შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 27)


11-12-2020, 14:21
ავტორი Impermeable
ნანახია 2 200

თავი 27

ლეა

ირგვლივ ჰაერი დამძიმდა. ჟანგბადისგან დაცლილ ოთახში ფანჯარა გამოვაღე.
სანდრო მომიახლოვდა და ზურგიდან მომეხუტა, თავი კი ჩემს თმებში ჩარგო.
- მაპატიე, ეჭვიანობამ თავი დამაკარგინა. ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. უკანასკნელ შანსს გთხოვ. - მიჩურჩულა.
ყელთან ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას, სუნთქვას, რომელიც ერთდროს ასეთი სასურველი იყო ჩემთვის. ისევ ამერია ფიქრები და საკუთარი უსუსურობა უკვე გულს მირევდა. როგორ მოვედით აქამდე? მართალია ალესანდრომ უამრავი შეცდომა დაუშვა ჩემს წინაშე, მაგრამ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე. მე დავაჯერე, რომ მიყვარდა, მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ერთადერთი მამაკაცი იყო და იქნებოდა, მე შევპირდი სამუდამო ერთგულებას. ნეტავ მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? შევძლებდი საყვარელი ადამიანის გაშვებას? შევძლებ კი დავუდის გაშვებას? ვერა, ვერ შევძლებ, ამიტომაც მესმის ალესანდროსი. როცა გიყვარს, მხოლოდ იდეალისტური პრინციპების მქონე პირი თუ შეძლებს გაშვებას, უხშირესად კი საკუთარი ეგოიზმისა და მესაკუთრეობის განცდას პირველყოფილი მონადირე შემგროვებლის ინსტიქტამდე დავყავართ და საშუალებას არ გვაძლევს დავთმოთ ის, რასაც ოდესღაც ჩემი ვუწოდეთ. მესმის მისი, და სწორედ ამიტომ ვპატიობ, ვპატიობ ჩაკეტვასაც, თავისუფლების აღკვეთასაც, ვპატიობ გაწნულ სილასაც, ოღონდაც კი დავუდი დავიმსახურო, დავიმსახურო მასთან ყოფნა. ცრემლები მომეძალა, თუმცა რაღაც მანქანების გამოისობით ჯერ კიდევ ვიკავებდი თავს ტირილისგან. მარცხენა მხარზე დასმული ეშმაკი მკარნახობდა, რომ არ ღირდა სამყაროში ყველასთან დაპირისპირება იმ გრძნობის გამო, რომელშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ორმხრივი იყო. იქნებ დავუდისთვის უბრალოდ გატაცება ვარ? ათას ერთი ღამის დროებითი ღამეული სტუმარი? იქნებ მას მერე, რაც ორივე ავისრულებთ წადილს მოვბეზრდე და ჩემი აღმოსავლური ზღაპარიც აქ დამთავრდეს? ჩემს ფიქრებში იმდენი თუ, იქნებ, რა მოხდება იყო, რომ თავგზა საბოლოოდ ამრეოდა.
ეს უხერხული სიტუაცია ისევ დედაჩემის ქოთქოთმა განმუხტა, რომელიც სამზარეულოდან კერძებით გვიახლოვდებოდა. საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე, სინამდვილეში კი უჩუმრად გავაღე სადარბაზოს კარი და კიბეებს სულმოუთქმელად ჩავურბინე. ახლა რომ ცოტა ხნით ჰაერზე არ გავსულიყავი, ფიქრებისგან გავგიჟდებოდი.
ის ის იყო, იქვე ჩვენს კორპუსთან მდებარე სკვერში უნდა შევსულიყავი, როცა შავი ჯიპთან მდგარი მაღალი, მელოტი შუახნის კაცი შევამჩნიე, რომელიც დაჟინებით მომცქეროდა. ეს უკვე მართლა პიკი იყო, მე რა ცოტნე დადიანი ვარ, თუ თაფლი მაცხია, ყველა რო გადამეკიდა. აღშფოთებული მივიჭერი კაცთან, ისე რომ სახეზე მხოლოდ გაკვირვება გამოესახა.
- იცით, რომ შევიწროებისთვის შემიძლია გიჩივლოთ? თვალი თვალში გავუყარე და გავაგრძელე. - თქვენივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გირჩევნია აქედან მომწყდეთ.
მამაკაცმა ერთი ზემოდან დამხედა, ჩაიცინა, რაზეც უარესად აღვშფოთდი. ჩემს მიმიკებზე აშკარად ხალისობდა.
- ახლა მესმის, რით მოხიბლე. რატომ ვეღარ ხედავს შენს იქეთ ვერაფერს. - ჩაილაპარაკა.
- უკაცრავად, თქვენ სანდროს მეგობარი ხართ? ბოდიში. - უხერხულად შევიშმუშნე.
- და რას იტყვი პატარა გოგოვ, თუკი გეტყვი, რომ არა შენი ქმრის, არამედ შენი სატრფოს მეგობარი ვარ.
- დავუდის?- გაოცებისგან პირი დავაღე. - როგორ არის? კარგადაა? მე... მე... დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი.
- კარგადაა, კარგად, ამოისუნთქე. მოდი აბა თავად დარწმუნდი . - თბილად გაიღიმა, და სრულებითაც აღარ მეჩვენა საშიში. ვაიბერში გადარეკა და როგორც კი მეორე მხრიდან სანუკვარი ხმა გაისმა, წამსვე ხელიდან გამოვგლიჯე და მივაჩერდი.
- დავუდ, როგორ ხარ? ხომ კარგად გრძნობ თავს? მაპატიე, რომ ვერ დაგემშვიდობე.
- ლეა, ახლა ამის დრო არ არის. კობა ჩემი მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია, მას გამოყევი. ვეღარ დაგტოვებ უჩემოდ. გთხოვ, მენდე.
- კი მაგრამ, შენ ხომ კლინიკაში ხარ?
- დღეს გამწერენ და ცოტა ხნით მინდა რომ უსაფრთხო ადგილზე ვიყოთ ორივენი, სანამ წოლითი რეჟიმი მექნება.
განა შევძლებდი მის ზურმუხტისფერებს შევწინააღმდეგებოდი? უსიტყვოდ დავეთანხმე. კობამ ტელეფონი გამომაცალა. მერეც ბევრი დრო გექნებათ გვრიტებო ჭუკჭუკისთვისო.
- კუჭკუჭი რა არის? - ისეთი გატეხილი ქართულით და სასაცილოდ დაამახინჯა სიტყვა, რომ მე და კობას ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- ჭუკჭუკი, ჟღურტული. - მისი ჭკუით ახსნა კობამ, რაზეც უფრო მეტად გამეცინა და დავუდიც უფრო დავაბნიეთ. რაცაა ესაა, მოდი ლეა, დაჯექი, მალე.
- იცით, მე 5წუთით გამოვედი, არც არავინ გამიფრთხილებია.
- და რას იტყვი, ქმარს ეტყვი გამიშვიო?
ხმა ვეღარ ამოვიღე. რაცაა, ესაა. სხვა გზა არ მაქვს, ვერც დედა გამიგებს და ალესანდროც უკეთეს შემთხვევაში, ჩამკეტავს, უარესში კი წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დამართოს საკუთარ თავსაც და მეც.
მივდიოდი, მივდიოდი და უკან ვიტოვებდი სახლს, რომელშიც გავიზარდე, დედას, ქმარს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ზუსტად ვიცი, თინას გარდა ვერც ვერავინ გამიგებდა. ზუსტად ვიცი დღეიდან მე მოღალატე ქალი ვარ, რომელმაც არ უერთგულა ქმარს. ქალი, რომელიც ფურთხის და ჩაქოლვის ღირსია. მაგრამ, დაე გამკიცხონ, მზად ვარ ათასი ჭირ-ვარამი დავითმინო, ოღონდაც ჩემი სიყვარული ვიპოვო.
- რამე ხომ არ გჭირდება?
- გთხოვთ ჯერ ჩემს მეგობართან გავიაროთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს.

თინასთან მივედი. კარი, როგორც ყოველთვის, პიჟამოთი გამიღო, ცხვირზე სათვალე დაეკოსა და თმებიც ფანქრით დაემაგრებინა. ასეთ ფორმაში როცაა, ესე იგი მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობს. ჯერ მე შემომხედა გაკვირვებით, მერე ჩემს უკან მდგარ კობას. არც უხერხულობა უგრძვნია და არაფერი ისე შეიპატიჟა პიჟამოთი უცნობი მამაკაცი, მე მის ადგილზე სირცხვილით დავიწვებოდი.
მოვუყევი რაც მოხდა, გაოცებული მისმენდა. კობამ რამდენჯერმე დაუჩქარეო მანიშნა. მართალიც იყო, მალე გაიგებდნენ, სახლიდან რომ გამოვიპარე და თინასთან დამიწყებდნენ ძებნას ეგრევე. თინამ მითხრა, რომ ჩემებს თავად დაელაპარაკებოდა, პატარა ზურგჩანთაში პირველადი ნივთები, პასპორტი და საბუთები გავამზადეთ და კობას გავყევი.
გზად სასამართლოში შევიარეთ და განცხადება დავწერე განქორწინების თაობაზე. სანამ შესაგებებელი სარჩელი გამზადდებოდა, აქედან შორს ვიქნებოდი და ონლაინ სხდომას მოვითხოვდი, ამით სანდროსთან შეხვედრასაც ავირიდებდი თავიდან. ვიცოდი რომ ასე მარტივად განქორწინებაზე არ დამთანხმდებოდა.

საღამოსკენ მივუახლოვდი დიდ ალაყაფს, რომლის უკანაც მშვენიერი სამსართულიანი სახლი და ზამთრის ბაღი იმალებოდა. მიმოვიხედე. მარჯვნივ აუზზე ბრეზენტი გადაეფარებინათ, იქვე მოსასვენებელი სივრცეები იყო. მიუხედავად შემოდგომის მიწურულისა, აქა იქ მაინც ყვაოდნენ ყვავილები და ირგვლივ საამურ არომატებს აფრქვევდნენ. მებაღეს ყვითელი ფოთლები ერთ ადგილზე დაეხვავებინა, უცებ მომინდა, ამ ფოთლებში კოტრიალი, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. გარემოს დაკვირვება რუსული აქცენტით მოლაპარაკე ქალმა გაგვაწყვეტინა.
- ეს ვინ არის? - სრულიად უცერემონიოდ ჰკითხა კობას და ზემოდან დამხედა.
მეც ავაყოლე თვალი. მაღალი, გრძელფეხება, სლავური გარეგნობის ქალი იყო სავსე მკერდითა და სქელი ტუჩებით. ნამდვილად მიმზიდველი იყო, თუმცა ლეოპარდისპრინდიანი მოკლე გულამოღებული კაბა და პლატფორმები, ასევე მკვეთრი მაკიაჟი ვულგარულ იერს სძენდა.
- ეს ლეაა, დავუდის...
- აჰ, ვიცი, ვიცი. - გააწყვეტინა, არადა მართლა გულწრფელად მაინტერესებდა, რა სტატუსით მომიხსენიებდა კობა. - აქეთ გოგონი. - დამცინავი ტონით მიმითითა სახლისკენ, რაზეც აშკარად გავღიზიანდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა ჩემს მიმართ ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება. ვიფიქრებდი ეჭვიანობსმეთქი მაგრამ ხო უთხრა კობამაც რომ დავუდთან ვარ. ისე ძალიან სასაცილო კია, ისე ვულგარულია რომ არა საქორწინო ბეჭედი არათითზე, დაქირავებული მეძავი გეგონებოდათ.
სახლში შევედით და მყუდრო ატმოსფერომ ერთიანად შემოიტანა სიმშვიდე. პირდაპირ დიდ აგურის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, ახლოს რომ მივედი, მხოლოდ მერე შევამჩნიე, რომ ელექტრო ბუხარი იყო. იქვე ყავისფერი დივანი, სავარძლები და ჟურნალების უზარმაზარი კაკლის მაგიდა დაედგათ, რომელზეც ნარდი, ჭადრაკის ფიგურები და საფერფლე დაედოთ. კომფორტულად მოვკალათდი სავარძელში და თან თვალს არ ვაშორებდი ჭადრაკის ფიგურებს. ბზეჟინსკის არა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკა და მსოფლიო გეოსტრატეგია, არამედ ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი საჭადრაკო დაფაა, სადაც შევძლებთ თუ არა მეფედ და დედოფლად დარჩენას არამხოლოდ ჩვენზე, არამედ უბრალო პაიკების სწორად სვლაზეცაა დამოკიდებული. ვუყურებდი სპილოს ძვლის ფიგურებს და ვერ გამერკვია როდის დავქვეითდი პაიკად ჩემი ცხოვრების საჭადრაკო დაფაზე.
- გიყვარს შაში? - სანატრელმა ხმამ ფიქრებიდან საამურად გამომაფხიზლა. არ მჯერა, რომ ის აქ იყო.
- დავუდ. მისკენ გავიქეცი და ისე ჩავეხუტე, როგორც მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ქმრებს ხვდებოდნენ მარტო წლობით გატანჯული ქალები. კინაღამ რომ წავაქციე, მერე გამახსენდა, რომ ცალი ფეხი თაბაშირში ჰქონდა და ყავარჯენით ძლივს იმაგრებდა თავს. ყელში სველი კოცნა დავუტოვე და მორცხვად მოვშორდი.
- არ მომეხმარები?
- რა თქმა უნდა. მხარში ამოვუდექი და სავარძლამდე მივიყვანე. იქ დავსვი, სადაც სულ რამდენიმე წუთის უკან თავად ვიჯექი.
- კი მაგრამ, შენთვის შეიძლება ჯერ ადგომა? - შეშფოთებით შევხედე.
- ჩემი მზრუნველი გოგო. რომ არ შეიძლება, იმიტომ ვართ დროებით აქ. როგორც კი წამოდგომას შევძლებ, ჩაგკიდებ ხელს და აქედან შორს წავალთ, იქ, სადაც ჩვენი ოცნებები ახდება. - ყურში მიჩურჩულა და მისმა სუნთქვამ მთელს სხეულში საამურად დამიარა.
- გვრიტებო, ოთახი პირველივე სართულზე მოგიმზადეთ, კიბეებზე ასვლა დავუდისთვის საფრთხისშემცველია. თქვენი ნებართვით, დავუდს მივეხმარები ოთახამდე მისვლაში. - კობამ შეგვაწყვეტინა ჩურჩული და ახლა გავაცნობიერე, რა უხერხულია, რომ სულ დამავიწყდა მათი არსებობა.
- ლეა წამიყვანს. - მტკიცედ გაისმა დავუდის ხმა და სხეულში ათინათებმა ლიცლიცი დაიწყეს.

მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ორი თავით მაღალ კაცს ვედექი მხარში, მაინც საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, თითქოს მის სურნელსა და კანის სიახლოვეს ჰაერში ავეტყორცნე. ფრთხილად მივაწვინე, მეც მივუწექი და თავი გულზე დავადე. ყურს ვუგდებდი მისი გულისცემის სიმფონიას, და ორივე ჩვენგანის რიტმები ერთ მთლიან პარტიტურას ქმნიდნენ. არასდროს მსმენია მანამდე გულისფეთქვათა ასეთი საოცარი კონსონანსი და მზად ვიყავი, სწორედ ამ სიმფონიას ჩაენაცვლებინა მოცარტიც, ბეთჰოვენიც, ვენის კლასიკოსებიცა და ყველა ცნობილი კომპოზიტორიც. ახლა და აქ, ჩემთვის სანუკვარი კომპოზიცია მხოლოდ მისი გულისცემის მოსმენა იყო. ნაზად ხლართავდა ხელებს ჩემს თმებში, დროდადრო ტუჩებთან მიჰქონდა, კოცნიდა ან უბრალოდ სურნელს შეიგრძნობდა, მე კიდე თითოეულ მის შეხებაზე დავლილ ჟრუანტელს და აღძვრილ ვნებას ძლივს ვუმკლავდებოდი. ქვემოდან ავხედე და ჩემთვის ნათელი გახდა, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცის იდეალი. ზურმუხტისფერი თვალები სწორი წარბებიდან ისეთ სითბოს ასხივებდნენ, ლამის მზად იყვნენ მზის ადგილი დაეკავებინათ და თავიანთი სიმხურვალე მთელი სამყაროსთვის ეწილადებინათ, სწორი ცხვირი და ცხელი ტუჩები საკოცნელად მიხმობდნენ, თუმცა მის განიერ გულ-მკერდზე მოკალათებულს და ძლიერ მკლავებში ჩაფლულს არანაირი სურვილი არ მქონდა ეს მყუდროება რაიმენაირად დამერღვია.თითქოს ზამთრის სუსხისგან გათოშილმა ბეღურამ როგორც იქნა ჩემი ბუდე ვიპოვე.
- ლეა, უნდა ვილაპარაკოთ. იმ ყველაფრის მერე, რაც გავიარეთ, მინდა, რომ აქ დარჩე, ჩემს გვერდით. გთხოვ, ვეღარსად ვეღარ გაგიშვებ. შენს მეორედ დაკარგვას ვერ დავუშვებ.
- დამშვიდდი სულელო, აქ ვარ და რომც გამაგდო, არსადაც არ ვაპირებ წასვლას.
- შენ ახლა სულელი მიწოდე? - მოჩვენებითი სიბრაზით მითხრა და ეცადა მის ქვეშ მოვექციე, მაგრამ მოტეხილმა ფეხმა და ცოტა ხნის წინ მიღებულმა ტვინის შერყევამ ამის შესაძლებლობა წაართვა. - ალაჰმაც დასწყევლოს.
მის ამ მცდელობაზე გადავიკისკისე. - ჩემს ხელში ხართ, დავუდ ფაშა. აქ დომინანტი მე ვარ. ნაზად ვაკოცე და ის ის იყო ხელის შეცურებას აპირებდა მაისურის ქვეშ, რომ კარზე კაკუნმა გეგმები ჩაგვიშალა. დენდარტყმულივით წამოვჯექი და თმის და მაისურის გასწორებას ამაოდ ვეცადე.
კობა მორიდებით შემოვიდა და ჩვენი არეული სახეებისა და ამღვრეული თვალების დანახვისა მიხვდა, რომ მიქარა. ბოდიშის მოხდით დავუდთან საუბარი ითხოვა, მეც გამოვედი და მეგობრები მარტო დავტოვე. მისაღებში ნარდი შევნიშნე თუ არა უკვე ვიცოდი როგორ გავიყვანდი დავუდთან მომდევნო საათებს ზედმეტი ვნებებისა და შეხებების გარეშე.
3 საათის მერე ნიშნის მოგებით ვუყურებდი დავუდს, ხუთით ოთხი, არ იყო სახუმარო ანგარიში. წაგებულს ეკრძალებოდა თავისი ნებით კოცნა და შეხება და ამჟამად უკვე მთლიანად ჩემს სურვილზე იყო დამოკიდებული, როდის, როგორ, სად მოვეფერებოდი და ვაკოცებდი. მეც ჯერ შუბლზე ვაკოცე, მერე ზურმუხიტსფერი თვალები დავახუჭინე ამბორით, ახლად ამოწვერილი წვერი სახეზე მჩხვეტდა და კიდევ უფრო აღმაგზნებდა. მარწყვისებრი ტუჩები ბოლოსკენ შემოვიტოვე. ვუყურებდი და არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა მამაკაცს ასეთი ბუნებრივად წითელი და მადისაღმძვრელი ტუჩები ჰქონოდა. აშკარად ჩანდა რომ კოცნაში დახელოვნებული იყო. თითქოს ენით აქამდე ხელშუხებელ სიღრმეებს აღწევდა და სიამოვნების ახალ საფეხურებზე ხელში აყვანილს მიმარბენინებდა. სანამ სისველე არ ვიგრძენი და მისი ერეგირებული ორგანოც უხერხულად არ ამოიწვერა პლედში, ვერ გავჩერდი. ეს კაცი თავს მაკარგინებდა. როგორმე უნდა მომეთოკა საკუთარი თავი და ვნებები, არ მინდოდა ისე დავმწვარიყავი საკუთარ კოცონში, რომ ფენიქსივით აღდგენა ვერ მომეხერხებინა. არც დავუდი იყო უკეთეს დღეში. ღრმად სუნთქავდა და არეული მზერით მომჩერებოდა. მისი თვალები აღელვებული ზღვა იყო, მისი ტალღები კი თავის სიღრმეში ურცხვად მიტყუებდნენ.
ოთახიდან გამოვედი და საპირფარეშოსკენ გავწიე. თან გზაში არეული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. სწორედ ამ დროს ზურგს უკან ტაშის ხმა გაისმა, რაზეც მოულოდნელობისგან შევხტი. ანჟელა ირონიული მზერითა და ტაშიკვრით მიახლოვდებოდა და რუსული აქცენტი ისე ხმამაღლა გასძახა, სირცხვილით დავიწვი ვინმეს არ გაეგო.
- ყოჩაღ გოგონი, აშკარად დროს არ კარგავ, მაგრამ მე ის მიკვირს მოტეხილობამ ხელი არ შეგიშალათ?
- არ ვაპირებ თქვენთან ჩვენი ურთიერთობის დეტალების განხილვას. - თავის არიდება და გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ ზემოდან დამხედა და გასვლის საშუალება არ მომცა.
- თავს ვალდებულად ვთვლი გაგაფრთხილო, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც დავუდის სურვილით იწვის. ადრეც ბევრი მოუყვანია აქ, კარგადაც გაერთნენ, იმოგზაურეს კიდეც, და რამდენიმე თვეში უბრალოდ გამოსამშვიდობებელი საჩუქრებით დაბრუდნენ. დავუდი ესეთია, შენ მისი აღმოსავლური ზღაპრის მხოლოდ ერთი ქვეთავი ხარ. ბევრ სასიამოვნო მოგონებას გაჩუქებს, მაგრამ მის გულამდე არავის მიუშვებს უმანკო მუსლიმის გარდა. ნება შენია, თუ მსგავსი მომავალი გაკმაყოფილებს.
ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა გულის სიღრმეში რაღაც, ანჟელას გავუღიმე და საპირფარეშოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. კარის ჩაკეტვა და ცრემლებისთვის გზის დათმობა ერთი იყო.



№1  offline წევრი ვიპნი

იმედია დავუდთან არ დამალავს და იტყვის ამ ინციდენტის შესახებ :)

 


№2  offline წევრი Impermeable

ვიპნი
იმედია დავუდთან არ დამალავს და იტყვის ამ ინციდენტის შესახებ :)

დიდ გაურკვევლობაში კი ჩავარდა. ვნახოთ რას იზამს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ამ გოგომ ახლა თავი არ მაცემინოს, წამით რო დაიჯეროს ეს სისულელე მოვიძულებ სამუდამოდ!

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ანი
ამ გოგომ ახლა თავი არ მაცემინოს, წამით რო დაიჯეროს ეს სისულელე მოვიძულებ სამუდამოდ!


არც ეგეთი გულუბრყვილოა ერთი ნათქვამით რომ ტრაგედია შექმნას. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არამგონია დაუჯეროს ძალიან მომეწონა ეს თავი ეღირსად ერთად ყოფნა მაგრამ ის ქალი დატანჯავს ამათ თუ მალე არ წავიდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№6 სტუმარი Allamaria

აუ ეს ანჟელა რაააა..ქმარს მიხედოს

 


№7 სტუმარი ანუ

რა დროოოს ფეხის მოტეხვა იყოოო დავუუუუდ :დ :დ
მალე დადე რა

 


№8  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
არამგონია დაუჯეროს ძალიან მომეწონა ეს თავი ეღირსად ერთად ყოფნა მაგრამ ის ქალი დატანჯავს ამათ თუ მალე არ წავიდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა შეფასებისთვის <3 ანჟელასგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ

ანუ
რა დროოოს ფეხის მოტეხვა იყოოო დავუუუუდ :დ :დ
მალე დადე რა

აბა რა შანსებს მაზავს :დ

Allamaria
აუ ეს ანჟელა რაააა..ქმარს მიხედოს

ძუნწი ძაღლია ვერც თვითონ წვდება და არც სხვისთვის ემეტება

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ

 


№10  offline წევრი Impermeable

სტუმარი მარი
როდის დადებ

დღეს ავტვირთავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent