ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 6)
- არ გინდა, - ჩუმად ამოიბუტბუტა დინამ. - გონს მოხვედი? უკეთ ხარ? - შეშინებული უცქერდა. - დამეხმარე ლოგინამდე, რომ მივიდე. აჩიმ ხელში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა. - რა დაგემართა? - თმები გადაუწია, - ძალიან შემეშინდა. - იცის, ასე. პერიოდულად მიმდის გული. - რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა აჩის, - ამას ასე მშვიდად რატომ მეუბნები? ნორმალური ხაარ? - ნწ, არა არ ვარ, - გაეცინა დინას, - უბრალოდ სტრესის ფონზე მემართება ასე. - დღეს ინერვიულე რამეზე? - კი, - თავი დაუქნია, - ნტასათან ვიყავი, ეფემიაც იქ იყო და იცი რაა? ცოტა ნატაზე გავბრაზდი. - რატომ? - გავიგე, რომ ეფემიას არ მოვწონვარ, არ შეიძლება ყველას მოსწონდე, მაგრამ მიკვირს ნატაზე ასეთი დიდი გავლენა რატომ მოახდინა. - აბა რა, გავლენა? - გოგოები ხო თბილისში სწავლობენ, ბინას ეძებდნენ საბურთალოს ტერიტორიაზე და მეც დავეხმარე და ბებიაჩემის ბინა, რომელსაც სამას დოლარად აქირავებდა 500 ლარად მივაქირავე, ოღონდ არ მითქვამს, რომ ჩემი იყო. ვიცოდი ნატა გააპროტესტებდა და 300 დოლარის გადახდას მოითხოვდა. ეფემიამ არ ვიცი როგორ გაარკვია ეს ამბავი და ნატასთან მისულს ისეთი სცენები გამიმართა. - შეაჟრჟოლა დინას, - ნუ ახლა ეფემიას არ მოვწონვარ, მაგრამ ნატა თითქოს შორიდან აკვირდებოდა ამ ყველაფერს, არც დაცვა უცდია, არც გაჩერება... - ოო, ეფემიას მეც ვაკვირდები, თითქოს უნდა, რომ გმართოს მის ჭკუაზე, მაგრამ ვერ გიპოვა აღვირი, რომლითაც მოგქაჩავს და ახლა ბინძური თამაშები დაიწყო? - თავი გადააქნია აჩიმ. - ხომ იცი არა? რომ ნეგატიურ ადამიანებს დრო არ უნდა დაუთმო, ისინი მხოლოდ თავისი ნეგატივით სულდგმულობენ, თუ მათ ვერ ცვლი, მაშინ უნდა გაეცალო და იცხოვრო შენ შენს ლამაზ სამყაროში, იყო ის ვინც ხარ და არავის გამო არ უნდა შეიცვალო. - არავის გამო არ უნდა შეიცვალო... - წამოჯდა დინამ, - არადა იყო დრო, რომ ყველას გამო ვიცვლებოდი... ვცდილობდი, ყველას ხასიათს, განწყობას მოვრგებოდი... გული არავისთვის მეტკინა, მაგრამ ყველაზე მეტად იმათგან უნდა ელოდო ზურგში ლახვარს, ვის გამოც ცდილობ შეიცვალო... - ხო სამწუხაროდ, ასე ხდება... - თავი ჩახარა მერკვილაძემ, - რატომ დგები? - ნუტელიანი პური მინდა. - შესცინა, - თუ გიყვარს, შენც გაგიკეთებ. - მე უფრო ნუტელიანი ტუჩები მიყვარს, - ჩაიბუტბუტა აჩიმ. - გავიგონე, - ცალი წარბი ასწია დინამ და ქვემოდან ახედა ბიჭს. - ხო, კაი. - მდივანზე დაჯდა აჩი. დინა სამზარეულოდან ყავის ჭიქებით გამოვიდა. - ვიცი, ჩემს ყავაზე უარს არ იტყვი, - გემრიელად ჩაკბიჩა პური. - მოდი აქ, შე თხუპნია, - აჩი მისკენ დაიხარა და ტუჩის კუთხესთან ხელით შოკოლადი მოსწმინდა, წამით სუნთქვა შეწყვიტეს, მათ შორის კი ისეთი მიზიდულობის ძალა წარმოიშვა, რომ არა დინას სისხარტე, მათი ტუჩები ვნებით შეერთდებოდნენ. - კიდე მაქვს დასვრილი? - სწრაფად წამოხტა დინა და სარკეში ჩაიხედა, ცდილობდა გულის გამალებული ძგერა სუნთქვით დაერეგულებინა. - არა, ახლა აღარ. - უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ის, როგორ მითხარი? - აგრძელებდა დინა სიტუაციის განმუხტვას, - მოიცადე, სასწრაფოს დავურეკავო? სად წავიდოდი, გონებადაკარგული? - ისე ავღელდი, ასეთ მდგომარეობაში, რომ დაგინახე... - შუბლი მოისრისა. - ნატამ, რომ მიპოვა სამსახურში ასეთ მდგომარეობაში, გამაქცია ეგრევე საავადმყოფოში. მაშინ მართლა დიდხანს წამივიდა გული. - დინა, - მკაცრად გაისმა ადვოკატის ხმა, - გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? - რატომ? - გულუბრყვილოდ იკითხა დიდმანიძემ. - გული ასე მიგდის, ხანდახან საავადმყოფოშიც კი ხვდები და მე ამის შესახებ რატომ არ ვიცოდი? ან მარტო როგორ ცხოვრობ? მორჩა, ჩემთან გადმოდი. - კარგად ხარ? - შუბლზე ხელი მიადო ბიჭს დინამ, - წლებია ასე ვცხოვრობ, მაგრამ არ მომკვდარვარ. მადლობა შემოთავაზებისათვის, მაგრამ ჩემთვის მარტო მირჩევნია. - მაშინ გასაღები მომეცი. - რა გასაღები? - რომ დავრეკავ ზარს და არ მიპასუხებ, რომ შემოვიდე. ტუჩებს ნუ პრუწკავ, უარი არ მიიღება! *** - დინა? ასე ადრიანად რამ მოგიყვანა? - საათს გახედა ნატამ. - ღამით ცუდად მეძინა. დილით დრო ამერია და ამიტომ... - დაღლილი ხმით ამოილპარაკა დიდმანიძემ. - ცუდად რატომ გეძინა? - გონება ისევ დავკარგე... - თვალები უმწეოდ მილულა. - მერე? - სკამზე მოწყვეტით ჩაეშვა ნატა, - ახლა როგორ ხარ? - აჩიმ მიპოვა და იზრუნა ჩემზე. - დინა, ვიცი ეს რატომაც მოხდა, მინდა, რომ ბოდიში მოგიხადო... - ხელების კანკალს ვერაფრით იჩერებდა ნატა, - ეფემიამ, ცოტა, გადააჭარბა. - ნატა, ფარშავანგზე იცი იგავი? - არა... - თავი გააქნია უარის ნიშნად. - ერთ ტრიალ მინდორზე ფარშავანგი სეირნობდა, მისი სილამაზით მოჯადოებული ორი გამვლელი კი იდგა და უცქერდა. ერთმა თქვა, რომ ფარშავანგის მსგავსი საუცხოო ფრინველი დედამიწაზე არ არსებობდა, მეორე არ დაეთანხმა, რადგან ფარშავანგის უშნო ფეხები და საზარელი ყივილის ხმა არ მოსწონდა და გზა განაგრძეს. ამ საუაბარს პატარა გოგონა შეესწრო და დედას ჰკითხა თუ რომელი კაცი იყო მართალი. დედამ უპასუხა, რომ ორივე ცდებოდა, რადგან ერთი ფარშევანგში მხოლოდ დადებითს, ხოლო მეორე მხოლოდ უარყოფითს ხედავდა. - კარგი იგავია, მაგრამ რა შუაშია ჩვენს საუბართან? - იყო დრო, როდესაც მეც იმ ორი კაცივით ვიყავი, ადამიანში ან დადებითს ვხედავდი ან უარყოფითს. მხოლოდ ერთი მხრიდან აღვიქვამდი და ბევრი შეცდომა დავუშვი ამის გამო. ახლა ვიცი, რომ ადამიანი მედალიონივითა ორ მხრიანია! იმისთვის, რომ ისინი მიიღო ან მიგიღონ კარგად უნდა შეისწავლო მათი მხარეები. ეფემიას ვაკვირდები და გული არ მომდის, რადგან ის ჩემში მხოლოდ უარყოფით ადამიანს ხედავს, რადგან არ ცდილობს ჩემში დადებითი იპოვოს ან თუ ცდილობს, იმასაც როგორც უარყოფითს ისე აღიქვამს... იცი, ადამიანების ქცევების გამო, თავი ბევრჯერ მიგვრძნია ცუდად, მაგრამ არის ამაში რაღაც დადებითი, ხალხს უკეთ ვიცნობ, ის ადამიანები ვინც თავს მეგობრებად ასაღებდნენ, საკუთარ თავს ყოველთვის ავლენენ. - გამარჯობათ, გოგონებო. - ოფისში ბატონი თენგო შემოვიდა. - გაგიმარჯოს ბატონო თენგო. - რატომ ხართ მოწყენილები? - გამოცდილმა თვალმა სწარფად შეამჩნია გოგონებს შორის არსებული დაძაბულობა. - არაფერი, რაღაც საკითხს განვიხილავდით. - გაღიმება სცადა ნატამ. - ძალიან კარგი, - კაბინეტისკენ გაემართა ნოტარიუსი, - იცით, - შებრუნდა გოგონებისკენ, - ხანდახან ცხოვრება დარტყმებს გვაყენებს, ხანდახან მოულოდნელად და დაუმსახურებლად ხდება ცუდი რაღაცეები, სამწუხაროდ, რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. სისუსტე ცხოვრების ურთულეს გზაზე არ გამოგვადგება. - გეთხნმებით, ბატონო თენგო. - სავარძელში გასწორდა დინა, - ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ცხოვრების გზაჯვარედინებში ვიპოვოთ ჩვენი მიმართულების გზა. - რა კარგია ყველა აქ, რომ ხართ. - ოფისში ქალბატონი ეთერი შემოვიდა. - ოღონდ ეს არა, - თვალები გადაატრიალა ყველამ. - თენგო გცალია? - ახლა არა, უნდა დამელოდო. - კარგი, მანამდე გოგოებს გავესაუბრები, - დინას წინ დადგა და ათვალიერებდა. - ასე რატომ მაკვირდებით? - უხერხულად იგრძნო თავი. - ცოტა მოგიზრდია თმა. - აჰ, ხო. - თმაზე ხელი გადაისვა დინამ. - ამ საქმეებს, რომ მოვრჩები, მერე ჭიათურის მარგანეცს უნდა მივადგე. - იქ რა გინდათ? - ჰმ, რას ნიშნავს რა მინდა? აქციების საკონტროლო პაკეტი უნდა დავიბრუნო. - აა, გასაგებია. - თავი უიმედოდ გადააქნია ნატამ. - ამ კაცს აქ რა უნდა? - ზიზღნარევი მზერა გააყოლა შემოსულს ეთერიმ. - საქმეზეა მოსული. - ოხ, ოხ როგორ ვერ ვიტან! - რატომ? - ჩემს დაქალს, მაგან ჩაუშალა ბედი. ქორწილი უნდა ჰქონოდათ ჩემს დაქალ მედეას და ტარიელს, მაგრამ ამან რა მოჩმახა არ ვიცი. ქორწილი ჩაიშალა. - გასაგებია, - თავი დაუქნია დინამ, თან დოკუმენტებს ამზადებდა. - მაგრამ, გამოჩნდა სხვა ტარიელი. - თვალი ჩაუკრა გოგონებს, - ისეთი კარგი ვაჟკაცია, გამიბედნიერებს ჩემს მედეას. თუმცა ვაფრთხილებ, რომ როგორც თამარ მეფის შთამომავალს, სიფრთხილე მართებს, რომ მასაც ისე არ უღალატონ, როგორც თამარ მეფეს უღალატა გიორგი რუსმა. - უკაცრავად, მედეა თამარ მეფის რა არის? - შვილთა შვილთა შვილთა და ა.შ შვილთაშვილი. - ღმერთო ჩემო. - ლოყები შიგნიდან დაიკბინა დინამ, სიცილი, რომ შეეკავებინა. - ახლა, ვაფრთხილებ, რომ სანამ ხელს არ მოაწერენ ერთად არ იცხოვრონ. - რატომ? - იმიტომ, რომ ეგ ხო საყვარლობა გამოდის და არა ცოლ-ქმრობა? - ნატა, მე ჰაერზე გავალ. - წამოდგა დინა და ოფისიდან გარეთ გავარდა. - ჩემი, ლამაზი, მეზობელი გარეთ რატომ დგას? - მზრუნველი თვალებით უღიმოდა აჩი. - მეზობელო კარისაო, როგორ ხარ? - მე კარგად და შენ? თავბრუ ხომ არ გეხვევა? სუსტად ხომ არ ხარ? - არა, კარგად ვარ დღეს. უბრალოდ, მეძინება. - კარგად უნდა იყო, უნდა დასივენო. ადრე დაწექი, რომ მიხვალ. მე მაინც გვიან მოვალ და ვერ გესტუმრები. - აჰ, სტუმრობას აპირებდი და რამე? - გაეცინა დინას. - სტუმრობას რა. გასაღები კი მაქვს და როცა მინდა შემოვალ. - ძალიან შარში ვარ. - თვალები გადაატრიალა დინამ, - ბებიაჩემმა ეს, რომ იცოდეს ... - წინააღმდეგი იქნებოდა? - სავარაუდოდ... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა დინამ და ოფისში გაუჩინარდა. *** - უაკცრავად, ადვოკატი აჩი მერკვილაძე აქ არის? - ოფისში ორი ქალბატონი შევიდა. - დიახ, მობრძანდით. - წამოდგა აჩი. - გამარჯობათ, გუშინ, რომ გესაუბრეთ ანდერძის თაობაზე. - აჰ, დიახ. დაბრძანდით. - გთხოვთ, ინებეთ ანდერძი და სხვა დოკუმენტები, რაც იყო ყველაფერი წამოვიღე. - კარგით, - საბუთები გამოართვა ადვოკატმა და კითხვას შეუდგა. - თქვენი სახელი, რომ მითხრათ. - მე მარიეტა, ეს კიდე ჩემი დაიკო, თეა. - როგორც საბუთებიდან ჩანს უკვე ანდერძის პირობები შესრულებულია, ქონებები ისე გაქვთ გაფორმებული, როგორც მამკვიდრებელმა გიანდერძათ. მიზეზი თქვენი აქ მოსვლის იქნებ ამიხსნათ? - იცით, ჩემი აზრით, მამაჩემმა არასწორად გაჰყო ქონება. ჩემს დას, მხოლოდ თბილისის ბინა უანდერძა, მე კი მისი კომერციული ფართები, კერძო სახლი და ორი მანქანა, ნუ დედას კიდე ცალკე. მას არ ვეხები. - მერე? - ვფიქრობ მამაჩემი ეგოისტურად მოიქცა, ბოლო წლებში რაც ჩვენი უფროსი და გარდაიცავლა, ძალიან ჩაიკეტა და მე მომეჯაჭვა მთლიანად, რადგან ალბათ მასთან ერთად ვცხოვრობდი. ეს საკითხი კი ძალიან მაწუხებს, თითქოს ჩემი შუათანა და დაიჩაგრა. მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცე? მე უნდა ვუანდერძო ჩემს დას აქედან რამე თუ როგორ უნდა მოვიქცე? უი, უკაცრავად, - მობილურს დახედა, - უნდა ვუპასუხო. - და გარეთ გავიდა. - ქალბატონო თეა. - აჩი ჩუმად მყოფ ქალს მიუბრუნდა. - თქვენ იცით, რომ ანდერძის გაპროტესტება დაუშვებელია? - იცით, მე სრულებით კმაყოფილი ვარ იმით რაც მამამ დამიტოვა. - სევდიანი იყო მისი ხმა, - ჩემი და ფიქრობს, რომ არასწორად მომექცა მამა, მაგრამ ეს ხომ მისი უფლება იყო? მე გული საერთოდ არ მწყდება... როცა ემოციური კავშირი გაწყდა... - ემოციური კავშირი? - დიახ, ემოციური კავშირი. - ხელის თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში, - იცით სადღაც წავიკითხე, ურთიერთობებში სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს და არა ერთად ყოფნის „საჭიროება“-ო, მაგრამ თუ დავუკვირდებით მთავარი მაინც ემოციური კავშირი და ადამიანზე გაწეული ამაგია. თუ შვილთან, მშობელთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან ეს ემოციური კავშირი გაწყდა, რაც სიყვარულს აცოცხლებს, დამიჯერეთ იქ ყველაფერი უცხოვდება! ადამიანები ერთმანეთს ემოციურად უკავშირდებიან. რა არის ემოცია? ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება რაღაც ობიექტის, ადამიანის და სამყაროს მიმართ. ემოცია არის ისეთი რამ, რაც ხანგრძლივად გაჰყვება ადამიანს. აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში და უფრო და უფრო ვეჯაჭვებით იმ ადამიანს, ვინც ჩვენში ამ ემოციებს აღძრავს, მაგრამ თუ ეს კავშირი იწყებს გაქრობას, საბოლოოდ ვღებულობთ ფორმარულ ურთიერთობებს. მეც ეს შედეგი მაქვს, - ტკივილი გამოეხატა სახეზე და თავი დახარა, - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდიდან დაიწყო ამ კავშირის გაქრობა ჩემს და მშობლებს შორის? იქნებ მაშინ როდესაც ჩემი უფროსი და გარდაიცვალა? ან იქნებ მეტი ადრე? ან ოჯახი რომ შევქმენი და ცალკე გადავედი? თუმცა, გული იმაზე კი არ მწყდება, რომ მამამ მხოლოდ ერთი ბინა დამიტოვა... არა... - ხმა აუთრთოლდა, ტუჩები მოკუმა, ცდილობდა შინაგანი განცდები ეკონტროლებინა, - იმაზე, რომ ბოლო წლებში ჩვენს შორის ის სითბო და სიყვარული აღარ იყო, თავს უცხოდ და გარიყულად ვგრძნობდი საკუთარი მშობლების სახლში და მამა ისე წავიდა, ვერ გავიგე ჩემით ოდესმე ამაყობდა თუ არა... - უკაცრავად, - შემოვიდა მარიეტა, - დიდხანს გამიგრძელდა საუბარი, ბუღალტერი მირეკავდა. - არაუშავს. - როგორ მოვიქცეთ, ბატონო აჩი? - ანუ თქვენ გსურთ თქვენს დას თქვენი წილი ქონებიდან რომელიმე ქონება დაუთმოთ? - დიახ. - მაშინ ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმოთ. - მარიეტა, იქნებ ჯერ არ გვეჩქარა... - სცადა ისევ დის შეჩერება თეამ. - შენ თუ მოგისმენ, ყველაფერზე იტყვი უარს. მე კი მთელი ცხოვრება სინდისის ქეჯნა მომკლავს, ჩემს დისშვილებს როგორ უნდა ვუყურო თვალებში? ამიტომ წყნარად იყავი, მამას რა ეტაკა არ ვიცი, ამიტომ მე გამოვასწორებ დაშვებულ შეცდომებს. სად უნდა გავაფორმოთ ჩუქების ხელშეკრულება, ბატონო აჩი? - ე.ი აგიხსნით : ჩუქების ხელშეკრულებით ადამიანი უსასყიდლოდ გადასცემს მეორე პირს თავის საკუთრებას. იმისათვის, რომ მჩუქებელმა ქონება გადასცეს, დასაჩუქრებულის თანხმობაა საჭირო. თუ მეორე მხარე თანახმა არ არის, ასეთ ჩუქებას ძალა არ ექნება. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჯობია მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმოთ. უძრავ ქონების შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს, ან ჩუქების აქტი ნოტარიუსმა უნდა გააფორმოს. თუ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სანოტარო წესით არ არის გაფორმებული, მას იურიდიული ძალა არ ექნება და საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირებთ. ჩუქების ხელშეკრულებას მხარეებმა შეიძლება ხელი მოაწეროთ საჯარო რეესტრში. ეს ორგანო დაარეგისტრირებს ქონებას ან ნივთს მიმღების სახელზე, როგორც ეს ნასყიდობის შემთხვევაში ხდება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას - ტექნიკას, ავტომობილს, ან სხვა ნივთებს, მათი ჩუქების შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ არის. - აჰა, ძალიან კარგი ბატონო აჩი. მგონი თქვენს გვერდითაა სანოტარო ბიურო და ბარემ რადგან მოსულები ვართ გავაფორმებთ ხელშეკრულებას. - კი, ნება თქვენია. - წამოდგა ადვოკატი. - მადლობა, კონსულტაციისთვის. წარმატებები. - დაემშვიდობნენ და ოფისი დატოვეს. - მეზობელო, - ღია კარებში ანიშნა დინას აჩიმ, - შენს გემრიელ ყავას არ მომიმზადებ? პროცესზე მივდივარ და გამომაფხიზლებს. - ჩემი მოუშორებელი ტკიპა ხარ , რომ გაკვირდები, - სამზარეულოში გავიდა დიდმანიძე და წყალი დაადგა. - არ გაქვს ახლა შენ მასეთი გული, ვიცი როგორი თბილი და მზრუნველია... - ბოლთის ცემას შეუდგა ოთახში ადვოკატი. - მზადაა თქვენი შეკვეთა, თქვენზე 10 ლარია. აჩიი, აქ ვართ. - აჰ, ფიქრებს გავყევი... - ჩამოჯდა სკამზე. - დინა, ემოციური კავშირი ურთიერთობებში სიყვარულზე უფრო მთავარია? - ემოცია იწვევს სიყვარულს... თუ ემოციას არ იწვევს შენში ადამიანი ის არ გიყვარდება ხომ? - მშობლებს და შვილებსაც ემოციური კავშირი აკავშირებთ? ნუთუ ეს ძაფი წყდება? - იცი, ყველაზე მტკივნეულია ემოციური კავშირის გაწყვეტა... შენ ხომ დღემდე გიჭირს, ვერ ეგუები სერგოს დაკარგვას? ეს ემოცია, ტკივილის, მონატრების დიდხანს გაგყვება... მერე ნელნელა გაუფერულდება და იშვიათად შეგახსენებს თავს. ჩემი მშობლები, როდესაც წავიდნენ, მე ძლიერი შოკი მივიღე, ძალიან გამიჭირდა მათთან განშორება, იმ ემოციური ჯაჭვის გაწყვეტა, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა... როდესაც ერთი წლის წინ მათთან ჩავედი, მეგონა ძველი ემოციური კავშირი ჩვენს შორის აღგებოდა... მაგრამ დრომ მაინც თავისი ქნა... მე უფრო ცივი ემოცია და ურთიერთობა მაქვს მშობლებთან, ისინი კი მაქსიმუმს აკეთებენ იმ კავშირის აღსადგენად რაც ჩვენს შორის იყო... თუმცა 15 წლიან უწყვეტ უკუკავშირს, იმ განვლილ დროს ვერავინ ვერ დააბრუნებს... თითქოს შინაგანი პროტესტის გამო, ბოლო დროს ყველასთან ვბლოკავ ემოციურ კავშირს... - ჩემთანაც? - სიჩუმე ჩამოვარდა, დიდხანს ისხდნენ ისე, რომ ხმა არცერთს არ ამოუღია. - დუმილი თანხმობის ნიშნად მივიჩნიო? მბლოკავ? - სახე ახლოს მიუტანა, დინამ აჩის მწველ მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა. – ok. - წამოდგა მერკვილაძე, - ახლა პროცესზე მეჩქარება და მერე ვისაუბროთ, ჩვენს ემოციურ კავშირებზე. - აჰ, რა ვუყო ამ ბიჭს? - კარებს მიაშტერდა დინა, - რა ვუყო იმ ემოციებს, რასაც ეს ბიჭი იწვევს ჩემში? აჰჰ, - მუჭები შეკრა, - სად ხარ ცივო და გულქვა დინავ? არ არის საჭირო ისევ დაბრუნდეს ემოციებით სავსე დინა, მიჯაჭვულობა კარგს არ მომიტანს... არადა რა ვქნა თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ მასთან, როგორც თევზი წყალში... დინა, არ აჰყვე ემოციებს... დინა, ხომ გესმის რასაც გეუბნები? დი - ნა ?!... - საკუთარ თავს აფრთხილებდა დიდმანიძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.