შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მზე ამოვიდა (მეორე თავი)


16-12-2020, 16:01
ავტორი DiscoverYourWo(L)d
ნანახია 994

- ახლახანს სტეიკი მოვამზადე. მიირთმევ? - გამიღიმა ნოემ.
- დიდი სიამოვნებით - ვუთხარი მე და იქვე მდგარ საწერ მაგიდასთან დავჯექი. ძალიან მაინტერესებდა, რას საქმიანობდა ნოე. ან რა უნდა ეკეთებინა განსაკუთრებული? - ნოე, რას საქმიანობ? - ვკითხე ცოტა მორიდებით. მერე კი ვიფიქრე ნეტავი საერთოდ არ დამესვა ეს შეკითხვა.
- ჰმმ, ფინანსისტი ვარ. ჯერ-ჯერობით პროფესიით არ ვმუშაობ. წელს დავასრულე სწავლა.
- აბა თავს როგორ ირჩენ? - რა მალაპარაკებდა, რამდენს ვლაპარაკობ. ისე შემრცხვა ამ სიტყვების. ეს რომ ჩემს წრეში მეკითხა ალბათ თავს მომაჭრიდნენ.
- მე პარალელურად მწერალი ვარ. მიყვარს წერა. ჩემს ნაშრომს კი ჟურნალ-გაზეთებში ვაქვეყნებ. ამით ვირჩენ თავს. დიდი არაფერია, განსაკუთრებით დადიანებს თვალში, ხომ მართალია? - მორიდებით დახარა თავი. მე ხმა ვეღარ ამოვიღე. მაშინ ვერ ვთქვი რაღაც, როცა საჭირო იყო. ბიჭი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. ბოლოს როგორც იქნა ხმის ამოღება შევძელი.
- არა, მწერლობა სათაკილო არაა არავის თვალში. მეც ვწერ ხოლმე ლექსებსა და მოთხრობებს. - და აი ახლა მე საშინლად ვიცრუე. არასოდეს არ დამიწერია არც ლექსი და არც მოთხრობა.
- მართლა?! - გამიღიმა მან. ეტყობოდა, რომ გაუხარდა ჩემი ,,უბრალოება“ სხვა დადიანებისაგან განსხვავებით. ყველა იცნობდა დადიანების დიდ ოჯახს და იცოდნენ როგორი ხალხიც ვიყავით. ამიტომაც გაუკვირდა ნოეს ჩემი უბრალოება. სამწუხაროდ, მე მოვატყუე, არც მე არ ვიყავი ისეთი ანგელოზი როგორიც მან დამინახა...
- კი, მე მიყვარს წერა.
- კარგია, შეგიძლია რომელიმე შენი მოთხრობა წამიკითხო?
- ახლა არ მაქვს თან... აუცილებლად, ოდესმე აუცილებლად წაგაკითხებ. - ზრდილობიანად გავუღიმე მე.
- ოჰო, მშვენიერია. ამ ნათქვამით დააზუსტე, რომ შენ კიდევ მნახავ - თავი ამაყად აწია ნოემ.
- რამდენი წლის ხარ ნოე?
- ოცდაერთის. შენ?
- ცხრამეტის.
- ალბათ შენი შეყვარებული შენზე მუდმივად ეჭვიანობს. - წვერზე მოისვა ხელი და ქვედა მზერით, მორცხვად ამომხედა.
- კი, ძალიან ეჭვიანია. - ვთქვი მე და გავიცინე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა ჰგონებოდა, რომ ვინმე მიყვარდა.
- ოჰო - არ მოელოდა ამ პასუხს. თმები გვერდზე გადაიწია და ფეხსაცმლის თასმა გაისწორა. მგონი დაიბნა.
- შენი შეყვარებულიც ეჭვიანია? - ცნობისმოყვარეობით ვიკითხე მე.
- კი, ძალიან ეჭვიანია. როდესაც შენ დააკაკუნე, მაშინ ველაპარაკებოდი და ისე იეჭვიანა უკვე გზაშია და მოდის. - სიცილი დაიწყო მან. ძალიან ვიუხერხულე და გავბრაზდი. არ ვიცი რამ გამაბრაზა, მაგრამ გავბრაზდი.
- რა ჰქვია შენს გოგოს? - გავიღიმე მე.
- სალომე.
- მშვენიერია - უკმაყოფილოდ ვთქვი მე და მაგიდაზე, ჩემთვის მდგარი ყავა მოვსვი.
- რამე მოხდა? - ტუჩები უცნაურად აათამაშა, ოდნავ წინ გამოსწია და თან განზე გაწია, თვალები მოჭუტა და თავი ორჯერ გააქნია. თან ოდნავ იღიმოდა.
ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სიმპათიური და მაგარი, რომ მივაშტერდი და გიჟივით ვიღიმოდი.
- კარგად ხარ? - მკითხა მან.
- კი, კი, კარგად ვარ. - გავუცინე მეც.
- შენს ბიჭს რა ჰქვია? - ხმადაბლა მკითხა მან . მე დავიბენი... რა უნდა მეთქვა და იმისათვის, რომ არც ტყუილი ყოფილიყო და არც არაფერი არ შემემჩნია, ვუთხარი რომ დანიელი ერქვა.
- დანიელი? დანიელი რატომ ჰქვია? - გაიცინა მან.
- რა გინდა? დანიელი მშვენიერი სახელია.
- მართალია მხოლოდ სახელია მშვენიერი, შენი ბიჭი კი სულაც არაა მშვენიერი. - კმაყოფილად ჩაიღიმა.
- რას ერჩი ჩემს ბიჭს? - ვკითხე მე.
- არაფერს - მხრები აიჩეჩა მან.
- კარგი.
- კარგი - გაიღიმა... კიდევ სიგიჟემდე გავშტერდი. ვერ წარმოიდგენთ რა საყვარელი იყო. მისი მიმიკები, ჟესტები, საუბრის მანერა, გარეგნობა, ხასიათი, სამოსი და იდეალური აღნაგობა. ეს ყველაფერი მაკვირვებდა და მაგიჟებდა, რადგან მის მსგავსს არ შევხვედროდი.
- ესეც ასე, სუფრა გაშლილია. - სუფრასთან მიმიწვია მან.
დავჯექით და ვახშმობა დავიწყეთ.
- აბა სად არის სალომე? რატომ არ მოვიდა? - ვიკითხე მე და ღვინოს გავუსინჯე გემო.
- არვიცი, ალბათ აგვიანებს. - გაუკვირდა მას.
- ვერ ვიტან არაპუნტქუალურ ხალხს. - ჩემმა ,,მე“-მ შემომიტია. ენას ვერ ვაჩერებდი.
- შენ კი ხალხი ვერ გიტანს - სარკაზმულად გამიღიმა მან. ამის შემდგომ ხმაამოუღებლად გავაგრძელეთ ვახშმობა.
- დიდი მადლობა, ძალიან გემრიელი იყო. შენ ამზადებ ხომ? - ვთქვი და მაგიდის მოსუფთავება დავიწყე.
- კი, მე მოვამზადე. გაანებე თავი, მე ავალაგებ.
- მეც მოგეხმარები.
- არმინდა, წადი ბუხართან დაჯექი და გათბი.
- მადლობა ყველაფრისათვის ნოე. - მხარზე დავადე ხელი და გავუღიმე. ბუხართან წავედი და ხალიჩაზე დავჯექი. ძალიან თბილოდა. ცეცხლი თამაშბდა. ირგვლივ ყველაფერი განათებულიყო. უცებ სიმღერა მომინდა. იქვე გიტარა იყო, მაგრამ შემრცხვა და არ ავიღე. ცეცხლს მზერით ვეთამაშებოდი. შემდეგ კი თითქოს მხოლოდ ის ჩარჩა ჩემს გონებაში. მახსოვს რომ ცეცხლს ვუყურებდი. მიუხედავად ამისა, ჩამძინებია.
დილას, თვალები გავახილე და ვხედავ ხის ჭერს. გავიხედ-გამოვიხედე და ხალიჩაზე ვიწექი. თავი ნოეს მკერდზე მედო. არაფერი არ მეფარა. კიდევ კარგი ცეცხლი მაინც ენთო და არ გავიყინე. გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. შემეშინდა, სასწრაფოდ ავდექი. ტელეფონს დავხედე და ოცდათხუთმეტი გამოტოვებული ზარი დამხვდა. შემეშინდა. სასწრაფოდ სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი. როდესაც გამოვედი ნოე აღარ იწვა ბუხართან. ვერ შევამჩნიე სად იყო. სარკესთან თმებს ვისწორებდი, როდესაც ვიღაცამ ცხელი ყავა გამომიწოდა. ეს ნოე იყო.
- დილამშვიდობისა - გამიღიმა მან. როგორ ქარიზმა ჰქონდა, კინაღამ თავბრუ დამეხვა. დავიბენი როდესაც მისი ლამაზი თვალები და თმები დავინახე, ისეთი როგორიც არასოდეს არ მინახავს.
- დილამშვიდობისა. გუშინ რა მოხდა? - მორცხვად ვიკითხე მე.
- არაფერი, მეც ბუხართან მოვედი. შენ კი გეძინა. აღარ გაგაღვიძე, მივხვდი, რომ გადაღლილი იქნებოდი. შემდეგ გიტარაზე დავუკარი და სითბომ მომთენთა. დამეძინა და დილას ასე გავიღვიძე. ახლა კი შხაპი უნდა მივიღო შენის ნებართვით. - გამიღიმა მან და იქვე მდგარი გარდერობიდან, თეთრი პერანგი, შავი პიჯაკი და იმავე სტილის შავი შარვალი გამოიღო. გამიკვირდა, ეს ბიჭი ასეთ სამოსში გამოწყობას თუ შეძლებდა, არ მეგონა.
- იცი მე უნდა წავიდე. - ვუთხარი მე. - დიდი მადლობა ყველაფრისთვის ნოე.
- არაფრის, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანა. - მითხრა მან და კარამდე მიმაცილა.
- იმედია ოდესმე კიდევ შევხვდებით. - გავუღიმე მე.
- შევხვდები - დარწმუნებით მითხრა მან.
მე მანქანისკენ წავედი, მან კი კარი დახურა და უკვე დადიანების აურა ვიგრძენი. როგორ გამიჭირდა მისგან წამოსვლა. იქ ხომ ასე მშვიდად ვიყავი. გამახსენდა დანიელი, ნიკოლოზი, აბელი და ეს იმდენად დამთრგუნავი იყო, რომ ნაბიჯის გადადგმაც კი გამიჭირდა.
მანქანაში ჩავჯექი და ავტობანს გავუყევი, რომ მანქანა მომებრუნებინა. როგორ იქნა ეს გზის პრობლემა მოვაგვარე. ისევ 4 საათი უნდა მევლო ამ ავტობანზე. ახლა კი დილის 9 საათი იყო. მიახლოებით პირველი საათისთვის დადიანების მამულს მივუახლოვდი. გარეთ დემეტრე დავინახე. დღეს შაბათი იყო და ლექციები არ გვქონდა.
- ანა! - იყვირა მან. - სად იყავი? კარგად ხარ?
- კარგად ვარ დემეტრე.
- როგორ გაბედე ესე მოქცევა. იცი მამა როგორ ცუდადაა? - მითხრა მკაცრად. - იცი დედა რა დღეშია. მე და თაიაზე არაფერს აღარ ვამბობ. დანიელი მთელი დღე გეძებდა.
მე სახლში შევედი და ახლა მომიწევდა მთელი ოჯახისთვის ამეხსნა ეს ყველაფერი. თითქოს ავღელდი. ნერვიულობა და ღრმა ჩასუნთქვების სერია დამეწყო. იქვე დავინახე დანიელი და ნიკოლოზი იჯდნენ.
- მამა! - ვთქვი მორიდებით.
- ანა! - წამოიყვირა მან და ჩემსკენ წამოვიდა. - სად იყავი? კარგად ხარ?
აი ასეთი კითხვა პასუხები იყო ცალ-ცალკე ყველა ოჯახის წევრთან. მადლობა ღმერთს, არავის არანაირი საყვედური არ უთქვამს, როდესაც მომხდარი ავუხსენი. ისინი ძალიან ნანერვიულები იყვნენ. ვინანე რაც გავაკეთე. ვუთხარი რომ ერთმა უბრალო ბიჭმა შემიფარა. არ მომიყოლია ის რაც გუშინ მოხდა, თუ როგორი საყვარელი იყო ის. უბრალოდ ვთქვი რომ სტეიკით გამიმასპინძლდა. არ მინდა ოჯახის სულელური დიალოგებით თავი მოგაბეზროთ. ოთახში ავედი და შევეცადე გუშინდელი ტყული ამენაზღაურებინა, ამიტომაც საწერ მაგიდას მივუჯექი და ლეპტოპში გუშინდელი დღე დაწვრილებით მოვყევი. ტყუილი უნდა გამომესყიდა.



№1 სტუმარი ana

ამ რომანს რატო აღარ აგრძელებ?

 


№2  offline წევრი DiscoverYourWo(L)d

ana
ამ რომანს რატო აღარ აგრძელებ?

ვაგრძელებ, უბრალოდ პირადი მიზეზების გამო, რაღაც პერიოდი ვერ ვწერდიი <3
ახლა უკვე დავდე მესამე თავი და მეოთხე თავიც ხვალისთვის იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent