შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი XI)


8-12-2020, 02:39
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 342

შინისკენ მიმავალი მარიამი ფიქრობდა, რა ელოდებოდა წინ, ერთი მხრივ მას და მეორეს მხრივ გაგას. ძალიან უცნაური იყო ბიჭის ქცევა. ჯერ მისი ასეთი მზრუნველობა, ყურადღება , კოცნა და უცებ ასეთი სიცივე. გრძნობდა რომ გაგამ ეს ყველაფერი რაღაცისთვის მოიგონა. რაღაც აწუხებდა ,რის თქმასაც ვერ ბედავდა. გულიც უკან ეწეოდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავი ბედნიერად, პირველად ჩაეხუტა ბიჭს და პირველად თქვა სიტყვა მიყვარხარ. ახლა კი იჯდა სახლისკენ მიმავალ ტრანსპორტში და ეს ყველაფერი სამუდამოდ უნდა დაესამარებინა. არა ამას ვეღარ გაუძლებდა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოეჩინა გამბედაობა და იმისთვის ებრძოლა რაც ასე ძალიან სჭირდებოდა. განა ყველას შეეძლო ასე ესმინა მისთვის, როგორც გაგა უსმენდა და ეყურა, როგორც ბიჭი მას უყურებდა? ახლაღა დაფიქრდა მის მზერაზე. როგორი გაფართოებული თვალებით შესციცინებდა გაგა მას და რამხელა სინაზე იკითხებოდა მის დიდ, მწვანე თვალებში. ერთხელ უყვარდა მოზარდობის ასაკში და დანებდა. ახლაც იგივე ხდებოდა. ახლაც ნებდებოდა. როგორ, ადგები და უბრალოდ წახვალ? ჰკითხა საკუთარ თავს. ვერ წახვალ, ვერ დატოვებ მას ვინც ასე ძალიან გიყვარს , უკარნახა შინაგანმა ხმამ. არა ვერ წავალ, გაიმეორა ხმადაბლა.საკმარისია! ჩემი ცხოვრების დატირება უნდა შევწყვიტო. წავალ და მერე უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მექნება. ახლა თუ მოვბრუნდები ის მაინც მეცოდინება რომ ბოლომდე ვიბრძოლე და მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვიქნები პასუხისმგებელი რაც არ უნდა მოხდეს. თუ ცუდი რამ მელოდება, მაინც ღირს. ეს უკანასკნელი მაინც ვერ გადაწონის გაგასთან გატარებულ წუთებს. ჩახუტების დროს მოსმენილ მის გულისფეთქვას.აი რისთვის ღირს ახლა ცხოვრება. აი რატომ ჩამოვედი აქ. აი რატომ უნდა გამომევლო ამხელა მანძილი , იმისთვის რომ ეს მეგრძნო, განმეცადა. არა უკვალოდ არაფერს ჩაუვლია და ვერც ჩაივლის. სჯობს ახლა გავერკვე, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება ვინანო. "ინანებ, რომ ეს არ გააკეთე და რომ შენს ოცნებებს არ გაჰყევი" არ ცხრებოდა ხმა, რომელიც შიგნიდან ესმოდა.
- მანქანა გააჩერეთ, იყვირა უკანა სავარძლიდან. გული გამალებით უცემდა. ახლა სწორედ ეგ დროა! შეუძახა საკუთარ თავს და ადგილიდან წამოიწია.
- მითხრეს რომ ქალაქში მიდიხარ და მშვიდობით უნდა ჩაგიყვანოთ, რა ხდება? მოტრიალდა ჭაღარაშერეული,უკვე შუაასაკს მიტანებული მძღოლი. ხომ კარგად ხართ? გაოცება აღბეჭვდოდა სახეზე.
- კი კარგად ვარ. უნდა ჩავიდე. ახლა თუ არ ჩავალ, მთელი ცხოვრება ვინანებ და ამას საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ. შეგიძლიათ თქვენს გზაზე წახვიდეთ, მე უკან ვბრუნდები, დიდი მადლობა და ბოდიში, მიაძახა შუა გზიდან და გაიქცა.
-ეს დაგრჩათ მანქანაში, დაეწია სირბილით მიმავალ მარიამს მძღოლი და ხელებში ჩემოდანი მიაჩეჩა. ეტყობა ძალიან მნიშვნელოვანი რამე დაგავიწყდათ რახან ეს არ გაგხსნებიათ, მიუთითა ბარგზე და ჩაეღიმა. თქვენ თუ აღარ აპირებთ წასვლას, მეც საქმე აღარ მაქვს და შემიძლია უკან წაგიყვანოთ. დაბრძანდით. გულთბილად შესთავაზა.
- დიდი მადლობა, სიამოვნებით, თუ ძალიან არ შეგაწუხებთ. მადლობის გადახდას ვერ აუდიოდა მარიამი. მისამართი დაუსახელა და მანქანაში მის გვერდით დაჯდა.
- გაგას ალბათ გაუხარდება თქვენი კვლავ დანახვა. ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
- არა მგონია, ვშიშობ რომ არა, მაგრამ მადლობა. გაუღიმა გოგომ.
- ასეა? ისევ გაოცება გამოეხატა სახეზე კაცს. მის ლაპარაკში სხვაგვარად იყო თითქოს. ჩანდა როგორ განიცდიდა თქვენს აქედან გამგზავრებას. ორი თვის უკან გაიყიდა ბილეთები და მან ერთი კვირის წინ თქვენი ბილეთი მოგვიანებით გასამგზავრებელ ბილეთზე გადაცვალა. ანუ დღეისაზე. თორემ ალბათ უფრო ადრე ჩახვიდოდით ქალაქში. ამიტომ ვიფიქრე რომ მას თქვენი წასვლა არ უნდა გახარებოდა.
- ნუთუ მართლა ასეა? მე არაფერი ვიცოდი. მარიამი შეკრთა. ისეთი მოულოდნელი იყო ახლა ამის გაგონება. თანდათან უფრო რწმუნდებოდა რომ გაგა იტყუებოდა და აუცილებლად უნდა გაერკვია რა ხდებოდა მის თავს.
- მალე მივალთ? ვეღარ ისვენებდა გოგო.
- კი რამდენიმე წუთში იქ ვიქნებით, დაამშვიდა კაცმა და თბილად გაუღიმა.
აი თურმე რა და თავს როგორ მაჩვენებდა. თვალებში მიყურებდა და უსინდისოდ მატყუებდა. რა აღარ მითხრა, რომ თავიდან მოვეშორებინე ვაჟბატონს. მოიცადე, განანებ შენს სიტყვებს. მუქარით გაივლო გუნებაში. თუმცა იცოდა, რომ მისი დანახვა ყოველგვარ ბრაზს მაშინვე გააქრობდა და წყენისგან არაფერი დარჩებოდა. ისეთი ძლიერი გრძნობით უყვარდა გაგა, ადგილს აღარ უტოვებდა სხვა გრძნობების გასაჩენად.
-მარიამ შვილო, აი ჩვენც მოვედით. აბა წარმატებები მისურვებია. გამოარკვია ფიქრებიდან მძღოლის სიტყვებმა. მადლობა გადაუხადა და უცებ ჩახტა მანქანიდან. ამჯერად ჩემოდანიც გაიყოლია.
ეზოში არავინ ჩანდა. გაიქცა, მოუთმენლად დააკაკუნა კარზე და იქვე გაჩერდა.
- მარიამ შენ ხარ? მე მეგონა უკვე წახვედი. გაოცებული იდგა კარში მარიზა და გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა გოგოს. მე დამაგვიანდა ჩამოსვლა უამინდობის გამო და დიდი ხანი მომიწია იმ სოფელში გაჩერება. წუხელ საღამოს ჩამოვედი. როგორ მიხარია შენი ნახვა, წესიერად დალაპარაკებაც ვერ მოვასწარი. შემოდი შემოდი. სახლში შეიპატიჯა და ჩაის მომზადებას შეუდგა. თან დავლიოთ და თან ვისაუბროთ. მომიყევი შენი ამბები. აშკარად გახარებული ჩანდა ქალი.
- ვერც მე მოვახერხე წასვლა უამინდობის გამო, იცრუა მარიამმა და თავი ჩაღუნა. შერცხვა. როგორ უნდა მოეყოლა თავს გადამხდარი ამბავი, რატომ ცხოვრობდა ამდენი ხანი სხვის სახლში. გრძელი ამბავია, ქალბატონო მარიზა. ალბათ მალე თქვენც გაიგებთ რატომ ჩავრჩი აქ, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია. გთხოვთ მაპატიოთ. მოუბოდიშა გოგომ.
-შემიძლია ცოტა ხანს თქვენთან დავრჩე? სანამ წავალ რაღაც მაქვს გასარკვევი და თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, თავშესაფარი მინდა გთხოვოთ.
- რამდენ ხანსაც მოგინდება, იმდენი დარჩი. თბილად გაეპასუხა ქალი. მიხვდა მარიამმს რაღაც უჭირდა და ამიტომ აღარ ჩაეძია. როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მომიყვეს, გუნებაში გაიფიქრა და ჩაი დაუდგა მაგიდაზე. დაისვენე. დალიე, თან ჩემი გამომცხვარი ღვეზელი მიაყოლე. ახლოს მიუწია თეფში.
- თქვენ სიკეთეს ალბათ მთელი ცხოვრება ვერ გადავიხდი, ცრემლები მოეძალა მარიამსს. ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ ძალიან ააღელვა. ადგა და ქალს ჩაეხუტა.
- კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან, გაუბედავად წარმოსთქვა. პეტრე ექიმს ალბათ იცნობთ, მასთან რაღაც კითხვა მაქვს. სად შეიძლება რომ ვნახო?
- პეტრე ექიმი? გაუკვირდა ქალს. კი შვილო, ვიცნობ. მაგას ვინ არ იცნობს, ისეთი საოცარი ადამიანია. საღამოს უნდა შემოიაროს. კონსულტაცია მჭირდება და დამპირდა მოვალო. რამდენიმე დღით სოფელშია ჩამოსული და ბარემ დრო ვიხელთე რომ გავესინჯე.
- აქ მოვა? ამას არ ელოდა მარიამი. სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. დიდი მადლობა ამ კარგი ამბისთვის. ვერ მალავდა სიხარულს გოგო.კარგით დაველოდოთ მაშინ. თან ჩაის წრუპავდა და მასპინძელს სოფელში ნანახ, მისთვის უცნობ ყვავილებზე უამბობდა. აღმოჩნდა, რომ მარიზაც ფლორისტი ყოფილა და ერთმანეთს კარგად გაუგეს.
უკვე შებინდებული იყო პეტრემ რომ დაიძახა. მარიამის აქ დანახვამ ძლიერ გააკვირვა.
- მეგონა უკვე წახვედი, ახლა გაგადან მოვდივარ. მითხრა რომ დღეს უნდა წასულიყავი, გაკვირვებით შეხედა კაცმა.
- გაგადან? ნაღვლიანად გაიმეორა. რაღაც შეიცვალა.
- გასაგებია, თავი დაუქნია კაცმა და გაუღიმა. სინამდვილეში, ძალიან ესიამოვნა ახლა მარიამის აქ ყოფნა. შემდეგ ქალს მიუტრიალდა.
- მარიზა ეს წამლები მიიღე, ჩანთიდან რამდენიმე სახის მედიკამენტი ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვს, დიდი არაფერი არ გჭირდება. უბრალოდ ბევრი დაისვენე, არ გადაიღალო. სიყვარულით შეხედა ქალს.
- მადლობა, ჩვენო ძვირფასო ექიმო, როგორც მეტყვით. გაიბადრა ქალი, მისი სიტყვების გაგონებაზე და გასასვლელად მოემზადა. წავალ მე, წამოვწვები მაშინ და თქვენ ისაუბრეთ. მარიამმა მითხრა რომ შენთან კითხვები აქვს. დაემშვიდობა ქალი ორივეს და საძინებელში გავიდა.
- პეტრე ექიმო, შეგიძლიათ მითხრათ გაგას რა სჭირს? ერთ ღამეში ასეთი რა მოხდა რომ ასე შეიცვალა? მიუბრუნდა მარიამი პეტრეს. თქვენს მოსვლას დაემთხვა მისი ასეთი ცვლილება და ვბედავ რომ გკითხოთ, მომიტევეთ ამის გამო. ვფიქრობ სხვა ვერავინ დამეხმარება.
- მას გულის პრობლემები აქვს, ბავშვობიდანვე ჰქონდა. შემდეგ, ავარიამ მისი ორგანოები დააზიანა და განსაკუთრებით გულ-მკერდის ნაწილი. ექიმები გარანტიას ვეღარ აძლევენ რომ დიდხანს იცოცხლებს. საავადმყოფოში სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე მითხრეს, ახლა იქიდან მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება. კაცს ხმა უკანკალებდა. საკუთარ თავს დავპირდი, რომ შენ თუ რამეს მკითხავდი , ყველაფერს მოგიყვებოდი, რადგან ვეღარ ვუძლებ. მეც მტკივა და განვიცდი. არ მჯერა რომ ჩემს ბიჭს ასეთი რამ დაემართა. ბიჭს, რომელსაც ასე უყვარს სიცოცხლე და ასე უყვარს ადამიანები. მას შენ საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ და გთხოვ არ გაბრაზდე თუ რამე ცუდი გითხრა. ის არაფრის დიდებით არ გამოტყდებოდა შენთან ამაზე. რადგან იცის როგორია ამ ტანჯვით ცხოვრება. ეს ახალი განსაცდელი არ არის მისთვის. ძველი ტკივილები გააღვიძა მასში. მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა კაცი. შემდეგ მთელი ცხოვრება იმას ხედავდა როგორ იტანჯებოდა დედამისი, თუმცა შვილი ისე აღზარდა არაფერი დაუკლია მისთვის და არ უგრძნობინებია საკუთარი ტანჯვა. გაგა ბავშვობიდანვე გულჩათხრობილი იყო, ამ მოვლენამ კიდევ უფრო ჩაკეტა. სკოლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. ის ძალიან ჭკვიანია, თუმცა ამას არავის აჩვენებს იმდენად თავმდაბალია. ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოეწყო და ხუთი წლის წინ დაბრუნდა უკან. არავინ ელოდა მის აქ დაბრუნებას. ბიჭი, რომელსაც იქ დარჩენას და წარმატებულ სამედიცინო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ ჩამოვიდა ამ უკაცრიელ ადგილას და გადაწყვიტა ცხოვრება გაჭირვებული ადამიანებისთვის მიეძღვნა.ვისაც არაფერი გააჩნია. ისინი გადაერჩინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ამით კმაყოფილებას იღებს. არასდროს წუწუნებს. შენმა გამოჩენამ კიდევ უფრო გადაასხვაფერა მისი ცხოვრება. ბედნიერი წამებით ტკბობა ისწავლა, რაც უწინ არ გამოსდიოდა. სხვა გაგა გავიცანით და დავინახეთ, შენი მასთან ყოფნის დღიდან. ახლა ხვდები რატომ არ გითხრა არაფერი? იგივე ტანჯვას ვერ გამოგატარებდა რაც თავად გამოიარა მამამისის გამო და ახლა ისევ განუახლდა ის ტკივილი. მზადაა მარტო შეებრძოლოს ამ განსაცდელს, ოღონდ სხვებს არ ავნოს და არ ატკინოს.
მარიამი სიტყვას ვერ ძრავდა, თავი ჩაეხარა და მხოლოდ ქვითინებდა. ახლა აცნობიერებდა როგორ უყვარდა გაგას და რა მძიმე იქნებოდა მისთვის იმ სიტყვების თქმა , რომელსაც გუშინ მარიამს ეუბნებოდა. უნდოდა ამდგარიყო, გაქცეულიყო მასთან , ყელზე ჩამოჰკიდებოდა და დაუსრულებლად ეთქვა თუ როგორ უყვარს და რა ბედნიერია რომ გაგა იპოვნა. საკუთარი ადამიანი იპოვნა და არსად არ წავიდოდა. მასთან ერთად მოკვდებოდა თუმცა არ წავიდოდა.
- გვიანია, უნდა წავიდე. დაასრულა პეტრემ სათქმელი. ახლა ყველაფერი იცი. თავად გადაწყვიტე რისი გაკეთება გინდა. ჩაეხუტა გოგოს. თავზე აკოცა და კარს იქით გაუჩინარდა...



№1 სტუმარი Life is beautiful

რა, სრულყოფილება, იყოოოო. რა სუფთა... აი ისეთი, მართლა არცეთი სიტყვა არ აკლდა და არც რამე იყო ზედმეტი. ემოციები, გრძნობები, ისეთი რწფელი იყო, ამ პატარა თავმა ამავსო, კი არა და გამავსო. ასეთი, ნუ აღარ ვიცი რა დავწერო. რაც არ უნდა გქონოდა მიზანი, დამერწმუნე ამ თავით, ყველაფერი შეასრულე. წინა თავში გითხარი: ცოტა გაშალეთქო, გაავრცელეთქო და ცოტა მშრალი აღარ იქნებათქო, შენი გადმოეცითქო, იფრინეთქო, შენს მოედანზე ითამაშეთქო. არ ვიცი, უუკვე გქონდა თუ არა დაწერილი ეს თავი, სანამ მე 10 თავში ამას დაგიწერდი, მაგრამ.. აქ მართლა ყველაფერია.. ასეთი სავსე არცერთი ყოფილა სასიამოვნოდ განმაცვიფრე:D
წარმატებები გელოდები♥️:-)

 


№2 სტუმარი maria

იმედი მქონდა რომ მარიამი ასე მოიქვეოდა ❤️ კარგი თავი იყო ❤️ ❤️ გაგა არ მომიკლა რაააა ????

 


№3  offline წევრი Maltuza71

Life is beautiful
რა, სრულყოფილება, იყოოოო. რა სუფთა... აი ისეთი, მართლა არცეთი სიტყვა არ აკლდა და არც რამე იყო ზედმეტი. ემოციები, გრძნობები, ისეთი რწფელი იყო, ამ პატარა თავმა ამავსო, კი არა და გამავსო. ასეთი, ნუ აღარ ვიცი რა დავწერო. რაც არ უნდა გქონოდა მიზანი, დამერწმუნე ამ თავით, ყველაფერი შეასრულე. წინა თავში გითხარი: ცოტა გაშალეთქო, გაავრცელეთქო და ცოტა მშრალი აღარ იქნებათქო, შენი გადმოეცითქო, იფრინეთქო, შენს მოედანზე ითამაშეთქო. არ ვიცი, უუკვე გქონდა თუ არა დაწერილი ეს თავი, სანამ მე 10 თავში ამას დაგიწერდი, მაგრამ.. აქ მართლა ყველაფერია.. ასეთი სავსე არცერთი ყოფილა სასიამოვნოდ განმაცვიფრე:D
წარმატებები გელოდები♥️:-)


აი, ჩემი ძვირფასი და ერთგული შემფასებლის კომენტარიც.<3 მიხარია რომ აქ ხარ. ასე გამოვიდა რომ ამ ისტორიას თქვენ, ამ ისტორიის მკითხველები წერთ და ეს რაღაც ძალიან კარგია. მადლობა თითოეულ თქვენგანს. <3

 


№4  offline წევრი Maltuza71

maria
იმედი მქონდა რომ მარიამი ასე მოიქვეოდა ❤️ კარგი თავი იყო ❤️ ❤️ გაგა არ მომიკლა რაააა ????


გამარჯობა მარია. მიხარია შენი გამოჩენა. მადლობა შეფასებისთვის <3 .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent