შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 3)


20-12-2020, 12:13
ავტორი სესილია
ნანახია 1 362

***
- რა კარგია, ის ერთი იპოთეკა, რომ ამოვარდა. ნახევარი საათი შევისვენებთ, - სავარძელზე გადაწვა დინა, - მაგრამ ვინ გასვენებს? - შიდა ტელეფონს უპასუხა, - სანოტარო ბიურო, გისმენთ. არა, ნატა არ ვარ... კი ახლავე... შენ გთხოვენ, - ყურმილი მიაწოდა.
- ალო, გისმენთ. ხო, ხატი... კარგად და შენ? ... კი სამ საათამდე თუ მოხვალ დაგიმოწმებ, დრო გამოგვინთავისუფლდა... კარგი, გელოდებით.
- ტყუილად ვიოცნებე დასვენებაზე?
- შენ დაისვენე, მე მივხედავ, რომ მოვა.

კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- შეიძლება?
- მოდი, მოდი, - წამოდგა ნატა, - ბატონო რეზო, თქვენც აქ ხართ?
- გამარჯობათ, როგორ ხართ? უფროსი, სად არის?
- კაბინეტშია, შებრძანდით.
- ვაა, ბატონო რევაზ რამ შეგაწუხათ? - შეეგება ბატონი თენგო.
- სააღსრულებო ფურცლების დამოწმება მინდა, ხატი მომაწოდე.
- მაგაზე შეწუხდით? - იღიმოდა ნოტარიუსი. - აბა რა ხდება აღსრულებაში?
- რავიცი ხან მე მატყუებენ, ხან მე ვატყუებ და ასე. ვუძლებთ, ვუძლებთ.
- ვალი კი აქვს ხალხს, რაც მე იპოთეკებს ვაკეთებ და მერე სააღსრულებო ფურცლებს ვწერ.
- კი, მასეა, მასე. - დაეთანხმა აღმასრულებელი.
- ხატი, ნათია როგორ არის?
- შვებულებაში გასასვლელად ემზადება,
- საით აპირებს?
- ბათუმში.
- შენ არ ისვენებ?
- კი, ჩემი შვილი ჯერ კოტორაანთკარშია და რომ ჩამოვა, მერე სანამ სკოლა დაგვეწყება.
- იწყება, ხომ?
- კი ვიწყებთო და იმედია რამეს კიდევ არ შეცვლიან.
- ნატა, - დაუძახა ბატონმა თენგომ, - მზად არის სააღსრულებო ფურცლები და შეკარი.
- ახლავე, - გამოართვა დოკუმენტები.
- მადლობა, ბატონო თენგო. ნუ გამომაცილებთ, იყავით, ნუ წუხდებით.
- რას ამბობთ, ბატონო რეზო.
- ნახვამდის, წარმატებულ დღეს გისურვებთ.
- კარგად იყავით.
- ნატა, ვინ იყო ეს ხალხი?
- კერძო აღმასრულებელი და მისი თანაშემწე.
- ეს აღსრულება, სახლიდან, რომ ხალხს ასახლებენ და რამე?
- ესენი არ ასახლებენ, ყიდიან იძულებით აუქციონზე, გამოსახლებით კი სააღსრულებო პოლიცია ასახლებს.
- ბოროტები! - ცხვირი აიბზუა.
- ნუ იფიქრებ მასე. - ბეჭდვა განაგრძო ნატამ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ერთ-ერთი ჯაჭვის რგოლი ჩვენც ვართ.
- ეს როგორ?
- ე.ი როდესაც კრეიდტ ოფიცერი სესხს გასცემს, ჩვენი დახამარებით მოვალის ქონება იტვირთება იპოთეკით, რომელსაც ახლა შენ ამზადებ, - გამიღიმა, - შემდეგ, თუ პიროვნება სესხს ვეღარ ფარავს, ნოტარიუსი ამოწერს სააღსრულებო ფურცელს, ერთი გუშინ გაამზადე გახსოვს? - თვალი ჩაუკრა, - ესეც მეორე რგოლი, შემდეგ მიდის საქმე აღსრულებაში, ამიტომ ჯაჭვურ თანმიმდევრობას ნუ დავარღვევთ, ჩვენც მათი შემადგენელი ნაწილები ვართ.
- ვაა, ანუ ჩვენც ბოროტები ვართ?
- ნწ, ბოროტები არ ვართ, უბრალოდ ქვეყანაა არასტაბილური და ეს განაპირობებს კაბალურ პროცენტებს, პირგასამტეხლოებს, ჯარიმებს და ა.შ.
- არადა ჩემებს ამერიკაში ისეთ დაბალ პროცენტში აქვთ სესხი... - გაბუშტა ტუჩები.
- მიედარე ახლა ეს ღარიბი ქვეყანა, ზე - სახელმწიფო ამერიკას.
- მართალი ხარ, - უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა და მობილურს უპასუხა. - დიახ,... აჰ, გამარჯობათ... რომელი საათისთვის? .... ძალიან კარგი, ისეთი დროა სამსახურს ვამთავრებ მაგ დროს... მისამართს მოგწერთ და აქ დაგელოდებით. დროებით.
- სტუმრებს ელოდები?
- შენ მუშაობ თუ ყურები ჩემთან გაქვს?
- ორივეს შესანიშნავად ვახერხებ.
- მაშინ სამსახურის მერე არსად წახვიდე, სიურფრააიზ. - გაშალა ხელები.
- ცოტა მშვიდად, ხალხი გიყურებს. - კბილებში გამოცრა ნატამ.

ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია გაახარო სხვა ადამიანები, მოუწყო მათ ბედნიერების და ემოციების ფეიერვეკები, როდესაც მათ ბრწყინავ თვალებს ხედავ გული გამალებით გიძგერს, უფრო და უფრო გინდება მეტი გაბრწყინებული სახე და ადამიანი ნახო, ნატრობ ჯადოსნურ ჯოხს, რათა შეძლო ყველას მიანიჭო ოცნებების ახდენის სიხარული.
- გამარჯობათ, - მიუახლოვდა მაღალ ჭაღარა მამაკაცს დინა.
- გამარჯობათ, თქვენ ხართ ხომ დინა?
- დიახ, - გაბრწყინებული სახით აკვირდებოდა მანქანას.
- გილოცავთ, - გასაღები გადასცა, - სულ მწვანეზე გევლოთ.
- დიდი მადლობაა, - ხტუნვა ხტუნვით გაიქეცა და ჩაეხუტა მანქანას.
- კარგად დაათვალიერეთ, რომ შემდეგ არ იყოს პრეტენზია.
- არა, რა თქმა უნდა, ჯერ შევამოწმებ. - სათითაოდ დაიწყო ყველა დეტალის გადამოწმება, - რა კარგი სურნელი აქვს ახალ სალონს, რა რბილი საჭეა.
- ხო სახურავი ამ ღილაკზე ხელის დაჭერით იხსნება და იხურება.
- დინაა, - მოვიდა ნატა, - ესაა რომ მეუბნებოდიი?
- აჰამ, აბა როგორია? - გაიჯგიმა.
- Wow, სუპერ.
- აბა რა ხდება? - თავზე დაადგათ აჩი.
- ნახე, დინამ ახალი მანქანა იყიდაა.
- მართლაა? შენია? - წრე დაარტყა აჩიმ მანქანას და თან საბურავებს ამოწმებდა, - ყოჩაღ, გილოცავ, კარგი არჩევანია.
- დიახ, BMW – 428 კაბრიოლეტი, - არ გადმოდიოდა მანქანიდან, - ავიხდინე ოცნება.
- გარბენი რამდენი აქვს?
- 73 920 კილომეტრი. 2015 წლიანია.
- არ გაგვასეირნებ? - თვალი ჩაუკრა აჩიმ.
- კვირას მოვაწყოთ გელათი-მოწამეთას ტური. გაწყობთ?
- ვაა, კარგი იდეაა. შევთანხმდით. - დაეთანხმა ორივე.
- ნატა, მოდი აქ, - გასაღები მიაწოდა.
- ეს რა არის?
- ჩემი Nissan marchi შენ გყავდეს, სანამ გავყიდი. მისი გასაღებია, აქვე დგას. არ დამიწყო ახლა, არ მინდა და ხომ ხარ გონზე და ა.შ. გყავდეს რამდენხანსაც გაგიხარდება. აბა კვირამდეე. - სანამ ნატა გონს მოეგებოდა, დინა უკვე მიქროდა.
- აჩი, - ჩამოეყრდნო რეტდასხმული ნატა, - რაო რა თქვა?
- მანქანას გთხოვნის. - მშვიდად უპასუხა.
- ძალიან ცუდად ვარ, - ხელებს იფრიალებდა. - მგონი წნევამ ამიწია.
- შემოდი, ოფისში შევიდეთ.
- არა, გარეთ ჰაერზე მირჩევნია. - იქვე ჩამოჯდა ნატა, ხელ-ფეხი უკანკალებდა განცდილი ემოციების გამო.
- არ იცოდი?
- არაა, არ ვიცოდი. როგორი გულკეთილია არაა? ვინ გათხოვებს დღეს მანქანას, მითუმეტეს როდესაც გაყიდვა გინდა მისი? თან ერთი თვეც არაა, რაც მიცნობს.
- უცნაურია დინა, უცნაურად კეთილი. - გზას გახედა აჩიმ.


***
ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი.
მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ძეგლია, თავისი წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
- ვაა, რა სილამაზეა. - აღფრთოვანებული გადმოვიდა დინა მანქანიდან.
- ნამდვილად. - გარემოს ათვალიერებდა აჩი.
- მოხვედით? - მიუიახლოვდა მეგობრებს, ნატა.
- როგორც ხედავ, აქ ვართ.
- მაშინ წავედით, დავუყვეთ ფეხით. გზადაგზა კი მოგიყვებით მოწამეთის ისტორიას.
- არის, უფროსო.
მატარებლის ლიანდაგზე გადასვლაში აჩი დაეხმარა გოგონებს.
- წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველიმხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. აქ ყველა სეზონი თვალწარმტაცია, რადგან ფერები ულამზეს გამას ქმნის.
- ნამდვილად, გვიან შემოდგომაზე აქ ისევ უნდა ამოვიდე, საოცრება იქნება. - პეიზაჟებს სურათებს უღებდა დინა.
- ეკლესიაში წმინდანების ნაწილებია ხო დასვენებული? - იკითხა აჩიმ.
- კი, წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების.
- რომლებიც 735-737 წლებში მურვან-ყრუს შემოსევის დროს მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავრები არიან. - გადახედა ულამაზეს ხეობას.
- კი და მოწამეთობა ყოველ წელს იმართება, 15 ოქტომბერს და არის ხალხმრავლობა და დიდი დღესასწაული.
- მართლა? მაშინ ამოვიდეთ. - არკაში შევიდნენ, რათა ეკლესიაში შესულიყვნენ.
- ძალიან მომწონს, სიტყვებს ვერ ავღწერ, - სათითაოდ ეხებოდა ყველა ქვას, კედელს აჩი.
- ახლა გელათს, რომ ვნახავთ, მერე ვნახავ შენს კიდევ უფრო გაოცებას.
გადმოცემის თანხამად ეკლესია იქ არის აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს. ტაძარში საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.
- საოცარი ენერგიით დამუხტული მივდივარ აქედან, - უკან მოიხედა დინამ.
- მეც. მიკვირს, როცა ქუთაისში მიწევდა ჩამოსვლა, აქ რატომ არ ამოვედი.
- ახლა აქ ვართ და სულ რაღაც 15 წუთში შეგვიძლია ამოვიდეთ და მივიღოთ ის სიმშვიდე, რაც ჩემს სულს ძალიან სჭირდება.

გელათის მონასტერი - ქართული ხურთმოძღვრული ანსაბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქალაქ ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.
გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია.
- ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
--ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“....
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
--ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა...
- Wow, აჩიი. - ტაში დაუკრეს გოგონებმა. - ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი, როგორ კარგად კითხულობ.
- ძალიან, მიყვარს პოეზია და ლექსებსაც იოლად ვიმახსოვრებ.
- ისე, როგორი უცნაურია „ ფეხი დამადგით გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან“... - დავიხარე და საფლავის ქვას ხელით მოვეფერე. - საქართველოს უდიდესი მეფე, მეფე რომელმაც საქართველოს უიდესი წარმატება და აღმშენებლობა მოუტანა და ცხოვრების ახალ გზაჯვარედინზე ატარა...
- ახლაც გვჭირდება მისნაირი წინამძღოლი...
- მეფემ ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა სატახტო ქალაქი და ქუთაისის მიმართულებაც შეცვალა...
- რა მიმართულება? - ვერ მიხვდა აჩი.
- ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო, მან თავისი ტიტული თბილისს გადაულოცა და თითქოს დღემდე ასეა... ქუთაისში იბადებიან ტალანტები, რომლებიც უამრავ, ქვეყნისთვის სასარგებლო პროდუქტებს ქმნიან და შემდეგ ისინი გაგრძელებას თბილისში პოვებენ... ავიღოთ ლაღიძის წ....ბი, მარჯანიშვილის თეატრი, პოეტები, ექიმები... თითქოს გზა, რომელიც დავით აღმაშენებელმა აირჩია იმ დროს, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას... თითქოს ქუთაისის მოვალეობაა შექმნას ტალანტები და ის თბილისს გადასცეს, რათა დედაქალაქი გაძლიერდეს... ქართველი მშობელივითაა, რომელიც ყველაფერს იკლებს, რათა შვილი იყოს კარგად და მყარად... თვითონ კი, როგორ დღეშია? ქუთაისი კი არ ცოცხლობს, თითქოს სასუნთქ აპარატზეა შეერთებული და ევთანეზიას ელოდება...
- ნეტა ვინმე გამოჩნდება ვინც უარს იტყვის ამ ქალაქის ევთანაზიაზე და ისევ გააცოცხლებს და დაუბრუნებს ხალხს აქ ცხოვრების სურვილს? - ჩაფიქრდა ნატა.
- არადა ბევრი შანსი აქვს იყოს წარმატებული...
- დიდი ფრანგი მხატვარი ფელიქს ვარლა ქუთაისში დაიბადა, პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა. ის თუ იცით სასუნთქი აპარატი ვინ გამოიგონა, რითაც მეორე მსოფლიოს ომის დროს უამრავი ჯარისკაცი გადარჩა?
- ვინ?
- ქუთაისელმა ექიმმა გრიგოლ მხეიძემ.
- ვაუუ. - პირი დააღო აჩიმ.
- გავაგრძელო? - მხრებში გაიმართა ნატა.
- მიდი გისმენთ. - მინდორზე გვერდი-გვერდ დასხდნენ დინა და აჩი.
- მსოფლიო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე ქუთაისში დაიბადა, ასევე დიდი ებრაელი მწერალი, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითულად მთარგმნელი ბორის გაპონოვი ქუთაისში დაიბადა, მისი სახელობის ქუჩაც გვაქვს. ასევე კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისელი იყო, ჯაჭვის ხიდი - საქართველოს ნომერ პირველი რკინის ხიდი ქუთაისშია და კავკასიაში პირველ რკინის კონსტრუქციად ითვლება. ამერიკული ბალეტის დამაარსებელი ვინ იყო?
- ჯორჯ ბალაჩინი.
- ყოჩაღ დინა, და ისიც ქუთაისელი.
- წავედი მე, - წამოდგა აჩი, - თქვენ ყოფილხართ, ვინც ყოფილხართ.
- ეჰ, კი, მაგრამ ვინ გვაფასებს? - კაბა ჩამოიფერთხა ნატამ, - გვეტყობა, რომ ასეთი დიდებული ხალხი გვყავდა? პირველი აფთიაქი, რომელიც საქართველოში დაარსდა და, სადაც მიტროფანე ლაღიძემ პირველი ლიმონათი გამოიგონა, ისეა მიტოვებული და ა.შ. იქ ტურისტს ვერ მიიყვან, რომ აჩვენო... მუზეუმად გადავაკეთებდი, ხალხს მოვიზიდავდი, მაგრამ ნწ, ვის აინტერესებს ეგ?
დიახაც, ვის აინტერესებს? მართლაც, როდესაც ცხოვრების შემხვედრ გზაჯვარედინზე გზის მიმართულებას არჩევ, გგონია ეს გზა მუდამ პირდაპირი და სწორი იქნება, თუმცა სულ ცოტასაც გაივლი და ისევ გზაჯვარედინზე აღმოჩნდები, არჩევანის ზღვარზე. სინამდვილეში, ჩვენი ცხოვრება ბევრი გზაჯვარედინებისაგან შედგება და სისულელეა, დაიჯერო, რომ მხოლოდ ერთხელ არჩეული გზით ივლი და გადხვევა არ მოგიწევს. სიმართლე, გითხრათ ეს პროცესი საინტერესოა, მგონია ბევრი ვერ ამჩნევს ცხოვრების მიერ შემოთავაზებული გზებს ან ამჩნევს და თავს იტყუებს, ურჩევნიათ ერთი მიმართულება და ერთფეროვანი ცხოვრება. ზოგი კი პირიქით, იმ სიხშირით იცვლის მიმართულებებს, შემდეგ თვითონაც უჭირს გაერკვეს თუ სად არის... ჩემი აზრით, ყველა თუ არა ნაწილი, ცხოვრების შემოთავაზებული გზაჯვარედინებიდან ახალი გზა, ახალი მიმართულება უნდა აიღო და არ შეუშინდე სიახლეებს. ჩვენ ხომ ამქვეყნად ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ამიტომ შანსი, რომელიც გვეძლევა უნდა გამოვიყენოთ, შეიძლება ხანდახან არჩევანმა არ გაამართლოს, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ისევ უნდა ვეძიოთ გზაჯვრედინი, რომელიც ახალი არჩევანის უფლებას მოგვცემს...


***
ორშაბათი დღე კვირის მძიმე დღედ ითვლება, თუმცა მეცნიერებმა პირიქით დაამტკიცეს, მაგრამ მეცნიერებმა რა დაამტკიცეს, რა გამოიკვლიეს სანოტარო ბიუროს ეს არ ეხება, ხალხი აქ მუდამ არის სხვადასხვა მოთხოვნებით.
- Hello, ნატა.
- გაგიმარჯოს, დინა.
- აბა როგორ ხარ?
- კარგად და შენ?
- მეც, კარგად და გარეთ ამდენი ხალხი რატომ იცდის?
- ხომ იცი აბიტურიენტების სია გამოცხადდა, სტუდენტებს კი სჭირდებათ ატესტატების დამოწმება და ამიტომაც არის ასეთი ცოცხალი რიგი, პლიუს ჩაწერილიც ბევრია.
- ოჰო, ანუ მძიმე ორშაბათი გვაქვს?
- კიი, - ხელები გაშალა ნატამ და ისევ ტექსტის აკრეფას შეუდგა.
- გეგმა მაქვს, - წამოხტა დინა და გარეთ გავიდა. - გამარჯობათ, - მიესალმა ახალგაზრდებს, მე ნოტარიუსის თანაშემწე ვარ, თქვენ აქ ატესტატების დამოწმების გამო ხართ?
- დიახ.
- რადგან ძალიან ბევრნი ხართ და დამღლელია ამ სიცხეში გარეთ დგომა, ერთი იდეა მაქვს. ფაილებში ჩააწყვეთ თქვენი დოკუმენტები, დააწერეთ სახელი და ტელეფონის ნომერი და როდესაც მზად იქნება მოგწერთ შეტყობინებას და წაიღებთ. გაწყობთ?
- აუუ, კიი. მანამდე სხვა საქმეებს მოვილევთ.
- აჰა, კარგით მომეცით და დაელოდეთ ჩემს შეტყობინებებს, ისე არ მოხვიდეთ. - შებრუნდა ოფისში.
- დილა მშიდობისა, დინა.
- აჩიი? როგორ ხარ?
- მე კარგად და შენ?
- მეც.
- ვატყობ დილიდან ფუსფუსში ხარ.
- კიი, დღეს ბევრი საქმე გვექნება.
- მაშინ, საღამოს ჩემთან გეპატიჟები.
- რატომ?
- მეზობელი მეზობელს ვახშამზე ეპატიჟება.
- და თქვენი ხელით მომზადებულს მთავაზობ თუ რამე ნაყიდს? - გაიცინა.
- ოო, გემრიელობების გაკეთება მეხერხება.
- კარგი, მაშინ შევთანხმდით.
- 8 საათისთვის გელოდები.
- დროებით.

„ჩვენი ცხოვრება იმის მიხედვით შეიცვლება, თუ რა გზას ავირჩევთ. მე ახალ გზას ვადგავარ და უკან დახევას არ ვაპირებ, არც ახალი მიმართულების აღებას, მომწონს ეს არჩევანი და ველოდები ცვლილებას ჩემს მე-ში.“
კარებზე ზარი დარეკა დინამ.
- ვაა, მოხვედი უკვე?
- რვა საათიო და... - საათს დახედა. - წავიდე?
- არა, რა უნდა წახვიდე, უბრალოდ ახლა მოვედი და ჯერ მომზადებაც არ დამიწყია.
- არაუშავს, მოგეხმარები. - შევიდა მისაღებში. - რა ნათელი ფერებია.
- ამიტომ მომეწონა ეს ბინა და ვიქირავე.
- ჩემი პატარა და კოხტაა, აქ კიდევ დიდი სივრცეა.
- კი, მასეა. წამო სამზარეულოში, წყალი უკვე დადგმული მაქვს.
- რას აკეთებ?
- იტალიური სპაგეტი პამიდვრის სოუსით, ხომ გიყვარს?
- იფ, იფ კიი. - ქვაბს სახურავი ახადა, - წყალი დუღს, სად არის მაკარონი, ჩავყრი.
- კარგი, მაშინ მე პამიდვრებს კანს გავაცლი და დავიწყებ მის მოთუშვას ტაფაზე.
- რა სურნელი ტრიალებს. მოიცა მეც მოგეხმარები, ნიორს გავფცქვნი, ზეითუნის ზეთი ხომ გაქვს? თავზე, რომ მოვასხათ?
- კი, მანდ დევს.
- სუფრა აქ გავშალოთ ხომ?
- კი და რას დალევ?
- მმ, შენ რას შემომთავაზებ? - სოუსს მოურია.
- აჰ, შავი ღვინო?
- ასე, რატომ მიყურებ?
- როგორ? - დაიბნა აჩი.
- საყვარლად. - თვალები აუფახულა.
- ....
- თეფშები სად გაქვს? რატომ დგახარ მასე?
- აჰ, აგერ აიღე, - მიაწოდა აჩიმ და სუფრა გაშალეს.
- იცოდე, მიყვარს გემრიელი საჭმელები და როგორც ვატყობ გამოგდის, ამიტომ დაიმახსოვრე როცა მოამზადებ, მომიკაკუნებ და დამიწვევ, კარგი?
- მე კი გემრიელი ყავა მიყვარს და შენც მომიკაკუნე.
- შევთანხმდით, - ხელი გაუწოდა დინამ, აჩიმაც შეაგება მისი ხელი.
- მიხარია, რომ გაგიცანი. - უღიმოდა დინას და უცნაური ტალღები მოდიოდა მისგან.
- მეც, მიხარია. - უყურებდა დინა აჩის, მის სახის ნაკვთებს, ქცევებს, დაფიქრდა - „მე ვერ შევიცვლები, რომ ვინმეს მოვეწონო, მე ათი წლიდან დღემდე სრულად მარტო მიწევს ყველაფერთან გამკლავება... მე ჩემი ცხოვრების აბურდული გზაჯვარედინებით ბევრი ტკივილები გამოვიარე. ბევრი უსუსური ადამიანი შემხვდა გზაში, ვისაც ვენდე, გული გადავუშალე, ბოლოს ზურგში ჩამცეს დანა. ახლა, როცა შევძელი ფეხზე დგომა, როცა ჩემი მყუდრო ბუდე მოვიწყვე, ვინც მიიღებს ჩემს გულწრფელ სიყვარულს, ზრუნვას და მეგობრობას ის იქნება ჩემი მეგობარი!“
- აბა, ყავა ხომ არ დაგველია?
- ღვინო დავლიე და ყავა არ მინდა, მაგრამ შენ თუ გინდა მოგიმზადებ.
- აუუ, კიი. ცოტა სამუშაო მაქვს და გამომაფხიზლებს.
- ყავა ძილს გიქრობს?
- კიი, შენ რა, არა?
- ნწ, საერთოდ არ მოქმედებს. სამაგიეროდ, ღვინო მაძინებს, რომ გავალ ტკბილად დამეძინება.
- შენ როდის გძინავს? ღამე როცა მიწევს ადგომა, შენი ფანჯრიდან სულ შუქი გამოდის.
- ხო, ეგ მინუსი მაქვს, შუქანთებულში მძინავს, მამაჩემი მეჩხუბებოდა ამერიკაში, როცა ვიყავი, შვილო ვინ გითხოვს, ასე შუქანთებულში ძილი არავის უყვარსო. - გადაიკისკისა.
- მართალი უთქვამს მამას.
- ანუ ამის გამო ვერ გავთხოვდები? - ვერ იკავებდა სიცილს დინა.
- ეგ არ ვიცი... - უხერხულად ჩაახველა აჩიმ.
- არაუშავს, ამის გამო თუ დამიწუნებენ. იცი რაზე მეცინებოდა? მამაჩემი, რომელიც თხუთმეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს, ქართული მენტალობა მაინც, შემორჩენილი აქვს. ის ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვდე, მყავდეს შვილები და მზრუნველი მეუღლე.
- რატომ ამერიკელ მამებს ეს არ სურთ?
- კი, როგორ არა, მაგრამ მამაჩემი მაინც აზიატი ქართველია, დედა უმსუბუქებს ხოლმე რაღააცეებს.
- სანამ ჩვენ თვითონ არ გავხდებით მშობლები, მანამდე იოლად გავიკიცხავთ მათ... გგვგონია, რომ თავიანთი ზრუნვით ისინი გვზღუდავენ, ხელ-ფეხს გვიკრავენ და ბევრ რამეს ვაპროტესტებთ. სიმართლე, გითხრა როდესაც მშობელი ხარ ძალიან რთულია ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც შვილთან უნდა იპოვო და დაამყარო. მკაცრად ეპყრობი, ოქროს გალიაში გყავს, შეიძლება ამით დააზარალო, რადგან ვერ ისწავლის ცხოვრების ეტაპებს და სირთულეებს. არ ზღუდავ, მის ნებაზე გყავს მიშვებული და შეიძლება აქაც იგივე განმეორდეს, გამოიყენონ და ცუდად ისარგებლონ მისი კეთილიბუნებით და ა.შ.
- გამოიყენონ... - ჩაფიქრდა დინა, - როგორ სწორად თქვი... მართლაც, რთულია... ვერ გაიგებ რა სჯობია. რატომ ვერ პოულობს მშობელი ოქროს შუალედს? იმიტომ, რომ ის არ არსებობს?!... მშობელი იმ მიმართულებას ირჩევს, რომელიც სწორად მიაჩნია, არცერთი ეძებს შუალედურ გზას, რომელიც ორივე მხარეს გააბედნიერებს... ორივე შემთხვევაში შვილმა უნდა იწვნიოს ცხოვრების გაკვეთილები და მერე გადაწყვიტოს, რომელი გზით იაროს მშობლების არჩეული გზით თუ იმ გზით, რომელიც თვითონ იპოვა. თუმცა მშობლის მხარდაჭერა მეორე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვილი ამ გზას მაინც გაივლის, მაგრამ თუ ის მხარდაჭერას გრძნობს, გზა რაც არ უნდა დაბრკოლებებით სავსე იყოს, მისთვის მარტივი და უშიშარი იქნება, რადგან იცის მისი ძალის სჯერათ, სწამთ.

***
- როგორი ძლიერი წვიმაა, - სველი ფეხსაცმელებით შევიდა დინა ოფისში.
- არ თქვა, - დაეთანხმა ნატა და პირსახოცი მიაწოდა, - გაიმშრალე.
- ფეხსაცმელები მაქვს სველი, ამას რა ვუყო? - ტუჩები გადმობრიცა.
- ამიტომ რადგან ქუთაისში საინიაღვრე გაყვანილობა არ ვარგა ან არ გვაქვს, აუცილებელია გქონდეს ბოტები, ზამთარშიც დაგჭირდება თოვლის დროს.
- მერე ახლა უნდა მეუბნებოდე? - თმების გამშარალება შეწყვიტა დინამ.
- რავიცი, არ გიკითხავს და მე არც მომფიქრებია მეთქვა, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობაა.
- იმედია დღეს არ მოვა ვინმე.
- ვინც ჩაწერილი იყო, იმათაც კი გააუქმეს.
- ვაა, ანუ დღეს ვისვენებთ?
- ნუ დატვირთულები არ ვიქნებით, თორემ ვინ დაგვასვენებს?
- გოგოებოო, როგორ ხართ? - შემოიხედა აჩიმ.
- ვა, მეზობელო მშრალი ხარ?
- დავსველდი, თუმცა გამოვიცვალე. ყოველთვის მაქვს მეორე ხელი ტანსაცმელი.
- რა კარგი იდეაა, მეც დავტოვებ აქ რამეს, რა იცი რა ხდება.
- გამარჯობათ, - მოვიდა ბატონი თენგო.
- გაგიმარჯოთ.
- აბა როგორ ხართ?
- კარგად.
- ბატონო აჩი, თუ გცალიათ რაღაც საკითხი მინდა განვიხილოთ.
- დიახ, ბატონო თენგო, - შეჰყვა კაბინეტში.
- დილა მშვიდობისა, გოგონებოო. - კარებში ანანია იდგა.
- შენ აქ რა გინდა? - თვალები დაქაჩა ნატამ.
- დინაკო როგორ ხაარ? - გადაკოცნა.
- მე კარგად და შენ? გავიგე შენი კარგი ამბები, გილოცავ სტუდენტობას.
- მადლობაა, იცოდე თბილისში, რომ ჩამოხვალ არ გამომაპარო და გვესტუმრე მე და მარიანას.
- აუცილებლად.
- აღარ იტყვი, ამ თხლეშა წვიმაში აქ რამ მოგიყვანა? - მკაცრ ტონს ინარჩუნებდა ნატა.
- ფული მინდა. - წინ დაუდგა თვალების ფახულით.
- მეც მინდა... - ცივად უპასუხა ნატამ.
- მე სულ რაღაც 100 ლარი მინდა.
- რამდენი? - თვალები დაუქაჩა უმცროს დას ნატამ.
- ნუ ყვირი, სამსახურში ხარ. - წარბები აათამაშა ანანიამ.
- 50 ლარს მოგცემ.
- 100 ლარი. - არ თმობდა პოზიციას ანანია.
- ან 50 ლარი ან არაფერი.
- ოხ, ჯანდაბას. მომეცი 50 ლარი. - აიბზიკა ცხვირი უკმაყოფილოდ და ფული საფულეში ჩადო.
- ანანია, გარეთ ისევ წვიმს, წამოდი, სანამ ცოტას გადაიღებს ჩემს მომზადებულ ცხელ ყავას დაგალევინებ.
- ყავა მეც მინდა, - იღიმოდა ნოტარიუსის კაბინეტიდან გამოსული აჩი.
- წამოდი, ორივეს მოგიდუღებთ.

- რა გემრიელიაა, - თვალები მინაბა ანანიამ.
- კიი, მეც მომნუსხა ამ ყავით. - ჩაეღიმა აჩის.
- ნუ გამაწითლეთ ახლა, - სახეზე ხელები აიფარა დინამ. - მორჩით ჩემზე საუბარს, აბა თქვი ანანია, როგორი შეგრძნებაა სასურველ უნივერსიტეტში და ფაკულტეტზე, რომ ჩაირიცხე?
- კარგი შეგრძნებაა, გეგმის პირველი ნაწილი შევასრულე, ახლა ისე უნდა ვისწავლო, რომ მოვიპოვო დაფინანსება და სამხრეთ კორეაში გავემზგავრო სასწავლებლად.
- სამხრეთ კორეაში? - გაოცდა დინა. - იქ რა გინდა?
- საიდუმლო გინდა გითხრა? - აჩის ეჭვნარევი მზერით გახედა ანანიამ.
- კი, მითხარი, სამარე ვიქნები. - ტუჩებზე ხელი გადაიფარა დინამ.
- ე.ი კორუელი ჯგუფი „BTS“ მომწონს და მინდა მათ კონცერტს დავესწრო, შემდეგ კი კორეული დორამების გადაღებებშიც მივიღო მონაწილეობა და შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდე.
- მე არც BTS ვიცი და არც კორეული დორამები მინახავს, თუ ასეთი გეგმები გაქვს, აქ რატომ ბრუნდები?
- იმიტომ, რომ მინდა საქართველოც ოდესმე განვითარდეს... - ტუჩები გაბუშტა.
- და როგორ აპირებ? - აჩი გვერდით დაუჯდა დინას.
- იცი, მართალია ჯერ თვრამეტი წლის ვარ, მაგრამ რაც დედა ემიგრანტი გახდა, მის მერე სულ ვფიქრობ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ისე, რომ ჩემსავით მარტო არ დარჩნენ ბავშვები, რომ მათმა მშობლებმა აქაც იპოვონ ღირსეული სამსახურები. - ყავის ჭიქა გვერდით გასწია.
- ეჰ, ეგ ოცნება მეც მაქვს... - თავი დახარა დინამ. - შენ დები და მამა მაინც გყავს, ჩემები კიდე... რთულია, ნამდვილად არ მინდა ამ გზას სხვა ბავშვებიც გადიოდნენ...

- არადა, როგორი მდიდარი ქვეყანა გვაქვს? ნავთობიო იძახიან, მაგრამ ნავთობზე ძვირფასი წყალი არ არის? წყალი, რომელიც რამდენაირი გვაქვს? სასმელი, სამკურნალო... აიღე ურეკის მაგნიტიტი, მსგავსი სამკურნალო ქვიშა არსადაა, მაგრამ ვინმემ იცის? გარდა სამი სამეზობლო ქვეყნისა? სხვა კურორტებს, რომ თავი დავანებოთ... მაგრამ არავის უნდა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, წარმატება და ეგაა.
- და შენ კითხვაზე პასუხი არ გამეცი, - თქვა აჩიმ.
- ხო, მე ვფიქრობ საქართველოში, რომელსაც უდიდესი ბუნებრივი პოტენციალი აქვს მთა, ზღვა, უდაბნო, უძველესი შენობები თუ ისტორიები, რატომ არ შეიძლება აქ გადავიღოთ ქართული მინი სერიალები, რომლებიც ისეთივე პოპულარული და გაყიდვადი იქნება როგორც თურქული, ბრაზილიური, ასევე აზიური დორამები... მინდა ამ კუთხით განვითარდე, რით გვყავს ნაკლები მსახიობები და მომღერლები?
- ვააა, - ტაში შემოკრა დინამ, - აი, მესმის. ყოჩაღ, მომწონს შენი გეგმები. იცოდე თუ უცხო ენის და კომპიტერის მცოდნე დაგჭირდეს შენს კომპანიაში აქ ვარ. - თვალი ჩაუკრა, - ხოლო აჩი, იურისტად აიყვანე.
- თქვენც აგირიათ ხომ გონება? - ყავის ჭიქით შემოვიდა ნატა.
- საიდან მოიტანე? - მიუბრუნდა დინა, - ისეთი კარგი გეგმები აქვს ამ თვრამეტი წლის ბავშვს, ფული რომ მქონდეს დავაფინანსებდი. მე მჯერა მისი.
- ხო, ხედავ დაო, სხვები მაღიარებენ. - წელში გასწორდა ანანია.
- დინამ და აჩიმ თუ გაღიარეს, მორჩა, აგწყობია საქმე. - ჭიქა ჭურჭლის საწდობში ჩადო ნატამ და სამზარეულოდან გავიდა.



№1  offline წევრი სესილია

Daldoni Daldoni - მახარებს ასე, რომ მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent