მინდვრის ყვავილები (ნაწილი X)
რატომ მაინცდამაინც ახლა? ფიქრებს თავს ვერ უყრიდა გაგა. სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაფერი ასე კარგად იყო. მე ის ძალიან მჭირდება, მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო ამ მდგომარეობაში? ვუთხრა როგორ მიყვარს და შემდეგ ტანჯვისთვის გავიმეტო? არა , ამას ვერ შევძლებ. მე ხომ ისიც არ ვიცი სულ რამდენი დღის სიცოცხლე დამრჩენია და მარიამს საავდმყოფოში ვერ გავატარებინებ ჩემს გამო დღეებს. ერთადერთი გამოსავალია, ის აქედან წავიდეს და სამუდამოდ დამივიწყოს. ასეთმა ფიქრებმა გონება აუმღვრია. თავი ვეღარ შეიკავა და წიგნების კარადას მიაწყდა. უნდოდა ყველაფერი დაემტვრია და გაენდაგურებინა, ისევე როგორც მისი სული ნადგურდებოდა ამ წამს. შუშა წკრიალით ჩამოისმხვრა და მინის მოზრდილმა ნაჭერმა ხელი გაუჭრა. ჭრილობიდან მუქმა სისხლმა იფეთქა და თეთრი პერანგი წითლად შეუღება. ძლიერ ნაკადად მოედინებოდა მის სხეულზე, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ოდნავ თავბრუსხვევა იგრძნო და მხოლოდ მაშინ ჩამოჯდა საწოლზე. არაფრის ძალა აღარ ჰქონდა. - გაგა გთხოვ, კარი გამიღე. ტიროდა მარიამი. მთელი ძალით ჩაფრენოდა კარის სახელურს და არყევდა. გთხოვ შემომიშვი.ვილაპარაკოთ. მე შენ მიყვარხარ, გესმისს? მიყვარხარ და არსად არ წავალ, სანამ არ ამიხსნი რა ხდება. აღარ შეეძლო მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა. ძლივს მივიდა კართან და საკეტი გადაატრიალა. ატირებული შემოვიდა მარიამი ოთახში და ბიჭის ხელზე მოთქრიალე სისხლმა შეძრა. - გაგა რა გჭირს? ეს რატომ გააკეთე? დახმარება გჭირდება სასწრაფოდ , უთხრა და ჭრილობაზე დახედა. - არაფერია, შენ საქმეს მიხედე, მოემზადე. ცივად გააშვებინა ხელი. ჩემს თავს მე მივხედავ. - სისხლი მოგდის, ცუდად ხარ და ასე რატომ ლაპარაკობ? ტირილი წესიერად ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. ძალით რომ გამაგდო, კართან დავჯდები და აქედან ფეხს არ მოვიცვლი. შენ თვითონ მეუბნებოდი, რომ ტკივილს უნდა გაუმკლავდე და ახალი შესაძლებლობები ეძიო და მე ის ვიპოვნე. მე შენთან ვიპოვნე ეს შესაძლებლობები და ახლა მაგდებ? მაგრამ სად უნდა წავიდე? - ტყუილი იყო ყველაფერი, შესაძლებლობები არ არსებობს. ძველ ტანჯვას ახალი ემატება, ახალი ტკივილები მუდამ ჩნდება და ამას უნდა შეეგუო. წადი და უკან არასოდეს დაბრუნდე. შენს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდი. ბოდიში რომ გატყუებდი ამდენი ხანი. - ტყუილების თქმა არც ისე კარგად გამოგდის, რატომ გინდა დამაჯერო რომ ყველაფერი სიყალბე იყო. მაშინ რატომ გამომედევნე მანქანით, როდესაც ავარია მოგივიდა. რატომ დატოვე ნაადრევად საავადმყოფო ჩემს გამო, რატომ იყავი მუდამ ჩემს გვერდით და რატომ მისმენდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა? და ახლა გინდა რომ ეგ დავიჯერო რასაც მეუბნები? - მაპატიე, უბრალოდ შენ გჭირდებოდა ეგ და მეც თავს ვალდებულად ვგრძნობდი ასე მოვქცეულიყავი. მეტი არაფერი ყოფილა. შენ ფიქრობ, შემიყვარდი და მაგიტომ ვიქცეოდი ასე? ძალით ჩაიღიმა და გულში მწვავე ტკივილი იგრძნო. მარიამი გაშეშდა, ასეთ ირონიულ სიტყვებს და ღიმილს არ ელოდა გაგასგან. ისეთი მოულოდნელი იყო , სიკვდილი მოუნდა. ასე ჯერ არავის დაემცირებინა. - გასაგებია, ძლივს ჩაილაპარაკა. ახლა შენს ხელს მივხედავ და თუ მერე მეტყვი რომ წავიდე , წავალ. სამუდამოდ წავალ. ოღონდ ახლა უფლება მომეცი, მკლავი დაგიმუშაო და სისხლდენა შევაჩერო. თუმცა როგორ უნდა წასულიყო, არ იცოდა. ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა მის წინ იჯდა და ასე ამცირებდა. ბიჭს ხმა აღარ ამოუღია. მარიამს, საშუალება მისცა შეჰხებოდა. ძირს დაგდებული ჩანთიდან, პირველადი დახმარების საშუალებები ამოალაგა, მაისური გახადა და დამუშავებას შეუდგა. სიფრთხილით უწმენდდა ჭრილობას და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა. გაგა უყურებდა გოგოს, რა სიფრთხილით ეკიდებოდა ამ ყველაფერს, რა მზრუნველობით აკეთებდა და თითოეულ მის შეხებაზე კრთებოდა. უნდოდა გულში ჩაეკრა, დაეკოცნა მისი ცრემლიანი თვალები და სამუდამოდ ასე დაეტოვებინა ჩახუტებული. სწორედ ამიტომ, განიცდიდა ახლა მის ასე ახლოს ყოფნას. თავშეკავება ძალიან უჭირდა და ამის გამო სული ეწვოდა. ეტყობა სტკივა, როგორ კრთება შეხებაზე, ფიქრობდა მარიამი და უფრო სინაზით უდგებოდა ამ პროცესს. ღრმა ჭრილობაა, ალბათ ნაწიბურს დატოვებს.იმედია შეუხორცდება და არ გაურთულდება. ნეტავ, რა სჭირს? ასე უცებ რამ შეცვალა? რაღაც მოხდა და არ ამბობს. დაასრულა დამუშავება და გაგას ახედა.მის სახესთან ახლოს აღმოჩნდა. ბიჭი მას უყურებდა. მარიამის შემოხედვაზე შეცბა, მზერა მოარიდა და გვერდით გაიხედა. -დავასრულე, თუმცა სჯობს ექიმს აჩვენო. დიდი ჭრილობაა, ვფიქრობ კარგად ვერ დავამუშავე. წამლები აალაგა, გაგას მაისური აიღო და გასვლისას ესღა უთხრა: დაისვენე ახლა, ბევრი სისხლი დაკარგე. გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდება. შებინდებული იყო, გაგას რომ გამოეღვიძა. მარცხენა მხარეს გადატრიალება ძალიან უჭირდა. ძლივს წამოიწია საწოლიდან, პლედი მოიშორა და ოთახიდან გავიდა. მარიამი მაგიდასთან ჩაფიქრებული იჯდა. მისი შემოსვლა არ გაუგია. ეტყობა მთელი დღე ტიროდა, თვალები როგორ ჩასწითლებია. მისკენ წავიდა, სურდა თმაზე მოჰფერებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. უკან გამობრუნდა და მაგიდის მეორე მხარეს ჩამოჯდა. მხოლოდ ახლა გამოხედა მარიამმა და მზერა მალევე აარიდა. არ უნდოდა ამ მდგომარეობაში ენახა ბიჭს. - სავარაუდოდ ხვალ, ტრანსპორტი აქ იქნება. მზად გაქვს ჩანთა? ნაღვლიანად ჰკითხა. - რატომ გინდა რომ წავიდე? შეგიძლია დამელაპარაკო და თუ მარტო ვერ წყვეტ, ორივემ ერთად მოვაგვაროთ, რა არის ისეთი რამაც ასე შეგცვალა ერთ ღამეში? პეტრეს საუბარი მოვისმინე. თქვა და გაჩუმდა. გაგა შეცბა. ამას არ ელოდა. ნუთუ ყველაფერი იცის? ნეტავ რამდენი გაიგო. როგორ ეკითხა ეგეც არ იცოდა. - გავიგე როგორ უთხარი რომ მოგწონვარ, მის ფიქრებს გამოეპასუხა გოგო. თუ ეს ტყუილია, როგორ შეგეძლო შენი უახლოესი მეგობარიც მოგეტყუებინა? მაგრამ რისთვის? რისთვის აკეთებ ამას? მოგწონს ჩემი დამცირება? შენ ეგ სიამოვნებას განიჭებს? მაშინ რატომ არ დამტოვე რეზისთან? რატომ წამომიყვანე თუ შენ უარესად უნდა მოქცეულიყავი? ახლა როგორ უნდა წავიდე, როდესაც ჩემი ადამიანი ვიპოვნე, რომელსაც შემიძლია ვენდო, როდესაც შენ გიპოვნე და ჩემი თავიც ხელახლა აღმოვაჩინე. შენ ხომ არ იცი რა რთული იყო ეს ჩემთვის? როგორ ვებრძოდი საკუთარ თავს რომ შენს მიმართ გრძნობები არ მქონოდა, მეშინოდა რომ ისევ მიტოვებული დავრჩებოდი, რომ ისევ გამიცრუვდებოდა იმედები. რომ ისევ ტკივილში მომიწევდა ცხოვრება. აღარ მინდა ასე იმედგაცრუებებში ცხოვრება, აღარ მინდა გესმის? თუ ასე ფიქრობდი, თავიდანვე უნდა გაგეშვი. ვიდრე ასე მეტკინებოდა. დაასრულა მარიამმა და თავი მაგიდაზე ჩამოდო. ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. მარიამის თითოეული სიტყვა გულს უკლავდა გაგას. რას იზამდა როდესაც ის აქედან წავიდოდა? იმის გაფიქრებაც რომ შესაძლოა ის სხვა მამაკაცს შეხვედროდა სულს უფორიაქებდა. როგორ უნდა გაეშვა ადამიანი, რომელიც მისი სულის ნაწილი გამხდარიყო. მის წინ იჯდა გოგო,რომლის გარეშე ყოფნაც არ შეეძლო და იმის მაგივრად რომ მისი სიყვარულით დამტკბარიყო , იძულებული იყო მისთვის თავი შეეძულებინა. - უბრალოდ დაივიწყე ყველაფერი, აქედან წადი და შენი გზა ეძებე ცხოვრებაში. ჩათვალე რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია, რომელიც დაგავიწყდება, როდესაც გაიღვიძებ. უთხრა და წამოდგა. ეზოში გავიდა, საღამოს გრილ ნიავს სახე მიუშვირა. იცოდა ძილს მაინც ვერ შეძლებდა და გადაწყვიტა არ დაწოლილიყო. მეორე დილას, მანქანის ხმამ გამოაფხიზლა მარიამი. სწრაფად წამოდგა საწოლიდან. მიხვდა რომ გაგა არ ტყუოდა. ჩემოდანს ხელი დაავლო და კარში გავიდა. საოცარი დილა იდგა. მზეს გაეჩახჩახებინა იქაურობა. ჩიტები გალობით იკლებდნენ არემარეს. ეზოში არავინ ჩანდა. ბოლოჯერ მიმოავლო თვალი იქაურობას და მანქანაში ჩაჯდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.