მორჩილი მტერი
-ერთხელ კიდევ გაბედავ და ხელს შეახებ იმას რაც მეკუთნის და გეფიცებით, თავს მოვიკლავ -ქალბატინო, ბატონმა ბრძანა ჩემი ცოლი სახლში მოიყვანეთო, მე რა გავაკეთო, რა დამიშავებია აქამდე თქვენს წინაშე. -ბატონმა? ბატონმა ბრძანა? ეგ თქვენი ბატონი ჩემი მონაა და არა პირიქით. თუ ცოლის წაყვანა სურს თვითონ მოეთრეს აქ- ლარნაკის მტვრევის ხმას მსახურთუფროსის ხმა შეერია. -სოლომეა რა ამბავია აქ -რა ამბავი? რა ამბავი და იმ ნაბიჭვარმა ეს კაცი გამომიგზავნა, მოვიდეს აქო, მე მის ცოლს მიბარებს, ჩემი საქმროს, მამაჩემის და ჩემი საყვარელი ყმის მკვლელი. -ქალბატონო სოლომეა, გთხოვთ ნუ განარისხებთ ბატონს - ისევ ატყდა მისაღებში ჩოჩქოლი მსახურები შეკრთნენ, ჰოლში უკვე ორი ქალის სიცილი გარკვევით ისმოდა, გოგონას არ დაუცდია ჰოლში შევარდა. ორ მობარბაცე ქალს შორის როგორ იდგა მაღალი, თმაარეული, თაფლისფერთვალება კაცი. -შე დამპალო , როგორ ბედავ ჩემ სახლში ამ მეძავების მოთრევას - გოგო ბიჭისკენ გაიწია მაგრამ ახალგაზრდა მსახურმა შეჩერება მოასწრო. -სოლომეკია მაია - ხმამაღლა გაიცინა და სასმელი მოსვა -შემიძლია გაგახსენო, რომ ეს სახლი, ეს მიწები და თვით შენც კი ჩემი საკუთრება ხარ. -მომისმინე პირუტყვო, მე არასდროს ვიქნები შენი! -ხოდა შეგიძლია თავლაში დაიძინო, რომ ჩემი გოგონების კვნესამ არ დაგიფრთხოს ძილი - ბიჭმა ავისმომასწავლებლად ჩაიცინა და გვერდით მდგომ გოგოებს ხელი საჯდომზე დაარტყა. -დამპალო, ნაძირალა. სიკვდილის ღირსი ხარ! - გოგონამთავი გაინთავისუფლა, ხელიდან ბოთლი გამოსტაცა, სასმელი კედელს მიანარცხა, ბიჭს სახეში გაარტყა და უკან მოუხედავად გავარდა ჰოლიდან. წმაით ირგვლი ვსიჩუმე იყო, ბიჭმა თავი ასწია, იქაურობას შეხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -ვინმე თუ გაბედავთ და სიმართლეს ეტყვით, რომ მთვრალი არ ვიყავი, ჩემი ხელით დაგანაკუწებთ. ქაიხოსრო, ფული გადაუხადე მსახობებს, არ მინდა ამ გოგონებს კიდევ ვხედავდე. __________________________ საცდელი თავია, თუ ვინმეს დააინტერესებს აუცილებლად გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.