მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-14.
ხო,სანამ დავიწყებ კიდევ გეტყვით :D არ მეწერება ყველაფერი რეალობასთან შესაბამისად, დავწერ "ჩემებურ "სასამართლოს ^^ გმადლობთ <3 კიდევ წინასწარ გაგაფრთხილებთ იმაზეც ,რომ ბევრი რაღაც მოხდება ამ ერთ თავში,ამავდროულად საკმაოდ სწრაფად! ისიამოვნეთ <3 -ეს ის გოგოაა. -კანონის დამრღვევი! -მეი. -მე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი ! სამხილები ,რომლებიც ამტკიცებენ რომ ლუკას დილენი დამნაშავე არაა! ყველა პირ ღია მიყურებდა,მათ შორის ლუკასიც. მე კი ერთადერთი ვიყავი ვინც ამ წამს კმაყოფილი იღიმოდა! -როგორ ბედავთ ასე შემოჭრას შუა პროცესზე!? უეცრად აგრესიული წინადადებით წამოვიდა ჩემსკენ ბელგი,რომელიც აშკარად გაღიზიანდა რომ მოვახერხე და მაინც შემოვედი,მაგრამ არც მე არ დავრჩებოდი ვალში. -მე მაქვს უფლება ამ სასამართლოს დავესწრო ,რადგან მნიშვნელოვანი განაცხადი მაქვს. აქ იმისთვის ვარ რომ ჩემი ქმრის უდანაშაულობა დავამტკიცო. ბოლო წინადადება ისე ვთქვი ,რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი გაბედულად და იმასაც გარკვეულად ვხედავდი როგორ მძვინვარებდა მასში მხეცი,რომელიც სამართლის სახელით იმალება მისი სასტიკი ნატურის მიღმა! -არ მანაღვლებს აქ რატომ ხართ,თქვენ არ გამოცხადით პროცესზე დროულად რომ თქვენი ქმრის უდანაშაულობა დაგემტკიცებინათ. დრო გავიდა და უკვე გადაწყვეტილებაც მიღოო ბატონმა მოსამართლემ. თქვა და მეტად შეკრა შუბლი,თან ისე რომ ამ დროის მანძილე წინ მედგა და არ მიშვებდა წინ. -კარგად ვიცი რა თამაშსაც თამაშობთ და არ გამოგივათ,გზიდან გამეცალეთ. უკვე სახიფათო გამოხედვით ვუთხარი,რაზეც მეტად გაბრაზდა ,მაგრამ ადგილიდან მაინც არ მოიცვალა ფეხი. ამაზე კი უკვე ჯონათანი წამოვიდა წინ. -როგორც მისი ადვოკატი მოვითხოვ ,რომ ჩემი დრო დამითმოთ და მომცეთ საშუალება მტკიცებულელებები წარმოვადგინო, ლუკას დილენის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. პირდაპირ მოსამართლის მისამართით გამოაცხადა,რაზეც უკვე მოსამართლეც ჩაერთო ამაში და მშვიდად გამოაცხადა. -ბატონო ბელგ ,გამოატარეთ. ამაზე ცოტახანს მაინც ბრაზისგან გაწითლებული იდგა ბელგი,რაზეც ჯიბრიანი ღიმილით გავიმეორე მოსამართლის ბრძანება. -ვერ გაიგე რა თქვა მოსამართლემ,გზიდან გამეცალე. ამის შემდეგ კი არც დავაცადე ისე ავუარე გვერდი. ადგილზე მისულებმა ,ჯონათანმა უკვე ფურცლების მომზადება დაიწყო და ასევე ჩანაწერების,რომლებსაც ამ დარბაზში ყველა იხილავდა როგორც დამამტკიცებელი საბუთი. ლუკას შევხედე და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ეს შრომა და ყოველი მცდელობა ამათ ღირდა...იმდენად დაღლილი ჩანდა და ისეთი ფერმკთალი იყო ,რომ უკვე გასაგები იყო რამდენად გააწვალეს. ამის გამო კი გული მტკიოდა და მეტად მინდებოდა ,რომ რაც შეიძლება მალე დამემტკიცებინა მისი უდანაშაულობა. -მეი გავედი ,წარმატებები მისურვე. მშვიდად გადმომილაპარაკა ჯონათანმა და ფურცლებით ხელში მაქცია ზურგი! ადგილზე მისულმა კი ყველას თვალი გაადავლო,ლუკას იმედიანი სახით გახედა და დაიწყო. -როგორც იცით სამი კვირის უკან ღამით,ცხრის ოც წუთზე (ადგილზე) მოხდა ლუკას დილენის დამნაშავედ დაკავება და განყოფილებაში გადმოყვანა,მკვლელობისსთვის. მაგრამ მე მაქვს სამხილები ,რომლებიც ამტკიბენ რომ ეს იყო თავდაცვა და მამაკაცი დიდიხნის მანძილზე უთვალთვალებდა ამ ოჯახს! ხოლო ამ ჯერად ის იარაღით დაემუქრა ბატონ ლუკას,მან კი თავდაცვის მიზნით მძიმე საგანი ჩაარტყა და გაუთვალისწინებლად მამაკაცს ცუდ ადგილას მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. იქ მდებარე მაღაზიის ვიდეო კამერა პირდაპირ უყურებს ამ მხარეს და ამ სცენას,სწორედ ახლა წარმოგიდგენთ ამ ჩანაწერებს და თქვენი თვალით ნახეთ. ეს რომ თქვა კარგად დავინახე როგორ დაკარგა ბატონმა ბელგმა ფერი და როგორ ანერვიულდა! ამაზე კი მე კმაყოფილმა ჩავიღიმე. ჯონათანმა ჩანაწერი მალევე ჩართო და დიდ ეკრანზე და ყველას თვალწინ დაიწყო ის სცენა ,სადაც მხოლოდ ის ჩანს თუ როგორ უმიზნებს ის მამაკაცი ლუკას იარაღს,შემდეგ კი როგორღაც ბოლო მომენტი სადაც ლუკასი კაცს ადგას თავზე და მის პულს სინჯავს...ამ დროს მეც იქ ვიდექი,მაგრამ ეს ადგილი არ ჩანს. როგორც ჩანს ჯონათანმა გადაწყვიტა რომ ამ საქმეში საერთოდ არ გაამრიოს. ამ სცენას ყველა ინტერესით უყურებდა და ერთმანეთში განიხილავდნენ. ჩურჩულებდნენ ,თანაც გაუჩერებლად! მე კი მხოლოდ ლუკას ვუყურებდი,რომელიც ნერვიულობდა! ის ხო განაჩენს ელოდება ,ნეტავი გაამართლებენ მის დანაშაულს? ამაზე ვფიქრობდი მოსამართლის ხმამ რომ დაარღვია ყველას ჩურჩული. -სიმშვიდე დარბაზში! შესვებას ვაცხადებ ოცი წუთი. ოც წუთში კი გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ,რა ფარგლებში დაისჯება ლუკას დილენს,ჩადენილი დანაშაულისთვის. ოცი წუთი დიდი არაფერი არაა,მაგრამ თითქოს ეს ოცი წუთიც ალბათ ჩემთვის სააუკუნებად გაიწელება,რადგან უკვე ვეღარ ვითმენ! -კარგად ხარ მეი? მკითხა დარდიანი თვალებით ტობიასმა ,რაზეც გამოვფხიზლდი. -კი,კი უბრალოდ ვნერვიულობ. ვთქვი და თავი ჩავხარე,რაზეც წელზე მომისვა ხელი. -არ ინერვიულო,აუცილებლად დავიხსნით. ამაზე მე ღიმილით ავხედე და თავი დავუქნიე,შემდეგ კი შესვენებისთვის გადავწყვიტე ცოტა მეჭამა. დილიდან არაფერი არ ჩამიდია პირში,ამის გაცნობიერებაზე კი საყვედურიც მივიღე ბიჭებისგან! ამ ნერვიულობაში სულ გადამავიწყდა ჭამა. საბედნიეროდ ამ პროცესში მალე გაირბინა ამ ოცმა წუთმა და მალევე დავბრუნდით სასამართლო დარბაზში. დაძაბულობა იყო და არავინ არ იღებდა ხმას,ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდა. -დიდხანს ვიმსჯელე და განვიხილე ჩემს კოლეგებთან ერთად ეს საქმე და სამხილებიც ,რომლებიც ბატონმა ჯონათანმა წარმოგვიდგინა! ამ ყველაფრის შემდეგ კი გადაწყვეტილება მივიღე. გული გამალებით მიცემდა და უკვე მგონი კანკალიც კი ამიტყდა ამის გამო,მაგრამ უეცრად რომ ხელი ვიგრძენი ხელზე დავმშვიდდი! ეს ვილიამი იყო,რომელმაც ხელი ჩამკიდა და ღიმილით შემომხედა,თან ჩუმად მიჩურჩულა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -გადავწყვიტე რომ ბრალდებული დამნაშავე არაა! მას არ დაეკისრება სასამართლოს წინაშე სასჯელის ციხეში მოხდა. ამის გაგება იყო ბედნიერებისგან ,რომ წამოვიყვირე და ფეხზე წამოვხტი! ვერც გავაცნობიერე რომ ამ დროს უდიდეს დარბაზში ვიყავი,სადაც ბევრი ხალხი იყო! ამაზე კი ლუკას გავხედე ,რომელსაც გაეცინა. ღმერთო რა მშვენიერია ასე რომ იღიმის! სულ მინდა რომ ამ ღიმილს ვხედავდე მის სახეზე. შორიდან ვაკვირდები და თან უკვე ნელ-ნელა მისკენ მივდივარ. მას უკვე პორკილებს ხსნიან,მე კი მეტად ვუჩქარებ ნაბიჯს რომ მალე მივიდე მასთან! და აი სააბოლოდ მივედი მასთან და არც კი დავაცადე არაფერი,პირდაპირ ძლიერ ჩავეხუტე! ჩავეხუტე და მჭიდროდ მოვხვიე ხელები კისერზე,მანაც წელზე მომხვია ნაზად ხელები და მის კისერში ჩადებულ თავზე ხელი მშვიდად მომისვა. უკვე ძლივს ვითმენდი რომ სიხარულისგან არ მეტირა...ისე შემეშინდა რომ ვეღარ ვნახავდი. -ლუკას,იცი როგორ მომენატრე... ხმის კანკალით ვუჩურჩულე ყურში,რადგან უკვე ტირილს ვაპირებდი,მაგრამ მისი პასუხი რომ გავიგონე სულ დამავიწყდა ყველაფერი და ადგილზე გავიყინე! -მეც ძაალიან მენატრებოდი მეი. ეს იყო და ეს ,გაუცნობიერებლად რომ მოვშორდი მის სხეულს და გაფართოვებული თვალებით შევხედე...ვერ ვიჯერებდი რომ ეს მითხრა! მართლა ლუკასია ეს? -ლუკას ? ეს შენ ხარ? ლუკას დილენი? გაოცებულმა ხუმრობაში გადავიტანე ეს ყველაფერი ,რაზეც მას გაეცინა და თავის ქნევით მიპასუხა. -კი,მე ვარ,ლუკას დილენი ვარ,შენი ქმარი. ეს რომ მითხრა მეც გავიცინე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. ხო ,ვიცი რომ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა რომ სულ ყოველ წამს ვეხუტოთ და ეს სიახლოვე გამოვხატოთ,მაგრამ იმდენად მომენატრა რომ ხელს ვერ ვუშვებ! რამისა ვუთხრა რომ დღეს ღამით ჩემთან დაიძინოს. -როგორც ჩანს შენი იმედი ყოველთვის უნდა მქონდეს. უეცრად ეს მიჩურჩულა,რაზეც გამეღიმა. -რა თქმა უნდა,მე ჩემი ვალი დაგიბრუნე,ჩემო გადამრჩელო. ამის თქმაზე მისი ჩაცინება მომესმა. -არა,უბრალოდ შენ ხარ ასეთი. იმდენად გენდობი და იმდენად მაქვს შენი იმედი,რომ კლდიდან რომ ვიჩეხებოდე,შენ მოგიხმობ და შენ დაგიძახებ. როგორი გულღიაა,ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ჩემს თავს ხდება! ეს სიტყვები მისგან არასოდეს არ მომისმენია და არც მეგონა როდესმე თუ მოვისმენდი. -ამას ნდობას ეძახიან და კიდევ ერთ რაღაცას. ვუთხარი და მორცხვად ავხედე,რაზეც ღიმილით მკითხა. -რას ეძახიან კიდე? არ ვიცი თავში რა მიტრიალებდა ,მაგრამ ან ახლა ან კი არასდროს,ეს უნდა ვთქვა! -მგონი სიყვარულს ეძახიან... ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გავიაზრე რა ვთქვი ამ წამს და ავნერვიულდი...მას სიყვარული არ შეუძლია,რას ვაკეთებ?! ეს მშვენიერი მომენტი სულ გავაფუჭე! ეს უხერხულობა როგორ გამოვასწორო?! -ხო ,მგონი ეს სიყვარულია. ამაზე ვნერვიულობდი მისმა პასუხმა რომ გამომაფხიზლა და ყველანაირ ფიქრებს მომწყვიტა! ეს მან მართლა თქვა?! მგონი სიყვარულიაო! ანუ ფიქრობს რომ შევუყვარდი!? -ეს,ეს რას ნიშნავს? ლუკას... ხმა ამიკანკალდა! ნუთუ,ნუთუ შევუყვარდი? -ანუ შეძელი? უკვე ჩაცრემლილი თვალებით ვკითხე და სულ არ მანაღვლებდა ,რომ ამ წამს მგონი ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა და გვიყურებდა! -შევძელი,შემიყვარდი. ეს მშვენიერი სიტყვები მითხრა და ამის შემდეგ ნაზად მაკოცა. ეს სიზმარია?! რამე ფანტაზიურ სამყაროში ვარ?! ნუთუ ილუზიაა?! მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებდა თავში და თან თითქოს გარშემო უკვე ყველაფერი ტრიალებდა...ყველა და ყველაფერი გაქრა და მხოლოდ მე და ლუკასი დავრჩით ამ უდიდეს დარბაზში. ამ ჯადოსნურ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება შევინახავ ,როგორც ყველაზე ძვირფას მოგონებას! მოგონებას,რომელმაც შემახსენა რისთვის გავჩნდი სინამდვილეში და რამხელა საჩუქარია სიცოცხლე და ეს სახელი...”ადამიანი" ეს პატარა ადამიანი რამხელა გრძნობებს იტევს,რამდენ განცდებს! სიყვარული?! ეს სასწაული არაა? ჩემი აზრით კი...ვინ წარმოიდგენდა რომ როდესმე ლუკას დილენი სიყვარულს შეძლებდა,ვინ წარმოიდგენდა. ერთი თვის შემდეგ: ჩვენი თანაცხოვრება ამ მშვენიერი დღის შემდეგ სრულებით შეიცვალა! ჩვენ მეტად დაავახლოვდით და გავიხსენით ერთმანეთან! მთელი დღე შეგვეძლო სიცილში და საუბარში გაგვეტარებინა,ისე რომ არც ვიღლებოდით! ეს სასიამოვნო პროცესი იყო,რომელიც მეტად ამყარებდა ჩვენს ურთიერთობას და ჩვენს სიყვარულს. ლუკასი ყოველდღე მაიძულებდა ადგილზე დავმჯდარიყავი,შემდეგ კი თვითონ საათობით ესაუბრებოდა ჩვენ შვილს. ვიცი რომ ჯერ კიდევ წინაა მთელი ცხოვრება და ერთი სული მაქვს ჩვენს პირველ შვილთან ერთად დავიწყოთ ცხოვრება,მაგრამ თან მეშინია...სხვანაირი რომ იყოს და იგივე ბედი ეწიოს რაც მე? სხვა ოცნებები რომ ჰქონდეს? არა ,მე არაფერს არ ვნანობ,მაგრამ ვაღიარებ რომ ეს განვლილი გზა ძაალიან რთული იყო ჩემთვის და რომ არა ლუკასის მსგავსი ადამიანი,ალბათ ამ ყველაფერს ძაალიან ცუდი დასასრული ექნებოდა! არაფა ყველაფერი უფრო იოლი იქნებოდა ჩემი სურვილით რომ ამერჩია როდის შემყვარებოდა და არა მაინც და მაინც 28 წლის ასაკში,ჩემი სურვილის წინააღმდეგ. -რაზე ფიქრობ? ამ ფიქრებში ვიყავი ლუკასმა რომ ღიმილით მკითხა,რაზეც ასევე ღიმილითვე ვუპასუხე. -ისეთი არაფერი, ჩვენს შვილზე ვფიქრობდი...ნეტავ როგორი იქნება? ეს რომ ვთქვი დავინახე როგორ აუბრწყინდა თვალები. -დარწმუნებული ვარ შესანიშნავი იქნება. ამაზე მეც რბილად გავუღიმე და ისევ იგივე ნეგატიურ აზრებში ჩავიფალი. მიახლოვებით ნახევარ საათში ლუკასმა მანქანა გააჩერა და მეც დავიბენი. -ლუკას,აქ რა გვინდა? დაბნეულმა და თან გაოცებულმა ვიკითხე,რადგან ამ წამს სანაპიროს წინ ვიდექით,რომელიც ულამაზესი იყო და თან გარშემოც არავინ არ იყო. -შენთვის პატარა საღამო მოვაწყე. ამის გაგონებაზე გამეცინა. -არ მეგონა ასეთს თუ როდესმე გნახავდი. ამაზე მასაც გაეცინა. -სხვათაშორის არც მე...წავიდეთ? თქვა და ამით დასრულა თუ არა თან ხელი გამომიწოდა,რაზეც ხელი მოვკიდე და უკან გავყევი. მალევე პატარა მაგიდასთან გავჩერდით,რომელზეც მგონი ჩვენთვის იყო რაღაც რომანტიული სუფრა გაშლილი. პატარა,მაგრამ ეს ყველაფერი ერთად და თან ეს მნათობი სანთელიც უმშვენიერეს ხდიდა ამ ყველაფერს. -ეს ჩვენთვისაა? გაკვირვებულმა ვიკითხე,რაზეც თავი დამიქნია და სკამი გამომიწია რომ დავმჯდარიყავი. -ამას მართლა არ მოველოდი... ვთქვი ღიმილით და წინ რომ დამიჯდა ხელი ხელზე მოვკიდე. -ლუკას, დიდი მადლობა. ამ წამს ნეტავი ჩემს თავში ჩაგახედა რა ბედნიერი ვარ. ეს რომ ვუთხარი ნათლად გამიღიმა და მითხრა. -მადლობას ეს მე უნდა გიხდიდე მეი...არასოდეს არ მეგონა თუ თავს ისევ სრულყოფილ ადამიანად ვიგრძნობდი. იცი რთული იყო ეს ყოველივე,განვლილი ცხოვრება და ის პატარა ბიჭი ,რომელიც ყოველთვის შეშინებული იყო! ეგონა რომ ყველა დასცინებდა და გააკრიტიკებდა ,რადგან ასეთი იყო. განდეგილივით ვიყავი. ამას რომ იძახდა თან ცხადად ჩანდა მის თვალებში ეს აღუწერელი სევდა ,რომელიც გულს მიტეხდა! -გული მტკივა ასე რომ გხედავ...მინდა რომ მეტად გაგაბედნიერო. ვუთხარი და ხელი მეტად მოვჭიდე. -ამაზე მეტად? როგორ? უკვე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. მადლობა რომ მასწავლე სიყვარული,რომლის შეგრძნებაც მეგონა რომ არასოდეს იქნებოდა ჩემთვის შესაძლებელი. უკვე ცრემლით მევსებოდა თვალები,რადგან ეს მომენტი ზედმეტად სენტიმენტალური იყო და თან ეს თვალები ,რომლებიც ამ წამს მიყურებდნენ უსაზღვროდ გულახდილი იყო. -მიყვარხარ მეი. ლუკასი: მეი უკვე მესამე თვეშია და უკვე ეტყობა რომ ორსულადა ,რადგან უკვე პატარა საყვარელი მუცელი აქვს. როდესაც მას ვუყურებ სიყვარულით და სიხარულით ვივსები! ხო,მისი ყურებაც კი საკმარისია რომ თავი სრულყოფილ მამაკაცად ვიგრძნო. ბავშვობიდან ვიჩაგრებოდი იმის გამო რომ განვსხვავდებოდი სხვებისგან! თინეიჯერობის პერიოდშიც კი მხოლოდ სწავლაზე ვიყავი გადართული და სხვა და სხვა ბიჭებისგან რომ ახალ-ახალ რომანებზე ვისმენდი,ვაღიარებ ცოტა გული მწყდებოდა,რადგან თითქოს მათი მშურდა. რა მშვენიერი გრძნობაა ალბათ სიმპათია ,რომელსაც საპიისპორო სქესის მიმართ განიცდი! მუცლებში პეპლები,აჩქარებული გულის ფეთქვა,გააბრწყინებული თვალები! ხშირად ვფიქრობდი ამაზე და გული მწყდებოდა, რომ ამის შეგრძნების შანსი არასოდეს არ მომეცემოდა. ყველაფერი მქონდა,მაგრამ ამ ერთ ნაკლს მაინც ყველაზე დიდ საშინელებად ვთვლიდი და ვგრძნობდი რომ არ ვიყავი შემდგარი ადამიანი. მაგრამ სამაგიეროდ ახლა ვარ პატარა ბიჭივით ,რომელსაც პირველად და უკანასკელად შეუყვარდა ქალი! ქალი ,რომელიც მალე შვილს აჩუქებს! ქალი,რომელიც იგივე გრძნობით პასუხობს! ქალი,რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა . -ლუკას! დილა იყო და მშვიდად მივირთმევდი ყავას,იქამდე სანამ საამსახურში წავიდოდი,მეიმ რომ ამიკლო ძახილით! საბოლოდ კი შევშინდი,მეგონა რამე უჭირდა და ისე ავირბინე კიბეები რომ კინაღამ დავგორდი. -რა ხდება?! ყველაფერი კარგადაა? ოთახში ანერვიულებული შევარდი,მაგრამ იმ ადგილასვე გავიყინე,ჩემს წინ ცისფერ სიფრირიფანა სარაფანში რომ დავინახე მეი! ისეთი მშვენიერი იყო რომ მასზე შემრჩა მზერა და პირი ღიაა დამრჩა. -მოგწონს?! ტობიასმა მაჩუქა დაბადების დღისთვის! თქვა მხიარულად და ღიმილით დატრიალდა,მაგრამ რომ მორჩა ტრიალს ,შებარბაცდა თუ არა მის წინ გავჩნდი და ხელით დავიჭირე მისი სხეული რომ არ წაქცეულიყო. ღიმილით ამომხედა და მითხრა... -მფარველი ანგელოზივით ხარ. ეს რომ მითხრა ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული და ცოტახანს გაბრწყინებული თვალებით მომღიმარი ვუყურებდი,შემდეგ კი უეცრად მთელი ძალით ჩავიხუტე გულში. წელზე მქონდა ერთი ხელი შემოხვეული და მეორე ხელით მისი თავი მეკავა. ნაზი სურნელი ასდიოდა მის თმას ,რომელიც მეტად მამშვიდებდა და შინაგანად მითბობდა მთელ სხეულს. -ფერია. მშვიდად ვუჩურჩულე და შუბლზე ვაკოცე ღიმილით,რაზეც ისევ მომღიმარი მომაჩერდა. -რა იყო? რატომ მიყურებ ასე? ასევე ღიმილით ვკითხე და თმა ნაზად გადავუწიე ყურს უკან,რაზეც ნაზად დაიმორცხვა და ღიმილით ჩახარა თავი,შემდეგ კი ჩუმად ჩაილაპარაკა. -იმიტომ რომ მსიამოვნებს რომ გიყურებ. ეს რომ თქვა ჩამეცინა და არსაიდან ჰაერში ავწიე,შემდეგ კი ნაზად დავატრიალე ჰაერში,თვითონ კი ბავშვურად იცინოდა ამ დროის მანძილზე...მიყვარს,მართლა ძაალიან მიყვარს. ერთი თვის შემდეგ: ღამის სამ საათზე მეის სუსტ ხმაზე გამომეღვიძა...ხო ,იმდენად ფხიზელი ძილი მაქვს მისი ფეხმძიმობის გამო რომ სულ მზადყოფნაში ვარ! -რა გჭირს? რატომ გღვიძავს? დაბნეულმა ვკითხე და თვალები ძლივს გავახილე რომ დამენახა...საწოლზე იყო წამომჯდარი და ტიროდა. -მეი? უკვე დადარდიანებული მივუახლოვდი და ხელებში მოვიქციე მისი ნაზი სახე. -რატომ ტირი? მშვიდად ვკითხე და თან ხელით მოვწმინდე ცრემლი,მან კი ამაზე მეტად უმატა ტირილს. ძაალიან დამაბნია და შემაშინა ამან,მაგრამ მაინც ვეცადე მისი დამშვიდება,სანამ მეტყოდა რა დაემართა. გულში ჩავიხუტე და მან კი თავი კისერში ჩამიდო. ცხელი ცრემლები მეცემოდა ცოტახანს,მაგრამ დავაცადე როდის დამშვიდებოდა და მიახლოვებით ათი წუთი ვიყავით ამ მდგომარეობაში,სააბოლოდ კი მგონი დამშვიდაა და დასიებული თვალებით ამომხედა. -ლუკას... სლუკუნით მომართა,რაზეც თვალი გავუსწორე და მკრთალი ღიმილით ვუპასუხე. -გისმენ პატარა. ამაზე მან ღრმად ჩაისუნთქა და ჩაწყლიანებული თვალებით მითხრა. -სიზმარი ვნახე სადაც არ გიყვარდი...მე მიყვარდი,მთელი გულით მიყვარდი,მაგრამ შენ ჩემი შეყვარება ვერ შეძელი. ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაიჩურჩულა და ისევ ქვითინით ჩახარა თავი,რაზეც ცოტახანს ადგილზე გავშეშდი და თავი ნაზად ავაწევინე. -საყვარელო ეს მხოლოდ სიზმარი იყო,ასე რატომ ტირი?! მე შენ მიყვარხარ,მთელი გულით მიყვარხარ!ხო იცი ? ეს რომ ვუთხარი ცოტათი გაეღიმა და უეცრად ხმამაღლა ამოუშვა ტირილი და მთელი ძალით მომეკრო ტანზე! ისე მეხუტებოდა რომ მეგონა მალე გამსრესდა. -ხომ არ გადამიყვარებ?! იკითხა ტირილით,რაზეც ჩაცინებით ვუპასუხე. -არასდროს! რა თქმა უნდა ეს მისი ფეხმძიმობის ბრალია...სხვა გვარად არ მესმის სიზმრის გამო ამდენი რატომ უნდა იტირო? -დავიძინოთ ხო? მშვიდად ვუთხარი და თავზე ვაკოცე,რაზეც იგივე მდგომარეობაში ჩემზე ჩახუტებული დაწვა და მკერდზე დამადო თავი. თმაზე ნაზად ვეფერებოდი ,იქამდე სანამ არ ჩაეძინა. ორი თვის შემდეგ: ჩემი დაბადების დღე არასოდეს არ მიყვარდა და ადრე არავის არ ვეუბნებოდი როდის მქონდა დაბადების დღე. წარმოიდგინეთ ჩემმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ ეს! მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე პატარა ლამაზი ოჯახი მყავს,პირველად გამიჩნდა სურვილი რომ არამარტო გამემხილა ჩემი დაბადების დღის შესახებ,არამედ ამეღნიშნა კიდეც. იმის მიუხედავად რომ ჩემნაირი ბიზნესმენები უდიდეს წვეულებებს მართავენ ,მე პატარა საყვარელი წვეულება გადავწყვიტე,რომელსაც სახლში გავაკეთებდი ჩემს ახლობლებთან ერთად. მაგრამ მინდოდა ყველაფერი სადად გამეკეთებინა,ზედმეტი არაფერი,მაგრამ რათ გინდა?! ჯონათანი და ტობიასი შემომივარდნენ დილა ადრიან სახლში ხალათის ამარა და ბუშტებით გადამიჭედეს მთელი სახლი,ისე თითქოს და პატარა ბიჭი ვიყავი! მე კი ცოტახანს ღიაა კარში ვიდექი გაშეშებული ,შემდეგ კი ორივე გამოვლანძღე და ვაპირებდი გაღიზიანებულს ყველა ბურთი გამეხეთქა,მაგრამ სააბოლოდ რომ გარემოს გადავხედე მესიამოვნა. თან მეი ისეთი ბედნიერი დახტოდა ბურთებში თავისი საყვარელი მუცლით,როგორ მოვაშორებდი ამ ბუშტებს?! -ნახე,ნახე მეი ვარ! წამოიძახა სიცილით ტობიასმა და მაიკის ქვეშ მოთავსებული ბურთით დაიწყო სიარული,რაზეც მეი სიცილით მოკვდა,მანამ მე მკაცრი სახით დავდევდი უკან. -გეყოფა ცანცარი და გამოაგდე ეგ ბურთი! ტობიასმა ამის გაგებაზე მეტად გადაწყვიტა ჩემი გააღიზიანება. -ჩემს შვილზე რეებს იძახი,რას ქვია გამოვაგდო! მეი შეხედე შენს ქმარს ,ბავშვებს როგორ მოიხსენიებს! მის ამ მსახიობობაზე მეტად გამეცინა და თავში ხელი შემოვირტყი. -კარგი რაც გინდა ის ქენი,მაგრამ ვილიამი რომ ვიდეოს გიღებს ამ წამს,შეგიძლია შემდეგი რამოდენიმე კვირა მის წაშლაზე სდიო უკან. ეს ვთქვი და ტობიასაც შეშინებულით შეეცვალა გამომეტყველება. -ვილიამ! საღამოს სახლში ყველა ის ადამიანი მოგროვდა უკვე ვინც გვერდით მჭირდებოდა. მეი ტორტით ხელში გამოვიდა ,თან დაბადების დღის სიმღერას მიმღეროდა სხვებთან ერთად. მე კი მეცინებოდა,რადგან თავი პატარა ბიჭი მეგონა და სახალისო იყო ეს ყველაფერი. -სურვილი ჩაუთქვი! ღიმილით მითხრა მეიმ,რაზეც მე ღიმილით წავიღე ხელი მისი მუცელისკენ და მშვიდად ვუთხარი. -ერთადერთი სურვილი ის მაქვს რომ როდესაც ჩვენი შვილი დაიბადება,ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვიყოთ...ისეთები როგორებიც ახლა ვართ. ეს რომ ვთქვი ღიმილით დამიქნია მეიმ თავი. -გპირდები ეს სურვილი აგისრულდება. ორი კვირის შემდეგ: -გეყოფა იმის თქმა რა გავაკეთო! გაღიზიანებული სახით მითხრა მეიმ და გვერდი ამიარა...როგორც ჩანს ბოლო თვებში მეტად გაღიზიანებულია,რადგან ყველაფერზე ბრაზდება ან ტირის,მე კი მიწევს ეს ყველაფერი ვითმინო,სხვა რა გზაა. -მეი ექიმა გასაგებად გითხრა რომ კოფეინი არ მიგეღო,რატომ ბავშვობ? მშვიდად გავაგრძელე მისი დარიგება და უკან ავედევნე,რაზეც უკვე აცრემლილი თვალებით ამომხედა. -ერთი ჭიქა არაფერს მიზავს და ასე თუ გაწუხებს ჩემი სურვილები,შეგიძლია შემდეგში შენ დაფეხმძიმდე! ბოლო სიტყვები ისე მიყვირა ,პირ ღია დავრჩი...ასე რამ გააბრაზა? -ნეტავი შემეძლოს. ვთქვი და თვალები გაადავატრიალე. -მეი,დადე მძიმეა! შემდეგ კი ახალი თავსატეხის მოსაგვარებლად გავემართე მისკენ! -გეყოფა,ნუ დამდევ სულ,სხვა საქმე არ გაქვს? გაბუტული სახით ამომხედა,რაზეც მძიმე ნივთი გამოვართვი და გვერძე გადავდე. -ამ შემთხვევაში ჩემი ერთადერთი საქმე შენ ხარ. ეს რომ ვუთხარი თვალები ჩაუწყლიანდა. -ანუ ამხელა პრობლემებს გიქმნი?! ოღონთ ეს არა! ისევ ტირილს აპირებს? -მეი ,გთხოვ თავიდან არ დაიწყო...უბრალოდ შენზე ვზრუნავ,რატომ იგებ ყველაფერს ცუდად? ჩახვნეშით ვუთხარი,რაზეც მგონი ცოტა დამშვიდა და მოთენთილი დაჯდა საწოლზე. -მაპატიე,ზედმეტად გღლი აშკარად. ალბათ რთულია ჩემი ატანა. ეს რომ თქვა ღიმილით მივუჯექი გვერდით და თავზე გადავუსვი ხელი. -სულაც არა,მეც ხო უნდა გავაკეთო რაღაც ჩვენი შვილისთის...შენ უკვე ამდენს აკეთებ. ვთქვი და ნაზად მოვეფერე მუცელზე,რაზეც კმაყოფილი ღიმილით ამომხედა. ოთხი თვის შემდეგ: ფეხმძიმობის ბოლო თვე იყო და საშინლად არ მინდოდა მეის დატოვება სახლში,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,რადგან კომპანიაში სასწრაფო საქმე გამოჩნდა. მეის გვერდით მისი დაა დარჩა და ვიმედოვნებდი ,რომ მაინც და მაინც დღეს არ დაემთხვეოდა მისი მშობიარობა,მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი შვილი სულ სხვანაირად გეგმავდა ყველაფერს. შუა კონფერეციაზე ვიყავი და სერიოზულ თემას განვიხილავდი,მაგიდასთან რომელთანაც ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბიზნესმენები ისხდნენ. ხოდა ასე არსაიდან ტობიასი შემოვარდა გიჟივით და იმის შემდეგ რაც კინაღამ კარი ჩამოგლიჯა ,ბოლო ხმაზე იყვირა! -მეიმ წ....ბი დაღვარა ლუკას!დაიწყო,დაიწყო! ამის თქმა იყო და ყველას გადავხედე...ყველა გაშტერებული უყურებდა,მე კი გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი,მანამ ფეხზე არ წამოვდექი! -მეგობრები მაპატიეთ ,თქვენი დატოვება მომიწევს! ვთქვი და ღიმილით შემოვიცვი პიჯაკი,შემდეგ კი ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს გადავულაპარაკე. -ამ საქმეს შენ გააბარებ,კონფერენცია განაგრძე! ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით დავტოვე ტობიასთან ერთად ოფისი. -რამდენიხანია დაეწყო? გიჟებივით მივრბოდით და თან ერთმანეთან ვსაუბრობდით! -სულ ხუთი წუთია ,ახლახანს დამირეკა დემემ! ამაზე მე გაფართოვებული თვალებით ვუპასუხე. -დემე მანდ საიდან გაჩნდა? ტობიასმა მხრები აიჩეჩა,რაზეც ეს ამბავი დავაიგნორე და მშვიდად გადავულაპარაკე. -გასაგებია,ანუ მე მივიყვან საავადმყოფომდე და ერთ წამსაც არ დავკარგავ რომ მის გვერდით არ ვიყო! ეს რომ ვთქვი თან მეტად მოვუმატე სიჩქარეს. საბედნიეროდ ახლოსაა ჩემი სახლი და მალევე მივედით. სახლში მისულებს ვიტყვი რომ არც ისეთი კარგი სანახაობა დაგვხვდა წინ...ვილიამი ძირს იყო ჩამუხლული ,მეი კი მას თმებში ეჭიდებოდა და თან ბოლო ხმაზე გაყვიროდა,რაც შეეხება მის დას,ის გიჟივით დარბოდა აქეთ იქით პატარა ჩემოდნებით,რომელშიც მეის ნივთები იყო...ნუ დემე შეშინებული იდგა რატომღაც ჭიქით ხელში და სახე და თმა სველი ჰქონდა! აშკარად წარუმატებლად შესთავაზა წყალი. -აქ რა ხდება? გაკვირვებით იკითხა ტობიასმა,რომელიც ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა. მე კი უკვე მეის გვერდით ვიყავი და მისი ხელი მეჭირა. -მშვიდად,მალე წაგიყვანთ საავადმყოფოში. ეს რომ ვუთხარი თან ვილიამს გადავხედე. -რა ხდება? რატომ ხარ ამ მდგომარეობაში? ეს რომ ვიკითხე ტკივილით ამომხედა და მიპასუხა. -ვუთხარი რომ შეეძლო ჩემზე გადმოეტანა ეს ტკივილი,მაგრამ არ მეგონა რომ თმებით მითრევდა. ეს რომ მიპასუხა გამეცინა და მეის გავხედე ისევ ,რომელიც სულ გაოფლილი იყო. -ვეღარ გავუძლებ! აქვე გავაჩენ თუ არ წამიყვანთ მალე! ეს რომ თქვა პანიკაში მყოფმა ავხედე მის დას. -რას შვრები რით ვერ აკრიფე ნივთები? ეს რომ ვიკითხე გაწითლებული სახით მიპასუხა. -ხალათს ვერ ვპოულობ! ამაზე მე თვალები გაადავატრიალე. -ხალათის გარეშე ვერ იმშობიარებს?! ეს რომ ვთქვი გაუგნებულმა შემომხედა. -თბილად უნდა ოყოს! ამაზე მე შეკრული შუბლით ავხედე და მეის ყვირილიც მომესმა. -ფეხებზე ხალათი ,საავადმყოფოში წამიყვანეთ! ამის გაგებაზე მე აღარ მომიცდია,ხელში ავიყვანე და სწრაფათ დავტოვე დანარჩენებთან ერთად სახლი! საავადმყოფოში მისულებმა მიახლოვებით სამი საათი ველოდე და ვითმინე მეის ყვირილი და მტკივნეული ხელების ქნევა,სააბოლოდ კი ტირილიც მომესმა! -გილოცავთ,გოგონა შეგეძინათ! ექიმი ღიმილით მომიახლოვდა ,რაზეც პატარა მშვენიერ ჩვილს დავხედე და ბედნიერებისგან ცრემლით ამევსო თვალები. -მეი,ჩვენი გოგონა გაჩნდა,შეხედე რა მშვენიერია! ეს რომ ვუთხარი მანაც ღიმილით დამიქნია თავი და ცრემლი წამოუვიდა თვალიდან. -ბატონო ჭიპლარი გადაჭერით. ამისთვის დიდხანს ვემზადებოდი. -კარგით. ყველაზე მაგარი ბიჭივით ვთქვი და ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ ჩვენი შვილი მკლავებში მოვიქციე და მეის დავუწვინე მკერდზე. -რა დავარქვათ? -ვივიენზე რას იტყვი? -შესანიშნავი სახელია. სამი წლის შემდეგ: -მეი რაღაც საბუთებს უნდა მივხედო და გთხოვ ბავშვი კომპანის საბუთებით თამაშობს და გამოართვი ,არ მცალია მე. მშვიდად გავძახე მისაღებიდან სამზარეულოში,რაზეც მალევე მომესმა მისი ხმა. -ვივიენ გეყოდა ,მამიკოს ფურცლებით ნუ თამაშობ! უკან დასდევდა ვივიენს მეი,რომელიც თან დემეს ესაუბრებოდა ტელეფონზე,რადგან ამხელა კაცია ,ქორწინდება და ნერვიულობს ბიჭი ქორწილის წინ. -პირველ ღამეზე რომ დაიწყებს ნერვიულობას მე გადმომეცი ყურმილი. გავძახე ცინიკური ჩაცინებით,რაზეც ყურმილი მოიშორა და გაფართოვებული თვალებით მომხედა. -ბავშვთან პირველ ღამეს ნუ ახსენებ! ამაზე მე სიცილით გავაქნიე თავი . -რომ არა ეგ პირველი ღამე ,ბავშვიც არ იქნებოდა. ეს რომ ვთქვი თან მეის გავხედე ,რომელსაც ერთი ხელით ბავშვი ეჭირა და თან ტელეფონზე საუბრობდა. -მომიყვანე ,მე მივხედავ. ვუთხარი და ხელში ავიყვანე ვივიენი,რომელიც საკმაოდ ენერგიული ბავშვი იყო. -მამას აშკარად არ გავხარ ჩემო პატარა . ღიმილით ვუთხარი და ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე,რაზეც კისერზე მომეხვია და ბავშვურად დაიწყო გაურკვეველ ენაზე საუბარი! ჯერ არ ვიცი რაზე,მისი ენა მხოლოდ დედამის ესმის. ოთხი წლის შემდეგ: მეი: ყოველთვის მეგონა რომ პატარა ასაკში მაინც შეძლებდა ჩემი გოგო ისეთ სამყაროში ცხოვრებას ,რომელშიც თავისი მომავალი ვალდებულება გულს არ გაუტეხდა,მაგრამ არ მეგონა თუ ამასთან დაპირისპირება ასეთ პატარა ასაკში მოუწევდა. მეორე კლასში იყო ,როდესაც პირველად ამის შესახებ გაიგო! მე სახლში ვიყავი და საჭმელს ვაკეთებდი,ლუკასი კი სამსახურში იყო, ნაღვლიანი სახით რომ შემოვიდა ვივიენი სახლში! მე კი მისი დანახვის თანავე დავიბენი და მშვიდად ღიმილით გავემართე მისკენ,რადგან ის მხიარული გოგოა ,ასეთი არასოდეს არ მინახავს. -ჩემო პატარა ცუდი დღე გქონდა სკოლაში? ეს რომ ვკითხე არაფერი არ მიპასუხა და იგივე სახით დაჯდა მაგიდასთან,რაზეც უკვე ავნერვიულდი და დაძაბული იგივე ღიმილით მივუჯექი გვერდით. -პატარა,შეგიძლია ნებისმიერ რაღაცაზე დამელაპარაკო,ხო იცი გაგიგებ. ამის თქმაზე უკვე საწყალი თვალებით გამომხედა...ასეთი ნაწყენი ჩემი შვილი არასოდეს მინახავს. ასეთი ჩამქრალი თვალებით როდესმე თუ შემომხედავდა არ მეგონა. -დედა,მამა როგორ შეგიყვარდა? და აი ეს კითხვაც დამისვა...არ მეგონა თუ როდესმე ამ კითხვას დამისვავდა და არ მინერვიულია აქამდე ამ კითხვის პასუხზე ,მაგრამ ამ წამს ძაალიან დიდ საგონებელში ჩავარდი თუ რა პასუხი გამეცა. -იცი პატარა,ეს ამბავი ცოტა ისეთ საკითხს მოიცავს,რომელსაც ჯერ შენთან ვერ განვიხილავ...პატარა ხარ ამისთვის. ეს რომ ვუთხარი ,გაბრაზებულმა მიპასუხა. -ვიცი რომ იმ რაღაც პროგრამამ დაგაწყვილათ,ყველაფერი ვიცი! ეს რომ მოვისმინე შოკში ჩავარდი! მან საიდან გაიგო ამაზე!? ჯერ ამის ცოდნა მისთვის ადრეა,მეგონა ამ დარდის გარეშე მშვიდი ბავშვობა ექნებოდა ჩემგან განსხვავებით,მაგრამ შევცდი. -საიდან გაიგე? დაძაბულმა ვკითხე,რაზეც თავი ჩახარა. -დღეს ახალი გაკვეთილი დაგვემატა. თავიდან წარმოდგენა არ მქონდა რას მოიცავდა ეს გაკვეთილი,მაგრამ შემდეგ მივხვდი. მათ იმ პროგრამის შესახებ გვიამბეს,რომლითაც ყველა თქვენგანი სარგებლობდა და ჩვენც ვისარგებლებთ ახლო მომავალში. გვითხრეს რომ ეს ჩვენი მოვალეობა. მის სახეს ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი რომ ეს ამბავი აშკარად არ ესიამოვნა...ეს კი გულს მიტეხს . -პატარა,არ შეგეშინდეს ჯერ ადრეა_ არც დამაცადა დასრულება. -ანუ მომიწევს რომ 28 წლის ასაკში ვიღაც უცხოზე დავქორწინდე?! მე ხომ ეს არ მინდა! ეს რომ თქვა თვალწინ ჩემი თავი დამიდგა და თვალები ჩამიცრემლიანდა...ოღონთ ჩემი გოგონა არა. -მე არ მინდა რომ გავთხოვდე! არ გავთხოვდები! უეცრად ეს იყვირა და აცრემლილი თვალებით გაიქცა თავის ოთახში,რაზეც უკან გავეკიდე და ოთახში შესვლის თანავე მივხვდი ,რომ მე თუ არა ამაზე სხვა ვერავინ დაელაპარაკებოდა. -ჩემს თავს მახსენებ. მშვიდად ვუთხარი და საწოლზე ჩამოვუჯექი,რაზეც ბალიშიდან თავი ასწია და აცრემლილი თვალებით ამომხედა. -ვიცი ,გავიგონე. ამაზე მე შუბლი შევკარი ...საიდან გაიგო? -რას ქვია გაიგე? ამაზე ის ფეხზე წამოდგა და მოწყენილმა მითხრა. -მათ საუბარს მოვუსმინე. მათ ჩემზე ცუდი რაღაცები თქვეს და თან მიამატეს ,დედამის გავსო. ძაალიან გავბრაზდი ეს რომ მოვისმინე! როგორ გაბედეს და ჩემს შვილთან როგორ ახსენეს ეს ამბავი ,თუნდაც ასე! ან რას ქვია ცუდად ილაპარაკეს?! მე არ დავუშვებ ამას...არ მივცემ უფლებას რომ ჩემს შვილს ასე მოექცნენ! არავითარ შემთხვევაში. საღამო: საღამო იყო და ჩემი შვილი ოთახში მეცადინეობდა,ლუკასი სახლში რომ დაბრუნდა. ცოტა დაძაბული ვიყავი,რადგან მისთვის ამის თქმა მინდოდა ,მაგრამ თან ვერ ვბედავდი თითქოს...მისი რეაქცის მეშინოდა. -როგორ ხართ? ჩემი პატარა სადაა? კოცნით მკითხა და ღიმილით მოავლო ოთახს თვალი,რაზეც დაძაბული ღიმილით ვუპასუხე. -თავის ოთახშია,მეცადინეობს. ამაზე მან თმა გადამიწია ყურს უკან და ლოყაზე მომეფერა. -ჭკვიანი გოგო გვყავს. ამაზე მე ღიმილით დავუქნიე თავი და სამზარეულოსკენ გავემართე. -შენი საყვარელი საჭმელი გაგიკეთე! ვთქვი და თან სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი,რაზეც მისი ნაბიჯები მომესმა უკნიდან და მალევე ხელებიც ვიგრძენი ,რომლებიც უკნიდან მომხვია. -რას მიმალავ ? თან მშვიდად მკითხა და ყელში ნაზად მაკოცა. მე კი არ ვიცოდი რა მეპასუხა! აშკარად ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერაა! მიცნობს და ამას იმ წამსვე ამჩნევს ჩემში. დროა ვუთხრა რაც ხდება. გავიფიქრე და მისკენ შევტრიალდი. -ლუკას, დღეს ჩვენს გოგოს სკოლაში_ და უეცრად საუბარი გამაწყვეტინა ღიმილით. -ვიცი რაც ხდება,სკოლიდან დამირეკეს. ამაზე მე პირღიამ შევხედე. -რა? რას ქვია დაგირეკეს? -ხვალ ორივე მშობელს გვიბარებენ. -გითხრეს რის გამო? -არა,მაგრამ ზუსტად ვიცი რაც იქნება. -მერე რა ვქნათ? ჩვენი შვილი მინდა რომ დავიცვათ,მაგრამ შენი აზრიც მაინტერესებს. -რა თქმა უნდა ჩემი შვილის მხარეს ვარ. არ არსებობს ჩემთვის ის კანონი ,რომელიც ჩემს შვილს ბედნიერების შანს წაართმევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.