შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |10|


20-12-2020, 18:07
ავტორი Âme
ნანახია 449

-როგორც იქნა , ჩემამდეც მოხვედი. უკვე, მეგონა დაგვივიწყე ქალბატონო ანარა,- სიცილით მიეგება პილი მონატრებულ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს და შემოსვლისას ლოყაზე აკოცა.
-ყოველდღე იმდენი რამ ხდება. ზოგჯერ, მეც ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს დატრიალდა. ღმერთო, ეს რა სუნია, კარბონარა მოამზადე?-ღრმად ჩაისუნთქა საყვარელი სურნელი, მოსაცმელი იქვე ჩამოკიდა და საერთო ოთახში შევიდა.
-დიახ, მოვამზადე. ნეტავ იცოდე რა გემრიელია , თითებს ჩაიკვნეტ.
-მაგასაც მალე გავიგებ.
-მოიცა, ონორს დავუძახებ , დილიდან მშია-მშიას გაიძახის.
-ონორი სახლშია? დღეს არ მუშაობს?
-არა, წინა კვირაში მისი თანამშრომელი შეცვალა და დღეს ისვენებს..
-კარგი, დაუძახე. მანამ მე მაგიდას გავაწყობ,- პილი შიდა კიბით ავიდა მეორე სართულზე და სანამ ანარამ თეფშები გადაანაწილა, ონორთან ერთად დაბრუნდა სამზარეულოში.
- ეს რა ძვირფასი სტუმარი გვყოლია,-თვალები აუციმციმდა ონორს და თბილად გადაეხვია,-მეგონა დაგავიწყდით.
-აბა, რა თქმაა. რას ნიშნავს დამავიწყდით. უბრალოდ, ხომ იცით, გადარბენაზე ვარ: ექიმები, იურისტები, ახალი კონტაქტები.
-ძველი კონტაქტები?- ვითომ ნაწყენი სახით გახედა და ოვალური თეფშიდან „მოპარული“ მიწისთხილი ჩააკნატუნა.
-პილი, მომაცილე აქედან,- სიცილით გასძახა საშველად იქვე მდგომ მეგობარს, სკამი გამოწია და მაგიდას მიუჯდა.
-უყურებ რძალო? საკუთარ სახლში საჭმელს გვიჭამს. მგონი, არ უნდა შემოგვეშვა .
-არ გრცხვენია ონორ? ხომ იცი, ახლა ორივეს ულუფა უნდა მივიღო.
-ღმერთო, უკვე ბავშვიც გარია თავის სუნსულა ხასიათში.
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ,- ერთი გახედა ხუმრობით, ჩანგალი მოიმარჯვა და პირველი ლუკმა გასინჯა. პილის უგემრიელესი ნახელავი მაშინვე შეუქო. კარბონარა ისედაც უყვარდა და მისი გაკეთებული, საერთოდ, შეეძლო მთელი დღე ეჭამა.
-გემრიელად მიირთვი ჩემო გოგო,- სიყვარულით აკოცა თავზე პილიმ და გვერდით მიუჯდა.
-სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ გოგოს აქვს ჯადოსნური, ღვთაებრივი ხელები.
-არ დაუჯერო პილი. გთაფლავს , რომ შემოგვეჩვიოს და გაგვიჩანაგოს მარაგი,- გვერდულად გადახედა ონორმა პილის და მთელი სერიოზულობით უთხრა.
-გეყოფათ და სანამ გაცივდა მიხედეთ თეფშებს,- ხუმრობით დაუცაცხანა პილიმ. უცებ გააჩუმა ორივე და აიძულა, საკუთარი თეფშებისკენ გაეხედათ. აქ მოსვლისას, ყოველთვის ივსებოდა პოზიტივით. ჯერ, ლილი უყვარდა საკუთარი დედასავით და მისი ოჯახიც ისე ეძვირფასებოდა ...
-შენკენ რა ხდება , მოგვიყევი, როგორ მოერგე ახალ გარემოს.
-ძალიან კარგები არიან. ცოტა მიჭირს, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, თავი კარგად ვიგრძნო. იცი, ლეონის მამამ სასწავლო კურსები შემომთავაზა და ისეთი გახარებული ვარ .. წარმოგიდგენიათ ? ვისწავლი, სამსახური მექნება და საქმიანი ქალი ვიქნები,-სკამზე მოხერხებულად მოთავსდა ანარა, მხრებში გაიმართა და ნათქვამის წარმოდგენისას ტანში სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა.
-ნადვილად იმსახურებ,- პილიმ ხელი მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა, რამდენჯერე ანარას თითებს შეახო და გაუღიმა .
-დედამ მოგვიყვა შენი და ნიკოლას ამბები. მხოლოდ, თუ შეგაქებ ქალბატონო ანარა . თუ, როგორ მოგმართოთ , ჯადოქარო ქალბატონო? გაიხსენე პილი, მე, ჯერ კიდევ როდის ვამბობდი ნამდვილი ამორძალიათქო,- სიცილით ჩაერთო საუბარში ონორი.
-გეყოფა, ჯოჯოხეთი გამოვიარე.
-რავიცი, იზოლდას კი მოუგრიხე კისერი და...
-ჯერ შორია მაგ ოცნების ასრულებამდე. მაგრამ, პირობას ვდებ , მე დავასრულებ იზოლდას...
-გესმის პილი? ეს ისევ ის გოგოა , აქ რომ შეშინებული თვალებით მოვიდა? ახლა ერთი, კარგი ქარიშხალის ხმა, დაძაბული მუსიკა და ნამდვილი შუასაუკუნეების იმპერატრიცაა.
-იცინე ბატონო ონორ, დაე იცინეთ,- როლში შევიდა ანარა და მხრებში გამართულმა ამაყი მზერით შეხედა მის გვერდით მჯომს ,- აი ახლა, უმნიშვნელოვანესი საქმე რომ არ მქონდეს მოსაგვარებელი, ნამდვილად გაგცემდით საკადრის პასუხს.
-ჰო? რა საქმე აქვს ნეტავ მოსაგვარებელი, ჩემზე შურის ძიება რომ გადაიდო.
-უმნიშვნელოვანესი საკითხია. აი, ეს შოკოლადი უნდა მივირთვა,- მთელი დამაჯერებლობით ჩაილაპარაკა და თეფშის გვერდით დადებულ ფილას რამდენჯერმე დაადო ხელი.
-რომელი, ეს? - უკვე სიცილს ვეღარ იკავებდა ონორი. უცებ ხელი დასტაცა , სკამი გაწია და გაიქცა .
-რას აკეთებ,დამიბრუნე,- ანარაც გაეკიდა სიცილით. პილი კი,იდგა გაოგნებული, უყურებდა როგორ დარბოდნენ მაგიდის ირგვლივ და თვალებს ვერ უჯერებდა.
-ღმერთო სად ხარ, გადმომხედე. გეფიცები, ესენი ნორმალურები არ არიან . შვილი არ მყავს და ამათ უნდა ვსდიო, ნიკოლაც კი თქვენზე ჭკვიანი და დინჯია- თავისთვის ბურტყუნებდა და მაგიდიდან თეფშებს იღებდა. ბოლოს, ანარა ძლივს რომ წამოეწია, ზედატანის ქუდში ჩაავლო ხელი. ონორმა შოკოლადი ხან ერთ ხელში გადაიტანა, ხან-მეორეში, ხან- ზურგიდან შემოატარა. ანარა პატარა შვლის ნუკრივით დახტოდა და ცდილობდა, სასურველისთვის მიეღწია. თუმცა , უცებ ხალიჩას წამოედო , ონორს მიაწვა და ორივე, მათ უკან მდგომ დივანზე აღმოჩნდნენ.
-აი კიდევ. ესენი იმდენს იზამენ დამადებენ ვალად საკუთარ თავებსაც და ბავშვსაც , - ისევ აქეთ-იქეთ დადიოდა პილი თეფშებით. ანარა მისწვდა შოკოლადს და ბავშვურად გახარებულმა ზემოდან დახედა ონორს.
-ჩემია,მოვიგე პილი...-თუმცა ონორი არაფერს ამბობდა. იწვა, სახეზე მისი თმები ედებოდა, თვალებში უყურებდა და არაფერი ესმოდა. თავიდან, ანარამ ვერ გაიაზრა რა ხდებოდა. მერე, მის მზერას რომ გადააწყდა, რამდენიმე წამით დამუნჯდა, სუნთქვა გაუხშირდა, შერცხვა და ლოყები წამოუწითლდა. არა , ასე არ შეიძლებოდა. სასიამოვნო არაფერი უგრძვნია, თავიდან-ბოლომდე უხერხულობამ შებოჭა. ხელებით დივნის ზედაპირს დაეყრდნო და სწრაფად წამოხტა.
-ფრთხილად, ფრთხილად, არ დაეცე,-ხელი წააშველა ონორმა, თუმცა დენნაკრავივით აისხლიტა მისი შეხება, სამოსი გაისწორა და განზე გადგა.
-შოკოლადი დაგივარდა ,- ვერც კი მიხვდა ისე გაუშვა ხელი.
-აღარ მინდა , შენ შეჭამე,- თავი მოიკატუნა ანარამ, ვითომ აქაც არაფერიო, თუმცა ისევ დაბნეული იდგა. შემდეგ იქაურობას გაეცალა და პილისთან მივიდა, ჭურჭლის დარეცხვაში მისახმარებლად. გონებაში ბევრჯერ გაიმეორა ერთი და იგივე. თავს დააჯერა , რომ მოელანდა და ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. თანაც, აქამდე მსგავსი არაფერი შეუნიშნავს. ონორს და ანდრეს როგორც ძმებს, ისე უყურებდა. მეორე ცხოვრებაში პირველი ადამიანები იყვნენ ვინც მიიღეს და გულში ჩაიკრეს. საკუთარ სახლში შემოუშვეს. არც მას მიუნიშნებია აქამდე რამე და ერთი უაზრო ეჭვის გამო , მათ ურთიერთობას ვერაფრით გააფუჭებდა. მაგიდა რომ აალაგეს, ონორმა ფილმის ყურება დაიჟინა. არჩევა პილის გადაულოცა. თავად კი ეზოში გავიდა, რამდენიმე ხმელი ნაფოტი შემოიტანა და ბუხართან დააწყო.
-შენი ქოფაკი ბავშვი სად დატოვე?-ნიკოლა მოიკითხა და რამდენჯერმე გაჰკრა ასანთს.
-ბატონი ნიკოლა ეილინს და ლეონს ჰყავთ წაყვანილი. სიხარულისგან აღარ იცის როგორ მოიქცეს. ანათებს ბავშვი. ისე მიხარია, მის ღიმილს რომ ვხედავ..
-აჰა , პილი, რას გეუბნებოდი. რაც დედა, ის- შვილი.. რაც ეს სოლვეები გამოჩნდნენ, ჩვენკენ აღარ იხედებიან.
-გეყოფა, ბავშვზე მაინც ნუ ამბობ ასეთ საზიზღრობებს,- ისევ სიცილით დაჰკრა ანარამ ონორს მხარზე ხელი და დივანზე ჩამოჯდა. პილის უკვე შეერჩია ფილმი. ოთახის ბოლში ღილაკს ჩამოჰკრა ხელი და უცებ ჩაბნელდა ოთახი. რიგ-რიგობით მოიტანა პატარა მაგიდამდე , ხილის ჩაით პირამდე სავსე სამი ჭიქა, საკნატუნო ტკბილეულით სავსე ჯამი და ანარას გვერდით მიუსკუპდა. ონორი შიგადაშიგ პერსონაჟებს აჯავრებდა და საკუთარი ინტერპრეტაციით ახმოვანებდა ეპიზოდებს . კედლებზე მხიარული სიცილი დარბოდა. პილის სიცილი ცალკე ამბავი გახლდათ. შეგეძლოთ, მისთვის განსაკუთრებული ნაშრომი მიგეძღვნათ. კაკანს უფრო გავდა , ვიდრე- გაცინებას. ამთაც მეტი რა უნდოდათ, ხან ფილზმე ხალისობდნენ, ხან-ერთმანეთზე. ონორი იჯდა და შიაგადაშიგ თვალს აპარებდა ანარასკენ. ფილმზე მეტად, მისთვის უნდოდა ეყურებინა. მაგრამ მიხვდა, დაძაბულობის მეტს არაფერს მოიტანდა. მას კი, არ უნდოდა ანარა დამფრთხალიყო და თავი შორს დაეჭირა.
-უჰ,კარგი იყო. მუცელი მტკივა იმდენი ვიცინე - თქვა ბოლოს პილიმ, მოაწილეთა ტიტრები რომ ამოვიდა, მის გვერდით მჯდომ ანარას გადახედა, სიცილისგან ცრემლებს რომ იწმენდდა და ცარიელი ჯამი მაგიდაზე დადგა.

***
მშვიდი დღე იყო. ეილინს უნდოდა, ბავშვთან და ანარასთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა. იმ საღამოს პარკში წაიყვანა, სადაც მთელი ბავშვობა თამაშობდა. დიდხანს სეირნობდნენ ღია ცის ქვეშ. ჰაერში საოცრად იშლებოდა ყვავილთა სურნელება. ეილინი ბავშობის მოგონებებს ყვებოდა. თითოეულ კუთხეს ისეთი სიყვარულით იხსენებდა, თითქოს ჩვილ ბავშვს ეფერებაო . ბამბის ნაყინიც კი იყიდეს.
-როგორი მსუბუქი ყოფილა,- გაოგნებულმა, გახარებულმა წამოიძახა ანარამ და დატკბილული თითები გაიწმინდა.
-მოგეწონა?
-ძალიან.
-ჩემი ბავშობის გემოა. მამას მე და ლეონი ხშირად მოვყავდით აქ. მთელი პარკი აკლებული გვქონდა. დავრბოდით, ჩიტებს დავსდევდით. ხან სად ვიმალებოდით, ხან-სად. ყოველ ჯერზე გვყიდულობდა ბამბის ნაყინს , მე ვარდისფერი მქონდა ამოჩემებული, ლეონისთვის კი , კლასიკურად- თეთრი. მიყვარს აქაურობა, მომენატრება ....
-ესე იგი, ხვალ მიფრინავთ ქალბატონო ეილინ?
-მოდი , ლინი დამიძახე , ან ეილინი, როგორც შენთვის იქნება უკეთესი, კარგი ? ეს ქალბატონო, რაღაცნაირად მძაბავს და მთრგუნავს. რამდენი ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ? ძალიან ცოტა, მაგრამ ისე მოგეჩვიე... მართალია, თავიდან ცუდად დავიწყეთ , ჩემი იმპულსურობის, ეგოისტობის, ამ ანალიზების გამო თავს ვერ ვაკონტროლებდი. ახლა კი, შეხედე, მთელი საღამოა ერთად ვართ, ვსაუბრობთ, ვიცინით, ჩემს საიდუმლოებებსაც კი გიმხელ. თითქოს, დასავით გახდი .
-კარგი, ლინი. ცოტა არ იყოს მეშინია ამის აღიარება, მაგრამ ,მეც ძალიან შეგეჩვიეთ. თქვენ ისეთი კარგები ხართ, ისე გიყვართ ერთმანეთი . გიყურებთ და ყოველი ჩვენი შეკრებისას იმდენ რამეს ვსწავლობ.. აჰ... აქამდე ოჯახი მხოლოდ მე და ნიკოლა ვიყავით. ახლა, თქვენ გვყავხართ. თქვენ ყველანი ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენი გულისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენებმა არ იციან , ხომ?
-არა, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა .
-თქვენი მესმის. მეც სულ ვცდილობდი საკუთარი გრძნობები დამემალა და არ გამემჟღავნებინა. ძალიან რთულია, მაგრამ პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას. უბრალოდ, ქალბატონ ელენას და ბატონ რენეს ძალიან ეწყინებათ.
-არ იცი ანა... არ ვიცი, რა უფრო მომაკვდინებელი იქნება ჩემთვის. ის, რასაც ექიმები მეტყვიან, თუ მათ თვალებში ისევ ჩაბუდებული დარდისა და შიშის ყურება.
-იცი? შეიძლება, რას გრძნობ მართლაც არ ვიცოდე, ვერ ვხვდებოდე. მე ხომ მშობლები არასოდეს მყოლია . მაგრამ...
-არა, ბოდიში, ამის თქმა არ მინდოდა.. შენი და ბავშვთა სახლის ისტორია არაფერ შუაშია.
-არაუშავს , მართალი ხართ .. მე არ ვიცი როგორია იყო ვინმეს შვილი . ეს ცოტა ისეთი საკითხია, რთული. მგონი, ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. სიმართლე გითხრათ, მე მშობლებს არ მივუტოვებივარ. ეს არაფერს ამსუბუქებს, მაგრამ, ჩემი სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია ...
-არა ? აბა, მარილისში საიდან მოხვდი ?- უცებ შეაწყვეტინა ეილინმა .
-ზოგადად, ძნელია ჩემთვის მათზე საუბარი, მაშინ როცა თვალით არ მინახავს. ყველაფერი გადმოცემით ვიცი და მათი სახეებიც, მხოლოდ ერთადერთ ფოტოზეა შემორჩენილი. ლილიზე რომ გიყვებოდი , ხომ გახსოვს ? მარილისში ჩვენი მომვლელი იყო. დედა და ის მეგობრობდნენ და მისგან, ბევრჯერ მომისმენია ჩემი მშობლების ისტორია. მამა აქაური იყო, ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე. იმდენად მოსწონდათ პედაგოგებს, ურჩიეს, დაეხმარნენ და სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასვლა მოახერხა. დედას იქ შეხვდა. მამასგან განსხვავებით დედას ოჯახი მაღალ ეკონომიკურ საფეხურზე იდგა და ხომ ხვდებით, მათთვის, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული , ჯიბეგაფხეკილი სტუდენტი არ გახლდათ ხელის გულზე გაზრდილი გოგონასთვის შესაფერისი კანდიდატურა. ამიტომ, ყოველთვის ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ. დედა არჩევნის წინაშე დააყენეს. დედამ კიდევ, სიყვარული აირჩია . გავლენაზე, ძველ ცხოვრებაზე, ყველაფერზე უარი თქვა და მამას გამოჰყვა. აქ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ , მერე მე დავიბადე. წესით ქმ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ბავში უნდა ვყოფილიყავი. როგორც ლილი მეუბნება , ჩემზე მზე და მთავრე ამოსდიოდათ. დღე და ღამე შრომობდნენ, რომ არაფერი მოეკლოთ. მაგრამ, მერე უბედურ შემთხვევა მოხდა. ლილიმ თქვა ,მთელი თვე ტრიალებდა ტელვიზიაშიო. ძალიან დიდი მსხვეპლი მოჰყოლია და მათ შორის , ჩემი მშობლებიც აღმოჩნდნენ. მის შემდეგ დავრჩი ასე, მარტოდ-მარტო. დღემდე არ ვიცი, ვინ არიან ჩემი ბებია და ბაბუა. ხშირად მიფიქრია, ნეტავ, ცხოვრებაში თუ შევხვდები და შევძლებ მათთვის თვალებში ჩახედვას. როგორ სუნთქავდნენ მშვიდად, როცა მე და ჩემნაირ ბავშვებს წიხლქვეშ გაგდებულებს სისხლი გვდიოდა, გვშიოდა და გვციოდა. ნუთუ ,ეს ყველაფერი ასეთი უმნიშვნელო იყო. ნუთუ, ფულსა და სტატუსს მათთვის ყველაფერზე დიდი ღირებულბა გააჩნდა. ვინ იცის, იქნებ, მათ რომ მიეღოთ, ნამდვილი მშობლები რომ ყოფილიყვნენ, ახლა, ჩემი დედ-მამაც ცოცხალი იქნებოდა. მშობლებს, მათი სიყვარულისთვის ხელი რომ არ ეკრათ... არვიცი... ვერ ვიგებ... ვცადე, მაგრამ ვერ ვიგებ....ჩვენთან ნიკოლა რომ მოიყვანეს, ისეთი პატარა იყო , თოჯინასავით. ჩემთვის ხომ არავინ იყო, სრულიად უცხო... ვუყურებდი როგორ იზრდებოდა, ვუვლიდი და ისე შემიყვარდა, თავადაც ვერ მივხვდი. დედა რომ დამიძახა, ისე მეუცნაურა, ყურს უხეშად მოხვდა. მერე , თითქოს შევეზარდეთ ერთმანეთს. გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება შვილი რამეზე ძვირფასი იყოს. ყოველ ჯერზე, როცა მისი დიდი თვალებით მიყურებდა , ჩემ სიტყვას, ხმას მოფერებას ელოდებოდა. ყოველ ჯერზე, უფრო მეტად მიკვირდა მათი. ხანდახან, გადავწყვეტდი რომ მათზე არასოდეს ვიფიქრებდი, არასოდეს ვაპატიებდი, რომ მეზიზღებოდნენ. მაგრამ, ლილი მიშლიდა ამის თქმას. თქვენ რომ გხედავთ, ერთად როგორ სხედხართ მაგიდის ირგვლივ, როგორ გადააწოდებთ ხოლმე ერთმანეთს თეფშს, ისეთი საყვარლები ხართ, სიხარულით ვივსები . ასე რომ, ყველას სხვადასხვაგვარად ესმის ურთიერთობები. ჩემი ბებია-ბაბუასთვის საკუთარი შვილი არ აღმოჩნდა ღირებული, მე ისეთი ადამიანისთვის გავხდი დედა, ვისაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენ სისხლსა და ხორცს მუცლით ვატარებ და არამგონია ეს მის მიმართ სიყვარულში რამეს ცვლიდეს. ჩემი აზრით, ესაა სწორედ ოჯახი, იქ სადაც სიყვარულია, ისინი ვინც გვიყვარს და წარმოუდგენელია მათგან შორს ყოფნა. მე მენდომებოდა მცოდნოდა, ნიკოლას რამე თუ უჭირს. რამეში დახმარება თუ დასჭირდება. თქვენ არ ხართ ვალდებული ამას მარტო შეეჭიდოთ. მარტო ზიდოთ მთელი ეს სიმძიმე და არავის მისცეთ დახმარების უფლება. ოჯახი მარტო დაბადების დღეებისთვის არ არის , იმისთვისაა რომ მწუხარებაში ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ, იმედი მივცეთ, პატარა სასწაულები ვაჩუქოთ. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ, შემეძლოს თქვენთან ერთად წამოსვლა .
-ჩემი პრობლემა იმაშია , რომ გავრბივარ ანა. ყოველთვის გავრბივარ და ვცდილობ ყველაფერს თვალით შევხედო. მთელი დღე ვფიქრობდი სად წავსულიყავი, რა იქნებოდა ის ადგილი, რასაც აქ ბოლოს ვნახავდი. რასაც გამოვემშვიდობებოდი და აი ხომ ხედავ შენამდე მომიყვანა გზამ, შენამდე და ბავშვობამდე. ხანდახან, მინდა დავხუჭო თვალები. მაგრად, მაგარად დავაჭირო , რაღაც ჯადოსნური სიტყვები წარმოვთქვა და რომ გავახელ ყველაფერი ჩავლილი იყოს. აღარ მქონდეს კიბო, ვხედავდე ჩემი მშობლების სახეს და არ მეშინოდეს. არ მეშინოდეს, რომ ეს შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს , რასაც მათგან შევინახავ სამახსოვროდ. არ მეშინოდეს, რომ შეიძლება ჩემი შვილი საერთოდ ვერ ვნახო. სინამდვილეში , სიცოცხლე მწყურია, მინდა გავიგო ვინ იქნება, გოგო, თუ ბიჭი. როგორი იქნება , მე მემსგავსება , თუ ლეონს. მინდა მე დავარქვა სახელი, მე ვიყო მის გვერდით როცა პირველ სიტყვას იტყვის, პირველად გაივლის. ბაღში და სკოლაში ვატარო. სიცოცხლე მინდა ანა. ახლა ისე მინდა გადავრჩე, როგორც-არასდროს. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ვდგავარ და ჩვენი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არ ვიცი რომელი ნაპირისკენ დავიძრები . იცი? ადრე, პირველად რომ დამემართა ეს.. ,- თვალის ქვეშ ხელი გაისვა ეილინმა და ახლად დაბადებული ცრემლები გადაწმინდა. ანარამ თითებს შორის მოიქცია მისი ათრთოლებული ხელები და აგრძნობინა ,რომ მარტო არ დატოვებდა.
- ადრე, პირველად რომ დამისვეს ეს დიაგნოზი მთელი კვირა ვიცინოდი. იმდენად ვერ ვხვდებოდი სად აღმოვჩნდი, საპირისპიროდ გამოვხატავდი. სამაგიეროდ, მთელი ღამე ვიჯექი და ვტიროდი. ტირილში მეძინებოდა. ზოგჯერ, ვერც ვიძინებდი. მაგრამ, იცი რა იყო კარგი ? გამოუცდელობა. ყველაფრის მჯეროდა, ყველა დამამშვიდებელი სიტყვის , ყველა „ყველაფერი კარგად იქნება“-სი. ქიმია რთული არ იქნება, მეორე უფრო გაგიმარტივდება, თმა ყველას არ ცვივა, მალე ისევ დადგები ფეხზე, როგორი ლამაზი ხარ .... და ათასი იმედი. ახლა, ისევ იმავე გზაზე უნდა დავდგე და ვიცი, რომელ მოსახვევში, რომელი საფრთხე მემალება . ახლა, ვიცი რა რთულია ყველაფერი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თითოეულ ნაბიჯს და ეს მაშინებს . ყველა მხრიდან ძახილის ნიშნებით მივარდებიან ფიქრებში და ჩემდა უნებურად მირევენ ყველაფერს . თავიდან, თმა არ მცვიოდა და ისეთი გახარებული ვიყავი. ხომ ხვდები, ეს რაღაც კარგის ნიშანი მეგონა. მერე შევატყვე, ნელ-ნელა დაიწყო, ჯერ ერთი ღერი, მერე-მეორე, მესამე და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ ადგილას სრულიად არ გამოჩნდა კანი. გეგონებოდა მტაცებელი ფრინველი დამესხა თავს და გამომკორტნა . ვარცხნილობას ვარჩევდი , რომ არ გამოჩენილიყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი შეჩერდება ეილინ, თმა მეტად აღარ გაგითხელდება. მაგრამ, მივხვდი თვალი უნდა გამესწორებინა . თუმცა, ეს მხოლოდ სარკის წინაშე გავაკეთე. სანამ ვინმე მიხვდებოდა , საპარსი მანქანა ავიღე და ლეონთან ერთად გადავიპარსე. მოვიტყუე, ვითომ ეს ყველაფერი ჩემნაირი პაციენტების მხარდასაჭერად გავაკეთე და არა საკუთარი საჭიროებისთვის . ვთამაშობდი, ვიტყუებოდი, გავრბოდი. მუდმივად ვცდილობდი, რეალობა სადღაც მიმეკუჭა, კარი გამომეკეტა, რომ მისი ხმა ვერავის გაეგო. ახლა კი, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მე აღმოვჩნდი მასთან ერთად გამოკეტილი და ეს ხმაური ჭკუიდან მშლის,- ნერვიულობისგან ყელი ისე დაძაბვოდა, ვერც მიხვდა, ხმა ნელ-ნელა ჩაუწყდა და მიელია. სულ გაუშრა პირი და რაც მეტს საუბრობდა, მით უფრო უჭირდა. ანარამ მაგიდაზე დადგმული წყლიანი ჭიქა მიაწოდა ეილინს და თვალებით ანიშნა დაელია.
-მე , ამ ცხოვრების ბევრი არაფერი გამეგება ქალბატონო ეილინ, უკაცრავად, ლინი. თქვენც იცით, თვრამეტი წელი მარილისში გავატარე. ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება დაბადებიდან იყო „ბრძოლა გადარჩენისთვის“ . მესმის, თქვენი სულ სხვა სიტუაციაა, თავს არ გადარებთ, მაგრამ ... არ ვიცი, როგორ ვთქვა .. თქვენი ამბავი რომ გავიგე , ერთად რომ წავიკითხეთ, თქვენ ისე სწრაფად წახვედით.. ვერც კიმოვასწარი მაშინ რამის თქმა. კარგა ხანს ვიჯექი გაოგნებული და დავიკარგე, საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თავიდან, ვიფიქრე დამესიზმრა ან მომელანდათქო, მაგრამ, შემდეგ დავბრუნდი რეალობაში. მთელი დღე ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, თქვენს ადგილას მე რომ ვყოფილიყავი როგორ მოვიქცეოდი, თავს როგორ ვიგრძნობდი. ან , ხომ შეიძლება უცებ დამესრულებინა სიცოცხლე და რა იქნებოდა შემდეგ. თავიდან, გონების ერთმა ნაწილმა სასაცილოდ აიგდო და ვფიქრობდი არა, შენ ეს როგორ დაგემართება. მაგრამ შემომხედეთ სად ვარ , სრულიად უცხო ხალხი როგორ მექცევა , მუცელში სხვისი შვილი მყავს , ნიკოლა ჩემთანაა. მარილისში ყოფნისას ასეთ მდგომარეობას სიზმარშიც ვერ ვნახავდი . ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრების სადარდებელი და სასწაული. სხვალ რომ აღარ ვიყო რა დარჩება ჩემგან? ხომ შეიძლება, ჩემი მშობლების მსგავსაც მეც შემეთხვეს რამე . ამქვეყნად ღირებულს ვერაფერს დავტოვებ. ვინმეს გავახსენდები საერთოდ? ჩემს საფლავზე მოვლენ თუ არა ეგეც არ ვიცი. ახლა რომ მოვკვდე, ნიკოლას შუა გზაში მივატოვებ. ბავშვი ისევ მარტო დარჩება. საათები გავატარე ასე და ღმერთო, ისე ჩამითრია ამ ფიქრებმა , ისე განვიცადე როცა მივხვდი, რამდენად ძვირფასია ყოველი დღე და რა სწრაფად გარბის დრო. მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, თქვენ ჩემი ცხოვრების სასწაული ხართ. ჩემი თვალიდან ისეთი ლამაზი ხართ, განათლებული, გემოვნებიანი, გვერდით მოსიყვარულე მეუღლე და ოჯახი.... ნებისმიერი ქალი მოინდომებდა თქვენს ადგილას ყოფნას. თქვენი სასწაული კიდევ, შემომხედეთ , აი აქ ზის ,- ხელი მუცელთან მიატანინა და ფრთხილად გააშლევინა, ჯერ კიდევ გამოუბურცავ ზედაპირზე,-იმის თქმა მინდა, რომ ყველას ჩვენი დარდი და სასწაული გვაქვს . იცოდეთ თქვენი ეს პატარა ანგელოზი თქვენთანაა. შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ , მჯერა, რომ კარგად იქნებით. ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ბევრი რამის გადატანა და ატანა შეგვიძლია. - ეილინი ტიროდა. იჯდა უსუსური, პატარა ბავშვივით და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. იგძრნო როგორ მოეშვა, ანარასკენ გადაიხარა და ჩაეხუტა.

***
დილით, აეროპორტში მოეყარათ თავი. შენობაში ხალხის ხმა ერთმანეთში ირეოდა და თითქოს, მოზუზუნე ღრუბელს ემსგავსებოდა. ანარას მშობლებს ისეთი ბედნიერი და გახარებული სახეები ჰქონდათ. ეგონათ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უშვებდნენ შვილს. ნიკოლა თავის ჩვეულ ამპლუაში გახლდათ, ყველაფერს აკვირდებოდა და უამრავ კითხვას სვამდა. ეილინი ლეონის გვერდით იჯდა სკამზე და ხელს გათეთრებამდე უჭერდა, სანამ მათი გაფრენის ნომერი არ გამოაცხადეს.
-აჰ, თქვენი წასვლის დროც მოვიდა,-უცებ წამოიძახა ელენამ და სკამებისკენ შებრუნდა.
-უკვე უნდა წახვიდეთ? როდის დაბრუნდებით?-გულისწყეტით ჩაილაპარაკა ნიკოლამ და მოწყენილი სახით გახედა მათ.
-უნდა წავიდეთ, მაგრამ გპირდები, სულ დაგირეკავთ,-მის წინ ჩაიმუხლა ლეონი,- იქედან მე და ლინი იმდენ რამეს ჩამოგიტანთ, იმდენ რამეს, რომ...
-კარგით, ასეც ნუ გავანებივრებთ,-სიცილით ჩაილაპარაკა ანარამ და ბავშვს მხრებზე დააწყო ხელი.
-ჩემო ტკბილო, ნუ მოიწყენ კარგი ?- ეილინი ნიკოლას ყურთან დაიხარა და დაბალი ხმით ჩასჩურჩულა,- ერთ დავალებას მოგცემ, დედას კარგად გაუფრთხილდი, კარგი ?-თავის დაკვრით ანიშნა, რომ ასეც მოიქცეოდა.
-თქვენც გაუფრთხილდით თავს, მომენატრებით,- ეილინმა ლოყაზე აკოცა ნიკოლას და ფეხზე წამომდგარი, ანარას პირისპირ აღმოჩნდა. ბევრი არაფრის თქმა უნდოდა , მოეხვია და რაც შეეძლო ჩუმად უთხრა.
-სასწაულის გჯეროდეს ლინი, ჩვენი სასწაულის გჯეროდეს.
-მათთან იყავი , კარგი ? - ლეონთან საუბარში გართული მშობლებისკენ გაიხედა ეილინმა.
-ვიქნები, მაგრამ შენ დაბრუნდები- თვალებზე ორივეს მოდგომოდა ცრემლი. იდგნენ პირისპრ ჩუმად და მზერით უცვლიდნენ ერთმანეთს იმედებს.
-უკვე დროა,-საუბარში ჩაეჭრათ ლეონი , ეილინს ხელი ჩაჰკიდა და ჩასასხდომი რიგისაკენ , მეორე სართულზე ასასვლელისკენ წავიდნენ. ხელის დაქნევით მანამ ემშვიდობებოდნენ რენე, ელენა და ნიკოლა - სანამ თვალს არ მიეფარნენ.
-რა კარგია ერთად რომ მიდიან, კარგად დაემთხვა. მიხარია , მარტო რომ არ უწევს გაფრენა,-იმედიანი და გახარებული ხმით ეუბნებოდა ელენა რენეს. ანარა კი იდგა, ისევ ნიკოლას მხრებზე დაწყო ხელები და ცდილობდა შიგნით დარტიალებულ გრიგალს გამკლავებოდა. ცდილობდა დაემალა ემოციები, თუმცა, ცრემლმა მაინც იპოვა კუთხე და მარტოდ გამოპარვა მოასწრო. კარგა ხანს უყურებდა ეილინის ათრთოლებულ სხეულს. საკმარისად, რომ ეგრძნო, რაოდენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია და ამავდროულად, რამდენად უძლურები ვართ ადამიანები. არვიცი სადმე განგება ტრიალებს, ვინმე მელნით და კალმით წერს რამეს, ხატავს თუ მღერის, მაგრამ ეილინი ამას არ იმსახურებდა. ამას არავინ იმსახურებდა. ნუთუ არ შეიძლებოდა, მათ შორის, ვინმე მაინც ყოფილიყო ბოლომდე ბედნიერი. რიგი ნელ-ნელა დაიძრა წინ . ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ აეროპორტის შენობას.
-მზად ხარ ?- კიდევ ერთხელ გადახედა ლეონმა ეილინს. ქალმა თვალები დახუჭა, თავი დააქნია და ღრმად ამოისუნთქა.
-მზად ვარ ლეო,- ცალი ხელი, ისევ მის გვერდით მდგომისთვის ჩაეჭიდა. მეორე ხელით, კარში მდგომ მომღიმარ ქალბატონს მიაწოდა ბილეთები და რამდენიმე წუთის შემდეგ, თბილი მაისის თვეს, მათი თვითმფინავი გაფრინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent