შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სულის მელოდია (მეოთხე თავი)


26-12-2020, 12:16
ავტორი არტემიდე
ნანახია 926

-ანაბელ, უკვე თერთმეტი საათია ადექი! უნდა ივარჯიშო!-ყურში ჩამესმის ლანას ხმა და მეც დენდარტყმულივით ვაშორებ თავს კომფორტულ ბალიშს.
-2 წუთში მოვალ-ნახევრად მძინარე ვამბობ და ვცდილობ შეწებებული წამწამები ერთმანეთს მოვაშორო. წამოდგომას ვცდილობ და ფეხის ტკივილი სახეს მიმანჭავს. საბანს ვწევ და ჩემს შეხვეულ ფეხს დავყურებ. ესეიგი არ დამსიზმრებია, ალბათ, აქამდე ალექსანდრემ მომიყვანა,მაგრამ ლანამ იცის? სახლში ისე ვერ შემომიყვანდა მას რომ არ გაეგო...
-ანაბელ!-მესმის ისევ მისი ხმა და ლოგინიდან ძლივს ვდგები. დიდ ვსიტერს და სქელ შარვალს ვიცვამ, რომ ბინტი დავმალო და ოთახიდან კოჭლობით გავდივარ. მისაღებ ოთახში სანამ შევალ, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და გამართულად შევდივარ.
-გუშინ როდის მოხვედი ვერ გავიგე?-მეკითხება და რაღაც საგნებს დებს მაგიდაზე. გამოდის, რომ არ იცის გუშინ რაც მოხდა.
-ფილმის მერე რაღაც გადაცემას ვუყურეთ და ცოტა გვიან მომიწია წამოსვლა. კარი გასაღებით გავაღე. შენ გეძინა, რომ მოვედი-ისევ ტყუილს ვამბობ, სკამზე ვჯდები და თემას ვცვლი-დღესაც ის უნდა გავიმეოროთ?
-არა. როგორც ჩანს, შელოცვების მაგიას არ ფლობ. დღეს ტელეკინეზში ვივარჯიშებთ-ამბობს და წინ რამდენიმე ნივთს მიდებს-შეეცადე ესენი ასწიო ჰაერში. ყურადღება მხოლოდ მათზე გაამახვილე და მერე წარმოიდგინე, როგორ წევ გონების ძალით.
კარგი! ამჯერად უნდა გამომივიდეს. მიდი, შენ ამას შეძლებ. საკუთარ თავს ვამხნევებ და ჩემ წინ დადებულ ნივთს ვუყურებ.
-ნუ იძაბები, ცოტა მოეშვი.
-კარგი-ვამბობ და პირიდან ჰაერს ვუშვებ, მერე უფრო მშვიდად ვუყურებ საგანს და წარმოვიდგენ როგორ ადის ნელ-ნელა ზევით. ჩემს გონებაში განვითარებული მოვლენები რეალურში გადმოდის და ვხედავ, როგორ ცურავს ჰაერში ჩემ წინ დადებული ჭიქა. მოულოდნელობისგან მეღიმება და ვცდილობ ისევე ფრთხილად დავდო მაგიდაზე. ასეც ხდება.
-კარგია, ყოჩაღ! ახლა ეცადე უფრო დიდი ხანი გააჩერო ჰაერში-ღრმად ვსუნთქავ და ისევ ყურადღებით ვუყურებ ნივთს. ისიც ჰაერში ადის და ჩერდებ–სანამ არ გეტყვი არ ჩამოსწიო.
მეც მას ვემორჩილები და ვცდილობ საგანმა წონასწორობა არ დაკარგოს, მაგრამ არც ისე ადვილია, როგორც ჟღერს. რამდენიმე წუთი ასე ვაჩერებ და ვხვდები, რომ ახლა ჩამომივარდება.
-ლანა, მეტი აღარ შემიძლია!
-მოითმინე, ჯერ არ ჩამოსწიო!
"კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც"ვამხნევებ საკუთარ თავს და ვცდილობ კუნთები მოვადუნო, თუმცა არ გამოდის.
-კარგი გეყოფა-მეუბნება და ჭიქაც ჰაერიდან სწრაფად ეშვება. რამდენიმე საათი მასწავლიდა. ხან გამოდიოდა, ხან- არა.
-ჯერ ჯერობით დაისვენე. საღამოს გავაგრძელოთ-მეუბნება ბოლოს.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ!
-მითხარი რომ ადელაინის... დედას მასწავლებელი იყავი-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მეც განვაგრძობ-შეიძლება გავიგო რას ასწავლიდი?
-წყალი რომ მართო, საკმარისია ნიჭი და ცოტაოდენი მონდომება. მითუმეტეს ნიმფებს ეს არასდროს უჭირთ, თუმცა ერთია შეგეძლოს მისი მართვა და მეორეა-მისი გესმოდეს. შენს სტიქიას კარგად რომ ფლობდე, აუცილებელია, მისი გესმოდეს. დედაშენს მუსიკას ვასწავლიდი, მაგრამ ჩვეულებრივ მუსიკას არა, არამედ წყლის მუსიკას.
-წყლის მუსიკას?-ვიმეორებ გაკვირვებული.
-წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად ძლიერი სტიქიაა. ის გისმენს, სწავლობს და იმახსოვრებს. სხვადასხვა მელოდიისას წვეთის სტრუქტურას ცვლის და სწორედ ასე ცდილობს ინფორმაცია მოგაწოდოს.
-და შენ...
-დედაჩემი წყლის მმართველი იყო, ამიტომ მე მხოლოდ ნახევრად ვფლობ ამ სტიქიას. მისი მხოლოდ მესმის.
-გასაგებია და... ალექსანდრე ხომ სინათლის სამეფოდანაა? ანუ მას ჰაერის მართვა შეუძლია?
-რამდენადაც ვიცი არა. მითხრა, რომ სამხედრო სასწავლებელში დადიოდა და მაგიას სწავლობს.
-სამხედრო სასწავლებელი?
-დაახლოებით ისეა, როგორც აქ პოლიცია და სამხედრო თავდაცვა. ისინი წესრიგის დამყარებაში ეხმარებიან სამეფოებს და სხვა განზომილებიდან გადმოსულ არსებებს ებრძვიან.
-და ის თუ გითხრა აქ რას აკეთებს?
-აქ?
-ანუ დედამიწაზე-ვამბობ და აკიბევული ჩაიდნის გამოსართველად გავდივარ სამზარეულოში.
-და შენ რატომ არ ეკითხები, განა იკბინება?-კითხვაზე კითხვით მპასუხობს და მიუხედავად იმისა რომ სამზარეულოდან მისი სახის გამომეტყველებას ვერ ვხედა, ვხვდები, ამას ღიმილით მეკითხება.
-მასთან ლაპარაკი არ მიყვარს, ზედმეტად ფარშევანგია-ვამბობ და ცხელ წყალს ფინჯნებში ვასხამ.
-ასე ფიქრობ?
-კი არ ვფიქრობ, ასეა. განა თვითონ ვერ ხედავ, როგორ იქცევა? ჰგონია, ყველა მის გარშემო ტრიალებს. აუცილებელი არაა, ყველას მოეწონოს!-ვამბობ და ფინჯნებით იმ ოთახში შევდივარ, სადაც ლანაა.
-მადლობა-მეუბნება და ისევ განაგრძობს-მოწონებაზე რატომ ამახვილებ ყურადღებას?
-ისე... არ ვიცი-მართლა უბრალოდ ვთქვი.
-ხო? არც მე ვიცი მაშინ-მეუბენა და ისევ ეღიმება.
-სერიოზულად? ახლა მაგ კუდაბზიკაზე უნდა ვისაუბროთ? ან ნამიოკებით რატომ მელაპარაკები? მე უბრალოდ გკითხე-ვეუბნები და წარბებს ვჭმუხნი.
–მეც უბრალოდ გიპასუხე...სხვათაშორის საღამოს მოვა.
–რატომ?
–გადავწყვიტე, რომ აქ იცხოვროს. თავიდან უარზე იყო, თუმცა ასე უკეთესია.
–ვისთვის იქნება უკეთესი? ჩემთვის ნამდვილად არა!
–ანაბელ, 24-ისაა და მართალია, ჯერ მაგიის შესწავლა არ დაუსრულებია, მაგრამ ბევრი რამ იცის. მისგანაც ისწავლი.
–შენც შეგიძლია მასწავლო. ალექსანდრე არ გვჭირდება!-არ ვთმობ პოზიციას.
–დამიჯერე, ყველაფერს შენს სასიკეთოთ ვაკეთებ-მეუბნება და ხელზე თანაგრძნობის ნიშნად მეხება-მენდე კარგი?
ცხელ ფინჯანს თითებს ვხვევ და ის ტუჩებთან მიმაქვს.
ამის შემდეგ ჩემს ოთახში შევდივარ. ლოგინზე ვჯდები და მოპირდაპირე მაგიდიდან სახატავ ფურცლებსა და დაფას ვიღებ. უკვე გაცილებით მარტივად გამომდის. ჩემამდე შეუფერხებლად მოცურავენ და რამდენიმე წამში ლოგინზე ეცემიან. მაგარია! ფანჯრის რაფაზე დადებულ დინამიკს ვუყურებ. ყურადღებას მხოლოდ ღილაკზე ვამახვილებ და მუსიკაც არ აყოვნებს. შოპენის გაზაფხულის ვალსი დაბალ ხმაზე ირთვება და მეც მასში ვიძირები. ხატვას ვიწყებ და როგორ გადის 2 საათი ვერ ვამჩნევ. საყვარელი მუსიკა მადუნებს და მეც გაუაზრებლად თვალებს ვხუჭავ. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი ხანი მეძინა, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ ფეხის აუტანელი ტკივილი მაღვიძებს. ლოგინიდან წამოდგომას ძლივს ვახერხებ, სააბაზანოში გავდივარ და აფთიაქიდან ბინტსა და სამედიცინო სპირტს ვიღებ. ძველს ვიხსნი. ღრმა ჭრილობა სულაც არაა! ნეტა ასე ძალიან რატომ მტკივა? ბამბით ფრთხილას ვიწმენდ და ახლიდავ ვიხვევ. ადვილი არ იყო, რადგან ძალიან მტკიოდა და ამის გამო შიგადაში კუნთები საშინლად მეჭიმებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ დერეფანში ლანა არ იყო, ოთახამდე კოჭლობით მივედი:
–ძალიან გტკივა?-უკნიდან ნაცნობი ხმა მესმის. მოიცა რა მკითხა? გტკივაო? არა, უბრალოდ მეხალისება კოჭლობით სიარული.
–არც ისე–ფიქრებისგან გასხვავებულ პასუხს ვუბრუნებ.
-არ გაგკვირვებია ჩემი დანახვა, გამოდის, იცი, რომ აქ ვიცხოვრებ რაღაც პერიოდი.
-თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გეტყვი, რომ ამით აღფრთოვანებული არ ვარ.
-ეს არც მე მინდოდა. ლანამ მთხოვა.
-ხოდა ძალიან კარგი. გამოდის, რომ ერთმანეთს არ შევაწუხებთ! შენ შენთვის, მე ჩემთვის-ვამბობ და ოთახში შესვლას ვაპირებ, მაგრამ ვტრიალდები და ახლა უფრო ჩუმად ვეკითხები-გუშინ სახლში როგორ შემომიყვანე?
რამდენიმე წამი მიყურებს, მერე კი მეუბნება:
-ტელეპ...
-არ მითხრა ტელეპორტაციითო. ვიცი, ეს ჯერ არ გამოგდის-სიტყვას ვაწყვეტინებ და ხელით კარებს ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე.
-ფეხი უნდა დაასვენო, თორემ უარესად აგტკივდება.
-თემას ნუ ცვლი და მიპასუხე–ვეუბნები და ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ.
-ეს არ უნდა გაღელვებდეს. მთავარია, უსაფრთხოდ ხარ-წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ მაღიზიანებს მისი თავდაჯერებული ტონი. მხოლოდ ამას მეუბნება და ოთახში შედის. ცოტახანში ლანა სავახშმოდ ვგეძახის. მეც ფანჯარას ვშორდები და მისაღებში გავდივარ. მისი დანახვა ისე მაბრაზებს, რომ გაუაზრებლად ვეუბნები:
-ეგ ჩემი ადგილია!-წამის მეასედი გაურკვევლად მიყურებს, შემდეგ მიღიმილით თავს აქნევს და ადგილს მითმობს.
ვახშმის დასრულების შემდეგ ჭუჭყიან თეფშებს ვიღებ და სამზარეულოში გავდივარ. ლანა მაგიდის ალაგებაში მეხმარება, ვიღაც მობილურზე ურეკავს და მეორე ოთახში გადის სალაპარაკოდ. ჭურჭელს ვრეცხავ, როდესაც ალექსანდრე შემოდის და მაცივრიდან ცივ წყალს იღებს. ოჰ, გაშინაურდა ვაჟბატონი! სითხეს ჭიქაში ასხამს, მას ბოლომდე ცლის, თუმცა ოთახიდან არ გადის. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მერე ვეუბნები:
-რამე გინდა?-ვეკითხები, თუმცა ჭურჭელს თვალს არ ვაშორებ.
-დალაპარაკება!
-ვერ ვხვდები რა გვაქვს სასაუბრო?!
-მისმინე! მოგწონს თუ არა, ახლა ერთ გუნდში და ერთ ჭერ ქვეშ ვართ. ერთი მტერი გვყავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის დასამარცხებლად. ასე რომ, რაც უფრო მალე შეეგუები, შენთვის უკეთესი იქნება. როგორმე ავიტანოთ ერთმანეთი ეს რამდენიმე თვე-ისევ იმ მშვიდი თავდაჯერებული ხმის ტემბრით საუბრობს, ასე, რომ მაღიზიანებს.
-მართლა? ერთი მტერი გვყავს? ამბობ, სინათლის სამეფოდან ხარ, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ ვიცით! არსაიდან გამოჩნდი და გინდა, რომ ყველა გენდოს! იქნებ სულაც ლეილას ეხმარები მიზნის მიღწევაში?!
-შენთვის ზიანის მოყენება რომ მინდოდეს, ამას აქამდე გავაკეთებდი, თანაც ძალიან მარტივად, ამიტომ სანამ რამეს იტყვი, ტვინით იფიქრე-ამასღა ამბობს და სამზარეულოში მარტო მტოვებს. "სანამ რამეს იტყვი ტვინით იფიქრე"-ვაჯავრებ უხმოდ და ონკანს ვკეტავ.
ერთადერთი რაც ძალიან მახარებდა ის იყო, რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთ გამომდიოდა. ვცდილობდი გამუდმებით ტელეკინეზში მევარჯიშა და თანდათან დროს ვზრდიდი, რომ შედეგები გამეუმჯობესებინა. ლანაც სულ ახალ-ახალ რჩეევებს მაძლევდა და ძალიან მეხმარებოდა.
* * *
-ესეიგი დაშორდნენ! თითქმის სამი თვე გაძლეს ერთად რა გინდა?-ვიცინი მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლას ეს "ხუმრობა" არ მოეწონება.
-მასზე ასე ნუ ლაპარაკობ! დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭის ბრალია!
-კარგი ხო, რა მნიშვნელობა აქვს! ახლა ყველაზე მთავარი ისაა, შენ როგორ გამოიყენებ ამ სიტუაციას-ვეუბნები და მობილურს კიდევ უკეთ ვიბჯენ ყურზე, რომ არ ჩამომივარდეს, რადგან საწოლზე ყირამალა ვწევარ-რამე გეგმა გაქვს?
-უბრალოდ მივწერ... რა გეგმა უნდა მქონდეს-მპასუხობს გაკვირვებული.
-რა უბრალოდ მიწერ? ნიკა, შანსი ძლივს მოგეცა და ყველაფერს ნუ ჩააფლავებ რა! არ ვიცი ბიჭებთან როგორ ხდება, მაგრამ გოგოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ სიტუაციაში გავიცნობთ ბიჭს. ასე რომ გინდა თუ არ გინდა, რამე ორიგინალური უნდა მოვიფიქროთ! ამდენი ხანია მოგწონს და თქვენი ურთიერთობა "პრივეტ, როგორ ხარ?"-ით უნდა დაიწყოს?
-და რას მირჩევ?-მეუბნება დანებების ხმით.
-რას და ისე მოვაწყოთ, რომ…-ვამბობ და დეტალურად ვიწყებ ყველაფრის ახსნას. ვცდილობ მთელი ემოციებით აღვუწერო, რა როგორ გააკეთოს და საუბრისას ფეხს ისე ვიქნევ, რომ ლოგინიდან ძირს ვეფერთხები. ჩემს ამოკნავლებასა და დაცემის ხმაზე ნიკოლასი მეკითხება:
–რა მოხდა?
–საწოლიდან გადმოვვარდი-ვამბობ და ორივე გაგუდვამდე ვიცინით. თითქოს არც არაფერია აქ სასაცილო, მაგრამ იმდენად დებილური სიტუაციია, რომ სხვაგვარად არ შეიძლება. ამ დროს ოთახში ლანა შემოდის და ჩემს მდგომარეობაზე გაკვირვებულ სახეს იღებს, მერე კი მეუბნება, რომ დროა ვიმეცადინო.
–ნიკა, უნდა წავიდე! რაც გითხარი ის გააკეთე და მერე ვილაპარაკოთ.
–მისმინე! ხვალ ახალი წელია და შეიძლება თქვენთან შევხვდე?
–რა თქმა უნდა, თანხმობა არც კი გჭირდება, მაგრამ სახლში რატომ არ ხვდები?
–მამაჩემმა ნანას ოჯახის წევრებს უნდა დაუძახოს და არ მინდა.
–შენი გადასაწყვეტია, რას იზამ, მაგრამ მას შენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია და ვთვლი, რომ შანსს ყველა იმსახურებს, დედინაცვალიც კი.
–კაი,მიდი დაგირეკავ მერე-მეუბნება და საჩქაროთ თიშავს მობილურს. მეც მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ჯერ კიდევ იატაკზე ვწევარ. ფეხზე ვდგები და წყურვილის გამო სამზარეულოში გავდივარ, მერე კი მისაღებ ოთახში. შესვლისთანავე ვამჩნევ ალექსანდრეს, რომელიც სავარძელში ზის და რაღაც წიგნს კითხულობს. როგორც ჩანს კითხვაც იცის. მაგიდასთან ვთავსდები და ლანაც მაშინვე მეუბნება:
-დღეს შეეცადე, რამდენიმე ნივთი ერთად მართო. ვნახოთ რამდენად ძლიერი ხარ!
-კარგი ვცდი.
ფილტვებს ჰაერისგან ვათავისუფლებ, გონებიდან ყველა ნეგატიურ ფიქრს ვდევნი და მთელ ყურადღებას მხოლოდ ამ საგნებისკენ მივმართავ. ისინიც არ აყოვნებენ, ჩემს ბრძანებას ასრულებენ და ჰაერში იწყებენ ცურვას. ლანას კმაყოფილი სახის დანახვისთანავე გამბედაობა მემატება და მოპირდაპირე კედელთან მდგარ ლარნაკსაც ზევით ვწევ. სუნთქვას ვაკონტროლებ და ამავდროულად ვცდილობ კუნთები არ დავჭიმო.
–შეძლებ თან მესაუბრო?
–არ ვიცი-სწარაფად ვამბობ და ისევ ვსუნთქავ.
–მოდი ვცადოთ, გამოგივა, ნუ ღელავ!-მეუბნება ლანა და მარტივ კითხვებს მისვამს. მე შესვენებებით ვპასუხობ და ვცდილობ ყურადღება არ გამეფანტოს. ერთი სული მაქვს, როდის დავაბრუნებ ყველაფერს თავის ადგილზე. ლანა ჩემს გამოკითხვას ასრულებს და ნივთებიც ნელ-ნელა დაბლა ეშვებიან.
–და ეს რა საჭიროა?-ვეკითხები ცოტახნს შემდეგ ლანას.
–ტელეკინეზის დროს გონება ძალიან იტვირთება და, თუ ერთდროულად აზროვნებასა და ლაპარაკსაც მოახერხებ, ტვინს შეაჩვევ და ყოველგვარი ტრავმისგან თავს დავიზღვევთ.
* * *
რაღაც გაურკვეველი ბუტბუტი მესმის, რომელიც არა და არ მთავრდება. სატანისტურ რიტუალს ჰგავს. მხოლოდ ცეცხლსა და დიდ წითელ წიგნს ვხედავ. ჩემს ხელებს დავყურებ, რომლებიც სისხლშია გასვრილი და ისევ გულში დანის ჩაცემა მაღვიძებს. ხელს გულზე ვიდებ და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ. მაგიდასთან მეღვიძება და ჩემს წინ დადებულ წყლის ჭიქას ვხედავ. ოფლიან სახეზე ხელებს ვისვამ და სააბაზანოში წყლის შესასხამად შევდივარ. მერე ისევ ამ აუტანელ წყურვილს ვგრძნობ და სამზარეულოში გავდივარ. მაცივრიდან წყალს ვიღებ, ბოთლით ვიყუდებ და ცოტა რომ ვწყნარდები სუფთა ჰაერისთვის აივნისკენ მივემართები. დეკემბრის ცივი ჰაერი მაშინვე სახეზე მხვდება და ამის გამო კანი მეხორკლება. სიცივისგან მაჟრჟოლებს, თუმცა ეს სიამოვნებასაც კი მგვრის. მოაჯირს ხელებით ვეყრდნობი და თვალდახუჭული სუფთა ჰაერით ფილტვებს ვივსებ. სიზმარში ნანახი წამიერად მიელვებს გონებაში და ეს მაიძულებს თვალები გავახილო.
–ცუდი სიზმარი ნახე, ბელს?-ნაცნობი ბარიტონი ხვდება ჩემს ყურთა სმენას და მეც თავს გვერდით ვატრიალებ. ის მოაჯირზე ზის, წელით კედელს მიყუდებია, ერთი ფეხი მოკეცილი აქვს, ხოლო მეორე-მოაჯირს იქით ჩაშვებული. ვცდილობ მომართვას ყურადღება არ მივაქციო და ისე ვუპასუხო:
–ჩემი და ლეილას შეხვედრა მესიზმრა მეორედ-ვამბობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაძაბულობა და ცუდი შეგრძნება ერთდროულად ტოვებენ ჩემს სხეულს.
–გამოდის, რომ მისი გეშინია-ისევ მშვიდად მიბრუნებს პასუხს.
–ყველას რაღაცის ეშინია.
–ყველას არა-მეუბნება და უდარდელად მიყურებს.
–უშიშარი ბიჭის როლს ირგებ?-ხმაში ირონიის ნოტები მერევა.
–შენი გადასაწყვეტია, დაიჯერებ თუ არა, ბელს!-შავ ცას უმზერს და ცივ ჰაერს ღრმად სუნთქავს.
–ასე ნუ მეძახი! განა მოგეწონება სანდრო, რომ დაგიძახო, როცა შენი სახელი ალექსანდრეა?
–სიზმრის შემდეგ მოგწყურებია-ჩემს შეკითხვას აინუნშიაც არ აგდებს და ბოთლზე მიმითითებს, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მიჭირავს.
–დღეს მთელი დღეა გამუდმებით მწყურია. არ ვიცი რატომ.
–ყვავილები ბოლოს როდის მორწყი?-მეკითხება რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. საერთოდ ვერ ვხვდები ამ საუბართან ეს კითხვა რა შუაშია, თუმცა მახსენდება, რომ მათზე მას შემდეგ არ მიზრუნია, რაც ჩემს წარმოშობაზე გავიგე.
–რა?
–ნახევრად ნიმფა ხარ, ამიტომ ძლიერი კავშირი გაქვს ბუნებასთან. შესაბამისად, იმას გრძნობ, რაც შენს ახლოს მყოფ ცხოველებსა და მცენარეებს ემართებათ. თავიდან რთულია, მაგრამ თანდათან კონტროლს ისწავლი.
–შეიძლება, გავიგო აქ რატომ ხარ? ანმერიდასი რატომ დატოვე?
–ერთი ჯადოქარი უნდა მეპოვა.
–ლანას მეგობარი?-სიცივისგან ისევ მაჟრჟოლებს და კანკალს ვიწყებ.
–კი, ერეკლიონი.
–დიდი ხანია, რაც აქ ხარ?-სიცივეს ფეხის ტკივილი ემატება.
–რვა თვეა– ცოტახნით ორივე ვჩუმდებით და მერე განვაგრძობ:
–შეიძლება შენი გამოჩენით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ გუშინ რამდენიმე წამითაც რომ დაგეგვიანა მოვკვდებოდი, ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...
–ფეხი როგორ გაქვს?
–ხანდახან ძალიან მტკივა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ, ღრმა ჭრილობა არ არის?!
–იმიტომ რომ მისი ლორწო მოგხვდა. ეს კი ან დამწვრობას იწვევს, ან ძლიერ ტკივილებს.
–და ლანას რატომ არ უთხარი?
–ისედაც ზედმეტად ნერვიულობს შენ გამო. არ მინდოდა სანერვიულო თემა დამემატებინა. იარაღის გამოყენება უნდა ისწავლო, სულ შენს გვერდით არ ვიქნები–ამას ისე ამბობს, რომ შავ ცას თვალს არ აშორებს. მერე კი ეღიმება და ამატებს–პოტენციალი ნამდვილად გაქვს. არასდროს მინახავს დემონს რკინის მილით იგერიებდნენ!–მოიცადე მომესმა თუ კომპლიმეტი მითხრა?! მისი სარკაზმი და ნარცისიზმი სად გაქრა?–შეიძლება, ჩემსავით კარგად არ გამოგივიდეს, მაგრამ...
შევცდი აქ ყოფილა! თვალები მობეზრებით გადავატრიალე და უზარმაზარ მთვარეს თვალი გავუსწორე, ამ ქმედებამ კი საოცარი სულიერი სიმშვიდე მომგვარა. სამწუხაროდ, ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან სიზმრის კადრები გონებაში ახლა უფრო ცხადლივ განმიმეორდა და დაძაბულობის მოსახსნელად ცივი ჰაერით ფილტვები კიდევ ერთხელ ავივსე.
–როგორ ფიქრობ, ჩემი მშობლები ცოცხლები არიან?–ეს კითხვა იმდენად შორიდან შემომესმა, რომ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ კითხვის ავტორი თავად ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ დავსვი და მით უმეტეს, რატომ ვკითხე ალექსანდრეს, მაგრამ სიტყვებს უკან ხომ ვერ დააბრუნებ?
აქამდე ცას გაჰყურებდა, ახლა კი შავი სფეროები მე მომაპყრო:
–მგონია, რომ იმედი არ უნდა დაკარგო!–ხუთი წლის ბავშვივით თავს ვუქნევ და გაყინულ თითებს ხელის გულში ვკეცავ.
–ტუჩები გაგილურჯდა. სახლში თუ არ შეხვალ, გაცივდები-მოაჯირიდან ჩამოდის და ოთახში შედის.


იმედია, საინტერესოა <3 პერსონაჟებზე რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

zalian momwons da vfiqrob sainteresos vitardeba siujeti. madlobaaa

 


№2  offline წევრი არტემიდე

Qeti qimucadze
zalian momwons da vfiqrob sainteresos vitardeba siujeti. madlobaaa

წინ ძალიან საინტერესო თავები გელოდებათ, ასე ვფიქრობ ♥️ მიხარია, თუ მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent