შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 9)


30-12-2020, 10:12
ავტორი სესილია
ნანახია 1 210

***
- შუა დღე მშვიდობისა, - ნოტარიუსთან ოფისში შევიდა, აჩი.
- Hello, აჩი.
- როგორ ხარ ნატა?
- მე კარგად და შენ?
- მეც კარგად, ჩემი ლამაზი მეზობელი სად არის? - დინას მაგიდისკენ გაიხედა.
- შენი ლამაზი მეზობელი ყავას სვამს.
- უჩემოდ? - ტუჩები გაბუსხა, - არადა ვთხოვე, ყავა ჩემს გარეშე არ დაელია, რომ ვაკვირდები საერთოდ არ მაფასებს. - თავი უიმედოდ გადააქნია.
- აჰამ, საერთოდ არ გაფასებს. - გაეცინა ნატას.
- ბატონ თენგოს სცალია?
- კი, შედი.
- გამარჯობა, ბატონო თენგო.
- აჩიი, როგორ ხარ? შემოდი. - წამოდგა ნოტარიუსი.
- მადლობთ, მე კარგად და თქვენ?
- მეც ვუძლებ. - სავარძელში გასწორდა, - რამ შეგაწუხა?
- სარჩელის უზრუნველყოფა მაქვს და მგონი თქვენ იცნობთ კერძო აღმასრულებელს ქუთაისში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მინდა მიტანა.
- კი, კი როგორ არ ვიცნობ, ჩემი მეგობარია რეზო.
- მითხარით სად უნდა მივიდე და მივალ თქვენი სახელით.
- კი, მეც დავურეკავ. თამარ მეფეზეა მეცხრე სკოლის გვერდით.
- მაშინ მე წავალ და თქვენ დაურეკეთ, დიდად დამავალებთ.
- კარგი, აჩი.

- გამარჯობა, კერძო აღმასრულებელი რევაზ ძულწაძე აქ ზის?

- მობრძანდით, - შეეგება ახალგაზრდა გოგო, - დარძანდით და დავუძახებ ახლავე. - გზა სამზარეულოსკენ გააგრძელა ხატიამ, - ბატონო რევაზ ისე გვარი რომ გადაიკეთოთ არა?
- რა გვარი? - გაკვირვებით შეხედა თანაშემწეს.
- ძულწაძე რეზოს კითხულობენ და მაგიტომ გეუბნებით. - სიცილი აუტყდა.
- მოვიდა უკვე? თენგომ დამირეკა სარჩელის უზრუნველყოფა უნდა მოიტანონ.
- კი და გელოდება.
- გამარჯობათ, - მიესალმა წარმოსადეგ მამაკაცს აღმასრულებელი.
- გაგიმარჯოთ, მე ადვოკატი აჩი მერკვილაძე ვარ.
- ძალიან სასიამოვნო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- სარჩელის უზრუნველყოფა მაქვს, ყადაღების დადება მეჩქარება, რადგან სავარაუდოდ მოვალეს ხვალ თანხები დაერიცხება.
- კარგით, ხელშეკრულება გავაფორმოთ და დღესვე დაიგზგავნება ბანკებში ყადაღები.
- კარგით, ინებეთ სააღსრულებო ფურცელი და ჩემი მინდობილობა.
- ხატია გამოართვი და გაამზადე ხელშეკრულება,
- ახლავე, ბატონო რეზო.

სააღსრულებო მომსახურეობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მხარეებმა და აჩიმ იურიდიული კომპანია დატოვა.
- ხო მელო.
- როგორ ხარ, ძმობილო?
- მე კარგად და შენ?
- მაგარი ამბავი მაქვს შენთვის.
- აბა რა ამბავი?
- დინას ბებია გავიცანი.
- რა? როგორ? - გაოცება და სიხარული ერთდროულად ისმოდა აჩის ხმაში.
- ბებიაჩემის დაქალი ყოფილა და შემთხვევით დღეს მოხდა ჩვენი გაცნობა.
- ვაა, რა მაგარი ამბავია.
- სხვათაშორის დინა ამერიკაშიაო ასე მითხრა, აშკარად შეეტყო სახეზე არ ესიამოვნა, რომ ვუთხარი დინას ვიცნობთქო. რაღაც ისეთი მოხდა, რომ დღემდე მალავს დინას დაბრუნებას საქართველოში.
- იმედია მალე გავარკვევთ, - მანქანა დაქოქა მერკვილაძემ.
- ნუ ღელავ, როგორც კი გავარკვევ, მაშინვე დაგირეკავ.
- შენი იმედი მაქვს, ძმაო.
- აბა დროებით.
- დროებით.

გაურკვევლობა ყველაზე რთული მომენტია, მითუმეტეს, როდესაც კითხვის დასმას ვერ ბედავ, რომ გაერკვე, გაიგო მიზეზების ჯაჭვი და სამუდამოდ გამოერკვე, მაგრამ ხანდახან იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს, მოთმინება და ლოდინია აუცილებელი.
- დინ, ასეთ სიბნელეში რატომ წეხვარ? - მდივანზე წამოწოლი გოგოსთან ჩაიმუხლა აჩი.
- რავი ფიქრებს გავყევი, მოვიწყინე და ჩამთვლიმა. - წამოჯდა და თვალები მოისრისა.
- წამო, წავიდეთ. - ხელი გაუწოდა.
- საად? - ქვემოდან ახედა ბიჭს.
- გავისეირნოთ ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში.
- ძალიან გინდა?
- კიი, მინდა ხელი ჩაგკიდო და მოვიაროთ ღამის ქუჩები.
- კარგი, კარგი, - დუტის მოსაცმელი აიღო დინამ და ბიჭს უკან გაჰყვა.
- კარგ ადგილას ვცხოვრობთ არა?
- კი, თამარ მეფის ქუჩა მომწონს, ახლოა ქალაქის ცენტრთან.
- მას შემდეგ რაც 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფუნქციონირება განაახლა, ქუთაისში გადმოიტანეს პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1933-1990 ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელწმიფო პედაგოგიური ინსტისტუტის სტატუსით არსებობდა, ხოლო 1990 წლის 3 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
- ლამაზი შენობა აქვთ, მგონი ბევრი ფაკულტეტიც აქვთ.
- კი, სამედიცინოზე ბევრი უცხოელი სტუდენტი ყავთ.
- ეს ჩინური სახლია იცოდი?
- მართლა? ნეტა როდის აშენდა?
- ეგ არ ვიცი.
- ეს კიდე მეცხრა საჯარო სკოლაა.
- კი, იქეთ მხარეს კიდე საქართველოს ფოსტა.
- ისე როგორი ლამაზი შენობაა, მიკვირს რომ არ არის გარემონტებული და განახლებული.
- ხო, ალბათ ინვესტორი არ ჰყავთ.
- ოჰ, ინვესტორი საქართველოს აღარ ჰყავს და ქუთაისში ვინ მოვა, - ხელი ჩაიქნია აჩიმ.
ნელა და აუჩქარებლად მიუყვებოდნენ ცარიელ ქუჩას.
- ცენტრალური მოედანი ძალიან მომწონს, სხვა დიდებულება აქვს თითქოს.
- მაკდონალდში რამე ხომ არ ავიღოთ?
- ნაყინს შევჭამდი.
- კარგი, მეც შევჭამ.
დინა გარეთ გაჩერდა და აკვირდებოდა ხალხს.
- აჰა, მიირთვი, ჩემო ლამაზო მეზობელო.
- მადლობაა.
- მესხიშვილის თეტრი, როგორი ლამაზი და დიდებულია არა?
- არ დასრულდა ეს პანდემია და შეზღუდვები, თორემ ძალიან მინდოდა სპექტაკლზე წასვლა.
- მოგიყვე ცოტა რამ თეატრზე?
- კი, მომიყევი.
- ქუთაისში, 1861 წლის 3 მარტს სცენისმოყვარეების მონაწილეობით გაიმართა პირველი ისტრიული წარმოდგენა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. 1880 წელს კი დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც ჯერ კოტე მესხი, შემდეგ კი ლადო-ალექსი მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. 1928 წელს დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1955 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენჭა.
- ვაა, როგორი საინტერსოა, შენ საიდან იცი ამდენი?
- წინასაწარ მოვემზადე.
- მართლაა?
- კიი.
- საყვარელი ხარ.
- ვიცი.
- ბაგრატის ტაძარი როგორ ლამაზად ჩანს, ანათებს.
- კი, ლამაზია. ხომ არ ავიდეთ?
- არა, წამო წითელ ხიდზე გადავიდეთ და იქედან თეთრი ხიდით დავბრუნდეთ.
- კარგი იდეაა.
- გაზაფხულს ველოდები.
- რატომ?
- მაგნოლია ჰყვავის აქ, სურათები მაქვს ნანახი და თვალწარმტაცია. მინდა მოვიდე და მისი ცქერით დავტკბე.
- ერთად მოვიდეთ.
- მოვიდეთ. - შესცინა ბიჭს.
- იცი ეს ვისი ძეგლია?
- გალაკტიონის.
- იცოდი?
- არაა, წავიკითხე. - ხელი გაიშვირა, - ნახე რამხელა ასოებით აწერია, ჯერ თვალს არ დამკლებია.
- იცი ის ვინ არის, ის ქალი?
- არაა და ვინ არის?
- გალაქტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე. ამბობენ, რომ ღარიბი პოეტი ულამაზეს თავადისასულს ქუთაისში, პარკში შეხვდა. ქალმა გვერდით ჩაუარა და ვერც შენიშნა იგი. თუმცა პოეტი იმ წუთიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე გულით ატარებდა მერისადმი სიყვარულს და 1915 წლიდან გალაქტიონ ტაბიძე ქმნის მერისადმი მიძღვნილ პოეტურ ციკლს:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
- აჩიი, როგორ კარგად კითხულობ ლექსებს, - ტაში შემოკრა დინამ, - მთელს სხეულში თითქოს ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი განცდით წაიკითხე. ყოჩაღ, ბატონო აჩი, ყოჩაღ!
- მადლობა, ქალბატონო დინა, - მადლობის ნიშნად თავი დახარა მერკვილაძემ. - ვიმედოვნებ, მეც გალაქტიონის ბედი არ მეწევა სიყვარულში.
- რატომ? ვინმე გიყვარს და არ ვიცი? ვინმემ უარი გითხრა?
- რომ გაკვირდები, ძალიან ცუღლუტობ ხოლმე.
- ხო, ხანდახან ანცობა და ცუღლუტი მიყვარს.
- წამო, ახალი გზით გადავიდეთ თეთრ ხიდთან.
- კარგი, მოგყვები.
- დინა, შენ იცი რომელი საათია?
- რომელი? - მობილურს დახედა დიდმანიძემ. - ათის ნახევარია.
- მერე?
- რა მერე?
- ნახევარ საათში კომენდატის საათი იწყება.
- რა თქვიი? ჩქარა, წავიდეთ მერე ჩვენს სახლში.
- ჩვენს სახლში? ვაიმე, გულმა მომიჭირა. - ხელებით მუხლებს დაეყრდნო აჩი.
- რა მოგივიდა?
- ბედნიერებისგან გული ამიჩქარდა.
- რამ გაგაბედნიერა? კარგად ხარ?
- რომ თქვი ჩვენს სახლშიო, აი, ამან. - საწყალი თვალებით ახედა გოგოს.
- აჰჰ, ძაან დაფრინავ და რადგან ასე დაფრინავ, წამოდი გავიქცეთ, - ხელი ჩასჭიდა ბიჭს და გაიქცა.
- ნელა, ნელა, ასე რატომ მივრბივართ?
- რომ სახლში მივიდეთ და ჯარიმა ავიცილოთ.
- მგონი მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ამ დროს გარეთ.
- კი, ორი გადარეული. - სულს ძლივს ითქვამდა დინა. - ცა, როგორი წითელია, იმედია წვიმას არ აპირებს.
- არ აპირებს არა, უკვე დაიწყო. - შუბლზე დაცამული წვიმის წვეთები მოიწმინდა აჩიმ.
- ო, არა, სულ რაღაც 300 მეტრი და სახლში ვართ, ჩქარა, ჩქარა იქნებ არ დავსველდეთ.
უცებ იქუხა, ცაზე დიდი ელვა დაიკლაკნა და თავსხმა წვიმაც დაიწყო.
- მოდი აქ, - აჩიმ თავისი მოსაცმელი თავზე წამოაფარა დინას და სირბილით გაიქცნენ ბინისკენ. - მგონი, ძაან არ დავსველდით, - სველი თმები გადაიწია.
- სულ არა, - იცინოდა დინა, რომელსაც კიბეზე ფეხი აუცურდა და აჩის მკლავებში მოექცა, წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ასე რატომ მიყურებ? შემთხვევით კოცნას, ხომ არ მიპირებ? - თავი გაითავისუფლა დიდმანიძემ და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
- აჰ, საიდან მოტანე? - ფიქრებიდან გამოერკვა ბიჭი და უკან აედევნა.
- ჩემთან შემოხვალ?
- კი, რადგან მე ჯერ გათბობა ჩართული არ მაქვს და შენთან უკვე თბილა.
- აბაზანაში შევალ და შენ ამასობაში ჩაი გაამზადე კარგი?
- არის უფროსო.
აჩიმ ჩაიდანი წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდგა.
- დიინ, ჩაის ფერი გამოგითავდა?
- არაა, მანდ არის კარადაში.
- ხო, ვიპოვე.
- თმებს არ გაიშრობ? სველი გაქვს.
- შავი გედი ხარ.
- შავი გედი?
- ხო, სულ შავებში ხარ და ამიტომ. ფერადი სამოსი არ გიყვარს?
- მისმინე ჩემო ძამია, აქანე ქუთაისია და შავებია მოსული.
- აა, ანუ მაგიტომ გაცვია?
- ნწ, ჩემი მიზეზები მაქვს. უბრალოდ ერთ დღეს, როდესაც გარდერობის კარები გამოვაღე, ვერაფრით ვერ ჩავიცვი ფერადი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ხასიათს და წარსულს აღარ უხდებოდა. შავები, რომ ჩავიცვი მივხვდი, რომ იმ დღიდან შავი იყო ჩემი ფერი. მერე ჩემი გრძელი თმებიც გადავიპარსე და ახალი დინა შევქმენი.
- გასაგებია, - ცხელი ჩაის მიაწოდა, - დალიე გათბები, მაგ თმებს კი მე გაგიშრობ.
- შენ?
- ხო, რა იყო?
- უბრალოდ გამიკვირდა.
- ჩემს ნაბოლარა დას ვუშრობ ხოლმე, ძალიან მოსწონს.
- რა ხნისაა შენი დაიკო?
- 15 წლის.
- ანუ რამდენი წლის იყავი, რომ დაიბადა?
- 30-ს გამოაკელი 15 და იმდენის.
- ანუ 15 წლის, გაგიხარდა? 15 წელი დიდი სხვაობაა.
- ძმა მინდოდა, რადგან და უკვე მყავდა, მაგრამ ახლა ისე მიყვარს, ჩემი შუათანა და ეჭვიანობს.
- ერთ დროს მეც ძალიან მინდოდა დაიკოს ყოლა, მაგრამ დავრჩი დედისერთა გოგოდ.
- ერთი კუთხით მოკლე თმას ის დადებითი აქვს, რომ მალე აშრობ, - ფენი გამორთო აჩიმ, - თუმცა გრძელ თმებსაც დიდი სიამოვნებით გაგიშრობ.
- რატომ, ჩემს სტილისტობას ხომ არ აპირებ?
- მხოლოდ თმის გაშრობა მეხერხება, შეჭრა და ვარცხნილობები კი არა.
- თუ ოდესმე გავიზრდი თმებს, შემოგეხმიანები. - თვალი ჩაუკრა, - და შენ რატომ არ იშრობ?
- გამიშრა უკვე, თავისით.
- მოდი აქ, - ფენი მიუშვირა თმებზე, - მერე მე დამაბრალებ, შენს გამო გავცივდიო, ჩემთან ჩასახლდები და უნდა ვუსმინო შენს წუწუნს.


***
- ეკეე, სად ხაარ?
- სამსახურში ვარ, სად ვიქნები?
- ჩქარა, მიატოვე ყველაფერი და მოდი ჩემთან.
- რატომ რა ხდება?
- სიცხე მაქვს, გვერდები მტკივა, სავარაუდოდ კოვიდი მაქვს.
- რაა?
- რაც გაიგონე, ლაბორატორია მყავს გამოძახებული ტესტის აღებაზე და მოდი შენც უნდა აიღო.
- მე რატომ?
- მე თუ მაქვს, ე.ი შენც გაქვს.
- ეგ საიდან მოიტანე?
- გუშინ კარგად, რომ ჩამკოცნე იქედან. - მობილურს დაეჭყანა ეფემია.
- კარგი, ხო მოვდივარ. - სავარძლიდან წამოდგა ეკე, - ბიჭებო უნდა გავიდე.
- ხომ მშვიდობაა?
- არ ვიცი, იმედია კი.
- დღეს მობრუნდები?
- არაა, კოვიდზე ტესტი უნდა ავიღო და შეიძლება ორი კვირაც ვერ მოვიდე.
- რაა? - უცებ ყველამ შეისწორა პირბადე, - წადი ძმაო, მშვიდობა გქონოდეს.
- გაიხარეთ.
სახლთან მისულმა ეკემ, ლაბორატორიის მანქანა დაინახა. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და კიბეებზე აირბინა.
- გამარჯობათ.
- გაგიმარჯოთ.
- ამასაც უნდა აუღოთ ტესტი.
- დიახ, მეც ავიღებ და პასუხი რამდენხანში იქნება?
- 24 საათში იქნება და დაგირეკავთ.
- კარგით.
- ჩვენ მოვრჩით და ხვალ დაგიკავშირდებით, მანამდე ეცადეთ, რომ ბევრი სითხე მიიღოთ და მაღალი სიცხის შემთხვევაში პარაცეტამოლი.
- კარგით, გავითვალისწინებ. მადლობა.
- ნახვამდის, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- ეკეე, - მობუზული იჯდა ეფემია, - აღარ მინდა ეს იზოლაციააა... დამიბრუნეთ ჩემი ძველი ცხოვრება...
- ძველი ცხოვრების დაბრუნებას მთელი მსოფლიო ითხოვს, მაგრამ ჯერ ვერ გვპირდებიან.
- ჩემთან ხომ გაჩერდები, თუ კოვიდი გვექნა? მარტო, ხომ არ დამტოვებ?
- კი, შენთან ვიქნები. - გულთან მიიხუტა საყვარელი ქალი ეკემ.

რისიც გვეშინია, რასაც გავურბივართ, უმეტეს შემთხვევაში ის გვიჭერს და გვაშინებს...
- დიინ, სად ხარ?
- ვწევარ... - შორიდან გაისმა ხმა. - არ მომიახლოვდე, მგონი კოვიდი მაქვს...
- რა თქვი? - შუქი აანთო აჩიმ და შავ თეთრეულში ძლივს დაინახა დინას აწითლებული ლოყები. - ეე, შენ რა სიცხე გაქვს? - მივარდა მასთან და შუბლზე ხელი დაადო.
- 37.5 მაქვს, მაგრამ მთელი სხეული მტკივა, ვერ ვმოძრაობ.
- სასწრაფო გამოვიძახო?
- და როდის მოვა ზეგ თუ მაზეგ? - გაეღიმა გოგოს.
- მოიცა ნატას დავურეკავ, - ნომერი აკრიფა, - ნატა, გამარჯობა... დინას სიცხე აქვს, ხოდა აქ ვისთან შემიძლია მიყვანა ან ექიმი თუ იცი ვინც სახლში მოდის? ... მართლაა? აუ, კითხე და მომწერე... კარგი, მადლობა.
- რაო, რა გითხრა? - საწოლში წამოჯდა, - ვაიმე, გვერდები.
- ეფემიაც შენსავით ყოფილა და სახლში გამოიძახა რომელიღაც ლაბორატორიაო და გაგვიგებს ნომერს და დავრეკავ.
- მე მეგონა კოვიდი მხოლოდ დადებით ხალხს ეკარებოდა.
- ეგ საიდან მოიტანე?
- ჩემი ვარაუდები მქონდა და სტატისტიკა.
- ისე მეც ხომ არ ავიღო ტესტი?
- შენ რატომ?
- რა რატომ? ერთად არ გვძინავს, თორემ სულ ერთად არ ვართ?
- ხო, გეთანხმები, ამიტომ დარეკე დროულად.
- ვრეკავ. - მობილური ხელში დაატრიალა.
- რაო, რამდენ ხანში მოვალთო? - სამზარეულოდან თავი გამოყო დინამ.
- თამარ მეფეზე ყოფილან და 15 წუთში აქ იქნებიან.
- კაიც, მოვემზადები, ხალათით ხომ არ ვიქნები.

მოლოდინი, ტესტის გარეშეც, რომ ხვდები კოვიდ 19-ის არსებობას შენს სხეულში... თუმცა, მაინც სადღაც შორს გულის კუნჭულში ფიქრობ, იქნებ არა, იქნებ უბრალოდ გავცივდი... ნწ, 2020 წლის ბედის ირონიაა ეს ყველაფერი.
- გამარჯობა, კოვიდ დადებითო, როგორ ხარ? - სურსათ-სანოვაგით დატვირთული შევიდა აჩი.
- რავი, კარგად ვართქო, რომ გითხრა, ტყული იქნება და შენ როგორ ხარ? ან ამდენი პროდუქტი რატომ მომიტანე?
- ხომ არ გავიწყდება, რომ ორივე კოვიდ-დადებითები ვართ, შესაბამისად მინიმუმ 2 კვირა იზოლაციაში მოგვიწევს ყოფნა, ამიტომ რასაც ვერ გამოვიძახებთ მოვიმარაგე.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ, რომ გაკვირდები. - სურსათის ამოლაგებას შეუდგა დინა.
- არ მაფასებ, თორემ ეგრეა. - მაცივარი გამოაღო აჩიმ და პროდუქტების შელაგება დაიწყო.
- მოიცა, ყველაფერს ჩემს მაცივარში რატომ ალაგებ? - გვიან დაფიქრდა დიდმანიძე.
- ამ ორ კვირას ერთად გავატარებთ და ამიტომ. მარტოები ხომ არ შევჭამთ?
- აჩი, - ხელები გულთან ჩაიხვია დინამ, - გამოტყდი, კომუნალურების ეკონომიას აკეთებ?
- რა თქვი? - ხმა ჩაუწყდა მერკვილაძეს.
- ჰა ჰა ჰა, რა სახე მიიღე, - სიცილი დაიწყო დინამ, თუმცა მოულოდნელად სპაზმურ ხველაში გადაეზარდა.
- დინ, დიიინ, რა გჭირს? - სკამზე დაჯდომაში მიახმარა, - მოიცა თბილი წყალი დალიე და გადაგივლის, დიინ.
- ოთახში გამიყვანე... - ძლივს ამოიჩურჩულა დინამ.
- ახლავე, - ხელში აიტატა და ფრთხილად დააწვინა, - არ დაურეკავ შენს ექიმს? იქნებ წამალი გითხრას და გიყიდი. - შეშინებული თვალებით უყურებდა.
- ნუ გეშინია, ხომ იცი მშრალი ხველა ახასიათებს. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ რატომ მცივა? გათბობა ხომ არ გამოგირთია?
- გცივა? რას ამბობ 30 გრადუსს აჩვენებს თერმომეტრი. - კედელზე ჩამოკიდებულ თერმომეტრს გახედა აჩიმ, - მოიცა შენ სიცხე ხომ არ გაქვს?
- ელექტრო თერმომეტრი მიდევს მანდ და გამიზომე.
- 37.7 გაქვს... დამწევს ვერ დალევ ხომ?
- არა, არ შეიძლება. - საბანში გაეხვია დინა.
- მოიცა ცხელ ჩაის მოგიტან მალინით და ლიმნით.
- მცივა, ძალიან გთხოვ, მალე მომიტანე. - თითქოს ძალა ეცლებოდა, ისე მოითენთა დიდმანიძე.
- დინ, ჩაგეძინა? - ლანგარი ტუმბოზე დადო აჩიმ და იქვე ტახტთან იატაკზე ჩაჯდა, - როგორი ლამაზი ხარ... ჩემი შავი გედი...
- დე... დედი... დეე... - ბორგვა დაიწყო გოგომ.
- დინ, კარგად ხარ? - შუბლზე ხელი დაადო აჩიმ, - როგორი ცხელია.
თერმომეტრმა 39 გრადუსი აჩვენა.
- 39? ასე უცებ როგორ აეწია სიცხე? - ნერვიულად მოისრისა შუბლი, - რა ვქნა ახალა? მოიცა თეოს დავურეკავ... - დის ნომერი აკრიფა მობილურზე. - მიპასუხე, მიპასუხე... - ბოლთას სცემდა ოთახში.
- ხო აჩი.
- თეო უნდა მიშველო...
- რა იყო? ხომ არ გაგირთულდა მდგომარეობა? - შეშფოთდა თეო.
- მე არა, ჩემს მეგობარს. მაღალი სიცხე აქვს, შენ ხომ სტომატოლოგი ხარ და იქნებ დამეხმარო.
- რამდენი აქვს?
- 39...
- დამწევი დაალევინე, ფანჯარა გამოაღე რომ ოთახში სუფთა ჰაერი შემოვიდეს და შუბლზე ნელ-თბილი საფენები ადე.
- თუ არ დაუწია რა უნდა ვქნა?
- არ აღელდე, დაუზილე მთელი სხეული გესმის?
- მთელი სხეული? - დინას გახედა, - კარგი, კარგი...
- დილით კი აუცილებლად გადაიღოს კატე ფილტვებზე, ანთება არ ჰქონდეს.
- კარგი.
- იცი ხომ სადაც იღებენ ქუთაისში?
- არ ვიცი, მაგრამ ვიკითხავ.
- მშვიდობიანი ღამე და თუ რამე დამირეკე, არ მოგერიდოს.
- მადლობა, დაო. - მობილური გათიშა და ნელ-თბილი წყალი მოიტანა, - დინ, გთხოვ თვალი გაახილე, წამალს დაგალევინებ და დაიძინე ისევ.
- აჩი, - თვალები მოისრისა, - ძალიან მცხელა, მგონია, რომ ზურგი მეწვის... წყალი მინდა.
- იმიტომ რომ მაღალი სიცხე გაქვს, დალიე დამწევი და ნელნელა მოკეთდები, - წამალი და წყალი მიაწოდა, შემდეგ კი მთელი ღამე შუბლზე საფენებს ადებდა, ხელებს და ფეხებს უზელდა, ბოლოს კი იქვე ჩაეძინა.

გათენდა. მზის სხივებმა დინას თვალებზე ციმციმი დაიწყეს.
- რატომ მიჭყიტინებს მზე? - თვალებზე ხელი აიფარა, - ვაიჰ, როგორი საშინელი გემო მაქვს პირში, დედა მინდა, - საწოლში წამოჯდა დინა და მის ფეხებთან ჩაძინებული აჩი დაინახა. - აჩიი, - სითბო ჩაეღვარა გულში, ნელა ადგა და გადასაფარებელი მიაფარა.
- დინ, სად ხარ? - თმებაწეწილი შევარდა სამზარეულოში აჩი.
- გაიღვიძე? - იღიმოდა დინა.
- როგორ შემაშინე, - სკამზე ჩამოჯდა.
- რატომ? სად გავქრებოდი?
- რავიცი...
- ყავა გინდა?
- კი და როგორ ხარ? სიცხე აღარ გაქვს?
- არა, ახალ არ მაქვს, მაგრამ საშინელი მწარე გემო მაქვს პირში. - ლიმნიანი წყალი მოსვა, - შენ როგორ ხარ?
- მეც მასე... დღეს კატე უნდა გადაიღო.
- კატე? რატომ?
- ფილტვებში ანთება არ გქონდეს. იცოდე უარი არ მიიღება!
- გადავიღებ, მაგრამ სად?
- ნატას დაურეკე და გეტყვის.
- კარგი.
- ამ ყავას სურნელი რატომ არ ააქვს? - ჭიქაში ცხვირი ჩარგო აჩიმ.
- ალბათ ყნოსვა დაკარგე.
- რაა? - სახე დაებრიცა აჩის, - რაღა მეშველება ახლა?
- ნუ ნერვიულობ აღგიდგება, სამუდამოდ კი არ დაკარგე.
- სანამ აღმიდგება, ერთი ადამიანი სურნელი მომენატრება... - მოწყენილმა თავი ჩაღუნა.
- რას მელაპარაკები? და მის სახლში ყოფნა არ გკმარა? - მაცდურად ჩაეღიმა დინას და სამზარეულოდან გავიდა.

იზოლაცია. ფანჯრებიდან დანახული პატარა სივრცე. დღეები მსგავსი და უფერო. წარსულ დღეებზე ფიქრები, ნუთუ ოდესმე დაბრუნდება ის რაც იყო თუ მომავალი, ახალ უკეთეს ცხოვრებას გვპირდება? აწყმო შიშითაა მოცული, თითქოს ხვალის იმედიც არ გაქვს, რადგან არ იცი თუნდაც ერთი წუთის შემდეგ როგორ იქნები. გრძნობ სხეული როგორ ებრძვის ახალ, უცხო სხეულს და ცდილობ არ დამარცხდე, არ დანებდე, იბრძოლო და გაიმარჯვო უთანასწორო ომში.
- რაზე ფიქრობ? - თავი ბეჭზე ჩამოაყრდნო აჩიმ დინას.
- წარსულ-აწყმო-მომავალზე...
- ერთდროულად?
- აჰამ, - თავი დაუქნია, - როგორ იზოლაციაში ვართ, ზოგადად ბოლო ორი წელია სახლის გოგო ვარ, მაგრამ აი, იმ პერიოდში აქტიური ცხოვრებით, რომ ვცხოვრობდი და ეს პერიოდი დამთხვეოდა, ალბათ გავგიჟდებოდი, ახლა დიდად არც მიჭირს და შენ გიჭირს?
- შენთან ერთად ვარ და კიდევ ორი კვირა ვიქნები ასე.
- მხოლოდ ორი კვირა? არადა მეგონა უფრო მეტ დროს იტყოდი...
- ჩამჭრა... - თავი აწია აჩიმ და სივრცეს გახედა.
- ერთი კვირა გავიდა უკვე, ერთი კვირაც და წესით გვეშველება.
- იმედია ყნოსვის შეგრძნება დამიბრუნდება, თორემ ასე მიჭირს უკვე...
- არ გშია? ყველიანი მაკარონი ხომ არ გავაკეთოთ? ან პიცა ხომ არ გამოვიძახოთ? კეთება მეზარება... ადგომა მეზარება... სიცოცხლე მეზარება... ახლა ვიტირებ... - გადაწვა მდივანზე.
- ყველიანი მაკარონი მინდა შენი მომზადებული, ამიტომ ... - ხელში აიტაცა დინა აჩიმ და სამზარეულოში სკამზე დასვა.
- სულ მთლად გადაირიე შენ ამ იზოლაციაში.
- შემეტყო ხომ?
- ძალიან მოგწონვარ?
- რა თქვი? - წყალი გადასცდა აჩის, ამ კითხვას არ ელოდა.
- ძალიან მოგწონვარ? - თვალი თვალში გაუყარა დინამ.
- არ მეტყობა? - საყვარელი ქალის წინ დაჯდა მერკვილაძე.
- კი... ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო და უგრძნობი, რომ ვერ იგრძნო...
- და შენ რას გრძნობ? მოგწონვარ? - აჩი დინას პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- მე? მე გული ჩაკეტილი მაქვს....
- რატომ?
- მეშინია და იმიტომ...
- რისი?
- უფრო, რომ არ მეტკინოს... უფრო, რომ არ გაცივდეს... რადგან მეტს ვერ გაუძლებს, ისედაც ძლივს ფეთქავს...
- ასე ნუ ამბობ, - ხელები მის დიდ ხელებში მოამწყვდია, - რადგან შენ მკითხე ამიტომაც გპასუხობ, რომ მე შენ ძალიან მომწონხარ, უბრალოდ ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ ვიცი რაღაც ისე არ არის შენს თავს, როგორც საჭიროა... ამიტომაც არ ვჩაქრობდი თქმას, თუმცა სიტყვებზე მეტად ჩვენი სხეულის ენა გაგვცემს. გთხოვ ნუ მეტყვი, რომ შენც ფიქრი შევწყვიტო... მომეცი უფლება, რომ შენთან ახლოს ვიყო, გთხოვ, არ გამაგდო შენი გულიდან და იქნებ ერთ დღეს გულის კარიც გამიღო.
- და რომ ვერ გაგიღო? ან წლები, რომ დამჭირდეს? ცოდო არ ხარ?
- ახლა ცოდო რატომ ვარ გითხრა? - ფეხზე წამოხტა აჩი, რადგან ხანდახან არის წამი, რომელიც სამუდამოდ გინდა შეაჩერო, რადგან არ მოისმინო ის რისი მოსმენაც არ გინდა.
- რატომ?
- მშიააა, ამიტომ ადექი და გავაკეთოთ ერთად ყველიანი მაკარონი, ყველს მე დავჭრი, შენ მაკარონისთვის წყალი დაადგი. ადექი, ხომ იცი მეტი უნდა ვიმოძრაოთ, დღეში 5000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ.
- იქვე მოვკვდები, მაგდენს ვერ გავივლი.
- მაშინ მოდი მუსიკებს ჩავრთავ და ვიცეკვოთ.
- მისმინე, შენებმა იციან, რომ ცოტა აფრენ?
- მამას არ ვუმხელთ, მაინც ერთი ბიჭი ვყავარ, თან გული აწუხებს და ამიტომაც გადმოვედი ქუთაისში, იქ უფრო მიხვდებოდა. - სერიოზული სახით უპასუხა.
- რა დღეში ხართ ჩემო მშობლებო...
- ჩემო მშობლებოო ჩემებზე თქვი? - სიხარულისგან კინაღამ თითი გაიჭრა აჩიმ.
- შენებზე რატომ უნდა მეთქვა? - კოპები შეკრა, - ჩემებზე ვთქვი, მათი ერთადერთი ქალიშვილი ძლივს ვიღაც ბიჭს მოეწონა და ისიც გიჟია. გამართლება ხომ გინდა ამ ცხოვრებაში? ეჰ...
- გცემ იცოდე!
- აჰ, მერე ნახე შენ პრესის აჭრელება წითელი წარწერებით : - კანონმორჩილმა ადვოკატმა ქალი სცემა ან ძალადობა კარანტინში ან...
- ან გაკოცებ და მერე გაჩერდები?
- .... - დინამ ტუჩები სწრაფად მოკუმა და მოხარშული მაკარონი საწურიდან ტაფაზე გადაყარა, აჩიმ კი გახეხილი და დაჭრილი ყველი თავზე მოაყარა.
- დაუწიე, მაღალზეა გაზი.
- კარგი.
ორივე ფიქრებში ჩაიძირა, დინას შიშმა შემოუტია, აჩის კი იმედი მიეცა... შიში და იმედი ორი განსხვავებული გრძნობა, შიში სძლევს იმედს თუ პირიქით?
- მზად არის, - თეფში წინ დაუდო აჩის, საჭმელი კი ისეთი ცხელი იყო, ორთქილი ასდიოდა.
- იფ, იფ რა სურნელია.
- მოიცა დაგიბრუნდა ყნოვის შეგრძნება?
- ნწ, არაა. უბრალოდ თავს ვიმხნევებ.
- გემრიელია, კარგი გამომივიდა.
- გამომივიდა არა რაა, გამოგვივიდა.
- მოკლედ, ორივე ერთად კარგი მზარეული ვართ, რესტორანი ხომ არ გაგვეხსნა?
- კი და ეგრევე დავიხურებოდით, ამ პანდემიის დროს რა დროს რესტორანია.
- ეს პანდემია მთელი ცხოვრება ხომ არ გაგრძელდება? დასრულდება და მერე...
- ვიოცნებოთ რა დაგვრჩენია... - გემრიელად ილუკმებოდა აჩი.
ჭურჭელი ამორეცხეს, სამზარეულო მიალაგეს. ქიმია მათ შორის აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ შიში მომავლის და იმედი მომავლის ნეტა რას გვპირდება?
- დინ, სახლში გავალ, დისტანციური პროცესი მაქვს, რაღაც საქმეებს მოვაგვარებ და გამოვალ, ხომ არ მოიწყენ?
- მიხედე საქმეებს, მე კინოს ვუყურებ ან მუსიკებს მოვუსმენ...

კიდევ ერთი დღე გავიდა, ყოველი დღე წინის მსგავსია, ერთმანეთს გვანან. ცაზე ვარსკვავლებიც აღარ ჩანან, ირგვლივ ძლიერი ქარია, ფანჯრებშიც კი აღწევს ხმა. გარეთ ამ სიჩუმეში სეირნობა სიგიჟემდე მოუნდა დინას, ცარიელი ქუჩები, ღამის სიმშვიდე, სახლებში შეყუჟული ადამიანები... ზამთრის სუსხი, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს, მგონი ყინულის დედოფალმა მოაჯადოვა მთელი დედამიწა, გარინდა და გაყინა.
- და ამ სიჩუმეში და სიცივეში, რა უცნაურია, თვალებზე რატომ მომადგა ცრემლები?
- ვის ელაპარაკები? - ზურგიდან აჩის ხმა მოესმა.
- ჩემს თავს...
- მოიწყინე?
- ალბათ...
- ხომ გთხოვე, რომ სიბნელეში არ იყო... ასე უფრო მძაფრდება ჩვენი გრძნობები, თუ რაოდენ მარტოსულები ვართ.
- შეიძლება, რომ ჩაგეხუტო?
- დინ...
- ხო...
- ამას რატომ მიკეთებ?
- რას?
- ისეთ რამეებს მეკითხები ან მთხოვ ხოლმე, რომ ჩემი გული ნორმაზე 100-ჯერ მეტად იწყებს ფეთქვას, ყურებში კი შხუილი მესმის... ალბათ მოულოდნელობისგან წნევა მიწევს... აი, ახლაც... თავბრუდამეხვა... - მდივანზე ჩამოჯდა და გულზე ხელი მიიდო.
- ასეთი ფაქიზი ნერვები გაქვს? ჩემთან ეგ არ გამოგადგება. No, no, no! - გვერდით მიუსკუპდა ბიჭს დინა და თავი მის მუხლებზე დადო, - თუ არ მეხუტები, მაშინ ასე დავიძინებ. - გადასაფარებელი მიიფარა და სიზმრების პრინცესას გამოუძახა.
გაუნძრევლად იჯდა აჩი, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, რადგან რთულია საყვარელი ქალი ასე ახლოს გყავდეს და თან შორს...
- ხო, მელო. - დაბალ ხმაზე უპასუხა მობილურს.
- როგორ ხარ? დაამარცხე ხო კოვიდი? - მხიარულ ნოტაზე იყო მეგობარი.
- კი, ნელნელა გამოვდივართ.
- აბა რაა, მასეც ვიცოდი. მოიცა ასე ჩუმად რატომ მესაუბრები?
- დინას ძინავს.
- მასთან ხარ?
- კი.
- მისი ბებო ცოტა მოლბა, უფრო კარგად მესალმება.
- სად ნახულობ?
- ვითომ შემთხვევით ვხვდები ხოლმე, ვცდილობ ურთიერთობები ავაწყო, თუმცა დინას სახელს ცოცხალი თავით არ ახსენებს, მე კი ვუთხარი, მომიკითხე დინათქო, თუმცა დარწმუნებული ვარ, არაფერსაც არ ეუბნება.
- კი, სავარუდოდ ეგრეა. - მძინარე დინას დახედა. - თამუნასთან იყავით ასულები?
- კიი, მე და გუგა. ბავშვები რომ შემომახტნენ კისერზე, ძლივს ჩამოვსვი. თამუნამ დანატრებულები არიან ხალხსო, ძირითადად სახლში ვართ, საფლავზეც არ გამყავს ბავშვებიო, არ მინდა უფრო მეტად დაისტრესონო.
- თვითონ, თამუნა როგორაა?
- არვი, ძმაო. ეგ გოგო ყოფილა რკინა. აი, ყოჩაღ ძაან მაგრად უძლებს გარეგნულად, მაგრამ შინაგანად ხომ ვიცი როგორ უჭირს.
- ხო, ძლიერი გოგოა და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდით, სერგო ასე იზამდა.
- აბა რაა, სიაც გამომატანეს საჩუქრების ბიჭებმა.
- მართლა? იყიდეთ მერე და თანხას გადმოგირიცხავთ.
- კაიც წავედი ახლა და იმედია მალე გნახავ.
- დროებით.
- აჩიი.
- გაიღვიძე?
- შენი აზრით?
- გღვიძავს.
- იმედი ხომ არ გაგიცრუე? გეგონა ძილში შენს სახელს ვბოდავდი? - შესცინა.
- არაა, მე ასე იოლად არ ვნებდები. მოვა დრო და იქნება ეგეც.
- ჩემი შემართებული მეზობელი ხარ შენ. - აგრძელებდა სიცილს.
- ნუ დამცინი, თორემ განახებ მერე ბოლოს ვინც გაიცინებს.
- Ok. - ისევ სიჩუმემ დაისადგურა, - აჩიი.
- ხო. გჯერა ცხოვრების გზაჯვარედინების?
- ადამიანების გზები, რომ ერთმანეთში იკვეთება?
- ეგეც და ჩვენი ცხოვრების გზაჯვარედნიები, რომლებსაც ვირჩევთ და რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს წარსულს, აწყმოს და მომავალს.
- ასე ღრმად ამ საკითხზე არ მიფიქრია და შენ გჯერა ხომ?
- აჩი, იცი... - ჩაფიქრდა. – 25 წლის ვარ და ბევრი ეტაპი გავიარე და ბევრი ცხოვრების გზაჯვარედინები ვკვეთე, ბოლოს კი ისეთ შავ ვიწრო ჩიხში აღმოვჩნდი, დიდი დრო დამჭირდა, რომ თავი მეხსნა და ახალი გზა მეპოვა. იყო დრო დაუფიქრებლად, სპონატურად ვმოქმედებდი, როცა ახალი გზაჯვარედინის ცენტრში ვიდექი, არასოდეს ვფიქრობდი უკან დამეხია, ძველი გზით მევლო. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხანაც პირდაპირ მივდიოდი. მერე როდესაც ჩიხს თავი დავაღწიე უფრო დაფიქრებული გავხდი, ასჯერ, ხანდახან ათასჯერაც კი ვფიქრობ საით, რომელ გზას დავადგე, რომელი გზა მიმიყვანს ბედნიერ ცხოვერბამდე, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ შორია.
- შორი? რატომ? თუ მოინდომებ ბედნიერებაც მალე მოვა.
- ნუ მეფერები თმებზე! - უცებ წამოიძახა დინამ.
- რატომ? მიყვარს თმებში თამაში, შენ არა? - ცხვირზე თითი დაჰკრა.
- კი, უბრალოდ მერე მეძინება.
- ერთი საათი გეძინა, ჩემი საცოდავი ფეხები დაბუჟდა, რადგან განუძრევლად ვიჯექი და კიდევ გეძინება?
- სანამ არ დაგირეკეს, მშვიდად მეძინა. ახლა კი ძილი დამიფრთხა. - წამოდგა და სამზარეულოში გაფრატუნდა.

***
მზიანი დილა გათენდა. მზის ათინათებმა დინას თვალებზე დაიწყეს ციმციმი.
- ასეთი მზე რატომ არის? - თავზე ბალიში დაიმხო, - დეკემბერია თუ მაისი? ეს ტელეფონიც რატომ ზმუის? - ხელის ფათურით ძლივს მოძებნა და ნახევრად მძინარემ უპასუხა, - ბატონო.
- დიინ, როგორ ხაარ? - მხიარულად გაისმა ნატას ხმა.
- ნატაა, შენ ხარ? - წამოჯდა, - რავი მე კარგად და შენ? შენი მამიკო როგორ არის? გამოწერეს საავადმყოფოდან?
- მეც კარგად, მამიკოც კარგად, ხვალ გამოწერენ და მოვიყვან სახლში.
- აჰა, ძალიან კარგი. გუშინ ბატონ თენგოს ველაპარაკე, კარგად ვარო.
- ხო, დღეს დამირეკა მეც და 3 იანვარს ვიწყებთ მუშაობას, მანამდე რაღა დარჩაო და ბარემ მოვკეთდებით ყველაო.
- მართლაა? კარგია, რომ მითხარი.
- დინააა, როგორ ხარ? - მობილურში ეფემიას ხმა გაისმა.
- მადლობა მე კარგად და შენ?
- დღეს შენთან მოვდივართ და სუში მიყვარს, რომ იცოდე.
- ჩემთან? რატომ?
- რას ნიშნავს რატომ? - გაიცინა, - გინახულებთ და თან ვისაუბრებთ, ეკესაც ვეტყვი და შენ აჩის უთხარი, კოვიდ გადატანილები ვართ და უშიშრად ვიქნებით.
- კარგი, მაშინ გელოდებით.
- ასე 3 საათისთვის გამოვალთ. აბა დროებით. - არ აცალა ნატას ხმის ამოღება და გათიშა.
- ამ გოგოს როგორ უძლებს ნატა? - ჩაფიქრდა დინა, - ან ეს ძალით თავის დაპატიჟება რა იყო? თან სუში მიყვარსო, სად ვნახო ახლა სუში? ვახ... - ბოლთის ცემა დაიწყო. - ჩემი მშველელი აჩი, მას უნდა დავურეკო, - პატარა ბავშვივით ტაში შემოჰკრა და მერკვილაძეს ნომერი აკრიბა.
- ხო დინ.
- სად ხარ?
- სახლში, გამოვიდე?
- ცუდ დღეში ვარ, უნდა მიშველო.
- რატომ, რა მოხდა?
- ეფემია მოდის.
- სად?
- ჩემთან და სუში უნდა თან...
- სუში?
- ვაიმე დედა, - შიშისგან ტელეფონი გაუვარდა დინას, მის წინ აჩი, რომ დაინახა.
- შეგაშინე? - იცინოდა.
- კარგი რაა, ამ კოვიდის მერე ისედაც გულის აჩქარებები მაქვს და ეს მინდოდა ახლა? ოხ, ხომ ვერ გადაგიხადე სამაგიერო, ხომ ვერ შეგაშინე.
- ამას ვინ ლაპარაკობს? - თვალები გაუფართოვდა აჩის, - ხომ არ დაგავიწყდა პირველად რა შიში მანახე, როცა გულწასული გნახე?
- უი, ეგ დამავიწყდა.
- შენი თავი გახსოვს მარტო. - გაბრაზებით ხელები გულთან ჩაიხვია აჩიმ.
- ეს საკითხი მერე განვიხილოთ, - ხელი აქნია დინამ, - მითხარი სუში სად უნდა ვიპოვო აქ, ქუთაისში? თორემ გახდა სამი საათი და მომადგა ეფემია. - საათს გახედა.
- პეკინი ჰქვია, ბჟოლებში და გავალ და მოვიტან.
- მოიცა, მეც წამოვალ, სხვა რაღაცეებიც მინდა. - დუტი მოიცვა, - მზად ვარ.
- მიყვარს... - სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა აჩი.
- რა თქვი? - გულუბრყვილო თვალებით გახედა ბიჭს.
- მიყვარს შენთან ერთად მაღაზიებში სიარული.
- კარგია, მერე წავედით. - ბავშვურად შესცინა და გარეთ გავიდა.
პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, თითქოს ყველა ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტეთ, გადავეჩვიეთ ხალხმრავლობას, თავისუფლად მისვლა-მოსვლას. თითქოს გრინჩზე უარესი ვიღაც გამოჩნდა, ის ახალ წელს იპარავდა , ეს კიდევ ცხოვრების ლამაზ წუთებს გვპარავს.
- 3-ს 20 წუთი აკლია, მოვასწარით. - მდივანზე დაღლილი მიესვენა დინა, - გარეთ რომ არ გავდიოდი ეს დღეები, უცებ დავიღალე, გულიც ამომივარდა.
- მერე ვიაროთ ახლა, ვისეირნოთ და დრო კი გვაქვს.
- მგონი მოვიდნენ, - წამოდგა და კარების გასაღებად გაემართა. - მობრძანდიით.
- კეთილი იყოს ჩვენი ფეხიი.
- მადლობა, შედით ხელმარცხნივ არის სამზარეულო.
- ვა, ვაა რამდენნირი სუში გიყიდია? - აღფრთოვანებული იყურებოდა ეფემია, - და აჩი როგორ ხაარ?
- მე კარგად და თავად? - ცივად უპასუხა, არ მოსწონდა ამ გოგოს ხასიათი.
- ჩვენც კარგაად.
- გამარჯობა, აჩი. როგორ ხარ? - ერთმანეთს მიესალმნენ ბიჭები.
- რავი, კარგად ეკე და შენ? მგონი ერთი კარგი ჭირი კოვიდის სახით კი მოვიცილეთ.
- აჰ, კი ეგრეა. ჯანმრთელობა ყოფილა პირველი და მნიშვნელოვანი.
- ნამდვილად, - დაეთანხმა ნატა, - მამაჩემზე იმდენი ვინერვიულე. ისე მიხარია, რომ ახლა კარგადაა და ხვალ სახლში მეყოლება. რთული განცდაა, მე სახლში, დები თბილისში, მამა საავადმყოფოში, დედა უცხოეთში. თავი ისე მარტოსულად ვიგრძენი, სულ მეტირებოდა. - თვალები აუწყლიანდა.
- ხო, რა რთული და სტრესული ეტაპია ყველგან, მაგრამ არაუშავს მოვა უკეთესი დღეებიც, მალე გათენდება დედამიწაზე. - წვენი დადგა მაგიდაზე დინამ. - ჭამეთ, რატომ მიყურებთ? საჭმელადაა მოტანილი.
- შენ რომ ფეხზე დგახარ?
- არ იდარდო მაგაზე, მე მასპინძელი ვარ. თქვენ კიდე სტუმრები, ამიტომ გემრიელად მიირთვით.
- ისე, როგორია ეს ცხოვრება, 90-იან წლებში კომფორტი არ გვქონდა, მაგრამ იყო ურთიერთობები, ახლა 2020 წელს არის კომფორტი, მაგრამ არ არის ურთიერთობები. ნეტა რა ჯობია? კომფორტი თუ ურთიერთობები?
- ორივეს ერთობლიობა ფანტასტიურია, კომფორტი და ურთიერთობა თანხვედრაში ძალიან მაგარია, მაგრამ ხშირად რთული მიღწევადია.
- რატომ? მე ამ პანდემიამ ამრია თორემ, კომფორტიც და ურთიერთობებიც ორივე ერთად მქონდა. - თვალი ჩაუკრა დინას.
- იყო დრო, მეც მქონდა, თუმცა ბევრმა ურთიერთობებმა მასწავლა, რომ მეტი კომფორტი და ნაკლები ურთიერთობები.
- ამიტომაც ხარ ასე ჩაკეტილი?
- ჩაკეტილი არ ვარ, ასე სხვები თვლიან.
- აბა რა ხდება? რაზე საუბრობთ? - სამზარეულოში შემოვიდა აჩი.
- კომფორტზე და ურთიერთობებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დინას კომფორტი უფრო ურჩევნია. - ირონიულად ჩაეღიმა ეფემიას.
- ოო, ჩემს გოგოს, - ხელი მოხვია აჩიმ დინას, - ორივე უყვარს, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში.
- ვახ, როგორ მიხარია, რომ თქვენს შორის ურთიერთობები დალაგდა. - ტაში შემოჰკრა ეფემიამ.
- და როდის იყო დაულაგებელი? - იკითხა დიდმანიძემ.
- ის ვიგულისხმე, რომ მიხარია ერთად რომ ხართ, ჩვენსავით. - აკოცა ეკეს.
- აჰ, იმედი უნდა გაგიცროთ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
- ჩვენც კარგი მეგობრები ვიყავით და ახლა კი ხედავთ, როგორ ვართ.
- რაც მე ეფემიამ მაწვალა, სამაგიეროდ, ნატა მიცავდა მთელი შემართებით. აჩი, ძმაო. მთავარია იმედი არ დაკარგო. - თვალი ჩაუკრა მერკვილაძეს.
- ნატაა, შენ რატომ ხარ ასე ჩუმად?
- რავიცი, ისე მივეჩვიე სიმარტოვეს ეს 2 კვირა და თან მგონი ლაპარაკსაც გადავეჩვიე.
- საახალწლოდ რას აპირებთ?
- მე სავარაუდოდ სახლში ვიქნები. - ხელი ასწია დინამ.
- მე თბილისში წავალ, ჩემებთან და თქვენ რამეს აპირებთ?
- კიი, ბაკურიანში მივდივართ.
- მოიცა, როგორ? სასტუმროები ხომ დაიკეტა? ანუ ზამთრის კურორტები ხო დაიხურა?
- ეგ, კი მაგრამ ეკეს ძმაკაცს კოტეჯი აქვს და იქ მივდივართ სამეგობრო.
- ვაა, კარგია და შენ ნატა?
- თუ მამიკო კარგად იქნა და დავტოვე, მეც ბაკურიანში წავალ. ჩემი დები კი თბილისში იქნებიან, აქ გვირჩევნიაო.
- აჰა. მერე შევიკრიბოთ, როცა ყველა დაბრუნდებით ქუთაისში. არა, აჩი? - თავი მიადო მხარზე.
- კი, ეგრე ვქნათ, თან 15 იანვრამდე უქმებია ხო?
- მალავთ ხომ? - უცებ იკითხა ეფემიამ.
- რას? - ყველამ გახედა.
- ერთად, რომ ხართ? ორი კვირაზე მეტი ერთად გაატარეთ კარანტინში, იქნებ შენი წარსულიც კი გაუზიარე, ასე საგულდაგულოდ, რომ მალავ. - სარკამზი ისმოდა ხმაში.
- ეფემია, - ხელზე მოქაჩა ეკემ. - ჯობია, რომ დაწყნარდე.
- რატომ? რა ვიცით მის შესახებ? გარდა იმისა, რომ დინა დიდმანიძეა?
- გეყოფა. - ნატამაც დაუბრიალა თვალები.
- თუ ფიქრობ, რომ ბნელი წარსულის მქონე ადამიანი ვარ, რომელიც მას საგულდაგულოდ მალავს და საშიში პიროვნება ვარ, მაშინ აქ რატომ ხარ? ჩემს სახლში ჩემს გაშლილ სუფრაზე? - ჩაეღიმა. - ასე რატომ ინტერესდები ჩემი წარსულით? მე სულ არ ვიჩიჩქნები შენს წარსულში, არც აწყმოში და მომავალშიც არ ვაპირებ. თუ ვართ კარგი ნაცნობები ვიყოთ, თუ არადა მაშინ თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ და ეჭვებში ხარ, მე კაბას არ ვახევ არავის, მგონი გასაგებად ვთქვი, რომ კომფორტსა და ურთიერთობებს შორის, კომფორტს ვირჩევ! - სახე ცივი, ხმა კი მტკიცე ჰქონდა დიდმანიძეს.
- კეთილი გულით მიგიღეს, ახლა კი ადექი და წამოდი. - სიბრაზისგან სახე ალეწილი ჰქონდა ეკეს, აშკარად გააღიზიანა შეყვარებულის საქციელმა.
- წავედით. - იხტიბარი არ გაიტეხა და ამაყი ნაბიჯებით უკან გაჰყვა ეკეს.
- დიინ, ბოდიში რაა. - კარებთან აიწურა ნატა.
- კარგი რას ამბობ? რას მებოდიშები? - მხარზე ხელი მოუსვა, გამხნევების ნიშნად. - შეგეხმიანები მერე. აჩიი, გააცილე სტუმრები კარგი?
- კარგი.
დინამ მაგიდას ჩამოეყრდნო, ღრმად სუნთქავდა, გულს თითქოს ჟანგბადი არ კმაროდა. ფანჯარა გამოაღო და ახურებული სახე ცივ ნიავს მიუშვირა.
აჩი უყურებდა დინას, გრძნობდა თუ რაოდენ განიცდიდა. ფრთხილად მიუახლოვდა და მკლავები ტანზე შემოხვია, სხეულთან ერთად სულიც რომ გაეთბო.
- დიინ. - ცხვირით შეეხო გოგოს კისერს.
- ხო. - ამოიჩურჩლა დიდმანიძემ, არ უნდოდა ხმამაღალ სიტყვებს ეს სიმყუდროვე და სხეულში არსებული ჰარმონია დაერღვია.
- არ ინერვიულო, კარგი?
- ჩემი სიმართლის თქმა, ადამიანებს აღიზიანებთ, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიყო! ზოგს სიცრუეში ცხოვრება ურჩევნია, სიმართლეში ცხოვრებას. თავს ასე უფრო დაცულად გრძნობენ და ეს მათი არჩევანია, ამიტომ მე ვინ ვარ, რომ ადამიანებს არჩეული მიმართულება შევუცვალო? უბრალოდ, ნერვებიც არ მაქვს იმდენი, რომ ასეთ მცირედ რაღაცეებზე ვინერვიულო.
- ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. - უფრო მაგრად მიიხუტა გულთან.
- მგონი გაგიტკბა. - თავი დაიხსნა აჩის მკლავებისგან.
- ხო კარგი, არ მაცადო ბედნიერება.
- მოდი ახლა მივალაგოთ და ჭურჭელი ამოვრეცხოთ.
- არის უფროსო! - სამხედრო მისალმება გააკეთა.
- ვერ ხარ. - სიცილი აუტყდა დინას გაჯგიმულ აჩიზე.
- ისე ჩემო დინა, - ჭურჭელი ნიჟარაში ჩაულაგა, - თმების გაზრდაზე არ გიფიქრია, ამ ბოლო დროს? ან ეგ თუ არა, მაღალყელიანი ზედების ჩაცმაზე?
- სხვათაშორის არცერთზე და არც მეორეზე. რატომ მეკითხები?
- უბრალოდ ერთიც და მეორეც დაფარავს შენს ლამაზ ყელ-კისერს. - ტუჩები ჩაიკვნიტა მერკვილაძემ.
- რა თქვი? - გვიან გაიაზრა დინამ ბიჭის ნათქვამი. - გარყვნილო! დატოვეთ ჩემი სახლი!
- მიგალაგებინებთ და მერე. - სიცილით გავარდა შემოსასვლელში, რომ განრისხებული დინასგან თავი დაეღწია.

***
2020 წლის 31 დეკემბერი. სამყარო ძველი და ახალი გზების გასაყარზე დგას. ერთმანეთის პირისპირ არიან 2020 წელი და 2021 წელი. 2020 წელი მძიმე და რთულ გზას უტოვებს ახალ წელს, რადგან მან თავის დროზე არასწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრების გზაჯვარედინზე და მთელი მსოფლიო ისეთ შავ, ვიწრო, უჰაერო ჩიხში შეიყვანა, რომ 2021 წელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა დედამიწა ამ ჩიხიდან ცენტრალურ გზამდე გაიყვანოს და მერე ახალი მიმართულება მისცეს.

2020 წლის 31 დეკემბერი. თბილისი. ვაკე. ვაკის საბურთალო.
- მოვედი... - საფლავის ქვას ხელი გადაუსვა მელომ. - აბა როგორ ხარ, სერგი? ხომ არ მოიწყინე? პირველი ახალი წელია უშენოდ და ყველა ისეთ სიცარიელეს ვგრძნობთ, თავიც კი ვერ მოვიყარეთ, რომ მოვსულიყავით ერთად აქ... თითქოს უთავო ბატებივით ვართ, შენ ხელები გაგვიშვი და ჯერ კიდევ ვფართხალებთ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენთან არ ხარ! შენი პატარები კარგად არიან, დღეს თოვლის ბაბუა გაახარებთ, სახლთან საჩუქრებს დავუტოვებთ და მჯერა ბევრს იცინებენ და გაიხარებენ... აბა რა გითხრა? რით გაგახარო? თითქოს დრო სამუდამოდ გაჩერდა და ვცდილობთ შენი პოზიტივი, რაც დაგვიტოვე შევინარჩუნოთ... ახლა აჩის ვეხმარები, ერთი გოგო მოსწონს და მასზე ინფორმაციებს ვაგროვებ. შენ, რომ აქ იყო, შენი ამბავი, რომ ვიცი უკვე გამოძიებულ-დამთავრებული გექნებოდა ეს ამბები და იმ გოგოს ხელის თხოვნის ცერემონიაც დაგეგმილი... მაგრამ ვცდილობთ, ვუძლებთ უშენობას... მართლა, ძალიან მენატრები, ძმაო... - ცრემლებს ვერ იკავებდა ბიჭი.
- შვილო, ნუ ტირი ამდენს...
- დინარა ბებია? - ცრემლიანი თვალები მოიწმინდა მელომ, - თქვენ აქ რატომ ხართ?
- მელო, შენ ხარ შვილო?
- დიახ.
- შენი მეგობარია? - საფლავის ქვას დააკვირდა.
- დიახ, ავარიით დაგვეღუპა.
- ჩემი შვილიც ავარიით დაიღუპა... ახლა მისი საფლავიდან მოვდივარ, მაშინ ძალიან მიჭირდა, ახლაც მიჭირს, მაგრამ თითქოს ასე ცხოვრებას შევეჩვიე, რომ ყველა დღესასწაულზე მასთან უნდა ვიყო, ვესაუბრო... დედა ცოცხალი ჰყავს? - მოულოდნელად იკითხა.
- კი, ცოლ-შვილიც დარჩა.
- ეჰ, უბედური დედამისი, მაგრამ კარგია შვილიშვილები, რომ ჰყავს. როდესაც ჩემი ბიჭი დაიღუპა, მალევე დაიბადა დინა... ჩვენს ბნელ და გაქვავებულ გულებში სითბო და სინათლე შემოიტანა. რაც უფრო იზრდებოდა, მით მეტად ავსებდა გულს პოზიტივით, სიყვარულით და სიცოცხლის ხალის გვიბრუნებდა... ახლოს იცნობ დინას? - მოულოდნელად ჰკითხა.
- არაა, ერთი-ორჯერ გადაკვეთილა ჩვენი გზები „ივენთებზე“, სასწაულად მღეროდა...
- სიმღერა... როცა მღერის ძალიან ბედნიერია... როცა პირველად სიმღერა შეწყვიტა 10 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ამერიკაში წავიდნენ. კოშმარულად მახსოვს ის პერიოდი, რადგან დინამ ვერ გაუძლო ამ სტრესს და კომაში ჩავარდა, საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ანალიზებით იდიოპათიური უშაქრო დიაბეტი დაუდგინდა, ასე უწოდებენ დაავადებას, რომელიც სპონტანურად ან დაუდგენელი მიზეზით ვითარდება. დღემდე დიაბეტიკია და მკურნალობს... მაშინ ძალიან ჩაიკეტა, სიმღერაც შეწყვიტა, არც სკოლაში დადიოდა, მეგობრებსაც ჩამოცილდა, ჩემი დიდი ძალისხმევის შემდეგ ძლივს დავაბრუნე ჩვეულ კალაპოტში...
მელო გასუსული ისმენდა, არ სურდა მის არასწორ დროს დასმულ კითხვას, ბებიას გულახდილი საუბარი შეეჩერებინა.
- მერე, უნივერსიტეტში ჩააბარა. მეგობრები გაიჩინა, სიმღერაც დაიწყო, გალაღდა, გააქტიურდა და გული ბედნიერებისგან მევსებოდა... ის, პატარა ბავშვივითაა მიმნდობია, მიამიტი, გულუბრყვილო, სულ ითხოვს ყურადღებას, მაგრამ ამ ყურადღების სანაცვლოდ მთელს გულს და სულს მოგცემს... მაგრამ ... - შეჩერდა. სახეზე წამოწითლდა, თითქოს დაფიქრდა, უნდა ეთქვა ეს რასაც ამბობდა? - შენ ამ ბიჭის ერთგული მეგობარი ხარ, ხომ?
- დიახ, დინარა ბებია. მეგობარი როგორ იქნები თუ ერთგული არ ხარ? არ ენდობი და მის ჭირს და ლხინს არ გაიზიარებ?
- სამწუხაროდ, დინა ისევ შეცდა... ვერ იპოვა თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც მას უერთგულებდა და იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვერდით დგომა სჭრდებოდა, გვერდით ეყოლებოდა... ამიტომაც გადადგა დინამ ის ნაბიჯი რაც გადადგა, მან თვითმკვლელობა სცადა... - ცრემლები მოიწმინდა ბებომ, - არ ვიცი, ალბათ ერთი წუთიც, რომ დამეგვიანა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი...
- არ არსებობს! - გაოცებისგან ფეხზე წამოდგა მელო და ბოლთის ცემა დაიწყო.
- ძლივს გადავარჩინეთ და ერთ ადამიანსაც კი არ მოუკითხავს, სად არის? სად წავიდა? რატომ გაქრა? როგორც კი მოძლიერდა, მაშინვე ამერიკაში გავუშვი მშობლებთან.
- დინარა ბებო, არ ვიცი რა გითხრა. - მის წინ ჩაიმუხლა და ხელებზე ხელები დაადო, - დინას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, შეიძლება ვერც გამიხსენოს, მაგრამ ამ ისტორიამ ჩემზე ისე ცუდად იმოქმედა, ისე განვიცადე... ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ იყო და ალბათ ამიტომ არ სჩანს თბილისშითქო. მადლობა, რომ თქვენი ისტორია გამიზიარეთ.
- ეს ისტორია არავინ იცის, ალბათ გაგიკვირდება თუ რატომ გაგანდე ჩემი გულის საიდუმლო.
- დიახ, მიკვირს, თუმცა მიხარია.
- იმიტომ, რომ ბევრჯერ შემხვდრია გზაში ის ხალხი ვინც დინას იცნობდა, მაგრამ შენს გარდა არავის უკითხავს მასზე.
- რას ამბობთ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. დინას კი როცა დაურეკავთ დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან.
- კი, გადავცემ.
- ახლა სახლში წაგიყვანთ. - წამოდგომაში მიეხმარა ბებოს და გზა სიჩუმეში გაილია. - აჩი, სად ხარ? - მაშინვე გადარეკა მეგობართან, როგორც კი მანქანიდან გადავიდა დინარა ბებია.
- სერგოს სასაფლაოზე მივდივარ, შენ იყავი? - ბლუთუზი გაისწორა ყურთან.
- შეგიძლია მანქანა გააჩერო და დამელაპარაკო?
- რა მოხდა მელო? ხომ მშვიდობაა? - ციმციმა ჩართო და მანქანა გააჩერა აჩიმ.
- დინა სად არის?
- დინა? ქუთაისში, რატომ მეკითხები?
- ყველაფერი გავიგე.
- ყველაფერი? - თითები ნერვიულად აათამაშა საჭეზე.
- სერგის სასაფლაოზე, რომ ვიყავი, იქ დინას ბებია ვნახე და ყველაფერი მომიყვა.
- მერე? - ხმა უფრო ეძაბებოდა აჩის.
- როგორც მითხრა, დინამ დეპრესიულ ფონზე, ორი წლის წინ თვითმკვლელობა სცადა...
- რა თქვი? - ისარივით მოხვდა გულში მელოს სიტყვები.
- ასევე უშაქრო დიაბეტი აქვს, რომელიც მშობლების გამგზავრების შემდეგ დაემართა და ეს წლებია მკურნალობს.
- ვახ, - თმებში შიეცურა ხელი აჩიმ, - მიზეზი დეპრესიის არ უთქვამს?
- მითხრა, რომ დინას არ ჰყავდა კარგი მეგობრები, ანუ არ უერთგულეს. ძალიან ღელავდა, რომ ყვებოდა.
- გათიშე ტელეფონი, - დაიყვირა აჩიმ, მანქანა სწრაფად მოაბრუნა და ქუთაისის გზას დაადგა.

***
დიდი მოლოდინები გვქონდა ყველას 2020 წლის, მაგრამ საოცარი რამ მოხდა, დედამიწა პანდემიამ მოიცვა და გავჩერდით! უცნაურია, ნეტა ვინ ირჩევს დედამიწის ცხოვრების გზაჯვარედინებს? ვინ გვიბიძგებს ახალი მიმართულებებისკენ? სავარაუდოდ, პირველი არჩევანი ადამმა და ევამ გააკეთეს, უფლის მიერ არჩეული გზიდან გადაუხვიეს და მიმართულებაც ძირეულად შეცვალეს ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ ადამიანები ვირჩევთ დედამიწის გზაჯვარედინების მიმართულებებს? მაშინ სულ არ მიკვირს დედამიწის გაჩერება და შეჯანჯღარება, მაგრამ გამოფიხიზლდება კი ხალხი? 2021 წელს სიცოცხლის გზაჯვარედინზე გაჩერებული დედამიწელები ავირჩევთ სწორ გზას თუ ისევ იმ გზით წავალთ? იქნებ უკან დავიხიოთ? არის იმედი, რომ არ დავივიწყებთ 2020 წლის მიერ გაწნილ სილას? არის იმედი, რომ ვისწავლით ჭკუას შეცდომებზე? ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ არც ის ვიცი, რატომ ვფიქრობ ახალი წლის ღამეს გლობარულ პრობლემებზე? რა შემიძლია მე? ადამიანს, რომელსაც ჩემი პირადი პრობლემები ვერ მომიგვარებია და ხშირად ავბურდულვარ ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინებში... თუმცა გზები რომლებსაც მივუყვებით, გზაჯვარედინები, რომლებიც მიმართულებებს გვიცვლიან, ჩვენი ცხოვრებაა ჩასახვიდან ბოლო ამოსუნთქვამდე...
ქუთაისის ცა ფეიერევერკებით გაფერადდა, დაგდა 2021 წელი, რომელთანაც ყველას მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს, დასრულდეს 2020 წლის კოშმარი. დინა კი ცხელი გლიტვეინით იდგა ღია აივანზე და ცივ ჰაერს ისუნთქავდა, რომელსაც თოვლის სურნელი მოჰქონდა. დიდმანიძის სიმყუდროვე კარებზე ზარის და კაკუნის ხმებმა დაარღვია.
- ღმერთო ჩემო , ვინ უნდა იყოს ასეთ დროს? - საათს გახედა, პირველი საათი იყო დაწყებული.
- დინა გააღე კარები.
- აჩი? - ხელში მომარჯვებული ხელკეტი იქვე კუთხეში დადო და კარები გააღო.
- დინა, - შემოვარდა აჩი, ხელი ჩასჭიდა და გულში ისეთი ძალით ჩაიკრა, სუნთქვა შეუგუბდა, - კარგად ხარ? კარგად ხარ? - თავზე ეფერებოდა და ამ სიტყვებს ბუტბუტებდა.
- თუ ასე გააგრძელებ, ცუდად გავხდები, ვეღარ ვსუნთქავ. - ძლივს ამოიჩურჩულა დინამ.
- მაპატიე, - ხელები გაუშვა.
- რა დაგემართა? ან აქ რას აკეთებ?
- წამოდი, - ხელი მოხვია, მისაღებში მდივანზე დასვა, თვითონ კი ბოლთის ცემას მოჰყვა.
- აჩი, აღარ იტყვი რა ხდება? ამ ახალი წლის ღამეს ასეთი აღელვებული რატომ შემომივარდი და აქ რატომ ხარ?
- დინა, - გაჩერდა, მისი მზერა ისეთი მწველი და გამჭოლი იყო, დინა შეიშმუშნა, ეგონა მის ყველა ფიქრებს კითხულობდა, - დინ, - მის წინ ჩაიმუხლა, - მე ყველაფერი ვიცი...
- რა იცი? - ხელები აუთრთოლდა დიდმანიძეს.
- მითხარი ეს რატომ გააკეთე? თვითმკვლელობა რატომ სცადე? - ხმა აუკანკალდა.
- საიდან გაიგე? - მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას დინა.
- რა მნიშვნელობა აქვს? მე, რომ ვუფიქრდები როგორი პერიოდი გამოიარე ან გადიხარ ახლა, სული მეხუთება, ცუდად ვარ...
- ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო, ამის გამო დაბრუნდი? - სცადა თავი გაეთავისუფლებინა აჩის ხელებიდან.
- დინა! - მკაცრი და შეუვალი ხმა ჰქონდა, - ნუთუ ვერაფერს ხვდები? - სასოწარკვეთა და იმედი ერთად ისმოდა, - როდესაც ეს ამბავი მითხრეს, ყველაფერი დამავიწყდა, თვალთ დამიბნელდა შიშისგან, რომ ვაი თუ ისევ გაიმეოროს? ის ხომ იქ ახალი წლის ღამეს, მარტოა და შენთან გიჟივით გამოვიქეცი. გესმის? - გულზე ხელი დაადებინა, - გესმის როგორ გამალებით ძგერს? და შენ მეუბნები, აქ რა მინდა?
- გთხოვ... - ხმა აუთრთოლდა დიდმანიძეს.
- ნურაფერს მთხოვ, გარდა შენს გვერიდთ ყოფნისა. მინდა, რომ დაგეხმარო, გთხოვ გული გადამიშალე, ვისაუბროთ და ამ პრობლემასაც ერთად დავძლევთ... გეხვერწები ხელს ნუ მკრავ, მაინც არ წავალ... - ხელები დაუკოცნა.
- აჩიი... - სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
- ჩემო პატარავ. - არანაკლებ დღეში იყო მერკვილაძე, სული და სხეული ეწვოდა. - მოდი არასდორს ვისაუბროთ ამ საკითხზე. მე მუდამ დაგელოდები და ყოველთვის მხარს დაგიჭერ. ჰა? ოღონდ არასოდეს იტირო, მინდა ძველებურად ბედნიერი და ხალისიანი იყო... დიინ...
სიმართლის დავიწყება, არ ნიშნავს მის არ არსებობას! სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მიუხედავად ტკივილისა, სულ ერთია მაინც მოგვიწევს მასთან შეჯახება, რადგან სიმართლეს ვერ გავექცევით!
- სუიციდი - ჩუმად დაიწყო დინამ საუბარი, - საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. სასოწარკვეთილება, უიმედობა, დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც საკუთარი არსებობის აზრს ვერ ხედავ და მიდიხარ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შენი უსარგებლო სიცოცხლე ერთხელ და სამუდამოდ დაასრულო, რადგან ამქვეყნად თავს მარტოსულად გრძნობ, არავის სჭირდები და გამოსავალს საკუთარი თავის განადგურებაში ხედავ! როდესაც თვითმკვლელობას გადაწყვეტ, თითქოს სხვა პიროვნება ხდები, თვალზე ბინდი გეკვრება, რობოტივით მოქმედებ, თითქოს ვიღაც გმართავს, ყურში ჩაგჩურჩულებს - დიახ, შენ ამას შეძლებ! მართლაც, არავის სჭირდები! ყველამ მიგატოვა, მხოლოდ მე, მე გიშველი, წამომყევი, არ დანებდე, მხოლოდ მე მისმინე, დიახაც, გზა ხსნისა ა, ჰა ჰა ჰა! - მთელს სხეულში ბოროტი სიცილი ისმის და შენც ამ ხმას მიჰყვები, ხმას, რომელიც ფიქრობ შენი გადამრჩენია, იღიმი და თავით ეშვები უსასრულობაში. - ჩაეღიმა, - მე გამიმართლა... მიშველეს... ეშმაკის კლანჭებიდან ბებიას განწირულმა კივილმა მიხსნა, თუმცა შიშები დღემდე დამრჩა. მეშინია ისევ არ მიმატოვონ, მეშინია ისევ მარტოსული არ გავხდე, მეშინია ისევ ბოროტად არ გამოიყენონ ჩემი გულკეთილობა, მზრუნველობა, სიყვარული და ისევ არ ვცადო - თვითმკვლელობა, ვიცი ამას ჩემი მშობლები ვეღარ გაუძლებენ. ამიტომაც მიწევს ვაკონტროლო ყველა ჩემი ქმედება, რთულია, მაგრამ უნდა შევძლო, შევძლო გავექცე ეშმაკის დახლართულ გზებს ჯოჯოხეთისკენ! - ცრემლები მოიწმინდა და აჩის თვალები გაუსწორა.
- რატომ დინ? რატომ? შენ ხომ მეგობრები გყავდა? ოჯახის წევრები?
- ჰმ, - ჩაეღიმა, - როდესაც თვითმკვლელობას წყვეტს ადამიანი, ეს სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ჩემს შემთხვევაში, ვის გამოც სულს, გულს გავწირავდი, ვის გამოც შემეძლო შეუძლებელი, უანგაროდ მთელს ჩემს ზრუნვას, სიყვარულს, ენერგიას მათში ვდებდი, მთელი გრძნობით და თურმე ისინი მეგობრასაც არ მიწოდებდნენ, მხოლოდ „შნირი“ და ფულის ტომარა ვიყავი მათთვის!
- ეს ყველაფერი საიდან გაიგე? ვინ გითხრა? იქნებ ტყუილი იყო?
- ზოგადად ძალიან მიმნდობი და მიამიტი ვიყავი, თუმცა როდესაც მშობლები გაემგზავრნენ და ჩემს თავში ჩავიკეტე, მხოლოდ ერთი მეგობარი შემომრჩა, თუმცა იმის გამო, რომ სიმართლე ვუთხარი მის მომავალ ქმარზე, სამუდამოდ ამომშალა, თითქოს არც ვარსებობდი მის ცხოვრებაში. იმ დროს უნივერსიტეტში ერთი გოგო გავცანი, თინი კანდელაკი. მხიარული, პოზიტიური, ლაღი და მას მივეკარი. მის მეგობრებთან საერთო ენაც გამოვნახე, გავიხსენი, გავთანვისფულდი, ხშირად დავდიოდით ლაშქორბებზე, ივენთებზე აქტიურად ვეხმარებოდი როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურადაც. რადგან სიმღერა კარგად გამომდიოდა, ბევრჯერ მუსიკოსების თანხას ზოგავდა და მე ვმღეროდი. მჯეროდა, რომ ის რასაც ვაკეთებდი ერთი გუნდის სახელით კეთებოდა, მაგრამ არაფერი ყოფილა იმაზე უარესი, როდესაც ადამიანი გიღიმის და სულ სხვა ემოციას ინახავს სულში. ბოლო ივენთზე თინის საუბარი გავიგონე ჩემზე, რომ მე არა მისი მეგობარი, არამედი ფულიანი შნირი ვიყავი, იქ სხვა გოგოებიც იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, ერთმა ისიც კი თქვა, რომ ცუდად ვმღეროდი, მაგრამ რას ვჩივართ, ფულს კი ვტეხავთო. ანუ მე მეგონა უფასოდ ვმღეროდი და თურმე ისინი ჩემით ფულს აკეთებდნენ, თან ფიზიკურად მამუშავებდნენ, ჩემი მანქანა, ხანდახან ჩემი ბინაც კი მათ განკარგულებაში იყო და თურმე რისთვის? არ მახსოვს იქედან როგორ წამოვედი. ბებიასთან მივედი, ოთახში შევიკეტე. ბოლო 4 წელი კინო კადრივით გადავახვიე, ყველა დეტალი გავაანალიზე და მივხდი, რომ ის რაც მოვისმინე სიმართლე იყო. საშინელმა უიმედობამ, სასოწარკვეთამ შემიპყრო... მივხვდი, რომ ერთი უსარგებლო არსება ვიყავი, რომელიც ნამდვილ და ცრუ ადამიანებს ვერ ვანსხვავებდი, რომ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას სიმარტოვეში გავატარებდი, ამიტომ ავდექი და წამლები დავლიე, თუმცა გადავრჩი... მერე ამერიკაში წამიყვანეს მშობლებმა, თითქოს რეალობას ვუბრუნდებოდი, მაგრამ გავიგე, რომ თინიმ ხმები გამივრცელა, რომ თაღლითი ადამიანი ვარ, ფულები მოვუტეხე და ქვეყნიდან გავიქეცი...
- რაა? - მუშტები შეკრა აჩიმ.
- ისევ თვითმკვლელობა ვსცადე, ვენები გადავიჭერი... თუმცა შემთხვევით სახლში მამაჩემი დაბრუნდა და მაშინაც გადავრჩი...
- რატომ? რატომ? რატომ? - გამწარებული თავს აქნევდა მერკვილაძე.
- ახლა კი აქ ვარ, თითქოს ბევრი დრო გავიდა... მაგრამ ჭრილობები ისევ ღიაა... ვცდილობ დავივიწყო, ვცდილობ გზა განვაგრძო, მაგრამ წარსული ბრუნდება, უკან მიმათრევს, თითქოს მის წინააღმდეგ უძლური ვარ... ბრძოლის ძალაც აღარ შემწევს, დინებას მივყვები... საითაც წამიყვანს, არ ვეწინააღმდეგები... უბრალოდ მინდა ამ წარსულიდან თავი ვიხსნა, აღარ მინდა მოგონებები ასე მტკიოდეს... მინდა, რომ ყველაფერი კოშმარივით გაქრეს... ამიტომ არ ვსაუბრობ, ამიტომ ვარიდებ თავს ყველა კითხვას... ჩემთვის უჩუმრად მინდა ცხოვრება, არ მინდა თავი ისევ დავიზიანო, რადგან არ ვიცი მესამედ მომისწრებენ თუ არა…
- სუუ, ამას ნუ ამბობ! - ტუჩებზე თითი დაადო აჩიმ, - მე აქ ვარ, მუდამ დაგიცავ და ამიერიდან მუდამ ვეცდები, ისე მოვიქცე თუ ვილაპარაკო, რომ გაგაღიმო და ბედნიერი გაგხადო.
- მადლობა...
- მადლობას ნუ მიხდი, შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ და იცი ეს შენ... მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ იცოდე მარტო არ ხარ, მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ნატაც, მჯერა, შენი კარგი მეგობარია... ჩვენ ერთად დავივიწყებთ იმ კოშმარებს, რომლებიც ასე გაწუხებენ, ერთად მოვიშუშებთ იმ იარებს, რომლებიც ასე გტკივა... მთავარია, რომ გვენდო... მე შენი მჯერა, შენი გულწრფელი და ბავშვური გულის, შენი უანგარო სიყვარულის.
- მადლობა... - ცრემლები ახრჩობდა დინას, - მადლობა, რომ გესმის ჩემი...
- გთხოოვ, ნუ ტირიი. - გულში ჩაიკრა, - ყველას გვქონია ცუდი დღეები, ცუდი მოგონებები და ა.შ. შენ მარტო არ ხარ! ამიტომ თავს ნუ იდანაშაულებ, მიეცი თავს უფლება ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო, როგორც ადრე.
- აჩი, მე მეშინია, რომ არასწორად გაიგებენ ჩემს წარსულს... მე არ ვარ თაღლითი ადამიანი, მე ... მე...
- ვიცი, რომ არ ხარ... - სახეში ჩახედა, - თაღლითები თავს არ იკლავენ! თაღლითები ისევ აგრძელებენ ლაღ და ბედნიერ ცხოვრებას, რადგან არ აინტერესებთ სხვები რას ამბობენ მათზე, რადგან ისინი თუ გამოაშკარავდებიან, ისევ ქმნიან ახალ სიცრუეში აგებულ ცხოვრებას! ხომ არ გავიწყდება, რომ იურისტი ვარ, გამოცდილი ადვოკატი და ადამიანებსაც კარგად ვიცნობ. - ისევ მიიხუტა გულთან, - ამიტომ იცოდე, სხვები თუ არა მე გყავარ, რომელსაც გულწრფელად სჯერა შენი. თავს ნუ უწოდებ იმას რაც არ ხარ! შენ, რომ თაღლითი და ორპირი ადამიანი იყო, შენს წარსულს საერთოდ კი არ დამალავდი, მოყვებოდი ოღონდ შელამაზებულს, ახალს ან თავს შეაცოდებდი ხალხს, თუ როგორ დაგტანჯეს და ა.შ. მაგრამ შენი ღიმილის უკან სევდა იმალება სულ, ეს მიღრნიდა გულს. ვხდებოდი, რაღაც რიგზე არ იყო, ძველი დინა, რომელიც პირველად ვნახე გრძელი თმით, - თმებზე შეეხო, - ფერადი სამოსით, - შავ ზედას მოკიდა ხელი, - წკრიალა ხმით და პოზიტივით...
- აჩიი შენ ... - ტირილს აგრძელებდა დინა.
- ხო, გიცნობდი... შენი ხმაც ვიცი, როგორ სასწაულად მღერი... როგორი ლაღი ხარ ისიც ვიცი, მაგრამ ისე შეიცვალე ვერ გიცანი, სანამ მელომ არ გიცნო... ამიტომ გთხოვ, მომენდე, მინდა ისევ ისეთი ფერადი იყო, ნუ მალავ შენს ნამდვილ მეს... ერთ დღეს მითხარი, რომ შავ ჩიხში შეხვედი და მას მერე ფერადს ვერ იცმევ... გთხოვ, დამეყრდენი და ერთად დავაღწიოთ თავი იმ ბნელ დღეებს... შენ ამას იმსახურებ, მე და ნატა გვერდით დაგიდგებით. გამომყვები? - ხელი გაუწოდა აჩიმ.
- მე... - ემოციისგან დაცლილი იყო დინა.
- ნუ ყოყმანობ, - ხელი ხელში ჩაიდო აჩიმ და გაუღიმა, - ახალი წელია, ახალი იმედები და მოდი ერთად შევძლოთ ეს, კარგი?
- კარგი... - მორცხვად თავი დაუქნია დიდმანიძემ.
- ძალიანაც კარგი, - გაუხარდა მერკვილაძეს, - მაშინ ახალი წელია და შამპანიური არ დავლიოთ?
- კი, სადღაც უნდა მქონდეს, - წამოდგა დინა და შეკივლა.
- რრა რა მოგივიდა?
- აჩიი, თოოვს...
- ღმერთო ჩემო, - გულზე ხელი მიიდო და მოწყვეტით დაეშვა აჩი. - პატარა ბავშვი ხარ, მერე რა რომ თოვს? მოცადე ჩაცმა როდის მოასწარი?
- არ წამოხვალ? თოვლში უნდა ვიარო. - თვალები უცუმციმებდა დინას.
- წამოვალ, მარტო აბა სად გაგიშვებ.
თოვს. ახალი წლის ღამეს ლამაზა ბარდნის. ირგვლივ მხოლოდ ფიფქების ხმა ისმის, მოგისმენიათ ფიფქების ხმა? ისინი ძალიან ჩუმები, მაგრამ საოცარი ხმის პატრონები არიან.
დინა ხელგაშლილი იდგა შუა ეზოში, სახე ფიფქებისთვის ჰქონდა მიშვერილი და მათ ხმას უსმენდა. სიჩუმით და თოვლის სურნელით ტკბებოდა. თითქოს სხვა განზომილებაში იყო, გულახდილმა საუბარმაც გული თითქოს დაუმშვიდა. დგას და თოვლის სიმღერით ტკბება.
აჩი ნელა მიუახლოვდა, არ უნდოდა დინას სიმყუდროვეს დარღვევა. იდგა მის წინ და სახის ნაკვთებს აკვირდებოდა. ფიფქი ხან დინას ცხვირს დაეცა, ხან ლოყას, ხან ტუჩს. რთულია ცდუნებას გაუძლო, როდესაც საყვარელი ქალი შენს წინ დგას, რთულია არ შეეხო მის წითელ ბაგეს და სიცივისგან გაწითლებულ ცხვირს.
დინამ სახეზე აჩის ხელები იგრძნო, არ განძრეულა, არ უნდოდა თოვლის სიმღერის გაწყვეტა. აჩის თბილი ტუჩები ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს, გულმა სწრაფად იწყო ფეთქვა, ოდნავ თავბრუცდაეხვა. თვალები გაახილეს, დიდხანს და ჩუმად იდგნენ.
- ეს რატომ გააკეთე? - თვალები აუწყლიანდა დინას.
- იმიტომ, რომ მიყვარხარ.
- რა?
- ხო, მიყვარხარ. ვერ გრძნობ ჩემი გულის ფეთქვას? - გულზე დინას ხელი მიიდო.
- მაგრამ მე...
- გითხარი, რომ დაგელოდები... - ცხვირზე ცხვირი მიადო, - დრო გვაქვს, არსად გვეჩქარება, ახლა კი წავიდეთ თორემ უკვე ძალიან მცივა. - ხელი ჩასჭიდა და სირბილით დაბრუნდნენ სახლში.
- რა კარგია სითბოო, - გათბობას მიეხუტა დინა. - თოვლში როცა ვარ, სიცივეს ვერ ვგრძნობ.
- მე კი შენთან, რომ ვარ მაშინ არ მცივა. - მიეხუტა გოგოს.
- ბევრი ხომ არ მოგდის დღეს? - თვალები მოწკურა დინამ.
- კარგი, კარგი... ნახე 5 საათია, არ დავწვეთ?
- რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა დიდმანიძეს.
- არ დავიძინოთ? მეძინება.
- აქ უნდა დაიძინო?
- პირველად ვრჩები აქ თუ რატომ ხარ ასეთი სახით? - მდივანზე მიწვა აჩი.
- იცოდე, მოახლოვება არ გაბედო!
- არის უფროსო! - ეღიმებოდა აჩის დინას შეშინებულ თვალებზე. - ტკბილი ძილი.
- შენც ასევე. - ტანსაცმელებიანად შეწვა ლოგინში დინა და საბანი კარგად შემოიხვია.

გამთენიისას უჰაერობამ შეაწუხა.
- როგორ ცხელა, რა უჰაერობაა... - საბანი გადაიძრო, - საიდან მოდის ეს ჰაერი? მარცხენა მხარეს რატომ ვერ ვგრძნობ? - თვალები ძლივს გაახილა, - ღმერთო ჩემო, აჩი? აქ რას აკეთებ? ჩემს გვერდით რატომ წევხარ? როდის გადმოდი აქ?
- მმმ... - გვერდი იცვალა მერკვილაძემ.
- რა „მმმ“? ეს ხელი მაინც მომეცი, ვეღარ ვგრძნობ, - ძლივს გამოაძვრინა მარცხენა ხელი დინამ. - არა რაა, ერთს ვეუბნები და მეორეს აკეთებს! ვინ უთხრა აქ დაწექიო, ორ ნაბიჯშია მისი სახლი და აქ ჩემთან რატომ დარჩა? ბევრის უფლება მე მივეცი თუ თვითონ მისცა მის თავს? - სარკეში ჰკითხა თავის თავს დინამ. - ნწ, არაა, მე არ ვიზამდი ასე! თვითონ გათავხედდა, რადგან გავუღიმე! ღმერთო ჩემო, - ტუჩებზე აიფარა ხელი, - მან მე მაკოცა... ახლა რა ვქნა? ეს ხომ ჩემი პირველი კოცნა იყო? თავხედი, - თვალები ცრემლებით აევსო, - როგორ ჩავხედო ჩემს მომავალ შეყვარებულს თვალებში? მე ხომ მას ვუნახავდი ამ კოცნას...
- რას ბუტბუტებ? - კედელზე მიყრდნობილი, აჩი, თვალებს ძლივს ახელდა.
- გცემ! - ნესტოები ბრაზისგან დაებერა დინას.
- რატომ? - ხელები აიფარა აჩიმ.
- რატომ მაკოცე?
- უკაცრავად?
- აჰა, ახლა უკაცრავად? ეხლა რა ვქნა?
- კიდევ გაკოცებ... - ტუჩები გამოწია აჩიმ საკოცნელად.
- ჩემი პირველი კოცნა მოიპარე და კიდევ ხალისობ?
- რა? რა თქვი? - უცებ გამოფხიზლდა მერკვილაძე.
- რაც გაიგონე, - მდივანზე დაჯდა და ბალიშში ჩარგო თავი დინამ.
- ჩემი პატარა, - ჩაიმუხლა, - მერე რატომ ნერვიულობ?
- იმიტომ , რომ მინდოდა პირველად ჩემი შეყვარებულისთვის მეკოცნა. - გაბუშტა ტუჩები.
- ოო, მაშინ სხვა გზა აღარ გაქვს, - თავი გადააქნია აჩიმ, - მე უნდა გავხდე შენი შეყვარებული! - ეცინებოდა დინას გაბუსხულ სახეზე. - როგორი ბავშვი ხარ, საიდან გქონდა ეგ ფიქრები 25 წლის გოგოს? არადა რომ შეგხედავს ადამიანი აზანზარებ მსოფლიოს.
- მსფოლიოს არა, მთელ სამყაროს.
- დიინ, მოდი რაა ვჭამოთ. თბილისში უნდა დავბრუნდე და ხუთში დავბრუნდები, ხოდაა, მანამდე უჩემოდ ხომ არ მოიწყენ?
- ნწ, არაა არ მოვიწყენ. - ჭიქა დაუდგა წინ, - შეგიძლია საერთოდ არ დაბრუნდე!
- ეგ ახლა მეწყინაა. - ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა მერკვილაძემ.
- არაუშავს, გაგივლის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent