შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/10}


22-12-2020, 01:02
ავტორი lile-eli
ნანახია 10 631

10.

მირიანს კი გულწრფელ ტონზე გაეღიმა, მთელი დღე დაძაბულს პირველად ესიამოვნა რაღაც და ეს გულწრფელობა იყო. დუმილი რამდენიმე წამით არ დაარღვია შემდეგ სანამ მანქანიდან გადავიდოდა ჩვეული ცივი ხმით მიმართა ახალგაზრდას:
-კარგი ბიჭი ხარ!
სწრაფად დატოვა მანქანა და სახლის კიბეს აუყვა. თემო კი რისხვის მოლოდინში მყოფი გაოცებული უმზერდა მიმავალს.
-მემგონი გატყავებას გადავრჩი..
ჩაილაპარაკა და ისიც თავის ოთახისკენ წავიდა.
მირიანმა აბაზანაში, სცადა ჭუჭყიანი ემოციებისგან დაცლა, თუმცა ბევრი ვერაფერი მოახერხა, სპორტულები ჩაიცვა და ნანოს ოთახში შევიდა. გოგონას სახეს დააკვირდა, ტირილისგან ცხვირის წვერი ჰქონდა აწითლებული, რაზეც ჩაეღიმა, მაგრამ მალევე შეკრა წარბები, რადგან ცხვირს ქვემოთ ტუჩზე მიმხმარი სისხლი დაინახა, თვალის ირგვლივ კი სიწითლე.
დაკვირვებაში გართული, ნანოს, გვერდის ცვლამ შეაფხიზლა და წამოდგა, იქვე მდგომ სავარძელში მოთავსდა, ნანოს გაშლილ თმას ამჩნევდა საწოლთან ანთებული სანათის მეშვეობით. უმზერდა და ფიქრების დალაგებას ცდილობდა გონებაში..
-არა! ხელი გამიშვი. არა...
დილის ოთხი საათი იყო, როცა ნანოს ხმა მოესმა სავარძელში მყოფ მირიანს, რომელსაც თავი სავარძლის საზურგეზე ჰქონდა მიდებული და დილის ძილს დანებებულიყო. წამოდგა ნანოს დაცვარულ სახეზე ხელი გადაუსვა, თმა უკან გადაუწია და მისი გაღვიძება სცადა.
-ნანო.
-არ შემეხო!
შეხებაზე შეხტა გოგონა.
-ნანო, გაიღვიძე! სისზმარია!
-რაა?
უკვე მოფხიზლებული, მირიანის თვალებს უყურებდა და დიდი თვალები უცებ აევსო ცრემლებით. მკერდი სწრაფად უმოძრავებდა.
-წყალი...
ემოციებისგან დაღლილმა ამოილაპარაკა. მამაკაცმა მალევე მიაწოდა.
-მადლობა.
ხელის კანკალით დაუბრუნა. თვალებში აღარ უყურებდა მამაკაცს, თითქოს სიბრალულს დაინახავდა იქ და ეს არ სურდა ტუსაშვილს.
-შეძლებ დაიძინო?
არც მირიანს დაუძალებია შეეხედა. გოგონამ თავი დაუქნია და ბალიშზე დადო თავი, საბანიც თვითონვე გაისწორა. მირიანი წამოდგა და ისევ სავარძელში მოთავსდა, თუმცა ეს ნანოს არ გაგუგია, მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო, რადგან სრულად დასრულებული არ ჰქონდა მკურნალობა..

ნიკა აბაშიძეს, ლაშას თხოვნით ერთ-ერთმა ლექტორმა, რეკომენდაცია გაუწია დიმიტრისთან გაეშვათ პრაქტიკაზე. მისი კომუნიკაბელურობა და იუმორი, გულ წასული სტუდენტებისა და ფერ დაკარგული ახალგაზრდების მიმართ, დიმიტრის თავიდანვე მოეწონა.
-შენ რა გქვია?
-ნიკა. ხოო.
თვითონვე სცემდა პასუხს.
-დიახ, ნიკა.
-ხო. შენ კარგი ბიჭი ხარ და ამ სამსახურს შენ დაგიტოვებ.
-როგორც სამეფოს?
სიცილით ჰკითხა ნიკამ.
-რა მკითხე?
-გამიფორმებ?
-აბა რას ვიზამ.
ისე შეიცხადა, თითქოს ეგ არ უნდა ეკითხა და მალევე დააყოლა.
-აქ ისეთი რამ ინახება, ბევრის დახმარება, ბევრის კიდე დასჯა შეგიძლია.
ნიკამ წარბები შეკრა. ეს, ის იყო, რაც მას უნდოდა, მაგრამ დიდი ინტერესი არ შეტყობია.
-გამოდის მეფე ხართ!
-კეთილი მეფე.
თითქოს შეუსწორა.
-და რა ინახება, ბატონო დიმიტრი?
-მოკვეთილი ორგანოები.
-რა?
პასუხით გაოგნებულმა აბაშიძემ, პირველად იგრძნო გულისრევის შეგრძნება, რამდენიმე დღის მანძილზე იქ დადიოდა და თითქოს აღარც უჭირდა, მაგრამ გაგონილმა მაინც იმოქმედა და ეს უფრო იმიტომ, რომ მისთვის საინტერესო პასუხი არ იყო.
-მოკვეთილი ორგანოები დამრჩა მაცივარში.
შეიცხადა დიმიტრიმ და წამოხტა სკამიდან.
უცებ მოეგო ნიკა გონს. ის სხვა საკითხზე კონცერტრირდა და პასუხი არ გაუცია.
-დამშვიდდი ბატონო დიმიტრი, მე გავატანე თავის პატრონს.
-მართლა?
-შენ ხომ მითხარი, არ დაგავიწყდეს, მნიშვნელოვანიაო.
-მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია.
დაჯდა და ნიკას დააკვირდა.
-შენ აქ არ უნდა დარჩე! ძლიერი ხარ!
-ახლა რა მოიფიქრე ნეტა..
ჩაილაპარაკა და მერე ჰკითხა ხმამაღლა:
-რატომ ბატონო დიმიტრი, საომრად მიშვებ, სამორგვეთის საზღვრები რომ გავაფართოვო?
-არა. შენ მორგვში არ უნდა იმუშაო.
-მერე ორგანოები, რომ დაგრჩეს მაცივარში?
ნიკას ცოტა შიში გაუჩნდა იმის, რომ არ გააჩერებდნენ, საქმე კი ბოლომდე უნდა მიეყვანა.
-ხოო. ეგ მნიშვნელოვანია.
ჩაილაპარაკა და ფიქრის საშუალება არ მისცა ნიკამ.
-აი კიდევ მოვიდნენ. უნდა მვიღოთ ახლები!
ორი სასწრაფოს მანქანა გაჩერდა ეზოში, რომელსაც მათი ფანჯრიდან ხედავდნენ. ნიკამ, დიმიტრის ყველაფერი გაუკეთა, რაც დაავალა. არ იყო ამ კაცთან რთული მუშაობა, რადგან ალცგაიმერის მსუბუქი ფორმის- დემენციის გამო, პერიოდულ გონების დაქვეითებას იწვევდა და ეს აშკარა იყო.
აბაშიძეს მუშაობა და ღამის გათენებაც უწევდა. დილით სახლში მისულს, უნდა დაეძინა, როცა შეტყიბინება მიიღო.
-"ნიკა, მემგონი ზირა ვიპოვეთ. მაგრად არის ნაცემი და ზუსტად არ ვიცი, აჯობებს ნახო."
-"კარგი ლევან, მისამართი მომწერე."
-"თემქა, არაშენდასთან მოდი და მერე მივიდეთ".
-"მადლობა, გამოვდივარ."

ნანოს მდგომარეობა გარეგნულად გაუმჯობესდა, მაგრამ შიშები და ღამის კოშმარი, ხშირი სტუმარი იყო მისთვის. თუმცა, ღამის დარაჯი, მირიან სოხაძეც იქვე იყო.
ნანოს დილით არასოდეს ხვდებოდა მირიანი, ხშირად წარმოსახვა ან სიზმარი ეგონა ტუსაშვილს. ექიმის ერთ-ერთი ვიზიტის დროს. მან კატეგორიულად მოითხოვა გოგონა აქტიურ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდა.
-როგორ არის?
მირიანმა თავის კაბინეტში შესულ ექიმს ჰკითხა.
-მკურნალობა დასრულდა, მაგრამ გოგონას სეირნობა და დატვირთვა სჭირდება. სპორტის დარბაზი ხომ გაქვს მსუბუქად ივარჯიშოს და ეზოში იაროს.
-გასაგებია.
-მაშინ მე წავალ. წამლებიც აღარ სჭირდება.
-არც დამამშვიდებელი? ღამით იღვიძებს.
-არა. დროა მისი ორგანიზმი დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.
-გასაგებია.
დაემშვიდობა ექიმს და ნანოს ოთახში ავიდა.
-ნანო,
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ ფანჯრის ხედისკენ ყურებას თავი დაანება და მისკენ შემობრუნდა.
-შეგიძლია ოთახიდან გამოხვიდე და როგორც დანარჩენები ისე მოიქცე.
ნანომ წარბები მაღლა აზიდა და ისე ჰკითხა:
-გარეთაც გავიდე?
-მხოლოდ ეზოში!
გაეღიმა და მოსაცმელის ჯიბებში ჩაიწყო ხელები.
-დიდი შეღავათია!
-იმედია ღობეებზე არ ირბენ!
-ვერ შევძლებ თორემ, უარს არ ვიტყოდი!
გაეღიმა, ნანოს საუბარზე სხვა შეგრძნება არ უჩნდებოდა, მისი გაბრაზებაც და სიძლიერეც კი ხიბლავდა. ამდენი ხნის მანძილზე მაინც არ გამტყდარა, მაინც ჰქონდა წინააღმდეგობის სურვილი. ემოციურ-იუმორისტული გამოხტომებით გულის სიღრმეში მირიანს მოსწონდა კიდეც.
ღიმილგაპარული სახით წამოდგა სავარძლიდან მამაკაცი, ოთახის გასაღები მაგიდაზე დადო და კარიდან გასვლამდე ნანაოს შეხედა.
-ეს ფაქტი, სასარგებლოდ გამოიყენე!
-ბატონმა ბრძანა და სხვა არჩევანი ვგონებ არც მაქვს.
თეატრალურად გაშალა ხელები და ისევ გადაურბინა ღიმილმა, რომელიც ნანომაც კი შეამჩნია.
კარის დახურვის შემდეგ ტელეფონით
თემო დაიბარა თავისთან.
-გისმენთ, ბატონო მირიან.
კაბინეტში შესვლისთანავე ჰკითხა:
-დაცვა გააძლიერე! ყველა გასასვლელი აკონტროლე, ნანომ ეზოში უნდა იაროს!
-ახლავე.
-ის დამლაგებელი გოგონა შემოვიდეს.
თავი დაუკრა და სამზარეულოში შესულმა, გოგონების ყავის სმის იდილია დაარღვია.
-ერთ-ერთი შედით უფროსთან.
-აუ მე წავალ! ვიცი მე მელოდება.
წამოდგა ნაძალადევი სინაზით და თემოს ჩაეღიმა.
-მაშინ შენ, ყავა გამიკეთე რა..
-ახლავე.
წამოდგა გოგონა და მზადება დაიწყო.
-შენ რატომ არ გამოთქვი სურვილი?
-რისი?
გაკვირვებულმა შეხედა მაგიდასთან მჯდომს.
-ბატონთან შესვლის.
-მირჩევნია სახლი დავალაგო!
მკაცრი ტონი შეერია ხმაში გოგონას.
-რა გქვია?
-მია.
ყავის ფინჯანი დაუდგა.
-მადლობა მია.
გაუღიმა და გარეთ გავიდა, იქ სადაც ბიჭები ისვენებდნენ ხოლმე. მითითებების მიცემა დაიწყო.
სამზარეიულოში ირას გამოჩენამ მია, ძალიან გაახარა, ეს ქალი იმდენად კეთილი იყო, რომ უკვირდა მირიანთან, რატომ ჩერდებოდა ან როგორ უგებდა, მაგრამ არასოდეს ამ საკითხზე არ საუბრობდა..
-მეც მოვედი ჩემო გოგო და მალე ყველაფერს მივხედავთ.
ტბილად გაუღიმა გოგონას, სამზარეულოში უჩვეულოდ ბედნიერი და გაბადრული დაუბრუნდა მოკლე უნიფორმაში გამოწყობილი დამხმარე გოგონა და ირას უსიამოვნო მზერაც დაიმსახურა. მისვლის წუთიდან მკაცრად აკონტროლებდა ქალბატონი ირა და არცერთს არ სიამოვნებდათ ერთმანეთი.
-ბედნიერი ხარ ხატია..
-მიზეზი მაქვს.
-მომისმინე გოგონი, თუ ფიქრობ რომ მირიანთან დაწოლით ამ უნიფორმას გაიხდი ცდები! ის ასეთი არ არის!
-შენ ვინ გეკითხება ბებერო, მე რას ვფიქრობ...
-ხატია რას ამბობ..
გაბრაზდა მია, მაგრამ მეტი ვერაფერი თქვა, ახალი იყო და არც იცოდა ამ სახლის წესები..
ხატიამ კი განაგრძო:
-არა. იცი პირველი შენ დაკარგავ სამსახურს, როცა ამის საშუალება მომეცემა და სულ მალე შენი ბებერი ფეხები, აქ არ იქნება...
იმ წუთას ჩამოსული ნანო სამზარეულოში შევიდა წყლის ასავსებად და ამის გაგონებაზე ირას თვალებში ჩამდგარ სითზეს მოჰკრა თვალი. ეს ქალი ძალიან მოსწონდა და ყოველთვის სურდა მას ჩახუტებოდა, რადგან სულ ეფერებოდა, როცა მარტო იყვნენ..
-რას ამბობ!
დაიყვირა ნანომ.
-როგორ მიმართავ, დედის ასაკის ქალს?
-აუ შენღა მაკლდი რა..
მხარზე მიარტყა ხელის გული, რადგან წასულიყო, მაგრამ ნანომ მკლავით დაიჭირა.
-ბოდიში მოუხადე დროზე!
-არა.
-არ ღირს შვილო, ნუ ჩაერევი.
დამშვიდება სცადა ნანოსი, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-გაფრთხილებ..
-შენ თვითონ გაფრთხილებ, არ დაგავიწყდეს, რომ ტყვე ხარ და დაცვის ბიჭების გასართობად ჰყავხარ ბატონ მირიანს...
ნანომ თვალები სიბრაზისგან გააფართოვა და თითქოს ცეცხლი ჩაუდგა..
-მე კი ყველაფერს ვეტყვი შენზე და ისევ სარდაფში მიბრძანდები!
ნანომ სიბრაზისგან, სახეში ისე გაარტყა არც უნანია.
-ვის უბედავ!
ხატიამაც სცადა დარტყმა, მაგრამ ხელი გაუკავა.
-არ გაბედო. ვინმეს ასე მოექცე, მითუმეტეს ამ ქალს! თორემ ერთ დარტყმას არ დავჯერდები!...
-რა ხდება!
ხმამაღალი საუბრის გაგებისთანავე მივიდა სოხაძე სამზარეულოში და შესასვლელშივე დაინახა თუ როგორ უელავდა თვალები ნანოს. გაგებით კი მხოლოდ ბოლო სიტყვები გაიგო და ხატიას სახეზე სიწითლეც შეამჩნია.
-ამან, მე დამარტყა.
ისეთი ხმით უთხრა, ირაც კი გაოცდა და დაიჯერებდა რომ დაჩაგრული იყო.
-იქნებ მიზეზიც უთხრა!
ყბის ძვლები დაეჭიმა ტუსაშვილს.
-საკმარისია! აქ, ბაზრის მასკარადი არ მჭირდება!
-მაშინ უნდა იცოდე, ვინ უნდა გყავდეს სახლში!
არც ნანომ დაუთმო, რაზეც ძალიან გაბრაზდა სოხაძე.
-შენი ადგილი იცოდე!
-ვიცი!
უთხრა და ოთახში ავიდა ისევ.
მირიანმა, ირას შეხედა და მანაც თავი დაუქნია. მუდამ თვალებით საუბრობდნენ და ესეც აკვირვებდა მიას..
კაბინეტში შესვლისთანავე დაიწყო ქალმა:
-ნანო, მე მიცავდა..
-რა?
საუბარი გააწყვეტინა ქალს.
-ხატია, დამემუქრა რომ გამაგდებდა და ეს გაიგონა, ნანომ მოსთხოვა ბოდიში მოეხადა.
მირიანს ფიქრები მეტად აერია, იმის მიუხედავად რომ ტყვედ ჰყავდა სამართლიანობისა და პატივისცემის ზღვარს არ გადადიოდა, ამ ქალის მიმართ. ნანო მხოლოდ, მას ეურჩებოდა, მაგრამ ირას მიმართ დამყოლი იყო..
-მირიან, ახლა უფრო მეტად მომწონს ეგ გოგონა!
ღიმილით უთხრა და ფიქრებიდან დააბრუნა მამაკაცი, რომლმაც ღიმილით უპასუხა.
-შეგიძლია დაელაპარაკო ხოლმე!
-მადლობა.
გულწრფელად გაუხარდა ქალს და ნანოს ოთახისკენ დაიძრა.

ოთახში შესული ტუსაშვილი ნელ-ნელა იღვიძებდა და ბრაზი მეტად ახრჩობდა, რომ ბოდიში ვერ მოახდევინა.
-ოხ როგორ გავპუტავდი იმ წიკვინას და ამ მონსტრსაც მივაყოლებდი..
-შეიძლება შემოვიდე?
გაბრაზებლი ნანოს სიტყვები გაიგო და ღიმილის შეკავებას ვეღარ ახერხებდა ქალი.
-მობრძანდით.
მასაც გაეცინა, თავის თავზე, რადგან საკუთარ თავთან საუბრის გამო მამაც დასცინოდა, შემდეგ ნიკაც ერთობა მისი მიმიკებით.
-მადლობის სათქმელად მოვედი..
-რას ამბობთ? ერთი კიდევ გავიგო, ასე გექცევათ და მარტო სილას არ დავჯერდები.
-არ იქნება საჭირო.
ეს გოგონა ამხიარულებდა მის სულსაც და თითქოს აფერადებდა მდიდრულ, მაგრამ ამავე დროს ცარიელ სახლს.
-ჩაი ან ახლად გამოწურული წვენი დავლიოთ სამზარეულოში.
-ჩაის დავლევ.
-მაშინ ჩავიდეთ.
თბილად გაუღიმა და ღია კარში გაატარა..

ნიკა აბაშიძემ, შავი მოსაცმელის კაპიუშონი გაისწორა, იარაღიც შეამოწმა და ტაქსიდან გადავიდა, ქუჩა გადაჭრა და კორპუსთან მდგომ ორ სილუეტს მიუახლოვდა.
-გამარჯობა ბიჭებო.
-გაუმარჯოს.
- სად მივდივართ?
-დაბლა მარკეტიდან გამოდიოდა. საღამო იყო და კარგად ვერ დავინახე, თან მანქანით იყო.
-გამოდის აქედან შორს მიდის.
-შეიძლება, ან ვინმეს ემალება, ჩქარობდა მანქანით წასვლას.
-საინტერესოა.
ჩაფიქრებული იყო აბაშიძე.
-წამოდი ვნახოთ.
მაღაზიასთან მდგომ მანქანას მოჰრა თუ არა თვალი ლევანმა, სახე გაუნათდა.
-აი ეგ არის!
მანქანიდან გადმოსული გამხდარი სილუეტი, აჩქარებული მოძრაობით მოქმედებდა, თან ფრთხილად. აშკარა იყო რომ ტკივილის გამო სხეულს ვერ ამოძრავებდა.
-ეგ არის!
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სახეზე ბოროტი ღიმილი გაკრთა აბაშიძეს.
-ასე რომ იღიმი არ მომწონს ნიკუშ.
საბამ უკმაყოფილოდ შეხედა.
-ნუ გეშინია არ ვატკენ.
თვალი ჩაუკრა და ქუჩის გადაკვეთა დააპირა. ლევანმა შეაჩერა.
-რას აპირებ.
-ვესტუმრები, მერე გავესაუბრები და ვნახოთ..
-კარგით რა ბიჭებო, აღარ ვართ თინეიჯერები და მოკვდა ეგ დრო..
საბა ისევ დიპლომატიას ცდილობდა.
-ეს, ის შემთხვევაა საბა, რომ ყველაფერზე წავალ, რადგან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეეხო ეგ ნა*ი, ჩვენვე მოვერევით.
-მიდი ნიკუშ, ჩვენ დაგაზღვევთ და უკან გამოგყვებით!
გაამხნევა ლევანმა.
-არა ბიჭებო, აღარ ხართ საჭირო!
-რას ამბობ, "მოგვტეხე"?
შეიცხადა ლევანმა.
-ამის შემდეგ, რაც მოხდება, მხოლოდ მე მეხება!
-თუ დაგჭირდებით დარეკე.
-მადლობა ბიჭებო.
სანამ ზურა საკვებს ყიდულობდა. ნიკამ მის მანქანას შემოუარა, ძველი მერსედესის მოდელის მანქანა იყო და ამიტომ იმედიანად მოქაჩა სახელური, მაგრამ არ გაიღო. ჯიბის, პატარა დანა ამოიღო და კარგად გამოცდილი ქურდივით გააღო კარი, უკანა სავარძელზე მოთავსდა და იარაღიც საქამრიდან ხელში დაიჭირა.
ზურამ მანქანის კარი გააღო, მოთავსდა და გვერდზე სავარძელში დადო პოლიეთილენის პარკი, საიმართა, რომ მანქნის გასაღები მოერგო..
-გამარჯობა ზურა!
ყბის ძვლები დაჭიმული ჰქონდა აბაშიძეს.
-ვინ ხარ!
-შენ ვის ელოდები?
ტონი არ შეუცვლია ნიკას.
-არავის.
-არადა ბევრი მტერი გყავს უკვე..
ირონიულად ჩაილაპარაკა აბაშიძემ და იარაღი გაროლისთვის გაამზადა, ისე უბრძანა:
-წადი!
-სად?
-იარე და გეტყვი!
-რა გინდა ჩემგან?
-არაფერი, მხოლოდ მისმართი!
-რა?
აშკარად დაიბნა ზურა, არც იარაღის საფეთქელთან ახლოს ყოფნა ხიბლავდა.
-ნანო, სად არის!
-არ ვიცი.
-კარგი. ზედმეტების გარეშე იარე!
-ვინ ჯანდაბა ხარ!
-არ მიცნობ!
-ამომწურავი პასუხია.
სარკეში გამოხედა კაპიუშონიანს და მისგან ირონიულად ჩაიცინება მიიღო პასუხად. ბევრი ჩიხის და შუქნიშნის შემდეგ, ნიკა აბაშიძემ თავის ახალ კორპუსის ეზოში გააჩერებინა მანქანა ზურა დიასამიძეს, რომელიც ისეთივე სიფრთხილით აიყვანა სახლში და კარიც მას გააღებინა, რომ ზედმეტი მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა!
საუბრისთვის სავარძელზე დასვა, თვითონ მოპირდაპირედ მოთავსდა, იარაღი მუხლის თავზე დაიდო, მაგრამ მისი ლულა ისევ ზურას უმზრდა.
-მოკლედ, მე ნიკა ვარ შენი დის და ნანოს მეგობარი!
-ჯაფარიძის ლეკვი!
ჩაიცინა დიასამიძემ. ნიკასც გაეცინა და ისევ დასერიოზულდა.
-ხედავ აქ ვინმეს? ლეკვობა შენნაირების ხვედრია ზურა, გამოყენების შემდეგ, რომ უპატრონოდ ტოვებენ!
მიზანში მოარტყა აბაშიძემ, ისედაც მიტოვებულად გრძნობდა თავს, მამასთან ბოლო დროს, კარგად ვერ იყო, დადუს მერე მასზე ანთხევდა აგრესიას და რაც ფული და მოკავშირეები გაიჩინა მით მეტად აუტანელი გახდა.
-რას მიპირებ..
ცდილობდა ძლიერი გამოჩენილიყო.
-არაფერს, აქ მარტო იმიტომ ხარ, რომ არ მინდა რამე დაგიშავდეს.
მარცხენა ხელის თითები, მუშტად შეკრა აბაშიძემ, მოთმინება უჭირდა, მაგრამ იყო ადამიანი, ვის გამოც უღირდა ეს თმენა.
-ვერ გავიგე.
ზურა აზრებს ვერ უყრიდა.
-კარგი ახლა, ორიენაციაში ნუ აიჭრები!
დამცინავად უთხრა ნიკამ და ისევ სერიოზული მიმიკა მიიღო.
-ნანუს გამო მაგრად მოგდებდი ისედაც გათქვეფილ „სიფათში“, მაგრამ დადუს გამო ვიკავებ თავს, ის არ იმსახურებს..
-გიყვარს!
თვალები დააწვრილა დიასამიძემ.
-აი ეგ საკითხი, თუ დაიმსახურებ მოგვიანებით განვავრცოთ!
-მე არაფერის თქმას არ ვაპირებ, რადგან არ ვიცი..
-კარგი მაშინ აქ რჩები!
ადგასავარძელძე მჯდომს ხელბორკილი გაუკეთა და იქვე კედელთან, ძველი გამათბობელის მილს მოარგო, მეორე რგოლი.
-რას აკეთებ შენი..
წინააღმდეგობის გაწევა სცადა ზურამ, თუმცა სხეული არ ემორჩილებოდა, ნიკამ დროულად დაიჭირა და სახეში ერთიც მოუქნია, ისედაც ნაცემი დიასამიძე, მოწყვეტით დაეცა და აბაშიძემ მარტივად შეძლო დივანზე მისი მოთავსება, იქვე მიაბა ხელბორკილით.
-იტყვი! ყველაფერს იტყვი!
უყურებდა გონება დაკარგულს და ფიქრებ არეული, თავის ტკივილს, შუბლზე ხელის გასმით იყუჩებდა. ფიქრობდა, რომ ჯაფარიძეს მისამართს თუ გაიგებდა მაშინ შეეხმიანებოდა..

ნანოს ეზოში ყოფნა მოსწონა ირასთან ერთად, მირიან სოხაძე თავისუფალ დროს ხშირად აკვირდებოდა მათ, ამას გოგონები ვერ იგებდნენ, რადგან ისე შეუმჩნევლად გადიოდა სახლიდა სოხაძე როგორც შემოდიოდა.
-ირა დეიდა, აქ რატომ მუშაობთ?
დევდიანი თვალებით ამოხედა ქალმა, სიმწრით ჩაიცინა:
-ის კარგი ადამიანია.
ნანომ თვალები გააფართოვა, ორივე ხელი მაღლა აღმარტა და სიცილით ამოილაპარაკა:
-ვიზუალზე ვერ შეგედავებით, მაგრამ..
ნერწყვი სიმწრით გადააგორა ყელში.
-ის, სულ მარტო დარჩა 12 წილის და ყველაფერი, არარსებულიდან შექმნა.
-მაგრამ სისასტიკის უფლებას არ აძლევს არავის!
კატეგორიული იყო ნანო. გაუღიმა ქალმა და მისი თხელი მთევანი ტუჩებთან მიიტანა, შემდეგ მოფერება განაგრძო.
-ჩემო გოგო, ეს შენ ხარ განსაკუთრებული, აქ რაც გადაგხდა იმის მიუხედავად, არ კარგავ საკუთარ თავს და ისევ ისეთად რჩები. ამისთვის დიდი ძალაა საჭირო, რომელსაც ან ვიღაც გაძლევს ან კიდევ რაღაც. შენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები ვის გამოც არ იცვლები.. მას, კი არავინ დარჩა, ყველა დაკარაგა, წაართვეს.
ცრემლები გადმოსცვივდა ქალს და ისევ აკოცა გოგონას ხელს, რომელიც წამოდგა და მხრებზე მოეხვია.
-მაპატიე, არ მინდოდა გენერვიულათ.
-ეგ არაფერი, ზოგჯერ ემოციებისგან ცრებლებით დაცლა დიდი შვცებაა.
ამ ყველაფერს უყურებდა სოხაძე და კიდევ მეტად იხიბლებოდა, ამ პატარა გოგონას შესაძლებლობებით, ის განსაკუთრებული იყო, ისეთი, რომელიც თითქოს ავსებდა სიცარიელეს, მის გარშემო გაბატონებულ მუქ ფერებს, ნელ-ნელა აღიავებდა და შეიძლება გაეფერადებინა კიდეც..
-მეძახდით, ბატონო მირიან.
თემო შევიდა ოთახში და მიუახლოვდა ვიტრაჟულ ფანჯარას, რომელიც ბატონის დაკვირვების ობიექტით იყო გართული. სოხაძე დუმდა შარვლის ჯიბეში მოთავსებული ხელები გაათავისუფლა და ისე გახედა ახლად მოსულს.
-რას ფიქრობ?
-რაზე მეკითხებით?
სოხაძის სიტყვაძუნწობა ჯერ კიდევ აბნებდა თემოს.
-მასზე რა აზრის ხარ?
-შესაშურად ძლიერი და ლაღია.
ბენიერი ღიმილი გადაეკრა თემოს, ეს არ ესიამოვნა სოხაძეს, მაგრამ მხოლოდ დაკვირვება განაგრძო.
-გავუშვა?
-რა? სად? მე არ ვიცი რა მიზეზით გყავთ აქ..
დაბნეულმა ამოილაპარაკა თემომ, სოხაძეს კი მისი აღელვებაც ეჭვს უმძაფრებდა. ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ჰკითხა:
-მოგწონს?
თალი გაუსწორა და პასუხ დაელოდა. თემომ თვალები გააფართოვა ასეთი საუბარი უფროსთან ძლაინ შეუფერებელი იყო სოხაძის მხრიდან განსაკუთრებით, მაგრამ მალევე დაალაგა აზრები გონებაში და რასაც გრძნობდა პირდაპირ უთხრა:
-ის, მე ძალიან მომწონს..
სოხაძს ყბის ძვლები დაეჭიმა და ხელის მუშტი შარვლის ჯიბეში მოათავსა, ისე განაგრძო მისი მოსმენა.
-მაგრამ არა როგორც ქალი, ის ჩემს დას მაგონებს, თაიას, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს, ისიც ისეთია და მის მონატრებას მივსებს, როცა ვუყურებ თაია მგონია. ჩემი თაია.
-დას გაგონებს?
ჩაიცინა, საკუთარ თავზე მეტად გაეცინა, რა უცებ დაპატარავდა და ეს იმ პატარა გოგოს გამო, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოატაცებინა ბიჭებს, რომ უნდოდა გაეტეცხა და დადუმდე მისულიყო..
-დიახ.
-გასაგებია, გავდივართ!
-ბატონო მირიან, მართლა გაუშვებთ?
-გავუშვა?
-თუ მისი გული უნდა მოიგოთ კი, მაგრამ აუხსენით, რატომ უშვებთ. მერე დრო მიეცით.
გაეცინა სოხაძეს და თემოსაც გაეღიმა, რადგან უფროსის გრძნობები გამოიცნო..

მეორე დილით ნანოს ოთახში შესული მირიანი, დაჰყურებდა მძინარეს, მალევე იგრძნო მზერა გოგონამ და წამოყვირებით წამოჯდა საწოლზე.
-რა მოხდა?
სპორტულებში გამოწყობილი მამაკაცი უცნაურად შეათვალიერა, სულ ოფიციალურ ფორმაში ჰყავდა ნანახი და ეს ფორმა მეტად მოეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს, პასუხს დაელოდა.
-ექიმმა უნდა ივარჯიშოსო!
-მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის, მაგრამ ვერ შევძლებ.
-უნდა შეძლო! შენს სხეულს სჭირდება!
მიუახლოვდა საბანი გადახადა და ხელი გაუწოდა რომ ამდგარიყო. გაუაზრებლად დაჰყვა მის ხელს.
-მე ჯანმრთელიც არასპორტული ვარ და ახლა ალბათ გონებას დავკარგავ.
-ენერგია გჭირდება.
-საინტერესოა რისთვის.
ხმით გაიცინა და დოინჯით დადგა, ესიამოვნა, სიცილის ხმა, სასიამოვნოდ ჩაესმა სოხაძეს, მასაც გაეღიმა მის დგომაზე, დიდი ზომის პიჟამაში გამოწყობილი გოგო საყვარელი უფრო იყო, ვიდრე სასაცილო. ნანოს მისი სიცილიც კი გაუკვირდა, რაღაც სხვანაირი იყო მირიან სოხაძე, ვერ უბრაზდებოდა აღარ უჩნდებოდა ეგ გრძნობა.
სავარჯიშო დარბაზში ისე აღმოჩნდა ტუსაშვილი, რომ გეკითხათ არ იყო თანახმა.
-რა უნდა გავაკეთო?
-ბილიკზე დადექი და მხოლოდ იარე!
-ამას ეზოშიც ვაკეთებ.
წარბები შეეკრა გოგოს. ამაზეც გაეცინა სოხაძეს და ნანომ ვეღარ მოითმინა:
-შენ მე დამცინი?
-არა.
-ბატონისაგან ამდენი ღიმილი, რით დავიმსახურე?
-დადექი და მერე გეტყვი!
-ოხ რა პატივა..
ხელები აღმართა და დადგა ბილიკზე.
-მზად ხარ?
-სხვა გზა მააქვს?
თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ბილიკი ჩაურთო. ნელი მოძრაობით დადიოდა ბილოკზე ნანო და აკვირდებოდა სოხაძის ვარჯიშს, რომელიც ისე გადაეშვა თავის არეულ გონებაში, რომ ნანო სულ დაავიწყდა, იმაზე მტი დრო მოუწია გოგონას ვიდრე საჭირო იყო პირველი ეტაპისთვის მაინც და გოგონამ გამომრთველიც კი არ იცოდა ზუსტად რომელი იყო დაღლილობისგან თვალებით გაედღაბნა და წაკითხვას ვერ ახერხებდა.
-მირიან..
-...
თვითონ სცადა გამორთვა და აჩქარების ღილაკს ჩამოკრა, ნელ-ნელა მხედველობა მეტად დაებინდა.
-მირიან....
დაიყვირა და სარბენ ბილიკზევე ჩაიკეცა, წონასწორობა დაკარგული, გადმოვარდა კიდეც.
-ნანო.
გონს მისმა დაძახებამ და ხმაურმა მოიყვანა, გულში კი საკუთარ თავს აგინებდა, ვარჯის დროს ისე იკარგებოდა დროის შეგრძნებასაც კარგავდა..
-ნანო, თემო, ირა!
ყველამ იქვე მოიყარა თავი, წყლის შესხმის მიუხედავად გოგონა ისევ უგონოდ იყო..
სოხაძემ უგონოდ მყოფი სხეული, ხელში აიტაცა და მისაღებში გაიყვანა, დივანზე დასვა, სველ თმაზე ხელი გადაუსვა:
-ნანო, გონს მოდი!
-კარგად იქნება, დაღლის ბრალია.
ირამ, დაამშვიდა და ნიშადურის შუშა ცხვირთან მიუტანა, ნანოც მალევე შეიშმუშნა.
-რა მოხდა?
თავზე მდგომებს თვალი მოავლო.
-გონება დაკარგე. როგორ ხარ შვილო?
-უკეთ ვარ.
წამოდგომა სცადა.
-იწექი ცოტა დაისვენე!
სოხაძის მღელვარე ხმა და თვალები ისეთი იყო, რომ ნანოს ცრემლები წამოუვიდა..
-ცუდად ხარ?
დაიხარა მირიანმა და გოგონა ხელში აიყვანა, საძინებელ ოთახში რბილ საწოლზე დააწვინა.
-ეცადე დაისვენო და მალე გაგიშვებ!
თავზე ხელი გადაუსვა და ვერ გაუძლო ცდუნებას, სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ არც დაფიქრებულა ისე აკოცა შუბლზე.
-აღარ იტირო!
გოგონას ცრემლიანი თვალები გაფართოვებული ჰქონდა, მაგრამ არ შეიმჩნია ოთახი ისე დატოვა. გარეთ გამოსულმა ტელეფონი მოიძია და ლაშა ჯაფარიძის ნომერი აკრიფა:
-გისმენ!
-მირიან სოხაძე ვარ!
ფეხზე წამოდგა ჯაფარიძე და თავისუფალი ხელი ძლიერად მომუშტა.
-რა უნდა მითხრა!
-ნანოს წასაყვანად მისამართს მოგწერ და ყოველგვარი ფორმალობების გარეშე მოდით შენ და დადიანი!..


პ.ს. დიდი მადლობა და ბოდიში მოთმინებისთვის. შემიფასეთ და თქვენი მოლოდინიც მითხარით. ძალიან მნიშვნელობვანია თქვენი აზრი.



№1  offline წევრი OKI ME

დილით, ყოველი შემთხვევისთვის შემოვიჭყიტე საიტზე. იქნებ რამე ახალი დამხვდეს-მეთქი. ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ახალი თავის დანახვამ. ❤️ მეტად საინტერესო თავი გამოგსვლია.

თავიდანვე მომწონდა მირიანის და ნანოს წყვილი. ნუ იმედია წყვილი იქნებიან. :დდ მართალია დიდათ კეთილ განწყობილი არ ვიყავი მირიანის მიმართ თუმცა შემდეგ იმდენი შეძელი, რომ ჩემი კეთილ განწყობაც დაამსახურებინე ამ პერსონაჟს.

ნანო საოცარი ადამიანი არის. ყველა სირთულის და საფრთხის მიუხედავად არ ტყდება. მის მეგობრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მირიანს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანი არის. უბრალოდ წარსულში მომხდარი ამბის სიმართლე არ იცის. აშკარაა, რომ დამახინჯებულად მიაწოდე ეს ამბავი.

მართალია დადუ და ნიკა აკლდა ამ თავს თუმცა ნანუს და მირიანის ამბებით დიდათ ვისიამოვნე.

აი, შემდეგი თავს მოუთმენლად ველოდები. ერთი სული მაქვს როდის მექნება მისი წაკითხვის ბედნიერება :დდდ

აბა შენ იცი ❤️❤️ წარმატებებს გისურვებ ❤️♥️

კარგი, ჰო, ეს თავი იმდენად მომეწონა, რომ ვივიწყებ თუ როგორ დააგვიანე დადება:დდდ თუმცა შენიც მესმის, ვიცი რომ შეგძლებიდა აუცილებლად დადებდი უფრო ადრე ♥️♥️♥️❤️

 


№2 სტუმარი maco maco

უფ ეს რა იყოო... მგონი მირიანიც შემიყვარდა მხოლოდ თორნიკეს შემდეგ :) მაგრაამ ძააალიან დიდხანს გვალოდინებ ეს უნდა გამოასწორო.

 


№3  offline წევრი svien

au ra sayvareli wyviliaa..malmale dade ra gtxov ramdeni xania gelodebi.❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამოხარდა ახალი თავი, სოხაძის სახეცვლილება მომწონს, იმედია თავისი სიმართლე ექნება და დადებით პერსონაჟად გადაიქცევა, ზურა მეცოდება დაკარგული ტიპია სამყაროშო, მგონია რომ არ არის გულისსიღრმეში ცუდი

 


№5 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
დილით, ყოველი შემთხვევისთვის შემოვიჭყიტე საიტზე. იქნებ რამე ახალი დამხვდეს-მეთქი. ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ახალი თავის დანახვამ. ❤️ მეტად საინტერესო თავი გამოგსვლია.

თავიდანვე მომწონდა მირიანის და ნანოს წყვილი. ნუ იმედია წყვილი იქნებიან. :დდ მართალია დიდათ კეთილ განწყობილი არ ვიყავი მირიანის მიმართ თუმცა შემდეგ იმდენი შეძელი, რომ ჩემი კეთილ განწყობაც დაამსახურებინე ამ პერსონაჟს.

ნანო საოცარი ადამიანი არის. ყველა სირთულის და საფრთხის მიუხედავად არ ტყდება. მის მეგობრობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მირიანს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანი არის. უბრალოდ წარსულში მომხდარი ამბის სიმართლე არ იცის. აშკარაა, რომ დამახინჯებულად მიაწოდე ეს ამბავი.

მართალია დადუ და ნიკა აკლდა ამ თავს თუმცა ნანუს და მირიანის ამბებით დიდათ ვისიამოვნე.

აი, შემდეგი თავს მოუთმენლად ველოდები. ერთი სული მაქვს როდის მექნება მისი წაკითხვის ბედნიერება :დდდ

აბა შენ იცი ❤️❤️ წარმატებებს გისურვებ ❤️♥️

კარგი, ჰო, ეს თავი იმდენად მომეწონა, რომ ვივიწყებ თუ როგორ დააგვიანე დადება:დდდ თუმცა შენიც მესმის, ვიცი რომ შეგძლებიდა აუცილებლად დადებდი უფრო ადრე ♥️♥️♥️❤️

რა გემრიელი შეფასებაა, ❤ ძალიან მახარებთ.
ჯერ ყველა წყვილი არ არის, აქტიურ ფაზაში, თან ამ თავში ვერ ჩავსვი რადგან ახალ ეტაპზე გადავიდა ისტორია. იქნება ყველა ცოტ-ცოტა და დიდი ემოციებით (იმედია გამომივა).

maco maco
უფ ეს რა იყოო... მგონი მირიანიც შემიყვარდა მხოლოდ თორნიკეს შემდეგ :) მაგრაამ ძააალიან დიდხანს გვალოდინებ ეს უნდა გამოასწორო.


დიდი მადლობა. შევეცდები ❤❤❤

svien
au ra sayvareli wyviliaa..malmale dade ra gtxov ramdeni xania gelodebi.❤


მიხარია ახალი მკითხველის (ჩემთვის უცნობი) შეფასება, რომ მხვდება და ინტერესით ელოდება. ვეცდები მალე იყოს❤

ablabudaa
როგორ გამოხარდა ახალი თავი, სოხაძის სახეცვლილება მომწონს, იმედია თავისი სიმართლე ექნება და დადებით პერსონაჟად გადაიქცევა, ზურა მეცოდება დაკარგული ტიპია სამყაროშო, მგონია რომ არ არის გულისსიღრმეში ცუდი


ზურაზე ნამდვილად იმას ფიქრობ, რაც მინდოდა დაგენახათ, ძალიან მიხარია რომ არსებობთ და ინტერესით ელოდებით მოვლენებს. დიდი მადლობა.❤

 


№6  offline წევრი OKI ME

მირიანმა და ნანომ ისე შემიტყუეს თავიანთ ისტორიაში ვიღას ახსოვს დადუ და ნიკა? :დდდ

აი, ზურასთან რა ხდება ჯერ ბოლომდე ვერ ვიგებ. პირველი თავიდან მოგყვები და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თავი დის მიმართ არ არის გულგრილი. და საერთოდ, მგონი ნანო მოწონს თუ უყვარს. სავარაუდოთ უფრო მოწონს. ოღონდაც განაშორე ნანოსგან. მხოლოდ მირიანისთვის მემეტება :დდდ

 


№7 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
მირიანმა და ნანომ ისე შემიტყუეს თავიანთ ისტორიაში ვიღას ახსოვს დადუ და ნიკა? :დდდ

აი, ზურასთან რა ხდება ჯერ ბოლომდე ვერ ვიგებ. პირველი თავიდან მოგყვები და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თავი დის მიმართ არ არის გულგრილი. და საერთოდ, მგონი ნანო მოწონს თუ უყვარს. სავარაუდოთ უფრო მოწონს. ოღონდაც განაშორე ნანოსგან. მხოლოდ მირიანისთვის მემეტება :დდდ

როგორ მიხარია, თქვენს მოსაზრებას რომ მიზიარებთ და ზუსტად ის არის, რაც ჩაფიქრებულია ისტორიის წერის დროს..
დიახ ზურას, მოსწონს ნანო და დადუს მიმართაც არ არის გულგრილი, მაგრამ მამის ზეგავლენის გამო გაორებულია.

 


№8  offline წევრი OKI ME

კაი, ეხლა ზურა შემეცოდა. მაგრამ არც ნანო მემეტება ზურასთვის. უბრალოდ ცუდი დასასრულისთვისაც ვერ ვიმეტებ ზურას. იმედია, ჩამოყალიბდება. შეიძლება ცოტა სულელურად და რაღაცნაირად ჟღერდეს მაგრამ ან სხვა მოაწონე და შეაყვარე ზურას ანდაც რამე უშველე laughing

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
კაი, ეხლა ზურა შემეცოდა. მაგრამ არც ნანო მემეტება ზურასთვის. უბრალოდ ცუდი დასასრულისთვისაც ვერ ვიმეტებ ზურას. იმედია, ჩამოყალიბდება. შეიძლება ცოტა სულელურად და რაღაცნაირად ჟღერდეს მაგრამ ან სხვა მოაწონე და შეაყვარე ზურას ანდაც რამე უშველე laughing


უიი...
მე ზურასთან სხვა გეგმები მქონდა ( ცოტა ცუდი ) და ეგ იდეა შეიძლება განვიხილო.❤

 


№10  offline წევრი OKI ME

გული მიგრძნობდა, რომ ცოტა ცუდი გეგმები გექნებოდა :დდ რავიცი, კი დამწყდება გული ზურაზე მაგრამ მწერალი შენ ხარ, ისტორია შენია :დდდ ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
გული მიგრძნობდა, რომ ცოტა ცუდი გეგმები გექნებოდა :დდ რავიცი, კი დამწყდება გული ზურაზე მაგრამ მწერალი შენ ხარ, ისტორია შენია :დდდ ❤️

საინტერესო იდეაა, ვნახოთ რა გამოვა. დიდი მადლობა.

 


№12 სტუმარი maco maco

კარგი ეხლა ცუდი გეგმები რატო გქონდა ზურაზე გამოსწორდეს ცოტა, აი საავადმყოფოში რო მიაკითხა დადუს და რომ გაიწია კიდეც მანდედან არმომწონს,მაგრამ ნანომ ხო მოსვა მაშინ მივხვდი რო ნანო თვალში მოუვიდა მაგრაააამ, ნანო და მირიანს ცალცალკე ვერც კი განვიხილავ!

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
კარგი ეხლა ცუდი გეგმები რატო გქონდა ზურაზე გამოსწორდეს ცოტა, აი საავადმყოფოში რო მიაკითხა დადუს და რომ გაიწია კიდეც მანდედან არმომწონს,მაგრამ ნანომ ხო მოსვა მაშინ მივხვდი რო ნანო თვალში მოუვიდა მაგრაააამ, ნანო და მირიანს ცალცალკე ვერც კი განვიხილავ!


გამოსწორდეს ზურა, საინტერესო იდეაა და მუზაშიც შემოიჭრა განსხვავებული აზრი.. დავალაგებ და ვნახოთ რა გამოვა. მადლობა თქვენ რომ მიზიარებთ მოსაზრებებს❤

 


№14 სტუმარი სტუმარი Tekla

ყველაზე მაგარი კაცი თორნიკე დადიანის შემდეგ გავოგნდი და ლამის ამეტირა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent