შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/7}


29-11-2020, 15:33
ავტორი lile-eli
ნანახია 3 828

7.
ბიჭების საშულებით, აკოს ადგილის დადგენა შეძლეს, ამიტომ ანდრიამ პირდაპირ სამალავისკენ აიღო გეზი, დიტოსთან ერთად, გზაში კი მეტროში მომხდარი გაახსენდა დიტოს:
-ანდრია, ესენი ვინ მაპოვნინა იცი?
-ვინ?
წარბი შეკრა ახლველიანმა და ისე გამოხედა.
-აი, ეგ ბოთლი ვინც გისახსოვრა!
სიცილით უთხრა დიტომ, ანდრია კი სავარძელში გასწორდა და საჭესთან მყოფს, მთელი ტანით შეუბრუნდა:
-ნიცა, მეტროში იყო?..
-უკვე გაიგე ვინ არის? მეგონა კამერებით გავურკვევ იმ გოგოს ვინაობას და გავახარებთქო..
-მოიცა, სერიოზულად ამბობ?
-სერიოზულად ვამბობ! რომ იცოდე რა გააკეთა იქ?.. ამ ბოთლის არსებობა არ გაგიკვირდება, მე ის მიკვირს ჰაერში, რომ არ აგვწია იმ დღეს.
სიცილით უთხრა და გზას თვალი მოაცილა წამით დიტომ, რომ მეგობრისთვის შეეხედა და სიცილი ხარხარში გადაეზარდა ისეთი სახით იჯდა ახვლედიანი..
-ნიცა იქ რატომ იყო? რატომ ჩნდება იქ სადაც არ უნდა იყოს?
თავის თავს უსვამდა კითხვებს და დიტომ სიცილი შეწყვიტა:
-რა გჭირს ბოჭო? რას ბოდავ?
მანქანა გააჩერა და წარბებ შეკრული უყურებდა მეგობარს.
-არაფერი, მერე გავარკვიოთ!
გადავიდა მანქანიდან და ბიჭებთან ერთად „სამალავი“ მოათვალიერეს, შემდეგ დიტოსთან ერთად შევიდა, ვარკეთილის მეტროსთან მდებარე ძველ შენობაში.. დანარჩენი ბიჭები გარეთ დარჩნენ, რადგან იქ მყოფები არ გაქცეოდათ. თუმცა იქ ბევრნი არ იყვნენ, ოთხი მამაკაცი იყო შენობაში და კარტის თამაშით ირთობდნენ თავს.
-ვის ეძებთ!
უხეში ტონით იკითხა ერთმა მამაკაცმა, რომელიც მოზრდილ სავარძელში იჯდა.
-აკო რომელია?!
ანდრიამ ამცნო მისვლის მიზეზი, დიტომ იცნო აკო და ანდრიას ანიშნა, კითხვის ავტორზე:
-ეგ სი*ა!
უცებ ერთ-ერთი ადგა, წინ გადაეღობა ახვლედიანს და უხეშად უპასუხა, თითქოს აკოს გულის მოგებას ცდილობსო:
-რა გინდა აკოსთან!
-ამას პირადად ვეტყვი!
გვერდის ავლა სცადა, მაგრამ მხარზე ხელი დაადო და არ გაუშვა, სიბრაზისგან ძაღვბი დაებერა ანდრიას..
-გამატარე!
მამაკაცის ტონის სიუხეშემ კი ყველანი ფეხზე დააყენა და არსებული ჰაერიც დაამძიმა, ძარღვებში მოზღვავებულმა ადრენალინმა, რომელიც იმას მოწმობდა, რომ სიტუაცია საუბრით ნამდვილად არ გაგრძელდებოდა.
-მე ვარ და რა გინდა!
-აქ გავარკვიოთ, თუ გავიდეთ?!
ირონიულად ჰკითხა ახვლედიანმა.
-მიდი, მოყევი!
ხელი აუქნია უდარდელად და სავარძელს დაუბრუნდა, იფიქრა წამალზე ინება ესეცო.
-ეს შენ უნდა მოყევე!
ახლოს მივიდა მამაკაცთან და ზემოდან დახედა, ისე განაგრძო:
-გასვიანთან, ვისი დავალებით „ჩალიჩობ“!
აკოს გამომეტყველება შეეცვალა, ვერ წარმოიდგენდა გასვიანის საქმეზე თუ ვინმე მანდ მიადგებოდა და ეს თვითონ თომა არ იქნებოდა..
-თომას ისე გაუჭირდა, რომ პატარა ბიჭებს მიგზავნის!?
ნაძალადევი სიმშვიდით წამოდგა და ისე მიმართა კითხვითვე.
-სანამ თვითონ გიპოვნის მითხარი, რომ საერთოდ გამოძვრე ამ ჩა**ლი საქმიდან!
-რა შენი საქმეა, მე თომასთან რა ანგარიში მაქვს!
ჩაეღიმა ანდრიას, მამაკაცის დაძაბულ გამომეტყველებაზე.
-რა ანგარიში? გაურკვეველი დატოვა რამე?
-რამე კი არა, ყველაფერი!
-კონკრეტულად რა?
ვერ იტანდა ასეთ საუბარს ახვლედიანი, ყველაფერი უნდა გეთქვა პირდაპირ მინიშნებების გარეშე..
-შენ, პატარა ხარ და ვერ მიხვდები, როცა ხარ საქმეში ხარ და ვერ გახვალ, ასე მარტივად ვერ ადგები და წახვალ!
ნერვიულობის დასაფარად ხელები შავრლის ჯიბეში ჩაიდო და ისე განაგრძო აკომ საუბარი:
-შენ არაფერი იცი და ვერ გაიგებ რას ვგულისხმობ და რაზეა ბა..
თითქოს, თავის მართლება დაიწყო კაცმა. ანდრიას ჩაეღიმა და საუბარი გააწყვეტინა:
-მომისმინე „ბიძა“, თომა საქმეში შენთან არასოდეს ყოფილა, ის რომ წამალზე იჯდა, არ ნიშნავს საქმეში ყოფნას. ახლა კი გაითვალისწინე რასაც გეტყვი, შენი ბიძაშვილი გეძებს, რომ შეარცხვინე! თომაც, მალე მოგადგება, ამიტომ შენთვისვე აჯობებს ყველაფერი თქვა რაც იცი! მე კი, თომას ყველა „მიქრული“ ვიცი და ტყუილები არ იყოს! გაიგე რაც ვთქვი?
-ვინ ხარ?
-შენთვის არავინ! უბრალოდ გვარები თქვი!
-„არავინს“ მე, არაფერს ვეტყვი! ვინ ხარ, რომ მიწესებ რა უნდა გავაკეთო!?
სხეული შესამჩნევად დაეჭიმათ ორივეს, განსაკუთრებით ანდრიას, ის დიდი მოთმინებით არასოდეს გამოირჩეოდა და საყელოში უხეშად ჩაავლო ხელი. ბიჭებმა წრე შეკრეს ისე, რომ შუაში მოიქციეს მეგობრები.
-მე, ანდრია ახვლდიანი ვარ!
გაოცებული იყო აკო, რადგან ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა სცოდნონდა ეს ახალგაზრდა მას:
-და უნდა გიცნობდე!..
ისევ ეუხეშებოდა მამაკაცი და ახვლედიანის მკლავს ჩაეჭიდა, რომ თავი დაეხსნა..
-გამოდის არ იცი!
-წადი შენი*
სახეში თავი დაარტყა აკომ და თავი გაითავისუფლა, რადგან ანდრიამ ინერციით უკან გადადგა ორი ნაბიჯი. დიტო მასთან ახლოს მყოფ ორ ბიჭს სწრაფად დაუსხლტა და ანდრიასთან მივიდა, რომელიც უკვე გაბრაზებული თავს ვეღარ აკონტროლებდა და აკო იატაკზე ჰყავდა, თვითონ კი ზემოდან იყო მოქცეული.
-მოკლავ ბიჭო...
დიტომ მხრებში ჩაავლო ხელი, რადგან იცოდა ანდრიას უკონტროლო ხასიათის გამო, ცუდი შედეგით დასრულდებოდა იქ მისვლა.. უცებ ოთახი გაივსო ბიჭებით და მალევე უმცროსი დადიანი მივიდა ახვლედიანთან, რომელმაც ნაცნობი ხმის გაგონებაზე თითქოს იმ წუთას გაიღვიძა:
-რა უნამუსოდ მომტეხე საქმიდან შე*..?! რა გინდა ამასთან? ტრუპი გაკლია და ეგეც უნდა აიკიდო?!
უხეშად გააცალა დასისხლიანებულ მამაკაც და მკერდზე მიბჯენით, ბრაზიანი მზერით შეხედა მეგობარს.
-აქ რა გინდა?
-ის რაც შენ!
-ძალიან კარგი! წავიდეთ წავათრიოთ ეს ს*ი და იქ გავარკვიოთ, სადაც მისი ლეკვები არ იწკმუტუნებენ!
დადიანმა ბიჭებს ანიშნა, რომ გადიოდნენ. გარეთ გასულებს ხალხის მითქმა-მოთქმა ესმოდათ, ისე დატოვეს ვარკეთილის ტერიტორია. ნიკამ ჩაიცინა:
-ჯერ არ ჩამოსულხარ და კვალის დატოვება დაიწყე!
-შენ, ფრთები როდის მერე წამოიზარდე?!
-რაც ანასტასია შემოვიდა დადიანების იჯახში.
-და საღამოობით ფრთებს ასვენებთ ხოლმე, თორნიკეს სასახლის, ყვავილების ბაღში?
ჩაიღიმა ახვლედიანმა და ნიკოლოზიც აჰყვა სიცილში..
-ანასტასია ვინ არის?
დიტომ ინტერესით იკითხა.
-ახალ ამბებს ისევ არ ეცნობი?
ანდრიამ წარბები აუწია დიტოს.
-ეგ თქვენი საქმეა ვარსკვლავების.
გაეცინა დიტოს.
-ანასტასია, თორნიკეს რჩეული ქალი!
-ჩემიც!
სიცილით დაამატა ნიკოლოზმა და განაგრძო:
-აი ისეთია, რომ ვერ იკადრებ და თუ იკადრებ ვერ შეხედავ, თვალს ვერ გაუსწორებ.
-ნიცა რატომ არის ასეთი განსხვავებული?..
ახვლედიანის ინტერესის ობიექტი, ისევ უმცროსი აბაშიძე იყო და ამაზე დადიანმა წარბშეკრულმა გახედა მეგობარს, რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სევდიანი ღიმილი.
-ოჯახში ბალანსი, რომ არ დაირღვეს.
ისევ წარბშეკრულმა უპასუხა.
-რა ბალანსი?
-ორვე თავის "პონტში", ძალიან მაგრები არიან.
-უფრო იდეალურები!
ნაღვლიანად ამოილაპარაკა და ნიკოტინის აირით სცადა ყურადღების გადატანა.
ნიკა, მიუხვდა მეგობარს ფიქრებს და ყურადღების გადასატანად, ნაძალადევი სერიოზულობით ჰკითხა:
-ისე როგორ დაგარტყა იმ სი*ა და აცემინე თავი!.
-ნუ მახსენებ მაგ ნა*ი! გაუმართლა რომ მოხვედი!
-კარგი ჩუმად ვარ, მაგრამ მაინც ვერ გაპატიებ, მანდ მარტო მისვლას და ასე დამოუკიდებლად "მოძრაობას"!
ანდრეას გაეღიმა, დადიანის მზრუნველ საუბარზე.
-ჩემთან ერთად თუ ივლი, მოგიწევს თორნიკეს ორანჟერიაშივე დატოვო ის ფრთები ახლა რომ წამოგეზარდა!
-არ მომიწევს, შენთვისაც წამოვიღებ ერთ წყვილს!
-იცი რაც უნდა უქნა მერე მაგას, თუ გაგახსენო?
-წად*ი.
სიცილით გააქნია თავი დადიანმა და მანქანის სიჩქარეს უმატა..
დადიანების კომპანიის საწყობში ჰყავდათ ბიჭები, რომელიც გასვიანს უნდა ენახა, ამიტომ ნიკოლოზმა ტელეფონზე დაურეკა თომას, რომელიც თავის ახლად ჩაძინებულ ქალბატონებს, ბედნიერი ღიმილით დაჰყურებდა და მალევე უპასუხა, დაბალი ხმით, თან ფრთხილი მოძრაობით ჯერ საწოლი, შემდეგ ოთახი დატოვა..
-შეძლებ მოხვიდე?
-სად? რა ხდება?
-საჩუქარი მოგიმზადეთ და საწყობში გელოდებით!
-რა საჩუქარი ნიკა?
-აკო და მისი ნა*ი “ სასტავი“.
-კარგი გამოვალ..
-ერეკლე მოვა რადენიმე წუთში.
-კარგი.

ოთახში შევიდა და თბილი სპორული მოიცვა, საწოლთან დაიხარა ნიცას აკოცა:
-ნიცუ,
-რა?...
დაღლილობისგან ვერ ახელდა თალებს და უშედეგოდ ცდილობდა საყვარელი მამაკაცის სახის დანახვას.
-ერეკლეს გავყვები საბუთებს ხელს მოვაწერ და მოვალ.
-აქ მოგიტანოს!
ოდნავ მოფხიზლებულმა ამოილაპარაკა, მამაკაცის ტუჩები ეხებოდა დასიებულ სახეზე და მეტად იძირებოდა ძილის სამყაროში.
-დაიძინე სანამ ელენეს სძინავს და მეც მოვალ.
-კარგი.
საბოლოოდ დანებდა ძილის სამყაროს ნიცა, ბედნიერმა გაიღიმა გასვიანმა და ისევ აკოცა, უკვე ქალს, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ უკვე შემდგარი „ცოლი და დედა“, რასაც წარმატებით ართმევდა თავს, მაგრამ ყელაზე დიდი გამოცდა წინ ელოდათ ორივეს..
აღმართული კორპუსის კიბე მალე ჩაირბინა, თითქოს ჭრილობა საერთოდ არც ჰქონდა და ერეკლესთან მისალმებისთანავე მოთავსდა მანქნაში, რომელიც დანიშნულების ადგილას მალევე მივიდა. შენობაში შესულს უმცროსი დადაიანი ისევ ხუმრობის ხასიათზე მყოფი დახვდა.
-აუ ძმობას გაფიცებ არ „გაგიტყდეს“ ბანტებით და ს*ით ვერ შევფუთეთ, სამაგიეროდ იმდენი არიან რომელიმე მაინც იტყვის იმას რაც გვაინტერესებს!
-სად არიან?!
-იქ და თორნიკე ამუშავებს „ფსიქოლოგიურად“ ოღონდ!
ხელები მაღლა ასწია სიცილით ნიკამ და იმ წუთას ოთახიდან გამოსულმა ანდრიამ, დაამატა სიბრაზით:
-ამათი არ ვიცი და მე ნამდვილად მო*ა ნერვი!
-აქ რას აკეთებ შენ? ეს რა არის, წარბს რა უქენი?
წარბეი შეკრა გასვიანმა, თან გაოცებულმა ნიკოლოზს შეხედა:
-პატიების და შერიგების სათხოვნელად მოვიდა, თან თავს ისჯიდა და წარბი შემოასკდა, ძღვენი მოგართვა, როგორც „თავადს“.
უმცროსი დადიანი ისევ ერთობოდა:
-ნიკა, სერიოზულად გეკითხებით! ორივემ დაიწყეთ ისევ ქალაქის აწიოკება თუ?...
-არაფერი დაგვიწყია თომა, მოსაძებნი მოიძებნდა და პასუხი უნდა აგოს „ი ვსიო“!
ანდრიამაც არ დაუთმო და შეპარული სიბრაზით უთხრა, თან ოთახის კარი გააღო, რომ შესულიყვნენ.
-ამაზე მერე ვილაპარაკებთ!
თქვა თომამ და ოთახში შევიდა, სადაც აკოს მტრული მზერით შეხედა, აკომ თვალი აარიდა, იცოდა თომასთან შეხვედრა მარტივად არ ჩაივლიდა. თორნიკე მშვიდად იჯდა სავარძელში და მოთმინებით ელოდა როდის მოვიდოდა მეგობარი, არც ჩარევას აპირებდა თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა.. მიძიმედ გადაგორა ყელში მომდგარი ბურთი და ამოილაპარაკა:
-მე არ დამიჭრიხარ.
თომამ წარბი ასწია, სკამი აკოს პირდაპირ დადო და ისე დაჯდა, რომ მკლავები სასურგეს დაალაგა:
-დაიწყებ, თუ კითხვა-პასუხი გირჩევნია?
ორივე სკამის წრეზე დადიოდა ნიკოლოზი და თან ორივეს სახეებზე იღიმოდა:
-რა დავიწყო?
-რაც იცი!
მხრები აიჩეჩა ნიკამ და გასვიანს გახედა:
-მემგონი, კითხვა-პასუხი ჯობია!
-არა, მოიცადეთ!
უცებ წამიყვირა და მოყოლა დაიწყო:
-ბევრი არაფერი ვიცი, დამავალეს რომ შენთვის წამალი მომეცა და პრობლემები შემექმნა, რადგან თორნიკე დადიანის ყურადღება შენზე ყოფილყო მიმართული..
-რა ყურადღება!
ჩვეული ცივი ხმით იკითხა თორნიკემ და საუბარი გააწყვეტინა აკოს.
-თქვენ ჯაფარიძეს ეხმარებით და ამოტომ უნდათ, რომ გასვიანის პრობლემებით დაკავდე.
-მერე მე პატარა ბავშვი ვარ, თუ რა დედის*აა!
გაბრაზებული წამოხტა სკამიდან გასვიანი და აკოს საყელოში წვდა:
-ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყე და ისე მოყევი, ერთი დეტალიც არ გამოტოვო!
თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და ნერვიულობისგან გამშრალი პირი ერთმანეთს ძლივს დააშორა:
-ჩემთან ჯერ ერთი ტიპი მოვიდა და მითხრა ფულს გაშოვნინებო, მერე ორნი მოვიდნენ „ბევრი წამალი და ფული გექნება, თუ თომა გასვიანს ისევ ამ წრეში დააბრუნებო“!
ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი და განაგრძო:
-მას შემდეგ ველოდები შემთხვევას, რომ შეგხვდე, იმ დღეს რაც მოხდა იცი, ამას ისინიც ხედავდნენ და „დაჭრის“ ბრძანება იმათ გასცეს, მე არ გამიკეთებია, თან ესეც დავალება იყო, არ უნდა მოეკალი, უბრალოდ შენი სამეგობროს ყურადღება შენსკენ უნდა მიმართულიყო.. ახლაც გვითვალთვალებენ და ყველა თქვენგანს დაუწყებენ კონტროლს.
-რატომ იფიქრე, რომ ეს მარტივი გზა იყო?!
გაბრაზებას ვერაფერს უხერხებდა თომა, შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაცის მეთვალყურეობით იყო ის, ვინც იყო და არა მისი მონდომებით.
-ჩვენს წრეში, წამლის გადამგდები არავინ მინახავს და იმიტომ!
სიმწრით ჩაიღიმა აკომ, მერე თვალი მოავლო ოთახს და განაგრძო:
-შენც ხომ იცი, აქ მყოფებიდან ვინ რისი მკადრებელია? ერთი გრამისთვის ოჯახს გაჰყიდიან და თუ ფიქრობ, რომ ასეთი არ ხარ ცდები! ყველა ასეთები ვართ ვინც კი ის ნაგავი ოდესღაც, სისხლად ვაქციეთ ვენებში!
-აკო, მე ვაჯობე, წამალსაც და უვარგის სურვილსაც!
-დრო გვიჩვენებს თომა, ვის და რას აჯობე!
ორაზროვნად ჩაილაპარაკა აკომ და სიმწრით ჩაიღიმა, ელოდა რომ გასვიანისგან მოხვდებოდა, მაგრამ თომამ მხოლოდ პასუხი გასცა:
- რაც მთავარია მას სჯერა, ვისაც მინდა, რომ სჯეროდეს!
-ერთმანეთის სინდისს და ცოდვებს თავი დავანებოთ და სახელები გამოუშვი „ვაჟკაც“!
ნიკოლოზი ჩაერია საუბარში, რადგან იცოდა თომას იმ ჭრილობას ეხებოდნენ, რომელიც ჯერ კიდევ ღია და მიუშუშებელი იყო..
-მე გვარები არ ვიცი, ჩემთან ვიღაც ზურა და გოჩა იყვნენ, ვიღაც მირიანი და გია ახსენეს...
-ბინგო!
წამოიყვირა ნიკამ.
-რაო, კიდევ რა თქვეს?!
ჩაეძია თომა გასვიანი.
-მათ საქმეს, ვინც ხელს შეუშილის ყველას ომში ბრძოლა მიუწევს, საიდანაც თავს ვერავინ დააღწევს.
-რას გულისხმობ! გვაკვირდებიან, რომ სისუსტე გვიპოვონ?!
ვენებ დაბერილმა გასვიანმა, ხელის გულებს მგარად მოუჭირა თითები.
-ასეა!
-გამოდის საფრთხეში ხართ!
ნიკამ, აკოს მიმართა, რომელმაც თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად და იატაკს დააშტერდა..
თორნიკემ, ჩვეული ცივი გამომეტყველებით, გარეთ გასვლა ანიშნა ბიჭებს, ჯერ დადიანები გავიდნენ, შემდეგ თომა და ანდრია შეუერთდათ:
-ეს, ლაშამ უნდა იცოდეს და ნიკაც ყურადღებით უნდა იყოს, სახლში დაცვაც გავაფრთხილოთ!
ნიკამ სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და ჩაფიქრებულმა წარმოსთქვა, თითქოს კიდევ რაღაც გეგმაზე ფიქრობდა, გასვიანმა მიიქცია მისი ყურადღება:
-სვანეთში დაჩისთან ვინმე წავიდეს. ისეთი, ვისზეც ეჭვს ვერ მიიტანენ!
თომამ ანდრიას შეხედა, რადგან მისი წასვლა ყველაზე საიმედო იყო.
-ლაშასთან მე მივალ, თქვენ ამათ მიხედეთ! ისე გაიყვანეთ საზღვარზე, რომ არვინ იცოდეს სად იქნებიან, რომელიმე დაგვჭირდება.
თორნიკემ მითითება მისცა ნიკას, მაგრამ ნიკამ დააფიქრა:
-ეს შეიძლება კიდევ მალავდეს რამეს!
ნიკამ, თავზე ხელი გადაისვა, როგორც იცოდა ხოლმე და ბრძანების ტონით ჩაილაპარაკა:
-ესენი, ჯერ აქ უნდა გვყავდეს დაცვით!
-რა ჩაიფიქრე!?
წარბები შეკრა თორნიკემ.
-იფიქრონ, რომ არაფერი უთქვამთ, ვერ გამოვტეხეთ და პატარა სატყუარა გადავუგდოთ.
-კარგი აზრია, დროზე ვითამაშოთ და ამ დროით ნელ-ნელა თევზთან მივალთ!
სიტუაციით კმაყოფილმა ანდრიამ თქვა, რომელსაც თომას კომენტარიც მოჰყვა:
-თევზთან, რომელიც შეიძლება ზვიგენი აღმოჩნდეს!
შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები გასვიანმა, რომელიც ნიკოლოზის სიგარეტს ისე აყოლებდა თვალს, თითქოს გემრიელ ნაყინს მიირთმევდა..
-იყოს ზვიგენი, რა პრობლემაა, მომგებიანია ვიდრე თევზი!
ნიკამ უპასუხა და თან გასვიანის მზერას, რომ დააკვირდა სიგარეტის ღერი, ცხვირწინ აუთამაშა, გაღიზიანებულმა თომამ, უცებ ხელიდან გამოართვა და გადაგდო:
-შენთვის შესაფერისი სიტუაციაა ხომ ნიკა?
-დიახ ბატონო თომა, ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ და ვიღაცას ნიკოლოზ დადიანის არსებობა ნერვს უტოკებს.
-გულის სჯობია!
თვალი ჩაუკრა და გაიღიმა თომამ.
-ეგეც იქნება, ჯერ გაიზარდოს!
-გაიზარდოს და მანამდე ისტორიის მასწავლებელს, დორბლები შენ მოწმენდე?!
-მაგის კარგ*... შენ საიდან იცი?
ნიკოლოზმა გაკვირვებული თვალებით შეხედა.
-ნიცამ მითხრა და ყურადღებით იყავი, მემგონი ვიღაც აწუხებს კიდეც! ეგ ს*ი კი სარგებლობს!
-საიდან მოიტანე!
ნიკას კისერზე არსებული სასიოცხლო არტერია, ისე დაბერა, ყველას დაითვლიდა დაკირვებული თვალი.
-დამშვიდდი, ნიცას ვარაუდია და ცდილობს გაარკვიოს.
უცებ გაეღიმა და ჩაილაპარაკა დადიანმა:
-ჩემი ჭკვიანი გოგოა.
მერე გასვიანს წარბშეკრულმა შეხედა:
-არ გამიბრაზო იცოდე!
საჩვენებელი თითი სახესთან მიუტანა, რომელმაც სიცილით უპასუხა:
-თვითონვე მომივლის, შენ არ დასჭირდები.
-ეგ მართალია.
-შენ ვინმე გყავს?
ანდრიამ გაკვირვებული თვალებით შეხედა უმცროს დადიანს.
- ჯერ არ მყავს, მალე მეყოლება!.. ისე ეგ ფაქტი, რატომ გამომრჩა ტო?..
ფიქრებ არეულმა ნიკამ, პასუხიც არეული გასცა ორივეს და ისევ სიგარეტი ამოიღო, მაგრამ თორნიკემ გამოართვა:
-თომასთან ნუ ეწევი!
-რატომ? დორბლი სდის?
-მორჩი ნიკა!
გასვიანმა ვეღარ შეიკავა თავი და დაუყვირა.
-ამათ ისე მიხედეთ, როგორც თქვით და ისეთები ჩარიეთ ვინც ამბავს გაიტანს, რომ არ ლაპარაკობენ! ყველაფერი დამაჯერებელი იყოს! ანდრია, სვანეთში მოგვიანეით წადი რამდენიმე ბიჭთან ერთად, იქაც დავამატოთ ხალხი!
თორნიკემ საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო ბიჭებს და შენობიდან გასავლელ დერეფანს გაუყვა..
აკო და ბიჭები ისე გამოკეტეს, რომ ეფიქრათ, მართლა არაფერი უთქვამთ. დანარჩენი კი მოვლენების მიხედვით გადაწყდებოდა მანქანაში მყოფ გასვიანს ტელეფონზე სმს მოუვიდა:
-„სად გაქვს ეს ტელეფონი? მე და ელენე, დეიდასთან ვართ, შენი მეგობრის ცოლი, რომ არის და ძალიან რომ მიყვარს მე, ამიტომ იქ მოგვაკითხე“.
ღიმილით კითხულობდა და ასევე ბედნიერმა უთხრა დადიანს:
-ნიკა, შენებთან წავიდეთ, ნიცა იქ არის!..
ანასტასიას, პატარა თავის ეტლში ჰყავდა და ეზოში იყო, როცა გადარეული ნიცა ესტუმრა:
-ჩემი ბიჭი როგორ არის? ჩემი გოგოს პატრონი?
-თქვენ როგორ ხართ? რატომ ტირის?
პატარა ხელში აიყვანა ანასტასიამ, ნიცა კი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და დაღლილმა თვალები დახუჭა, რამდენიმე წამიანი სიჩუმე ისე ესიამოვნა, რომ არ განძრეულა, უფროსი აბაშიძე ჩვეული სიმშვიდიდთ, ელენეს პატარა თითებს, კოცნიდა და აუზისკენ ქვაფენილს გაუყვა.
ნიცა უცებ წამოხტა და შეშინებულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ისევ სავარძელზე დაეშვა:
-უკვე მეშინია ჩუმად რომ არის.
თვალებ დახუჭული იყო, ეზოში ხმა რომ მოესმა ბიჭების:
-აუ ბიჭებო, იმის კითხვა დამავიწყდა „კითხვა-პასუხი“ რა ეგონა?
-მოგვიანებით ვკითხოთ!
გაიცინა ანდრიამ. მხრებში გასწორდა ნიცა და დაწვრილებული თვალებით აკვირდებოდა მისკენ მიმავალ ბიჭებს:
-რაო ბიჭებო, მოეწერა ხელი ყველა საბუთს?
წამოდგა და თომას მოეხვია, ყელში აკოცა, მაგრამ კოცნაზე იგნორმა გააკვირვა, მალევე მოშორდა თომას და ანდროზე გადაიტანა ყურადღება, რომ წყენა არ შეტყობოდა.
-ცოტა კიდევ დარჩა!
თომას ქცევით გაკვირვებულმა ახვლედიენმა, ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-ანდრო, მაგიდაზე დადებულმა ფურცლება შეურაცყოფა მოგაყენეს?
-რაა?
დაიბნა ახვლედიანი, ნიცასგან გამომცდელმა მზერამ დააბნია.
-აქ, რა მოგივიდა?
თავის წარბზე მიიდო თითი, ნიცამ.
-ამან, წერა-კითხვა არ იცის და მუშტი ურჩევნია ხოლმე.
ნიკოლოზმა ხელი გადახვია ნიცას, საფეთქელზე აკოცა.
-მაგას მივხვდი, მაგრამ ანასთან ასეთი „სიფათის“ გამოჩენა მაგარი შარი, რომ არის ამასაც აუხსენით!
-ჯერ, ლუდს მოვიტან და მერე ავუხსნი რა..
ნიცამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ისე გაიქცა სახლისკენ, თინას სპირტი, ბამბა და ერთჯერდი „ლეიკო“ გამოართვა, მალევე უკან დაბრუნდა, ახვლედიანს მაჯაში წაავლო ხელი, რომ დაესვა, ნიცას სიახლოვით და ყურადღებით დაბნეული ანდრია, მის ნებას მარტივად დაჰყვა და ახლოს მიტანილ სახეს აკვირდებოდა. პატარა დადიანთან მოთამაშე თომა ცდილობდა ყურადღება არ მიექცია ნიცასთვის, მაგრამ ახვლედიანის მზერა იყო მოთმინების გამწყვეტი..
-ნიცა, ელენე სად არის!?
მცდელობის მიუხედავად, მაინც უხეშად გამუვიდა კითხვა გასვიანს. პატარა დადიანიც კი შეხტა და წამოიტირა, რომელიც ნიცამ მალევე აიყვანა ხელში, თომას თვალებს მზერას არ აშორებდა და პირდაპირ ყოველგვარი შესავლების გარეშე უთხრა:
-ანა ასეირნებს სახლის უკან. ამას, კი შენ თვითონვე მიხედე!
ხელში მიაჩეჩა ბამაბა, თვითონ კი ბავშვთან ერთად ანასთან მივიდა. თვალები ცრემლით აევსო, ცდილობდა არ ენერვიულა, მაგრამ ეს დამოკიდებულება უკვე მეორდებოდა და გრძნობდა, რომ თომა ამას უმიზეზოდ არ გააკეთებდა..

-რა იყო შე*ა, რა გეტაკა!
ნიკოლოზმა მაგიდაზე ლუდის ჭიქები გაბრაზებულმა დაალაგა, რომელიც იმ წუთას მივიდა მაგიდასთან და ესმოდა მანამდე რაც მოხდა.
-შენ ჩემზე ეჭვიანობ, თუ მასზე!
წარბები შეკრა ანდრიამ, განერვიულებულ გასვიანს ხელის თითები აუკანკალდა და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დაწვდა.
-რას აკეთებ? შენთვის არ შეიძლება!
ხელიდან აართვა დადიანმა და ჯიბეში ჩაიდო.
-მომეცი რა ძმურად!
-მემგონი დროა ისაუბროთ!
ზურგი აქცია ნიკამ და გოგონებთან მივიდა..
-მასთან მართალი არ ხარ! ისევე, როგორც მე შენთან!
-..
თომას ხმა არ ამოუღია, ნიცაზე ფიქრობდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა მოულოდნელ, უკონტროლო დამოკიდებულებას, საყვარელი ქალის მიმართ..
-ამდენი ხნის შემდეგ, შეძლებ პატიებას?
შესავლის გარეშე ჰკითხა ანდრიამ, გასვიანს და მზერა გაუსწორა, რომელიც იმ წუთას დაუბრუნდა ადგილს გონებით:
-დროს და პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ, როცა თვითონ ხარ დამნაშავე?
სევდიანად გაიღიმა.
-დამნაშავე არ ხარ და ნურც მას ატკენ, ამაზე ფიქრით!
-რომ გაიგოს გაგვატყავებს ორი...
საუბრის დასრულება არ აცადა ნიცამ, დოინჯით და გაცეცხლებული თვალებით მიუახლოვდა საყვარელ მამაკაცს, რომლის გაგუდვაზეც უარს არ იტყოდა იმ წუთას, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა შეგეშინდებოდა, თუ მას არ იცნობდი..
- შენ! თომა გასვიანო, ახლა ადგები ჩემთან ერთად წამოხვალ და ისეთ დამაჯერებელ არგუმენტს მეტყვი ეჭვიანობისას, რომ მე არ გავბრაზდე, თორემ ორივეს საფლავებს საკუთარი ხელითვე გაგათხრევინებთ და გატყავებას მართლა ინატრებთ!
გაბრაზებულმა, ზურგი აქცია და სახლის მთავარ შესასხვლელში მიიმალა, ლამაზი ქალის სხეული, რომელიც თომა გასვიანის აჩქარებული სუნთქვის მიზეზი იყო, პირველი ნახვის წუთიდან.
ნიცას, დასჯილი ბავშვივით გაჰყვა გასვიანი და მალევე დადიანის კაბინეტში აღმოჩნენ.
-შეგიძილია დაიწყო!
სიბრაზეს ვეღარაფერს უხერხებდა პატარა აბაშიძე.
-რა დავიწყო ნიცა?..
-ყველაფერი, რაც არ ვიცი და უნდა ვიცოდე, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაწამო!
გასვიანს გაეღიმა მის კატეგორიულ ტონზე და სევდიანი თვალებით შეხედა ქალს, რომელიც დოინჯით იდგა.
-მას, შენ უყვარხარ!
მეხის ხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე წინადადებას, თომას ნათქვამი.
-რაა?!
წარბები შეკრა ნიცამ და თავლებიც დააწვრილა, გასვიანის დაჭიმულ სხეულს, რომ დაჰკვირვებოდა.
-ის, შენ გიცნობს, ბარში გნახა მეგობრებან ერთად იყავი, იქ ჩხუბი დაიწყო და ანდრია შენ გადაარჩინე, შემდეგ პოლიცია მოვიდა და თქვენ გაიპარეთ, რადგან სკოლის მოსწავლეები, სახლიდან გამოპარულები არ დაეჭირეთ..
ერთხელ გზაში შემთხვევით გიპოვა, მანქანაში ისხდნენ ანდრია და ნიკოლოზი. წვიმა იყო, შუა გზაში გააჩერა მანქანა და შენს სახლში წაყვანას ცდილობდა. შენ არ გახსოვდა ვინ იყო და მაგრად ეჩხუბე, ისე მოსდე სახეში, რომ თითები წითლად ეტყობოდა..
-მოიცა!
უცვლელი პოზიციიდანვე დაიყვირა და განაგრძო ნიცამ.
-პირველი მახსოვს, ბარში ჩემს კლასელს ვიღაც აეკიდა და ანდრია იყო მემგონი, რომ დაარტყა, ის ბოთლს ურტყამდა.. მაგრამ მეორედ მე არ იყავი... მემგონი ჯინას გადაეყარა გზაში, ის მიყვებოდა ვიღაც გიჟი ამეკიდა მანქანაში დაჯექიო..
-მე არ ვიცოდი, შენ რომ უყვარდი..
გამშრალი ყელის გაწმენდა სცადა გასვიანმა და დაამატა:
- ქორწილზე გაგიხსენა ნიკამ.
-შენ, ის რატომ არ იცი, რომ ჩემს მიმართ უნდობლობა, ძვირად დაგიჯდება!?
-რაა?
გაოგნებულმა, ნიცას ციფერ თვალებს შეხედა, რომელიც ცეცხლს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცას..
-გასვიანო, როგორ ფიქრობ, შენი სიყვარული და კიდევ ვინმესთან თუნდაც, ფლირტი შემიძლია?
-...
თავი დახარა თომამ.
-არა.
სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მის ბოლში სცადა ჩაკარგვა, თუმცა ვინ აცალა, ხელიდან აართვა მუჭში მოიქცია და საჩვენებელი თითით განაგრძო საუბარი:
-შენ ფიქრობ, რომ ჩემი და ანდრიას შეხვედრა შედგებოდა, როგორც სიყვარული!?
გასვიანმა, სევდიანი თვალებით შეხედა რადგან სწორედ ეს იყო ყველაზე მეტად, რაც სტანჯავდა და ამით თავს ადანაშაულებდა.
-ნიცა ის..
სახეში გაშლილი ხელი მოუქნია გაბრაზებულმა აბაშიძემ.
-გაჩუმდი! გაჩუმდი და არ დამენახო მანამ, სანამ მე არ მოვინდომებ, თორემ გეფიცები, მართლა რაღაცას დაგმართებ!
-სად მიდიხარ?
-ჯანდაბაში! არ გაბედო და არ გამომყვე!
გარეთ გასულმა, ახვლედიანი დაინახა, ისევ იქ მყოფი სადაც იდგა და გადარეული ნიცა მივარდა:
-მომისმინე ანდრია ახვლედიანო! თუ ჩემთან ურთიერთობა გინდა, ყველაფერი დაივიწყე იმის გარდა, რომ მე ვარ თომა გასვიანი ცოლი და თორნიკე დადიანის ცოლის და! თუ არადა მიბრძანდი იქ, სადაც აქამდე იყავი!
ზურგი აქცია და უნდა წასულიყო ანდრიამ, რომ მკლავით დაიჭირა.
-ნიცა, ვინ ხარ სინამდვილეში და რა თამაშს თამაშობ!?
გაოგნებულმა გოგომ თვალებში შეხედა, შემდეგ თავი გვერდზე გადასწია და დაკვირვებით ამოილაპარაკა.
-ავად ხარ?!
-ვინ ხარ მეთქი!?
-ის, ვინც ჯოჯოხეთს მოგიწყობს, თუ მოვინდომე და ამაში ხელს ვერც თომა შემიშლის და ვერც თორნიკე!
-ნიცა რა გინდოდა გლდანში, როცა თომა საავადმყოფოში იყო, ან მეტროში?
პირდაპირ საქმეზე გადავიდა ჩვეულებისამებრ ახვლედიანი, ნიცამ თვალებ გაფართოებულმა პირი დააღო, მაგრამ თავისი ჩვეული მანერით, უცებ გონება დაძაბულმა, თვალიები დააწვრილა და მზაკვრულად ჩაიცინა..
-უნდა გაღიარო?.. მხოლოდ შენ მიხვდი ამას!
-რას მივხვდი?
წარბშეკრულმა დახედა გოგონას, რომელასც ისე გაეღიმა, თითქოს გამარჯვებას ზეიმობსო.
-მაგასაც მიხვდები შენ, ისეთი ჭკვიანი ხარ!
თავი გაითავისუფლა, ანასტასიას და ნიკოლოზ დადიანს შეუერთდა უმცროსი აბაშიძე, რომელმაც ელენე გასვიანი ხელში აიყვანა, ანას კითხვა უპასუხოდ დატოვა:
-ნიცა, რა მოგივიდა?
-არაფერი, ან უბრალოდ ძალიან მიყვარხარ!
ლოყაზზე აკოცა და ნიკას მიუბრუნდა.
-არ გეწყინოს ნიკუშ, შენზე კი ვგიჟდები! ხომ იცი?
-ვიცი, მაგრამ რა სახე გაქვს?.. მოვკლა რომელიმე?
წარბებშეკრული დაჰყურებდა გოგონას, რომელსაც ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა სახეზე.
-შენთან საქმე მაქვს და ხვალ ხომ მნახავ?
-გნახავ.
-ძალიან კარგი.
ჩაილაპარაკა და დადიანების სასახლე დატოვა. გაბრაზებულმა ნიცამ, საჭირო ნივთები აიღი და ისევ საჭესთან მოთავსდა. სისწრაფის მიუხედავად ფრთხილად იარა სახლამდე სადაც მისი ბავშვობა იყო.
დიანას და დავითს ესტუმრა, თან გამოაცხადა, რომ დიანა უნდა მიხმარენოდა ელენეს მოვლაში, რადგან ძალიან ჭირვეულია.
-დე, მართალი ხარ! შენთან უნდა ვიყო ცოტა ხანი, სანამ დამშვიდდება ეს ქალბატონი და მე ვისწავლი ყველაფერს.
-რა კარგი გოგო ხარ, მოდი შვილო და ერთად უფრო გაგვიადვილდება, აი ნახავ.
-უნდა ვაბანაოთ და დავაძინოთ.
-შენ ჩემთან მოდი მამი, ელენეს დედამ მიხედოს.
-მა, მომენატრე.
-მეც მომენატრეთ.
ცრემლი მოერია კაცს. მამის კალთას და თბილ ხელებს, რომ მოსწყდა საძინებელში შევიდა, ჩაძინებულ ჩვილს დახედა, რომელიც ანგელოზებს უღიმოდა და სახის მიმიკა სწრაფად ეცვლებოდა..
დაკვირვებით გართულს ცრემლები წამოსცვივდა ისე, რომ ვერც კი გაიაზრა.
ოთახში შესული დიანა, მაშინ შეამჩნია, როცა ტელეფონმა თავიდან დაიწყო დარეკვა, უხმო რეჟიმით..
-რა მოხდა დედი?
დიანამ ჩაიმუხლა და ნიცას თვალებში, შეშინებული უმზერდა.
-არაფერი დე, გეტყვი მოგვინებით..
-კარგი შვილო დაისვენე, მაგრამ უთხარი, რომ აქ ხარ.
-შენ უთხარი, სძინავსთქო.
-კარგი.
მოწყენილმა საწოლს მიაშურა და პატარას მიუწვა.

-გისმენ თომა.
-ქალბატონო დიანა, როგორ ბრძანდებით?
-კარგად ვართ შვილო, ელენეს და ნიცას სძინავთ ამიტომ გიპასუხე.
შეეცადა მხიარულად გამოსვლოდა ნათქვამი, რომ თომას არ ენერვიულა.
-კარგი, მაშინ არ შეგაწუხებთ.
-რას ამბობ შვილო, დავითმა გადმოგცა მინახულეთ ბიჭებმა, უკვე ჯანმრთელად ვარ და ვსვამო.
-ხვალ გამოვალ და გინახულებთ.
-ახლაც შეგიძლია შვლო, შენს ქალბატონებს ხელს არ შეუშლით.
-ხვალისთვის იყოს.
-კარგი შვილო.

მეორე დღეს ნიკოლოზ აბაშიძის მისვლამდე ნიცამ, სამზარეულოში მოფუსფუსე ჯინას შესასვლელიდან უყურა და მერე ღიმილით უთხრა:
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ, აშენდება!
-ნიცა..
აბაშიძის გაშლილ მკლავებს ძლიერად მოეხვია და მაგიდასთან დასხდნენ.
-როგორ ხარ? ორივეს გეძინათ და აღარ გაგაღვიძე.
-ვიცი, მითხრა დედამ.
-რა გჭირს? ჩემი ნიცა, სად წავიდა?
-აქ არის, ისვენებს.
-თომამ გაწყენინა?
-თომამ მაწყენინა, ანდრიამ გამაცოფა, შენ და ნიკოლოზი, მათ გატყავებაში დამეხმარებით!
-აი ეს ნამდვილად შენ ხარ! რა მოხდა და რას გეგმავ? ანდრია ვინ არის?
-ანდრია ახვლედიანი, რომელსაც პატარა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყო, რადგან მე და შენ ერთმანეთში ვერევით, თან ისე, რომ შენი არსებობის შესახებ არაფერი იცის, ეს კი იმას ნიშნვს, რომ შენ ნიცა აბაშიძე იქნები!
-მე ვიქნები შენ და უნდა მოვატყუო?
-ზოგჯერ!
-თომა გაბრაზდება, თან ეს ანდრია ვინ არის?
-მათი მეგობარია, ახლა ჩამოვიდა მოსკოვიდან და თურმე ვუყვარდი, შენ კი ამას გამოიყენებ, როგორც ნიცა!
სამზარეულოს კართან მდგომი, ნიკოლოზ აბაშიძე, ღიმილით ისმენდა გოგონების საუბარს და იმის წარმოდგენაზე, რომ ანდრია ახვლედიანს, მახეს უგებს ნიცა, ხმით გაიცინა:
-აი ჩემი გოგონები! გამოდის იწყება გართობა?
-როგორ ხარ ნიკა?
ორივემ მოიკითხა და ჯინას მომზადებულ საუზმეს, უფროსი აბაშიძეებიც შეუერთდნენ ყველანი მშვიდად საუბრობდნენ.

პ.ს. ესეც შემდეგი თავი. იმედია დრულად გამოქვეყნდება..
ლილე გელოდებათ შეფასებებით.



№1 წევრი დარინა

თორნიკე არის ყველასგან გამორჩეული თავისი სიდინჯით დანარჩენ გადარეულებს არ გავს და დააბალანსებს მათ საქციელებს, საწყალი ანდრეა შემეცოდაა ნიცას და ჯინას ხელში ჩემი მტერი ჩააგდოო რა დღეში ჩააგდებენ ვინ იცის ანუ გამოდის რომ ანდრიას თავიდანვე ჯინა უყვარდა და აერია ერთმანეთში კარგია რადგან ორივე დამშვიდდება თომაც და ანდრიაც, ნიკოლოზ დადიანზე გადარეული რომელიმე თუ იყოს ისტორიას ამხიარულებს თავისი ხუმრობებით განსაკუთრებით მიყვარს ეს პერსონაჟი იმედია დააყენებს საშველს და სებას გამოუტყდება სიყვარულში ნუღარ აწვალებს ბავშვს ცოდოაა, ცოტა ეჭვიანობა არ აქყენდა გადაფსიხდება და მგონი ეშველებათ :დდდდ თორნიკე და ანასტასიაც მინდა მეე ცოტა იყო და არ მეყოო.

 


№2  offline წევრი duchi_duchi

აი ვგიჟდები მე ამათზეეე და ყოველ თავს მოუთბენლად ველიი.

 


№3 სტუმარი maco maco

პირველი უკვე მეორე წელია ვგიჟდები დადიან-ახვლედიან-აბაშიძე-ჯაფარიძეების დინასტიაზე :) მეორე თომასგან ასეთ სისუსტეს არ ველოდიი, ნიცას გვერდით ასეთი თომაა?? ანდრეამ მოლოდინს გადააჭარბა.. ნუ თორნიკე ხო უკონკურენტო-უკომენტაროდ..

 


№4  offline წევრი OKI ME

აი, ყველა პერსონაჟი, რომ მიყვარს და ვერ გავიგე რომელი უფრო :დდ :D ოჰ,ოჰ,ოჰ წინ რა ამბები მელიის წარმომიდგენიაა.. ჯერ მარტო ამ სამი, ერთნაირად და თან არაერთნაირად გადარეულების გეგმის გამო. აღარაფერს ვამბობ დანარჩენზე. წინ როგორც დიდი მხიარულება ისე დიდი ომი გველის მკითხველს ❤️❤️❤️

მოუთმენლად ველი მომავალ თავს ❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისე გამოხარდა როგორც იქნა რომ დაადასტურეს სიახლეები და ერთბაშქდ ორი თავი წავიკითხე!!! მოკლედ ნოცას სიგიჟეს საზღვარი არ აქვს ❤️❤️????ველოდები მოვლენების განვითარებას მოუთმენლად

 


№6  offline წევრი maviwyara

ღმერთო რა მაგარი ვინმე ხარ. ერთი სული მაქვს როდია დაიდება შემდეგი თავი
--------------------
M.N

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ ველოდებოდი თქვენს გამოჩენას.დიდი სიამოვნებით ვკითხულობ????????

 


№8  offline წევრი svien

shen vin xar gamagebieeee...shokshi var sheni yovel nawarmoebze...magari xar ra????male dade gtxov❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ყველას დიდი მადლობა, ძალიან მახარებთ და ვეცდები მალ-მალე იყოს. შემდეგი თავი გაგზავნილი მაქვს 2 დეკემბერს და ველოდები როდის აიტვირთება.

 


№10 სტუმარი სტუმარი Lile-eli

დარინა
თორნიკე არის ყველასგან გამორჩეული თავისი სიდინჯით დანარჩენ გადარეულებს არ გავს და დააბალანსებს მათ საქციელებს, საწყალი ანდრეა შემეცოდაა ნიცას და ჯინას ხელში ჩემი მტერი ჩააგდოო რა დღეში ჩააგდებენ ვინ იცის ანუ გამოდის რომ ანდრიას თავიდანვე ჯინა უყვარდა და აერია ერთმანეთში კარგია რადგან ორივე დამშვიდდება თომაც და ანდრიაც, ნიკოლოზ დადიანზე გადარეული რომელიმე თუ იყოს ისტორიას ამხიარულებს თავისი ხუმრობებით განსაკუთრებით მიყვარს ეს პერსონაჟი იმედია დააყენებს საშველს და სებას გამოუტყდება სიყვარულში ნუღარ აწვალებს ბავშვს ცოდოაა, ცოტა ეჭვიანობა არ აქყენდა გადაფსიხდება და მგონი ეშველებათ :დდდდ თორნიკე და ანასტასიაც მინდა მეე ცოტა იყო და არ მეყოო.


დარინა, როგორ მიყვარს შენი შეფასებები :)...
რომ იცოდე ყველა პერსონაჟს უყვარხარ.
დიდი მადლობა შენ❤

duchi_duchi
აი ვგიჟდები მე ამათზეეე და ყოველ თავს მოუთბენლად ველიი.


დიდი მადლობა ჩემო კარგო, ვეცდები მალე იყოს, რადგან სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა.

maco maco
პირველი უკვე მეორე წელია ვგიჟდები დადიან-ახვლედიან-აბაშიძე-ჯაფარიძეების დინასტიაზე :) მეორე თომასგან ასეთ სისუსტეს არ ველოდიი, ნიცას გვერდით ასეთი თომაა?? ანდრეამ მოლოდინს გადააჭარბა.. ნუ თორნიკე ხო უკონკურენტო-უკომენტაროდ..


მახსოვს თქვენი ინტერესი და თქვენ. მადლობა რომ გიყვართ პერსონაჟები და ემოციებს მიზიარებთ. თომას რაც შეეხება უფრო სინდისის ბრალია.

Megioki
აი, ყველა პერსონაჟი, რომ მიყვარს და ვერ გავიგე რომელი უფრო :დდ :D ოჰ,ოჰ,ოჰ წინ რა ამბები მელიის წარმომიდგენიაა.. ჯერ მარტო ამ სამი, ერთნაირად და თან არაერთნაირად გადარეულების გეგმის გამო. აღარაფერს ვამბობ დანარჩენზე. წინ როგორც დიდი მხიარულება ისე დიდი ომი გველის მკითხველს ❤️❤️❤️

მოუთმენლად ველი მომავალ თავს ❤️❤️❤️


ხმაურიანი ამბებია მოსალოდნელი და იმედია ისიამოვნებთ.
მახარებთ და დიდი მადლობა.????????????

ablabudaa
ისე გამოხარდა როგორც იქნა რომ დაადასტურეს სიახლეები და ერთბაშქდ ორი თავი წავიკითხე!!! მოკლედ ნოცას სიგიჟეს საზღვარი არ აქვს ❤️❤️????ველოდები მოვლენების განვითარებას მოუთმენლად


დიახ, დრო დასჭირდა გამოქვეყნებას, ნიცას გეგმები და თამაშები ნიკოლოზ დადიანის მხარდაჭერით საშიშია.
მადლობა შეფასებისთვის

maviwyara
ღმერთო რა მაგარი ვინმე ხარ. ერთი სული მაქვს როდია დაიდება შემდეგი თავი


დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ ❤

სტუმარი ნინო
როგორ ველოდებოდი თქვენს გამოჩენას.დიდი სიამოვნებით ვკითხულობ????????


მადლობა რომ კითხულობთ, იმედი მაქვს ისიამოვნებთ.

Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის, მახარებთ და არსოდეს არ იზარებთ ამას❤.. მადლობა

 


№11 სტუმარი ლელუ

შემდეგ თავს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent