... რომ არ უნდა გიყვარდეს (16 თავი)
დილით, სასაუზმოდ ჩასულებს გოგი და ნანა, სასადილო ოთახში, გვერდი–გვერდ მდგარი, მომლოდინე გახარებული გამომეტყველებით დაგვხვდნენ. მივხვდი, იმ აზრის კიდევ ერთხელ მოსმენას ელოდნენ, რაც გუშინ გავაჟღერე. მივესალმეთ მათ. დიმამ ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.მივხვდი რატომაც. სუფრას მივუსხედით. გოგის მოუსვენრობა დაეტყო. ხან რა გვითხრა ხან რა, მაგრამ პირდაპირ კითხვა ვერ გაბედა, რადგან თავიდან ისეთი კატეგორიული უარი განვაცხადეთ ქორწილზე და ახლაც, რომ არაფერი ვთქვით ალბათ ეგონა ისევ გადაიფიქრესო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მეუღლეს ნაწენმა უთხრა : – ნანა, მგონი, რაღაც შეცდომით გაიგე შენ ! –ყურთასმენაას არ ვუჩივი ! – გაეპასუხა და მე, კითხვის თვალებით შემომხედა. –კარგი, რადგან არავინ, არაფრის თქმას არ აპირებთ, მე სამსახურში წავალ. - დამელოდე, ერთად წავიდეთ. - მძღოლი წამიყვანს !– ცოტა მკაცრად უპასუხა შვილს. - გოგი რახდება, რამის თქმა გინდა? - მე მეგონა, თქვენ გქონდა სათქმელი. – ინტერესით მოუბრუნდა. - თუ რამის თქმა გვენდომება, გეტყვით. – ძალიან გაუგრძელდა დიმას ხუმრობა და გოგიც წასასვლელად წამოდგა. - გვაქვს ! – უცებ ვთქვი, რადგან მისი ნაწყენი სახის ყურება არ შემეძლო. სკამზე დაბრუნდა და გახარებული მომაცქერდა.– ორ კვირაში, ჩვენ ქორწილში გეპატიჟებით. – ქორწილი გაგონებაზე სახე გაუნათდა. – როგორც იქნა ! თქვენ არ იცით, როგორ გამახარეთ ! ცოტა დრო, კი გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს მოვასწრებთ. – მამა, შენებურად არ დაიწყო ახლა. ჩვენ, მოკრძალებული ქორწილი გვინდა. – თქვენთვის ოდესმე რამე მითხოვია, მითუმეტეს შენთვის დიმა? – არა.– ერთდროულად ვუპასუხეთ და მივხვდით, საუბარი საითაც მიჰყავდა. – ხოდა ახლა გთხოვთ, მომეცით უფლება, ერთადერთ ბიჭს ისეთ ქორწილი გადავუხადო როგორიც გოგი აბაშიძეს ეკადრება. – ადგა, თბილი თვალებით შემომხედა და პასუხის მოლოდინში მისაღებში გავიდა. ნანაც გაჰყვა. – მამა... – უარის თქმა დააპირა დიმამ, მაგრამ ხელი მოვუჭირე და გავაჩერე. – „აზრი არ აქვს მასთან შეწინააღმდეგებას, როცა ასეთი მონდომებულია“, ეს სიტყვები შენ მითხარი. ხოდა ახლაც ნუ შევეწინააღმდეგებით. მემგონი, იმსახურებს ამ სურვილზე დავეთანხმოთ. – თაკო ვიცი, რომ არ გინდა დიდი ქორწილი და მხოლოდ მისი სურვილის გამო ნუ გადაწყვეტ. – ხო, მაგრამ ეტყობა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა და ამიტომ მე არ ვაწ წინააღმდეგი. ხომ დაინახე, ეწყინა კიდეც. – შენ წარმოდგენაც არ გაქვს, ეგ რა პომპეზურ ქორწილს გულისხმობს . ყველა ტრადიციის დაცვით რათქმაუნდა. ამდენი ხალხის წინ ხელოვნური ღიმილით, მთელი დღე ვერ ვიჯდები და მითუმეტეს, დაისს ვერ ვიცეკვებ ! – ისე საუბრობდა გამეცინა. – შენს გაღიმებაზე მე ვიზრუნებ და რაც შეეხება დაისს, იქნებ მე მინდა, ჩემს სიმპატიურ მეუღლესთან ერთად, საკუთარ ქორწილში ცეკვა! – რა? მართლა გინდა ? – ისეთი გაოცებით მკითხა თვალები შუბლზე აუვიდა. – თაკო, ეგეთი რაღაცეები არ შემიძლია, ხომ იცი ! – რა სახე გაქვს? დამშვიდდი, ვხუმრობ ! – ისე შეშინებული მიყურებდა სიცილით ვერ შევიკავე. – პირველი, ქორწილიდან გაქცეული სიძე, ვიქნებოდი ეგ რომ გეთხოვა. – თავადაც გაეცინა. – ჩემთვის მთავარია, რომ ამ დღეს, ჯვარი დავიწეროთ და მერე, მთელი ცხოვრება, შენს გვერდით ვიყო. სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, როგორიც უნდათ, ისეთი გააკეთონ. წამოდი ახლა, გავახაროთ ! – კარგი. ისე ხვდები, ამ ბოლოს სხვის გახარებაში მე, რომ გავიწყდები ? – ეგოისტი, მესაკუთრე და ეჭვიანი ხარ ! – ლოყაზე ვაკოცე და მისაღებისკენ დავექაჩე. – კარგი გოგი, გაიმარჯვე ! ოღონდ მე არ გამრიოთ მაგ საქმეებში ! – უთხრა დიმამ, როგორც კი გავედით. – ყველაფერს მე და ნანა, მივხედავთ. თქვენ, მხოლოდ ბედნიერება და ქორწილის დღეს, სუფრის თავში ჯდომა გევალებათ. – გახარებულმა, ისე ომახიანად და დარწმუნებით წარმოთქვა, ვიფიქრე, მთელი გეგმა ღამით, ხოარ შეადგინესთქო. – ნანა, – ახლა დედას მიუბრუნდა. – ჩოხის ჩაცმისა და ნაციონალური ცეკვების იდეა, გეგმიდან ამოიღეთ ! – კარგი შვილო, მაგრამ ის მაინც მითხარი, როგორი რეპერტუარი შევარჩიოთ. – რეპერტუარს არ ვგულისხმო. უბრალოდ მე და თაკო, არ ვიცეკვებთ. თორემ შენ, გოგიმ და დანარჩენებმა, თუ გინდათ, კინტაურიც იცეკვეთ. – თავისივე ნათქვამზე გაეცინა, მაკოცა და წასვლა დააპირა, მაგრამ ხელში მოვქაჩე და თვალით ვანიშნე დედისკენ. ღრმად ჩაისუნთქა, სამზარეულოსკენ წასულს დაეწია, მხრებზე ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა... – ზოგჯერ აუტანელი ხარ, მაგრამ მაგ დროსაც კი მიყვარხარ ! – ჩუმად მითხრა, როდესაც კარისკენ მიმავალმა ჩამიარა. საქორწილო წვეულების მოსაწყობად საუკეთესო ჯგუფი დაიქირავეს. სამზადისით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, მხოლოდ მცირედ დეტალებს ვათანხმებდი ორგანიზატორებთან. სამაგიეროდ საპატარძლო კაბის, არჩევას შევალიეთ მთელი ენერგია და დრო, მე, ლილემ და ნანამ. იმდენად ცოტა დრო გვქონდა, შეკერვას ვერ მოვასწრებდი და ამიტომ უკვე გამზადებული, ბრენდული კაბების მაღაზია ფეხდა–ფეხ მოვატარე. ვინაიდან ამ კაბას, პირველად და უკანასკნელად ვიცვავდი, მინდოდა, ძალიან ლამაზი ყოფილიყო. ერთ კვირიანი, უშედეგო ძებნის შემდეგ, საღამოს, შინ დაღლილი, იმედგადაწურული დავბრუნდი და პირდაპირ საძინებელში შევლასლასდი. დიმა, უკვე იქ დამხვდა. – ისეთ გამოიყურები, სავარაუდოდ კიდე არაფერი მოგეწონა. – მომიხლოვდა და სახეზე მომეალერსა. – არა და მგონი, ჯინსებით მომიწიოს წამოსვლამ. – მაინც ლამაზი იქნები ! – შენ გეჩვენები ეგრე, თორემ სულაც არ ვარ ლამაზი ! – ყველაზე ლამაზი ხარ ! ... და კიდევ ყველაზე წუნია. მადლობა მითხარი, რომ მოგიტაცე თორემ, შინაბერა დარჩებოდი. – გაეცინა. – არ ვარ წუნია, უბრალოდ ლამაზი კაბა მინდა ! – თვალები ამემღვრა. – მოწესრიგდი, გავდივართ ! – სად? – კაბის ასარჩევად. – დიმა, აქ ყველა მაღაზია მოვიარე უკვე. ასე, რომ აზრი არ აქვს ! – ვინ გითხრა, რომ აქ ავარჩევთ? – ვერ გავიგე ! – მიდი, ჩქარა გამოიცვალე , მილანში მივდივართ ! – მოიცა ახლა? როგორ? რანაირად? შენ, რა იცოდი ? ... – დაბნეულობით, არ ვიცოდი, რას ვამბობდი. – შემთხვევით გავიგე, რომელი ბრენდის მოგწონდა ყველაზე მეტად. მერე, მაღაზიის მისამართი გავარკვიე და... – ჩემმა ლეპტოპმა გითხრა, თუ ლილემ ? – პასუხი უკვე ვიცოდი. – მზად თუ ხარ, წავიდეთ. ლილე ვერტმფრენში გველოდება. – მთელი კვირაა კუდში დამსდევს, ქანცი გავაძრე სიარულით და ერთიც არ დასცდენია. – კარგი გოგოა და იმიტომ ! – ორივე, კარგები ხართ და ორივე, ძალიან მიყვარხართ ! – მაგრამ მე, უფრო მეტად გიყვარვარ, ხო ? – წელზე მომეხვია და მიმიკრა. – დიმა, ასე თუ გააგრძელებ ძალიან დაგვაგვიანდება. – არაუშავს, ცოტა დაგველოდონ. – ცხელი ბაგეები ვნებიანად, მძლავრად მომაკრო. – გაჩერდი რა ! – ძლივს წარმოვთქვი, მის ტუჩებს მიწეპებულმა. – უფ, კარგი წავიდეთ. – რამდენიმე კოცნა ისევ მომპარა. მილანში დილით ჩავფრინდით. იქ, მისი ერთ–ერთი მეგობარი, დაგვხვდა და მასპინძლობა გაგვიწია. კაბა, მე და ლილემ, ავარჩიეთ. თავად არ შემოგვყვა– მინდა, პირველად, ქორწილის დღეს დაგინახოვო. თანაც, კატეგორიულად გამაფრთხილა ფასზე არ მეფიქრა. ვინაიდან უკვე ვიცოდი, როგორი მოდელიც მინდოდა და არჩევანიც მრავლად იყო, გადაწყვეტილება მალე მივიღე. უკან დაბრუნებამდე საკმაო დრო დაგვრაჩა. ამიტომ სხვა მაღაზიებშიც გავიარეთ. მასაც, აქ შევარჩევინე საქორწინო სამოსი. ყოველ გამოცვლაზე, გასახდელში შემათრევდა და მისი კოცნით გაბრუებულ, უკან გამოსულს, ლილეს დაცინვა ემატებოდა – კედელს გამოყევი, არ დაეცეო. – რათქმაუნდა,ქალბატონიც არ დატოვა უსაჩუქროდ. სხვა ნივთებთან ერთად, მეჯვარის კაბაც, ძალით უყიდა. იქაურობა ისე მომეწონა, კიდევ მინდოდა დარჩენა, მაგრამ დროში ვიყავით შეზღუდულები. მიხვდა და მითხრა : თუ გინდა, თაფლობისთვეზე ისევ აქ ჩამოვიდეთო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც აღმოჩნდა ლილეც, ზედმეტად მოიხიბლა და აეროპორტში განგვიცხადა– არ მოგყვებით, აქ ვიპოვე სულის სიმშვიდე, მივხვდი, რომ აქაა ჩემი ადგილიო და ვრჩები. ვაჟბატონს გადაეცით, თუ ვუყვარვარ ჩამომაკითხოსო. – მოკლეთ სპექტაკლი გამართა. ცოტა გაგვიძალიანდა, მაგრამ მერე დაგვთანხმდა ვინაიდან დიმა დაპირდა – ოღონდ ახლა წამოდი და თაკოს მეჯვარის გარეშე ნუ დატოვებ, თორემ ქორწილს ჩაშლის და ზურას, მანამ არ მოვასვენებ, სანამ საცხოვრებლად აქ არ წამოგიყვანსო. ქორწილამდე, ორი დღით ადრე, ანაც ჩამოვიდა. დასახვედრად მე და დიმა, წავედით. იქ კი სურპრიზი დაგვხვდა. ანა, ჩარლიც თან ახლდა. ჩვენ კი ვიცოდით, რომ ვერ მოდიოდა. დიმას ძალიან გაეხარდა. მათ ერთად დანახვაზე, თანაც ისე უყურებდნენ და ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, საეჭვო აზრმა გამიელვა. შემეშინდა, ჩემი მეუღლის მახვილ თვალსაც არ შეემჩნია. ამიტომ ანა, ბიჭებს გავარიდე და ორივე ავტომობილის უკანა სავარძელზე მოვთავსდით . ჩარლი, მშობლებთან წავიყვანეთ, რადგან ჩვენთან სტუმრობაზე უარი თქვა, მათი მონატრების გამო. გზაში ცოტა ვისაუბრეთ. ცასვლამდე კი, დიმას უთხრა: – ქორწილი, რომ ჩაივლის შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, მინდოდა პირისპირ მეთქვაო. – ანას, სახეზე ფერმა გადაუარა და ჩემი აზრის სისწორეში საბოლოოდ დავრწმუნდი. დიმა, ყოყმანით რომ დაეთანხმა და მერე, სარკეში მის დას გახედა, ვიფიქრე, უთუოდ მანაც იეჭვა რამეთქო. სწრაფად შევცვალე თემა და ანას, სწავლა–განათლებაზე ვკითხე. შინ დაბრუნებულებმა შვილი, მონატრებულ მშობლებთან, მარტო დავტოვეთ და ჩვენი სიყვარულის ბუდეში გავეშურეთ. ცოტა ჩაფიქრებული და უხასიათოდ იყო. – ასეთი არ მომწონხარ. რამე მოხდა ? – ჯერ არა, მაგრამ მგონია, რომ მოხდება. – მომეხვია და თავზე მაკოცა. – შენი ჩახუტება მამშვიდებს. – დიმა, მითხარი რაზე ფიქრობ? – არც ისე კარგ რაღაცაზე და თუ სიმართლეა ორივეს ... – ვერ დაამთავრა წინადადება, თუმცა ყველაფერს მივხვდი. – თუნდაც სიმართლე იყოს, მაგაში ცუდი რა არის? – მოიცა, ხვდები რაზეც და ვიზეც ვსაუბრობ? – საკმაო გამოცდილება მივიღე, მასეთი ამბების მისახვედრად. – ნეტავ, ორივე ვცდებოდეთ. – მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, იქნებ სხვა რამე უნდა გითხრას. – სხვა რამის თქმას, ტელეფონშიც მოახერხებდა. თან, ანაც უცნაურად იქცეოდა. – პირობა მომეცი, რომ რაც არ უნდა გითხრას, მოუსმენ, გაიგებ და შეეგუები ! – მაგის პირობას ვერ მოგცემ, ტყუილად აღარ მთხოვო. არ მინდა გაწყენინო. – იმდენად გაბრაზებული ჩანდა, მასთა საუბარი იმწუთას მართლა არ ღირდა. – კარგი, უბრალოდ დაველოდოთ. მანამდე კი დამშვიდდი და ისე მოიქეცი მათთან, როგორც აქამდე. ტყუილად არ აწყენონო. – მაშინ დამეხმარე და ხშირად ჩამეხუტე ხოლმე. – უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე. ქორწილამდე ერთი დღით ადრე, წვეულების ყველა ორგანიზატორმა ჩვენს სახლში მოიყარა თავი. მე და დიმა, ჩვენი მეჯვარეებიანად „დაგვიჭირეს“ და გაგვაბრუეს იმაზე საუბრით, ვის რა, სად, რომელ წუთზე და როგორ უნდა გვეკეთებია. დიმამ და გუგამ (ზურამ, მას დაუთმო მეჯვარეობა) რომლებიც ისედაც დიდ ხვერწნის შედეგად დავითნხმეთ მათ მოსმენაზე, ათი წუთი ვერ გაუძლეს და გაიქცნენ. მე და ლილე, ვისხედით და ხათრით ვუსმენდით. თუმცა, ისიც ვიცოდით, რომ მათი საუბარი ამაო იყო. არცერთი არ ვიმოქმედებდით წინასწარ გაწერილი გეგმით. ამ აურზაურში დაღამდა. ისე გადავიღალე სულ დამავიწყდა, ქორწილთან ერთად ჩემი დაბადების დღეც, რომ იყო. დასაძინებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ დიმა, არ ჩანდა. ტელეფონზე დავურეკე, არ მიპასუხა. კიდევ დაველოდე. მერე კი, ისევ რომ შეაგვიანდა, ოთახში ავედი და დივანზე მივესვენე. თორმეტს უკლდა ხუთი წუთი ტლეფონზე დამირეკა და მთხოვა, ეზოში გავსულიყავი. თბილი მოსაცმელი მოვიცვი და ჩავედი. ლამპიონების შუქზე, გარკვევით ჩანდა, ჩემს პირისპირ მდგომი დიმა, მის წინ კი ჩემგან ზურგით, ვიღაც მამაკაცი. მის დანახვაზე გული ამიფრიალდა. უკუნით ღამეშიც კი შემეძლო მის ცნობა. მობრუნდა და ხმამაღლა მითხრა : – დაბადების დრეს გილოცავ დაიკო ! – სანდრო ! – სიხარულით ვიკივლე, მისკენ სწრაფად გავიქეცი და გულზე შევაფეინდი. – თაკო გავიგუდე ! – სიცილით მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია. – არც კი იცი, როგორ მენატრებოდი. – ცრემლები ვეღარ შევიკავე. – გოგო რა გასლუკუნებს? – შენი დანახვის სიხარული, სულელო. – მეც მენატრებოდი, ჩემო ერთადერთო. – რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი? – უფლება არ მქონდა. – რა უფლება ბიჭო? – სიძეს, სიურპრიზს ვერ ჩავუშლიდი. შენი დაბადების დღის საჩუქარი ვარ ! – – მერე შეფუთული, რატომ არ ხარ? – ორივეს ვკითხე. – გახსნა დაგეზარებოდა. – ღიმილით მითხრა. – დაბადების დღეს გილოცავ! – მივედი და მოვეხვიე. – მადლობა ! მადლობა ! მადლობა ! – მერე ისევ ჩემს ძმას დავუბრუნდი. – შენ, რომ კონტრაქტით წამოსვლის უფლება არ გქონდა? – უკვე ვიცოდი პასუხი, მაგრამ მათგან მინდოდა მომესმინა. – კარგი, აქ ცივა სახლში შევიდეთ ! – პასუხის გაცემა არ დააცადა სანდროს. – დიმა ჯარიმა შენ გადაიხადე? – გული, ასჯე მეტად გამითბა მის მიმართ. – კი თაკო, ყველაფერი მან მოაგვარა თანაც სამუდამოდ. – რა სამუდამოდ ! – რახან ერთი შვილი, მე წავართვი შენს მშობლებს, მეორეს დავუბრუნებ თუ შენც გინდაო, შემომთავაზა. მოკლეთ, სინდისის დამშვიდება უნდოდა მზეთუნახავი, რომ მოგვპარა და რაღას ვიზავდი, დავეხმარე. – სიცილით მომახსენა. – ანუ აღარ წახვალ ? – ახალ სამსახურში გადასახდელი ჯარიმა არ მაქვს, ამიტომ ვრჩები ! – სანდრო, ბოლომდე მითხარი ყველაფერი თორემ, უკვე დავიბენი. – რა და შენმა ქმარამ, ისეთი პროფესიონალი ხარ, ჩემთან მიჭრდებიო. – ამ, ბოლოს რაღაცეებს მიმალავ და არ მომწონს. – მადლიერი და ბედნიერი თვალები მივანათე ქმარს. – შედი სახლში, თორემ ცხვირი გაგიწითლდა სიცივით. – მხრებზე მომეხვია და ორივე სახში შეგვიყვნა. სანდრო ოჯახის წევრებს გავაცანით. ცოტა ვისაუბრეთ და მერე ჩვენს მშობლებთან წავიდა. ჩემს შემდეგ მათი გახარება გადაწყვიტა. ამ ყველაფრის მიზეზი კი, ჩემი მეუღლე იყო. რომელიც ყოველ ჯერზე მიმტკიცებდა, რომ ყველაზე მეტად იმსახურებდა ჩემს სიყვარულს და მეც წარმოუდგენელი სიძლიერით, მთელი გულით, მთელი არსებით , ყველა უჯრედითაც კი, მიყვარდა. მან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – დიმამდე და დიმას შემდეგ. დიმას იქით არ არსებობდა სამყარო, არ ვარსებობდი მეც. – ვერ ვიპოვი სიტყვას, რომელიც ახლა შენდამი ჩემს მადლიერებას გამოხატავს . – ვუთხარ მას შემდეგ, რაც ოთხში მის მხარზე აკრულმა შევაბიჯე. – ეგ, აღარ გაიმეორო ! უბრალოდ, სულ ჩემს გვერდით იყავი და სულ გაიღიმე. – სულ გავიღიმებ, რადგან ამისთვის ყველაფერს აკეთებ. – როცა იცინი შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებს და ანათებს. ყოველდღე მოვძებნი მიზეზს, რომ არ ჩაქრეს და სულ შემეძლოს მათი ყურება. – როდესაც შენ არსებობ , როდესაც შენი, შავი გიშრები არსებობს და მე, ყოველდღე შემიძლია, მათში ჩემი სიყვარულის დანახვა, ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია და სხვა მიზეზის ძებნა არაა საჭირო. – ჩემი შავი გიშრები? – მართლა ვარსკვლავივით აციმციმდნენ იმ წუთას მისი თვალები. – უი, აქამდე ეს, არ მითქვამს? – ისე გავიკვირვე, გეგონებოდათ არ მახსოვდა. – ნწ... – ხელი დამავლო და ახლოს მიმიყვნა. – გააგრძელე, მაინტერესებს ! – პირველად, იცი, სად დაგინახე? უფრო სწორად შეგამჩნიე. ვერა... – ვიცი ! ბაკურიანში, ვერანდაზე. – თქმა არ დამაცადა. – ისე შემომხედე მივხვდი, პირველად ხედავდი ჩემნაირ სიმპატიურ მამაკაცს. – გაეცინა. – ნარცისო ! თუმცა ვაღიარებ, პირველივე წამიდან მოვიხიბლე. – მე პირველივე წამიდან, შემიყვარდი ! – მაცადე მერე, რომ შემყვარებოდი? – ვინ დაგიშალა ნეტა?! მოინდომე თავის დაფასება, გაგიჟდი და გადაირიე. – აშკარად ერთობოდა. – ახაც რომ გავგიჟდე და გადავირიო? – წარბებაწეულმა ვკითხე. – ვერა, შენს დამამშვიდებელს მივაგენი. თუ გინდა ახლავე გიმკურნალებ. – ნუ მაიმუნობ ახლა ! – კარგი. გისმენ ! – რომ შემოგხედე ძალიან დავიბენი თან ისე მიყურებდი... აი, შენს თვალებს, რომ შევეფეთე, მაშინ რაც დამემართა დღემდე ვერ ვხსნი. პირველიად, მაშინ გავიფიქრე, თვალების ნაცვლას შავი გიშრები აქვსთქო. სწორედ მაგ გიშრების გამო, ვერ ვბრაზდებოდი, შენზე ბომომდე ვერასდროს. ერთი, შემოხედვაც კი საკმარისი იყო, ჩემი გული აგეფრთხიალებია. მათში, ყოველთვის ჩემ თავს ვხედავდი. როდესაც ვჩხუბობდით, მაშინაც კი მეფერებოდნენ და სითბოს ასხივებდნენ. მე, შენი შეყვარება შენი თვალებით დავიწყე. – კიდევ გააგრძელე რა ! – ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. – ახლა შენი ჯერია. – ვერანაზე, ჯერ შენ მეგობრები გამოვიდნენ.შენც, რომ არ იყავი გული დამწყდა. კიდევ ეთხელ მინდოდა შენი დანახვა. მერე, რომ გამოხვედი და დაგინახე, ისეთი ლამაზი და საყვარელი იყავი თვალს ვერ გაშორებდი. მზერა, რომ გამისწორე იმ წამს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი იქნებოდი. – „კიდევ ერთხელ მინდოდა“, „ საბოლოოდ გაგავწყვიტე“. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ პირველად, ბაკურიანში არ გინახივარ ! აბა სად და როდის და მე, რატომ არ ვიცი ეს? – პირველად,გაცილებით ადრე გნახე და სად,არ აქვს მნიშვნელობა. – დიმა ხვალ ჯვარს ვიწერთ, ანუ უფლის წინაშე ერთგულებისა და მარადიული სიყვარულის ფიცს ვდებთ. იქნებ ახლა მაინც მომიყვე ყველაფერი ! – თაკო, რომ ვიცოდე, ფლისა და შენს წინაშე ამით რამეს ვაშავებ, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. უბრალოდ ჩემს სიყვრარულში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს. – დიმა,მგონია, რომ მაგ სიმართლეს ისევ ჩემს გამო მიმალავ.მიცავ, ხო ? – სწორად გგონია. ახლა კი დაივიწყე ეგ ამბავი, მაინც ვერასოდეს გაიგებ. – კარგი. შენს გარდა ახლა აღარაფერზე მინდა ფიქრი. – ამ ბოლოს სულ მიჯერებ. – გაეცინა. – იმიტომ, რომ გენდობი ! – მეც ! – შუბლზე მაკოცა. გათენებულიც კი არ იყო, ლილე, თავზე რომ დაგვადგა და გამოგვაფხიზლა. ადამიანები, რომლებსაც ჩვენს გარეგნობაზე უნდა ეზრუნა სახლში დავიბარეთ. დილის ცხრა საათზე მოვიდნენ და თორმეტზე ყველანი მზად ვიყავით. ჩემს საოცრად დახვეწილ, ტანზე მომდგარ, მთლიანად მაქმანებით გაფორმებულ, საშუალო დეკოლტით, უკან გრძელი შლეიფით კაბაში, ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი. გასვლის დრო იყო. ჩემმა მეუღლემ კარზე დააკაკუნა და შემოსვლის ნებართვა ითხოვა. მისმა თვალებმა, უსიტყვოდ მითხრეს სათქმელი. ხელზე მეამბორა, მერე თავის ხელში დაიჭირა და ოთახიდან გამიყვანა. ჯვისწერამ საოცარი ემოციებით ჩაიარა. ადამინთან, რომელთანაც მთელი გულითა და სხეულით ვიყავი დაკავშირებული,უკვე უფლის კურთხევაც მაკავშირებდა. ეს, კიდევ უფრო ურყევს ხდიდა, ჩვენს ერთობლივ სიყვარულით, პატივისცემითა და ნდობით სავსე თანაცხოვრებას. ჩემი აზრით,დაუშვებელია წყვილის მიერ ჯვრისწერა თუ მისი მნიშვნელობა და ძალა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული და ამას მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებენ. უფრო სწორად მოდას აყოლილობის გამო. რადგან უფლის წინაშე დადებული მარადიული ერთგულების, სიყვარულის, ჭირში გვერდით დგომის, პატივისცემისა და სხვა, ფიცის შესრულება მოვალეობით კიარა, მინდა გრძნობებით და დიდი სურვილთ უნდა იყოს განპირობებული. როდესაც წყვილებს შორის ეს მზაობა არაა, ოგისთვის ეს ფიცი ტვირთად იქცევა ხოლმე. ზოგი კი ამ ტვირთს საერთოდ ვერ გრძნობს და მისი გატეხვაც ისევე ემარტივებათ, როგორც დადება. ეს, ყველაფერი სრულად მქონდა გაცნობიერებული და შემეძლო სამუდმოდ ამ ფიცისა და მისი ბედნიერების სადარაჯოზე ვმდგარიყავი. ამის სურვილს მისგანაც ვგრძნობდი. ჩემი მეუღლე,ფოტოსესიაზეც დაგვთანხმდა ჩემს გამო. შემდეგ კი დარბაზში წავედით. ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ზრაპრული ქორწილი“ , თამამდ შემიძლია ჩემს ქორწილს ეგ გამოთქმა მივუსადაგო. ენით აღუწერელი სილამაზე დამხვდა. გოგის და ნანას,არც ენერგია და არც თანხა არ დაუზოგავთ ამ საოცრების მოსაწყობად. ძალიან გამეხარდა, მათ უარი რომ არ ვუთხარით. ძირითადად თეთრი ფერი დომინირებდა. ღია ვარდისფერი და ვერცხლისფერი მას ეხმარებოდნენ. ბროლის ბურთულები, თვალისმომჭრელ განათებებს ქმნიდა. დარბაზის შესასვლელიდან ჩვენს მაგიდამდე, ვერცხლისფერი ხალიჩა ეგო და ორივე მხარეს თეთრი და ვარდისფერი ვარდების კონთა ჯარი მიუყვებოდა. ასეთივე კონები, სხვადასხვა კუთხეებსა და სუფრებსაც ამშვენებდა. ფეხი შევდგით თუ არა, დარბაზმა, მენდელსონის მარშთან ერთად იქუხა და ოვაციებით მიგვაცილეს მთავარ მაგიდამდე, რომელიც ტრადიციულად განცაკვავებით, ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, იდგა და რომელიც განსაკუთრებულად ლამაზად მორთული იყო. თეთრ „სამეფო“ სავარძელში კოფორტულად ჩავჯექი და დარბაზში მხდომთ, თვალი მოვავლე. საყვარელ ადამიანებს მზერით მივეალერსე. სტუმართა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი შეხედვითაც სჩანდა, რომ რეკორდი მოხსნა. მიუხედავად ხლხმრავლობისა, ყველაფერი მშვიდად და წესრიგით მიდიოდა. სპეციალურად შერჩეული თამადა, ღირსეულად უძღვებოდა სუფრას. განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად კი მოცეკვავეთა ჯგუფები ზრუნავდნე. ნახევარმა დრომ ისე ჩაიარა, მე და დიმა, მაგიდას არ მოვცილებივართ. გუგა და ლილე კი გართობის შანსს არ უშვებდენ. დარბაზში დაისის ხმა გაისმა. ჩვენს მაგიდას სანდრო მოუახლოვდა და საცეკვაოდ გამიწვია. რათქმაუნდა დავთანხმდი. უკან დაბრუნებული, ჩემი მეუღლის კმაყოფილ მზერას შევეჩეხე. – კარგად ცეკვავ. განსაკუთრებულად ლამაზი იყავი. – მადლობა ! მიყვარს ცეკვა. – თაკო, გინდა ჩვენც ვიცეკვოთ? – მკითხა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ. – რაა? შენ ხომ არ გინდოდა ?! – ახლა მთავარია შენ რა გინდა ! – არა ! მარტო ჩემს გამო არა ! – მარტო შენს გამო არ ვაკეთებ. მართლა ! – მომატყუა, რათქმაუნდა. – ამ დრეს, მარტო ჩვენი ცეკვა აკლია სრულყოფილებისთვის. – მაგაში გეთანხმები. არც კი ვიცი, შენს მშობლებს მადლობა, როგორ დაგავუხადო. შენ ცეკვა იცი? – წამოდი, თავად ნახე, ვიცი თუ არა. თან გოგის და ნანას ამით მადლობას გადავუხდით. დარბაზს კი, მოლოდინს დავუკმაყოფილებთ. ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა. სიხარულით შევაგებე ჩემი და საცეკვაო მოედანზე გავედით. სტუმართა ყურადღება წამსვე მივიქციეთ. ყველანი წამოიშალნენ და საყურებლად განეწყვნენ. ტრადიციული ქართულის მუსიკა გაისმა, ჩვენც შესაბამის მოძრაობებით ავყევით. ის ცეკვითაც კი, სიყვარულს მიხსნიდა... ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ–ერთი საუკეთესო წყვილი ნამდვილად ვიყავით. ჩვენი ქორწილი დიდხანს იყო, განხილვის საგანი და „წლის ქორწილის“ ტიტულიც, დაიმსახურა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.