შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (20 თავი)


27-12-2020, 12:58
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 006

მთელი ღამე ვარწმუნებდი დედას რომ ასე იმიტომ გადავწყვიტეთ მოქცევა რომ უბრალოდ ალექსანდრემ სხვა გზა არ დაგვიტოვა, მაგრამ მას ჩემი არ სჯეროდა
-დედა მერამდენედ უნდა აგიხსნა რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს
-და რა გგონია სიმართლეს თუ ეტყვი, გაჩუმდება და ანას ჩვენთან დატოვებს? გგონია ბავშვს არაფერს ეტყვის?
-თავად თუ გაარკვევს სიმართლეს, უარესი მოხდება, ასე მეტი შანსი მაქვს რომ დავარწმუნო
-მარიამ შენც ხომ იცი რომ ამას ვერ შესძლებ
-დედა აბა რა ვაქნა? დავჯდე და დაველოდო როდის გაარკვევს სიმართლეს და როდის ეტყვის ანას?
-გაჩუმდი გაჩუმდი! -მიყვირა გაცეცხლებულმა
-დედა რა ხდება? რატომ ჩხუბობთ?-ნახევრად მძინარე ანა გამოვიდა თავისი ოთახიდან
-არაფერი დედიკო უბრალოდ
შევკამათდით-ფეხზე წამოვვარდი და ანას მივუახლოვდი, შუბლზე ვაკოცე და ისევ საძინებელში წავიყვანე -მოდი დავიძინოთ, ჯარ ძალიან ადრეა
-დედა ბებო რატომ გაგიბრაზდა?-არ მომეშვა ანა და შემომანათა თავისი დიდრონი მწვანე თვალები
-ხომ იცი მე და ბებო სულ ვჩხუბობთ-მხრები ავიჩეჩე და ლოგინში ჩავაწვინე -მოდი მეც შენთან ერთად დავიძინებ-გავუღიმე და მის საწოლში დავწექი, ანა ჩამეხუტა და მალევე ჩაეძინა, მე მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი და ცრემლები მციოდა უნებურად, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა რომ შეიძლებოდა ანა დამეკარგა... ის არასოდეს არ მაპატიებდა იმას რაც ჩავიდინე, იმის მიუხედავად რომ ასე მხოლოდ მის დასაცავად მოვიქეცი...ის ვერ გამიგებდა და მართალიც იქნებოდა, ვცდილობდი დამეცვა ტკივილისგან და ახლა ასმაგად მოუწევდა ამ ტკივილის გადატანა, შეძლებდა კი ამ ტკივილის გადატანა? ძალიან ცუდად გავხდი ამ ყველაფერზე ფიქროსგან და თვალები დავხუჭე და ანას თმაზე დავიწყე თამაში რომ ეს საშინელი ფიქრები გამეფანტა, არც კი ვიცი როდის და როგორ ჩამეძინა, მაგრამ ხმაურმა გამაღვიძა და ძალიან ფრთხილად ავდექი საწოლიდან, ანა შეიშმუშნა მაგრამ ძილი განაგრძო და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიპარე
მისაღებში დაძაბული შევედი და თიკა რომ დავინახე მისკენ ავქანდი გიჟივით და ჩავეხუტე
-თიკა როგორ გამახარე-ცრემლები მომაწვა
-ჩემო გოგო-თიკამ გულში ჩამიკრა
-რაკარგია რომ ჩამოხვედი-თავს ვერ ვიკავებდი და ვტიროდი
-როგორ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი-მითხრა მომღიმარი სახით -შვებულება ავიღე, ასეთ რთულ სიტუაციაში მარტო ვერ დაგტოვებდი.
მამაჩემი და თინიკოც მოვიდნენ და ერთდ გადავწყვიტეთ რომ ანა თინიკოს ბაკუარიანში წაეყვანა, სანამ ეს რთული და მძიმე მდგომარეობა გვქონდა, ანა სიხარულით დასთანხმდა თინიკოს ამ წინადადებას და საუზმის შემდეგ აღფრთოვანეულმა ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო
-დედა და სკოლა?-მერე გაახსნედა სკოლა ბარგი რომ ჩაალაგა
-მაგას მე მივხედავ-თვალი ჩაუკრა მამამ
-შენ არ მოდიხარ? -გაოცდა ანა
-საქმეები მაქვს და მერე ჩამოვალ -Უთხრა მამა და ხმა გაებზარა, ანა და თინიკო სასწრაფოდ გავუშვით სახლიდან და მისაღებში დავსხედით მაგიდასთან ყველანი
-მარიამ როდის და როგორ აპირებ სიმართლის თქმას? -მკითხა თიკამ
-ჯერ არ ვიცი მაგრამ უახლოეს დღეებში უნდა გავაკეთო ეს
-მარიამ იქნებ მე ვუთხრა?-შემეწინააღმდეგა მამა
-არა არ შეიძლება, ხომ იცი შენ ყველაზე მეტად ეზიზღები-ვიუარე მე
-მარტო შეხვედრა არც კი გაბედო მასთან
-არა თორნიკე გამომყვება და ისე დაველაპარაკები
-ყველაფერი დაგიგეგმიათ-გაცეხლდა დედაჩემი და ფეხზე წამოვარდა -ანას გამგზავრება, თიკას ჩამოსვლა, სიმართლის გამხელა, მე მარტო იმის უფლება მაქვს რომ ვიყვირო და ვიტირო
-ნანა ძალიან გთხოვ ნუ დაიწყე შენებური რა-გაუბრაზდა მამა
-რაც გინდათ ის გიქნიათ მაგრამ იცოდეთ რომ ანას იმ ნაგავს არ დავუთმობ, საჭირო თუ გახდა ანას ხელს მოვკიდებ და კიდევ გავიქცევი და დავიმალები
-სისულელეებს ნუ ბოდავ-უყვირა მამა-დავიმალეთ მაგრამ ხედავ რა მოხდა? უარესი დაგვემართა, სიმართლეს ვერსად გავექცევით და ეს სიმართლე ისაა რომ ანა და ალექსანდრე მამა-შვილი არიან.
ჩვენი საუბარი ყვირილში და ჩხუბში გადაიზარდა როგორც ყოველთვის და მამა სახლიდან გაიქცა, დედა ატირდა და ოთახში შეიკეტა
-მარიამ ამ შემთხვეᲕაში ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება ისაა რომ მას სიმართლე უთხრა და სთხოვო რომ Გაჩუმდეს იქამდე მაინც სანამ ანა არ გაიზრდება...დედაშენის რეაქციის ნუ გეშინია, სიმართლეს ვერ გაექცევით მაინც ადრე თუ გვიან ის ავადმყოფი ყველაფერს გაარკვევს და უარესი მოხდება, ამიტომ მეც ვეთანხმები მამაშენს და თორნიკეს რომ ეს ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადადგა და შენ უნდა უთხრა სიმართლე...
-ანუ მხარ მიჭერ?
-რა თქმა უნდა, დედაშენი ემოციებით მოქმედებს ახლა და ცივი გონებით ვერ განსჯის ამ სიტუაციის სიმძიმეს.
გული საშინლად შემეკუმშა, ძალიან მეშინოდა იმის თუ რა რეაქცია ექნებოდა ალექსანდრეს ამ ყველაფერზე, რა მოხდებოდა ანა რომ სიმართლეს გაიგებდა... ამ საშინელი და უსიამოვნო ფიქრებიდან ტელეფონის ხარის ხმამ გამომიყვანა, სწრაფად ვუპასუხე და ანას აღფრთოვანებული ხმა რომ ჩამესმა ყურში წამში გამეფანტა ყველა უსიამო ემოცია
-დედა უკვე ჩავედით... იცი რა ლამაზია ბაკურიანი თურმე... იცი რამხელა თოვლია?-მიზიარებდა აღფრთოვანებული თავის შთაბეჭდილებებს
-ესეგი მოგეწონა ბაკურიანი?
-კი დედა ძალიან ლამაზია აქაურობა, თან ისეთი დიდი თოვლი დევს... ნეტა აქ იყო
-მერე ერთად წავიდეთ კარგი?
-კარგი-დამეთანხმა, ცოტახანს კიდევ გავუძელი მასთან ლაპარაკს და მერე მალევე გავუთიშე, ძალა აღარ მეყო... ცრემლები მომეძალა და გადმომცვივდა კიდეც
-კარგი რა მარიამ ნუ ტირი გთხოვ... თუნდაც ანამ სიმართლე გაიგოს შენ მისი დედა ხარ და გულიდან შენს სიყვარულს ვერ მოიშორებს
-მაგრამ ძალიან ეტკინება პატარა გული-უარესად ავტირდი მე
-ნე გეშინია-თიკამ თავზე მაკოცა და გულში ჩამიკრა.
ის ღამეც თეთრად გავათენე, ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცნაირად აფორიაქებული და დაძაბული... თიკას გამთენიისას ჩაეძინა მაგრამ მე ვერადავერ დავიძინე ამიტომ აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე, ტელეფონის ზარის ხმამ დამაფრთხო და შევკრთი, ნომერს რომ დავხედე გამეღიმა და მაშინვე ვუპასუხე
-ხომ არ გაგაღვიძე?-მკითხა არეული ხმით თორნიკემ როგორც კი ვუპასუხე
-არა მღვიძავს... პრინციპში არც მძინებია მთელი ღამე-ვუთხარი ჩამწყდარი ხმით
-ნუ გეშინია-მეთქი ხომ გითხარი? -გამიბრაზდა მაშინვე-Მე შენს გვერდით ვარ და ბოლომდე დაგეხმარები ყველაფერში...
-ვიცი მაგრამ მაინც მეშინია
-ნუ გეშინია, ანას უყვარხარ და შენზე უარს არ იტყვის არასდროს... შენ მისი დედა ხარ!
-თორნიკე
-მარიამ ნუ გეშინია-მეთქი-მითხრა
დარწმუნებით -თქვენ დედა-შვილი ხართ, ის ნაბიჭვარ. თქვენს შორის ვერ ჩადგება, რაც არუნდა გააკეთოს, გესმის ჩემი?
-კიი-ვუთხარი ხმა ჩამწყდარმა
-სამსახურში მიდიხარ?
-კი
-მერე გნახავ კარგი?
-სახლთან მოდი გთხოვ ახლა არსად წასვლის თავი არ მაქვს
-კარგი საღამოს მოვალ და გნახავ ძაან მომენატრე
-გუშინ ბევრი დალიე?-ვკითხე დაძაბული ტონით
-ძაან მეტყობა ხმაზე?
-ძაან -გამეცინა მე
-ეხლაც მოვიდოდი მაგრამ თავი ძაᲜ მტკივა და ვერ ვდგები
-მივხვდი-გავბრაზდი მე
-კაი ნუ მიბრაზდები, საღამოს უეჭველი გნახავ გპირდები
-კაი მიდი-მაინც ვბრაზობდი მასზე
-მიყვარხარ-მითხრა ჩავარდნილი ხმით
-მეც-ვუთხარი და გავუთიშე.
სამსახურში როგორც ყოველთვის დაძაბული დაბნეული და შეშინებული ვიყავი, სულ ალექსანდრეს სახე მელანდებოდა ყველგან და მუშაობა მᲘჭირდა, ყურადღება მეფანტებოდა და ერთი ორი საყვედურიც მივიღე მენეჯერისგან, მაგრამ მე ვიცოდი რომ ვიმსახურებდი და არ მწყენია, სამსახური რომ დავამთავრე გარეთ გამოვვარდი სასწრაფოდ და მანქანაში ჩავჯექი, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დამესვენა რომ აზრზე მოვსულიყავი მაგრამ როგორც კი მანქანით გზატკეცცილზე გავედი მაშინვე ვიგრძენი რომ მანქანა ამეკიდა, ძალიან სემეშინდა მაგრამ მერე თავი დავარწმუნე რომ მეჩვენებოდა და თბილისის ქუჩებში ასე ვერავინ ამეკიდებოდა, ამდენ მანქანების ნაკადში, მაგრამ როცა გადავუხვიე ჩემი Ქუჩისკენ და იმ მანქანამაც შემოუხვია მართლა შემეშინდა, სიჩქარეს მოვუმატე და მანაც მაშინვე მოუმატა, კუდში მომყვებოდა ისე ახლოს რომ აშკარად მაგრძნობინა რომ მომყვებოდა, სწორედ ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმა, მაშინვე ავიღე და ვუპასუხე
-მარიამ მიხვედი უკვე სახლში?-მომემა თორნიკეს სასიმოვნო ხმა
-ჯერ გზაში ვარ-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა
-მოხდა რამე?-მაშინვე ხმა დაეძაბა
-არვიცი-ცრემლები მომეძალა
-მარიამ რა ხდება?-გაბრაზდა და ლამის მიყვირა
-მგონი ვიღაც ამეკიდა მანქანით-ვუთხარი და ხმა ჩამიწყდა
-ამის დედაც-დაიყვირა გაცოფებულმა -უკვე გამოვდივარ-მითხრა არეული ხმით და გავიგე როგორ დაქოქა მანქანა -არ შეგეშინდეს მალე შენთან ვიქნები -მითხრა Აღელვებული
ტონით - ტელეფონი არ გამითიშო-მითხრა და მე სარკიდან გავხედე იმ მანქანას, ძაᲚიან დავიბენი ჩემს უკან რომ ვეღარ დავინახე და დავმშვიდდი მაშინვე ვიფიქრე რაღაც მომეჩვენნა მეთქი და ისტერიულად ვიკივლე როცა გვერდიდან ამომიდგა მანქანა და მივხვდი რომ ეს ჩემი მდევარი იყო
-თორნიკე მეშინია-თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი სწორედ ამ დროს ის მანქანა გვერდიდან დამეტაკა, გზიდან გადამაგდოასე მდია გვერდზე და ბოლოს ისე ძლიერად დამეტაკა ისევ გვერდიდან რომ მშენებარე კორპუსის თხრილში გადამაგდი, შიშისგან და მოულოდნელობისგან ვიკივლე, იმის მიუხედავად რომ არაფერი მომსვლია მაინც ძალიან შემეშინდა, იმდენად დავიძაბე რომ მოძრაობის უნარიც კი დავკარგე, ტელეფონი ხელიდან გამივარდა და შორიდან ჩამესმოდა დახშულ ყურებში თორნიკეს ღრიალის ხმა, მინდოდა, მომეძებნა, ამეღო და მეთქვა რომ კარგად ვარ მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, ვერ ვხედავდი წესიერად რა ხდებოდა ჩემს გარშემო და ვერ აღვიქვამდი, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა ჩემი მანქანის კარი გაიღო და თმაში წამავლო ხი ვიღაცამ და გადამათრია, აი ამ დროს შიში თვით გადარჩენის ინსტიქტმა სძლია და აზრზე მოვედი
-ხმის ამოღება არ გაბედო-ჩამესმა ყურს უკან ალექსანდრეს საზარელი ხმა და ყელზე უფრო მეტად მომაბჯინა ცივი დანის წვერი, მე ისევ ისე ძალა წამერთვა მთელს სხეულში და ავკანკალდი, ალექსანდრემ მშენებარე კორლუსის ეზოში შემათრია და ხელი ისე უხეშად გამიშვა რომ გაყინულ მიწაზე დავვარდი და საშინლად მეტკინა ხელები
-ანა სადაა? სად გადამალეთ?-მომიახლოვდა დაიხარა და ისევ თმაში წამავლო ხელი
-შენ ვინ გეკითხება ჩემი შვილი სადაა?-ცრემლები გადმომცვივდა სიმწრისგან და შიშისგან
-ანა შენი შვილი არაა-დამიღრინა და ხელი გამიშვა
-ჰო არაა-ფეხზე წამოვდექი და თვალებში ჩავაცქერდი -ის შენი შვილია, ეს ხომ ისედაც
იცი-ვუყვირე გაცოფებულმა
-შე კახპა-სახეში ისეთი გამარტყა რომ ისევ ძირს დავვარდი



№1  offline მოდერი ნეაკო

მეტის დადება ვერ მოვახერხე ამ ეტაპზე :(

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია მალე დადებ.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ძალიან მომეწონა, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია მალე დადებ.

ძალიან მიხარია

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია იყო მომეწონა მაგრამ ის ალექსანდრე თუ რა ჯანდაბაა როგორ ექცევა მარიამს უხეში საზიზღარი.როგორ მომწონს მარიამის და თორნიკეს წყვილი ძლივს ეღურსათ ბედნიერება ეს კიდევ ტანჯავს

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია იყო მომეწონა მაგრამ ის ალექსანდრე თუ რა ჯანდაბაა როგორ ექცევა მარიამს უხეში საზიზღარი.როგორ მომწონს მარიამის და თორნიკეს წყვილი ძლივს ეღურსათ ბედნიერება ეს კიდევ ტანჯავს

ცოტა ხანს კიდევ აწვალებს ალექსანდრე მათ, მაგრამ მალე დასრულდება ყველაფერი

Daldoni Daldoni -მალე დასრულდება ყველაფერი :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

როდის დადებ ახალ თავს?

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ქეთი
როდის დადებ ახალ თავს?

ზუსტად არ ვიცი როდის მომიხერხდება სავარაუდოდ 30 დეკემბერს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№9 სტუმარი Life is beautiful

ეს საზიზღარი კაციი.. ფუ რა ბოროტია.. ♥️
მარა მაინც აქ რაღაც გამართლება... რაც არ უნდაბიყოს მამააა

 


№10  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
ეს საზიზღარი კაციი.. ფუ რა ბოროტია.. ♥️
მარა მაინც აქ რაღაც გამართლება... რაც არ უნდაბიყოს მამააა

გააზრებული არ აქვს რომ მამა, შვილი ჰყავს და ამიტომ იქცევა ასე, შურისძიების სურვილითაა დაბრმავებული

სტუმარი ნინი
დღეს დადებ ახალ თავს?

დავდე უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent