შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

De Jamais Vu /სრულად/

1-12-2020, 15:51
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 12 303

ერთ დროს მნიშვნელოვანი სიტყვა გავცვითე. გრძნობებიც მოულოდნელად შემომეცვითა. შემთხვევით! განა, გამიზნულად… თუმცა რაღა აზრი აქვს, ან, იქნებ, აქვს?!
თუ მე და შენ ვერ ვხვდებით ერთმანეთის საუბარს, რაღა აზრი აქვს ასოების სიტყვებად დალაგებას?
თუ მე და შენ ვერ ვხვდებით ერთმანეთის გრძნობებს, რაღა აზრის აქვს ამ ერთიანობებს?

ყოველთვის თავისთვის ბუტბუტებდა ჩუმად. საზარელ ჩურჩულს წააგავდა მისი ბუტბუტი. თუ დიდხანს მოუსმენდით, ჭკუიდან შეშლის გარანტიას მისცემდით საკუთარ თავს.
რა მოსაწყენია, როცა ყველაფერი იცი. როცა ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. როცა შენი ბოლომდე ესმით, თითქოს, ადამიანობას კარგავ.
დილა, თვალების გახელა, ადგომის არსურვილი, სააბაზანო, საუზმე, ტანსაცმელი, გასაღები, კარი, სადარბაზო, ავტობუსი, მეტრო, სამსახური.
თანამშრომლები, მისალმება, მუშაობა, ათი წუთი შესვენებამდე, შესვენება, ბრაზი, რომ შესვენების დრო თითქოს ათ წუთში ამოიწურა, მუშაობა, გულისრევა არასასურველი საქმისგან, ათ წუთში სამუშაო დრო მთავრდება, კბილების კაწკაწი მოუთმენლობისგან, წამი წამში და ისევ…
მეტრო, ავტობუსი, სადარბაზო, გასაღები, კარი, ტანსაცმელი, ვახშამი, სააბაზანო, საწოლი, ძილი.
დილა.
ყოველთვის ყველაფერი იცი. რა მოხდება შემდეგ დღეს... მრავალფეროვნებაზე ოცნებობ, მაგრამ როცა მეტროსა და ავტობუსს შორის ათი წუთი გივარდება ცივი ოფლი გასხამს, რადგან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მიეჩვიე.
ეძებ ადამიანებს. მაგრამ ისეთს არავინ ეძებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ. თავის ილუზიებს დასდევენ. ადამიანები ერთმანეთის გაცნობას მთელ თავის ხანმოკლე ცხოვრებას შეალევენ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ უცხონი არიან ერთურთისთვის.
ეს უკვე იყო, ასე სამასი წლის წინ, ან ოთხასი, არ მახსოვს.
ეს იყო. ეს ადამიანები იყვნენ, ეს ცხოვრება იყო, ეს ყველაფერი უკვე იყო. ადამიანები გავდივართ ხელახლა "იყოს" და ვერც კი ვამჩნევთ ამას.
დეტალები არ იცვლება. მთელ სურათს ისე შევცვლი, ერთ დეტალს არ მივცემ საშუალებას, რომ დეფორმირდეს.
თუ არსებობ, ნაბიჭ'ვარო ღმერთო, დეტალები სიგიჟემდე გიყვარს.
უცნაური რამეა პაზლი, ჩაუკვირდები მის ნაწილებს და უკიდეგანოდ ნაცნობი გეჩვენება ყველაფერი. თითოეული სანტიმეტრი ამ წყეულ დედამიწაზე ზეპირად იცი, მაგრამ დარწმუნებული არ ხარ ამაში. იცი, რატომ? იმიტომ, რომ ის ისე არ გამოიყურება, როგორც აქამდე.
წარმოიდგინე სამასი წლის წინ ნაცხოვრები ადამიანი, ახლა რომ გააცოცხლო და აჩვენო ის, რასაც ხედავ შენ. შეიშლება, ჯადოქრის ძახილით გაიქცევა სადღაც შორს, მაგრამ… როცა კიდევ იცხოვრებს. ერთი კვირა, თვე და წელიწადი. ადაპტირდება. იცი, რატომ? იმიტომ, რომ რაც იყო სამასი წლის წინ, მან ამ დროშიც აღმოაჩინა.
მიხვდა, რომ ადამიანებს კვლავ არ ესმით ერთმანეთის. მიხვდა, რომ ვერავინ გაიგებს - რას გრძნობს თვითონ. მიხვდა, რომ ე.წ. განვითარების გარდა, არაფერი შეცვლილა. ადამიანი კვლავ იგონებს თავისთვის პრობლემებს და წუწუნებს.
ღმერთმანი, აქ რა მინდა? აქ რას ვაკეთებ? ვინ ვარ, რა ვარ? შენ ვინ ხარ? ეს რა ადგილია?
რას ნიშნავს იყო ადამიანი?

მან არ იცის ის რა აზრს დებს წყეულ სიტყვაში, ის დუმს, მას აცახცახებს, რადგან ვერ ხვდება,
მაგრამ რომც თქვას აზრი აქვს ჩაჰყვე სიტყვაში, თუ მას გრძნობა სიტყვად დაღვრისთვის არ ეცოდება?

ჰო, მისი ბუტბუტი შიშის ჭიანჭველებს არსაიდან აჩენდა და თითქოს სისხლძარღვებში უშვებდა მილიონობით.
მისი ბუტბუტი ყველას გვესმის. იმიტომ, რომ ის ჩვენ ვართ. ათასობით აზრი ირევა ჩვენს გონებაში და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. როგორ შეიძლება ადამიანები ასე ჰგავდნენ ერთმანეთს და ამდენად განსხვავდებოდნენ კიდეც?
ყველა განსხვავებულობას იჩემებს და ზუსტად ამით ჰგვანან ერთურთს იდენტური ტყუპებივით.
ისიც განსხვავებული იყო იმდენად, რამდენადაც მე და შენ, მკითხველო. განსხვავებული ბრბოსგან და ბრბოს მსგავსი. მუშაობდა, სწავლობდა, მიზნებს ისახავდა, აღწევდა ან ვერ აღწევდა. დილაობით ადგომა ეზარებოდა და შურდა იმ ხალხის, ვისაც ალიონის ფრინველებს ვეძახით ხოლმე, ან აღარ ვეძახით ამ დროში.
გადაწყვიტა გაეფერადებინა დღე და სხვანაირად წაიყვანა იგი. ადგა, ჩვეული შავი ფერადით ჩაანაცვლა, გარეთ გავიდა და ხეტიალი დაიწყო. ჰო, ასე მარტივად, ჩახლართული სიტყვების გარეშე გიყვები.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, სკვერი იპოვა და გრძელ, მორყეულ სკამზე დაჯდა. არ იცოდა რას ეძებდა, არ იცოდა რას ელოდა, მაგრამ იჯდა და გამვლელებს ათვალიერებდა.
მარტო იყო, როგორც ყოველთვის. არა, ჰყავდა მეგობრები, ჰყავდა ე.წ. მეორე ნახევარიც, მაგრამ მარტოსულობის განცდა, ხომ ხვდები? მიხვდები, შენც გამოგიცდია. ჰოდა იჯდა. ჩანთა, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა საჭიროების მიუხედავად, გახსნა და ბლოკნოტი ამოძვრინა. გადაშალა და თეთრმა სიცარიელემ გული დაუმდუღრა. რამდენი ხანია, რაც კალმისთვის ხელი არ უხლია და სიტყვები ობობის ქსელებად არ დაუხლართავს ? შენ უპასუხე ამ კითხვას, მკითხველო. შენ იცი, რაოდენ მწარეა, როცა საყვარელ საქმეს ვერასდიდებით აკეთებ და არა იმიტომ, რომ არ გინდა, არ შეგიძლია, უბრალოდ.
არა, მას გვერდით არავინ მიუჯდა, როგორც ხდება ხოლმე ფილმებში, წიგნებში… არავის გაუბამს საუბარი, რომელშიც საკუთარი თავისთვის ჭეშმარიტებას აღმოაჩენდა და სიხარულისგან თვალის გუგები გაუფართოვდებოდა.
ჩვენ არ ვცხოვრობთ წიგნებში, არ ვცხოვრობთ ფილმებში და მაინც, გასაოცარია, რომ ადამიანის გონებასა და არაცნობიერს ძალუძს შექმნას ისეთი ნაწარმოებები, რომელთაც სულის შეძვრა შეუძლიათ. არ მეთანხმები? თუმცა ერთი მხრივ, დანაშაულიც კი მგონია - მკითხველი აიძულო იცხოვროს წიგნით, რომელიც მის ცხოვრებაში ხორცშესხმას ვერასოდეს ჰპოვებს. რაოდენ მეოცნებეა ადამიანის ნატურა, ღმერთმანი, ზოგჯერ მეცინება.
მაგრამ, არა! ყველა ჩვენს წიგნში ვცხოვრობთ, ყველა ჩვენს ფილმს თავადვე ვქმნით, თუმცაღა ჩვენზე ბევრი რამ დამოკიდებული არც არის ამ ქმნილებებში. არასოდეს იქნება ჩემი წიგნი ზუსტად ისეთი, როგორიც მსურს და ვერც შენი, მკითხველო. თუმცა იცი, რა? განვმეორდები. როცა ადამიანს აქვს ის, რაც სურს, როცა იცის ყველაფერი, მას სიცოცხლის ხალისი ეკარგება. ადამიანობას კარგავს და ეს ცხოვრება, რაც დედამიწაზეა, ცხოვრების უნიკალური და იდეალური მოდელია. არ მეთანხმები?
რას შეცვლიდი, ღმერთი რომ იყო? აი, ის ღმერთი, როგორადაც შენ აღიქვამ ამ სამყაროს შემქმნელს. (თუ აღიქვამ).
ჩემთვის რომ ეკითხათ, ამაყად ვუპასუხებდი, რომ არაფერს!
ბევრი საზიზღარი და ამაზრზენი რამ ხდება აქ, ბევრი გულისამრევი ქმედება ჩაუდენია ადამიანს და ჩაიდენს მომავალში, მაგრამ… რომ არა ადამიანი, ქმედების ამაზრზენად და სასიხარულოდ დაყოფაც არ იარსებებდა. არ იარსებებდა ის ცნებები, რაც ამქვეყნად ადამიანმა მოავლინა. არ იარსებებდა ის სიტყვები, რომლებსაც ასე მონდომებით ვანთხევთ ფურცელზე და ვქარგავთ ჰაერში სიტყვებად. მაგრამ…
თუ მე და შენ ვერ ვხვდებით ერთმანეთის საუბარს, რაღა აზრი აქვს ასოების სიტყვებად დალაგებას?
თუ მე და შენ ვერ ვხვდებით ერთმანეთის გრძნობებს, რაღა აზრის აქვს ამ ერთიანობებს?
ჰო, მე და შენ ვსაუბრობთ, მე და შენ ვცვლით აზრებს, მაგრამ სინამდვილეში შენ ვერასოდეს გაიგებ მე ამა თუ იმ სიტყვაში რა აზრი ან ემოცია ჩავაქსოვე ისევე, როგორც მე არ ძალმიძს ჩავწვდეთ იმ დიად გრძნობას, რომლითაც შენ საუბრობ ან წერ.
ჰო, მისი ბუტბუტი შიშის ჭიანჭველებს არსაიდან აჩენდა და თითქოს სისხლძარღვებში უშვებდა მილიონობით…
რაოდენ შიშის მომგვრელია, როდესაც აცნობიერებ, რომ სრულიად მარტო ხარ, როცა ყველაფერი ირგვლივ უცნობია, როცა ვერაფერს ხვდები, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერი ტკივილამდე ნაცნობი გეჩვენება და დეჟა ვუს შეგრძნებას ვერაფერს უხერხებ.
ყველაფერი მეორდება, ყველაფერი უცნობი ნაცნობია, მაგრამ მეორდება. თითქოს, სადღაც გინახავს ეს ნახატი, მაგრამ პირველად ხედავ ცხოვრებაში.
სარკიდან გიყურებს ადამიანი, რომელიც დილით უნდა ადგეს და კბილები გაიხეხოს. ძალიან ნაცნობი ნაკვთები აქვს, მაგრამ უცხოა. ჭკუიდან შეშლამდე უცხო…

ის კი იჯდა მორყეულ სკამზე, სკვერში მარტო, გრძნობების სიტყვებად დაღვრა მას შეეცოდა,
მაგრამ იცოდა კი სკვერში მდუმარედ მჯდომმა მარტომ, სიტყვებად დაღვრისთვის რომ თავად გრძნობას ღრმად შეეტოპა?

№1  offline ახალბედა მწერალი belle...

კალანდია, რამდენი ხანია რაღაც უკმარისობის გრძნობა მაქვს და ახლაღა მივხვდი რა იყო ეს სიცარიელე - შენ! დამაკლდი, მომაკლდი, მომენატრე. შემთხვევით დაგინახე საიტზე და არც კი შემითვალიერებია სათაური ისე შემოვედი. წავიკითხე, ჩავიძირე წარსულს დავუბრუნდი რომელსაც გამოვექეცი და ბოლო წერტილამდე ჩასულს, მაინც რაღაცნაირად გამეღიმა. აი იმ ღიმილით, შენ რომ გგონია, ხანდახან უაზროა... მიმოვიხედე და ისეთი სიცარიელე დამხვდა ისტორიის ქვეშ თან გამეცინა (ხალხი ღირებულს რატომ არ კითხულობს?) თან მეამა - სიმყუდროვეა და მშვიდად მინდა გესაუბრო იმ მისტიკაზე რაც წინადადებებში შემოიტანე და გულში დატოვე. დღეს მთელი დღეა აზრების დალაგებას ვცდილობ, მოსაღამოვდა, ვიფიქრე, რომ მოვახერხე კიდეც, მაგრამ შენ ისევ ამამღვრიე. რატომ? ყოველ წინადადებაში გაგიგე, რადგან თითოეულ შენს ნააზრევს ჩემს გონებაშიც უცხოვრია მანამდე და იმიტომ. გამეღიმა, რომ ხმა არავის გაუღია - იქნებ, შიშით? იქნებ დაბნეულობით? იქნებ მართლაც ვერაფერი გაიგეს შენ რისი თქმა გინდოდა, მაგრამ სულერთია. მომენატრე, ძალიან მომენატრე სულისფერო. მე არ დამვიწყებია, რომ აურის ერთი ფერი გვაქვს, სულის ერთი ფერი გვაქვს... შენ თუ გახსოვს საინტერესოა...

№2  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...

ჰეი, ანტილოპავ, შენს ღვინისფერს რა დამავიწყებს, არ გრცხვენია? სახელისთვის არც შემიხედავს, ისე მივხვდი, რომ შენ ხარ. რადგან კალანდია, მხოლოდ შენთვის ვარ... ჰო, სიცარიელეა და მივეჩვიე, რომ ან ეშინიათ, ან ვერ იგებენ. მე და ჩემი ნაწერები იშვიათად ვმასპინძლობთ სტუმრებს და ამას ალბათ, სტუმრებიც ხვდებიან. იმას კი ვერ უშვებენ, რომ გამბედაობაა მხოლოდ საჭირო, რომ ჭიქა ჩაიზე შემოვიპატიჟო მკითხველი. და ჰო, ყველას გვიფიქრია იმაზე, რაც აქ წერია, მაგრამ ყველა არ აღიარებს ამას.
მეც ძალიან მომენატრე...

№3 სტუმარი სტუმარი nancho

გეთანხმები,.მე ვფიქრობ რომ ,შეიძლება ადამიანები საყვარელი წიგნის გმირია,ან ფილმის.მაგრამ ყველა ადამიანს მაინც თავის დიდი და მთავარი როლი აქვს ამ ცხოვრებში.აი თუკი ამ როლზე ხარ დამტკიცებული და კარგად ითამაშებ,ეს გამართლებაა.მე რომ ღმერთი ვიყო,რას შევცვლიდი?მხოლოდ ერთს.გვესწავლა თანაგრძნობა.თითქოს გვაქვს,მაგრამ,სადღაც ,გონების ძალიან ღრმა უჯრაში.რა ვიცი ,კარგი იყო,დამაფიქრებელი.მეც განმიცდია მსგავსი,რაღაც,

№4  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი nancho

მიხარია, რომ მეთანხმები და მაინტერესებს რა არის ეს... სიმართლე გითხრა, თანაგრძნობა/ემპათია ჩემი სტიქიაა და ზუსტად ამიტომ ჩავუღრმავდი ერთმანეთის გაგება არგაგების საკითხს.

№5 სტუმარი სტუმარი nancho

ემპათია ,ეს ძალიან მთავარი გრძნობაა.სახლში,ქუჩაში სკოლაში,საზოგადოებაში და ბოლო რგოლი სახელმწიფოში.ყველგან,რომ ფიქრობდნენ :მე რომ მის ადგილზე ვიყო......ალბად აღარ იქნებოდა ,ასეთი სისასტიკე ,რასაც ვხედავთ ყველა რგოლში.წარმატებები შენ

№6  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი nancho
ემპათია ,ეს ძალიან მთავარი გრძნობაა.სახლში,ქუჩაში სკოლაში,საზოგადოებაში და ბოლო რგოლი სახელმწიფოში.ყველგან,რომ ფიქრობდნენ :მე რომ მის ადგილზე ვიყო......ალბად აღარ იქნებოდა ,ასეთი სისასტიკე ,რასაც ვხედავთ ყველა რგოლში.წარმატებები შენ

გმადლობ, ასევე ❤️

№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ბოლო ხუთი აბზაცი განსაკუთრებულია...
___
რაღაცშეცვალე,თუნდაც თითო ღიმილი ყოველ დილით და,დე ჟა ვუს ისე გამოეცლება საძირკველი,თავად იგრძნობ...
___
უფრო დაიცალე,რაღაცას კეტავ,ბოლომდე არ მოგაწ და ესეც ამოიღე,ასოებიბსიტყვებად დააწყვე და,
გაგიგებ!!

№8  offline მოდერი Catherine Di Perso

tasusuna
ბოლო ხუთი აბზაცი განსაკუთრებულია...
___
რაღაცშეცვალე,თუნდაც თითო ღიმილი ყოველ დილით და,დე ჟა ვუს ისე გამოეცლება საძირკველი,თავად იგრძნობ...
___
უფრო დაიცალე,რაღაცას კეტავ,ბოლომდე არ მოგაწ და ესეც ამოიღე,ასოებიბსიტყვებად დააწყვე და,
გაგიგებ!!

თითქოს იგივეა ბოლო ხუთი აბზაცი, მაგრამ სხვანაირი, ჰომ?)) ძალიან თამამად ამბობ გაგიგებო, რა საინტერესოა ❤️

№9  offline მოდერი Catherine Di Perso

nukito20w
გაგება ძვირია.ვფიქრობ,სულ ასე ძვირად ფასობდა და ფასობს.ალბათ,ესეც იმიტომაა ასე,რომ დავაფასოთ ადამიანები,რომლებსაც ესმით და განვასხვაოთ სხვებისგან.მაგრამ ადამიანს როცა ძალიან უჭირს,ყვირის რომ ხმა მოგვაწვდინოს და ჩვენ ყურებზე ხელს ვიფარებთ,მას ანგრევს.
მთავარი კი ისაა,რომ ცუდი რაღაცებიც საუკეთესო გამოცდილებად შეგვიძლია მივიღოთ.
ცუდ დღებს კი კარგიც მოსდევს ხოლმე.
საინტერესოდ წერთ,მომეწონა.გისურვებთ წარმატებებს.

ცუდს კარგი, კარგს ცუდი და ეს ცუდიც და კარგიც ადამიანის მოგონილია და ვერავინ გაიგებს ის რას გულისხმობს ცუდში ან კარგში და ა.შ. გმადლობთ შეფასებისთვის, წარმატებები ასევე თქვენც ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent