შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი (3)


9-12-2020, 13:33
ავტორი Mirranda_k
ნანახია 1 263

უჩვეულო იმედგაცრუების შეგრძნება მეუფლება,დაჯერება იმის რომ ცხოვრებაში კიდევ ერთმა ადამიანმა შეიძლება რომ მიღალატოს მთრგუნავს,წამიერად თითქოს ჩემს ნაჭუჭში ვიკეტებდი ისევ და სურვილი მიჩნდება იმის,რომ არაფერი გავიგო.
დავითს ვაჩერდები,მის შავ თვალებში უცნაურ ნაპერწკლებს ვხედავ და მიკვირს,ჯერაც როგორ ვდგავარ ცივად მის წინაშე.
ხომ გქონიათ შეგრძნება,როცა არაფერს გრძნობთ ისეთი ადამიანისადმი რომელიც თქვენთვის დიდ ხანს სიცოცხლის მთავარი სტიმული იყო,აი უცბად,წამიერად დგება უცნაური მომენტი და წამი,იცვლებით,თითქოს თქვენში ყველა აზრი ირევა,აანალიზებთ რომ თითქოს მორჩა,თითქოს იმედგაცრუებამ ისე აგიტაცათ რომ ყველა ემოციისგან დაგცალათ.

- რა მნიშვნელობა აქვს გოჩა რას უზამს შვილს,მნიშვნელობა იმას აქვს ახლა,თუ რას იზამს ლაშა და რას აკეთებდა დღემდე
- ეს ნიშნავს იმას,რომ მისი გჯერა,ხო ? -იღიმის ცალყბად და თითქოს იმედგაცრუებული ნოხზე ჯდება
- მჯერა იქამდე სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ ან საკუთარი ყურებით არ მოვისმენ მისი ღალატის შესახებ.. და საერთოდაც,ახლა სად არის,როგორ, არ ვიცი , დროა მის მოსაძებნად რამე გავაკეთო - ოთახისკენ ვიწყებ სვლას და გონებაში თითქოს რაღაც გადავიწყებული კითხვა მაწყდება -დავით-ისევ ვტრიალდები მისკენ- გოჩა სად არის ? ან რა მოხდა იმ ოთახში მას შემდეგ რაც მე დავტოვე მასთან მარტოდ ?
- იმას ნუ მკითხავ რისი პასუხიც არ გესიამოვნება
- გაუშვი? -შიშის გრძნობა ახლიდან მიბყრობს
- ანა, ხომ ვთქვი ნუ მკითხავ-თქო ?
იმ ოთახში რაც მოხდა მხოლოდ მე და გოჩას გვეხება და იმ ოთახში დარჩა,სხვა კითხვებზე კი ბოდიში,პასუხი არ მაქვს - ვგრძნობ რაღაცას მიმალავს,ისევ! როგორც ყოველთვის ჩქმალავს საიდუმლოებებს და დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს ჩემში.
წარბებს მაღლა ვწევ და თავს ვხრი,არც კი ვიცი რა შეიძლება ვთქვა,ისიც კი არ ვიცი მიღირს თუ არა რომ გავიგო რა მოხდა ოთახში, იქნებ ისეთი რამაა რაც გადამიბრუნებს მთელს სამყაროს ახლიდან.ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ოთახში შევდივარ,გზად კარს ძლიერ ვიხურავ და საწოლისკენ გავრბივარ,მოწყვეტით ვეხეთქები ზედ და სასოწარკვეთილი თმაში ვიცურებ ხელებს.
ვცდილობ ერთმანეთის მიყოლებით დავალაგო მოვლენების თავმიმდევრობა, დედა,დავითი,მერე გოჩა,ლაშა, დეფნეს ამბავი,ისევ გოჩა ისევ დავითი ....
ვაანალიზებ რომ საშინლად დავიღალე ამ ყველაფრით, ცხოვრებაში პირველად მიჩნდება კითხვა "მიღირდა თუ არა ეს სიყვარული ამად" და საკუთარი თავის გამო მრცხვენია.
ზურგით ვწვები საწოლზე,რომელზეც რამდენიმე საათის უკან საზარელი ინციდენტი დამატყდა თავს,გულის რევის შეგრძნება მეუფლება და მაშინვე ვიჭრები ფეხზე,კარადას ვუახლოვდები და მასზე აკრულ უზარმაზარ სარკეში ჩემს სილუეტს შევცქერი.
ეს გოგო..-მეღიმება- ეს გოგო არც კი მგავს მე -გვერდულად ვდგები და საკუთარ თავს უფრო კარგად ვათვალიერებ,მერე ისევ ვსწორდები,სარკესთან უფრო ახლოს მივდივარ და ნერვიულობისგან გამხდარ სახეს თითებით ვეხები. საკუთარ თავს ვერ ვცნობ,რამდენიმე თვის უკან ლამაზი,თვალებ ბრჭყვიალა გოგონა ვიყავი,დღეს კი ჩემს წინ გამხდარი და სახე მოქუფრული,ჩემთვის უცნობი ქალი დგას.
იატაკზე ვჯდები,ვიკუნტები და მუხლებზე ვიდებ თავს,თვალებს ძლიერად ვხუჭავ იმედით რომ ეს ყველაფერი სიზმარი შეიძლება იყოს,რომელიც მალე დასრულდება და ისევ,მოგონებები მესხმიან თავს.
დავით...
ხმადაბლა ვბუტბუტებ და მეღიმება.
ჩვენი შეხვედრის დღე მახსენდება...




მზიანი,ლამაზი ზაფხულის დღე იყო..
აგვისტო იდგა.
ქუჩებს მხიარულად დავუყვებოდი და დაბალ ხმად ვღიღინებდი დიდი ხნის აკვიატებულ მელოდიას,დედამიწა ჩემს გარშემო ბრუნავდა,თითქოს ყველაფერი ჩემთვის იყო შექმნილი.
ადრე მჩვევია მარტოს სიარული,არასდროს მყოლია მეგობრები,ნაცნობ ადგილებს თვალ დახუჭულიც ვცნობდი,მიყვარდა ამ სოფლის ყოველი კუთხე და ყოველი მაცხოვრებელი.
აგვისტოში ახალგაზრდობა ერთ გუნდათ იკვრებოდა,მსიამოვნებდა მათი ყურება,თვალის დევნება თუ როგორ ატარებდნენ ერთად დროს და როგორ უხაროდათ ყოველი წამი ,
ყველასთვის ნაცნობ ჩანჩქერთან იყრიდნენ თავს და ჟრიამულით თავს ხდიდნენ მთელს სოფელს.
არასდროს ვყოფილვარ იმ ჩანჩქერთან,მაგრამ იმ საბედისწერო დღეს არ ვიცი რატომ,საშინელმა სურვილმა ამიტაცა იქ ყოფნის.
მშრალ მიწაზე ვიჯექი და წყლის ხმის მოსმენით ვტკბებოდი,საოცარი შეგრძნება იყო,სიმშვიდის,თითქოს ყველა დარდი გამომაცალა სულიდან ამ ხმამ და სრულიად ცარიელი დამტოვა.
იქ გავიცანი დავითიც,მაშინ,როდესაც იცის სადღაც მოშორებით იჯდა და საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა.
არ ვიცი როდის შემამჩნია,მაგრამ ჩემთან მოახლოვებას არ შეუშინდა.გვერდით მომიჯდა,მოღუშული და სახე წაშლილი ახლა მე მომაშტერდა და უხერხულობისგან ბაგეებიდან უცნაური კითხვა აღმომხდა " რას მომაშტერდი,რა იყო, იშვიათად ხვდები ჩემნაირ ქალებს ? " -თქოპ
ორივეს სიცილი აგვივარდა, არ ვიცი რატომ მაგრამ, თითქოს ვგრძნობდი რომ რაღაც აწუხებდა და დაუმორცხვებლად გამოვკითხე ყველაფერი,ჯერ თავს იკავებდა,შემდეგ კი ვეღარ გაუძლო..
ცოლი ჰყავდა,რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში მოაყვანინა მამამ,იმის გამო რომ რძლის ოჯახი არც თუ ისე ღარიბი იყო,იმედი მისცემია ამ სიღარიბეს თავს დავაღწევო. მაშინ ვერ ხვდებოდა დავითი რა ხდებოდა მის თავს,უხაროდა კიდეც,ძმა კაცებში ამაყად ყვებოდა ცოლის მოყვანის ამბავს და თავს თითქოს,სხვა ნაირად გრძნობდა.
ერთად იზრდებოდნენ,შეეჩვივნენ ერთმანეთს.
დროის გასვლასთან ერთად კი ყველაფერი არევიათ,ჯერ ცოლის მამა გარდაცვლილა, მერე კი ცოლის დედა, ვეღარ გაუძლო საბრალო ნინემ და ჭკუიდან შეშლილა.
ყოველ ღამე კივილით იღვიძებდაო-აკონკრეტებდა დავითი მაშინ.
მუხლებში მივარდებოდა და მევედრებოდა მშობლების დაბრუნებასო,მე კი ვერ ვაბრუნებდი, არ შემეძლო და შემიძლიაო .
ვეღარ იტანდა საბრალო ნინე ქმარს,ვეღარც სოფელს და ვეღარც იმ საყვარელ საქმეებს რასაც ყოველ დღე ბედნიერი აკეთებდა.
ყველას ადანაშაულებდა თურმე,ყველა თავისი მტერი ეგონა .
მერე უფრო მეტად ჩაიკეტაო-კოდევ დააკონკრეტა დანანებით დავითმა და თავი ჩაქინდრა,უცაბედი სლუკუნი წასცდა და ცხოვრებაში პირველად მაშინ ვნახე მტირალი კაცი,გულზე
ლოდათ დამედო მისი ისტორია,ვერ ვუყურე მტირალ ჯერ კიდევ კადგას უცნობ მამაკაცს და მეც მომადგა თვალებზე ცრემლები,გაუკვირდა,გაოგნებისგან ცრემლები უმალვე შეიმშრალა და ჩემკენ გადმოიახარა,არ ეგონა თურმე რომ ვინმეს ჩემსავით შეეძლო მისი ტკივილის გაზიარება.
მოსაღამოვებულზე ავდექი და წამოვედი,თანაც ისე რომ ხმა არ ამომიღია,მაშინ სახელიც არ მიკითხავს მისი და არც ჩემი მითქვამს.
დრო და დრო ერთმანეთს გზად ვაწყდებოდით ხოლმე,გცეღიმებოდა,ორივემ ვიცოდით რატომაც მაგრამ არცერთი ვაღიარებდით,შემდეგ კი გარისკა და ჩემი სახლის კართან ამოყო თავი.
ეს იყო პირველი დღე როცა სიყვარულში გამომიტყდა,მაშინ არ ვიცოდი რას ვგრძნობდი,მაგრამ ხელი არ მიკრავს მისთვის, საკუთარ თავს შანსი მივეცი და მივხვდი,რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მივხვდი რომ თურმე მყვარებია.
ჩუმი,წყნარი შეხვედრები გვქონდა,არავინ იციდა ჩვენს შესახებ და არც შეიძლებოდა რომ ვინმეს სცოდნოდა.
თითქოს უწყინარი დავითი მერე ნელ-ნელა იცვლებოდა, ხან იკარგებოდა ჩემი ცხოვრების რამდენიმე დღიდან, ხან გამოჩნდებოდა და სიყვარულს მიმტკიცებდა სიტყვებით,მე კი მჯეროდა,უსაშველოდ მიყვარდა და მეშინოდა რომ დავკარგავდი.
შემდეგ ..
შემდეგ რა მოხდა თქვენც იცით ..
მთელს სოფელს მოედო ჩვენი ამბავი,ყველამ ერთ ხმაში აიტაცა ინფორმაცია, შემდეგ კი ...
შემდეგ ჩემზე გადმოვიდნენ,ზიზღსა და ღვარძლის ანთევდნენ, დავითზე არავინ არაფერს იძახდა,მიხაროდა ჩემსავით არ მოუწევს ნერვიულობა თქო,თუმცა თვითონ დავითიც დაიკარგა მაშინ,როცა მჭირდებოდა ..
ველოდი,მინდოდა გვერდში მყოლოდა და ეთქვა " არ მოუსმინო ხალხს ანა" მაგრამ,არ იყო,არსად იყო და მარტო დავრჩი.
მერე კი.....



-ანა- ფიქრებიდან დავითის ხმა მაფხიზლებს, თავს ვწევ და ქვემოდან ზემოთ ავყურებ -კარგათ ხარ ?
- არა -ფეხზე ვდგები , წინ ვუდგები და თვალს თვალში ვუყრი - სად იყავი ?
- რა ? - გაკვირვებული მეკითხება
-სად იყავი მაშინ,როდესაც ხალხმა ჩვენს შესახებ გაიგო
-ანა ...
- დავით სად იყავი როცა მჭირდებოდი ? - აგრესიის მოზღვავებას ვგრძნობ,რამდენიმე ნაბიჯს უკან ვადგამ,თვალს არ ვაშორებ,ვხედავ როგორ ღელავს,ნერვიულობს,არ იცის რა მიპასუხოს,ნერვიულად ირეს შუბლს და ჩემკენ იწევა - არ მომეკარო - ეჭვები უფრო მეტად მითრევენ ჭაობში -მრავალი კითხვა მაქვს შენთან,მაგრამ ჯერ იმაზე მიპასუხებ რაც ვიკითხე წეღან
- ანა, მე არ ვიცოდი რომ ხალხი ..- საუბრის გაგრძელების საშუალებას არ ვაძლევ,ისტერიული სიცილი მიტყდება,კარადას ვაწყდები და სიცილისგან წელში ვიხრები.
-არ იცოდა.... არ იცოდა !!!
- ანა
- ბატონო?
- ანა, კარგათ ხარ ?
- იდეალურად ჩემო კარგო -ვწყვეტ სიცილს და მაშინვე მეცვლება სახე - აქ მოღალატე მხოლოდ შენ ხარ
- რას ამბობ ?
- შენთვის მარტივი იყო ჩემთან ყოფნა მაშინ როცა არავინ არაფერი იცოდა ჩვენზე ხო? -ვუახლოვდები და ძალიან დაბალი ხმით ვეკითხები
- მაგრამ შეგეშინდა როცა ხალხმა გაიგო,დაიმალე - ცალ წარბს ვწევ ზევით და ვუღიმი
- ანა მგონი შოკში ხარ კიდევ
- კი ვერ შეგედავები - ხელებს ვშლი და აქეთ-იქით სიარულს ვიწყებ - დღეს ძალიან საინტერესო დღე მქონდა,მაგრამ ჩემმა დაკარგულმა გმირმა გადამარჩინა, საიდან გაიგე რომ გოჩა აქ იყო? ან მე რომ ლაშასთან ვიყავი? ჰა ? -უფრო მეტად იბნევა- იცი? პასუხების მოსმენაც კი აღარ მინდა - მოკლედ ვუჭრი,სკამზე გადაკიდებულ ლაშას ქურთუკს ვაფრინდები და სხეულზე ვისხამ,გვერდს ვუვლი დავითს ისე,თითქოს არც ვიცნობ და მაშინვე გასასვლელი კარისკენ გავრბივარ და გზად ფარანს ვავლებ ხელს .
ცოტა ხანს ვჩერდები,უკან ვიყურები და ვამჩნევ "ცარიელ ოთახს" გული მეკუმშება,ისევ შეეშინდა მას..
გარეთ გავდივარ.. დავითი კი სახლში რჩება ისე,რომ არც კი ინტერესდება როდის დავბრუნდები უკან ან საერთოდ დავბრუნდები კი?


ცოტაც და მალე გათენდება,ტყეში ვიჭრები და ცოტა ხანს ხის მოჭრილ მორზე ვჯდები
სად შეიძლება ლაშა იყოს - ფიქრისგან ტვინს ვიჭ....ტ,ერთადერთი ადგილი სადაც მეგულება მამამისის სახლია სადაც მე ვერ მივალ რადგან მაშინვე მომკლავენ..
ფეხზე ვდგები და გზას ვაგრძელებ,მივაბიჯებ თოვლში და ტალახში, ტანში მცრის, არც ისე თბილი ქურთუკი ჰქონია ლაშას, ვიშმუშნები წამდაუწუმ და თან იმ დღეზე ვფიქრობ როცა ლაშას შევხვდი პირველად.
ისე...
ბედის ირონიად მიმაჩნია ის რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში..
მოსაკლავად დამდევს ხალხი,ახლა კი მივდივარ სხვის გადასარჩენად და საბოლოოდ ისევ მე მომკლავს ვინმე .
მეცინება და ცოტა ხასიათზე მოვდივარ,არ ვიცი როდის გახდა ჩემი დატანჯული ცხოვრება ასეთი იუმორისტული,მაგრამ თითქოს აღარ მაღელვებს .
- ისე - ჩემს თავთან ვიწყებ საუბარს - მგონია ლაშა არ უნდა იყოს ცუდი კაცი , ამდენ ხანს მეხმარებოდა, ჩემთვის ღამის დაშავდება რომ დომოდა დამიშავებდა კიდეც აქამდე -კიდევ უფრო მეტად მეცინება, მის ქურთუკს უცნაური სურნელი აქვს, საყელოს კარგად ვაბჯენ ცხვირს და ვისუნთქავ,უცნაური შეგრძნება მეუფლება,ტანში რაღაც უცნაური დამიდის , მომწონს ეს გრძნობა და თან არ მომწონს
- შეუძლებელია ამ ადამიანმა რამე დამიშავოს -დარწმუნებით ვიძახი და კიდევ ვჩერდები.
ვიყურები ირგვლივ,ისეთი სიჩუმეა,ისეთი სიცარიელეა ადამიანს გადარევს ჭკუიდან...
- ანა - ტრიალს ვიწყებ - ანა - მეორდება ხმა - ანა ... - მგონია მეჩვენება და ყურადღებას არ ვაქცევ, გზად ვაგრძელებ და ისევ ჩამესმის ხმა - დამეხმარე - ვჩერდები,გული ძგერას წყვეტს,შიშისგან თვალები მიფართოვდება და კარგად ვიწყებ ძმის მოსმენას - ანა - ხმას მივყვები,წინ ვიყურები და ვცდილობ გავარკვიო ვინ ან რატომ მეძახის,ფეხს რაღაცაზე ვკრავ და ვეცემი ტალახში,ფარანი ხელიდან მივარდება, წვალებით ვწვდები,ფეხებთან ვინათებ და გაოგნებისგან კიდევ მივარდება ხელიდან ფარანი
- როგორც იქნა - ხვნეშის ჩემს ფეხებთან გაშხლართული ლაშა
- მოიცადე, აქ რა გინდა ? ან რა გჭირს ? - შეშინებული ვაწყდები, ტალახში დასვრილს როგორღაც ვწმენდ შიშველი ხელით
- დაჭრილი ვარ -ხმა დაბლა მეუბნება
- რა ? - ხმა მაღლა გავკივივარ მე
- ჩუ - თითს მადებს ტუჩებზე - რა გაყვირებს, ვერ ვდგები, უნდა დამეხმარო - მეუბნება.ფარანს ვდებ,თვალებში ცრემლები მადგება , ვიცი რომ სტკივა , არ ვიცი რატომ , მაგრამ ძალიან მტკივა , ორივე ხელს ვავლებ მკლავებში და ვცდილობ რომ წამოვაყენო,ძალიან მძიმეა, ძალები არ მყოფნის და ისევ ვუშვებ ხელებს
- მოიცადე მოვიფიქრებ რამეს - ვეუბნები მე
- ცოტა მომეშველი,აქამდე ჩემით მოვედი,მთავარია ფეხზე დავდგე
-აქამდე ? სად იყავი , ვინ გაგიკეთა ეს - აფორიაქებული ვაბჟირდები ტალახში ჩაფლულს
- ანა , უბრალოდ დამეხმარე - ვიხრები კიდევ , ახლა თვითონაც ატანს ძალას თავის თავს და გაჭირვებით დგება ფეხზე ისე,რომ წელში ვერ სწორდება,ხელს მხარზე მხვევს,ვიხრები ფარნის ასაღებად და ტკივილისგან ხვნეშად იწყებს რადგან თვითონაც მომყვება,ვსწორდები და ძლიერად ვავლებ ხელს ხელში..
- ღმერთო ჩემო - ანერვიულებული ხმა მაღლა ვვოხრავ
- შენთან მოვდიოდი- მეუბნება ლაშა - გოჩამ რა დაგიშავა გთხოვ მითხარი
- გოჩაზე ფიქრობ ? ვერ ხედავ დაჭრილი ხარ - ცრემლები მწყდება თვალებიდან, სრუტუნით ვაგრძელებ - იმედია ინფექცია არ შეგჭრია ჯერ
- შენ რა ტირი ? - მეკითხება ის
- არა
- შეიძლება ვერ გხედავ დიდად მაგრამ ვგრძნობ რომ ტირი
- არა მეთქი, უბრალოდ ვღელავ,ადამიანი ხარ , დაჭრილი
- ადამიანი ვარ ?
- რა იყო არ ხარ ?
- მეგონა ადამიანზე მეტი ვიყავი შენთვის - მეუბნება. ვჩერდები ....
- რატომ გაჩერდი ცოტა დარჩა - მეუბნება,გულში უცნაური სითბო მეღვრება,გზას განვაგრძობ და ცოტა ხანში სინათლეს ვამჩნევ,ალბად ლაშას სახლიდან გამომავალი სინათლეა,მერე მახსენდება დავითი,ისიც იქ რომ იყოს ახლა ?
დაქანცულ და დატანჯული ლაშას მუხლები ეკეცება,უფლებას არ ვაძლევ დაეცეს,უფრო მეტიც დაღლას ვერ ვგრძნობ,არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცი რომ ბოლომდე შევძლებ მის მიყვანას სახლამდე .
გზა და გზა ფეხი უსხლტება ტალახში, თავს ძლივსღა უმაგრებს, დანებების საშუალებას არ ვაძლევ და ისე ვექაჩები თითქოს უზარმაზარ ტომარას მივათრევდე.
საშინელი სიჩუმე ვარდება ჩვენს შორის ლაშას სიტყვების შემდეგ,სახლამდე უხმოდ მივდივართ და კარებთანღა ვისუნთქავ ჰაერს ხარბად
- როგორც იქნა - ვამბობ და შიგნით შემყავს,კარს ფეხით ვიხურავ, ბუხრამდე ძლივსღა მივათრვ,ხელს ვუშვებ და ბოძზე მოწყვეტით ეხეთქება - მაპატიე
- მესმის - მეუბნება და გაყინულ ხელებს სისხლისა და ტალახისაგან დასვრილ სვიტერზე ისვამს
- მოითმინე - ვაჩერებ და მუხლებზე ვდგები - ჯერ ეს უნდა გაიხადო
-ვერ გავიხდი მტკივა,მაკრატელი ნახე, ბუხრის თავზე უნდა იდოს ამას წინევზე დამჭირდა - ფეხზე ვდგები და ბუხართან ახლოს მივდივარ,მაკრატელს ვავლებ ხელს და ახლა ისევ ლაშასთან ვემხობი.
- არ მგონია სვიტერი გაჭრას - ვეუბნები და მაინც ვაკეთებ ერთ მცდელობას
- როგორმე უნდა მოახერხო
- არ ჭრის - მაკრატელს ნოხზე ვდებ,მკლავზე ვაფრინდები,ცალ ხელს ვუნთავისუფლებ სვიტერისგან მერე მეორე მხარეს გადავდივარ, ტკივილისგან სახე ეკუმშება - მოითმინე ცოტაც - დანანებით ვეუბნები და ახლა მეორე ხელს ვუნთავისუფლებ,უფრო მეტად იწყებს ხნავილს,შეშინებული მაშინვე ხელს ვუშვებ და გაჩერდები
- ძალიან გტკივა ?
- არა - მპასუხობს და სახეს მაშინვე ასწორებს, თავთან ვიჯდები, ეს- ესაა საბოლოო მოქმედება უნდა გავაკეთო იმისათვის რომ სვიტერი გავხადო რომ ვგრძობ მის მზერას,თვალს-თვალში ვუყრი
-ძალიან ლამაზი ხარ - მეუბნება და თან იღიმის
-მადლობ - მეღიმება მეც
წარბებს ვწევ ზევით, ეშმაკურად ვაჩერდები, მერე მზერა ისევ მისი სვიტერისკენ გადამაქვს, მესმის როგორ ეცინება ძმა დაბლა და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამას
- შეგიძლია თავს ძალა დაატანი რომ ოდნავ გვერდზე გადაიხარო ?

ხვნეშა-ხვნეშით იწევა,სწრაფად ვკიდებ ხელებს სვიტერს და ვაძრობ თავიდან,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ომში ვარ,დაქანცული ცოტა ხანს ნოხზე ვეცემი ლაშას სვიტერთან ერთად და ჭერს ვაშტერდები, მალევე მოვდივარ გონს,ვიწევი და ვუახლოვდები,მაკრატელს ვკიდებ ხელს და მის თეთრ მაიკას რომელზედაც სისხლის კვალია შუაზე ვჭრი. ნახევარ გაკეთებულ საქმეს მიღწევად მივიჩნევ,შვებით ვისუნთქავ კიდევ ერთხელ ჰაერს.
ჭრილობისკენ გამირბის თვალი,არც ისეთი ღრმა ჩანს როგორსაც მოველოდი მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნება მრჩება,ცოტა ხანს თვალებს ვხუჭავ,მუშტებით ვისრესს და მერე ისევ ვახელ
- კარგი ... - ხმა დაბლა ვამბობ,ლაშას სახისკენ მიმირბის მზერა. დატანჯული გვერდზე რაღაცას აშტერდება,საბრალოს აღარ შერჩა ძალები - ახლა რა გავაკეთო ? - ვეკითხები, თავს ასწორებს და ჩემკენ იყურება,არაყი ნემსი და ძაფი - მეუბნება მოკლედ
- რა ? - გაოცებისგან ყბა მივარდება
- იქ კარადა რომაა ჩაშენებული ხედავ ? - თითს იშვერს ოთახის ბოლოში ჩაშენებული მუქი ყავისფერი კარადისკენ - გამოაღე,იქ იდება არაყი - ფეხზე ვდგები, სირბილით მივდივარ კარადამდე და ხელს ვავლებ პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ არაყს
- ნემსი და ძაფი ? და კიდევ,ბამბახ დაგვჭირდება მგონი
- ოთახში იქნება საწოლთან,ცისფერ კოლოფში,ბამბაც ოთახში უნდა იყოს - ყველაფერს ვიმარაგებ,ლაშას გვერდით ვალაგებ და დაბნეული ვჯდები
- ლაშა ვერ გაგიკერავ ჭრილობას - საწყლად ვეუბნები
- სხვა გზა არ გაქვს - მოკლედ მიჭრის.
მსგავსი შემთხვევა ჯერ არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში,არც კი ვიცი როგორ უნდა გავწმინდო ჭრილობა სწორად,გაკერვაზე რომ არაფერი ვთქვა.
ჯერ კიდევ შოკირებული ვზივარ,ვერაფერს ვაკეთებ და ვხვდები რომ დრო მიდის,დრო კი ყოველთვის ფული ღირს ამ შემთხვევაში კი ჯანმრთელობა !
ბამბას ვიღებ თხელი და გრძელი პაკეტიდაბნ,ხელის გულებში ვიქცევ და ვამრგვალებ ისე,რომ მოსახერხებელი იყოს წმენდის პროცესში.
არყის ბოთლს ვხდი თავსახურს, ბამბას საგულდაგულოდ ვასველებ და ლაშას დავყურებ სახეზე,ვხედავ როგორ უჭირს მაგრამ არ იმჩნევს,გულის სიღრმეში ვამაყობ რომ ასე კარგად უძლებს ამ ყოველივეს
- ჭრილობის ირგვლივ წამისვი ჯერ - მითითებებს მაძლევს, სველ ბამბას ვადებ ჭრილობასთან ახლოს , მზერას მისი ხელისკებ ვაპარებ,მუშტებს ისე კრავს რომ ძარღვები ამჩნევია. ვუსვამ ირგვლივ,რამდენჯერმე ვცვლი ბამბას და ნერვიულობისგან ცივი ოფლიღა მასხავს,მეშინია რომ უფრო მეტად ვატკენ,ან ვერ მოვასწრებ შველას
- უკეთესი იქნება ახლა,თუ თვითონ ჭრილობაზეც წამისვამ - მეუბნება და თვალებს ხუჭავს
- გეტკინება
- გააკეთე რასაც გეუბნები
- მეშინია რომ გატკენ ლაშა -ხმას ვუმაღლებ
- ანა, უბრალოდ ჭრილობაზე გადამისვი, გთხოვ , კარგი ?
- არა, ვიცი რომ გეტკინება - დავსრილ ბამბას რომელიც ხელში მიკავია ნოხზე ვდებ,წელში ვიხრები,ყელში მტკივნეული ბურთი მეჩხირება ..
ვგრძნობ როგორ ატოკებს ლაშა ხელს,გვერდზე ვიწევი,არყის ბოთლს აფრინდება და ზედ ჭრილობაზე ისხამს ცოტას,სახეს უფრო მეტად ჭმუხნის,ბოთლს დებს და მარჯვენა მუშტს იატაკზე არტყამს ისე როგორც შეუძლია.
მწუხარებისგან ჭკუიდან ვიშლები,ცრემლები თავისით მდიან თვალებიდან, ემოციებს ვეღარ ვიკავებ და ბავშვივით ქვითინს ვყვები.
- ანა - ხელს მადებს ხელზე, წარბებშეკრული მისკენ ვიხედები და თავს ვაჭმევ - ნუ ტირი ძალიან გთხოვ, შენ მჭირდები ახლა, ხომ ხვდები რომ შენს მეტი ახლა ვერავინ დამეხმარება ?
- კი
- გამოიჩინე ძალა,დამეხმარე - ხელს სახეზე მახებს,ღაწვებზე ჩამოღვენთილ ცრემლებს ცალი თითით მწმენდს,მერე მეხება თვალებზე და მაშინვე ჩერდება - ნუ ტირი - ხმა უწყდება
- არ შემიძლია
- ნუ ტირი - იმეორებს ისევ
- ვიცი რომ გტკივა
- შეწყვიტე ტირილი
- უბრალოდ ვერ ვიზამ ამას, არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო - ვაგრძელებ ტირილს
- ანა ტირილი შეწყვიტე თქო- მიყვირის,მაშინვე მივარდება ძმა, საბრალო თვალებით შევყურებ -გთხოვ ნუ ტირი,ვერ გიყურებ ასეთს - ხელზე მექაჩება,მისკენ ვიხრები მეც.
ჩვენი სახეები ერთმანეთს ხვდებიან,ისე ახლოა ვარ მასთან რომ მისი სუნთქვის ხმა მესმის,გული გამალებით მიწყებს ძგერას, მთელს სხეულში უცნაური შეგრძნება მეუფლება და კანკალი მიტაცებს.
ხელს ძლიერად მიჭერს, თვალებს არ მაშორებს,დატყვევებულივით ვერც მე ვშორდები,სიახლოვისგან გამოწვეული მღელვარება მძაბავს,ვგრძნობ როგორ ეხებიან ჩვენი ბაგეები ერთმანეთს და მაშინვე ჩამესმის ჩემივე გულის ფეთქვას ხმა ყურებაში.
ცოტა ხანს გაშეშებულები ვართ,შუბლს შუბლზე ვაბჯენ,უცბად უფრო ძლიერად მექაჩება და წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ,ალვე მეწაფება ტუჩებზე და თვალებს ძლიერად ხუჭავს.
ღმერთო...
ცოტაც და გული წამივა,მაშინვე ვინაბები და მეც თვალებს ვხუჭავ,მთელი სხეულით შევიგრძნობ მისი ბაგეების გემოს.
ხელს ადუნებს,მაშორებს მკლავიდან და თმაში მიცურებს ნაზად.
დედამიწაზე რაც კი არსებობს შეგრძნება ყველა ერთდროულად მადგება კარს,წამიერად ვწყდები სამყაროს და სადღაც სხვაგან ვყოფ თავს.
ჩერდება,მეც ვჩერდები და თვალებს ნელა ვახელ,ჯერ კიდევ განაბული ასვენია,მისი ბაგეებიდან წამოსულ თბილ სუნთქვას ვგრძნობ,მერე თვალებს თავადაც ახელს და მიყურებს ისე,თითქოს ძალიან დიდი ხანი არ ვყავარ ნანახი..
არა!
მაშინვე მახსენდება რომ დეფნეს გაჭრილი ვაშლივით ვგავართ,ადგილიდან ვწყდები და წელში ვსწორდები,გაურკვევლობაში მყოფი მაკვირდება,ეჭვის თვალს ვაპარებ მეც და მერე ისევ სივრცეში ვიწყებ ცქერას.
ვგრძნობ თითქოს მიღალატეს,ვხვდები რომ მისთვის ანა კი არა დეფნე ვარ და დიდი ალბათობით რამდენიმე წუთის წინაც მონატრებულ სიყვარულს კოცნიდა.მაშიმვე ვნანობ წეღანდელ კოცნას,თავს ვაქნევ,გონებიდან ყველა აზრს ვიფანტავ და იატაკზე დადებულ პლასტმასის ბოთლს ვკიდებ ხელს
- ანა ყველაფერი კარგად არის ? - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი მეკითხება,საპასუხოდ თავს ვუქნევ და მისი ჭრილობისკენ გადამაქვს მთელი ყურადღება,კიდევ ერთხელ ვასხამ ზედ ჭრილობაზე ცოტა არაყს, უხილავი ძალა მეძლევა,არ ვიცი ეს ბრაზის ბრალია ,ჩემი ეჭვების თუ დაბნეულობის მაგრამ ვაანალიზებ რომ დროულია.
ხმას არ იღებს,კოლოფიდან ყველაზე დიდ ნემსს ვიღებ, კარები იღება,უკან ვიხედები და დავითს ვხედავ,ხელში შეშის თხელი ნაჭრები უკავია.
- ანა - ჩემკენ მოდის და ძირს გაშოტილ ლაშას ათვალიერებს - რა ხდება ?
- როგორც ხედავ ჭრილობა უნდა გავუკერო - ვპასუხობ მე
- შენ ჩემს სახლში რა გინდა ? - უხეშად ეკითხება ლაშა
- შენს სახლში შენივე მამას ანა ყავდა კუთხეში მომწყვდეული - ხმას უწევს დავითი - და მე რომ არა ახლა რა იქნებოდა არ ვიცი
- რა თქვი ? - სიბრაზისგან ფერი გადასდის ლაშას - ანა რას ამბობს
- ასე იყო - ვპასუხობ მე
- მამაჩემმა.. შენ, ანა რა გიქნა - იწევა, ხელით გულ-მკერდზე ვაწვები და ვაიძულებ დაწოლას
- საბედნიეროდ დავითმა მოუსწრო , როგორც აღნიშნა წეღან თავად - დავითი იხრება,ჩემს წინ ჯდება და ხელებზე მკიდებს ხელებს,მაშინვე ვიშორებ
- მომეცი მე მივხედავ - მეუბნება და ლაშასკენ იყურება
- მივხედავ
- მომეცი,მომეცი - ხელს მიწვდის
- მიეცი ანა - ხმა დაბლა ბუტბუტებს ლაშაც
- თქვენ უკეთ იცით - ნემსს ვდებ ისევ კოლოფში და ფეხზე ვდგები.
მეორე ოთახში გავდივარ,კარებს ვხურავ და გრძელ ტახტზე ვჯდები,ამ ოთახში ჯერ არასდროს ვყოფილვარ,ინტერესით ვათვალიერებ კედლებსა და ჭერს,მერე ვიკუნტები და ნერვიულად ვიწყებ თითებით თამაშს.
მახსენდება დეფნეს წერილი,სულ ცოტაც და თავი გამისკდება ამდენი ფიქრისგან მაგრამ ვერ ვწყვეტ,მერე მახსენდება ისევ დავითი და მისი დაუდევრობა შემდეგ კი ისევ ლაშა და ჩვენი კოცნა რომელიც მხოლოდ მისი იყო და მე არ მეკუთვნოდა.
მეღიმება,არ მჯერა რომ ამის უფლება მივეცი,რა სუსტი ვყოფილვარ რეალურად ახლაღა ვხვდები და უფრო მეტად ვნანობ ჩემს გაკეთებულს.

არსებობს მომენტები როცა გრძნობ რაღაცას მაგრამ,არ გინდა
ფიქრობ რაღაცას, მაგრამ არც ეგ გინდა.
თითქოს ერთმანეთში გაურკვევლად იზილება ყველაფერი და ადამიანს საბოლოოდ გირევს თავგზას.
დაჭრილი ირემივით ეცემი,ვეღარ უძლებ რადგან დაიღალე..
ცხოვრება რეალურად ისეთი რთულია და თან სასაცილო,
ადამიანს ერთ წამში გამოგიჩენს სადარდებელს.


ოთახის კარს აღებს დავითი და შიგნით შემოდის
- დავამთავრე - მეუბნება და ჩემკენ სვლას იწყებს
- როგორ არის
- იცოცხლებს - ეცინება - ოთახში დავაწვინე, დაისვენოს
- რა იყო აზრი შეიცვალე მასზე ? - ირონიულად ვეკითხები
- არამგონია,უბრალოდ დახმარება მე არ მომკლავდა
- გასაკვირია შენი ახლანდელი პოზიცია - მეცინება და თავს ვხრი
- ანა - გვერდით მიჯდება და აგრძელებს - არ ვიცი რატომ გგონია რომ მიგატოვე და არ მადარდებდა როგორ იყავი მაგრამ მინდა გითხრა,რომ შენზე ფიქრი არასდროს შემიწყვიტავს
- კარგი იქნებოდა ქმედებებით გვეჩვენებინა,როცა დრო იყო
- მასე ნუ ამბობ
- რას ელი ჩემგან ? ტკივილი,დამცირება და ჩაქოლვა გამოვიარე,მაშინ როდესაც შენ ალბად თბილად იწექი სახლში ან შენს თავზე ფიქრობდი, აღარ დამრჩა ემოციები,აღარც ის ვიცი უნდა გენდო თუ არა და აღარც ის იმსახურებ თუ არა ჩემს სიყვარულს
- ის შეგიყვარდა ?
- რომელ სიყვარულზეა საუბარი - სიბრაზისგან ალი მეკიდება,ფეხზე ვიჭრები - რომელ სიყვარულს ახსენებ
- მასე თუ არაა მომეცი საშუალება რომ განახო თუ როგორ მიყვარხარ
- ზურგს ვაქცევ და ოთახიდან გასვლამდე ვჩერდები
- უმჯობესი იქნება თუ ისევ ისე გაქრები ჩემი ცხოვრების როგორხ რამდენიმე თვის უკან - გავდივარ ..



№1 სტუმარი you and me

დზალიან მომწონს , მალე დადე შემდეგუ თავი

 


№2  offline წევრი A.N.A

გკითხულობ და სიტყვა ვერ ვიპოვე, რომ შეგაფასო. ნუ არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია რომ მომწონს ისტორია და ახლაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები ჩემო კარგო. ❣️

 


№3  offline წევრი Mirranda_k

A.N.A
გკითხულობ და სიტყვა ვერ ვიპოვე, რომ შეგაფასო. ნუ არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია რომ მომწონს ისტორია და ახლაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები ჩემო კარგო. ❣️


მადლობა ♥️

you and me
დზალიან მომწონს , მალე დადე შემდეგუ თავი


აუცილებლად ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცარი თავი იყო ასე მალე არ მეგონა დადებდით რომ დავინახე გამიხარდა საინტერესოა დავითმა როგორ მიაგნო რა ხდება ვერ გავერკვიე თუ მართლა უყვარდა რატომ დაიმალა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი Mirranda_k

სტუმარი ნესტანი
საოცარი თავი იყო ასე მალე არ მეგონა დადებდით რომ დავინახე გამიხარდა საინტერესოა დავითმა როგორ მიაგნო რა ხდება ვერ გავერკვიე თუ მართლა უყვარდა რატომ დაიმალა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????


ოოო დიდი ამბები იქნება მალე აჰაჰა , მადლობა დიდი ♥️♥️

 


№6  offline წევრი OKI ME

ჰო, საინტერესო ისტორიაა უდავოდ. იმედია არ მიწყენ თუ გეტყვი, რომ რამდენიმდ შედომა გქონდა რამაც სულ ცოტათი ამრია. ანუ ზოგან ასოები გაკლდა, ზოგან სხვა ასო გეწერა სხვის მაგივრად. ნუ, მესმის მექანიკური შეცდომაა, ყველას მოგვსვლია. უბრალოდ, მომწონს ეს ისტორია და მინდოდა, რომ ეს მეთქვა შენთვის. იმედია მართლა არ მიწყენ ❤️❤️

ჰო, აშკარად წინ მართლა საინტერესო ამბები გველის. დავითმაც და ლაშამაც საერთოდ აურიეს ანას თავგზა :დდდ სად დაიკარგა ეს დავითი, როდესაც ჭირდებოდა ბრბოს წინაშე მარტო დატოვა. ამ ეტაპზე, ამ თავიდან გამომდინარე როდესაც არ ვიცით რა მოხდა, რატომ დაიკარგა დავითი, ვფიქრობ ეს სოყვარული ნამდვილი არაა. თუ გიყვარს ყველას და ყველაფერს აღუდგებით წინ ერთად ორივე.

❤️♥️

 


№7 სტუმარი Life is beautiful

თავიდან არ მქონდა კარვი წარმოდგრნა დავითზე მაგრამ ახლა? არ ვიცი ბევრი აზრი მომდის თუ რატომ არ იყო მის გვერდით როცა ასე ამცირებდნენ...
მძაფრშიუჟეტიანი იყო და ძაან ჩამითრია... ველი შემდეგს ძალიან განსხვავეებულ ემოციებს მიღვიძებ და მადლობა ამისთვის... ♥️

 


№8  offline წევრი Mirranda_k

Life is beautiful
თავიდან არ მქონდა კარვი წარმოდგრნა დავითზე მაგრამ ახლა? არ ვიცი ბევრი აზრი მომდის თუ რატომ არ იყო მის გვერდით როცა ასე ამცირებდნენ...
მძაფრშიუჟეტიანი იყო და ძაან ჩამითრია... ველი შემდეგს ძალიან განსხვავეებულ ემოციებს მიღვიძებ და მადლობა ამისთვის... ♥️

Megioki
ჰო, საინტერესო ისტორიაა უდავოდ. იმედია არ მიწყენ თუ გეტყვი, რომ რამდენიმდ შედომა გქონდა რამაც სულ ცოტათი ამრია. ანუ ზოგან ასოები გაკლდა, ზოგან სხვა ასო გეწერა სხვის მაგივრად. ნუ, მესმის მექანიკური შეცდომაა, ყველას მოგვსვლია. უბრალოდ, მომწონს ეს ისტორია და მინდოდა, რომ ეს მეთქვა შენთვის. იმედია მართლა არ მიწყენ ❤️❤️

ჰო, აშკარად წინ მართლა საინტერესო ამბები გველის. დავითმაც და ლაშამაც საერთოდ აურიეს ანას თავგზა :დდდ სად დაიკარგა ეს დავითი, როდესაც ჭირდებოდა ბრბოს წინაშე მარტო დატოვა. ამ ეტაპზე, ამ თავიდან გამომდინარე როდესაც არ ვიცით რა მოხდა, რატომ დაიკარგა დავითი, ვფიქრობ ეს სოყვარული ნამდვილი არაა. თუ გიყვარს ყველას და ყველაფერს აღუდგებით წინ ერთად ორივე.

❤️♥️



მიხარია რომ მოგწონთ,საღამოს დავდებ ახალ თავს , უკვე დაწერილი მაქვს ისტორია და შესწორებები შემაქვს ♥️

 


№9  offline წევრი A.N.A

როდის იქნება შემდეგი თავი?❣️

 


№10  offline წევრი Marikagogolqdze

მალე დადებ მომდებნო თავს,???? ველი მთელი გულით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent