შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი (1)


6-12-2020, 21:00
ავტორი Mirranda_k
ნანახია 1 399

საკუთარ ცრემლებს ზემოდან დავყურებ.
არ მჯერა !
არ მჯერა რომ ბრბოს წინაშე შიშველი და დარცხვენილი ვაგდივარ .
თვალებს გაჭირვებით ვახელ,ჩემს გარშემო ასობით ადამიანია შეკრული,რომელთა გონებაშიც წესები ფილმის კადრივით ტრიალებს და ადამიანურ გრძნობებზე ბევრად მაღლა დგას.
მათი თვალები ჩემსას ერთვის,სულს მიყინავენ და ძარღვებში გამავალ სისხლს აჩერებენ.
სახეზე კმაყოფილებისგან გამოწვეული ალმური ეფინებათ,ბაგეები ორად ეპობათ და ჭორაობას განაგრძობენ.
კმარა ! კმარა ჩემი ცემა ! კამრა დამცირება ! გონებაში ვყვირი,მუშტებს ძალიან ნელა ვკრავ და ფრჩხილებიდან წამოსულ სისხლს მკაფიოდ შევიგრძნობ.
მტკივა სხეული,მტკივა კანი და ყველა ის ნაწილი რომელზედაც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ძლიერად მოქნეული მუშტები და წიხლი მხვდებოდა,თვალებში მეტად მიდგება ცრემლები და ვაანალიზებ რომ დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა.
- უსირცხვილო ძუკნავ - მაძახებს ჩემს წინ მდგარი მოხუცებული,სათვალეს ორივე ხელით ისწორებს კიდევ უფრო კარგად რომ მომაშტერდეს.

ვგრძნობ თვალებს,რომლებიც ჯერ კიდევ შეუწყვეტლივ ჩემს მოშიშვლებულ სხეულს ათვალიერებენ. ვიკუნტები და მუხლებზე ვიბჯენ ხელებს ძლიერად,თვალებიდან წამოსული ცრემლები ბაგეებზე მეხეთქება და უნებლიედ შევიგრძნობ მარილიანი სითხის გემოს.
ცივა... ძალიან ცივა ,ერთიანად მეყინება ათრთოლებული ფეხის თითები,შეძლებისდაგვარად ვკუმავ და უფრო და უფრო ვქაჩავ ჩემკენ.
-ააყენეთ და წამოათრიეთ-ჩამესმის ყურებში მამაკაცის ძლიერი მჭახე ხმა. შიშისგან თვალებს ვაფართოვებ,ნუთუ ჯერაც არ კმარა ? ინსტიკტურად ვიწევი მაგრამ ვიცი რომ გაქცევას აქედან ვერ შევძლებ.
ჩემკენ მომავალი ორი დედაბარი ხელებს ხელებში მავლებენ ძლიერად და ზემოთ მექაჩებიან.
ღონე მიხდილი ძლივსღა ვახერხებ ფეხზე წამოდგომას,დაწკეპლილ ფეხის გულებს ცივ ბეტონზე ვადგამ და ტკივილისგან კვნესა მცდება ბაგეებიდან. საქონელივით მექაჩებიან წინ,კოჭლობით მივდევ მეც და ძალიან მალე იმედდამსხვრეული ერთიანად ვეშვები,ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებიდან შერჩენილი ძალები.
ხოხვა ხოხვით მიმათრევენ,უკან სოფლის ამალა მოგვდევს შეძახილებით,ხელში ჯოხები უკავიათ და ცბიერი სახეებით ზეცისკენ აქანებენ ჯოხებს გამარჯვების ნიშნად.
აქ,ადგილზე სადაც დავიბადე და გავიზარდე ჯერაც წინაოართაგან შემორჩენილი წესები მეფობენ !
უაზრო და ულოგიკო ადათ-წესების მსხვერპლი მე და მოძალადე ისინი ყიჟინით იკლებენ სოფლის ბილიკებს.
ჩვენს წინ მაღალი და ახოვანი მამაკაცია,თმაში აქა-იქ ჭაღარა შეჰპარვია,ეს ის არის ვინც ჩემი წამების მთელი რიგი გეგმები შეადგინა და განახორციელა კიდეც,მხოლოდ იმის გამო რომ ქვრივი შემიყვარდა.
სისხლის კვალს ვტოვებ,ჩემს ნაკვალებზე კი ბინძურ ფეხებს იწმენდენ,
მთის კენწერომდე თრევით ავყავარ,ორივე ქალი ხელს მიშვებს და უხეშად მაბერტყებენ თოვლში. ჩემს წინ აშხვართულ უზარმაზარ ხის ბოძს ვუსწორებ თვალს,რომელზედაც აქა-იქ გამოშვერილი ხის ნაწიბურებია.

მამაკაცი ხელს თმაში მკიდებს,მთელი ძალით მითრევს და ფეხზე მაყენებს. ტირილი მინდა ! მინდა რომ ცრემლებმა დამახრჩოს ვიდრე მის ხელში მოვკვდე.
ხის ბოძზე მთელი ძალით მანარცხებს და ანთებულ თვალებს ფეხებიდან თმის ღერამდე მატარებს,ორივე ხელით ხელებს ზენოთ მაწევინებს,ჩამოკიდებულ ჩანთაში უზარმაზარ ბაწარს ექაჩება და წვალებით აძვრენს .
ხელებს ძლიერად მიკრავს და მის უკან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს რაღაცას ანიშნებს,ისიც მაშინვე მორბის და ჩემს უკან დგება,ახლა ის იჭერს ჩემს უსიცოცხლოდ გათოშილ ხელებს ისე თითქოს გაქცევის ან შანსი ანდაც ძალა მქონდეს.
ბოძის უკან მდგარ მასზევე მიყუდებულ ხის კიბეზე ასვლას იწყებს მამაკაცი და მეოთხე საფეხურზე მყარად შეშდება
-მომაწოდე-უბრძანებს ბიჭს და ისიც უმალვე თეძიებზე მებღაუჭება და ბუმბულივით მისვრის ზემოთ.
ფეხებზე მის გაყინულ თითებს ვგრძნობ თუ როგორ ძლიერად მიჭერენ რომ არ დავუსხლტე,მამაკაცი თოკს ქაჩება და ხვნეშით ადის მეხუთე კიბეზე,ბიში საბოლოოდ მაშორებს ხელებს.
მაშინვე ბიძზე ვეხეთქები,ზემოთ და ზემოთ მექაჩება,ნაწიბურები ზურგს მიხეხავს და საშინელ ტკივილს მაყენებს,წარმოდგენაც კი არ მინდა რა მდგომარეობაში მაქვს ახლა სხეული და რა ლამაზად ეჩვენებათ მათ ეს ყოველივე.
შუაში ჩერდება ბაწრის შემორჩენილ ნაწილებს გაჭირვებით კვანძავს ბოძის გარშემო რომ არ ჩამოვვარდე.
განძრევა მიჭირს,უკვე სურვილიც დავკარგე ბრძოლის.
კიბეზე უკუ სვლას იწყებს და ჩასვლისთანავე აშორებს ბოძს კიბეს.
მასაში მომარჯვებულ და კარგად დამუშავებულ თოვლის გუნდებს ვამჩნევ,წინ ბავშვი გამოდის,გუნდას ოხვრით მესვრის მაგრამ მცდება.ბავშვს უკან ქალი უდგება და ახლა ის მესვრის გუნდას,ცივი მასა მუცელზე მხვდება და ტკივილისგან კივილს ვიწყებ,სასოწარკვეთილს აღარაფრის მრცხვენია და მათ წინაშე ცრემლების ღვრას ვიწყებ
-კახპა ! -მაძახებს ქალი და ახალ გუნდას ატრიალებს ხელის გულებით-გეგონა შეგრჩებოდა შენი საქციელი არა ? გაიძვერა ქალო,რაც დედაშენია ის ხარ შენც -კიდევ მესვრის გუნდას და კიდევ მუცელში მხვდება..

გამწარებულს დედაჩემის გაავებული სახე მიდგება თვალწინ,საბრალოს ჩემ გამო ტკივილის გაძლება უწევს და საბოლოოდ ჩემს ბედს გაიზიარებს ისიც. სიბნელეში ძალაობით მიახოხებდნენ ჩემს თვალწინ,ყურებში ახლაც ჩამესმის მისი წვრილი კივილის ხმები...
მძულს სიცოცხლე ...
მძულს ყველაფერი რაც აქაურობას უკავშირდება..
მძულს წინაპრებიც და ის ოხერი კაციც ვინც რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა და თავი დაბრმავებამდე შემაყვარა ..
მძულს საკუთარი თავი..

-დავტოვოთ და მოკვდეს-წრიდან ხნიერი ქალი კივის -ჩაძაღლდეს რომ მისი ბინძური და წაბილწული სული არ აბინძურებდეს სოფლის ბილიკებს
-მოკვდეს !! მოვკლათ !! ჩავქოლოთ ! არა ჩამოვათრიოთ და დავახრჩოთ -ყველა ყვირილით იწყებს გარჩევას
-ჯობია ასე დავტოვოთ,გაიყინოს -ქვემოდან ამომყურებს მამაკაცი და წიხლს ბოძზე არტყამს -გაეყინოს ძარღვებში სისხლი უბადრუკს
- გაიყინოს !!! დავტოვოთ ხო !! -ეთანხმება ყველა

ადამიანს ისევე არ სტკივა ხორციელი ტკივილი როგორც სულიერი..ეს ბევრად მეტია !
ეს ბევრად მტანჯველი და გამანადგურებელი რამ არის.

წრე გმინვას იწყებს.
სახე მეტად უნათდებათ როდესაც გადაწყვეტილებამდე მიდიან.
ღონემიხდილი ზეცას შევყურებ,
ნუთუ უფალს მართლა შეუძლია მსგავი მტანჯველების შექმნა ?
ღრუბლები მოძრაობენ,ანდაც არა დედამიწა ბრუნავს. დედამიწის შუა გულში მთის წვერზე მოქცეული მე და ჩემს გარშემო მბრუნავი დედამიწა,სასაცილოც კია ეს ყველაფერი.
იტყვიან ხოლმე,უფალი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს რისი გადატანაც შენ არ შეგიძლია-ო..
მე არ შემიძლია !
ძალა აღარ შემწევს გავუძლო ორმაგ ტკივილს,გაბზარული სულიდან წამოსული ცივი ნიავი ერთიანად მიყინავს არსებობას,გარეგანი ტკივილი და სხეულზეც მკაფიოდ აისახება.

ყველა წყნარდება. ჯერაც არ მჯერა,რომ მეტად ახლად მოყენებულ ტკივილს არ შევიგრძნობ და ძველს იმედიანად ვეგუები,იმის მოლოდინით რომ რომელიმე მათგანს სინდისი მაინც შეაღონებს და მიხსნის განსაცდელისგან.
თვალებს ვხუჭავ და წამოსულ ნიავს ვუშვერ სახეს,რაც მეტად ბნელდება სიცივე მით უფრო მატანს ძვლებში და მოშიშვლებულ სხეულს მიყინავს.
მოღამებასთან ერთად ყველას სახლში დაბრუნების დროა,სხვა ყველა ბედნიერებასთან ერთად ადამიანებს აქ საათის ისრების იმაზე მეტად ეშინიათ ვიდრე მაღალი უფლის.
ჩემდა საბედნიეროდ ბოლოჯერღა ვუყურებ მათ ბინძურ სახეებს,ბუტბუტით ტრიალდება ყველა და ვგრძნობ,აშკარად გულიც კი სტკივათ იმის გამო რომ ბოლომდე ვერ უყურებენ სიკვდილის ცერემონიას.
წამში იკარგება ყველა მათგანი,ნისლში ქრებიან და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები როგორც იქნა.

ერთი...ორი...სამი...ოთხი...ვითვლი და ვითვლი. დედამ მასწავლა რომ თუ დაძინება მომინდებოდა ოდესმე მაგრამ ამას ვერ შევძლებდი,უნდა დამეთვალა ნელა და ყველაფერი თავისით მოხდებოდა მალევე.
მის ხმას მონატრებულს მეტად მეფლითება გული,მეტად მიტრიალდება გონებაში მისი ნაწამები სახე,მისი ხმა..
ღმერთო მალე გავგიჟდები ასე.
სიკვდილი ისე ჯერ არ მინატრია როგორც ახლა,
მთელი ძალით ვევედრები ახლავე და ამ წამს მომწყვიტოს ქვეყნიერებას და ჩემი სხეული დატოვოს მხოლოდ,იმის სჩვენებლად რომ ხო ! კი !! მე მოვკვდი ნამდვილად !
ფიქრებში წასულს ყურებში რაღაც ხმა ჩამესმის,ხმები მეორდება ისევ და ისევ
-გოგო-გელანდება ანა..
საკუთარ თავს ვარწმუნებ,არ მინდა იმედები მომეცეს და ბოლოს აღმოვაჩინო რომ ნარკომანივით მომჩვენებია თურმე
თავს ძალით ვხრი და საკუთარ სხეულს ვეხები ნიკაპით.
არა არ მელანდება !
ჩემს ფეხებთან ვიღაცას ვამჩნევ,ფართხალს ვიწყებ ისე თითქოს ახლად დაჭერილი თევზი ვიყო.-გესმის ?-აგრძელებს ჩურჩულს. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ,ვაი თუ გამოგზავნილი აღმოჩნდეს ვინმე ? ვაი თუ მამოწმებენ მოვკვდი თუ არა ?
ჯობს გავჩუმდე...
სიბნელეში ძლივს ვარჩევ მის მოძრაობებს,ბოძს წრეს ურტყავს,დაგდებულ კიბეს ამჩნევს და მაშინვე ადგამს ოხვრით.
კისერში თბილ სუნთქვას ვგრძნობ,
როგორც იქნა რაღაც მაინც შევიგრძენი კარგი მთელი დღის ტანჯვის შემდეგ.
გაბლანდულ კვანძს ხვნეშით ეაქჩება ქალი,მე ხმას მაინც არ ვიღებ,უცაბედი გაკვრის ხმა მესმის და მეც წამებში თოვლში ვებერტყები სახით.
მხდებზე მკიდებს და მასწორებს,ჯერაც ვერ ვხვდები რა ხდება,დავიჯერო მოვკვდი და სამოთხე ასეთია ? თუმცა სამოთხეს მართლაც არ გაქვს ეს,უფრო ჯოჯოხეთი მგონია..
-როგორ ხარ ?-ქალი მშვიდი ხმით მეკითხება. ენაჩავარდნილი ვკანკალებ სივიცისგან,მოსხმულ პლედს იშორებს ზურგიდან და მე მახვევს მხრებზე ძლიერად. მოყინული თითებით აქეთ იქიდან ვიჭერ პლედს,ფეხზე ვდგები და დათოვლილი მთის სიღმრის შეგრძნება ასე ტკბილი პირველად მეჩვენება,ალბად იმიტომ რომ თავისუფლება სწორედ ისე მოვიპოვე როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ჭიტმა გალიის გამტვრევისას.
მივაბიჯებთ სწრაფად,ტყლაპუნი გაუდის ქალის ფეხსაცმელს,ჩემს საბრალო ფეხებს კი საერთოდაც ვეღარ ვგრძნობ,ფეხსაცმელიც რომ წამოეღო....
ნისლში გახვეული კარგად ვამჩნევ შუქს,ღმერთო არც კი მჯერა,სითბოს შევიგრძნობ..
კარს უხეშად აღებს,შიგნით შესვლისთანავე ურდულით და გასაღებით კეტავს თუმცა,ვინმეს შემომტვრევა რომც მოუნდეს,თეთრ სიძველისგან გადაცრეცილ კარს უპრობლემოდ ჩამოიღებს კიდეც.
დარცხვენილი ბუხრისკენ მივდივარ და იქვე ვჯდები,ხელებს ვუშვერ ცეცხსლს და სიამოვნებისგან ვინაბები.
ტემპერატურის გამო მოუშუშებელი ჭრილობები წვას იწყებენ და უხერხულ ცქმუტვას ვიწყებ ნოხზე მჯდარი
-გაიმშრალე ხელ-ფეხი კარგად,გაციება არ აგცდება შენ და აჰა ჩაიც მიაყოლე -ვართმევ შინდისფერ პირსახოცს,გაჭირვებით ვიწმენდ ტერფებს,ამის ზემოთ აღარ შემიძლია ...
პირსახოცს დაღვრემილი ვდებ გვერდით და ტკივილს ახლა იმაზე მეტად შევიგრძნობ ვიდრე მოველოდი,ჩაით გავსებულ ჭიქას ვწვდები და რამდენინე ყლუპის შემდეგ დალევის სურვილი მეკარგება.. კი მაგრამ დედა ?
დედაჩემი სად არის ? ან როგორ არის ? ან ცოცხალი თუა საერთოდ... ფეხზე ვდგები,ჩემკენ მომავალ ქალს კაბა უჭირავს ხელით,მაშინვე ვართმევ და ზემოდან ვიცვამ,ვცდილობ ხელებით მოვიშორო კაბის ქვედა ბოლო მაგრამ არ გამომდისh
-ჯერ უნდა დაგიმუშავო ჭრილობები გაიხადე -დაბნეული მაფრთხილებს
-არა.. არ მინდა,ისედაც შეწუხდით ჩემს გამო,მე უნდა წავიდე- ხელებს გიჟივით ვიქნევ,უფრო და უფრო მეძალება დარდი,მეტად ვგრძნობ მოწოლილ ადრენალინს
-ამ შუა ღამით ვერსად გაგიშვებ !-მოკლედ მიჭრის.
დამშვიდდი ანა.. ისე ნუ იზამ რომ ბრაზისა და სასოწარკვეთისგან გაგიჟდე საბოოლოდ !
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თვალებს ვხუჭავ და ეს-ეს არის კარის სახელურს უნდა დავწვდე რომ ძლიერი კაკუნი უკან მწევს.
შეშინებული ქალის ზურგს უკან ვიბუზები,კაკუნი უფრო და უფრო ძლიერდება.
ქალის ათრთოლებულ ხელს ხელზე ვგრძნობ,ძლიერად მიჭერს,ცდილობს სიჩუმეში ამ ჟესტით დამამშვიდოს.

ღმერთო...
ეს კაკუნი ისე მაგიჟებს...
ცოტაც და მუხლები მომეკვეთება,დავეცემი,ანდაც უკეთესი იდეა მაქვს,დანას გავიყრი და მოვიკლავ თავს,მაგრამ ეს ქალი?

ხელს ახლა მეც ძლიერ ვუჭერ,
კარზე ერთი ძლიერი ბრახუნის ხმა ისმის,ვიღაც ფეხით ცდილობს მის შემომტვრევას..
მორჩა ანა.. ახლა ნამდვილად წასულია შენი საქმე !

-კარი გააღე ! -ისმის გარედან ღრიალის ხმა,შიშისგან ვხტები და ისე ვიწევ უკან ქალს ხელს მთელი ძალით ვაშვებინებ და ისიც ბორძიკდება.
მშვიდი გამომეტყველებით ტრიალდება ჩემკენ,ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი წყნარი ? ახლა ხომ მეც მომკლავენ და მასაც ზედ დამაყოლებენ !
ფიქრებისგან შეშლილი ვხედავ როგორ აღებს კარს და სახლში გაცეცხლებული მამაკაცი შემოდის.
დარცხვენილი სკამს ვუჭერ ხელებს,საკუთარ ფეხებს დავყურებ და ვცდილობ არ შევხედო.
-სად ხარ აქამდე ? შემეშინდა იცი ?- უნებლიედ ვწევ თავს.
ვხედავ როგორ ეხვევა ქალს ეს უცხო ბიჭი და ჯერაც ვერ გამიგია რა ჯანდაბა ხდება
-დამშვიდდი შვილო,ეს ანაა გაიცანი,საბრალო ახლა ხანს მოვიყვანე-ჩემკენ აბრუნებს თავს.
ნერვიულად ვაწვალებ კაბის საყელოს,სხეული მწიწკნის,გონება მეფანტება...
-სასიამოვნოა ანა,ლუკა-გამოწვდილ ხელს ვხედავ.
გაუბედავად ვწევ მეც ხელს მისკენ მაგრამ არც კი მართმევს.. აბა რა საჭირო იყო გამოწვდა ჩემკენ ?
სასაცილია ..
-დედა...-ცოტა ხანს ჩერდება -რა ჭირს ამას ?
-ნუ მკითხავ,გოგო მოსაკლავად გაიმეტეს,ხოიცი გივის შვილი,დავითი,ცოლი რომ მოუკვდა -თანხმობის ნიშნად თავს უქნევს ისიც-ეგ შეუყვარდა ამას,ხოდა ჯერ სცემეს,მერე დაამცირეს და ბოლოს ბოძზე ძროხასავით დაკიდეს,მოკვდესო..-
-დაუმუშავე სხეული? სისხლი ჯერაც ზედ აქვს შემხმარი -ცალ წარბს სწევს ბიჭი.

საკუთარი თავი დაჭრილი ცხოველი მგონია.. ტყეში კოჭლობით მიმავალს სისხლი რომ სდის,ძალა რომ არ შესწევს და მაინც დგამს ნაბიჯს ისევ და ისევ.. იმ იმედით რომ თავისიანს სადმე მოჰკრავს თვალს..

ახლა მხოლოდ დედაჩემზე დარდები მიჭამს შიგნეულობას..
ნეტავ მკვდარია თუ ცოცხალი ?

კაბის გახდაში მეხმარება.
ჩემს წინ მდგარს ახლაღა ვეკითხები გაბედულად
-რა გქვიათ ?
-ლეილა-თბილად მიღიმის
-რატომ მეხმარებით ? ეს საშიშია,თავს საფრთხეში იგდებთ-შეშფოთებული ენას ძლივს ვაჩერებ
-ნუ ღელავ.. აქ აღარავინაა მომსვლელი-დაბნეული შევჩერებივარ თვალებში.
როგორ თუ აღარავინაა მომსვლელი ?
-რატომ ?-ძლივს ვბედავ კითხვას
-უკვე მომისპეს ოჯახური ჰარმონია ამათმა მე,მომიკლეს ქმარი,აქ არაფერი დარჩენიათ,მით უმეტეს გოჩას -თვალებს ხრის.
აშკარად გული ვატკინე ლეილას,არ ვიცი როგორ გადავიტანო სხვა რაიმეზე თემა მაგრამ,იქნებ არც ღირს ?
რადგან აქამდე მოვედით და ესეც გავიგე,შანსი მომეცა სხვა რამის გაგებისაც.
კარგად დამუშაებულ ჭრილობებს სულს ბოლოჯერღა უბერავს,კმაყოფილი სახით მაჩერდება და ახლა კაბას თავად მაწვდის რომ ჩავიცვა.
არ ვიცი რა ქნა ან როგორ,ამ რა მაზი იყო წეღან რომ მისვა და მისვა მაგრამ აშკარაა ისე აღარ მტკივა როგორც უწინ მტკიოდა.
კაბას გაბედულად ვიცვამ,თვალებს ვაცეცემ,მისი შვილი არსად ჩანს
-მადლიერი ვარ თქვენი-ვწითლდები. ენას ძლივს ვაჩერებ რამე რომ არ ვკითხო,მინდა.. ძალიან მინდა მაგრამ ახლა ამის დრო არ არის .
-არაფერს-თმაზე ხელს მისვამს და მცილდება.

ღამის ბურუსში გახვეული ისე ვიკვანძევი საბანში როგორც აბრეშუმის ჭია,ჩემს პირდაპირ უზარმაზარი ფანჯარა არის საიდანაც ყველა ვარსკვლავი უჩვეულოდ ლამაზად მოჩანს.
დაქანცული თვალებს ვლულავ და მაშინღა ვახელ როცა მამლის ყივილი ყურებს მიხვრეტს.
თვალების ფშვნეტით ვატან თავს ძალას და ვიწევი საწოლიდან,ფეხზე ნაქსოვ წინდებს ვიცვამ,საწოლს ისე ვალაგებ როგორც არასდროს.
ოთახიდან გასულს ცხვირის ნესტოებზე ხაჭაპურის სურნელება მერწყმის,მომღიმარი მაგიდასთან ვჯდები
-სასწაული ცართ-აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
სახე მოქუფრული ჩემკენ ატრიალებს თავს,რაღაც ვერ არის რიგზე..
-რამე მოხდა ?- ძლივს ვბედავ რამის თქმას
-მთელი სოფელი გეძებს -მოკლედ მიჭრის. ახლად დაჭრილი ხაჭაპურის ნაჭერს მაწვდის მაგრამ მადა უმალ მიქრება.
დაბნეული ვდგები და ფანჯარამდე გაუბედავად მივდივარ,ღია კრეკისფერი ფარდიდან ყველაფერი კარგად მოჩანს.
ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ხალხია მოგროვილი,ყველა სათითაოდ და ჯამში ერთად მუშტებს იქნევენ და რაღაცას გაჰყვირიან.
ისევ იწყება .. რამე უნდა ვქნა და აქედან გავიქცე.
ჩემი ქვეცნობიერი ძლიერად მეჭიდება მხრებზე და ყურში ჩამჩურჩულებს
-ფარდას მოშორდი-ხმები ირევა. ქალი მიახლოვდება და მხრებზე ხელებს მახებს,შეცბუნებული ვხტები და მისი დანახვისას გულზე ხელს ვიკიდებ,მადლობა უფალს ის არის
-მე ახლავ უნდა წავიდე
-კი....მაგრამ სად ?
-არ ვიცი. აქედან შორს უნდა წავიდე ახლავე -სწრაფი ნაბიჯებით ყველა ოთახს ვათვალიერებ.
ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა უკანა ხედს გაყურებს საიდანაც დათოვლილი ნაძვები მოჩანს,შიგნით უღრანი ტყე მეგულება,პირველ რიგში იქ დამოწყებენ ძებნას,მაგრამ დასაკარგი არაფერი მაქვს.
ფანჯარას ვაღებ,ლეილა უკნიდან მექაჩება
-ეს ჩაიცვი-მაღალ ყელიან ბოტებს და უზარმაზარ ქურთუკს მაწვდის,ანერვიულებული გადის ოთახიდან და ძალიან მალე ბრუნდება უკან.
-მალე მალე.. -ცოტაც და მიკრო ინფარკტს მიიღებს ჩემი შემყურე-მოდიან.. ისინი მოდიან,მოასწარი და გაიქეცი ახლავე -გული ყელში მებჯინება.
-აბა არ მოვლენო?
-მერედა მოდიან მაინც-ლამის ყვირის. მაშინვე ფანჯრის რაფას ვეყრდნობი ხელებით და ფანჯარაში ერთი ნახტომით ვხტები.
ბოლომდე ვიხრები,კარის შემტვრევის ხმა ისმის..
უკან დაბრუნდი ანა ... მეორე მე მექაჩება უკან სახლში,ჩემი უკან დაბრუნება კი სიკვდილის ტოლფასია,თუ არ დავბრუნდები ლეილას მოკლავენ.
დაბნეული ვფიქრობ რა გავაკეთი.
-გაუწიე -მესმის სახლიდან ხმები,ვიღაც ლეილას უღრიალებს ძლიერად. დაუფიარდებლად ვიწევი და მუხლებს ვშლი,ტყისკენ მივრბივარ მთელი ძალით და მის სიღრმეში ვიკარგები ..

" შეშინებულ ადამიანს შეუძლია ის გააკეთოს რისი ძალაც აქამდე არ ჰყოფნიდა "

ადრენალინი ერთიანად მიტრიალებს მუცელსა და ძარღვებში,ტყეში ღრმად გადაკარგული ხეს ვეფარები და ხვნეშას ვიწყებ.
ძალიან დავიღალე..
ვიხრები და მუხლებზე ვიბჯენ ხელებს,ვცდილობ ძალები აღვიდგინო,ვცდილობ სუნთქვა გავათანაბრო.
დრო და დრო უკან ვიყურები,ჯერ არავინ ჩანს,იმედ მოწოლილი ვჯდები ხის ძირში და
თოვს ხელებში ვათამაშებ.
ნეტავ რას აკეთებს ახლა ლეილა ან დედაჩემი როგორ არის ?
მეორე მე კითხვებს მაყრის რომელზეც პასუხები საუბედუროდ არ მაქვს,არც კი ვიცი რომელ ერთზე ვინერვიულო ? იმაზე რომ მოკვლა მემუქრება და ახლა მართლაც გარანტირებული,იმაზე რომ ლეილა შესაძლოა ახლა საკუთარ სახლში განისვენებდეს თუ იმაზე,დედაჩემს რა ბედი ეწია ?
გონებაში მრავალი აზრი მიტრიალებს,განსაკუთრებით უბედურ დედაჩემთან დაკავშირებით.
მომენტი როდესაც მიპოვნა,საკუთარ შვილად მიმიღო,
მომენტი როდესაც მისმა სისხლმა და ხორცმა ჩემი გაუპატიურება სცადა..
არა.. ამ ყველაფერზე ფიქრი აშკარად მასუსტებს !
ფეხზე ვდგები და სირბილს განვაგრძობ,უკვე ბნელდება მე კი ისიც არ ვიცი სად გავათენებ ღამეს.
ცაზე ნამგალა მთვარე მკრთლად მოჩანს,სულ მალე ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან და მარტო აღარ ვიქნები უღრან ტყეში.
- ჰე ახლა აიღე და დაჩეხე,როდემდე უნდა გემუდარო?-მესმის უცხო ხმა..თვალები მიბრწყინდება,ნელი ნაბიჯით მივყვები მას და უზარმაზარ ქვას ვეფარები რომელიც წლებია უკვე აქ ძევს.
თვალებ მოჭუტული ვაჩერდები სამ მამაკაცს,უზარმაზარ ქურტკებში არიან გახვეულნი,თავზე ყველას ქუდი ახურავს და ერთ-ერთ მადგან ნაჯახი აქვს მომარჯვებული,ძლიერად აქნევს ზეცისკენ და მთელი ძალითარტყამს გასწორებულ ხის ნაჭერს. ნაჭერი ორად იყოფა და გარდი-გარდმო ებერტყებიან,დაღლილ-დაქანცული ნაჯახს ხეს აყუდებს და მოჭრილ ხეზე ჯდება.
რაღაცას ბაასობენ ხმადაბლა,არცერთი სიტყვა არ არის ჩემთვის ნაცნობი,მგონი არც არიან ქართველები..
აქვე გვერდითა სოფელში შესახლებული ჩეჩნები კი არიან,მაგრამ ამ ტყეში შემოსვლა კარგა ხანია რაც აეკრძალად..
დაეჭვებული ვიშმუშნები,არ მინდა შემამჩნიონ მაგრამ ამაოდ
-იქ ვიღაც არის-დაფეთებული ტრიალდება ერთ-ერთი მათგანი.
ფეხზე ადგომას ვერ ვბედავ,გაქცევაზე ლაპარაკი ზედმეტია სამნი არიან და თანაც აშკარად ძლიერები.
უფრო მეტად ვიკუნტები ქვის მიღმა,თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ,ვგრძნობ როგორ მახებს მხარზე ხელს და ადგილზევე ვიყინები..
გაჭირვებით ვახელ ცალ თვალს და შეშინებული ვაშტერდები,გრძელი და აშკარად უხეში ბეწვი ყბებზე ჰკიდია სხვა დანარჩენს სიბნელეში ვეღარც ვარჩევ.
ვდგები და თვალს თვალში ვუყრი,
დაგეშილი მზერით მათვალიერებს,
სახეზე დარდისგან ალმური მეკიდება და მინდა ადგილზევე გასკდეს მიწა და შიგნით ჩავვარდე.
გაიქეცი,რაღაც უცდი ?
ჩამკივის გონებაში რაღაც მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი,უხეშ ხელს ლოყაზე მახებს და ეშმაკურად იღიმის,ხელს ვკიდებ და ვიცილებ
-აქ რას აკეთებ? თანაც სოროს თაგვივით ჩამალულხარ -ხმადაბლა იცინის სხვებმა რომ არ გაიგონ,დარცხვენილი თავს ვხრი.
-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ-მეგობრულად ჟღერს..
ხელს ხელზე ვკიდებ და ქვას ვახტები,დანარჩენებისკენ მივდივართ და მეც მოჭრილ ხეზე ვჯდები
-აქ რა დაგკარგვია ?- მეკითხება მეორე,ხელში განათებული ფარანი უკავია და პირდაპირ სახეზე მანათებს,თვალებს ვჭუტავ
-არაფერი..-მოკლედ ვუჭრი
-აშკარად ყველაფერი.. ამ სიბნელეში აქ მხოლოდ გიჟი თუ მოვიდოდა და გვითვალთვალებდა -ეცინება. ცოტა ვბრაზდები კიდეც საკუთარ თავზე,რა მინდოდა და რას ვუსმენდი ? ან რას ვაცქერდებოდი რას აკეთებდნენ ? თითქოს ჯერაც არ მაქვს ნანახი შეშის ჭრის სცენა.
-ანუ გიჟები ხართ ? თქვენ,სამივე ? არავის უთვალთვალებთ მაგრამ ხომ ხართ ტყეში..თანაც ახლა. -ნიშნის მოგებით ვეკითხები. აშკარად გამხიარულებული ჩემი სიტყვებით ფეხზე დგება და ცხვირწინ მიკიდებს სიგარეტს,
პირში იჩრის და ღრმად ოხრავს
-მართლა,რა გინდა აქ ? -ხმა უსერიოზულდება. არ ვიცი რა გავაკეთო ან რა ვუპასუხო
-მინდა..
-გოგა..ბესო.. გთხოვთ დაგვტოვეთ მარტო-ბიჭებს თითქოს შიშის ზარი სცემთ,უხმოდ დგებიან ფეხზე და ტყის სიღრმეში იკარგებიან. წვერიანი და უხეში დრო და დრო უკან იყურება.
კიდევ კარგი რომ ფარანი მათაც აქვთ
-აბა..არ მეტყვი რას აკეთებ აქ ? საიდან მოდიხარ ? -ვფიქრობ არ ღირს დაზუსტებით ყველაფრის ამოშაქვრვა
-გვერდზე სოფლიდან ვარ
-გაიგე რა მომხდარა გუშინ ?-თემას ცვლის
-არა,რა მოხდა ?
-ვიღაც გოგო რომ დაიჭირეს და მოკვლას უპირებდნენ -მხრებს იჩეჩავს,აშკარად არ გრძნობს თავს კარგად მაგრამ რატომ ?
-გავიგე კი,საწყალი
-მებრალება.. კი გაიქცა მაგრამ გოჩა არ აპატიებს -ელდა ნაცემივით ვდგები ფეხზე-რამე მოხდა? -ხელებს მხრებზე მკიდებს
-მოხდა..მოხდა.. მე ვარ ის "სოფლის შემარცხვენელი" და "ბილიკების გამბილწველი" -ფარანს ქვემოთ უშვებს,მის სახეს ახლა უკვე ვეღარ ვხედავ,შესაბამისად ისიც ვერ ამჩნევს როგორ ბიღუშები წამში
-რას მეუბნები,მართლა ? მეც არ ვთქვი საიდან მეცნობა-თქო?

ღმერთო რა რთულია ეს ყველაფერი,მორბენალ კვიცს ვგავარ.
თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ,მახსენდებს რომ ვერ დაინახავს ჩემს პატარა მოძრაობას და ცრემლ გარეული ხმით ვპასუხობ
-მართლა
-მერე და არ იცი რომ ტყეშიც მოგძებნიან ? -რომ არ შეგეხსენებინა მოკვდებოდი ? ვღიზიანდები
-ვიცი
-მოიცადე აბა -ცოტა ხანს მშორდება. სადღაც მიდის,სიბნელეში მარტოდ დარჩენილს რაღაც ხმები ჩამესმის,აშკარად რომელიღაცა ღამის ფრინველია.
უჰჰ..
ვვოხრავ,თვალებს ვაცეცებ და ვამჩნევ მომავალ უცხო მამაკაცს.
-ჰე ახლა,წამოდი-ხელს ხელზე მკიდებს და მექაჩება
-სად ?
-ნუ გეშინია,სადმე ხო უნდა გაათიო ?
-არა იყოს.. მადლობ .. რამეს მოვიფიქრებ -უხერხულად ვიგრიხები
-კარგი მაშინ მე წავალ და შენ აქ დარჩი მგლები რომ მოვლენ და შეგჭამენ მერე ნახავ -ეშმაკურად იღიმის და ფარნიან ხელს.
წამიერად სხეულში ეკლების დავლას ვგრძნობ,მართლაც მოვლენ მგლები ?
-კარგი კარგი დამელოდე -მაგრად ვებღაუჭები ხელზე და მკლავზე მალევე ვეკვრი ათრთოლებული.
არ იმჩნევს არც ის და ფარანს წინ იშვერს. მივაბოტებთ ხმაურით თოვლზე დაუსრულებლად
-ვერავინ შეგვამჩნევს -მაფრთხილებს . დამშვიდებული ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ცივი ჰაერითვე ვიყინავ ფილტვებს.

ირ სართულიან სახლთან ვჩერდებით,სინათლე ჩამქვრალია,ალბად მარტო ცხოვრობს..თუ ვიმსჯელებთ სახლის სილამაზესა და დახვეწილობაზე ვითყვი რომ შეძლებული შესაძლოა იყოს.
ჰმ... გამიმართლა მართლაც ! ხომ შეიძლებოდა რომ ვინმე უბედური გადამყროდა გზად..
თავს ვიქნევ და ცუდ ფიქრებ ვიცილებ თავიდან.
კარს აღებს და შესვლისთანავე ანთებს სინათლეს,
აგიზგიზებული ბუხარი მახარებს !
-მოშინაურდი-კურტკას იხდის და სკამზე კიდებს.
სავარძელზე მორცხვად ვჯდები,ფეხებს ერთმანეთს ვაჭერ მთელი ძალით და ვცდილობ უხერხულება გავფანტო..თუმცა,ჩვენ ორს შორის მხოლოდ მე ვგრძნობ თავს დარცხვენილად.
-რის გამო გიმეტებდნენ ?-თვალს არ მაშორებს.
-ქვრივი შემიყვარდა..და..-შუბლს ვისრეს
-და რა?
-არაფერი.. არ მინდა ამის განხილვა,გთხოვ -თვალებს ატრიალებს და სკამზე ჯდება
-გშია ?- უკვე მეორე დღეა არ მიჭამია,საკვირველიც კია მაგრამ არც კი მშია,თუმცა ლეილას ხაჭაპურის ის ერთი ნაჭერი გულში ეკალივით ჩამყვა
-არა,მადლობ
-ბოლოს როდის ჭამე რამე ?-ესღა მაკლდა ..
-არ მშია ნუ დამატან ძალას-ვუღიმი მეგობრულად,საპასუხოდ თავს აქნევს და დინჯად იცქირება ირგვლივ..

სახლი გარედან და შიგნიდანაც მთლიანად ხის არის. ვიწრო ჭაღი შუა გულშია განათებული და მთელ ოთახს ისე ანათებს რომ თვალსაც კი მჭრის.
ზოგჯერ მგონია რომ წარმოუდგენლად იღბლიანი ადამიანი ვარ,მაგრამ როგორც კი საკუთარ თავში პატარა ძალას ვპოულობ მაშინვე უკან-უკან ვიწყებ სვლას და იღბალი უჩინარდება.
ცის კამარაზე გამოჩენილი ცისარტყელასავითაა ჩემ გარშემო ყველაფერი,ზოგჯერ ფერები თვალს რომ გჭრის და ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს თავს,ზოგჯერ კი ვერც კი ამჩნევ წვიმის შემდეგ როგორ ჩნდება და მერე ისევ ქრება...არც კი ვიცი...
იქნებ ყველაფერი ზუსტად იმიტომ ზდება რომ ეს მე ვარ და არავინ სხვა ? მაშინ დავითიც უნდა დასჯილიყო.. ჩემი ქვეცნობიერი როგორღაც ძალებს იკრეფს მაგრამ დაბნეული იატაკზე ენარცხება,ახლა ამის დრო არ მაქვს..
ნერვიულად ვათამაშებ თითებს ..
ჭრილობები ჯერ კოდევ მტკივა,თვითოეულს სათითაოდ და შემდეგ ერთად ვგრძნობ,საშინლას შეკაძრწუნებელი შეგრძნება მეუფლება. ტკივილი კანში მივლის და ძვლამდე აღწევს,თითქოს სამუდამო იარას დავატარებდე,შევეჩვიე კიდეც.
-რა გქვია?-ფრთხილად მეკითხება
-ანასტასია,შეგიძლია ანა დამიძახო
-მე არ მკითხავ სახელს ?-წარბებს ათამაშებს,არც კი ვიცი მიღირს ამ ადამიამთან ღამის გათევა ? იქმებ მანიაკია და სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი როგორიც მგონია გულის სიღრმეში..
დაბნეული თავს ვხრი და ვწითლდები
-კი თუ შეიძლება -ვგრძნობ როგორ იღიმის
-ლაშა-თავს ვწევ. ის ისე ამაყად მაშტერდება თითქოს მსოფლიოს ბედს წყვეტს,მეცინება და ცოტა ხანს ყველა პრობლემა ჩემს ზურგს უკან იტუზება.

თითქოს დედამიწა წყვეტს ჩვეული რითმით ბრუნვას და სხვა ორბიტაზე ებჯინება,სიახლის გამო კი ცოტა ხანს იჭედება. საკუთარ ცხოვრებაში ახალი ორბიტა ვარ თუ გაჩერებული დედამიწა ვერ გამიგია.

კარზე ძლიერი კაკუნის ხმა მაფხიზლებს,საწოლში ვტრიალებ,რაღაც არ მასვენებს,მეშინია პირისპირ გოჩასთან შეხვედრის მაგრამ როდემდე ?
შეძრწუნებული ვიწევი და გადაწმენდილ ჭერს ვაშტერდები ფართოდ გახელილი თვალებით.
კაკუნი წყდება,უჩვეულო სიწყნარეა.
ფეხზე ვდგები და ტანსაცმელს ვიცვამ,კარისკენ ფრხილად მივდივარ და ოდნავ ვაღებ რომ დავინახო ვინ არის.
თვალებს სულელივით ვატრიალებ,ჯერ არავინ ჩანს..
ღრმა ამოსუნთქვა და გოჩას დანახვა ადგილზევე მაწებებს,თითქოს ცხოვრებამ შემაფურთა,თავს სასოწარკვეთილად და შეშინებულად ვგრძნობ.
უკან ვიხევ და კარს ვხურავ,გოჩას ძლიერი ხმა ახლა უკვე ჩემს ყურამდეც აღწევს
-არ ვიცი..ხელიდან დამისხლტა ის პატარა აბეზარა.ჯობს ვერც ვერასდროს ვიპოვნო,ამოვაბრუნებ სოფლებს მისი ძებნით..ღმერთო როგორ მძაგს მისნაირი უტიფრები-გულში ეკალივით მესობა მისი სიტყვები
-კი მაგრამ,მერე რა თუ შეუყვარდა ?
-ლაშას ხმაში ეჭვი იგრძნლბა,აშკარად მეტის გაგებას ცდილობს.. ჯერ იმასაც ვერ ვაანალიზებ ვინ არიან ერთმანეთისთვის
-მერე რა ?-წამით ფეთადება გოჩა-მერე რა თუ შეგიყვადა ერთია,მერე რა თუ უჩუმრად ცოლობაზე თანხმდებოდე მეორე ! -უფალო..როგორ მოვიქცე ?
ვიგრიხები და ოთახში ერთადერთ ფანჯარას ვხსნი. უკვე ცხოვრების წესად მექცა ფანჯრებიდან გაპარვა ისე თოთქოს ჩემთვის უველა გასასვლელი კარი სამუდამოდ დაიკეტა.
ქირთუკს ვიფარებ და ვხტები,ნელი ნაბიჯებით მივუყვები ბილიკს,გოჩას მაინც ვერ გავექცევი და თუ ჩემი ბედი სიკვდილია ბედს ვერ შევცვლი..
მოქუფრული სახით ვათვალიერებ ყველაფერს,სად შეიძლება რომ წავიდე ?
გზად დანგრეული ორ სართულინი შენობა მხვდება,ერთიანად აქა იქ ჩამოშლილი კედლები აქვს,ფანჯრები კარგა ხანია რაც ჩამოცვივდა და ძირს შეყავისფრებული ტალახისგან დასვრილი ნამსხვრევები ყრია.
ერთადერთი უკარებო შესასვლელი მოჩანს ერთადერთი ლამპიონის ხარჯზე,რომელიც გაჭირვებით ანათებს.
ფრთხილად ვაბიჯებ შესასვლელამდე,ცალი ფეხი დაგროვილ ტალახში მივარდება და მთელი ძალით ვეწაჩემი ზემოთ.
გაჭირვებით ვიძვრენ თავს,ფეხებს ვიბერტ და შენობაში ღრმად შევდივარ,რთულია გაარჩიო ყველაფერივუკუნითი სიბნელეში,მაგრამ სულ ერთია..
ძირს ვჯდები და ხელებს ვიშველიებ თან,თავს ჩემს უკან მონგრეულ ქვაზე ვდებ და ვხვნეში.
დავიღალე..
ერთიანად გამშრალი ახლაღა ვამჩნევ რომ საშინლად მშია.
ალბად რამდენიმე საათი გადის სიმარტოვეში,ვამჩნევ მკრთალ სილუეტს რომელიც ჯერ აქა-იქ დადის,შემდეგ კი ჩემკენ მოიმართება. კატასავით ვიფხორები,დაგეშილი ძაღლივით ვემზადები საბრძოლველად,ტკივილი და დაღლა უმალვე მივლის.
წელში ვიმართები,თვალებს ძლიერად ვაფართოვებ
-ანა-მესმის ლაშა ხმა.
ღრმა ოხვრას ვყვები,ღმერთს მადლობა ამ საჩუქრისთვის..
-ლაშა ?- ძლივს ვუბრუნებ პასუხს
-აქ ყოფილხარ...ასეც ვიცოდი !
-სხვაგან წასასვლელი ვერ ვნახე ვერსად-წარბებს ვჭმუხნი
-აქ რას აკეთებ ?
-შენ რას აკეთებ აქ ? ან გოჩა...ვინ არის ? შენთვის ვინ არის ? -მიახლოვდება და მხრებზე მახებს ხელებს
-მისმინე..არ მინდა შეგაშინოს სიმართლემ,მინდა ჩემო გჯეროდეს ! გესმის ?- არაფერიც არ მესმის..-გოჩა მამაჩემი არის,მაგრამ არ გეგონოს რომ მხარს ვუჭერ
-აბა ? რატომ მეხმარები ? სიცოცხლე მოგბეზრებია...-ვბრაზდები და უკან ვიხევ
-გთხოვ,ნუ ფიქრობ იმას რაც არ არის. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება რასაც შენზე ვერ ვიტყოდი
-რა გინდა -ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ღვარღვარით ვუშვებ თვალებიდან და ლოყებს ერთიანად მისველებს,მუჭებით ვიწმენდ და პატარა ბავშვივით ვსლუკუნებ
-ნუ ტირი..
-გაჩერდი ! -ჩემკენ მომავალს ისევ ვაჩერებ- ნუ მოდიხარ ახლოს !
-მისმინე.. ყველაფერი ძალიან მარტივია.. შენ უბრალოდ,უბრალოდ ძალიან გავხარ -ხმა უწყდება,ვერ ვხვდები ვის შეიძლება მამსგავსებდეს და არც მაინტერესებს
-არა,უკან დაიხიე
-შენ მართლა ძალიან გავხარ დეფნეს-ადგილზევე ვხევდები.
დეფნე ?
დეფნე ხომ არ შეიძლება რომ იყოს ქართველი ? ის უბრალოდ და ერთი სიტყვით ან თურქია ანდაც არ ვიცი
-დეფნეს ?
-მოგვიანებით აგიხსნი.ხელი ჩამჭიდე და წამომყევი,არაფერს დაგიშავებ
-არა ! -ვყვირი,უკამ უფრო მეტად ვიწევ,არ მინდა შემეხოს,არ მინდა რაიმე კავშირი მქონდეს იმასთან ვინც ცოდვის შვილია.. ღრმა,უკიდეგანო ჭაობისგან ამოხეთქილი ტალახი...
გოჩა მამამისია,ის მისი შვილი,ვერ შეძლებს ჩემს დაცვას და მამამისისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ვამჩვენ რომ სუნთქვა მეკვრის,გულზე ვიბჯენ ხელებს და თითებით ვიზილავ კანს.
დაძაბულობა მატულობს,ჩვენს შორის არსებული სივრცე ღვარძლით ივსება,ერთმანეთს მტრებივით ვაშტერდებით,არ ვიცი რას ფიქრობს ან რას მოიმოქმედებს,მაგრამ ერთი რამ ცხადია,ის უბრალოდ გოჩას შვილია,კაცის რომელიც ჩემს სიკვდილს ისე ნატრობს როგორც სხვა არაფერს.
-დავიღალე ხვეწნით და მუდარით-თავს გვერდით სწევს,ტანხე ეკლები მაყრის შიშისგან,მუხლები ცოტაც და მომეკვეთება და მის წინ დავეცემი.
-მერე და ვინ გეუბნება რომ მეხვეწო ? წადი და შენს საქმეს მიხედე-ვჯიუტდები.
ჩემკენ იწევს,მე ისევ უმან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და გახეხილ კედელს ვეკვრი,ერთიანად მიტანს ცახცახი,წასასვლელი არსად დამრჩა.მიახლოვდება,ჩემს წინ დგება და ცოტა ხანს სიჩუმე ისადგურებს, იხრება და წამიერად მხარზე მიკიდებს.
სასიწარკვეთილი ჯერ ვდუმმვარ,ხმა მიბრუნდება და ყვირილს ვიწყებ
-გაჩუმდი,ვინმე გაიგებს შენი ყვირილის ხმას-მაფრთხილებს და ორივე ხელს პირზე ვიჭერ. ცრემლები უფრო მეტად მომდის,ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება და საზიზღრად მტკენს,სხვა გზა არ დამრჩენია.
ნუთუ იმიტომ მიმარბენინებს ახლა ისევ თავისი სახლისკენ რომ იქ გოჩაა და ჩემი თავი უნდა მიუყვანოს ? უფრო სწორედ როგორც იტყვიან ისე უნდა მიართვას ჩემი თავი როგორც ლანგარზე დადებული შემწვარი დედალი..
სირბილისგან წამდაუწუმ მუცლით ძიერად ვეხეთქები მხარზე,ჭრილობაზე ძლიერად მაწვება ტკივილი და ჩუმად ვკვნესი.
ისევ იმ სახლში შევყავარ საიდანაც რამდენიმე საათის წინ გამოვიქეცი,ამჯერად უკვე სახლი ცარიელია,არც გოჩა ჩანს და არც სხვა სოფლის მაცხოვრებელი არავინ. მსვამს ძირს
ისევე იღუშება ამინდი როგორც მე,წვიმა ზეციდან ბომბებივით ეშინება და ძლიერად ეხეთქება თოვლზე,ფანჯრებზე მოხვედრილნი საზარელ ხმებს გამოსცემენ,სხვა ბედნიერება არ მაკლდა და შუქიც ქვრება.
სანთებელას ანთებს და მაგიდაზე მდგარ პატარა ყავის ჭიქაში დამაგრებულ თეთრ სანთელს ანთებს,ჭიქას მარჯვენათი იმარჯვებს და მეორე სანთელს ბუხრის ზემოდან აძრობს,ახლა იმასაც ანთებს და სიბნელე ოდნავ იდევნება სახლიდან.
შეცბუნებული,გაურკვევლობაში მყოფი სკამზე ვჯდები,ქურღუკს ვიხდი და ისე ვიხუტებ თითქოს ხურჯინში ჩაყრილ ოქროს ვმალავდე.
-ისეთივე ხარ როგორც მამაშენი-მცდება ბაგეებიდან,უკანასკნელ ცრემლს ვიმშარებ და ძალებს ვიკრებ
-ცდები...თანაც როგორ ! - მაკვირდება,ხმა იმაზე უფრო მკაცრი აქვს ვიდრე საჭიროა.

ცხოვრება მოკლე მეტრაჟიან კინო-კადრს ჰგავს,დანარჩენები ან მსახიობები,ანდაც სცენარის მწერალნი ვართ.
ხანდახან წყდება,ეს ის მომენტია როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი წიხლს გთავაზომს მუცელში და სილას გაწნის ლოყაზე.
თუ არსებობა იმაზე მეტად გიხუთავს სულ ვიდრე სხვა დანარჩენი,ესეიგი სწორია,მთავარი ხარ რომელსაც ებრძვის და რომლის უკან დახევასაც ყოველ წამს ცდილობს.
ნაბიჯი-წინ
პირველი გაბედული მცდელობაა,პირველივე იღბალია რომელსაც ისე უნდა ჩასჭიდო ხელი რომ სხეულა გტკენდეს,
თუ გაუშვებ უკუნითი სიბნელეში აღმოჩნდები და იმას დაემსგავსები ვინც არ ხარ,
თუ დაიჭერ წამიერად,გახდები ის ვინც გინდა რომ იყო.


აზრები ერთმანეთში მეზილება,ნუთუ იმდენად ვცდები რომ მისთვიდ ეს სიტყვები შეურაცმყოფელიც კია ?
რამდენი პასუხ გაუცემელი კითხვა შეიძლება რომ გიტრიალებდეს გონებაში ადამიანს ?
- ვცდები? დარწმუნებული ხარ საკუთარ თავსა და ხასიათში ? -ფეხზე ვდგები. გამჭოლ მზერას წამითაც არ ვაშორებ,არც ის იმჩნევს რამეს.
შავ ურჩ თმაში ხელს იყოფს და ისწორებს,ახლად ამოსული წვერი ჯერ ისევ ეკლებივით აქვს ყბებზე,
ქათქათა კბილებს დრო და დრო აჩენს...
შავი თვალებით მაშტერდება,წამით მათ სიღრმეში ვიფლობი.. ღმერთო...
- მე ყველაფერში დარწმუნებული ვარ ანა-მტკიცედ აცხადებს და თვალებს დაჟინებით აპაჭუნებს.
მსგავსი სიმტკიცე ჯერაც არ მინახავს,ისეთი დარწმუნებული ჩანს საკუთარ თავში რომ მეც ვიჯერებ მის ნათქვამს და ვჩუმდები.
ცოტა ხანს სიჩუმე ისადგურებს მისაღებ ოთახში,თუმცა სიჩუმეს ვერც დავარქმევ,ბუხრარში შელაგებული შეშის ნაჭრები ტკაცუნს არ წყვეტენ,საათის წიკწიკი წამდაუწუმ მეჩხირება ყურის ბარაბანში და სასიამოვნოდ მეღიმება.
-მომიყევი მასზე-სიჩუმეს ვფანტავ.
შიში უდგება თვალებში,უხერხულად იწევა მაგიდისკენ და ფინჯანსი კარგა ხნის დასხმულ ყავას,რომელიც ალბად უკვე გაციებულიც არის ისე შეექცევა თითწოს უკვდავების წამალს სვამდეს
-რის გაგება გინდა ?
-სად არის ახლა ?
-ახლა აღარ არის აქ.. უბრალოდ აღარ მყავს ორი წელია,მის გარეშე არსებობას დღემდე ვებრძვი,ეს ისეთი მტკივნეული რამ არის..განგიცდია ოდესმე?-თვალები უწყლიანდება. ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება,მგონი არ უნდა წამომეწყო ამ თემაზე საუბარი მაგრამ უკან ვერ დავიხებ.. ჩემი ჯერია
- მეგონა რომ დავითის გარეშე შსუძლებელი იყო ცხოვრება,მაგრამ მეოთხე დღეა არ გამხსენებია -დარცხვენილი ვგრძნობ როგორ მიხურს ლოყები
-ეს სიყვარული არ ყოფილა მაშინ
-ბევრი იცი ალბად სიყვარულზე
-ნამდვილად .. ნუთუ სულ არ გენატრება ?
-უნდა მენატრებოდეს ?
-მგონი რომ არა .. მან ხომ არც კი მოგიკითხა ? შველასაც კი არ შეეცადა,არაკაცია-მხრებს იჩეჩავს და ფეხზე დგება
-ხო..არაკაცი-ნერვიულად ვათამაშებ ფეხს,უკიდეგანოდ დიდი ტანჯვა მეხვევა სხეულზე და წამით საკუთარი თავი მეც მძულს და ვთვლი რომ სიკვდილს ვიმსახურებ კიდეც
-მართალია რომ...-უჭირს საუბრის განვრცობა-მართალია რომ შენ და ის.. -წარბებს ზემოთ ზიდავს და ვხვდები რის კითხვას ცდილობს
-მართალია-ახლა უფრო მეტად მრცხვენია საკუთარი თავის
-ნეტავ მასაც შემსავით თუ სრცხვენია ? არ იდარდო ამაზე,მაგით არაფერი დაკიგარგავს დიდი,დამიჯერე -მეგობრულად მეხება მხარზე და შვებისგან ღრმა ოხვრა მცდება .
დაღლილი და დაქანცული ამდენი დღის შემდეგ სრულყოფილ ბანაობას ახლაღა ვახერხებ,ჭრილობები ისე აღარ მტკივა როგორ გუშინ,ან გუშინწინ..
გრძელი ნაცრისფერი რბილი პირსახოცით ვიმშრალებ სხეულს და სააბაზანაში სკამზე გადაკიდებულ შარვალს და მაიკას ვხედავ,ახლა ვაკვირდები რომ ქალის არის,მაგრამ ვისია ?
დაეჭვებული ვაჩერდები მაიკას,ათრთოლებული ვკიდებ ხელებს და ცხვირთან ახლოს მიმაქვს რომ სურნელი შევიგრძნო,ახალი და განსაკუთრებული არანაირი გრძნობა არ მეუფლება . სხვა გზა მაინც არ მაქვს,ტალახში ამოსვრილ ტანსაცმელს ისევ ვერ ჩავიცვამ,ამიტომ შარვალს და მაიკას ვირგებ და ჩემდა გასაკვირად ზუსტად მაქვს სხეულზე.
სველ თმაზე პატარა პირსახოცს ვიხვევ და წინ ჩამოშებულ პირსახოცის კიდეს შიგნით ვიკეცავ,
სააბაზანოდან გასული ბუხართან ვჯდები და მუხლებზე ვიდებ თავს.
ნეტავ მაცოდინა დედაჩემის ამბავი..
ფიქრებში წასულს მისი ხმა მაფხიზლებს
-ცოტა იგრძენი შვება ?
-ცოტა ? -გვეცინება ორივეს. ახლად ამოსულ წვერ შუა მაინც მოუჩანს შეკეცილი მარცხენა ლოყა
-მიხარია თუ უკეთ ხარ ანა
-მეც მიხარია.. შენი დამსახურებით ..იცი,ამის კითხვა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა როდესაც დეფნეს თემას შევეხეთ მაგრამ გვერდი ავუარე.. გარდაიცვალა ? - ან ცნობის მოყვარება მომკლავს ან მისი მამა
-მოკლეს
-მამაშენმა მოკლა ?
-კი.. ის თირქეთიდან ჩამოსული სოფელში ჩამოსახლებული ახალგაზრდა გოგო იყო,უდარდელი,მოციმციმე თვალების მქონე,მისმა თვალებმა დამატყვევეს სწორედ .. ჩემი სიყვარული და უდანაშაულო ქალი ვერ დავიცავი ანა -სინანულით აქნევს თავს
-წუხვარ ...
-არაფერია.. გაიარა .. ისე გაქრა მისი მკვდარი სხეულის ნახვა ვერც მოვასწარი-ცრემლები უნებურად სცვივა თვალებიდან... ო.. ღმერთო ჩემო მე ამის მიღწევას არ ვცდილობდი.. იმაზე მეტად მივწვდი მის გულს რომ მისი ატირებაც მოვახერხე
-არა გთხოვ.. მაპატიე არ მინდოდა -წარბებს ვჭმუხნი და ფრთხილად ვახებ ლოყაზე ხელს -მეორედ აღარ გკითხავ გპირდები- ცერა თითით ჩამოღვენთილ ცრემლს ვწმენდ ისე როგორც შემიძლია და თვალს თვალში ვუყრი. თვალებს ხუჭავს და ხელს ხელზე მახებს,თავს ოდნავ ატრიალებს და ხელის გულზე მაზად მყნოსავს,ადგილზევე ვშრები
ვიცი რომ დეფნეს ვგავარ მაგრამ ამდენად ? ახლა მახსენდება ტანსაცმლის ამბავიც
-მაპატიე -ვიმეორედ დათრგუნული და მეორე ხელს მეორე ლოყაზე ვახებ
-არაუშავს-თვალებს არც კი ახელს ისე მპასუხობს

. .
მოგესალმებით ყველას,ამ ისტორიას ვდებ ღამე ასე რომ, გისურვებთ სასიამოვნო ღამეს
წინა წელიწადს დაწყებულ ისტორიას ვდებ ახლიდან,ვინაიდან და რადგანაც მსურს ბოლომდე მივიყვანო წამოწყებული საქმე
, რომელიც სამწუხაროდ მაშინ ვერ შევძელი...



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

პირველად ვკითხულობ თქვენს იატორიას. დიდი ხანი არც არის რაც ამ საიტზე დავიწყე კითხვა, მაგრამ საკმაოდ მაქვს წაკითხული ისტორიები. ბევრიც ისეთი იყო მე რომ ძალიან მიყვარს, ზოგი ოდნავ ბანალური, მაგრამ ასეთი საოცრება პირველად წავიკითხე. იმდენად ემოციური და სევდიანია თითოეული სიტყვაც კი, რომ ლამის ავტირდი. რა ძალიან ლამაზად და ზუსტად გადმოცემთ ყველაფერს, რა ძალიან კარგია, ხომ ვერ წარმოგიდგენიათ. უკვე მიყვარს ეს ისტორია. ძალიან დიდი მოუთმენლობით ველოდები გაგრძელებას.❤❤❤

 


№2  offline წევრი OKI ME

საოცარი ისტორიაა. დასაწყისი ჩემთვის რთული და მძიმე წასაკითხი იყო. სრულიად გამოფიტული ვარ. ამდენი ემოცია ერთად. არ დავმალავ და ამატირა.

ვაჰ, ძალიან ვცდილობ ასეთ საზოგადოებაზე ცოტა ზრდილობიანად მაინც დავწერო. თუმცა რთულია. მე მაინც, ვთვლი, რომ ბრბოდ მაშინ იქცევი როდესაც გაუნათლებელი ხარ, ვერ ვითარდები და ერთ ადგილას გაყინული ხარ. გოჩაც ასე მგონია. კი, წარმოადგენს სოფელში რაღაცას, აქვს სტატუსი თუმცა მაინც ვერ განვითარდა და დარჩა ერთ ადგილას. ეს უაზრო წესები წინაპრებისგან. არა, შეურაწყობას არ ვაყენებ ადათ წესებს უბრალოდ, აქ რაც ხდება ეს უკვე ზედმეტია. ერთ აზრზე ჩაციკლული ბრბო. დასაწყის რომ ვკითხულობდი ზუსტად წარმოვიდგინე თითოეული შენი დაწერილი სიტყვა. ძალიან განვიცადე და უზომოდ შემზარავი იყო ყველაფერი. მარიტა გამახსენდა, ნატვრის ხიდან.

შემდეგ თავში რა იქნება არ ვიცი თუმცა ამ თავიდან გამომდინარე, დავითიც ზუსტად ამ ბრბოს ნაწილია. ისიც მათნაირია. არაფრით განსხვავდება მათგან. ერთი გაუბედავი ადამიანი რომელმაც ვერ დაიცვა საყვარელი ქალი. თუმცა მეეჭვება ყვარებოდა.

კიდევ ერთხელ დავწერ, რომ საოცარი ისტორიაა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. უზომოდ მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. აი, შენ კი საოცრება ხარ ასეთი ისტორია, რომ შექმენი. საოცრად წერ. ❤️❤️ წარმატებები და იმედია შეძლებისდაგავრად მცირე დროში ატვირთავ ახალ თავს ❤️❤️

 


№3 სტუმარი ანუ

იმედია ახლა დაასრულებ და ვუდი დასასრული არ ექნება

 


№4  offline წევრი Mirranda_k

სტუმარი თიკო
პირველად ვკითხულობ თქვენს იატორიას. დიდი ხანი არც არის რაც ამ საიტზე დავიწყე კითხვა, მაგრამ საკმაოდ მაქვს წაკითხული ისტორიები. ბევრიც ისეთი იყო მე რომ ძალიან მიყვარს, ზოგი ოდნავ ბანალური, მაგრამ ასეთი საოცრება პირველად წავიკითხე. იმდენად ემოციური და სევდიანია თითოეული სიტყვაც კი, რომ ლამის ავტირდი. რა ძალიან ლამაზად და ზუსტად გადმოცემთ ყველაფერს, რა ძალიან კარგია, ხომ ვერ წარმოგიდგენიათ. უკვე მიყვარს ეს ისტორია. ძალიან დიდი მოუთმენლობით ველოდები გაგრძელებას.❤❤❤


უღრმესი მადლობა ♥️

ხვალ დავდებ შემდეგ თავს ♥️♥️

Megioki
საოცარი ისტორიაა. დასაწყისი ჩემთვის რთული და მძიმე წასაკითხი იყო. სრულიად გამოფიტული ვარ. ამდენი ემოცია ერთად. არ დავმალავ და ამატირა.

ვაჰ, ძალიან ვცდილობ ასეთ საზოგადოებაზე ცოტა ზრდილობიანად მაინც დავწერო. თუმცა რთულია. მე მაინც, ვთვლი, რომ ბრბოდ მაშინ იქცევი როდესაც გაუნათლებელი ხარ, ვერ ვითარდები და ერთ ადგილას გაყინული ხარ. გოჩაც ასე მგონია. კი, წარმოადგენს სოფელში რაღაცას, აქვს სტატუსი თუმცა მაინც ვერ განვითარდა და დარჩა ერთ ადგილას. ეს უაზრო წესები წინაპრებისგან. არა, შეურაწყობას არ ვაყენებ ადათ წესებს უბრალოდ, აქ რაც ხდება ეს უკვე ზედმეტია. ერთ აზრზე ჩაციკლული ბრბო. დასაწყის რომ ვკითხულობდი ზუსტად წარმოვიდგინე თითოეული შენი დაწერილი სიტყვა. ძალიან განვიცადე და უზომოდ შემზარავი იყო ყველაფერი. მარიტა გამახსენდა, ნატვრის ხიდან.

შემდეგ თავში რა იქნება არ ვიცი თუმცა ამ თავიდან გამომდინარე, დავითიც ზუსტად ამ ბრბოს ნაწილია. ისიც მათნაირია. არაფრით განსხვავდება მათგან. ერთი გაუბედავი ადამიანი რომელმაც ვერ დაიცვა საყვარელი ქალი. თუმცა მეეჭვება ყვარებოდა.

კიდევ ერთხელ დავწერ, რომ საოცარი ისტორიაა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. უზომოდ მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. აი, შენ კი საოცრება ხარ ასეთი ისტორია, რომ შექმენი. საოცრად წერ. ❤️❤️ წარმატებები და იმედია შეძლებისდაგავრად მცირე დროში ატვირთავ ახალ თავს ❤️❤️

დიდი მადლობააა ????????

ანუ
იმედია ახლა დაასრულებ და ვუდი დასასრული არ ექნება


მეორე ნაწილი განვათავსე , ალბად მალე დადებენ

 


№5 სტუმარი Life is beautiful

ამ ისტორიაზე მართლა გადავიღებდი ფილმს. ასეთი მაგარი და მართლა რეალური არ ვიცი.. კი იყო კარგი რაღაცეები მაგრამ, ეს... ეს საოცრება იყო, როგორ გაუძელი ამის დაწერას? თითოეული მომენტი თვალწინ მიდგას, ჯანდაბა მამრობით სქესს არ ვაკნინებ მაგრამ ასეთი ორპირები როგორ არიან? ეგ დათოა თუ ვინც არის... ვაიმე თავიდანვე გამამწარა მისი ამ ისტორიაში არსებობით... ძალიან მომეწონა თქვენი დინჯი და თავისუფალი სტილი.. იმედია მალე დაიდება ახალი თავი♥️

 


№6  offline წევრი Tedooooo

წარმატებები

 


№7  offline წევრი Mirranda_k

Life is beautiful
ამ ისტორიაზე მართლა გადავიღებდი ფილმს. ასეთი მაგარი და მართლა რეალური არ ვიცი.. კი იყო კარგი რაღაცეები მაგრამ, ეს... ეს საოცრება იყო, როგორ გაუძელი ამის დაწერას? თითოეული მომენტი თვალწინ მიდგას, ჯანდაბა მამრობით სქესს არ ვაკნინებ მაგრამ ასეთი ორპირები როგორ არიან? ეგ დათოა თუ ვინც არის... ვაიმე თავიდანვე გამამწარა მისი ამ ისტორიაში არსებობით... ძალიან მომეწონა თქვენი დინჯი და თავისუფალი სტილი.. იმედია მალე დაიდება ახალი თავი♥️


დავდე უკვე მეორე თავი ♥️ დიდი მადლობა

Tedooooo
წარმატებები

მადლობა ჩემო კარგო

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი განსხვავებული მადლობა წარმატებები

 


№9  offline წევრი Marikagogolqdze

პორველად ვკითხულო თვენს ნაწარმოებს სა ძალიან კარგია. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent