შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ხათაბალა" (ნაწილი 3 სრულად)


9-12-2020, 16:51
ავტორი ტერიკო74
ნანახია 9 089

"ბორია გადაი"

ღმერთი დამემოწმება,კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი,რომ გოგლას გარეშე ნაბიჯიც აღარ გადამედგა.ჩემს ხიფათიან ცხოვრებისთვის წერტილი უნდა დამესვა.ბოლოს და ბოლოს დედა ვიყავი და შვილი მყავდა აღსაზრდელ-გასაზრდელი. გოგლას შევპირდი,რომ აღარასდროს მძლევდა ცნობისმოყვარეობა და მის საქმეებში ვეღარ იხილავდა ჩემს კეხიან ცხვირს.ჩემმა ფიასკო განცდილმა დეტექტივობანამ ,გვიან,მაგრამ მაინც მასწავლა ჭკუა. დავდინჯდი და დავღვინდი რასაც ჰქვია.თამრიკოსთვის ჩვენი შერიგება დღესასწაულის ტოლფასი იყო.აღარ იცოდა,როგორ ესიამოვნებინა ჩემთვის.თითს არ მაკარებინებდა არაფერზე,ფრთაშესხმული დაჰქროდა ოთახიდან ოთახში.
***
ძილში ჩამესმა გოგლას ხმა,ზანტად გადავბრუნდი მის მხარეს.საწოლზე იჯდა და თვალების ქაჩვით გამოფხიზლებას ცდილობდა. კედლის საათი დილის ექვსის ნახევარს უჩვენებდა.
-რა დაგემართა?-ვკითხე და ზურიკოსკენ გავაპარე მზერა.მშვიდად ეძინა.
-სამსახურში მივდივარ,გამომიძახეს.
-რამე მოხდა?
-ზახარიჩს მოვენატრე,-წარბაწეულმა გადმომხედა.-რამე,რომ არ მომხდარიყო,ამ დროს ვინ დარეკავდა,მაცაცო?
-ხომ იცი,დილით ტაძარში უნდა მივიდეთ,ზურიკოს ნათლობა კიდევ რომ გადაიდოს,გავგიჟდები,-ავბუზღუნდი.
-აი,მაშინ,რომ არ გეჯიუტა,ახლა არ მოგვიწევდა სირბილი,-უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა და წამოდგა.
-მე თვითონ ვნახავ მამაოს,არაუშავს,-ჩემი შეცდომა,თავადვე უნდა გამომესწორებინა.
-თუ მოვახერხე ერთად მივიდეთ,ჯერ გავიგო,რა ხდება,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-თერთმეტ საათზე იქ ვიქნები,-ყოველ შემთხვევისთვის დრო ვუთხარი.
-ვეცდები,-მითხრა უკვე საკმაოდ შეფხიზლებულმა.
ისე უცებ შევიბრუნე ძილი,გოგლას წასვლა არც გამიგია.

(გოგლა)
შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევედი.გივი ადგილზე დამხვდა.ოთახში ბოლთას სცემდა.დამინახა,თუ არა,წარბაწევით გადმომხედა.
-შედი,შენ დაკითხე,თორემ ისეთ ხასიათზე ვარ,ულაპარაკოდ დავამტვრევ ძვლებში!
გავიხედ-გამოვიხედე,ვერ მივხვდი,ვისზე მეუბნებოდა.
-რა მოხდა?-მზერა წინასწარ დაკავების საკნისკენ გამექცა.
-განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ძარცვა, ერთი დააუთოვეს,მეორე უმოწყალოდ სცემეს!
-წესიერად ამიხსენი,მომეცი აქ,-ხელიდან წავართვი თაბახის ფურცლები.
წარბშეკრულმა დავიწყე კითხვა.დაზარალებულის ფოტოს დავხედე, სახელი და გვარი,რომ ამოვიკითხე თვალებს არ დავუჯერე.
გარკვევით ეწერა- დიანა ჭუმბურიძე. გული უცნაურად შემიხტა. რა პატარაა სამყარო,-ვთქვი და ფიქრებში წავედი.
***
ჩემი და დიანას მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო. გვერდიგვერდ ვისხედით. ძალიან ლამაზი იყო,დიდი შავი თვალებით და ზურგზე ჩამოწოლილი თმის სქელი ნაწნავით. ლამის მთელ სკოლის ბიჭებს უყვარდა.ხშირად მიწევდა მისი დაცვა აბეზარ თაყვანისმცემლებისგან. ვატყობდი,როგორ მოსწონდა და ამაყობდა ჩემი საქციელით.როდის გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა დიდ სიყვარულში ვერ მივხვდით,იმის აღმოჩენამ,რომ უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით,ორივე დაგვაფრთხო და დაგვაფიქრა. თითქოს ჩვენს შორის ნაპრალი გაჩნდა,გავურბოდით პირისპირ შეხვედრას. ის კი არა და,დიანამ მერხიც კი შეიცვალა,არ მწყენია,პირიქით,გამიხარდა კიდეც,რომ მისი სიახლოვე გვერდს აღარ ამიწვავდა.მიუხედავად ,ჩვენს შორის მანძილის გაზრდისა,მე ისევ განვაგრძობდი მის დაცვას. ვცდილობდი,შეუმჩნეველი დარჩენოდა ჩემი მალული ზრუნვა.არ ვიცი,სადამდე გასტანდა ეს დახუჭობანა,რომ არა ერთი ინციდენტი, რამაც ისევ გაგვაერთიანა.
სკოლის ყოჩი იყო ვალერი. იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილი.მამამისი,გერასიმე ქვლივიძე იმჟამად საქალაქო სასამართლოში,მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობდა. დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლის ჩათვლით ყველა რიდით ექცეოდა ვალერის.ზედმეტ შენიშვნას ერიდებოდნენ,რომ გერასიმეს მრისხანე სახის წინ არ მოეწიათ თავის მართლება. გათამამებული ვალერიც მოურიდებლად ეხვეოდა ათას შარში,საიდანაც ყოველთვის სუფთა ძვრებოდა მამამისის წყალობით. მის გამო ბევრმა მოსწავლემ შეიცვალა სკოლა.
დრო და დრო დიანას ვატყობდი შიშს,დამფრთხალი თვალებით ზვერავდა ხოლმე დერეფანს და კლასშიც სულ კარისკენ ეჭირა თვალი.მეუცნაურა მისი ასეთი ქცევა. გაკვეთილების ბოლოს ,სკოლის ეზოში წამოვეწიე და ვთხოვე სალაპარაკოდ,იქვე მდებარე პარკში გამომყოლოდა.
-მეჩქარება,გოგლა,-ჩუმად მითხრა და თვალების ცეცებას მოჰყვა.
-რაღაც ხდება შენს თავს,თუ მეჩვენება?- დიანასთან ახლოს მივიწიე და ხელი მოვკიდე. შეშინებულმა გამომტაცა თითები და ზურგსუკან წაიღო.
-ყველაფერი კარგად არის,- თავი დახარა.
-შემომხედე,-ნიკაპზე მოვკიდე ხელი.
-რატომ აწუხებ გოგოს?!
მხარზე დამეჯაჯგურა ვიღაც.შევტრიალდი და ვალერის ავად მოელვარე მზერას წავაწყდი.
-შენ ვინ ხარ?- შევუბღვრე და დასარტყმელად მუშტები მოვამზადე.
-შენ გაჩვენებ ვინც ვარ!- დამიღრინა და გაშლილი ხელი მომიქნია,ოსტატურად ავიცილე და მუშტი მოვდე ყბაში. წაბარბაცდა,მაგრამ არ წაქცეულა,გააფთრებულმა გამოიწია ჩემსკენ.არც მე შევეპუე,მოძიძგილე მამლებივით ვეცით ერთმანეთს. დიანა ჩვენს გაშველებას ცდილობდა,მეხვეწებოდა,გავცლოდი იქაურობას.მისი შეშინებული ხმა,უარესად მახელებდა.მივხვდი,სკოლის ყოჩს მასზე ჰქონდა დადგმული თვალი. დაუნდობლად ვურტყამდი ძირს დაგდებულ ვალერის,სისხლით შეღებილმა მისმა სახემ,თითქოს წითელი ნაჭერი ამიფრიალესო,უფრო გამეტებით შევდექი ზედ. ხმაურზე მთელმა სკოლამ ჩვენს გარშემო მოიყარა თავი,მოახლოვება არავის უცდია.მივხვდი,ყველას ჯავრს ვიყრიდი. უფროსების ჩარევამ შეაჩერა ჩვენი ორთაბრძოლა. ვალერი წამოაყენეს და ჩემი გაკიცხვა დაიწყეს.დირექტორი,გულნარა თოფაძე ცოფებს ყრიდა,შეშინებული დასტრიალებდა ცხვირ-პირ ჩანგრეულ ყოჩს.
-შენ გაჩვენებ სეირს!-დამემუქრა ქალბატონი გულნარა და მიბრძანა მივყოლოდი კაბინეტისკენ. არ დავემორჩილე.მხრების უხეში მოძრაობით მოვიშორე თავიდან.ფერდაკარგულ დიანას ხელი ჩავკიდე და სკოლის ტერიტორიას გავეცალე.
-დაგიჭერენ,გოგლა,-ცრემლმორეულმა მითხრა.
-ნუ ნერვიულობ,-ვუთხარი და სახეზე ხელი მოვისვი,მაშინღა მივხვდი წარბი მქონდა გახეთქილი.
-ხომ იცი,მამამისი ვინც არის?-შეჩერდა და სევდიანი თვალები მომაპყრო.
-არ მეშინია,-გავუღიმე.მართლაც არაფრის მეშინოდა და არც შედეგზე ვფიქრობდი.მთავარი ის იყო,რომ დიანას ხელი უწინდებურად მეჭირა.
-წამოდი ჩემთან,ასე,რომ დაგინახავენ სახლში,გული გაუსკდებათ,-წარბი შემითვალიერა.
-მიგაცილებ,-მხოლოდ ეს ვუთხარი და გულზე მივიკარი.
იმ საღამოსვე გვეწვივნენ არასასურველი სტუმრები. თამრიკოს ფორმიანების დანახვაზე შიში აღებეჭდა სახეზე,ნოდარი უფრო გმირულად შეხვდა ამ ამბავს.
განყოფილებაში ,მუქარის და ცემის მიუხედავად, მაინც ვერ დამაწერინეს ჩვენება,სადაც უნდა მეღიარებინა,რომ მოულოდნელად დავესხი თავს ვალერის და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მივაყენე.რის გამოც შრომა-გასწორებით კოლონიაში მომიწევდა სასჯელის მოხდა.
აქ კი მოხდა სასწაული,რამაც ბეწვზე გადამარჩინა.მთელი სკოლის მოსწავლეებმა ჩემს სასიკეთოდ მისცეს ჩვენება.გამიკვირდა კიდეც,რომ ვერცერთზე მოახდინეს ზეწოლა. ყველამ ერთხმად განაცხადა,რომ ვალერი პირველი დამესხა თავს. ამ ამბის გახმაურება ნამდვილად არ აწყობდათ,ეცადნენ უხმაუროდ ჩაეფარცხათ.გაფრთხილება მომცეს და ისე გამომიშვეს.კარგა ხანს კი მტკიოდა ნაცემი ნეკნები.
სკოლაში ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი.ვალერი იქ აღარ დამხვდა,სხვა სკოლაში გადაეყვანათ. დიანასთან ურთიერთობა განვაახლე,უჩემოდ წუთიც ვერ ძლებდა.ჩვენი სიყვარული ყველასთვის აშკარა იყო.
-ჯარიდან,რომ დავბრუნდები,ვიქორწინოთ,-ბანკეტზე,ცეკვის დროს ვუჩურჩულე და გულზე მივიხუტე.
-ორი წელი..-უკმაყოფილოდ შემომხედა.
-არც ისე ბევრია,ხომ დამელოდები?-მოუთმენლად ვკითხე.
-უშენოდ ვერ გავძლებ,-თავით მხარზე მომეყრდნო.
-მეც გამიჭირდება უშენობა,სამაგიეროდ,მერე სულ ერთად ვიქნებით!-შევპირდი და აწითლებული ღაწვები დავუკოცნე.
სამხედრო სავალდებულო სამსახური რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უნდა მომეხადა.მახოვს,წასვლის წინ,როგორ მეხუტებოდა დიანა,თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა.ასეც,მოხდა.პირველი პერიოდი ხშირად მწერდა წერილებს,ერთგულებას მეფიცებოდა.მის ბოლო წერილში,რომელიც ხუთი თვის დაგვიანებით მივიღე, მთხოვდა,რომ დამევიწყებინა მისი არსებობა,ვინაიდან გათხოვდა და აღარ უნდოდა ჩემთან კონტაქტი. რა და როგორ მოხდა,არაფერს მწერდა. თითქოს გული მიგრძნობდა კიდეც,რომ ასე მოხდებოდა. განვიცადე,ღამეები არ მეძინა ნერვიულობისგან. ვისზე გამცვალა? ეს კითხვა არ მშორდებოდა თავიდან. ერთი სული მქონდა,როდის ჩავამთავრებდი მოვალეობას და დავბრუნებულიყავი.პირისპირ უნდა შევხვედროდი და მისგან გამეგო სიმართლე.
ორმა წელმა დიანაზე ფიქრებით ჩაიარა. ყოველ მის გახსენებაზე გულზე მარწუხებს ვგრძნობდი.ჩამოსვლიდან მეორე დღესვე მივადექი მის სახლს. კარი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო,ნასვამი ჩანდა.
-გისმენთ?!-კუშტად შემათვალიერა.არ მესიამოვნა,თუმცა უკან დახევა აღარ გამოდიოდა.
-დიანას მეგობარი ვარ,-ვეცადე გამღიმებოდა,თუმცა მის უკან თვალცრემლიან დიანას დანახვაზე ,წარბი შევკარი.
-რომელი მეგობარი ხარ?-აგდებულად მკითხა და დიანას ავად გადახედა.
-სკოლიდან,კლასელები ვიყავით,- სიმშვიდე შევინარჩუნე.
-იყავით,აღარ ხართ! მორჩა! აღარ შეგვაწუხო,არც მე,არც ჩემი ცოლი!-მკვახედ მითხრა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. ადგილზე გავხევდი. მოულოდნელობისაგან ვერაფერი მოვიმოქმედე.კედლის მიღმა ქალის ქვითინი რომ მომესმა,კარზე გამეტებით დავაბრახუნე.
-ვინ ხარ,ბიჭო?!- კარი გამოგლიჯა და ჩემს წინ ნესტოების ბერვით დადგა.
-გოგლა გთხოვ,წადი,ოჯახი მყავს,-სასოწრკვეთილი დიანაც ჩემთან გაჩნდა.მის სახეს ახლოდან დავაკვირდი,ქუთუთოს გარშემო მელნისფერი ლაქა ცუდად მენიშნა.კბილი-კბილს ისე დავაჭირე,ჭრიალი გაისმა.
-ამ ვიგინდარასთან როგორ ცხოვრობ?!
-შენ ბიჭო,რამდენს ბედავ?!-წამეჭიმა მამაკაცი და ხელი წამოიღო დასარტყმელად. თვალწინ გამირბინა წარსულმა.გამახსენდა ჩემი და ვალერის ჩხუბი. მხრებში ჩავავლე ხელი და კიბისკენ გავისროლე. ხმაურით დაგორდა საფეხურებზე და მიჩუმდა.
-მოკალი?!- დაიყვირა დიანამ და მისკენ გაიქცა.
-რატომ?! -ერთადერთი კითხვა,რაც დამებადა იმ დროს,ეს იყო.
-წადი და აღარასდროს მნახო!-ტირილით ამომძახა დიანამ და დასისხლიანებულ ქმარს ზედ დაემხო.
მძიმედ დავიძარი.ჩასვლისას ძირს დაგდებულს ფეხი მივკარი,შეტოკდა.დავრწმუნდი,რომ ცოცხალი იყო.დიანას თვალი თვალში გავუყარე,საიდანაც უიმედო მომავალი მიმზერდა.დანანებით გავიქნიე თავი და უკანმოუხედავად წავედი.
***
-წამოდი,-წარსულიდან გივიმ გამომიყვანა. ფეხათრევით დავიძარი საკნისკენ.
ეჭვმიტანილმა უტეხად შემოგვხედა.მის სახეზე სინანულის ნატამალიც არ ჩანდა. მორიგეს ვანიშნე, კაბინეტში გამოეყვანა.
-თავის მოთოკვა მიჭირს,-კბილებში გამოსცრა გივიმ.
-გივი!
შევუბღვირე და მაგიდას მივუჯექი.
დაკითხვა კარგა ხანს გაგრძელდა,თუმცა უშედეგოდ. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით,მაინც ვერ ვათქმევინეთ მასთან ერთად მყოფი ორი ეჭვმიტანილის ვინაობა. გივის მოთმინების ფიალა აევსო.შუაში,რომ არ ჩავმდგარიყავი,ალბათ მუქარას აუსრულებდა.
უკვე თერთმეტი საათი ხდებოდა,განყოფილებიდან,რომ გამოვედით. პირდაპირ ტაძრისკენ მივაშურე,მაცაცოსთვის მინდოდა მიმესწრო.

(მაცაცო)
-პეედრო,დონალდო..პეედროო..
ბოშა ქალის ხმა აცოცხლებდა ქუჩას. დამინახა თუ არა,ჩემსკენ გამოემართა.მივხვდი,მისი მოშორება გამიჭირდებოდა და სწრაფი ნაბიჯით ავუქციე გვერდი.
-ბორია გადაი..ბორია გადაი..მოდი გოგო,ღველაფერს გითხრამ,შენ თვალებში ბევრი სევდებია,მოდი..-მაინც ამედევნა.
სად დამინახა სევდები? მშვენიერ ხასიათზე ვიყავი,ტაძარში მივიჩქაროდი,სადაც გოგლა მელოდა.
-არ მინდა ,მადლობა,- ვცადე თავაზიანად გავცლოდი.
- შენი ქმარი საღვარელი ღამს! -მომაძახა და შეჩერდა. გულში ტყვიასავით გამიარა სიტყვებმა,ადგილზე შევდექი და თავი ნელ-ნელა მისკენ მივატრიალე.
გოგლა და საყვარელი? უნდა, რომ ანკესზე წამომაგოს,ვერ მოგართვი! თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე.
-ერტი შული გღავს,ბიჩი,- ჩემი ეჭვების გასაქარწ....ბად ,კიდევ დამიმატა.
ისევ მივუტრიალდი და უნდობლად ავათვალიერე ფერად სამოსში გამოწყობილი.ერთ ხელში ყვითელი თუთიყუში ეჭირა,მეორეში წვრილ რეზინზე ჩამოკონწიალებული ბრჭყვიალა ბურთები,საღეჭ რეზინებთან ერთად. სახეზე დავაკვირდი,ნაცნობს ჰგავდა. გონება დავძაბე ,ვერაფრით გავიხსენე სად მყავდა ნანახი.
- არ ვარ,გათხოვილი,- მკვახედ მივახალე და ნაბიჯს ავუჩქარე.
რაღაც გაურკვევლად მომაძახა,ყურადღება აღარ მივაქციე.თუმცა გზაში ბოშაზე მეფიქრებოდა.
-როგორც იქნა!-ჩემს დანახვისთანავე წამოიძახა გოგლამ.
-რა იყო,სად გეჩქარება?-თვალებმოწკურული მივაჩერდი,რაღაც აღელვებული მეჩვენა.
-სამსახურში , დროზე შევიდეთ,უნდა გავიქცე მერე,ბევრი საქმე მაქვს,-ხელი მომკიდა და ლამის სირბილით წამიყვანა.
ტაძრის კართან თავსაბურავი მოვიხვიე და პირდაპირ მესანთლესთან ავისვეტეთ.
-მამა ზოსიმეს ნახვა მინდა,-ხმადაბლა უთხრა გოგლამ.
-აღსარება,ქორწილი,ნათლობა?-დაზეპირებულივით მიაყარა.
-ნათლობა.
-მოიცადეთ,-ხელით გვანიშნა და თაღებს შორის გაუჩინარდა.
ფრესკებს მზერა მოვატარე. არასდროს მიფიქრია აღსარების ჩაბარებაზე.გადავხედე ჩემს ცხოვრებას,წვრილ-წვრილ ცოდვებს თუ არ ჩავთვლიდით,მომაკვდინებელი ვერაფერი აღმოვაჩინე. ამ მცირედისთვის,არ ღირს ღმერთის შეწუხება-გავიფიქრე და ჩვემსკენ მომავალ წვეროსანს დავაკვირდი.მოგვიახლოვდა და კისერზე მსხვილ ჯაჭვზე მობმული ჯვარი ზედ ჩემს ცხვირთან აღმართა. დავიბენი და გოგლას შევხედე.თვალით მანიშნა,ეამბორეო. სხარტად შევასრულე და მამა ზოსიმეს იდაყვამდე ტუჩების ცმაცუნით ავედი.
-საკმარისია,შვილო ჩემო,-მღვდელმა უხერხულად გასწია მკლავი.გოგლამ მსუბუქად მომიჭირა ხელი და მიჩურჩულა.
-კიდევ კარგი მეორე მკლავზეც არ გადახვედი.
სიცილი ძლივს შევიკავე.
ზოსიმემ პატარა ლოცვა ჩაიბუტბუტა და კითხვის ნიშნიანი თვალებით მოგვაჩერდა. ბევრი დრო არ დაგვჭირვებია,მალევე შევთანხმდით,რომ ზურიკოს ნათლობა მომდევნო შაბათს გაიმართებოდა. კმაყოფილები გამოვედით ტაძრიდან.
-წამოდი ,სახლში გაგიყვან,-გოგლამ ხელმკავი გამომდო.
-მაღაზიებში გავივლი,რამდენი ხანია გამოკეტილი ვარ,გავისეირნებ,-საყვერდური გავურიე ხმაში.
-მაპატიე მაცაცო,ამ სამსახურის გადამკიდე,არც მე მრჩება დრო,მაგრამ გამოვასწორებ,-მაკოცა და გამიღიმა.
-უკვე სამი წელია ერთად ვართ და არსად ვყოფილვართ დასასვენებლად,- ბუზღუნს ვუმატე.
-გპირდები,ნათლობის შემდეგ , დაუვიწყარ დასვენებას მოგიწყობ,-თვალი ჩამიკრა.
-არ მატყუებ?- უცებ მოვედი ხასიათზე.
-მართლა,მართლა,-გაეცინა.
-მარტო მე და შენ?-ყურებს არ ვუჯერებდი.
-თუ გინდა,მარტო მე და შენ,-მხრები აიჩეჩა.
- რა მაგარია!-სიხარულისგან ტაში შემოვკარი და ლამის ასკინკილით გავუყევი გზას.რამდენჯერმე გავხედე გოგლას,ღიმილით მიყურებდა.
-ბორია გადაი,ბორია გადაი..
ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა და შევჩერდი. მაშინვე მიცნო და საქმიანი იერით წამოვიდა ჩემსკენ.
-ფული არ მინდა,ისე გითხრამ,-ხელზე დასკუპებული თუთიყუში შეათამაშა.ჩიტმაც არ დააყოვნა და ბოშას ხელში მოქცეულ ხვეულ ქაღალდებიდან ,ნისკარტის ერთი დაკვრით ამოაძვრინა ფურცელი.
-რატომ გადამეკიდე?-მეც მივუახლოვდი და თვალი თვალში გავუყარე. უცებ შევკრთი და უკან გადავხტი.ვიცანი,დიახ ,ზუსტად ის იყო,უკვე სამჯერ,რომ მესიზმრა.ოღონდ იქ ბოშა არ იყო,სხვა ტანისამოსი ეცვა.
-ზუდი გზა,ზუდი.. პისტალეტები,კროვ,-დანანებით გაიქნია თავი.შიშისგან მოვიბუზე. დავაპირე სწრაფად გავცლოდი.მიხვდა და ხელით დამიჭირა.
-არ წაღვიდე,ტი საჟალეეშ აბ ეტამ,-მითხრა და ხელი გამიშვა.
შევტოტმანდი,სხეულში დავლილმა ცხელმა ნაკადმა ყელში ამოაღწია,გულისრევა ვიგრძენი. სანანებელი რა უნდა გამხდომოდა,რომელი გზა,ამას ვერ მივხვდი.
-რა გზა?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-დაროგა დლინნაია,-მრავალმნიშვნელოვნად მითხრა და შეტრიალდა.
-პეედრო,დონალდო,პეედრო.
თვალი გავაყოლე ჩემს წინ მიმავალ ბოშას და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში. რომელ გზა გულისმხობდა?!
-მოიცადე!- დაუძახე და მასთან მივირბინე.
-ფულს მოგცემ და ყველაფერი მითხარი,-სწრაფად ამოვიღე საფულე.
ხარბად შეათვალიერა ჩემს ხელში მოქცეული ფული,შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და ლამის ცხვირზე ცხვირით მომედო.
- ვიჟუ სმერტ!-მითხრა და გამეცალა.
ლამის ადგილზე ჩავიკეცე.ჩემს თვალებში სიკვდილი ამოიკითხა? დაუჯერებელია! ალბათ,ფული ეცოტავა და ცდილობდა მსუყე თანხა გამოეტყუებინა ჩემთვის. ცოტა ხანს ვუყურე,როგორ მიაშრიალებდა ფერად კაბას. თავის გაქნევით ვეცადე ცუდი ფიქრებიდან გამოსვლა.
შენ ვერ ჩამიშხამებ სიხარულს! -ვთქვი მტკიცედ და იქვე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში შევედი.

(გოგლა)
-მურმან ცხადაძე, ვალერიან ქვლივიძე,-წავიკითხე და ტანში უსიამოდ გამცრა.ისევ ნაცნობი გვარი,თან ვინ?! წამოუდგენლად მომეჩვენა.რატომ ვბრუნდებოდი წარსულში ?! წარბი შევკარი და ჩემს წინ ამაყად მჯდომ გივის შევხედე.
-არა, ბიჭოს!- ნიშნისმოგებით თქვა გივიმ.
-როგორ ააჭიკჭიკე?- მივხვდი,რა მეთოდიც გამოიყენა ეჭვმიტანილის ასალაპარაკებლად.
-გეფიცები,არაფერი,-იუარა.
-გივი?!
-გოგლა,საშიში დამნაშავეები გარეთ არიან და არავინ ვიცით,რას ჩაიდენენ,თუ დროზე არ გვეცოდინება მათი ადგილ-სამყოფელი,სხვა გზა არ მქონდა,მოხვდა ცოტა და დაყაჭა!
-კარგი,წავედით დაზარალებულებთან,-გაბრაზებით ვუთხარი გივის და კარისკენ გავემართე.
***
კიბეზე ფეხს ვითრევდი.ოცდაორი წელი გასულიყო ჩემი და დიანას ბოლო შეხვედრიდან.
-რაღაც უხასიათოდ მეჩვენები?-გივიმ შემატყო ცვლილება.
-რომ იცოდე,ვისთან მივდივარ დასაკითხად,არ დაიჯერებ,- სინანულით გავაქნიე თავი.გაკვირვებულმა შემომხედა.
-იცნობ?-გაუკვირდა.
-თან ძალიან კარგად,ამასაც და იმ ვალერიან ქვლივიძესაც,-სიმწრით ჩამეცინა.
-საიდან?-შეჩერდა და წარბაწევით დამაკვირდა.
მოკლედ მოვუყევი ჩემი იმედგაცრუებული სიყვარულის ამბავი. გაოცებული მისმენდა.
-გოგლა,ისევ გიყვარს?-მკითხა მოულოდნელად.
-არა,ჩაიარა მაგ მატარებელმა,-გამეღიმა.
-ჩავლილს არ ჰგავს,-საეჭვოდ შემათვალიერა.
-გივი,სისულელეს ნუ ამბობ,-გავბრაზდი.
-იმედია,ვცდები..
-ცდები,-თავი დავუქნიე. დიანას სიყვარული დიდი ხნის წინ ჩავიკალი გულში,თუმცა,მისი სახელის წაკითხვისას ყველა მოგონება ამომიტივტივდა და ვიგრძენი,ჯერ კიდევ ახლობელი იყო ჩემთვის.
-გინდა,მარტო მე შევალ?-გამომცდელად შემომხედა.
-არა,წამოდი,-ვუთხარი გადაწყვეტილად და პალატის კარზე დავაკაკუნე.
-დიახ,-სუსტად გაისმა ქალის ხმა. შესვლა შევაყოვნე.გივიმ თავი გადაიქნია და კარი შეაღო.
მკლავებზე სახვევებ დადებული,გაფითრებული იწვა.დაგვინახა,თუ არა,ნახევრად წამოიწია .გივიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და გაშეშდა.მიცნო. იქამდე ვფიქრობდი,რომ სადაც არ უნდა მენახა,ზიზღის მეტს ვერაფერს დაიმსახურებდა ჩემგან,მწარედ ვცდებოდი. ხმის ამოღება გამიჭირდა,ვუყურებდი ფერმკრთალ დიანას და ჩვენი ბოლო შეხვედრები მიტივტივებდა გონებაში.სიყვარულით და აღმაფრენით სავსე სამი ღამე. ჩემს მხარზე მისი ცრემლები და შეპირება,რომ სიცოცხლის ბოლომდე დამელოდებოდა.
გივიმ ჩაახველა და დიანასკენ დაიძრა.ვინანე,გივის რომ არ დავუჯერე. გამოშიგნულივით ჩამოვჯექი და არაფრის მთქმელი თვალები ფანჯრისკენ მივმართე. რთული აღმოჩნდა მასთან შეხვედრა.არც დიანა ჩანდა უკეთეს დღეში.მესმოდა,ენის ბორძიკით,ძლივს აძლევდა ჩვენებას გივის.როგორც აღმოჩნდა ერთი ქალიშვილი ჰყოლია,რომელიც ძარცვის ღამეს მეგობართან იყო.სახლში კი დიანა და მისი ხანშიშესული დედა,ქალბატონი ლილი იმყოფებოდნენ.მძარცველებმა,დიანა ცხელი უთოთი დაწვეს,ლილი კი სასტიკად ნაცემი,ქალაქის სხვა საავადმყოფოში იმყოფებოდა. ყველაზე მეტად მისი მეუღლის ასავალმა დამაინტერესა,ერთი სული მქონდა,როდის ჰკითხავდა მის შესახებ.
-ესე იგი,სახლში მხოლოდ თქვენ და დედა იმყოფებოდით?-დასაზუსტებლად კიდევ ჰკითხა.
-დიახ,-მძიმედ ამოთქვა დიანამ.
-თქვენი მეუღლე,ვაჟა სამახრაძე,სად იმყოფებოდა?-გივიმ ჩემსკენ გამოაპარა თვალი.
-მეუღლეს შვიდი წელია რაც დავშორდი,რუსეთში ცხოვრობს,სხვა ოჯახი ჰყავს,-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
ვიგრძენი როგორ გამიხურდა ხელის გულები. არ გამკვირვებია მისი უიღბლო ქორწინება.გამახსენდა დიანას მელნისფრად შეფერილი თვალები და გული მომეწურა.რომ დამლოდებოდა,სხვაგვარად იქნებოდა მისი ცხოვრება. მაგრამ მაცაცო?! უცებ მოვეგე გონს. მაცაცო და ზურიკო მსოფლიოს მერჩივნა.მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფა. ამ ფიქრთა ჭიდილმა ისე გამიტაცა,გავბრაზდი კიდეც. დიანა ჩემთვის აღარ არსებობს! ვთქვი გულში და წამოვდექი.
-გარეთ დაგელოდები,-ვუთხარი გივის და ოთახი დავტოვე.

(მაცაცო)
სახლში შესვლისთანავე ლიკუნა შემომეგება ბავშვით ხელში.
-დედიკოც მოსულაა..
-არ გასვენებს გამჩენი,-წავუსისინე. ზურიკო გამოვართვი და თავ-პირი დავუკოცნე პატარას.
-მადლობა თქვი,ვაჭამე და გამოვუცვალე,-ვალი დამადო უცებ.
-ვინ გეხვეწებოდა?-წარბაწეულმა შევხედე.
-რა შხამიანი დედა გყავს,-ზურიკოს მსუბუქად უჩქმიტა ლოყაზე.
-რას მივაწერო შენი გამობრწყინება?-გამეცინა.კარგა ხანი იყო გასული,რაც ლიკუნა აღარ გვსტუმრებია.
-მომენტარე,გოგო,-ეშმაკურად ჩაიცინა.
-ჩვენ,თუ ის?-წავკბინე.ვიცოდი,ზაზას გამო იყო მობრძანებული.
-ის არა,გაბრაზებული ვარ,-დასერიოზულდა.
-არ გადამრიო,შავმა კატამ ჩაგირბინათ?- "შევიცხადე"
-გიხარია,ხომ?-უკმაყოფილოდ დაიმანჭა.
-დავფრინავ,-სიცილი ამიტყდა.
-ფრთებს გაუფრთხილდი,-თვითონაც გაეცინა.
-რა ვერ გაიყავით?-დამაინტერესა,რა ბზიკმა უკბინა.
-უკვე ორჯერ ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად,-სიბრაზისგან ტუჩები მოსხიპა.
-იქნებ მეგობარია?
-შენც მის მხარეს ხარ! ზუსტად მასე იმართლა თავი,-წამოჭარხლდა სახეზე.
-რატომ არ გჯერა,რა საბაბი გაქვს საეჭვიანოდ?- დაფიქრებულმა შევხედე.დავიჯერო,ზაზას გადაუარა ლიკუნას სიყვარულმა?
-ჯერ არაფერი..მუსიკალურში სწავლობს ის გოგოც და არ მომწონს ეს ამბავი!
-რა მოხდა,გოგო? უმეგობროდ ხომ არ იქნება? შენც ხომ გყავს მეგობრები?
-კი მაგრამ..
-რა მაგრამ?
-ლამაზია,- უიმედოდ ჩამოყარა მხრები. ლიკუნას თვალებში შიში ამოვიკითხე,შიში ზაზას დაკარგვისა.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ და არჩევანი შენზე გააკეთა ზაზამ,დაწყნარდი,ნუ გაუმართავ სცენებს,-ვეცადე დამემშვიდებინა,თუმცა,ეჭვმა მეც გამკრა გულში.
-ის უფრო ლამაზია,დიდი ნაცრისფერი თვალებით,შავი გრძელი თმით,-ცრემლების ყლაპვით მითხრა.
-რა სულელი ხარ,ლიკუნა,-გამეცინა და ჩავეხუტე. გული აუჩუყდა და თამამად გადმოუშვა შეკავებული ცრემლი.
-მოხვედი,მაცაცო?-სამზარეულოდან თამრიკომ გამოყო თავი.-სადილი გავამზადე,გელოდებოდით მე და ნოდარი,-გამიღიმა.
მესიამოვნა,სულ ასე ზრუნავდა ჩემზე. ლიკუნას ვანიშნე, სახე დაიმშვიდე და ისე შემოდი-მეთქი.თავი დამიქნია.
ნოდარი და თამრიკო შეხმატკბილებულად ჭუკჭუკებდნენ.ამ ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ,რაც ყველას გვახარებდა. მაგიდას მივუსხედით,თუ არა,ზაზაც მოვიდა.ლიკუნა სკამზე აწრიალდა. ზაზამ გაუღიმა და გვერდით მიუჯდა.
-მე არ მშია,ზურიკოს მივხედავ,-მოულოდნელად წამოხტა ლიკუნა და ბავშვი ხელიდან გამომტაცა. ზაზამ ირონიული ღიმილით გააყოლა თვალი.
-ნაწყენია?-თამრიკომ წარბი შეუკრა შვილს.
-უაზროდ ეჭვიანობს,-გაეცინა ზაზას.
-ზაზა! - ნოდარს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა.
-არაფრისგან ქმნით პრობლემას!-გაბრაზდა ზაზა .
-რა მოხდა?-ვითომ არ ვიცოდი,წყნარად ვკითხე.
- ჯგუფში ერთი სოლისტი ავიყვანეთ, ჩვენთან სწავლობს ის გოგო და იმაზე ეჭვიანობს,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-ალბათ,რაღაც შეგამჩნია,- თამრიკომ შეუბღვირა.
-მართლა არაფერი ხდება,მეგობრები ვართ!
-ზაზა,იქნებ დაილაპარაკოთ?-მე მაინც დიპლომატიური მიდგომა ვურჩიე.
-რამდენჯერ,მაცაცო?
-რამდენჯერაც საჭიროა,ალბათ შენს სიყვარულში დარწმუნებული არ არის,თორემ ნდობა ექნებოდა.
-კარგი,კარგიი!- მუქარასავით თქვა და წამოდგა.
-ჭამე ჯერ,მშიერი კაცი, შარიანია,-გაეღიმა თამრიკოს.
-აღარ მშია!-გაჯიუტდა ზაზა და სამზარეულოდან გავიდა.
თვალი გავაყოლე.გოგლა,რომ დავინახო სხვა ქალთან,ნეტავ რა რეაქცია მექნება? გავიფიქრე და გამახსენდა ბოშა ქალის სიტყვები"შენს ქმარს საყვარელი ჰყავს!" უცებ დამეკარგა მადა.თამრიკოს ხათრი,რომ არა,მეც ლიკუნას და ზაზას გზას მივყვებოდი.უხალისოდ ჩავღეჭე ორი ლუკმა.

(გოგლა)
დერეფანში ნერვულად მიმოვდიოდი. ჩემს თავზე ვბრაზობდი,ერთი სიტყვაც,რომ ვერ დამცდა.მისალმებაც კი ვერ მოვახერხე. მეშინოდა,მის თვალებში ჩახედვის,მეგონა ახლიდან დამატყვევებდა. უარესად ვცოფდებოდი,რომ მასზე გარიდებული,ისევ დიანაზე მეფიქრებოდა.ერთი სული მქონდა,როდის ჩაამთავრებდა გივი დაკითხვას,რომ იქაურობას გავცლოდი. ლილისთან წამსვლელი არ ვიყავი,იქაც გივის მოუწევდა მისვლა.
-გეძახის,-მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა გივი.
-რატომ?-დავიბენი.არ მეგონა,ჩემს ნახვას,თუ მოინდომებდა.
-რა ვიცი,აბა..შეხვალ?-ყოყმანი შემატყო.
-არ ვიცი,-ხმა დამეხშო.
-გეშინია?-გამომცდელად დამაკვირდა.
-შიში არაფერ შუაშია.
-მესმის შენი..-მხარზე ხელი დამადო.-წავედით,-ხელით კიბისკენ მიბიძგა.
-მოიცადე!- ვუთხარი და პალატისკენ დავიძარი.საკუთარ თავისთვის უნდა დამემტკიცებინა,რომ ნამდვილად მქონდა დიანას სიყვარული გულიდან ამორეცხილი.
-გოგლა,მაცაცოზე იფიქრე,-გზაში დამეწია გივის ნათქვამი.ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევხსენი.
შევატყვე,მელოდა.
-გამარჯობა ,გოგლა,-სევდიანად გამიღიმა. ეს ღიმილი იყო მაშინაც,ჭკუიდან,რომ მშლიდა,ახლაც იგივე დამემართა. ვცდილობდი,არაფერი შემტყობოდა,მშვიდად ჩამოვჯექი მის წინ.
-გამარჯობა,დიანა,-მივხვდი,ხმამ გამყიდა,გაეღიმა.
-როგორ ხარ?- მითხრა და აკანკალებული თითები ერთმანეთს გადააჭდო.
-კარგად..-საუბარი გამიჭირდა,ვერ ვუძლებდი მის მზერას.
-იცოდი,ვისთანაც მოდიოდი დაკითხვაზე?- ნაკვთიც არ შეტოკებია ,დაჟინებით მიყურებდა.ცდილობდა პასუხი ჩემს სახეზე წაეკითხა.
-ვიცოდი,-გულრწფელად ვუპასუხე.
-ჩემი ნახვა გინდოდა..-თავდაჯერებულმა თქვა.
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ,-არ მესიამოვნა გამოჭერა.
-ახლაც?-გაეღიმა.
კუთხეში მიმწყდეულივით შევხტი. ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე.
-ახლაც.. ვიფიქრე,რამე დაგრჩა სათქმელი გამოძიებისთვის,იმიტომ მოვბრუნდი,- ძალა მოვიკრიბე სიცრუისთვის.
-კარგი,ნახვამდის,არაფერი მაქვს დასამატებელი,-წყენა შევატყვე.
-ნახვამდის,-ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი.
-მე შენთვის არ მიღალატია! -მისმა სიტყვებმა ადგილზე გამყინა.ათასი აზრი წამში ამერია გონებაში.
-ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს!-უკანმიუხედავად გამოვცერი კბილებში.
-უბრალოდ,მინდოდა გცოდნოდა,-ხმა შეეცვალა.
-რისთვის უნდა მცოდნოდა?- წარბშეკრული შევტრიალდი და მის აცრემლებულ თვალებს წავაწყდი.-ან რატომ მიყვები ზღაპრებს,რის იმედით? გათხოვდი,შვილიც გააჩინე და მეუბნები,რომ არ გიღალატია?!- ხმას საგრძნობლად ავუწიე,თავის კონტროლი გამიჭირდა.
-მე ოჯახი მყავს! მორჩა,დასრულებულია ყველაფერი და აღარ მაინტერესებს რა იყო წარსულში!-მხრებში ჩავავლე ხელი და თვალი თვალში გავუყარე.
-ვიცი,რომ ოჯახი გყავს,-თავი გვერდზე მიაბრუნა.
-ძალიან კარგი,თუ იცი!-ხელი შევუშვი.
-გეშინია ჩემი,-ირონიულად მითხრა.უარესად ავენთე,ზუსტად მიმიხვდა.წლები ვიტანჯებოდი მის გამო,მასთან შეხვედრას ყოველთვის გავურბოდი. კლასელების შეკრებაზეც ამ მიზეზით არ მივდიოდი. ვიცოდი,თავს ვერ მოვერეოდი და ისევ მისი დაბრუნების სურვილი მექნებოდა.ახლა კი? ახლა მაცაცო მყავს,ზურიკო მყავს,სულ,რომ სურვილით ვიწვოდე,ვერაფერი გადამადგმევინებს ამ ნაბიჯს.
-დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,დიკო!-ცინიკურად გავუღიმე და ოთახი დავტოვე.
ავტომობილში ჩაჯდომისას გივის არაფერი უკითხავს,ალბათ ,ყველაფერი სახეზე მეწერა. მხოლოდ თავის გადაქნევით შემოიფარგლა.
***
(მაცაცო)
ზურიკოს ნათლობისთვის განსაკუთრებით დავიწყე მზადება.მინდოდა,ყველაფერი იდეალური გამოსულიყო. გოგლა დიდად ვერ მეხმარებოდა,ბოლო ხანები უხასიათობას ვამჩნევდი,რაც მის გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვაბრალებდი.ლიკუნა კი გვერდიდან არ მშორდებოდა.ზაზასთან ურთიერთობა ისევ დაათბო.ეჭვიანობდა,მაგრამ თავისთვის,ჩუმად. მაგრამ,როდესაც შეიტყო,ზაზამ თავის რამოდენიმე მეგობართან ერთად ის გოგოც დაპატიჟა, მაშინვე აუშვა აფრები.
-ხედავ? არ ვტყუოდი!-გაკაპასებული მეცა.
-შენი ხმა არ გავიგო! -მისი გაუთავებელი წუწუნით დაღლილმა თვალები დავუბრიალე.
-შენ გოგო ჩემი ნათესავი ხარ,თუ დათვის?-ეწყინა და ტუჩები გაბუშტა.
-მილიონჯერ აგიხსნა,რომ მხოლოდ მეგობრები არიან!
-ერთი გოგლას ჰყავდეს მასე მეგობარი ქალი და ვნახავ რა ჭკუაზე დადგებოდი,-ნიშნისმოგებით მითხრა.
-ჰყავდეს რა,-უდარდელად ვუთხარი,თუმცა გულში უსიამოვნოდ გამკრა.ალბათ,მეც მოვუწყობდი ეჭვიანობის სცენებს.
-რაღაც არ მგონია,მშვიდად შეხვედროდი.
-მორჩი გოდებას,ქვეყნის საქმე გვაქვს,- წინსაფარი ავიფარე და კულინარიული წიგნი გადავშალე.
-ალუბლის ტორტი გააკეთე,ხომ იცი,მიყვარს,-უცებ გადაერთო სხვა ტალღაზე.
-მაგას ვაპირებ,-გამეცინა.
სანამ მე და ლიკუნა სამზარეულოში ვფუსფუსებდით,თამრიკო და ნოდარი ზურიკოს ართობდნენ. ამ ბოლო დროს ზნეც შეეცვალა,ისე გამეტებით აღარ ტიროდა,უკვე ცხრა თვის ბიჭია,აღარ ეკადრებოდა უმიზეზოდ ცრემლების ყრა. სამ თვეში დეკრეტული შვებულებაც მიმთავრდებოდა და სამსახურში მიწევდა გასვლა.
საღამო ხანს თალიკო და როზაც გვესტუმრნენ. ვიფიქრეთ,დახმარება დაგჭირდებოდათო და მთელი შემართებით დაბზრიალდნენ. ახმაურდა და გახალისდა სახლი. ერთმანეთთან კინკლაობაში შეახვიეს ტოლმა.როზას თალიკოს მოხვეული არ მოსწონდა და წარამარა შენიშვნებით იკლებდა.
-გოგო,წააჭერი კომბოსტო ცოტა,რომ დაუტოვე ამხელა კუდი,სად უნდა დაუმალო?-გაცხარდა როზა.
-კუდი,კუდი..-აბუზღუნდა თალიკო.
-არც მაგდენი ფარში უნდა,-როზას მხრიდან შენიშვნები არ ილეოდა.რაზეც ისე გაბრაზდა თალიკო,სულ დაანება ტოლმას თავი.გინდა შეახვიე,გინდა შიშვლები ჩააწყვეო.
მე და ლიკუნას სიცილი აგვიტყდა.
-აი,ასეა მთელი ცხოვრება,ხედავთ რას ვუძლებ?-შემოგვჩივლა თალიკომ სიცილით.
-გათხოვილიყავი მერე,-წაკბინა ტყუპისცალმა.
-ყველას რაღაც ხინჯი მოუძებნე და დამტოვე შინაბერა,-თალიკოს საყვედურმა როზა გააბრაზა. დოინჯი შემოირტყა და თვალმოჭუტულმა შეხედა.
-მე მაბრალებ?!
-დიახ!-თვალები ააელვა თალიკომ.
-სულ გამოჩერჩეტდი ამ სიბერეში?! -როზამ თავი ანება კომბოსტოს.-ნიშნობის ბეჭედი მე ვესროლე ფანჯრიდან?!
ამის გაგონებაზე მე და ლიკუნამ ერთმანეთს გადავხედეთ.პირველად მესმოდა თალიკოს ნიშნობის ამბავი.
-იმიტომ,რომ სერგომ შენ წამოგაცვა თითზე ბეჭედი შეცდომით,მე ვეგონე! თან თვალშიც არ მოგდიოდა,ლექსებს უწუნებდი,იმდენი მეჩიჩინე,გადამაფიქრებინე!
-ვერ გვარჩევდა და ვაი,და მერეც ვერ გავერჩიეთ?-ეშმაკურად ჩაეცინა როზას.
-მაგას ეშველებოდა,მაგრამ სტრიქონებს რატომ უწუნებდი?
-"შენ ხარ ჩემი გულის შპილკა,შენზე მეტად მიყვარს კილკა",ან ეს,"შენ ხარ ჩემი მუხლუხო,მე ბოსტანა ჭია,ვნების ალში გაგახვევ,აუ,როგორ მშია"?რომელია აქედან მოსაწონი?!-როზამ ხელები გაშალა.
სიცილისგან ცრემლები გვცვიოდა მე და ლიკუნას.
-დიახ,პოეტი იყო!-ამაყად შეიფერა თალიკომ.
-ტოჟე მნე პოეტ! -აფხუკუნდა როზა.
-ზეპირად კი გისწავლია მისი შემოქმედება,-თალიკოსაც გაეცინა.
-ამის დავიწყება,შეუძლებელია.. "მთელი სიზუსტით დაგითვლი თმის ღერს,ვითარც ჰიპარქე,ნიუტონივით აგიმოძრავებ ციურ სხეულებს, ხელით გავცურავ ბუსუსდაყრილ ჩამოთლილ მკლავზე და ჩაგეკვრები ტაო დაყრილ ლამაზ სხეულზე"-მხატვრულად თქვა როზამ და გადმომხედა.
-ეს ცოტა უკეთესია,- ვთქვი და თალიკოსკენ გავაპარე თვალი.
-კარგ ლექსებს წერდა,უბრალოდ როზა ვერ უგებდა,-დამეთანხმა თალიკო.
-ჰმ,რა გამეგო? ეს? "შენი თვალები მაგონებს ელვას, ღრუბლიან ცაზე რომ გაინათებს,წვიმად დამაყრი დაგროვილ სევდას,გამლუმპავ ,მაგრამ მაინც ინათებს"-როზამ საწყალი სახით დააბოლოვა.
-გოგო,ისე დაგიმახსოვრებია ყველა, შენც მასზე ხომ არ იყავი შეყვარებული?-ეჭვიანი მზერა მიაპყრო დას.
-ა,ხომ ვთქვი,გამოჩერჩეტდა ეს საცოდავი,-ხელი ჩაიქნია როზამ და სამზადისი განაგრძო.
ვატყობდი ხუმრობა სერიოზულში გადადიოდა,კიდევ კარგი გოგლამ შემოხსნა კარი,ყველა ერთად ,რომ დაგვინახა,სახე გაუნათდა. ამდენი დღის უხასიათობა სადღაც გაექრო,ხალისიანად ჩამოგვიარა და მოგვეფერა.გამიკვირდა. მალულად დავუთვალიერე ტანსაცმელი და მეძებარ ძაღლივით დავყნოსე.ჯერ კიდევ ბოშას სიტყვების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი.
-რა გჭირს?-გაეცინა.
-მომენატრე,-ჩავეხუტე და ყელზე ცხვირის ნესტოები დავაკარი. უშვეულო ვერაფერი ვიგრძენი და დავწყნარდი.
-მაჭმევთ რამეს,თუ ჯერ არ შეიძლება?-სიცილით ჩაიჭყიტა ქვაბებში.
მაშინვე დავფაცურდით. ზაზაც მალევე შემოგვესწრო.ლიკუნას თვალი ჩაუკრა და გვერდით მოგვიჯდა.
***
(გოგლა)
იმ დღის შემდეგ დიანას აღარ გავკარებივარ,ვცდილობდი შორს დამეჭირა თავი მისგან.საქმე ნახევრად გივის გადავაბარე . ეჭვმტანილების ძებნაში კი აქტიურად ვიყავი ჩართული. თითქოს მიწამ ჩაყლაპა,ვერცერთის კვალს მივაგენით. ქვეყნის მასშტაბით ძებნას ისევ ვაგრძელებდით. უშედეგო ათი დღე საპონივით გაილია.
-გოგლა,ეს პერანგი ჩაიცვი,გიხდება,-საკიდიანად მომაწოდა მაცაცომ.
-დამცხება,რამე მოკლემკლავიანი სჯობს,-დავუწუნე არჩევანი. ზაფხულის პირველივე თვე მწველი აღმოჩნდა.
- მაშინ შენ თვითონ აარჩიე,-განზე გადგა.
-შენ არ ემზადები?-ჯერ კიდევ ხალათში გამოწყობილს შევხედე.
-ჯერ ზურიკო უნდა გავამზადო.
-ცოტა დროზე,დაგვაგვიანდება,-საათს გავხედე. სამ საათზე ტაძარში უნდა ვყოფილიყავით,ზურიკოს გაქრისტიანებამდე საათნახევარი დარჩენილიყო.
-არის უფროსო,- ჩემს წინ გაიჯგიმა.
-"ქეთევანი" არ დაგავიწყდეს,-გამახსენდა მრავალ ტანჯვა გამოვლილი რელიკვია.
-მაგას რა დამავიწყებს,-გულიანად გადაიკისკისა.მეც გამეცინა.
ქვედა სართულიდან ხმაური შემოგვესმა . მეც იქით გავემართე.ყველას ერთად მოეყარა თავი.მანანა ჩვეულ ამპლუაში,ზურა მშვიდი ღიმილით. გივი საგანგებოდ გამოწყობილი.ელისოც მოსულიყო თავის მეუღლესთან ერთად.როზა და თალიკო საქმიანად მოძღვრავდნენ თამრიკოს.
-დაივიწყე წყენა და ჯვარი დაიწერეთ,ამ სიბერეში მაინც აპატიე,-ხმამაღლა უთხრა თალიკომ,რამაც თამრიკოს გაწითლება გამოიწვია.
-ძლივს რაღაც ჭკვიანურს ამბობს,დაუჯერე,-აჰყვა როზა.
ღიმილით გადავხედე სამივეს.
-მართალს გეუბნებიან,-თამრიკოს თავი დავუქნიე.უარესად აუჭრელდა სახე.ნოდარს გაეცინა და დედას ხელი მოკიდა.
-გაჩერდით ახლა,- მორცხვად დატუქსა მულები.
-აუ,რა მაგარი იქნებაა,-ტაში შემოკრა ლიკუნამ და ზაზას მხარი გაკრა,ამყევიო.
-დროა,დედა,დრო,-ზაზაც აცმუქტდა.
მამას თვალით ვანიშნე,რას გაჩუმებულხარ,ასეთ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებ-მეთქი.უცებ გამოცოცხლდა და თამრიკოს მთელი სერიოზულობით სთხოვა ხელმეორედ ხელი.
ცოტა ხანს კი იყოყმანა დედამ,მაგრამ იმდენი ვუკიჟინეთ აქეთ-იქიდან,ჩვენი ხათრით,თუ საკუთარი სურვილით იყო,თანხმობა კი განვაცხადებინეთ.
ჟრიამულით გავემართეთ ტაძრისკენ. თავს ბედნიერად ვგრძნობდი,ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
(მაცაცო)
-მარტო ამ დღისთვის ღირდა ნათლობის გადადება,-ვუჩურჩულე გოგლას და ბედნიერად მომზირალ თამრიკოს და ნოდარს გავხედე.
-კუდიანი ხარ,გული გიგრძნობდა მგონი,-გაეცინა გოგლას და მხარზე მიმიხუტა.
მამა ზოსიმე საქმიანი იერით წამოვიდა ჩვენსკენ. გოგლამ წინ წაიწია,ჯვრისწერის საკითხთან დაკავშირებით.ვჩქარობით,ემანდ არ გადაეფიქრებინა თამრიკოს.
-ღმერთო,ამას ვის ხედავს ჩემი თვალები?-თალიკო გაოგნებული სახით ჩამომეკიდა მკლავზე.
-ნეტა არ გავგიჟდებოდე,-არანაკლებ გაოგნებული როზა მეორე მხრიდან დამეკიდა.ორივეს გაკვირვებულმა გადავხედე. ზოსიმეს უყურებდნენ პირღიები.
-როზა,მელანდება,თუ მართლა სერგოა?-იკითხა პირგამშრალმა თალიკომ.
-პოეტ! -როზამ თქვა დასტურად.
-ჰაერი არ მყოფნის,-ხელით დაინიავა თალიკომ.
-არც მე,-როზამაც მიბაძა.
თავი შევიკავე,არ გამცინებოდა.
ზოსიმე ჯვრისწერაზე დაგვთანხმდა.ჯერ პატარა გავაქრიასტიანოთ და შემდეგ დიდებს მივხედოთო,გაგვიღიმა და ყველა აგვათვალიერა.მზერა ჩემს მხრებზე აკრულ ტყუპებზე შეეყინა.ხან ერთს უყურებდა გაოგნებული,ხან მეორეს.
-თალიკო? როზა?-გაკვირვება ვერ დამალა. დები ადგილზე ჩამოიღვენთნენ.
გაპარული ღიმილით ეამბორნენ მხარზე ზოსიმეს,სახეაწითლებულებმა მოიკითხეს და ისევ მე ამომიდგნენ აქეთ-იქიდან.
-როგორ უხდება წვერი,ხომ?-ისე მკითხა თალიკომ,თითქოს უწვერო სერგო ნანახი მყავდა.
-ანაფორაც უხდება,-როზამ გადმოგვიჩურჩულა.
-ა,ხომ გეუბნებოდი,ამასაც უყვარდა,-თალიკომ თვალები დაუბრიალა დას.
- "ჩემს ეზოში ფოთლებს ხვეტავს ქარი,
სევდიანად აყრის სახლის კარებს,
მესიზმრება ორი ,ერთნაირი ქალი,
არჩევანი მანგრევს,მანგრევს!"-ნიშნისმოგებით გაუსწორა თვალი როზამ ტყუპისცალს.
-ეგ სად წაიკითხე?-აიფოფრა თალიკო.
-სერგოს ჯიბის წიგნაკში,-გაეცინა როზას.
კიდევ კარგი შუაში ვიდექი,ორივეს მკლავი ძლიერად მეჭირა,თორემ წაწვდებოდნენ ერთმანეთს.
-სახლში მოგივლი,-დაემუქრა თალიკო.
-უჰ,შემეშინდა,-გულზე ხელი იტაცა როზამ.
შეკავებული სიცილისგან გავწითლდი.პირს ძლივს ვუყრიდი თავს. ვუყურებდი ასაკოვან დებს,რომლებიც პატარა ბავშვებს დამსგავსებოდნენ.
ნათლობის რიტუალი ზურიკოს ბღავილის ფონზე წარიმართა. თამრიკოს და ნოდარის ჯვრისწერაზე კი ტკბილად ჩაეძინა.
-აი,ხომ გითხარი, აქამდე უნდა მოგენათლათ,-მიჩურჩულა მანანამ და უდრტვინველად მძინარე ზურიკოს თავზე მიეფერა.
სადღესასწაულო განწყობა ორმაგად აგვიმაღლდა. ტაძრიდან გამოვედით და სახლში წასასვლელად მოვემზადეთ, სუფრით უნდა დაგვეგვირგვინებინა ეს დღე. თალიკომ და როზამ ზოსიმე-სერგოც დაპატიჟეს,სიხარულით მიიღო შეთავაზება და ზაზას ავტომობილში დებს შორის მოკალათდა.
-ესენი იმდენს იზამენ,ცოდვას ჩაადენინებენ ამ კაცს,-ჩაიფხუკუნა გოგლამ.
-გოგლა?!-გაეცინა თამრიკოს.
-დროა ქალაქი მოემზადოს სენსაციისთვის,-მხარი აუბა ნოდარმაც სიცილით.
-გაჩუმდით,სირცხვილია,-თამრიკომ დაუცახცხანა ქმარ-შვილს.
-ბარემ ხარჯი ხარჯია და მე და ზაზასაც დაგვეწერა ჯვარი,რა იქნებოდა?- არიქა,მოხუცებმა არ დამასწრონო,მომეტმასნა ლიკუნა.
-ერთი დღისთვის ნამეტანი იქნებოდა ამდენი ბედნიერება,დაგვინდე,-იდაყვი წავკარი.
-რა ყველაფერი ჩემია ზედმეტი?-უკმაყოფილოდ დაბრიცა პირი.
-ლიკუნა,მორჩი წუწუნს,-გამეცინა.
-ის გოგო რატომ არ მოვიდა?-მაშინღა გამახსენდა მისთვის არასასურველი სტუმარი.
-დედა და ბებია ჰყოლია ცუდად,-სიხარული შევატყვე ხმაში.
აღარაფერი მითქვამს, წარბშეკრულმა ჩავუწვინე მკლავებში ზურიკო , გოგლას გვერდით მოვთავსდი მანქანაში და სანამ კარს მოვიხურავდი,დავინახე გზის მოპირდაპირედ მდგომი ბოშა ,ირონიული ღიმილით მიყურებდა,ზუსტად ისე,როგორც სიზმარში ნანახი ქალი. გულში უსიამოვნოდ გამკენწლა.რას გადამეკიდა? გავიფიქრე და სახე მომექუფრა.
***
(გოგლა)
ერთი თვე მიილია დამნაშავეების ძებნაში.მათ კვალს ვერსად მივაკვლიეთ. გივიმ როგორც მითხრა დიანა და ლილი გამოუწერიათ და მკურნალობას სახლში განაგრძობდნენ. მე სათოფეზე არ ვეკარებოდი დიანას,თითქოს,გადამავიწყდა კიდეც.მიხაროდა,რომ წამიერმა სისუსტემ ვერ მაჯობა.
მაცაცოსთვის მიცემული დაპირება,სისრულეში უნდა მომეყვანა.მეც ძალიან ვიყავი გადაღლილი და ნამდვილი შვება იქნებოდა,სადმე დასასვენებლად წასვლა. ბევრი ფიქრის შემდეგ,არჩევანი მთაზე შევაჩერე. ბუნების წიაღში უფრო ლაღად ვიგრძნობით თავს. ექსკურსიის გეგმა ჩამოვწერე,რომელიც მოიცავდა კახეთის ღირშესანიშნავობების ნახვას. პირველ რიგში ლაგოდეხის ნაკრძალი მინდოდა მეჩვენებინა მისთვის.
-უჩვენოდ არ გამოგივათ ეგ ამბავი,-გამოგვიცახადა ლიკუნამ,როცა შეიტყო ექსკურსიის შესახებ.
-ეს ხომ ვერ მოვიშორე,-გაეცინა მაცაცოს.-დამაცდი დასვენებას?
-ჩვენ რას შეგიშლით,უფრო მხიარულად გავატარებთ დროს,-ზაზაც ჩაერთო.
იმდენი გვიტრიალეს გარშემო,სანამ არ დაგვითანხმეს. ჩვენზე ძალიან მგონი მათ უხაროდათ,სასწრაფოდ გაემზადნენ და ლამის დაძრულ მანქანაში შემოგვიხტნენ.
-ესენი ნახე?-ზაზამ გზის გადაღმა ხელით მანიშნა. თალიკოს და როზას დანახვაზე საჭე მათკენ მივმართე და ახლოს გავუჩერე. ჩვენს დანახვაზე შეხტნენ,აშკარად არ გველოდნენ. მათ უჩვეულო სამოსმა ღიმილი მომგვარა. ყელამდე შეკრული კაბები ეცვათ,თავზე მანდილები წაეკრათ.ხელში ორივეს ფსკვნილი ეჭირა.
-არ მითხრათ,რომ მონაზონობას აპირებთ?- თავიდან ბოლომდე ავათვალიერე მამიდები.
-აქ საიდან გაჩნდით?-აპილპილდა თალიკო.როზამაც უკმაყოფილოდ შემოგვხედა.
-თქვენ რას აკეთებთ აქ?!
-წირვაზე მივდივართ,-შემომიტიეს ერთხმად.
-როდის აქეთ გახდით თავგადაკლული მორწმუნეები?-თავს ვიკავებდი,რომ არ გადამეხარხარა. ლიკუნა,მაცაცო და ზაზა ჩუმად ფხუკუნებდნენ.
-შეუნდე უფალო,რამეთუ არ იცის,რას ბოდავს,-პირჯვარი გადაიწერა თალიკომ და ზურგი გვაქცია.როზამაც მიბაძა.
-ერიჰაა,-წაუსტვინა ზაზამ.
ოთხივეს ისეთი სიცილი აგვიტყდა,კარგა ხანს ვერ დავძარი ადგილიდან მანქანა. მივხვდით,მამიდებს ზოსიმეს ცდუნება განეზრახათ.
***
(მაცაცო)
-ნაკრძალში აღრიცხულია ორმოცდაორი სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა..ფრინველებიდან კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, აგრეთვე ამფიბიის ოთხი და ქვეწარმავლების რვა სახეობა,-ლაგოდეხის ნაკრძალის შესასვლელში პატარა ინფორმაცია მოგვაწოდა გოგლამ. გაკვირვებულმა შევხედე.
-საიდან იცი?
- მოვიძიე,ხომ უნდა მცოდნოდა სად მომყავდით,ბოლოს და ბოლოს გიდობა ვიკისრე,-გაეცინა და წინ გაგვიძღვა.
ხეებში ჩაფლულ გარემოს გაბრწყინებული თვალი მოვატარეთ.
-რა სილამაზეა,-აღმოხდა ლიკუნას.-უნამუსობა იქნებოდა,რომ არ წამოგეყვანეთ.
-მართლაც საოცრებაა,-ვერც მე დავმალე აღფრთოვანება. ბუნების სურნელი ხარბად შევისრუტე და გოგლას კვალს მივყევი.
-აუ,აქ მინდა პატარა სახლი,ხომ მაგარი იქნება,ზაზ?-ზურგსუკან შემომესმა ლიკუნას ხმა.
-რა მაცხოვრებს გოგო ტყეში,-უცებ ჩაუქრო რომანტიზმი ზაზამ.
-ნახე რა ბუნებაა,სუფთა ჰაერი,სიმშვიდე,-ხელგაშლილი დატრიალდა ლიკუნა.
-ჰო,კარგია,მაგრამ არა მუდმივად საცხოვრებლად,- ხელი მოკიდა ლიკუნას და ჩვენი მიმართულებით წამოიყვანა.
-რანაირი უჟმური ხარ,-აბუზღუნდა.
-არ მოგწონვარ?-ზაზა შედგა.
-როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ სასწაულზე უარს ამბობდეს?
-საჩხუბრად წამოხვედით?!-თვალები დავუბრიალე ლიკუნას. ვიცოდი,დასვენება არ მეწერა მის ხელში.
-კარგი,ჰო,-თავჩაქინდრული აედევნა ზაზას.
ალბათ,მსოფლიოში არ არსებობს ადგილი,რომელიც ასეთი ბუნებით იქნება დაჯილდოვებული.ვუყურებდი ცამდე აზიდულ წლოვან ხეებს და გული სიამაყით მევსებოდა. მივაბიჯებდი ნოტიო ბილიკებზე და სათითაო ბალახს ვეფერებოდი.ვცდილობდი,ზედმეტად არ დამედგა ფეხი და მიწის მწვანე საფარი ჩემი ნაფეხურებით არ დამესვარა.
-მზად ხართ ჩანჩქერზე ასასვლელად?-სამივეს გასაგონად დაიძახა გოგლამ.
იმდენად მოგვნუსხა იქაურმა სილამაზემ,ყველაფერზე თანახმა ვიყავით. თავდაუზოგავად მივაპობდით ოღრო-ჩოღრო ბილიკებს. საყრდენად ჯოხები გვქონდა მომარჯვებული.
-ვაიმე,იქ მგონი მგელია! -განწირულმა დაიძახა ლიკუნამ.ყველანი შევდექით და ტყე მონადირეებივით დავზვერეთ.
-მელიაა,-თვალი წაასწრო ზაზამ ხეებს მიღმა ცხოველს.
-აუ,მეშინიაა,-აწუწუნდა ლიკუნა.
-რა ვიცი,აქ კი აპირებ ბინის დადებას და..-გამეცინა და გზა განვაგრძე.
ქვაღორღიან,წყლის ნაპირთან შევჩერდი,ვგრძნობდი ძალა მეცლებოდა.გოგლას ვუთხარი,ცოტა შევისვენოთ,თორემ ვეღარ ვივლი-მეთქი.
-არ ხართ სალაშქრო ხალხი,-თავი გააქნია და უკან მობრუნდა.
იქვე,ლოდებზე ჩამოვსხედით. ოთხივე ღრმად ვსუნთქავდით.წინ დიდი გზა გველოდა.
-გოგლა,მტაცებელი,რომ შეგვხდეს,რას ფიქრობ?-ლიკუნას შიშს ჯერაც არ გაევლო.
-შენს თავს გადავუგდებ,ტყუილად კი არ წამოგიყვანე,-გაეცინა გოგლას.
- კი იზამთ მაგას,-მტრულად გადმოგვხედა.
-მშია,-წამოიძახა ზაზამ.
-მაძღარი ვეღარ ივლი,წინ დიდი გზა გვაქვს,ავიდეთ მაღლა და იქ წავიხემსოთ,-გოგლამ ზურგჩანთა თავისკენ მისწია,ზაზას რომ არ წასძლოდა სული.
-აუ,იქამდე რა გაძლებს,მეც მშია,- ლიკუნაც აჰყვა.
-თუ გინდათ,აქ დაგველოდეთ,მე და მაცაცო ავალთ.
-არა,ზაზას იმედზე ვერ დავრჩები,-მკვირცხლად წამოხტა ლიკუნა.
-სახლი უნდა გოგოს ტყეში,-გაბრაზებით თქვა ზაზამ და ისიც წამოდგა.
შესვენებამ შედეგი გამოიღო,სხარტად მივიკვლევდით გზას. შორიდანვე დავინახეთ კლდეზე გრძელ ბაირაღივით გადმოფენილი ჩანჩქერი,ხმაურით,რომ სწვდებოდა ჩვენს ყურებს. ოთხივეს აღტაცების შეძახილები აღმოგვხვდა.
-ღმერთო,ეს საოცრებაა,- გაოგნებული ვუყურებდი სამყაროს შედევრს.
-ცოტაც და მივალთ,თუ ძალიან არ ვიქნებით დაღლილები,შეგვიძლია,თავზეც მოვექცეთ ჩანჩქერს,-ღიმილით გვითხრა გოგლამ და გზის გაგრძელება გვანიშნა.
-უკან დასაბრუნებელი გზა ხომ გახსოვს?-ვკითხე გოგლას და ჩემს უკან ტყეს გავხედე.
-აი,ლიკუნას ემახსოვრება,-გაიცინა.
-ჩემს იმედზე იყავით კი,თავს ამოგაყოფინებთ სხვა ქვეყანაში,-აკისკისდა ლიკუნა.
-მე მახსოვს,-სერიოზულად თქვა ზაზამ.
-გოგლა,ხუმრობ?-ცოტა არ იყოს შემეშინდა. ლამის ქალაქში ვიკარგებოდი და ტყეში ხომ საერთოდ,ცხრა კომპასიც ვერ მიშველიდა.
-ვხუმრობ გოგო,წამოდი,-ხელი დამიქნია.
-მართლა,რომ დავიკარგოთ?- ისეთი ხმით თქვა ლიკუნამ,ტანში გამცრა. რატომღაც ბოშა ქალის სიტყვები გამახსენდა,დიდი გზა,სისხლი და სიკვდილიო,იქნებ ამ გზას გულისხმობდა? გავიფიქრე და ადგილზე შევდექი.
-რა დაგემართა?-გოგლაც შეჩერდა.
-მოდი,არ გვინდა,ხომ დავინახეთ ჩანჩქერი,დავბრუნდეთ რა უკან,-ჩემმა მავედრებელმა ხმამ დააბნია.
- დაიღალე,თუ რატომ გადაიფიქრე?
-დავიღალე.
ვერაფრით ვეტყოდი ნამდვილ მიზეზს. მეტიც არ უნდოდა,ისევ გაები მახეშიო,მეტყოდა.
-რაღა დარჩა,აქვეა,წამოდი,-ხელი ჩამავლო და ლამის ძალით წამიყვანა. მივყვებოდი და ფეხები კი უკან მრჩებოდა.თითქოს უბედურება მომდევდა ფეხდაფეხ,მთელ ტანში ელვასავით მივლიდა ცუდი წინათგრძნობა.
ჩანჩქერს როგორც კი მივუახლოვდით,ორი მამაკაცი დავლანდეთ.ის იყო წყლიდან ამოსულიყვნენ და ტანსაცმელს იცვამდნენ.ზურგით იდგნენ,ჩვენი მიახლოვება ვერც გაიგეს ჩანჩქერის ხმაურში.
-მარტო არ ვყოფილვართ,-იმედი მომეცა ხალხის დანახვაზე.
-გამარჯობა,-ხმამაღლა დაიძახა გოგლამ და მათკენ აიღო გეზი,ჩვენც მივყევით. მამაკაცები მოულოდელობისგან შეცბნენ,დაუპატიჟებელ სტუმრებივით,რომ გამოვეცხადეთ,სახეზე შევატყვე,არ ესიამოვნათ და კუშტად შეგვათვალიერეს. დავინახე,როგორ შეკრთა გოგლაც,ხელის მოძრაობით მის ზურგსუკან გამწია და იარაღი მოიმარჯვა. ვერ მივხვდი,რატომ გადამეფარა. ორივეს დავაკვირდი და გაოგნებისგან პირზე ხელი ავიფარე,რომ უცაბედად წამოსული ხმა დამეხშო.არც მეტი,არც ნაკლები ჩვენს წინ ჩემი პირველი ცალმხრივი სიყვარული მურმან ცხადაძე იდგა.მეორე კი ვერ ვიცანი.
-შეხვედრაც ამას ჰქვია,-ღვარძლიანად გააქნია თავი მეორე მამაკაცმა და საიდან გამოაძვრინა ასე უცებ იარაღი,ვერ დავინახე,გოგლას,რომ დაუმიზნა,მაშინ კი შევკივლე.ლიკუნამ იდაყვი გამკრა,გაჩუმდიო..ზაზამ ორი ნაბიჯით წინ წაიწია,რაზეც მურმანმა კბილებში გამოსცრა.
-დაეტიე ადგილზე!
შიშისგან ისე ვკანკალებდი,ალბათ,გულიც კი წამივიდოდა,რომ არა გოგლას ხელი,რომელიც ძლიერად მიჭერდა მკლავზე.
-დაუშვი იარაღი,ქალები არიან,წამოდი,იქით დავილაპარაკოთ,- გოგლას ხმა ვერ ვიცანი,სადღაც უიმედოდ ჩაკარგულს უგავდა.უარესად ავცახცახდი.
-ო,ბატონი გამომძიებელი მოლაპარაკებას გვთავაზობს,რაო,შემოგჩივლა შენმა ტურფამ?-ცინიკურად გაეცინა იარაღიანს.
-ვალერ!-დაუყვირა გოგლამ.
-იცნობ?-თვალები ვჭყიტე.
-დრომ თავისით მოიტანა ჩვენი შეხვედრა,რომ გავსწორდეთ,-ვალერიმ უშნოდ გაიცინა.
-გოგლა,ვინ არიან ესენი?-ზაზაც ჩემსავით გაუგებრობაში იყო ჩავარდნილი.
-ო,დიდი ისტორიაა,-ვალერიმ თვალები მოჭუტა,თითქოს რაღაცის გახსენებას ფიქრობდა.
დამფრთხალი ვუყურებდი მამაკაცებს და ვერაფრით ვხვდებოდი,გოგლას ნაცნობი ვალერი და ჩემი ცალმხრივი სიყვარული მურმანი,რატომ გვემუქრებოდნენ.
-ესენიღა გვაკლდნენ,-მობეზრებულად თქვა ლიკუნამ და იქვე ჩაჯდა.მგონი საქმის სერიოზულობას ვერ ჩაწვდა.
-ზაზა,წაიყვანე გოგოები,მოვალ მალე,-გოგლამ ზაზას ტყის სიღრმისკენ ანიშნა.
-არ გაინძრეთ!-იარაღი ჩვენსკენ მომართა ვალერიმ. არც განვძრეულვართ, სამივე,ისედაც ადგილებზე ვიყავით გაყინულები.
-მერამდენედ უნდა გადამეღობო გზაზე,ჩემი წერა ხარ! -კბილები ააკრაჭუნა იარაღიანმა.
-წასულია შენი საქმე,აქ,რომ გაისროლო,მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგადგება თავზე.ეს ნაკრძალია,-გოგლა სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
-რამდენს ყბედობ,დააგდე იარაღი,-ახლა მურმანმა გამოაძვრინა იარაღი და იმანაც გოგლას დაუმიზნა. დრო არ ითმენდა,სანამ უბედურება დატრიალდებოდა,სასწრაფოდ უნდა ჩავრეულიყავი.გოგლას ზურგს მოვცილდი და მურმანს თვალი გავუსწორე.
-მიცანი?!-დავუყვირე.
წარბშეკრული დამაკვირდა,ცოტა ხანს მიყურა,შემდეგ ნელნელა გახსნა შუბლი და კბილებიც გამოაჩინა.
-ვაი,ვაი,ეს ვინ ყოფილა აქ,მაცაცო?!
-დიახ! -ამაყად ვუპასუხე. გოგლამ ცალი თვალი გამოაპარა ჩემსკენ.
-გეღირსა გათხოვება,თუ ისევ ცალმხრივ სიყვარულებში იფერფლები?-დამცინავად მიყურებდა. დავრეტიანდი,ამის თქმას,სჯობდა ესროლა ჩემთვის.
-ვინ არის ეს კაცი?- გოგლამ დამიღრინა.
-წარსულის სანაგვეს გატანებული,- ბრაზიანად დავაკვესე თვალები.სულაც აღარ მეშინოდა ტყვიის,ისე გამამწარა მისმა სიტყვებმა.
-რა რებუსებით მელაპარაკები?!-დამიყვირა გოგლამ.
-ა,ეს შენი რომეოა?-მაშინღა მიხვდა მურმანი და სიცილი აუტყდა.ვალერიც დაბნეული უყურებდა ჩვენს პაექრობას.
-არაკაცო,ტფუი!-მივაძახე თვალცრემლიანმა. რა უფრო მატირებდა,ვერ გამეგო,ის,რომ ამ დუელში ვიყავით გაჩხერილები,თუ ჩემი პირველი სიყვარული,მართალია ცალმხრივი,მაგრამ მაინც სიყვარული,რომელზეც თვეები ვგლოვობდი ბალიშზე დამხობილი ,ასეთი არაკაცი გამოდგა. დამენანა მისთვის მიძღვნილი დრო.უარესად ავტირდი და გოგლას ზურგს ავეკარი.
-გამომძიებელი დაბნეულია,- კმაყოფილი სახით თქვა მურმანმა.-აი,მაგ ქალბატონს,მე ვუყვარდი,ჩემი სიყვარულით იწვოდა,იფერფლებოდა,-მისი სიტყვები ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა. მთელი სხეული ამტკივდა.
-ეს კრეტინი,როგორ გიყვარდა,გოგო?- ლიკუნა ფეხზე წამოხტა.
-ე,ე,ლაწირაკო!-ახლა ლიკუნას მისამართით დაიყვირა მურმანმა და იარაღი დაუმიზნა.
ლიკუნამ საცოდავი სახით გახედა,თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერა ,მივხვდი,რაღაცას დააყრანტალებდა.არც შევმცდარვარ.
-მურმანის ეკალი!- თქვა და მურმანის მიმართულებით გადააფურთხა.
-ლიკუნა,მოკიდე მაცაცოს ხელი და წადით აქედან!-გოგლას მოთმინების ფიალა აევსო. -ზაზა,მიყევი!-ბრძანება გასცა.
-შვილის გვარი არ მიეცი და აქ კაცობ?!- ისე იქუხა ვალერიმ, ჩანჩქერის ხმა გადაფარა.
მეგონა მომესმა.წინ გადავდგი ნაბიჯი და გოგლას შევხედე.არც ის იყო ნაკლებ დღეში,ძარღვებდაჭიმული უყურებდა მამაკაცს.
-გოგლა,რას ბოდავს ეს კაცი,ვინ შვილი?-ისე სწრაფად იცვლებოდა კადრები,თავი სიზმარში მეგონა.
-რაო,არ იცის,სიმართლე?- ვალერიმ ირონიულად ჩაიცინა.
-ისევ ის ინტრიგანი ხარ,რაც სკოლაში იყავი,-გოგლას უარესად დაეჭიმა სხეული.
ახლა კი გასაგებია,საიდან იცნობენ ერთმანეთს.მაგრამ ასეთი მტრობა?
-მაგისთვის ცალკე აგებ პასუხს,-ვალერის თვალებმა ბოროტად გაიელვეს.
-ვინ შვილი?-ამდენ გაუგებრობაში,ყველაზე მეტად ამ სიტყვამ ამაფორიაქა. ნუთუ გოგლას შვილი ჰყავს და სიმართლე დამიმალა? წარმოუდგენელია!
-რა პატარა კაცი ყოფილხარ,იმის ვაჟკაცობაც არ გეყო შვილად გეცნო და სიმართლეც გეთქვა,-თავი გააქნია ვალერიმ.
გოგლა გაშეშებული იდგა,შევატყვე ტვინი არეოდა,თვალებს შეშლილივით ატრიალებდა,აშკარად მოულოდნელი იყო მისთვისაც.
-ვისზე ამბობ?-ძლივს გამოსცრა.
-ო,აქ უკვე მქუხარე ტაშია საჭირო,-თავი დაიქინია ვალერიმ.-შენს და დიანას შვილზე!
დავინახე,გოგლამ როგორ დაკარგა წონასწორობა და წინ გადაქანდა.
-ვინ დიანა გოგლა,ვინ შვილი?!-ზაზამ გაკვირვებით შეხედა ჯერ გოგლას,შემდეგ მე.
-მოგკლავ!-დაიღრიალა გოგლამ და ადგილიდან დაძვრა ვერ მოასწრო,უცებ აირია ყველაფერი.იარაღის გასროლის ხმაზე ,ერთი ის მახსოვს ლიკუნამ,რომ მტაცა ხელი და ტყისკენ მიკრა თავი.გიჟივით გარბოდა და მეც თან მიმათრევდა.
-გოგლა! გოგლა!-შეშლილივით ვკიოდი,თუმცა გაჩერების საშუალება არ მომცა ლიკუნამ.
კიდევ ბევრჯერ გაისმა ტყვიის გავარდნა,ორივე წამიერად შევდექით ადგილზე.
-მაცაცო,დროზე! -ჩემზე ადრე ლიკუნა მოეგო გონს.
-გოგლა, ზაზა!ვერ დავტოვებთ ლიკუნა,-ტირილით მივდევდი.
-სხვა გზა არ გვაქვს,ვერაფერს ვუშველით!-ლიკუნამ სირბილს უმატა.
იმდენი ვირბინეთ, უღრან ტყეში ამოვყავით თავი. გასასვლელის ძებნაში,შიშით ვაცეცებდით თვალებს.
- როგორმე უნდა გავაღწიოთ და მილიციაში დავრეკოთ,-სულ ვეღარ ითქვამდა ლიკუნა.
-მგონი ორივე მოკლეს,-თავში შემოვირტყი ხელები.-დავბრუნდეთ რა,აღარაფერი ისმის.
-მოიცადე ცოტა ხანს,-თვალმოჭუტულმა დაზვერა გარემო.-რაღაც შრაშუნი ისმის,-თქვა და პირზე თითი მიიდო,სიჩუმე მანიშნა.
-რატომ ფეხი არ მომტყდა,სად მოვდიოდი?- გაფრთხილების მიუხედავად მაინც აღმომხდა.
-რადიო გადაყლაპე ,გოგო? -თვალები დამიბრიალა.
-შენ ხარ,თარსი,სულ შენი თარსი ფეხის ბრალია,-გოდება გავაგრძელე.
-რას ერჩი ჩემს ფეხებს?-თავმომწონედ დაიხედა ზედ.
-აიტეხე წამოსვლა და აჰა?!- ლიკუნაზე ვიყარე ჯავრი.
-მე კი არა,შენ ხარ თარსი,სულ რაღაც ხიფათში ხარ,ზოსიმეს ლოცვები გჭირდება,-ისეთი მუჯლუგუნი წამკრა,ძირს გავგორდი.აღარც ავმდგარვარ,მიწაზე დამხობილმა განვაგრძე ცრემლების ღვარღვარი.
-გოგო,არ გესმის?-ყურთასმენა დაძაბა ლიკუნამ.მეც წამოვხტი და სმენად ვიქეცი.
-ზაზას ხმაა,მაცაცო!-სიხარულით წამოიძახა.-ზაზა,აქ ვართ,ზაზაა!-მისი ხმა ექოდ გადაეცა მთელ ნაკრძალს.
-საიდან ისმის,ვერ ვიგებ?-დავტრიალდი ყველა მიმართულებით.
-ვერც მე,მაგრამ არაუშავს,გვიპოვნის,-იმედიანად თქვა ლიკუნამ და მომეხვია. გული ამომიჯდა და მწარედ ავქვითინდი.
- მაცაცოო! ლიკუნაა!-ზაზას ხმა გვიახლოვდებოდა.
ჩვენც საპასუხოდ ავტეხეთ ყვირილი.
***
(გოგლა)
ძალაგამოცლილი ვიწექი. ფანჯარასთან მდგომი მაცაცოს კითხვანარევი მზერა უარესად მკლავდა. თავში ათასი აზრი მერეოდა. ჩემი და დიანას შვილი? საიდან,როგორ? ნუთუ,იმ სამმა ღამემ ნაყოფი გამოიღო? კი მაგრამ რატომ დამიმალა,ან რატომ გაჰყვა სხვას? ვალერიმ იცოდა და მე არა? დიანას სიტყვებიც გამახსენდა,მე შენთვის არ მიღალატიაო. სიბრაზე ერთიანად მივლიდა.
-როდემდე უნდა იდგე მანდ?- მაცაცოს გავხედე,შემეცოდა,მთელი ღამე ფეხზე გაატარა.
-როგორ ხარ?-სევდიანად მკითხა.
-კარგად,-თვალი ვერ გავუსწორე. დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე თავს,თუმცა ჩემი ბრალეულობა რა-ში მდგომარეობდა მეც ვერ ვხვდებოდი.
-წავალ,-მშრალად მითხრა.
-მაცაცო,ვიცი რასაც გრძნობ,მეც გაურკვევლობაში ვარ,ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,- შიში შემეპარა,მის გაუცხოვებულ ხმაზე.
-მესმის,მაგრამ ახლა უნდა წავიდე,-მითხრა და კარისკენ დაიძრა.
-მაცაცო,ხომ იცი,შენს და ზურიკოს გარეშე აზრი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს?!
შეჩერდა,თვალი თვალში გამიყარა,თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, თავი გადააქნია , უხმოდ შეტრიალდა და წავიდა.
გულმკერდზე სიმძიმე ვიგრძენი,ლოდივით დამაწვა და განძრევის საშუალება არ მომცა. პირი გავაღე,ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა,რამოდენიმე ცდაზე გამომივიდა კიდეც.
-ხარი ხართან დააბიო,ისეა შენი საქმე,გადაგდო მაცაცომ?-პალატაში გივიმ თავი შემორგო.
უკმაყოფილოდ გავხედე.
-ო,მაპატიეთ,სხვაგვარად უნდა დამეწყო, ამა წლის შვიდ ივლისს,კრიმინალურ დაჯგუფებასთან მწვავე შეტაკების შედეგად,გმირულად დაიჭრა..
-მორჩი!- დამთავრება არ ვაცადე,ისე შევუღრინე.
- რა ომობონა გამართე,სრულ ჭკუაზე ხარ?!-დასერიოზულდა და ჩემს საწოლთან მოიდგა სკამი.
-ახალი რა არის,შენ ის მითხარი?-არ მესიამოვნა შენიშვნა,ისედაც ვგრძნობდი ჩემს სიფიცხისგან დაშვებულ შეცდომას.
-არც არაფერი,შენ აქ წევხარ საცერივით დახვრეტილი მკლავით,ისინი აორთქლდნენ,აი ასე,-თითებით ჰაერში გაფანტვის იმიტაცია გააკეთა.
-ეგ როგორ?!- გამიკვირდა. ზუსტად მახსოვს ვალერი,რომ დავჭერი ფეხში,კოჭლობდა.
-ჭრელად,-მხრები აიჩეჩა გივიმ. -გაქრნენ,ვერსად მივაკვლიეთ.
-შანსი არ არის,დაჭრილი იყო,შორს ვერ წავიდოდა!
-რატომ არ გაუშვი მშვიდობიანად? რატომ,გამაგებინე? რატომ შეუქმენი საფრთხე ოჯახს,რის გამო?!- გივიმ გამწარებით შემომიტია.
-ვაპირებდი,თუმცა..
-რა თუმცა,რამ გადაგიტრიალა ჭკუა?!
-მე და დიანას შვილი გვყავს!
ნათქვამმა გივიზე ისე იმოქმედა,სკამზე გადაქანდა.
-რა?
-ჰო,-სიმწრით დავუქნიე თავი და ყველაფერი მოვუყევი.დრო და დრო უფართოვდებოდა თვალები,ყურებს არ უჯერებდა.
-მაცაცო?-შიშით იკითხა.
-არაფერი უთქვამს,მაგრამ ხომ ვხვდები რაც ტრიალებს მის გულში,არ ვიცი რას ფიქრობს,ეს უარესად მაგიჟებს,- ვთქვი და თავი ბალიშზე გადავკიდე.
-რაღა იმ დროს გადაგეყარა გზაზე,ამას ჰქვია ბედის ირონია,აუჰ,-დანანებით დაჰკრა ხელი ხელს.
-მეც გარკვევა მჭირდება,დალაგება აზრების,დიანა უნდა ვნახო,პირველ რიგში.
-იქნებ ტყუილია?-წარბშეკრულმა მითხრა.
-არ ვიცი,არეული ვარ,-ჩავფიქრდი.
-მდა.. ვერაა კარგად საქმე,-ჩაფიქრდა გივიც.
-შეძლებ დიანას მოყვანას?
ჩემს კითხვაზე გამოერკვა.
-აქ?
-ხო,დრო არ ითმენს.
-დრო კი არა,შენ ვერ ითმენ,ისე არ ქნა,ორი კურდღლის მადევარივით.
-დღეს ანდაზების წიგნი გადაყლაპე,თუ რა გჭირს?-გავბრაზდი.
-აქ არ ღირს,გოგლა,როცა გაეწერები,მერე ნახე.
-შეძლებ,თუ არა?!
უარესად გავღიზიანდი.
-მოვიყვან!-დაიბუხუნა და ხელი ჩაიქნია.
***
(მაცაცო)
-როდემდე უნდა მათრევინო ეს შენი მზითვი აქეთ-იქით?- მობეზრებულად დაყარა ნაჩქარევად შეკრული ფუთები ლიკუნამ და დოინჯშემოყრილი დადგა.
-ეს ბოლოა,-მტკიცედ ვთქვი და ჩემს მონატრებულ სახლს თვალი მოვატარე.
-რის გამო შორდები,გოგო?!
-არაფერი გესმის,ლიკუნა!
-კიდევ მე არ მესმის? შვილი ჰყავს,გოგო,ვეფხვი ხო არა,რომ გეცეს და გიკბინოს,-ცხვირში ჩაიფრუტუნა.
-საქმე ის კი არ არის,რომ შვილი ჰყავს,არამედ ამდენ ხანს სიცრუეში,რომ მაცხოვრა,გესმის?!
-ვერ ხარ შენ დალაგებული,არც თვითონ იცოდა,გოგო!
-ეგ კიდევ საკითხავია,იცოდა,თუ არა!
- გოგლა არ არის,ის კაცი,რომ სცოდნოდა და დაემალა.
-ჰყავდეს ის თავის დიანა და იყოს!-ცრემლების ყლაპვით ვთქვი.
-ეჭვიანობ?- გაეცინა.
-აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი,სახელი გოგლას ხსენება არ იყოს ამ სახლში!-მკაცრად ვუთხარი და ფუთებს დავწვდი.
-ღმერთო,ეს ძლივს გათხოვილი ქალი,უკან არ გამოათხოვო,თორემ დაგვღეჭავს!- თქვა და სანამ მის თმას წავწვდებოდი ,გვერდზე გადახტა.
-ჰოპ, მაცაცო,დაწყნარდი,დაწყნარდი,- ხელები ასწია.
გულზე ცეცხლმოკიდებული ვალაგებდი ტანისამოსს კარადაში. ვერ ვინელებდი,რომ გოგლას ჩემამდე შეყვარებულთან ერთად,შვილიც ჰყავდა.მართალია,წარსულში მომხდარი,მაგრამ მაინც მეტკინა. შეგუება მიჭირდა ამ აზრთან,არა მარტო მე,თამრიკომაც ძალიან ინერვიულა.დამალვას აზრი არ ჰქონდა,სიმართლე ვუთხარი,რატომაც მივდიოდი.არ შემწინააღმდეგებია.
-გოგლას უყვარხარ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ,დედა-შვილურად გთხოვ,-კარში გასვლისას მითხრა და გულში ჩამიკრა.
-დაბნეული ვარ,-არ დავუმალე.
-ვიცი და მესმის შენი,-თბილად დამისვა თმაზე ხელი.
-როცა გინდა,მოდი ზურიკოსთან,-თვალცრემლიანმა ვუთხარი და კარი გავიხურე.
ვიჯექი და ცხარედ დავტიროდი ჩემს მოკლე ბედნიერებას. მკერდში სიცარიელეს ვგრძნობდი,თითქოს ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით გამომაცალა შიგნეული.
- სადამდე უნდა იგლოვო,წამოდი საჭმელი გავამზადე,-ლიკუნა ისე წამომადგა თავზე,შევხტი.
-არ მშია,-ჯიუტად ვუთხარი.
- შიმშილით რომ მოკვდე სირცხვილია,წამოდი,-ჩაიფხუკუნა.
-შემეშვი,-მხარი გავათამაშე.
-იცოდე,მანანას დავურეკავ,ხომ იცი,მერე რაც მოხდება?
-რა მოამზადე?-გვერდულად ავხედე. მუქარის ასრულებას,დანებება ვამჯობინე.
- ჩანახი,ჩახოხბილი, საცივი,ოსტრი,-უცებ ჩამოთვალა.
გაოცებულმა შევხედე.
-კაი ჰო,კვერცხი შევწვი,ადექი,-ხელით მიბიძგა.
ზურიკოს დავხედე,იწვა და თავის თავს ღუღუნით ართობდა.
-ჩემი ბედნიერება,-გავუღიმე და ხელში ავიყვანე.
-ხოდა,მაგ ბედნიერებას ჯანმრთელი დედა სჭირდება,გამოადგი ფეხი!-დამიცაცხანა ლიკუნამ.
-ამ გოგოს გარეშე,ცხოვრება ხომ ვერ მეღირსა,-მობეზრებულად ჩავილაპარაკე და სამზარეულოსკენ წავედი.
***
***
(გოგლა)
თამრიკო გულზე ხელებ გადაჯვარედინებული იდგა და მწვავე მზერით მბურღავდა. ნოდარი ნერვულად სცემდა ბოლთას,თალიკო და როზა საწოლზე,ჩემს ფეხებთან ისხდნენ და ისინიც არ მაცილებდნენ თვალს.როგორც განაჩენის გამოტანას,ისე ველოდი მათ სიტყვას.
-რა მტრებივით მიყურებთ?!-ვეღარ მოვითმინე და იერიშზე გადავედი.
-ახლა ჩვენი გამოხედვაც არ მოსწონს!-როზამ ფეხზე მიჩქმიტა.
-ხო,რა გინდათ,რა დავაშავე?- ხელი დავკარი ქვეშაგებს.
-"სამაია ხაროშაია ზაშიტა,ეტო ნაპადენიე"-თქვა თალიკომ და მეორე ფეხზე მიბწკინა.
-ასე აპირებთ ჩემს დასჯას?- ამეწვა ფეხი და მუხლში მოვხარე.
-რას ფიქრობ,გოგლა?-თამრიკოს შეცვლილი ხმა არ მესიამოვნა.
-მაცდით ფიქრს? მომიწყვეთ აქ ოჯახური სასამართლო! - ბრაზიანად წამოვხტი და ფლოსტებში ფეხები გავუყარე.
-ხელი არ იტკინო,-თამრიკომ ჩემსკენ გამოიწია.
-როდის მიხვალ მაცაცოსთან?-ნოდარი მორჩა ოთახის ნაბიჯებით ზომვას.
-თქვენი საქმე არ არის! - ცალი ხელით,წვალებით ჩამოვიცვი მაისური თავზე.
-აბა,ვისი საქმეა? ოჯახი გენგრევა და ვისხდეთ მშვიდად?- გაკვირვებულმა შემომხედა მამამ.
-იმდენს იზამთ,სახლიდან გამაქცევთ!- დავიყვირე და სანამ კიდევ რამეს იტყოდნენ სასწრაფოდ გავედი ოთახიდან.
კაბინეტში შევიკეტე.მაგიდასთან ხელებში თავჩარგული დავჯექი. ნაწყენი ვიყავი მაცაცოზე,არ მოინდომა არაფრის გარკვევა,დაჰკრა ფეხი და გაიქცა. არ მეგონა,ჩემს სიყვარულში და ერთგულებაში ეჭვი,თუ შეეპარებოდა. დიანამ ჩემს ნახვაზე უარი განუცხადა გივის, რამაც უარესად გამაბრაზა. ისევ მე უნდა მივსულიყავი მასთან,სიმართლე აუცილებლად უნდა გამეგო. მეგი ,თუ ნამდვილად ჩემი შვილი აღმოჩნდებოდა,ცხოვრებაში ვერ ვაპატიებდი ამხელა ტყუილს.
კარზე კაკუნს გივის ხმაც მოჰყვა.
-გოგლა,მე ვარ.
-მოდი,-გამიხარდა გივის დანახვა.შემოვიდა,თუ არა,კარი ისევ ჩავრაზე.
-მშვიდობაა?
-შემჭამეს,დამღრღნეს,ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ,ისევ საავადმყოფოში სჯობდა,-მივაყარე გაგულისებულმა.
-ყველანი აქ არიან?-გაეცინა.
-ჰო,აბა..სრული შემადგენლობით,-მობეზრებულად ავიქნიე ხელი.
-რას ფიქრობ?- ჩამოჯდა და ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოიღო.
-დიანაზე?
-მაცაცოზე!
-ხვალ ვაპირებ ასვლას,თუ ექნება აზრი,არ ვიცი,-თავი გავაქნიე.
-გააჩნია რას ეტყვი,-მითხრა და კონვერტი ცხვირწინ დამიდო.
- სიმართლეს ,კი ,იცის,მაგრამ დაუჯერებლად ეჩვენება,-კონვერტი გავხსენი და სურათს დავაკვირდი.
-რა ლამაზია,-გამეღიმა.
-ჰო,შენ გგავს,ზურიკოსაც,-გივისაც გაეღიმა.
-დედამისსაც,-გულდაწყვეტით ვთქვი.
-ასორტია,ულამაზესი,-დამეთანხმა.
-ვაკვირდები და უფრო და უფრო მეტს მსგავსებას ვპოულობ ჩვენს შორის,ნამდვილად ჩემია,-თვალს ვერ ვწყვეტდი მეგის სახეს.
-აჩქარება არ გვარგებს.ჯერ დიანას დაელაპარაკე,თუ უარყო,შემდეგ ანალიზის მიხედვით იმოქმედებ,-გივი უფრო საღად აზროვნებდა,ვიდრე მე.ისე ვიყავი არეული,ჭკუა არ მომეკითხებოდა.
-მართალი ხარ,მაგრამ გული მიგრძნობს,ჩემი შვილია,-ისევ ფოტოდან მომზირალ გოგოს დავაკვირდი.
-მეც მასე მგონია,-გივიმ მაგიდაზე ააკაკუნა თითები.
-გოგლა გამიღე!
კარს ზაზა დაეჯაჯგურა.
-ამას რაღა უნდა?-ჩავიბურტყუნე.ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა,ისეთ მდგომარეობაში ვიყავი.
-იჯექი,გავაღებ,-გივიმ დამასწრო ადგომა.
-რა ხდება?-წარბშეკრულმა შევხედე შემოსულ ზაზას.
-მაცაცოსთან ვიყავი და..-სიტყვა გაუწყდა. მზერა მეგის ფოტოზე გაუშეშდა.
-მერე?-მოუთმენლად ვკითხე.
-აქ რას აკეთებს ეს სურათი,რამე დააშავა?-გაოცებისგან პირი დააღო.
-იცნობ?-გული ამიჩქარდა.
-ჩემი მეგობარია,ჩვენი ჯგუფის სოლისტია,მეგი სამხარაძე,-ფოტო ხელში აიღო.-რა ხდება,გოგლა?
-ნამდვილად ეგაა?-ყურებს არ დავუჯერე.რა ახლოს მყოლია შვილი და არ ვიცოდი.
-ხო,ამაზე ეჭვიანობს ლიკუნა,-გაეცინა ზაზას.
უცებ გამიშრა პირი,მივხვდი ფერიც დავკარგე.
-რამე ხომ არ მიგიქარავს ამ გოგოსთან?-ძლივს ამოვიხრიალე.პასუხის მოლოდინში ყველა ძარღვი დამეჭიმა. ალბათ,დიანა რომ მდგარიყო ჩემს წინ,ცოცხალი ვერ გამასწრებდა.
ზაზამ ჯერ მე შემომხედა,მერე გივის.
-ამოიღე ხმა,ბიჭო?!-გივი წამოხტა და მხრებში ეცა.
-რა გჭირთ?-დაიბნა ზაზა.-თქვენც ლიკუნასი,ხომ არ გადაგედოთ?
-თქვი?!-დავუღრიალე.
-რა გაყვირებს?!- გაბრაზდა ზაზა.-არაფერი მქონია,მეგობარია,მეგობარი!
-ზაზა,არ მოიტყუო,-გივისაც შეშლოდა სახე.
-ზურიკოს გეფიცებით,მართლა არაფერი,რა ხდება,მეტყვით?!
შვებით ამოვისუნთქეთ.
-მგონი ჩემი შვილია,-ვთქვი და თავი ჩავკიდე.
-მეგი?!- თვალები ჭყიტა ზაზამ.-ამაზე თქვა იმ ვალერამ?
თავი სიმწრით დავიქნიე.
-ვაიმეე,-გაოგნებულმა წამოიძახა და ოთახში მოჰყვა სიარულს,არ მჯერა,არ მჯერას ძახილით.
-არაფერს შეიმჩნევ ჯერ,უნდა გავარკვიოთ ბევრი რამ,-უთხრა გივიმ.
-ჩემხელა ძმის შვილი მყოლია,დაუჯერებელია,მე მეგის ბიძა?-ხელგაშლილი მოგვიტრიალდა.
-მგონი,- ზაზას რეაქციაზე გამეცინა.
- იმათ იციან?-თითი ზემოთ სართულისკენ აიშვირა.
-იციან,მაგრამ ვინ არის,ეგ არ იციან,მეც ახლა ვნახე გავიგე.
-გოგლა,იცი,რა ლამაზი გოგოა?თან ისეთი თბილი,მეგობრული,რომ მოუსმინო,როგორ მღერის,იადონია,-სახე გაუნათდა ზაზას.
მესიამოვნა ჩემი შესაძლო შვილის შექება.
ზაზა ისე იყო აჟიტირებული,სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა.სიცილით მოგვიყვა ზურიკოს ამბებიც. მეოთხე კბილიც ამოსვლია ჩემს ვაჟკაცს და პირველი სიტყვაც უთქვამს"მამა".
უკვე ერთი კვირა იყო გასული მაცაცოს ბოლო ნახვიდან.საავადმყოფოშივე მივხვდი ,რომ ასე მარტივად არ ჩაივლიდა ეს ამბავი.სახეზე ეწერა წყენაც და განშორებაც.
ძლიერი მონატრება ვიგრძენი. დროზე უნდა მოგვაგვარო ყველაფერი,-გავიფიქრე და გივის ვუთხარი დიანასთან უნდა წამიყვანო-მეთქი.
უხმოდ დამთანხმდა.
***
(მაცაცო)
სახლის დალაგება არ მქონდა მომთავრებული,თავს, რომ დამესხნენ ზურიკოს ბაბუა-ბებიები.
-როგორ გაზრდილა,ენაცვალოს ბებიკო,-თამრიკომ გულში ჩაიკრა ბავშვი და ჩაკოცნა.
-მეც დამიტოვე,-სიცილით გამოართვა ხელიდან ნოდარიმ.
-გოგო,ასე უნდა ჩვენი დავიწყება?-საყვედური მითხრა თალიკომ.
-დაიწყე ახლა შენებურად,წამოდი აქეთ,მომეხმარე,-როზამ მხარი წაკრა დას.
-გამოვასწორებ აუცილებლად,-გამეცინა და დებს გავყევი სამზარეულოში.
იმდენი გამზადებული საჭმელი მოეტანათ,თითქოს ქორწილის სუფრა უნდა გამეშალა.
-ეს იხვია,ნიგვზით,-როზამ ჩემი გაკვირვებული გამომეტყველება დაიჭირა.
-იხვი?-პირი დამეჯღანა.
-არ გიყვარს? -შეცბა.
-მგონი,არა,-ყოყმანით ვუპასუხე.
-აი,ხომ გითხარი,ქათამი გააკეთე-მეთქი,აიტეხე ვიტვიტა და ბათურა,-თალიკომ შეუტია დას.
-არც ეს გიყვარს?-გამზადებული ხორცით სავსე წვნიანი მოსწია ჩემსკენ.სუნზე გულისრევა ვიგრძენი,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ნუფნუფია,გოგო,-თალიკომ ისევ შეალამაზა სახელი.
-ქალო,რანაირად უხსნი,სულ არ შეჭამს,-გაეცინა როზას.
-იმედია,სადმე წუნას და წრუწუნას არ მიმალავთ,-სიცილი გულზე მოწოლილმა სიმძიმემ შემიჩერა და პირზე ხელაფარებული გავიქეცი აბაზანისკენ.
-რა დაემართა?-ერთი ესღა გავიგე და ნიჟარაში თავით ჩავეყუდე.
-ოღონდ ეს არა,ოღონდ ეს არა,- დაფეთებული ვათვალიერებდი ჩემს თავს სარკეში. მაშინღა შევამჩნიე ჩაშავებული თვალის უპეები და გაცრეცილი ტუჩები.
-მაცაცო,კარგად ხარ?-კარზე ძლიერად დააკაკუნა თამრიკომ.
-ალბათ ,რაღაცამ მაწყინა,-უხერხულად ავიტუზე კართან.
ნაძალადევი ღიმილით ვიჯექი გაწყობილ სუფრასთან და ლუკმას ვერ ვიდებდი პირში. ყველა საჭმელი გულს მირევდა. ჩემი ეჭვების ხმამაღლა თქმას მოვერიდე.ვიცოდი,ატყდებოდა სიხარულის ყიჟინა და გოგლაც გაიგებდა,რაც არანაირად არ მინდოდა. ისე ვიყავი გაბრაზებული მასზე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი განქორწინება.
ვაი,თუ მართლა ორსულად ვარ?-გაფიქრებაზე გამაჟრიალა. ხვალვე უნდა წავიდე ექიმთან,-გულში ვთქვი და კარის გასაღებად წამოვდექი,ზარის ხმა ჩემს გარდა ,მგონი ვერავინ გაიგო,ისე იყვნენ გართულები საუბარში.

***

(გოგლა)
-რატომ მოხვედი?-კარის გაღებისთანავე თვალი-თვალში გამიყარა.
-მარტო ხარ?-მის აგრესიულ ტონის ყურადღება არ მივაქციე.
-არა,რა გინდა?-შევატყვე,როგორ აუტოკდა ნიკაპი.
-საქმე მაქვს ,ჩაიცვი,დაბლა გელოდები,-მკაცრად ვუთხარი.
-ჩვენი საქმე დიდი ხანია დასრულდა,მშვიდობით!-მითხრა და კარის მოხურვა დააპირა.ხელით შევაჩერე.
-დიანა,დაბლა გელოდები,ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო!-კბილებში გამოვცერი და ლიფტი გამოვიძახე.
მანქანაში ყბებს ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს,მოსალოდნელი საუბრისგან ერთიანად დამეჭიმა სხეული.
-აგვიანებს,-გივიმ საჭეზე აათამაშა თითები.
-ჩამოვა! - გადაჭრით ვთქვი,თუ არა,დიანაც გამოჩნდა სადარბაზოდან.დამინახა და უხმოდ ჩაჯდა ავტომობილში.
-წავედით,-გივის მისამართით ვთქვი.
დანიშნულების ადგილამდე არცერთს ამოგვიღია ხმა. გაყინულ მზერით მჯდომ დიანას,გვერდით სარკიდან ვზვერავდი.ნეტავ,თუ ხვდებოდა,რისი ახსნა მოუწევდა ჩემთვის?
გივის ნაცნობ ბაღთან შევაჩერებინე. დიანას ვანიშნე გადმოსულიყო.
-აქ რატომ მომიყვანე,წარსული მოგენატრა?-მშრალად მითხრა და სკამზე ჩამოჯდა.
-სწორად მიხვდი,წარსულზე მოგვიწევს საუბარი,-ირონიულად გამეღიმა.
-მოგენატრე?-ცინიკურად მკითხა.
-შენ არა,- თავი გავაქნიე.
-აბა?-სახით ჩემსკენ წამოიწია.
-მეგი!
ჩემს ნათქვამზე,თითქოს დენმა დაარტყაო,ისე გადაქანდა უკან.
-ვერ გავიგე?-თვალები გაუფართოვდა.
-მშვენივრად გაიგე,ჩვენს შვილზე მოგვიწევს საუბარი,-ახლა მე წავიწიე მისკენ.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?-ნელ-ნელა დაპატარავდა.
- გეყოს თვალთმაქცობა! -ჩემმა ხმამ მოსეირნე ხალხის ყურადღება მიიპყრო.
-ვინ გითხრა?- მომაკვდავივით ამოთქვა.
-პრობლემას იმაში ხედავ,მე ვინ მითხრა,თუ ამდენ წელი მიმალავდი შვილს? რატომ,რატომ?!- მოთმინების ძაფი წკიპზე მეკიდა.ცოტაც და ალბათ დავლეწავდი იქაურობას.
-სხვა გზა არ მქონდა,მაპატიე,- სახეზე აიფარა ხელები,მისი ცრემლები,რომ არ დამენახა.
-აზროვნებ საერთოდ,რას მეუბნები? -წამოვხტი და მხრებში ჩავაფრინდი.
-პატარა ვიყავი,გამოუცდელი..ლილიმ ,რომ გაიგო,ლამის მომკლა,ამხელა სირცხვილს ვერ გავუძლებო,ბავშვის მოსაშორებლად წამიყვანა,კიდევ კარგი არ გამოვიდა,ნაყოფი უკვე დიდი იყო,-ტირილით მითხრა.
-მე რატომ არ გამაგებინე,ან ჩემებთან რატომ არ მიხვედი?- ნათქვამმა სულ შემშალა.გადარეულივით ვატრიალებდი თვალებს.
-ბევრჯერ მოგწერე,მაგრამ შენგან პასუხი არ მიმიღია,ჩავთვალე,რომ არასასურველი ბავშვი იყო შენთვის.
-მოიცადე,ვერაფერი გავიგე,მე შენგან მივიღე წერილი,სადაც მწერდი,რომ აღარ გიყვარდი და გათხოვდი,-ტვინში, თითქოს ქარიშხალმა გადამიარა,მთელი წარსული თავდაყირა დამიყენა.
-ვიცი, მერე გავიგე,რომ ლილიმ მოგწერა ეგ,შენს წერილებს კი საგულდაგულოდ მიმალავდა,ფოსტალიონს უხდიდა გასამჯელოს,რომ ყველა მიღებული წერილი,მისთვის მიეცა,-თქვა ემოციებით დაღლილმა და სკამის საზურგეზე მიესვენა.
-გავგიჟდები,ეს წარმოუდგენელი ბოროტებაა?-დაჯერება გამიჭირდა, ადგილს ვერ ვპოულობდი,გამწარებული ვტკეპნიდი ბაღის მიწას.
-სასწრაფოდ მომიძებნა თავის კარგა ხნის მოწონებული სასიძო და გამათხოვა,ამით დამშვიდდა და ჩვენი ოჯახიც ხალხის მითქმა-მოთქმისგან გადაარჩინა,მაშინ უკვე სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი,-დანანებით დაიქნია თავი.
-მე რას მერჩოდა,რატომ ამითვალისწუნა?!
-არ ვიცი,უბრალოდ ვაჟა ჰყავდა აკვიატებული,მხოლოდ ეს იმსახურებს ჩვენს ოჯახსო.
-უხ,მე მაგის...-აღარ მოვერიდე,ისე შევუკურთხე გაცოფებულმა. ლამის მარჯვენა დავულოცე ვალერის,მისი კარგად ცემისთვის,ღირსი ყოფილა,რატომ არ მოკლა? გავიფიქრე გამწარებულმა.
-ვაჟამ იცის,რომ მისი შვილი არ არის?!
-არ იცის,ექიმთან ჩააწყო ლილიმ,ვითომ დღენაკლული დაიბადა ბავშვი.მეგისაც ვაჟა ჰგონია მამამისი..დავიღალე,აღარ შემიძლია ამხელა ცოდვის ტარება,-ისევ ატირდა.-შენ საიდან გაიგე? - აწყლიანებული თვალები მომაპყრო.
-ვალერიმ მითხრა,სრულიად შემთხვევით გადავეყარე!
-დაიჭირეთ?!
-ჯერ არა!
-დედამისმა მამშობიარა,-ხმა აკანკალებულმა თქვა.
-ამდენი ტყუილი,ამდენი სიცრუე,ამდენი ბოროტება,როგორ შეძელით,როგორ?!
მეგონა თავზე დამემხო ზეცა,საშინლად ამტკივდა თავი,ყურებში გაუსაძლისი შუილი ვიგრძენი,წავბარბაცდი.შეშინებული მომვარდა დიანა და სკამზე დამსვა.
-მოიცადე,წყალს მოგიტან,-ბუნდოვნად ჩამესმა მისი ხმა.
ცივმა სითხემ ცოტა მომასულიერა. უხმოდ ვიჯექი,თითქოს მთელი სხეული გამბზარვოდა,ისე მტკიოდა თითოეული კუნთი.
-მეგის მე ვეტყვი,-ჩუმად მითხრა და უკანმოუხედავად წავიდა.
მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე.
გივი,შეშინებული წამომადგა თავს,მივხვდი,დიანამ უთხრა,რომ ადგილიდან განძრევა მიჭირდა.
-წამოდი,-მხარში ამომიდგა გივი და ავტომობილისკენ წამიყვანა.
***

(მაცაცო)

-სუნზე მოხვედით?-სიცილით გამოვხსენი კარი.
კარის ზღურბლზე ზაზა და ლიკუნა ერთმანეთზე გადახვეულები იდგნენ. ისე იკრიჭებოდნენ,დაეჭვებულმა შევხედე ორივეს.
-თქვენ რა,მთვრალები ხართ?!
-დიახ,სიყვარულით!-ზაზამ წამოიძახა და ახლა მე გადამეხვია.
-რა დალიეთ,ამისთანა?-ზაზა ხელით გავწიე უკან.
-მოემზადე ქორწილისთვის,-ლიკუნამ საჩვენებელი თითი დამიტრიალა ცხვირწინ.
-ჰმ,ცანცარა,- ტუჩები უკმაყოფილოდ ავპრიხე.
-აბა,ჟღენტების ოჯახში,რძლის ადგილს ხომ არ გავაცივებთ,-ჩაიფხუკუნა.
-ჩუმად გოგო,სირცხვილია!-თვალი სუფრისკენ გავაპარე.ყველა გაჩუმებული იყურებოდა ჩვენსკენ.
-შემოდით,-ორივეს ხელით ვუბიძგე.
ის იყო,კარის მიხურვას ვაპირებდი,გივიმ და გოგლამ გამოყვეს ლიფტიდან თავები. მთელ ტანში ერთიანად დამიარა სიმხურვალემ.წამიერად გამეღიმა კიდეც,მაგრამ უცებ მოვსხიპე პირი,გოგლამ თვალი შეასწრო ჩემს რეაქციას და ირონიამ გადაურბინა სახეზე.
გივი,რომ არა,შეიძლება უკან გამებრუნებინა კიდეც ვაჟბატონი. განზე გავდექი და შინ შევიპატიჟე ორივე.
-მაცაცო,ის დროა,სახლში დაბრუნდე,თორემ ხომ ხედავ,ყველა შენთან გადმობარგდა,-გივიმ მიჩურჩულა სუფრის წევრების დანახვისას.
-არასდროს!
-მაშინ გეყოლება მუდმივი მდგმურები,-ჩაიცინა.
შემოსწრებულების დანახვაზე,ახლიდან ატყდა ჟრიამული. ვუყურებდი მათ ბედნიერ სახეებს და გული მიჩუყდებოდა. ერთმანეთის განურჩევლად მიყვარდა ყველა, მათ გარეშე ფრთამოტეხილ ფრინველს ვგავდი. ვგრძნობდი როგორ მავსებდნენ სიყვარულით, ამ დიდ ოჯახს,ჩემს პატარა გულში ყველა კუნჭული დაეკავებინა.
-მაცაცო,მოდი ერთი წუთით,-მითხრა გოგლამ. მონატრებული ზურიკო ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა.
-მიდი გოგო,-ყოყმანი შემატყო ლიკუნამ და თვალები დამიბრიალა.
ფეხათრევით წავედი ოთახისკენ.
- როგორ ხარ?-ახლოს დამიდგა გოგლა და ლოყაზე ხელის ზურგი დამისვა.
-ძალიან კარგად!-ჯიბრით გამომივიდა ნათქვამი.
-მიხარია,-გამიღიმა.-მე ცუდად ვარ..
გული შემეკუმშა,მაგრამ გატეხვა არ მარგებდა.
-გაგივლის,არაუშავს,-მკვახედ ვუთხარი.
-მაცაცო,მჭირდები,მართლა ცუდად ვარ..-სულაც არ ხუმრობდა,მის თვალებში იმდენი სევდა იდგა დაგუბებული,შემეცოდა.
-არც მე ვარ კარგად,-გამოვუტყდი. -მაგრამ,მეც გადამივლის,-სწრაფად დავაყოლე.
-რატომ გინდა,რომ გადაგვიაროს,რატომ?-თვალებში ჩამხედა.-არ გიყვარვარ?
მიყვარდა და თანაც როგორ, მოურჩენელ სენივით ვყავდი მის სიყვარულს შეპყრობილი.გოგლას გარეშე აზრი ჰქონდა დაკარგული ჩემს ცხოვრებას.
-მიყვარხარ,მაგრამ ..
-რა მაგრამ? -შუბლზე დამაწება ტუჩები.გავირინდე.როგორ მენატრებოდა მისი სიახლოვე.
-დაბნეული ვარ, მიჭირს იმ აზრთან შეგუება,რაც მოხდა და ხდება,-ცრემლები მომაწვა.
-მეც არანაკლებ..ამ ყველაფერმა ისე ამრია,საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი,მჭირდები,ისევ ერთად გადავლახოთ ეს ამღვრეული მდინარე,მაპატიე,რომ სანერვიულო გაგიხადე ჩემი წარსული,არც მე მიმიძღვის დანაშაული,ჩემთვისაც რთულია.
-დრო მჭირდება,დავალაგო ეს მოულოდნელი ქაოსი,-ვუჩურჩულე.
ზურიკო გოგლას მკლავში,დიდი კაცივით გასუსული გვისმენდა.
-ვიცი,მესმის შენი.. დაიმახსოვრე,შენ ხარ ერთადერთი ქალი,რომელიც განგებამ მარგუნა ცხოვრების მეგზურად.შენ და სხვა არავინ!- მითხრა და მთელი სახე დამიკოცნა.
-მერე ის?-მაინც წამისწრო ენამ.
-ის იყო წარსული და იქვე დარჩა! გახსენებაც აღარ მინდა!
-ბავშვმა არაფერი დააშავა,-ვიფიქრე,მასზეც უარს ამბობდა.
-მეგი ყველაზე მეტად დაზარალდა,-სინანულით გაიქნია თავი.
-მეგი ჰქვია?-გამეღიმა.
-ჰო,ძალიან ლამაზია,ზურიკოს ჰგავს,-თვითონაც გაებადრა სახე.
-უცნაურია ცხოვრება,მოულოდნელობებით სავსე,-მხარზე თავით მივეყრდენი.
-ასეა,ასე,საიდან რას მოგვიმზადებს,ვინ იცის,-ჩამეხუტა.
-ხომ გამაცნობ?-ეშმაკურად მოვჭუტე თვალები.
-მეც არ ვიცნობ,იმედია მიმიღებს,-ხმაზე ანერვიულება შევატყვე.
-მე დაგიდგები გვერდში,ნუ გეშინია.
ჩემმა ნათქვამმა ცოტა დაამშვიდა. რაც არ უნდა მეჯიუტა,ფაქტი სახეზე იყო,გოგლა თავდავიწყებით მიყვარდა და ამას გულგრილად ვერ ავუვლიდი გვერდს.ჩემი ნაწილი იყო,ჩემი სულის და ხორცის!
იმ საღამოს გვიანობამდე ვიმხიარულეთ. გოგლამ დაწვრილებით მოგვიყვა დიანასთან შეხვედრის ამბავი. სიბრაზისგან უარესად გავხდი ცუდად.წარამარა გული მერეოდა.
შეშფოთებულებული დამდევდნენ უკან თალიკო და როზა.
ნერვიულობის ბრალია-მეთქი,ვიცრუე. ექიმთან მისვლამდე,არ ღირდა მათი აფორიაქება.
ზაზამ და ლიკუნამ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ჭიქების ჭახუნით გვამცნეს.
იქამდე მეგონა ხუმრობდნენ,თურმე სერიოზულად გადაუწყვიტავთ.ახლიდან ატყდა ჟრიამული და მილოცვები.
-მაინც შენი გაიტანე,-გულში ჩავიკარი მომავალი მაზლის ცოლი.
-აბა რა გეგონა?-ნიშნისმოგებით გადაიკისკისა.

***
მეორე დღეს ,ექიმთან წასასვლელად ადრიანად გავემზადე. გული უცნაურად მიცემდა,ინსტიქტით ვგრძნობდი,რომ მეორე, პაწაწა გულიც ჩემში ფეთქავდა.
-ზურიკოს გიტოვებ,მალე მოვალ,-ვუთხარი ჯერ კიდევ მძინარე ლიკუნას და თან შევანჯღრიე.
-ყველამ თავის შვილს მიხედოს,-თვალგაუხელლად ამოიბუზღუნა და ბალიშს უკეთესად მოერგო.
-წავედი,-ყურსუკან გავატარე მისი უკმაყოფილო ტონი.
-მაცაცო!-კართან დამეწია მისი ხმა.
-წავედი! -დავიძახე და კარი დასტურად ხმაურით დაკეტე კარი.
სანამ მზე დააჭერდა,უნდა მომესწრო წასვლა და მოსვლაც.არ მსიამოვნებდა სითბო,ისედაც უცნაურად მახურებდა სხეულში.
ზურიკოზე ასე არ ვყოფილვარ,ახლა რა მჭირს?-გავიფიქრე და ქვაფენილიანი გზა გადავჭერი.
-პედრო,დონალდო,პეეედროო..
ნაცნობ ხმაზე შევჩერდი და ქუჩის კუთხეში აქეთ-იქით მოსიარულე ბოშა ქალს დავაკვირდი.დამინახა თუ არა,მიცნო და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.
დაველოდე.
- ფული არ მინდა,-მომიახლოვდა ,თუ არა,მაშინვე მომახალა.
-რატომ?-გამიკვირდა,რით დავიმსახურე მისი უანგაროდ მომსახურეობა.
გაეღიმა და ხელში ყვითელი თუთიყუში შეათამაშა.
-დევოჩკა უ ტებია,ანნა,-თვალი ჩამიკრა.
-რა?-უცებ ვერ მივხვდი,რას მეუბნებოდა.
-ლამაზი გოგოა,ანნა!- ღიმილით დამხედა მუცელზე და ნელი ნაბიჯით გამეცალა.
ადგილზე გაშეშებულს კარგა ხანს მესმოდა მისი ხმა.


-ბორია გადაი..ბორია გადაი..


დასასრული





მეგობრებო,დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და თბილ სიტყვებს არ იშურებთ.მადლობა,რომ ასე შეიყვარეთ ჩემი პერსონაჟები. მაცაცოს და გოგლას ისტორია გაგრძელებას იმსახურებდა მგონი))
და აი,გამოგეცხადეთ <3



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

რაღაცნაირად გული მიგრძნობდა გოგლა-მაცაცოს ისტორიის გაგრძელება იქნებოდა და ასე ამიხდეს ყველაფერი კაი :დ წავედი ეხლა ჩავუჯდე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ლიკა
რაღაცნაირად გული მიგრძნობდა გოგლა-მაცაცოს ისტორიის გაგრძელება იქნებოდა და ასე ამიხდეს ყველაფერი კაი :დ წავედი ეხლა ჩავუჯდე


ლიკა))
უცებ შემომეწერინა))

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ნინაააა, შენნაირი იუმორი არავის აქვს, შენი წერის სტილი ხომ საერთოდ, უზომოდ გამართული და დახვეწილია. იცი, როდესაც ამ საიტზე ვკითხულობ ნაწარმოებებს, დარწმუნებული ვარ, სხვების სათქმელსაც ვამბობ ამით, იმედგაცრუებას განვიცდი, როდესაც ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ ის პასაჟი სათანადოდ ან სუსტადაა აღწერილი. აი, შენ კი ხარ მწერალი, რომელიც იმედს არ უცრუებს მკითხველს, ძლიერი, თავდაჯერებული და ნიჭიერი ხარ და თავმდაბალი საოცარი. იცი შენი ეს თავმდაბლობა შენივე შემოქმედებაში დავინახე. და კიდევ, არცერთი ზედმეტი სიტყვა, გრძნობათა თამაში და ემოციური აფეთქება, შენი ყველა ნაწარმოები მოზომილი და ზუსტია, გაწონასწორებულია და უზომოდ დიდი სიმშვიდე მოდის. სიმშვიდე, რომელიც დღეს ყველას ასე გვაკლია...მადლობა ნინა, მე რომ დღეს მშვიდად ვარ❤️.

გვჭირდები ნინა, შენ შეგიძლია შეავსო ჩვენი ცარიელი სივრცე და მოგვცე საჭირო სულიერება, რომ ეს ყოფა ახლით, უკეთესით შეგვიცვალო. შენ ეს შეგიძლია, შენ ეს გამოგდის და არ დაგვტოვო რაა ახალი, უკეთესი სამყაროს გარეშე❤️❤️❤️❤️.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
ნინაააა, შენნაირი იუმორი არავის აქვს, შენი წერის სტილი ხომ საერთოდ, უზომოდ გამართული და დახვეწილია. იცი, როდესაც ამ საიტზე ვკითხულობ ნაწარმოებებს, დარწმუნებული ვარ, სხვების სათქმელსაც ვამბობ ამით, იმედგაცრუებას განვიცდი, როდესაც ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ ის პასაჟი სათანადოდ ან სუსტადაა აღწერილი. აი, შენ კი ხარ მწერალი, რომელიც იმედს არ უცრუებს მკითხველს, ძლიერი, თავდაჯერებული და ნიჭიერი ხარ და თავმდაბალი საოცარი. იცი შენი ეს თავმდაბლობა შენივე შემოქმედებაში დავინახე. და კიდევ, არცერთი ზედმეტი სიტყვა, გრძნობათა თამაში და ემოციური აფეთქება, შენი ყველა ნაწარმოები მოზომილი და ზუსტია, გაწონასწორებულია და უზომოდ დიდი სიმშვიდე მოდის. სიმშვიდე, რომელიც დღეს ყველას ასე გვაკლია...მადლობა ნინა, მე რომ დღეს მშვიდად ვარ❤️.

გვჭირდები ნინა, შენ შეგიძლია შეავსო ჩვენი ცარიელი სივრცე და მოგვცე საჭირო სულიერება, რომ ეს ყოფა ახლით, უკეთესით შეგვიცვალო. შენ ეს შეგიძლია, შენ ეს გამოგდის და არ დაგვტოვო რაა ახალი, უკეთესი სამყაროს გარეშე❤️❤️❤️❤️.


რაღა დაგიმალო და ცრემლები მომგვარა ასეთ თბილმა და ტკბილმა შეფასებამ <3
მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მკითხულობთ, ბოლომდე მომყვებით.. იმ შეცდომებს, რომლებსაც გვიან აღმოვაჩენ. ხოლმე, მპატიობთ და დიდი სიყვარულით მეფერებით <3
რაღა ვთქვა არ ვიცი, უღრმესი მადლობა ნანა <3
მიყვარხართ <3

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

გიჟი ქალია მაცაცო. გოგლა ძაან მიყვარს❤️

 


№6  offline წევრი ნანა73

კიდევ კარგი ახლოს არ მყავხარ, დაგახრჩობდი კოცნებით და ჩახუტებით. kissing_heart
ნინ, ასეთი არსდროს არაფერი დამმართნია.
გაქანებული სროლის და უბედურების დროს ადამიანი ამდენს იცინოდეს არც გამიგია. მე ვიცინოდი!
ვგიჟდები ამ დეიდაშვილებზე!
ვგიჟდები ლიკუნაზე! როგორ მინდა ერთი ეგეთი ახლოს მყავდეს! heart_eyes
ისე, შენ კი ხარ, უფრო მეტიც, მაგრამ ძალიან შორს ჩემო საყვარელო. kissing_closed_eyes
ახალი წელი მოდის ნინ.
შენ იმდენ სიხარულს მანიჭებ, საახალწლოთაც გამოაცზობ მაცაცოს ერთ სიგიჟეს. bowtie
ძალიან მიყვარხარ!!! ჩემი ნინა ხარ შენ, სიხარულის და ბედნიერების ელექ!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ცენზურა ზენიტშია )))
შენ ხომ მიხვდი რა მინდოდა? smile kissing_heart

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მე♥უცნაურე
გიჟი ქალია მაცაცო. გოგლა ძაან მიყვარს❤️


მადლობა საყვარელო <3

ნანა73
კიდევ კარგი ახლოს არ მყავხარ, დაგახრჩობდი კოცნებით და ჩახუტებით. kissing_heart
ნინ, ასეთი არსდროს არაფერი დამმართნია.
გაქანებული სროლის და უბედურების დროს ადამიანი ამდენს იცინოდეს არც გამიგია. მე ვიცინოდი!
ვგიჟდები ამ დეიდაშვილებზე!
ვგიჟდები ლიკუნაზე! როგორ მინდა ერთი ეგეთი ახლოს მყავდეს! heart_eyes
ისე, შენ კი ხარ, უფრო მეტიც, მაგრამ ძალიან შორს ჩემო საყვარელო. kissing_closed_eyes
ახალი წელი მოდის ნინ.
შენ იმდენ სიხარულს მანიჭებ, საახალწლოთაც გამოაცზობ მაცაცოს ერთ სიგიჟეს. bowtie
ძალიან მიყვარხარ!!! ჩემი ნინა ხარ შენ, სიხარულის და ბედნიერების ელექ!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ცენზურა ზენიტშია )))
შენ ხომ მიხვდი რა მინდოდა? smile kissing_heart


ჩემი სიყვარულის გოგო მოსულა)) <3
ნანიკო, ნეტა მანდ ვიყო <3 როგორ მიყვარს ჩახუტებები და კოცნები))))
დიდი მადლობა ჩემო ერთგულო, თბილო, ტკბილო, მარწყვო გოგოვ <3

ცენზურა ვიცი, წინა ისტორიაში ვიწვნიე ზუსტად ეგ სიტყვა)) მოხეულ ფურცელივით წერია ყველგან ელექ, ელექ))))))

 


№8 სტუმარი maco maco

კრიალოსანით გაგიცანი და იმის შემდეგ მოვყვები საოცრად დალაგებულ, აზრიან, ემოციების გამომწვევ და დამტოვებელ ისტორიებს...

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

maco maco
კრიალოსანით გაგიცანი და იმის შემდეგ მოვყვები საოცრად დალაგებულ, აზრიან, ემოციების გამომწვევ და დამტოვებელ ისტორიებს...


მაცო, დიდი მადლობა, გამახარე <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მაცაცოზე და გოგლაზე ისტორიები არ მომბეზრდება, ძალიან კარგი გოგო ხარ რომ გვახალისებ ამათი ისტორიებით, მაცაცოს თავგადასავლები არ ელევა :დდდ ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტტ

ოხ ეს მაცაცო თავის სიზმრები რაა :დდ ძალიან მომეწონა <33 სიმართლე გითხრა საერთოდ არ ველოდი კიდევ თუ გააგრძელებდი. დიდი სიამოვნებით დაველოდებოდი გაგრძელებას, თუ დაწერ რათქმაუნდა კიდევ <33

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ablabudaa
მაცაცოზე და გოგლაზე ისტორიები არ მომბეზრდება, ძალიან კარგი გოგო ხარ რომ გვახალისებ ამათი ისტორიებით, მაცაცოს თავგადასავლები არ ელევა :დდდ ❤️❤️❤️


აბლაბუდა, დიდი მადლობა <3 მეც ისე ჩამითრიეს თავის ცხოვრებაში, ვეღარ ვეშვები)))))

სტტ
ოხ ეს მაცაცო თავის სიზმრები რაა :დდ ძალიან მომეწონა <33 სიმართლე გითხრა საერთოდ არ ველოდი კიდევ თუ გააგრძელებდი. დიდი სიამოვნებით დაველოდებოდი გაგრძელებას, თუ დაწერ რათქმაუნდა კიდევ <33


სტტ, უღრმესი მადლობა <3
მგონი,გავაგრძელებ,ჩემს ხელში უნდა დავაბერო, ტკბილად)))

 


№13 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა.გამორჩეულად წერთ.იუმორითაა გაჯერებული თქვენი ისტორიები.ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.რატომღაც მგონია, რომ მაცაცო-გოგლას წყვილი კიდევ გაგვახარებს.წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.

 


№14 სტუმარი სტუმარი maka

მიყვარს ეს ისტორია ძალიან კიდე მინდა ❤️

 


№15 სტუმარი Qeti qimucadze

რამდენი ვიცინე ნინა რომ იცოდე. მერე დავსევდიანდი. გავბრაზდი. ვიტირე და ბოლოს გავოცდი. თუმცა მაინც მხიარულებამ მსძლია და კი ვზივარ პირ გახეულივიტ. ძლივს დავასრულე ბავშვების გადამკიდეე. მაცაცოს ხიფატიტ სავსე ისტორია მგონიბაქ არ დასრულდება კარანტინიბკიბგვიწყობს ხელს და ისევ გელოდებიმ აუ საოცრად მაგარი იყო ტერიკოოოო. მიყვარხარ მე შენნნნ. წარმატებებიიიი

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Khatuna
ძალიან მომეწონა.გამორჩეულად წერთ.იუმორითაა გაჯერებული თქვენი ისტორიები.ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.რატომღაც მგონია, რომ მაცაცო-გოგლას წყვილი კიდევ გაგვახარებს.წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.


ხათუნა <3 მადლობა ჩემო კარგო, ძალიან მახარებთ <3
გავაგრძელებ კი))

სტუმარი maka
მიყვარს ეს ისტორია ძალიან კიდე მინდა ❤️


მადლობა მაკა <3 კიდევ იქნება))

Qeti qimucadze
რამდენი ვიცინე ნინა რომ იცოდე. მერე დავსევდიანდი. გავბრაზდი. ვიტირე და ბოლოს გავოცდი. თუმცა მაინც მხიარულებამ მსძლია და კი ვზივარ პირ გახეულივიტ. ძლივს დავასრულე ბავშვების გადამკიდეე. მაცაცოს ხიფატიტ სავსე ისტორია მგონიბაქ არ დასრულდება კარანტინიბკიბგვიწყობს ხელს და ისევ გელოდებიმ აუ საოცრად მაგარი იყო ტერიკოოოო. მიყვარხარ მე შენნნნ. წარმატებებიიიი


ქეთ, ჩემო თბილო გოგო, დიდი მადლობა <3
კარანტინი გაგვიგრძელეს და იმედი მაქვს მუზაც არ მიღალატებს და გავაგრძელებ))
თქვენთან ერთად ვერთობი მეც)))

 


№17  offline წევრი თ. ა.

ამ ქალმა ჭკუა არ უქნა და ვერ ისწავლა.
ეს გოგლაც რა დღეში ყავს. ახლა შვილიც დაემატა საფიქრალად.
გაგრძელება მგონი ცუდი არ უნდა იყოს კიდევ რომ გაგვახარო.
სათაურს რომ მოვკარი თვალი ვერც კი ვიფიქრებდი კიდევ მაცაცო თუ იყო გარეული.
არა რა ისეთი ხიფათიანია ეს გოგო მეშინია გოგლას ბოლო არ მოუღოს.
აბდა უბდა კი დავწერე მარა მიყვარს უკვე ეს პერსონაჟები.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ. ა.
ამ ქალმა ჭკუა არ უქნა და ვერ ისწავლა.
ეს გოგლაც რა დღეში ყავს. ახლა შვილიც დაემატა საფიქრალად.
გაგრძელება მგონი ცუდი არ უნდა იყოს კიდევ რომ გაგვახარო.
სათაურს რომ მოვკარი თვალი ვერც კი ვიფიქრებდი კიდევ მაცაცო თუ იყო გარეული.
არა რა ისეთი ხიფათიანია ეს გოგო მეშინია გოგლას ბოლო არ მოუღოს.
აბდა უბდა კი დავწერე მარა მიყვარს უკვე ეს პერსონაჟები.


მადლობა, მადლობა))
ძალიან მიხარია, რომ ჩემი გადარეული წყვილი მოგწონთ))
გავაგრძელებ, სერიალივით))

 


№19 სტუმარი კრუასანი

ვფიქრობ შემდეგშიც არ იქნებოდა ურიგო ისტორიის გაგრძელება... გააგრძელე ,,თურქული სერიალივით,,???? ძალიან კარგი პერსონაჟებია, ისტორიები რომლებიც არ გღლის და პირიქით კიდევ მეტი გინდა

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

გეღირსა გათხოვებაო) ვაიმე, მე ამ მომენტზე ჩავიხოცე?!
საღოლ მურმანიი)

გოგლიკოს გაძლებასაც საღოლ!

მადლობა რომ მაბედნიერებ რამდენიმე წუთს და ველოდები ისევ ამათ :*

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კრუასანი
ვფიქრობ შემდეგშიც არ იქნებოდა ურიგო ისტორიის გაგრძელება... გააგრძელე ,,თურქული სერიალივით,,???? ძალიან კარგი პერსონაჟებია, ისტორიები რომლებიც არ გღლის და პირიქით კიდევ მეტი გინდა


კრუასან <3 მადლობა ჩემო გულიანო გოგო, მიყვარხარ <3

სტუმარი ლიკა
გეღირსა გათხოვებაო) ვაიმე, მე ამ მომენტზე ჩავიხოცე?!
საღოლ მურმანიი)

გოგლიკოს გაძლებასაც საღოლ!

მადლობა რომ მაბედნიერებ რამდენიმე წუთს და ველოდები ისევ ამათ :*

სტუმარი ლიკა
გეღირსა გათხოვებაო) ვაიმე, მე ამ მომენტზე ჩავიხოცე?!
საღოლ მურმანიი)

გოგლიკოს გაძლებასაც საღოლ!

მადლობა რომ მაბედნიერებ რამდენიმე წუთს და ველოდები ისევ ამათ :*


მე ყოველი თქვენი შეფასება მაბედნიერებს, ვკრუტუნებ ფისოსავით)))
მადლობაა <3

 


№22 სტუმარი სტუმარი ანია

ცოდა ცუდად მომხვდა და გავასწორებ, ალბათ მექანიკური შეცდომაა "შინაგან საქმეთა სამინისტროა" სწორი. მაპატიეთ, იურისტი ვარ და :დ მაცაცო ცოტა ჩერჩეტია, ამდენი აბარგება-დაბარგებით, მაგრამ მაინც მიყვარს :))) ვატყობ, გაგრძელება კიდევ ექნება ამ ამბავს.

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ანია
ცოდა ცუდად მომხვდა და გავასწორებ, ალბათ მექანიკური შეცდომაა "შინაგან საქმეთა სამინისტროა" სწორი. მაპატიეთ, იურისტი ვარ და :დ მაცაცო ცოტა ჩერჩეტია, ამდენი აბარგება-დაბარგებით, მაგრამ მაინც მიყვარს :))) ვატყობ, გაგრძელება კიდევ ექნება ამ ამბავს.


ანია, მადლობა, რომ შეამჩნიე, ჩავასწორებ, ნამდვილად მექანიკურია))
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
მიხარია, რომ მოგწონთ და არ იშურებთ კომენტარებს <3
გავაგრძელებ, სანამ სახლში ვზივარ და დრო მაქვს))

 


№24 სტუმარი ტაისა

ააააუ უკვე შემიყვარდა ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანაააად ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№25  offline წევრი Maia G.

ნინა რა გოგო ხარ არც კი იცი,ძალიან გამახარე.მადლობა შენ მაცაცოს და გოგლას გამო❤ყოველთვის დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს ნებისმიერ ისტორიას და ამათ ხომ საერთოდ,სულმოუთქმელად დაველოდები❤მადლობა ნინა❤

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ტაისა
ააააუ უკვე შემიყვარდა ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანაააად ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤


ტაისია <3 მადლობაა

Maia G.
ნინა რა გოგო ხარ არც კი იცი,ძალიან გამახარე.მადლობა შენ მაცაცოს და გოგლას გამო❤ყოველთვის დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს ნებისმიერ ისტორიას და ამათ ხომ საერთოდ,სულმოუთქმელად დაველოდები❤მადლობა ნინა❤


მაია <3 დიდი მადლობა <3
თითოეული თქვენი შეფასება მალამოდ მედება გულზე <3

 


№27  offline წევრი TamoTi

აუ რა ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟებიი????❤️ძალიან კარგია

კიდევ შემოგვთავაზებ მაცაცოს და გოგლას თავგადასავლებს?ძალიან მომეწონა

 


№28 სტუმარი სტუმარი ნინო

რა კარგი იყო,კარგადაც ვიხალისეე, აუ ლიკუნა რა გიჟი გოგოა..ორი გიჟი რძალი ჰაერში აწევს მაგ ოჯახს. მაცაცოზე გავბრაზდო რას გარბი-გამორბის არც მოუსმინა ისე. ტეროო მაგარი ხარ.ის სახიფათო მომენტებიც როგორ კურიოზულად გაქვს აღწერილი . კიდევ მინდა კიდეევ

 


№29  offline ახალბედა მწერალი K. I.

შენებური, სახალისო და მსუბუქი :))))
კარგია! დღე გამიხალისა ❤️
შენი მოთხრობები არასოდეს მამძიმებენ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


აიი ვგიჟდები მაცაცოს და გოგლას ისტორიებზე, იუმორია სასწაულიი, სიტყვები ზედმეტია ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent