შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი (თავი 3)


18-12-2020, 14:33
ავტორი lilia beridze
ნანახია 910

მინდოდა მისი შეჩერება, შებრუნებულს ხელი მაჯაზე ჩავავლე ვაპირებდი მომეტრიალებინა, მაგრამ გამაშვებინა
-ევა ბოდიში
უკან აღარ მოუხედავს ისე გავიდა და კარიც ცხვირწინ მომიხურა, გონებაში ყველაფერს ერთად მოეყარა თავი, ჯერ კიდევ სიამოვნების განცდაში ვიყავი, ამავდროულად იმედგაცრუებასაც ვგრძნობდი და თანაც ვერ ვხვდებოდი ლილის მხრიდან რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, სახეზე ცივი წყალი შევისხი, გავედი და შემოსასვლელთან ლილი დავინახე ქურთუკს იცვამდა, არანაირი მიზანი არ მქონია, უბრალოდ გვიანი იყო, არ მინდოდა ქუჩაში მარტო გასულიყო და გადავწყვიტე მანქანით წაყვანა შემეთავაზებინა.
-წაგიყვან, მანქანით ვარ
არ ვიცი ასე როდის გავუთამამდი, მაგრამ მორცხვად ნამდვილად აღარ ვიყავი, ჩანთა გადაიკიდა და ჩემკენ შემოტრიალდა
-არ არის საჭირო მადლობა
თვალებში არც შემოუხედავს ისე მიპასუხა, გამეღიმა და კარი გავაღე
-არ მიკითხავს, არ მინდა ღამე მარტო იყო, უბრალოდ მეგობრულად სახლამდე მიგიყვან
აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ წინააღმდეგობაც არ გაუწევია და გამომყვა, იმ წუთამდე სანამ სახლთან არ მივიყვანე, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია
-მოიცა ის შენი ბიჭი არაა?
ლილის სადარბაზოსთან აყუდებული, მისი არა ფხიზელი ყოფილი, დავიძაბე არ ვიცოდი რა უნდოდა მის სახლთან, ლილის არ უპასუხია უბრალოდ მადლობა მომიხადა და მანქანიდან გადავიდა, ნამდვილად ვერ მოვითმენდი, განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც ბოლოს მოხდა მათ შორის, უკან გავყევი და გვერდით დავუდექი, ხელი მოვხვიე, გაბრაზებულმა და თან გაკვირვებულმა შემომხედა
-ლილი
მისკენ წამოვიდა და მხარზე ხელი დაადო
-არ მინდა ლაპარაკი
სწრაფი ნაბიჯით წავიდა და მეც ავყევი, ხელები უკანკალებდა
-შენ და ეგ ერთად ხართ, შენი აზრით ეგ პატარა გოგო როგორ დაგიცავს?
-შენი საქმე არ არის
დავიყვირე და ლილი სადარბაზოში შევიყვანე
-ბო*ი ლესბოსელები ხართ, ხო რა თქმა უნდა, კარგად გაერთეთ
ხელით გამწია და გაბრაზებულმა ლაპარაკი დამიწყო
-არ მინდა იმის გაკეთება რაც შენ გინდა, არ არის ჩემი დაცვა საჭირო, წარმოგიდგენია რამხელა პრობლემები შეგიძლია შემიქმნა ვინმე თუ იფიქრებს, რომ ჩვენ შორის რამე ხდება? გთხოვ უბრალოდ გაჩერდი არ არის საჭირო ის რასაც აკეთებ
ყოველ წინადადებაზე ხმას უწევდა და ყვირილში გადადიოდა
-არ.. უბრალოდ
ისევ ისე დავიბენი, პატარა ბავშვივით, ვერ ვცემდი პასუხს
-საქციელის გამოსწორება თუ გინდა უბრალოდ წადი
კიბეებზე გაიქცა, მინდოდა ამეხსნა, რომ უბრალოდ შემეშინდა, არ ვცდილობდი მისი ყურადღების მიქცევას, უბრალოდ, ვერც თვითონ ვყალიბდებოდი რას ვაკეთებდი.
მანქანასთან მივდიოდი და ვიღაცამ მხრებზე უხეშად ჩამავლო ხელები შემატრიალა და კედელს მიმაჯახა, რა თქმა უნდა, მიშო იყო
-პატარა გოგო, რა გგონია ლილისთან რამე შეგიძლია? არაფერი გაქვს, საერთოდ არაფერი, პატარა ავადმყოფი ხარ, ლილითი შეპყრობილი ავადმყოფი, შეეშვი
ბოლო ხმაზე დაიღრიალა და სახეში მუშტი გამარტყა, ტკივილისგან თავბრუ დამეხვა
-რა იყო პატარა ვერაფერს აკეთებ?
ძალა არ მქონდა, იმდენიც არა რომ უბრალოდ თავიდან მომეშორებინა, ან  გავქცეულიყავი
მეორედაც დამარტყა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და შეშინებული ოდნავ უკან დაიწია, გაქცევა ვცადე მაგრამ ძალა გამოცლილი ვიყავი, ხელები მკრა, თავი მიმარტყმევინა, ძირს დავეცი, თვალები მეხუჭებოდა, სასწრაფოდ უკან მოუხედავად გაიქცა, გონება დავკარგე.
გონს რომ მოვედი ალბათ ათი თხუთმეტი წუთი იქნებოდა გასული, ნელა წამოვჯექი და ჯიბეში ტელეფონის ძებნა დავიწყე, უტას დავურეკე
-ლილის სახლთან ვარ, მოდი რა მარტო ვერ წავალ სახლში
-რა ხმა გაქვს?
ბოლო ხმაზე დაიყვირა შეშინებულმა, იმდენად შეშინებულმა, რომ სიცილი ამიტყდა
-მოვდივართ
გათიშა და მალევე მოვიდნენ
-ვაიმე, ევა
გაგას ყვირილი ლამის მეორე ქუჩიდან მომესმა, თავზე დამადგნენ და უტამ წამომაყენა
-რა გჭირს?
გაგას თვალები გაუფართოვდა და შეშინებული მიყურებდა, გამეცინა და შევხედე
-ლილის ყოფილმა უმიზეზოდ მცემა, მიჩვეული ვარ იმას რო ყველა ცუდად მექცევა დაიკიდეთ
-რაღაც გითხრა, ისეთი რო შენ თავზე გაბრაზებული ხარ?
-უბრალოდ სახლში დამტოვეთ რა
პირველად ვიყავი ისე, რომ მათთან ლაპარაკის სურვილიც არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვების სმას აგრძელებდნენ უბრალოდ ხმა აღარ ამომიღია, სახლთან გავაჩერებინე და ჩემთან დარჩენაზე უარი ვუთხარი, ცხელი შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი.
ბავშვობაში ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი თავის, ორიენტაციის, იმის დამალვას რომ მარტო ვიზრდებოდი, არავინ მყავდა, როცა ვეღარ ვმალავდი, მაგ დღიდან ჩემ მიმართ ყველასგან აგრესია წამოვიდა, თავს გარიყულად და განსხვავებულად ვგრძნობდი, მე არ მქონდა იმდენის უფლება რამდენისაც სხვებს და ახლა ვიღაც, ბიჭი რომელიც ვერასდროს წარმოიდგენს რა არის სიყვარული, რადგან ყოველ ჯერზე სხვადასხვა გოგოებს დასდევს, მეუბნება, რომ ავადმყოფი ვარ, პირველად არ გაუსვამთ ხაზი ამაზე, მაგრამ ასე იმიტომ მოქმედებდა ჩემზე, რომ მეგონა ლილიც იგივეს ფიქრობდა.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნომერს არ დავკვირვებივარ, პირდაპირ ვუპასუხე და ლილის ხმა რომ გავიგე, თითქოს ყველაფერი გამეყინა და პარალიზებული გავხდი.
-ევა, ჩემთან მოდი, ვილაპარაკოთ
სახეზე ხელი მოვისვი და საათს დავხედე, საღამოს ხუთი საათი იყო
-ახლავე მოვიდე?
-ჰო, გელოდები
გათიშა თუ არა ტელეფონი საწოლზე გამივარდა, წამებში ჩავიცვი და მასთან წავედი, სახლში მივედი და მივწერე, რომ კარი გაეღო.
-შემოდი
ხალათით გამიღო კარი, თან პირსახოცით იმშრალებდა თმას, ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-მაპატიე, გუშინ ანერვიულებული ვიყავი და ზედმეტი მომივიდა.
გამეღიმა და ახლოს დავუდექი
-არაუშავს, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ბოდიში თუ პრობლემებს გიქმნი
საკუთარ თითებს ვუყურებდი რომლებსაც ნერვიულობისგან ვათამაშებდი და უცებ ლილიმ კოცნა დამიწყო, თმაში ხელები შემიცურა, საწოლზე გადაწვა, მთელი ვნებით მკოცნიდა, ხალათი გაიხადა, ზედის ქვევიდან ხელები შემიცურა და მეც მხდიდა, წამიერად გავჩერდი
-დარწმუნებული ხარ?
თავი დამიქნია და კოცნა გააგრძელა, ტუჩებიდან ყელამდე ჩავიდა, შარვალიც შემიხსნა და ვეღარ ვძლებდი, მეც ავყევი იმაში რაც უნდოდა რომ გამეკეთებინა ხელებს წელზე მთელი ძალით მიჭედა, ყელში მკბენდა, ერთი ხელი თმაში შემიცურა და ლამისაა თავიდან მთლიანად წამაცლიდა იმდენად მქაჩავდა.
-საკმარისია
ღიმილით შევხედე და ზურგზე გადავწექი, თავი დამიქნია და მომეხვია, ნამდვილად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, თავს ასე ბედნიერად პირველად ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ლილი ამას რატომ აკეთებდა, ვუყვარვარ? ამაში დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ.
ტელეფონი აიღო, საათს დახედა და გამომეტყველება შეეცვალა.
-ევა, მალე მამაჩემი მოვა და...
აღარ დავასრულებინე, მივხვდი ჩემი ადგილი იქ არ იყო და არ უნდოდა მამამისს გადავყროდი.
-წავალ
არც ისე კარგად ვიგრძენი თავი, თითქოს იმით რაც გააკეთა თავი დაიმშვიდა, შეეძლო ჩემთან ერთად წამოსულიყო, თუნდაც სასერინოდ, ვერც იმას ვხვდებოდი არაფრიდან, პირდაპირ ყველაზე დიდ საფეხურზე გადახტომა რატომ მოისურვა, ძალიან დაბნეული ვიყავი, ტანსაცმელი ჩავიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი, ფეხსაცმელების ჩასაცმელად
უკნიდან ხელები მომხვია და კისერზე ნაზად მაკოცა, უცნაურად იქცეოდა, თან მსიამოვნებდა, თან ვიბნეოდი, თუ ჩემ მიმართ იგივეს გრძნობდა უბრალოდ რატომ არ მითხრა, პირდაპირ ამის გაკეთება რატომ მოუნდა.
ღიმილით შევხედე
-როცა შეძლებ მნახავ?
ვკითხე და ცხვირზე ნაზად ვაკოცე, თავი დამიქნია
-სახლში რომ მიხვალ გამაგებინე
ხალათი მოიცვა და გასასვლელისკენ ღიმილით გამომაცილა.
სახლიდან გამოვედი და უკვე მანქანაში ვჯდებოდი მისი ხმა რომ გავიგონე
-ევა
მისკენ მივიხედე, ღია კარში იდგა და დაძაბული მიყურებდა, რაღაცის თქმას ცდილობდა
-უბრალოდ.. მ..მადლობა რომ მოხვედი
დაბნეულმა მითხრა და დახურა.
თითქოს რაღაც ბევრად მნიშვნელოვანის თქმა უნდოდა, რასაც ვერ ბედავდა, მაგრამ ვფიქრობ წინასწარ აზრების გამოტანას ჯობდა მისთვის დრო მიმეცა.
ამ დღეს მეტად განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა.
მეორე დილას, ადრე გამეღვიძა, თავი მოვიწესრიგე და მაშინვე ლილისთან წასვლა გადავწყვიტე, ძალიან მინდოდა მენახა და მთელი დღე მასთან გამეტარებინა, თანაც არც სამსახური იყო.
მის სახლთან მივედი თუ არა დავურეკე, მაგრამ არ უპასუხია, მესიჯებიც მივწერე, არც მაგაზე მპასუხობდა, სახლთან მამამისის მანქანა დავინახე და ვიფიქრე, ამის გამო ვერ შეძლებდა გამოსვლას, სახლში მივბრუნდი და ფილმებს ვუყურებდი, მთელი დღე ვკითხულობდი, ვწერდი მაგრამ არ ჩანდა, რამდენიმეჯერ კიდევ დავურეკე, ვნერვიულობდი, თან ვიბნეოდი, იქნებ მართლა უბრალოდ განსატვირთად უნდოდა ის რაც გუშინ გავაკეთეთ და ჩემთან ურთიერთობა არ სურდა, მაგრამ მისი ემოციები ძალიან გულწრფელი იყო.
ტელევიზორთან ჩამეძინა და შუა ღამეს მესიჯის ხმამ გამაღვიძა
-ევა ვიღაცამ მამაჩემს უთხრა რომ მე და შენ ურთიერთობა გვაქვს, ვეღარ გნახავ, საშინლად გაბრაზებულია, არ ვიცი შეიძლება საცხოვრებლად სხვაგან გამიშვას, ბოდიში.
არ ვიცოდი რა მეპასუხა, გაშტერებული ვუყურებდი ტელეფონს და უბრალოდ ვგრძნობდი რომ ცრემლები მომდიოდა.



№1  offline წევრი A.N.A

ამას არ ველოდი ასე უცებ, მართლა.
დაგაგვიანდა, იმედია შემდეგს მალე დადებ.

 


№2  offline წევრი lilia beridze

A.N.A
ამას არ ველოდი ასე უცებ, მართლა.
დაგაგვიანდა, იმედია შემდეგს მალე დადებ.

შევეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent