შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის სახელით (ნაწილი 2)


11-12-2020, 00:39
ავტორი ♡The moon
ნანახია 9 959

დივანზე დააწვინა,საფეთქელები ნაზად დაუზილა და კაპლი დაასუნინა, გონს მალე მოვიდა, ნიკოლოზი ეალერსებოდა ლამაზ სახეზე, ფრთხილად და მთელი გრძნობით, ოდნავ გაახილა მარიტამ თვალები, ნიკოლოზმა კი,თითქოს ვერც შეამჩნიაო, ისევ გააგრძელა თმებზე ფერება, არც მარიტას გაუწევია წინააღმდეგობა, რაიმე ჟესტით.
-ბოდიშს გიხდით.
-რისთვის ?
-შეგაწუხეთ.
-არა მარიტა, გამიხარდა შენი ნახვა.
-მართლა ? ბავშვივით იკითხა და ლოყებზე ალმური მოედო.
-მართლა...მართლა! გაეღიმა ნიკოლოზს და უცებ დასერიოზულდა, -რატომ ტიროდი მარიტა? -ან აქ რამ მოგიყვანა.?
-ბოდიში მქონდა მოსახდელი.
-ბოდიში, რატომ? მისმინე, არც სიყვარულისთვის იხდიან მადლობას და არც უსიყვარულობაზე ბოდიშს, ეს გრძნობა ან გაქვს გულში,ან არა.
-მაგრამ მე, თქვენზე ცუდად ვიფიქრე და არასწორად გაიგეთ იმ დღეს ...
-არაუშავს.
-თან, ჩემს გამო სამსახურზე უარის თქმა მოგიხდათ.
-არაუშავს,მე არ მინდა მეტად შეგიქმნათ უხერხულობა, თქვენც და საკუთარ თავსაც, სჯობს ასე მერწმუნეთ.
-მაგრამ ...
-რა მაგრამ რა? ანერვიულდა ნიკოლოზი,- ადამიანი ,რომელიც მომწონს, ცხოვრებაში პირველად გამითბა სხეული გულამდე, ვუყურო ყოველდღე ,მინდოდეს ჩახუტება ,მასთანერთად ბედნიერად ყოფნა და ის კი, ჩემთვის მიუწვდომელი ოცნებასავით იყოს, თავი ვიტანჯო ?
მარიტა ნიკოლოზის სიტყვებს თავჩაღუნული, უსმენდა და თითებზე უყურებდა ,ნერვიულობით რომ ათამაშებდა ნიკოლოზი.
სიტყვაც არ უთქვამს მარიტას,უბრალოდ მისი პატარა, ნატიფი ხელი,აიღო და ნიკოლოზის ხელს დაადო, ნიკოლოზი მოულოდნელობისგან დაიბნა და თავი სწრაფად ასწია.
-რაც თქვენ, შენ ვეღარ გხედავ ცუდად ვარ, თითქოს შენი წასვლით ჩემს სხეულს ჟანგბადი წაართვი, არ ვიცი რა მჭირს მართლა, აი თუ არ გჯერა, ხელი აწევინა და შუბლზე მიიდო, -სულ სიცხე მაქვს ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს...
ნიკოლოზი უყურებდა მშვენიერ მარიტას,უსმენდა მის წკრიალა ხმას და ბედნიერების, მწვერვალზე იყო, უნდოდა წამომხტარიყო და მარიტა ეტრიალებინა, დაეკოცნა მისი მშვენივრად ლამაზი სახე ,მაგრამ ...
-ტემპერატურა ტყუილად არ ეწევა ადამიანს!
-მე ,რას გეუბნები და ...
-ამის ორი მიზეზია ,ან ორგანიზმში არაა რაიმე ნორმალურად,ან მეორე:-სულია ავად და მეორე სულს ითხოვს, სამკურნალოდ.
-ესეიგი ჩემი სული ,შენს სულს ითხოვს ?!
-ესეიგი ითხოვს და შენს მშვენიერ პატარა გულს, ჩემი გული უყვარს, როგორც ჩემსას შენი. მერე მორცხვად აკოცა შუბლზე, მარიტას და გულზე მიიხუტა,ისეთი ნაზი იყო კოცნა,თითქოს უფრთხოდა არ დაზიანებულიყო .
მარიტა ბედნიერი და სიცოცხლით სავსე გამობრუნდა სახლისკენ.
ეს დღე იყო და მათი ურთიერთობა მშვენივრად დაიწყო, ნიკოლოზმა მალე გაიცნო, მაარიტას დედაც.
მარიტას მშვენიერი საჩუქრებით ანებივრებდა და ლამაზ ტანსაცმელს ყიდულობდა, მიჰყავდა მის სამეგობრო წრეში ,
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარიტა ნიკოლოზის დახმაფებით სავადმყოფოში ექთნად მოეწყო, სიყვარული გიზგიზებდა და ბოღმით სავსე თვალებს ,ლამის შეეჭამათ ორივე. ქორწინებაზე კი, არავინ იძახოდა არაფერს, ზოგი საყვარლებს არქმევდა, ზოგი რომეოსა და ჯულიეტას, ზოგი რას და ზოგიც რას, ენა მილიონი იყო და თვალი ორიმილიონი.
-მარიტა მინდა, ჩემს სოფელში წავიდეთ და დედ-მამა გაგაცნო.
კვირის ბოლოს წავიდნენ, ნიკოლოზის მშობლები კახეთში, თელავში ცხოვრობდნენ .
ძალიან მოეწონათ სარძლო, სარძლოს კი, ნიკოლოზის ოჯახი, თბილი და გულკეთილი ხალხი. საღამოს თბილისის გზას დაადგნენ, გზაში მანქანა გაუფუჭდათ.
ფეხით გაიარეს დიდი გზა,სანამ გზად მანქანა არ წამოეწიათ და უახლოეს სასტუმრომდე მიიყვანა.
ნიკოლოზს ერთი ოთახის ფული აღმოაჩნდა და რაღა, უნდა ექნათ დათანხმდნენ.
ჯერ ფილმს უყურეს, მერე ჭამეს, ილაპარაკეს ,ნიკოლოზს სისხლი უდუღდა,მშვენიერ მარიტას ყურებისას და მარიტა კი ,თრთოდა იასავით, ქარი რომ მოხვდება და პატარა ყვავილს საითაც უნდა იქითკენ გააქანებს,
ჯერ შუბლზე კოცნით ,მერე ტუჩი, ლოყა,ყელი და ვნებების ქარშიხალი, ვერცერთი ერეოდა თავს და სიყვარულს მისცა ორივემ თავი...
დილა მშვენივრად დაიწყო .
-მინდა რომ ყველა დილა შენით დაიწყოს ,ძვირფასო მარიტა!
-მიყვარხარ!..
ამის შემდეგ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა ორივე, ლექცია, საავადმყოფო.
მარიტა მშვენივრად ართმევდა თავს ,თავის სამსახურს და დაწინავრებაც მალე მიიღო, რაც ნამდვილად, მისი შრომის დამსახურება იყო.
სამსახურის შემდეგ,მარიტა ნიკოლოზს ესტუმრა ,დალეული ნიკოლოზი დახვდა, შინ და გაუკვირდა.
-რამე მოხდა ?
-შენ რომ მოხვედი ყველაფერი კარგად იქნება, ტელეფონით რას მეუბნებოდი აბა, რაა ამბავია?
-დამაწინაურეს ნიკოლოზ, მაგრამ შენ რატომ ხარ ასე ?
-მეც დამაწინაურეს,მარიტაა. ისეთი მოწყენით თქვა, რომ ცრემლიც გადმოჰყვა ტკივილს, -დედამ დამირაკა.
-მერე რაო?
-შენს დას, თავზე სიმსივნე აქვსო.
-რას ლაპარაკობ ნიკოლოზ ?
ნიკოლოზს ცრემლები სცვიოდა პატარა ბავშვივით და ამას არც კი მალავდა, ან რა იყო დასამალი, მისი ერთადერთი და რომ უყვარდა ?
-რომელ სტადიაზეა?
-ორი, უარყოფითი.
-მკურნალობა ?
-აქ ამ ჯოჯოხეთში,სადაც ნაკერსაც კი ვერ ადებს სწორად ზოგი ფულით ექიმი ?
-მართალი ხარ!-გერმანია?
-ფული?- საად ჭირში ვიპოვო ფული ?
-ვისესხოთ ბანკიდან.
-რამდენს მომცემენ?-ათს, თხუთმეტს?
-მეც გამოვიტან.
-გთხოვ! მარიტა ,მემის რომ მეხმარები ,მაგრამ დღეს ველაპარაკე ექიმს და თხუთმეტს ითხოვს, დოლარს თავიდან და მერე კიდევ ...
-ეს ბინა რომ გაყიდო, თავიდან გეყოფა და მერე კიდევ ...
-ხო, ხო ,ამ ბინას გავყიდი, კარგი აზრია.
ბევრი დალია ,ნიკოლოზმა და დაეძინა,მარიტა თვალცრემლიანი უყურებდა საყვარელ კაცს და გული ეწვებოდა,თითქოს მდუღარე გადაასხეს.
დაბრუნდა შინ.
დედა კარში შეეგება და რომ დაინახა ნამტირალები მარიტა ხელები აუკანკალდა,
მარიტამაც,ყველაფერი მოუყვა...
მეორს დღეს,ნიკოლოზს დაურეკა ამბის საკითხად.
-მარიტა, ბოდიში ხომ იცი, როგორც ვარ და რომ რამე, მე დავრეკავ.
-კარგი.გადიოდა დღეები,უკვე ორი კვირაც.
-მარიტა რეკავდა და ნომერი გამორთული იყო, ბინა დაკეტილი, საკეტი შეცვლილი, თავს ამშვიდებდა რომ ყველაფერი დალაგდებოდა და მუშაობას, წიგნებს ჩასციცინებდა .
ერთი თვეც გავიდა ,მეორეც მიჰყვა...
მარიტას გულის რევები დაეწყო და დაფიქრების შემდეგ, მიხვდა რომ მენსტრუაცია არ ჰქონია, აუტყდა პანიკა და კანკალი,როგორც იცოდა...ტესტი საჩქაროდ გაიკეთა. -დადებითი
რა ქნას ახლა? ისტერიული ტირილი და ფიქრი, რა გააკეთოს. ჩანთა აიღო, დანაზოგიც და კახეთში წავიდა,იმ სახლში, სადაც ნიკოლოზის დედ-მამა ცხოვრებოდა, სახლში უცხო ქალი დახვდა.
- გამარჯობა,ბოდიში,აქ ქალბატონ ნუნუს ვეძებ.
- გამარჯობა შვილო,მობრძანდი, ეტყობა შორიდან მოხვედი და არაფერი იცი.
ფეხის კანკალით, შევიდა მარიტა სახლში.
-შვილო,მაგათ შვილს, სიმსივნე დაუდასტურდა, ფული სჭირდებოდათ. აქაურობა გაყიდეს, მე ნიკოლოზის კარის მეზობელი ვიყავი და ფული მქონდა,ავდექი ვიყიდე ეს სახლი, ორი ვაჟი მყავს, ისეც დავეხმარე ფულით,თბილისშიც აქვთ სახლი, მაგრამ იმის გაყიდვა არაფრით მოიმდომა ნიკოლოზმა, თან აღარც სჭირდებოდათ...
-რატომ?
-ნიკოლოზი ერთ გოგოს უყვარდა, მდიდარი ოჯახის შვილს, ნიკოლოზი ყოველთვის დასავით უყურებდა, მაგრამ ოჯახიც თავქარიანია და ეგ გოგოც, რომ გაიგეს რა უბედურებაც სჭირდათ, მოვიდნენ ნიკოლოზს უთხრეს:-ბოლო თეთრამდე ჩვენ დავფარავთ ,რაც კი რამე დასჭირდებაო. ჩვენს გოგოს უყვარხარ,გოგო ჩამოდნა და გაქრაო, დრო გავა და შეიყვარებ, შენს დასაც გადაარჩენო...
ნიკოლოზმა ოჰ, საცოდვმა, დაჭრილი მხეცივით იღრიალა ბაღში იდგა ჩამუხლული, ჩემი თვალებით ვუყურებდი დედი, ბღაოდა კაცი,იდგა და ბღაოდა, ასეთი არაფერი მინახია, მერე ვიღაც გოგოს ტიროდა ,მარიამს თუ მარინას,აღარ მახსოვს.
-მარიტას, მარიტას ,აქვითინდა მარიტა და ორივე ხელში ჩარგო თავი.
-რა მოხდა შვილო?ხო მარიტას...
-მე ვარ,მე მარიტა! -მე ვარ! -მე ვარ! -მე ვარ! -ჩამოვედი, რომ მეთქვა ბავშვს...არა,არაა ეს არ მოხდებოდა ,მოიყვანა ცოლად, მოიყვანა ?
-მოიყვანა შვილო, მოიყვანა.რა ექნა,დედი? დას ხომ ვერ გაწირავდა?!-მოიყვანა.
მარიტას გული წაუვიდა და დივანზე გადავარდა,
ქალმა შვილების დახმარებით, მეორე სართულზე, ნიკოლოზის ძველ ოთახში დააწვინა, ჯერ კი არაფერი შეეცვალა, ჩამოვიდოდნენ და წაიღებდნენ ნივთებს.
-მარიტა,გონს რომ მოვიდა, ოთახი დაათვალიერა,მიხვდა, ნიკოლოზის რომ იყო, უჯრაც გამოაღო ,სადაც მისი სურათი იყო, წარწერით,
შემდეგ პატარა კონვერტი:
,,- არ ვიცი, იქნებ ბოლოს ,აქ მომძებნო და ესეც ნახო,
მაპატიე მარიტა, ჩემო სიკვდილამდე სიყვარულო, უსასრულო და დაუსრულებელო, სიყვარულო, იცოდე რომ, მე შენს სიყვარულზე არ მიღალატია. გაიგებ ყველაფერს ვიცი,ბოდიში რომ ვერ დავიცავი, ჩვენი სიყვარული ,არ ვიცი,ღმერთმა რატომ გაგვწირა, მაგრამ იცოდე რომ ,სიკვდილი მინდა და ჩემი,და რომ ,კარგად გახდება ,მოვკვდები, რადგან ,შენს გარეშე სიცოცხლეს, სიკვდილი მიჯობს ,რადგან გულს ვერ მოვერევი და არც გაუძლებს. შენ კი, ჩემო მშვენიერო მარიტა, ბედნიერი იყავი, გავა დრო და დაივიწყებ,მოღალატე ნიკოლოზს, რა მექნა, მე და სიკვდილს გამოვგლიჯე ,ხელიდან და ეშმაკს მივყიდე ,ჩემი სხეული,
სული? სული კი ,შენ გეკუთვნის ჩემო...."
მარიტა ,მუხლებზე დაეცა და მთელ, სხეულს იგლეჯდა, სახეს იკაწრავდა , თმებს გიჟივით ექაჩებოდა, ასე იჯდა, ნახევარი საათი,სხეულის უანჯვაში, მერე ძალა იპოვა ,გაახსენდა რომ, მის სხეულში , ახალი გული ,სცემდა და ეს დარჩენოდა, სიყვარულისგან. მსხვერპლად გაღებული სიყვარულისგან,მწარე და ტკვილიან სიყვარულისგან ...
ადგაა და გაიქცა, ხან სიკვდილი ამოეჩემებადა, მაგრამ მუცელში ანგელოზი,გაახსენდებოდა და გიჟის ,სახეს მიიღებდა.
იმაზე ფირქრი რომ ,ეს ყველაფერი, დედისთვის უნდა მოეყოლა, აგიჟებდა.
დრო კი, მასთან მისასვლელი, ყოველ წამს მცირდებოდა.
თვალცრემლიანი, შეშლილი სახით, გულნატკენი და ჩასისხლიანებული თვალებით, დაკაწრული ნაკვთებით ,იდგა მარიტა, დედის წინ დედის, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა,უყურებდა მას და ისევ, თხოვდა მიშველეო ,არ დავეცეო ,
ისიც, ორივე ხელით ეკვროდა, ერთადერთ შვილს და წაქცევის უფლებას არ ძლევდა, არც იმას, ეუბნებპდა და არც ამას, განა რთულია, შენს მუცელში ,მერე შენს ხელებში გამონაზარდის, ტკივილი უსიტყოდ გაიგო? არაა ,არა, სრულებით არა, მაშინაც ასე იდგა, მარიტას,წინ დედა და ყველა, თვალებში შეხედვაზე,ხვდებოდა ახალ ხაზ უბედურებისას ,ხან თავში, წაივლებდა ხსლს და ხანაც, მარიტას მოუჭერდა მკლავში. სიტყვა, ყველა სიტყვა დაიწვა და ფერფლად იქცა, რადგან თვალები, ჰყვებოდნენ და მეორე, თვალები უთანაგრძნობდნენ ,რთულია ქვეყნად, სხვადასხვა ურთიერთობები ,მაგრამ ყველაზე რთული ,ყველაზე რწრფელი, დედა-შვილობაა.
დედა-შვილობა, რომელმაც არც, დანაშაულის სიდიდე იცის, არც სიმცირე, დედა-შვილობა ,უფალს ჰგავს ,ჩვენ რომ ვცოდავთ და მას რომ იმედი არ ეკარგებ, ჩვენ რომ, ვერცხლებად ვყიდით და ის რომ, მაინც ჩვენზეა ,ამყარებს ბოლო, იმედს და ჩვენ რომ ,მისასვლელი აღარ ,გვაქვს და მაინც უფლის, იქით, გზას ვერ ვხედავთ ბოლოს, ნამდვილად, ნამდვილად ,ჰგავს დედა-შვილობა უფალს.
-და ახლა, რა ვქნა დედა?
-უნდა გაზორდო, თუ შენ გაზრდა გინდა!
-მაგრამ ...
-მე ,შენს გვერდით ვიქნები, იმუშავებ და გაზრდი, მე კი დაგეხმარები.
-მაგრამ,ხალხი?
-ხალხი, ეშმაკსაც წუღია ,მათი მოღებული პირები,ისინი მაინც იმას, იტყვიან რაც მოუნდებათ,
-ხომ იცი, მეტი გზა არ იყო.
-უფალმა იცის, რას ამზადებს ,ახლა კი შენი ნებაა ,მე ყველა გადადგმულ ნაბიჯზე ,უკან მოგყვები, თუ დავარფები ,მე წამოგაყენებ.
-მადლობა დედა, რომ არსებობ.
-მან, არ იცის ბავშვზე ?
-არა, ვერ მივუსწარი.



№1 სტუმარი Life is beautiful

რა კაქი იყოო წინაზეც გადავირიე... :დდდ
მაგრამ... ისე გამოვიდა რო ცოტა ნერვების ასაშლელად დავიწუნე თორე ერთმანეთზე უკეთესებიააა.. ^_^
აბა მოველი შემდეგსსს♥️

 


№2  offline მოდერი ♡The moon

Life is beautiful
რა კაქი იყოო წინაზეც გადავირიე... :დდდ
მაგრამ... ისე გამოვიდა რო ცოტა ნერვების ასაშლელად დავიწუნე თორე ერთმანეთზე უკეთესებიააა.. ^_^
აბა მოველი შემდეგსსს♥️

მადლობთ, ყურადღებისთვის, არ ამშლია ნერვები ნამდვილად. დღეს ფინალურ ნაწილს დავდებ...
--------------------
მ.ზ

 


№3 სტუმარი Life is beautiful

მა კო ma ko
Life is beautiful
რა კაქი იყოო წინაზეც გადავირიე... :დდდ
მაგრამ... ისე გამოვიდა რო ცოტა ნერვების ასაშლელად დავიწუნე თორე ერთმანეთზე უკეთესებიააა.. ^_^
აბა მოველი შემდეგსსს♥️

მადლობთ, ყურადღებისთვის, არ ამშლია ნერვები ნამდვილად. დღეს ფინალურ ნაწილს დავდებ...



სერიოზულა? მეთქი ცოტა დიდი იქნებათქო ისეთი სუფთაა რომ მინდოდა გაგრძელებულიყო♥️მაგრამ მაინც მახარებს ეგ ამბავი... ისე ხო გააგრძელებ წერას? მომეწონა შენი სტილი! უცნაურია მარგამ როცა ვკითხულობ ჩემდა დამოუკიდებლად ვანსხვავებ და ესეც ისეთია დამამახსოვრდება♥️
.................
პ.ს შემთხვევით სიმართლეზე ხომარაა დაყრდნობილი? ხშირად ვკითხულობ ამას მაგრამ თუ მაქვს მიზეზი
. შენ კი რაღაც დამახასიათებელი სევდით წერ ამ ისტორიას♥️

 


№4  offline მოდერი ♡The moon

Life is beautiful
მა კო ma ko
Life is beautiful
რა კაქი იყოო წინაზეც გადავირიე... :დდდ
მაგრამ... ისე გამოვიდა რო ცოტა ნერვების ასაშლელად დავიწუნე თორე ერთმანეთზე უკეთესებიააა.. ^_^
აბა მოველი შემდეგსსს♥️

მადლობთ, ყურადღებისთვის, არ ამშლია ნერვები ნამდვილად. დღეს ფინალურ ნაწილს დავდებ...



სერიოზულა? მეთქი ცოტა დიდი იქნებათქო ისეთი სუფთაა რომ მინდოდა გაგრძელებულიყო♥️მაგრამ მაინც მახარებს ეგ ამბავი... ისე ხო გააგრძელებ წერას? მომეწონა შენი სტილი! უცნაურია მარგამ როცა ვკითხულობ ჩემდა დამოუკიდებლად ვანსხვავებ და ესეც ისეთია დამამახსოვრდება♥️
.................
პ.ს შემთხვევით სიმართლეზე ხომარაა დაყრდნობილი? ხშირად ვკითხულობ ამას მაგრამ თუ მაქვს მიზეზი
. შენ კი რაღაც დამახასიათებელი სევდით წერ ამ ისტორიას♥️

ყველა ნაწერში შეიძლება ვიღაცის ცხოვრების ამოცნობა რეალურად რამდენი ადამიანიცაა ასი იმდენი ისტორია იწერება.... ეს კონკრეტული ისტორიაც ვიღაცას ჰგავს მაგრამ არა მე...

Life is beautiful
მა კო ma ko
Life is beautiful
რა კაქი იყოო წინაზეც გადავირიე... :დდდ
მაგრამ... ისე გამოვიდა რო ცოტა ნერვების ასაშლელად დავიწუნე თორე ერთმანეთზე უკეთესებიააა.. ^_^
აბა მოველი შემდეგსსს♥️

მადლობთ, ყურადღებისთვის, არ ამშლია ნერვები ნამდვილად. დღეს ფინალურ ნაწილს დავდებ...



სერიოზულა? მეთქი ცოტა დიდი იქნებათქო ისეთი სუფთაა რომ მინდოდა გაგრძელებულიყო♥️მაგრამ მაინც მახარებს ეგ ამბავი... ისე ხო გააგრძელებ წერას? მომეწონა შენი სტილი! უცნაურია მარგამ როცა ვკითხულობ ჩემდა დამოუკიდებლად ვანსხვავებ და ესეც ისეთია დამამახსოვრდება♥️
.................
პ.ს შემთხვევით სიმართლეზე ხომარაა დაყრდნობილი? ხშირად ვკითხულობ ამას მაგრამ თუ მაქვს მიზეზი
. შენ კი რაღაც დამახასიათებელი სევდით წერ ამ ისტორიას♥️

წერას აუცილებლად განვაგრძობ ძალიან მიყვარს წერა და არ ვაპირებ გაჩერებას |
<3
--------------------
მ.ზ

 


ასუნინა... ვაუ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

აი ესაა ნამდვილი დედობა, ხალხის აზრის გამო შვილს რომ არ კრავს ხელს

 


№7  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი თეო
აი ესაა ნამდვილი დედობა, ხალხის აზრის გამო შვილს რომ არ კრავს ხელს

<3 <3
--------------------
მ.ზ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონაა კარგია საინტერესო წასაკითხია საცოდაობა იყო ამათი დაშორება მადლობა წარმატებები ????

 


№9  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი ნესტანი
მომეწონაა კარგია საინტერესო წასაკითხია საცოდაობა იყო ამათი დაშორება მადლობა წარმატებები ????

გაიხარეთ, დიდი მადლობა დაინტეერესებისთვის
--------------------
მ.ზ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№11  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი ნინა
შემდეგ თავს როდის დადებთ?

დღეს ვეცდები დავდო, ჩასასწორები მაქვს ... მცალია ახლა და ჩავასწორებ ავტვირთავ ... მთელი დღე არ მეცალა ... ბოდიშს გიხდით ..
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent