გაბედე "გაბედვა" !
თეთრი პირისახის, მოკრძალებულად ჩაცმული, ახალგაზრდა გოგონა მატარებლის ბოლო კუპეში, ფანჯარასთან იჯდა და უკან ჩამოტოვებულ ხეების ჯარს, მონოტონურად აყოლებდა თვალს, როცა ვაგონში, 30 წლამდე, მხარბეჭიანი ახალგაზრდა შემოვიდა. ახალმოსულმა გოგონას ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრო. - 25 წლის იქნება...- გაიფიქრა მან. -ალბათ, დაქორწინებულია- გაიფიქრა გოგონამ, როცა ბიჭის არათითზე , ბეჭდის მკრთალი კვალი შეამჩნია. ფანჯრის მიღმა გაზაფხული ყვაოდა. ირგვლივ ახლად-დაკვირტული ყვავილების თავბრუდამხვევი არომატი ტრიალებდა. საამო სიზმარივით ლამაზი დღე იყო. - სიმპატიურია.- თანამგზავრის ვიზუალი დაკვირვებით უნებურად შეისწავლა უცნობმა გოგონამ. -როგორი ლამაზი და ნაზია..- გაიფიქრა ბიჭმა და ქალის ზღვისფერ ირისებში ჩაიკარგა. რა საოცარია. ხანდახან სიჩუმე როგორი მრავლისმთქმელი შეიძლება იყოს. ერთმანეთის თვალიერებაში გართულებს, გარესამყაროს არსებობა სულ გადაავიწყდათ. თითქოს მათ ირგვლივ, სამყარო გაირინდა. მათი ბაგეებიდან არ გაჟღერებულა არცერთი ბგერა, თითოეულის სათქმელს სულის სარკედ ქცეული, ორი წყვილი თვალი ამბობდა. ყოვლისმომცველი სიჩუმე, მატარებლის გამცილებლის ხმამ დაარღვია. დროის შეგრძნება დაკარგულ ბიჭს, უკმაყოფილების ოხვრა აღმოხდა, ბოლოჯერ შეავლო თვალი თანამგზავრის მოულოდნელი წასვლით, დამწუხრებულ გოგონას და კარებში გაუჩინარდა. -რა სამწუხაროა .- გაიფიქრა ქალმა. -დასანანია- მოასწრო გონებაში გაფიქრება კაცმაც. სახლში კი, ერთი ჭიქა წითელი ღვინით ხელში, ვალსი-ბოსტონის ნელი და ნარნარა მელოდიის ფონზე, ორივე მათგანის გონებაში ნაცნობმა ფრაზამ გაიელვა: - ისევ მარტო ვარ ... -------------------------------------------------------------------------------------------- ნუ გაჩუმდებით! ცხოვრება ისე ხანმოკლეა.. ზოგჯერ ერთი წამი წყვეტს ყოველივეს. -------------------------------------------------------------------------------------------- "ერთი წლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ახლა, თავად გოგონა ესტუმრა ბოლო კუპეში, მოულოდნელი სტუმრის მისვლით, გაოცებულ მამაკაცს. -"უკაცრავად, შეიძლება თქვენთან?" -"მოხარული ვიქნები"- უპასუხა მან. ფანჯარასთან კი, ისევ ისე ყვაოდა ყოველივე. ისევ დასკდომოდათ კვირტები ხეებს და სამყარო გაზაფხულის სურნელში გახვეულიყო. ყველაფერი მშვენიერ ოცნებას ჰგავდა. -"იცით, მე თქვენ გელოდით."- მორცხვად ჩაილაპარაკა ქალმა და უკვე ნაცნობ უცნობს, მკრთალად გაუღიმა. -"მე კი, ყველგან გეძებდით."- რამდენიმე წამის შემდეგ, ამოთქვა კაცმა. თრთოდა, კანკალებდა მაგიდაზე მოთავსებული სანთლის ალი. სადღაც შორიდან, ვალსი-ბოსტონის მელოდია უკრავდა მშვიდად და ირგვლივ სასიამოვნო ბგერებს ღვრიდა. -"ბედისწერაა?"- იკითხა უცებ ნიკაპ-ათრთოლებულმა და შეცბუნებულმა ქალმა. -" სიყვარულია"- ხრინწიანი ხმით , თითქმის ჩურჩულით უპასუხა მამაკაცმა და სასურველი სხეული გულში ჩაიკრა. ================================================================= -თქვენ გჯერათ მონათესავე სულების? -მე მჯერა. მომწონს იდეა, რომ სადღაც, ვიღაც, სპეციალურად შენთვის დაიბადა. მონათესავე სულებთან შეხვედრა განსაკუთრებულ ანაბეჭდს ტოვებს ადამიანში და მთელი ცხოვრება მიჰყვება, როგორც აუხსნელი მოვლენა, რომელიც ვერაფერში მოათავსა. ის თქვენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და საკუთარ თავს, ამობრუნებული დოქივით ხედავთ, რომელიც თითქოს შეუძლებელი ჩანდა და საკუთარი სულის გამოუკვლეველ გამოქვაბულებს ეცნობით. ეს ზენიტის უმაღლესი მწვერვალია, რომელსაც თანდათან სრულყოფილ ჰარმონიამდე მიყავხარ. ======================================================================== ყოველი წამი ღვთისგან ბოძებული სასწაულია. სასწაული კი თავის მხრივ ბედნიერებაა. ადამიანები იმდენად ვეჩვევით ცხოვრებას და გახვეული ვართ ყოველდღიურობის ქარცეცხლში, რომ ვერ ვამჩნევთ რამხელა სიხარულია იცოცხლო და გიყვარდეს. წარმოიდგინეთ, 7 მილიარდი ადამიანი. ვიღაც ახლა იღვიძებს, ვიღაც ბოლოჯერ მიდის დასაძინებლად. ვიღაცამ პირველად აკოცა მათ სიყვარულს, ვიღაცამ ეს ბოლოჯერ გააკეთა. ვიღაც ახლა საავადმყოფოს საწოლის წინ მუხლებზე , თვალცრემლიანი დგას, ვიღაც ბედნიერებისგან ტირის. შესაძლოა ახლა გარდაიცვალა ის, ვინც აღარავის გაახსენდება. შესაძლოა, ახლა ბიჭი დაიბადა, რომელიც უზარმაზარ სტადიონს მასთან ერთად სიმღერას აიძულებს. ვიღაც ახლა მიატოვეს . ვიღაც ახლა იტყუება, რომ მათ აღარ უყვართ. ახლა სადღაც ბიჭი წერს სიმღერას, რომელსაც თინეიჯერები ასიოდე წლის შემდეგ იმღერებენ. ახლა გოგონა წერს ლექსს, რომლის სტრიქონებშიც ყველა იპოვის საკუთარ თავს. შესაძლოა, ახლა ვიღაც მომავალ ცოლთან ერთად ხვდება მზის ამოსვლას. ვიღაც შორდება მამაკაცს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება ეყვარება. ვიღაც ძალიან შორს მიემგზავრება და სიყვარულს სახლში ტოვებს, ვიღაც კი ახლახანს საბოლოოდ დაბრუნდა შინ, თუმცა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მას უღალატეს. ვიღაც ახლა სიყვარულს უმღერის, ვიღაც კი, სიყვარულის გამო მღერის. შენ ახლა კითხულობ ამას და თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგე, რისი თქმაც მინდა, დაგეხმარები, მეგობარო. ჩვენი ცხოვრება- მომენტებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურად მნიშვნელოვანია, ამიტომაც დააფასე თითოეული წუთი და წამი. დაარღვიე წესები. სწრაფად აპატიე. თავშეუკავებლად იცინე. ნელა აკოცე. იცეკვე ისე , თითქოს არავინ გიყურებს. იმღერე ისე, თითქოს არავინ გისმენს. შეიყვარე ისე, თითქოს შენთვის ტკივილი არც არასდროს მოუყენებიათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.