შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (13 თავი)


11-12-2020, 17:31
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 314

კაბინეტში შევედი. ვიცოდი, რომ იქ ძველი ფოტოალბომები ინახებოდა. დიდი ძებნა არ დამჭირდა. უამრავი ფოტო ვიპოვე სადაც ნიკა და დიმა ერთად იყო აღბეჭდილი. რამდენიმეცალი ოთახში წავიღე. მოვემზადე იმ ამბებისთვი რაც წინ მელოდა. ოღონდ, ამჯერად არც ისტერიკებს ვაპირებდი და არც მის გულის ტკენას. მის სიყვარულში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული და ზუსტად ეს წამლობდა ჩემს ნერვულ სისტემას. კარი შემოაღო. ხელში უზარმაზარი, ლურჯი ვარდების თაიგულით, რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე, იმდენად მოულოდნელი იყო მისგან. ჩემს წინ სიმპატიური, ღირსეული, გალანტური მამაკაცი იდგა და სახეზე ღიმილი დათამაშებდა. მის თვალებში მხოლოდ ჩემი სიყვარული იკითხებოდა. მეც მიყვარდა, თავდავიწყებით მიყვარდა... გამანეიტრალა, ფარ–ხმალი დამაყრევინა. ჩემში ცოტათი შეპარული სიბრაზე წამში გაქრა. ვერავის და ვერაფერს მივცემდი უფლებას ეს მომენტი გაეფუჭებინა და მითუმეტეს ნიკას. ფოტოები დივანზე, ბალიშის ქვეშ დავმალე და მისკენ წავედი.

– დიმა მართლა ? ეს, შენ ხარ ?

– ეს ჯერ არაფერია. ვიცი, რომ ლურჯი ვარდი გიყვარს. – თაიგული მომაწოდა, წელზე ხელი შემიცურა და ახლოს მიმიზიდა.

– ძალაინ ლამაზია. მადლობა !– სიხარულით აციმციმებული თვალები შევანათე.

– შენს სილამაზესთან შედარებით არაფერია.

– მიდი მიჩქმიტე, სიზმარში ხომ არ ვარ.

– მე უკეთესი იდეა მაქვს, გაკოცებ. ისედაც ძლივს ვიკავებ თავს. თან, მგონი დავიმსახურე შენი ტკბილი მარწყვები.

– და გგონია, შენი კოცნა სიზმრიდან გამომიყვანს ? პირიქით.

– ვგიჟდები, როცა ასეთი ხარ ! – მითხრა და მთელი სახე დამიკოცანა. მის ყოველ შეხებაში ვგრძნობდი მის სიყვარულს. ვგრძნობდი, როგორ კლავდა ჩემი სურვილი. ხელები მომიდუნდა და თაიგული ქვემოთ დავწიე. ამ დროს იატაკზე, რაღაცის დავარდნის ხმა მომესმა. დავიხედე, პტარა ლამაზი ყუთი ჩემს ფეხთან მოგორდა.

– ეს რა არის?– ასაღებად დავიხარე.

– მოიცადე, მე ავიღებ ! – გახსნა და თვალი მომჭრა. ყუთიდან სადა, მაგრამ ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი იწონებდა თავს. – მინდა სულ გეკეთოს. რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს მოიხსნა ! – ჩემი ხელი აიღო მაკოცა და ბეჭედი თითზე გამიკეთა.

– მადლობა ! მიყვარახარ ! – დაბალი ხმით, ცოტა დამორცხვებულმა ვუთხარი.

– მოდი ჩემთან ! – მთელი ძალით ჩამეხუტა და თმებში ჩარგო თავი. – ხშირად გამიმეორე ეგ რა ! მაგ დროს ლოყები, რომ გიწითლდება მაგაზე ვგიჟდები.

– იცი ? ზოგჯერ ვერ ვიჯერებ ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი ქვეყნად ამხელა ბედნიერება თუ არსებობდა.

– დაიჯერე, რადგან ეს არასდროს დასრულდება. ყველაფერს დავთმობ, მაგრამ შენ ვერა. სამყაროსაც გადავატრიალებ შენი ბედნიერებისთვის. – ჩვეული, მაგრამ უფრო მეტად გამთბარი ტონით გააჟღერა და კიდევ ერთხელ გაახელა ჩემი მისადმი სიყვარული. მერე კოცნა , რომელითაც ყოველ ჯერზე სააქაოს მწყვეტდა და რომელიც არასდროს ჰქონდა ნაზი. უფრო სწორაად არ გამოსდიოდა. რადგან ჩემს წყურვილს მასში კლავდა და ატევდა და ხომ წარმოგიდგენიათ რა ვნებით და სიმძაფრით გააკეთებდა ამას. ტუჩებს ვეღარ ვგრძნობდი ხოლმე.

– წავალ ლარნაკს ამოვიტან ყავავილებისთვის. – ძლივს ამოვთქვი როდესაც სააქაოზე დავბრუნდი.

– მოიცა რა, არ მეყო ! – ისევ დამაცხრა. ჩემში ატეხილ ვნების ქარიშხალს ვეღარ ვუმკლავდებოდი, ისიც არ ჩერდებოდა, ამიტომ ქვედა ტუჩზე ვუკბინე. თვალები ტკივილისგან ჯერ მჭიდროდ შეკრა მერე კი, გაკვირვებისაგან ერთიანად დაჭყიტა, გაიწია და ნაკბენზე ენა ისე ვნებიანად მოიტარა კინაღამ მივუბრუნდი თან დაკვირვებით მათვალიერებდა. ყველაფერს მიხვდა..– სხვა შემთხვევაში მაგას გამოწევად მივიღებდი და ნაკბენის პროპორციულად გადაგიხდიდი, მაგრამ ახლა... ახლა გავჩერდები. თუმცა, ვიმახსოვრებ.

– მადლობა გადაგიხადო ? – ეშმაკურად გავუღიმე და ორივე ხელი მკერდზე ავუცურე.

– ახლა მადისაღმძვრელად იქცევი იცოდე. – გამაფრთხილებელი ტონით მითხრა. –მე კი შენს მიმართ ეგ მადა ისედაც არ მაკლია.

– ალბათ გინდოდა გეთქვა სექსვალურად, მაგრამ როგორც ჩანს შენს ფიქრებში ჯერ კიდევ პატარა გოგოდ ვრჩები. – ყელში, თითქმის შეუმჩნევლად შევახე ტუჩები. ვიგრძენი, როგორ დაუარა ჟრუანტელმა და ტანი დაეხორკლა.

– ახლა ჩემს წინ, ჩემს ფიქრებში უცებ გაზრდილი, სექსვალური ქალი დგას და ცეცხლს კიარა პირდაპირ ხანძარს ეთამაშება.

– რომელი უფრო მოგწონს, ეს ქალი თუ, ის გოგონა ? – უფრო ახლოს მივედი და შევაცქერდი. საიდან მქონდა ამხელა სითამამე არ ვიცი.

– გოგონა მიყვარს, ქალი მომწონს და მიზიდავს ! ორივე ჩემია და ორივე ჭკუას მაკარგვინებს. თუ გინდა გეტყვი, რომელი სად და როგორ. – ისე საუბრობდა და ისე მიყურებდა დამცხა. მივხვდი, რომ მალე აალდებოდა და მეც გადამწვავდა. არა, ღირსი ნამდვილად ვიყავი რა კეკლუცობა ამიტყდა.

–სხვა დროს იყოს. ახლა ქვემოთ ჩავალ.

– თაკო ახლა ცუდად იქცევი ! – ისე ამოიხვნეშა გული ამოაყოლა.

– კარგი. მეორედ ასე აღარ გავაკეთე ! .

– გააკეთე არ მაქვს პრობლემა ოღონდ, მეორედ დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად მზად უნდა იყო.

– ბოდიში ! წავალ ახლა.

– ლელას თხოვე და მოგიტანს.

– რატომ, როცა მეც შემიძლია?! –

ძლივს გამოვეცალე ხელებიდან და გაბრუებული დავიძარი კარისკენ. ვერაფრით ვერ ვთოკავდი ჩემში აშლილ ჰორმონებს. ის კი ჩენზე მეტად აღელვებული დავტოვე.
მართლა ბოროტება იყო ჩემი სააქციელი , მაგრამ ცოტა ვბრაზობდი მასზე ქალად, რომ ვერ აღმიქვავდა. არა, ვერ ვუარყოფ, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. მუდამ კუდშისადევი და დასატუქსი, თავნება, პატარა გოგოსავით კი ვიქცეოდი, მაგრამ მას მაინც უნდა დაენახა ჩემში ქალი. მერე, ჩემს თავშეკავებულობას რომ გადავხედე მეც, კინაღამ ეჭვი შემეპარა ჩემს თავში. აბა, ნორმალური, ჩამოყალიბებული, ზრდადამთავრებული და მომწიფებული ქალი მის ასეთ სიახლოვეს როგორ ვუძლებდი?! მოკლეთ ძალიან ავირდავირიე. იმწუთას ჩემი ფიქრები, ზუსტად ჩემს საქციელს გავდა. მაგალითად: როცა ვეჩხუბებოდი, ვლანძღავდი, ჩემგან წასვლას ვთხოვდი ან თავად გავრბოდი მისგან, მაშინაც მინდოდა ჩემს ქცევებში სიყვარული დაენახა. როგორი რაღაც მინდოდა იცით? აი, დაახლოებით ასეთი– დანაშაულს მთელი მონდომებით, რომ იბრალებ და აღიარებ და მერე, მოსამართლისგან შენში უდანაშაულოს დანახვის სურვილი, რომ გაქვს . უცნაური სურვილბი მქონდა ხო? ვიცი ! მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ თავად ვარ ზედმეტად უცნაური და ასეთი აზრები მარტო მე თუ მომივიდოდა. ასეთი ფიქრებით და ზლაზვნით ჩავფრატუნდი კიბეებზე. ნანა მისაღებში იჯდა. რომ დამინახა ფეხზე წამოჭრა და მომეხვია.

– შენ რომ არა ალბათ ვერასდროს ვეღირსებოდი ამას თაკო .

– რა გავაკეთე? – ძალიან გამიკვირდა.

– სასწაული. დიმა რომ შემოვიდა აქ ვიჯექი. ჩემთან მოვიდა , მომესალმა და შენზე მკითხა სად არისო.აქამდე ჩემთან საუბრის სურვილი არასოდეს გაჩენია. თან ისედაც იცოდა სადაც იქნებოდი, მაგრამ მაინც მკითხა. სულ სხვანაირია, ძალიან სხვანაირი, მისი თვალები ბედნიერებისგან ანათებს და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ჩემთვის. ყველაფერი რაც მე წავართვი, ნელ–ნელა შენ უბრუნებ. მთელი ცხოვრება არ მეყოფა შენთვის მადლობის სათქმელად.

– მადლბა არ გამაგონო. მითუმეტეს მე არაფერ შუაში ვარ. შენ მისი დედა ხარ და უბრალოდ ნელ–ნელა აცნობიერებს, რომ ძალიან სჭირდები.

– შენს გარეშე ეგ არ მოხდებოდა. – ალბათ მართალიც იყო. დიმასთან ამ თემაზე საუბარი არასოდეს შემიწყვეტია და მგონი შედეგიც ქონდა.

– არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ თავად მოინდომა.

– ისეთი სუფთა გული გაქვს, ისეთი ღირსეული ხარ უკეთესს ვერც კი ვინატრებდი მის გვერდით.

– შენი შვილიც ღირსეულია თანაც, შენსავით. ის ძალიან გავს დედას. – ხელებზე მოვეფერე.

– ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ ! – გულში ჩამიკრა – თაკო ვერ დავიჯერე ყვავილებით რომ დავინახე.თან ძალიან გამიხარდა, რომ მოგიტანა.

– მეც არ მჯერა. – ორივეს გაგვეცინა. – და არა მარტო ყვავილები.– ვუთხარი და ხელი ვაჩვენე.

– როგორ მიხარია როცა იცინი, სახლს ანათებ. – გოგი მოგვიახლოვდა თბილი ხმით. – მომიყვებით? იქნებ მეც გამეცინოს.

– მე მოგიყვები გოგი მე. ახლა თაკო გავუშვათ.

– თქვენთვის აქამდე მითქვამს, რომ ჩემთვის მშობლებივით ხართ და ძალიან მიყვარხართ? – ღიმილიანი სახით გავხედე ორივეს.

– კი. ყოველდღე გვეუბნები ამას შენი ქმედებებით.– ერთხმად მიპასუხეს. – სიტყვები, რასაც ვხედავთ იმაზე მეტს, ვერ გვეტყვის. გაიქეცი ახლა, ნუ ალოდინებ. – დაუმატა ნანამ.

იმდენად სასიამოვნო და მოულოდნელი იყო ეს პასუხი ერთიანად გავთბი.
ლარნაკი ავიღე და მეუღლიკენ გულანთებული დავიძარი. ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების დარაჯები კი მარტო დავტოვე, რადგან ნამდვილად დიდი ამბავი ჰქონდა ნანას მოსაყოლი.წარმოვიდგინე, როგორ დაურთავდა სიხარულის ცრემლებსაც. მერე, გოგი უფრო მეტ იმედს მისცემდა, რომ ყველაფერი მალე კარგად იქნებოდა და ბოდიშსაც დაუმატებდა თავის შეცდომის გამო. ნანა კი, უკვე ნაპატიების ნიშნად მხარზე მიეყრდნობოდა. მერე, ჩვენზეც ისაუბრებდნენ. შეიძლება სამომავლო გეგმებიც დაეწყოთ შვილიშვილებთან დაკავშირებით. გაიხარებდნენ გაბედნიერდებოდენ და ყველაზე იმედიანი და მშვილი ძილით დაიძინებდნენ რაც კი აქამდე ჰქონიათ. ამ ფიქრების პარალელურად, ნანაზე ცალკე ფიქრები მომდიოდა. თუ, რაოდენ გასაოცარი ქალია. იშვიათი თვისებებით და ნამდვილად არ იმსახურებდა ამდენ წლიან დაუსრულებელ დარდს. წარმოგიდგენიათ?– შვილი უბრალოდ მიესალმა და ეს იყო მისთვის უზარმაზარი ბედნიერება. რა მცირედს შეეძლო მისი გახარება. მე ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, ნანა ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე დიმასთან და ალბათ, ეს თვითონაც კარგად იცოდა, მაგრამ არასდროს აღიარებდა ამას. პირიქით, მთელი ისტორიის სიმძიმე ყველას ჩამოხსნა მხრებიდან და თავად ამდენი წელი დაატარებდა. შეეძლო, ისიც განაწყენებულიყო შვილზე. მისი მოსმენა და გაგება ამ ხნის მანძილზე, რომ ვერ შეძლო. ალბათ სამართლიანიც იქნებოდა, მაგარმ არა. არამცთუ შვილის ესმოდა, არამედ ქმრისიც კი. ვინც, რეალურად სათავე იყო ამ ამბისა. ერთხელაც არ დასცდენია მის მიმართ საყვედური. ყოველთვის მომთმენი, თბილი და ყურადღებიანი იყო. მან ყველას პატიება შეძლო. ეს ადამიანი ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ბედისგან ამ სასჯელს. სამაგალითო იყო ჩემთვის.
ოთახის კარი შევაღე და დიმამდე, რომელიც დივანზე იჯდა სწრაფად მივირბინე, ნანას გამო მადლობა, რომ მეთქვა და ჩემი აზრები გამეზიარებინა, მაგრამ მაგიდას, რომ დავხედე სურვილი დამეკარგა. ჩემი დამალული სურათები წინ ელაგა და დასჩერებოდა. ვინანე, რომ უფრო გულმოდგინედ არ დავმალე. იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად მასთან უთანხმოება მინდოდა.

– თაკო, ამიხსნი ამ ფოტოებს აქ რა უნდა ?– ისე მკითხა არც შემოუხედავს.

– ამ საუბარს დღეისთვის ნამდვილად აღარ ვგეგმავდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა მაშინ გისმენ. იქნებ დადგა დრო შენ ამიხსნა. – გვერდით მივუჯექი.

– ანუ ვერ ისვენებ ხო ?

– მგონი, მაქვს უფლება სიმართლე ვიცოდე. საიდუმლოებების და უნდობლობის პერიოდი ვფიქრობ, უკვე გავიარეთ და ძალიან გთხოვ, მოთოკე შენი სიბრაზე !

– მართალია. უბრალოთ არ მინდა, ამ ამბების გახსენება.

– ჩემთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მითხრა გავიგებ.

– მთელი ცხოვრებაა ნიკას ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ. ის გოგის მეგობრის შვილია. – წყვეტილად და პაუზებით საუბრობდა, გადავწყვიტე დიალოგი კითხვა–პასუხის რეჟმში გადამეყვანა.

– ახლა რატომ გაქვთ ასეთი ურთიერთობა? მე რამე შუაში ვარ?

– არა ! მანამდე გააფჭუა ყველაფერი. თაკო, ყველაფრის მოყოლა არ მინდა და არც შემიძლია.

– ყველაფრის მოყოლას არც გთხოვ. ის მითხარი რაც უნდა ვიცოდე. მოკლედ მომიყვევი თქვენს ურთიერთობაზე.

– მეგობრები ვიყავით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულებას ვგრძნობდი. სიმართლე გითხრა არასდროს მომწონდა თავიდანვე ვიცოდი რა გაიძვერაც იყო. უბრალოდ ზურაბის ხათრით, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. თან დედა ძალიან პატარამ დაკარგა და .... მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა ბევრჯერ შეეშალა ჩემთან, მაგრამ ყოველთვის თვალი დავხუჭე. მის გამო მეც ბევრი პრობლემები მქონდა, მაგრამ მეგობრობა ასე მესმის. მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა კი მგონია სპეციალურად აკეთებდა, რომ შარში გავეხვიე. სასწავლებლადაც ერთად წავედით. მერე ზურაბი გარდაიცვალა და უკან დაბრუნებამ მეც მომიწია, რადგან მარტო ვერ გამოვუშვი. მამამისმა, მისი თავი გოგის და ფაქტიურად მე, ჩაგვაბარა. ის ჩემზე უკეთ ამჩნევდა, როგორი შვილიც ყავდა და ჩემი იმედი ჰქონდა, რომ ყოველთვის დავეხმარებოდი. აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. მამის გარდაცვალებიდან მალე ფინანსური კრიზისი შეექმნა ბიზნესში. თითქმის გაანიავა ზურაბის ქონება. პარტნიორები გაექცა. ზედმეტად ამაყია პირდაპირ არასდროს მთხოვდა ხოლმე დახმარებას, მაგრამ იმ პერიოდში ისე რთულად ქონდა საქმე იკადრა და ახალი პარტნიორის პოვნაში დასახმარებლად ჩემთან მოვიდა. . მალე მოვუძებნე. ჯოზეფს და მის მეგობარს, სასტუმროში მასთან ერთად რომ იყო რაიანი, ვთხოვე ნიკასთან ეთანამშრომლათ. ჯოზეფს არ უნდოდა, რადგან ამერიკიდან იცნობდა ნიკას და დიდად არც მას მოსწონდა, მაგრამ ჩემი ხათრით დათანხმდა.

– ჯოზეფს ამერიკიდან იცნობთ?

– კი. მისი შვილი, ჩარლი ჩემი მეგობარია. ჩვენთან ერთად სწავლობდა. მერე მე დავაკავშირე ჩვენს ბიზნესთან და უკვე წლებია ვთანამშრომლობთ.

– მას რა დაუშავა ნიკამ?

– არ ღირს ამის მოყოლა. მოკლეთ ამოვიყვანე ამ მდგომარეობიდან. მერე კი უფრო მეტი მოინდომა. ჩემს ზურგს უკან მოქმედება დაიწყო. რაიანის კომპანია ჩვენი ერთერთი უმსხვილესი პარტნიორია მან კი მოინდომა ჩვენთვის წაერთმია და ერთპიროვნული პარტნიორი თავად გამხდარიყო. მალევე გავიგე, რაიანმა მითხრა და... გეფიცები, რომ ეთხოვა ყველაფრის მიუხედავად არც დავფიქრდებოდი ისე დავუთმობდი, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის არაკაცური საქციელი და ღალატი არჩია. ვერ ვაპატიე და ვერც ვერასდროს ვაპატიებ, ზურაბის ხათრითაც კი.

– უუფფ ვერ ვიჯერებ. საერთოდ არ გავდა მასეთ ადამიანს. – გაოგნებას ვერ ვმალავდი. – დიდი დროა მას შემდეგ?

– ერთ წელზე მეტია.

– მაგ პერიოდში უკვე მად ვმუშაობდი, უფრო სწორად ახალი მისული ვიყავი. რეორგანიზაცია მოხდა და ძველი კადრის ნაცვლად მე ამიყვანეს. კრიზისის დასაძლევად ახალი სახეები მჭირდებაო ხშირად იძახდა.

– ხო, მერე გავიგე, რომ კრიზისის დაძლევის თავისებური გეგმა ჰქონდა. ამიტომ გაუშვა მამამისის დროინდელი გამოცდილი და პატიოსანი კადრები.

– რას გულისხმობ?

– ბინძური საქმეების გაჩარხვას იწყებდა. მერე გეგმები ჩაეშალა და გაპატიოსნდა.

– მოიცა, ეგონა რომ ახალი თანამშრომლები მაგაზე დასთანხმდებოდნენ?

– ზოგი ალბათ, კი. ზოგს იძულებულს გახდიდა.

– მე? – მას აუცილებლა ეცოდინებოდა ნიკას გეგმები ჩემს მიმართ.

– შენ ჩემს გვერდით ხარ ! – მისი პასუხი ზედმეტად ორაზროვნად ჟღერდა. მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა მისგან რაიმეს გაგება.

– ერთხელ, ერთ–ერთ კომპანიასთან ხელშეკრულებას ვამზადებდი. სხვათაშორის მაშინ ძალიან მეუცნაურა იმ კომპანიის სახელი. ძალიან მწირი ინფორმაცია მომაწოდა მასზე. როდესაც მოვრჩი და ვაჩვენე, რამდენიმე პუნქტის შეცვლა მთხოვა. უნდოდა დარღვევით შემედგინა და პუნქტებს შორის ბალანსი არ დამეცვა. რათქმაუნდა უარი ვუთხარი. სხვა შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. მაშინ ვიფიქრე ახალი, რომ ვარ მცდის ან, შესაბამისი განათლება არ აქვს და შეეშალათქო. მას შემდეგ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია პირიქით, სხვებთან შედარებით ყოველთვის პატივისცემით მექცეოდა.

– ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. მშვენივრად იცოდა რასაც გთხოვდა. სიამოვნებით მივახრჩობდი ახალა მაგ ნაგავს. შენი გარევა როგორ იფიქრა. – წამოენთო და სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა.

– დიმა რაში მრევდა? რა კავშირი მაქვს მე ამ ყველაფერთან?

– თაკო რაც საჭირო იყო უკვე ყველაფერი იცი. გარდა იმისა, რომ მასთან მუშაობდი და იცნობდი სხვა შეხებაში არ ხარ და რას არ მივცემდი ოღონდ, არ იცნობდე.

– თუ ეს ამბები მე არ მეხება, მაშინ რატომ მიმალავდი. ხომ შეგეძლო თავიდანვე გეთქვა მისი ვინაობა?

– უკვე ყველაფერი გაიგე რაც საჭირო იყო. – მკაცრად გამიმეორა.

– რა მოხდა ბილიარდის ოთახში? – არ ვნებდებოდი.

– მორჩი ახლა დაკითხვებს და მასზე საუბარს თორე, ვბრაზდები უკვე.

– რაღაცას არ მეუბნები კიდევ და ჩემი ძალებით, რომ გავარკვიო მერე ალბათ მართლა გაბრაზდები.

– ვერაფერსაც ვერ გაარკვევ და მითუმეტეს მასთან მიახლოვებას გიკრძალავ. იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. – ისეთი ტონით მითხრა, მივხვდი მართლა საშინელების ჩადენა შეეძლო. სახეზე წყენა, რომ დამეწერა უცებ დატკბა. – თაკო გთხოვ მენდე !

– წვეულების დღეს სახლიდან, რომ გაიქეცი მის საცემად წახვედი ხო?

– მაშინ დაიმსახურა. ოღონდ, პირადად მე არ მიცემია. მანამდე არასდროს შევხებივარ ზურაბის ხათრით. კარგად იცოდა ეს და ხშირად სარგებლობდა, მაგრამ შენ ვერ გაგთვალა. ვერ მიხვდა, რომ შენ ერთადერთი ხარ ვის გამოც შემიძლია მოვკლა კიდეც.

– არავის მოკვლა არაა საჭირო ჩემს გამო, თავის დაცვა მე თვითონაც შემიძლია. მთავარია მე სიმართლე ვიცოდე, ის სიმართლე რომელსაც კიდევ მიმალავ. – მისგან მეტს ვერაფერ მოვისმენდი ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა სრული სიმართლე. გაჩერებას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მისთვის არ მეწყენინებია.

– იმ სამყაროში სადაც მე ვცხოვრობ და სადაც მასეთი სარეველები არიან შენნაირ სუფთა ადამიანებს თავის დაცვა არ შეუძლიათ დამიჯერე. აქ ბინძური თამაშის წესებია. თანაც ისეთი, შენ თავში აზრადაც არ მოგივა.

– უფრო მიმძაფრებ ეჭვებს. ნინასთან რომ მეგობრობს ეგ იცი?

– რათქმაუნდა და მეცოდება კიდეც მასაც გახვევს რამე შარში.

– ნინას, რატომ დაშორდი?

– მოიცა, მე რა დაკითხვაზე ვარ და არ ვიცი?

– არა. უბრალოდ საყვარელი მეუღლე ატარებს მინი გამოძიებას.

– ჩემს საყვარელ მეუღლეს გადაეცი, რომ მის ფიქრებში მხოლოდ მე უნდა ვიყო. მაგათ შეეშვას რა ! – მხრებზე მომეხვია. –ისე, შენ საიდან არკვევ ამ ამბებს?

– დიმა, მე მხოლოდ შენთან ვარ არეული თორემ, შენს იქით მშვენივრად ვიცი რა, როგორ უნდა ვაკეთო.

– მაგ ჭკუა მე დამახარჯო ჯობია და კიდევ, ამ თემას აღარასოდეს დავუბრუნდებით ! ამაზე მეტის ცოდნა არაა საჭირო. ახლა წამოდი დავწვეთ !

– მოიცა, ჯერ ყვავილებს ჩავალაგებ ლარნაკში. არ მინდა დაჭკნეს.

– არაუშავს, ხვალ ახალს მოგიტან.

– ასე ერთბაშად ნუ გარომანტიკოსდები ახლა, დამაცადე გააზრება. – სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე . – კიდევ კარგი ეს ამბავი ახლა, რომ გავიგე თორე, მანამდე მესამე მსოფლიო ომს მოგიწყობდი ალბათ.

– ახლა ანუ როდის? რას გულისხმობ?

– როგორ გინდა სულ შენთვის სასრგებლო სიტყვები გამომტყუო.

– ხო მინდა და მითხარი, „ახლა“ რას ნიშნავს?

– ახლა ანუ, როდესაც მე და შენ კიარა, უკვე „ჩვენ“ ვართ და არაფერია ჩემთვის ახლა ჩვენზე მნიშვნელოვანი.

– აი, სულ ასეთი სიტყვები მინდა მესმოდეს შენგან, სულ ასეთი მინდა იყო. –გულში ჩამიკრა. ყოველჯერზე, როდესაც მეხუტებოდა მე ათასჯერ მეტად ვეკვროდი, რადგან არასდროს არ მყოფნიდა მისი შეგრძნება. ვერ ვკმაყოფილდებოდი მისი სითბოთი და სურნელით.

– წამო საწოლშიც ჩაგეხუტები და ისე დავიძინოთ. – საწოლამდე ისე მივედით არც მოვშორებივარ.

– ჩამეხუტები და დავიძინოთ– გაიმეორა დანანებით.– კარგი დავიძინოთ!

ძალიან მიჭირდა მის გვერდით მშვიდად წოლა და ძილი. განსაკუთრებით დილით მასზე აკრული რომ ვიღვიძებდი, მაგრამ სურვილის მიუხედავად მზად არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მისიც ძალიან კარგად მესმოდა ჩემში ამ ძალას ვერ ვპოულობდი. სწორედ ამიტომ ან კლოუნის პიჟამოს ვარჩევდი ამ ძალიან უჟმურს. მის დანახვაზე სურვილი, რომ დაგეკარგება ადამიანს. სულ დამცინოდა მათ გამო. ამჯერადაც ერთ–ერთი მოვირგე, საწოლში ჩავსკუპტი და გულზე მივეხუტე. ის ჩვეულებისამებრ ჩემი თმების ფერებას შეუდგა. ამ დრო ისე ვინაბებოდი, წამში მეძინებოდა ხოლმე.
შუაღამე იქნებოდა, კარებზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გაგვაღვიძა. შეშინებული წამოვხტი და გასარებად მივვარდი. ფერდაკარგული ლელა დამხვდა...




ნეტა მალე დაამთავრო, რომ წავიკითხო და ჩემი აზრი გადმოგცე

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

სიყვარული გულს გვტკენს
ნეტა მალე დაამთავრო, რომ წავიკითხო და ჩემი აზრი გადმოგცე

შეგიძლია ახლაც გადმომცე. დამთავრებას რატომ უცდი?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი იყო მომეწონა მაგრამ კიდევ რაღაცას მალავს ეს ბიჭი ისეთი რა მოხდა რომ ლეილა ფერმკრთალი რომ იყო ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
რა მაგარი იყო მომეწონა მაგრამ კიდევ რაღაცას მალავს ეს ბიჭი ისეთი რა მოხდა რომ ლეილა ფერმკრთალი რომ იყო ველოდები მოუთმენლად მადლობა წარმატებები

მადლობა ჩემო ძვირფასო. ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი Life is beautiful

ისეთი იყო აი მომდევნო თავის წაკითხვის სურვილს უფრო რო გიღვივებს და ერთ სულზე ხარ როდის დაიდებააა :)))))
ვერი ვერი გუდგუდ ^_^ მოტკბო მომჟავი ფეიხოს სუნი ასდის.. ამ ისტოს ეს ჩემეული თვალთახედვით..


პ.ს.... ფეიხო იმიტორო ვგიჟდრბი ისე მიყვარს და ეს ისტოც ამიტომ არის ამ. არომატის♥️????

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
ისეთი იყო აი მომდევნო თავის წაკითხვის სურვილს უფრო რო გიღვივებს და ერთ სულზე ხარ როდის დაიდებააა :)))))
ვერი ვერი გუდგუდ ^_^ მოტკბო მომჟავი ფეიხოს სუნი ასდის.. ამ ისტოს ეს ჩემეული თვალთახედვით..


პ.ს.... ფეიხო იმიტორო ვგიჟდრბი ისე მიყვარს და ეს ისტოც ამიტომ არის ამ. არომატის♥️????

მეც მიყვარს ფეიხო! ♥️ ხოდა იყოს ფეიხოს არომატის. მადლობა შენ ! მანებივრებ ყოველთვის ♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი თეო

უჰ სულ ისეთ მომენტებში წყვეტ რომ ძლივს ვითმენ და სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თეო
უჰ სულ ისეთ მომენტებში წყვეტ რომ ძლივს ვითმენ და სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ

♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადე, რა

 


№10  offline წევრი თათია-თათა

მეც მოუთმენლად ველი ახალ თავს :)

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთა

აუ მალე დადე რა ველი შემდეგ თავს

აუ მალე დადე რა ველი შემდეგ თავს

 


№12 სტუმარი ანუ

მალე დადე გთხოოოვ

 


სექსვალური არა, სექსუალური.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent