შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ ზამთარს ავირჩევ (თუ გაზაფხული მოვა-ნაწილი 2)


7-12-2020, 13:57
ავტორი Elisabeth_
ნანახია 1 226

-აქ რა გვინდა?-ქალის ჩუმი, მშვიდი ხმა გაიგო. გარშემო მიმოიხედა. კესანებით მორთულ მინდორში წამით შორიდან შეხედა საკუთარ თავს და უცნაურად გაეღიმა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა.
-აქ რა გვინდა..?-სიცილისას ჩაილაპარაკა, ქალი მოიშორა და თვალებში ჩახედა. დაბნეულობას კითხულობდა მათში,-მეც ეს მაინტერესებს...
-რა გჭირს? ცუდი სიზმარი ნახე? არაუშავს...-ქალს ეცინებოდა, თან თხელი თითებით თორნიკეს უხეშ ხელებს ებღაუჭებოდა.
-არა, კესო,-თორნიკეს თვალები აუწყლიანდა,-უბრალოდ, არასწორად შემიყვარდა.
-ახლა ამის დრო არაა, თორო... დასრულდა ეგ დრო...
-არა! არა... არ დასრულებულა. შენც იცი, არასდროს დასრულებულა,-თავი დახარა თორნიკემ. ჯიბეში ჩაიცურა თითები და იქიდან ოქროსფერი, მბრწყინავი ნივთი ამოიღო,-ეს ლუკას უნდა გაეკეთებინა შენთვის. მე არ უნდა შევხებოდი. თუმცა ჩემთან ერთად არასდროს ეკარებოდი და სხვა გზა არ მქონდა,-ჩუმად თქვა, კესოს ხელი გააშლევინა და ბეჭედი მის გაყინულ ხელისგულზე დადო.

-იცი, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ისე არ უნდა მეცხოვრა, რომ სინანული ვეღარ შემძლებოდა. ახლა ვხვდები, ეს უკანასკნელი ნაბიჯია... კიდევ ერთიც და... მერე ვეღარ მოვახერხებ, ვეღარ ვინანებ. მერე ვეღარ ვიცხოვრებ...-ლაპარაკობდა თორნიკე და კესო ხვდებოდა, ყველაფერი სრულდებოდა.
-რას აკეთებ?-ხმაჩამწყდარს ყელი ეწვოდა, გული სტკიოდა და რაღაც ძალა, თითქოს, შიგნეულს აცლიდა.
-გიშვებ,-მტკიცე ღიმილით თქვა თორნიკემ. დიახ, ღიმილით და, ალბათ, ეს ღიმილი სამუდამოდ დარჩებოდა კესოს მეხსიერებაში.
-სად მიშვებ, თორნიკე!-სიმკაცრე გაერია ქალის ხმაში.
-ჩემგან გიშვებ. ჩემთან ვერ იქნები, კესო. თავს ვერ შეგაძულებ... ვხედავ, როგორ მიყურებ და როგორ ჩანს შენს თვალებში სხვა... ვხედავ, როგორ იტანჯები... ბედნიერი უნდა იყო, კესანე. და ჩემთან ეს ვერ მოხდება...-გაიღიმა. ცრემლიან თვალებში თეთრი ნაპერწკალი გაუჩნდა.
ვეღარ გაიგო კესომ თორნიკეს ნათქვამი 'მშვიდობით, კესანე'. არც უნდოდა, რომ გაეგო. ეს იქნებოდა მათი დასასრული.
თორნიკემ ზურგი აქცია ქალს, რომელიც მისი სამყარო იყო.
ღიმილით შეხედა უკანასკნელად და ზურგი აქცია.
მერე კი უკანმოუხედავად წავიდა.
არ დაელოდა კესოს, თუმცა გრძნობდა, როგორ ტიროდა ქალი.
შორიდან ესმოდა ტონის ხმა, მამა რატომ ტიროდაო.
შორიდან ესმოდა კესოს გულისცემაც, რომელიც საბოლოოდ დათმო...
პირობა შეასრულა.
დაიცვა, თავის მკლავებს შორის მოიქცია კესო...
ახლა კი დასრულდა. დასრულდა, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული.

კესო იდგა და უყურებდა თორნიკეს, რომელიც მიდიოდა.
მიდიოდა და თითქოს აღარასდროს გაქრებოდა, თითქოს სამუდამოდ აპირებდა გაეგრძელებიმა ტკივილით სავსე გზა.
სამყაროში შვილის ხმამ დააბრუნა.
შვილის, რომელიც მას ეკუთვნოდა. მას და თორნიკეს...
-შენ რა გქვია?-ბავშვური, წკრიალა ხმით იკითხა ტონიმ.
კესოც მისკენ შებრუნდა.
და დაინახა ის, რასაც სამი წელი ელოდა... დაინახა ოქროსფერი თმა და თაფლისფერი, მომწვანო თვალები, რომელიც ყოველ წამს ელანდებოდა...

იმ წუთში სამყარო ამოტრიალდა. ჯოჯოხეთმა დედამიწაზე გადმოინაცვლა და კესოს წამება დაიწყო.
ხმა ჩაუწყდა ქალს.
ხედავდა, როგორ მიდიოდა თორნიკე და ხედავდა ლუკას...
ლუკა დევდარიანი სამი წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა. დაბრუნდა და ეგოისტმა გადაწყვიტა, კესო დაებრუნებინა. ყველა გრძნობა ერთმანეთში აერია ქალს. ვეღარ ხვდებოდა უყვარდა თუ არა ლუკა. ამდენი ხნის შემდეგ, თითქოს შეეჩვია რომ ის უდიდესი სიყვარული, რითაც მის სამყაროში ლუკას აცოცხლებდა, გულში უნდა ჩაეკლა, რომ მხოლოდ წარმოსახვაში უნდა ეცოცხლა ლუკა დევდარიანისთვის განკუთვნის განსაკუთრებულ გრძნობას. და ახლა თითქოს ხელიდან ეცლებოდა სამი წლის განმავლობაში ოქროს ყუთში დამალული სიყვარული.

უნდოდა მისი სახელი ეთქვა.
უნდოდა თორნიკესთვის დაძახება.
უნდოდა ანტონინას ჩახუტება.
არაფერი გამოსდიოდა.
კესომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო სისუსტე...
ჩაეცინა საკუთარ თავზე. ნერვიულად ჩაეცინა, ჯერ ლუკას გახედა და მის ტკივილიან თვალებში დაინახა საკუთარი თავი, მერე თორნიკეს და მისი გრძნობები დაეხვია თავს...
ერთადერთი, რაც სიცოცხლის ბედნიერებას ასხივებდა, იყო ანტონინა.
ბავშვი უცხო კაცს მოშორდა, ზურგი აქცია მას და თორნიკესკენ გაიქცა.
გაისმა მისი აკანკალებული ხმა.
-მამიკო! მამა!-ყვიროდა გოგონა. შორიდან ჩანდა ლუკას სევდიანად მომღიმარი თვალები. ვინ იცის, იქნებ ნანობდა კიდეც გამოჩენას...
თორნიკე შემობრუნდა და მისკენ გაქცეული ანტონინა ხელში აიტაცა.

ახლა კესოს უნდა გადაეწყვიტა. უნდა გაეკეთებინა არჩევანი დაკარგულ გაზაფხულსა და საუკუნო ზამთარს შორის.

-თორნიკე!-იყვირა მთლად შეცვლილი, მკაცრი, ზიზღითა და სიძულვილით სავსე ტონით. ბავშვთან ყალბი მხიარული ღიმილით მოსაუბრე თორნიკე გაშეშდა და კესოს გამოხედა. ქალისკენ დაიძრა ლუკაც.

-შენი აზრით, რას აკეთებ?!-ზიზღნარევი სიცილით შეათვალიერა ქალმა დევდარიანი.

ტკივილიანი თვალებით ცდილობდა ლუკა, თავისკენ მიეზიდა ქალი, თუმცა კესანეს გამომეტყველებამ გაჩერება აიძულა.

-არ გაბედო მოახლოება!-ამოისისინა ქალმა და ზურგი აქცია ლუკა დევდარიანს. რა ხდებოდა მის გონებაში..? თაფლისფერი, მომწვანო თვალები ზურგს უწვავდნენ, თუმცა კესო ვეღარ ფიქრობდა, რამდენად ენატრებოდა ეს თვალები აქამდე.

-თორნიკე, სახლში წავიდეთ,-ცივი ხმა ჰქონდა, მკაცრი ზამთარივით ცივი. დაიბნა თორნიკე. აქამდე ჰქონდა ბედნიერება და იცოდა, დროებითი იყო ეს. შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ლუკა დევდარიანისთვის წასვლის წინ მიცემული პირობა უნდა შეესრულებინა, რადგან კესოს ეს გააბედნიერებდა და არა თორნიკე. ახლა რა შეიცვალა?! არ იცოდა და ეს აბნევდა კაცს. ბავშვი ძირს დასვა. მამის თვალები ჰქონდა ანტონინას. მასავით უცნაური, თაფლისფერი, მომწვანო. გაკვირვებული უყურებდა მშობლებს და უცხო კაცს, რომელიც კვდებოდა შვილთან ჩახუტების სურვილით.

-ანტონინა, წავედით,-ხელი გაუწოდა ბავშვს. წარბები შეეჭმუხნა პატარას დედის მკაცრი ხმის გაგონებისას. ვერ გაეგო, რა დააშავა. კესანეს საჩვენებელი და შუა თითები თავის პაწია მტევანში მოიქცია და ქალის უკან დადგა. კესოს აღარაფერი უთქვამს. ნებართვის გარეშე ამოაცალა შარვლის ჯიბიდან მანქანის გასაღები.

-კესო, რას აკეთებ..?-ძლივს ამოილაპარაკა თორნიკემ.

კესანე ბავშვით ხელში მანქანისკენ წავიდა.

-კესო, ნუ იქცევი ასე...-ნერვიულობა ხმაზეც დაეტყო ხვეულთმიანს. მწვანე თვალებში სინანული და ტკივილი ერთად ჩაუდგა.

კესანე ანტონინასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.

გასაღები გადაატრიალა.

მანქანა ადგილიდან დაიძრა.

კესომ დაინახა, როგორ გააყოლა თვალი სახეწაშლილმა თორნიკემ.

დაინახა ქალმა, როგორ შეიცურა ხელი თმაში ლუკამ.

ადრე როგორ ენატრებოდა ამ ხელების შეხება... როგორ ენატრებოდა ამ თმის სურნელი... როგორ უყვარდა ის სიყვარული, დაცარიელებული თვალებიდან რომ მოდიოდა. როგორ ენატრებოდა მისი ხმა... მისი ღრმა, თბილი, ტკივილიანი და სიცოცხლის იმედით სავსე ხმა. ახლა ისე დატოვა, ეს ხმა არ მოუსმენია და სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა კესოს. იმ უცნაურ განცდას ვერაფერს უკეთებდა, ვერ იშორებდა იმ გრძნობას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მანქანიდან გადმოსვლისას, თორნიკესა და ლუკას ერთად დანახვისას, თორნიკეს გადაწყვეტილების გაგებისას დაეუფლა.

-დედიკო, მამა რატომ დავტოვეთ?-წვრილი, ნაწყენი და მაინც მხიარული ხმა ჰქონდა ანტონინას. უკანა სავარძელზე მჯდომს გახედა კესომ.

-საქმეები აქვს,-ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა, რომ გაგეგოთ, ვერც იფიქრებდით, რომ რამე მოხდა.

-არ დავტოვოთ, რა...-გული აუჩუყდა ბავშვს. პატარა ტუჩები მტკიცედ შეკრა, არავის არაფერი რომ არ შეემჩნია, თუმცა ტუჩის კუთხეები მოებრიცა და კესოს ჩაეცინა, მას რომ შეხედა. როგორ უყვარდა ეს პატარა არსება..!

-გაარკვევს საქმებს და თვითონ მოვა. საღამომდე დავურეკოთ კიდეც. ახლა ბაღში წაგიყვან, კარგი?-იმედიანი თვალები მიანათა შვილს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის იმედი სადღაც გამქრალიყო მისთვის. განადგურებული იყო. არ იცოდა, რა უნდა ეგრძნო, რა უნდა გაეკეთებინა. მხოლოდ ერთი ესმოდა: დედა იყო და შვილისთვის სულიც კი უნდა დაეთმო. ზუსტად არ იცოდა, ღირდა თუ არა ანტონინას მარტო დატოვება, თუმცა გრძნობდა, ლუკა დევდარიანი არ იქნებოდა საშიში ბავშვისთვის...

გზაში ფქრობდა, ნენესთვის დაერეკა თუ არა. მერე მიხვდა, რომ შეიძლებოდა მას არაფერი სცოდნოდა და გაბრიელთან შეთანხმებით ემოქმედა თორნიკეს, რადგან უთხრა, დამიანესაც ჩვენ წავიყვანთო. თუ ასე არ იქნებოდა, თუ გაბრიელს არაფერი ეცოდინებოდა, ბაღში ბავშვის დატოვებამდე აუცილებლად მოიკითხავდა ანტონინას.

აღარავისთან დაურეკავს კესანეს. ანტონინა ბაღში დატოვა და მართალი აღმოჩნდა-დამიანე მაშინვე შეეგება ბიძაშვილს.



დაიბნა კესანე ორბელიანი. საკუთარი ხელით აშენებული სამოთხე დაენგრა. დაენგრა, რადგან ის, რასაც სამოთხეში წარმოიდგენდა, რის მოხდენასაც ვერ დაუშვებდა, საკუთარი თვალით დაინახა. აქამდე როგორ სჭირდებოდა კესოს იმ სიცარიელის შევსება, ლუკას წასვლამ რომ დაუტოვა. თორნიკე ჰყავდა, თუმცა თორნიკე ისედაც სულ მის გვერდით იყო. იმედს აძლევდა ლუკას დაპირება, დავბრუნდებიო. ახლა სწორედ ამ პირობის შესრულებამ აურია თავგზა. ახლა ვეღარ ხედავდა უსასრულოდ თავისუფალ ცას, ვეღარ გრძნობდა თბილისურ ჰაერს, ვეღარ აღიქვამდა ძველი თბილისის სახლების სილამაზეს...

-არ ვიმსახურებ, ნენე, ამას...-როგორც კი დარწმუნდა, რომ გაბრიელი სახლში არ იყო, ხმაგამტყდარი დაეშვა დივანზე. მეგობარი ასეთ დღეში დაინახა თუ არა, ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, მაგიდაზე დადგა და სასწრაფოდ კესოსკენ გაეშურა. ყველაფერი გამოჰკითხა. გული ეტკინა... კესოს მაგივრად ეტკინა გული, თუმდა იმ მომენტში მხოლოდ საყვედული მოახერხა:

-რატომ არ მოუსმინე?!

და ამის გამგონე კესანემ ძლივს შეიკავა თავი, ყორნისფერ ხვეუკებში რომ არ წაწვდომოდა მეგობარს.

-ვგავარ სათამაშოს, რომელიც შეიძლება პატრონმა სხვას ათხოვოს და მერე უკან დაბრუნება მოითხოვოს?!-თვალდახუჭული იყო კესო, წარბშეკრული, თხელი წითელი ბაგეები ოდნავ შეეხსნა, თითქოს ასე უფრო კარგად ისუნთქავდა რეალობას. წამით გაჩუმდა, დაფიქრდა და მერე თვალები გაახილა, ნენეს შეხედა.

-ნისიმე...-დაიწყო და საკუთარი სრული სახელის გაგებამ მთლად შეძრა გოგო,-შემიძლია გენდო..?

-რას მეკითხები! რა თქმა უნდა! რას აპირებ?-მიაყარა ანერვიულებულმა ნენემ.

კესანე წამოჯდა, გასწორდა, ნენეს შოკოლადისფერ კანს დააკვირდა. როგორ განსხვავდებოდა თორნიკესგან... და მაინც, როგორ უყვარდა, როგორ სჭირდებოდა ორივე კესოს...

-მარტო მინდა ყოფნა. ფიქრი მჭირდება. თორნიკესგან შორს.

-ჩემი ძმაა, კესო... ვერ ავაორთქლებ და არც შენ გაგიშვებ ქალაქიდან ასეთ მდგომარეობაში!-წარბაზიდულს მკაცრი ხმა ჰქონდა და კესომ იცოდა, მართლა არსად გაუშვებდა მეგობარი. ალბათ, ეტყოდა კიდეც, როგორ აფასებდა, ისევ ნენეს რომ არ დაესწრო,-აქ დარჩეს. თოროც და ტონიც. გაბოს ისედაც უნდოდა ბავშვების გაყვანა... ერეკლეც მოვა და გაერთობიან. სანერვიულო არ გექნება.

-ჰო, ეკე, დამიანე და თორო... არც მომიკითხავს საკუთარი შვილი,-თითქოსდა დანანებით ჩაილაპარაკა კესომ.

დიდხანს არ გაჩერებულა ნენესთან. ჩქარობდა. ეშინოდა, რომ იქ მივიდოდა თორნიკე, იქ მოძებნიდა, რადგან თორნიკე იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ახლა კი მაინც თორნიკეს გაურბოდა და არა-ლუკას. არ უნდოდა მისი ნახვა და ზუსტად არ იცოდა, რატომ. ეშინოდა, რომ თორნიკემ დათმო. ლუკას დაუთმო. ამაზე ფიქრიც კი კლავდა, ანადგურებდა. თუ აქამდე სინდისი ქენჯნიდა მუდამ ლუკასა და მის ბეჭედზე ფიქრის გამო, ახლა ვერც კი თვლიდა ამას დანაშაულად... არ უნდა დაეთმო თორნიკეს კესო... არა, რადგან ის თორნიკე იყო. თორნიკე, რომელსაც ბავშვობიდან უკვარდა კესო, გოგო, რომელიც ნაბიჯს ვერ დგამდა თორნიკეს გარეშე...

სახლში რომ შევიდა სიცარიელე უფრო მძაფრად იგრძნო.

იგრძნო, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ბავშვობაში თორნიკე, ნენე, თეო და გაბრიელი მიდიოდნენ ხოლმე.

იგრძნო, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ცოლმკვდარ მამასთან ერთად ატარებდა საღამოებს.

იგრძნო, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მირიან ახვლედიანმა მამა მოუკლა.

მირიანმა ლუკა გაახსენა და კესომ იგრძნო, რომ იმ სახლში იყო, სადაც ლუკა აკითხავდა ხოლმე...

ოთახში შევიდა კესო. შევიდა და თავის ტუმბოს მიუახლოვდა. ლუკას წერილი მოძებნა. "იცი, მე არ ვარ ცუდი ადამიანი..." წაიკითხა და შეაჟრჟოლა. იოდა. იცოდა, რომ ლუკა კარგი იყო და მაინც იმდენად ცუდად ეჩვენებოდა იმ მომენტში, ვერც კი იაზრებდა, რამდენ სიმართლეს ინახავდა წლების წინ ლუკას დატოვებული წერილი.

"მე აქ ვარ. ახლაც აქ ვარ. და სანამ ამ წერილს არ წაიკითხავ აქ ვიქნები. არ ვაპირებ წასვლას."

ჩაეღიმა კესოს. ეს არ იყო სევდიანი ან სიყვარულითა და მონატრებით სავსე ღიმილი. ეს იყო სიმწრის ღიმილი... ფეხზე ადგა ქალი. წერილი ისე დადო საწოლზე, არც დაფიქრებულა. ფანჯარას მიუახლოვდა. ვერ გაიაზრა, როგორ დაიწყო ძებნა... ალბათ, ლუკას ძებნა. ძველი ლუკასი... იმ ლუკას ძებნა, რომელიც, ფიქრობდა, სჭირდებოდა...

-სად არის შენი გაზაფხული, ლუკა...-ხმაჩამწყდარმა ჩაილაპარაკა და საკუთარი ხმა რომ გაიგო, ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა. თვალები დახუჭა. ცრემლმა კი მაინც მოახერხა წაბლისფერ წამწამებს გაქცეოდა. თხელი თითებით მოიშორა სახიდან გაურკვეველი გრძნობებით სავსე სითხე. ფანდაჯას მოშორდა. საწოლზე დაეშვა. სახე ბალიშში ჩამალა და თორნიკეს სურნელი იგრძნო. მის მხარეს იწვა. თავისი თოროს მხარეს. როგორი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა თორნიკეს... როგორ მოუნდა კესოს ახლა მისი ჩახუტება... ხელები ბალიშს შემოაჭდო. აქვითინდა, მთელი გულით, მთელი ხმით...

ცრემლები მოდიოდნენ და უფრო აბნევდნენ გოგოს. უკანასკნელ ძალებს აცლიდნენ. ზოგჯერ ცრემლიც კი უძლურია ტკივილის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ეხმარება ბატონს, მაინც ცდილობს მის გადარჩენას. კესოც გადაარჩინა. ძალაგამოცლილს ისე ჩაეძინა, ვერც კი შეამჩნია.

რომ გაიღვიძა შუაღამეს გადაცილებული იყო. კესანემ სითბო იგრძნო. ვიღაცამ პლედი მიაფარა ქალს. უფრო დაიძაბა, უფრო დაიბნა... დაიბნა, რადგან ვერ გაეგო, ვისი ნახვა სურდა...

არ იცოდა კესომ, ვისი ყოფნა უფრო დაუმშვიდებდა გულისცემას, ვისი დანახვა დაულაგებდა არეულ ფიქრებს. გვერდითა ოთახში კი დივანზე კაცი იჯდა. ხვეული თმა მთლად აბურდვოდა და მწვანე თვალები დაბნეულობისგან ჩაშავებოდა. რა იცოდა კესომ, თუ თორნიკემ მიაკითხა. რა იცოდა, რომ თორნიკემ დააფარა პლედი მძინარეს და არა ფანჯრიდან შემოპარულმა ლუკამ.რა იცოდა კესომ, რომ თორნიკემ საწოლზე დატოვებული წერილი ნახა. რა იცოდა, როგორ ეტკინა გული, როცა მიხვდა, კესო გაბედნიერების ნაცვლად გატეხა... ფეხზე ადგა კესანე. ადგა და რატომღაც კარისკენ წასულმა ფანჯრისკენ გააპარა თვალი. როგორ სწყდებოდა გული, რომ შეგუებული რეალობა მთლად თავზე დაექცა. ოთახის კარი გააღო. მძინარე თორნიკე მაშინვე შეფხიზლდა. კესო კი გაშეშდა. ზუსტად არ იცოდა, გული დასწყდა თუ გაუხარდა, თუმცა სახეზე მისდაუნებურად ღიმილმა გადაურბინა ქალს. -თუ გინდა წავალ...-ხრინწიანი ხმა ჰქონდა კაცს. თვალებში უყურებდა კესოს და ეს უფრო ურევდა ქალს გონებას. მდუმარედ მივიდა თორნიკესთან. სავარძელზე ჩამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო და კაცს შეხედა. მწვანე თვალებს არ აშორებდა თორნიკე. ოდნავ წინ იყო გადმოწეული, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა. წაბლისფერი ხვეულები სახეზე ეფინა და წამით კესოს ძალიან მოუნდა, თმა შეესწორებინა მისთვის, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. -ტონი სად არის?-საკუთარი ხმა ძლივს იცნო. ჩურჩულებდა ქალი. -ნენესთან. ასე არ თქვი?-ახლა უფრო მეტად დააკვირდა კესოს თვალებს, თითქოს იცოდა, ქალი საკუთარ თავსაც კი უმალავდა რაღაცას და თვალებში ცდილობდა მის პოვნას. -შენ რატომ არ ხარ ნენესთან?-კესომ მხოლოდ ახლა გაუსწორა მზერა წინ მჯდომს. თორნიკეს არ გაკვირვებია მისი რეაქცია. -თუ გინდა, წავალ,-პირვანდელისგან განსხვავებით უფრო თბილი ჰქონდა ხმა. -რატომ მოხვედი?-შენი ნახვა მინდოდა.გარეგნულად არაფერი დაეტყო, თუმცა გაუხარდა კესოს. გაუხარდა და გულში გაეღიმა. დაინახა კიდეც, როგორ გაეღიმა და გაუკვირდა, როცა საკუთარი თავი შეისწავლა შორიდან. -რატომ გააკეთე ეს, თორო..? რატომ გამიკეთე ეს...-ძლივს შეიკავა თავი, ხმა უტყდებოდა კესოს და ამას რომ ხვდებოდა, თორნიკეც კარგავდა ძალას. -პირობა დავდე.-პირობა? ერთი პირობის გამო დამთმე?-წარბები შეეკრა ქალს. თვალები აუცრემლიანდა. თორნიკემ ვეღარ შეხედა ტკივილს, რომლის მიზეზიც საკუთარი თავი ეგონა... სიცარიელეს მიაჩერდა და უხმოდ თქვა:-შენ ვერასდროს დაგთმობ, კესო.ექოდ გავრცელდა თორნიკეს სიტყვები კესანეს გონებაში. გაახსენდა, დათა დადეშქელიანი როგორ გადაიქცა ლუკა დევდარიანად. გაახსენდა, როგორ გაიცნო ლუკას ოჯახი, და-ძმა. გაახსენდა, როგორ დათმო ლუკამ თავისუფლება ძმის გადასარჩენად. გაახსენდა, როგორ დაპირდა ლუკა, რომ დაბრუნდებოდა. და ლუკა დაბრუნდა. და კესო მიხვდა, რომ არასწორი იყო. არასწორი იყო, რადგან გაიზარდა... გაიზარდა და მიხვდა, მოსწონდა ის, რაც ჰქონდა: თორნიკე მოსიყვარულე მეუღლის როლში; შვილი თაფლისფერი, მომწვანო თვალებითა და ოქროსფერი ხვეულებით; ნენე, თეო, გაბო და ბექაც კი მისი "ახლო მეგობრებიდან" მის "ცხოვრების ნაწილად" იქცნენ. კესო დამნაშავე იყო, რადგან მისი იდეალური ცხოვრება გულისხმობდა ლუკაზე ოცნებას და არა მასთან ყოფნას. და მაინც... ვერ გაეგო, თორნიკეს ხვეულებს რატომ ადარებდა ლუკასას... ალბათ, ამიტომ ამოილაპარაკა:-მაინც დამთმე. არანაირი ემოცია არ იხატებოდა კესოს ხმაში და თორნიკე მაინც გრძნობდა, რომ ქალი საყვედურობდა. ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე წუთით ორივე ფანჯარას აკვირდებოდა. უკვე თენდებოდა. აქამდე კესოს იმედი ჰქონდა, რომ ახალი მზის ამოსვლასთან ერთად მისი აზრებიც დალაგდებოდა, თუმცა ახლა, როცა შავი ცა ლაჟვარდისფრად შეიღება, სიცივე იგრძნო შიშველ მხრებზე და მიხვდა, ისევ არეული იყო მისი ცხოვრება. -ჯერ ადრეა. ძილს მოასწრებ,-სასხვათაშორისოდ თქვა ქალმა, ისევ არ შეუხედავს თოროსთვის, თუმცა ოთახზე მიანიშნა კაცს. სამსახური მოევლინა ხსნად იმ წუთას და ადრე წასვლა მოიყვანა ძილის მიზეზად. თორნიკემ თითები ერთმანეთში გადახლართა. -ჩემი აქ ყოფნა არ გინდა, ხომ ასეა?-იატაკს დააშტერდა. კესოს არაფერი უთქვამს. თორნიკემ თავი დაუქნია, უხმოდაც გასაგები იყო. ფეხზე ადგა ჩადუნელი. კესოს შეხედა წამით და შემდეგ სახლიდამ გავიდა. "არასდროს დაგთმობ, კესო..." გაისმა ქალის გონებაში. თუმცა კესანემ ზუსტად არ იცოდა, გასვლის წინ თორნიკემ მართლა თქვა ეს, თუ მხოლოდ მოელანდა ქალს... თვალებაწყლიანებულმა, გულდამძიმებულმა ფეხები სავარძელზე შემოდო, ხელები შემოაჭდო და ატირდა.

ზოგჯერ ძლიერებიც ტყდებიან...



***



ყურადღებას არ აქცევდა ბავშების ხმაურს. შუადღის მზეს უყურებდა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარი. აქაიქ მზის სინათლეს მაგიდასთან მოფუსფუსე ნენე უჩრდილავდა. ნიკაპი მარჯვენა მტვენაზე ჩამოედო, მარცხენათი კი პასტას ათამაშებდა-ცოტა ხნის წინ საქმის გამოსაძიებლად დაჯდა, თუმცა მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრობდადა ეს დამნაშავე არ იყო.

კარზე ზარის ხმამაცვერ გამოაფხიზლა. ნენე გაჩერდა წამით, თორნიკეს შეხედა. მერე ისედაც სუფთა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა, წინსაფარი ერთი ხელის მოსმით მარტივად მოიშორა და კარისკენ წავიდა.

გამოაღო.

და წამში მომავლის უამრავმა ვარიანტმა ჩაუარა თვალწინ.

-გაბო, აქ მოდი!-ყველაზე კარგი ვარიანტი აირჩია.

გაბრიელი ბავშვებს ახალი მოშორებული იყო და ჯერ კიდევ გაღიმებული მიიწევდა მეუღლისკენ. სანამ კარში მდგარს შეხედავდა ნენეს წელზე ხელი მოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და კისერში, ყურთან ახლოს დაუტოვა კოცნა. მერე იგრძნო ქალის დაძაბულობა და ისე გახედა ზღურბლზე მდგარს, ნისიმესთვის ხელი არ მოუშორებია.

-აქ რა გინდა?!

-ერთი წუთით მომისმინე!

ორივემ ერთდროულად დაიწყო. ორივეს ერთნაირი ხმა ჰქონდა. ორივე გაღიზიანებული იყო საკუთარი ბედით: ძველ მეგობრებს ერთმანეთის გვერდით ყოფნა უკვე აღარ შეეძლოთ, რადგან ერთმა მიატოვა ქალი, რომელიც მეორესთვის დასავით იყო. გაბრიელი ვერ პატიობდა ლუკას გაქრობას. ვერ პატიობდა, რადგან მასაც ყველაფერი დაუმალა კაცმა. თითქოს ნდობა სულ დაკარგა ლუკას მიმართ და ლუკაც ხვდებოდა ამას, ამიტომ ვერ ბედავდა სახლში ძველებურად შესვლას და მეგობრის მოკითხვას.

გაბრიელმა ნენეს ხელი გაუშვა, შავ თვალებში ჩახედა და ქალი მიხვდა, მარტო უნდოდა გაბოს დარჩენა.

კარი დახურა ბაქრაძემ. სადარბაზოში რომ გაიაზრა, მარტო იყო და წინ ლუკა ედგა, წამით მისი ცემის სურვილმა შეიპყო. წარმოიდგინა, იგრძნო, როგორ დაარტყა და იგრძნო ლუკას ტკივილიც. მერე ჩაეცინა სიმწრისგან.

-არ ვიცი შენ მოიფიქრე თუ თორნიკემ, რომ ასე უნდა დაბრუნებულიყავი. არ ვიცი, რომელი გამოშტერდით ასე, მაგრამ...

-დამაცადე, გაბო, აგიხსნი!-უკან დაიწია ლუკა ინსტიქტურად. გაბრიელმა თავით ანიშნა, დაიწყეო, თან ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო ნახევრად განათებული სადარბაზოს მტვრიან კედელს.

-პირობას რომ ვდებ, შევასრულებ. ხომ იცი, არა?! ხომ მიცნობ?!-იმედიანი მზერა მიაპყრო ლუკამ გაბოს.

-რა შუაშია...

-დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი.

თქვა ლუკამ და გაბრიელი წამით გაჩერდა. თითქოს ელოდა ისეთ გაგრძელებას, თვითონაც რომ შეძლებოდა რამის თქმა... თუმდა ისევ ლუკამ დაამატა, დამნაშავესავით თავდახრილმა:

-მე კესოს დავპირდი, თორნიკე კი მე დამპირდა დახმარებას...

-ღმერთოო... მე ჭკვიანი ხალხი მეგონეთ!-დანანებით გააქნია გაბრიელმა თავი.

-კარგი, რა, გაბო! ჩემი ძმა არ ხარ?! დამეხმარე...-დაიწყო ლუკამ და საკუთარი თავი ვერ იცნო. შეიცვალა. შეიცვალა ამ სამ-ოთხ წელიწადში და ეს ცვლილება არ იყო კარგი...

-გვიანია, ლუკა. ძმას ბევრს დავუძახებ, მაგრამ შენ-ვერა...

-მისმინე...

-არა, ლუკა,-უჭირდა გაბრიელს ლაპარაკი, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა...-შენ მომისმინე. ყველა გავიზარდეთ, ყველა შევიცვალეთ... ოჯახები გვყავს. აქ რატომ მოდიხარ, პატარა ბავშვები არიან... აქ რატომ მოდიხარ, როცა ორსული ქალი დატოვე და გაიქეცი...

-არ ვიცოდი...

-დარწმუნებული ხარ?! ნუთუ არაფერი იცოდი, წამიტაც არ გიფიქრია...-წარბაწეული უყურებდა მეგობარს და ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რამის თქვა უნდოდა, თავს იმართლებდა თავისდაუნებურად:

-დამიჭერდნენ, რომ არ დამეტოვებინა...

-დაგიჭერდნენ და აღარ გამოგიშვებდნენ?!

-ორი კაცის მკვლელს ვინ გამომიშვებდა, გაბრიელ!-ანერვიულებულმა დათამ წამოიყვირა და მარჯვენა ხელი ოქროსფერ ხვეულებში შეიცურა.

-ორი კაცის მკვლელი შვილიან ქალს რატომ აკითხავ?!-თქვა გაბრიელმა და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა სადარბაზოში, თითქოს იქ ყველა კარის მიღმა ადამიანი გამქრალიყო და მხოლოდ ლუკა და გაბრიელი იდგნენ მიტოვებულ შენობაში. საკუთარი ხმა და სიტყვები რამდენჯერმა გაიმეორა გაბრიელმა გონებაში და თავი ისევ ლუკას ადგილას წარმოიდგინა, მერე კი იგრძნო, როგორ ეტკინა ლუკას გული. სიმართლე მწარეაო, გაუგია დევდარიანს, მაგრამ ახლა, როცა გაბრიელისგან ისმენდა ამას, როცა ხვდებოდა, საუკეთესო მეგობარი ზურგს აქცევდა, ყველაფერი იმაზე მძიმე იყო, ვიდრე უბრალოდ "მწარე სიმართლე". ძლივს მოახერხა, დარცენილი ენერგგია შეეგროვებინა, ჩამწყდარი ხმა დაებრუნებინა, მის დაბინდულ თვალებში გაბრიელის მაგივრად უბრალოდ ტკივილი აირეკლა და ლუკამ შეძლო ეტქვა ის, რისთვისაც იქ მივიდა:

-თორნიკესთან მოვედი.



გაბრიელი გაჩერდა. დაფიქრდა საკუთარ საქციელზე, საკუთარ დამოკიდებულებაზე და ინანა... ინანა, რომ იმაში ჩაერია, რაც მისი საქმე არ ყოფილა... მიხვდა, უსამართლოდ აქცია მეგობარს ზურგი. თვალებში ვერ შეხედა ლუკას, ისედაც გრძნობდა, როგორ იხრჩობოდა დევდარიანი. ისე შევიდა სახლში, არაფერი უთქვამს. ლუკა თითქოს ვერ სუნთქავდა, ვერ ხედავდა, ვერ ინძრეოდა, თუმცა მიხვდა, მალე სადარბაზოში თორნიკე გამოჩნდებოდა.

თვალები... თუ თვალებით ხვდება ადამიანი ადამიანის მდგომარეოიბას, თორნიკეს მარტივად გაუგებდა... თორნიკეს თვალები ცარიელი იყო. თორნიკე იყო ცარიელი. წამით გაიელვა ზიზღის ნაპერწკალმა მის ხასხასა, მწვანე თვალებში და ისე გაქრა, ლუკამაც კი ვერ შეამჩნია. ვინ იცის, იქნებ დევდარიანი ჯერ კიდევ გაბრიეილს სიტყვებზე ფიქრობდა...

-შენთან ლაპარაკი მინდოდა...-ისე თქვა ლუკამ, აშკარა იყო, ამ შეხვედრაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა სიტყვები, მანამდე რომ დაალაგა, ახლა გონებიდან ამოვარდნოდა. თორნიკეს თვალებში სიძულვილმა ახლა უფრო დიდხანს გაძლო, თუმცა რთული იყო იმის გარკვევა, ლუკა სძულდა კაცს თუ-საკუთარი თავი.

-პირობა ხომ შევასრულე, არა?! ჩემგან კიდევ რას ითხოვ, ლუკა?!-უხმოდ ამოილაპარაკა თორნიკემ.

მიხვდა ლუკა, ჩადუნელის ნახვა არასწორი იყო...

-პირობა ხომ შევასრულე, ლუკა?!

-შენც მე მადანაშაულებ...-თავისდაუნებურად აღმოხდა ლუკას. თორნიკემ თავი გააქნია.

-დამნაშავე ხარ, თუმცა საკუთარ თავს ვადანაშაულებ,-თვალებში ჩახედა თორნიკემ ლუკას,-ჩემთან ლაპარაკი არ გჭირდება,-სცადა მშვიდად ეთქვა,-არც ჩემი რჩევა გჭირდება და არც იმდენად უთავმოყვარეო მგონიხარ, ჩემთან კიდევ რომ მოინდომო ლაპარაკი.

-დახმარება მჭირდება...

-შენ კესოს დახმარება გჭირდება, ჩემი-არა. ლუკა, ჩათვალე, რომ არ ვვარსებობ. წადი კესოსთან, მოიქეცით ისე, თითქოს არც აქამდე მიარსებია. ანტონინასაც ყველაფერს აუხსნით მოგვიანებით. ან არც დაგჭირდებათ, პატარაა, მალე დავავიწყდები,-გაიღიმა თორნიკემ. გაიღიმა ტკივილიანი ღიმილით. ზურგი აქცია ლუკას, სახლის კარი გამოაღო. მერე კი შიგნით შევიდა.

უყურებდა ლუკა დახურულ კარს. უყურებდა და გულაჩქარებული საკუთარ თავში ეძებდა გაბრიელს, კესოს, თორნიკეს. ეძებდა და საყვედურობდა. "მე?! მე მანდობ ცოლ-შვილს, თორნიკე?! მკვლელს, შეშლილს... მე..? შენ რა ადამიანი ხარ, თორნიკე... მე?! მე როგორ მადანაშაულებ, გაბრიელ?! ზურგს როგორ მაქცევ, გაბო?! შენ რა მეგობარი ხარ..." ისმოდა ხმა ლუკას გონებაში და დევდარიანი საკუთარ თავს პასუხს ვერ სცემდა... საყვედურობდა წარმოსახვით ადამიანებს და ეს უფრო უბინდავდა არეულ გონებას.

რომ გამოფხიზლდა, უკვე კედელს იყო აკრული.

ქვემოთ ჩაიხედა.

"რას აკეთებ, ლუკა?!" საკუთარ თავს შეეკითხა დევდარიანი. და მის გონებაში თორნიკეს ხმა გაისმა: "შენ კესოს დახმარება გჭირდება".

და ლუკამ კესოს ოთახის ფანჯარა გააღო.



როგორი სასიამოვნო იყო მისთვის ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ კესანეს სიახლოვეს ყოფნა. მერე რა, რომ კესოს მისთვის ხმა არ გაუცია და მისი სახლში ყოფნაც კიი არ იცოდა იმ წუთას, ლუკას იმედი ჰქონდა... იმედი, რომ კესო არ აქცევდა ზურგს. უბრალოდ უნდა ენიშნებინა, უნდა ეთქვა ლუკას მისთვის რამე ისე, როგორც ადრე... ისე, როგორც წასვლამდე იზამდა... ისე, როგორც დათა დადეშქელიანი იზამდა...



ვერ ისვენებდა კესანე. ვერ ისვენებდა მშვიდად მძინარე ანტონინას დანახვის გარეშე. ვერ იძინებდა ლოყაზე შვილის, შუბლზე კი-თორნიკეს ბაგეების თბილი შეხების გარეშე. პირველად დედა რომ გარდაეცვალა, მაშინ გაჩერდა დრო, თუმცა თეო და ნენე დაეხმარნენ და გადაიტანა... მეორედ ლუკა რომ წავიდა, მაშინ შეჩერდა წამები და კესო მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ ანტონინას ხელში დაჭერისას გამოფხიზლდა. მესამედ ლუკას გამოჩენამ შეაჩერა დროის სვლა. შეაჩერა და კესო ვერ ხვდებოდა, რა უნდა მომხდარიყო, ეს რომ დასრულებულიყო. ოთახში შევიდა. ფანჯარას მიუახლოვდა. რა იცოდა, თუ ყვითლად განათებული ოთახის ფანჯარას თაფლისფერ, მომწვანო თვალებს უსწორებდა ღამის სიბნელეში, ლამპიონებს მიღმა დამალული ლუკა.

ფურცლისგან დამზადებულ ყვავილს, რაფაზე რომ დაინახა, ხელი მოკიდა კესომ. სახეზე ემოცია არ გამოსახვია, თუმცა გული აუჩქარდა. აკანკალებული ხელებით დასალა ყვავილი. ფურცლის ნაკეცებს შორის შავი კალმით წინადადება თითქოს დაეხატაო ვიღაცას...

"თუ გაზაფხული მოვა, ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით..."

ფეხზე წამოდგა კესანე დაუფიქრებლად. ფანჯარაში გაიხედა. ყველა კუთხე, ყველა წერტილი დაათვარიელა. ვერაფერი რომ ვერ დაინახა ისე გავიდა ქუჩაში, მოსაცმელიც კი არ გახსენებია. თუმცა გარეთ მხოლოდ გამთენიის სუსხი იდგა გაუნძრევლად, ნოემბრის სუსხი.

ლუკა უკვე წასულიყო, თუმცა კესომ ზუსტად იცოდა, წუთის წინ ლამპიონის სინათლის მიღმა იმალებოდა კაცი...



***



-აქ იდგა, იარაღი ეჭირა...

-მერე რა მოხდა?

-იარაღი რომ დამიმიზნა, იქით იდგა ვიღაც... ეტყობა ამ არაკაცმა ვერ შეამჩნია. იმ კაცმა გაჩერება სცადა, იარაღის წართმევა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მერე გაისროლა და ის კლიენტი დაჭრა.

-დაჭრილი სად არის, ქალბატონო?-კესო ცდილობდა, რაც შეიძლება თბილი ყოფილიყო მოხუცი ქალის მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარის გამო ჯერ კიდევ კანკალებდა.

-ვცადე გაჩერება, მეზობლებმა სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს და სანამ მოვიდონენ ის კაცი გაიქცა, თაიგული არც გაახსენდა...

-რა თაიგული?-ორბელიანმა მაშინვე გაშალა მხრები, დაძაბულობა შეემატა.

-რაღაც პატარა ლურჯი ყვავილები... ლამაზი კი იყო... დახლთან დააგდო, იარაღის წართმევას რომ ცდილობდა...

ფეხზე ადგა კესო. წითლად თმაშეღებილ, ანერვიულებულ ქალს ხელი მსუბუქად დაადო მხარზე თანაგრძნობის ნიშნად და ხმის ამოუღებლად წავიდა დახლისკენ.

ლურჯ ფერს იატაკის მტვრის ფენა დასდებოდა.

რამდენიმე ფოთოლს ფეხსაცმლის კვალი ეტყობოდა, ალბათ შემთხვევით დააბიჯეს...

-ლუკა...

უხმოდ ჩაილაპარაკა ქალმა.

როგორ არ უნდოდა, ისევ მისი ნახვა. მერე რა, რომ მის რაღაც ნაწილს ლუკასთან საუბარი უნდოდა, მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და თუნდაც ეს წინააღმდეგობა ძალიან პატარა ყოფილიყო, ზოგჯერ ადამიანს საკუთარი თავი უწესებს საზღვრებს და არა-სხვისი აზრები, ახლა კი ამ მცირე წინააღმდეგობის დიდი ძალა აიძულებდა კესოს, თავი შორს დაეჭირა ლუკა დევდარიანისგან.

თუმცა სამსახურეობრივ მოვალეოებს გვერდს ვერ აუვლიდა...

ლუკა დევდარიანი იყო მოწმე და დაზარალებული.

ლუკა დევდარიანი უნდა დაეკითხათ და კესანე საკუთარ საქმეს სხვას არავითარ შემთხვევაში არ გადააბარებდა, მითუმეტეს, პირადი პრობლემების გამო.



***



-უნდა დავურეკო?-ექოდ გავრცელდა ხმა.

-აბა, რა უნდა ქნა?!-მეორე ხმამ პასუხი არ დააყოვნა და მის პარალელურად ნესამემ წამოიყვირა ხმამაღალი, მტკიცე, მკაცრი "არა!"

-როგორ თუ არა?! მისი შვილის მამაა! მას შესწირა მთელი ცხოვრება! ნუთუ მთლად დაკარგეთ გული...

-ჩემი შვილის მამა ლუკა დევდარიანია...-პირველი ხმა მეორეს შეეწინააღმდეგა და მაშინვე იგრძნო მეორეს მზერა.

-მთლად უარესი. კაცმა ჯერ შენ გაგზარდა და მერე სხვისი შვილი გაგაზრდევინა.

-და მერე წამიყვანა კოჯორში დევდარიანისთვის რომ ჩავებარებინეთ მე და ჩემი შვილი!

-იმიტომ ხომ არა, რომ ყოველ დილა-საღამოს დევდარიანის ბეჭედს მისტიროდი და თორნიკეს ყურებისას ლუკას თვალებს წარმოიდგენდი?!

და პირველ ხმას, ალბათ, უნდოდა შეწინააღმდეგება. ალბათ, კიდევ იტყოდა რამეს, თუმცა წკრიალა, ანგელოზის ხმასავით ნაზი, ტკბილი ჩურჩული გაიგო კესომ და იძულებული გახდა, გონებაში გამართული თათბირი სამ "მეს" შორის დაესრულებინა.

-დედიკო, გძინავს?-სასაცილოდ ჩურჩულებდა ანტონინა,ლაპარაკი სულ ახლახან დაეწყო...

თავი ზანტად წამოსწია კესომ, საწოლთან მდგარ შვილს გადახედა, ძლივს რომ ჩანდა ბალიშიდან.

გაუღიმა. გაუღიმა, თუმცა გულზე რაღაც მძიმე დააწვა. და იცოდა, ამის მიზეზი გონებაში საკუთარ თავთან საუბარი იყო.

ფრთხილად მოეჭიდა ბავშვს, საწოლზე ამოსვლაში რომ დახმარებოდა. ძლივს ამოცოცდა პაწია ხელ-ფეხით გოგო. დედის წინ დაჯდა რბილ ბალიშზს, სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი ხვეულები ხუთივე თითით გადაიგდო უკან, მერე ეს ხუთი თითი დედის მარჯვენა საჩვენებელ თითს ჩაავლო და ნამძინარევი თვალები მიაპყრო.

-დედიკო, მამიკო ისევ მუშაობს?-სიტყვა დაამთავრა და ქვედა ტუჩი აუკანკალდა. როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას და როგორ სძულდა კესოს საკუთარი თავი ამ დროს! სძულდა, რადგან ვერაფერს ამბობდა, ვერ ატყუებდა და ვერც სიმართლეს ეტყოდა. მერე რა, რომ სულ სამი წლის იყო, მერე რა, რომ ჯერ კარგად ვერ მეტყველებდა. პატარა ანტონინა განიცდიდა და კესოს იმ მომენტში მხოლოდ საკუთარი თავის განადგურება უნდოდა, შვილს რადგან ამას მართებდა.

-დედიკო, ეკემ მითხრა, ჩემი მამა რომ წავიდა, დედას აღარ ნახულობდაო, სხვა ქვეყანაში იყო და მარტო არდადეგებზე მნახულობდაო...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან ჰაერს ისე ეწაფებოდა პატარა ტონი, აშკარა იყო, აღარ შეეძლო თავის ციცქნა გულში დაეტია ამდენი ემოცია.

-მერე, ხომ მაინც დაბრუნდა ბექა?-იმედიანად გაუღიმა შვილს კესომ, ხელები მოხვია, გვერდით მიიწვინა,-მამაც დაბრუნდება. ხომ იცი, შენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებს.

-დედიკო,-ისევ თავიდან დაიწყო და კესოს უკვე ხმამაღლა ეცინებოდა ამ თბილ, ყველაზე ტკბილ, ყველაზე საყვარელ "დედიკოზე",-მგონი, მამიკოს შენ ჩემზე მეტად უყვარხარ. სულ შენზე მელაპარაკება, საქანელაზე როცა მივყავარ ხოლმე,-ეჭვით ჩაილაპარაკა და კესოს სიცილი რომ გაიგო, ზურგი აქცია ხელებგადაჯვარედინებულმა, თითქოს ასე აგრძნობინებდა დედას, რომ ეწყინა, თუმცა რა ეწყინა, თვითონაც არ იცოდა ზუსტად.

-უთხარი მამიკოს, მალე მოვიდეს, რა...-უკვე თვალდახუჭულმა, თითქმის მძინარებ ამოილაპარაკა.

და კესომ უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. კესანემ იცოდა, რომ სანამ ყველაფერს გადაწყვეტდა, სანამ ყველაფერს დაალაგებდა, დიდი დრო გავიდოდა და იცოდა, ვეღარც ერთი წუთით ვერ გაძლებდა თორნიკეს გარეშე. უნდოდა ისევ თორნიკესთან ერთად გაღვიძება, თორნიკესთან ერთად ანტონინას მომზადება ბაღისთვის, თორნიკესთან ერთად ნენეს, თეოს, გაბოსა და ბექას ნახვა, თორნიკესთან ერთად შვილის გასეირნება, თორნიკესთან ერთად მუშაობა, თორნიკესთან ერთად ფილმების ყურება... თორნიკე სჭირდებკდა კესოს, თორნიკე ენატრებოდა და ამიტომ წამოდგა საწოლიდან ფრთხილად, როგორც კი დარწმუნდა, რომ ანტონინას ეძინა, მზე კი მთვარესთან ბრძოლაში იმარჯვებდა.

"რამე მოხდა..?"

დაბნეული ჩანდა თორნიკე. ზუსტად იცოდა კესომ, იმ მომენტში, როცა ტელეფონის ეკრანზე კესოს ნომერი დაინახა, ფეხზე წამოდგა თორნიკე,აივანზე გავიდა და მწვანე თვალებით გარემოს შესწავლა დაიწყო გაუაზრებლად.

-ტონი ბაღშია წასაყვანი, მე კიდევ სამსახურში მაგვიანდება, სად ხარ ამდენ ხანს, თორო?!-ისე მიაყარა ქალმა, ხმის ამოღება არ დააცადა თორნიკეს, ტელეფონს სანამ გათიშავდა, თავისთვის ჩაილაპარაკა,-არა, აშკარად ორი მანქანა გვჭირდება ოჯახში...

გაეცინა.

გაეცინა თორნიკეს.

ბედნიერი იყო ეს სიცილი, სიცოცხლით სავსე.

გაეცინა და რომ დაენახა ეს სიცილი კესოს, მიხვდებოდა, რომ დრო არ იყო საჭირო რამის გადასაწყვეტად.

ეს სიცილი რომ დაენახა კესოს, მიხვდებოდა, რომ მხოლოდ ის ასხივებდა სიცოცხლეს... მხოლოდ ის სჭირდებოდა მშვიდად ცხოვრებისთვის...

გაიცინა თორნიკემ და სიცილისას ისევ განათდა მისი მწვანე თვალები, და ეს სინათლე თბილისური ზამთრისას არ ჰგავდა. გაზაფხულისფრად განათდა თორნიკეს თვალები. თეთრ პერანგზე შავი მანტო მოიცვა, გასაღები აიღო და ცოტა ხანში მანქანა კესოს კორპუსის წინ გააჩერა.

შორიდანვე ყვირილით გამოიქცა ანტონინა.

შორიდანვე იცინოდა კესო.

შორიდანვე ემზადებოდნენ და ახლოს მისული ქალი ისე ჩაიხუტა თორნიკემ, წამის წინ ხელში ატაცებული ანტონინა ძირს არც დაუსვამს.

ეს იყო ბედნიერება.

ეს ჩახუტება ღირდა სამივესთვის წელიწადის ყველა დროდ...



თორნიკეს მკერდს აკრული კესო ისე მშვიდად სუნთქავდა, ისე მშვიდად უცემდა გული, თითქოს რამდენიმე საათში თავად არ აპირებდა ყველაფრისთვის წერტილის დასმას...

***

-უნდა დავურეკო?-ექოდ გავრცელდა ხმა.

-აბა, რა უნდა ქნა?!-მეორე ხმამ პასუხი არ დააყოვნა და მის პარალელურად ნესამემ წამოიყვირა ხმამაღალი, მტკიცე, მკაცრი "არა!"

-როგორ თუ არა?! მისი შვილის მამაა! მას შესწირა მთელი ცხოვრება! ნუთუ მთლად დაკარგეთ გული...

-ჩემი შვილის მამა ლუკა დევდარიანია...-პირველი ხმა მეორეს შეეწინააღმდეგა და მაშინვე იგრძნო მეორეს მზერა.

-მთლად უარესი. კაცმა ჯერ შენ გაგზარდა და მერე სხვისი შვილი გაგაზრდევინა.

-და მერე წამიყვანა კოჯორში დევდარიანისთვის რომ ჩავებარებინეთ მე და ჩემი შვილი!

-იმიტომ ხომ არა, რომ ყოველ დილა-საღამოს დევდარიანის ბეჭედს მისტიროდი და თორნიკეს ყურებისას ლუკას თვალებს წარმოიდგენდი?!

და პირველ ხმას, ალბათ, უნდოდა შეწინააღმდეგება. ალბათ, კიდევ იტყოდა რამეს, თუმცა წკრიალა, ანგელოზის ხმასავით ნაზი, ტკბილი ჩურჩული გაიგო კესომ და იძულებული გახდა, გონებაში გამართული თათბირი სამ "მეს" შორის დაესრულებინა.

-დედიკო, გძინავს?-სასაცილოდ ჩურჩულებდა ანტონინა,ლაპარაკი სულ ახლახან დაეწყო...

თავი ზანტად წამოსწია კესომ, საწოლთან მდგარ შვილს გადახედა, ძლივს რომ ჩანდა ბალიშიდან.

გაუღიმა. გაუღიმა, თუმცა გულზე რაღაც მძიმე დააწვა. და იცოდა, ამის მიზეზი გონებაში საკუთარ თავთან საუბარი იყო.

ფრთხილად მოეჭიდა ბავშვს, საწოლზე ამოსვლაში რომ დახმარებოდა. ძლივს ამოცოცდა პაწია ხელ-ფეხით გოგო. დედის წინ დაჯდა რბილ ბალიშზს, სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი ხვეულები ხუთივე თითით გადაიგდო უკან, მერე ეს ხუთი თითი დედის მარჯვენა საჩვენებელ თითს ჩაავლო და ნამძინარევი თვალები მიაპყრო.

-დედიკო, მამიკო ისევ მუშაობს?-სიტყვა დაამთავრა და ქვედა ტუჩი აუკანკალდა. როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას და როგორ სძულდა კესოს საკუთარი თავი ამ დროს! სძულდა, რადგან ვერაფერს ამბობდა, ვერ ატყუებდა და ვერც სიმართლეს ეტყოდა. მერე რა, რომ სულ სამი წლის იყო, მერე რა, რომ ჯერ კარგად ვერ მეტყველებდა. პატარა ანტონინა განიცდიდა და კესოს იმ მომენტში მხოლოდ საკუთარი თავის განადგურება უნდოდა, შვილს რადგან ამას მართებდა.

-დედიკო, ეკემ მითხრა, ჩემი მამა რომ წავიდა, დედას აღარ ნახულობდაო, სხვა ქვეყანაში იყო და მარტო არდადეგებზე მნახულობდაო...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან ჰაერს ისე ეწაფებოდა პატარა ტონი, აშკარა იყო, აღარ შეეძლო თავის ციცქნა გულში დაეტია ამდენი ემოცია.

-მერე, ხომ მაინც დაბრუნდა ბექა?-იმედიანად გაუღიმა შვილს კესომ, ხელები მოხვია, გვერდით მიიწვინა,-მამაც დაბრუნდება. ხომ იცი, შენს გარეშე დიდხანს ვერ ძლებს.

-დედიკო,-ისევ თავიდან დაიწყო და კესოს უკვე ხმამაღლა ეცინებოდა ამ თბილ, ყველაზე ტკბილ, ყველაზე საყვარელ "დედიკოზე",-მგონი, მამიკოს შენ ჩემზე მეტად უყვარხარ. სულ შენზე მელაპარაკება, საქანელაზე როცა მივყავარ ხოლმე,-ეჭვით ჩაილაპარაკა და კესოს სიცილი რომ გაიგო, ზურგი აქცია ხელებგადაჯვარედინებულმა, თითქოს ასე აგრძნობინებდა დედას, რომ ეწყინა, თუმცა რა ეწყინა, თვითონაც არ იცოდა ზუსტად.

-უთხარი მამიკოს, მალე მოვიდეს, რა...-უკვე თვალდახუჭულმა, თითქმის მძინარებ ამოილაპარაკა.

და კესომ უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. კესანემ იცოდა, რომ სანამ ყველაფერს გადაწყვეტდა, სანამ ყველაფერს დაალაგებდა, დიდი დრო გავიდოდა და იცოდა, ვეღარც ერთი წუთით ვერ გაძლებდა თორნიკეს გარეშე. უნდოდა ისევ თორნიკესთან ერთად გაღვიძება, თორნიკესთან ერთად ანტონინას მომზადება ბაღისთვის, თორნიკესთან ერთად ნენეს, თეოს, გაბოსა და ბექას ნახვა, თორნიკესთან ერთად შვილის გასეირნება, თორნიკესთან ერთად მუშაობა, თორნიკესთან ერთად ფილმების ყურება... თორნიკე სჭირდებკდა კესოს, თორნიკე ენატრებოდა და ამიტომ წამოდგა საწოლიდან ფრთხილად, როგორც კი დარწმუნდა, რომ ანტონინას ეძინა, მზე კი მთვარესთან ბრძოლაში იმარჯვებდა.

"რამე მოხდა..?"

დაბნეული ჩანდა თორნიკე. ზუსტად იცოდა კესომ, იმ მომენტში, როცა ტელეფონის ეკრანზე კესოს ნომერი დაინახა, ფეხზე წამოდგა თორნიკე,აივანზე გავიდა და მწვანე თვალებით გარემოს შესწავლა დაიწყო გაუაზრებლად.

-ტონი ბაღშია წასაყვანი, მე კიდევ სამსახურში მაგვიანდება, სად ხარ ამდენ ხანს, თორო?!-ისე მიაყარა ქალმა, ხმის ამოღება არ დააცადა თორნიკეს, ტელეფონს სანამ გათიშავდა, თავისთვის ჩაილაპარაკა,-არა, აშკარად ორი მანქანა გვჭირდება ოჯახში...

გაეცინა.

გაეცინა თორნიკეს.

ბედნიერი იყო ეს სიცილი, სიცოცხლით სავსე.

გაეცინა და რომ დაენახა ეს სიცილი კესოს, მიხვდებოდა, რომ დრო არ იყო საჭირო რამის გადასაწყვეტად.

ეს სიცილი რომ დაენახა კესოს, მიხვდებოდა, რომ მხოლოდ ის ასხივებდა სიცოცხლეს... მხოლოდ ის სჭირდებოდა მშვიდად ცხოვრებისთვის...

გაიცინა თორნიკემ და სიცილისას ისევ განათდა მისი მწვანე თვალები, და ეს სინათლე თბილისური ზამთრისას არ ჰგავდა. გაზაფხულისფრად განათდა თორნიკეს თვალები. თეთრ პერანგზე შავი მანტო მოიცვა, გასაღები აიღო და ცოტა ხანში მანქანა კესოს კორპუსის წინ გააჩერა.

შორიდანვე ყვირილით გამოიქცა ანტონინა.

შორიდანვე იცინოდა კესო.

შორიდანვე ემზადებოდნენ და ახლოს მისული ქალი ისე ჩაიხუტა თორნიკემ, წამის წინ ხელში ატაცებული ანტონინა ძირს არც დაუსვამს.

ეს იყო ბედნიერება.

ეს ჩახუტება ღირდა სამივესთვის წელიწადის ყველა დროდ...

***

მთელი გზა ტიტინებდა ანტონინა. მონატრებით გულაჩქარებული თორნიკე სარკიდან უყურებდა უკანა სავარძელზე მჯდომს და ღიმილს ვერ იკავებდა. ბავშვი რომ ბაღში გააცილეს, არც მაშინ მოშორებია ეს ღიმილი თორნიკეს, თუმცა მის გვერდით, მანქანის წინა სავარძელზე მჯდარი კესო ხედავდა უხერხულობას მის მწვანე თვალებში, და წამით გაუკვირდა, ამ უხერხულად ზამთრისფერი თვალებითაც კი როგორ ანათებდა გვიანი ნოემბრის თბილისს თორნიკე...

-არაფერს იტყვი?-ჩამწყდარი ხმით იკითხა ქალმა, ნელა გააპარა მზერა თორნიკესკენ. რა საოცარია გულნატკენი ადამიანის ღიმილი, უთქმელად რომ გიმხელს პატრონის წუხილს. სწორედ ამ ღიმილით უყურებდა თორნიკე გზას და კესო ხვდებოდა, რაღაც არასწორად გააკეთა, თუმცა ზუსტად ჯერ არ იცოდა, რომელი გადადგმული ნაბიჯის სინანული უნდა დაეწყო...

-რატომ დამირეკე, კესანე...-არ უყურებდა ქალს თორნიკე და ორბელიანი ვერ იაზრებდა, თორნიკეს წყენის მიზეზს...

-ტონის მოენატრე...-ჩურჩულით ძლივს მიაწვდინა ხმა კაცს.

-ხომ იცი, რომ ეს არასწორია, კესო...

-რა არის არასწორი?-სანამ კითხვის დასმას დაასრულებდა, კესომ გაიგო, როგორ ამოისუნთქა ზამთრის სუსხისფერი ჰაერი ჩადუნელმა და წამით მოეჩვენა, რომ მისი ცხოვრება ყინულისგან იყო აშენებული, ოდნავი სითბო კი ყველაფერს აფუჭებდა...

მარცხნივ გაიხედა თორნიკემ, ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა, მერე გზას გაუსწორა თვალი, წინ მდგომი მანქანა შეათვალიერა, საჭეს ორივე ხელი ჩასჭიდა და მანქანა გადააყენა. როგორც კი გაჩერდა, გასაღები გადაატრიალა, წამით საჭეს მიაჩერდა, მწვანე თვალები დაახამხამა და მერე გაიმართა. და კესოს მოეჩვენა, რომ იმ მომენტში დაპატარავდა. ისე დაპატარავდა, ისე დასუსტდა, როგორც მიტოვებული ჩვილი... თუმცა გაბედა... გაბედა მზერა გაესწორებინა თორნიკესთვის, როცა კაცმა მწვანე თვალები მიაპყრო გვერდით მჯდარს.

-არასწორია, კესანე, ჩემთან იყო და ლუკაზე ფიქრობდე. ჩემს გვერდით გეძინოს და ლუკას წარმოიდგენდე. ჩემს გვერდიY დადიოდე და ლუკას დატოვებულ ბეჭედს წარმოიდგენდე საკუთარ თითზე. არასწორია ლუკას შვილი მე მეძახდეს მამას, თვითონ ლუკა კი ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებოდეს. არასწორია, რომ მიყვარხარ. და რომ მიყვარს ჩვენი ანტონინა. თქვენი ანტონინა...

-თორო...-სცადა კესომ ჩადუნელის გაჩერება, თუმცა თორნიკეს წამითაც არ უფიქრია ეს...

-სარგებელზე თუ ფიქრობ, რაღაც უნდა დათმო, უნდა გაწირო... ჩემი სარგებელი სიცოცხლეა და შენს გვერდით ამას ვერ ვახერხებ, რადგან შენ ჯერ ვერ გაიგე, რისი მიღება გინდა ამ სამყაროსგან.

-შენი დაკარგვა არ მინდა, ეს ზუსტად ვიცი, თორო...-საკუთარი ხმა ძლივს გაიგო კესანემ, საბრალო ქალი უფსკრულისფერ მწვანე თვალებში იკარგებოდა...

-მე არც არასდროს გიპოვნივარ, კესო. შენთვის ყოველთვის სხვისი შემცვლელი ვიყავი. ახლადდაობლებული კესანესთვის–დედ-მამა, მეგობრებზე გაბრაზებული კესანესთვის–მეგობრის ძმა, ახალმიტოვებული კესანესთვის–მეორე ნახევარი, მარტოხელა დედისთვის კი–მეუღლე და ბავშვის მამა. არასდროს ვყოფილვარ უბრალოდ თორნიკე ჩადუნელი და ვიცი, არასდროს ვიქნები...

-რომ არა თორნიკე ჩადუნელი, შენ ვერც ჩემი მშობელი იქნებოდი, ვერც ძმა, მეორე ნახევარი, მეუღლე ან შვილის მამა...-მაშინვე თქვა კესომ, როგორც კი ჩადუნელმა სიტყვა დაასრულა და მიხვდა ქალი, რამდენად სურდა მის სულს თავის მართლება...

თავი გააქნია თორნიკემ. დანანებით ჩაეცინა და ისევ თვალებში ჩახედა კესოს, ოღონდ ახლა უფრო ნეტად ჰგავდა საკუთარ თავს.

-ნახე ლუკა?-იმედიანი ხმით იკითხა კაცმა და კესომ რომ თავი გააქნია, მანქანა დაძრა, ისევ გზას მიაჩერდა სამსახურისკენ მიმავალი.

-მზად არ ვიყავი,-არ დაუმალავს კესოს. და როცა მიხვდა, თორნიკე არაფერს იტყოდა, წინა დღეს დაყაჩაღებულ მაღაზიაში ნაპოვნ კესანეებზეც მოუყვა.

-ესე იგი, განყოფილებაში უნდა დავიბაროთ...-კითხვასავუთ გაჟღერდა თორნიკეს ხმა მანქანაში, თითქოს ნებართვას იღებდა კესოსგან.

-სამი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, ციხიდან გაქცეულია და შენთხვევის ადგილიდანაც გაიქცა. ხომ იცი, არ შეიძლება მისი განყოფილებაში მიყვანა...-წარბშეჭმუხნულმა თვალები თორნიკეს მიაპყრო.

"ჩემი დაკარგვა არ გინდა, თუნცა დამნაშავეს ციხეში ვერ უშვებ, კესო..." საკუთარი ხმა შემოესმა საკუთარ თავთან მოლაპარაკეს, თუმცა ხმამაღლა არ თქვა ეს, მხოლოდ თავი დაუქნია კესოს და რა იცოდა, თუ კესო მის თვალებში კითხულობდა მის ფიქრებს...

-მოვიფიქროთ და სხვაგან შევხვდეთ...-მშვიდი ხმა ჰქონდა თორნიკეს.

-ჰო, სხვაგან შევხვდეთ,-მშვიდი ხმა ჰქონდა კესოსაც...

კიდევ ორი დღე გავიდა და ამ დროის განმავლობაში ყოველ წუთს, ყოველ წამს ერთად ატარებდნენ თორნიკე და კესო. თითქოს ძველი დრო დაბრუნდა. ის დრო, რომელიც ლუკას გაქრობის შემდეგ დადგა. ანტონინა ერეკლესა და დამიანეს სანახავად წაიყვანეს. ნენესთან და თეოსთან უფრო მეტი დრო გაატარა კესომ, გაბრიელსაც ელაპარაკა, თუმცა ბაქრაძეს არ უხსენებია ქალთან, ლუკა რომ ნახა რამდენიმე დღის წინ (ვინ იცის, იქნებ ნანობდა კიდეც, რაც მაშინ უთხრა). სამსახურში ერთად დადიოდნენ, იქიდანაც ერთად მოდიოდნენ. გამოძიებაში ორივე იღებდა მონაწილეობას, თუმცა დევდარიანის არსებობას თვალს არ უსწორებდნენ.

ორი დღე ისე გავიდა, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში.

თუმცა სამსახური ზოგჯერ იმაზე მეტს მოითხოვს ადამიანისგან, ვიდრე ეს მოსალოდნელია და თორნიკეც იძულებული გახდა, საკუთარ ფიქრებს ჩაღრმავებოდა. ყველაზე მეტად ეშინოდა იმის, რომ კიდევ ერთხელ დაკარგავდა კესოს და ამჯერად–საბოლოოდ. თუმცა ტყუილში ვერ იცხოვრებდა. საკუთარი თავი უნდა ეხსნა. მხოლოდ ერთხელ თუ შეძლებდა ამას, მერე თავს დააღწევდა საკუთარ გონებაში გამეფებულ სიბნელეს. დაიღალა თორნიკე. დაიღალა და კესოც კი ვეღარ შველოდა ამ დაღლილობას. პირიქით, კესოს რომ ხედავდა, თორნიკეს მწვანე თვალები მაშინვე შავდებოდნენ. ცივდებოდნენ. უყვარდა კესო და ეს სიყვარული უღებდა თორნიკეს ბოლოს.

გამოძიებას ვერ დაასრულებდნენ, თუ დაჭრილ მოწმეს არ იპოვიდნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ წარსულში ცხოვრება უნდა შეეწყვიტათ: თორნიკეს და კესოს ლულა დევდარიანი უნდა დაეკითხათ.

-არასწორად ვიქცევით, ხომ იცი?-ტონი რომ დააძინა, სამზარეულოს კედელს მხრით მიეყრდნო და მოფუსფუსე ქალს ფრთხილად, მორიდებით შეავლო თვალი. კესო თითქოს ვერაფერს მიხვდა, რა ხდებაო, დაბნეული ღიმილით ჰკითხა კაცს და მაშინვე დანთებულ გაზქურაზე გადაიტანა მზერა.

-პირდაპირი მოწმეა, ნაწილობრივ დაზარალებული...-სცადა ბოლომდე ეთქვა, თუმცა არ გამოუვიდა კაცს. არც იყო საჭირო. კესანე მიუხვდა. გაზქურას ზურგი აქცია. ჩადუნელს გაუსწორა მზერა.

-ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია..?-სცადა ემოციების შეკავება, მაგრამ თორნიკეს წინ ამას ვერასდროს ახერხებდა... ხმა დაუწვრილდა ქალს და თორნიკემ წამით ინანა, რომ ამაზე დაიწყო საუბარი.

-კესო, რა გგონია, სად ვმუშაობ, ვინ ვარ.?!-ჩაეცინა იმედგაცრუებულს და ქალმა რომ არაფერი თქვა, ისევ თვითონ გააგრძელა,-თაია კალანდაძის მკვლელობის გამო დაიჭირეს, გაიქცა, ჩვენთან მოვიდა და მოვიტყუე, დავგეგმე, გავაპარე. გაქცევამდე კაცი შემოაკვდა და ესეც დავმალე. თავმოყვარეობა დავკარგე, საყვარელი ქალი დავთმე, შვილს ზურგი ვაქციე და რა გინდა, სამართალსაც ბოლო მოვუღო საბოლოოდ?! ნუთუ ეს არ იყო საკმარისი?!-წარბშეკრული თითქოს ხმას არ უწევდა, თუმცა კესომ იცოდა, რომ ყვირილს მხოლოდ გვერდით ოთახში მძინარე ანტონინას გამო არ იწყებდა.

-ანუ...

-ანუ ლუკა დევდარიანი პირდაპირი მოწმეა. დაჭრილია. გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მეტჯერ ვერ დავმალავ. მეტად ვეღარ დაემალები სიმართლეს, კესო... თავს ნუ დაკარგავ, კესანე. ასეთი არ ხარ...

დაიჩურჩულა კაცმა. და უცნაურად ნაზი მარჯვენა ქალის გაყინულ ღაწვებს შეახო ფრთხილად. მერე ზურგი აქცია. მარტო დატოვა ორბელიანი და საძინებელში რომ შევიდა, ვეღარ გაიხსენა, მართლა შეეხო კესოს თუ–მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში...

***

-დათა დადეშქელიანი იპოვეს, განყოფილებაში მოჰყავთ,-დაკაკუნების შემდეგ კარი შეაღო საშუალო სიმაღლის შავგვრემანმა გოგონამ და თორნიკე ჩადუნელმა თავი დაუქნია თუ არა, მაშინვე კარს მიღმა გაუჩინარდა. სულ შემთხვევით მოუწია კესანეს საბუთების გამო დაყოვნება თორნიკეს კაბინეტში. და მიხვდა ქალი, ხვეულთმიანმა ყველაფერი სცადა, ლუკა კვლავ ციხისგან რომ გადაერჩინა...

"დათა დადეშქელიანი..." რამდენჯერმე გაიმეორა გონებაში და თავისდაუნებურად გაეღიმა გოგოს. თორნიკემ მზერა გაუსწორა.

კესოს კი მისი ნათელი, მწვანე თვალების დანახვისას სახე გაუბრწყინდა.

-საბუთები დამიტოვე, კესო, და მომზადე. მოწმე მოჰყავთ, უნდა დაკითხო,-ღიმილს წამითაც არ გადაურბენია თორნიკეს სახეზე, თუმცა სცადა... კესოსთვის სცადა...

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კესოს არც უფიქრია მის ღიმილზე. მხოლოდ ერთხელ შეავლო თვალი ჩადუნელის სახეს და თითქოს ცხადად დაინახა მისი ძაღლური ერთგულება, რომელიც, რატომღაც, ჭირივით სძულდა თორნიკეს... და იამაყა კესომ. თორნიკეს მაგივრად იამაყა. რთულია იყო ერთგული, როცა ზურგს გაქცევენ...

***

-დათა დადეშქელიანი...-საბუთებით ხელში დაჯდა წაბლისფერთმიანუ ქალი მამაკაცის წინ. თვალს არიდებდა დათად ქცეულ ლუკას, თითქოს იცოდა, კვლავ დაკარგავდა თავს,-შემთხვევის ადგილზე თქვენი ანაბეჭდები ვიპოვეთ.
-არაფერი ვიცი,-ყალბი ღიმილი გადაეფინა ლუკას სახეს, სკამის საზურგეს მიეყრდნო კაცი.
-უბრალოდ დამნაშავის პონვაში უნდა დაგვეხმაროთ.
-უარს ვამბობ.
-მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ.
-არაფრის გაკეთება შემიძლია.
-შემთხვევის ადგილზე ყვავილების თაიგული ვიპოვეთ, კესანები. თქვენ გეკუთვნოდათ?
-კი, ჩემს გულში ვზრდიდი,-ჩაეცინა ლუკას და რა იცოდა კესომ, რამდენად იბნეოდა კაცი, როცა ორბელიანის ცივ ტონს უსმენდა...
-თუ მნიშვნელოვანი იყო, რატომ დატოვეთ?-ახლის გაგების მოლოდინში, მაგიდას დაეყრდნო კესანე, მოწმისმენ გადაიხარა.
-უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი,-თვალებში ჩახედა ლუკამ კესოს. გაშეშდა კესო... ენა დაებნა და წამით მოუწია დადუმება, მერე კი მიხვდა, თემა უნდა შეეცვალა.
-ყაჩაღი დაინახეთ?
-არა, რანაირად დავინახავდი...
-გამყიდველმა თქვა, რომ თქვენ მასთან პირდაპირი შეხება გქონდათ.
-ყაჩაღი არ დამინახავს.
-დაჭრილი ხართ?-იკითხა კესომ და მიხვდა, ლუკა უფრო დაიბნა. ვერ მიუხვდა. იცოდა, ორივე იტყუებოდა, ორივე უთქმელად ხვდებოდა, რომ თორნიკემ ისევ მოიტყუა და კესო დევდარიანის განყოფილებიდან გაყვანას ცდილობდა, თუმცა კითხვას თუ არ შემოაბრუნებდა, ლუკას სასამართლო პროცესზე გამოჩენა მოუწევდა...-გამყიდველის თქმით, ყაჩაღმა გაისროლა თქვენი მიმართულებით.
-კი, გაისროლა, მაგრამ არ მომხვედრია. მოეჩვენებოდა, მოხუცი გამყიდველი იყო, თან ინერვიულა...
-რატომ გაიქეცით შემთხვევის ადგილიდან?
-მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დაგავიწყდათ?!
-იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი თავი დამავიწყდა,-გაიღიმა ლუკამ და ოთახის შავი ფანჯრების მიღმა მდგარმა თორნიკემ დაინახა, რომ ეს ღიმილი ნამდვილი იყო. ეს ღიმილი კესოს ეკუთვნოდა.
-რას გულისხმობთ?!-წარბი შეკრა ორბელიანმა.
-მეჩქარებოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ სული არ გამიყიდია, თუმცა ვერ დავუმტკიცე. გავიქეცი, რომ მენახა მნიშვნელოვანი ადამიანი და მან ეს ვერც კი გაიგო, რადგან პატარა, სხვისთვის არაფრისმთქმელი ყვავილების თაიგული დაყაჩაღებულ მაღაზიაში დამრჩა,-ლუკაც მოშორდა სკამის საზურგეს, კესოსკენ გადაიხარა მაგიდას დაყრდნობილი,-და ახლა, იმის მაგივრად, რომ საკუთარ ცხოვრებას ვალაგებდე, უაზროდ შეღებილ ოთახში ვზივარ და თქვენს უაზრო შეკითხვებს ვპასუხობ, თუმცა ეს საქმეს არ ეხება. არც დამყაჩაღებელი დამინახავს, არც დაჭრილი ვარ და უარს ვამბობ თანამშრომლობაზე. თუ შეიძლება, ჩემს საქმეებს მივხედავ,-მშვიდი ხმა ჰქონსა ლუკას. თვალს არ აცილებდა კესოს. და კესანე ხედავდა მის თაფლისფერ, მომწვანო თვალებში, როგორ ტყდებოდა კაცი...
ათი წამი გავიდა. კესო მაგიდას მოშორდა.
კიდევ ათი წამი. კესომ საბუთებს გადაავლო თვალი.
ერთი წუთი გავიდა. ქალმა კაცს შეხედა. და გაიღიმა.
-დიდი მადლობა. თავისუფალი ხართ,-გაისმა ნაცრისფერ ოთახში კესანე ორბელიანის ხმა.
და ქალი ფეხზე წამოდგა.
რამდენიმე წამიც და ოთახში მხოლოდ ლუკა დევდარიანი დარჩა. მხოლოდ ლუკა და მისი უცნაური, მარტოსული, ტკივილით სავსე ფიქრები...

საქმე ბევრი იყო. დრო გადიოდა. ნოემბრის ბოლოსთვის უჩვეულოდ ნარინჯისფერი იყო შებინდებისას ჩამავალი მზე. ნეტავ ასეთ ცას თუ გადაიღებდა ლუკა? ნეტავ, ასეთუ ცის ფოტოს თუ შეინახავდა დაბარჩენების გვერდით თავის ითახში..? კაბინეტის ფანჯრიდან უყურებდა ფირუზისფერ ცაზე გადაფენილ ვარდისფერ ღრუბლებს და იქ საკუთარ თავს ხედავდა.
"როდის გახდი ასეთი, როდის..." დანანებით ჩაილაპარაკა გულში. ღრუბლებში მყოფი კესო კი ნამდვილს თვალს არიდებდა...
-კესო,-სიჩუმე რომ დაარღვიეს, შეხტა კესანე, ცას თვალი მოაშორა და ოთახში ახალშესულ თორნიკეს შეხედა.
-გვიანია უკვე,-მიუახლოვდა კაცი კესოს,-ტონი ცოდოა, გველოდება. წაიყვანე მანქანა და წადი, მე დამაგვიანდება.
ახლა მთელი სხეულით შებრუნდა ჩადუნელისკენ ქალი.
-ზედმეტად ბევრს აკეთებ ჩემთვის, თორო...-წარბები შეეჭმუხნა, ხმაც ძილვს დაიმორჩილა. თორნიკეს ჩაეცინა. მარჯვენა ხელი წელზე მოჰხვია ქალს და თავისკენ მიიზიდა, თავის მკლავებში ჩამალა მისი გამხდარი სხეული.
-რაც არ უნდა გააკეთო, კესო, რამდენჯერაც არ უნდა მაქციო ზურგი, მაინც... შენთვის სულის გასაყიდადაც კი მზად ვიქნები....-ჩუმი, ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და კესომ თვალები ძლიერად დახუჭა, თითქოს ასე გააგდებდა სიმართლეს რეალობიდან.
-შენ ზურგს ვერასდროს გაქცევ,-ძლივს ამოიკნავლა ქალმა. იგრძნო, კიდევ გაეცინა თორნიკეს. მოიშორა კაცმა კესო და თვალებში შეხედა, თან თავი გააქნია ოდნავ:
-ამას ნუ იტყვი, კესო,-უცნაური ღიმილით თქვა. მერე ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო და წინ მდგარს გაუწოდა.

გარეთ გავიდა კესო და იგრძნო ზამთრის ცივი ჰაერი. იმდენად სუფთა მოეჩვენა ის ჰაერი, იმდენად წმინდა... გასაღები ხელში შეათამაშა და მანქანისკენ ისე წავიდა, არც შეუხედავს მისთვის. ერთი ნაბიჯი გადადგა, მეორეც, მესამეც... და თავისდაუნებურად, დაუფიქრებლად გაიხედა გვერდით. ორ ნაბიჯში, ზუსტად ორ ნაბიჯში სამი-ოთხი წლის წინ ლამპიონის ძირში კესანე ორბელიანი დათა დადეშქელიანს შეხვდა... გაიხედა და გაეღიმა. მოგონებაზე გაეღიმა. ალბათ, სწორედ ის მოგონებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, გაურკვეველ, ამოუცნობ ღიმილს რომ მოგვგვრის და ჩვენს თვალებში გაურკვეველი ემოციით აათამაშებს თეთრ ნაპერწკლებს...
და ღიმილი მაშინვე გაქრა მისი სახიდან, როცა ლამპიონის ბოძს მიყრდნობილი იყო მამაკაცი... ღმერთო, როგორ ჰგავდა ეს კაცი დათას... იმ დათას, კესომ რომ შეიყვარა... იმ დათას, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ დამნაშავის ფარი იყო...
გაშრა კესანე. ზურგი აქცია სილუეტს, მანქანისკენ წავიდა.
თუმცა არა საკმარისად სწრაფად.
"კესო..." გაისმა ნაცნობი, ნანატრი ხმა და წამიც არ გასულა, ისე ჩაავლო ლუკა დევდარიანმა კესოს ხელი.
თავისკენ შეაბრუნა ქალი. წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა... ის შეხება... ის შეხება ისე მოენატრა, ისე ეუცხოა, მთლად წაერთვა ძალა. და კესო ლუკას მკლავებში აღმოჩნდა. წამით თავბრუ დაესხა, დააბნია ლუკას სურნელმა.
"ამას გადავეჩვიე..." გაისმა კესოს გონებაში ხმა, თუმცა ხმამაღლა მხოლოდ ორი სიტყვა თქვა.
-ხელი გამიშვი...
იგრძნო, როგორ ამოიხვნეშა ლუკამ და როგორ აჩქარდა მისი გულისცემა.
-არ გამექცე, კარგი..?-ძლივსგასაგონად თქვა კაცმა,-გთხოვ, კესო...
და ქალის პასუხს არ დალოდებია. სხეულზე აკრულს ნელა მოაშორა ხელები, მერე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თვალებში ჩახედა ქალს.

-არაკაცი ხარ, ლუკა,-ზიზღით ამოილაპარაკა ქალმა. გაუკვირდა, პირველად ეს სიტყვები რომ გაახსენდა. და უფრო გაუკვირდა, ლუკამ მხოლოდ თავი რომ დაუქნა.
-არ უნდა დაბრუნებულიყავი,-იგივე ტონი ჰქონსა კესანეს. ლუკამ კი ისევ თავი დაუქნია, შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ეს უკვე ბევრჯერ მოვისმინე.
-მაინც აქ რატომ ხარ, მაშინ?!-წარბები აზიდა ქალმა, ლუკამ კი თაფლისფერი, მომწვანო თვალები გაუსწორა კესოს ყავისფერებს:
-მე შენთვის დავბრუნდი და არა მათთვის, ვინც ეს მითხრა.
ჩაეღიმა კესოს ირონიულად. თავი გააქნია და წამში ზურგი აქცია კაცს. მანქანის კარი გამოაღო თუ არა, მიხვდა, დევდარიანიც ჩაჯდომას აპირებდა და მთლად შეეცვალა ხასიათი.
-არ მიეკარო ჩემს მანქანას!-ცივად მიაძახა კაცს და ლუკას გაეცინა. ნამდვილად გაეცინა...
-თორნიკეს მანქანაა, არა?!-ამ სიცილით იკითხა. არაფერი უთქვამს კესოს. მანქანაში ჩაჯდა, საჭეს დაადო მარცხენა ხელი, მარჯვენათი კი გასაღების მორგება სცადა.
-არაუშავს,-კარი გამოაღო ლუკამ,-შენ ვერ გაგიბრაზდება შენი თორო.
-მანქანიდან გადადი, ლუკა,-საქარე მინას თვალს არ აცილებდა კესო, თითქოს არ უნდოდა, უცნაურობისკენ შეცვლილი ლუკა დევდარიანი დაენახა.
-მიდი, დაქოქე და წავიდეთ სადმე, ვილაპარაკოთ,-მოჩვენებით მხიარულებას ინარჩუნებდა ოქროსფერთმიანიც.
-ვერსად წავალთ, ლუკა, ბავშვი მელოდება, გადადი მანქანიდან.
-ბავშვი?-გზიდან მზერა გვერდით მჯდარ ქალზე გადაიტანა ლუკამ და მაშინვე მიხვდა, ვიზე იყო საუბარი. მხიარულად აზიდული წარბები თავუს ადგიკს დაუბრუნდნენ და თაფლისფერ თვალებში დაბუდებული ოქროსფერი ბედნიერებაც გაქრა, თუმცა ტონის შენარჩუნება მოახერხა,-უთხარი ნენეს, თეოს.. თორო და გაბოც ხომ გყავს, არა? და ის... თეოს ქმარი, ბექა. უთხარი, მიხედონ ცოტა ხნით.
-ლუკა, რას ითხოვ ჩემგან?! რა გინდა?!-ვეღარ მოითმინა ქალმა, თვალი გაუსწორა დევდარიანის მზერას და სცადა, არ შეემჩნია, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
-დაძარი მანქანა,-მშვიდად თქვა კაცმა, თუმცა ახლა მის ტონში ყველანაირი ბედნიერება ჩამქრალიყო...
შეიკურთხა კესანემ.
საჭეს დაარტყა ხელი, თითქოს ასე გააქრობდა საკუთარ თავში არსებულ სიბრაზეს.
მერე კი მანქანის ტარებას შეუდგა.

სიჩუმის რამდენიმე წამი გავიდა... და ლუკამ მეტხანს ვერ მოითმინა. უხმოდ, შეუმჩნევლად დაიწყო საუბარი, ისე, რომ კესოსთვის არ შეუხედავს.
-ერთად ცხოვრობთ?
და კესოც გაჩერდა წამით. თვალი ვერ გაუსწორა კაცს, თუმცა მიუხვდა. მიუხვდა და ჩუმადვე უპასუხა:
-კი.
-მამას ეძახის?-ახლა უფრო ჩაუწყდა ხმა. რას არ გასცემდა, ოღონდ ეს პასუხი არ მოესმინა...
-კი...-გაისმა კესოს ხმა რამდენიმე წამის შემდეგ.
გვერდით გაიხედა ლუკამ.
გზას გახედა.
თვალები აეწვა.
გული აუჩქარდა.
ხელები მომუშტა.
თავი გააქნიაზ საკუთარ თავს კიცხავდა გონებაში.
-კარგი დედა იქნები...-გამტყდარი ხმით ჩაილაპარაკა.
კესომ მანქანა გააჩერა.
ლუკასკენ გააპარა თვალი, თუმცა შეკრთა მისი დანახვისას. მაშინვე მოაშორა მზერა და ისე ამოიჩურჩულა.
-თორნიკეც კარგი მამაა.

გვიანი ნოემბრის სუსხი აქამდე ასე არ უგრძვნია კესოს. გრძელი, ნაცრისფერი მანტო წელზე შემოიჭდო, ხელები გადაიჯვარედინა და ისე წავიდა წინ, მანქანიდან ახალგადმოსული ლუკასკენ არც კი გაუხედავს.

თუმცა ლუკას მისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე, როგორც ადრე, თითქოს ელოდა, როდის მოეფარებოდა კესო თვალს, რომ წასვლა შეძლებოდა, თუმცა მალევე მოეგო გონს და ქალს დაეწია.

რამდენიმე კორპუსს შორის დიდი სტადიონი იყო. რატომღაც, ცარიელი... იმდენად უცნაური იყო საღამოს საათებში, მაშინ, როცა მზე ახალი ჩასული იყო, ცარიელი მწვანე სტადიონის დანახვა... თითქოს კარს მომდგარმა დეკემბერმა ყველა დააფრთხო...

სტადიონის ცენტრში დადგა კესო, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სცადა, არ შეემჩნია, როგორ ეპარებოდა სიცივე მის ცხელ ლოყებს. მის წინ დადგა ლუკაც. და წამით კესომ მის თვალებს შეხედა და დაინახა დათა დადეშქელიანი... გულში რაღაც ჩასწყდა. თვალები დახუჭა. მზერა მის ახლადამოსულ წითურ, ოქროსფერ წვერზე გადაიტანა და მიხვდა, ჩქარა უნდა მოშორებოდა მას.

-ლაპარაკი გინდოდა. გისმენ.

ცივად თქვა ქალმა.

ლუკას არაფერი უპასუხია. მხოლოდ უყურებდა ქალს, თითქოს მის ყველა ნაკვთს შეისწავლიდა და კესოს ეჩვენებოდა, რომ მის სახეს ტკივილიანი ღიმილი გადაკვროდა...

მერე ქურთუკის ჯიბეებიდან ხელები ამოიღო ლუკამ. უთქმელად დაიხარა, ჯერ მარჯვენათი შეეხო სტადიონის ხელოვნურ ბალახს, მერე დაჯდა, მერე დაწვა. დაწვა და ცას ახედა. მერე რა, რომ კესოც იდგა, ლუკამ ცას ახედა...

-ლუკა რას აკეთებ,-თვალები გადაატრიალა ქალმა,-რა დროს ესაა, გაცივდები! ადექი, მითხარი რაც გინდოდა გეთქვა და წავალ...

-მეგონა ცა ზედმეტად კარგი იყო...-ძლივსგასაგონი იყო ლუკას ხმა,-მიუწვდომელი, თავისუფალი...

-რა შუაშია...-სახეზე დააცქერდა კესო ძირს მწოლიარეს.

-მეგონა არ უწევდა გაქცევა, თავის დაღწევა...

წამით გაჩერდა.

კესოსკენ გააპარა მზერა, მერე ისევ ცას გახედა და როგორ უნდოდა, ერთი ვარსკვლავი მაინც გამოჩენილიყო ზემოთ...

-შევცდი, კესო...

კესანემ წარბი შეკრა. ნელა დაიჩოქა, ახლა ასე შეავლო თვალი კაცს.

-ყველგან ვიყავი. და ცაც ყველგან იყო. და იცი რა გავიგე, კესო?-ახლა თვალებში ჩახედა კესანეს. ქალს ისევ არაფერი უთქვამს, ანიშნა, განაგრძეო.

-ცამ ყველაფერი იცის. ჩემზეც, შენზეც, ყველაზე... ცამ ყველაფერი იცის და ამისგან გაქცევა არ შეუძლია, მე კი ცას ვერ გავექეცი. ციხიდან გავიქეცი, შენგანაც... მაგრამ ცას ვერ გავექეცი.

-ლუკა...

-ცამ შენზეც იცის, კესო.

-მერე..?

-შენც ვერ დაგემალე,-ხრინწიანმა ხმამ ძლივს მიაღწია კესომდე. წარბი შეკრა ქალმა.

-ჩემგან გაქცევასაც ცდილობდი?!-ეჭვმა შეიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ფიქრებში ლუკას გარეშე ერკვეოდა, მიხვდა, არ უნდოდა ლუკასთვის ის "არაფრად" ან "ტკივილიან წარსულად" ქცეულიყო.

-შარშან დავბრუნდი,-ისევ ცას გახედა ლუკამ,-დავბრუნდი და შენ შენს შვილთან და თორნიკესთან ერთად იყავი. ბედნიერი იყავი. მოსვლა ვერ გავბედე...

-რა?!-გული დაუმძიმდა კესოს. აღარ ყოფნიდა სუფთა, ცივი ჰაერი ფილტვების შესავსებად.

-შენ აღარ გჭირდებოდი, კესო...-ისევ ქალს შეხედა, მის ემოციებს, მის თვალებს...

-მაშინ რატომ დაბრუნდი?!-დაინახა ლუკამ კესოს სიბრაზით სავსე თვალები...

წამით გაჩერდა. მერე კი ჩუმად, მშვიდად თქვა:

-მე მჭირდები... მჭირდება ყველაფრის გარკვევა...

-მგონი, ყველაფერი თვითონვე გაარკვიე ამ სიტყვებით,-ფეხზე ადგა კესო. კანკალმა აიტანა. ვეღარ ათბობდა თხელი მანტო. მანქანისკენ შებრუნდა, წამით დაელოდა, როდის ადგებოდა ლუკაც, მერე ნაბიჯი გადადგა წინ და იგრძნო, დევდარიანიც მოშორდა გაყინულ ბალახს.

-შენ გაარკვიე რამე, კესო?-დაეწია კაცის ხმა. გაშეშდა კესანე. გაჩერდა. შებრუნდა. ლუკას ჩახედა თვალებში და ვეღარც კი შეამჩნია სივრცე მათ შორის, იგრძნო ლუკას დაძაბული სიმხურვალე.

და ვერაფერი თქვა.

-შენ მზად ხარ, გაზაფხული დათმო?!-გაიმეორა ლუკამ.

ორბელიანმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ლუკას ოქროსფერ თმას, ახლადამოსულ წვერს და თაფლისფერ, მწვანე თვალებს. "თუ გაზაფხული მოვა, ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით..." ჩუმად, ძალიან ჩუმად გაჟღერდა მის გონებაში. სიცივისგან გალურჯებული ბაგეები სიმწრით დააჭირა ერთმანეთს.

მანქანისკენ წავიდა კესანე, და მიუხედავად იმისა, რომ თვალს არ აცილებდა ლუკა, მის მზერას ვერ გრძნობდა...

ალბათ, ზურგს მხოლოდ ძვირფასი ადამიანების მზერა გვიწვავს...

მანქანაშიც ვერ გათბა და კარი რომ გააღო, თორნიკეს ვერც მიესალმა, ისე დააცემინა.

-ჯანმრთელობა,-ჩაეცინა ჩადუნელს ქალის ბავშვურად გათეთრებულ სახეზე,-სად იყავი?

-მგონი გავცივდი...-დანანებით ამოილაპარაკა ქალმა. თვალებმოჭუტულმა, ცემინებისთვის გამზადებულმა ძლივს გაუსწორა მზერა თორნიკეს, მოგიყვებიო ანიშნა და თორნიკეც მოემზადა ძილის წინ კესოს ისტორიის მოსასმენად. მანამდე კი კარში მდგარს მიუახლოვდა, მანტოს გახდაში დაეხმარა, საკიდზე დატოვა, კესო კი სამზარეულოში გაისტუმრა. საძინებლიდან პლედიც გამოიტანა. ახალადუღებული წყალი ჩაის ფერს დაასხა უზარმაზარ ფინჯანში. ორივე მტევანი შემოაჭდო კესანემ წითელ ფინჯანს. პლედში გახვეულმა მოსვა ორი ყლუპი და თორნიკეს ახედა.

როგორ სჭირდებოდა ეს ადამიანი... და როგორ უსამართლოდ ექცეოდა... იქნებ ოდესმე დამდგარიყო ის დრო, თორნიკეს რომ დააფასებდა კესო... იქნებ ოდესმე თორნიკესაც გაეგო, რამდენად უყვარდა კესოს...

-ტონის სძინავს?-ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა კესოს. ჩაეცინა თორნიკეს. თავი დაუქნია, თან სკამი გამოწია და ქალის წინ ჩამოჯდა.

-მაპატიე, ისევ შენ მოგიწია მასთან ყოფნა...-თვალი აარიდა კესომ ხვეულთმიანს.

თორნიკეს კვლავ ჩაეცინა, სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა, ქვემოდან ამოხედა კესანეს:

-შვილივით მიყვარს... ჯერ-ჯერობით მაინც მაქვს დრო, ეს ვაგრძნობინო...

-მამამისი ხარ. ყოველთვის იყავი და იქნები,-თვალებში ჩახედა კაცს და... ღმერთო, როგორი მწვანე იყო, როგორი ზამთრისფერი. თბილისური ზამთრის, თბილი თებერვლის ფერი. უყურებდა ამ მწვანე თვალებს და ხვდებოდა, რატომ ვერ უსწორებდა მზერას ლუკა დევდარიანის თაფლისფერებს. ლუკა შეიცვალა. ლუკა ის აღარ იყო, ვინც კესოს უყვარდა... თორნიკე არ შეცვლილა. არასდროს შეიცვლებოდა... თორნიკე ის ჩუმი სიყვარული იყო, მუდამ რომ იმალებოდა კესოს გრძნობებში. ის სიყვარული იყო, პატარაობიდან რომ სათუთად უვლიდა. ის სიყვარულუ იყო, კესოც რომ ვერ იგებდა...

ხმა არ ამოუღია თორნიკეს. გული ეტკინა მხოლოდ...

-თორო,-კაცის თვალებს არ აცილებდა მზერას,-იცი, რა კარგი ხარ?

და ახლა თორნიკემ დახედა მაგიდას.

"მე რომ კარგი ვიყო, ლუკას წასვლის შემდეგ აქ არ გადმოვიდოდი, ცალკე ვიცხოვრებდი, გემეგობრებოდი და უაზრო ფიქრებს თავს არ მოგახვევდი..."-ზიზღით გაივლო გონებაში ჩადუნელმა, თუმცა კვლავ არაფერი უთქვამს.

-თორო, წარსულის დავიწყება შეგიძლია?-უიმედო იყო კესოს ხმა...

-ჩემი წარსული შენ ხარ, კესო.

-არა, არა, თორო...-თავი გააქნია ქალმა, შეამჩნია, როგორ აივსო თორნიკეს თვალები გაკვირვებით, თუმცა არ გაჩერდა,-შენ ჩემზე ბევრად ღირებული წარსული გაქვს. და გყავს, თორო, უსაოცრესი და... გყავს მშობლები, მეგობრები... სწავლობდი... გახსოვს, როგორ სწავლობდი? გახსოვს ორი ზომით დიდი პერანგი, დედაშენის ხათრით რომ იცვამდი სკოლაში? გახსოვს, როგორ გამიცანი მე, თეო, მერე გაბო... როგორ გახდი გამომძიებელი... გახსოვს, თორო, შენი პირველი საქმე? იცი მაინც, რამდენი ადამიანი გადაგირჩენია, რამდენს დახმარებიხარ?

-რის თქმას ცდილობ, კესანე..?

-შენი წარსული მე არ ვარ, თორო. შეიძლება ჩემზე იყავი მოჯაჭვული, მაგრამ... ვიცი, თორო, რომ შეგიძლია საღად იაზროვნო. დაფიქრდი, თორნიკე... მინდა რონ დაფიქრდე, მინდა რომ მიხვდე, რომ მხოლოდ მე და ლუკა არ ვართ შენს ცხოვრებაში. და მინდა მითხრა...-კესო გაჩერდა. თითქოს ცდილობდა, ჩადუნელის მწვანე თვალებში ამოეკითხა "მართალი ხარ"...

-რისი მოსმენა გინდა?-ჩუმი ხმა ჰქონდა თორნიკეს, მაგრამ არა ჩამწყდარი. არა, ეს ის ხმა იყო, ფიქრში წასულ ადამიანს რომ აქვს...

-მინდა, მითხრა... შეძლებ, ჩვენი ცხოვრებიდან ლუკა დევდარიანი ამოშალო? შეგიძლია, თორო, ჩემი და შენი, ჩვენი საერთო წარსულიდან გააქრო ის?

თორნიკე გაჩერდა. დაფიქრდა. დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე. როგორი რთული იყო წარსულისა და კესოს ერთმანეთისგან გარჩევა... როგორი რთული იყო, ნებისმიერი მოგონების უბრალო მოგონებად ჩათვლა...

-შენ რომ გაგიცანი, სიყვარული რა იყო, არ ვიცოდი,-ისევ კესოს ხმა ისმოდა დადუმებულ ოთახში,-ვერ მივხვდებოდი, რომ მიყვარდი, თორო... ვერა, რადგან ღრმა ბავშვობიდან გიცნობ... მოგეჩვიე, თორნიკე, აბა, რას გავიგებდი... ლუკას არ ვიცნობდი, ლუკა არ მახსოვდა და ამიტომ გახდა ჩემი პირველი სიყვარული...

თვალებში უყურებდა თორნიკე ქალს. ორბელიანი არ იბნეოდა. და თორნიკე ხვდებოდა, რამდენად გულწრფელი იყო კესანე.

-წავიდა ლუკა და... მაპატიე, რომ მისი წასვლით გამოწვეულმა სიცარიელემ მაგრძნობინა, მხოლოდ, შენ რას ნიშნავდი ჩემთვის...მაგრამ, გეფიცები, მასთან ყოფნა მას შემდეგ არ მდომებია... მენატრებოდა... ის დრო, ის მოგონებები მენატრებიდა, მაგრამ არა—ლუკა დევდარიანი...-წარბშეკრულს თვალები უფრო და უფრო მეტი სინანულით ევსებოდა.

იღიმოდა თორნიკე.

იმ ღიმილით იღიმოდა, ყველა რომ იოცნებებდა, დაენახა...

იმ სიცოცხლით გაუნათდა მწვანე თვალები, მხოლოდ სიხარული რომ იწვევს...

-ზოგჯერ რამდენს ვთმობთ, დაფასება რომ ვისწავლოთ, არა? რამდენს ვკარგავთ, ბედნიერება რომ ვიპოვოთ,-ჩაეცინა კაცს. რატომღაც კესოს ეგონა, რომ საბოლოოდ კარგავდა ყველაზე ძვირფასს...

ფეხზე ადგა თორნიკე. კესოს მიუახლოვდა. დაიხარა, მარცხენათი სკამს დაეყრდნო, მარჯვენათი შავი თმა გადაუწია ქალს ყურს უკან, შუბლზე შეახო ბაგეები.

-ჩვენს წარსულში მხოლოდ მე და შენ ვართ, კესო,-ისევ იღიმოდა კაცი ძველი, მკაცრი, მხიარული, სიცოცხლით სავსე თორნიკეს მსგავსად.

***

-ტონიი.?! სად ხარ?-ნელი ნაბიჯით დაიარებოდა კაცი ოთახებში, ხელები ხურგს უკან გადაეჯვარედინებინა, ყველა კუთხეს აკვირდებოდა, თან ყოველ წამს იმეორებდა: "როცა გეტყვი 'ი', მაშინ გამოდი... როცა გეტყვი 'ე', არ გამოხვიდე! ტონიი..."

-დამაცადე!-სცადა, მკაცრად ეთქვა კესოს თორნიკესთვის, რომელიც დახუჭობანას თამაშისასაც კი ახერხებდა ჯერ კიდევ გაუმზადებელი საუზმის მოპარვას.

მოგების აღსანიშნავად დანებებულ მამას გამოეგება კარადაში დამალული გოგო. სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი ხვეულები გზაშივე გადაიყარა უკან პაწია ხელებით, მერე კი კაცს გაუწოდა და თორნიკემაც მორბენალი დაუფიქრებლად აიტაცა ხელში.

ცერებზე აიწია კესო, ჯერ ანტონინას აკოცა რბილ, ფუმფულა ლოყაზე, შემდეგ თორნიკეს ტუჩის კუთხეში.

-გადით, გამოვალ ახლავე,-თბილი ღიმილით გააცილა სადარბაზოში თორო და ტონი. დაუფიქრებლად დაუქნია თავი ორივემ.

მარტო დარჩა კესანე.

რვა დეკემბერი იყო...

როგორ უნდოდა ადრე, კიდევ ერთხელ გაეტარებინა ეს დღე მასთან...

ნეტავ, ახლა რას იზამდა..? ახლა რა იქნებოდა, თორნიკე რომ არ ყოლოდა..?

საწოლზე ჩამოჯდა.

ხელში დაიჭირა სამი-ოთხი წლის წინ ლუკას დატოვებული ბეჭედი.

გარეთ გაიხედა.

ციოდა. ძალიან ციოდა. ისე, ზამთარს რომ შეეფერება. ისე, დეკემბერმა რომ იცის...

ჩაეცინა.

-გაზაფხული, არა?-ფეხზე წამოდგა. თავი გააქნია, ბეჭედი ჯიბეში ჩაიგდო და გარეთ გავიდა.

ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ისე, როგორც აქამდე. დილას გაიღვიძეს, როგორც ოჯახმა, ისაუზმეს, როგორც ოჯახმა, მოემზადნენ, როგორც ოჯახი და გზაც განაგრძეს, როგორც ოჯახმა...

კესოს უყვარდა ეს ოჯახი.

ეს იყო ის, რაზეც ოცნებოდა.

თორნიკეც ამაზე ოცნებობდა...

ოჯახს არ ირჩევენ ადამიანები, მაგრამ დარწმუნებული იყო კესო, რომ ანტონინა ჩადუნელი არასდროს ინანებდა კესანესა და თორნიკეს შვილობას.

***

ციოდა, თუმცა ეს სიცივე არ აწუხებდა. შეხსნილი მანტოს ქვეშ ლურჯი ჯემპრი მოუჩანდა. სკამზე იჯდა ანტონინას ბაღის შენობის წინ. იჯდა და ელოდებოდა შვილს.

უცნაური დღე იყო. უცნაურად ნოსტალგიური.

ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და მარჯვენა ხელში ბეჭედს დაუფიქრებლად ათამაშებდა.

დღეს ლუკა დევდარიანის დაბადების დღე იყო.

დღეს კესო მოგობებებს ემშვიდობებოდა, თუმცა ზუსტად იცოდა, სადღაც ღრმად გულში მაინც დაიტოვებდა საუკეთესო სურათებს...

-ვინმეს ელოდები?-გაიგო ქალმა. მშვიდად გაიხედა გვერდით. სკამთან ლუკა დევდარიანი იდგა, სიცივისგან მხრებაჩეჩილი თაფლისფერი, მომწვანო თვალებით უყურებდა კესოს.

ორბელიანმა ისევ შენობას გახედა სიცოცხლით ანთებული თვალებით, თავი დაუქნია კაცს მხოლოდ.

კესანეს გვერდით ჩამოჯდა ლუკა.

ქალისთვის არ შეუხედავს, მანაც შენობას გახედა.

-აქ დადის ანტონინა?-ხმა განსხვავებული ჰქონდა...

როგორ შეიცვალა ლუკა...

ისევ თავი დაუქნია ქალმა.

სიჩუმე. ერთმა მანქანამ ჩაიარა მათ წინ. არც ერთს მოუშორებია თვალი ვარდისფერი შენობისთვის.

-წასვლას ვაპირებ,-თითები ერთმანეთში ახლართა კაცმა, საკუთარ ხელებს დახედა.

-რატომ?-ისე იკითხა კესომ, აშკარა იყო, გაუცნობიერებლად გაუხარდა კიდეც ოდნავ...

ლუკამ ქალს შეხედა. მის სახეს დააკვირდა. მერე კესოს სახე გაბრიელისამ შეცვალა. მერე მარიტა დაინახა, მერე თომა... და გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა:

-აქ ყველა ძვირფასი დავკარგე.

ისევ სიჩუმე.

ისევ არ უფიქრია კესოს, გვერდით მჯდარისთვის შეეხედა.

-სად მიდიხარ?-თვითონვე ვერ გაეგო ქალს, მოვალეობის მოხდის მიზნით იკითხა, თუ მართლა აინტერესებდა.

-რა მნიშვნელობა აქვს.

-როდის?

-დღეს,-საკუთარ ხელებს მოაშორა მზერა დევდარიანმა, შენობას გაუსწორა თვალი,-ახლა.

ისევ სიჩუმე...

-იცი რას მივხვდი, კესო?-მზის სხივებს ირეკლავდა ლუკას თვალები, თუმცა ცა მოღუშულიყო.

-რას,-ძლივს გაიგო ქალის ხმა.

-გაზაფხული არ გჭირდება გასაბედნიერებლად. შენ ფერადი ზამთარი გაქვს.

გაეღიმა კესოს. ლუკას შეხედა და ეს ღიმილი კვლავ არ მოშორებია სახიდან.

-და არც შენ ხარ ვალდებული, გაზაფხული მოიყვანო, ლუკა,-ისევ ის ღიმილი. ისევ ის მშვიდი ხმა.

და ისევ სიჩუმე.

ჩაეცინა კაცს.

-მოკლედ...-სიჩუმე ძლივს დაარღვია ლუკამ,-სულ ეს იყო...-ფეხზე წამოდგა კაცი.

-წუთი წუთზე გამოვა. არ გინდა, ერთხელ მაინც ნახო?-ნელა, ნელა გააპარა კესომ მზერა ლუკას თვებისკენ. და გაუკვირდა, როცა კაცმა თავი გააქნია.

-ის რომ ვნახო, მეტჯერ ვეღარ დაგთმობთ, კესო,-ცრემლიანი ღიმილით გაიღიმა. თავის დაქნევით ანიშნა, გასაგებიაო, ქალმა. თავადაც ფეხზე წამოდგა. მარჯვენა ხელი ჯიბიდა. ამოიღო. კაცს გაუწოდა. ლუკამაც გაშალა მტევანი. და კესომ წლების განმავლობაში შენახული ბეჭედი უკან დაუბრუნა კაცს.

-დაბადების დღეს გილოცავ, ლუკა,-ისევ ეს თბილი ღიმილი... ისევ ეს თბილი ხმა...

-მშვიდობით, კესო,-უკანასკნელად ჩახედა ლუკამ თვალებში ქალს.

უკან გადადგა ერთი ნაბიჯი კესანე ორბელიანმა.

ზურგი აქცია ქალს ლუკა დევდარიანმა.

აქამდე ეგონა, ლუკამ ბრძოლა შეწყვიტა. ახლა მიხვდა ქალი, დევდარიანი არასდროს ნებდებოდა... ლუკამ სიმართლის გზა იპოვა.

არ გაუხედავს ლუკას კესოსკენ. არ დაუნახავს, როგორ გამოვიდა შენობიდან ოთხი წლის ოქროსფერკულულებიან, თაფლისფერთვალება ბავშვთან ერთად.

თავის გზაზე წავიდა ლუკა.

წავიდა და გონებაში კიდევ ეთხელ გაივლო მოგონებები. გაიხსენა კესო და მისი სიყვარული, გაიხსენა გაბრიელი და მისი ერთგულება, გაიხსენა თორნიკე და მისი არაამქვეტნიურად დიდი გრძნოვები...

"მან ზამთარი აირჩია"—უთხრა მეორე მეს, და გაუკვირდა, აღელვება რომ არ ეტყობოდა. მხოლოდ ტკივილი... დაუსრულებელი ბრძოლის ტკივილი...

გაიხსენა და უკანასკნელად ჩაილაპარაკა;

-მშვიდობით.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი .



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგად წერ, საინტერესო იყო.
მიკვირს ეს ისტორია რატომ არის კომენტარების გარეშე.
დაველოდები შემდეგ ისტორიას

 


№2  offline წევრი Elisabeth_

სტუმარი ნინა
ძალიან კარგად წერ, საინტერესო იყო.
მიკვირს ეს ისტორია რატომ არის კომენტარების გარეშე.
დაველოდები შემდეგ ისტორიას

დიდი მადლობა! ძაალიან გამახარა თქვენმა კომენტარმა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent