შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (ნაწილი 8)


28-12-2020, 10:29
ავტორი სესილია
ნანახია 1 305

***
- შუა დღე მშვიდობისა, - ნოტარიუსთან ოფისში შევიდა, აჩი.
- Hello, აჩი.
- როგორ ხარ ნატა?
- მე კარგად და შენ?
- მეც კარგად, ჩემი ლამაზი მეზობელი სად არის? - დინას მაგიდისკენ გაიხედა.
- შენი ლამაზი მეზობელი ყავას სვამს.
- უჩემოდ? - ტუჩები გაბუსხა, - არადა ვთხოვე, ყავა ჩემს გარეშე არ დაელია, რომ ვაკვირდები საერთოდ არ მაფასებს. - თავი უიმედოდ გადააქნია.
- აჰამ, საერთოდ არ გაფასებს. - გაეცინა ნატას.
- ბატონ თენგოს სცალია?
- კი, შედი.
- გამარჯობა, ბატონო თენგო.
- აჩიი, როგორ ხარ? შემოდი. - წამოდგა ნოტარიუსი.
- მადლობთ, მე კარგად და თქვენ?
- მეც ვუძლებ. - სავარძელში გასწორდა, - რამ შეგაწუხა?
- სარჩელის უზრუნველყოფა მაქვს და მგონი თქვენ იცნობთ კერძო აღმასრულებელს ქუთაისში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მინდა მიტანა.
- კი, კი როგორ არ ვიცნობ, ჩემი მეგობარია რეზო.
- მითხარით სად უნდა მივიდე და მივალ თქვენი სახელით.
- კი, მეც დავურეკავ. თამარ მეფეზეა მეცხრე სკოლის გვერდით.
- მაშინ მე წავალ და თქვენ დაურეკეთ, დიდად დამავალებთ.
- კარგი, აჩი.

- გამარჯობა, კერძო აღმასრულებელი რევაზ ძულწაძე აქ ზის?

- მობრძანდით, - შეეგება ახალგაზრდა გოგო, - დარძანდით და დავუძახებ ახლავე. - გზა სამზარეულოსკენ გააგრძელა ხატიამ, - ბატონო რევაზ ისე გვარი რომ გადაიკეთოთ არა?
- რა გვარი? - გაკვირვებით შეხედა თანაშემწეს.
- ძულწაძე რეზოს კითხულობენ და მაგიტომ გეუბნებით. - სიცილი აუტყდა.
- მოვიდა უკვე? თენგომ დამირეკა სარჩელის უზრუნველყოფა უნდა მოიტანონ.
- კი და გელოდება.
- გამარჯობათ, - მიესალმა წარმოსადეგ მამაკაცს აღმასრულებელი.
- გაგიმარჯოთ, მე ადვოკატი აჩი მერკვილაძე ვარ.
- ძალიან სასიამოვნო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- სარჩელის უზრუნველყოფა მაქვს, ყადაღების დადება მეჩქარება, რადგან სავარაუდოდ მოვალეს ხვალ თანხები დაერიცხება.
- კარგით, ხელშეკრულება გავაფორმოთ და დღესვე დაიგზგავნება ბანკებში ყადაღები.
- კარგით, ინებეთ სააღსრულებო ფურცელი და ჩემი მინდობილობა.
- ხატია გამოართვი და გაამზადე ხელშეკრულება,
- ახლავე, ბატონო რეზო.

სააღსრულებო მომსახურეობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მხარეებმა და აჩიმ იურიდიული კომპანია დატოვა.
- ხო მელო.
- როგორ ხარ, ძმობილო?
- მე კარგად და შენ?
- მაგარი ამბავი მაქვს შენთვის.
- აბა რა ამბავი?
- დინას ბებია გავიცანი.
- რა? როგორ? - გაოცება და სიხარული ერთდროულად ისმოდა აჩის ხმაში.
- ბებიაჩემის დაქალი ყოფილა და შემთხვევით დღეს მოხდა ჩვენი გაცნობა.
- ვაა, რა მაგარი ამბავია.
- სხვათაშორის დინა ამერიკაშიაო ასე მითხრა, აშკარად შეეტყო სახეზე არ ესიამოვნა, რომ ვუთხარი დინას ვიცნობთქო. რაღაც ისეთი მოხდა, რომ დღემდე მალავს დინას დაბრუნებას საქართველოში.
- იმედია მალე გავარკვევთ, - მანქანა დაქოქა მერკვილაძემ.
- ნუ ღელავ, როგორც კი გავარკვევ, მაშინვე დაგირეკავ.
- შენი იმედი მაქვს, ძმაო.
- აბა დროებით.
- დროებით.

გაურკვევლობა ყველაზე რთული მომენტია, მითუმეტეს, როდესაც კითხვის დასმას ვერ ბედავ, რომ გაერკვე, გაიგო მიზეზების ჯაჭვი და სამუდამოდ გამოერკვე, მაგრამ ხანდახან იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს, მოთმინება და ლოდინია აუცილებელი.
- დინ, ასეთ სიბნელეში რატომ წეხვარ? - მდივანზე წამოწოლი გოგოსთან ჩაიმუხლა აჩი.
- რავი ფიქრებს გავყევი, მოვიწყინე და ჩამთვლიმა. - წამოჯდა და თვალები მოისრისა.
- წამო, წავიდეთ. - ხელი გაუწოდა.
- საად? - ქვემოდან ახედა ბიჭს.
- გავისეირნოთ ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში.
- ძალიან გინდა?
- კიი, მინდა ხელი ჩაგკიდო და მოვიაროთ ღამის ქუჩები.
- კარგი, კარგი, - დუტის მოსაცმელი აიღო დინამ და ბიჭს უკან გაჰყვა.
- კარგ ადგილას ვცხოვრობთ არა?
- კი, თამარ მეფის ქუჩა მომწონს, ახლოა ქალაქის ცენტრთან.
- მას შემდეგ რაც 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფუნქციონირება განაახლა, ქუთაისში გადმოიტანეს პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც 1933-1990 ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელწმიფო პედაგოგიური ინსტისტუტის სტატუსით არსებობდა, ხოლო 1990 წლის 3 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
- ლამაზი შენობა აქვთ, მგონი ბევრი ფაკულტეტიც აქვთ.
- კი, სამედიცინოზე ბევრი უცხოელი სტუდენტი ყავთ.
- ეს ჩინური სახლია იცოდი?
- მართლა? ნეტა როდის აშენდა?
- ეგ არ ვიცი.
- ეს კიდე მეცხრა საჯარო სკოლაა.
- კი, იქეთ მხარეს კიდე საქართველოს ფოსტა.
- ისე როგორი ლამაზი შენობაა, მიკვირს რომ არ არის გარემონტებული და განახლებული.
- ხო, ალბათ ინვესტორი არ ჰყავთ.
- ოჰ, ინვესტორი საქართველოს აღარ ჰყავს და ქუთაისში ვინ მოვა, - ხელი ჩაიქნია აჩიმ.
ნელა და აუჩქარებლად მიუყვებოდნენ ცარიელ ქუჩას.
- ცენტრალური მოედანი ძალიან მომწონს, სხვა დიდებულება აქვს თითქოს.
- მაკდონალდში რამე ხომ არ ავიღოთ?
- ნაყინს შევჭამდი.
- კარგი, მეც შევჭამ.
დინა გარეთ გაჩერდა და აკვირდებოდა ხალხს.
- აჰა, მიირთვი, ჩემო ლამაზო მეზობელო.
- მადლობაა.
- მესხიშვილის თეტრი, როგორი ლამაზი და დიდებულია არა?
- არ დასრულდა ეს პანდემია და შეზღუდვები, თორემ ძალიან მინდოდა სპექტაკლზე წასვლა.
- მოგიყვე ცოტა რამ თეატრზე?
- კი, მომიყევი.
- ქუთაისში, 1861 წლის 3 მარტს სცენისმოყვარეების მონაწილეობით გაიმართა პირველი ისტრიული წარმოდგენა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. 1880 წელს კი დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც ჯერ კოტე მესხი, შემდეგ კი ლადო-ალექსი მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. 1928 წელს დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1955 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენჭა.
- ვაა, როგორი საინტერსოა, შენ საიდან იცი ამდენი?
- წინასაწარ მოვემზადე.
- მართლაა?
- კიი.
- საყვარელი ხარ.
- ვიცი.
- ბაგრატის ტაძარი როგორ ლამაზად ჩანს, ანათებს.
- კი, ლამაზია. ხომ არ ავიდეთ?
- არა, წამო წითელ ხიდზე გადავიდეთ და იქედან თეთრი ხიდით დავბრუნდეთ.
- კარგი იდეაა.
- გაზაფხულს ველოდები.
- რატომ?
- მაგნოლია ჰყვავის აქ, სურათები მაქვს ნანახი და თვალწარმტაცია. მინდა მოვიდე და მისი ცქერით დავტკბე.
- ერთად მოვიდეთ.
- მოვიდეთ. - შესცინა ბიჭს.
- იცი ეს ვისი ძეგლია?
- გალაკტიონის.
- იცოდი?
- არაა, წავიკითხე. - ხელი გაიშვირა, - ნახე რამხელა ასოებით აწერია, ჯერ თვალს არ დამკლებია.
- იცი ის ვინ არის, ის ქალი?
- არაა და ვინ არის?
- გალაქტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე. ამბობენ, რომ ღარიბი პოეტი ულამაზეს თავადისასულს ქუთაისში, პარკში შეხვდა. ქალმა გვერდით ჩაუარა და ვერც შენიშნა იგი. თუმცა პოეტი იმ წუთიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე გულით ატარებდა მერისადმი სიყვარულს და 1915 წლიდან გალაქტიონ ტაბიძე ქმნის მერისადმი მიძღვნილ პოეტურ ციკლს:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
- აჩიი, როგორ კარგად კითხულობ ლექსებს, - ტაში შემოკრა დინამ, - მთელს სხეულში თითქოს ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი განცდით წაიკითხე. ყოჩაღ, ბატონო აჩი, ყოჩაღ!
- მადლობა, ქალბატონო დინა, - მადლობის ნიშნად თავი დახარა მერკვილაძემ. - ვიმედოვნებ, მეც გალაქტიონის ბედი არ მეწევა სიყვარულში.
- რატომ? ვინმე გიყვარს და არ ვიცი? ვინმემ უარი გითხრა?
- რომ გაკვირდები, ძალიან ცუღლუტობ ხოლმე.
- ხო, ხანდახან ანცობა და ცუღლუტი მიყვარს.
- წამო, ახალი გზით გადავიდეთ თეთრ ხიდთან.
- კარგი, მოგყვები.
- დინა, შენ იცი რომელი საათია?
- რომელი? - მობილურს დახედა დიდმანიძემ. - ათის ნახევარია.
- მერე?
- რა მერე?
- ნახევარ საათში კომენდატის საათი იწყება.
- რა თქვიი? ჩქარა, წავიდეთ მერე ჩვენს სახლში.
- ჩვენს სახლში? ვაიმე, გულმა მომიჭირა. - ხელებით მუხლებს დაეყრდნო აჩი.
- რა მოგივიდა?
- ბედნიერებისგან გული ამიჩქარდა.
- რამ გაგაბედნიერა? კარგად ხარ?
- რომ თქვი ჩვენს სახლშიო, აი, ამან. - საწყალი თვალებით ახედა გოგოს.
- აჰჰ, ძაან დაფრინავ და რადგან ასე დაფრინავ, წამოდი გავიქცეთ, - ხელი ჩასჭიდა ბიჭს და გაიქცა.
- ნელა, ნელა, ასე რატომ მივრბივართ?
- რომ სახლში მივიდეთ და ჯარიმა ავიცილოთ.
- მგონი მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ამ დროს გარეთ.
- კი, ორი გადარეული. - სულს ძლივს ითქვამდა დინა. - ცა, როგორი წითელია, იმედია წვიმას არ აპირებს.
- არ აპირებს არა, უკვე დაიწყო. - შუბლზე დაცამული წვიმის წვეთები მოიწმინდა აჩიმ.
- ო, არა, სულ რაღაც 300 მეტრი და სახლში ვართ, ჩქარა, ჩქარა იქნებ არ დავსველდეთ.
უცებ იქუხა, ცაზე დიდი ელვა დაიკლაკნა და თავსხმა წვიმაც დაიწყო.
- მოდი აქ, - აჩიმ თავისი მოსაცმელი თავზე წამოაფარა დინას და სირბილით გაიქცნენ ბინისკენ. - მგონი, ძაან არ დავსველდით, - სველი თმები გადაიწია.
- სულ არა, - იცინოდა დინა, რომელსაც კიბეზე ფეხი აუცურდა და აჩის მკლავებში მოექცა, წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ასე რატომ მიყურებ? შემთხვევით კოცნას, ხომ არ მიპირებ? - თავი გაითავისუფლა დიდმანიძემ და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
- აჰ, საიდან მოტანე? - ფიქრებიდან გამოერკვა ბიჭი და უკან აედევნა.
- ჩემთან შემოხვალ?
- კი, რადგან მე ჯერ გათბობა ჩართული არ მაქვს და შენთან უკვე თბილა.
- აბაზანაში შევალ და შენ ამასობაში ჩაი გაამზადე კარგი?
- არის უფროსო.
აჩიმ ჩაიდანი წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდგა.
- დიინ, ჩაის ფერი გამოგითავდა?
- არაა, მანდ არის კარადაში.
- ხო, ვიპოვე.
- თმებს არ გაიშრობ? სველი გაქვს.
- შავი გედი ხარ.
- შავი გედი?
- ხო, სულ შავებში ხარ და ამიტომ. ფერადი სამოსი არ გიყვარს?
- მისმინე ჩემო ძამია, აქანე ქუთაისია და შავებია მოსული.
- აა, ანუ მაგიტომ გაცვია?
- ნწ, ჩემი მიზეზები მაქვს. უბრალოდ ერთ დღეს, როდესაც გარდერობის კარები გამოვაღე, ვერაფრით ვერ ჩავიცვი ფერადი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ხასიათს და წარსულს აღარ უხდებოდა. შავები, რომ ჩავიცვი მივხვდი, რომ იმ დღიდან შავი იყო ჩემი ფერი. მერე ჩემი გრძელი თმებიც გადავიპარსე და ახალი დინა შევქმენი.
- გასაგებია, - ცხელი ჩაის მიაწოდა, - დალიე გათბები, მაგ თმებს კი მე გაგიშრობ.
- შენ?
- ხო, რა იყო?
- უბრალოდ გამიკვირდა.
- ჩემს ნაბოლარა დას ვუშრობ ხოლმე, ძალიან მოსწონს.
- რა ხნისაა შენი დაიკო?
- 15 წლის.
- ანუ რამდენი წლის იყავი, რომ დაიბადა?
- 30-ს გამოაკელი 15 და იმდენის.
- ანუ 15 წლის, გაგიხარდა? 15 წელი დიდი სხვაობაა.
- ძმა მინდოდა, რადგან და უკვე მყავდა, მაგრამ ახლა ისე მიყვარს, ჩემი შუათანა და ეჭვიანობს.
- ერთ დროს მეც ძალიან მინდოდა დაიკოს ყოლა, მაგრამ დავრჩი დედისერთა გოგოდ.
- ერთი კუთხით მოკლე თმას ის დადებითი აქვს, რომ მალე აშრობ, - ფენი გამორთო აჩიმ, - თუმცა გრძელ თმებსაც დიდი სიამოვნებით გაგიშრობ.
- რატომ, ჩემს სტილისტობას ხომ არ აპირებ?
- მხოლოდ თმის გაშრობა მეხერხება, შეჭრა და ვარცხნილობები კი არა.
- თუ ოდესმე გავიზრდი თმებს, შემოგეხმიანები. - თვალი ჩაუკრა, - და შენ რატომ არ იშრობ?
- გამიშრა უკვე, თავისით.
- მოდი აქ, - ფენი მიუშვირა თმებზე, - მერე მე დამაბრალებ, შენს გამო გავცივდიო, ჩემთან ჩასახლდები და უნდა ვუსმინო შენს წუწუნს.


***
- ეკეე, სად ხაარ?
- სამსახურში ვარ, სად ვიქნები?
- ჩქარა, მიატოვე ყველაფერი და მოდი ჩემთან.
- რატომ რა ხდება?
- სიცხე მაქვს, გვერდები მტკივა, სავარაუდოდ კოვიდი მაქვს.
- რაა?
- რაც გაიგონე, ლაბორატორია მყავს გამოძახებული ტესტის აღებაზე და მოდი შენც უნდა აიღო.
- მე რატომ?
- მე თუ მაქვს, ე.ი შენც გაქვს.
- ეგ საიდან მოიტანე?
- გუშინ კარგად, რომ ჩამკოცნე იქედან. - მობილურს დაეჭყანა ეფემია.
- კარგი, ხო მოვდივარ. - სავარძლიდან წამოდგა ეკე, - ბიჭებო უნდა გავიდე.
- ხომ მშვიდობაა?
- არ ვიცი, იმედია კი.
- დღეს მობრუნდები?
- არაა, კოვიდზე ტესტი უნდა ავიღო და შეიძლება ორი კვირაც ვერ მოვიდე.
- რაა? - უცებ ყველამ შეისწორა პირბადე, - წადი ძმაო, მშვიდობა გქონოდეს.
- გაიხარეთ.
სახლთან მისულმა ეკემ, ლაბორატორიის მანქანა დაინახა. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და კიბეებზე აირბინა.
- გამარჯობათ.
- გაგიმარჯოთ.
- ამასაც უნდა აუღოთ ტესტი.
- დიახ, მეც ავიღებ და პასუხი რამდენხანში იქნება?
- 24 საათში იქნება და დაგირეკავთ.
- კარგით.
- ჩვენ მოვრჩით და ხვალ დაგიკავშირდებით, მანამდე ეცადეთ, რომ ბევრი სითხე მიიღოთ და მაღალი სიცხის შემთხვევაში პარაცეტამოლი.
- კარგით, გავითვალისწინებ. მადლობა.
- ნახვამდის, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- ეკეე, - მობუზული იჯდა ეფემია, - აღარ მინდა ეს იზოლაციააა... დამიბრუნეთ ჩემი ძველი ცხოვრება...
- ძველი ცხოვრების დაბრუნებას მთელი მსოფლიო ითხოვს, მაგრამ ჯერ ვერ გვპირდებიან.
- ჩემთან ხომ გაჩერდები, თუ კოვიდი გვექნა? მარტო, ხომ არ დამტოვებ?
- კი, შენთან ვიქნები. - გულთან მიიხუტა საყვარელი ქალი ეკემ.

რისიც გვეშინია, რასაც გავურბივართ, უმეტეს შემთხვევაში ის გვიჭერს და გვაშინებს...
- დიინ, სად ხარ?
- ვწევარ... - შორიდან გაისმა ხმა. - არ მომიახლოვდე, მგონი კოვიდი მაქვს...
- რა თქვი? - შუქი აანთო აჩიმ და შავ თეთრეულში ძლივს დაინახა დინას აწითლებული ლოყები. - ეე, შენ რა სიცხე გაქვს? - მივარდა მასთან და შუბლზე ხელი დაადო.
- 37.5 მაქვს, მაგრამ მთელი სხეული მტკივა, ვერ ვმოძრაობ.
- სასწრაფო გამოვიძახო?
- და როდის მოვა ზეგ თუ მაზეგ? - გაეღიმა გოგოს.
- მოიცა ნატას დავურეკავ, - ნომერი აკრიფა, - ნატა, გამარჯობა... დინას სიცხე აქვს, ხოდა აქ ვისთან შემიძლია მიყვანა ან ექიმი თუ იცი ვინც სახლში მოდის? ... მართლაა? აუ, კითხე და მომწერე... კარგი, მადლობა.
- რაო, რა გითხრა? - საწოლში წამოჯდა, - ვაიმე, გვერდები.
- ეფემიაც შენსავით ყოფილა და სახლში გამოიძახა რომელიღაც ლაბორატორიაო და გაგვიგებს ნომერს და დავრეკავ.
- მე მეგონა კოვიდი მხოლოდ დადებით ხალხს ეკარებოდა.
- ეგ საიდან მოიტანე?
- ჩემი ვარაუდები მქონდა და სტატისტიკა.
- ისე მეც ხომ არ ავიღო ტესტი?
- შენ რატომ?
- რა რატომ? ერთად არ გვძინავს, თორემ სულ ერთად არ ვართ?
- ხო, გეთანხმები, ამიტომ დარეკე დროულად.
- ვრეკავ. - მობილური ხელში დაატრიალა.
- რაო, რამდენ ხანში მოვალთო? - სამზარეულოდან თავი გამოყო დინამ.
- თამარ მეფეზე ყოფილან და 15 წუთში აქ იქნებიან.
- კაიც, მოვემზადები, ხალათით ხომ არ ვიქნები.

მოლოდინი, ტესტის გარეშეც, რომ ხვდები კოვიდ 19-ის არსებობას შენს სხეულში... თუმცა, მაინც სადღაც შორს გულის კუნჭულში ფიქრობ, იქნებ არა, იქნებ უბრალოდ გავცივდი... ნწ, 2020 წლის ბედის ირონიაა ეს ყველაფერი.
- გამარჯობა, კოვიდ დადებითო, როგორ ხარ? - სურსათ-სანოვაგით დატვირთული შევიდა აჩი.
- რავი, კარგად ვართქო, რომ გითხრა, ტყული იქნება და შენ როგორ ხარ? ან ამდენი პროდუქტი რატომ მომიტანე?
- ხომ არ გავიწყდება, რომ ორივე კოვიდ-დადებითები ვართ, შესაბამისად მინიმუმ 2 კვირა იზოლაციაში მოგვიწევს ყოფნა, ამიტომ რასაც ვერ გამოვიძახებთ მოვიმარაგე.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ, რომ გაკვირდები. - სურსათის ამოლაგებას შეუდგა დინა.
- არ მაფასებ, თორემ ეგრეა. - მაცივარი გამოაღო აჩიმ და პროდუქტების შელაგება დაიწყო.
- მოიცა, ყველაფერს ჩემს მაცივარში რატომ ალაგებ? - გვიან დაფიქრდა დიდმანიძე.
- ამ ორ კვირას ერთად გავატარებთ და ამიტომ. მარტოები ხომ არ შევჭამთ?
- აჩი, - ხელები გულთან ჩაიხვია დინამ, - გამოტყდი, კომუნალურების ეკონომიას აკეთებ?
- რა თქვი? - ხმა ჩაუწყდა მერკვილაძეს.
- ჰა ჰა ჰა, რა სახე მიიღე, - სიცილი დაიწყო დინამ, თუმცა მოულოდნელად სპაზმურ ხველაში გადაეზარდა.
- დინ, დიიინ, რა გჭირს? - სკამზე დაჯდომაში მიახმარა, - მოიცა თბილი წყალი დალიე და გადაგივლის, დიინ.
- ოთახში გამიყვანე... - ძლივს ამოიჩურჩულა დინამ.
- ახლავე, - ხელში აიტატა და ფრთხილად დააწვინა, - არ დაურეკავ შენს ექიმს? იქნებ წამალი გითხრას და გიყიდი. - შეშინებული თვალებით უყურებდა.
- ნუ გეშინია, ხომ იცი მშრალი ხველა ახასიათებს. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ რატომ მცივა? გათბობა ხომ არ გამოგირთია?
- გცივა? რას ამბობ 30 გრადუსს აჩვენებს თერმომეტრი. - კედელზე ჩამოკიდებულ თერმომეტრს გახედა აჩიმ, - მოიცა შენ სიცხე ხომ არ გაქვს?
- ელექტრო თერმომეტრი მიდევს მანდ და გამიზომე.
- 37.7 გაქვს... დამწევს ვერ დალევ ხომ?
- არა, არ შეიძლება. - საბანში გაეხვია დინა.
- მოიცა ცხელ ჩაის მოგიტან მალინით და ლიმნით.
- მცივა, ძალიან გთხოვ, მალე მომიტანე. - თითქოს ძალა ეცლებოდა, ისე მოითენთა დიდმანიძე.
- დინ, ჩაგეძინა? - ლანგარი ტუმბოზე დადო აჩიმ და იქვე ტახტთან იატაკზე ჩაჯდა, - როგორი ლამაზი ხარ... ჩემი შავი გედი...
- დე... დედი... დეე... - ბორგვა დაიწყო გოგომ.
- დინ, კარგად ხარ? - შუბლზე ხელი დაადო აჩიმ, - როგორი ცხელია.
თერმომეტრმა 39 გრადუსი აჩვენა.
- 39? ასე უცებ როგორ აეწია სიცხე? - ნერვიულად მოისრისა შუბლი, - რა ვქნა ახალა? მოიცა თეოს დავურეკავ... - დის ნომერი აკრიფა მობილურზე. - მიპასუხე, მიპასუხე... - ბოლთას სცემდა ოთახში.
- ხო აჩი.
- თეო უნდა მიშველო...
- რა იყო? ხომ არ გაგირთულდა მდგომარეობა? - შეშფოთდა თეო.
- მე არა, ჩემს მეგობარს. მაღალი სიცხე აქვს, შენ ხომ სტომატოლოგი ხარ და იქნებ დამეხმარო.
- რამდენი აქვს?
- 39...
- დამწევი დაალევინე, ფანჯარა გამოაღე რომ ოთახში სუფთა ჰაერი შემოვიდეს და შუბლზე ნელ-თბილი საფენები ადე.
- თუ არ დაუწია რა უნდა ვქნა?
- არ აღელდე, დაუზილე მთელი სხეული გესმის?
- მთელი სხეული? - დინას გახედა, - კარგი, კარგი...
- დილით კი აუცილებლად გადაიღოს კატე ფილტვებზე, ანთება არ ჰქონდეს.
- კარგი.
- იცი ხომ სადაც იღებენ ქუთაისში?
- არ ვიცი, მაგრამ ვიკითხავ.
- მშვიდობიანი ღამე და თუ რამე დამირეკე, არ მოგერიდოს.
- მადლობა, დაო. - მობილური გათიშა და ნელ-თბილი წყალი მოიტანა, - დინ, გთხოვ თვალი გაახილე, წამალს დაგალევინებ და დაიძინე ისევ.
- აჩი, - თვალები მოისრისა, - ძალიან მცხელა, მგონია, რომ ზურგი მეწვის... წყალი მინდა.
- იმიტომ რომ მაღალი სიცხე გაქვს, დალიე დამწევი და ნელნელა მოკეთდები, - წამალი და წყალი მიაწოდა, შემდეგ კი მთელი ღამე შუბლზე საფენებს ადებდა, ხელებს და ფეხებს უზელდა, ბოლოს კი იქვე ჩაეძინა.

გათენდა. მზის სხივებმა დინას თვალებზე ციმციმი დაიწყეს.
- რატომ მიჭყიტინებს მზე? - თვალებზე ხელი აიფარა, - ვაიჰ, როგორი საშინელი გემო მაქვს პირში, დედა მინდა, - საწოლში წამოჯდა დინა და მის ფეხებთან ჩაძინებული აჩი დაინახა. - აჩიი, - სითბო ჩაეღვარა გულში, ნელა ადგა და გადასაფარებელი მიაფარა.
- დინ, სად ხარ? - თმებაწეწილი შევარდა სამზარეულოში აჩი.
- გაიღვიძე? - იღიმოდა დინა.
- როგორ შემაშინე, - სკამზე ჩამოჯდა.
- რატომ? სად გავქრებოდი?
- რავიცი...
- ყავა გინდა?
- კი და როგორ ხარ? სიცხე აღარ გაქვს?
- არა, ახალ არ მაქვს, მაგრამ საშინელი მწარე გემო მაქვს პირში. - ლიმნიანი წყალი მოსვა, - შენ როგორ ხარ?
- მეც მასე... დღეს კატე უნდა გადაიღო.
- კატე? რატომ?
- ფილტვებში ანთება არ გქონდეს. იცოდე უარი არ მიიღება!
- გადავიღებ, მაგრამ სად?
- ნატას დაურეკე და გეტყვის.
- კარგი.
- ამ ყავას სურნელი რატომ არ ააქვს? - ჭიქაში ცხვირი ჩარგო აჩიმ.
- ალბათ ყნოსვა დაკარგე.
- რაა? - სახე დაებრიცა აჩის, - რაღა მეშველება ახლა?
- ნუ ნერვიულობ აღგიდგება, სამუდამოდ კი არ დაკარგე.
- სანამ აღმიდგება, ერთი ადამიანი სურნელი მომენატრება... - მოწყენილმა თავი ჩაღუნა.
- რას მელაპარაკები? და მის სახლში ყოფნა არ გკმარა? - მაცდურად ჩაეღიმა დინას და სამზარეულოდან გავიდა.

იზოლაცია. ფანჯრებიდან დანახული პატარა სივრცე. დღეები მსგავსი და უფერო. წარსულ დღეებზე ფიქრები, ნუთუ ოდესმე დაბრუნდება ის რაც იყო თუ მომავალი, ახალ უკეთეს ცხოვრებას გვპირდება? აწყმო შიშითაა მოცული, თითქოს ხვალის იმედიც არ გაქვს, რადგან არ იცი თუნდაც ერთი წუთის შემდეგ როგორ იქნები. გრძნობ სხეული როგორ ებრძვის ახალ, უცხო სხეულს და ცდილობ არ დამარცხდე, არ დანებდე, იბრძოლო და გაიმარჯვო უთანასწორო ომში.
- რაზე ფიქრობ? - თავი ბეჭზე ჩამოაყრდნო აჩიმ დინას.
- წარსულ-აწყმო-მომავალზე...
- ერთდროულად?
- აჰამ, - თავი დაუქნია, - როგორ იზოლაციაში ვართ, ზოგადად ბოლო ორი წელია სახლის გოგო ვარ, მაგრამ აი, იმ პერიოდში აქტიური ცხოვრებით, რომ ვცხოვრობდი და ეს პერიოდი დამთხვეოდა, ალბათ გავგიჟდებოდი, ახლა დიდად არც მიჭირს და შენ გიჭირს?
- შენთან ერთად ვარ და კიდევ ორი კვირა ვიქნები ასე.
- მხოლოდ ორი კვირა? არადა მეგონა უფრო მეტ დროს იტყოდი...
- ჩამჭრა... - თავი აწია აჩიმ და სივრცეს გახედა.
- ერთი კვირა გავიდა უკვე, ერთი კვირაც და წესით გვეშველება.
- იმედია ყნოსვის შეგრძნება დამიბრუნდება, თორემ ასე მიჭირს უკვე...
- არ გშია? ყველიანი მაკარონი ხომ არ გავაკეთოთ? ან პიცა ხომ არ გამოვიძახოთ? კეთება მეზარება... ადგომა მეზარება... სიცოცხლე მეზარება... ახლა ვიტირებ... - გადაწვა მდივანზე.
- ყველიანი მაკარონი მინდა შენი მომზადებული, ამიტომ ... - ხელში აიტაცა დინა აჩიმ და სამზარეულოში სკამზე დასვა.
- სულ მთლად გადაირიე შენ ამ იზოლაციაში.
- შემეტყო ხომ?
- ძალიან მოგწონვარ?
- რა თქვი? - წყალი გადასცდა აჩის, ამ კითხვას არ ელოდა.
- ძალიან მოგწონვარ? - თვალი თვალში გაუყარა დინამ.
- არ მეტყობა? - საყვარელი ქალის წინ დაჯდა მერკვილაძე.
- კი... ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო და უგრძნობი, რომ ვერ იგრძნო...
- და შენ რას გრძნობ? მოგწონვარ? - აჩი დინას პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- მე? მე გული ჩაკეტილი მაქვს....
- რატომ?
- მეშინია და იმიტომ...
- რისი?
- უფრო, რომ არ მეტკინოს... უფრო, რომ არ გაცივდეს... რადგან მეტს ვერ გაუძლებს, ისედაც ძლივს ფეთქავს...
- ასე ნუ ამბობ, - ხელები მის დიდ ხელებში მოამწყვდია, - რადგან შენ მკითხე ამიტომაც გპასუხობ, რომ მე შენ ძალიან მომწონხარ, უბრალოდ ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ ვიცი რაღაც ისე არ არის შენს თავს, როგორც საჭიროა... ამიტომაც არ ვჩაქრობდი თქმას, თუმცა სიტყვებზე მეტად ჩვენი სხეულის ენა გაგვცემს. გთხოვ ნუ მეტყვი, რომ შენც ფიქრი შევწყვიტო... მომეცი უფლება, რომ შენთან ახლოს ვიყო, გთხოვ, არ გამაგდო შენი გულიდან და იქნებ ერთ დღეს გულის კარიც გამიღო.
- და რომ ვერ გაგიღო? ან წლები, რომ დამჭირდეს? ცოდო არ ხარ?
- ახლა ცოდო რატომ ვარ გითხრა? - ფეხზე წამოხტა აჩი, რადგან ხანდახან არის წამი, რომელიც სამუდამოდ გინდა შეაჩერო, რადგან არ მოისმინო ის რისი მოსმენაც არ გინდა.
- რატომ?
- მშიააა, ამიტომ ადექი და გავაკეთოთ ერთად ყველიანი მაკარონი, ყველს მე დავჭრი, შენ მაკარონისთვის წყალი დაადგი. ადექი, ხომ იცი მეტი უნდა ვიმოძრაოთ, დღეში 5000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ.
- იქვე მოვკვდები, მაგდენს ვერ გავივლი.
- მაშინ მოდი მუსიკებს ჩავრთავ და ვიცეკვოთ.
- მისმინე, შენებმა იციან, რომ ცოტა აფრენ?
- მამას არ ვუმხელთ, მაინც ერთი ბიჭი ვყავარ, თან გული აწუხებს და ამიტომაც გადმოვედი ქუთაისში, იქ უფრო მიხვდებოდა. - სერიოზული სახით უპასუხა.
- რა დღეში ხართ ჩემო მშობლებო...
- ჩემო მშობლებოო ჩემებზე თქვი? - სიხარულისგან კინაღამ თითი გაიჭრა აჩიმ.
- შენებზე რატომ უნდა მეთქვა? - კოპები შეკრა, - ჩემებზე ვთქვი, მათი ერთადერთი ქალიშვილი ძლივს ვიღაც ბიჭს მოეწონა და ისიც გიჟია. გამართლება ხომ გინდა ამ ცხოვრებაში? ეჰ...
- გცემ იცოდე!
- აჰ, მერე ნახე შენ პრესის აჭრელება წითელი წარწერებით : - კანონმორჩილმა ადვოკატმა ქალი სცემა ან ძალადობა კარანტინში ან...
- ან გაკოცებ და მერე გაჩერდები?
- .... - დინამ ტუჩები სწრაფად მოკუმა და მოხარშული მაკარონი საწურიდან ტაფაზე გადაყარა, აჩიმ კი გახეხილი და დაჭრილი ყველი თავზე მოაყარა.
- დაუწიე, მაღალზეა გაზი.
- კარგი.
ორივე ფიქრებში ჩაიძირა, დინას შიშმა შემოუტია, აჩის კი იმედი მიეცა... შიში და იმედი ორი განსხვავებული გრძნობა, შიში სძლევს იმედს თუ პირიქით?
- მზად არის, - თეფში წინ დაუდო აჩის, საჭმელი კი ისეთი ცხელი იყო, ორთქილი ასდიოდა.
- იფ, იფ რა სურნელია.
- მოიცა დაგიბრუნდა ყნოვის შეგრძნება?
- ნწ, არაა. უბრალოდ თავს ვიმხნევებ.
- გემრიელია, კარგი გამომივიდა.
- გამომივიდა არა რაა, გამოგვივიდა.
- მოკლედ, ორივე ერთად კარგი მზარეული ვართ, რესტორანი ხომ არ გაგვეხსნა?
- კი და ეგრევე დავიხურებოდით, ამ პანდემიის დროს რა დროს რესტორანია.
- ეს პანდემია მთელი ცხოვრება ხომ არ გაგრძელდება? დასრულდება და მერე...
- ვიოცნებოთ რა დაგვრჩენია... - გემრიელად ილუკმებოდა აჩი.
ჭურჭელი ამორეცხეს, სამზარეულო მიალაგეს. ქიმია მათ შორის აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ შიში მომავლის და იმედი მომავლის ნეტა რას გვპირდება?
- დინ, სახლში გავალ, დისტანციური პროცესი მაქვს, რაღაც საქმეებს მოვაგვარებ და გამოვალ, ხომ არ მოიწყენ?
- მიხედე საქმეებს, მე კინოს ვუყურებ ან მუსიკებს მოვუსმენ...

კიდევ ერთი დღე გავიდა, ყოველი დღე წინის მსგავსია, ერთმანეთს გვანან. ცაზე ვარსკვავლებიც აღარ ჩანან, ირგვლივ ძლიერი ქარია, ფანჯრებშიც კი აღწევს ხმა. გარეთ ამ სიჩუმეში სეირნობა სიგიჟემდე მოუნდა დინას, ცარიელი ქუჩები, ღამის სიმშვიდე, სახლებში შეყუჟული ადამიანები... ზამთრის სუსხი, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს, მგონი ყინულის დედოფალმა მოაჯადოვა მთელი დედამიწა, გარინდა და გაყინა.
- და ამ სიჩუმეში და სიცივეში, რა უცნაურია, თვალებზე რატომ მომადგა ცრემლები?
- ვის ელაპარაკები? - ზურგიდან აჩის ხმა მოესმა.
- ჩემს თავს...
- მოიწყინე?
- ალბათ...
- ხომ გთხოვე, რომ სიბნელეში არ იყო... ასე უფრო მძაფრდება ჩვენი გრძნობები, თუ რაოდენ მარტოსულები ვართ.
- შეიძლება, რომ ჩაგეხუტო?
- დინ...
- ხო...
- ამას რატომ მიკეთებ?
- რას?
- ისეთ რამეებს მეკითხები ან მთხოვ ხოლმე, რომ ჩემი გული ნორმაზე 100-ჯერ მეტად იწყებს ფეთქვას, ყურებში კი შხუილი მესმის... ალბათ მოულოდნელობისგან წნევა მიწევს... აი, ახლაც... თავბრუდამეხვა... - მდივანზე ჩამოჯდა და გულზე ხელი მიიდო.
- ასეთი ფაქიზი ნერვები გაქვს? ჩემთან ეგ არ გამოგადგება. No, no, no! - გვერდით მიუსკუპდა ბიჭს დინა და თავი მის მუხლებზე დადო, - თუ არ მეხუტები, მაშინ ასე დავიძინებ. - გადასაფარებელი მიიფარა და სიზმრების პრინცესას გამოუძახა.
გაუნძრევლად იჯდა აჩი, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, რადგან რთულია საყვარელი ქალი ასე ახლოს გყავდეს და თან შორს...
- ხო, მელო. - დაბალ ხმაზე უპასუხა მობილურს.
- როგორ ხარ? დაამარცხე ხო კოვიდი? - მხიარულ ნოტაზე იყო მეგობარი.
- კი, ნელნელა გამოვდივართ.
- აბა რაა, მასეც ვიცოდი. მოიცა ასე ჩუმად რატომ მესაუბრები?
- დინას ძინავს.
- მასთან ხარ?
- კი.
- მისი ბებო ცოტა მოლბა, უფრო კარგად მესალმება.
- სად ნახულობ?
- ვითომ შემთხვევით ვხვდები ხოლმე, ვცდილობ ურთიერთობები ავაწყო, თუმცა დინას სახელს ცოცხალი თავით არ ახსენებს, მე კი ვუთხარი, მომიკითხე დინათქო, თუმცა დარწმუნებული ვარ, არაფერსაც არ ეუბნება.
- კი, სავარუდოდ ეგრეა. - მძინარე დინას დახედა. - თამუნასთან იყავით ასულები?
- კიი, მე და გუგა. ბავშვები რომ შემომახტნენ კისერზე, ძლივს ჩამოვსვი. თამუნამ დანატრებულები არიან ხალხსო, ძირითადად სახლში ვართ, საფლავზეც არ გამყავს ბავშვებიო, არ მინდა უფრო მეტად დაისტრესონო.
- თვითონ, თამუნა როგორაა?
- არვი, ძმაო. ეგ გოგო ყოფილა რკინა. აი, ყოჩაღ ძაან მაგრად უძლებს გარეგნულად, მაგრამ შინაგანად ხომ ვიცი როგორ უჭირს.
- ხო, ძლიერი გოგოა და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდით, სერგო ასე იზამდა.
- აბა რაა, სიაც გამომატანეს საჩუქრების ბიჭებმა.
- მართლა? იყიდეთ მერე და თანხას გადმოგირიცხავთ.
- კაიც წავედი ახლა და იმედია მალე გნახავ.
- დროებით.
- აჩიი.
- გაიღვიძე?
- შენი აზრით?
- გღვიძავს.
- იმედი ხომ არ გაგიცრუე? გეგონა ძილში შენს სახელს ვბოდავდი? - შესცინა.
- არაა, მე ასე იოლად არ ვნებდები. მოვა დრო და იქნება ეგეც.
- ჩემი შემართებული მეზობელი ხარ შენ. - აგრძელებდა სიცილს.
- ნუ დამცინი, თორემ განახებ მერე ბოლოს ვინც გაიცინებს.
- Ok. - ისევ სიჩუმემ დაისადგურა, - აჩიი.
- ხო. გჯერა ცხოვრების გზაჯვარედინების?
- ადამიანების გზები, რომ ერთმანეთში იკვეთება?
- ეგეც და ჩვენი ცხოვრების გზაჯვარედნიები, რომლებსაც ვირჩევთ და რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს წარსულს, აწყმოს და მომავალს.
- ასე ღრმად ამ საკითხზე არ მიფიქრია და შენ გჯერა ხომ?
- აჩი, იცი... - ჩაფიქრდა. – 25 წლის ვარ და ბევრი ეტაპი გავიარე და ბევრი ცხოვრების გზაჯვარედინები ვკვეთე, ბოლოს კი ისეთ შავ ვიწრო ჩიხში აღმოვჩნდი, დიდი დრო დამჭირდა, რომ თავი მეხსნა და ახალი გზა მეპოვა. იყო დრო დაუფიქრებლად, სპონატურად ვმოქმედებდი, როცა ახალი გზაჯვარედინის ცენტრში ვიდექი, არასოდეს ვფიქრობდი უკან დამეხია, ძველი გზით მევლო. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხანაც პირდაპირ მივდიოდი. მერე როდესაც ჩიხს თავი დავაღწიე უფრო დაფიქრებული გავხდი, ასჯერ, ხანდახან ათასჯერაც კი ვფიქრობ საით, რომელ გზას დავადგე, რომელი გზა მიმიყვანს ბედნიერ ცხოვერბამდე, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ შორია.
- შორი? რატომ? თუ მოინდომებ ბედნიერებაც მალე მოვა.
- ნუ მეფერები თმებზე! - უცებ წამოიძახა დინამ.
- რატომ? მიყვარს თმებში თამაში, შენ არა? - ცხვირზე თითი დაჰკრა.
- კი, უბრალოდ მერე მეძინება.
- ერთი საათი გეძინა, ჩემი საცოდავი ფეხები დაბუჟდა, რადგან განუძრევლად ვიჯექი და კიდევ გეძინება?
- სანამ არ დაგირეკეს, მშვიდად მეძინა. ახლა კი ძილი დამიფრთხა. - წამოდგა და სამზარეულოში გაფრატუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent