შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სულის მელოდია (მეექვსე თავი)


30-12-2020, 13:32
ავტორი არტემიდე
ნანახია 813

ლანას წასვლიდან ორი კვირა გავიდა. მასზე არაფერი ვიცოდი და ეს ჭკუიდან მშლიდა. არ მინდოდა მეფიქრა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. თუმცა ეს ერთადერთი არა იყო, რაზეც ნერვიულობა მიწევდა. ჩემი ძალები აღარ მემორჩილებოდნენ. მათი კონტროლი არ შემეძლო. თავიდან გადაღლილობას მივაწერე, მაგრამ სიტუაცია რომ არ გამოსწორდა შევშინდი. შელოცვის წყალობით გამუდმებით ალექსანდრესთან ერთად მიწევდა სუნთქვა. როცა ის ბანაობდა, მე გარეთ კარებთან ახლოს ველოდებოდი, ან პირიქით. ერთი სიტყვით საშინელება იყო. ამასთან ერთად სკოლის არდადეგები მთავრდებოდა და მიუხედავად იმისა რომ სკოლიდან წასვლა მომიწევდა, იქ მაინც უნდა გამოვცხადებულიყავი. იქამდე სანამ დედამიწის დატოვება მომიწევდა. სკოლაში ალექსანდრეც წამოვიდა (რა თქმა უნდა, მისი დანახვა არავის შეეძლო) რამდენიმე დღე ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ერთ დღესაც დერეფანში შემთხვევით ბაჩოს შევხვდი. ერთმანეთს მივესალმეთ და ცოტა დავილაპარაკეთ. ადრე შემეძლო საათობით მეოცნება, როგორი იქნებოდა ჩვენი საუბარი და ათასგვარ დიალოგს ვაწყობდი გონებაში, ახლა კი თითქოს სულ ერთი იყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ჩემთვის რომ ეთქვა ვინმეს რამდენიმე თვის წინ, არ დავუჯერებდი, მაგრამ ახლა ნათლად ვგრძნობდი რომ ასე იყო. ის მართლა კარგი ბიჭია, მაგრამ… არ ვიცი რატომ, თუმცა მართლა რომ რამეს ნიშნავდეს ჩემთვის, ალბათ, “მაგრამ” არ იარსებებდა, ხომ ასეა? საუბრისას პაემანზე დამპატიჟა. არა, პირდაპირ არ უთქვამს რომ ეს პაემანია, მაგრამ სადმე ერთად გავიდეთ, გავისეირნოთო. რაღაც მოვიმიზეზე და სხვა დროს იყოს მეთქი. ახლა ამისთვის მართლა არ მეცალა, თან რა აზრი ექნებოდა ამ ყველაფერს, თუ გარკვეულ ხანში აქაურობა უნდა დამეტოვებინა?!
დილით სასწავლებელში ნიკოლასთან ერთად მივედი. სკოლის ეზოში რამდენიმე ამწე და სატვირთო დაგხვდა. მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ჩვენ ჩვენს კლასებში შევედით.
პირველი გაკვეთილი ახალი დაწყებული იყო, როცა ალექსანდრეს ჩურჩული გავიგე:
–ხეების მოჭრას აპირებენ. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან!–როგორც კი წინადადება დაამთავრა, ფეხზე წამოვვარდი და ვთქვი:
–უკაცრავად, ახლავე უნდა წავიდე!
–ყველაფერი რიგზეა? რა მოხდა, ანაბელ?–გაკვირვებული მეკითხება დამრიგებელი.
–არა! უფროსწორედ, დიახ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სახლში უნდა წავიდე–საჩქაროდ ჩანთას ვიღებ და კარებისკენ მივდივარ. მასწავლებელი გასვლისას რაღაცას მეუბნება, მაგრამ იმდენად ვჩქარობ, რომ აღარ მესმის. დერეფანი გავირბინე და კიბეებთან მისულს ნიკოლასი შემხვდა.
–არ დაიჯერებ ახლა რა მოხდა–ამბობს ღიმილით.
–ნიკა, ახლა არ შემიძლია საუბარი. სახლში უნდა წავიდე–გვერდს ვუვლი და კიბეებზე ჩავრბივარ.
–მოიცადე, რა მოხდა? ლანა კარგადაა?
–კი, კარგადაა. მერე აგიხსნი გთხოვ, ახლა დრო არ მაქვს.
–ანაბელ, რა გჭირს? გასაგებია, რომ გოგო ხარ და ყველაფერს ვერ მეტყვი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ! არ მენდობი? ხომ იცი რომ ყველაფერი შეგიძლია მითხრა?!
–საქმე ნდობაში არაა, ნიკა. პატიოსან სიტყვას გაძლევ, ისევე გენდობი, როგორც საკუთარ თავს, მაგრამ რომ შემეძლოს, გეტყოდი.
–ვინ გაკავებს? რატომ არ შეგიძლია? უბრალოდ თქვი და ერთად მოვიფიქრებთ, რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას–კიბის ბოლოში ვდგავარ, როდესაც აუტანელ ტკივილს ვგრძნობ წელის არეში. ამ ტკივილის ახსნა წარმოუდგენელია, რადგან ზუსტად იმავეს განვიცდიდი, რასაც ის საწყალი ხეები იმ წუთს. ამის შეგრძნების თანავე განწირული კივილი დავიწყე. ხელები მუცელსა და წელზე შემოვიხვიე. იმ იმედით რომ როგორმე ამ ჯოჯოხეთურ ტანჯვას შევამსუბუქებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ტკივილმა გონება დამიბინდა და ხედვა წამართვა. ერთადერთი, რისი დაფიქსირებაც შევძელი ნიკოლასის ფერდაკარგული სახე იყო. მერე კივილი შევწყვიტე და ტკივილისგან გული წამივიდა.
გონს რომ მოვედი, ექთნის ოთახში ვიყავი. ნიკა იქ აღარ იყო, ალბათ, კლასში დაბრუნება უბრძანეს. როცა ექთანი დარწმუნდა რომ კარგად ვიყავი და აღარაფერი მემუქრებოდა, უფლება მომცა წავსულიყავი.
ღამით ისევ ცუდი სიზმარი ვნახე. ამჯერად ის ლანას ეხებოდა. საწოლზე წამოვჯექი და ფანჯრიდან შემოსულ მთვარის სინათლეს დავაკვირდი, მერე მზერა უნებურად სანდროზე გადავიტანე. თხელი პლედი სანახევროდ ეფარა. ოთახის მეორე მხარეს, სავარძელზე, ეძინა. წამოვდექი და გავუსწორე. ახლა ამ მდგომარეობაში, როცა მშვიდი და მოდუნებულია, ვერც კი იფიქრებ, რომ შეუძლია, გამაღიზიანებელი იყოს. უცნაურია, როგორ შეიძლება ერთდროულად იყოს აუტანელიც და საყვარე… არა! არა! ამაზე არ იფიქრებ, ანაბელ, ამაზე ვერ იფიქრებ! ხო, კარგი, არ ვიფიქრებ, მაგრამ ამ ფაქტს ვერსად გაექცევი. გარეგნულად თითქმის იდეალურია. მითუმეტეს, მაშინ როდესაც მის სახის ნაკვთებს მთვარის სინათლე ხვდება. თან ქარიზმაც აქვს, ნუ, ცოტათი… არა, ამაზე ფიქრი არ მინდა. სჯობს, დავიძინო.
ბალიშზე თავი დავდე თუ არა, ნიკა გამახსენდა. იქნებ სჯობს მოვუყვე? ყველაფერი ვუთხრა და მისი დაცვა შევძლო? მაგრამ იმაშიც კი ეჭვი მეპარება, საკუთარი თავის დაცვას შევძლებ თუ არა, ასე რომ ნიკოლასზე საუბარიც ზედმეტია. არ მინდა ნაწყენი და გულნატკენი იყოს. არ მინდა ფიქრობდეს, რომ არ ვენდობი, თუმცა ვერც იმას დავუშვებ, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, თანაც ჩემ გამო.
დილით სკოლაში არ წავედი. ვცდილობდი, ტელეკინეზში მევარჯიშა, თუმცა ძალიან ცუდად გამომდიოდა. ეს ალექსანდრემაც შეამჩნია და მითხრა, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა შესაძლოა მთვარის კონკრეტული ფაზით იყოს გამოწვეული და რომ ეს მალე გაივლის. რაც შეეხება წყლის სტიქიას, მას საერთოდ ვერ ვმართავდი.
–სანდრო, ადრე მითხარი, დედამიწაზე ერეკლიონის მოსაძებნად ჩამოვედიო. ესეიგი იცი სადაც ცხოვრობს?–უხმოდ თავს მიქნევს–ერთი კვირაც მოვითმინოთ და თუ არ დაბრუნდება ლანა, წავიდეთ.
–კარგი, ასე გავაკეთოთ. უცნაურია აქამდე რომ არ დაბრუნდა. წესით მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გაჩერებულიყო ერეკლიონთან.
–საერთოდ რატომ წავიდა?
–მხოლოდ ის თქვა რომ მისგან შეტყობინება მიიღო და რომ გადაუდებელი იყო მისი გამგზავრება.
–და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს…–გავჩუმდი და დაველოდე ვიდრე მზერას შემომანათებდა–რამდენიმე საათით შელოცვა რომ ახსნა. ნიკასთან მინდა წავიდე, უნდა დაველაპარაკო. გთხოვ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!–ჩემდა გასაოცრად დამთანხმდა. სიმართლე გითხრათ, ჯერ ისიც კი არ მქონდა მოფიქრებული, რის თქმას ვაპირებდი ნიკასთვის.
თავში იმდენი აზრი მიტრიალებდა, ჩვენს მომავალ დიალოგს იმდენნაირად ვატრიალებდი, რომ ვერც კი გავიგე, როდის ავიღე ქურთუკი და სახლიდან როგორ გავედი. გარეთ არც ისე ციოდა, ცაზე მზეც ჩანდა, მაგრამ მისი სხივები კანს არ მითბობდნენ. ნიკოლასის სახლამდე რამდენიმე წუთში მივედი. კიბეები ავირბინე და ზარის დარეკვის შემდეგ კართან მოუთმენლად დავიწყე წრიალი. ნიკა სახლში არ დამხვდა, ზღურბლს იქით მისი დედინაცვალი აღმოჩნდა. თბილად გამიღიმა და სახლში შემიპატიჟა. შიგნით არ შევსულვარ, უბრალოდ ვთხოვე, ნიკასთვის ეთქვა რომ მოსული ვიყავი და ჩემთვის გამოევლო.
სადარბაზოდან რომ გამოვედი, მოულოდნელად სისუსტე ვიგრძენი. ხელები დამიბუჟდა და გულმა სწრაფად ცემა დაიწყო. თითქოს ჩვეულებრივად ვსუნთქავდი, მაგრამ ჰაერი არ მყოფნიდა. ცოტახნით იქვე პარკში დავჯექი. თვალები დავხუჭე და სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ამან ცოტათი მომიხსნა დაძაბულობა.თვალები რომ გავახილე და საკუთარ ხელებს შევხედე, ისეთი შეხედულება ჰქონდათ თითქოს ძალიან მციოდა, მაგრამ შემცივდა კი არა, ვიწვოდი. შინაგანად ძალიან მცხელოდა. სახლამდე ძლივს მივედი. თავბრუ მესხმოდა და მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი. კიბეებზე ავირბინე და კიდევ უფრო სუსტად ვიგრძენი თავი. აშკარად გავცივდი. კარები გასაღებით გავაღე. შესვლისთანავე სანდრომ გამომძახა სამზარეულოდან, საჭმელი გავაცხელე და ერთად ვივახშმოთო. იმდენად ენერგია წართმეული ვიყავი, სუნთქვის თავიც არ მქონდა, ამიტომ უარი ვუთხარი და იქვე მისაღებ ოთახში, სავარძელში, მივესვენე. საზურგეს ცალი მხარით მივეყრდენი და თავი მივადე, ფეხები კი სახელურზე გადავალაგე. რამდენიმე წამი იმ დღეს მომხდარზე ვფიქრობდი, შემდეგ ჩამეძინა.

—ალექსანდრე—
სახურავზე დავაპირე ასვლა, რადგან მიზანში სროლაში მევარჯიშა. ოთახიდან იარაღებით სავსე ზურგჩანთა გამოვიტანე და უკვე გასვლას ვაპირებდი, როცა მას დავუძახე:
–ბელს, სავარჯიშოდ გავდივარ და მალე დავბრუნდები!
პასუხი არ გაუცია და ვიფიქრე, რომ ვერ გაიგო, ამიტომ იგივე გავიმეორე, თუმცა ამჯერადაც არ გამიგია მისი ხმა. ოთახთან მივედი, დავაკაკუნე და შევიხედე, თუმცა იქ არავინ დამხვდა. მისაღებ ოთახში იყო. სავარძელში მოკალათებულს ეძინა. გაშლილი მუქი ფერის თმა სახეს სანახევროდ უფარავდა და მძიმედ სუნთქავდა. ლოყები წითელი ჰქონდა. მივუახლოვდი და ხელის გული შუბლზე მივადე. იწვოდა. თავიდან მისი შეღვიძება ვცადე, მინდოდა ეს როგორღაც ფრთხილად გამეკეთებინა, მაგრამ არც მისი გაღვიძება მინდოდა. ხელში ავიყვანე და მის საძინებელში, საწოლზე დავაწვინე. ტუჩებს ლურჯი ფერი დაჰკრავდა, ხოლო ლოყები შეფარკვლოდა. ამ ფაქტმა მიმახვედრა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სიცხე. მასში ის ორი საპირისპირო სტიქია იბრძვოდა, რომლებსაც ფლობდა. თავიდან შევშინდი, დავიბენი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. სასწრაფოდ ლანას ოთახში შევვარდი. მის მიერ მითითებული ადგილიდან სპეციალური ბალახეულობა და მიქსტურები ავიღე. წიგნში ნაყენის მომზადების ინსტრუქცია ვნახე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიმეორე. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა, თუმცა ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, რადგან ნაყენზე ვკონცენტრირებულიყავი.
ფრთხილად შევაფხიზლე, ოდნავ წამოვაყენე და ნაყენი შევასვი. კვლავ თვალებდახუჭული იწვა. ძალიან მძიმედ სუნთქავდა და შუბლი ოფლისგან დაცვარული ჰქონდა. ის ღამე მასთან ოთახში ფხიზლად გავატარე. ჩემი საძინებლიდან საბანი გამოვიტანე და გადავაფარე, ფარჯრები მთელ სახლში დავკეტე. აუცილებელი იყო, ოფლი მოედინა. ღამით სიცხემ არ დაუწია, პირიქით, კანკალი დაიწყო და ძალიან გაცხელდა. მესამე განზომილებაში რომ ვყოფილიყავით, ზუსტად ვიცი, რაც დაეხმარებოდა, თუმცა ახლა მხოლოდ ის უნდა მორეოდა ამ მდგომარეობას. ღამის ორ საათზე მისი ხმა გავიგე, იმდენად გამიხარდა, გონზე რომ მოვიდა, ეს ვერ დავმალე და ხმასა და სახეზე შემეტყო.
–სანდრო… მწყურია–მხოლოდ ეს ორი სიტყვა თქვა, ისიც შესვენებებით, მაგრამ თვალების გახელა მოახერხა და უკვე აღარც ასე მძიმედ სუნთქავდა. მთელი ეს დრო ნაჭერს მიქსტურით ვასველებდი და შუბლზე ვადებდი. ჭიქა წყალი რომ მივუტანე, მხოლოდ ერთი ყლუპი შესვა და თავი ისევ ბალიშზე დააბრუნა.
–თავს როგორ გრძნობ?
–უკეთ ვარ, მადლობა–მითხრა და შემომხედა. ეს მზერა მის თვალებს ნამდვილად არ ჰგავდა. ისეთი დაღლილი, ჩამქრალი თვალები ჰქონდა, რომ მათ მხოლოდ ფერი შეენარჩუნებინათ. დარწმუნებული ვარ, რომ იცნობდეთ, მისი მზერა თქვენც შეგიპყრობთ. სიერას ლამაზი თვალები აქვს, არა მარტო მათი ფერის, არამედ იმ მზერისა და ენერგიის გამო, რომელსაც ის შემოხედვის დროს ასხივებს. თვალებში ნაპერწკლები უჩნდება, როცა ბრაზობს და როდესაც ბედნიერია. არც კი ვიცი, როგორ აღვწერო. ყველაზე მომნუსხველი რამაა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ხო, ახლა ისე ვსაუბრობ, როგორც უგონოდ შეყვარებული ბიჭი, მაგრამ ეს ასე არაა, თქვენ ხომ მხოლოდ ამ ისტორიის ნაწილი იცით...
დაახლოებით ორ საათში ისევ გამოეღვიძა. ეტყობოდა რომ ისევ სუსტად იყო, მაგრამ საუბარი უწინდელზე უკეთ შეეძლო.
–შენ რა მთელი ღამეა აქ ზიხარ?–იკითხა ჩურჩულით.
–არა, მხოლოდ მაშინ მოვდივარ, როცა გაღვიძებას დააპირებ ხოლმე–ვუღიმი და სველ საფენს შუბლიდან ვაშორებ.
–სარკაზმი არ გავიწყდება, ეს კარგია–ტუჩებს ისველებს და თვალებს ხუჭავს. ცოტახანი ასე წევს, მერე განაგრძობს– მირჩევნია ისევ ისეთი ცუდი იყო, როგორიც აქამდე მეგონე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომეწონები–ისევ თვალდახუჭული წევს, ხელისგულს ლოყის ქვეშ იდებს და ჩუმად ამბობს. მეეჭვება ამის ხმამაღლა წარმოთქმა სდომებოდა.როგორც ჩანს ეგონა რომ მხოლოდ გაიფიქრა, ან უბრალიდ ვერ გააცნობიერა ის, რაც თქვა, ასე რომ არ იყოს არაფრის დიდებით არ გამოტყდებოდა. მის აღიარებაზე მხოლოდ მეღიმება და ველოდები როდის გაახელს თვალებს, მაგრამ ეს არ მოხდა. ისევ ჩაეძინა.

–ანაბელი–
დილით მსუბუქმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. პირველი რამდენიმე წუთი ისევ თვალდახუჭული ვიწექი და ვცდილობდი ყველაფერი გამეხსენებინა, რაც წინა დღით მოხდა. არა! არა, არა, არა… ღმერთოო, ოღონდ სიზმარი იყოს! მოიცადე, ეს ხმამაღლა ვთქვი? თუ ეს ხმამაღლა ვთქვი, მირჩევნია აქვე მომკლა, ოღონდ რამე უმტკივნეული აარჩიე. ვემუდარები შემოქმედს და სმენას ვაძლიერებ რომ ჩემი ოთახისკენ მომავალი ფეხის ხმის გაგებისას, თავი მოვიმძინარო. ეს რამ მათქმევინა? რატომ სიცხისგან არ მოვკვდი? ხო, ახლა ალექანდრეს ცინიკურ ფრაზებს რა გაუძლებს? ცხოვრების ბოლომდე არ მომეშვება, უფროსწორედ იქამდე, სანამ აქ იქნება. რამე დამაჯერებელი უნდა მოვიფიქრო, თავი როგორმე უნდა გავიმართლო.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ოთახში სანდრო შემოვიდა:
–დილამშვიდობისა, თავს როგორ გრძნობ?
–სალამი, ბევრად უკეთ ვარ–ვცდილობ მზერა ავარიდო–მგონი სიცხე აღარ უნდა მქონდეს.
–გამთენიისას არ გქონდა. ახლა ცოტა ისაუზმე და კიდევ გაიზომე. საჭმელს შემოგიტან–ამბობს და სადაცაა ოთახიდან უნდა გავიდეს:
–არა, სამზარეულოში გამოვალ, შევძლებ.
–კარგი, მაშინ რამე მოიცვი.
იქნებ დამესიზმრა? ნეტავ! იმედი მაქვს, ასეა. ალბათ, ასეა. ეს მისთვის მართლა რომ მეთქვას ჩემი დაცინვის შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. იმ სიტყვებს გამახსენებდა, მილიონჯერ რომ მაქვს ნათქვამი. ლოგინიდან წამოვდექი, სკამზე გადაკიდებული ნაქსოვი მოსაცმელი და სუფთა ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში გავედი. დილის პროცედურების შემდეგ სამზარეულოში შევედი და სავარძელში მოვთავსდი. თვალი ალექსანდრეს მოძრაობებს ავაყოლე. სერიოზული სახით, მშვიდად ასხამდა ცხელ წყალს ფინჯნებში. რამდენიმე წუთი თავში ათასგვარ დიალოგს ვაწყობდი. მინდოდა რამე ისეთი მომეფიქრებინა, ეჭვი რომ არ გამოეწვია. სამწუხაროდ, იდეალური ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ დუმილი ვარჩიე და თუ ამ თემაზე რამეს იტყოდა, ჩემს იმპროვიზაციის უნარს დავეყრდნობოდი. ხო, ვიცი, გადასარევი გეგმაა! საუზმის შემდეგ თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი და საძინებელში დავბრუნდი. საწოლის თეთრეულის გამოცვლა დავაპირე და ძალაგამოცლილობის გამო, ალექსანდრე დამეხმარა. მე დავწექი და თბილი პლედი გადავიფარე, თავი ბალიშზე დავდე და სანდროს გავხედე, რომელიც იმ ყავისფერყდიან წიგნს კითხულობდა.
–შეგიძლია, ხმამაღლა წაიკითხო?
–არ გეძინება?–უარის ნიშნად თავს ვაქნევ–რომელი თემა გინდა?
–არ ვიცი. სარჩევში მეთექვსმეტე რომელიცაა ის წაიკითხე.
მეთექვსმეტე თავი ნოზებზე აღმოჩნდა. ავტორი საუბრობდა მათი ხასიათის თავისებურებებზე. სუსტ და ძლიერ მხარეებზე. ამბობდა რომ ნოზების რამდენიმე სახეობა არსებობს. ერთნი გარეგნულად ბევრად გვანან ადამიანებს, დანარჩენები– არა. გავიგე რომ ზოგიერთ მათგანს ხმელეთზე ცხოვრებაც შეუძლია, როდესაც სათანადო ასაკს მიაღწევენ, საოცარი ხმა აქვთ. ასევე ჰიპნოზისა და შთაგონების უნარიც შესწევთ. ზოგიერთს თმის ფერი ეცვლება ემოციების შესაბამისად. ალბათ, ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ წაიკითხა, მაგრამ მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ თვალები დამიმძიმდა და ძილი მომერია.
* * * *
–საით?
–ცოტახნით გარეთ გავალ, უბრალოდ გავისეირნებ–ვპასუხობ და შემოსასვლელში დაკიდებულ ქურთუკს ვწვდები.
–კაი, მეც გამოვალ.
–სანდრო, ძიძა არ მჭირდება–ვამბობ და ვიღიმი.
–მეც მოვდივარ–იმეორებს და ფეხსაცმელს იცვამს.
გზაში სიტყვა არც ერთს არ დაგვცდენია. მე ცოტა წინ მივდიოდი, ალექსანდრე კი უკან მომყვებოდა. ახლა მისი სიახლოვე, ვაღიარებ, აღარ მაღიზიანებს, მაგრამ საკუთარ თავზე ვბრაზობ, რადგან მისდამი დამოკიდებულება შემეცვალა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემს სკოლას მივუახლოვდით. გარეთ უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. სრული ქაოსი და გაუგებრობა იყო. ყვირილი, ტირილი, მითქმა-მოთქმა. ასეთი სურათის დანახვისთანავე ხალხის აღელვებულ ბრბოსთან მივირბინე. ნაცნობ სახეებს მივესალმე და საუბარი უნდა წამომეწყო, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი, თუმცა შენობის ფარჯრებიდან გამომავალმა ბოლმა და ცეცხლმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. თვალებით ნიკოლასის ძებნა დავიწყე და როცა ნაცნობი სილუეტი ვერსად შევამჩნიე, მის კლასელებთან მივედი და ვიკითხე იმ დღეს სკოლაში იყო თუ არა. პირველი შემთხვევა იყო, როცა უარყოფით პასუხს ასე სულმოუთქმელად ველოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთ-ერთის სიტყვებმა ჩემს ყურთა სმენაში მახვილივით გაიარა.
–წერეთელი ბოლოს სახელოსნოში ვნახე… ხელოვნების პროექტი ჰქონდა დასამთავრებელი–ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ იმან გამიელვა თავში, რომ სახელოსნოს კარები გამუდმებით იკეთებოდა, რადგან საკეტი იყო გაფუჭებული. მე და ნიკა იქ არაერთხელ ჩავკეტილვართ. ამ ფიქრმა საკუთარი ადგილი იპოვა გონებაში და ცალკე რეალობა შექნა. წარმოვიდგინე რომ ნიკას კარები ჩაეკეტა და…
ვიცი, სიტყვებით შეუძლებელია ყველაფრის აღწერა, რაც იმ წუთებში ჩემს გულსა და გონებაში ხდებოდა. ფიქრები და აზრები ერთმანეთს თავად ცვლიდნენ. სკოლას ელვაზე უსწრაფესად შემოვურბინე. სათანადოდ მოზრდილი ქვა ავიღე და ისეთი ფანჯარა შევარჩიე, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ მიეღწია ცეცხლს. ალექსანდრე ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა. ქვის ძებნისას ვცდილობდი იმ შელოცვებიდან, რომლებიც წავიკითხე და ვისწავლე შესაფერისი გამეხსენებიდა, მაგრამ თავში ისეთი ქაოსი მქონდა, რომ ეს ვერ შევძელი. ქვა პირველივე მცდელობაზე სწორად მოვარტყი შერჩეულ შუშას და მთლიანად ჩავამსხვრიე. მერე კი სანდროს მივუბრუნდი და ვუთხარი:
–იმ ფანჯრიდან უნდა შევიდეთ.
–შენ არსად წახვალ, სიერა. ჯერ კიდევ სუსტად ხარ და ვერც ძალებს იმორჩილებ. ამას მარტოც გავუმკლავდები.
–ან ერთად წავალთ, ან მარტო მოვიფიქრებ რამეს! სანამ შენ სახელოსნოს იპოვი, ნიკას რამე დაემართება. მეც მოვდივარ და საკითხი დავხუროთ!–რამდენიმე წამი სერიოზული, ჯიუტი სახით მიყურებს, მერე ხვდება, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და ფრთებს შლის. ჩემი გათვლა სწორი აღმოჩნდა და მეოთხე სართულზე ჯერ კიდევ ვერ მიეღწია ცეცხლს. მხატვართა სახელოსნო ერთი სართულით ქვემოთ იყო. კიბეები ჩავირბინეთ. იქ უკვე საკმაოდ იდგა კვამლი, ცეცხლს დერეფანი დაეფარა. სახელოსნოს კარები სანახევროდ ჩანდა. წამის მეასედში მივეჭერი კარს. სახელურს ხელს ვერ მოვკიდებდი, ნიკას სახელის ყვირილი დავიწყე და ამავდროულად ტელეკინეზზე ვკონცენტრირდი.
–ნიკააა! ნიკაა, აქ ხარ?
–ანაბელ? შენ აქ რას აკეთებ?–გავიგონე კარების მეორე მხრიდან პასუხი, რომელიც მან შესვენებითა და ხველებით წარმოსთქვა.
–ახლავე გამოგიყვან! ცოტაც გაუძელი, კარგი?–ვთქვი და კარებს კიდევ უფრო მოვშორდი. იატაკზე მყარად დავდექი, დგომი და ხერხემალი გავასწორე, ღრმად ჩავისუნთქე და გონებაში წარმოვიდგინე, როგორ შემოვაბი სახელოსნოს კარებს უხილავი ჯაჭვი. გაწვდილი ხელები უკან ისე გამოვწიე, თითქოს მართლაც ჯაჭვს ვექაჩებოდე. პირველივე ცდაზე არ გამოვიდა, მხოლოდ კარების ხმა გავიგე და მივხვდი, რომ საქმე სანახევროდ უკვე გაკეთებული იყო, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გავიმეორე ისეთივე მოძრაობა და კარები კუთვნილი ადგილიდან ჩამოვხსენი. მეორე მხრიდან ნიკას დაღლილი, შეშინებული და შეშფოთებული სახე დავლანდე. ყველანაირად ვცდილობდი ამ სანახაობას ჩემი ქმედითუნარიანობა არ შეემცირებინა. კარები ჰორიზონტალურად მოვატრიალე და მთლიანად ჰაერში ავწიე.
–ნიკაა, შეძლებ გამოსვლას?–ისეთი შეშინებული სახით შემომყურებდა, რომ ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო.
–ფეხი აქვს დამწვარი–ალექსანდრეს ხმა გავიგე, თვალის დახამხამებაში ცეცხლმოკიდებულ ოთახში გაჩნდა და ნიკა სახელოსნოდან გამოიყვანა. კარები თავის ადგილას დავაბრუნე და კიბეებისკენ გავიქეცი. მეოთხე სართულზე ასვლისთანავე ფანჯარასთან მივიჭერით.
–დროულად! მოდი ჩაგიყვან და ნიკასთვის დავბრუნდები.
–არა, ჯერ მას დაეხმარე.
–სიერა, რამდენიმე წამი დასჭირდება. აქ ვერ დაგტოვებ!
–მე მას ვერ დავტოვებ აქ. ასე რომ ჯერ ის ჩაიყვანე, სანდრო!–წამისმეასედი ჯიუტად მიყურებს თვალებში და ხედავს რომ არც მე ვთმობ საკუთარ პოზიციებს.
–ოხ, რა ჯიუტი ხარ –ორივენი ფანჯრიდან უჩინარდებიან. ეს რომ მოხდა, თავი ისე ვიგრძენი თითქოს მძიმე ტვირთი მომეხსნა მხრებიდან. ღრმად ჩავისუნთქე და გამეღიმა, როცა კივილის ხმა შემომესმა. ბგერები შორიდან მოდიოდა და აშკარა იყო, რომ ეს ადამიანი ამ სართულზე არ იმყოფებოდა. ჩემს ყურებამდე მოღწეულმა განწირულმა კივილმა სულამდე ჩააღწია. უკან გავიქეცი და ახლა უკვე ცეცხლმოკიდებულ კიბეებზე ჩავირბინე.
–დამეხმარეთ!–ეს ხმა მეორე სართულიდან მოდიოდა. ისევ კიბეებს ჩავუყევი. ახლა უკვე გზის გარჩევაც შეუძლებელი იყო, კვამლს მთელი სართული დაეფარა, სუნთქვისთვის არც ჰაერი მყოფნიდა. ხმამ დერეფნამდე მიმიყვანა, რომელიც შავ კვამლს მოეცვა. იქ შესვლა ვცადე, მაგრამ არაფერი ჩანდა და ჟანგბადი თითქმის არ იყო.
–იფიქრე! იფიქრე!–საკუთარ თავს შემოვუძახე, თუმცა ამაოდ, გამოსავალს ვერ ვპოულობდი.
–ბელს, ჭკუიდან შეიშალე?–მკითხა სანდრომ მანამ სანამ ისევ იმ სულისშემძვრელ ყვირილს გავიგებდით. ამ ბგერების გაგებისთანავე ტანში გამცრა, თვალები ცრემლებით ამევსო, კანკალმა დამაწყებინა.
–არა! უნდა დავეხმაროთ! როგორ დავეხმაროთ?–ისევ დერეფანში შესვლა ვცადე, მაგრამ ალექსანდრემ მაჯაში ხელი მომკიდა და უკან გამომათრია.
–ჰეი, შემომხედე! მას ვეღარ დაეხმარები. აქედან უნდა გავიდეთ, ვიდრე შენც დამწვარხარ!
-ხმა ხომ გესმის, არ შემიძლია, არ შეიძლება. იქ ვერ დავტოვებთ-სასოწარკვეთილი უკვე ტირილით ვამბობ, თუმცა ჩემი ერთი მხარე ნათლად ხვდება, რომ იქ შესვლა სიკვდილის ტოლფასია და მას უკვე ვეღარ დავეხმარებით.

სალამი, დიდი ალბათობით ხვალ არ დავდებ ახალ თავს. ამიტომ წინასწარ გილოცავთ ახალ წელს! ყველაფერი კარგის მომტანი იყოს 2021 წელი თითოეულისთვის. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომეტარებში. მადლობა <3 სიყვარულით, ავტორი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent