ისევ შენ?! (I თავი)
ისევ შენ?! ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, თითქოს ვიცით, გაგონილი გვაქვს ეს ფრთაშესხმული ფრაზა, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე ვდგებით, მაინც გვიკვირს, მაინც სახტად გვტოვებს ეს მოულოდნელობა და ვუბრუდებით მეორე, მაგრამ უფრო საორჭოფო ფრთაშესხმულ მოსაზრებას :-არსებობს თუ არა ბედისწერა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბედისწერის არსებობა-არარსებობას ხშირ შემთხვევაში უფრო ბედნიერებას უკავშირებენ, ვიდრე უიღბლობას, ან უკიდურეს შემთხვევაში-უბედურებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს?! - ჩემი ცხოვრების მუდმივი თავსატკივარია ეს ფრაზა. თითქოს, რეალობას არაა მოკლებული, მაგრამ დილას ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, გადავწყვიტე, რომ მოდი და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნი და ბონუსად სხვა ადამიანების სიცოცხლესაც თან გავიყოლებთქო, ვჯდები მანქანაში, მივდივარ საშუალო სიჩქარით, ამ დროს გზაზე გადმოხტება ბავშვი, მე იმ მიზნით, რომ ბავშვს არ დავეჯახო, სასწრაფოდ ვამუხრუჭებ, ჩემ ამ ქცევას ფეხს ვერ უწყობს ჩემ უკან მდგომი მანქანა, დამუხრუჭებას ვერ ასწრებს და მთელი ძალით მეჯახება. ჰაჰ... როგორი ძლევამოსილი ვარ ღმერთო ჩემო, არა მხოლოდ ჩემს ბედს, თურმე სხვის ბედსაც განვაგებ... ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, არავითარი შემთხვევითობა... როგორც ამერიკელები ამბობენ :-:-bullshit. ჩემს ბედს მე თვითონ ვქმნი, ვიცი ეს და ამ განწობით მივდივარ გაზეთების ჯიხურთან, ვყიდულობ ლატარიის ბილეთს და საღამოს საინფორმაციოს მეშვეობით ვიგებ, რომ რვავე ციფრი სწორად გამოვიცანი და 2 მილიონი მოვიგე, მე ისეთი თავდაჯერებული ვარ.. პფფ.. რა ბედი, რა სისულელეა, მე თვითონ შევუქმენი ჩემს თავს ასეთი რეალობა, თორე რა იღბალზე ან ბედისწერაზეა ლაპარაკი, რაღაც ზებუნებრივმა ძალებმა ჩამძახეს, ადექი, ჩადი ჯიხურში, ეს 8 ციფრი ჩაწერე და შენ მოიგებ 2 მილიონსო... კიდევ ერთხელ- bullshit. კარგი, სარკაზმს რომ თავი დავანებო, გულწრფელად მჯერა, რომ ბედისწერა არსებობს და ყველა ადამიანს, მეტ-ნაკლებად აქვს თავისი ბედი, რომელიც პატარ-პატარა დეტალებით სახეცვლილი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთი შედეგით გვევლინება. თუმცა, როგორც ავღნიშნე, მე გულჩათხრობილ მეოცნებესა და რომანტიკოსს, ბედისწერა რატომღაც ბედნიერებისთვის ბრძოლაში უფრო მესახება. რომ გავიგებ, ვიღაცებმა იქორწინესო, მერე ისტორიას მოვვისმენ, თურმე საბავშვო ბაღში შეხვედრილან პირველად ერთმანეთსო, გადაწყვეტილია იქ ჩემთვის ყველაფერი. ესეიგი ბედისწერა იყო მათი შეხვედრა და შეხვდენენ კიდეცთქო. მაგრამ თუ ასეა, მაშინ რატომ არის, ამდენი ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობებით გატანჯული? რა უფრო სწორია, ვეძებო ჩემი ბედნიერება მე თვითონ? თუ დავჯდე და დაველოდო, როდის მოვა ის ჩემთან? პარადოქსია, მაგრამ ჩემი აზრით ბედნიერების გამიზნულად მოპოვება შეუძლებელია, ბედნიერება თავად უნდა მოვიდეს ჩვენთან, ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება,როცა ადამიანი თვის თავს რამე უფრო დიად მიზანს უძღვნის. თუ ბედნიერებისკენ მუდმივად მივდივართ, ეს დამღლელი და მტანჯველი იქნება. შესაბამისად, ბედნიერების მოსაპოვებლად, მისი არსებობა უნდა დავივიწყოთ. მაღვიძარას ყურისწამღებმა ხმამ წამიერად გამომაფხიზლა სასიამოვნო სიზმრისგან და მწარედ დამახეთქა რეალობაში. ცალი თვალი მოვჭუტე და ისე დავხედე ტელეფონის ეკრანს, დილის 6 საათი ხდებოდა. ფანჯარაში გავიჭყიტე და ადრიანი გაზაფხულის დილა თენდებოდა, ჯერ მაინც იგრძნობოდა სუსხი ჰაერში, მაგრამ ახლადდაბრუნებული ფრინველების ჟღურტული ჩემს აივანზე მაღვიძარის გამორთვის და ძილის გაგრძელების სურვილს მიქრობდა. ჩიტების შესრულებით მოსმენილმა სამოტივაციო მუსიკამ და გაზაფხულის დილის სურნელით გაჯერებულმა გარემომ არაჩვეულებრივ განწყობაზე დამაყენა. მაშინვე უკუვაგდე სიზარმაცე და 25 წლის განმავლობაში პირველად არ გავტეხე წინა ღამით დადებული სიტყვა, რომ მეორე დილით ადრე გავიღვიძებდი და სარბენად წავიდოდი. იმაზე მეტად, რომ ტონუსში მინდოდა მოსვლა, ვცდილობდი თავი ჰოლივუდური ბრჭყვიალა ფილმის მთავარ პერსონაჟად წარმომედგინა. აი იმად, დილით მზის ამოსვლასთან ერთად რომ იღვიძებს, ისეთ საოცარ ფორმაში, პირის დაბანაც რომ არ სჭირდება, მერე სპორტულად იცვამს და ისე დარბის 10-15 კმ-ს გრამ ოფლს ვერ იპოვით მის სახეზე. მერე სახლში დაბრუნებული შხაპს იღებს, იპრანჭება და ქუსლების კაკუნით მიდის სამსახურში, თან გამვლელების ხარბ მზერას იყოლებს. კიდევ კარგი, ხაზი გავუსვი ჰოლივუდურ ფილმებშითქო, თორემ ჩემი რეალობა ბოლივუდურ თრილერს უფრო წააგავდა. ჯერ ახალგაღვიძებულმა სარკესთან რომ გავიარე, მე თვითონ შევხტი, მერე ძუნძულის დროს სექსუალური მოძრაობების ნაცვლად, ისე ვირხეოდი, როგორც ძროხა ყინულზე და ბოლოს, სირბილის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში ისეთი ოფლიანი ვიყავი, ოფლის წვეთები წარბებიდან წვეთავდა. გულამოვარდნილმა ძლივს მივაღწიე სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე პარკს და იქ დავაპირე სირბილის გაგრძელება. რამდენიმე წუთი ღრმად ვსუნთქვადი, რომ როგორმე დაღლილობის შეგრძნება მომეხსნა. როგორც იქნა, შედარებით აღვიდგინე ენერგია და განვაგრძე არაადამიანური მოძრაობებით „სირბილი“, რომ ამ დროს ჩემკენ დაახლოებით ჩემნაირი მოძრაობებით მოძუნძულე ნაგაზი დავინახე. როგორც შორიდან აღვიქვი დაახლოებით ჩემი სიმაღლე უნდა ყოფილიყო, ან უფრო მაღალი. მართალია, ძაღლებზე ვგიჟდები და მათთანაც დიდი პოპულარობით ვსარგებლობ, მაგრამ ვერ გავრისკე ამხელა ძაღლთან შეთამაშება, მითუმეტეს, ახლოს პატრონს ნამდვილად ვერ ვხედავდი. -ჯანდაბა, სირბილი გინდოდა? ჰოდა, მიდი და ირბინე ირინა, ძაღლი ისე გამოიყურება, ბათუმამდე რომ ირბინოს, არ დაიღლება და მე მაქსიმუმ 100 მეტრი შევძლო და კი ვეყოფი ორ ლუკმად. არა, რა სირბილი ამიტყდა, დაიძინე რა, გამოვედი მეც უსეინ ბოლტი რაა...- საკუთარ თავზე გაცოფებული, ხმადაბლა ვბურდღუნებდი და ძალისხმევას არ ვიშურებდი, რომ როგორმე ტემპისთვის მომემატებინა, უკან გახედვისაც კი მეშინოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკვე ჩემს ფეხებთან იყო და ერთ ნაბიჯში მომაჭამდა ორივე ფეხს. გადარჩენის ინსტიქნტი მაინც თავისას შვრება, ჩემს თავს ვაჯობე და საკმაოდ სწრაფად გავრბოდი, არ ვიცი, შეიძლება, იმ მომენტში მეჩვენებოდა, რომ ძალიან ბევრი გავირბინე, მაგრამ დღემდე გულწრფელად მჯერა, რომ სულ მცირე- კილომეტრი დავფარე. როცა ყველაზე კრიტიკული პერიოდი გადავლახე და დაღლა უკუვაგდე, სწორედ ამ დროს წავაწყდი ისეთ ხეს, რომლეზე აძრომასაც ადვილად შევძლებდი. არც დავაყოვნე, მაიმუნს შეშურდებოდა ისეთი სისწრაფით ავფორთხდი და ხის წვერზე მოვიკალათე, იმაში დარწმუნებულმა, რომ ძაღლი იქ ნამდვილად ვერ მომწვდებოდა. არც შევმცდარვარ, იდგა ქვევით და ყეფით იკლებდა არემარეს. მანამდე თუ უკან მიხედვის და ძაღლზე შეხედვის მეშინოდა, ახლა სრულებით თავდაჯერებულმა გავუყარე თვალი-თვალში და ზუსტად მაშინ, როცა მივხვდი რომ მე- მე ვიყავი და ის-ის იყო, საკუთარი თავი გამარჯვებულად შევრაცხე, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ გადავწყვიტე ძაღლთან „თამაში“ და არ მივეცი ჩემი დაგლეჯვის საშუალება და მეორე იმიტომ , რომ ამხელა ძაღლს გავასწარი და თავი გადავირჩინე. -ბიჭოოო..... ესენი მთაში რომ მიყავთ, ცხვრის ფარაში, სამ მგელს ერთდროულად ერევიან და მე ხო სულ სახის ძვლით მათრევდა...- გავიფიქრე შეშინებულმა და კიდევ ერთხელ ჩავხედე, ოდნავ დაწყნარებულ „ცუგოს“.- არა, ძაღლს კი გამოვასწარი, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვიჯდე ბუსავით ამ ხეზე? ან პატრონი არ გყავს შე უბედურო, ან რამ გაგამწარა ასე დილაუთენია, წადი, დაწექი დაიძინე რა...-ვებურდღუნებოდი ძაღლს და ვგრძნობდი, დაღლილობისგან და ამდენი ემოციისგან მისავათებულს, როგორ მიმძიმდებოდა თვალები, ბოლოს რაც მახსოვს, ის იყო რომ თავი ხეს მივადე, მჭიდროდ შემოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში, მაგრამ გონზე ფეხების გაბუჟებით გამოწვეულმა ტკივილმა მომიყვანა. ძლივს გავახილე თვალები და ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, თანახმა ვიყავი, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ხის ტოტზე გამეტარებინა. საბოლოოდ რომ გამოვფხიზლდი, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რატომ შემოვსკუპდი ხეზე და ეჭვის თვალით ჩავიხედე დაბლა, მაგრამ იქ ძაღლის ნაცვლად, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი დამხვდა. -ღმერთო, რა ლამაზია...- აღმომხდა გაოცებით და კიდევ ერთხელ, დაკვირვებით შევხედე. მაღალი იყო, ისეთი განიერი მხრები ჰქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სპორტსმენი იქნებოდა, თან სპორტულად იყო გამოწყობილი, განიერ მხრებს სინქრონულად ერწყმოდა წვრილი წელი და გამოყვანილი მკერდი, რომელიც მოტკეცილ მაისურში ბევრად უფრო გამომწვევად გამოიყურებოდა, კისერზე ოდნავ ძარღვი ამობერვოდა. ტუჩები თხელი ჰქონდა, ვიფიქრე, რომ ძალიან მკაცრი და უხასიათო იქნებათქო, ცხვირი ისეთი სწორი ჰქონდა, ფანქრით იდეალურად შესრულებულს მიუგავდა, მაგრამ რამაც აღფრთოვანება გამოიწვია, იყო შავი, თვალ-წარბი, აწეული წარბებიდან და უხვად დაყრილი ხშირი წამწამიდან ისე აბრიალებდა ნახშირივით შავ თვალებს, წამიერად შიშმა ამიტანა. -ეს ალბათ არასდროს იცინის.- გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ფიქრი დასრულებული არ მქონდა მისი ბოხი, თუმცა დაბალი ბარიტონი რომ გავიგე. -ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო...-წარმოთქვა ღიმილით და გული მართლა ისე ამიჩქარდა, როგორც პატარა, შეშინებულ ჩიტს. სიცილის დროს მთელი სახე უნათდებოდა, მანამდე წარმოდგენილი უხეში ბიჭისგან მხოლოდ პატარა ნაპერწკალი დარჩა. იცინოდა და შავი თვალები ისე უბრჭყვინავა, როგორც ფოერვერკებით განათებული ღამეა. ხმა კი ისეთი მელოდიური ჰქონდა, მეგონა, თითქოს წაიღიღინათქო. -რაო, ბატონო მელაო? -თავი ხელში ავიყვანე და ღიმილითვე ვუპასუხე. -ერთი პასუხი გამეცი, თორემ შავ დღეს დაგაყენებ. ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წანდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენც. -ბოლო სიტყვაზე რამდენიმე წამით შეყოვნდა, შემდეგ კი გამომცდელად შემათვალიერა. -შევშინდი ჩემო ბატონო, მიბოძეთ კითხვა აბა?-გახალისებული, უყოყმანოდ ავყევი თამაშში. -გეხვეწები მითხარი, რას აკეთებ, დილის 7 საათზე ხეზე და თან მძინარე? ჩიტისთვის დიდი ხარ, ციყვიც ვერ იქნები, კუდი არ გაქვს. -მსჯელობდა სიცილით და თან ისეთი დაკვირვებით მათვალიერებდა, სრულიად მიფანტავდა ყურადღებას. -ვვარჯიშობდი. -ავბუზღუნდი მე. -ვაა... რაც თავი მახსოვს, ყოველ დილით დავრბიბარ, მაგრამ არავის არასდროს უთქვამს, თუ ხეზე დილით ძილი კუნთებს ამაგრებდა.-მსჯელობას არ წყვეტდა ის. -როგორი დაკვირვებული ხარ.-საბედნიეროდ, ცინიზმი არც მე მაკლდა.- არა, დავრბოდი, მაგრამ დიდი ნაგაზი დავინახე და თავის გადარჩენის მიზნით, გავიქეცი, მერე ეს ხე დავინახე და ამოვფორთხდი, მერე კი ნამდილად არ მახსოვს , როგორ ჩამეძინა. -სხაპასხუპით მოვუყევი და მხოლოდ მერეღა გამახსენდა, რომ სამსახურში ვიყავი წასასვლელი.- ვაიმეე.... -აღმომხდა შეშინებულს და ადგილზე ავფართხალდი. -რა დაგემართა?-მკითხა შეშფოთებულმმა და წამიერად ჩაუქრა თვალებში ვარკვლავები და უკუნი ღამესავით ჩაუშავდა. მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი წამიერად შიში. -რომელი საათია? სამსახურში არ დავაგვიანო.-ვუპასუხე და ხიდან ჩაძრომა დავიწყე. -8 იქნება უკვე. ოღონდ ნელა გეხვეწები რა.- მითხრა და დაუნახავად ვიგრძენი, როგორი დაძაბული სახით მიყურებდა. ის იყო ჩახტომა დავაპირე, რომ შავთვალება უცნობი ერთ ნახტომში ჩემ წინ აღმოჩნდა და ხიდან გადმომხტარი პირდაპირ მის მკლავებში ავღმოჩნდი. სამწუხაროდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ზურგით დაეცა, თუმცა ხელები არ გაუშვია. ისეთი ძალით ვყავდი ჩაბღაუჭებული, თითქოს სიკვდილისგან ცდილობდა ჩემ დახსნას. -ვერ შეგედავები, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიგიღია, დილით ვარჯიში რომ გადაწყვიტე, ნამდვილად არ გაწყენს რამდენიმე კილოგრამის დაკლება.-მითხრა ტკივილისგან სახედამანჭულმა და ვიგრძენი, როგორ დამემანჭა მეც სახე ბრაზისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, მაგას როგორ დავანახებდი, რომ გავბრაზდი, შევეცადე სიცილით მეპასუხა. -არც შენ გაწყენდა, მეტ სიმძიმეებზე ვარჯიში, რა იცი, კიდევ როდის მოგიწევს დილის 8 საათზე ხიდან გადმომხტარი გოგოს დაჭერა. -თანახმა ვარ, ყოველ დილით დავიჭირო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გოგო სულ შენ იქნები. -მიპასუხა და ჩემი აწითლებული ლოყების დანახვაზე ხმადაბლა ჩაიფხუკუნა. მე პასუხი აღარ გავეცი, შევეცადე წამოვმდგარიყავი, მაგრამ ხელები უფრო მეტად შემომხვია და თვისი სახისკენ მიმიზიდა. პირველად შევხედე ასე ახლოდან და ჯანდაბა, იმაზე უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ზევიდან ჩანდა. სუნამოს გრილი სუნი მკრთალად იგრძნობოდა და თავბრუს მახვევდა. მე თვალის გასწორება მიჭირდა, ის კი ისეთი დაჟინებით მიყურებდა, თითქოს, ჩემს სულში იხედებოდა. თვალები ისეც აუბრჭყვიალდა და ვიგრძენი, როგორ ჩაიღიმა ხმით. ამჯერად უკვე ძალა დავატანე თავს და ისე წამოვდექი. -მადლობა.-ვუთხარი ხმადაბლა და დასვრილი მუხლების გაბერტყვა დავიწყე. -რაღაც მინდა გითხრა.-ვიგრძენი, როგორ დაუსერიოზულდა ხმა. -რა ხდება?-თითქოს, მეც დავიძაბე. -ის ძაღლი, დილით რომ გამოგეკიდა, ჩემი იყო.- მის სახეზე დაძაბულობა გამოისახა, მე კი ვგრძნობდი, რომ სიბრაზისგან ავფეთქდებოდი. -რას მეუბნები, რომ დილით ტაკივით ძაღლი რომ მომდევდა და ლამის შემჭამა შენი იყო? -ჰო.-მიპასუხა დანანებით.-საქმე იმაშია, რომ ყოველ დილით დავრბივარ ჩემს ძაღლთან ერთად და ამ პერიოდის განმავლობაში, აქ არავინ შემხვედრია და გადავწყვიტე ძაღლი ამეშვა, 3-4 თვე იქნება აქ მოვდივართ, ძაღლს ვუშვებ და ისე დავრბივართ, მაგრამ დღეს არ ვიცი რა დაემართა, უცებ გაიქცა და სანამ გონზე მოვიდოდი აღარსად აღარ ჩანდა. რამდენი ხანი ვეძებდი და ბოლოს ამ ხის ძირში წავაწყდი, იჯდა და გიყურებდა. -მომიყვა სერიოზული სახით და თვალებში ჩამაჩერდა, თითქოს ცდილობდა გამოეცნო, რაზე ვფიქრობდი. -სადაა ძაღლი?-შევეცადე მაქსიმალური სიმშვიდით წარმომეთქვა. -მანქანაში ჩავსვი და მერე უკან დავბრუნდი, რომ ხიდან ჩამოსვლაში დაგხმარებოდი. -რა ყურადღებიანი ხარ, გაოცებული ვარ პირდაპირ. -ერთ წინადადებაში დავატიე ის ბრაზი რასაც ამდენ ხანს ვგრძნობდი. - მე კარგი გავასწარი როგორღაც, მაგრამ ბავშვი რომ ყოფილიყო? ან მოხუცი? ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ასე სირბილი არ შეუძლია? დაფიქრებულხარ, რა შეიძლება ამას მოყოლოდა? ჩემი აზრით, ასეთი ქცევა, არის უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი. -არ არის ასეთი აგრესია საჭირო, აგიხსენი სიტუაცია, ბოდიშის მოხდასაც ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს, აზრი არ აქვს. -რატომ არ აქვს? მაინც ვერაფერს შემაგნებინებ? -წარმოვთქვი სარკასტულად. -რატომ მეჯიუტები? -არ გეჯიუტები, ჯიუტი ვარ.- მოვროშე წამის მეასედში და გავიგე, როგორ ჩაიფხუკუნა, მაგრამ წამიერად გაასწორა სახე და დაიბრუნა სერიოზული იმიჯი. -მისმინე, მართლა გულით ვწუხვარ, რომ ჩემმა ძაღლა შეგაშინა. ამის მერე აღარ შეგეშინდეს, აღარ ავუშვებ ხოლმე, უბრალოდ ცოდოა, სულ დაბმულია და მაგიტომ ავუშვი.-წამიერად მართლაც სიბრალული ვიგრძენი ცუგოს მიმართ, მაგრამ როგორც კი გამახსენდა ერთი საათის წინ გადატანილი შიში, მაშინვე უგულებელვყავი სიბრალულის გრძნობა. -დარდი არ გქონდეს, მე მეორეჯერ ნამდვილად ვეღარ გადავიტან იმავეს და ზოგადად აღარ ვაპირებ დილაობით სირბილს, ასე რომ , როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. -ვუთხარი ნიშნისმოგებით. -აუფ, შენ თუ დილით სირბილი გეზარება, ბოლომდე მე ნუ დამაბრალებ.- მითხრა ირონიული ღიმილით და თვალი ჩამიკრა. -მოიცა, ეს მე დამცინის ?-გავიფიქრე ჩემთვის და ვიგრძენი, ბრაზისგან როგორ წამოვწითლდი. -უფ.. კარგად ბრძანდებოდე, შენც და შენი ძაღლიც.- წამოვაყრანტალე სიტუაციიდან სრულიად ამოვარდნილი ფრაზა და წასასვლელად გავბრუნდი. -მოიცადე ერთ წამს.-შემაჩერა მისმა ხმამ. -რა იყო? -ჯერ მე უნდა წავიდე, მიჩვეული ვარ, რომ პირველი ყოველთვის მე მივდივარ.-არა, აშკარად დამცინოდა, სერიოზული სახე კი ქონდა, მაგრამ თვალები ისე უბრჭვინავდა, უდაო იყო, რომ გულით ხალისობა ჩემს გაბრაზებაზე. -რაა??- მივაძახე, მაგრამ ის უკვე წასასვლელად შებრუნდა და სახტად დამტოვა. წამიერად მოვეგე გონს, ერთ ნაბიჯში მივუახლოვდი და გამწარებულმა, ბოქსის ილეთების იმიტაცია გავაკეთე, თან გონებაში წარმოვიდგინე, როგორ ვურტყამდი ამ მუშტებს, მაგრამ ჩემი უიღბლობით, წარმოდგენა დიდხანს არ დამჭირვებია, ის მომენტალურად შემობრუნდა უკან, ჩემი მოქნეული მუშტი კი, რომელიც წარმოსახვაში ყბაში უნდა მოხვედროდა, რეალობად იქცა. ამჯერად მე დავტოვე სახტად. -ღმერთო, შენ გადამარჩინე. -გავიფიქრე მე, როცა მისი თვალებიდან სიბრაზისგან გაყრილ ნაპერწკებს მოვკარი თვალი. -მოგკლავ.- ჩაილაპარა ღრენით და მარჯვენა ხელი ჩემკენ გამოწია. მე მოვასწარი და შევტრიალდი, გასაქცევადაც მმზად ვიყავი, მაგრამ რატომღაც ადგილზე დავრბოდი. მერე უკან მივიხედე და დავინახე, როგორ ეჭირა ჩემი ჟაკეტის კაპიუშონი და მომღიმარი სახით შემომცქეროდა. ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ არც ამჯერად დავიბენი, სწრაფად შევისხენი ჟაკეტის ელვა შესაკრავი, გავიხადე და რაც ძალა მქონდა გავვარდი, ჟაკეტი კი ხელში შევატოვე. -არა, რა დილა მაქვს რა, ჯერ ძაღლი მომდევდა, ახლა -პატრონი... ერთი დღის განმავლობაში იმდენი ვირბინე, მთელი თვე მეყოფა. -ვფიქრობდი მე და ნაბიჯს არ ვუნელებდი, უკან გახედვისაც მეშინოდა, არ ვიყავი დარწმუნებული, მომდევდა თუ არა უცნობი, მაგრამ გაჩერებას მაინც ვერ ვრისკავდი. როგორც იქნა მივაღწიე სახლში, ემოციებისგან და დაღლილობისგან ძალა გამოცლილს წამოწოლის და დასვენების მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ სამსახურში მაგვიანდებოდა, სწრაფად მოვემზადე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, მაგრამ არც ამჯერად გამიმართლა. ჩემი ძმა დამხვდა და ბოლო ხმაზე ყმუოდა ბითლზების -“hey jude”-ს. -აუუ, გამოდი დროზე, მაგვიანდება. -ვუკიოდი მე, რომ როგორმე მუსიკის ხმა გადამეფარა, მაგრამ ჩემი ძმისგან პასუხი არ იყო. დაახლოებით 10 წუთი ვიყავი კართან აყურებული და როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, მთელი მისი ფლეილისტი მომესმინა, თან თავისივე შესრულებით, მძიმე არტილერიის ჩართვა გადავწყვიტე ბრძოლაში. -დეეეედააააააააააა...-დავიყვირე ბოლო ხმაზე და დედაჩემიც თითქოს ამას ელოდებოდაო, წამში გაჩნდა ბრძოლის ველზე. -რა იყო გოგო, რა გაყვირებს?-მკითხა შეშინებულმა და გაოცებულმა ამათვალიერა.-რას გავხარ?!-მხოლოდ დედა თუ ეტყვის ამას შვილს. -რას ვგავარ, კი არა გამოიყვანე ის პაპუასი სააბაზანოდან, თორემ ბითლზებს რექვიემებით შევუცვლი, დამაგვიანდა სამსახურში.-გამოვცარი კბილებში და ისეთი გამჭოლი მზერით შევხედე კარს, ახლაც მიკვირს, ანჯამებიდან როგორ არ ჩამოვარდა. -აუუ... დილიდან ესეთ კარგ ხასიათზე როგორ შეგიძლია ყოფნა?-გამოვიდა ჩემი ძმა სააბაზანოდან და ტრადიციულად თმა პატარა ბავშვივით ამიბურდა. -გამოეტიე დროზე თუ ძმა ხარ რა...-წუწუნს არ ვწყვეტდი მე. -ღმერთო გადამარჩინე ამათ ხელში.-დედაჩემი კი შველას ღმერთს სთხოვდა, მაგრამ საშველი არ იყო.. როგორც იქნა შევაღწიე სააბაზანოში და ის იყო ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ ცოტა მოვეშვი, რომ ვიგრძენი, როგორ გაცივდა წყალი. რამდენჯერმე გამოვრთე და ახლიდან ჩავრთე ონკანი, მაგრამ ყველა ცდა ამაო იყო, მხოლოდ მერეღა მომაფიქრდა, რომ ჩემი ძმის ხელი ერია, ჩემი გაკაჟების მცდელობაში და კიდევ უფრო ხმამაღლა დავიკივლე. -დედაააა...... -რა იყო გოგო, რა გულს მიხეთქავ.-ქოთქოთით გამოვარდა დედაჩემი გარეთ და კარს მიღმა წარმოვიდგინე როგორი სახით იდგა. -მაგ თავკომბალამ წყლის გამათბობელი გამომირთო და გავიყინეე...-ნიკაპაკანკალებულმა ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. -ოხ დათოო...- აღმოხდა დედაჩემს და გავიგე, როგორ ჩართო გამათბობელი. ცნობისთვის, ჩემი ძმა უკვე 18 წლის განმავლობაში წარმატებულად მიშრობდა სისხლს. ასაკით 7 წლით ჩემზე უმცროსი, რომელისაც დაახლოებით7-8 წლამდე ისე ვზრდიდი , როგორც საკუთარ შვილს, წამოიყლარწა, ერთ დროს მოცუცქნული, ქერა დათვის ბელისგან ნამდვილი თეთრი დათვი გაიზარდა, ნუ მხოლოდ სიმაღლის გაბარიტებით თუ ვიმსჯელებთ და თეთრი კანით, თორემ ისეთ ტანზე იყო, მოფერებით ნაომის ვეძახდი ხოლმე. არა, სიმაღლეზეც უნდა ავღნიშნო, რომ 190 სანტიმეტრი კი იყო, მაგრამ აქედან ტანი მხოლოდ 100 სანტიმეტრი ექნებოდა, დანარჩენიი 90 -სულ თავი. ეს ხუმრობით, თორემ მისი მწვანე თვალების, ქერა თმის და წითელი ტუჩების გადამკიდე, თავი ხანდახან ხანუმა მეგონა. ხან რომელი გოგო მთხოვდა შენი ძმა გამაცანიო, ხან რომელი, არა, ასაკობრივი ბარიერი სულაც არ უშლიდათ ხელს. მოკლედ რომ ვთქვა, ყველას ხომ თავისი სატკივარი აქვს, ჩემი სატკივარი ჩამი ძმა იყო, სისხლს მიშრობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი ჩემგან ჰქონდა ნასწავლი და არც მე ვრჩებოდი ვალში. ასე იყო თუ ისე, გამოვაღწიე სააბაზანოდან და საათს რომ დავხედე 08:40 იყო, სამსახურში კი 20 წუთში უნდა ვყოფილიყავი. გახსოვთ ალბათ, დასაწყისში ჰოლივუდური ფილმის ლამაზმანზე მოვიყვანე მაგალითი, აი იმაზე, წარმატებული ვარჯიშის მერე, გამოპრანჭული, ქუსლების კაკუნით რომ მიდის სამსახურისკენ და გზად გამვლელების ხარბ მზერას იყოლებს. მე? თავპირისმტვრევით გამოვაღე კარადა, ხელი შევყავი და რაც მომხვდა ის ჩავიცვი. კონკრეტულად კი -დაგლეჯილი ჯინსი, რომლის დანახვის დროსაც მამაჩემი ყოველ ჯერზე ფულს მთავაზობდა, -აჰა, მამა მოგიკვდეს, როგორი დახეული შარვლით დადიხარო. რაღაც ასიმეტრიული მაისური, რომელსაც დღემდე ვერ ვხვდები, რა ძალამ გადამაწყვეტინა რომ მეყიდა და კედები. -დათოო.... გეხვეწები გამიყვანე სამსახურში რა.-საცოდავად მივუკაკუნე ჩემს ძმას ოთახის კარზე. -სანაცვლოდ?-მომენტალურად გამცა პასუხი. -ხვალ თხუთმეტია.-დამთავრდა, ვიცოდი რომ მოვიგე. -უკვე გავდივართ?-წამიერად მოახდინა რეაგირება ჩემს პასუხზე და ოთახიდან ელვისისწრაფით გამოვარდა. -კი, კი... 15 წუთში უნდა ვიყო.-ვუპასუხე მე და უკან კუნტრუშით გავყევი. პ.ს. საქმე იმაშია, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში ხელფასი მერიცხებოდა და ეს რატომღაც ჩემს ძმას უფრო მეტად უხაროდა ხოლმე , ვიდრე მე. ბოლოს და ბოლოს 2 კვირის საწვავის ფული გაუჩნდებოდა. ხასიათზე მოსული ბედნიერად ჩავხტი მანქანაში და შეძლებისდაგვარად ავყევი მელოდიას. ასეთ სიჩქარეში, სულ გადამავიწყდა, დილით გადატანილი სტრესი და ის იყო, გადავწყვიტე, რომ ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, რომ ჩემი ძმის სიცილმა ფიქრებიდან გამომიყვანა. -რა გაცინებს?- შევუღრინე მაშინვე. -აბა ფეხებზე დაიხედე. -მითხრა მან და კიდევ ერთხელ გულიანად გაიცინა. -მე მორჩილად დავიხედე ფეხზე და აღმოჩნდა, რომ სიჩქარეში ცალ-ცალი კედი ჩამიცვამს, თან ხომ შეიძლება ფერით მაინც ყოფილიყო ერთნაირი. არა, ერთი შავი იყო, მეორე-წითელი. -აუუუუ....... -ამოვიყმუვლე მე და გამწარებულმა დავაბაკუნე ფეხები. მაგრამ უკვე გვიანი იყო, სამსახურთან ვიყავი, ფეხსაცმლის გამო უკან ვერ მივბრუნდებოდი და საბოლოოდ მომეშხამა ხასიათი. -კარგი ხო, ნუ ნერვიულობ, ადი შენ ზევით, მე გავბრუნდები სახლში და წამოგიღებ ფეხსაცმელს.-მითხრა ჩემმა ძმამ და წამიერად განვიმსჭვალე მადლიერების გრძნობით. -რომელი წამოგიღო? ვფიქრობ, მაღალქუსლიანი ჯობს, წარმოიფგინე, ცალ ფეხზე -კედი, მეორეზე-კაკუნა ფეხსაცმელი. ჰა?-ხითხითს და ჩემს ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ის. -კარგი ხო , კარგი.. მივდივარ, მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვალ. -მომაძახა მან და მანქანა დაძრა. მე კი მორალურად მოვემზადე დაცინვისთვის და გონებაში გავიაზრე, რა შეიძლებოდა მეპასუხა, როცა მკითხავდნენ რატომ მეცვა ცალ-ცალი ფეხსაცმელი. არ იყო ჩემი დღე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი წინ იყო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.