შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი VIII)


28-11-2020, 22:40
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 147

გაგამ თვალები გაახილა თუ არა, პირველი რაც შეამჩნია ეს მარიამის ნამტირალევი თვალები იყო. თვალი მიმოავლო იქაურობას, ნაცნობი გარემოს დანახვამ ძლიერ გაახარა. თავის საწოლში იწვა.
-როგორ ხარ? თავს უკეთ გრძნობ? გაგა რა დაგემართა? კითხვას კითხვაზე აყრიდა მარიამი და ცდილობდა შინაგანი აღელვება დაემალა.
-თავს კარგად ვგრძნობ მარიამ, ბიჭს გაეღიმა.
-ასე აღარ შემაშინო, მეგონა რაღაც დაგემართა. ამ სიტყების წარმოთქმაზე თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები უნებურად წამოუვიდა.
-წყალს მოგიტან. სწრაფად წამოდგა გაგას რამე რომ არ შეემჩნია. სანამ მიტრიალდებოდა ბიჭმა ხელი დაუჭირა.
-მარიამ დაჯექი და დამშვიდდი. მე უკეთ ვარ. ჩემი დამსახურებით, შენ უკვე ისედაც ბევრჯერ იტირე. ამის ატანა ჩემთვის ძალიან ძნელია.
ხელი გააშვებინა და სამზარეულში გავიდა. ონკანი ნელა მოუშვა და სანამ ჭიქა, წლით აივსებოდა თავს უფლება მისცა ემოციებისგან გათავისუფლებულიყო. რა მჭირს?რა მემართება? რატომ მაღელვებს ასე მისი მდგომარეობა? მიყვარს ? საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა თავისი ძველი ტრავმების გამო. როგორ შეიძლება მიყვარდეს, როდესაც არც კი ვიცნობ და საერთოდ ამ სახლში რას ვაკეთებ? ამდენი ფიქრი აღარ შეეძლო, უნდოდა მხოლოდ გულისთვის მოესმინა , მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. "შენ მუდამ ბევრს ფიქრობ და ამის გამო საკუთარ თავს არ აძლევ უფლებას ვინმე მოგწონდეს", მეგობრის სიტყვები გაახსენდა. მართალი იყო. პირველი იმედგაცრუებული სიყვარულის შემდეგ მისი გული თითქოს გაქვავებულიყო. რა მოხდება უბრალოდ რომ მივიღო ეს ყველაფერი, წინააღმდეგობა აღარ გავუწიო საკუთარ თავს, რახან ასე მოხდა ალბათ ჩემს ცხოვრებაას სჭირდებოდა ასე, მე უნდა გადამეფასებინა ცხოვრებისეული სირთულეები და სხვაგვარად შემეხედა საკუთარი თავისთვის. აქამდე ამას ვერ ვახერხებდი სულ რაღაც მიშლიდა ხელს. რა იქნება მივენდო ამ ყველაფერს. ამ ფიქრებში იყო გართული მარიამი რომ თავს გაგა წამოადგა. ონკანი გადაკეტა, მარიამს ჭიქა გამოართვა, წყალი მოსვა და გაუცინა.
-საკუთარ თავებს ხშირად იმდენად არ ვენდობით, რომ ზოგჯერ გვძულს ჩვენივე თავი და ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა. არ ვიღებთ არაფერს, რადგან შიშის მომგვრელია. ვფიქრობთ, სამყარო სავსეა სიბოროტით და მარცხით, კარგი აღარაფერი აღარ მოხდება. განვიცდით ტკივილს, რომელმაც გულზე გადაგვიარა. ამ ტანჯვით ვცხოვრობთ და ნელ ნელა ვკარგავთ ნდობას გარესამყაროს მიმართ. გვტკივა დაკარგული ადამიანები, ჩვენივე თავი გვტკივა. ეს ყველაფერი უსუსურ მდგომარეობაში გვაყენებს და სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას აღარ გვაძლევს. წინ სიბნელეა, საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან მოგონებებია, რომლებიც შიგნიდან გვღრღნიან, სულს აწამებენ და ასე ვიკარგებით დროსა თუ ადამიანების გარემოცვაში. ყველაზე რთული საკუთარი თავის პატიებაა, აი რა გვეწევა უკან და რა გვართმევს დადებით შესაძლებლობებს. დაასრულა მონოლოგი გაგამ.
მარიამი ადგილზე გაშეშებულიყო, მისი სულის ყველაზე მტკივნეულ მოგონებებს ეხებოდა ახლა ბიჭი და მისდა გასაოცრად კი არ ამწვავებდა მის ემოციურ მდგომარეობას, არამედ მალამოსავით ედებოდა მის გულს. პირველად მოხდა, რომ ვიღაც ასე მიუხვდა ფიქრებს, მთელი მისი ცხოვრების ტკივილები ასე სათუთად გადმოალაგა დღის შუქზე. საოცარი სიმშვიდე იგრძნო, ასე თავი არასდროს ეგრძნო. ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს სჭირდებოდა. ნდობა ვინმეს მიმართ. ამ წამს, მისი გონება და გული თითქოს ერთად მუშაობდა. ორივე ერთს ეუბნებოდა, რომ მის წინ იდგა ადამიანი, რომელთანაც შეეძლო ყველაფერზე ესაუბრა,რომელსაც შეეძლო დაეყრდნობოდა და ეს მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. სურდა მისულიყო, უბრალოდ ჩახუტებოდა და მისი თითოეული სიტყვა გულში ღრმად შეენახა,თუმცა გამბედაობა ამის საშუალებას არ აძლევდა.
- შემოიცვი, თორემ გაცივდები.გაუღიმა და მოსაცმელი მიაწოდა. როგორც ამბობენ, გზა მალე გაიხსნება და მეც წასვლას შევძლებ. ესღა უთხრა და კარისკენ წავიდა. გაგა დაეწია , უკნიდან მკლავები შემოხვია, ძლიერად ჩაეხუტა და სახე მის მხრებში ჩარგო. გრძნობდა რომ უყვარდა და ეს ყველაფერი მას უსაზღვროდ ბედნიერს ხდიდა. ასე ძლიერ არავინ ჰყვარებია. როგორ შეეძლო მისი ასე, უბრალოდ გაშვება. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინა,ძალით ხომ ვერ დააკავებდა. მას სხვა ცხოვრება ჰქონდა, თავად მარიამს უნდა გადაეწყვიტა რა სურდა და ისღა დარჩენოდა ბიჭს მხოლოდ პატივი ეცა მისი გადაწყვეტილებისთვის.
-საღამოს გავისეირნოთ? ჰკითხა მარიამმა და შემოტრიალდა. ამდენი თვეა აქ ვარ, ვერ მოვასწარი თქვენი სოფლის ნახვა და მინდა კარგად დავათვალიერო.
-სიამოვნებით, მე ახლა უნდა გავიდე და საღამოსთვის მზად იყავი მაშინ.
სანამ გაგა დაბრუნდებოდა, მარიამმა თავი მოიწესრიგა, თავისი საყვარელი ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა და რადგან ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული, გაგას ჟაკეტი შემოიცვა.
მარიამის გარეგნული ცვლილება არ გამოჰპარვია ბიჭს.
- ძალიან კარგად გამოიყურები, სიყვარულით უთხრა და მანქანაში ჩასხდნენ.
- აქ ყვავილების სათბურია, დაანახა უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული სათბური გაგამ და მანქანა გააჩერა. შიგნით ნამდვილი საოცრება აღმოჩნდა მარიამისთვის. მხოლოდ წიგნებში თუ ენახა ასეთი ჯიშის მცენარეები. მადლობების თქმას ვერ აუდიოდა გაგასთვის, აქ რომ მოიყვანა და სიხარულით დახტუნავდა თაროებს შორის.
შებინდებულზე გამოვიდნენ იქიდან და იქვე ახლოს, წყაროსთან, ხის გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ. აქედან ხელისგულივით იშლებოდა მთელი სოფელი. საოცარი სიმშვიდე დაგეუფლებოდა აქ მჯდომს.
- მე მთელი ცხოვრებაა, საკუთარ თავს ვებრძვი და მუდამ ამ წინააღმდეგობაში ვარ. უეცრად წამოიწყო მარიამმა. მშვიდი ბავშვობა არასდროს მქონია. ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ მნიშვნელოვანი იყო ის, რა სურდა სხვას და არა მე. ახლაც არ ვიცი რა მინდა და საით მივდივარ, ან საით უნდა წავიდე. იმდენს ვფიქრობ ყოველთვის, ხანდახან მგონია რომ თავი გამისკდება.არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის. გონებას ვერ ვაჩერებ. ჩემი გულიც თითქოს გაყინულია და გარშემო კედელი აქვს. ერთხელ მიყვარდა და ჩემი საუკეთესო დაქალის მეშვეობით ისიც დამთავრდა. არადა მხოლოდ ის პერიოდი ვიყავი ბედნიერი, როცა ის ბიჭი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ეს ყველაფერი საშინელება აღმოჩნდა ჩემთვის. მე უარი ვთქვი. არადა იმ ბიჭს არაფერი დაუშავებია. ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ და მაინც ის შეიყვარა. არვიცი რა დამემართა,მაშინ მე ყველაფერზე უარი ვთქვი, სხვისი ბედნიერებისთვის საკუთარი თავი უარვყავი. მეგონა რომ დავივიწყე თუმცა აღმოჩნდა რომ ეს ყოველდღიურად მანადგურებდა წლების განმავლობაში. იმდენი ვიბრძოლე საკუთარ მე-სთან, არვიცი როგორ დავამახანჯე ის ემოციები. საკუთარ თავს არასდროს არაფერში გამოვტყდომივარ, არც კითხვები დამისვამს, ასე რატომ მოვიქეცი, რადგან მეგონა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა. ისიც არ ვიცი, ახლა რას ვგრძნობ. რადგან ყველა ემოცია სახეცვლილია. ისე ლაპარაკობდა, თითქოს სურდა ყველაფერი ეთქვა და არაფერი გამორჩენოდა. გაგა ჩუმად უსმენდა, ხვდებოდა რომ მარიამის გულში ბევრი ტკივილი იყო დატეული და სჭირდებოდა ვიღაცას ბოლომდე მოესმინა მისთვის. ამიტომ ხმა არ ამოუღია, როდესაც მარიამი ცოტა ხნით გაჩუმდა.
- ძნელია ამ ტკივილით ცხოვრება, შენ დილას თქვი რომ , ეს ცხოვრების გასაგრძელებლად გზას აღარ გვიტოვებს და მართალი ხარ. საკუთარ თავში ძალებს ვეღარ ვპოულობ. სულ მგონია რომ ყველაფერი ამაოებაა და კარგი აღარ მოხდება. ასე მგონია, რომ სიყვარული შეუძლებელია ჩემთვის და მე ამის უფლება არ მაქვს. არვიცი ახლა რატომ გიყვები შენ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ეს მინდა , ამას ვგრძნობ და აღარ მინდა წინააღმდეგობა გავუწიო. დავიღალე, ძალიან დავიღალე. მადლობა იმისთვის დილას რაც მითხარი, ბევრი რამისთვის სხვა თვალით შემახედე, ალბათ სწორედ მაგის ბრალია ახლა აქ რომ ვზივარ და გულს გიშლი. დაასრულა მარიამმა და მხრები აუკანკალდა. თითქოს გულს ლოდი მოეხსნა, საოცარი შვება იგრძნო და ცრემლები თავისთავად წამოუვიდა. უნდოდა მარტო დარჩენილიყო და ეტირა. წამოდგა და სანამ ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა გაგამ დაიჭირა, მკლავებში მოიქცია და ნაზად აკოცა.
ამ მოულოდნელმა შეხებამ ოდნავ დააფრთხო მარიამი, მაგრამ წინააღმდეგობა არც თავად გაუწევია. საშუალება მისცა კოცნა გაეგრძელებინა. მის მკლავებში მოქცეული გაისუსა და თავს საშუალება მისცა ამ მომენტით დამტკბარიყო. ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში და ამ წამს თავს ბედნიერად გრძნობდა. თვალები დაეხუჭა და მხოლოდ ბიჭს მინდობოდა.
როდესაც გაგამ მზერა გაუსწორა შერცხვა და თვალები დახარა. ბიჭს გაეცინა და გულზე მიიხუტა. უნდოდა ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. მისი სითბო სამუდამოდ შეენახა გულში როცა აქედან წავიდოდა. ამ უკანასკნელის გაფიქრებაზე თავი ცუდად იგრძნო და გაგას მიეკრა. მანაც თითქოს იგრძნო მარიამის განცდები, ხელები უფრო ძლიერად მოხვია და თავი მის თმებში ჩამალა.
სახლში დაბრუნდნენ თუ არა, მარიამმა ღამე მშვიდობისა უსურვა და თავისი ოთახისკენ წავიდა, გაგას ტუჩების სურნელს ჯერ კიდევ გრძნობდა და სირცხვილის გრძნობა არ ასვენებდა. თვალებში წესიერად ვეღარ უყურებდა.
არც გაგას გაუწევია წინააღმდეგობა , გრძნობდა რომ მარიამს ახლა დრო სჭირდებოდა, რაღაც უნდა გადაეწყვიტა, რაც ორივეს ეხებოდათ და მშვიდად უნდა დალოდებოდა. თუმცა ოთახში ვერ მოისვენა, არ ეძინებოდა, ადგა და საძინებელში სიარულს მოჰყვა. არც მარიამს ეძინა, მის გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა , დღევანდელი მოვლენები ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის , ჯერაც აღელვებული იყო. იქნებ მივიდე მასთან და ვუთხრა რას ვგრძნობ, იქნებ ის დროა როდესაც ჩემი სიყვარულისთვის უნდა რაღაც გავაკეთო? ჰკითხა საკუთარ თავს და კარისკენ წავიდა, თუმცა გასვლა ვერ გაბედა , არ იცოდა გაგა რას ფიქრობდა მასზე, მის მიმართ გულგრილი რომ არ იყო ამას ხვდებოდა, მაგრამ ასე ვერ მიადგებოდა. უკან გამობრუნდა და დასაძინებლად მოემზადა.
-როგორც სჩანს მის გულშიც პატარა ნაპერწკალია, იქნებ მისთვისაც არ ვარ სულერთი, ალბათ ელოდება რომ ყველაფერს ავუხსნი, ფიქრობდა გაგა და აღელვებისგან ბოლთას სცემდა ოთახში. წავალ მასთან, ყველაფერს მოვუყვები, ბოდიშს მოვუხდი და ვეტყვი რომ მიყვარს, მისი ნახვა კიდევ უნდოდა, უნდოდა კიდევ ერთხელ ჩახუტებოდა. ბოლოს თავს შეუძახა და მარიამის ოთახისკენ გაემართა.მის კართან იყო უკვე, როდესაც შემოსასვლელ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გაუკვირდა ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო, უკან გამობრუნდა და კარი გააღო. პეტრე აღმოჩნდა...



№1 სტუმარი nasa

ძალიან მომწონს ❤️

 


№2  offline წევრი Maltuza71

nasa
ძალიან მომწონს ❤️

მადლობა, ჩემო ძვირფასო მკითხველო <3

 


№3 სტუმარი უჩხო

ძალიან კარგია :)

 


№4  offline წევრი Maltuza71

უჩხო
ძალიან კარგია :)

მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent