვანა და არ მახსოვს იქ რამდენი მამაკაცი გაძღა ჩემი სხეულით, მე ხომ ყველაფერში გამოუცდელი ვიყავი რასაც მეუბნებოდნენ თუ არ გავაკეთებდი მცემდნენ,ნაბრძანები ჰქონდათ სახეში არ დაერტათ ჩემთვის, მაგრამ სხეული დალურჯებული მქონდა და ასე გრძელდებოდა დღემდე, დღეს კი გადამეკეტა და ჩავიდინე ის რაც არ უნდა ჩამედინა. ავთანდილმა იქვე მდგარ მონიკას შეხედა და თავი დახარა.ნათიას ისტორიით ყველა შოკირებული იყო, მონიკას ცრემლიც კი მოაწვა ყელში და ერთიანად კანკალებდა, კომისარს შეხედა და თქვა. -ის, ის მსხვერპლია, სიბინძურის მსხვერპლი და ის არაკაცი რომ გადარჩეს მან უნდა აგოს პასუხი ჩადენილზე რაც იქ მყოფ გოგოებს გაუკეთა. კომისარმა სახეზე ხელი მოისვა და დაღლილი ხმით უთხრა გაბრიელს. -ჩაიწერე შვილო? -ჩავიწერე და ვფიქრობ მოსამართლე გაითვალისწინებს ნათიას მდგომარეობას. გიორგი არ მომკვდარა, თუმცა ნათია მის სიკვდილზე ლოცულობდა, სასამართლომ გაითვალისწინა ნათიას ისტორია და პირობითი მისცა, მაგრამ სამსახური დაკარგა და შეუდგა ახალი სამსახურის შოვნას მალე კი ერთი ნაცნობის დახმარებით ერთ ბარში დაიწყო მიმტანად მუშაობა ერთი ოთახი ჰქონდა და იქ რჩებოდა რადგან იმ ბინაში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ მისი ტკივილიანი ისტორიის ცარიელი ფურცელი გადაიშალა ახალი ისტორიის დასაწერად. ყველაფერი რომ მიალაგა ოთახში შევიდა დავისვენებო, შხაპი მიიღო და ხალათით იდგა სარკის წინ რომ კარზე კაკუნი გაიგონა, კარი გააღო და კარში სადისტური ღიმილით იდგა გიორგი. ადგილზე გაშეშდა, გაქვავდა და ვეღარ გაინძრა, ვერ მოძრაობდა რადგან სისხლი გაიყინა მის ძარღვებში. -გადავრჩი საყვარელო, მე დავბრუნდი შენც ხომ ეს გინდოდა და ამაზე ოცნებობდი. -ვკვდებოდი შენი მონატრებით ისე მენატრებოდი და შენი გადარჩენა უფალს შევავედრე. ყველა შენი ნათქვამი მიყვარხარ, ყველა სიტყვა რაც კი გითქვამს ტყუილი იყო. შენ მე გამომიყენე, ჩემი ახალგაზრდობა სიბინძურეში ჩაძირე და ყველაფერი ზღაპარი იყო, შენც ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟი ხარ, პერსონაჟი ვისაც არავინ შეგიყვარებს და ყველას შეზიზღდები. შენ იყავი პირველი მამაკაცი ჩემთვის, მაგრამ უკანასკნელიც შენ იქნები რადგან ყველა მამაკაცი შენ შემაზიზღე. -რაც გინდა ის თქვი, მაგრამ გაფრთხილებ პოლიცია არ ჩართო დღევანდელ საქმეში. -წადი ჩემი ცხოვრებიდან და პოლიცია ვერ მოგაგნებს, რადგან ვერავინ ვერ შეძლებს შენამდე მოსვლას. -ასეთი ადგილი არ არსებობს. -არსებობს და გპირდები იქ ძალიან მშვიდად იქნები. -ხედავ როგორ გაგიკვალე გზა ისევ ბარში მუშაობ, შეგიყვარდა თუ შეეჩვიე ასეთ მუშაობას. -მიუჩვეველს არ უნდა მიეჩვიო და შეჩვეული რაზეც ხარ ის არ უნდა დათმო. მოულოდნელად გიორგის საფეთქელთან იარაღი მიადო ვიღაცამ და გიორგი ფერდაკარგული შებრუნდა, მის უკან კი მოხუცი იოანე იდგა გაბრაზებული და ნათიას უთხრა. -გამოდი გარეთ. ნათია მის უკან დადგა და გიორგიმ მოხუცს დააკვირდა. -მე გიცნობ. -მეც გიცნობ როგორც მკვლელს და როგორც მოძალადეს, შენნაირები არ უნდა ცოცხლობდეს. უთხრა და სასხლეტს თითი გამოკრა, ტყვიამ ამჯერად გიორგის გულში გაიარა მოხუცს შეხედა და უთხრა. -მოხუცო შენ მართალი ხარ ამჯერად სწორ მისამართზე მოდი, მე გავეცი ლევანის მოკვლის ბრძანება -რატომ, ეს რატომ გააკეთე ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. -მან ძალიან ბევრი რამ იცოდა და ცხვირი იქ ჩაყო სადაც არ უნდა ჩაეყო. ჩემი სიცოცხლე დღეს დასრულდა და თუ გადავრჩი ალბად ვიარსებებ და ასეთ სიცოცხლეს არც ღირს გადავრჩე ეს ჩემთვის დიდი წამება იქნება. მე ყველაფერ სიბოროტეს ჩავდიოდი და რატომ? მეც წამართვეს ერთ დღეს ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, ამასთან ერთად ჩემი წარმატებული ცხოვრებაც გაანადგურეს და გამწირეს სიმარტოვისთვის. აი რატომ ვარ სასტიკი, მე ასეთი არ დავბადევულვარ მე ადამიანებმა გამხადეს ასეთად. სხვისი უბედურებით ბევრჯერ ვისარგებლე, ესეც ადამიანებმა მასწავლეს. მე და ნათიამ ერთმანეთის შეცვლა ვცადეთ, მაგრამ პირიქით ჩვენ ერთმანეთი გავაბოროტეთ, მე ის დავახრჩე, მოვწამლე, შევიძულე მისი ღიმილის გამო და საბოლოოდ ხელი ვკარი სიბინძურის წუმპეში ამოსვრილიყო. მე ვერ შეევეგუე რომ ვერავინ გამიგო, არავინ მომისმინა და არც არავინ არ იყო მუდმივად ჩემს გვერდით. მაპატიეთ ადამიანებო. მაპატიე მოხუცო, ნათია მაპატიე ცარიელი და უემოციო ცხოვრება გაიარე ჩემს გვერდით. ნათიას ყურებზე ჰქონდა ხელი აფარებული და კანკალებდა,გიორგი გაჩუმდა და სიჩუმით მიხვდა რომ ის ამჯერად გარდაიცვალა.ნათიამ მოხუცს შეხედა და მოხუცმა უთხრა. -შენ არა, მე მოვკალი და ამჯერად მოხვდა იქ სადაც უნდა მოხვედრილიყო მაშინ როცა შენ ესროლე ამ ღორს.მოხუცმა ხელი მოკიდა ნათიას და ოთახს მოაშორა. ტელეფონი ამოიღო ნიკოს დაურეკა. გიორგის მკვლელობაზე არც ნათიას და არც მოხუცს პასუხი არ უგია გვამი გაიტანეს და სასაფლაოზე ერთი ხის ძირში დამარხეს საფლავს კი ხის ჯვარი დაასვეს, საქმე კი დაიხურა ლელამ და დავითმა აღიარა დანაშაული და რამდენიმე წლით გაისტუმრეს დასასვენებლად, ლელამ მწარედ გადაიხადა თათას სიკვდილი ციხეში უკურნებელი სენით დაავადდა და ციხეშივე გარდაიცვალა.ყველაფერი დასრულდა და საქმე დაიხურა,ერთ დღეს გაბრიელმა იაკოს შეხედა და უთხრა -დაპირებული ვახშამი თუ დაგავიწყდა შეგახსენებ. ერთ საღამოს კი ყველა შეიკრიბა მხოლოდ მონიკა აგვიანებდა, ძალიან რომ დააგვიანა გაბრიელი ანერვიულდა და მოთმინება რომ ამოეწურა ადგა იაკოს შეხედა და უთხრა. -წავალ და მოვიყვან -უკვე წამოსულია, გზაში ასცდებით ერთმანეთს, კარი გაიღო და მონიკა შემოვიდა, ყველა მას უცქერდა და იაკომ გაბრიელს ანიშნა. -მო, მო, მოვიდა. გაბრიელი შებრუნდა და თითქმის სუნთქვა შეეკრა. მონიკას არ ეცვა საღამოს ძვირფასი კაბა, არც განსაკუთრებული აქსესუარი ეკეთა, მაგრამ ის ანათებდა მისი უბრალოებით.მოტკეცილი შავი ჯინსი, თეთრი თხელი პერანგი და მოკლე შავი პიჯაკი. სწორედ ასეთ მონიკაზე კარგავდა ჭკუას გაბრიელი, მაგრამ არ შეიმჩნია და საყვედურით უთხრა. -რატომ დაგაგვიანდა ან ტელეფონს რატომ არ პასუხობ. -მონიკამ სუფრას გადახედა ყველას მიესალმა და ღიმილით თქვა. -პითონმა დავიწყებული როლი დაიბრუნა. გაბრიელს ჩაეცინა და მონიკა გვერდით დაისვა, იაკოს გვერდით კი გაგო მოკალათდა და ცალი ხელი მის სკამს გადაადო.მონიკას უცნაურად მოეჩვენა გაგოს ხელი იაკოს მხრებზე და გაგოს ხელზე უჩქმიტა რაზედაც გაგომ იყვირა და ყველამ მას შეხედა, მან კი მონიკას შეუბღვირა. -რატომ მიბღვერ, შენს ხელს აქ რა უნდა. -ვინც უნდა იყვიროს ის არ ყვირის, შენ რა გაყვირებს. -იმიტომ რომ ვერ გავიგე რა ხდება, შენ რატომ ხარ ჩუმად. შეეკითხა იაკოს და იაკომ მორცხვად უთხრა. -მე და გაგო ერთად ვართ. -რას ნიშნავს ერთად ხართ. -ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. -რა სიტყვებს მიღეჭავ თქვი პირდაპირ, აქ ვინმე უცხოს ხედავ და გრცხვენია? -მე და იაკო ერთად ვცხოვრობთ და მალე დავქორწინდებით, გაიგე ახლა რა ხდება? უთხრა გაგომ და მონიკამ გაოცებულმა შეხედა, გაბრაზდა და ადგილი შეიცვალა მასა და იაკოს შორის გაბრიელი დასვა და იაკოს არც კი უყურებდა, გაბრიელმა კი იაკო დაამშვიდა. -დააცადე დამშვიდდება და მერე დაელაპარაკე, თავად კი მონიკას მიბრუნდა და უთხრა. -დაელაპარაკე იაკოს თავს ცუდად გრძნობს. -ჩემზე ცუდად არ იქნება. -რატომ მიიღე ასეთი რეაქცია, გაგო არ მოგწონს სიძედ? -გაგოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ძალიან მიხარია, მაგრამ გავბრაზდი რომ არაფერი მითხრა. -კარგი რა მონიკა ბავშვივით იქცევი.მონიკამ ლუკას შეხედა და უთხრა. -ლუკა ღვინო წითელი შეუკვეთე, ჩვენი სიძე პატარძალი დავლოცოთ. თქვა და ორივეს მოეხვია და ორივე ჩაჩქმიტა. -ეს იმიტომ რომ არაფერი მითხარით და ორივემ ჩუმად იმოქმედეთ. -შენგან ამეღო ნებართვა როდის დავწოლილიყავით ერთად? უთხრა გაგომ და გულში ჩაიკრა მონიკა ყურში კი უჩურჩულა. -პითონი დაატკბე ნახე როგორ იხედება და მის გარშემო ყველას მისი გამოხედვით აშინებს. -ისე გიურზაც საშიშია და შენ დაგატკბეს უკვე შენი შხამი აღარ არის მომწამლავი? -მე ვარ გიურზა? თქვა გაგომ და გულიანად გაიცინა,იაკომ კი მონიკას თვალები დაუპრაწა, მონიკამ კი ცხვირზე დაკრა თითი და უხრა. -დაატკბე გიურზა თორემ მისი შხამი პითონზე უფრო ძლიერ მოქმედია და პირველი შენ მოკვდები. მონიკა აფანატებდა წითელ ღვინოზე და როცა ლოყები შეუწითლდა გაბრიელმა უთხრა. -ხომ არ წავიდეთ. -სად წავიდეთ ეს ზღაპრული და მომაჯადოებელი სამყარო რომელშიც მოვხვდი ყველაზე საოცარი ადგილია ჩემს სამყაროში და შენ წასვლას მთხოვ? მეგობრებო პითონმა მოიწყინა და რატომ? ალბად ვერ შეივსო დღეს ისე როგორც მე და ალბად მას ცეკვა გახდის სრულყოფილს ეს საღამო რომ დასრულდეს. მონიკამ ხელი გაუწოდა გაბრიელს და გაბრიელმა ჯერ იუარა, მაგრამ მონიკამ იმ თვალებით გახედა გაბრიელს რომელი თვალებიც ისრის გარეშე ტოვებს იარას გულში და ადგა მონიკა დარბაზის შუა გულში გაიყვანა, ორი სხეული დარბაზში და სულში ჟრუანტელი დატრიალდა, თვალებში კი ბედნიერების ნაპერწკალი აინთო. შეუძლებელია გადმოცემა გაბრიელის სახის რომელიც არა მარტო სამეგობროს და საახლობლოს უშუალო ყურადრების საგანია. მონიკას წელზე ხელს ხვევს და ერთ სხეულად შექმნილნი სცენაზე ტრიალებს. გახევებული დგას ყველა და მხოლოდ მათ შეჰყურებენ, ორი ერთმანეთზე აკრული არსება კი ცეკვავს და ფრთებს შლის. მათ დაავიწყდათ სად არიან და ჩაიძირნენ თავიანთ სამყაროში, იმდენად ძლიერია მათი ცეკვა უტოპიის ჩიხში შევიდა ორივე საიდანაც რამდენიმე წუთი გამოსვლა გაუჭირდათ, ბოლოს საბოლოოდ შეტორტმანდა ორივე და მუსიკასთან ერთად ცეკვა დარსულდა ნაზი კოცნით, ბედნიერი ღიმილით, მქუხარე ტაშით ზედ მონიკას ბაგეებზე ჩურჩულით. -ჩემი ხარ, ჩემი საკუთრება და ჩემი ფიქრების ამშლელი. რა დიდებულია და რა სასიამოვნო ჩემს მკლავებში შენი ლაღად სრიალი. -მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს მკლავებში ვიტრიალო. -მეც ეს მინდა მუდამ თან მყავდე და მუდამ გვერდს მიმშვენებდე, იყო ჩემი აჩრდილი და იყო ჩემი ერთგული მოღალატეთა შორის. რეალობა დაკარგა და მიენდო გაბრიელის მკლავებს რომლებმაც აიტაცა და ასე ხელში ატაცებული მიიყვანა მაგიდასთან, მონიკამ კი მაღალყელიანი ჭიქა შეავსო და თქვა. -ამ ჭიქით ყველას ბედნიერებას დავლოცავ. თქვა და ჭიქა ბოლომდე დაცალა. -უკვე წასვლის დროა მეგობრებო. ხელი მოხვია მონიკას და წავიდნენ, რესტორნიდან გამოსულებს კაშკაშა მთვარე და ორი მანათობელი ვარსკვლავი შეეგებათ. ნელა და ასუჩქარებლად მიდიოდა გაბრიელი და თავადაც ძლიერად უძგერდა გული თითქოს მრავალ ხმაზე გუგუნებდა ბედნიერებისგან, მონიკა მის გვერდით დასვა და თავადაც დაიკავა მისი ადგილი. -მიყვარხარ მონიკა. -მეც მიყვარს ჩემი პითონი, შენ არა. გაბრიელმა მონიკას შეხედა, მონიკამ იფიქრა გავაბრაზეო, მაგრამ გაბრიელმა ხელი მოხვია და აკოცა. -გინდა ავიდეთ ჩემს აგარაკზე? -აგარაკზე? -არავინ არის მხოლოდ მე და შენ, მთვარე კი ჩვენი მეგზური იქნება. წავიდნენ და მონიკა არ ელოდა ასეთ სილამაზეს რომელიც ეზოდან იწყებოდა, გაბრიელმა გასაღები მოარგო კარს და სახლში შესულმა პირველად შუქები აანთო. -არ მეგონა ასეთი მდიდრული დიზაინი თუ გქონდა. -ეზო ჩემი ფანტაზიით გავაკეთე, სახლიც ნაწილობრივ. ახლა კი ბუხარი ავანთოთ, ისინი ცოტა ხანში აგიზგიზებულ ბუხართან ისხდნენ სითბომ მონიკა მალე მოთენთა წითელმა ღვინომ და გაბრიელის მხარზე თავი ჩამოდო. გაბრიელმა მაგარი ყავა გააკეთა და შეეცადა მონიკა გონზე მოეყვანა, მონიკა მოფხიზლდა და დარცხვენილი იყო გაბრიელის წინაშე. -რა მოგივიდა, პითონს შეეშინდა? დიდხანს უცქერდნენ უხმოდ ერთმანეთს, შემდეგ სურვილმა სძლია გაბრიელმა ხელში აიყვანა მონიკა და საძინებელში გაიყვანა, გაბრიელის მკლავებში თითქმის არც ჩანდა მონიკა და იმედიანად მიეყრდნო მის გაშლილ მკერდს, გაბრიელის ხელებმა კი მოგზაურობა დაიწყო მონიკას სხეულზე. გრძნობდა როგორ ძლიერ ფეთქავდა გაბრიელის გული და მიხვდა, რომ ისიც ნერვიულობდა ამიტომ წითელი ღვინით გათამამებულმა ინიციატივა თავად გამოიჩინა და გაბრიელს ვნებიანად აკოცა თუმცა კარგად არც გამოსდიოდა. გაბრიელის ხელის შეხებამ მკერდზე ააცახცახა, ყელზე გრძნობდა გაბრილის ცხელ სუნთქვას, თმებში ხელი შეუცურა და მთელი ხმით იყვირა რადგან იმ მომენტში იგრძნო ძლიერი ტკივილი და ეს რთული წუთები კოცნით და ფერებით გადალახა. თითქოს ორივეს უნდოდა ეს ღამე და ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო, რამდენიმე წუთში ორივე ღონემიხდილი იწვა და ორივე ღრმად სუნთქავდა. მონიკა თეთრი ზეწარით ფარავდა მის სიშიშვლეს, გაბრიელი ადგა სიგარეტს მოუკიდა რამდენიმე ნაპასი გააბოლა და მონიკას საწოლზე ჩამოუჯდა, სახეზე ხელი მოუსვა და მზრუნველად კითხა. -როგორ ხარ, ტკივილი გაქვს? -კარგად ვარ, შენ ჩემზე მეტად ნერვიულობ. გაბრიელს გაეცინა და მონიკას ტუჩებს დააცქერდა შემდეგ კი აკოცა და თან თითზე ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა, არც არაფერი შეეკითხა უბრალოდ შეხედა და დაინახა მონიკას გაბრწყინებული თვალები, მან ორივე ხელები მოხვია გაბრიელს და ყურში უჩურჩულა. -თანახმა ვარ. -თანახმა ხარ? -კი თანახმა ვარ. -პითონი? -პითონიც ჩემია, შენც ჩემი ხარ. კიდევ რამდენიმე მშვენიერი საათი გაატარეს აგარაკზე და წავიდნენ, მონიკამ გაბრიელთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება რომ ავთანდილისთვის ერთად ეთქვათ და უკვე ძალიან გვიანი იყო ჩუმად და დიდი სიფრთხილით რომ გააღო კარი და სახლში შეიპარა, მაგრამ შუქი მოულოდნელად აინთო და ავთანდილი დივანზე დამჯდარი დაინახა, მონიკა არ დაიბნა და მამას გაუღიმა, შემდეგ გვერდით დაუჯდა და უთხრა. -მამა ქორწლში ხარ დაპატიჟებული. -ვინ დაქორწინდა შვილო. -შენი შვილი. ავთანდილმა გაოცებულმა შეხედა მონიკას გულზე ხელი მიიდო და კითხა. -ვინ არის ის უბედური. -დამშვიდდი გთხოვ, ვიცი არ მოგეწონება მაგრამ რას ვიზამთ ის არის ჩემი არჩევანი. -შვილო გინდა რომ მალე მოვკვდე? -არა მამა, ის პითონია. -პითონი? ავთანდილმა შუბლზე მიირტყა ხელი და მონიკას თვალებში ჩახედა. -მონიკა კარგად ხარ? -კარგად ვარ, გინდა გაგაცნო ჩემი პითონი? -ისედაც არ იყავი სრულ ჭკუაზე და ახლა დავრწმუნდი რომ ექიმი გჭირდება შენ. მონიკამ სიცილით გააღო კარი და სახლში ღიმილით შემოვიდა გაბრიელი. -გაბრიელ შენ? -ბატონო კომისარო თუ ნებას დამრთავ ქალიშვილის ხელს გთხოვთ და გპირდებით ბედნიერი იქნება. ავთანდილმა ორივე ხელები შემოიწყო ზურგს უკან, გაიარ-გამოიარა და რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ ავთანდილმა დაარღვია. -ქორწილი როდის არის? გაბრიელმა მონიკას შეხედა და ორივემ ერთად ამოისუნთქა და ღიმილით თქვა. -ერთ კვირაში. ერთი კვირის შემდეგ ბედნიერებით სავსე შეჰყურებდა სიძე-პატარძალს ავთანდილი და თქვა. -ერთმანეთის ხართ, კარგ პატრონს ჩაგაბარე და აწი მშვიდად დაველოდები ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვას. ჩემს საიტის წევრებს, სტუმრებს, ჩემს მკითხველს ყველას გილოცავთ გიორგობას.წმიდა გიორგის მადლი და ძალა გფარავდეს ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. იხარეთ, იმრავლეთ,იბედნიერეთ უფლის მადლში ამიერიდან. უკუნისამდე...ამინ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.