ხევსურეთი XVIII
ელენე ერთ ადგილას გაშეშდა,ნიკომ მაშინვე მას შეხედა და სანამ დაეცემოდა,ხელი შეაშველა.საზარელი სიჩუმე ელენეს ხმამაღალმა ტირილმა დაარღვია,რომელიც სახეზე ხელებს იფარებდა. -ელენე,ელენე,დამშვიდდი,მშვიდად - მხრებზე მოკიდა ხელი ნიკომ -მშვიდად გოგონა - უთხრა მოხუცმა ქალმა - თითქმის ყველა ბავშვი ამით დაიღუპა -ქალბატონო,გაჩუმდით,რა - ეუხეშა ნიკო ელენე გონების დაკარგვის პირად იყო,როცა ნიკომ ხელი სტაცა და აიყვანა. -აქ დააწვინე - დივანზე მიუთითა მოხუცმა და ნიკომაც დააწვინა.მოხუცი ქალი უცებ სადღაც გაუჩინარდა და სანამ ნიკო ელენეს სახეს ხელის გულებით აწვალებდა და აფხიზლებდა,ქალი ჭიქა წყლითა და პატარა ბოთლით ხელში დაბრუნდა.ბოთლს თავსაფარი მოხადა და ელენეს ცხვირთან მიუტანა.ნიკო მიხვდა,რომ ნიშადურის სპირტს აყნოსინებდა და უფრო ახლოს მიატანინა მოხუცს ხელი.ბოლოს ელენე გონზე მოვიდა,თუმცა სახეზე ისეთი საშინელება ეწერა,რომ შეხედვა ძნელი იყო.მოხუცმა ქალმა თავი წამოაწევინა და წყლის ჭიქის პირთან მიტანას შეეცადა.ელენე გაუძალიანდა და თავს აქეთ-იქით აქანავებდა. -დალიე წყალი - უთხრა მოხუცმა ელენემ თავი ისევ გააქნია. -დალიემეთქი - ახლა უფრო მკაცრად უთხრა ელენეს თითქოს მოხუცის შეეშინდაო და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -დამშვიდდი - წყნარად უთხრა ნიკომ ელენემ ორივეს მოაშორა თვალი და ისევ ხელებში ჩარგო თავი და კვლავ აქვითინდა. -ჩემი ბრალია - ტირილით სულს ვერ ითქვამდა - ჩემი ბრალია -არ არის შენი ბრალი,შენ არაფერ შუაშია ხარ -მართალია ეს კაცი - ნიკოზე მიანიშნა მოხუცმა - თავს ნუ იდანაშაულებ -ჩემი ბრალია,აქ მე მოვიყვანე - ტირილს განაგრძობდა ელენე -ელენე,შვილო - ნიკოსგან მოსმენილი სახელით მიმართა მოხუცმა - ბევრს მიჰყავს ბავშვთა სახლში შვილი,მაგრამ იქ რაც ხდება მშობლების ბრალი არაა -სცადა ელენეს გამართლება ამ სიტყვებით,თუმცა თავადაც კარგად ხვდებოდა,რომ მშობლის ბრალი იყო. -წამოდი სახლში წავიდეთ,დაისვენე,დაიძინე - უთხრა ნიკომ ელენე ადგილიდან არ ინძრეოდა.ახლა ეს სახლი თუ ბავშვთა სახლი,ერთადერთი რამ იყო,რაც გარდაცვლილ შვილთან აკავშირებდა და ამ ადგილის დატოვება მისთვის რატომღაც შვილის მეორედ მიტოვებას უდრიდა. -არ შემიძლია - ამოილუღლუღა ნიკო ელენეს ფიქრებს მიუხვდა და უფრო გაუძალიანდა,რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა,მით უფრო გაუჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმაც კი.უნდოდა ხელში აეყვანა,თუმცა ელენემ ხელები გააწევინა და თვითონ წამოჯდა.რამდენიმე წამით იჯდა და თავჩაღუნულს ცრემლები ღვარღვარით სდიოდა,შემდეგ ფეხზე ადგა და მიუხედავად იმისა,რომ სიარული უჭირდა,ნიკოს ჩაებღაუჭა და მასთან ერთად მიაღწია მანქანამდე.წყვილი მოხუცმაგ გააცილა.მანქანაში ჩაჯდომამდე ელენე მოხუცს მიუბრუნდა. -სად არის საფლავი,ხომ არ იცით? მოხუცს პასუხი შეწუხებულ სახეზე ეწერა. ელენეს ისევ იმედგაცრუება დაეწერა სახეზე. -აქ გარდაცვლილ არცერთ ბავშვს საფლავი არ აქვს - თაივ ვერ შეიკავა მოხუცმა ნიკომ ელენესგან ჩუმად თვალები დაუბრიალა,ბევრს ნუ ტლიკინებო და მოხუცმაც მოკეტა. -იცი ,რა,შენ ჩაჯექი მანქანაში და მე გავიგებ ყველაფერს,კარგი? -არა - უპასუხა ელენემ,თან ისეთი მზერა დაჰკრავდა სახეზე,თითქოს ემუდარებოდა ყველაფერი მომასმენინე ჩემს შვილზეო -შვილო,საფლავი არ აქვთ,აზრი არ აქვს კითხვების დასმას -როგორ თუ არ აქვთ,აბა რა ქენით? დაწვით? -არა.არ აქვთ და მორჩა ნიკომ ელენეს მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომა აიძულა.ვითომ მოხუცისგან ჩუმად,ყურში ჩასჩურჩულა -შენ აქ იყავი,იქნებ მე მაინც მითხრას და გეტყვიო -კარგი - უპასუხა ნამტირალევი ხმით ელენემ ნიკომ მანქანის კარი მიხურა და მოხუცი გვერდით გაიყვანა. -მითხარით საფლავი სად არის და რა თანხასაც გინდათ მოგცემთ -შვილო,მართლა არ აქვთ საფლავი -რას ჰქვია არ აქვთ,აბა სად წაიღეთ ცხედრები? - უფრო მკაცრად ჰკითხა ნიკომ -დარწმუნებული ხართ,რომ ამის მოსმენა გინდათ? -სრულებით - თვალი არ დაუხამხამებია ნიკოს -რამდენიმე ბავშვი გაურკვეველი დაავადებისგან დაიღუპა,მათ შორის ამ გოგონას შვილიც,გიორგიც.საქმე იმაში იყო,რომ ყველა ერთდროულად დაიღუპა და ერთის გარდაცვალებიდან მეორის,მესამის და ა.შ გარდაცვალებამდე დროის ინტერვალი ისეთი მოკლე იყო,რომ დასაფლავებაც არ გვქონდა გადაწყვეტილი.ცხედრები რომ დაგროვდა,დარაჯმა ყველა ერთად წაიყვანა სატვირთო მანქანით ტყეში და ყველა ერთად დამარხა -რა? - ხმამაღმა წამოიძახა ნიკომ და თან უკან მიიხედა,ელენემ ხომ არ გაიგოვო - კი,მაგრამ ასე როგორ მოექეცით ცხედრებს,პატარა ბავშვის ცხედრებს - ზიზღით უთხრა ნიკომ -მე არაფერ შუაში ვარ შვილო,ყველაფერი ბავშვთა სახლის გამგემ გადაწყვიტა,მაშინ მე ვინ მაკითხებდა ასეთ რამეს,თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო,როგორ დავმარხავდი ბავშვებს ცხოველებივით? -როგორ არ იფიქრეთ,როგორ არ თქვით ის,რომ შეიძლებოდა რომელიმეს საფლავი მოეკითხა ვინმეს? -მე რატომ მეჩხუბები შვილო? ჩემი ბრალი არაფერი არ ყოფილა ნიკომ იფიქრა,აზრი არ აქვს მოხუცთან საუბარსო,ზურგი აქცია,საფულიდან ას ლარიანი კუპიურა ამოიღო და მოხუცს გაუწოდა. -როგორ გეკადებათ? - იუარა მოხუცმა -აიღეთ - შედარებით რბილად უთხრა ნიკომ -მე ამის გამო არ მითქვამს ის,რაც გითხარით -გასაგებია,მაგრამ აიღეთ.შვილს მოახმარეთ,შვილიშვილს - გაუღიმა თბილად ნიკომ,თუმცა მისი სითბო ცოტა ირონიითაც იყო გამსჭვალული. ნიკო მანქანაში დაბრუნდა და დაქოქა.ელენე ფიქრებში გართულიყო,უხაროდა,რომ ამ ადგილს აღარასოდეს ნახავდა,აღარ გაახსენებდა იმ ტკივილს,რომელსაც წლების განმავლობაში გულში იკლავდა,თუმცა ისევე უმძიმდა ამ ადგილის დატოვება,რომელიც შვილთან აკავშირებდა,როგორც ხელმეორედ ნახვა გაუჭირდებოდა.ფიქრებიდან ნიკომ გამოაფხიზლა. -არ იცის ამ ქალმა სად დაასაფლავეს -როგორ თუ არ იცის? -ხო,არაფერი გამაგებინეს,ჩუმად გააკეთეს ყველაფერიო -აბა მისი პასუხი რას ნიშნავდა? არ აქვთ საფლავიო? -მაგით ის იგულისხმა,რომ იმ ბავშვებს საფლავებს არ გაუკეთებდნენ,თორემ დასაფლავებით დაასაფლავეს.ამ ქალმა არ იცის სად და გაგებაც რომ მოინდომო,ვერ გაიგებ -ნიკო,ვიცი,რომ მიმალავ -ელენე,მაპატიე,არ მინდა ამის თქმა,მაგრამ ის ახლა აღარაა ცოცხალი და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.დამიჯერე,ვერ იპოვი საფლავს,არაფერი იცის ამ ქალმა ელენე გაჩუმდა და თვალები დახუჭა.ცრემლები ისევ მოსდიოდა.ბოლოს,როგორც იქნა დაეძინა.როცა სახლში მივიდნენ,უკვე დაბნელებული იყო.ნიკო ცოტა ხანს ისევ გაჩერდა მანქანაში,ელენეს გვერდით,იქნებ თვითონ გაეღვიძოსო,თუმცა სახლში დაწვენა ამჯობინა და ფრთხილად შეარხია. -ელენე,გაიღვიძე,მოვედით ელენემ თვალები გაახილა,როგორ უნდოდა ახლა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო,თუმცა კარგად ხვდებოდა,რომ რეალობაში იყო. -ხომ არაფერი გინდა? - მაღაზიაზე მიანიშნა ნიკომ -საჭმელი აღარ გვაქვს,არ მაქვს გაკეთების თავი,იქნებ რამე წამოიღო -კარგი - თბილად უთხრა ნიკომ.იქნებ ხასიათზე მოვიდესო,გაიფიქრა და მანქანიდან გადავიდა. ელენე მაღაზიაში შესვლამდე აკვირდებოდა და შევიდა თუ არა,მაშინვე ტელეფონი მოძებნა. -რა ნომერი იყო,ღმერთო გამახსენე - დაიწყო ჩურჩული ბოლოს ნომერი გაიხსენა,ზარი გაუშვა და პასუხს დაელოდა. -გისმენთ - გაისმა ბოხი ხმა -გახსოვარ შე მოძალადე? - ზიზღით უთხრა ელენემ -რა? ვინ ხარ? -უკვე აღარც გახსოვს ვიზე ძალადობდი? ვიცი,რომ მშვენივრად მიცანი,იცი ვინც ვარ.იმის თქმა მინდოდა,რომ 6 წლის წინ შენგან შვილი მეყოლა,შე ნაძირალა,რომელიც ახლა მკვდარია და ყველაფერი მხოლოდ შენი ბრალია -რა? შენ ცუდადად ხომ არ ხარ? -არა,ცუდად შენ ხარ,შე ავადმყოფო - უპასუხა ელენემ და ყურმილი დაუკიდა. -ვის ელაპარაკებოდი? - მოესმა გვერდიდან ნიკოს ხმა,რომელიც პარკებს აწყობდა მანქანაში -არავის - დაიბნა ელენე -ელენე - ეჭვით შეხედა ნიკომ ელენემ თვალი მოარიდა და დადუმდა.ბოლოს უპასუხა -იმ ნაგავს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი,რომ ბავშვი მკვდარია -რა? რატომ დაურეკე? -იმიტომ,რომ მეტად მიხვდეს,თუ რა ნაგავია,მინდა მასაც ჩემსავით ეტკინოს გული -ამას ახლა აზრი არ ჰქონდა,ელენე -კი,ჰქონდა.უნდა სცოდნოდა,რომ შვილი ჰყავდა,რომელიც მის გამო მოკვდა - მანქანიდან გადმოვიდა ელენე და კარი მიაჯახუნა. წყვილი სადარბაზოში შევიდა და კიბეებს აუყვნენ.კარს უახლოვდებოდნენ,როცა სიბნელეში იატაკთან რაღაც დიდი ზომის შენიშნეს. -ეს რა არის? - თქვა ნიკომ და ტელეფონით გაანათა. კარის წინ დიდი,სისხლივით წითელი ვარდები იდო. -ასე ვინ იხუმრა? - ზიზღით წამოიძახა ნიკომ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.