შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზაჯვარედინი (დასასრული)


4-01-2021, 12:16
ავტორი სესილია
ნანახია 2 187

***
ზოგჯერ ცხოვრება მოულოდნელ მოსახვევში უხვევს და ჩვენგან დამოუკიდებლად ბევრ ცვლილებებს იწვევს. ის ადამიანები ვინც პირში სიყვარულს გვეფიციებიან, ზოგჯერ ზურგს უკან უზარმაზარ ორმოს გვითხრიან, რადგან გვგონია, რომ ბედს მუდამ ჩვენ ვირჩევთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ხანდახან ბედი თვითონ გვირჩევს და მიმართულებებს გვიცვლის.
- კარგი დრო ვატარეთ არა ბაკურიანშიი?
- კი, კარგი იყო.
- მერე სვანეთში ხომ არ წავიდეთ?
- ეს ატარე ოღონდ, - გაეცინა ნატას, - სხვა საქმეებიც გვაქვს ხალხს.
- კარგი რაა, 15 იანვრამდე მაინც სახლში ხარ და ვიაროთ.
- მაცადე ჯერ, ჩამიყვანე ქუთაისში.
- ეკეე, შენ რატომ არ იღებ ხმაას?
- ვეთანხმები ნატას და მაგიტომ.
- ვინ მირეკავს? - მობილურს უპასუხა ეფემიამ, - ალო, გისმენთ... დიახ... აჰ, მართლა? ერთი წუთით მანქანას გავაჩერებ და დაგელაპარაკებით, კარგით? - ლამის გაუჩერებელი მანქანიდან გადახტა.
- ვინ ურეკავს? - მიუბრუნდა ეკე ნატას.
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა და დაქალს გახედა.
- დიახ, თინი. მიხარია, რომ დამირეკეთ.
- ხო, ისეთმა ადამიანმა მთხოვა, უარი ვერ ვუთხარი. რატომ მეძებდით?
- იცით, - ეფემიამ ხმის ჩამწერი ჩართო მობილურზე, - დინა დიდმანიძეს იცნობთ?
- ჰმ, თქვენ საიდან იცნობთ?
- ქუთაისში შევხდით ერთმანეთს და ...
- აჰ, ახლა მანდ ცხოვრობს? ისევ თაღლითობს თუ რატომ მომძებნეთ?
- უკაცრავად? რას გულისხმობთ?
- ოო, წარსულს მალავს გოგო? - ბოროტულად ჩაეცინა თინის, - თუ ახლოს ხარ ჯობია დროულად მოშორდე! მეც მასე შემიტყუა, დამიმეგობრა და მერე მისი თაღლითობის მსხვერპლი გავხდი, ფული ამახია და ამერიკაში გაიქცა.
- რა თქვით? - ცივმა ოფლმა დაასხა ეფემიას.
- რაც გაიგონეთ! ამიტომ უფრთხილდით ანგელოზის სახით თქვენს წინაშე ეშმაკი დგას. მე გაფრთხილებთ, დანარჩენი კი თქვენ გადაწყვიტეთ!
- არ ვიცი რა გითხრათ, თავიდანვე არ მომწონდა, არ ვენდობოდი მას და ახლა სრული შოკი მაქვს!
- ჭკვიანი ყოფილხართ და ფრთხილი, ამიტომ სანამ თქვენს ნდობას მოიპოვებს, სჯობია გაცილდეთ.
- კარგით, გასაგებია.
- კარგად იყავით. გთხოვთ მეტჯერ აღარ შემაწუხოთ, არ მსურს მაგ პიროვნებაზე საუბარი.
- კარგით, პირიქით მადლობა. ნახვამდის. - სახე ალეწილი დაბრუნდა ეფემია მანქანაში.
- ვინ დაგირეკა? სახეზე რა გჭირს?
- შოკი მაქვს, მაცადეთ! - პირზე ხელები აიფარა, - მე ისეთი რამ გავიგე, იცოდე ნატა, როგორც კი დინას ამის შემდეგ კვლავ გაეკარები, დამკარგავ სამუდამოდ!
- აღარ იტყვი რა მოხდა?
- მაცადეთ, - მობილურში ჩაწერილი საუბარი ჩართო ეფემიამ. ყველანი სულგანაბული უსმედნენ, ნატას თვალები აუწყლიანდა.
- ვერ ვიჯერებ... დინა თაღლითია? როგორ?
- როგორ და ჩვეულებრივ! აბა რატომ მალავს მის წარსულს? არ საუბრობს მეგობრებზე? კლასელებზე? კურსელებზე. როგორ შეიძლება ადამიანს წარსული არ ჰქონდეს?
- იქნებ იტყუება ის გოგო? - დაეჭვდა ეკე.
- არაფერსაც არ იტყუება! რაში სჭირდება ტყუილი? ფული მომიტეხაო გესმით? თაღლითებს ფული უყვართ და ტყუილები.
- მან ხო მანქანა მათხოვა...
- აი, გათხოვა ნეტა რატომ? იქნებ მერე შარი მოგდოს, ეს მე არ გამიფუჭებია, ამას ასე ჰქონდა და რას ამტკიცებ? შემოგტენის მის ნახმარ მანქანას კაი ძვირად... - ქუთაისამდე ენა არ გაუჩერებია ეფემიას, იმდენი ქნა ნატა დაარწმუნა და მანქანით ბინასთან მიადგნენ.
- გოგოებო, ქუჩაში რატომ დგახართ? ამოდით ჩემთან. - გახარებული მიუახლოვდა დინა მათ.
- მანქანის დასაბრუნებლად მოვედი, აიღე გასაღები. - ცივად გაისმა ნატას ხმა.
- უკაცრავად? რა მანქანის? - დაიბნა დიდმანიძე.
- თქვენი მანქანის, - გასაღები გაუწოდა.
- მოიცა, რა ხდება? ნატა, შემომხედე? თვალებს რატომ მარიდებ?
- მე ყველაფერი გავიგე... - ხმა აუთრთოლდა ნატას, - აღარ მინდა ჩემი ოჯახი ისევ აღმოჩნდეს ვიღაც თაღლითის მსხვერპლი! ისიც კმარა, რომ დედაჩემი, რომელიც თაღლითებმა მოატყუეს, საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ჩემი ოჯახი იგივეს ვერ გადაიტანს! ამიტომ აიღე შენი გასაღები და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრი! - გასაღები ფეხებთან მიუგდო ნატამ, ეფემიას მანქანაში ჩაუჯდა, რომელიც კმაყოფილი იყო საკუთარი თავით და ეშმაკურად უღიმოდა დინას.
- ნატა... - ძლივს ამოიბუტბუტა დინამ, რომ გულთან საშინელი წვა იგრძნო, თითქოს შუაზე გაეპო, მთელი სხეული გაუკავდა, სუნთქვაც უჭირდა... ბოლო ძალები მოიკრიბა, ლიფტში შევიდა და სახლში შესულმა გონება დაკარგა.
და ჩვენ ამას შევძლებთ? რას? რომ გავუმკლავდეთ გულიდან წამოსულ სევდას? სევდას, შიშს, მარტოსულობას? შეგრძნება, რომ მარტო ხარ და არავის სჭირდები არც შენ და არც შენი სიყვარული, საშინელებაა! როცა ირგვლივ ერთი ადამიანიც არ არის, რომელთანაც მიხვალ, გულწრფელად ჩაგიკრავს გულში და უხმოდ მოგისმენს, იტირებს შენთან ერთად! იცინებს შენთან ერთად! შენს ლხინს და ბედნიერებას უსიტყვოდ გაიზიარებს... რთულია მარტოსულობა, თითქოს ირგვლივ ბევრი ხალხი ირევა, მაგრამ ამ ხალხში შენი ადგილი არ არის, გარიყული ხარ, არავინ გამჩნევს, არავის სჭირდები... აღმოჩენა, რომ უცხო ხარ იქ, სადაც ბედნიერი უნდა იყო, დიდი სტრესია! შეიძლება ამ მდგომარეობამ ზოგიერთი ადამიანი ისეთ ნაბიჯამდე მიიყვანოს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი გახდეს!
დინა გონს, რომ მოვიდა დიდხანს იჯდა, ადგომის ძალა და სურვილიც არ ჰქონდა. ამოსუნთქვისას გულთან საშინლად ტკიოდა. მობილური ჯიბიდან ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
- გოგი ბიძია, როგორ ხარ?
- დინა? მე კარგად და შენ? მიხარია შენი ხმის გაგონება.
- მეც ძალიან... - ტკივილიდან ძლივს საუბრობდა დინა, - ხომ იცით მხოლოდ მაშინ გაწუხებთ, როდესაც ძალიან მჭირდებით.
- ვიცი და მითხარი რით დაგეხმარო? შენი ხმაც არ მომწონს, ხომ ყველაფერი რიგზეა?
- კი, რიგზე... იმის თხოვნა მინდა, რომ ჩემს ძველ მანქანას ქუთაისის ერთ ფასიან ავტოსადგომზე დავტოვებ და გთხოვ წაიყვანო.
- შენ სადმე მიდიხარ?
- კი.
- სად?
- ჯერ არ ვიცი... - ცრემლები მოიწმინდა დინამ, - მოვიფიქრებ...
- დამირეკე, როცა დაგჭირდე...
- ვიცი... ბებიას მიმიხედე... - ფეხზე ძლივს წამოდგა, წამლები და აუცილებელი ნივთები ჩემოდანში ჩაალაგა, ვერ უმკლავდებოდა გულის ტკივილს, ღრმად სუნთქავდა, ცრემლები კი თავისით უკითხავად პოულობდნენ გზას. გასვლისას ოთახს თვალი მოავლო და კარები გადაკეტა, აჩის ბინას წუთიერად უყურა, გული უფრო აუჩუყდა, - მაპატიე, აჩი... - ჩაიჩურჩულა და კიბეებს ფეხით ჩაუყვა.
ის ვინც რაღაცას მალავს, საკუთარ ჭრილობას მარტო იშუშებს და გული, რომელმაც ბევრი ტკივილი გადაიტანა ძალიან სუსტია. სუსტი და უსუსური იყო დინაც, მანქანა ნელა მიჰყავდა, გზას ეძებდა, ახალ გზას და ჯერ კიდევ ფიქრობდა...
- დედაო?! - სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა და შეშინებული თვალებით უყურებდა მის წინ შავებში ჩაცმულ ქალს.
- შვილო, შეგიძლია მოედანზე გამიყვანო? იქნებ ჩემი სოფლისკენ მიმავალ მანქანას წავაწყდე, სანამ კომენდატი დაიწყება.
- კი, კი დაბრძანდით...
- ბოდიშით, რომ წინ გადაგიდექით, არავინ გამიჩერა მანქანა და ...
- რას ამბობთ, მიხარია თუ დაგეხმარებით.
- თქვენი თავი უფალმა გამომიგზავნა, - პირჯვარი გადაისახა დედაომ.
- ან პირიქით, უფალმა გამომიგზავნა თქვენი თავი... - გაეღიმა დინას და სიჩქარეს მოუმატა.

***
როცა ვინმე მოგწონს, სხეული სხვა სითბოთი ივსება და სხვა ენაზე იწყებს საუბარს. ყოველი დღის გათენება გიყვარს, რადგან ის შენთან არის და ყველა დღე მზიანი და თბილია, გარეთ რომც თოვდეს და ყინავდეს.
- დიინ, შემოვდივარ. - გასაღები გადაატრიალა კარებში, - როცა მოვდივარ სულ აბაზანაში რატომ ხარ და ვერ მიღებ ამ კარებს? მანდ ხარ? - კარებზე მიუკაკუნა, - დიინ, ადრე ჩამოვედი, ვერ გავძელი უშენოდ... მოიცა ხმას რატომ არ მცემ? - კარების სახელური ჩამოწია, აბაზანაში არავინ იყო. - სად უნდა იყოს ამ დროს? - მობილურზე დარეკა, - „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია ...“ - არ აცადა დასრულება, ნატას ნომერი აკრიფა, - აჰ ალბათ იქ არის, მოიცა ისე დავადგები თავს და სიუპრიიზ.
გული პატარა ბავშვივით უცემდა აჩის, ერთი სული ჰქონდა, დინას დიდი შავ თვალებს როდის ნახავდა, შემდეგ კი მოიტაცებდა ნატას სახლიდან და მონატრებულს გულში ჩაიკრავდა, ამ ფიქრებით აირბინა კიბეები და კარებზე დააკაკუნა.
- აჩი? - შეცბა ნატა მერკვილაძის დანახვაზე.
- როგორ ხარ ნატაა?
- აქ რამ მოგიყვანა?
- მოიცა, არ შემიპატიჟებ? - არ მოეწონა გოგოს დახვედრა.
- კი, კი შემოდი.
- საღამო მშვიდობისა, - მიესალმა მისაღებში მყოფ გოგოებს.
- ოჰ, აჩიი. როგორ ხაარ? - მხიარულად დაუქნია ხელი ეფემიამ.
- მე კარგად და დინა არც თქვენთან არ არის?
- ჰმ, არაფერი იცი? - ირონიულად ჩაიცინა ეფემიამ.
- რა უნდა ვიცოდე? - ცივმა ოფლმა დაასხა აჩის.
- ის, რომ „ჩვენი ძვირფასი“ დინა თაღლითი აღმოჩნდა.
- რა თქვი? - ხმა წაერთვა მერკვილაძეს.
- რაც გაიგონე! დღეს მისმა ყოფილმა დაქალმა თინი კანდელაკმა მესაუბრა და ყველაფერი გვითხრა. ჩვენც მანქანა დავუბრუნეთ და წამოვედით, შუადღე იყო მგონი. ეტყობა აითესა. - ბოროტულად ჩაეცინა ეფემიას, - ხომ ვამბობდი არ მომწონს ეგ გოგოთქო!
- გაჩუმდი! - მთელი ხმით დაიღრიალა აჩიმ, ყურებზე ხელი აიფარა წყობიდან გამოსულმა და ნატას მივარდა. - რა გააკეთე? რა უთხარით ასეთი? მანქანა მიუგდეთ და წამოდით? ასე აუხსნელად? ხმა ამოიღე!
- ვუთხარი, რომ ჩვენი ცხოვრებიდან წასულიყო, რადგან თაღლითების მსხვერპლი ჩემი ოჯახი ისევ ვერ გახდებოდა!
- თაღლითი? - სიცილი აუტყდა აჩის, - ე.ი რადგან ვიღაც თინიმ ასე თქვა ასეა? ასე უბრალოდ აუხსნელად მოისროლეთ? ასე მარტივად იშორებთ მეგობრებს? ადამიანს, რომელიც ბოლო 6 თვე გვერდით გყავდა, თუ თაღლითი იყო ამდენხანს ვერ შენიშნე?
- ის მის წარსულზე არ საუბრობდა... ფაქტია, რომ მართლები ვართ, რადგან ის ახლაც გაიქცა...
- და როცა სიმართლეს გაიგებ? როცა მისი წარსულის შესახებ სიმართლეს გეტყვი მაშინ როგორ მოიქცევი? - სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა აჩის.
- სიმართლეს?
- იცოდი, რომ მაგ თინის გამო დინამ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა? იცოდი, რომ დღემდე ფსიქოლოგთან მკურნალობს და ებრძვის თვითმკვლელობით გამოწვეულ სტრესს? იცოდი, რომ დინა დიაბეტიკია? იცოდი, რომ თინი მას იყენებდა, რადგან თვითონ თინი კანდელაკია თაღლითი და ორპირი ადამიანი და მარტივად თამაშობს სხვების ცხოვრებით? და ბევრი ადამიანის ცხოვრება აქვს დანგრეული და ახლაც ისე აგრძელებს, სინდისი არც აწუხებს, რადგან აი, აქ - ნატას შუბლზე თითი დაადო აჩიმ, - სინდისის ძარღვი დაბადებიდან გაწყვეტილი აქვს! როგორ ტყუილად მჯეროდა, როცა დინას ვუთხარი, რომ შენ ნატა როხვაძე, მას ზურგს არ შეაქცევდი და ბევრს იცინებდი მისი „თაღლითობის“ ისტორიაზე და ახლა რა ვქნა? სად ვეძიო? - ხმა აუთრთოლდა, - საად? ჰა? თავის თავს, რამე რომ დამართოს ისევ? როგორ იცხოვრებთ? გულს როგორ დაიმშვიდებთ?
- ხომ, გეუბნებოდი. - მივარდა ნატას ანანია, - დინა, დინა არ იქნება თაღლითითქო! რამ დაგაბრმავა, რამ? ასე რატომ მოიქეცი? აუხსნელად ხელი როგორ ჰკარი? - საძინებელში გავარდა ატირებული.
- მე, მე... - შუბლს ისრესდა ნატა...
- სერიულ მკვლელებსაც კი აძლევენ ახსნის საშუალებას და შენ შენი მეგობარი, რომელსაც მთელი გულით უყვარდი, ასე მიატოვე? ილოცე, რომ არაფერი მოუვიდეს, გესმის? ილოცე. - მუშტები შეკრა აჩიმ და კარები გაიჯახუნა.


***
დინა დიდმანიძე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო... ყველა ღონე, ყველა ხერხი ეძება აჩიმ, მაგრამ ამაოდ.
დინას ბინაში იჯდა აჩი, რადგან კედლებს, ჭურჭელს, ავეჯს, ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა. საშინელ სიცარიელეს გრძნობდა. გიგრძვნია სიცარიელე? რომ ვერ ხვდები რატომ ხარ ასე, თითქოს ჰაერიც არ გკმარა, იცინი, მაგრამ ეს სიცილიც ცარიელია... ტირილი კი არ შეგიძლია, ცრემლებიც გამქარალია... საშინელებაა, როდესაც თავს მიტოვებულად გრძნობ, თან იმ ადამიანისგან, ვისთვისაც თავს გაწირავდი, სიცოცხლეს დათმობდი!...
- დიინ, სად ხარ? სად... - ბალიში გულთან ჩაიხუტა, - მალე დაბრუნდი გთხოვ, შენი სურნელი თითქოს ქრება და ჭკუიდან გადავალ... ხომ, გითხარი მე მუდამ შენს გვერდით ვიქნებოდი... ასე, სად გაქრი? სად აორთქლდი? არ გენატრები, დიინ? იცოდე, როცა გიპოვი... - ქვედა ტუჩი ჩაიკვინტა, - იცოდე, მაგრად გაგიბრაზდები... ხო, მელო... ბინაში ვარ... არა, ჯერ არაფერი, შენ ხომ არ გაგირკვევია რამე?... თბილისში? არ ვიცი, მეშინია იმ დროს არ დაბრუნდეს, მაქეთ რომ ვიყო... ხო, გავგიჟდი... ვერ ვსუნთქავ, მიჭირს, მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ის სადღაც ახლა მარტოა, მის ფიქრებთან და ტკივილთან ერთად!... ვიცი, ვიცი, რომ ჩემზე დარდობთ... როდის? ახლა ხო 2 მარტს?... ვერ ჩამოვალ, გამიგებს სერგო, რომ მის დაბადების დღეზე ვერ მივალ. ვიპოვი, დინას და ერთად მივალთ, ერთად მივულოცავთ და თან გავაცნობ... კარგი, წავედი ახლა, პროცესი მაქვს სასამართლოში და დაგირეკავ მერე.

სასამართლო პროცესი მის სასარგებლოდ წარიმართა, კიდევ ერთი მოგებული საქმე, კიდევ ერთი წარმატება.
- აჩი, აჩი. - კიბეებზე ჩამომავალს მისი სახელი მოესმა.
- ზურა? - შეჩერდა.
- როგორ ხარ? - გადაეხვია ნაცნობი ადვოკატი. - ამ დისტანციურმა პროცესებმა მთლად გადაგვკარგეს.
- მე რავი და შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, - სიარული განაგრძეს, - მიხარია შენი წარმატებების ამბები, რომ მესმის.
- მადლობა, მადლობა.
- აჩი, - შეაჩერა, - რა გჭირს?
- ისეთი არაფერი...
- მისმინე, დრო გაქვს?
- კი. - უღიმღამოდ უპასუხა.
- მაშინ წამოდი, ერთ ადგილას წაგიყვან.
- რატომ?
- ვგრძნობ ის ადგილი შვებას მოგგვრის, რომელიც გაკლია.
- შვებას, მხოლოდ ერთი რამ მომგვრის... - დინას სახე დაუდგა წინ.
- მე ვცდი და იქნებ დაგეხმაროს, წამო, ქვემოთ მიყენია მანქანა. - აჩი მორჩილად გაჰყვა უკან.

იმერეთი, ტყიბულის რაიონი, სოფელი კურსები, დედაღვთისას მონასტერი.
- სად მივდივართ? გელათში?
- არაა, დედაღვთისას მონასტერში. რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე, სასწაული სიმშვიდე და ჰარმონიაა, მგალობელთა გუნდი ჰყავთ ისეთი, რომ როდესაც მათი გალობა მოვისმინე, თითქოს ჩემი გულის სიმებს შეეხნენ და ცრემლები ვერ შევიკავე. მას მერე ხშირად მოვდივარ და იქნებ იმ გალობამ შენც შეგიმსუბუქოს გულის დარდი.
მანქანა მოსახერხებელ ადგილას გააჩერა ზურამ.
- წამო, უკვე მწუხრის ლოცვები იქნება დაწყებული.
ეზოში შესვლისთანავე საოცარი სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა აჩის. პატარა ტაძრიდან მამაოს ლოცვის ხმა ისმოდა. გარეთ, პატარა ტაძართან, ოთხი-ხუთი კაცი იდგა. შორი ახლოს დადგენენ ბიჭებიც. აჩი სულგანაბული იდგა, უცნაურ თრთოლვას გრძნობდა. უცებ საოცარი გალობის ხმა შემოესმა, ხმა რომელმაც მთელი მისი სხეული და სული შეძრა, გული აუჩქარა და მთელი გულით აქვითინდა. ემოციების ზღვას ვერ გაუძლო და ჩაიკეცა.
თვალები, რომ გაახილა პატარა კელიაში იწვა. კედლები საკმევლის სურნელით იყო გაჟღენთილი. წამოდგომა სცადა, თუმცა ისევ იგრძნო თავბრუსხვევა.
- გაიღვიძე? - ნაცნობი სახე უღიმოდა.
- მოვკვდი და უკვე სამოთხეში ვარ?
- ასე მარტივად სამოთხეში არ ხვდებიან.
- კიდევ რამე ეტაპი უნდა გავიარო? თუ იქ შენ არ იქნები, მაშინ თანახმა ვარ, აქ გავჩერდე.
- აჩი, უკვე მაშინებ, რა სამოთხე და რა სიკვდილი? გონება კი დაკარგე, მაგრამ თავი არაფერზე დაგირტყამს.
- გინდა მითხრა, რომ არც სიზმარში ვარ, არც სამოთხეში ვარ და ისე გხედავ?
- სიცხემ ხომ არ აგიწია? - შუბლზე მიადო ხელი, აჩიმ მკლავში დაიჭირა და კალთაში ჩაისვა მონატრებული ქალი. - რას აკეთებ? გაგიჟდი?
- სუუ!, არ გაინძრე! - ხელები მაგრად მოხვია წელზე და თავი გულთან მიადო, - ეს მე უნდა გკითხო? ეს რატომ გამიკეთე? რატომ მიმატოვე? რატომ? იცი როგორ ვიტანჯებოდი? იცი რა დღეები გადავიტანე? იცი რა ცეცხლი ტრიალებს ჩემს გულში? იცი, რომ ბოლო ორი თვეა ნორმალურად არ მძინებია? არც მიჭამია? იცი სანამ დავრწმუნდებოდი, რომ ცოცხალი იყავი, ის ერთი კვირა რა გადავიტანე? იცი რომ მთელი რიონის ხეობა ფეხით ვიარე? იცი რომ ყველა ამოუცნობი მიცვალებული ვნახე მორგში? იცი რა გადავიტანე და ახლა როგორ ვარ? და ამ ყველაფრის მერე მეუბნები, როდესაც გულში გიკრავ, რომ გავგიჟდი? ხოო, დიახაც გავგიჟდი, ჭკუიდან გადამიყვანე. ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოიჭერი, ჩემი სიმშვიდე გახდი. ჩემი გული შენი სიყვარულით ხარობს, არ მინდა უშენობა კიდევ მეტკინოს. არ აქვს დროს მნიშვნელობა, შენ ჩემს გულში ხარ! ცაზე მეტად, სამყაროზე მეტად, სიცოცხლეზე მეტად, ჰაერზე მეტად მიყვარხარ... ვერ წარმოიდგენ როგორ აუტანლად მენატრებოდი და მენატრები!
- აჩი... - მხრებზე ხელი მოხვია, - აჩი ასე ნუ საუბრობ, ვერ ვუძლებ...
- დიინ, ვერ წარმოდგენ როგორი ბედნიერი ვარ, რომ ახლა გხედავ, რომ შენს სურნელს ვგრძნობ... თავი სიზმარში მგონია, არ მინდა გამოღვიძება, არ მინდა ეს ყველაფერი დასრულდეს... გთხოვთ, არ გამაღვიძოთ, ასე ტკბილად რა ხანია არ მძინებია. უშენოდ ჰაერიც არ მკმარა, უშენოდ არაფერი მიხარია... დიინ...
- ხანდახან მგონია, რომ უხილავი ძაფებით ვართ დაკავიშრებულნი ერთმანეთს.
- ვართ! დიახაც ვართ! და ეს ძაფი მიუხედავად იმისა, რომ აბურდე, არიე, ნახე გიპოვე, თან როგორ? ასე, უცებ, მოულოდნელად. გეძებდი იქ სადაც არ იყავი და გიპოვე იქ, სადაც არ გელოდი. დიახაც, ეს ღმერთის სასწაულია, რომელიც დღეს მაჩუქა.
- აჩი.
- ხო.
- თუ კარგად ხარ, უკვე უნდა წახვიდე.
- უნდა წავიდე? რატომ?
- მოიცა აბა აქ დარჩები, მონასტერში?
- შენ თუ რჩები, მე რა მიჭირს.
- უკვე თავს მატკიებ. - დოინჯები გაიკეთა დინამ. - წადი, სანამ კომენდატის საათი დაიწყება, დანარჩენზე მერე ვიფიქრებ.
- შეიძლება? - კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- დიახ, მობრძანდით მამაო.
- ღმერთმა დაგლოცოთ. - პირჯვარი გადასახა აჩის მამა კონსტანტინემ. - ძალიან შეგვაშინეთ, როდესაც გონება დაკარგეთ.
- დიახ, ბოდიშის ვიხდი.
- რას ამბობთ? რა საბოდიშიო ეგ არის. თავს უნდა მიხედოთ, მოუაროთ.
- ბოლო დროა ერთი ადამიანის გამო - დინას ჩუმად გახედა, - კარგად არ მძინავს, ვერ ვჭამ და თან გალობის ხმა, რომ გავიგე და მივხვდი ვინ გალობდა, შოკისგან და სტრესისგან გავითიშე.
- ხო, სტრესი ბევრ რამეს იწვევს. თავს უნდა მოუფრთხილდეთ, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ!
სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ქარის ხმა ისმოდა ფანჯრებში.
- როგორ მოგეწონათ ჩვენი მონასტერი? - უხერხული სიჩუმე მამა კონსტანტინემ დაარღვია.
- იცით, მამაო მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს რა სასწაულიც მოახდინა უფალმა ჩემთვის და თან აქ ამ მონასტერში, აქაურობა მომწონს კი არა უკვე მთელი არსებით მიყვარს.
- მიხარია, ძალიან მიხარია.
- მამაო, თხოვნა მაქვს თქვენთან.
- აბა რა თხოვნა?
- დართეთ ნება დინას, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს.
- დინას ჩემი ნებართვა არ სჭირდება, - მამაომ დინას გახედა, - ის აქ თავისი ნებით მოვიდა და მისი ნებაა, როდის წავა.
- დიახ, მამაო. - თავი დახარა დიდმანიძემ.
- ანუ, წამომყვები? - იმედი მიეცა მერკვილაძეს, თუმცა დინას გამომეტყველება სხვას ამბობდა. - კარგი, - დაყაბულდა, - მთავარია, ვიცი ახლა სადაც ხარ... ჩემი გული შედარებით მშვიდად იქნება... ის ორი თვე, რაც მე შენზე ფიქრებში გავატარე, დღეიდან შემსიბუქდება, რადგან ვიცი აქ მშვიდად ხარ, შენ ეს ძალიან გჭირდებოდა. მე დაგელოდები ჩვენს სახლში, დაველოდები იმ დღეს, როდესაც ჩემთან მოხვალ, არ ააქვს მნიშვნელობა როგორც მეზობელი, როგორც მეგობარი თუ როგორც ჩემი შეყვრებული, მთავარია, რომ დაბრუნდე. - ყელში მობჯენილ ცრემლებს ძლივს იკავებდა აჩი. - არა, არ გეგონოს, რიმ გაგიბრზადე თუ არ დაბრუნდები და აქ დარჩენას გადაწყვეტ, უბრალოდ ისე ვერ წავალ ჩემი გულისნადები, რომ არ გაგიზიარო. იცი, რომ მიყვარხარ, ამ სიტყვებს დაგიტოვებ, მე კი წავალ და დაგელოდები.
- აჩი...
- მადლობა, მამაო, ყველაფრისთვის, - გარეთ გამოვიდა მერკვილაძე, - იცით შეიძლება, რომ აქ ვიარო წირვა-ლოცვაზე? არ შევაწუხებ დინას, უბრალოდ მის გალობას მოვისმენ. ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი ხნის შემდეგ მან შეძლო ემღერა, ეგალობა.
- რა თქმა უნდა, იარეთ. პირიქით ჩვენ გაგვიხარდება.
- და კიდევ, თუ დინა აქედან სხვაგან წასვლას დააპირებს, გთხოვთ გამაგებინოთ. ვერ შევძლებ მის დაკარგვას, მის გაუჩნარებას კიდევ ერთხელ ვერ გავუძლებ.
- კარგი, შვილო. დალოცვილი გამყოფოთ უფალმა. - ეღიმებოდა მამაოს.
- გაიხარეთ მამაო.
დინა უყურებდა მიმავალ აჩის, გული სხვანაირად ეწურებოდა, ისე ძალიან მოუნდა მისი ჩახუტება, სუნთქვაც კი გაუძნელდა.
- ნეტა, როდის მოვასწარით ასე შეყვარება? - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა დიდმანიძემ და კელიაში შებრუნდა.

***
ცხოვრების გზაჯვარედინის ახალი მიმართულების არჩევისას, ზოგიერთ შემთხვევაში დგება მომენტი, როდესაც ფიქრობ - ეს ის გზა არ არის, რომელიც შენია! ჩერდები!... შუა გზაში ჩერდები, უკან მოიხედავ და ხვდები, გზა, რომელიც დათმე ახალი გზის სანაცვლოდ ისევ გელოდება, თუმცა სიამაყე არ გაძლევს უფლებას უკან დაიხიო, ისევ დაბრუნდე ძველ რელსებზე. დგახარ შუა გზაში, ვერც წინ მიდიხარ და ვერც უკან ბრუნდები, ნერვიულ ბოლთას სცემ და ფიქრებში იხლართები... ძველი გზა თუ ახალი? იხედები უკან და გრძნობ ის შენია, შენი სწორი არჩევანი და მიმართულება. ბევრი ფიქრის დრო არ არის, დროულად უნდა გაკეთდეს არჩევანი, რათა უკან დასახევი გზა ძველ გზაზე არ დაიკარგოს. უნდა მიენდო გულს და უნდა დაბრუნდე იქ, სადაც გელიან!
კარების წინ იდგა, გული გამალებით სცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ცდილობდა. ხელების გულები ცივი ოფლით დაეცვარა, ვერ ხვდებოდა ასე ძალიან რატომ ღელავდა. იდგა და ფიქრობდა ზარი დაერეკა თუ დაეკაკუნებინა. ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და ზარის ღილაკთან თითი კანკალით მიიტანა. მოულოდნელად კარები გაიღო.
- დინა? - პირზე ხელი აიფარა გაოცებისგან ბიჭმა.
- მელო? - ზარისკენ გაშვერილი ხელი უკან დამალა დიდმანიძემ.
- აქ, აქ... აქ... - ენა აება, - აჩისთან მოხვედი?
- სახლშია?
- კი, ძინავს.
- შეიძლება შემოვიდე?
- კი, როგორ არა. ოღონდ მე თბილისში ვბრუნდები და პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, პირიქით მადლობა და მიხარია, რომ შევხვდით.
- კარგი, აბა დროებით. - ლიფტი გამოიძახა მელომ.
- დროებით.
- დინა.
- ხო, მელო.
- მიხარია, რომ დაბრუნდი. ის მთელი არსებით გელოდებოდა.
ფეხაკრეფით შეიხედა დინამ საძინებელში, სადაც აჩის მშვიდად ეძინა.
- ასე ადრე, რამ დააძინა? არადა „მთელი არსებით მელის“ თურმე! - ჩაიბურტყუნა და სამზარეულოში შევიდა, - ნეტა რა აქვს საჭმელი? - ქვაბებს თავსახური ახადა, - აშკარად დიეტაზეა, - დოინჯი გაიკეთა, - აბა ვნახოთ მაცივარში რა გვაქვს და რის გაკეთებას მოვახერხებ, - გამოაღო მაცივრის კარი, - ეს მგონი მართლა შიმშილობს, რატომ აქვს მაცივარი ცარიელი? კვერცხი და პომიდორი, ესაა სულ? კარგი, ჩიჟიბიჟს გავაკეთებ. - წინსაფარი მოირგო და ვახშმის მზადებას შეუდგა.
- მელო, აბა თბილისში მივდივარო? აღარ წახვედი? - მთქნარებითა და ზმორვით შევიდა აჩი სამზარეულოში და მაღლა ხელებაწეული გაშეშდა.
- გაიღვიძე? - უღიმოდა დინა.
დუმილი.
- მისმინე, ეგ ხელები მაღლა რატომ გაქვს? სიმართლე გითხრა ცეკვა არ ვიცი, დაისში ვერ გამოგეცეკვები. ისე იცი რა მიკვირს? ბებიაჩემა კარატეზე, მოდელების საგენტოში, რავი კიდე სად არ მატარა და ქართულის ცეკვაზე რატომ არ შემიყვანა ნეტა?
ისევ დუმილი.
- ეი, აჩი! - ხელი აუქნია დინამ, - ხმას რატომ არ იღებ? ხელები მაინც ჩამოწიე, ცოდო ხარ. - ეცინებოდა დიდმანიძეს.
აჩიმ ორი ნაბიჯი გადადგა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
- აჩიი, მაშინებ. - წინ დაუდგა დინა, - ასე არ მელოდი?
- მოდი ჩემთან... - მაჯაში ხელი მოჰკიდა, კალთაში ჩაიჯინა და მთელი ძალით მიეკრა, მიეწება, თითქოს შესისხორცება უნდოდა. - თუ მძინავს, გთხოვ არ გამაღვიძო და თუ რეალობაა, მაშინ მაგრად ჩამეხუტე, არ გამიშვა.
- აჩიი, - აწყლიანებულ თვალებში ჩახედა, - მითხარი ეს როდის მოვასაწრით? ასე როდის შეგიყვარდი?
- აი, მაშინ ძაღლებს, რომ გამოესარჩლე.
- იმ ღამეში ასეთი რა დამინახე?
- და მერე ოფისში, რომ მოვედი და მხოლოდ სახელი მომიგდე, დინა მქვია!
- ღმერთო ჩემო, - სახეზე ხელები აიფარა, - მე კი მახსოვს როგორ არ მომეწონე, მეთქი ამ თბილისს ხომ ვერსად გავექეცითქო!
- კაი ბატონო, მასე ხომ? ადექი მაშინ და როგორც უბრალოდ შენს კარის მეზობელს ვახშამი მაჭამე. არ მოვეწონე თურმე გოგოს! - ხელი უშვა გაბუსულმა.
- ნუ ბუშტავ მაგ დრუნჩებს, არ გიხდება. მიირთვი, ჩიჟიბიჟი გავაკეთე ბატონო აჩი!
- იფ, იფ რა სურნელია, რა გემრიელია. - გემრიელად ჩაილუკმა მერკვილაძემ, - გემრიელი კეთება იცით ქალბატონო დინა!
- კარგით ბატონო აჩი, მაშინ რადგან უბრალოდ მეზობლებად დავრჩით, ჩემს სახლში გავალ. - წინსაფარი მოიძრო და წასასვლელად მოემზადა დინა.
- დინა, - ჭამას თავი ანება აჩიმ, - რაც გაგიცანი, მას შემდეგ ყოველდღიურად ხომ წვეთ-წვეთობით აავსე ჩემი სიყვარულის ფიალა, შენი გაქცევით კი გული სამუდამოდ მომპარე და ახლა ასე უბრალოდ აპირებ წასვლას?
- დიახ! - სახე სასაცილოდ დამანჭა დინამ.
- აღარ გამოგივა, რადგან აქ ხარ! რადგან დაბრუნდი და ჩემს სახლში ხარ, აქედან ვერსად ვეღარ წახვალ.
- ეს ბრძანებაა? - თვალები მოწკურა დიდმანიძემ.
- არაა, საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება! მორჩა, წერტილი!
- ძაან აცანარებული ხარ ეს 30 წლის კაცი! - თმები აუჩეჩა.
- მართლა, - დინას სახე ხელებში მოიქცია, - შეიძლება არეულად ვსაუბრობთ, შეიძლება ჩვენი შეხვედრა ორივეს სხვანაირად წარმოგვედგინა, მაგრამ ჩვენ ხომ არაორდინალური ხალხი ვართ... სიმართლე გითხრა, ვფიქრობდი, რომ იქ სრულ სიმშვიდეს იპოვიდი და აღარ დაბრუნდებოდი აქ, არეულ სამყაროში. ეს ფიქრები ჭკუიდან მშლიდა, ვეგოისტობდი...
- ამიტომ აღარ დადიოდი ბოლოს წირვებზე?
- ხო.
- არადა, იცი როგორ გელოდი? როცა ვიცოდი წირვაზე იყავი ვგრძნობდი სხვანაირად ვგალობდი, როცა აღარ მოხვედი გონება მთლად გამეფანტა, ამოვარდი რიტმიდან და მივხდი, ჩემი ადგილი აქ იყო, შენთან.
- იცოდე, ასე აღარ წახვიდე და დამტოვო. მე მხარს დაგიჭერ და მუდამ შენთან ვიქნები.
- იცი ამ დროის მანძილზე მივხვდი, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებ და ზურგში დარტყმას ისევ მივიღებ, მე მაინც კარგად ვიქნები, რადგან არსებობ შენ, რომელსაც ვენდობი, რომელიც მენდობა და შენს გამო ზურგში დანის ჩარტყმის ტკივილსაც კი გავუძლებ!
- ჩემო, - ნაზად შეეხო დინას ტუჩებს აჩი. - მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს.
- მეც. - გულთან მიეხუტა.
- ვინ მირეკავს? - მობილურის ხმა ცივად გაისმა, - ნატაა.
- უპასუხე, - ჭურჭლის ალეგაბას შეუდგა დინა.
- ხო, ნატა.
- გამარჯობა აჩი, როგორ ხარ?
- კარგად და შენ?
- მეც არამიშავს. რაზე გაწუხებ, მანქანა ვიპოვე.
- რა მანქანა?
- დინას ძველი მანქანა, გასაყიდად დევს ერთ-ერთ საიტზე და ნომერიც მითითებულია.
- ანუ მანქანას ყიდის?
- ალბათ, მაგრამ არ დაურეკავ? იქნებ ის არის და მისი ახალი ნომერი აქვს მითითებული?
- კარგი, კარგი, მომწერე და დავურეკავ.
- კარგი და გამაგებინე რა პასუხი, ვღელავ ძალიან.
- კი, გაგაგებინებ. - მობილური მაგიდაზე დადო, - დინ, - ნიკაპით მხარზე ჩამოეყრდნო, - რას აპირებ?
- რაზე? - ჭურჭლის ქაფვა არ გაუჩერებია დიდმანიძეს.
- არ აპირებ ნატას დაელაპარაკო? ხომ უნდა გაერკვეთ?
- ხო, არვიცი, კი, ალბათ...
- გაუშვი ხელი ამ ჭურჭელს და შემომხედე, - მხრებში მოკიდა ხელი, დინამ აცრემლებული თვალები ძირს დახარა, - რატომ ტირი? - თავი ააწევინა აჩიმ, - საუბარი აუცილებელია, იმისთვის რომ გულში ეჭვები და სევდა არ დაგრჩეს. აუცილებელია, გაიგო მეორე მხარის პოზიცია და მიიღო მისი აღიარება, შეიძლება არ დაეთანხმო, არ აღადგინო ძველი ურთიერთობები, მაგრამ გულისწყევტა და სინდისის ქეჯნა არ შეგაწუხებს. ვიცი, არ ელოდი ნატასგან ამას, მაგრამ ადამიანები აფექტის მდგომარეობაში არადეკვატურები ვართ, გაიხსენე თუნდაც შენი წარსული, აფექტის მდგომარეობაში ორჯერ ჩააყენე შენი სიცოცხლე საფრთხეში. არ გეგონოს ნატას ვამართლებდე, უბრალოდ ვერ წარმოიდგენ როგორ ცუდ დღეშია, როგორ განიცდის, იცი, რომ ანანია არ ელაპარაკება?
- ანანია? რატომ?
- შენი აზრით?
- კარგი, მოვიფიქრებ მაგ საკითხს, მაგრამ არ იცის ნატამ, რომ მნახე?
- არაა, არავისთვის მითქვამს, მხოლოდ ბიჭებმა იციან.
- ოხ, რა ხარ რაა. - ცხვირზე აკრა თითი.
- შენი გულის მალამო ვარ. - სახე ჩაუკოცნა და გულთან მაგრად ჩაიკრა, - დღეს ჩემთან რჩები, ვერ გაგიშვებ.
- მოიცა მხოლოდ დღეს? მეგონა, რომ სულ მიტოვებდი. - ტუჩები სასაცილოდ გაბუშტა.
- ანუ ახლა შენ მე ხელი მთხოვე?
- წავედი, მე კარგად... - სამზარეულოდან გაიქცა დინა, აჩიმ მისაღებში დაიჭირა დიდმანიძე, გული გამალებით უცემდათ ორივეს.
- დღეიდან ჩემი ხარ და ვერსად ვეღარ გამექცევი, იცოდე! - მთელი ვნებით დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს და ვნების მორევში შეცურეს.

***
უმეგობრო ადამიანი, მარტოსული ხეაო უთქვამთ. მარტოსული ყველა ცოცხალი თუ არაცოცხალი არსება ცოდვაა, მაგრამ ცოცხალ არსებებს არაცოცხლებისგან განსხვავებით უფრო გვიჭირს სიმარტოვე, მუდამ ვეძებთ ნავსაყუდელს, სადაც თავს შევაფარებთ დარსა თუ ავდარში. ბევრჯერ შეცდომებსაც ვუშვებთ, ვკარგავთ მათ ვინც ჩვენთვის ძვირფასია ან პირიქით, ისინი გვკარგავენ. დაკარგულის პოვნა ან კავშირის აღდგენა იმაზე რთულია, ვიდრე ახალი ნავსაყუდელის პოვნა თუ აშენება.
- ვინ უნდა იყოს? ვითომ აჩი მობრუნდა? - ინსულინის ნემსი ნაგვის ურნაში ჩააგდო და ღიღინ-ღიღინით გაემართა კარების გასაღებად, - შენ? - მოულოდნელობისგან შეკრთა დინა.
- შეიძლება? - თავდახრილი იდგა კარებში ნატა.
- კი, კი შემოდი, შედი მისაღებში და მეც მალე მოვალ, გაზქურას ჩავაქრობ.
მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა როხვაძეს, სუნთქვაც უძნელდებოდა, ცდილობდა შინაგანი ღელვა და თრთოლვა არ შეემჩნია. მორიდებით ჩამოჯდა მდივანზე.
- აბა, როგორ ხარ? - მხიარულად იკითხა დინამ, ცდილობდა დაძაბული სიტუაციის განმუხტვას.
- მიხარია, რომ კარგად ხარ. - ხმა უკანკალებდა ნატას, - მაპატიე, რომ ისეთი მეგობარი არ ვიყავი შენთვის, დავარღვიე ის შეთანხმება, რომელიც მე დავდე შენთან და გული გატკინე... - ცრემლებს ძლივს იკავებდა.
- ნა..
- გთხოვ, არ შემაწყვეტინო... - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ნატამ, - ვიცი იმედები გაგიცრუე, ვიცი უპატიებელია ჩემი საქციელი, მაგრამ გამიხარდება თუ ოდესმე მაპატიებ და ცუდად არ გამიხსენებ... - წამოდგა წასასვლელად.
- ჰეი, - გაბრაზებით წამოიძახა დინამ, - ისევ იგივე შეცდომას იმეორებ?
- შეცდომას?
- ხო, ისევ ისე მიდიხარ, რომ ჩემს პასუხს არ ელოდები. იქნებ მეც მაქვს სათქმელი? როგორც მაშინ? მოხვედი, შენი სათქმელი მითხარი და ასე უნდა წახვიდე?
ნატამ უკან დაიხია და ძველ ადგილს დაუბრუნდა.
- მისმინე, - მისკენ გადაიხარა დინა, - შეცდომებს ყველა ვუშვებთ ნებით თუ უნებლიეთ და ეს არ არის დიდი ტრაგედია, ტრაგედია რომელიც არ გამოსწორდება. ტრაგედია ის არის, როცა ვერ ხვდები რა შეგეშალა და ცხოვრებას ნარცისივით აგრძელებ. დიახ, ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა... მე ის, რომ მეგონა თუ ჩემს წარსულზე არ ვისაუბრებდი, ის სამუდამოდ გაქრებოდა... მე არ ვიყავი გულახდილი შენთან, მითუმეტეს ჩემი ფსიქოლოგი მაფრთხილებდა იყავი გახსნილი, იყავი ლაღი, ეს უფრო დაგეხმარება დაძლიო წარსულის შიშები და იცხოვრო ბენიერად მომავალში. ორივე ვართ დანმაშავე, ჩენი დაუდევრობის გამო ჩვენი გზები გაიყო. სიმართლე, გითხრა მთელი ეს დრო რაც ერთად გავატარეთ, ის მოგონებები, რაც ერთად შევქმენით დღემდე გაფიქრებისას ღიმილს მგვრის და მენატრება, ამიტომ, - ხელი ჩასჭიდა მეგობრის ხელებს, - მე მინდა, რომ ეს გზები, ისევ გადაიკვეთონ და ერთი მიმართულებით ისევ ვიაროთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი გამოცდა იყო ჩვენი მეგობრობის, თუ როგორ გავუძლებდით და რადგან ორივეს გვიჭირს ერთმანეთის გარეშე, გვტკივა უერთმანეთობა, მოდი ახალი გზით ისევ ერთად ვიაროთ, ჰა?
- დიინ, - ატირებული ჩაეკრა გულში მეგობარს ნატა.
- აი, მეც დავბრუნდიი... - პარკებით ხელში შევიდა ოთახში აჩი, - ნატა? მოიცა, რატომ ტირით?
- ისე, არ მოგვაქციო ყურადღება. - ცრემლებს იწმენდნენ გოგოები.
- კარგით, მაშინ ჩემს საფირმო ჩაიზე გეპატიჟებით. - მიხვდა აჩი გოგონების შერიგების ამბავს.
- იცით, - ცხელი ჩაი მაგიდაზე დადო დინამ, - ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ვისაც მე მეგობრებს ვეძახდი, მათთვის სულს და გულს დავთმობდი, მათი გაღიმება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. სულ ვცდილობდი მათ სახეზე ბედნიერი ღიმილი ყოფილიყო და თვალებს სიხარულით ეციმციმათ. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებდი ყველა ურთიერთობებში. მეგონა, რომ თუ დამჭირდებოდა ისინიც ასე მოიქცეოდნენ, მაქსიმუმს თუ არა რაღაც ძალისხმევას მაინც არ დაიშურებდნენ ჩემთვის, მაგრამ, ხო მაგრამ მერე როცა მარტო დავრჩი მივხვდი, რომ მე არასოდეს მყოლია მეგობარი, მეგობარი რომელთანაც გულღია ვიქნებოდი და რომელსაც ვეყვარებოდი, ისე როგორც მე მიყვარდა. მიმიღებდა ისეთს როგორიც ვიყავი და მხარს დამიჭერდა, ჩემი ტკივილი ეტკინებოდა და ჩემი სიხარული მისი სიხარული იქნებოდა... როცა რამეს მთხოვდნენ შემეძლო ჩემი საქმე მიმეტოვებინა, ფეხით მევლო, წვიმაში, ქარში სიცხეში და თხოვნა აუცილებლად შევასრულებდი, მერე მივხვდი, რომ ჩემს შემთხვევაში თავს არავინ იწუხებდა, ყველა რაღაც უმნიძნელო მიზეზს იგონებდა, რომ თუნდაც მცირედი თხოვნა შეესრულებინათ ჩემთვის, არადა ბევრს არასოდეს ვითხოვდი, ჩემთვის სულ მცირე ყურადღებაც საკმარისი იყო. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენ ორნი მყავხართ, ვიცი თქვენ ისეთ მეგობრობას მაჩუქებთ, როგორიც მე ვარ. მჯერა, ის დაბრკოლებები რაც გავიარეთ ჩვენი გაძლიერების გზაჯვარედინი იყო. მიყვარხართ, მთელი გულით.
- კარგი, ახლა თავიდან ნუ ამატირებ. - გულთან მიიხუტა ნატამ დინა.

***
სიყვარულის გაზომვა ან გამოზოგვა შეუძლებელია. შეუძლებელია დათვალო მოფერება, კოცნა, ჩახუტება... რაც მეტ სიყვარულს გავცემთ, რაც მეტს ჩავეხუტებით ეს ჩვენს ტვინში ბედნიერების პატარა შუქურებს აანთებს და სრულ ჰარმონიას მოგგვრის.
- ძილისგუდა, - ყურთან ნაზად კოცნიდა აჩი დინას, - გაიღვიძეე, ნახე რა ლამაზი ამინდია, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო.
დინა გადმობრუნდა, ბიჭს ხელები მაგრად მოხვია და ისევ ძილი განაგრძო.
- დიინ, ნუ მაიძულებ სხვა ხერხებს მივმართო.
- სად მივდივართ? - თავი არ ამოუწევია ისე ამოიბუტბუტა.
- თუ გითხარი, სიურპრიზიც არ გამოვაო. თან ნახე რაები ვიყიდე.
- აჩიი, - უცებ გამოფხიზლდა დინა, - საიდან იცოდი იასამნისფერი, რომ მიყვარდა? მოიცა შენც ასეთი ფერი ჰუდი იყიდე?
- წყვილი ვართ და მინდოდა ერთი ფერის ზედები გვქონოდა.
- რა საყვარელი ხაარ. - აკოცა გახარებულმა. - მიხდება? - გულთან მიიდო ზედა.
- შენ ყველაფერი გიხდება. წარწერები ნახე?
- He is my boy, She is my girl, არა რაა სასწაული რომანტიკოსი ხარ. მომწონს ეს შენი შინაგანი მე, რომელიც ძალიან ჩემია და მხოლოდ მე ვიცი. - გახარებული დახტოდა დინა.

წყვილი ნელა მიუყვებოდა ფალიაშვილის ქუჩას. ჰაერში სასიამოვნო გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა და გულში სხვა ჰარმონია შემოქონდა.
- მაგნოლიაა. - შორიდინა დაინახა დინამ წითლად აფეთქებული მაგნოლია, რომელიც თითქოს მთელს ქალაქს ანათებდა.
- ხომ დაგპირდი, რომ ერთად მოვიდოდით აქ.
- საიდან გახსოვდა? - ხიდი სირბილით გადაიარა დინამ და ხის სილამაზის ტკბებოდა.
- ეგ მწყინს, როცა ამბობ, საიდან გახსოვდა? მე ყველაფერი მახსოვს შენზე და მემახსოვრება.
- როგორი სილამაზეა, როგორ მომწონს. მადლობა, რომ აქ მომიყვანე, რატომღაც სულ არ მახსოვდა. - მიეხუტა გულთან.
- თანახმა ხარ?
- რაზე? - კითხვაზე კითხვით უპასუხა დინამ.
- რომ ხელი ჩამჭიდო და სიცოცხლის ბოლომდე არ გამიშვა?
- ჰმ1 - ბედნიერმა ღიმილმა გაუპო ბაგე დინას, აყვავებულ მაგნოლიას თვალი მოავლო და გაშლილი ხელი გაუწოდა აჩის, - აჰა, ჩემი ხელი.
აჩიმ გაწვდილ ხელს მისი ხელი ჩასჭიდა და ბედნიერი წყვილი ნელი ნაბიჯით გაუყვა მდინარე რიონის სანაპიროს.

და მართლაც, როგორი უცნაური და რთულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზები, გზაჯვარედინები, ჩიხები თუ შუკები, ისინი ჩვენი გასავლელია!
ცხოვრება და გზაჯვარედინები ხომ განუყოფელია! ზოგჯერ სწორი, ზოგჯერ არასწორი მიმართულებებით ვივლით, ბევრსაც ვიცინებთ, ბევრსაც ვიტირებთ, ბევრსაც ვინანებთ, თუმცა მთავარია ამ გზაჯვარედინებში ის არის, რომ ჩვენი გზა იმ ადამიანის გზის კვეთას დაემთხვეს, რომელიც ხელს მყარად ჩაგჭიდებს და ცხოვრების ბოლო გზაჯვარედინამდე თან გაგიყოლებს...


__________________________________

მადლობა ყველას ვინც წაიკითხა ჩემი ისტორია, ისტორია გამოგონილი პერსონაჟებით რეალური ამბებით რეალურ ქალაქში.



№1 სტუმარი Marimari

Lamazi, kargi da sayvareli istoria iyo, cxovrebiseuli movlenebit, tavidanve vkitxulobdi. Warmatebebi:-)

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

gamartuli. saintereso siujetit. cxovrebiseuli problenmebita da irtiertobebit savse iatoria iyo. zalian momecona yochagg. mravals daescarot

 


№3  offline წევრი სესილია

Marimari
Lamazi, kargi da sayvareli istoria iyo, cxovrebiseuli movlenebit, tavidanve vkitxulobdi. Warmatebebi:-)


მიხარია მარიამ ???? ბედნიერი ახალი წელი შენ ????

Qeti qimucadze
gamartuli. saintereso siujetit. cxovrebiseuli problenmebita da irtiertobebit savse iatoria iyo. zalian momecona yochagg. mravals daescarot


მადლობა ქეთი ???? ბედნიერი ახალი წელი შენც ????

 


№4 სტუმარი Marimari

სესილია
Marimari
Lamazi, kargi da sayvareli istoria iyo, cxovrebiseuli movlenebit, tavidanve vkitxulobdi. Warmatebebi:-)


მიხარია მარიამ ???? ბედნიერი ახალი წელი შენ ????

Qeti qimucadze
gamartuli. saintereso siujetit. cxovrebiseuli problenmebita da irtiertobebit savse iatoria iyo. zalian momecona yochagg. mravals daescarot


მადლობა ქეთი ???? ბედნიერი ახალი წელი შენც ????

Shenc aseve chemo kargo????

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

არ ვიცი კომენტარი გამოჩნდება თუარა მაგრამ მაინც დავწერ ამ შესანიშნავ ისტორიაზე, რომელიც ემოციებით სავსე იყო, იმდენად მძაფრი შეგრძნებები გამოიწვია ადამიანების მანკიერმა თვისებებმა, ისე კარგად ჩანს ადამიანის ნათელი და ბნელი სახე ამ ისტორიაში, ყველა გრძნობა, იჩენს თავს, უნდობლობა შური, ბოროტება, და ამ ყველა გრძნობა განწირული ადამიანები, ისევე როგორც დინა, ქაოსური ემოცია გამოიწვიე, ბრაზს, იმედგაცრუებას, ცრემლი მოყვა, ცრემლს გაღიმება, და აღფრთოვანება, იდეალური აჩი და ძლიერი ქალის მაგალითი დინა, ძალიან ძალიან კარგი იყო, კიდევ ერთხელ განახე ამ ისტორიით, რომ სანამ ვცოცხლობთ მრავალი გზაჯვარედინის გადაკვეთა მოგვიწევს და გვინდა თუ არა ძალა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში, რომ ახალ გამოწვევების არ შევუშინდეთ, დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ისტორიისთვის

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მოკლედ მინდა გითხრა მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი რადგან ამ ისტორიამ მართლავ რომ ჩამითრია და ამ ყველაფრის ზემოქმედების ქვეშ ვარ♥️

აი მართლაც ყველაფერი ისე დეტალურად გაქვს გადმოცემული და აღწერილი და ყველაფერი ისე ჩანს თითეულთან რომ არ შემიძლია ამის ესე დატოვება♥️

მიხარია რომ ასე ღრმად გადმოეცი ყველაფერი მართლა საოცრება ნამუშევარია ჩემთვის და მიხარია რომ იქმნება ასეთი ისტორიები რომელთანაც ყველაზე მეტი ემოცია მოთავსებული♥️

მართლა ისეთი გრძნობა დამიტოვე რომ ჯერ კიდევ ვერ ვყალიბდები რისი თქმა მინდა და მადლობა ამისთვის
მე მომწონს ეს გრძნობა
მიხარია რომ ისტორია იმდენად ძლიერია რომ
მაფორიაქებს და მრევს..♥️♥️
მადლობა შენ ამისთვის და კიდევ გელოდები♥️

 


№7  offline წევრი სესილია

Daldoni Daldoni
არ ვიცი კომენტარი გამოჩნდება თუარა მაგრამ მაინც დავწერ ამ შესანიშნავ ისტორიაზე, რომელიც ემოციებით სავსე იყო, იმდენად მძაფრი შეგრძნებები გამოიწვია ადამიანების მანკიერმა თვისებებმა, ისე კარგად ჩანს ადამიანის ნათელი და ბნელი სახე ამ ისტორიაში, ყველა გრძნობა, იჩენს თავს, უნდობლობა შური, ბოროტება, და ამ ყველა გრძნობა განწირული ადამიანები, ისევე როგორც დინა, ქაოსური ემოცია გამოიწვიე, ბრაზს, იმედგაცრუებას, ცრემლი მოყვა, ცრემლს გაღიმება, და აღფრთოვანება, იდეალური აჩი და ძლიერი ქალის მაგალითი დინა, ძალიან ძალიან კარგი იყო, კიდევ ერთხელ განახე ამ ისტორიით, რომ სანამ ვცოცხლობთ მრავალი გზაჯვარედინის გადაკვეთა მოგვიწევს და გვინდა თუ არა ძალა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში, რომ ახალ გამოწვევების არ შევუშინდეთ, დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ისტორიისთვის


უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. თქვენ სწორად დაინახეთ და შეაფასეთ ის დეტალები რისი გადმოცემაც მსურდა. მადლობა თქვენ ამ სიტყვებით უდიდესი სტიმული მომეცით ☺

ტკბილიწიწაკა
მოკლედ მინდა გითხრა მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი რადგან ამ ისტორიამ მართლავ რომ ჩამითრია და ამ ყველაფრის ზემოქმედების ქვეშ ვარ♥️

აი მართლაც ყველაფერი ისე დეტალურად გაქვს გადმოცემული და აღწერილი და ყველაფერი ისე ჩანს თითეულთან რომ არ შემიძლია ამის ესე დატოვება♥️

მიხარია რომ ასე ღრმად გადმოეცი ყველაფერი მართლა საოცრება ნამუშევარია ჩემთვის და მიხარია რომ იქმნება ასეთი ისტორიები რომელთანაც ყველაზე მეტი ემოცია მოთავსებული♥️

მართლა ისეთი გრძნობა დამიტოვე რომ ჯერ კიდევ ვერ ვყალიბდები რისი თქმა მინდა და მადლობა ამისთვის
მე მომწონს ეს გრძნობა
მიხარია რომ ისტორია იმდენად ძლიერია რომ
მაფორიაქებს და მრევს..♥️♥️
მადლობა შენ ამისთვის და კიდევ გელოდები♥️


მადლობა და მადლობა ☺ ისეთი გახარებული ვარ ასეთი შეფასებისთვის. მიხარია, რომ ჩემმა შრომამ ასეთი შეფასება მიიღო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent