შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - 40 საშობაო ანგელოზი (თავი 1)


1-12-2020, 21:43
ავტორი ერკე
ნანახია 2 397

I
თავი 1
დამსხვრეული იმედები


იმ მოსაღამოვებულზე, საზარელი ქარბუქი ამოვარდნილიყო. ჭექა-ქუხილი გრგვინვით ამცნობდა ხალხს სახლში დარჩენის თაობაზე, ან სხვა, საოცრად ამპარტავნული ფიქრები ამოძრავებდა. ფიქრობთ, საიდან უნდა გააჩნდეს ქუხილს ფიქრი, ის ხომ ბუნებრივი მოვლენაა და მხოლოდ გარკვეული ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოიქმნება, მაგრამ აი აქ ცდებით. ჩვენი ბუნება გრძნობს და ფიქრობს, ჩვენი ბუნება ჩვენზე მეტად მგრძნობიარეა და ის რომ არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ არ გააჩნია შეგრძნების უნარი. იმ საღამოს კი საოცრად განრისხებულს ჰგავდა იგი, თითქოს ზედმეტმა უიმედობის გრძნობამ და სისაძაგლემ დაღალა, იქნებ გულიც ატკინეს... ათ წუთში ერთხელ ცაზე ელვა ჩნდებოდა, ელვის შემდეგ მცირე მოლეკულური მოძრაობა შეინიშნებოდა მიწაზეც, ელვიდან ორი წუთის შემდეგ კი ძაბვასავით მოქნილად გრეხა-გრეხით მოემართებოდა დედამიწის ზედაპირისკენ, წამიერად, თვალის დაუხამხამებლად ეჯახებოდა რაც ხელთ მოხვდებოდა და იმ წამსვე ანაკუწებდა.
ეს რომ ადამიანს დასცემოდა, იქვე გააშეშებდა, მის შიგნით ათას ნათურის მოცულობით სიკაშკაშეს დააწყებინებდა და ბოლოს შუაზეც გაგლეჯდა, ხოლო მისი დამწვარი ნაფლეთები იმ მონასტრის კედელს მიეგლისებოდა, სადაც კრძალვით და შიშით მონუსხული რამდენიმე ადამიანი შეფარებოდა და თავს ვერაფრის დიდებით ვერ აღწევდა. ზოგი უიმედოდ მიყუჟულიყო და ღმერთს დახმარებას ევედრებოდა, ვიღაცა კარებთან მოკალათებულიყო და რამდენიმე წუთში ერთხელ იხედებოდა, შესაძლოა ინტერესითაც რომ დაენახა ელვის ჩამოვარდნა, ან იმ მცირე იმედით რომ დაენახა როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი და სახლში წასვლა შესძლებოდა. ძირითადად ქალები იყვნენ ერთ ჯგუფად და ყოველ ქუხილის მძიმე ხმაზე კრთებოდნენ. ერთმანეთს სამყაროს დასასრულზე ესაუბრებოდნენ და ამით უფრო მეტად შინდებოდნენ. ერთი ყმაწვილი, დახეული შარვლით, მუქი ყავისფერი მაისურით, ტალახში ამოთხვრილი და გახუნებული რომ ჰქონდა მღვდელთან მისულიყო და რაღაცაზე ესაუბრებოდა. შესაძლოა მას ჭექა-ქუხილის და ელვის არ ეშინოდა, მაგრამ სახეზე იმდენად დასტყობოდა ძრწოლვა და შიში, რომ არავის ეგონებოდა მისი სიფერმკრთალის წყალობითაც რომ ეს ადამიანი ცოცხალი იყო.
-მართლა მჭირდება თქვენი დახმარება, მამაო. - არ ეპუებოდა ბიჭი, რომ ცალკე გაეყვანა და აღსარების კაბინაში სულ მცირე დრო მაინც დაეთმო მისთვის. მღვდელი კი იმის ახსნას ცდილობდა, რომ სასულიერო პირი მხოლოდ ერთი იყო ეკლესიაში, ხოლო იქ მყოფი ყველა ადამიანი შეშინებული იყო, ყველას სჭირდებოდა დახმარება.
-სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. სახალხოდ ვერ ვისაუბრებ, მინდა გამიგოთ.
-კარგი, შემოდი შვილო ჩემო. - ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, ერთმანეთის სახეებს ვერ ხედავდნენ, მხოლოდ ერთმანეთის ხმის მოსმენა შეეძლოთ. ბიჭი აფორიაქებულიყო. ერთ ადგილს ვერ პოულობდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, სხვას ვერავის დაელაპარაკებოდა. ვერავის გარდა ღმერთისა, ხოლო თვლიდა რომ უფალი ყველაზე უკეთ მამა იოანეს სახელით მოუსმენდა. მამა იოანემ პირჯვარი გადაწერა ბავშვს.
-მამაო, მიჭირს საერთოდ სათქმელის ერთად მოყრა, რომ ეს ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ ღვთის დახმარება მჭირდება. ღმერთის, რომელიც ჩვენს სულებშია და ჩვენს ფიქრებს კითხულობს. მისი დახმარება მჭირდება, რადგან მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში თითქოსდა ვერ ვამჩნევ, ვეღარ აღვიქვამ.
-მისი იდუმალებაც სწორედ ამაშია ჩემო ბიჭო, მას ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ის ყველას გვხედავს... არავინ გამორჩება ყურადღების მიღმა.
-მაშ, რატომ ხდება ეს საშინელი რაღაცები ამქვეყნად?
-ამას ჩვენვე ვუკეთებთ თავებს. ეს იმ ქმედების ნაყოფია, რაც საკუთარ ბაღში დავრგეთ.
-ამბობთ, რომ დავიმსახურეთ?
-არა, ზოგჯერ სხვისი ქმედებები ჩვენსაზე ძლიერ ახდენს გავლენას და ეს ხშირად უსამართლობად გვეჩვენება, მაგრამ ყოველივე რაც ხდება კაცობრიობის მიერ ოდითგან მონიჭებული თავისუფლების ნაყოფია. რა გაწუხებს გამიზიარე შენი გულის ნადები. - სიჩუმე ჩამოვარდა. მცირე ხანს ებრძოდა საკუთარ თავს ყმაწვილი, რომ ყველაფერი ეთქვა მისთვის. - დამერწმუნე ღმერთმა ეს უკვე იცის, ახლა უნდა იპოვო ძალა რათა შენ თქვა ეს.
-უსახლკარო ვარ. მაჰმადიანობა მივატოვე და ქრისტიანობა მივიღე, რის შედეგადაც გარიყული და გაგდებული ვარ ოჯახისგან, მეგობრებისგან, ნაცნობებისა და ნათესავებისგან. ყველამ უარმყო როგორც კი გაიგო, რომ რელიგია შევიცვალე და ქრისტესი ვიწამე, რათა მასში დავინახე ჩვენი მხსნელი და ერთადერთი გადამრჩენელი. გესმით მამაო? მშობლებმა 16 წლის ბავშვი ქუჩაში დატოვეს, როცა გაიგეს რომ მათმა შვილმა მათი ნებართვის გარეშე გადაწყვიტა რელიგიის შეცვლა.
-ეს რთული თემაა ჩემო ბიჭუნა. ძალიან ვწუხვარ.
-წუხართ? მაგის მეტის თქმა არ შეუძლია უფალს ჩვენსას? მხოლოდ წუხს? მე მისი მთელი გულით ვიწამე მამა იოანე, მან კი ოჯახის გარეშე დამტოვა.
-არა, არა... ოჯახის გარეშე მას როდი დაუტოვებიხარ. არ მინდა ისეთი რამ გითხრა, რომლითაც შენს იმედგაცრუებას გამოვიწვევ, ან ისეთი რაც იმედს მოგცემს და შემდეგ შესაძლოა კიდევ უარესად გაგიცრუვდეს იმედი. რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ვერ ვიტყვი ქრისტიანობაა სწორედ ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაჰმადიანობა არა-თქო. უფალთან მისასვლელი გზები უამრავია და ყველა საბოლოოდ მასთან მიდის. ვინ როგორ იწამებს ეს მისი პირადი საქმეა და არა მხოლოდ. - შეისვენა მამა იოანემ და სარკმელიდან ხელი გადაჰყო, რომ ბიჭისთვის დაედო ხელი. - რა გქვია და როდის მოინათლე?
-გიორგობა დღეს მოვინათლე, ამ დღის მადლით გიორგი მეწოდა ნათლობის სახელად და ამიერიდან მხოლოდ ეს სახელი მიმაჩნია ჩემს ნამდვილ სახელად. როგორც მათ უარმყვეს, ასევე ზურგი ვაქციე მეც ჩემს წარსულს და გადავწყვიტე ძველი ყველაფერი დამევიწყებინა. - ქურთუკიდან ხელსახოცი ამოიღო ყმაწვილმა და თვალები გაიწმინდა. - ქუჩაში ვცხოვრობ მამაო, უფალს პატიებას ვთხოვ, მინდა მაპატიოს ხანდახან ცუდი და უწმაწური ფიქრები რომ მიტრიალებს თავში. ხანდახან ამას ჩავდივარ კიდეც, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, ვისწავლე მოპარვა იმისთვის რომ გადავრჩე, სხვების სახლში ვძვრები და საჭმელს ვიპარავ, რათა ჩემი სასოწარკვეთილი კუჭი გამოვაძღო... რა საინტერესოა. - ჩაიქირქილა მან. - ალბათ იმისთვის რომ არ მომშივდეს მოვკლავ კიდეც ადამიანს, უარესსაც ჩავიდენ და კიდევ უარესს. ადამიანი ხომ ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც გადარჩეს. ამის ჩადენა არ მინდა, მამა იოანე. იქნება ისეთი შემწყნარებელი უფალი ჩემ მიმართ, რომ ჩემი ცოდვები შემინდოს?
-აღსარების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ უფალს სწამს და შენში კეთილს ხედავს, აქ მოსვლა კი იმ სიკეთის დასტურია, რაც შენში უზომოდაა. უნდა ეცადო, რომ უკუაგდო ის შემზარავი ფიქრები, რაც გონებას გიწამლავს. ეცადე ამის გაკეთება და სამყარო ისე დაიწყებს შენ გარშემო ტრიალს, რომ ყოველივე შენს სასარგებლოდ მოხდეს.
-მადლობა მამაო, - ქუხილის ხმა უფრო მძლავრად გაისმა და ეკლესიის სარკმლის მსხვრევის ხმაც დაერთო მას. შეშინებული ყმაწვილი სკამიდან სასწრაფოდ წამოდგა და ტაძრის ქვაფენილს დახედა, უზარმაზარი შავი წრე რომ დასტყობოდა. ამით თითქოს უფლის რისხვა გამოიხატა და მიანიშნა რაოდენ მრისხანე შეიძლებოდა ყოფილიყო და რაოდენ მომთმენიც. - უფალი სწორედ ამიტომ გვივლენს ბუნებრივ კატაკლიზმებს, რომ თავისი რისხვა ადამიანებს დაატეხოს თავს არა? - უნებურად ჰკითხა მამაოს.
-საერთოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს ბუნების გულჩვილობასთან აქვს უფრო მეტად კავშირი.
-ბუნების გულჩვილობასთან? პირველად მესმის.
-თუმცა აღიარე, რომ საინტერესოა. - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და წვერზე ხელი მოისვა. მამა იოანეს ღიმილში რაღაც მამურიც შეინიშნებოდა, საოცრად მზრუნველი ღიმილი ჰქონდა, აფორიაქებულ ადამიანსაც რომ დაამშვიდებდა სწორედ ისეთი.
-მომიტევეთ ცოდვები მამაო. ვცდილობ, ვეწინააღმდეგები, მაგრამ ხშირად არ გამომდის და ცდუნება მძლევს ცუდის ჩადენისკენ. ეს ეშმაკი ჩემში ბუდობს და გულს ხშირად ეპატრონება.
-იმიტომ რომ შენ აძლევ ამის საშუალებას ჩემო ბიჭო.
-ეს უნებურად ხდება, ვფიცავ.
-ფიცი საჭირო არაა, უფალი ყველაფერს ხედავს. - კვლავ გადასწერა პირჯვარი ბავშვს, რომელიც უიმედო მდგომარეობაში იყო.
-როგორ შეიძლება მშობელმა შვილზე უარი თქვას ისე რომ თვალიც არ დაახამხამოს? ასეთს გული არ აქვს!
-ასე ვერ იტყვი, დამიჯერე ახლა ყველაზე მეტად შენს მშობლებს ენატრები...
-არა, არ დავბრუნდები, იქ აღარ დამედგომება, ფეხს ვერ დავადგამ. - გააწყვეტინა საუბარი მამაკაცს. - ბავშვი ვარ, მაგრამ მე რომ მყოლოდა საკუთარი შვილი მას ყოველმხრივ დავუდგებოდი გვერდში და ყოველმხრივ ვეცდებოდი მის მხარდაჭერას. ყოველმხრივ.
-ამას დრო აჩვენებს გიორგი. დრო გიჩვენებს გზას, რომელიც მომავლის მღვიმეებამდე მიგიყვანს.
-დრო მხოლოდ გართმევს ყველაფერ საუკეთესოს. - ხმამაღლა წარმოთქვა სიტყვები ბიჭმა. წამოდგა, კაბინა დატოვა და გარეთ გავიდა. - დაე ის მოხდეს, რაც მოსახდენია. - ამ სიტყვების შემდეგ აღარაფერი უთქვამს, იოანემაც ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე სწრაფად გაიქცა იგი ღამის მრისხანებაში. გაიქცა უკანმოუხედავად, რათა საკუთარი ცოდვები არ დასწეოდა უკან.

პ.ს.
ჩათვალეთ ექსპერიმენტს ვატარებ, ვნახოთ ეს ცოტაოდენ უცნაური ამბავი როგორ მოგეწონებათ.
შევხვდებით რამდენიმე დღეში.
გკოცნით.



№1 სტუმარი თმთ

ოო დაკარგული გამოჩნდა...
საინტერესოდ დაიწყე..

 


№2 სტუმარი მარგარიტა

ძალიან დამაინტერესა, შეიძლება ითქვას დავინტრიგდი კიდეც :)) რათული თემაა, ვნახოთ როგორ განაგრძობ და განავითარებ სიუჟეტს. წარმატებები

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

rogorc yoveltvis dabrundi zalian problematuri da saintereso temit. moutmenlad velodebi gagrzelebas. vfiqrob satauric am kutxit gaqvs shercheuliiiii

 


№4 სტუმარი სტუმარი ერკე

შესაძლოა მრავალმხრივ განვავითარო, მრავალ რთულ თემას, არ გადამიწყვეტია, მაგრამ სიუჟეტის მთავარი ხაზი კი მიტრიალებს გონებაში :დ
მადლობა ყველას, რომ გახსოვართ heart_eyes კი დაკარგული ვიყავი, რადგანაც რომანს ვწერდი დამოუკიდებლად და დავასრულე თუ არა შემოგიერთდით და დაგიბრუნდით კვლავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent