შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |11|


4-01-2021, 01:45
ავტორი Âme
ნანახია 502

***
დღეები ისევ ბანალურად მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ანარა ცდილობდა ახალი ცხოვრების რიტმს აჰყოლოდა, მეტად დატვრთულიყო და რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეტოვებინა ფიქრისთვის. დილა საუზმითა და ბაღისთვის ნიკოლას მომზადებით იწყებოდა. შემდეგ, სასწავლო კურსები, სადილისთვის მზადება , საღამოს ერთად გატარება და ახალი ამბების გაზიარება , მომდევნო დღისთვის მოსამზადებელ მასალებთან მშვიდად , მარტო დარჩენა. მერისგან იგებდა მარილისის ამბებს. ერთ ადამიანს რამდენი კი შეეძლო, მაგრამ, ძალ-ღონეს არ შურებდა არსებული სიტუაციის შესაცვლელად. პილისთან ხშირად მიდიოდა სტუმრად. როცა დრო რჩებოდა, ცდილობდა წიგნები წაეკითხა. ლეონი ყოველ საღამოს რეკავდა. ხშირად, ეილინის სისუსტის გამო, მის სათქმელსაც ლეონი გადმოსცემდათ. ნიკოლა ყოველთვის მოუთმენლად ელოდა მათ ზარს და ცდილობდა ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში მოეყოლა, რაც დღის განმავლობაში გადახდა. ეილინის დიაგნოზი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ანარა ცდილობდა, მისი თანდასწრებით არ ეხსენებინა და მხოლოდ მაშინ ინტერესდებოდა სიახლეებით, როცა ლეონათან ხაზზე მარტო რჩებოდა . ქიმიის კურსი უკვე დაეწყოთ. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ ოპერაციამდე მისასვლელად. ყოველ ჯერზე უმძიმდა ანარას ეილინის მშობლებთან სტუმრობა . გრძნობდა, როგორი ჩვეული და თავისიანი ხდებოდა ეს ყველაფერი მისთვის. იმ სითბოს ნახულობდა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აკლდა და სიცარიელე ელვის სისწრაფვით ცდილობდა შევსებას. უჭირდა თავის მოჩვენება, ტყუილების თქმა , ეილინის წარმატებების შესახებ ამბების მოსმენა. ახრჩობდა სიცრუე, მაგრამ, სხვას ვერაფერს იზამდა. ცდილობდა, კონცენტრირება სწავლაზე მოეხდინა. მთელი გონება მისკენ მიემართა. ყოველ დილით, შვებასავით იცდიდა რენეს მანქანა სადარბაზოსთან, რომელითაც, სწრაფად მიექანებოდა ახალი დღის დასაწყისისკენ. ნელ-ნელა მელიასავით შემოეპარა შეჩვევა. ამას თავდაც ხვდებოდა და ცდილობდა, საკუთარი გრძნობები გაეკონტროლებინა. გამოზომილად გამოხატავდა ყველა ემოციასა და შეხებას. იცოდა, რაც ღრმად შეტოპავდა, მით უფრო გაუჭირდებოდა განშორება . კლინიკის ფსიქოლოგთან, ალბათ, ათჯერ მაინც გაიარა ეს თემა. კარგად აანალიზებდა, რამდენიმე თვე და ამ ცხოვრებიდან წასვლა მოუწევდა. ყოველ საღამოს, საკუთარი საქციელის სასამართლოზე, მხოლოდ მან იცოდა, რამდენჯერ მოკეცა ჩასახუტებლად გაშლილი მკლავები. მაგრამ, ეს იყო მისი რეალობა, რამდენიც არ უნდა ეცადა, ვერსად გაიქცეოდა. და რამდენადაც ცდილობდა გაქცევას, მით მეტად ითრევდა არსებული მორევი.
დროის მსვლელობასთან ერთად, ნელ-ნელა წამოებურცა მუცელი. აგვისტო იწურებოდა, თუმცა, გრილი სიო დარბოდა ოთახში. უკვე, კარგა ხანია საღამო ღამეში გადასულიყო. ნიკოლას მშვიდად ეძინა. ანარას ფარდები აქეთ-იქეთ გადაეწია და ნელა სვამდა ყვავილების ჩაის. ლეონთან საუბრის შემდეგ ჩაფიქრებული იჯდა ფანჯარასთან. ეილინისთვის ქიმიის კურსის ნახევარი უკვე ჩაეტარებინათ და ახლა, შუალედური გამოკვლევის პასუხებს ელოდებოდნენ. სასწაულს ნატრობდა. იქნებ, რაღაც არაბუნებრივი ძალებით უკან დაეხია იმ ავ ჯაშუშს, ჩასაფრებული რომ უთვალთვალებდა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს და ცდილობდა, ანარას მუცელში მყოფი ციცქნა არსებისთვის დედა წაერთმია. ზოგჯერ, წარმოიდგენდა , რომ შესაძლოა, სულაც არ წასულიყო მათი ცხოვრებიდან. ისევ ისეთი თბილი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. ნიკოლა და პატარა ერთად გაიზრდებოდნენ. ისევ იმ დიდი, მოსიყვარულე საზოგადოების ნაწილი იქნებოდა და არსადაც არ მოუწევდა გადახვეწა. თუმცა, რამდენად იყო ეს შესაძლებელი? ალბათ- მხოლოდ ოცნებაში. სამაგიეროდ, მის გონებაში ცხადად ისახებოდა მისი და ნიკოლას მომავალი. ნატროდა, ის სახლი ენახა, სადაც მისი დედ-მამა ცხოვრობდა. გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა, რამდენადაც რთული იყო ამ ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინება, იმდენად დიდი იქნებოდა მას მოყოლილი სიხარულის გრძნობა. ეს პატარა ეილინსთვის დედობის, მისთვის კი- ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცეოდა. იქვე ჩართული რადიოდან ჩუმად ისმოდა სიმღერის ჰანგები და ჰარმონიულად ერეოდა ღამის ტალღებს. ხელი ფრთხილად შეაცურა ანარამ მუცლის ოვალზე და ღიღინით აჰყვა მელოდიას. ბგერები კიბისებურად ადიოდნენ ხან მაღლა, ხან-დაბლა. ხანაც, ჩვილის კულულებივით ჩაიხვეოდნენ და მათი სურნელივით ტკბილ ჟღერადობას აფრქვევდნენ. ანარას მზერა სადღაც შორს, უსასრულობაში იკარგებოდა. იშვიათ სიმშვიდეს და სითბოს გრძნობდა და ეს, არც ჩაის და არც ეზოდან მომავალი ლავანდის სუნის დამსახურება გახლდათ. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა. შემდეგ, ჭიქა იქვე, რაფაზე დადო, ხელი ფანჯრიდან გადაკიდა, მკლავზე გადაწვა და თავი ნიავს შეუშვირა. თვალები რბილად, ფაქიზად დაეხუჭა და ისევ მღეროდა. სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა ჰაერის ნაკადი.თითქოს, სიო ეფერებოდა. ფანჯრიდან გადაფენილი თმები გაუჩერებლად ფრიალებდნენ და თავისებური ზუზუნი მოჰქოდათ ყურებში. მოულოდელად, მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა. რაღაც იგრძნო, რაღაც პეპლის ფრთების შეხების, ნაზი ღიტინის მსგავსი. უცებ, ისე დაკრთა ,ლამის ჭიქა, თავის ლამბაქიანად გადმოაგდო რაფიდან. შეყვირება უნდოდა, მაგრამ ბავშვის გაღვიძებას მოერიდა. ის-ის იყო გასწორდა, ფიქრებიდან გამოერკვა და რეალობას დაუბრუნდა, რომ ისევ იგრძნო. ეს რაღაც ისეთი ახალი იყო, ჯადოსნური, პირზე ხელი მიიფარა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა . თხელი აბრეშუმივით, ნაზად შემოეხვია სასწაული გრძნობა და თითქოს, სხეული აუთრთოლდა სიახლისგან .
***
აგვისტო იწურებოდა, ლეონს რომ დაურეკეს და იძულებული გახდა ცოტა ხნით დაბრუნებულიყო. რაც შეეძლო, შორი მანძილიდან ყველაფერს აკეთებდა. მუშაობით თავს არ იზოგავდა, მაგრამ , როგორც ჩანს, მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. ბევრჯერ თხოვა ეილინს, სანამ კურსის მეორე ნახევარს დაიწყებდნენ, მასთან ერთად დაბრუნებულიყო, ან მშობლებისთვის ეთქვათ ყველაფერი და მის არყოფნაში ისინი ჩავიდოდნენ, მაგრამ, გაჯიუტდა . გადაწყვეტილების შეცვლას არაფრის დიდებით აპირებდა. ამიტომაც, სამი სექტემბრის დილას, ლეონი მარტო დაბრუნდა. როგორც ჩანს , ორი კვირა მაინც მოუწევდა დარჩენა. მშობლებისთვის ისედაც უჭირდა, მივლინების მსგავსი ხანგრძლივობის ახსნა. ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლადაც ხელსაყრელი იყო მისი ჩამოსვლა. აეროპორტიდან პირდაპირ სამსახურში წავიდა. რამდენიმე აუცილებელი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ისედაც, გული ეთანაღრებოდა ეილინი მარტო რომ დატოვა და ნამდვილად არ უნდოდა, კიდევ უფრო გაეჭიანურებინა და დრო უსარგებლო ხეტიალში დაეხარჯა. დამხმარეს სთხოვა, ისეთი დატვირთული განრიგი შეედგინა, წუთი არ დარჩენოდა თავისუფალი , რომ რაც შეიძლება მოკლე დროშივე მიეღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი კონტრაქტების შესახებ. ყველაფერი გაარკვია თუ არა, სახლში წავიდა . ჩარლი დილიდან ემზადებოდა შვილის დასახვედრად. სამზარეულოში დაფუსფუსებდა და ღიღინით ურევდა ქურაზე, დაბალ ცეცლზე დასასრულებლად შემოდგმულ კერძს. შემოსასვლელ დერეფანში ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, ყველაფერი მიატოვა და მისკენ გაიქცა . უხაროდა მონატრებული სახის დანახვა. მაშინვე მოეხვია ყელზე და თვალები დაუკოცნა. ლეონი ცდილობდა თავი ისე მოეჩვენებინა , თითქოს ყველაფერი კარგად იყო . ყველა დარდი ჩააბარგა და ლამის თავადაც დაიჯერა, რომ თითქოს, ცხოვრება აუღელვებლად , ლამინარულად მიედინებოდა . არადა, სადაცაა შთაენთქა მის ქაოტურ ტურბულენტობას. ეილინის გამოკვლევის პასუხები არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა . სახარბიელო კი არა, შეგვიძლია სტატიკურიც კი ვუწოდოთ. არანაირი ძვრა, არც-სასიკეთო, არც- უარესობა. ლეონის სხეული სახლში დაბრუნდა , მაგრამ, მისი ფიქრი და გონება სულ სხვაგან დაფრინავდა. ეილინს ნორმალურად ხმას ვერ სცემდა, მზერას ვერ უსწორებდა. აღარ იცოდა რა ეთქვა . იმედები ერთმანეთის მიყოლებით ეცლებოდნენ და ახლა, ბოლო იმედს ჩაბღაუჭებული, სასწაულის იმედად, დროსთან ერთად შემოდგომის ფოთოლივით ფარფატებდა გაურკვეველ განზომილებაში . ამაზრზენი მეტასტაზური გროვები, ესოდენ ნაცნობი საკუთარი უჯრედები და ამასთანავე დაუნდობელი , ცივსისხლიანი მტრები .მისთვის ძვირფას ადამიანს საკუთარი ორგანიზმივე უღებდა ბოლოს და ამას ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. რომ შეძლებოდა, სულს ამოაცლიდა. მოაცილებდა იმ ხორცმეტრების ბრჭყალებს და სადმე შორს, უსაფრთხოდ გადამალავდა . მთელი მისი წარსული უფერულდებოდა ეილინის გაუფერულებასთან ერთად . შარლოტა კი, ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო . საერთოდ ვერ ხვდეოდა ლეონის დარდებს. ეგონა, მისი შვილის კარიერაში სერიოზული ცვლილებების დრო დამდგარიყო და დაუღალავად მიიწევდა წარმატებისკენ. ყოველი გაღიმება და ტყუილი ყელში უჭერდა ლეონს . შუადღემ დაიწყო თუ არა აბარგება ,მალევე მოიმიზეზა სამსახურში უნდა დავბრუნდეო და სახლიდან წამოვიდა . ერთ ხანს, უმისამართოდ დადიოდა ქალაქში. მერე, საჭე ანარას სახლისკენ მიაბრუნა და დახლართულ ასფალტს გაუყვა. სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა და უკვე სადარბაზოში იდგა, მესამე სართულზე, დაკეტილი კარის წინ და იცდიდა . ამ კარის მიღმა შეეძლო ის ყოფილიყო, რაც-სინამდვილეშია . აქ შეეძლო სიმართლესთან პირისპირ დარჩენა, მაგრამ, მზად იყო კი ამისთვის ?
ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა , მარჯვენა ხელი ნელა აწია და რამდენჯერმე დააკაკუნა . სახლიდან იატაკის ჭრიალისა და ფარფატა ჩუსტების ხმა გაისმა. მოახლოვდა, მოახლოვდა და უცებ, სწრაფად გაიღო კარი. ანარამ შუბლზე ჩამოყრილი თმა გაისწორა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ შენიშნა ზღურბლს მიღმა მდგომი ლეონი. გაშრა, მის ნახვას არ ელოდა. თვალები გაუფართოვდა და უცნაურმა სიხარულმა მოიცვა . ერთხანს გაოგნებული იდგა ჩუმად და არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა და მის მზერას ვერ სცილდებოდა.
-გამარჯობა,- ხავერდივით გაიელვა ყურში ნაცნობმა ტემბრმა და ჟრუანტელად დაუარა სხეულს.
-ჩამოხვედით?- ისეთი მშვიდი , თბილი ხმით ამოთქვა თითქოს გულს სიმძიმე მოეხსნა და იმედი დაეფინა. სიხარულისგან თვალები აუწყლიანდა , უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ იდგა დასჯილი ბავშვივით ხელებდაშვებული და აციმციმებული თვალებით უყურებდა.
-ცოტა ხნით ჩამოვედი , სამსახურში რაღაც საბუთები უნდა მომეწესრიგებინა და ისედაც , არ მინდოდა ვინმეს რამე ეეჭვა. დედა გამუდმებით სვამდა უცნაურ კითხვებს...-დაბნეული , ყველა თემას ეხებოდა და სათქმელისთვის თავისმოყრას ცდილობდა.
-თუ მშობლებზე დარდობ , დარწმუნებული ვარ , ვერაფერს ხვდებიან. ყოველ ჯერზე, მათთან სტუმრობისას განვიხილავთ როგორი კარგები და წარმატებულები ხართ, რომ მალე ბავშვიც გეყოლებათ და თქვენი ბედნიერებაც სრულყოფილ სახეს მიიღებს. ფიქრობენ, რომ შერიგდებით და ერთად გააგრძელებთ ისევ ცხოვრებას. ამიტომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ალბათ, ვერც წარმოუდგენიათ მსგავსი რამ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არაფერი შეუმჩნევიათ.
- ჰოო? სულ ჰქონდათ იმედი , რომ მე და ეილინი შევრიგდებოდით. ახლა , თითქოს, მათთვის ყველაფერი უფრო რეალური გახდა, ვიცი და მათი ეს გახარებული სახეები , მთელი ეს პოზიტივი მწამლავს ანა .
-იქნებ იქცეს კიდეც, რეალობად?
-უკვე, აღარ ვიცი , რისი უნდა მჯეროდეს...
- მესმის რასაც გრძნობთ. ჩემთვისაც ძალიან რთულია, ყოველ დღე, როდესაც ბატონი რენე ჩვენს წასაყვანად მოდის, უნდა გავუღიმო, თვალებში ჩავხედო და ურცხვად ავყვე ამ ცრუ ბედნიერებაში. ისეთი თვითგრძნობა მაქვს, რაღაცნაირად , მოღალატის... ვუყურებ და ვატყუებ ადამიანებს, რომელებიც ჩემთვის არაფერს იშურებენ. - ანარა იდგა, ლოყით კარს მიყრდნობოდა და თვალს ადევნებდა ლეონის ტუჩების მოძრაობას. ისე შემორჩნენ უნებურად ზღურბლთან საკუთარი დარდებით და განცდებით დატვირთულნი, სახლში არც კი შეუპატიჟებია..
-ნიკოლა სახლშია? სულ გადამავიწყდა რამე მეყიდა. ისე გაუცნობიერებლად და უცნაურად მოვედი აქამდე,- უცებ ეცადა ლეონი ახალ თემაზე გადასვლასა და სიტუაციის განმუხტვას.
ცარიელ ხელებს დახედა და ჩაეცინა.
-არა, ახლა მივდიოდი მოსაყვანად. რადგან კარგი ამინდია, გვინდოდა ცოტა ფეხით გაგვევლო.
-მომენატრეთ....,-ისევ რამდენიმე წამიანი სიჩუმე,- თუ წინააღმდეგი არ ხარ და თქვენს გეგმებში უხეშად არ ჩავერევი, ერთად წავიდეთ.
- რა თქმა უნდა,- უცებ გამოერკვა ანარა,-ერთი წუთით,- იქვე, ჩასაცმელად გამზადეულ ფეხსაცმელებს დასწვდა. საკიდიდან პატარა ჩანთა ჩამოხსნა, გასაღები რამდენჯერმე გადააბრუნა და ლეონს გაჰყვა. ნიკოლას ბაღი სახლთან საკმაოდ ახლოს იყო. გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ, ხმას არცერთი იღებდა.
-ნიკოლას ყველაფრი მოვუყევი. -თქვა ბოლოს ანარამ უხერხულობის გასაფანტად.
-მართლა? რა თქვა, როგორ მიიღო? იმედია, გაბრაზებული და ჩემი ნახვის წინააღმდეგი არ არის.
-არა,- ჩაეცინა ანარას ლეონის აღელვებაზე,- ყველაფერი საკმაოდ სერიოზულად აღიქვა. ძალიან ჭკვიანი და გამგები ბავშვია. თქვენც და ქალბატონი ეილინიც ძველებურად უყვარხართ, მეტად თუ არა. ისე ელოდება საღამოობით თქვენს ზარს, უნდა ნახოთ... აიღებს ფურცელს და კალამს, საქმიანი კაცივით დაჯდება , ჩამოწერს ხოლმე, რომ არ დაავიწყდეს სათქმელი.
-ღმერთო, როგორ მინდა ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდეს. ნუთუ, ასეთი რთულია იცხოვრო ნორმალური ცხოვრებით.
-როგორც ჩანს, მსგავსი რამ ვერც ერთმა ჩვენგანმა დავიმსახურეთ,- ცრემლიანი თვალებით ახედა ანარამ ლეონს და ყურზე თმა გადაიწია.
-მაგრამ, იმედი არსებობს, ხომ? ჩვენთვის უნდა არსებობდეს- ისეთი დარდიანი იყო მისი ყოველი სიტყვა . სრულიად ახალგაზდას, თითქოს ოკეანის სიღრმის გახდომოდა მზერა. თითქოს , ცხოვრების ყველა სირთულეს იქ მოეყარა თავი და მყარად დაბუდებულიყო.
-იმედი არსებობს,- მშვიდად გაიმეორა ანარამ და სიარული განაგრძო.
ნიკოლამ შორიდანვე მოკრა ლეონს თვალი, თვალები გაუბრწყინდა და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა . დასახვედრად გაშლილ ხელებს სიხარულით შეაფრინდა, ფეხები წელზე შემოაჭდო და ყელზე მოეხვია. პატარა კალიასავით მისკუპულიყო მის გულმკერდზე და ბედნიერი იცინოდა.
-მომენატრე მამა,- ისე უეცრად და გაუაზრებლად წამოიძახა , თუმცა, მთელი გულით და ისევ ჩაეხუტა. რამდენიმე წამი სიხარულის ელვასავით დარბოდა ლეონის სხეულში ნიკოლას სიტყვები.
- მეც მომენატრე, პატარა ონავარო,- თავზე თმა აუჩეჩა ლეონმა და ლოყაზე აკოცა .
-შენი ეილინი არ მოვიდა?- გაკვირვებულმა, უცებ შენიშნა მისი არყოფნა. თვალები აქეთ-იქეთ გააცეცა, თუმცა , ეილინს ვერსად მიაგნო და ისევ ლეონს გახედა,- ჩვენზე გაბრაზებულია?
-არა პატარავ, შენზე ვინმე როგორ უნდა გაბრაზდეს.- მის გულუბრყვილობაზე გაეცინა. რამდენი რამ გამოიარა. ზოგჯერ, ისე სერიოზულად მოგისმენდა, დაგელაპარაკებოდა... მაგრამ, მაინც ბავშვი იყო- ცელქი, ონავარი, გულწრფელი და გულუბრყვილო. ყურებამდე გაღიმებული იყურებოდა აქეთ-იქეთ. ზოგჯერ, ანარას და ლეონს წინ ასწრებდა, შემობრუნდებოდა და უცდიდა, როდის დაეწეოდნენ. აღარ იცოდა, სიხარული როგორ გამოეხატა. ხან, ორივეს ჩაჰკიდებდა ხელს და ასკინკილით ახტებოდა ქვაფენილის ფიგურებს.
-ზღვა რა არის? -იკითხა ნიკოლამ მოულოდნელად და ანარას გახედა. ვერ მიხვდა საიდან გაახსენდა ნიკოლას ზღვა,არ ელოდა მსგავს კითხვას და უცებ დაიბნა. საკუთარი თვალით თავადაც არასოდეს ენახა. რამდენჯერმე წააწყდა წიგნში სურათს, თუმცა, შეეცადა როგორმე მაინც აეხსნა.
-ჩემთვის, ზღვა უზარმაზარი, მღელვარე წყალია,-ხელები გაშალა ანარამ და დიდი სივრცე მოხაზა ჰაერში,- მდინარე ხომ იცი, გვინახავს კიდეც?
-ვიცი,-თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი და მოსმენა განაგრძო.
-ჰოდა, წარმოიდგინე, ბევრი მდინარე ერთ ადგილას რომ მიდიოდეს. ძალიან, ძალიან დიდი ტბასავითაა ნიკოლა . თვალუწვდენელი ლურჯი სივრცე, ნაპირზე ქვიშითა და ქვებით. იცი? ადრე წავიკითხე ,თურმე , შორს გახედვისას გგონია, რომ თითქოს, ცა და წყალი ერთმანეთს უერთდება...
-ზღვა არასოდეს გინახავთ ? -უნებურად ჩაერია საუბარში ლეონი.
-არა, მაგრამ ზღაპარში წაგვიკითხავს ხომ?- უცნაურად ეცადა ანარა სიტუაციის გამოსწორებას.
-კი წავიკითხეთ, მაგრამ ზღაპარში ბევრი ისეთი რამ ეწერა , რაც არ არსებობს:დევი, გველეშაპი . მე მეგონა, ზღვაც გამოგონილი იყო და ბავშვები იტყუებოდნენ როცა თქვეს, რომ მშობლებთან ერთად დადიან სანაპიროებზე,- დარცხვენით ჩაილაპარაკა ნიკოლამ. ხმაში შეეტყო , როგორ შეეპარა მოწყენილობა.
-თუ გინდა , შეგვიძლია რამდენიმე დღით , უქმეებზე ვესტუმროთ ზღვას- ისევ ჩაერთო ლეონი და უკვე წარმოიდგინა მისი, კიდევ ერთხელ გაბრწყნებული თვალები .
-კი მაგრამ , ბატონო ლეონ...
-ნიკოლა რას იტყვის , თანახმაა ?
-მართლა შეგვიძლია წავიდეთ ?-ყურებს არ უჯერებდა ნიკოლა, სიხარულისგან ცქმუტავდა და აქეთ-იქეთ დახტოდა.
-ასე არ შეიძლება , ისედაც ძალიან ბევრი საქმე გაქვთ..
-წავიდეთ რა , წავიდეთ , გთხოვთ. დედა გთხოვ, დათანხმდი,- თავისას არ იშლიდა პატარა და ანარას სიტყვებს ისევ არაფრად აგდებდნენ. თითქოს, არც არაფერს ამბობდა . -ესე იგი, წავიდეთ ჩემო პატარავ,- მხიარულად გაუწოდა ხელი და ტანზე მიიხუტა.
-წავიდეთ, წავიდეთ ...
- რადგან ნიკოლა თანახმაა , თანაც, ჩვენ , როგორც მშობლები, ვალდებულები ვართ ბავშვი ზღვის არსებობაში დავარწმუნოთ. შესაბამისად, რამდენიმე დღით ქალაქს ვტოვებთ და პატარა მოგზაურობაში მივდივართ.
-რა კარგია , როგორი კარგია ,- სიხარულისგან აღარ იცოდა რომელს ჩახუტებოდა .
-გთხოვ, შანსი მომეცი, რამით გავახარო,- ჩუმად გადაულაპარაკა ლეონმა მის გვერდით მდგომ ანარას და თავლებში ჩახედა. ანამ მსუბუქად დაუქნია თავი, რაც შემოთავაზებულ წინადადებაზე თანხმობას ნიშნავდა.
-უკვე გადაწყვიტეთ,ხომ? კარგით, როგორც თქვენ იტყვით , ბატონებო,- მხიარული ხმით ჩაერთო, მხრები აიჩეჩა, ხელები გადააჭდო და ბიჭების წინ დადგა. ნიკოლას სიხარულით გაბრწყინებულ სახეს თვალს ვერ აცილებდა.
წასვლამდე , მხოლოდ მათ პატარა მოგზაურობაზე ლაპარაკობდა. ყოველ ჯერზე საოცრად იყო აღფრთოვანებული. გეგმებს აწყობდა და წარმოსახვაში აცოცხლებდა. წინა დღით, საგულდაგულოდ ჩაალაგა ანარამ საჭირო ნივთები და გამზადებული ბარგი კართან დაალაგა. ყველაფერი ლეონმა იყიდა და სიხარულის მაგივრად, უხერხულობას უფრო შეეპყრო. თან, გულის სიღრმეში, ეილინის მარტოობის ფონზე, დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა. დასაძინებლად დაწვა თუ არა, რამდენჯერმე გამოძრავდა პატარა მუცელში. ზედმეტი ფიქრის გარეშე აიღო ტელეფონი, ეილინის კოტაქტი მოძებნა და მწვანე ღილაკს დააჭირა. ერთი-ორჯერ ისიც იფიქრა, ძალა არ ეყოფოდა და გაეთიშა. ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. თითქოს, მისგან ნებართვა უნდოდა აეღო. მაგრამ, წყვეტილი ზარის შემდეგ, მისუსტებული ხმა გაიგონა მხეორე მხრიდან და უეცარი აღელვებისგან დადუმდა. თითქოს ენა დაება და თავი ვეღარ მოუყარა სათქმელს.
-ლინი, როგორ ხარ ?-გაბედა ბოლოს ათრთოლებული ხმით და ღრმა სუნთქვის ფონზე ,ისევ გაისუსა.
-გამიხარდა შენი ხმის გაგონება,- ისეთი სუსტი იყო , ისეთი უღონო.. უნებურად ცრემლები წამოუვიდა ანარას, ბალიშს დაებღაუჭა და ტუჩებზე აიფარა ხელი. ცოტა ხნით ორივენი ასე ჩუმად იყვნენ. არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ ერთმანეთის არსებობას გრძნობდნენ.
-მინდოდა მეთქვა, რომ შენი პატარა დღეს ძალიან აქტიურობს. ვიფიქრე, დედის ხმის გაგონება უკეთესად აგრძნობინებდა თავს. ასე ,თითქოს უფრო ახლოს ეყოლები.
-მართლა? დედიკოს პატარა და ძლიერი სიცოცხლე,- ისევ ჩუმად, აუღელვებლად გააგრძელა ეილინმა და ანარამ იგრძნო, როგორ გაიღიმა,-შენ როგორ გრძნობ თავს?
-კარგად, ვცდილობ ბოლომდე დავიცვა ექიმის რეკომენდაციები. სულ სახლში არ ვზივარ, მაგრამ თავსაც არ ვიღლი. საღამოობით ნიკოლასთან ვატარებ დროს, მშვიდ გარემოში მირჩევნია ყოფნა. შენ?-მოიარებით შეაპარა კითხვა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა .
-არამიშავს, ჩემზე არ იდარდო. ახლა, ცოტა უკეთ ვარ. ყველა თავს მეხვევა , პატარა ბავშვივით მივლიან. ხან რას მჩუქნიან, ხან-რას. ცდილობენ გამამხნევონ და გამამხიარულონ.
- ჩვენ, ყველას ძალიან გვენატრები. როგორ მინდა, მალე გაიაროს ამ განსაცდელმაც და ისევ ერთად ვიყოთ.
-მეც ძალიან მინდა თქვენთან ყოფნა ანარა. ახლა, ამაზე მეტად არაფერი მინდა. ყოველ წუთს ჩემს პატარაზე ვფიქრობ. უთხარი, მინდა იცოდეს, რომ ყოველი ამოსუნთქვა მისია და დედიკო იბრძვის, ყველაფერს აკეთებს, რომ ერთხელ მაინც შეხედოს.
-იცის ლინი. მჯერა, რომ გრძნობს და თავადაც იბრძვის სიცოცხლისთვის.
-ლეონმა მითხრა , რომ ზღვის სანახავად მიდიხართ. რომ იცოდე, როგორ მიხარია,- ასე მოულოდნელად არ ელოდა და ზღვის ხსენებისას შეცბუნდა. ისევ ის უცნაური გრძნობა და ეჭვის ჭია ეწვია.
-სიმართლე გითხრა, მე ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს . ჩვენ იქ უნდა წავიდეთ, ვიცინოთ...
-რას ამბობ,- სიტყვა შუა გზაში გააწყვეტინა ეილინმა,- თქვენ არ მიგიტოვებივართ ანა . ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, ჩემი არჩევანი და არც ვნანობ. თავზე დატირება უფრო მავნებს , დამიჯერე, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ბედნიერები და ღიმილიანები ხართ. ერთხელ უკვე გამოვიარე ეს ყველაფერი და უცხო აღარაა. ვიცი, რა და როგორ მირჩევნია.
- არ ვიცი...
-უნდა წახვიდეთ ანა, აუცილებლად. აქ საფიქრალი არაფერია. წადით და ჩემს მაგივრადაც იცინეთ . მინდა თქვენი სიხარული აქ მწვდებოდეს, გასაგებია?- ეილინი ცდილობდა რაც შეეძლო მხნედ და მხიარული ტონით ესაუბრა. შიგადაშიგ ხმა უწყდებოდა, მაგრამ მაინც ამაყად ეჭირა თავი. აქამდე ანარას საკუთარი თავი ეგონა ძლიერი და ყველაფერ გამოვლილი, მაგრამ, ეილინთან საუბრის შემდეგ, სულ სხვა გრძნობები ეუფლებოდა. ასე ცხდადად, აქამდე არასდროს შეუგრძვნია სიკვდილის სიახლოვე. ეილინი კი, მის თვალში ისეთი დიდებული ჩანდა. ქალი, რომელიც ბოლო ძალებს იკრებდა. ქალი, რომელიც იმსახურებდა სიცოცხლეს. ანარას სათქმელი აღარაფერი ჰქონდა. ან, რა უნდა ეთქვა. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ზარი შეწყდა. ჩამქრალი ტელეფონი ბალიშის ქვეშ ამოდო და თვალები მაგრად დახუჭა. თავში ერთიანად ერეოდა ათასი გაურკვეველი ფიქრი. წარსული, აწმყო და მომავალი ეჭიდებოდა ერთმანეთს და ვერ გაეგო, რომელს უფრო ეკუთვნოდა. ამ მოკლე დროში იმდენი რამ შეიცვალა, ისეთი ტემპით ამოძრავდა ცხოვრება, რომ ეგონა, ათი წელი იცოცხლა. ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა აჩრდილად მარილისის მოგონებები, ახლა კი ,ახალი ასპარეზისთვის ემზადებოდა. აქამდე, ყველაფერი სტაბილური და გათვლილი იყო, ახლა- არასოდეს იცოდა, რას უმზადებდა ხვალინდელი დღე. ეგონა, ყველაფერს შეძლებდა, გადალახავდა, მაგრამ, ნელ-ნელა იჩენდა თავს წარსული ცხოვრების ხინჯები, კომპლექსები და ყოველ ჯერზე უშლიდა ხელს რეალობისა და საკუთარი შესაძლებლობების აღქმაში. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა არსებიდან დაძაულობა ამოერეცხა. ვინ იცის, როდის-როდის ჩაეძინა. სამაგიეროდ, დილის დროზე მითითებულმა მაღვიძარამ ზუსტად იცოდა თავისი საქმე და ზუსტად, დათქმულ საათზე აწკრიალდა. დილიდან უხარიათოდ იყიო, მაგრამ ცდილოდა არაფერი შეემჩნია. ლეონმა და ნიკოლამ ჩანთები ჩაიტანეს. იმ დღეს ბოლოჯერ შეავლო თვალი ძველ, ყვავილებიანი შპალერით დაფარულ კედლებს , კარი გამოიხურა და ეცადა, ყველა დარდი ზღურბლს მიღმა დაეტოვებინა. წინა სავარძელზე იჯდა, თვალებში, თითქოს დაკარგული მზერა ეძებდა სავანეს, გონების მიღმა ისმოდა ნიკოლას კისკისკი და მზე, ჯერ კიდევ არ იყო კარგად ცის თაღზე გასწორებული, უკვე გზაზე იდგნენ. ფიქრებმა ისე შეიყოლია, საერთოდ ვერ იგრძნო დროის მსვლელობა. რამდენჯერმე თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, რომ გადამფრენი ფრინველი იყო და სადღაც შორს მიფრინავდა. ძლიერ ფრთებს მოიქნევდა და სადმე გადაიხვეწებოდა. თუმცა, ვინ იყო საკუთარ ცხოვრებას არ უბრუნდებოდა. ჩიტებიც კი იწევდნენ საკუთარი ძველი სახლებისკენ. და ისიც , ასე გრძნობდა თავს , რამდენჯერაც გაფრინდა , იმდენჯერ დაიჭირა ფეხით წარსულმა და გათავისუფლების პირაას მისული გონება მილიონჯერ აამღვრია. ფანჯრის მიღმა ნელ-ნელა გამოჩნდა ზღვის ფეხი. ნიკოლა აღტაცებით იყურებოდა, ლეონი გამუდმებით უმეორებდა ფანჯრიდან არ გადაწეულიყო. ანარა კი, იჯდა ისევ ჩუმად და ხმის ამოღებას არც აპირებდა...
***
ოთახის კედელზე ჩამოკიდებული ტემპერატურის საზომის მიხედვით, საკმაო სითბო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,ეილინს, რატომღაც ცივად აჟრჟოლებდა. მისი ოთახის მეზობელმა რამდენიმე საათის წინ დატოვა პალატა და სრულიად მარტო დარჩა, თეთრ კედლებს შორის. ერთი ხელის დაჭერა ღილაკზე და პერსონალი შემოვიდოდა, მაგრამ, ხომ ხვდებით, ვინც არ უნდა მოსულიყო, მაინც მარტო იყო . ლეონი და ანარა ნიკოლასთან ერთად წავიდოდნენ ზღვის სანახავად. რაღაც გუმანით გრძნობდა, რომ მის მიმართ, გულგრილი არ უნდა ყოფილიყო. რამდენჯერმე დაიჭირა ლეონის უჩვეულო მზერა. შესაძლოა , ჯერ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, მაგრამ მას არ გამოჰპარვია. ტელეფონზე საუბრისას და მისი სახელის ხსენებისასაც რაღაც, უცნაურად უთბებოდა ხმა. უხაროდა, გულწრფელად უხაროდა. ლეონი იმსახურებდა ბედნიერებას და იმედი ჰქონდა, ანარას გვერდით იპოვიდა კიდეც. მთელი ეს დრო თავი რკინის ლედივით ეჭირა. თითქოს, ქვასავით უტეხი, მედგრად იდგა და შეუპოვრად იბრძოდა, თუმცა, საშინლად იტანჯებოდა. უნდოდა შეგუებოდა, მაგრამ, რაღაც, სიცოცხლის შინაგანი ბორგვა და იოტისოდენა იმედის ნაპერწკალი დანებების საშუალებას არ აძლევდა. ყველას თავისი ვარაუდები ჰქონდა ეილინის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ, მხოლოდ მან იცოდა რისი გადატანა უწევდა . ახლა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი იწვა თეთრი ზეწრის ქვეშ და ტიროდა. მხოლოდ მარტოდ მყოფი აძლევდა თავს ამის უფლებას. სახეზე რამდენიმე დღეა ემოცია არ შეცვლია. ახლაც, გეგონებოდათ, მარმარილოს ქანდაკების უსულო თვალებიდან ცვიოდა მარილიანი წყლის ბურთები. მხოლოს სუნთქვისას, გულმკერდის მცირე მოძრაობაზე თუ შეატყობდით სიცოცხლის ნიშან-წყალს.
ბალიშს შემოხვეულმა, ერთმანეთს მუახლოვა სველი წამწამები და რამდენიმე წუთით დახუჭა თვალები. კარგად იცოდა რას ნიშნავდა, როცა მკურნალობის კურსს შედეგი არ აქვს. სადღაც გულის სიღრმეში, სასწაულის იმედად დარჩენილი, კლდის ქიმიდან გადაკიდებული ფესვებმოთხრილი ხესავით, უიმედოდ ელოდა საშველს. მაინც აგრძელებდა, მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ბევრჯერ მოუწევდა საპირფარეშოში გადაკიდებულს თავის ძლივს შემაგრება, როდესაც წამალი მოქმედებას დაიწყებდა. როცა, მის სხეულში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაიმართებოდა. მხოლოდ, ერთი რამის გამო. ახლა, ღმერთთან მხოლოდ ერთი სათხოვარი და სადარდებელი ჰქონდა. როგორმე, შვილის დაბადებას მოსწრებოდა. ერთხელ მაინც შესძლებოდა შეხედვა, შეხება, გულზე დაწვენა და მისი სუნის შეგრძნება. სულ რომ ტკივილებს დაეკრუნჩხა, ერთხელ მაინც, თუნდაც სიცოცხლის ბოლო წუთს და მერე, თუ უნდა მომკვდარიყო. დასრულებულიყო მისი ამქვეყნიური ყოფა. აღარაფერს შერჩენოდა მნიშვნელობა . ლეონის მოჩვენებითი ოპტიმიზმის მიუხედავად, ცხვირ-პირში მოხალებული სიმართლე, ყოველ ჯერზე, მწარედ აწნიდა სილას. ფიქრობდა, რაც არ უნდა სევდიანი ყოფილიყო, ალბათ, უკვე ის დრო იყო, გამოსთხოვარ სიტყვებზე და წერილებზე ეფიქრა. ეფიქრა, რა იქნებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ...წარმოიდგინა, როგორ იტირებდნენ მისი საყვარელი ადამიანები, როგორ გამოჰყვებოდნენ ცრემლიანი თვალებით , მისი გაფერმკრთალებული სხეულის უკან მომავალ პროცესიას, როგორ იდარდებდნენ და ინერვიულებდნენ , ის კი, როგორც ახლა, ვერაფერს იგრძნობდა. სადღაც, ჰაერში გაფრქვეული უსასრულობაში იფარფატებდა და ვინ იცის, სად გადაიკარგებოდა. გავიდოდა საათი, დღე, კვირა , თვე და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი-შვილს, ზოგი- მეგობარს, ზოგი- ახლობელ ადამიანს დაკარგავდა, მაინც, ცოტა ხნის შემდეგ, სიცოცხლე ჩვეული ტემპით გაგრძელდებოდა. მიწა ჩაიწევდა, ყველა რაღაც ძალას იპოვიდა და ახალ დღეს გაითენებდა. ეილინის მომღიმარი სახე კი, მხოლოდ, ოთხკუთხა ჩარჩოში მოქცეულ ქაღალდზე დარჩებოდა. თავიდან, სადმე დიდი ოთახის ცენტრში, ან ბუხრის თავზე, მერე-რომელიმე კუთხეში... არც უკვირდა, არც გული წყდებოდა. ეს ცხოვრება იყო და ის, ნაადრევად ემშვიდობებოდა აქაურობას ...
დაღვრილი ემოციები მაჯებით მოიშორა შეშუპებული უპეებიდან და ფრთხილად გამოაღო საწოლის თავთან მდგომი პატარა სათავსოს კარი. თეთრი საქსოვი ძაფი და ჩხირები მორთხმულ მუხლებს შორის მოიქცია და თვლების ამოყვანას, ფონად, ძილისპირულის ტკბილი ნოტა გააყოლა. უნდოდა შვილისთვის მისი ხელების სითბო გადაეცა . მისი ხელშენავლები მოსაცმელის ტარებისას, ყოველ ჯერზე ეგრძნო დედის სიახლოვე და სიყვარული. სიყვარული, რომელსაც, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ატარებდა .



№1 სტუმარი Qeti qimucadze

rogor miyvars es iatoria da sul gelodebit xolme. adamianuri tkivilita da daanrcheni yvelq grznobebit gajgentilaa yoveli frazaa. mravals daescarit. imedia ar daagvianebtt

 


№2  offline წევრი Âme

Qeti qimucadze
rogor miyvars es iatoria da sul gelodebit xolme. adamianuri tkivilita da daanrcheni yvelq grznobebit gajgentilaa yoveli frazaa. mravals daescarit. imedia ar daagvianebtt

უღრმესი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. თანაც, ასეთი პოზიტიური კომენტარისთვის heart_eyes თითოეული თქვენ სიტყვა ჩემთვის ძალიან მნშვნელოვანია. blush kissing_closed_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent