უკანასკნელი კოცნა (19 თავი)
ჩემსავე სიტყვებმა გული საშინლად მატკინა, ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა, იმის მიუხედავად რომ მთელი ძალით ვუწევდი წინააღმდეგობას მაინც გადმომცვივდა ცრემლები და მაშინვე მოვიშორე ხელის ზურგით -გთხოვ წადი-ვუთხარი ჩავარდნილი ხმით და ისევ დავიწყე ჩანთაში გასაღების ძებნა, რომ ყურადღება ასხვა რამეზე გადამეტანა და როგორმე დავმშვიდებულიყავი, ბოლოსდაბოლოს ვიპოვე და გვერᲓზე წავდგი ნაბიჯი რომ თორნიკესთვის გვერდი ამევლო -მარიამ-თორნიკემ გზა გადამიღობა და წელზე შემომხვია ხელები და სხეულზე ამიკრო -ჰო ჯერ ისევ ბრაზი და იმედგაცრუება მძვინვარებს ჩემში მაგრამ შენ...-გაჩუმდა და თვალებში ჩამაცქერდა უცნაური არეული თვალებით -შენ ყველა ბრაზზე, ზიზღზე და იმედგაცრუებაზე მეტი ხარ... ყველა გრძნობაზე მეტი ხარ რისი განცდაც შენვე მაიძულე შენი სიჩუმᲘთ-მითხრა მკაცრი ტონით და თვალებიდან გადმოცვენილი ცრემელები ცივი თითებით მომაშორა -თორნიკე-ამოვთქვი მისი სახელი და ხმა ჩამიწყდა -მარიამ მთელი ეს დრო იმაზე ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა იშენობას... მივხვდი რომ ეს არ შემიძლია და არ მინდა -ჰო მაგრამ მე შენ მოგატყუე და გული საშინლად გატკინე, იმედები გაგიცრუე... - ჰო ასეა მაგრამ მინდა რომ ვცადოთ...-მითხრა დარწმუნებით -კარგი-ვუთხარი ისე სასხვათაშორისოდ და გაბრაზდა -მარიამ ჩემი არ გჯერა? გგონია რომ შენი დასჯა მინდა? გგონია რომ მე შენთვის ტკივილის მოყენება მინდა?-ჩემის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა -არვიცი-ვუთხარი დარწმუნებით რადგან მართლა არ ვიცოდი რეალურად რა მიზანი ჰქონდა -მარიამ Მე შენთან ყოფნა მხოლოდ ერთი მიზეზით მინდა!-მითხრა გაბრაზებული ტონით და სახე ისე მომიახლოვა რომ სუნთქვა შემეკრა - და ეს მიზეზი სიყვარულია-დამიჩურჩულა ზედ ტუჩებთან და მაშინვე მომაწება ცხელი ტუჩები ათრთოლებულ ტუჩებზე, ცრემლები მომეძალა ისევ, ისეთი ბედნიერი ვიყავი თან ისეთი არეული და დაკარგული გრძნობებსა და ემოციებში რომ ზუსტად ვეღარ აღვიქვამდი იმ მომენტში რა ხდებოდა ჩემს თავს და რას განვიცდიდი რეალურად -ჩემს ტუჩებს რომ მოსწყდა თვალეᲑში ჩამაცქერდა ისევ და დამიჩურჩულა -მიყვარხარ-არც კი ვიცი რა დამემართა ამჯერად ვეღარ გავუძელი ამდენ ემოციას და ცრემლები გადმომცვივდა ისევ, ოღონდ ამჯერად ბედნიერებისგან, რადგან მის თვალეᲑში ვხედავდი რომ გულწრფელი იყო -ჩემი სიყვარული ბევრად ძლიერია ვიდრე ბრაზი და იმედგაცრუება მარიამ, შენ ბევრად მეტი ხარ.... ბევრად მეტი ვიდრე ტკივილი და სიძულვილი... სახლში ისეთი ბედნიერი სახით შევედი რომ დედაჩემი გაოცებული მომაჩერდა -მოხდა რამე?-მკითხა მომღიმარი სახით -სიმართლე რომ გითხრა შეძლებ რომ უბრალოდ მიიღო ეს ამბავი? კითხვების დასმის გარეშე და ჩხუბის გარეშე?-ვკითხე დაძაბულმა -ვეცდები-მითხრა ყოყმანით -თორნიკე სიყვარულში გამომიტყდა-ვუთხარი დაძᲑული ტონით და მის რეაქციას დაველოდე -ამიტომ ხარ ასეთი ბედნიერი?-ირონიულად გაეცინა და ძალიან მეწყინა -ჰო ამიტომ-ვუთხარი ნაწყენი ტონით -და შენ... რა? აქამდე ეჭვი გეპარებოდა მის გრძნობებში?-ამ სიტყვებზე გაოცებისგან პირი დავაღე და დედას მივაჩერდი -მარიამ ძანდახან ისევ ის ჩვიდმეტი წლის გოგო მგონიხარ... პატარა, დაბნეული, შეშინებული გოგონა რომელმაც დღემდე ვერაფერი გაიგო ამ ცხოვრების... -დედა მე...-ხმა ჩამიწყდა და გავჩუმდი -მარიამ როცა კაცს ქალი უყვარს ის მისგამო ყველაფერზე წავა და ყველაფერს გააკეთებს მისგამო... ყველას და ყველაფერს დათმობს მის გამო...-მითხრა სევდიანი ხმით -ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდება! ჩემი აზრით ცხოვრებაში კაცისთვის ქალია ყველაზე მნიშვნელოვანი, ქალისთვის კი შვილები... კაცი შვილებსაც კი დათმობს საყვარელი ქალისთვის, აი ქალი კი შვილების გამო დათმობს კაცს... -გგონია რომ შეძლებს სიყვარულის გამო საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯოს?-ძალიან დამაინტერესდა რას ფიქრობდა ამ თემაზე რადგან ასეთ რამეზე არასოდეს მელაპარაკებოდა, მხოლოდ მეჩხუბებოდა და მსაყვედურობდა მთელი ცხობრება -სადაც სიყვარულია, ნამდვილი სიყვარული იქ ყველა სხვა გრძნობა სადღაც ქრება თითქოს... გული და გონება მხოლოდ ერთს გთხოვს მას! მას ვინც გიყვარს! მითუმეტეს შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შეგეშინდა... წარსულის შეგეშინდა... მას შენი ესმის მარიამ... მან უკვე ყველაფერი იცის შენზე, დარწმუნებული ვარ რომ იმ არარაობას უკვე ელაპარაკა და ყველაფერი გაარკვია, ამიტომაც მოვიდა შენთან მარიამ -ის სიმართლეს არ ეტყოდა, ხომ იცი რა არაკაცია -არ ეტყოდა რა თქმა უნდა-დედაჩემი მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია -დარწმინებული იყავი რომ შენ შეგაწმინდა ხელები, ალბათ ყველაფერი შენ დაგაბრალა მაგრამ... არსებობს სიტყვა მაგრამ... -მაგრამ რა?-მის ცივ ხელებს შევახე ჩემი ხელები -მაგრამ შენს თვალეᲑში შეიძლება სიმართლის დანახვა... მან ეს დაინახა მარიამ... -მითხრა მშვიდი ტონით, მოულოდნელად ზურგი მაქცია და სამზარეულოში წავიდა, ღმერთო როგორ მჭორდებოდა ახლა მე ეს სიტყვები, როგორ მჭორდებოდა დედას მხარდაჭერა და მე ეს მივიღე... მივიღე მაგრამ ის მაინც ისევ ისეთი ცივია და მარტოსული... რომ დავმშვიდდი ანას ოთახისკენ ავიღე გეზი -ანა დე იმეცადინე?-შევედი ანას ოთახში და როგორც ყოველთვის გაკვეთილები ჩავიბარე, იმ დავალებების დაწერაში დავეხმარე რაც ვერ შეასრულა -დედიკო ხვალ რუსულში საკონტროლო მაქვს და ძალიან ვნერვიულობ-მითხრა კარგახნის ყოყმანის მერე -რატომ ნერვიულობ? ჩვენ ხომ ყოველ დღე ვნეცადინეობთ უცხო ენებში? -ხომ იცი სულ მეშინია, მგონია რომ არ ვიცი -საკითხები ხომ იცი? -თავი დამიქნია-ხოდა მოდი ცოტა წავიმეცადინოთ-ჩვენი ცოტა ლამის ერთი საათი გამოვიდა, საბოლოოდ მაინც ვერ დავარწმუნე რომ კარგად იცოდა და თავდაჯერებული ყოფილიყო წერაზე -წამოდით ვივახშმოთ-დედამ შემოიხედა ოთახში -წამო დე-ანა ავაყენე -რატომაა დაღვრემილი ბებოს ბრიალა? -ხვალ საკონტროლო აქვს და ნერვიულობს-ავუხსენი ანას გაბუტების მიზეზი -კაი რა ბე-გაეცინა ნანას-ამისთანა მასწავლებელი გყავს სახᲚში-ჩემზე მიუთითა, ჩვენი სიცილით გამხიარებულებულ ანას- მასწავლებელმა მითხრა ლამიისაა პლიუს ათები დავუწერო ისე კარგად იცის რუსულიო და შენ გეშინია ერთი საკონტროლოსი? -ხოიცი ბე მაინც სულ ვნერვიულობ -კაი რა ბე, მარიამის ამდენი სწავლა განათლება იმაში მაინც გამოგვადგა რომ შენ გამეცადინოს, თან როგორ გამეცადინებს მერე-გაეღიმა დედას -ჰო მართალს გეუბნება ყველას კი არ ჰყავს სახლში ასეთი კარგი მასწავლებელი-გამეცინა მე -ჰო ჯერ ქაჩავს-დამეთანხმა დედაც -ჯერ რატო? მერეც გავქაჩავ, მაღალ კალსებში -კაი გნახავ ფიზიკას და მათემატიკას როგორ გაქაჩავ-დამცინა დედაჩემმა -აუ რააა-გავბრაზდი მე-გახსოვს სულ ტირილით რომ ვწერდი ხოლმე დავალებბს? -მაგას რა დამავიწყებს-გაეცინა ნანას. მე და ანამ ერთად შევარჩიეთ მეორე დღეს რა უნდა ჩაგვეცვა, მითუმეტს სკოლაში მშობელთა კრება Იყო განსაკუთრებული კაბები ავარჩიეთ -დედიკო შენ რამდენჯერაც ჩამაცმევინე შენი გემოვნებით ყველას ძაან მოეწონა კლასში -აბა რა ჩემო პატარა-მივედი და თავზე ვაკოცე -ხვალ თმას გავიშლი რა -აბა რა დე-გავუღიმე და ძალიან გავახარე -ბებო რომ გაბრაზდეს? -ბებოს მე მივხედავ -მივეცი პირობა და დასაძინებლად მის ოთახში დავრჩი-ანა დე ალექსანდრეზე მინდა დაგელაპარაკო-ვუთხარი როცა საწოლში დავწექით და ჩავიხუტე გულში -დედა მაგ კაცის მეშინია-ამომხედა ანამ -ნუ გეშინია-გავუღიმე და ცხვირზე ვაკოცე -უბრალოდ თავი შორს დაიჭირე მისგან კარგი? არსად არ გაჰყვე და საერთოდ არ დაელაპარაკო კარგი? -ვინაა? -ნათია დეიდას ქმარი-ვუთხრაი მშვიდი ტონით რომ არ ამეღელვებინა -ციხეში იჯდა -ჩვენგან რა უნდა?-ამ კითხვამ გული საშინლად მატკინა და ცრემლები მომეძალა შენ, შენ, ანა შენი, გავიფიქრე და გული შემეკუმშა შიშისგან -არაფერი დე, ცოტა გაბრაზებულია ჩვენზე, ციხეში რომ იჯდა ნათიამ მიატოვა და... -ციხეში არ უნდა მიეტივებინა არა?-ამომხედა ანამ და ისე დავიბენი რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი, ენა ჩამივარდა -ალბათ ძალიან ინერვიულა -ჰო ინერვიულა... ახლა გაბრაზებულია და უნდა რომ ჩვენც გაგვაბრაზოს -ძლივს ვუყრიდი სათქმელს თავს -ბებომ რომ გაიგოს ძალიან შეეშინდება? -ჰო ძალიან, არაფერი უთხრა კარგი? -კარგი-დამეთანხმა მაშინვე და თვალები დახუჭა, კარგახანს ჩუმად ვიყავით და ჩვენი სიჩუმე ტელეფონის ზარის ხმამ დაარღვია, ისე ავᲘღე და ვუპასუხე რომ ანა ისევ ისე ჩახუტებული მყავდა -თორნიკე-ვუპასუხე დაძაბულმა -როგორ ხარ?-მომესმა მისი არეული ხმა და მივხვდი რომ ნასვამი იყო -ვიძინებთ-ვუთხარი მშვიდი ტონით -მომენატრე -მითხრა ისევ ისეთი არეული ხმით -კაი მიდი ვიძინებ-ვუთხარი მკაცრად, ანასთან ერთად არ მინდოდა მასთან ლაპარაკი -ანას დაელაპარაკე-ფაქტიურად მიბრძანა და გამითიშა. მე ტელეფონს ხმა დავუწიე და ტუმბოზე დავდე -დედა თორნიკეს შეურიგდი?-ანა საწოლზე წამოჯდა და მომაჩერდა თავისი დიდი მწვანე თვალებით, ისე დამაბნია მისმა მზერამ და კᲘთხვამ რომ ვერაფერივუპასუხე -ჰოოო-ვუთხარი კარგახნის სიჩუმის მერე -ჩემს გამო გიბრაზდებოდა?-მითხრა დაძაბული ტონით -არა საყვარელო საიდან მოიტანე-დავიბენი მე -მაშინ რომ დამინახანა ძალიან გაბრაზდა-ანას ისევ ახსოვდ ის ინციდენტი და თურმე მთელი ეს დრო განიცდიდა -შენს გამო არა ჩემო Ბრიალა-ცხვირი დავუჭირე ოდნავ -შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე, ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალია, მე გამიბრაზდა იმიტომ რომ ბევრი შეცდომა დავუშვი და ბევრი რამ მოვატყუე -რატომ მოატყუე?-ძალიან დაინტერესდა -იმიტომ რომ შემეშინდა... მეგონა სიმართლეს თუ ვეტყოდი დავკარგავდი... და საშინელი შეცდომა დავუშვი -ტყუილი ხომ ცუდი საქციელია? -ჰო ჩემი პატარა, ძალიან ცუდი საქციელია, ამიტომაც გამიბრაზდა, მერე სიმართლე მოვუყევი და შემირიგდა -ანუ ჩემზე გაბრაზებული არაა? -რა თქმა უნდა არა-განეცინა და გულში ჩავიკარი -დედა თორნიკე შენი შეყვარებულია ახლა?-მკითხა და ისე დავიბენი რომ ვერაფერი ვუპასუხე -მის გამო სულ ტიროდი და თუ შეგირიგდა ახლა ესე იგი შენი შეყვარებულია? -შენ ხომ იცი რომ დედას ძალიან უყვარხარ?-ვკითხე დაძაბული ტონით, ანამ თავი დამიქნია -ხომ იცი რომ ჩემი სუნთქვა ხარ?-გაეცინა და ისევ თავი დამიქნია -ხომ იცი რომ დედას ერთადერთი ხარ?-ისევ თავი დამიქნია -ისიც ხომ იცი რომ შენ სულ ყოველთვის ეყვარები დედას და შენ ყოველთვის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იქნები?-იცინოდა და თავს მიქნევდა-ისიც ხომ იცი რომ შენ Ნომერ პირველი ხარ ჩემთვᲘს? -კი ვიცი -მიქნევდა თავს -ჰოდა გეტყვი რომ თორნიკეც არის სადღაც ჩემს გულში მაგრამ შენ... შენ დედას ყველაზე მეტად უყვარხარ და ეყვარები მუდამ, იცოდე ეს არასოდეს დაივიწყო და ეჭვი არასოდეს შეგეპაროს-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და გულში ჩავიხუტე ძლიერად -დედა მე არ მწყინს-მითხრა ასე ჩახუტებულმა -იცოდე რომ შენ ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები-თვალებში ჩავაცქერდი -ვიცი დედა-ანამ თმაზე ჩამომისვა ხელი -თიკა დეიდამ მითხრა რომ თორნიკე კარგი ადამიანია და Მას უყვარხარ, მითხრა რომ ძალიან უყვარხარ და უნდა რომ ბედნიერი იყო -ბედნიერი ვიქნები მე შენᲘთ და შენთან ერთად -ვიცი-გამიღიმა ისევ -ანა თორნიკე რომ გაგაცნო-ღმერთო ისე ვღელავდი რომ ხმა ჩამიწყდა -გამაცნობ?-დაიბნა ცოტა -შენ თუ გინდა... მას ძალიან უნდა რომ ახლოს გაგიცნოს -არვიცი-მხრები აიჩეჩᲐ-მეშინია -რისი?-დავიძაბე მე და მისი ხელი ხელებში მოვიქციე -რომ არ მოვეწონო? რომ გაგიბრაზდეს ჩემს გამო? -ასე არ მოხდება, ის შენს გამო ვერ გამიბრაზდება რადგან მან იცის რომ შენ დედას ნომერ პირველი ხარ... თან შენ ისეთი საყვარელი ხარ როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონო? თან თორნიკე სულაც არაა ბრაზიანი-გამეცინა მე -დედა-ეწყინა ანას -მართლა კეთილი და საყვარელი ბიძიააა -სიტყვაზე გენდობი-მითხრა ეჭვით -მოდი დავიძინოთ თორემ ეს თორნიკე ბიძია გაგვათენებინებს-ვუთხარი სიცილით და ჩავიხუტე. მალევე ჩაეძინა ჩემს გულზე თავ დადებულს და მე Მის თმებზე დავიწყე თამაში რადგან ძილი არ მეკარებოდა და ადგომა არ მინდოდა ისე საყვარლად და მშვიდად ეძინა. ,,გძინავს?" მომივიდა თორნიკეს შეტყობინება ,,არა" მივწერე მაშინვე ,,ანას ელაპარაკე?" ,,კიი" ,,რა გითხრა?" ,,არაფერი გავიცნობო" ,,როდის გნახოთ ხვაალ?" ,,ხვალ მშობელთა კრებაა სკოლაში არ მცალია" ,,კარგი" ,,კაი მიდი დაიძინე მეც ვიძინებ"-მივწერე სწრაფად ,,შენზე ფიქრში რა დამაძინებს" ,,ნუ მეთინეიჯერები"-მივწერე და თან სულელივით ვიღიმოდი ,,ვიძინებ" მივწერე ისევ და აღარ ვუპასუხე მის შეტყობინებებს. სამსახურიდან გავენთავისუფლე პირველზე და სკოლაში წავედი, კრებაზე, იმდენი მადლობები მივიღე რომ სულელივით ვიღიმოდი მთელი ერთი საათი, ანაც სიამაყით მიყურებდა და უხაროდა რომ ჩემი ბედნიერების და ღიმილის მიზეზი თავად იყო. კრება რომ დამთავრდა გარეთ გამოვედი და ჩემს მანქანასთან ანას დაველოდე რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ეზოში იდგა და რაღაცას განიხილავდა გაცხარებით -მარიამ-მომესმა თორნიკეს ხმა ზურგს უკნოდან, მე შევტრიალდი მისკენ და გაოცებული მივაჩერდი -აქ რას აკეთებ? გაგიჟდი?-დავიძაბე მე -თქვენს წასაყვანად მოვედი-მითხრა დაძაბი ტონით -თორნიკე შენზე მხოლოდ გუშინ გავბედე ანასთან ლაპარაკი, დრო მომეცი გთხოვ რომ ამ სიტუაციას შევეგუოთ მეც და ანაც -არა რაც მეტს ვიფიქრებთ ამ თემაზე, მით მეტად გაგვიჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმა -თორნიკე-ავბუზღუნდი მე -მარიამ-მითხრა მკაცრი ტონით, შევატყვე რომ ძალიან ღელავდა და მე უარესად ვძაბავდი -მარიამ-მომესმა ხატიას ხმა რომელიც მოულოდნელად მოვიდა და ჩამეხუტა -აუ მთელი ორი საათია გელოდებით-მითხრა მომღიმარი სახით -ძაან ვნერვიულობთ -დედა-ანას ხმის გაგონებაზე დავᲘძაბეთ ყველა და მისკენ მივტრიალდით, ანა ადგილზე გაშეშდა და დაბნეულმა ჯერ მე შემომხედა მერე თორნიკეს, ისე ავღელდი რომ დავიბენი დ ვერაფერი მოვახერხე, ანა თავად მომიახლოვდა, მე თავს მოვერიე ძალა მოვიკრიბე და ხელი ჩავკიდე ჩემს გვერდით დავაყენე -გამარჯობა ანა მე ხეტია ვარ-ხატიამ ხელი გაუწოდა დᲑნეუულმა ანამ ჩამოართვა -თორნიკეს დაიკო ვარ და შენი დედიკოს მეგობარი -სასიამოვნოᲐ-ანას ხმაში ვიგრძენი ის დაძაბულობა და ტკივილი რისიც ასე მეშინოდᲐ -მე თორნიკე ვარ-გაბედა და ხელი გაუწოდა დაძაბულმა თორნიკემ, ღმერთო სუნთქვა შემეკრა ისე დავიძაბე ამ მომენტზე -თორნიკე დადიანი-დააკონკრეტა, აᲜამ ხელი ჩამოართვა და მე გამომხედა -ვიცი-ისევ თავგზააბნეულ თორნიკეს გახედა და მათი დაძაბი მზერა ერთმანეთს შეეფეთა -მიხარია რომ გაგიცანი-გაუღიმა თორნიკემ -მოდი სადმე წავიდეთ-გაფანტა უხერხული დაძაბულობა და სიჩუმე ხატიამ -ჩემი მანქანᲘთ წავიდეთ-თქვა თორნიკემ Და პირველი გავარდა მანქანისაკენ, ანამ დაძაბული მზერით ამომხედა -გინდა რომ წავიდეთ?-ვკითხე როცა და-ძმა მანქანისკენ წავიდა -თუ არ გინდა ვეტყვი და სახლში წავიდეთ -შენ გინდა რომ წავიდეთ?-მკითხა დაძაბულმა ანამ -არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე-ცოტა ვნერვიულობ-ვუთხარი გულწრფელად რადგან მართლა ვეღელავდი -ეწყინებათ რომ არ წავიდეთ?-მკითხა ისევ -არა არ ეწყინებთ ხომ ხედავ თავადაც Ნერვიულობენ -შენ?-მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა -მე?-შევიცხადე და გამეღიმა - მე არ მეწყინება, ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად, მთავარია რომ ეს შენ გინდოდეს -აუ წამოდით რა-ხატია გაჩერდა და მოგვიახლოვდა -პირობას გაძლევთ არ მოიწყენთ, თუ მოიწყენთ ეგრევე წამოვალთ-შეხედა ანას მუდარით -პატარა ქალბატონო პირობას გაძლევ კარგად გავერთობით მე და შენ -შეხედა ანას მომღიმარი სახით -სხვათა შორის თათიაც მოვა -თათია-გავოცდი მე -ჰო მე დავპატიჟე თუ წამოხვალთ, კარგად გავერთობით მართლა-ანამ ცოტა იყოყმანა მაგრამ ხატიამ დაითანხმა და მანქანაში ჩავსხედით. ცოტა დაძაბულობა იყო მაგრამ ხატიამ მალევე გაფანტა, ათასი კითხვა დაუსვა ანას და გაართო ლაპარაკში, მეც დავმშვიდდი რადგან ანა გამხიარულდა და დაწყნარდა. რესტორანში სუფრა გაშლილი დაგვხვდა, ისეთი კარგი და საოცარი გარემო იყო რომ, მაშინვე მოგვეხსნა დაძაბულობა, მალევე მოვიდა თათია და სუფრასთან დავჯექით, ყველა გავოცდით როცა ნიკა და ლუკა დაგვადგნენ თავზე -მე გითხარი ლუკაც წამოიყვანე-თქო?-გაუბრაზდა ნიკას თორნიკე, რომელმაც დააიგნორა მისი გამოხტომა და მაგიდასთან მსხდომთ მოგვესალმა ღიმილიანი სახით -ეს ლამაზი პატარა ქალბატონი ვინაა?-იკითხა და თან ხელი Გაუწოდა ანას ჩამოსართმევად -ჩემი გოგონაა-გავუღიმე ნიკას და თათიას გავხედე რომელიც ისეთი დაძაბული იჯდა მაგიდასთან რომ აღარც კი სუნთქავდა მგონი, სანამ ნიკა ფეხზე იდგა და საქმეებს არკვევდა მანამდე ლუკა თირნიკეს გვერდით დაჯდა შესაბამისად Ნიკა მასსა და თათიას შორის დაჯდა -მარიამ რა ლამაზი გოგონა გყავს-გაუღიმა ლუკამ ანას -შენ გგავს -მითხრა მომღიმარი სახით -მადლობა-კომპლიმენტი მოკრძალებულად მივიღე და ანას ჩავეხუტე რომელიც ჯერ ისევ დაძაბული და დაბნეული იყო ამდენ უცხო ადამიანთან -ანა ეს ერთ ყურზე ხუთი საყურე როგორ მოახერხე? -იმ თემას შეეხო ხატია რაც ანას ყველაზე მეტად მოსწონდა -ჰო მართლა-გაეცინა ლუკას -თავადაც უნდოდა ერთ ყურზე ასე მაგრამ... შეეშინდა და გამოიქცა -აუ რა დამპალი ხარ-დაუღრინა ხატიამ -ძაან მომწონს-ლუკამ ანას ყურზე მიანიშნა ხატიას გასაბრაზებლად და სიცილი აგვიტყდა ყველას -რას დალევთ?- ჩაერია თორნიკე -ღვინო არაა?-ჩაგვეკითხა ნიკა -ჰო თეთრი-დაეთანხმა ხატია -ბევრს ლაპარაკობ-თვალები დაუბრიალა დას თორნიკემ -თეთრი ჯობია არა?-თათიამ მე შემომხედა დაბნეული თვალებით -იყოს თეთრი-თქვა ნიკამ და ფეხზე წამოვარდა -ამას რა სჭირს?-იკითხა ირონიული ტონით ლუკამ და თათიას შეხედა -ანა შენ რას დალევ?-Უხერხული სიჩუმე თორნიკემ გაფანტა -რაც მიყვარს უკვე აქაა-გებედულად უთხრა ანამ და კოკა-კოლაზე მიუთითა -ჩემი სუსტი წერტილი-გაეცინა თორნიკეს და გახსნა, ჯერ ანას დაუსხა მერე თავისთვის დაისხა -სხვა არავის არ უყვარს აქ ეს, ლოთები არიან ესენი -ისე თქვა თითქოს საერთოდ არ სვავმდა სასმელს -არ დაუჯერო -გაეცინა ლუკას. სასიმოვნო საუბარი წარიმართა, ანას უამრავი კითხვა დაუსვეს ცდილობდნენ რომ უკეთ გაეცნოთ, ანაც არ იღლებოდა პასუხებით, ძალიან გაერთო მათთან რადგან ისე ექცეოდნენ როგორც თანატოლს, როცა მუსიკა ჩაირთო აი ასე სრულიად მოილოდნელად ლუკა ადგა და თათიას წამოადგა თავზე -ვიცეკვოთ?-ეკითხება მომღიმარი სახით -არავითარ შემთხვევაში-მკაცრად უთხრა თათიამ -შანსი არაა-ლუკამ ხელი ჩაკიდა ფაქტიურად ძალით ააყენა სკამიდან -არა არ შემიძლია-გაჯიუტდა თათია, მიზეზი უფრო ის იყო რომ ლუკა არ მოსწონდა, სულ ნერვებს უშლიდა -Ხომ იცი რომ თავს არ დაგანებებ-უთხრა მკაცრი ტონით და დარბაზის ცენტრში გაიყვანა დაბნეული თათია და სანამ ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით მათ ამასობაში ნიკა ადგა და ხატიას წამოადგა თავზე -არაა-დაუღრინა თორნიკემ ნიკას -კიი-გაეცინა ხატიას და მაშინვე წამოვარდა ფეხზე და გაყვა, მაშინვე მიხვდა ძმაკაცების ჩანაᲤიქრს -გავალ მოვწევ და მოვალ-თქვა გაღიზიᲜებული ტონით და აივანზე გავიდა -ანა დე ხომარ მოიწყინე? თუ გინდა წავიდეთ -არა ვიყოთ-მითხრა მომღიმარი სახით -თუ მართლა გინდა წასვლა წავიდეთ კარგი? -არ არ მინდა ძალიან მომწონს Მათთან-მითხრა Მომღიმარი სახით -თუ მოიწყენ მითხარი კარგი? -კარგი-მითხრა ღიმილით და მოცეკვავეებს გახედა, მეც იქით გამექცა თვალი და გამეღიმა როცა ლუკამ მოულოდნელად თათიას ხელი გაუშვა და ნიკას ხატია წაართვა, ნიკა თითქოს დაიბნა და თათიას მიაჩერდა, თათიამ წამოსვლა გადაწყვიტა მაგრამ ნიკამ გზა გადაუჭრა და მიუახლოვდა, მოულოდნელად წელზე შემოხვია ხელები და თვალებში ჩააცქერდა, თათია ისეთი დაბნეული იყურებდა რომ მგონი აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ ნიკა მუსიკას აჰყვა და ინსტიქტურად თათიაც აიყოლია, აი ხატია და ლუკა ისე იყვნენ ჩახუტებულები რომ საერთოდ აზრზე არ იყვნენ გარშემო რა ხდებოდა, თორნიკემ შემოვიდა თუარა მაშინვე დაჯდა მაგიდასთან და მე მომაჩერდა -გეგმა იდეალური-გაეცინა მას -ნიკასგან არ ველოდი-ვუთხარი გაოცებულმა -მაგან დამარეკინა თათიასთან-გაეცინა თორნიკეს და ანას მიაჩერდა -ცეკვა გიყვარს? -არა-უთხრა მორცხვად ანამ -რატომ?-აშკარად გაუკვირდა თორნიკეს -ერთხელ მითხრეს რომ არ მიხდება-თქვა დაძაბული ტონით და მე ამომხედა -იცი რას გეტყვი პატარა ქალბატონო? ადამიანები კიდევ ბევრ ცუდ რამეს გეტყვიან ცხოვრებაში, ეცდებიან დაგარწმუნონ რომ მათსავით უსუსური ხარ, მაგრამ შენ მუდამ უნდა გახსოვდეს რომ ერთადერთი და განსაკუთრებული ხარ -დავიმახსოვრებ-გაუღიმა ანამ. იმის გამო რომ ეს საღამო ანას გაცნობის იყო, ზედმეტად არ დავძაბეთ, ჩვენ სამი მაგიდასთან ვისხედით და მშვიდად ვლაპარაკობდით, არ გვინდოდა არც მას და არც მე რამე დაგვეძალებინა ან აგვეღელვებინა ანა. ანამ შეთავაზება მიიღო Ხატიასგან რომ ეცეკვათ მაგრამ სასტიკი უარი რომ გამოაცხადა ძალა არ დაატანეს, ისინიც მაგიდას დაუბრუნდნენ და ასე დავაღამეთ. ამ საღამოთი ძალიან აღფრთოვანებული იყო ანა, არ მეგონა ასე მარტივად თუ შეძლებდა მათათან ურთიერთობის აწყობას. დედაჩემსაც მოვუყევი გულწრფელად ყველაფერი და არაფერი მითხრა, საერთოდ არაფერი, არც უკმაყოფილება გამოხატა და არ კმაყოფილება, უბრალოდ მომისმინა და სულ ეს იყო. თორნიკემ ერთი რომანტიული ვახშამი კიდევ მომიწყო ამჯერად რესტორანში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, სურდა ყველაფერი გაგვერკვია საბოლოოდ და ჩვენს შორის არსებული ყველა კითხვა და კითხვის ნიშანი გაექრო -მარიამ მინდა რომ დღეს მკითხო ყველაფერი რაც გაინტერესებს და მინდა გკითხო ყველაფერი რაც მე მაინტერესებს , მინდა რომ ღამის შემდეგ ჩვენს შორის არავითარი ტყუილი და კითხვის ნიშნები არ იყოს, შენითან ყოფნა მინდა მაისთვის კი სიმართლე და გულწრფელობა მჭირდება შენგან გესმის მარიამ?-მისი კითხვები ძირითადად ისევ წარსულს უკავშირდებოდა, მკითხა ვაჩეზე, ალექსანდრეზე, მკითხა თუ მყავდა ვინემ მის გაცნობამდე, ყველაფერზე ვუპასუხე მაქსიმალურად გულწრფელად... ერთადერთი რაზეც ვერ ვუპასუხე იყო კითხვაზე თუ საერთოდ რა მინდოდა ცხოვრებაში რაზეც პასუხი ნამდვილად არ მქონდა. როცა ამომწურა საბოლოოდ უფლება მომცა დამესვა ის კითხვები რომლებიც მეც მაწვალებდა -ვაჩე რატომ დაირქვა იმ ნაგავმა? -ერთმა გოგომ დასცინა ბაბუაჩემის სახელი გქვიაო და... ზოგადად ავადმყოფური დამოკიდებულე ჰქონდა და აქვს გოგონების მიმართ ... ის რაც შენ დაგმართა არ მიკვირს ასეთი საზიზღარი ისტორიები მრავლადაა მის ბიოგრაფიაში -მაშინ როგორ მეგობრობ მასთან? -უკვე აღარ, თუმცა ერთადერთი მიზეზი თუ რატომ ვმეგობრობდი იყო ის რომ ბავშვობის მერე შემთხვევით შევხვდი ქუჩაში ვნახე ანუ ბიჭებთან ვჩზუბობდი ის მოვიდა და დამეხმარა... მოკლეთ აზრზე არ იყო ვის სცემდნენ... მერე ვიცანით ერთმანეთი და იქიდან დაიწყო ჩვენი ახლობლობა... მერე სიკვდილს გადამარჩინა... ეგ უკვე იცი -რატომ? -ის ტიპი მე მემტერებოდა მას არა და იცოდა მას არ მოკლავდა არ გაიმეტებდა... -ჩვენზე რომ გაიგე შემდეგ რა მოხდა? -ვკითხე ბოლოსდაბოლოს, ძალიან ვღელავდი რადგან ვხვდებოდი რომ Ისიც ძალიან დავძაბე კითხვებით და გავაღიზიანე -თამარა ბებოს სამძიმარზე ჩამოვიდა, არიცოდა სიმართლე რომ ვიცოდი, მე თავი ვერ შევიკავე და პასუხი მოვთხოვე, ყველაფერი შენ დაგაბრალა ამიტომ ვიჩხუბეთ და გამოიქცა... როცა ყველაფერმა ჩაიარა მისი ძებნა დავიწყე და ვერ ვიპოვე... შენ რომ მოგაკითხე იმ ღამეს... წინა ღამეს მიყავი მასთან ნაჩხუბარი, ვიპოვე თავის ძმაკაცის აგარაკზე იყო, იმის მაგივრად დამლაპარაკებოდა გაიქცა, დავეწიე ...მანქანით დავეტაკე მის ნაქანას და გზიდან გადავაგდე, მოკლეთ გამოვიჭირე და ყველაფერი შენ დაგაბრალა, მითხრა რომ შენინსურვიილით შეუწექი, შენ დასდევდი...ვკითხე რატომ გარბოდა და მემალებოდა, პასუხიბარ ჰქონდა... პასუხი შენს თვალებში იყო მარიამ! ამიტომაც მჯერა შენი და არა მისი... უკვე ყველა ეჭვი გავფანტეთ და მშვიდად გავაგრძელეთ ურთიერთობა ამ საღამოს შემდეგ. თორნიკეს ხშირად გვპატიჟებდა მე და ანას ხან სად ხან სად და ნელ-ნელა ანა შეეჩვია მას, თორნიკე როგორც თავის ტოლს ისე ექცეოდ და ეს მოწონდა ანას ყველაზე მეტად, ის კიარა ერთ საღამოს საცეკვაოდაც გაიწვია და კარგახნის ხვეწნის მერე დასთანხმდა ანა, თორნიკემ დაარწმუნა რომ ყველაზე ლამაზი გოგო იყო და ყველაზე მეტად მას უხდებიდა ცეკვა -ეს როგორ შეძელი? -ვკითხე როცა სახლში მიგვიყვანა და ანა სახლში ავიდა -რაა? -გაეცინა თორნიკეს -ანას დაყოლიება ცეკვაზე -ანა ძალიან ჭკვიანი გოგოა დედას კი არ ჰგავს-მითხრა სიცილით -როცა რამეს ვუხსნი მისმენს შენგან განსხვავებით -ისეთი რა უთხარი რომ ეს კომპლექსი მოუხსენი? -ვუთხარი რომ რამდენჯერაც შეეშინდება და უკან დაიხევს ცხოვრებაში იმიტომ რომ ვიღაცას მისი ქცევა არ მოსწონს იმდენად უფლებას მისცემს მათ რომ ცხოვრება გაუნადგურონ, რაც მეტად გააკეთებს იმას რაზეც უთითებნე რომ ვერ შესძლებს მით მეტად დადებს საუკეთესო შედეგს ამ საქმეში -გგონია მე მაგას არ ვეუბნები?-მეწყინა მე -ეუბნები მაგრამ კარგ მაგალითს არ აძლევ ბავშვს -ეს როგორ გავიგო?-გავბრაზდი მე -როგორც გესმის! შენც გეშინია წინ ნაბიჯების გადადგმის, შენც გეშინია ცხოვრების, შენც გამუდმებით უკან იხევ! მე კი მას ხელი ჩავკიდე და საკᲣთარ შიშს დავუპირისპირე მარიამ! -ასე ფიქრობ ჩემზე? მშიშარა და მხდალი ვარ? -კი არ ვფიქრობ ხაარ-მითხრა მომღიმარი სახით -ვერ გიტან-ვუთხარი გაცეცხლებულმა და მივტრიალდი -სად მიდიდხარ?-მითხრა სიცილით, მაჯაში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმატრიალა, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრო -გაბრაზებული ვარ შენზე-ვუთხარი ბრაზნარევი ხმით -სიმართლე არავის უყვარს-ისევ მიცინოდა -გამიშვი უნდა ავიდე-გავიბრძოლე -მიყვარხარ-დამიჩურჩულა ყურში, საფეთქელზე მაკოცა და ხელი გამიშვა, მე ვერაფერი ვეღარ ვუთხარი და სადარბაზოში შევედი. მეორე დღეს განზრახ არ ვუპასუხე მის არც ზარებს და არც შეტყობინებებს და ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე, თან ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და უფრო მაგიტომ ვიყავი ნაწყენი მასზე, რომ ასე წინასწარ გამიფუჭა განწყობა მითუმეტეს რომ საერთოდ არ მიყვარდა ჩემი დაბადესბის დღე და ბავშვობის მერე არ აღმინიშნია. მთელი დღე ველოდი რაღაც განსაკუთრებულს მაგრამ არა, არაფერი, დილის მერე აღარც დამირეკა და Აღარც მომიკითხა. უარესად მომეშალა ნერვები და სახლში უხასიათოდ დავბრუნდი, ანა ძალიან დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა, დედაც დაწვა, მე კი აივანზე დავჯექი და სიგარეტის მოწევა დავიწყე, ერთ საათში ჩემი უბედური დაბადების დღე დადგებოდა მაგრამ არავის არ ახსოვდა და არავის ანაღვლებდა, ალბათ იმიტომ რომ მე თავად დავაკარგვინე ამ დღეს მნიშვნელობა...რა უცნაურია არა? თან გძულს ეს დღე და თან მოუთმენლად ელი... ალბათ ბევრისთვის ნაცნობი არაა ეს გრძნობა... ეს უფრო მათთვისაა ნაცნობი ვინც ამ სამყაროში დღემდე თავის ადგილს ვერ პოულობს და სულ ეზედმეტება საკᲣთარი თავი ამ სასტიკ სამყაროში... თორმეტი იყო დაწყებული რომ ხატიამ დამირეკა -ხატია მოხდა რამე?-გავოცდი მე მის ზარზე -აუ შენი დახმარება მჭირდება-მეუბნება ნამტირელევი ხმით -რამე მოხდა? -დავიძაბე მე და სიგარეტი ჩავაქრე -ლუკა მოგაკითხავს და გამოყევი რა გთხოვ -სად? რა ხდება? -თოკოსთან კოჯორში ვარ, ხელი გავᲘჭერი, გაგიჟდება რომ გაიგოს მე და ლუკა ერთად ვიყავით...ხო ხვდები... -ხატია კარგად ხარ? -ძაან მაქ -ლუკა მე მოვა? -კი მანდ იქნება უკვე -მე ისე რომ მისთვის არ გამითიშია ჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვვარდი, დედას ვუთხარი რომ ხატიას სჭირდებოდა დახმარება და არაფერი მითხრა, ფაქტიურად დამაიგნორა, დაბლა ჩავედი და მოუთმეად ველოდი ლუკას გამოჩენას, როგორც კი მოვიდა მანქანაში ჩავჯექი და გავყევი, თან კითხვებს ვაყრიდი ის კი ჰო, რავი, ეგრე მოხდათი მპასუხობდა, ვერაფერი გავიგე მათი ლაპარაკიდან, ხატია ცალკე სლუკუნებდა ,ლუკა ცალკე ჯაჯღანებდა. მოკლეთ ისე მივედით კოჯორში რომ ვერაფერით გავიგე რა და როგორ მოხდა რა რა ხდებოდა საერთოდ. მანქანა რომ გააჩერა მითხარ -შედი შენ და მოვალ მეც-გადავედი თუარა მანქანა ეზოდან აიყვანა უკუსვლით და აორთქლდა, ვერაფერი გავიგე და კიბეები ავიარე და კარს მივადექი, ოდნავ შეღებული იყო და შევედი, ისეთი დაბნეული ვიყავი ვერაფერს მივხვდი, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი როცა შუქი აინთო და აიატაკზე დაყრილი ვარდის ფურცლები და ბუშტები შევნიშნე, დაბნეულმა შევხედე თორნიკეს რომელიც მომღიმარი სახით მომიახლოვდა და სუნთქვაარეული ჩემს ტუჩებს დააცხა, ის ისე მოულოდნელად გააკეთა რომ სუნთქვა შემეკრა და დავიძაბე, როცა პირველი ემოციების ტალღამ გადამიარა და სუნთქვა შევძელი მაშინვე ამიწვა ცხვირი მისი ალკოჰოლოს, სიგარეტის და სუნამოს მძაფრმა ნაზავმა -დაბადების დღეს გილოცავ -დამიჩურჩულა ყურში და ცხელი ტუჩები მომაწება ლოყაზე -თორნიკე-გამეცინა მეც და ხელები კისერზე შემოვხვიე -მოგენატრე?-მკითხა და უფრო ძლიერად მიმიკრო სხეულზე -შენი აზრით?-ვუთხარი სუნთქვააჩქარებულმა და მის ტუჩებს პირველი მე წავეტანე, მინდოდა შემხებოდა, მინდოდა მეგრძნო, მინდოდა ვეგრძნე, მინდოდა თავი დამეკარგა და დავკარგე კიდეც, მაშინვე გიჟური ვნებიანი კოცნით მიპასუხა და უფრო მეტად გამიღვივა სურვილი მისი შეხების, მოულოდნელად მოწყდა ჩემს ტუჩებს და თვალებში ჩმაცქერდა -დალევ?-მკითხა არეული ხმით -კი-ვუთხარი აღელვებულმა და როგორც კი შამპანიური დაასხა და ჭიქა გამომიწოდა მაშინვე გამოვართვი და ერთი მოყუდებით დავცალე -მარიამ?-აშკარად გავაოცე ჩემი ბიჭი -კიდევ დამისხი-ჭიქა გავუწოდე -უნდა დაგეწიო-ვუთხარი და ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი -დამეწიო?-გაუკვირდა და თავის ჭიქა გამომიწოდა -სანამ მე აქ მოვიდოდი რამდენი დალიე?-ვკითხე Არეული თვალებით -შენ თუ იმდენს დალევ რაც მე მაქვს დალეული გონს სამი დალევ ვერ მოხვალ-მითხრა მომღიმარი სახით -ერთ ჭიქიანს ვგავარ?-ვკითხე და მეორე ჭიქაც მოვიყუდე -უფრო ორ ჭიქიანს-მითხრა ამღვრეული თვალებით და ჭიქა წამართვა, მაგიდაზე დადო და ისევ ჩემს ტუჩებს შეეხო, ამჯერად უფრო ნაზად და ვნებიანად მკოცნიდა, მე თმაში ხელი შევუცურე და და მეტად მივეკარი სხეულზე, თორნიკე რომელიც რამდენიმე წამით ჩემს ტუჩებს მოწყდა ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცი და ისევ რომ მის ტუჩებს მივწვდი თავი ვეღრა შეიკავა დივანზე გადამაწვინა, ზემოდან მთელი სხეულის სიმძიმით დამაწვა და თვალებში ჩამაცქერდა, ცოტახანს ასე დაბნეული მიყურებდა მერე კი ჩემი პარანგის ღიელბის შეხსნა დაიწყო თან ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ცოტა დავიძაბე მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი არ მქონდა, პირიქით მინდოდა შემხებოდა, მინდოდა რომ ახლა ამ წამს მისი გავმხდარიყავი, ღილების გახსნას შეეშვა როცა კისერზე შემოვხვიე ხელები და ჩემსკენ მოვიზიდე, ცხილი ტუჩები მაშინვე ყელზე მომაწება და ქვემოთ ჩააცურა ისე რომ სველი კოცნის კვალი დამიტოვა, როცა ისევ მოწყდა ჩემს სხეულს მისი ტუჩები და თვალებში ჩამაცქერდა უკმაყოფილო სახით თავი ჩემს თმებში ჩარგო -მარიამ-უცნᲣრი ხმით აღმოხდა ჩემი სახელი და კარგახანს ასე იყო, ისე დავიძაბე რომ მოძრაობის უნარიც კი დავკარგე, ასე გაშეშებული ვიწექი და ვუსმენდი მის გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულის ცემას -მარიამ-თავი ასწია და თვალებში ჩამაცქერდა -არ მინდ გულიბგატკინო-მითხრა უცნაური ტონით და ადგა, ვერაფერს მივხვდი და მეც ავდექი -თორნიკე?-კითზვა ჩამდგარი თვალებით მივაჩერდი -მინდა რომ დარწმუნებული იყო რომ შენ ეს გინდა... მინდა რომ ბედნიერი იყო ...-მითხრა ასეული ხმით და ვისკის ბოთლს დაწვდა და მოიყიდა, მე ძალიან ავირიე და აივანზე გავედი მოსაწევად, ისეთი დაბნეი და არეული ვიყავი რომ არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, როცა თორნიკე ზურგიდან ამეკრო და ხელები მიცელზე ძლიერად მომხვია უარესად დავიძაბე, როცა მისი ტუჩები კისერზე შემეხო და ნელ-ნელა გაუყვა ლავიწის ძვალს Გამაჟრჟოდა და თავგზააბნეულმა თვალები დავხუჭე, სიგარეტის ნამწვი მოვისროლე და თავი მისკენ გადავწიე -მიყვარხარ-მითხრა ჩურჩულით და ვიგრძენი რა ცუდად იყო, ვიგრძენი როგორ ვᲣნდოდი და ვიგრძენი როგორ მინდოდა მეც, ამიტომ მისკენ მივტრიალდი და თვალებში ჩავაცქერდი -მარიამ-ამოთქვა ჩემი სახელი და ხმა ჩაუწყდა, ამღვერული თვალები ჩემს გახსნილ პერანგზე გადაიტანა რომელის ბოლო ორი ღილი ჯერ ისევ შეკრული იყო -მჭირდები-ვუთხარი დარწმუნებით და კვლავ მის ტუჩებს მივწვდი, სახლში ისე შევედით რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია, მერე ხელში ამიყვანა და საძინებელში შემიყვანა, საწოლზე ფრთხილად დამაწვინა და ზემოდან მომექცა, მისი ყოველი ქცევა შეხება მოქმედება იმდენად ფრთხილი, მოზომილი და მშვიდი იყო რომ ალბათ ძალიან უჭირდა სინამდვილეში თავის დაჭერა და გრძნობების მართვა მაშინ როცა ვგრძნობდი როგორ უდუღდა სისხლი ძარღვებში, როგორ გამალებით სცემდა მისი გული და როგორ ღრმად ისუნთქავდა დროდადრო ჰაერს რომ აღარ ჰყოფნიდა... ყოველი მისი შეხება საოცარ გიჟურ ენით აღუწერელ ბედბიერებას განმაცდევინებდა, თავი დავკარგე, საბოლოოდ დავკარგე და ეს იყო ყველაზე სასიამოვნო და გᲘჟური თავდავიწყება, ეს იყო ცაში ავარდნა, გაგიჟება, ბედნიერება... ყველა ემოცია და გრძნობა ერთად აფეთქდა თითქოს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხოლოდ ახლა შევიᲒრძენი ჩემი თავი და სამყარო... მხოლოდ ახლა გავაცნობიერე თუ რატომ ღირს ამ ქვეყნად ცხოვრება... მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ბესნიერება ნამდვილად არსებობს და მე ახლა მას მთილი არსებით განვიცდიდი... მივხვდი რომ მიყვარდა მთელი არსებით მიყვარდა ის და მას ვუყვარდი მე... მჭირდებოდა მე ის და მას ვჭირდებოდი მე... ეს იყო ის წუთები რომლის გამოც ნამდვილად გიღირს მთი შენი ცხოვრება. მე გავხდი მისი, იმ ადმიანის ვინც უზომოდ უსაზღვროდ სიგიჟემდე მიყვარდა და მაგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ მას მე ვჭირდებოდი და ვუნდოდი, რადგან მასაც ისევე გაგიჟებით ვუყვარდი როგორც მე... გამთენიისას თვალი გავახილე თუ არა მაშინვე თავი მის ყელში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი, მერე კარა ხანს თორნიკეს სახეს ვაკვირდებოდი, რომ მივხვდ თორნიკეს ისევ ისე მშვიდად ეძინა, წყალი გადავივლე და ჩავიცვი და აბაზანიდან სველი თმით გამოვედი -ასე რატომ აკეთებ?-მითხრა არეული ხმით და საწოლზე წამოჯდა, მე მეგონა ეძინა და შევკრთი მისი ხმის გაგონებისთანავე -ვერ გავივე-დავიბენი მე -Ასე-თქო-მითხრა და საწოლიდან ადგა, შარვალი ამოიცვა და მომიახლოვდა ჩემს სველ თმას ხელი ჩეამოაყოლა -და შენ რაა?-ვკითხე გამომწვევად -წასასვლელად ემზადები?-წარბი აწკიპა -კიარ ვემზადები უკვე ტაქსი გამოვიძახე-ვუთხარი სუნთქვა აჩქარებულმა -მერე ასე რომ იქცევი... რა გგონია... მე შენ ასე მარტივად შეგელევი და სახᲚში გაგიშვებ? -მითხრა არეული ხმით -თორნიკე უნდა წავიდე-ვუთხარი დაძაბული ტონით -საღამოს მოხვალ?-მკითხა ყოყმანით -გინდა რომ მოვიდე?-თვალებში ჩავაცქერდი -შენი აზრით?-მკითხა დაძაბული ტონით და ტუჩებში მაკოცა -ჰო მართლა -შარვლის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო გახსნა და ყელსაბამი ამოიღო -შეიძლება გაგიკეთო?-მკითხა გამომწვევი ტონით, მე მივტრიალდი, თორნიკემ თმები ცალ გვერᲓძე მომიქცია და ყელსაბამი გამიკეთა -მადლობა -ვუთხარი მომღიმარი სახით და კულონს დავაკვირდი -მოხვალ?-მკითხ კარგახნის დუმილის მერე -არვიცი-ვუთხარი სერიოზული სახით და მის ტუჩებს მივაწებე ჩემი ტუჩები -ხომ იცი რომ ახლა მხოლოდ ანას და დედაშენის გამო გიშვებ სახლში?-ჩამეკითხა -ისე არ გამიშვებდი? -არა-მითხრა მკაცრი ტონით და ვნებიანი ტუჩები ყელზე მომაწება -უნდა წავიდე-ხელიდან დავუსხლტი და ტელეფონს დავწვდი რომელზეც შეტყობინება მომივიდა რომ ტაქსი მელოდა უკვე -მე წაგიყვან-მითხრა არეული თვალებით და კართან გადამიდგა, მე ცოტაარიყოსდა დავიძაბე -თორნიკე ჯერ არ გამოფხიზლებულხარ -მართლა წაგიყვან-გაეცინა ჩემს რეაქციაზე -მაგიტომ არ გეუბნები-გავბრაზდი მე -მაშინ მე წაგიყვან -მითხრა მომღიმარი სახით, გასაღები ტელეფონი და პერანგი აიღო და გარეთ ერთად გამოვედით. ამ სასიამოვნო ეიფორიიდან ალექსანდრეს გამოჩენამ გამომიყვანა რომელიც სკოლასთან დაგვიხვდა დილით მე და ანას, მე ის მაშინვე სკოლაში შევიყვანე და ვკითხე თუ რა უნდოდა ჩვენგან, თავს რატომ არ გვანებებდა, არაფერი მიპასუხა ისე წავიდა... აი ასე გააგგრძელა ჩვენი წამება მთი კვირა, ანა სერიოზულად დაშინდა, სკოლაში აღარ მომყვებოდა უკვე...ძალიან ცუდად ვიყავი მეც, მივხვდი რომ აქ ანას სანახავად მოდიოდა, რაღაცას გრძნობდა, ამიტომ ერთ საღამოს მამას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე კაფეში, თორნიკესაც დავურეკე და ორივეს გამოვუცხადე რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ამ საკითხზე რადგან ის ყოველდღე სკოლასთან გვხვდებოდა მე და ანას, დედა ცუდად იყო ამიტომ სკოლᲐში ვერ დადიოდა...ანა მე დამყავდა და არაფერი იცოდა ამ ყველაფერზე -მგონი ჯობია ავუხსნათ ყველაფერი-გვირჩია თორნიკემ -ჰო თინიმ უკვე შემჭამა-თქვა მამაჩემმა -მაგრამ ვიცი ეგ ნაბიჭვარ. ანას არ გაუფრთხილდება -მამა ვცადოთ-ვუთხარი ყოყმანით-მთელი კვირაა ამაზე ვფიქრობ მამა, რადგან ასე იქცევა ესეიგი უკვე მყარი ეჭვები აქვს... -აქვს კი არა დარწმუნებულია-მითხრა თორნიკემ -ისე აქამდე რატომ არ გვითხარი რომ ყოველ დილით სკოლასთან გხვდებოდათ? ასე რომ განერვიულებდათ? მე კიდევ მიკვირდა მთელი კვირა შეხვედრაზე უარს რატომ მეუბნებოდი... -ვფიქრობდი რომ გაჩერდებოდა, მეგონა შეწყვეტდა ჩვენს წვალებას, დღეს ანა სკოლაში აღარ გამომყვა მეშინიაო, ამიტომ გადავწყვიტე დაგლაპარაკებოᲓით -მარიამ კიდევ ვერ ხვდები რომ საქმე შეშლილთან გვაქვს?-გაბრაზდა მამაჩემი -გაგიტაცა იმ ავადმყოფმა და დაგჭრა-ლამის მიყვირა -და გეგონა გაჩერდებოდა? -ჰო მაგრამ -რა მაგრამ მარიამ? ის ანასთვისაც საშიშია -მარიამ ანას როგორ აპირებ რომ აუხსნა? -შემომხედა თორნიკემ -არვიცი -ცრემები მომეძალა -იმიტომ გეუბნებით ამ ყველაფერს თქვენ რომ დამეხმაროთ... -იქნებ ანას არაფერი არ უთხრას?-თავს იიმედებდა მამა -ამის მართლა გჯერათ ბატონო გოგა?-დაეჭვებით ჰკითხა თორნიკემ -რა თქმა უნდა არა შვილო-გულწრფელად უთხრა მამამ -მაგრამ ეს გარდაუვალია-ვთქვი მე და ცრემლები ჩამომცვივდა -არცერთი სასამართლო მას Ბავშვს არ გადასცემს-მითხრა თორნიკემ და ხელი ჩამკიდა-ნუ გეშინია ანას ვერ წაგართმევთ-მითხრა გასამხნევებლად -ასეა-გამამხნევა მამამ-ადვოკატმა მითხრა რომ ვერფერს იზამსო -ჰო მაგრამ ანას ეს როგორ უნდა ავუხსნა? როგორ ვაიძულო რომ ეს ტკივილი გადაიტანოს?-ცრემლები ჩამომცვივდა -ის ხომ ჯერ სულ ბავშვია, იმის გააზრება რომ იმ არაკაცის შვილია და დედა არ ჰყავს საშინელ ტრამვას მიაყენებს...ის ამ ტკივილს ვერ გაუძლებს... დედას ვეღარ დამიძახებს! ვიცი! ამის შემდეგ ამ ტრამვით როგორ უნდა განაგრძოს ცხოვრება? როგორ შეძლებს ამ ყველაფრის ატანას? -მარიამ წინასწარ ნუ გიჟდები შვილო, ვცადოთ იქნებ გაიგოს, იქნებ შეიგნოს...იქნებ ანასთვის არაფერის თქმა არ დაგვჭირდეს, მის რეაქციას დაველოდოთ -მამა ხომ იცი რომ ასე არ იქნება -სხვა გზა მაინც არაა... -მამა არ მინდა -მარიამ პირველივე შესაძლებლობისთანავე ავუხსნათ ყველაფერი , ყველაფერი მოვუყვეთ, ვცადოთ დავარწმუნოთ...-მითხრა მამამ და ხმა ჩაუწყდა -მარიამ ჯერ მას დაველაპარაკოთ და მისი რეაქციის მიხედვით ვიმოქმედოთ, თუ გაგიჟდება და ძაან გაჭედავს, ანას მშვიდად დაისვამ და აუხსნი ყველაფერს, ჭკვიანი გოგოა და მოგისმენს... -თორნიკე -თუ თავად ეტყვის ყველაფერს ხომ იცი უარესი მოხდება, ცხოვრებას დაუნგრევს ბავშვს -ვიცი ვიცი მაგრამ ძალიან მიჭირს -სხვა გზა არაა ესაა ერთადერთი გამოსავალი. იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებდა ანას რისი გადატანაც მოუწევდა სიმართლის გაგების შემთხვევაში, ძალიან ცუდად ვიყავი, შიშისგან ღამეები არ მეძინა, ყველგან ალექსანდრეს სახე მელანდებოდა, კიდევ ერთი ჯოჯოხეთი მელოდა წინ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავდი ჯერ დედაჩემისთვის უნდა ამეხსნა ყველაფერი... უნდა მომეყოლა სიმართლე მისთვის, ყველაფერი ის რასაც აქამდე ვუმალავდი... მივხვდი რომ ამ ჯერადაც შეცდომა დავუშვი... ნელ-ნელა რომ გაეგო მისი ქცევების შესახებ ასეთი საშინელი ტკივილის გადატანა არ მოუწევდა დედას -დედა ალექსანდრეზე მინდა გელაპარაკო-დავიწყე ერთ საღამოს ლაპარაკი -გთხოვ დედა მაგ ავადმყოფზე არაფერი არ მითხრა -დედა მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს-ვუთხარი აცრეიანები თვალებით -მარიამ გთხოვ დედა-ნანას ხმა გაებზარა -დედა მას ეჭვები აქვს ანაზე-ვეღარ გაწელე და პირდაპირ ვუთხარი -არა-გადაფითრდა დედაჩემი -დედა გთხოვ-ძალიან შემეშინდა, წამში ისე წაეშალა სახე -მარიამ -დედა მან სიმართლე უნდა გაიგოს, იქნებ ასე დავარწმუნოთ რომ გაჩერდეს -მარიამ !-მიყვირა გაცეცხლებულმა -თუბთავად გაარკვევს და ანას სიმართლეს ეტყვის ხვდები რა მოხდება? -არა არა და არა-გაგიჟდა დედაჩემი მოკლეთ საშინელი ღამე გადავიტანე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.