... რომ არ უნდა გიყვარდეს (7 თავი)
ბოლო სიტყვები ისეთი დანანები მითხრა, რომ მათ გაგონებაზე ვერც კი ავღწერ რა დამემართა. ცა ჩამომემხო თავზე. თვალები დავუჭე და მისგან ზურგით შევტრიალდი. ტკივილის ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი. ნებისმიერ, მისგან წასვლის მიზეზს დავთანხმდებოდი ორონდ, ამას არა. მაგრამ ვაი, რომ ჩემი ბრალი იყო. ვაი, რომ ვიმსახურებდი მისგან ამ სიტყვებს. რატომ გამომყავდა ჩემი თავი მის თვალში უღირს ქალად? მნიშვნელობა არ ქონდა რას იფიქრებდა? სულაც არა !–რამდენიმე წამში, რამდენიმე სიტყვით მიმახვედრა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ყოფილა. მინდოდა გამებრაზებინა და მისთვის გული მეტკინა, მაგრამ პირიქით, მასზე მეტად მე მეტკინა. სამაგიეროს გადახდით გული ვერ მშვიდდება პირიქით, უფრო მეტად გიმძიმდება, რამდენადაც არ უნდა იმსახურებდეს ამას. ის, ყველაზე მართალი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენ ორს შორის. მას არასდროს დაუმალავს თავისი მიზნები ჩემს მიმართ. ყოველთვის დაუფარავად და შეულამაზებლად მეუბნებოდა საკუთარ სათქმელს. ტყუილი არასდროს უთქვამს მე კი, ეს არ დავუფასე, მოვატყუე. ვუთხარი ისეთი სისულელე თავში აზრადაც, რომ არ გამივლის და ამით ორივეს ღირსებას გადავუარე. მისგან ზურით დავდექი, არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა, უხმოდ ვტიროდი. უცებ შევტრიალდი და საძინებლიში ჩემი ნივთების ჩასალაგებლად წავედი. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ დარჩენაც არ შემეძლო. ისევ იქ იდგა. გვერდი ისე ავუარე, არ შემიხედავ და სწრაფი ნაბიჯებით გავედი ოთახიდან. არ მინდოდა მის შავ თვალებში, ჩემი ზიზღი დამენახა. კარები რომ გავიხურე მივხვდი, ყველაზე მეტად მინდოდა ამ კარებს შიგნით ყოფნა. ყველაზე ნაკლებად მისგან წასვლა მინდოდა. ნელი მძიმე ნაბიჯებით მივედი ლიფტამდე, ღილაკს დავაჭირე და დაველოდე. ამ დროს ვიღაც მკლავში მწვდა და მომატრიალა. – შენ გგონია ასე მარტივად დააღწევ ჩემგან თავს ? ალბათ, როგორ გაგეხარდა ისე გამიარე და გაიქეცი ვერც შემამჩნიე. ვერსადაც ვერ წახვალ, ჩემგან შორს ყოფნის ბედნიერებას ვერ მოგანიჭებ. ჯერ საკადრისად არ დამისჯიხარ ! ყველა სიტყვა გავიგონე, მაგრამ ვერ გავიაზრე რა მითხრა, იმდენად მიხაროდა წასვლის საშვალება რომ არ მომცა. ძლივს ვმალავდი თვალებზე მომდგარ სიხარულის ცრემლებს. – მე შენი სათამაშო არ ვარ, რომ ჯერ გამაგდო და მერე მომაბრუნო ! – რამე ხომ უნდა მეთქვა. – შენ ჩემი საკუთრება ხარ და ისე მოგექცევი, როგორც დაიმსახურებ ! ეტყობა, ამას აქამდე ვერ მიხვდი. – ხელი გამიშვი, არსად არ წამოვალ. ხომ გამაგდე ხოდა ბოლომდე შეასრულე შენი სიტყვა. – თავის დაფასების უადგილო მცდელობა მქონდა. არადა სიამოვნებით შევასწრებდი ნომერში. – ბოლომდე, იმ სიტყვას ვასრულებ, რომელსაც პირველად ვამბობ ! . – რომელ სიტყვასთქო მინდოდა მეკითხა, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა მისი ნათქვამი: – მე უნდა მოვკვდე შენ რომ წახვიდეო“. შესაბამისად, ის არც სიკვდილს აპირებდა და არც ჩემ გაშვებას. იმ დღის შემდეგ ძალიან უხეში გახდა, იმაზე მეტი ვიდრე ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. თითქმის არ მელაპარაკებოდა, არც კი მიყურებდა. დილით ადრე გადიოდა და გვიან, დასაძინებლად ბრუნდებოდა. ამ დროის მანძილძე მე ოთახში ვყავდი გამოკეტილი. შანსს არ უშვებდა ხელიდან ეგრძნობინებია, რომ არ მენდობოდა. როდესაც მისი, დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დავდექი მაშინღა გავაცნობიერე, რომ თურმე ძალიან ძვირფასი ყოფილა. ვერ ვუძლებდი მის ცივ დამოკიდებულებას. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლილემ ჩემი ჩუმად გათხოვების ამბავი გაიგო. წარმოგიდგენიათ რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს, ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის? დამირეკა და არაფერი არ მითხრა, საერთოდ არაფერი. მე კი ვეხვეწებოდი ეჩხუბა, ეყვირა ან გაველაძღე. ის ხმას არ იღებდა. ბოლოს მითხრა: – მე, რომ მასე მოგქცეოდი შენ, როდის შეძლებდი ჩემს პატიებას გულრწფელად მითხარ და მეც იმ დროს გაპატიებ, მანამდე კი შენი დანახვაც არ მინდაო. – მეგობარი დავკარგე, მშობლები არ მელაპარაკებოდნენ, ძმასაც ვაწყენინე და დიმა, რომელიც ამ ყველაფრის მიზეზი იყო, ყველაზე მეტად ამ დროს მტკენდა გულს. დეპრესია დამეწყო, არ ვჭამდი, დამამშვიდებლებს ვსვავდი და ნახევრად მეძინა. ბათუმში ყოფნის ბოლო საღამოს ადრე დაბრუნდა იმის სათქმელად, რომ თბილისში დილით ვბრუნდებოდით და უნდა მოვმზადებულიყავი. ოთხი დღის ნერვიულობისა და უჭმელობისაგან თვალები ჩამიშავდა, სახეზე გაფითრებული ვიყავი და შიგადაშიგ თავბრუ მესხმოდა. ბარგს რომ ვალაგებდი ვგრძნობდი, ფეხებში ძალა როგორ მერთმეოდა. უცებ, ცივმა ოფლმა დამასხა, ყველაფერი დატრიალდა და წავიქეცი. ხმაურზე დიმა შემოვიდა და უცებ მომვარდა... ბურანში ვიყავი, მაგრამ ექიმი რომ მადგა თავზე და მსინჯავდა მაინც ვგრძნობდი. გადასხმის სისტემა დამიდგეს და ძილის საშვალება მომცეს. თავლები ნელ–ნელა გავახილე. ჩემს წინ, ხელებში თავჩარგული იჯდა. ისევ დავხუჭე და გადავბრუნდი. – გეძინება თუ ჩემი დანახვა არ გინდა?– არ ვუპასუხე. – ექმიმმა ნაკლები ნერვიულობა და მეტი საკვები გამოგიწერა. თან, ეგ საქმე მე მომანდო. მე კი ნდობას ყოველთვის ვამართლებ. – ვინც გკლავს იმან მოგარჩინოსო ეგეც დამიბარა? – ხო დაახლოებით. – შენგან არაფერი არ მინდა ! – შენ არ გეკითხები მაგას. არ ინერვიულებ და ბევრს შეჭამ ! – არ მშია და ნერვიულობას რაც შეეხება ვერაფერს შევცვლით, ათასი მიზეზი მაქვს. რადგან მე მისგან ზურგით ვიყავი ადგა, საწოლს შემოუარა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. – გინდა სარკე მოგიტანო? – რაში მჭირდება ! – იმაში, რომ შენი თვალით დაინახო რას უკეთებ საკუთარ თავს. რატომ იქცევი მასე? – შენ რატომ იქცევი მასე? – საჭმელს შევუკვეთავ და შეჭამ, უარს აზრი არ აქვს. რაც შეეება სანერვიულოს მე მოვაგვარებ.– თემას გადაუხვია კითხვაზე, პასუხი რომ არ გაეცა. – მაშინ, პირველ რიგში შენი თავით დაიწყე მოგვარება. სხვა დანაჩენი ავტომატურად გამოსწორდება. – ვუთხარი და ისევ მისგან ზურგით შევბრუნდი. – ცხოვრებაში არის რაღაცეები რაც, არასდროს გვარდება.– საჭმლის შესაკვეთად დარეკა. საწოლიდან წამოდგომას ვაპირებდი, მაგრამ არ დამაცადა, ხელში ამიტაცა და მაგიდასთან მიმიყვანა. მაიძულა ბოლომდე შემეჭამა ყველაფერი. ერთდროულად, ძალიან მზრუნველი და ცივი იყო. ჩემი მდგომარეობის გამო, რამდენიმე დღით გადადო წასვლა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ჩემს კვებაზე ზედმეტად ზრუნავდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა. რამდენჯერმე საუბრის წამოწყება ვცადე, მაგრამ ყოველთვის მოახერხა თემის შეცვლა. არადა ძალიან მინდოდა სიმართლე მეთქვა მისთვის და ბოდიში მომეხადა, გულზეც მომეშვებოდა. ვერ ვხვდებოდი გაბრაზეული იყო თუ ნაწყენი. არ ვიცოდი რას ფიქრობდა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე ცუდად ეფიქრა. ემოციების კონტროლის საოცარი უნარი ქონდა და ეს ძალიან მაბნევდა. ორ დღეში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდი და თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მთელი გზა დაძაბული ვიყავი. მაღელვებდა მის ოჯახთან შეხვედრა და საერთოდ ის ფაქტი, რომ ცხოვრების კიდევ სხვა ეტაპზე გადავდიოდით. ვფიქრობდი, ახლა განსაკუთრებით მომთხოვდა მოსიყვარულე ცოლის როლის თამაშს. ველოდი, როდის დაიწყებდა მითითებების გაცემას – რა უნდა მეთქვა და მეკეთებია და რა, არა. თბილისამდე ისე ჩავედით ხმა არ გაუცია. რამდენიმე დღის წინ გამოვლილმა ავადმყოფობამ და ახლა დამატებულმა ნერვიულობამ თავისი გააკეთა. თავი ცუდად ვიგრძენი. მინა ჩამოვწიე ვიფიქრე, ჰაერი მიშველიდა. როგორც ჩანს მანაც შემატყო, მანქანა გააჩერა და გადმოსვლაში დამეხმარა. ძალიან ცუდად ვიყავი ხელე–ფეხი დამიბუჟდა, გული თითქოს აღარ ფეთქავდა. რაც შემეძლო თავს ვიმაგრებდი, რომ არ წავქცეულიყავი. თვალები დამიბნელდა და მანქანას მივეყრდენი. უცებ ვიგრძენი ხელები, როგორ შემომხვიეს და გაცილებით საიმედო საყრდენს მიმაკრეს. ნაცნობი სურნელი და ნაცნობი ხმა: – ვერ ვუყურებ, როგორ ავადმყოფდები, შეგიძლია ამის შემდეგ მშვიდად იყო, გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან ! – არ გამიშვა ! სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ეს სიტყვები იმიტომ ვუთხარი, რომ მისი ცხოვრებიდან წასვლა არ მინდოდა თუ, იმიტომ რომ ხელი არ გაეშვა და მიწაზე არ დავცემულიყავი. მერე სიბნელეში დავიკარგე... ეს სიბნელე ნელ–ნელა განათდა და ბოლოს თვალისმომჭრელად კაშკაშა გახდა. ზემოდან საავადმყოფოს განათება, გვერდიდან კი, ორი თეთრხალათიანი დამჩერებოდა. შეშინებული წამოვხტი. – დამშვიდდი ! დავიჯერო ახლა ისე ცუდად გამოვიყურებით, რომ შეგაშინეთ? – მითხრა საშვალო ასაკის კაცმა ღიმილით. – თეთრი ხალათის მეშინია . – მეც ავყევი ხუმრობაში. – არ შეგეშინდეს, ანალიზები კარგი გაქვს. ნუ, უმნიშვნელო ცვლილებებს თუარ ჩავთვლით. – საუბრის დროს პალატაში დიმაც შემოვიდა.– კარგია, რომ შენც მოისმენ. ისეთი მძიმე დღე მქონდა, ორჯერ გამეორების თავი აღარ მაქ. – რაიყო დავით, ხომ მშვიდობაა ! – კი, კი პირადი არაფერი. უბრალოთ, ერთ ბავშვს გადაუდებელი , რთული ოპერაცია გავუკეთე. ახლა ნარკოზიდან ბოლომდე გამოსვლას ველოდები და ვნერვიულობ. თანაც, ფინასურადაც ძალიან უჭირს მშობლებს და დაფინანსების საკითხშიც იქნებ დავეხმარო. – მთვარია ახლა კარგადა იყოს და დაფინანსებაზე არ იღელვო. რაც სჭირდება ყველაფერი გაუკეთეთ და ხარჯები გადმომიგზავნე. – ისეთი დაბალი ტონით უთხრა, დარწმუნებული ვარ არ უნდოდა მე გამეგო. – შენ არ იცი, როგორ გაახარებ მის მშობლებს. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ბიჭო. ეს უკვე მერამდენეა, სათვალავიც კი ამერია. – არ ღირს ამაზე საუბარი. ჩვენში დარჩეს ისევ კარგი ? უბრალოდ, ასეთ დროს გამაგებინე, რამდენჯერაც არ უნდა დაგჭირდეს. არცერთ ბავშვს, არ უნდა ტკიოდეს. – მის სიტვებში გულრწფეი ტკივილი იგრძნობოდა.– ნუთუ, ამხელა სიკეთის კეთება შეუძლია? ვფიქრობდი და ჩუმად ვუყურებდი. – კარგი.– დაეთანხმა და მადლიერებით დაუსვა ხელი მხრებზე. – ახლა, რაც შეეხება ჩვენს მშვენიერ რძალს პირდაპირ აქ, რომ მომიყვანე გასაცნობად. როგორც ავღნიშნე ანალიზებში უმნიშვნელო ცვლილებებია, რაც შეიძლება ნერვული დაძაბულობით იყოს გამოწვეული და ასევე გულის წასვლაც. ისე, თავიდან ორსულად მეგონა და ვიფიქრე, გოგის როგორ გაეხარდებოდა შვილიშვილის ამბავი. მეორედ, მხოლოდ მაგ მიზეზით მიგიღებ იცოდეთ! – ტიპიური, კაცი ექიმი. თანაც, დიმას მამის მეგობარი და ამ დროს ხომ იცით, განსაკუთრებით ენაწყლიანები, რომ არიან ხოლმე. აი, დაახლოებით ისეთი, სიყვარულით თავში წამორტყმევა, რომ სჩვევიათ. უხერხულობისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. დიმაც, აშკარად ხათრით უღიმოდა. კიდევ კარგი ხუმრობებს მალე მორჩა და რეკომენდაციებზე გადავიდა. – არავითარი ნერვიულობა ! ან, რა გაქვს სანერვიულო, როგორი ბიჭი გყავს გვერდით. კარგი კვება და რაც მთავარია, ძილი მოიწესრიგე. მესმის, რომ ახლა ეგ ცოტა რთულია, – მისი სიცილი და დიმას, უხერხულად შუბლზე ატანილი წარბები. – მაგრამ მაინც ეცადე კარგად დაისვენო. როგორც ჩანს, შენი ორგანიზმი სტრესს ვერ უძლებს. მსუბუქ დამამშვიდებლებსაც გამოგიწერ და მალე გამოკეთდები. –ახლა მას მიუბრუნდა.– შეგიძლია შენი ცოლი წაიყვანო, კარგად მიხედე და არ გააბრაზო იცოდე. ხო კიდევ, გოგი მომიკითხე და გადაეცი, იმ ღვინის გასასინჯად მიზეზი მომეცათქო. – აუცილებლად დავით. თანაც სტუმრობისთვის მიზეზი არ გჭირდება ხომ იცი. დიდი მადლობა ! – სასწრაფოდ დავემშვიდობეთ თორემ, ვინ იცის, კიდევ რაზე იხუმრებდა ბატონი დავითი. იქედან კაფეში წამიყვანა. გაახსენდა, დილით რომ არ მიჭამია. ვერანდაზე მყუდრო, სხვებისაგან მოშორებული მაგიდა აირჩია. მსუბუქი საუზმე შეუკვეთა და ჭამის დროს ისე მიყურებდა, სულ რომ არ მდომოდა შიშით შევჭამდი. დავასრულე და ვთხოვე წავსულიყავით. ალბათ შენი მშობლები უკვე გველოდებიან და ინერვიულებენ, რომ ვაგვიანებთთქო. თითქოს, ძალიან მანაღვლებდა ვინ გველოდებოდა, უბრალოთ მაინტერესებდა რას მეტყოდა. ისევ გამიმეორებდა თუ არა იმ სიტყვებს. არაფერი არ უთქვამს გარდა იმისა, ცოტახანს კიდევ დავრჩეთო. დაახლოებთ ათი წუთი ჩუმათ ვიჯექით. ვერ ვბედავდი საუბრის წამოწყებას, მისი პასუხის მეშინოდა. როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია. – ახლა როგორ ხარ, შეგიძლია ვისაუბროთ? – კი. კარგად ვარ ! – კარგია ! მაშინ ჯერ რეესტრში წავიდეთ და ხელი გავაწეროთ. მერე, სადაც გინდა იქ მიგიყვან. – შენ რა დამცინი? – თითქოს გულში ხანჯალი ჩამარჭეს. – სრული სერიოზულობით გეუბნები. ხომ გინდოდა თავისუფლება და ჩემი მოშორება?! – მინდოდა, მაგრამ ახლა?... ახლა, როდესაც ჩემმა მშობლებმა და ლამის მთელმა ქვეყანამ გაიგო? შენ მართლა სათამაშო ხოარ გგონივარ? – დამშვიდდი, შენს სანერვიულოდ არ მითქვამს. უბრალოთ, არ ვიცი რა გავაკეთო, რომ ცუდად არ გახდე. მართლა არ მინდა სულ საავადმყოფოში გხედავდე და დამამშვიდებლებზე იჯდე. ახლა, ჩემს წინ ის ძლიერი ქალი არ ზის, პირველად რომ ვნახე. მართლა გაგიშვებ თუ შენ გინდა. – გული მეტკინა, ჩემი სისუსტე ასე შესამჩნევი რომ იყო. ცრემლები დასაწყისშივე გადავყლაპე, არ მინდოდა კიდევ უფრო შევცოდებოდი. – არ მესმის შენი, საერთოდ არ მესმის და მითუმეტეს, შენი სიბრალული არ მჭირდება ! – ეგ რა შუაშია ! მაშინ შენ მითხარი რა გავაკეთო, რომ ცუდად არ გახდე. – ასე რატომ გადარდებს მე, როგორ ვიქნები და რა მომივა? თუ იცი, რომ მაინც უარს გეტყვი და კეთილის როლს თამაშობ? – შეიძლება შენს მიმართ პირადი მიზნები მაქვს, მაგრამ ამ მიზნებში შენი ნერვიულობით სიკვდილი ნამდვილად არ შედის. – დაგაგვიანდა ! სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლი. ახლა შენთან გაყრას, მართლა სიკვდილი მირჩევნია. ეს უფრო ადვილი ასახსნელი იქნება ჩემი ოჯახისთვის. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა დაემართებათ ერთ კვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, რომ დავშორდე ქმარს. ნუ გეშინია გავუძლებ, არ მოვკვდები ფენიქსივით ვარ და დრო, რომ მოვა აუცილებლად ვიპოვი მიზეზს შენგან წასასვლელად ! – შენ ახლა მეორე შანსი გაუშვი ხელიდან. მესამეს კი აღარასდროს მოგცემ, რადგან სხვისთვის ერთიც კი არ მიმიცია. – შენთვის შანსი არ მითხოვია ! – წამოხტომას ვაპირებდი, მიხვდა და ხელით დამიჭირა. – გამიშვი ! გამიშვი–მეთქი! – ანთებული თვალებით შევხედე. უარის ნიშნად თავი გააქნია. – მშვიდად ! საავადმყოფოდან ახლა გამოხვედი. სად გარბიხარ, რომ დაეცე ?! – ოდნავ მოჭუტული, ღიმილიანი თვალებით მითხრა. – მერამდენედ უნდა გითხრა, ბავშვივით ნუ მიყურებ და ნუ მექცევი ! – ბავშვი ხარ და... ისე ბევრად უკეთ გამოიყურები ! – ადგა და ხელჩაკიდებული გამიყვანა ვერანდიდან. უფრო სწორად ბავშვს, რომ ძალით მიათრევ ისე გამიყვანა. გაფაციცებით ვაკვირდებოდი გზას. ის არ მეუბნებოდა და იქნებ, თავად მაინც გამომეცნო სად მივყავდი. ბოლოს, ისეთ ადგილას შეუხვია ნამყოფი, რომ არასდროს ვყოფილვარ. ან, როგორ ვიქნებოდი, რა მესაქმებოდა მდიდრების უბანში. ციხეგალავანს მივადექით. ჭიშკარი, რომლის ორივე მხარეს აღმართული სვეტებიდან ვიდეოთვალი გვიმზერდა, ავტომატურად გაიღო და დიდ, ძალიან ლამაზ ეზოში აღმოვჩნდით, რომლის შუაგულსაც უზარმაზარი, ლამაზად ნაგები სახლი ეგრეთწოდებული, „აბაშიძეების რეზიდენცია“ ამშვენებდა. ავტომობილიდან რომ გადმოვედი, იაქურობას თვალი მოვავლე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს, მათ ღობეს უნებართვოთ ჩიტიც კი ვერ გადაუფრენდა. უსაფრთხოების ყველა ზომა ქონდათ დაცული. ეზოს შემოსასვლელთან დაცვის ოთახი იდგა. იქედან, ახალგაზრდა ბიჭი სიხარულით, ყურებამდის გვიღიმოდა. ზუსტად ისე ვღელავდი, როგორც პირველ გამოცდაზე, ფეხები უკან მრჩებოდა. კარი საშვალო ასაკის პუტკუნა გარეგნობის ქალმა გაგვიღო და ბედნიერების ცრემლები უკვე სდიოდა. ისე მონდომებით ჩამეხუტა და მომილოცა ლამის გამგუდა. დიდ, ლამაზად გაწყობილ მისღებში ნაცნობ სახეებთან ერთად, ( ზურა, გუგა) საშვალო სიმაღლის ლამაზად ჩაცმული ძალიან ლამაზი დიმას დედა– ნანა და მაღალი, სიმპათიური გარგენობის მამა– გოგი დაგვხვდნენ. ორივეს, სიხარულისაგან სახე უბრწყინავდათ. ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, გული მეც გამითბა. ქალბატონი ნანა, გვერდით მეჯდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, უნდოდა სულ ჩამხუტებოდა. ჩემი შიში, რომ შეიძლებოდა მათ არ მივეღე და არ მოვწონებოდი, ერთ წუთში გაქრა. არავის, ერთი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს. მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად. თითქოს, ჩემს საკუთარ სახლში, ჩემს მშობლებთან აღმოვჩნდი. მათი, ძალიან მადლიერი ვიყავი. ერთადერთი, რაც ძალიან მაკვირვებდა დიმასა და მისი მშობლების დამოკიდებულება იყო. თითქმის არ ესაუბრებოდენ ერთმანთს, უფრო ბატონ გოგის სცემდა პასუხს. ეგ კი არა, მილოცვისთვის მადლობაც არ უთქვამს.– კი მაგრამ ეს ხომ, ის ოჯახია ვისი ფოტოს გამოც კინაღამ ჩამომახრჩო და ახლა რა ჭირთ? – გულში ვფიქრობდი და მიკვირდა რასაც ვხედავდი. – უკვე გვიანია, ალბათ ძალიან დაღლილები იქნებით. დასვენება თუ გინდათ, არ მოგერიდოთ. – თბილი ტონით გვითხრა გოგიმ. – შენ თუ გინდა ადი, მე ბიჭებს გავაცილებ და მალე მოვალ. – წამოდი, მე მიგაცილებ შვილო. – ოთახისკენ გამიძღვა ნანა. –თქვენი ნივთები უკვე ამოიტანეს. სხვა, რაც დაგჭირდება ხვალ იყიდე ან, თუ გინდა მე მოგიტან. – არა, არ შეწუხდებით ყველაფერი მაქვს. – კარგი შვილო, ღამემშვიდობის ! – უკვე წასვლას აპირებდა, შემობრუნდა და მითხრა : – ამ ქვეყნად, დიმას ბედნიერებაზე მეტად არაფერი მინდა . მინდა ორივეს, ძალიან ბედნიერს გხედავდეთ! – გავუღიმე და მის ცრემლიან თვალებს თავი დავუქნიე. ოთახში შევედი და ცოტახანს კარებს ზურგით მივეყრდენი. ხომ უნდა გამეაზრებინა ვის საძინებელში, ვის საწოლზე მიწევდა დაძინება და თან ყველაზე მთავარი ეს ოთახი მეპატრონესთან ერთად, რომ უნდა გამეყო. ძალიან დიდ საძინებელში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, ადგილს ვეძებდი სად შეიძლებოდა დამატებითი საწოლის მოწყობა. ამ დროს კომფორტული დივან მომხვდა თვალში. პრობლემა რომ მოგვარდა ამის მერე შევათვალიერე ოთახი, რომელიც მთლიანად პატრონს გავდა. ორი, მუქი და ღია ფერების თანხვედრა, როგორც დიმას პიროვნებაში აქაც, რაღაცნაირად გაუგებრად და თან მომხიბვლელად ერწყმოდნენ ერთმანეთს. ოთახში შემოსულს პირველ რიგში თავლში დიდი თეთრი მდივანი გხვდებოდა, რომელი მუქი ლურჯი ფარდით დაფარულ ვერანდის, მთლიანად მინებიან კედელს ესაზღვრებოდა და წინ შავი მინის მაგიდა ედგა. მთავარ კედელთანაც დიდი თეთრი საწოლი იდგა. საწოლის თავზე მუქი ლურჯი შპალერი იყო გაკრული და აბსტრაქტული ნახატი ეკიდა. ასეთივე ნახატი სხვადასხვა ფერთა (ძირითადად მუქი ჭარბობდა) კომპოზიციით, რამდენიმე ჰქონდა ოთახში, რომლებიც ამჯერად კედლების თეთრ ფონს ამშვენებდნენ. ისეთი წესრიგის დაცვით იყო ყველაფერი დალაგებული, აღარ მინდოდა ჩემი ნივთებით სიმეტრია დამერღვია. მაგრამ რა მექნა, სადღაც ხომ უნდა დამელაგებინა. ვინაიდან მეც ძლიან მიყვარს წესრიგი, მოვახრეხე და ყველაფერს შესაფერისი ადგილი მივუჩინე. ამასობაში ოთახის მფლობელიც გამოჩნდა. – რატომ არ გძინავს, ვერ გაიგე ექიმმა რა გითხრა? – დავიძინებ. შენ გელოდებოდი. მინდოდა მეკითხა, რომელი სად დავწვებით. – მაგ კითხვისთვის კი ხარ ღირსი იატკზე დაიძინო ! – გასაგებია ! – ცოტახნის პაუზის შემდეგ, საწოლიდან დავუძახე: – დიმა, მგონი შენ ნაშვილები ხარ! – ამჯერად რა მოიგონე? – იმდენად კარგი მშობლები გყავს, მათი ბიოლოგიური შვილი შენნაირი ვერ იქნება! – შეიძლება. ხვალ ვკითხავ აუცილებლად. დაიძინე ! – დარწმუნებული ხარ, რომ მად თეთრეულის გარეშე მოისვენებ? – აბა რა ვქნა, გავიდე და ვთხოვო ჩემი ცოლი საწოლში არ მაწვენს და დივანი გამიწყვეთთქო? – უი, მაგაზე არ მიფიქრია. ბალიშს მაინც მოგცემ. – ხო, ფიქრი გეზარება აშკარად ! – რას გულისხმობ?– ვკითხე და ბალიში ვესროლე . – არაფერს ისეთს, უბრალოთ ბევრ რამეს დაუფიქრებლად აკეთებ ხოლმე. – უდანაშაულოს ტონიტ მიპასუხა. – შენ ხომ ყველაფერზე ფიქრობ და მერე გეგმავ სამაგიეროთ. – სახლში მოსვლის პირველივე დღეს ნუ ვიჩხუბებთ გთხოვ ! კარგად გეჭირა თავი და გაუკვირდებათ შენგან. – ნუ დამცინი და ისე, შენ დაიწყე ! – კარგი მე დავიწყე. დაიძინე ! გვიან ღამამდე ვფიქრობდი მათ ურთიერთობაზე. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი წარმოსახვის ნაწილი. აშკარა დისტანცია ჰქონდათ –არადა რა თბილი ქალბატონია. განა შეიძლება ასეთი თბილი ადამიანი ცუდი დედა იყოს? რას არ დავთმობდი ახლა დედის ნახვისა და მისი ჩახუტების შანსი, რომ მქონდეს. ამათ კი, ამდენი ხანი ერთმანეთი არ უნახავთ თანაც, შვილი ახლად დაქორწინებული დაბრუნდა და თითქოს, მილოცვაც კი მოერიდათ. არა აქ რაღაც ამბავია. იქნებ დიმაც იმიტომ არის ასეთი, ცხოვრებაში რაღაც დიდი ტკივილი გადაიტანა რომელიც წინ წასვლის საშვალებას არ აძლევს. უხეშია, ცივია მაგრამ არა ბოროტი.– ხომ არსებობს ტკივილი ან შიში, რომელიც ჩვენში ღრმად ბუდობს და შიგნიდან გვჭამს. არც სხვისთვის გამხელა არ შეგვიძლი (ან არ გვინდა) და არც დავიწყება. ის იმდენად შენია, რომ მასთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. უფრო სწორად, ის სწავლობს შენ ცხოვრებას. ყველა განცდას, ფიქრს. გრძნობას ეხება მერე ერგება და შენდა უნებურათ თავის ნებაზე ცვლის. მაგალითად: თუ გიღალატეს მერე, ნდობის გეშინია და ეჭვიანი ხდები. თუ შენს სიყვარულს ზურგი აქციეს მერე, შეყვარების გეშინია და გულცივი ხდები. თუ ავტოავარიაში მოყევი მერე, მგზავრობის შიში გაქვს და ავტომობილში აღარ ჯდები. თუ გადმოხტომისას ფეხი მოიტეხე მერე, გადმოხტომის გეშინია და სიმაღლეზე აღარ ადიხარ... ყველა ტკივილზე თვისებურად, იმუნიტეტს იმუშავებს ადამიანი, რომ მეორედ აღარ განიცადოს. მაგრამ არსებობს კიდევ ისეთი ტკივილი, რომელიც ჩვენს ერთ ან რამდენიმე ქმედებას კიარა, მთლიანად ჩვენს ცხოვრებას განკარგავს. ყველა ფეხის ნაბიჯზე გვაკონტროლებს და საზღვრებს გვიწესებს. ეს ყველაზე რთული მდგომარეობაა ადამიანისათვის. ეს იმდენად მძიმე და გაუსაძლისია ათასი პროცენტით არის დარწმუნებულია, რომ ამას არ იმსახურებდა. უსამართლობის, უსუსურობის განცდა , რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია უფრო რთულს ხდის ყველაფერს და შეიძლება გაბოროტდეს კიდეც ადამიანი. ეს, მას დაემართა, ეს მასში ცხოვრობს. ვერც გაგდებას შეძლებს და თავადაც არსად წავა... მაგრამ იქნებ დგება ცხოვრებაში დღე, როდესაც ამ მტნჯველი გრძნობისგან ვთავისუფლდებით. იქნებ ადამიანებმა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ტკივილისა და შიშისგან ბედნიერება. ალბათ, ყველაზე რთული ბრძოლა იქნება, რაც კი შეიძლება ადამიანმა გადაიხადო, მაგრამ საკუთარ თავთან გამარჯვება ამად ნამდვილად ღირს... დილით ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, არც მძინებია . ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეზარებოდა ოთახიდან გასვლა და ჩემი როლის მორგება. უფლება რომ მქონოდა საერთოდა არ გავიდოდი. უფლება რა, არც არავინ მაძალებდა, მაგრამ რაღაცნაირად თავს მოვალედ ვთვლიდი. არ მინდოდა მათი წყენინება. თანაც, მერე დაიწყებოდა– ცუდად ხომ არ ხარ ? მერე, ცუდად ყოფნის ათასი ვერსია და კითხვები და ამიტომ სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. ჩემი ბატონი უკვე მზად იყო. – რაიყო, სიზმრიდან გამოგაგდეს? – საიდან მოიტანე ? – ისე წამოხტი საწოლიდან, სხვა რა უნდა მეფიქრა ?! – დილიდან აფრქვევ სიბრძნეებს. – შევბრუნდი და ჩუმად გავიღიმე. – ეხლა არ მითხრა დედამთილის შემეშინდა და იმიტომო . რძლის მოვალეობები უნდა შეასრულო? – აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო. – შენისთანა დესპოტი ქმრის თუარ მეშინია, დედაშენისნაირი საყვარელი ადამინის, როგორ უნდა შემეშნდეს? – ხოდა ეგ დესპოტი ქმარი გთხოვს, სწრაფად მოემზადო. საუზმის დრო გაქვს! – ნამდვილად გავსუქდები... –ჩავიბურდღუნე. –ისე ბრძანებას უფრო გავს. – ვუთხარი და დაეჭვებული სახე მივიღე. – ვაჰ ! ვატყობ, მეც სამკურნალო გავხდები ცოტახანში.– ჯიბეში ჩალაგებული ხელებით კედელს მიყრდნობილი, ღიმილიანი სახით მიყურებდა . – შენ თავს დააბრალე ! წამლებს გაგინაწილებ, ბევრი მაქვს. – ვაბრალებ უკვე, ვაბრალებ ! მისაღებში დაგელოდები. – ერთი კარგად შემათვალიერა და გავიდა. ყველანი მე მელოდნენ. ჩემს დანახვაზე ბატონი გოგი ფეხზე წამოდგა და ღიმილით შემეგება. გულთბილად მივესალმე. ასეთივე გულთბილი მოსალმება და შუბლზე მზრუნველი კოცნაც დავიმსახურე მისგან. ბატონი გოგის მსგავს ბიზნესმენებზე , ანუ იმ ადამიანებზე, რომლებმაც აქტივები წლების წინ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დააგროვეს, ცოტა ანტიპატიური განწყობა მქონდა. ჩემი მოსაზრება გამაჩნდა თუ, როგორი შავი გზებით მიაღწიეს წარმატებას და ამავე გზებით ახერხებენ მის შენარჩუნებას. რაც შეეხება მათ პიროვნებას ჩემი აზრით, ისინი აუცილებლათ უტაქტო, მედიდური და უხეშები უნდა ყოფილიყვნენ. მქონდა რამდენიმე ასეთ ინდივიდთან ურთიერთობის „ბედნიერება „ . თუმცა, ეს ადამიანი ჩემდამი დამოკიდებულებით, სრულიად ამსხვრევდა ჩემს გონებაში შექმნილ სტერეოტიპს. – მოდი შვილო ვისაუზმოთ და შემდეგ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სადღაც მინდა წაგიყვანო. დიმა, თაკო შენ წამოიყვანე ! მე და ნანას მძღოლი წაგვიყვანს. – გაბრწყინებული სახით გვითხრა ბატონმა გოგიმ. – იტყვი სად მივდივართ? იქნებ არ გვინდა წამოსვლა. – ცოტა უხეშად მოუვიდა თქმა დიმას. ბედნიერი სახე უცებ მოეღუშა გოგის. გავბრაზდი, რომ აწყენინა და რადგან მის გვერდით ვიჯექი ისე მწარედ ვუჩქმიტე ტკივილისგან შეიშმუშნა. შემომხედა და ტუჩების მოძრაობით დამემუქრა – დამაცადე ! – რადგან თქვენ გვთხოვთ, დიდი სიამოვნებით წამოვალთ. – ვეცადე დიმას გაფუჭებული გამომესწორებინა და გამომივიდა კიდეც, სიხარული დავუბრუნე სახეზე. დიმას მშობლები ჩვენზე წინ წავიდნენ. მანქანის კარები გამოვაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი უცებ, რომ მომვარდა, კარები მიხურა და მასზე მიმაკრა. მერე ის ხელი დამიჭირა, რომლითაც ვუჩქმიტე. – ჯობია ეს ლამაზი თითები, სხვა სასარგებლო საქმეებისთვის გამოიყენო. –ისე იქცეოდა ვინმეს, რომ დავენახეთ იფიქრებდა ჩემ კოცნას აპირებდა. – გაიწიე, სირცხვილია. ვინმე დაგვინახავს. – ძალიან ავფორიაქდი. – რაა სასირცხვილო, ჩემი ცოლი ხარ. აბა, მარტო შენ გაქ უფლება როცა გინდა შემეხო?! – კარგი, აღარ შეგეხები ოღონდ ახლა გაიწიე ! – ნწ... ჯერ არ დამისჯიხარ ! – დიმა, ახლა თუ ჩემ კოცნას აპირებ კივილით ავიღებ აქაურობას ! – კივილის საშვალებას არ მოგცემ ! – ნეტა იცოდეთ , როგორ ერთობოდა ჩემი შეშინებული სახის ყურებით. – ვაიმე, გიჟი ხარ . გაიწიე ! – ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ რათქმაუნდა უშედეგოდ. – შენ მაგიჟებ ! იცოდე თუ კიდევ რამე მსგავს გამიკეთებ, არავის არ მოვერიდები და მაგ მარწყვებზე გაკოცებ ! – კარგი, კარგი ... გავიგე ! წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა ჩემი თუჩები მარწყვს, რომ შეადარა. კარი გაბრუებულმა გამოვაღე და ჩავჯექი. მანქანა სწრაფად დაძრა და მშობლებს დაეწია. ზოგჯერ გადმომხედავდა და ჩემი არეული სახის დანახვაზე გაიღიმებდა ხოლმე. მე კი, მისკენ გახედვას ვერ ვბედავდი. მძღოლმა, ძვირადღირებული მარკის, ავტომობილის ცენტრთან გადაუხვია. დიმაც მიყვა და ჩაილაპარაკა: – ოხ გოგი , როგორ ვერ მივხვდი ! – მე მაინ ვერფერს მივხვდი. გოგი და ნანა ცენტრის კართან იდგნენ და ჩვენ გველოდნენ. ჩემმა მეუღლემ ხელი ჩამკიდა და ისე წამიყვანა. იმ დღეს ძალიან მოსწონდა, რომ მაბრაზება. ვიფიქრე, ფრჩხილებს ჩავასობ და იქნებ გამიშვასთქო , მაგრამ უცებ გამახსენდა მუქარა და შეშენებულმა თითები მოვაშორე. ჩემი ფიქრი გამოიცნო. შემომხედა და სახის მიმიკით გადმომცა : –მიდი სცადე ! თუ გგონია, ვინმესი შემრცხვება და დანაპირებს არ შევასრულებ ძალიან ცდებიო ! – დარწმუნებული ვარ, როგორც იტყვიან ხოლმე „ჭკუა არ დაუშლიდა“ . დავაიგნორე და გაღიმებულმა, მის მშობლებს გავხედე. ბატონი გოგის ისეთი მოუსვენრობა ეტყობოდა ბავშვებს, რომ სჩვევიათ ხოლმე. მივუახლოვდით და დიმამ ჰკითხა : – რა ხდება მამა ? – შვილო, შეიძლება ამ საჩუქრის გაკეტება შენ გინდოდა მეუღლისთვის, მაგრამ რავქნათ ისეთი ბედნიერები ვართ გულმა არ მოგვითმინა. ჩვენს რძალს საუკეთესო ავტომობილი უნდა ვაჩუქოთ. – თან ამ დროს, მხარზე ხელი მომხვია და მიმიხუტა. უხერხულობისაგან დამალვა მომინდა. დიმას მუდარის თვალები გავხედე გთხოვ, გადააფიქრებინეთქო. – გოგი, იქნებ მინდა ჩემი ცოლი სულ მე ვატარო?! – ატარე შვილო, ვინ გიშლის. ორივე თქვენი იქნება და რომლითაც გაგეხარდებათ იარეთ. სულ, რომ ტყუილად დააყენოთ ეს მანქანა, მე მაინც ვუყიდი! შევიდეთ გველოდებიან ! – აზრი არ აქვს გოგისთვის წინააღმდეგობის გაწევას, როცა ასეთი მონდომებულია. თან არც იფიქრო, რომ რამე იაფიანს შეარჩევ. აქედან ბოლო მოდელით გახვალ. – ჩუმათ მითხრა დიმამ, როდესაც ნანა და გოგი დაწინაურდნენ. – მაგრამ მე, რომ არ მინდა ?! არ მიყვარს და ვერ ვუგებ ავტომობილებს. – ჩუმადვე ვუპასუხე. – ვიცი, მე გასწავლი ! ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, მეყიდა ყველაზე იაფიანი მოდელი, ვერაფერს გავხდი. ჩემს საჩუქარში ისეთი ფასი გადაიხადეს, ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემი ოჯახის მთელი ქონებაც არ ეყოფოდა. ასეთმა მზრუნველობამ გული ამიჩუყა. მადლობა არ ვიკმარე და აცრემლებული ორივეს ჩავეხუტე. ვხედავდი, ჩემი სიხარული მათ უფრო ახარებდათ. უკვე მიყვარდა ეს, არაჩვეულებრივი ადამიანები. ამ დღეს ბევრი, სხვა საჩუქარიც მივიღე. იმდენი რამ ვიყიდეთ, ერთი წლის მარაგს უდრიდა. შინ საკმაოდ გვიან დავბრუნდით. ვივახშმეთ, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ნანას და გოგის და საძინებელში ავედი. ისეთი სიმშვიდე მქონდა სხეულში გამჯდარი, ჩემდა უნებურად მეღიმებოდა. ასეთ მზრუნველობასა და სითბოს, მხოლოდ მშობლებისგან თუ იგრძნობს ვინმე. მიხაროდა იმ მძიმე დღეებისა და ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები, რომ მყავდნენ გვერდით.ჩემის მხრივ მეც, ისე უნდა მოვფრთხილებოდი მათ, როგოც საკუთარ მშობლებს... უფრო და უფრო მაკვირვებდა ასეთი კარგი ადამიანების მიმართ, დიმას დამოკიდებულება. ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ყოფილიყო ამ ქცევის მიზეზი. მაგრამ რა? – გადავწყვიტე, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა მეპოვნა და მერე, იქნებ გამომესწოებია კიდეც. ამ ფიქრებში გართულს, ჩემი ბატონი დამადგა თავზე. ყურადღება არ მიმიქცევია, ჯერ კიდევ რაღაც აზრებს ვალაგებდი გონებაში. გვერდით მომიჯდა. ერთხანს უხმოდ იყო. მერე ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა: – მაშინებ ! – მოიცა, შენ ჩემი გეშინია? – პასუხის მოლოდინში, მეც მისკენ შევბრუნდი და დივანზე მოვკალათდი, ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდდა. – დღეს სულ იღიმი და ზედმეტად მშვიდი ხარ ! – ჩვეულებრივ, ადამიანის განწყობა დამოკიდებულია მის გარშემო მყოფ ადამიანებზე და მის გარშემო არსებულ სიტოაციაზე. ასე რომ ჩემზედაც დღევანდელმა ამბებმა და შენმა ძალიან კარგმა მშობლებმა, დადებითად იმოქმედეს. მე ის ვერ გავიგე შენ რა გაშინებს ! – არაფერი, დაივიწყე! – მოკვდები კითხვაზე ცოტა ვრცლად, რომ მიპასუხო? – რომ გიპასუხო მაინც არ გაიგებ! გთხოვ, არ დაიწყო ახლა შენებურად! – კარგი ! – რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ... – დიმა ! რაღაც ძალიან მაწუხებს და მინდა ვისაუბროთ. – გისმენ ! – მაინტერესებს... კარგი, დაივიწყე ისეთი არაფერი. – თუ გაწუხებს ესეიგი მნიშვნელოვანია შენთვის. მითხარი რა ხდება ! – არაფერი–მეთქი ! – თუ თქმას არ აპირებდი, რას დაიწყე? – ხოო? მეც სულ მაგას არ გეუბნები? ახლა შენ გამოცადე ეგ, როგორი გრძნობაა . – ხუთი წლის ბავაშვივით იქცევი ხანდახან ! – არ ვიქცევი და ბავშვს ნუ მეძახი ! – გაბრაზებულმა ბალიში ვესროლე და ადგომა დავაპირე.წამში ჩემს წინ აღიმართა და ადგილზე დამაბრუნა. – მე, შენ რა გაგაფრთხილე ? მომიწევს შევასრულო. – შენ ხოარ გაგიჟდი? რა უნდა შეასრულო საერთოდ არ შეგხებივარ. – აბა ის ბალიში ციდან ჩამოვარდა? – ისეთი სერიოზული ტონით საუბრობდა თითქოს, ბალიში კიარა ტყვია ვესროლე. – ხომ არ მიჩქმეტია ? – შენ გეგონია მარტო ჩქმეტა ვიგულისხმე? – ხო ! შენი ბრალია, წესიერად აგეხსნა ! – აზრი არ აქვს ახლა მიზეზების მოგონებას. სიტყვას ვერ გავტეხ, შენს თავლში ავტორიტეტი დამეკარგება. – იუმორიც რომ შავი აქვს. ისე საუბრობდა წარბიც არ შეხრია. – დიმა , სისულელეებს თავი დაანებე და გაიწიე ! გაიწიე თორე ვიკივლებ ! – მაინც ვერავინ გაბედავს შემოსვლას ! – კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ. ახლა გაიწიე გთხოვ ! ძალიან გთხოვ ! – მაშინ შენი ნებით მომიწიე ლოყა . ჩემ თავთან და შენთანაც, მართალი რომ ვიყო. სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. ისე გააკეთა, რომ კოცნის უფლება ჩემგან მოიპოვა. გაპროტესტების უფლებაც წამართვა. გავბრაზდი მინდოდა სახეში გამერტყა, მეკბინა, დამეკაწრა, მაგრამ მერე უარესი მოხდებოდა. ლოყა მივუწიე და თვალები დავხუჭე. ის ნელა წამოვიდა ჩემსკენ. ჩემმა გულმა რითმებს უმატა. ის იყო უნდა ეკოცნა, უცებ გაიწია ჩემი ხელი აიღო და მას აკოცა. იმდენად არ ველოდი, გაოცებულმა შევხედე. თავლი ჩამიკრა და ძილინებისა მისურვა. დაწოლას ძლივს მოვაბი თავი. არა და არ მომეკარა ძილი. რამდენჯერმე წაოჯდომა და კითხვის დასმა დავაპირე, მაგრამ გავჩერდი რათქმაუნდა. ან რა უნდა მეკითხა. ძილი რატომ გამიტეხე და რატომ არ მაკოცეთქო? – რას იფიქრებდა ვინ იცის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.