შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი IX)


3-12-2020, 01:37
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 226

-გამარჯობა პეტრე ექიმო, როგორ ხართ? გამიხარდა თქვენი ნახვა. კარი მიხურა და სიხარულით გადაეხვია გაგა.
-კარგად ჩემო ბიჭო. მაპატიე ასე გვიან რომ მოგადექი კარს. გამთენიისას სოფელში ვბრუნდები, ამიტომ გადავწყვიტე, შემომევლო და მენახე. პეტრე რაღაც სევდიანი ჩანდა.
-ძალიან მიხარია, მეც მინდოდა თქვენი ნახვა. სკამი მიაწოდა გაგამ და თავადაც მაგიდის გვერდით ჩამოჯდა. ავარიის ინციდენტის შემდეგ, რამდენი დრო გავიდა. თანაც იმდენი რამ მოხდა, ვეღარ შევძელი თქვენთან ჩამოსვლა ან დაკავშირება.
-არა უშავს, მეც ვეღარ მოვხვდი აქეთ რომ შენი ამბები მომეკითხა, ხომ იცი რამდენი საზრუნავია ჩემს სოფელში, ხან რა ხდება ხან რა და პაციენტებს ვერ ავუდივარ. თანაც ახლა მოვითხოვეთ რომ სამედიცინო ინსტრუმენტები დაგვიმატონ, იმდენი გაჭირვებულია, სახლში ლუკმა-პური არ აქვთ და პირველადი მოხმარების საგნები საიდანღა ექნებათ. მე მათ ფულს ვერ გამოვართმევ. ამიტომ ასე გადავწყვიტეთ და მაგ საქმეზე ვარ აქ. შენი დასავლური გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. იშვიათად მეგულება შენნაირი მიზანდასახული და კაცთმოყვარე ადამიანი. ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ახლა კი შენი ჯანმრთელობის ამბები მომიყევი. ეგ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
გაგამ ზედა ოთახისკენ გაიხედა, მარიამი არსად ჩანდა. ბიჭის მზერა არ გამოჰპარვია ექიმს. - შენ არაფერი გითქვამს მისთვის? გაოცებულმა ჰკითხა.
- არა პეტრე ექიმო,არა. თავი ჩაღუნა. როგორ შემეძლო მისთვის ამის თქმა. გამბედაობა არ მეყო თავის წარმოჩენის. ასე უბრალოდ, ავმდგარიყავი და მომეყოლა რომ იმ დროს გადავვარდი მანქანით ხეობაში, როდესაც მას მივყვებოდი, და მის გადარჩენას ვცდილობდი? ის ხომ საკუთარ თავს დაადანაშაულებდა ამაში. მე ამას ვეღარ ავიტან. მისი თითოეული ცრემლი მე მტკივა. ყელში ბურთი გაეჩხირა და ღრმად ჩაისუნთქა.
მარიამმა კარის ხმა რომ გაიგო, გამოსვლა ვერ გაბედა და კარს უკან იდგა. აინტერესებდა ვინ მოვიდა ასე გვიან. გაგას სიტყვებმა შეძრა. -აი თურმე რატომ დააგვიანდა, საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა და მე ამ დროს მასზე ვბრაზობდი. რა აღარ ვიფიქრე, რა აღარ დავაბრალე. მაპატიე, მაპატიე... ჩურჩულებდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. მხოლოდ ახლა დაფიქრდა, რა მოსწონდა გაგაში და რითი იზიდავდა ასე ძალიან. მისი მზრუნველობა და ყურადღება იყო რაც თავიდანვე შეამჩნია. მისი გულწრფელობა რომელიც ასე მოსწონდა და დამოკიდებულებები ადამიანთან რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა. უნდოდა გასულიყო, მოხვეოდა და დაუსრულებლად ეთხოვა პატიება. პეტრესი შერცხვა. თან ისეთი აღელვებული იყო, არ იცოდა სიტყვებს როგორ მოუყრიდა თავს. აკანკალებული ჩაწვა საწოლში და თავზე საბანი გადაიხურა. გადაწყვიტა დილით გაგა ენახა, ბოდიში მოეხადა და ყველაფერი ეთქვა. თუ როგორ უყვარდა, რა მადლიერი იყო მისი და თუ არ გაუშვებდა მასთან დარჩებოდა მუდამ. მალევე ჩაეძინა. გაგა პეტრესთან საუბარს განაგრძობდა:
-აღარ მინდა მის სახეზე ტანჯვა ვიხილო. ისედაც ბევრი ტკივილი მივაყენე ჩემდა უნებურად. ყოველთვის საკუთარი პრიზმიდან ვსაზღვრავდი ყველაფერს, როდესაც მასზე ვფიქრობდი და რამეს ვაკეთებდი. სად არის ამ დროს სიყვარული? თანაგანცდა? ეს როგორი სიყვარულია? როდესაც თითოეული ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს და თავისი ეგოიზმიდან გამოდის. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასია, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებებს,თუნდაც ამაში არ ვეთანხმებოდე. არც ჩემი გადაწყვეტილებები ყოფილა მისთვის მოსაწონი და ამიტომ მინდა შევწყიტო ერთი კუთხიდან ყურება. მე მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ის ჯერ საკუთარ თავთან მოვა ჰარმონიაში და შემდეგ თავად გადაწყვეტს რა სურს. მე შემიძლია მხოლოდ ოდნავ მივეხმარო საკუთარი თავის გაგებაში. ისევე როგორც მას შეუძლია, ჩემი დამარხული გრძნობების ამოძრავება. სწორედ მისი დამსახურებაა, ახლა ასე რომ ვყვები საკუთარ თავზე და კიდევ ბევრი რამ მექნება მისგან სასწავლი. ასეა. ორმხრივი თანაგანცდის გარეშე ძალიან რთული იქნება ყველაფერი. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მე გრძნობების გადმოცემის ოსტატი არ ვარ. ყველაფერს გულში ვინახავდი ბავშვობიდან. რაც არ უნდა განმეცადა ვერ ვახერხებდი გრძნობების გარეთ გამოტანას. ალბათ ამის დამსახურებაცაა ის რომ, ამ ბოლოს დროს თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. გულიც ხშირად მტკივა. თითქოს ორად მეყოფა. მსგავსი რამ არასოდეს მიგვრძნია და აუტანელია ასეთი ტკივილი. გამოკვლევებზე ვაპირებ წასვლას. თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ავარიის ტრავმის ბრალი იყოს?
ექიმი უსმენდა ბიჭს და სახე თანდათან უფითრდებოდა. რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა გაგა, მით მეტად უჭირდა გადაწყვეტილების მიღება , ეთქვა თუ არა გაგასთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბოლოს პროფესიულმა მოვალეობამ თავისი გაიტანა და ხმადაბლა დაიწყო:
- გაგა, შვილო, ამდენი ხანია ვფიქრობ და მოსვენება მაქვს დაკარგული. მაგრამ, ეს შენი უფლებაა იცოდე რა გჭირს... აქ სიტყვა გაუწყდა პეტრეს. არ უნდოდა მისი აღელვება შეემჩნია გაგას და რაც შეეძლო თავს ძალას ატანდა. მაპატიე რომ ამდენი ხანი გიმალავდი ამ ამბავს.საავადმყოფოში ექიმს დავპირდი, რომ მე გეტყოდი ყველაფერს და ვალდებულიც ვარ გითხრა. მაგრამ აქამდე თავს ვერაფერი მოვუხერხე. შენმა ანალიზებმა აჩვენა რომ შენი გული ავარიის დროს ძალიან დაზიანდა და სამწუხაროდ მკურნალობა შედეგს ვეღარ მოიტანს. ხმა უკანკალებდა პეტრეს და სათქმელს თავს ძლივს უყრიდა. წამდაუწუმ სიტყვა უწყდებოდა. როგორც მითხრეს რამდენიმე თვის სიცოცხლე დაგრჩა. მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, შენ ხომ იცი... გაგას გაფითრებული სახის დანახვამ ექიმი შეძრა.
- რამდენი თვის სიცოცხლე პეტრე ექიმო? სულ რამდენია? ისე იკითხა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მაგრამ მისი ძლიერად შეკრული მუშტები და დაბერილი ძარღვები არ გამოჰპარვია ექიმს.
- გამოკვლევებზე დაგიბარებენ და ანალიზების მიხედვით ყველაფერს დეტალურად აგიხსნიან როგორ უნდა ვიბრძოლოთ ამ მდგომარეობის დასამარცხებლად. შემართებით ლაპარაკობდა პეტრე და ბიჭსაც მოუწოდებდა ძლიერი ყოფილიყო. გულის სიღრმეში კარგად იცოდა, გაგა ასე მარტივად არ გამოამაჟღავნებდა თავს დატეხილ ასეთ უბედურებას, მაგრამ იმედს მაინც არ ჰკარგავადა.
დამშვიდობების წინ ბიჭს გადაეხვია, მხარზე აკოცა და შემართებისკენ მოუწოდა: წინ ბევრი გეგმებია და ახლა დანებების დრო არ არის, მე მინახავს ბევრი პაციენტი , რომელთაც ამ მძიმე მდგომარეობიდან თავი დაუღწევიათ. ჩემი პროფესიული ვალი იყო შენთვის მეთქვა ყველაფერი , მაგრამ ახლა როგორც ადამიანი გთხოვ რომ არ გატყდე, თუნდაც მარიამის გამო. მას შენ სჭირდები და ორივეს წინ გრძელი გზა გაქვთ. ერთად დგომით ყველა უბედურებას გავუმკლავდებით. გახსოვს რაზე ვსაუბრობდით ხოლმე შუაღამას კოცონთან მიმსხდრები და მუშაობისგან დაღლილები? შენს გრძელ გზაზე, რომელსაც გადიოდი და მომავალშიც გექნებოდა გასავლელი. შენ ამბობდი რომ შენი სამუშაო იმხელა კმაყოფილებას განიჭებდა და ისეთ ძალას გაძლევდა , ყველანაირ პრობლემას წინ აღუდგებოდი. გახსოვს ჩვენი ბოლო პაციენტი, რომელსაც არავინ იმედს აღარ აძლევდა, შენ შენი პროფესიონალიზმით და შეუდრეკელობით გადაარჩინე. ამას არავინ ელოდა და რა ბედნიერები ვიყავით. მაშინ შენ მხოლოდ შენი თავის ამარა იყავი , ახლა მარიამიც გყავს და მეტად მოგიწევს სირთულეებთან გამკლავება. ახლა მარტო აღარ ხარ! ხომ ამბობდი რომ ეგოისტი არ უნდა იყო, ახლა სწორედ ამის დროა. დაფიქრდი კარგად, რატომ მოვიდა ეს განსაცდელი შენს ცხოვრებაში და რა შეგიძლია გააკეთო, ახალი ძალების ძიება დაიწყე საკუთარ თავში. კიდევ ერთხელ გადაეხვია და წავიდა.
საწოლზე ზემოდან იწვა, მაგრამ ძილს ვერაფრით ახერხებდა გაგა. ამ თავზარდამცემი ამბის გაგონებამ ძლიერ იმოქმედა მასზე. სწორედ მარიამის გამო აღარ შეეძლო ახლა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა ცხოვრება. როგორ უნდა ეთქვა მისთვის რომ უყვარდა, როდესაც გაიგო რომ მალე მოკვდებოდა. მეტად ვეღარ ატკენდა. ამიტომ ერთადერთი გზა რჩებოდა მხოლოდ. იცოდა რომ ეს არჩევანი უარესად დასტანჯავდა მარიამსაც და პირველ რიგში მას, მაგრამ სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. ისევ თავად გაუმკლავდებოდა ყოველგვარ განსაცდელებს, მაგრამ მარიამს არაფერს გააგებინებდა.
მეორე დილას , ადრიანად წამოხტა მარიამი საწოლიდან. ვაზაში ყვავილები გამოცვალა, საუზმე მოამზადა და გაგას საწოლის ოთახის კარზე დააკაკუნა. გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს ყველაფერი ეთქვა, რასაც მასზე ფიქრობდა, ოდნავ გული უცემდა მაგრამ ისეთ ბედნიერებას განიცდიდა სხვა დანარჩენს ყურადღებას აღარ აქცევდა. არავინ გამოპასუხებია. უცნაურად მოეჩვენა და კარი ფრთხილად შეაღო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მის ოთახში შევიდა. ფართე საწოლის, რომელიც გულდასმით იყო გასწორებული და საწერი მაგიდის გარდა, მხოლოდ კედელში ჩადგმული დიდი კარადა შეამჩნია, რომელიც უცხოენოვანი სამედიცინო წიგნებით და მხატვრული ლიტერატურით იყო სავსე. არ ელოდა. შემდეგ გაახსენდა, გუშინ პეტრემ რომ დასავლური გამოცდილება ახსენა, როგორც სჩანს უცხოეთში აქვს მიღებული განათლება- გაიფიქრა და უკეთ შესათვალიერებლად თაროებს მიუახლოვდა.
- აქ რას აკეთებ მარიამ? გაგას ხმა შემოესმა.
- ბოდიში, დაუკითხავად შემოვედი. გაუხარდა მისი ხმის გაგონება, ბედნიერი შემოტრიალდა და ბიჭის ცივ, უემოციო თვალებს წააწყდა. რა სჭირს? გულში გაიფიქრა და გადაწყვიტა სათქმელი აღარ გადაედო.
-გაგა, რაღაც მინდა გითხრა, ისეთი სხივები ჰქონდა თვალებში , ბიჭი შეკრთა. თითქოს სათქმელს მიუხვდა. ჯერ კიდევ გუშინ, ბედნიერებისგან ალბათ იტირებდა ასეთი მარიამის დანახვაზე, მაგრამ ახლა რაც ძალი და ღონე ჰქონდა საკუთარ თავს ებრძოდა, რომ გრძნობები არ გამოემჟღავნებინა. სათქმელი არ დაასრულებინა, სამედიცინო იარაღებით სავსე ზურგჩანთა მაგიდაზე დაგდო და ზურგშექცეულმა ამცნო მარიამს რომ რამდენიმე დღეში ის აქედან წავიდოდა.
- დილას გავარკვიე, გზა სრულად გაიხსნა, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აგიღე, მე მაგ დროისთვის სოფელში არ ვიქნები, კოლეგას ვთხოვე და ის გაგაცილებს. ბოლო სიტყვაზე ხმა აუკანკალდა , მაგრამ შემცბარ მარიამს ეს აღარ შეუნიშნავს. სიტყვა ვერ დაეძრა,გაშეშებული იდგა და მხოლოდ გაგას ზურგს უყურებდა. კი მაგრამ რა დაემართა, ასე რატომ ლაპარაკობს. იქნებ იმიტომ რომ ფიქრობს, თავს არ მომახვიოს თავისი გრძნობები?
-მაგრამ მე წასვლა არ მინდა, მე შენთან ერთად მინდა ყოფნა. გაუბედავად ჩაილაპარაკა.
- სამწუხაროდ აღარაფერი შეიცვლება, შენ მალე გაემგზავრები აქედან. შეგიძლია მოემზადო. მისი ხმაში ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდით.კარისკენ ისე შეტრიალდა, მარიამისკენ არც გამოუხედავს.
- არა, არა, მატყუებ. ვიცი რომ ამას გულით არ ლაპარაკობ. ტირილი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. იქნებ მითხრა რა მოხდა, ერთ ღამეში რა შეიცვალა, ასეთი რატომ გახდი? მე შენ მიყვარხარ... გაიქცა და გაგას უკნიდან ძლიერად ჩაეხუტა.
ბიჭს გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა, საშინელი ტკივილი იგრძნო მკერდში, ფრთხილად მოიშორა მარიამი და ოთახიდან გაიყვანა.ბილეთი ხელებში ჩაუდო. ხმის ამოუღებლად შემოტრიალდა, კარი გადაკეტა. კედელს მიეყრდნო და ატირდა...



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

იმედია მარიამი არ წავაა და გაგას თავის სიძლიერეს დაანახებს, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს ბრძოლას მაშინ აქვს ფასიი თუ გეცოდინება რომ გამარჯვებულს საყვარელი ადამიანი გერგება პრიზად.

 


№2  offline წევრი Maltuza71

სტუმარი დარინა
იმედია მარიამი არ წავაა და გაგას თავის სიძლიერეს დაანახებს, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს ბრძოლას მაშინ აქვს ფასიი თუ გეცოდინება რომ გამარჯვებულს საყვარელი ადამიანი გერგება პრიზად.



გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, დარინა. პირველ რიგში, დიდი მადლობა უკუკავშირისთვის.<3 რაც შეეხება ბრძოლას, გადაწყვეტილებებისთვის, მიზნებისთვის, ოცნებების რეალიზებისთვის რათქმაუნდა აუცილებლად აქვს აზრი. როდესაც გყავს ადამიანი, ვისთვისაც ამ ყველაფრის დანახვა და გაზიარება გსიამოვნებს, კიდევ უფრო დიდი პრივილეგიაა. თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში არ დავკარგოთ საკუთარი თავი და ის რაღაც, რაც რაც ბედნიერს გვხდის, თუნდაც მარტო ვიყოთ. მე გისურვებთ თქვენ, რომ მუდამ მიჰყოლოდეთ თქვენს ჭეშმარიტ სურვილებს, რომლებიც როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანებსაც შეგაცნობინებთ. მუდამ გრძნობდეთ თქვენი მიღწეული მიზნების შედეგად გამოწვეულ კმაყოფილებას. ისტორია არ არის ბევრი დეტალით დატვირთული, რადგან წარმოსახვის ჩართვა მკითხველისთვის მომინდია.აქედან გამომდინარე, ცოტა მშრალია, თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ ძირითადი აქცენტი, რაზეც აიგო ისტორია თქვენამდე კარგად იქნება მოტანილი. გისურვებთ ყოველმხრივ წარმატებებს. <3

 


№3 სტუმარი Life is beautiful

როგორ დამწყდა გული... საბრალო. ამ ისტორიაში მემგონი ყელასადმი გაგიჩნდება სევდის და სიბრალულის გრძნობა. ნუ ეხლა რეზი მართლა ბრაზს აღძრსვს ჩემში თუმცა მაინც... ძააკ მომწონს.. ხო სწრაფად ვიზტარდება მოვლენები მაგრამ მაინც არ არის მიფუჩეჩებული და ეს ძაან მომწონს... ველოდები შემდეგს, ????♥️

 


№4  offline წევრი Maltuza71

[quote=Life is beautiful]როგორ დამწყდა გული... საბრალო. ამ ისტორიაში მემგონი ყელასადმი გაგიჩნდება სევდის და სიბრალულის გრძნობა. ნუ ეხლა რეზი მართლა ბრაზს აღძრსვს ჩემში თუმცა მაინც... ძააკ მომწონს.. ხო სწრაფად ვიზტარდება მოვლენები მაგრამ მაინც არ არის მიფუჩეჩებული და ეს ძაან მომწონს... ველოდები შემდეგს, ????♥️[/quo

ჩემო ძვირფასო, მოგესალმები. დიდი მადლობა რომ წაიკითხე და შენი აზრის გაზიარება ისურვე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მოხარული ვარ, რომ ის ძირითადი არსი, რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ ისტორიას, აღმოაჩინე და დაინახე. ბევრი დეტალი სპეციალურად იქნა ამოღებული ისტორიდაან, შესაძლოა ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება თუმცა, როგორც სჩანს, მაინც მისაღები აღმოჩნდა მკითხველთა გარკვეული ნაწილისთვის და ამისთვის მადლიერებას გამოვხატავ მე თქვენს მიმართ. <3 მონოლოგებით იმიტომ დაიტვირთა ტექსტი, რათა უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს საკუთარ თავში და მეტი პასუხები იყოს. რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა სარგებელს მოუტანს ჩვენი ქმედება ჩვენ ან სხვა ადამიანებს, მინდა რომ ამაზე ყველამ ვიფიქროთ. შესაძლებელია ამ ისტორიამ ბოლომდე ვერ გამოხატოს მთავარი სათქმელი, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეული შტრიხების დაჭერა მაინც მოხდება. ვფიქრობ, შემდეგ თავში დასრულდება ეს ისტორია. :) იქამდე კი მინდა გისურვოთ, კმაყოფილების და ბედნიერების ძლიერი განცდა, რომელიც თქვენ ჭეშმარიტი სურვილების განხორცილებას მოჰყვება თან.

 


№5 სტუმარი ქრის. ხიზ.

მომეწონა იცი? მართლა კარგი იყო. ვეთანხმები შენს კომენტარს, მთავარი ცოდნის ამოღებაა, ახალის შესწავლა, გამოცდილების შეძენა..ნუ ეს მარტივად რომ ვთქვათ. შინაარსობრივად მომწონს ძალიან (თუმცა თუ დაარედაქტირებ, ერთი თხოვნა მექნება, უფრო გაავრცელე, გაშალე, ვიცი გამოგივა).
წინა კომენტარიდან გამომდინარე, ცოტა მიჭირს კომენტარის დაწერა, ისე როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც ვითქვი სათქმელი მომწონს ეს ისტორია და არ მაქვს როგორც ჩანს წაკითხული მოტივი(წიგნი ან ისტორია) რომელიც საფუძვლად დაედო, 1თუმცა იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ ეს შენ დაწერე და გაქვს ამის "ბუნებრივი სტილი".
იცი? ერთ ქვეყანაში არ მახსოვს რომელში, თუ არ ვცდები იაპონიაში, როცა ჟურნალისტობას იწყებს კონკრეტული პირი, იწვევენ რამდენიმე მსურველს, ვისაც უნდა რომ მუშაობა დაიწყოს მლჟურნალისტად და იცი ამაში რა თამაშბს დიდ როლს? რა სხვა თუ არა გადმოცემის ბუნებრივი უნარი. მისცემენ "ლიბრეტოს" და ეს უნდა გადმოსცენ თავისებურად. ხოდა ამით იმის თქმა მინდა, თუნდაც რამედან ამოგეღო ნაწყვეტები, ან შინაარსობრივი თვალსაზრისით რამე, ახლა ამ საიტზე არა მგონია ეგ იმდენად მნიშვნელოვანი იყოს. პირადად მე ძალიან მომწონს ეგ სტილი, რადგან ერთ ისტორიას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ყვება და გადმოსცემს. ანუ მე მომწონს ეს ისტორიაც და რაც მთავარია შენი "ადამიანური და ინდივიდუალური სტილი".
იმედია გამომივიდა რაც მინდოდა და მოვიტანე შენამდე ჩემი შენდამი დამოკიდებულება..
მინდა წარმატება გისურვო.... ♥️ ♥️♥️♥️

იცი ის ქრის ხიზ მე ვიყავი :-)არ მინდოდა ჩემი სახელის და გვარის გამჟღავნება მარა დავწერე და გამომეგზავნა... ♥️

ანუ life is beautiful...

 


№6  offline წევრი Maltuza71

ქრის. ხიზ.
მომეწონა იცი? მართლა კარგი იყო. ვეთანხმები შენს კომენტარს, მთავარი ცოდნის ამოღებაა, ახალის შესწავლა, გამოცდილების შეძენა..ნუ ეს მარტივად რომ ვთქვათ. შინაარსობრივად მომწონს ძალიან (თუმცა თუ დაარედაქტირებ, ერთი თხოვნა მექნება, უფრო გაავრცელე, გაშალე, ვიცი გამოგივა).
წინა კომენტარიდან გამომდინარე, ცოტა მიჭირს კომენტარის დაწერა, ისე როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც ვითქვი სათქმელი მომწონს ეს ისტორია და არ მაქვს როგორც ჩანს წაკითხული მოტივი(წიგნი ან ისტორია) რომელიც საფუძვლად დაედო, 1თუმცა იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ ეს შენ დაწერე და გაქვს ამის "ბუნებრივი სტილი".
იცი? ერთ ქვეყანაში არ მახსოვს რომელში, თუ არ ვცდები იაპონიაში, როცა ჟურნალისტობას იწყებს კონკრეტული პირი, იწვევენ რამდენიმე მსურველს, ვისაც უნდა რომ მუშაობა დაიწყოს მლჟურნალისტად და იცი ამაში რა თამაშბს დიდ როლს? რა სხვა თუ არა გადმოცემის ბუნებრივი უნარი. მისცემენ "ლიბრეტოს" და ეს უნდა გადმოსცენ თავისებურად. ხოდა ამით იმის თქმა მინდა, თუნდაც რამედან ამოგეღო ნაწყვეტები, ან შინაარსობრივი თვალსაზრისით რამე, ახლა ამ საიტზე არა მგონია ეგ იმდენად მნიშვნელოვანი იყოს. პირადად მე ძალიან მომწონს ეგ სტილი, რადგან ერთ ისტორიას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ყვება და გადმოსცემს. ანუ მე მომწონს ეს ისტორიაც და რაც მთავარია შენი "ადამიანური და ინდივიდუალური სტილი".
იმედია გამომივიდა რაც მინდოდა და მოვიტანე შენამდე ჩემი შენდამი დამოკიდებულება..
მინდა წარმატება გისურვო.... ♥️ ♥️♥️♥️

იცი ის ქრის ხიზ მე ვიყავი :-)არ მინდოდა ჩემი სახელის და გვარის გამჟღავნება მარა დავწერე და გამომეგზავნა... ♥️

ანუ life is beautiful...


კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი გამოხმაურებისთვის და ჯანსაღი შეფასებისთვის. სწორედ ამ შეფასებებით კეთდება შემდეგი თავები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საფუძვლად დაედო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის რეალური ისტორია, რომლის ჩანასახებიც წარმოდგენილ "თავებშია" ასახული. ის სევდა რაც შენ დაინახე ამ ტექსტში, ხშირად სდევს ადამიანთა ცხოვრებას და სწორედ ამის ხაზგასმა მინდოდა მე წინა კომენტარის დროს. მნიშვნელოვანი სათქმელი ერთი შეხედვთ შესაძლოა "ბანალურ ისტორიად" იქცა, თუმცა განზრახ იქნა გაკეთებული, რათა მკითხველს ფართო ასპარეზი დაუტოვოს ფიქრისთვის. შენი რჩევა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული "გაშლასთან" დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent