შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (17 თავი)

19-12-2020, 02:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 658

გამთენიისას ხატიას სავარძელში ჩაეძინა, თორნიკემ ისე ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებელში წაიყვანა რომ ვერაფერი გაიგო ჩვენმა პატარა გოგომ, როცა მისაღებ ოთახში დაბრუნდა თავზე წამომადგა და მომღიმარი სახით მკითხა
-გინდა ყავა გაგიკეთო?
-შენც თუ დალევ კი-ვუთხარი მეც მიმღიმარი სახით, არაფერი მიპასუხა ისე გატრიალდა და სამზარეულოში წავიდა, მალევ დაბრუნდა ორი ჭიქით ხელში, რომ გამომიწოდა მაშინვე გამოვართვი და მოვსვი ჩემი სიცოცხლის ცხელი ელექ, თორნიკე ჩემს გვერდით დაჯდა დივანზე და ფაქტიურად გადაწვა, როგორც სჩვევოდა თავი დაბალ საზურგეს დადო, მე მისკენ მივტრიალდი და ძალიან დავიძაბე დაჟინებული გამომწვევი მზერით რომ მომაჩერდა, დიდხანს ვერ გავუძელი ამ გამოხედვას, ამიტომ მოვტრიალდი და სწორად დავჯექი, ვცდილობდი რომ მისი სიახლოვსგან თავგზააბნეულს როგორმე სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თან ჩემს ყავს ვსვავდი რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, როცა მისი ცივი თითები ჩემს შიშველ ზურგს შეეხო სასიამოვმოვნოდ გამაჟრჟოლა, ნელ-ნელა რომ ზურგს ამოაყოლა და თმაზე თამაში დამიწყო საოცარმა გიჟურმა მუხტმა დამირბინა მთელს სხეულში, ცხოვრებაში პირველად გავიფიქრე ნეტა დრო გაჩერდეს -მეთქი, როგორ მინდოდა ეს წუთები უსასეულოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ თავს ისე ვიჭერდი თითქოს რექცია არ მქონდა ამ ყველაფერზე
-გინდა?-მომესმა თორნიკეს ხმა ზურგს უკნიდან და ისე დავიბენი რომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, თვალები დავახამხა რომ გონს მოვსულიყავი მისი შეხებით გაბრუებული და დავინახე სიგარეტის გახსნილი გამოწვდილი კოლოფი, თან ისე რომ მეორე ხელით ისევ ჩემს თმას
აწვალებდა -მარიამ?-მომესმანისევ ზურგსუკნიდან ჩემი სახელი, ღმერთო რატომ აქვს ასეთი საოცარი ხმა? რატომ ააქვს ასეთი საოცარი თლილი და ცივი თითები თან ისეთი რომ ყოველ შეხებაზე
მწვავს? -მარიამ ?!-მომესმა მისი ირონია ნარევი ხმა და მაშინვე გონს მოვედი, თან გული დამწყდა რომ ჩემი თმის წვალება შეწყვიტა და სწორად დაჯდა, მე ორი ღერი ამოვიღე გამოწვდილი კოლოფიდან, ერთი მაგიდაზე დავდე მეორეს კი მაშინვე მოვუკიდე და ნერვიულად გავაბოლე, ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა და ნაწყენი მზერით მივაჩერდი მეც მის ამღვრეულ ჭაობისფერ თვალებს, საშინლად მოქმედებდა ჩემზე ეს თვალები, ეს მზერა, ეს გამოხედვა, ყველაფერს გამოხატავდა ეს ერთი გამოხედვა, წყენას, ბრაზს, ტკივილს, ირონიას, სითბოს, სიყვარულს, ძალიან დავიბენი და ვერ მივხვდი რეალურად რას განიცდიდა ჩემს მიმართ, ამიტომ დაძაბული და დათრგუნული ვიყავი, თავს უფლებას ვერ ვაძლევდი რომ გრძნობები გამომეხატა
-იმ ორი ნაბიჭვრ.ს ნუ გეშინია ისინი ვეღარ შეგეხებიან-მითხრა კარგახნის დუმილის შემდეგ ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მე გაოცებისგან პირი დავაღე, მან დააიგნორა ჩემი გაოცება და მზერა ამარიდა, თავადაც ამოიღო ერთი ღერი და მოუკიდა
-ჩემს გამო თქვს ნუ შეიწუხებ-ვუთხარი გასაღიზიანებლად
-მარიამ მაბრაზებ-მითხრა უცნაური ტონით და მომღიმარი სახით შემომხედა, ნელ-ნელა სახე ისე მომიახლოვა რომ ცხვირის წვერით სულ ოდნავ შემეხო შუბლზე
-ჩემს გამო თავს რატომ იწუხებ მართლა ვერ ვხვდები?!-ვუთხარი სუნთქვა არეულმა ისე თითქოს მართლა ვერაფერს ვხვდებოდი
-იცი რატომაც-მითხრა ჩემი ქცევით აშკარად გაღიზიანებულმა და თავი უკან გასწია, ეს ჩემი გამარჯვება იყო რადგან მის სიახლოვეს გავუძელი და აქეთ გავაბრაზე
-არ ვიცი-გავჯიუტდი მე
-დარწმუნებული ხარ?-გაეცინა და შემომანათა აციმციმებული ჭაობისფერი თვალები, სუნთქვა შემეკრა რატიმღაც და მაშინვე მზერა ავარიდე
-კიი-ვუთხარი დაძაბული ტონით და ინსტიქტურად ისევ მის ამღვრეულ თვალებს მივაპყარი ამღვრეული თვალები
-იციმარიამ... იცი-მითხრა ჩავარდნილი ხმით -ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი ის არის რომ ჩემი არავის არ გესმით და ვერც ვერავინ გამიგებთ, ჩემი თავის მარტო მე მესმის-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით და რომ მივხვდი რომ თავისი არეული ჭაობისფერი თვალები ჩემს ტუჩებზე გადაიტანა ცოტა მეტად დავიძაბე
-ჰო ასეა-დამეთანხმა -მაგრამ ვცდილობ
გაგიგო-ისე მითხრა რომ ჩემი ათრთოლებული ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია
-მაგრამ ჩემი არ გჯერა-ვუთხარი ნაწყენი ტონით
-შენი რომ არ მჯეროდეს, ჩემს სახლში შენს გვერდით ვიჯდებოდი და შენთან ერთად ყავას დავლევდი?-შეიცხადა და გაეცინა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ბოლოს ისევ აურია, მეგონა მეტყოდა იმას რისი მოსმენაც ასე ძალიან მინდოდა, მეტყოდა რომ ჩემი სჯერა და აქ იმიტომ ვარ რომ ვსჭირდები, მაგრამ არა! ჯანდაბა, ჯერ ვერ მაპატია, ან იქნებ ვერც ვერასდროს მაპატიოს? იქნებ არც უნდა რომ მაპატიოს? იქნებ მისთვის უკვე აღარფერს ვნიშნავ? აღარაფერს წარმოვადგენ? ალბათ ძალიან ვატკინე და წამშალა თავის ცხოვრებიდან სამუდამოდ?...იქნებ ეს ჩვენი შეხვედრა უბრალოდ შეხვედრაა უბრალო ნაცნობების და მეტი არაფერი? იქნებ დახმარებაა მხოლოდ იმიტომ გამიწია რომ ვეცოდები და მეტი არაფერი? ჯანდაბა გული საშინლად მატკინა ამ ყველაფერზე ფიქრმა
-ესეიგი მენდობი და ჩემი გჯერა? -ვკითხე დაძაბული ტონით როცა აზრებს თავი მოვიყარე და დავმშვიდდი
-ასეა-დამეთანხმა მაშინვე და უცნაური მზერით შემომხედა, ჯანდაბა ჯანდაბა ასე რატომ მიყურებს? რას ნიშნავს ეს მზერა? დამცინის თუ ვეცოდები? სხვა გრძნობა დარჩებოდა ჩემდამი? როგორ მინდა ვკითხო მაგრამ ძალა არ მყოფნის! არ მინდა რეალობას თვალი გავუსწორო! არ მინდა მეორედ განვიცადო მისი დაკარგვით გამოწვეული იტკივილი, დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ვცდილობდი მისი აზრები და ფიქრები წამეკითხა ამღვრეულ თვალებში მაგრამ ვერ ვხვდებოდი რეალურად რას გრძნობდა და განიცდიდა ჩემს მიმართ, ვერც მისი ქცევით ვხვდებოდი ვერაფერს
-ამას რამე მნიშვნელობა ააქვს ახლა?-ვკითხე კარგახნის ფიქრის მერე და ვცადე კუთხეში მიმიმწყვდია რომ ეთქვა რეალურად რასაც გრძნობდა ჩემდამი
-ახლა უკვე აღარ-მითხრა კარგახნის დუმილის მერე და მეორე ღერს მოუკიდა ნერვიულად -მაგრამ ჩემთვის... ზოგადად ბევრს ნიშნავს ის რომ ვიცი ამ ყველაფერში დამნაშავე შენ არ ხარ-შემომხედა არეული თვალებით, მე ვერ გავუძელი ამ მზერას და მაშინვე თვალი ავარიდე და ჩემს ყავის ჯერ ისევ სავსე ჭიქას გავუშტერე თვალი
-ზოგადად?-Დავიჩურჩულე და ხმა ჩამიწყდა
-ზოგადად-დამიდასტურა მაშინვე და მისკენ გამექცა აწყლიანებული თვალები, ვერ ვეგუებოდი იმ აზრს რომ მისთვის მე უკვე ჩვეულებრივი, მართალი და უდანაშაულო ადამინი ვიყავი და მეტი არაფერი -მარიამ-წარმოსთქვა უცნაური ტონით ჩემი სახელი და სახე მომიახლოვა, იმდენად რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე შემომეფრქვია, მე უნებურად ცრემლები გადმომცვივდა, ძალიან დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, ვერ გავუძელი მის სიახლოვეს და აკანკალებული თითები სახეზე ჩამოვუსვი შემდეგ თავი უკან გავწიე რომ მისი სიახლოვით თავგზა აბნეულს რამე სისულელე არ ჩამედინა, მაგრამ თორნიკემ დამადო ლოყაზე ხელი და ნელ-ნელა თმაში შემიცურა, საოცრად გიჟურმა მუხტმა დამირბინა მთელს სხეულში და გულმა გამალებით დაიწყო ცემა, ცრემლები ისევ თავისთავად გადმომცვივდა, მას გაეღიმა და სახე ისევ მომიახლოვა, მე Ვეღარ გავუძელი მის დაჟინებულ გაᲛოხედვას და მზერა მისი ამღვრეული ჩაწითლებული თვალებიდან მის ტუჩებზე გადავიტანე, როგორ მინდოდა რომ შემხებოდა ეს ტუჩები, როგორ მინდოდა რომ თავი დამეკარგა
-ამდენს ჩემს ტუჩებზე ფიქრობ მარიამ?-ჩამესმა მისი ირონია ნარევი ხმა და გველ ნაკბენივით ფეხზე წამოვვარდი, მაგიდიდან სანთებედა და სიგარეტი ავიღე და ტერასაზე გავედი გაცეცხლებული, ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე და აკანკალები თითებით სიგარეტს მოვუკიდე, ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი და თავი ხელში ამეყვანა მაგრამ ვერ ვახერხებდი, შევკრთი როცა ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ზურგიდან, ზედმეტად მომიახლოვდა და სხეულზე ამეკრო, ისეთი გაბრაზებული და დაბნეული ვიყავი რომ ვერᲐფერი გაბაკეთე და ვერაფერი ვერ ვუთხარი, ვიდექი ჩუმად და ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა, მოულოდნელად თმები ცალ გვერდზე მომიქცია და კისერში მაკოცა, დამაჟრიალა, კანი დᲛეწვა სადაც მისი ცივი ტუჩები შემეხო და დარტყმულივით გვერდზე გავხტი, მაშინვე მისკენ მივტრიალდი და თვალებში ჩავაცქერდი
-ასე რატომ იქცევი?-ვკითხე ხმა
აკანკალებულმა -მოგწონს ჩემი წამება?-ხმა ჩამიწყდა მღელვარებისგან
-ასე ძალიან გინდოდა რომ მეკოცნა შენთვის?-ისეთი გაოცებული ტონით მკითხა რომ სულ ამიბნია თავგზა, უარესად გამაბრაზა მისმა ირონიამ
-ნუ მეთამაშები-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით
-არ გეთამაშები-მითხრა გულწრფელად გაოცებულმა და მომიახლოვდა, წელზე ხელები მომხვია და სხეულზე მიმიკრო
-მომშორდი-ვუთხარი მკაცრი ტონით და სიგარეტია ლურჯი კვამლი სახეში მივაბოლე, ვცდილობდი მისი სიახლოვით გამოწვეული მღელვარება დამემალა Და თვითკონტროლი არ დამეკარგა
-შენზე ასე ძალინ ვმოქმედებ?-მკითხა მომღიმარი სახით, ღმერთო როგორ მძულდა ეს ღიმილი
-შენთვის ამას რამე მნიშვნელობა ააქვს?-თავი ავარიდე მის გამომწვევ კითხვას
-არც ისე-მითხრა გულწრფელად და ისე გავბრაზდი რომ ხელები მკერდზე მივაბჯინე და უკან დახევა ვაიძულე -მაგრამ სასიამოვნოა იმაზე ფიქრი რომ ვიღაცას ძალიან უნდა რომ შეეხო-მითხრა ბოროტული ღიმილით
-გინდა რომ ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო?-ჩავეკითხე გაბრაზებული
-არ ვარ?- მკითხა გამომწვევი ტონით და შემომანათა აციმციმებული თვალები
-იდიოტი ხარ-ვეღარ გავუძელი მის თამაშს
-გინდა მითხრა რომ ვერ ვხვდები როგორ გიყვარვარ?-მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა
-შენ არაფერი გესმის-გავბრაზდი რომ კუთხეში მიმიმწყვდია ასე მარტივად და გრძნობებში გამოტყდომა მაიძულა ფაქტიურად
-შენ მე...-მითხრა უცნაური ტონით და აკანკები ხელი თმაში შენოცურა -მაგიჟებ მაგრამ-მომიახლოვა სახე და ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა
-მაგრამ რა?-ვეღარ გავუძელი მის დუმილს
-მაგრამ შენ უფლებას არ მაძლევ თავი
დავკარგო-დამიჩურჩულა ისევ ტუჩებთან
-ყავა გინდათ?-მოგვესმა ხატიას ხმა და მაშინვე ცივად დავშორდით ერთმანეთს
-კიი გვინდა-გასძახა თორნიკემ და სახლში პორველი შევიდა, ცოტახანში მეც შევედი როცა ოდნავ დავმშვიდიდ და თავი ხელში ავიყვანე და სავარძელში ჩავჯექი, თორნიკეს ბოლო სიტყვებმა საშინლად იმოქმედა ჩემზე, ფაქტიურად მითხრა ის რისი გაგებაც ძალიან მინდოდა თან რისიც ასე ძალიან მეშინოდა და ამავე დროს მაინტერესებდა, გამომიტყდა რომ ჩემს მიმართ ჯერ ისევ აქვს გრძნობები მაგრამ წარსულის გამო და ჩემი დაშვები შეცდომების გამო იძულებულაი უკან დაიხიოს რადგან ვერ მაპატია... ძალიან ცუდად გავხდი ამაზე ფიქრით და მივხვდი რომ ისიც სწორედი აიმავე შიშს სინანულს და ტკივილს განიცდოდა რასაც მე დაკარგული ნდობისა და გრძნობების გამო...
-მარიამ ტელეფონი გირეკავდა და...-ხატიამ ტელეფონი მომაწოდა -გამაღვიძა-ცოტა დაიძაბა ჩვენი შემხედვარე, მე გამოვართვი და მაშინვე თიკას დავურეკე
-აუ ხოარ გაგაღვიძე?-ჩამესმა თიკას ხმა
-არა, არც მძინებია
-აᲣ წამოვალ რა, აქ ვეღარ ვძლებ, დედაშენი კარგადაა ,მამაშენიც, ანა მათთანაა და კარგადაა ხოიცი თინი რა ტიპია
-უკვე ღვიძავთ?-გავოცდი მე
-ჰო დედაშენმა ყავა დალია უკვე, მერე მამაშენმა დარეკა, მარიამს არ ვურეკავ არ მინდა გავაღვიძოო და იცოდეთ კარგად ვართ ყველაო
-კაი წამოდი და წამიყვანე-ვუთხარი აღელვებულმა და თორნიკეს გავხედე
-კია მიდი-თიკამ გამითიშა მე მამას დავურეკე
-მა როგორ ხარ? მაპატიე გუშინ რომ განერვიულეთ
-კარგად მა შენ?
-კარგად ვარ, ანა? ჩემი პატარა როგორაა?
-მარიამ მგონია რომ ანა გაიზარდა და შენ ისევ ბავშვად დარჩი... ყველაფერს ხვდება... ნერვიულობს...ჰგონია რომ მისი ბრალია ყველაფერი ... გთხოვ ცოტა თავი ხელში აიყვანე
-დაველაპარაკები-ხმა გამებზარა
-მარიამ
-მამა-ცრემელბი მომეძალა
-მარიამ შვილო მართლა სასაფლაოზე იყავი თუ რამე ხდება ისეთი რაც უნდა ვიცოდე?
-არაფერი მართლა არაფერი-ვუთხარი და გავუთიშე
-აი ყავაც მოვიდა-ხატიამ ჭიქები მაგიდაზე დააწყო და მე შემომხედა -მარიამ კარგად ხარ?
-კარგად ვარ-ვუთხარი აღელვებული ტონით და ხმა ჩამიწყდა, თორნიკეს გავხედე რომელიც დაძაᲑული და განერვიულებული იჯდა სავარძელში
-აბა როგორ ხართ გიჟებო?-იკა შემოვიდა მომღიმარი სახით მისაღებში და მაშინვე გაფანტა დაძაბულობა
-აბა ვინ მიბრაზებს ჩემს ფერია გოგოს და ექსტრემალ ექიმს?-ნიკა შემოვიდა ლუკასთან ერთად მისაღებში, მათ საოცარი ხაᲚისი და მუხტი შემოიტანეს
-ეს გვაბრაზებს-ხატიამ სახე ალეწილ თორნიკეზე მიუთითა და დაღვრემილი სახით წამოდგა ფეხზე და ნიკას ჩაეხუტა
-თორნიკე -გაბრაზდა ნიკა -ბავშვებს თავი დაანებე-მეთქი რამდენჯერ გითხარი- გაუბრაზდა ჩემს გაბუსხულ სახიან ჭაობისფერ თვალებას
-წადი შენი-გაბრაზებული წამოვარდა სავარიდან და გარეთ გავარდა, ცოტა არ იყოსდა დავიძაბე, მივხვდი რომ ასე ჩემსგამო იყო არეული, ნიკა და ლუკაც მას გაჰყვნენ, ხატია კი სამზარეულოში გავიდა
-მარიამ კარგად ხარ ხო?-იკამ სკამი მოაჩოჩა და ჩემს წინ დაჯდა
-კი კარგად ვარ
-იმ სირ. ჩვენ მივხედავთ-მითხრა ხმადაბლა
-გთხოვ არ ჩაერიოთ...
-მისმინე თორნიკე ცოტა გაგვიგიჟდა, მგონი ეს მხოლოდ შენი ბრალია, შენ გადაიყვანე ჭკუიდან... მაგრამ... შენსგამო მაინც ყვაფერზე წავა-ძალიან დამაბნია და დამძაბა იკას სიტყვებმა -ეგ ტიპი თუ შეგაწუხებს კიდე მე ან ნიკას გვითხარი
-არა ამაში ვერ ჩაგრევთ-ვიუარე მე
-მისმინე-ძაან დასერიოზულდა იკა -თორნიკე იმ ტიპს არ მოეშვება, აᲛ ბოლო დროს ძაან არეულია და შეიძლება რამე აურიოს, Მიტომ გეუბნები ჩვენ გვითხარი-თქო, ხომ ხვდები რას
გეუბნები?!- თვალებში ჩამაცქერდა იკა
-კარგი-დავეთანხმე მე რომ ეს მძიმე საუბარი შეგვეწყვიტა
-მართლა!-მითხრა მკაცრი ტონით
-მართლა-ვუთხარი დარწმუნებით და დამიჯერა, გარეთ რომ გავიდა ლუკა შემოვიდა ოთახში
-თორნიკე კარგადაა?-ვკითხე კარგახნის ფიქრია მერე
-გამიჭედა-მითხრა დაღვრემილი სახით
-რატო?-დავიბენი მე
-იმიტომ რომ ეს ბიჭი იდიოტია-ხატია შემოვიდა მისაღებში
-ამდენ ლაპარაკს ჯობია შენ ყავა გამიკეთო-უთხრა ლუკამ სახეალეწილ ხატიას
-ყავა?-შეიცხადა ხატიამ
-ჰო ყავა, ნუ ხარ ზარმაცი-გაბრაზდა ლუკა
-მაკაიფები ხო?-გაცეცხლდა ხატია
-არაა ეს გოგო სახლში შესაშვები ძაან
ზარმაცია -ისეთი სერიოზული ტონით ამბობს ლუკა რომ ხატია პირდაპირი მნიშვნელობით ფეთქდება
-Ასეთ სისულეელეებს თავად იფიქრებ ხოლმე თუ ვინმე გიწერს?-ეჩხუბება ლუკას
-ფერია -ლუკა დგება და სახეალეწილ ხატიას უახლოვდება, მის სახეს ხელებში იქცევს და ხატიაც მაშინვე თავს კარგავს -მიდი ყავა მოადუღე-ისეთი ტონით ეუბნება რომ ხატია რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ აღიქვამს როგორ ეღადავება ლუკა
-ავადმყოფო არანორმურო-ხატია მის ხელებს იშორებს და მხარზე ჩქმეტს, ლუკა ყვირის
-ბავშვებო ჭკვიანად იყავით-იკა შემოვიდა და სიცილი აუვარდა მათი სახეების შემხედვარეს, მე კი მის სიცილზე გამეცინა
-ამის გამო ხომ იცი რომ დაისჯები არა?-ლუკა ხატიას ჩააცქერდა თვალებში, ხატია ძალიან დაიძაბა
-უნდა დასაჯო თან ძაან მკაცრად!-აქეზებდა იკა ისედაც თავგზააბნეულ ბიჭს
-არ გაბედო და არ მომეკარო-უკან დაიხია ხატიამ და მაგიდას შემოუარა
-დავიჭირო?-ლუკას შეხედა იკამ და თვალი ჩაუკრა ძმას
-ვერცერთ ვერ გიტანთ-აყვირდა ხატია და მაგიდას შემოურბინა რომ ლუკას დასხლტომოდა, მაგრამ ლუკამ ისე მოატყუა რომ პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და შეკივლა მოულოდნელობისაგან დაბნეულმა გოგონამ, სუნთქვა არეული ლუკას მიაჩერდა, აი აქ მე და იკა ძაან ზედმეტები ვიყავით მაგრამ ჩვენც ისე დავიბენით რომ ვერფერი მოვახერხეთ
-ამას მოვკლავ-ᲓაიᲧვირა თორნიკემ კარებში და ყველამ შემოსასვლელისაკენ გავიხედეთ დაფეთებულებმა საიდანაც გაავები თორნიკე მოექნებოდა, ლუკამ ცივად გაუშვა ხელი ხატიას და თორნიკეს მიაჩერდა
-შეეშვი ბავშვებს-იკა გადაეღობა და დააშოშმინა
-თორნიკე ნუ გიჟდები-დაეწია უკან მომავალი ნიკა
-აუ რა გინდა-ატირდა ხატია -რით ვერ გვაპატიე ერთი ავარია-ცრემლები გადმოსცვივდა
-თორნიკე -ფეხზე წამოვდექი და
მივუახლოვდი -დამშვიდდი გთხოვ-ვხვდდბოდი რომ ჩემსგამო იყო ზედმეტად გაღიზიᲜებული
-კარგი შემეშვით-თქვა გაბრაზებულმა და გარეთ გავარდა და ბᲘჭებიც უკან გაყვნენ, ხატია დივანზე დაჯდა და ატირდა, ლუკა გვერდით მიუჯდა და თმაზე ხელი ჩამოუსვა
-ფერია -ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა
-ასე რატომ გვექცევა-შეანათა აწყლიანებული თვᲚები ხატიამ ლუკას
-ნუ ღელავ გადაუვლის
-არ გადაუვლის
-დაველაპარაკები, დამშვიდდი გთხოვ
-უბრალოდ ვერ გვიტანს-ბრაზობდა ხატია
-ხატია, ავარიის გამო არ გიჟდება ასე-უთხრა დაძაბული ტონით ლუკამ და მე საძინებლისაკენ გავიპარე ისე ფრთხილად რომ ვერ
შემნიშნეს აი აქ უკვე მართლა ძაან ზედმეტი
ვიყავი-შენც ხომ ხვდები რომ ასე არაა?-მომესმა ლუკას დაძაბული ხმა
-ლუკა-ამოთქვა ხატიამ მისი სახელი და ისევ ატირდა
-ხომ ხვდები რომ...-ლუკა სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა-Ასე იმიტომ იქცევა რომ...-ლუკა გაჩუმდა, ხატოაც გაჩუმდა ,ისე იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზეც რომ მეც მათსავით დავიძაბე -ხატიამ შენ...მე...-ლუკას აკანკალებულ ხმაზე გამეცინა
-გთხოვ-ამოთქვა ხატიამ სლუკუნით
-მან იცის რომ მე...ხატია-ღმერთო ნეტა აქ არ ვიყო და არ მესმოდეს მათი ეს ზედმეტად რომანტიული და დაძაბი საუბარი, მაგრამ მესმოდა და მეც მათსავით დაძაბი ვიყავი იმ მომენტში
-რააა?-ამოიტირა ხატიამ
-ხომ ხვდები რომ... ხატია... -ლუკა სათქმელს თავს ვეღარ უყრიდა, მეც მათსავით დავიძაბე და დავიბენი -მე შენ ძალიან მიყვარხარ-თქვა მოულოდნელად ლუკამ და გაოცებისგან პირი დავაღე, მერე გამეცინა, ისეთი აღელვებული და დაბნეული ვიყავი რომ წარმომიდგენია თავად რა მდგომარეობაში იქნებოდნენ, ცრემლებიც კი მომეძალა, იმის წარმოდგენაზე თუ რა ბედნიერები იყვნენ ახლა ამ წუთებში...ჩემმა ტელეფონმა დარეკა და გონს მომიყვანა თითქოს, Მაგრამ სასიამოვნო ეიფორიაში ვიყავი ისევ
-ხო თიკა
-მალე მანდ ვიქნებით
-იქნებით?-შევიცხადე მე
-თათიაც წამოვიყვანე, შენი ამბავი რომ მოვუყევი სულ გაგიჟდა
-დღეს ხომ მუშაობს?
-ვნახᲕ მარიამს და მერე ტაქსით წავალ მოვასწრებო ჯერ დილაა შვიდია
-აუ რა კარგი გოგოები ხართ-ვუთხარი აღფრთოვანებულმა და მისაღეᲑსი ნიკას ხმა რომ გავიგე გავედი
-თორნიკე სადაა?-ვკითხე დაძაბულმა და სახეალეწილი ლუკა და ხატია დავაიგნორე
-ეზოშია-მითხრა მომღიმარი სახით და თვალებით მკითხა აქ რა ხდებაო, მე ვანიშნე გავიდეთ-თქო და ერთად გავედით გარეთ
-ამათ რა სჭირთ?-მანიშნა სახლში დარჩენილ ბავშვებზე
-არვიცი-გამეცინა მე და ეზოში ჩავედი
-თოკა სიგარეტი გამითავდა და მაღაზიაში წავალთ ჩვენ-ნიკამ იკას წაავლო ხელი და მანქანისაკენ წაიყვანა, მე დივამზე მჯდომ თორნიკეს მივუახლოვდი და მოშორებით დავჯექი
-თორნიკე-მიჭირდა ლაპარაკის დაწყება
-იმ ორზე არაფერი არ მითხრა
-თავი დაანებე გთხოვ, რატომ ხᲐრ დიდი ბოროტი ძმა?-გამეცინა მე
-ხატია ძალიან პატარაა, ლუკა კი ემოციებს ვეღარ თოკავს-შემომხედა ამღვრეული
თვალებით -ჩემს პონტში ვერ უტყდება ხატიას სიყვარულში... ჩემი ძმაკაცი რომ არ იყოს -გაჩუმდა და გაეცინა -დარწმუნებული ვარ სააავადმყოფოში რომ იწვა და პირველად გავიცანით ლუკა პალატაშივე აუხსნიდა სიყვარულს ხატიას და იქიდანვე წაიყვანდა, იცი რატომ? იმიტომ რომ ხატიასაც ისეთივე გაგიჟებით უყვარს -შემომხედა მომღიმარი
სახით- ხვდები ეს ორი წელი რას ვუძლებ? ვაიძულებ გრძნობები მოთოკონ, ორივეს ვაწვალებ
-ხოდა ახლა მაინც შეეშვი-გამეცინა მეც- მესმის რომ ხატია პატარაა, აი მე ზუსტად თვრამეტის ვიყავი ანას დედა რომ გავხდი და დღემდე ერთად ვიზრდებით და ჯერ კიდევ ვერ გავიზადრე მგონი...მაგრამ მათ ერთმანეთი უყვართ
-სიყვარულის წინააღმდეგი არ ვარ-გაბრაზდა თორნიკე -მაგრამ ერთმანეთს რომ გამოუყტდნენ აი იქ ყველაფერი დამთავრდება, ლუკა ეგრევე წაიყვანს ვიცი-მითხრა გაცეცხლებულმა
-რატომ გგონია ასე?ხალხი წლობითაა შეყვარებული- ვამშვიდებდი და თან მეცინებოდა მის ალეწილ სახეზე
-მთვრალმა მითხრა ამას წინათ ხატია მაგრად მიყვარსო, წარმოიდგინე ჯერ მე ამიხსნა ხატიას
სიყვარული-გაეცინა, სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა
-ძმაკაცობის პონტში?
-ჰო... ჯერ მე მომახსნა თავისი გრძნობების შესახებ თითქოს პირველივე დღიდან არ ვიცოდი რომ ჩემმა გიჟმა გოგომ ჭკუა დააკრგვინᲐ-გაეცინა თორნიკეს
-რა ბოროტი ხარ-გამეცინა მეც-პირველივე დღიდან იცოდი და ამდენი ხანი ჩუმად ყოფნას აიძულებდი საწყალ ბიჭს, სანამ არ დათვრა და არ გადაირია საბოლოთ ამ სიყვარულით ვერ გაგიბედა თქმა არა?
-ზუსტად ეგრე იყო-მითხრა ჩაფიქრებულმᲐ -ძაან უყვარს, აი ეგრევე რომ მიხვდები... ხატია ხომ საერთოდ აბოდებს მასზე, მაგრამ ისეთი ბავშვური ჯერ ვერ აცნობიერებს ამას, ხოდა ახლა წარმოიდგინე ლუკა რომ ეტყვის მიყვარხარო ხატიაც ხომ მოვა აზრზე? მერე ლუკა ხატიას უეჭველი წაიყვანს ვიცი...
-გასაგებია-გამეცინა მე -ანუ გინდა ეს გაუგებრობა გაწელო კიდევ ერთი ორი წლით? მაშინაც ამ აზრზე იყავი და ეხლაც იმავე აზრს აწვები?
-ჰო-მე არაფერი არ ვუთხარი შიგნით მომხდარზე, მესმოდა სამივესი და ამიტომ გადავწყვიტე არ ჩავრეულიყავი ამ უცნაურ ამბავში. კარგახნის სიჩუმის მერე მითხრა მოულოდნელად
-ისე ეს კაბა ძაან გიხდება-ჩამაცქერდა
თვალებში -პირველად ვნახე რომ მოკრძებულად გაცვია-მითხრა გაბრაზებული ტონით
-რამე არ მოგწონს ჩემს ჩაცმის
სტილში?-შევიცხადე და თან გამეღიმა მისი ალეწილი სახის შემხედვარეს, თან თითებიდან ავაცალე ანთებული სიგარეტის ღერი და მოწევა გავაგრძელე
-საერთოდ არაფერი არ მომწონს-მითხრა მკაცრი ტონით
-მართლა?-შევხედე გაოცებულმა -რატომ?
-მაღიზიᲜებს-მითხრა ჩავარდნილი ხმით
-როგორი გაგებით? -ძალიან მაინტერესებდა რას მიპასუხებდა
-პირდაპირი და ირიბი გაგებით-მითხრა არეული ხმით და ისე გავბრაზდი რომ ფეხზე წამოვვარდი და სახეში ჩავაცქერდი
-მგონი ზედმეტად გულწრფელი ხარ-გავცევხლდი მე
-შენ ხომ გინდა რომ გამოგოტყდე
გრძნობებში?-ამომხედა მომღიმარი სახით
-შენი ბილწი აზრები და გრძნობები შენთვის შეინახე- ლამის ვუყვირე გაბრაზებულმა, ის კი მიყურებდა და იღიმოდა,ძალიაᲜ მაღიზიანებდა მისი ეს ღიმილი, ეს ირონია, ეს გამოხედვა
-რაღაცაში ხომ გამოგიტყდი?-მიყურებდა და იცინოდა
-დალიე?-ახლაღა შევამჩნიე რომ თვალები ჰქონდა ამღვრეული
-ცოტა-მითხრა ღიმილიანი სახით და სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან
-რა ჯანდაბაა-მესმის თიკას ყვირილის ხმა და კიბეებზე ავდივარ რომ უკანა ეზოში მოვხვდე
-ისევ შეენ?-იცინის იკა და ჩემს მანქანას უყურებს
-რახდება?-მივუახლოვდი ჩემს მარჩის და მის დანახვაზე ცრემლები მეძალება
-შენმა ბიძაშვილმა გაჩერებულ მანქანაზე დაგვარტყა-უფხრიწება იკა და ჩემი მარჩის წინა დალეწილ ფარს უყურებს
-თიკაა-ვბუზღუნებ მე და ჩემს მარჩის ვიახლოვდები
-მეგონა...სწრაფად შემოუხვია და მეც იგივე სიჩქარით შემოვედი ეზოში, მეგონა კიდევ წინ უნდა წამოსულიყო, ამ კრეტონმა კიდევ ეგრევე დაამუხრუჭა და დავეტაკე -მიხსნის Გაცეცხლებული თიკა
-შენ ტარება არ იცი ჩემი რა ბრალია?-ბრაზდება
იკა -ან თვალდახუჭული თუ ატარებ რა ჩემი ბრალია?
-თვალდახუჭული თვითონ ატარებ!-გაბრაზდა თიკა
-კაი დაიკიდეთ-ვცდილობ დავაშოშმინო ეს ორი არანორმალური
-მარიამ ამ იდიოტის ბრალია მართლა-არ ჩერდება თიკა
-კაი დაიკიდეთ-ვეუბნები და თორნიკეს რეპლიკაზე ვფეთᲥდები
-მაინც არაფერი ეტყობა ისეთი დაბრედილია
-უკაცრავად რა თქვენსავით ჩვენ ათასებს არ ვითვლით ყოველი თვის ბოლოს -ვუბრაზდები თორნიკეს
-ჯობია წავიდეთ რა -ბრაზდება თიკა და საჭესთან ჯდება
-მარიამ შენს ადგილას არ ჩავუჯდებოდი-იკრიჭება იკა
-ჰო გაჩერებულ მანქანებს თუ ეტაკება წარმოიდგინე რას იზავს ეს მოსიარულე
მანქანებში-იცინის თორნიკე
-ავადმყოფები-ყვირის თიკა და და კარს ისე ძლიარად აჯახუნებს და კეტავს რომ სარკე ვარდება, ამაზე გიჟებივით სიცილს იწყებენ ყველანი ერთად, მე მაინც ამაყად ვჯდები გაოგნებულ თათიასთან ერთად მანქანაში და ვცდილობ არ გამეცინოს მათ გიჟურ სიცილზე და აი აქ იწყება ჩვენი უბედურება, ქოქავს მაგრამ არ იქოქება, აი აქ კი უკვე თვალები დავხუჭე არ მინდა დავინახო როგორ დაგვცინიან ეს იდიოტები, მაგრამ თვალებს ვახელ რადგან მათი გიჟური ისტერიული სიცილის ხმაზე მეც მეცინება, ერთადერთი ხატია დგას მოკრძალებით და ცდილობს არ გაეცინოს
-ამის დედასც შვეც. -ყვირის თიკა და კიდევ ქოქავს მაგრამ არ იქოქება ჩემი გოგო -გადადᲘთ და თქვენც დამცინეთ-გვიყვირის მე და თათიას და ჩვენც გადავდივართ
-შეგიძლიათ ნახოთ რა სჭირს?-ვუყურებ საცოდავად ბიჭებს, აუტანლები, ამაყად დგანან და თითსაც არ ანძრევენ ჩვენსგამო -გთხოვთ-ვამატებ სიმწრით ამ საშინელ სიტყვას და საცოდავად ვუყურებ ბიჭებს, ყველა იკას უყურებს ჩანს ისაა საძმაკაცოს გული ამ ამბავში
-კაი ჰო-ამბობს გაბრაზებული და მანქანას უახლოვდება, თიკას მხრიდან კართან მიდის ჩაწეულ ფანჯარასთან იხრება და ლირდალირ თვალეში უყურებს -მიდი მთხოვე-თიკას თავმოყვარეობას ეხება
-რა ავადმყოფი ხარ-იჯღანება თიკა და Ფანჯარას სწევს და ცოცხალი თავით არ გადმოდის მანქანიდან, ბოლოს მაინც ხდის მანქანის თავს იკა და ათვალიერებს ჩემი გოგოს ძრᲕს და რაღაც ნაწილებს, კარგახანს უკირკიტეს ბიჭებმა და დაასკვნეს რომ არაფერი არ ჭირს მანქანას, დროდადრო თიკას აქოქინებენ და აკვირდებიან რისგამო შეიძლება ვერ იქოქებოდეს, რა არის გაუმართავი, ბოლოსდაბოლოს ნიკა მიდის მანქანასთან და თიკას სთხოვ რომ გადავიდეს და შიგნიდანაც დაათვალიერონ მანქანა თიკა გადმოდის და კია ჯდება საჭესთან და იწყება ჩვენი დაცინვის ახალი და მძიმე ტალღა
-მანქანში რომ ბენზინი ისხმევა ამაზე რამე გსმენია თიკუნა?-გადმოდის მომღიმარი სახით მანქანიდან და თიკას უახლოვდებᲐ-დღეიდან იცოდე რომ ამ მოდელს ბენზინი სჭირდება
-ვიცი-ბრაზდებ თიკა
-რა დონეზე უნდა გათვალო რომ ზუსტად იმდენი ჩაასხა რომ აქ ჩაგიქრეს მანქანა-იკრიჭება იკა
-ეტყობა მათემატიკას კარგად სწავლობდა-აჰყვა თორნიკე
-მარიამ ამას არ გაპატიებ-მეჩხუბენა თიკა
-მეე? -ვიცხადებ და უკან მივდევ გაცეცხლებულ თიკას
-ამ იდიოტებთან რომ ამომაყოფინ თავი -ჩერდება და ჩემსკენ ტრიალდება
-ასე ნუ განიცდი-ნიკა მოგვიახლოვდა -მივხედავთ არ ინერვიულოთ-გვიღიმის და რომ ბრუნდება თათიას ეჯახება რომელიც იმ დროს მოგვიახლოვდა
-უკაცრავად -იბნევა ნიკა
-არაუშავს -იძაბება თათია
-მგონი ხელი გატკინე ?-ნიკა მის ხელს აკვირდება
-ოდნავ-უხერხელობისგან აღარ იცის რა ქნას თათიამ
-ძალიან ვწუხვარ-ხმა უწყდება ნიკას
-მარიამ მოდი ყავა დავლიოთ-ხტია სახლში გვეპატიჟება
-არ მინდა -ჩურჩულებს თიკა
-კაი რა წამოდი-Გოგოები სახლში შევდივართ
-მარიამ აქ შლანგი არ გვაქ თორემ ჩემიდან გადავასხავდი ბეზინს -შემოდის თორნიკე სახᲚში სიცილით -ხოდა ჩავალთ ბიჭები ბეზინგასამართ სადგულზე და ვიყიდით
-აუ ყველა მთვრალი ხართ-ბრაზდება ხატია
-ლუკას დავსვათ შენი ბიჭი არაა დალეული
-მოიცა იკა რომ მაღაზიაში იყო?-ვიცხადებ მე
-აქვეა მაღაზია კიდევ კარგი და სადგური დაბლააა
-წავედით რა ჩვენ ბიჭები და მოვალთ-იცინის და გადის
-ღმერთო ჩემო ეს რა იყო?-იცხადებს თიკა და Ვერ მშვიდდება კიდევ, მოკლეთ ასე უცნაურად გაიცნო თიკამ თოკას სასტავი, თათია ისედაც ყველას იცნობდა, ხატია ძალიან საყვარელი გოგო იყო და მასთან თავი უხერხულად არ გვიგრძვნია არცერთს.
მოკლეთ ჩემს მანქანას ეღირსა ბენზინი და ჩვენ სახლში დაბრუნება.
ის დღე ჩემს გონებაში ყველაზე სასიამოვნო დღედ აღიბეჭდა ყველაფრის მიუხედავად. ჩემდა საბედნიეროდ ალქსანდრე მართლა აღარ გამოჩენილა და გადავწყვიტე ჩემებისთვის ისევ დამემალა ეს ამბავი, ვიცი რაც დაემართებოდათ რომ გაეგოთ რომ ალექსანდრემ მესროლა.
ჩემი თიკა წავიდა, ქუთაისში დაბრუნდა შვებულება ამოწურა, მე ჩვეულებრივ ვაგრძელებდი სიარულს სამსახურში, თათიაც, ანა ჩემი ლაპარა ქალბატონი სკოლაში მივიდა და ძალიან ბედნიერი იყო დედაჩემმაც რომ იმავე სკოლაში იშოვა სამსახური რადგან ძველი მასწავლებელი კერძო სკოლაში გადავიდა, დედა Ქიმიის მასწავლებელი იყო და უმუშევრად იყო ერთიწელი, ხოდა ასე ჩვენდა საბედნიეროდ აქ იშოვა სამსახური. ყველაფერი უცნაურად მშვიდად მიდიოდა თუმცა მაიც სულ ცუდის მოლოდინი მქონდა, რატომღაც მშვიდად ვერ ვიყავი.

№1  offline წევრი -nastia-18

???????????? Ძალიან მაგარია Ძალიან დაინტერესებული ვარ ამ იატორიიᲗ ყოველდᲦე ვაკვირდები დევს Თუარა ახალი Თავი. წარმატებები იმედია Ძალიან გვიან არ დადებ Შემდეგ Თავს

№2 სტუმარი დდდდდდ

აი არ ვიცი ცხოვრებაზე ასე გამწარებული რატომ ხარ სულ ერთიდაიგივე შინაარსის ისტორიები გაქვს გაბოროტებული უხეში მამაკაცებიი ცხოვრებისგან დაჩაგრული ქალები რომლებმაც არ იციან რა უნდათ, შენი პერსონაჟი მამაკაცები ყველა ერთი ჩამოსხმააა, მართლა ვერ ვხვდები ამდენი აგრესია შენში თუა, თუ არის კარგია რომ წერ მაგრამ მაგარი დამრთგუნველია ეს ერთი და იგივე დიალოგებიი, წყვილები იმენა სიყვარულის აზრზე არ არია, ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ყველა სიტყვაში სიგარეტის მოწევა, რომ წარმოვიდგინე მარიამი იმენა სიგარეტისგან ყარს, რავი მგონია რომ ბედნიერების არ გწამს და ცხოვრებაზე დაბოღმილიი პერსონაჟებით გადმოსცემ ამას, მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა არ ვიციი.

№3 სტუმარი Life is beautiful

ყველას თავისი სამყარო აქვს... დდდ
ყველა თავისებურად ხედავს ყველაფერს...
მე მაგალითად ძალიან მომწონს როგორ გულს დებ ამ ისტორიებში შეიძლება ცოტა გაუმართვია და რაღაცით ყველა ერთმანეთს გავს მაგრამ ვხვდები რომ ეგ შენი სტილია❤️♥️^_^

მე მომწონს ის ეიფორია რასაც გადმოსცემ♥️❤️და რაღაც უხილავი რომელსაც ვერ ვარქმევ სახელს.....

ეს თავი ძაან მესაყვარლა... აი განსაკუთრებით ის ლუკა ხატიას რო სიყვარულს უხსნის... დდდ
მად ბევრი ვიცინე❤️♥️^_^მაგრამ ცოტა გაწელილი მომეჩვენა... არც ძააან მიხალებული იქნებიდა კარგი მაგრამ ჩემი აზრით სჯობდა რომ ცოტა შეპარვით აეხსნა მიზეზები ეთქვა.. მომენტები გაეხსენებია რატომ? კითხვის დასაკმაყოფილრბლად და იქნებოდა უფრო მსუყე.. ლუკას და ხატიას უფრო ახლოს და უფრო სხვა კუთხით გაგვაცნობდი და უკეთესი იქნებოდა დამერემუნე♥️❤️????

პ.ს მომეწონა❤️წარმატებები და ველი შენდეგსსს????♥️❤️^_^

№4  offline მოდერი ნეაკო

-nastia-18
???????????? Ძალიან მაგარია Ძალიან დაინტერესებული ვარ ამ იატორიიᲗ ყოველდᲦე ვაკვირდები დევს Თუარა ახალი Თავი. წარმატებები იმედია Ძალიან გვიან არ დადებ Შემდეგ Თავს

ძალიან დიდი მადლობა, 22 ში დავდებ სავარაუდოდ ახალ თავს, თუ მანამდე მოვახერხე აუცილებლად დავდებ

დდდდდდ
აი არ ვიცი ცხოვრებაზე ასე გამწარებული რატომ ხარ სულ ერთიდაიგივე შინაარსის ისტორიები გაქვს გაბოროტებული უხეში მამაკაცებიი ცხოვრებისგან დაჩაგრული ქალები რომლებმაც არ იციან რა უნდათ, შენი პერსონაჟი მამაკაცები ყველა ერთი ჩამოსხმააა, მართლა ვერ ვხვდები ამდენი აგრესია შენში თუა, თუ არის კარგია რომ წერ მაგრამ მაგარი დამრთგუნველია ეს ერთი და იგივე დიალოგებიი, წყვილები იმენა სიყვარულის აზრზე არ არია, ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ყველა სიტყვაში სიგარეტის მოწევა, რომ წარმოვიდგინე მარიამი იმენა სიგარეტისგან ყარს, რავი მგონია რომ ბედნიერების არ გწამს და ცხოვრებაზე დაბოღმილიი პერსონაჟებით გადმოსცემ ამას, მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა არ ვიციი.

მე ათი ათასჯერ დავწერე და აი კიდევ ერთხელ ვწერ და გპასუხობთ, მე ასე ვწერ, ასე მეწერინება და ასე მინდა წერა სულ ესაა რის გამოც ვწერ და რაიმე განსაკუთრებულ აზრს ნამდვილად არ ვდებ ისტორიებში, ნურც რაიმე ლოგიკას მოძებნით უბრალოდ ვწერ!
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ჩემს გარშემო არ არიან იდეალური ქალები, კაცები და მითუმეტეს იდეალური ლამაზი სიყვარულის ისტორიის ადამიანები, ამიტომ ვწერ იმას რასაც ვწერ და როგორც ვწერ...
ალბათ თქვენ იდეალურ სამყაროში ცხოვროᲑთ არვიცი...
მეტ ახსნა-განმარტებებ ნადვილად არ გავაკეთებ, მე ასე მინდა წერა და ვწერ ისე როგორც მინდა.
დიალოგებს, მოქმედების განვითარებას და ყველაფერს მკითხველთან შეთანხმებით ვერ დავწერ, თუ გინდათ ახალი ისტორია ყველამ ერთად დავწეროთ :) იდეალურ ექიმზე და პაციენტზე :)
მადლობა ყურადღებისთვის

და კიდევ ბედნიერების ნამდვილად არ მწამს, არსადარაა და ვერ იპოვი რადგან საკუთარი ბედნიერება თავად უნდა შექმნა, უნდა დაინახო ბედნიერება იმაში რაც გაქვს ადამიანმა და იბრძოლო უკეთესი მომავლისთვის. ასე მგონია :) მადლობა

Life is beautiful
ყველას თავისი სამყარო აქვს... დდდ
ყველა თავისებურად ხედავს ყველაფერს...
მე მაგალითად ძალიან მომწონს როგორ გულს დებ ამ ისტორიებში შეიძლება ცოტა გაუმართვია და რაღაცით ყველა ერთმანეთს გავს მაგრამ ვხვდები რომ ეგ შენი სტილია❤️♥️^_^

მე მომწონს ის ეიფორია რასაც გადმოსცემ♥️❤️და რაღაც უხილავი რომელსაც ვერ ვარქმევ სახელს.....

ეს თავი ძაან მესაყვარლა... აი განსაკუთრებით ის ლუკა ხატიას რო სიყვარულს უხსნის... დდდ
მად ბევრი ვიცინე❤️♥️^_^მაგრამ ცოტა გაწელილი მომეჩვენა... არც ძააან მიხალებული იქნებიდა კარგი მაგრამ ჩემი აზრით სჯობდა რომ ცოტა შეპარვით აეხსნა მიზეზები ეთქვა.. მომენტები გაეხსენებია რატომ? კითხვის დასაკმაყოფილრბლად და იქნებოდა უფრო მსუყე.. ლუკას და ხატიას უფრო ახლოს და უფრო სხვა კუთხით გაგვაცნობდი და უკეთესი იქნებოდა დამერემუნე♥️❤️????

პ.ს მომეწონა❤️წარმატებები და ველი შენდეგსსს????♥️❤️^_^

სულ ახსნა-განმარტებების გაკეთება მიწევს, ისტორიაში ვინ რა და რატომ თქვა, რატომ გაიფიქრა, რატომ წავიდა, რატომ არ წავიდა, რატომ მოწია, რატომ დალია, რატომ იყვირა და ა.შ. ვერ ვხვდები რატომ, მე ასე მინდა წერა და ასე ვწერ, ასე მეწერინება.
თუ ასეთი დამღლელია ნუღარ წაიკითხავენ და სულ ესაა, ყველაფერზე განმარტებებს ვერ გავაკეთებ, მე სულ ასე ვწერდი და დავწერ ასეთ ცივ დამთრგუნველ და რთულ ისტორიებს, მე ასეეთ სამყაროში ვცხოვრობ და ნაწილობრივ გადმოვცე ჩემს გრძნობებს... ალბათ.
მე არ ვცხოვრობ იდეალურ მოწესრიგებულ სამყარᲝში, თუ მკითხველი ცხოვრობს ეს ძალიან სასიმოვნოა :).
მე ვერ და არ დავწერ, ბედნიერების და სიყვარულის ლამაზ ისტორიებს, იმას ვერ დავწერ რაც არაა ჩემს სამყაროში.
მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის :) ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს :)

№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომწონს კარგი თავი იყო ვიხალისე მადლობა წარტებები ????????????

№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომწონს კარგი თავი იყო ვიხალისე მადლობა წარტებები ????????????

მადლობა თქვენ :) :)

№7 სტუმარი სტუმარი ნათია

მაპატიე მაგრამ ამ გოგოს შიგ ხომ არ აქვს ))) “ -მაგრამ ჩემი არ გჯერა-ვუთხარი ნაწყენი ტონით
-შენი რომ არ მჯეროდეს, ჩემს სახლში შენს გვერდით ვიჯდებოდი და შენთან ერთად ყავას დავლევდი?-შეიცხადა და გაეცინა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ბოლოს ისევ აურია, მეგონა მეტყოდა იმას რისი მოსმენაც ასე ძალიან მინდოდა, მეტყოდა რომ ჩემი სჯერა და აქ იმიტომ ვარ რომ ვსჭირდები, მაგრამ არა! ჯანდაბა, ჯერ ვერ მაპატია, ან იქნებ ვერც ვერასდროს მაპატიოს? იქნებ არც უნდა რომ მაპატიოს? იქნებ მისთვის უკვე აღარფერს ვნიშნავ? აღარაფერს წარმოვადგენ? ალბათ ძალიან ვატკინე და წამშალა თავის ცხოვრებიდან სამუდამოდ?...იქნებ ეს ჩვენი შეხვედრა უბრალოდ შეხვედრაა უბრალო ნაცნობების და მეტი არაფერი? იქნებ დახმარებაა მხოლოდ იმიტომ გამიწია რომ ვეცოდები და მეტი არაფერი? ჯანდაბა გული საშინლად მატკინა ამ ყველაფერზე ფიქრმა”
აი ეს რა არის :დ ანუ კაი ვკითხულობ მეთქი ამ გოგოს რამე მაინც ეშველებათქო მაგრამ უარესობისკენ მიდის. რა ფიქრები აქვს, რა გადასვლები აქვს? :დდდ ტიპი ყველანაირად აგრძნობინებს თავის გრძნობებს ყველაფერს აკეთებს მისთვის და ეს რეებს ბოდავს საერთოდ?

1. რომ ჩაიხვიე “მე ასე მინდა წერა და ასე ვწერ, ასე მეწერინება.” გავიგეთ ჰო რომ ასე გეწერინება, ყველას რაც გვეწერინენა იმას ვწერთ, მაგრამ ლოგიკურად ხომ ინდა იმსჯელო როცა რაღაცას წერ?
2. ახსნა განმარტების გაკეთება იმიტომ გიწევს ყოველ ჯერზე რომ ისე ზედაპირულად წერ ყველაფერს ვერ ვიგებთ ხალხი რას წერ რეალურად.
3. ავტორმა პატივისცემა უნდა გამოიჩინოს მკითხველის მიმართ და ასეთი ცივი, ბრაზშერეული ტონალობით არ უპასუხოს კომენტარებზე. ასე მკითხველს დაკარგავ. მე პირადად წაკითხვის სურვილი გამეკარგებოდა.
4. კი, ისე უნდა წერო როგორც შენ გინდა და გესიამოვნება, რათქმაუნდა, მაგრამ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე საერთოდ რა გინდა ამ პერსონაჟებისგან ან რას უპირებ?
5. მაშინებს ხალხი რომელსაც ბედნიერების არ სწამს, ჰგონია არსად არ არის და ვერ იპოვნის. ბედნიერება ყველაფერშია, ყველა დეტალში შეგიძლია დაინახო. ღიმილში, ოდნავ შეხებაში, ბედნიერაბა უმოკლეს დიალოგშიც არის, სადაც მხოლოდ მოკითხვით შემოვიფარგლებით ადამიანები. ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი სიყვარულით გაგიჟებული იყო. შენ აქ წყვილებზე წერს, რომელიც რაღაცას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, და იმის მაგივრად რომ იმ ყველაფრისგან მიანიჭებინო ბედნიერება რაც აქვთ, იძახი ჩემს გარშემო იდეალური წყვილები არ არიან იდეალური სიყვარულებითო. არ არიან და შენ შექმენი. გაბოროტებული წერ, ჩვენც არ გვესმის რატომ. ცხოვრებაში შენ უნდა შექმნა შენივე ფერები და შენ უნდა გააბედნიერო შენი თავი. მითუმეტეს როცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაქვს, ამაზე სასიამოვნო არაფერია. რა დაძაბვა, რას იგიჟებს თავს. შეიძლება შენს თავზე არ გაქვს გამოცდილი როგორია როცა შენს სიახლოვეს არის ის ადამიანი რომელიც მოგწონს, ან გიყვარს. არ გიგრძვნია სხეულში უცნაური სიმსუბუქე, მისი დანახვისას დებილივით ყურებამდე არ გაგიღიმია გაუაზრებლად, შეხებისას მთელი ყურადღება ამ შეხებაზე არ გადაგიტანია, ერთ ადგილზე არ გაშეშებულხარ როცა წელზე, ზურგზე, მხარზე ან სხვა ადდგილზე ხელი დაუდია. არ მოგდომებია დაღლილზე ხელები მოგეხვია და უბრალოდ ჩახუტებოდი. ალბათ არც შემთხვევით შეხებიხარ თითებზე და არ მოგდომებია ხელი ჩაგეკიდა რომ შენთან უფრო ახლოს გეგრძნო.
ამიტომ ჩემო კარგო, არ იცი? არ გიგრძვნია? არ გინახავს? ჩართე ძველი ფილმები, წაიკითხე ნოველები და გაიგებ რა არის სიტყვარული, გრძნობა, და სხვა დანარძენი.

მე კი გემშვიდობები, რადგან ეს ისტორია დაძაბულობის გარდა სხვა გრძნობას არ მიტოვებს. წარმატებები შენ, იმედია შეგხვდება ადამიანი რომელიც ბედნიერებას გაგრძნობინებს და დაგანახებს რომ კარგი ხალხიც არსებობს, რომლებსაც ყველანაირი მოთხოვნის გარეშე შეუძლიათ ჩვენთან ყოფნა. მკითხველს კი ასე აღარასდროს უპასუხო, “ასე მინდა და ასე ვწერ”. მე ამან უფრო დამიკარგა კითხვის სურვილი ვიდრე იმ ტანჯულა უტვინო ქალის ქცევების კითხვამ.
ნახვამდის და გულით გისურვებ ბედნიერებას. ❤️❤️❤️❤️❤️

№8 სტუმარი Nemesis

❤️❤️❤️ dzaan kargiaa

Magram is gogo martla ase tanjuli ratoa dzaan ususuri adamianis shegrdznebas tovebs da mtlianad tornikes gavlenis qveshaa.

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია

უკაცრავად მაგრამ აბა როგორ ვწერო ვერ გავიგე? იქნება ამიხსნათ აქ ყველა ერთად წერს ისტორიას? მკითხველი და მწერალი ერთად წერენ?

მკითხველის ნებაა წაიკითხავს თუ არა, მე არავის ვახვევ თავს ჩემს ისტორიებს და მათ ტანჯვას

არაფერი არ მინდა ჩემი ისტორიის გმირებისგან, უბრალოდ ვწერ და სულ ესაა!

ვწერ იმას რაც მინდა-მეთქი კიდევ იმიტომ დავწერე რომ მკითხველთან ერთად ისტორიას არავინ წერს, ყველა მწერალი იმას წერს რაც უნდა რომ დაწეროს ასეა ეს თუ არა?

მე რამე განსაკუთრებულს ჩავდივარ?

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, რაც შეეხება მკითხველის დაკარგვას, თუ არ მოგწონს ადამინს, არ უნდა წაიკითხო ისტორია და სულ ესაა...
ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყველას თავისი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე და შესაბამისად ბევრი ადამინის შეხედულება ან საერათოდაც არავისი შეხედულება არ ემთხვევა ჩემსას... ასე იყოს არაა ეგ ჩემთვის პრობლემა...
ახსნა-განმარტებებს კი აღარ გავაკეთებ, მგონი უკვე საკმარისად ავხსენი...

Nemesis
❤️❤️❤️ dzaan kargiaa

Magram is gogo martla ase tanjuli ratoa dzaan ususuri adamianis shegrdznebas tovebs da mtlianad tornikes gavlenis qveshaa.

ასეთი საწყალი და საცოდავი გმირი გამოვიდა სამწუხაროდ :)

რაც შეეხება ჩემს ბედნიერებას ვიპოვი გზას რომ ვიპოვო მასკენ მიმავალი გზა და თუ ვერ ვიპოვე არ ინერვიულოთ მაგაზე :) :D

№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ნიაკო, როგორი აგრესიული ხარ, არათავაზიანიც! ეს კომენტარის ველი იმისთვის აქვს საიტს, რომ მკითხველმა აზრი დააფიქსიროს. რას ნიშნავს მკითხველმა და ავტორმა ერთად უნდა დაწეროს ისტორიაო რომ კითხულობ. მკითხველი იმიტომ აკომენტარებს, რომ აზრი გამოთქვას დაწერილის წაკითხვის შემდეგ. შენ ჩვენ ამას ვერ აგვიკრძალავ, ვერც საიტი თუ ცენზურას არ ვარღვევთ.
გავიგეთ კაცო რომ ასე გეწერინება, მაგრამ რახან ასაჯაროებ შენს ნაწერს კეთილი ინებე და სხვისი აზრიც მოისმინე, მ ო ი ს მ ი ნ ე, გაითვალისწინე არა, მოისმინეო! გათვალისწინებით შენ თვითონ დაივალდებულე თავი, თუნდაც მაშინ როცა მე თანაგრძნობაზე აღვნიშნე. ამიტომ ჩვენ მშვიდად წაკითხვის და დაკომენტარების საშუალება მოგვეცი!

№11  offline მოდერი ნეაკო

თანაგრძნობაზე მითითება სხვაა და ახსნა-განმარტებების კეთება იმაზე თუ ვინ რატომ რა თქვა, მოწია, დალია, იტირა იკივლა და ა.შ რა და რატომ გააკეთა უკვე ძალიან დამღლელია.
იმაზე მითითება რომ იმას ვწერ რაც მინდა-მეთქი და გავანაწყენე მკითხველი, მიზეზი ვერ გავიგე რადგან, მწერალები წერენ ამ ისტორიებს, თავიაანთ ნაფიქრს და ნააზრევს და მკითხველს არ უთანმხდებიან რა, როგორ დაწერონ და საერთო ნაწარმოებს არ ქმნიან...მგონი ასეა, თუ არაა ასე მაშინ შემდეგი თავი ერთად დავწეროთ ყველამ :) რომ თქვენი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ მოვექცე :D აწი :D
ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს აზრი თავის-თავად და აფიქსირებენ კიდეც, მაგრამ ისეთი გაბრაზებულები არიან რომ თავის დაცვა მიწევს და დამღალა ამან...
ესაა ჩამი დაწერილი უბრალო ისტორია.... ჩემი ნაფიქრი ნააზრევი და ლოგიკის და რაიმე განსაკუთრებული აზრის გარეშე...უბრალოდ ისტორიაა...
მეტი არაფერი :)
მადლობა

grafo
ნიაკო, როგორი აგრესიული ხარ, არათავაზიანიც! ეს კომენტარის ველი იმისთვის აქვს საიტს, რომ მკითხველმა აზრი დააფიქსიროს. რას ნიშნავს მკითხველმა და ავტორმა ერთად უნდა დაწეროს ისტორიაო რომ კითხულობ. მკითხველი იმიტომ აკომენტარებს, რომ აზრი გამოთქვას დაწერილის წაკითხვის შემდეგ. შენ ჩვენ ამას ვერ აგვიკრძალავ, ვერც საიტი თუ ცენზურას არ ვარღვევთ.
გავიგეთ კაცო რომ ასე გეწერინება, მაგრამ რახან ასაჯაროებ შენს ნაწერს კეთილი ინებე და სხვისი აზრიც მოისმინე, მ ო ი ს მ ი ნ ე, გაითვალისწინე არა, მოისმინეო! გათვალისწინებით შენ თვითონ დაივალდებულე თავი, თუნდაც მაშინ როცა მე თანაგრძნობაზე აღვნიშნე. ამიტომ ჩვენ მშვიდად წაკითხვის და დაკომენტარების საშუალება მოგვეცი!

ისეთი გაბრაზებულები მიკომენტარებენ რომ თავის დაცვა მიწევს :D ახსნა-განმარტებებს ვაკეთებ და დავიღალე უკვე... ეს უბრალოდ ჩემი დაწერილი ისტორიაა და მეტი არაფერი... საერთოდ არაფერი განსაკუთრებული...
აზრის დაფიქსრიება სხვაა და ასე გაბრაზება სხვაა :D
ალბათ ჩემი არაიდეალური სამყარო არ მოსწონს იდეალურ სამყაროში მცხოვრებ მკითხველს და ასე ამიტომ მიბრაზდებიან :D.
მე მაინც დავწერ კიდევ ბევრ ისტორიას მსგავს, თუ მკითხველს არ მოეწონება არაა პრობლემა კითხვას შეწყვეტს უბრალოდ და მორჩა... ასე გაბრაზება და ჩემი პირადი ბედნიერების თუ უბედურების განსჯა ცოტა გამაღიზიანებელია...
ვინმე თუ რამეს წერს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად თავის ცხოვრებაზე წერს, თავადაა ასეთი უბედური ან ბედნიერი... უბრალოდ ემოციებს გადმოსცემს...
მიხარია მაინც რომ გამომეხმაურე მეგონა რომ კითხვა შეწყვიტე დიდიხნის წინ :)

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

კითხვის შეწყვეტა და საბავშვო ბაღი სხვაგან მოიკითხე ნეაკო :)).

კივილმა, ტირილმა და წივილმა რატომ გამოიწვია მსგავსი რეაქცია სრულიად გასაგებად უწერია მკითხველს, ნაწერიდან გამომდინარე, მხოლოდ ნაწერიდან. რა ენაზე გითხრა...წაიკითხე შენი ისტორიებიმეთქი გითხარი, რომ გაიგო რაზე ვსაუბრობთ.
სრული დომხალია იმ წინადადებებში რაზეც მიგითითეს, ერთმანეთს რომ არაფრით არ ემთხვევა ისეთ ამბებს წერ, შეუძლებელია იმ ფრაზამ რაც უთხრეს ეგ ამბავი გამოეწვია, თუ ის პრობლემა არ აქვს ამ გოგოს რაზეც მკითხველი კომენტარის დასაწყისშივე საუბრობს.
მკითხველი შენს გმირებსა და შენს პიროვნებას შორის კიდევ პარალელს იმიტომ ავლებს, რომ თქვი რაღაცეები საკუთარი პირადიდან შენივე ნებით. ეს ბედნიერების რომ არ სჯერათ და მარტოხელა ხალხი რა ქარბორბალას ატრიალებს ვიცით, შენს ისტორიებს მხოლოდ სკოლის მოწაფეები არ კითხულობენ, ბოდიში!
მაგრამ, მე ან მკითხველს შენთან საქმე არ გვაქვს, მხოლოდ ისტორიას ვეხები. ზემოთ კომენტარში რატომაც შეგეხნენ პირადად წერია ეგეც გასაგებად. ჰაერში არაფერი მოუგონიათ.
რა ვქნა, გავიმეორებ ისევ რომ ბედნიერების ვისაც არ წამს მაგ ხალხის მეშინია და თვითონ რომ ქმნიან და იბრძვიან უსასრლოდ. იცი რამდენ რამეს ვერ ხედავენ ამ დროს ასეთი ადამიანები?! მსგავსი ფრაზით მხოლოდ საკუთარ ეგოიზმს ამართლებენ, თორემ ადექი და დატკბი იმით რაც გაქვს და თუ საშუალება გაქვს მოიპოვე მეტი.
საიდან მოიტანე რომ მე რახან ამას ვამბობ დალხენილი ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ მადლიერი ვარ რომ ახლობლები ჯანმრთელად არიან, მეც კარგად ვარ. დანარჩენს ეშველება. როგორ შეიძლება ბედნიერებაზე ვიწუწუნო, როცა 18 წლის ავთანდილი ერთ დღესაც ლოგინს ისე მიეჯაჭვა რომ საც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად, რომ ასეთი სიცოცხლე არ გააგრძელოს და უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

თავაზიანობა და პატივისცემა მე ვფიქრობ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს, თუმცა საიტზე ავტორი ვალდებულია თუ ეს არ გააჩნია!
წერტილი!

№13  offline მოდერი ნეაკო

ადრე დაგიწერე გავიგე რომ ცუდი მწერალი ვარ-თქო და გეწყინა ეგ არ მითქვია შენთვისო.
მართლა ვერ გავივე ვერაფერი, მოკლეთ რაც მეტს ვლაპარაკობ მეტად ვაბრაზებ ყველას, შენც მათ შორის, აღარაფერის ასხნას აღარ ვაპირებ, არც ზედმეტ ლაპარაკს, მე უბრალოდ ვწერ სულ ესაა, თუ ვინმეს ვაღიზიანებ ჩემი ნაწერით შეუძლიათ არ წაიკითხონ, არავის ვეუხეშები, ჩემს აზრს ვაფიქსირებ მხოლოდ.
ნაწერს ვერ ვასწორებ!
სხვა ემოციებზე წარა არ შემიძლია!
არეულ-დარეულად შემიძლია მხოლოდ წერა!
გაუგებრად!
დაულაგებლად!
მაგრამ მაინც დავწერ, დავწერ და დავწერ ყველაფერის მიუხედავად :)
მადლობა ყველას :)

№14 სტუმარი ჭორიკანა

ანა სკოლაში მივიდაო, 10 წლის ბავშვი?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent