... რომ არ უნდა გიყვარდეს (18 თავი)
აეროპორტში ნახევრად მთვრალმა მეგობრებმა გაგვაცილეს და ისეთი გამომშვიდობება მოგვიწყეს, თითქოს სამუდამოდ მივდიოდით. ლილეს ბუნებრივ სიგიჟეს დამატებული ალკოჰოლის დამათრობელი დოზა, რომელსაც თავად მოთელვას ეძახდა. წარმოდგენა არ მქონდა სად იტევდა ეს თითის ტოლა ქალი ერთ ტიკს ღვინოს. ხომ წარმოგიდგენიათ რა სანახაობას მოაწყობდა. თანაც, სხვებიც, რომ მისი ჭკუისანი აღმოჩდნენ. ყველა აიყოლია, სანდროს გარდა. სხვათაშორის ჩემი ძმას და დიმას, ბევრი საერთო თვისება ჰქონდათ. . ამიტომ იყვნენ ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით განმსჭვალულნი. მოკლედ, მასკარადი მოაწყეს. ჩემი ქმარი თვალებატრიალებული იდგა და საყვედურებით მავსებდა– დაგეჯერებინა და კერძო თვითმფრინავით წავსულიყავით, ახლა ამათ ცირკს რა გაუძლებსო. განსაკუთრებით მაშინ აკრაჭუნებდა კბილებს, იქ ნაცნობები რომ ხვდებოდნენ. ფრენის შიში მაქვს. რაღაცნაირად კი ვერევი ხოლმე ამ შიშს, მაგრამ მაინც მირჩევნია ხალხთან ერთად ვიფრინო. ამიტომ ვუთხარი უარი კერძო თვითმფრინავზე. თანაც, სულ არ ვიყავი ნაჩვევი ამხელა ფუფუნებას და არც მჭირდებოდა. მთელი ცხოვრება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტით ვსარგებლობდი. ბოლოს ვეღარ გაუძლო, სანდროსთან ერთად გაგვეცალა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, ჩვენს რეისზე ჩასხდომა, რომ გამოაცხადეს. პირველი კვირა ეგვიპტეში გავატარეთ. ბავშვობიდან განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ამ ქვეყნის მიმართ და როდესაც ჩემმა რაინდმა არჩევანი მე მომანდო არც დავფიქრებულვარ. ვისაც ამ ქვეყანაში უმოგზაურია, აუცილებლად ექნება განცდილი, თუ როგორი შეგრძნებაა, როდესაც გგონია, რომ დროის მანქანით წარსულში მოგზაურობ. იქაურობას ისტორიის ფურცლების სუნი ასდის. ხან ფარაონ ჯოსერის ეპოქაში დააბიჯებ, ხან ხეოფსის და ხანაც დედოფალ კლეოპატრასი. დიდი სფინქსის ქანდაკებას ხომ, საერთოდ აღტაცებაში მოჰყავხარ. ამ ქვეყანამ, განსაკუთრებული სიდიადით შემოუნახა უძველესი მემკიდრეობა მსოფლიოს. აქ, ძველი წელთაღრიცხვა სიმბიოზურად თანაცხოვრობს თანამედროვე ცივილიზაციასთან. ტურის ბოლოს, ეს გასაოცარი შთაბეჭდილებებით ავღვსილი გემი, ქვიშის ზღვაში შევაცურეთ. იდუმალებით მოცულამ, ოქროსფრად მოლივლივე უდაბნომ საბოლოოდ მოიცვა ჩემი გონება და იქედან წამოსულს უკან დასაბრუნებელი ბილეთი მისახსოვრა. შემდეგი გაჩერება იტალია. მისი ქუჩები ისეთივე ხმაურს გამოსცემს, როგორსაც მისი სავიზიტო ბარათი, „ რომის კოლიზეუმი“ გამოსცემდა სანახაობების დროს. ეს ქვეყანა ერთი დიდი ყიჟინა, სტუმართმოყვარე, თბილი და ტემპერამენტიანი ხალხით. აქ ქაოსი წესრიგშია, წესრიგი კი ქაოსში. კიდევ დიდხას ვიმოგზაურებდით, მაგრამ ორივეს, თბილისში საქმეები გვიხმობდა. დიმამ, კატეგორიულად გამაფრთხილა, ჩვენი ჩასვლის ამბავი არავის უთხრა, აეროპორტში მათი ლანდიც არ დამანახოვო. იმდენი გამოხტომა ვანახე, ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. სხვებისაზე, უკვე აცრილი იყო. ერთი ჩემოდნით წასული, უკან ხუთით დავბრუნდი. რაიმესთვის უბრალოდ, ინტერესის გამოც, რომ შემეხედა მასაც კი მყიდულობდა. ახლობლებისთვის სამახსოვრო საჩუქრებიც არ დამვიწყნია. აქედან, თითქმის ერთი ჩემოდანი ლილეს საკუთრებაში იყო. აეროპოტში ჩემი ძმა დაგვხვდა. რომ ვკითხე მას რატომ დაურეკეთქო, სანდრო სხვა „თემააო“ მიპასუხა. გემრიელად ჩვეხუტე მონატრებულს. ისედაც, ხუთწლიანი განშორებიშ შემდეგ წესიერად არ მყავდა მოსიყვარულებული. თაფლობისთვემ ისეთი მუხტი მომიტანა, მთელი ენთუზიაზმით ჩავები შრომის ფერხულში. რამდენიმე დღე იყო გასული ლილე კი არ ჩანდა. გამებუტა,დაბრუნების შესახებ, რომ არ შევატყობინე. არანაირმა შემორიგების მცდელობამ, რომ არ გაჭრა, ერთ დღეს სამსახურიდან თავად გავუარე და საჩუქრებით მოსყიდვა ვცადე. – სოფია მაგას გადაეცი, დაქალი მოგიკვდათქო ! – გამოსძახა დედამისს, რომელიც კარებში გულთბილად მეხვეოდა. – შემოდი შვილო, ამას ტრადიციულად აჟრიალებს. – ისეთი ტონით თქვა, ჩვენი სიცილი მთელს კორპუსს ესმოდა. – ლილე, ეგვიპტურ–იტალიური ვენოკები მოგიტანე ! მისაღებში, კედელს მიყრდნობილი ვაკვირდებოდი, როგორ ახდენდა ქალბატონი სიბრაზის აშკარა დემონსტრირებას ცხვირის აბზუებით. „ ვენოკების“ გაგონებაზე მაღლა აქაჩული კისერი, თავის ადგილას დააბრუნა და გვერდულად გამოხედა ჩემოდანს. – ადამიანის დაუფარავად მოქრთამვა, შეუწყნარებელი დანაშაულია! – ამ შემთხვევაში, მიზანი ამართლებს საშუალებებს. – ეს საშუალება, თქვენს მიერ, თქვენივე პროფესიის უგულებელჰყოფაა. – გპირდები, აუცილებლად დავსჯი საკუთარ თავს, კანონის უმაღლესი ზომით ! – თქვენ ახლა, ჩემს მორალურ და სულიერ მხარეზე ძალადობთ . ჩემს მოთმინებაზე ამ ლამზ–ლამაზი საჩუქრებით სავსე ჩემოდნით მანიპულირებთ. – ხელებს მრავალმნიშვნელოვნად აქტრიალებდა ჰაერში. – ქალბატონო ლილე, იქნებ გატყდეს ახლა ეგ თქვენი მოთმინება და აიღოს ქრთამი, თორემ წავიღებ და ვინმე სხვის მორალურ მხარეზე ვიძალადებ. – კიდებ დიდხანს გავაგრძელებდი მასთან სიტყვათა ომს, მაგრამ მოთმინება არ მეყო, სხვა თემის განილვას ვჩქარობდი. – უიმეე ! უჟმური ! მომეცი ერთი ვნახო რაები ჩამომითრიე. ჩემოდანი მობეზრებულად გამომართვა და დივნისკენ წააფხოკიალა. მის შემხედვარეს სიცილით ყბები დამეჭიმა. ყოველ შემდეგ საჩუქარზე მის სახეზე მოჩვენებით სიბრაზე უგზო–უკვლოდ იკარგებოდა. ბოლოს გახარებული, მადლობებით მომვარდა და ლამის გამგუდა ხვევანა–კონცით. – ანუ შევრიგდით? – ჩემზე შემოხვეულს ცალი თვალიტ გავხედე. – მოიცა, ჩვენ რა გაბუტულები ვიყავით? – თატრალურად, გაოცებული სახით შემომხედა. – უი, არა ! რაღაც ამერია მგონი. – დამანჭული მიმიკით გავეპასუხე. – ნეტა როდის დალაგდები ?! აბა, მომიყევი, როგორი იყო? – ძალიან კარგი, მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა სხვა რამეს განვიხილავთ. – ვცნობ შენ ტონს, საეჭვო გადასვლა გქონდა. – საეჭვო ამბავი უნდა გითხრა და იმიტომ. – ბავშვებო, ეს ყავა თქვენ! მე სამსახურში მივდივარ. – სოფიამ ორივე დაგვკოცნა და მარტო დაგვტოვა. – მოყევი დროზე, დამელია სული. – ქორწილის დღეს რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს? ანუ, ჩემს ჩანთასთან, ან ჩვენს მაგიდასთან ხომ არ მისულა ვინმე ისეთ დროს, როცა იქ არ ვიყავით? – არაფერი. ისედაც, იმდენი ხალხი იყო, მაგის შემჩნევას ვერც შევძლებდი. რატომ მეკითხები? – ვიღაცამ ჩანთაში ეს ჩამიდო. – ყუთი ვაჩვენე წერილთან ერთად. – ეს, რა ჯანდაბაა თაკო ! ვის უნდა ჩაედო, ან რა წერილია ?! – თეთრმა ფერმა გადაუარა სახეზე. – ან ნინას, ან ნიკას. – ხომ მაგრამ რაში სჭირდებათ? თან ორივე, იცნობს დიმას და ისიც ეცოდინებოდათ, რომ ამისთვის ცოცხლად ჩამოტყავებს. – რომელსაც არ უნდა ჩაედო, დიდი ალბათობით ივარაუდა, რომ დიმას არ ვაჩვენებდი. ამიტომ, მე უფრო ნიკა მგონია. – შენ რა, დიმას არ ეტყვი? – ლილე, სწორად აღნიშნე, რომ გაიგოს ცოცხლად ჩამოტყავებს. – ხო, მაგრამ მერე რომ გაიგოს, შენ გაგიბრაზდება. თანაც არ ვიცით, ეგ წერილი, რა მნიშვნელობის მატარებელია! – დიდი სცოდნა არ ჭირდება. ამ შავი ფერის გულსაბნევსაც თავისი დატვირთვა აქვს და ამ სიტყვებშიც არაფერია ძნელი დასაშიფრი. – აგატა კრისტის, დეტექტივივით ნუ საუბრობ, თუ ქალი ხარ! დაკონკრეტი! – შავი გლოვის სიმბოლოა და არ გაპატიებ –არ შეგარგებ, უხეშად რომ ვთქვათ. ანუ, მაგ ბედნიერებას გაგლოვებო. – ისე მშვიდად საუბრობ, გეგონება შენსას კი არა, ვირაცის ამბებს განვიხილავთ. – ნერვიულობისგან თმებს დაუწყო წვალება. – აბა ისტერიკა, რომ დავიმართო რა შეიცვლება? – ახლა დიმას, რომ ხედავდე ვინმე ქალთან მოსაუბრეს სრული ისტერიკა გექნება და ასეთ რაღაცას მეუბნები ისე, რომ ნერვი არ გიტოკდება. რანაირი ადამიანი ხარ ვერ გავიგე. მე ლამისაა სისხლი გამეყინოს. – მთლად ასე მშვიდადაც არ ვარ, უბრალოდ არ მეტყობა. ასეც უნდა იყოს! – ხანდახან უსისხლო მგონიხარ. ახლა რაღაცნაირად შენს სტუდენტობას დაემგვანე. ისე, რომ ვიცოდე რას აპირებ? – იმდენად მჭამს სურვილი, რომ არ გავარკვიო ვერ მოვისვენებ. – თაკო, დიმას გარეშე მოქმედებას თუ აპირებ, მე მხარს ვერ დაგიჭერ. აუცილებლად მიხვდება. მთელს ქვეყანაში აქვს კავშირები და შენი აზრით ისე გაარკვევ, რომ მის ყურამდე არ მივა? – ოხ, მაგ და მაგის კავშირები. სად ვიპოვე ეს ძლევამოსილი კაცი. – უცებ, ძალიან მომენატრა. მისი ჩახუტება მომინდა და ჩემს სურვილებზე გამეცინა. – ჯერ შედარებით შეუმჩნევლად, სტუმრების სიით დავიწყებ. ქორწილის ვიდეოც მზად იქნება. შენთან წამოვიღებ და ერთად ვუყუროთ. იქნებ ისეთი რამ ვიპო, რაც დამეხმარება. მაგრამ მეორე ვარიანტია– თუ ეს ყუთი ჯვრისწერის, ან ფოტოსესიის დროს ჩადეს, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერაფერს გავიგებ. – ნუ შერლოკ ჰოლმსობ თაკო, გთხოვ ! რაში გჭირდება, როცა გვერით ისეთი კაცი გყავს, რომელსაც მარტივად შეუძლია მაგის მოგვარება?! უთხარი რა! – სანამ სიმართლეს დაადგენს, გზად ყველაფერს წალეკავს. ის ასეთ საქმეებს მარტივად არ აკეთებს, ჩემნაირი არა. ამიტომ არ მინდა, შარს გადაეყაროს. – ამ ძიებაში რამე, რომ დაგემართოს? თუ მაგ წერილის გამოგზავნა გაბედა, არც მაგაზე დაიხევს უკან. აი, მერე კი მართლა წალეკავს ყველაფერს შენი ქმარი და შენც არასდროს გაპატიებს. – შენ ახლა, სიღრმინად ამოქექილი არგუმენტების ნაცვლად, შემართების გაძლიერებაში უნდა მეხმარებოდე. – იმ თაკოს, რომელსაც მე ვიცნობ, არავინ და არაფერი სჭირდება შემართების გასაძლიერებლად თუ იცის, რომ სწორად იქცევა. მაგრამ შენც, რომ არ ხარ დარწმუნებული შენს საქციელში, საქმეც მაგაშია. – მეგობრის თანადგომა, მაინც მნიშვნელოვანია ! – გეთანხმები, თუ რათქმაუნდა თანადგომა ხიდიდან გადახტომაში დასახმარებლად არ გჭირდება ! – ლილე, ან ზედმეტად ადრამატიზებ მოვლენებს, ან რაღაც იცი და არ მეუბნები ! – აქამდე, იმიტომ არ გითხარი, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ არ მინდოდა ტყუილად ამეფორიაქებინე. ახლა კი ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. –დამნაშავესავით დაიწყო საუბარი. – ნიკა დამეკონტაქტა, დაახლოებით ორი თვის წინ. თავიდან, უბრალო მეგობრული მოკითხვით დაიწყო, მერე კი, შენზე კითხვებს მოუმატა. იმდენად ოსტატურად იქცეოდა, პასუხის არ გაცემაც მეუხერხულა. რათქმაუნდა არაფერს ვეუბნებოდი გარდა იმისა, რომ ბედნიერი ხარ. სახლში მისვლამდე, ჩემი კორპუსი ხომ უნდა გაიაროს და რამდენჯერემე, ვითომ შემთხვევით დამინახა და გამომელაპარაკა. მოკლეთ სულ თქვენი ამბებით იყო დაინტერესებული. ერთხელ ვუთხარი: ასეთი ინტერესი გათხოვილი ქალისადმი ცუდიათქო. თუ ის ქალი ამად ღირს, ცუდსაც არაუშავსო, მიპასუხა. მერე, ყველანაირად რომ ავარიდე თავი შემეშვა. ახლა შენ დაასკვენი, რას უნდა ნიშნავდეს მისი საქციელი?! – ავადმყოფია ლილე ! – დაუფიქრებლად წამოვიძახე.– ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ მგონი, ჩემთან კი არა, დიმასთან მიმართებაში. – ის ხომ, მისი ბავშვობის მეგობარი იყო?! – ზუსტად მაგ ბავშვობიდან მოდის ეგ პრობლემები სავარაუდოდ და დიმასაც აუცილებლად ეცოდინება, მაგრამ მასთან ნიკას ხსენება ომის ტოლფასია. უკვე მართლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. – უთხარი ! – მოდი ცოტახანს დავიცდი. იქნებ ყველაფერი მშვიდად გაგრძელდეს. არ მინდა, ტყუილად დავძაბო სიტოაცია. კარგი, წავალ ახლა ! – გამომძიებლობანა არ ითამაშო, გთხოვ ! – მომაძახა, როდესაც კიბებეზე ჩავდიოდი. ლილეს მონაყოლის მერე თავგზა ამებნა. აშკარად ჩემით, ან დიმათი, შეპყრობილ ადამიანთან გვქონდა საქმე. სხვანაირად ვერ გაბედავდა ჩვენს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას. მშვენივრად იცნობდა ჩემ ქმარს, შეიძლება ჩემზე უკეთესადაც კი და მას, კარგად უნდა სცოდნოდა თუ, რისი გაკეთება შეეძლო ამ ამბების გაგების შემთხვევაში. სავარაუდოდ, წვეულებაზე მისი ცემის უფლება, რომ არ მივეცი, ჩათვლა რომ ახლაც არ ვეტყოდი სიმართლეს და ვაი, რომ მართალი იყო. ან კიდევ, დიმას მიერ მამამისისთვის მიცემული პირობით ანუ, მისი ადამინობითა და კაცობით სარგებლობდა. მეც ამიტომ ვერ ვეტყოდი. გაბრაზებულზე რამე სისულელე, რომ გაეკეთებია მერე, მთელი ცხოვრება ინანებდა. – ფუ მართლა, რა არაკაცია ! მისი დამპალი სიცოცხლის გამო საყვარელი ადამიანი, როგორ უნდა მოვატუო?! – კიბეები გაცოფებულმა, ლანძღვით ჩავიარე. სადარბაზოს ოდნავ გავცდი. ამ უსინდისოს მანქანა, რომ შევნიშნე. ისეთი უცნაური ფერის იყო, ყოველთვის ვცნობდი. ნამდვილად იცოდა იქ, რომ ვიყავი და მიცდიდა. დენდარტყმულივით შემაქანა. მასთან შეხვედრას და საუბარს გულის სიღრმეში კი ვგეგმავდი, მაგრამ იმწუთას ისე შემზიზღდა, რომ მენახა აუცილებლად თავს გავუტეხდი. აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე ჩემი ავტომობილისკენ. გამომყვა. სისხლმა ამომასხა. ისე გავბრაზდი თავად გადავწყვიტე მისკენ წასვლა და გამოლანძღვა. ის იყო უნდა მივბრუნებულიყავი, ჩემი მეუღლე გამოჩნდა. ერთი წუთიც რომ დაეგვიანა და ერთად დავენახეთ არც მტყუან–მართლის გარჩევას დაიწყებდა და არც მიზეზების კითხვას. მტერს, იქ ამბებს დაატრიალებდა. ეს რომ გავიაზე შიშმა ამიტანა. სწრაფად ჩამოქვეითთდა და ჩემთან მოვიდა. – თაკო, რატომ კანკალებ? – შეშინებულმა მკითხა. – ძალიან შემცივდა ! – მართლაც ციოდა და წესით უნდა დაეჯერებინა. – შენი სახე შეცივნულს არ გავს ! – ლილედან მოვდივარ და აბა სხვა, რა მიზეზი უნდა მაკანკალებდეს? აქ კიდევ დიდხანს თუ გამაჩერებ ლოლოები დამეკიდება. – ვეცადე დამაჯერებლად გამომსვლოდა, თუმცა უშედეგოდ. – ვინმე დაინახე? აი, აქ კი მივხვდი,მანაც იცოდა ნიკას ეს გზა,რომ უნდა გაევლო. არემარე ზედმეტი ინტერესით მოათვალიერა. მუხლები მომეკვეთა, ვაი თუ დაინახოსოთქო. ჩემი მზერა მისას ავაყოლე. უცებ შეჩერდა. გავშეშდი, სუნთქვა ერთიანად შემეკრა. სწრაფად მივეწიე ხედვაში და ჩემდა ბედად იქ, აღარავინ ჩანდა. სიმწრით დაგროვილი ჰაერი ერთიანად გამოვუშვი. –ლაჩარი ! – ჩუმად ცავილაპარაკე. ამჯერად მე შემომხედა დაეჭვებით. ვეცადე ნერვიულობით აშლილი ყველა მიმიკა წამში დამელაგებინა და კეკლუცურად გავუღიმე. – რაღა არ მომწონხარ. ახლა კი დაჯექი მანქანაში და არ გეგონოს შენი ნათქვამი დავიჯერე. – ჩემი ვის დავუტოვო აქ? – თითქოს მეტი სადარდელი არ მქონდა. – მოაკითხავენ. დავჯექი და გავიტრუნე. ყველა ნერვული დაბოლოება, სახიფათო იმპულსებს მიგზავნიდა ტვინში და მერე, სულსაც მიფორიაქებდა. რაიმე, კიდევ რომ ეკითხა, ნამდვილად ვეღარ შევძლებდი მოტყუებას. ამიტომ ბოლო ძალამოკრებილამ სხვა თემაზე წამოვიწყე საუბარი. –დიმა, ნეტავ ნინა ხომ კარგად არის? იმდენი ხანია არ გამოჩენილა მიკვირს. – ისე დაამუხრუჭა საბურავების სუნი სალონში ვიგრძენი. – დავურეკო ლილეს თუ თავად მეტყვი რა გჭირს? – როგორ იქცევი, ახლა შენ ? – მე, როგორ ვიქცევი? თაკო, რამე დალიე? მთვრალი ხარ? – არა ! ხომ იცი იშვიათად ვეკარები ალკოჰოლს. – მერჩივნა კი გეთქვა, გამართლებას გიპოვნიდი. – ისევ დაძრა მანქანა და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ, კვლავ იფეთქა. –რა შუაში იყო ახლა ნინა? ან რატო უნდა მაინტერესებდეს სადაა? მე, რა მისი ძიძა ვარ? – კარგი, ისე ვიკითხე უბრალოდ გამახსენდა. – უბრალოდ? ხანდახან მგონია, რომ შარს ეძებ ! – გგონია! ხმა აღარ, ამომიღია. რომ გითხრათ გაუაზრებლად ვახსენე ნინათქო, მოგატყუებთ, მშვენივრად გავიაზრე. ამ სახლელით, ისე ოსტატურად გადავფარე ცოტახნის წინანდელი ამბები, რომ ჩემთვის კითხვის დასმის სურვილი აღარ გაუჩნდებოდა. ყოველშემთხვევაში დროებით. მანამდე კი დამშვიდებას და რამის მოფიქრებას მოვახერხებდი. ეზოში სწრაფად შეიყვანა მანქანა და ისე გადავიდა არც კი დამლოდებია. – ნიკა შენ თუ ეს დღე არ განანო...რა სისულელე მათქმევინე.– გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და უკან დავედევნე. სხლში შესულებს ანა, გაოცებული სახით შეგვებება. –რატომ მოხვედით, რესტორანში ხომ მიდოდით სავახშმოდ? – გადავიფიქრეთ ! – მკაცრად უპასუხა დიმამ. გულში რაღაც ჩამწყდა. ანამ კითხვის თვალებით შემომხედა და მეც ასევე თვალებითვე დავამშვიდე, არაფერიათქო. აი, თურმე, რატომ მომაკითხა ლილესთან. ისე მეწყინა, იმ ავადმყოფის გამო რომ ვაწყენინე, ჩემი თავის გაგუდვა მომინდა. როგორ უნდა მომეხადა ბოდიში, როგორ ამეხსნა, რატომ ვახსენე იმ ქალის სახელი, რომელიც არცერთს არ გვეხატებოდა გულზე? ... ყველაზე რთულია ადმიანს ტყუილის თქმა, რომ გიწევს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ზრახვები, კეთილია თუ ბოროტი. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კეთილია? მე? და რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ, დამეცვა? – ნამდვილად იყო ჩემი მიზანი ეგ. მე ამ ტყუილში, ჩემი სიმართლე მქონდა, მგრამ ტყუილი, მაინც ტყუილია. ნახევარი საათიც არ იყო გასული და უკვე სული დამიმძიმა, უკვე ჩვენს ურთიერთობაში პრობლემა მოიტანა. მიღირდა კი ამად? იქნებ ჯობდა გაეგო და ქვეყანაც დაენგრია, მაგრამ მე მის წინაშე პირნათელი ვიქნებოდი. ყოველივე ეს გააზრებული მქონდა, თუმცა ამ ტყუილში, ჩემი სიმართლე უფრო სწორად მიმაჩნდა. მძიმე ნაბიჯებით შევედი ოთახში. ვერანდაზე მოესწრო გასვლა. ან ფიქრებს ალაგებდა ან სათქმელს. სხვაგვარად ისეთ სიცევეში იქ არ გავიდოდა. – შემოდი გთხოვ, გაცივდები ! მობრუნდა, ცოტახანს მიყურა, მერე გვერდი ამიარა, დივანზე ჩამოჯდა და მუხლებზე დაილაგა იდაყვები. ასე მაშინ იქცეოდა, როცა ჩემი საქციელებით ცუდად გაკვირვებული იყო. თავის მოძრაობით მანიშნა მის წინ დავმჯდარიყავი. თქმას არ ჩქარობდა, მაგრამ ისე მიყურებდა პირდაპირ თვალებში, ასე მეგონა ჩემში ყველა კუთხე–კუნჭული მზერით მოიარა. ყველაფერი მეწვოდა. – თუ შენს საქციელს, რაიმე ახსნა აქვს გისმენ ! – ვერ ვხვდები, რატომ ანიჭებ ახლა ამხელა მნიშვნელობას ჩემს ნათქვამს?! – რომ არ ვიცოდე, გვერდით როგორი ცოლი მყავს არ მივანიჭებდი. ზედმეტად ჭკვიანი ხარ საიმისოდ, ვინმეს სახელი გაუაზრებლად ახსენო. – და შენ რატო ხარ ამდენად ჭკვიანი, რომ ყველა ჩემი ქმედება გაშიფრო? გულში უხმოდ ვყვიროდი. – რაც არ უნდა იყოს მაინც ქალი ვარ და მახასიათებს გაუაზრებელი ქმედებები. ბევრი მაგალითის მომსწრე ხარ. – თაკო, მორჩი... მორჩი! მაშინდელ შენ საქციელებსაც კი, თავისი მიზეზი და აზრი ქონდა და ეს ორივემ მშვენივრად ვიცით. – დიმა, რა გაყვირებს? – პირველად დამიყვირა. – ნუ მასულელებ ! ყველაზე მეტად ვერ ვიტან ტყუილებს ! საშინლად მეწყინა, მისი ყვირილც და ჩემი ტყულიც. ამ ხნის მანძილზე პირველად ავტირდი მწარე ცრემლებით. ხმაურზე ნანა შემოვარდა. – ბავშვებო, რა ხდება ? შვილო , რატომ ყვირი? – ნანა გადი ! – შედარებთ დამშვიდებულმა უთხრა. – დიმა, ის ტირის ! – ასეთი მკაცრი ხმა პირველად გავიგონე მისგან. ნანას სიტყვებზე ჩემსკენ მოტრიალდა. გვედზე გავიხედე. სახეზე ხელი მომკიდა თავისკენ შემაბრუნა, რომ დამინახა სახე გაებზარა. ისე ღრმად ამოისუნთქ, ლამის გული ამოაყოლა. – ნანა გთხოვ, გადი ! – უხმოდ გავიდა. ყელში ბურთი გამეჩხირა. მახრჩობდა. ახლა, სიმართლის თქმა რომც მდომოდა მითუმეტეს ვეღარ ვეტყოდი. ძალით ამოწიწკნილ სათქმელს დაემგვანებოდა და უფრო მეტად შეუფერებლად მიმაჩნდა. გავქვავდი. გაუნძრევლად მუჭისისხო ცრემლებით ვტიროდი. – გთხოვ, გაჩერდი თორე, თავი შემძულდება ! არ შემეძლო იმ წუთას გაჩერება, ვეღარ ვაკონტროლებდი ემოციას. ჩემდა უნებურად მეტირებოდა. ჩემი ხელები დაიჭირა და მოფერება დაუწყო. ამაზე ასმაგად ამიჩუყდა გული. ჩემი ბრალი იყო და კიდევ ის გრძნობდა თავს დამნაშავედ. თუმცა, დაყვირება ზედმეტად უხეშად და ხმამაღლა მოუვიდა. იმდენად არ ველოდი მისგან, იმდენად მეწყინა, ვერც დამშვიდება მოვახერეხე და ვერც სიტყვის თქმა. უცებ წამოვხტი, აბაზანაში ჩავიკეტე, მისი ხალათი ჩავიხუტე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. დიდხანს ვიყავი ასე . ისიც უხმოდ, კართან მიცდიდა. ბოლოს, რომ აღარ გამოვედი წავიდა. გამეხარდა კიდეც, იმ მომენტში მისი ნახვა არ შემეძლო. ყველა გრძნობა ერთიანად მჭამდა შიგნიდან. დაღლილი და სახეწაშლილი საწოლამდე მივლასლასდი. ნანაც მალე შემოვიდა. არაფერი უკითხავს, უთქმელად მომიჯდა და ჩამიხუტა. ვგრძნობდი, თვითონაც, როგორ ღვრიდა ცრემლებს . არ მახსოვს როდის ჩამეძინა. ვიდრე დიმა არ დაბრუნდა გვერდიდან არ მომშორებია. მის გულზე ჩახუტებულს მეძინა და რომ გამომეცალა ოდნავ შევიღვიძე. – როგორ არის? – ჩუმად ჰკითხა. – ტირილში ჩაეძინა. – მადლობა ! – წარმოვიდგინე, როგორი თბილი თვალებით შეხედა. – ჩემთვის ის, ისეთივე შვილია, როგორც შენ და ანა. მადლობა მეორედ არ მითხრა. – კარგი ! – დიმა, არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის და არც ვაპირებ ჩავერიო, მაგრამ მის წყენას ვერ ავიტან. ცამდე მართალიც რომ იყო, მის ცრემლებად არ გიღირდეს. – ვიცი ნანა, ვიცი ! – ხვალ, მის სახეს ღიმილი დაუბუნე, გთხოვ ! საბანი შემისწორა, თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ჩემი დარდის მიზეზი კი, დივანზე ჩამოჯდა. თვალი ჩუმად გავაპარე მისკენ. სახე ხელებში ქონდა ჩარგული. მთელი სხეულით ვგრძნობდი, როგორ ტკიოდა ჩემს გამო, როგორ ჯავრობდა და გულში ათას ბოდიშს მიხდიდა. ამის გააზრებაზე, სხეულში უფრო ღრმად იდგავდა სინდისის ქეჯნა ფესვებს და ყელში მოწოლილ ბურთს გაზრდაში ეხმარებოდა. ცოტანში ადგა ჯერ, შორიდან მიყურა, მერე ჩემს წინ ჩაიმუხლა. სუნამოს, თამბაქოს და ალკოჰოლის სუნი ერთმანეთში აირია და მისი ჩახუტების სურვილი ამიწვა. თმებზე მომეფერა. მერე მუჭით აიღო და სახესთან მიიტანა. ისე ჩაისუნთქა მეგონა შემისრუტავდა. – ყველაზე სასიამოვნო სურნელი გაქვს ამ ქვეყნად. – თბილი, ჩურჩულის ტონით დაიწყო. სიმთვრალე საგრძნობლად ეტყობოდა. – ჰაერსაც კი დავთმობ მის გამო... თაკო, რატომ ხარ ასეთი რთული ? ... ძალიან კი ცდილობ არ შეგეტყოს, მაგრამ ხანდახან არ გამოგდის. საოცრად კეთილი ხარ, თავისუფალი, მზრუნველი, მაგრამ კიდევ გაქ შიგნით სამყარო რომელიც მარტო შენია. ვეჭვიანობ მაგაზე, ძალიან ვეჭვიანობ... რატომ არ მაძლევ უფლებას შენ სულ, სურვილებს და გრძნობებს ბოლომდე ჩავწვდე? რატომ გგონია, რომ მაგ სამყაროს გაგება, სადაც მარტო შენ შეხედულებებზე გაქ ყველაფერი აგებული მე არ შემიძლია? რომც ვერ შევძლო, მაინც არ გთოვ, რამე შეცვალო... გინდა, მარტო შენთვის დაიტოვო ? დაიტოვე... ოღონდ არ მისცე უფლება რამე გააფუჭოს... იმდენი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში და მითუმეტეს იმდენი ქალი, არ მეგონა ჩემზე გაცილებით პატარა გოგოში კიდევ რაიმე თუ გამიკვირდებოდა. რაც არ უნდა ძალიან ვეცადო შენს ბოლომდე გაცნობას, ახლა ზუსტად ვიცი, არასდროს არ გამომივა შენ თუ არ მომცემ ამის საშუალებას... რა გემართება ჩემთან თაკო? ... ნეტავ იცოდე ახლა როგორ მტკივა, როგორი არაკაცი მგონია ჩემი თავი. თითოეული ცრემლი ტყვიად მხვდება, რაც მაგ ლამაზმა თვალებმა დაღვარა. პატიებასაც ვერ გთხოვ, არ მაქვს უფლება ! – წამოდგომა დააპირა. მერე, უცებ შეჩედა და ვიდრე სააბაზანოსკენ წავიდოდა ბოლო სიტყვები დამიტოვა.– კარგია, რომ გძინავს, რადგან ამას პირისპირ ვერასოდეს გეტყვი– სულ გეუბნები, რომ არასოდეს გაგიშვებ, გატყუებ! მე, შენს გაშვებას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ მეცოდინება, რომ ჩემს გვერდით ყოფნა ტკივილს მოგაყენებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგელევი. მაგრამ შენ, რომ წახვალ, მე ცოცხლად მოვკვდები. ვიდრე ის საუბრობდა მე სუნქვა შევწყვიტე. ბოლო სიტყვებზე კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, ჩემმა სულმა სხეული დატოვა. ყველა უჯრედი გავთიშე, რომ რაიმეზე არ მეფიქრა. არადა აზრები, არმიებად იდგნენ რიგში. იმ წუთას ეს, რომ არ გამეკეთებია ვერ გავუძლებდი. ერთადერთი რაც ტვინამდე მივიტანე იყო, სიტყვები „სამყარო, რომელიც მარტო შენია“ . თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ სამყაროს ტკივილის, როგორ ეშინოდა. არაადამიანურად, არანორმალურად. ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე იყო, ყველა მსგავს ფიქრს და აზრს ბლოკავდა. მაგრამ ამავედროს ყველაზე სუსტიც, იქ თუ ოდესმე ეს გრძნობა შეაღწევდა ზუსტად ვიცოდი ჩემი საბოლოო იქნებოდა... იმ წუთას ზუსთად იმ სამყაროში წავედი, რომ დავმშვიდებულიყავი და მერე, ჩემს ტყავს დავბრუნებოდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.