შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 2)


5-01-2021, 16:44
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 256

-არც კი ვიცი რა უნდა მაგ კაცს, მოდის და პირდაპირ მეუბნება ოჯახი უნდა შექმნაო, მთელი ცხოვრება მის გამართლებას ვცდილობდი, მაგრამ საბოლოო წერტილი იყო, ისე მეზიზღება, რომ შემეძლოს საერთოდ წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან, მასზე მდაბიო ადამიანი არსად არ არსებობს... -სავარძელში მჯდარი ნანა თვალცრემლიანი უყურებდა ოთახში აქეთ-იქით მოსიარულე შვილს. ეშინოდა და სინამდვილეში მარიამსაც ეშინოდა მამუკასი, იმის გამო არა, რომ ვინმეზე ძალით, ფულის გამო გაათხოვებდა, არა, იმის გამო ეშინოდა, რომ მამუკამ კარგად იცოდა ხალხით მანიპულირება, ისიც იცოდა, რომ მარიამისთვის ნანა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მოსალოდნელ საფრთხეს დედა-შვილი შიშით ელოდნენ...

საღამომდე რამდენიმე საბუთი მოაწესრიგა, მაქსიმალურად ეცადა ყურადღება საქმეზე გადაეტანა, თორემ ამდენი ფიქრისგან თავი უსკდებოდა, ცოტაც და გაგიჟდებოდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი ზურასგან ნებართვა აიღო და სახლიდან იმუშავა, ნანას მარტო არ ტოვებდა, იცოდა მამუკა ნებისმიერ დროს შეიძლება დასდგომოდა თავს.
-გისმენთ
-გამარჯობა, მარიამ, ალბათ ვერ მიცანი, ნიკოლოზ გიგაური ვარ, თქვენი ახალი პარტნიორი
-გამარჯობა, ბატონო ნიკოლოზ -ფილმი დააპაუზა და მოულოდნელ ზარს უპასუხა
-ბოდიში ახლა რომ გაწუხებ, მაგრამ მნიშვნელოვანი საბუთებია მოსაწესრიგებელი და პირადად უნდა გადმომეცა, თქვენს სახლთან ვარ თუ შეგიძლიათ, რომ გამოხვიდეთ

-აქ არ გელოდით, ბატონო ნიკოლოზ -სადარბაზოდან გასულმა ღიმილით მიმართა მანქანასთან მდგომ გიგაურს
-იქნებ თქვენობით აღარ მივმართოთ ერთმანეთს. თქვენი მისამართი კომპანიაში ვიკითხე, იმედია ცუდი საქციელი არ არის ჩემი მხრიდან
-არა რას ამბობთ, საქმე სამსახურს ეხება
-ეს საბუთებია -მანქანიდან ქაღალდების დასტა გადმოიღო -როდესაც საქმე ახალ პარტნიორს ეხება, ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვსწავლობ ყველაფერს
-რა თქმა უნდა, თქვენი მესმის -მარიამმა გამოწვდილი საბუთები აიღო და რამდენიმე გვერდს გადახედა -მე პირადად ბევრჯერ შევისწავლე ეს საქმე, მაგრამ რადგან ასე მოითხოვთ კიდევ ერთხელ გადავხედავ ყველაფერს
-თუ რამე გაუგებრობა იქნება, შეგვიძლია ერთადაც ვიმუშავოთ -ოდნავ გაუღიმა მამაკაცმა და გეზი მანქანისკენ აიღო -ღამე მშვიდობისა, მარიამ
-ნახვამდის ნიკოლოზ -დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა

-დედა, მოვედიი
-ვინ იყო ის სიმპატიური -ნანამ წარბაწეულმა გახედა
-კომპანიის ახალი პარტნიორია და რაღაც საბუთები მომცა
-ჰმ, ამ დროს? -ნანას ჩაეცინა -რა საქმეა ამისთანა -მხრები აიჩეჩა და სამზარეულო დატოვა
-დედაა, ასე ნუ იქცევიი -სიცილით უსაყვედურა კარში გასულს

1 კვირის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა რამდენიმე საათით, რადგან სახლიდან საქმის მოგვარებას ვერ შეძლებდა. საღამოსთვის სახლში, რომ ბრუნდებოდა ტელეფონზე გიორგიმ დაურეკა
-მარიამ, როგორ ხარ? მისმინე, რაღაც უნდა გითხრა -ზედმეტად იყო ანერვიულებული მისი ნახევარძმა, ოდნავ დაძაბულმა მანქანა გზიდან გადაიყვანა
-გიორგი რა ხდება? -მზრუნველი დასავით იკითხა
-მამაჩვენი ახლა შენთანაა, ძალიან გთხოვ დათანხმდი მის წინადადებას
-გიორგი, რას გულისხმობ?
-მარიამ, ახლა ვერაფერს გეტყვი, ვერც აგიხსნი, მაპატიე, მაგრამ დათანხმდი, უნდა დათანხმდე, ერთადერთი გახსოვდეს, რომ შენს თანხმობაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა
-გიორგიი,რა ხდება? გთხოვ ამიხსენი, ძალიან მაშინებ
-მეტს ვერაფერს გეტყვი -ტელეფონი გაითიშა
დაბნეული, დიდი სისწრაფით მართავდა მანქანას, გიორგის სიტყვებს არეულად იხსენებდა
-დედაა -სახლში შესულმა ხმამაღლა დაიძახა და მისაღებისკენ გაექანა
-მარიამ -ანერვიულებული იყო ნანა, რომლის წინ სავარძელში მამუკა იჯდა
-როგორც იქნა მოხვედი
-მამა, რახდება?
-განსაკუთრებული არაფერი, ხომ გითხარი დავბრუნდებითქო, შენი პასუხის გასაგებად
-მართლა მაგისთვის მოხვედი?
-რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო -ფეხზე წამოდგა და მარიამს მიუახლოვდა -შენი პასუხის მოსასმენად მოვედი
-და რაზე უნდა გიპასუხო მამა? -ძალიან არეული იყო, ნანას შეშინებული სახე, მამუკას ასეთი დაჟინებული მოთხოვნა, რომ გათხოვილიყო სრულიად უცნობ ადამიანზე და ბოლოს, გიორგის სიტყვები, რომ მის თანხმობაზე იყო დამოკიდებული ყველას კეთილდღეობა. ზედმეტად ჭკვიანი იყო იმისათვის, რომ მიმხვდარიყო, რომ აქ უბრალოდ საქმე მის გათხოვებაში არ იყო, სულ სხვა ამბავი ტრიალებდა
-მამა, იქნებ, ამიხსნა, რატომ ითხოვ ასე ძალიან ჩემს გათხოვებას?
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო
ეგონა, რომ თუ კი მასთან წყნარად დაილაპარაკებდა, სხვა გზასაც გამონახავდა და მასთან ერთად გადაჭრიდა, მაგრამ მამუკა მტკიცე უარზე იყო
-უბრალოდ უნდა დათანხმდე და მორჩა, თორემ იცი რისი გამკეთებელიც ვარ -ბოლო სიტყვები ჩაიჩურჩულა და ნანას მხოლოდ მარიამისთვის შესამჩნევად გახედა
-არა, გთხოვ ნუ მაშანტაჟებ, ნუ სარგებლობ ჩემთვის ძვირფასი ადამიანებით
-დრო იწურება პატარაავ -მარიამის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, საათს დახედა და კარისკენ წავიდა -ხვალ, გესტუმრებით, ოღონდ შენი მომავალი ქმრის ოჯახთან ერთად და იცოდე, ყოველგვარი ზედმეტი სცენების გარეშე, მშვიდად და წყნარად შეხვდები ამ ამბავს
-მამუკა -ნანა დერეფანში მიმავალს დაეწია -შენ არ შეგიძლია ჩემი შვილის ბედით ითამაშო, მითუმეტეს, რომ შენგან, შენი წასვლის მერე საერთოდ არაფერი მოგვითხოვია, არ გაქვს მასზე რაიმე უფლება
-ნანა, ჩემო ძვირფასო, შენს ადგილზე ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი
-დედა, გთხოვ, დაანებე თავი, ყველაფერს მოვაგვარებთ
-ნანა რამდენიმე წლის მანძილზე ერთად ვცხოვრობდით, ცოლ-ქმარი ვიყავით, ნუ შეგეპარება ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში
-არ მაინტერესებს რა შეგიძლია და რა არა -მარიამი დედამისს ასეთ მდგომარეობაში პირველად ხედავდა -ჩემს შვილს ზედმეტად ვერ შეეხები, ამის უფლებას არ მოგცემ
-ამას თავად მარიამი გადაწყვეტს ჩემო ძვირფასო, გაიზარდა და ჭკვიანი ადამიანია იმისათვის, რომ თავად გადაწყვიტოს მისთვის რაიქნება კარგი და რა ცუდი -მარიამი მიხვდა რასაც გულისხმობდა მამამისი, ამიტომ დედამისის დამშვიდება გადაწყვიტა, დამატებითი პრობლემა რომ აეცილებინა
-დედა, გთხოვ დამშვიდდი -სავარძლისკენ წაიყვანა - არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზე იქნება, შენთვის არასოდეს გამიცრუებია იმედი და ახლაც მენდე, გთხოვ
ნანას დამშვიდება როგორღაც შეძლო, მაგრამ თავს აზრებს ვერ უყრიდა, არ იცოდა რა ექნა, ის ღამე არც ერთი წამით არ დაუხუჭავს თვალი, საერთოდ ყველაფერზე ფიქრობდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა ახლა საბა რომ ყოფილიყო ცოცხალი, ან მოსიყვარულე მამა, რომ ჰყოლოდა, მაგრამ ახლა უკვე აზრი არაფერს ჰქონდა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ უჭირდა აღქმა და გააზრება. დილით კი სულ სხვა გადაწყვეტლებით მიღებული ადგა, მისი ცხოვრება კი ახლა იწყებდა 180 გრადუსით შემობრუნებას...

თავი მოიწესრიგა, ჩანთაში საბუთები ჩაილაგა, დედას დაუბარა მალე დავბრუნდებიო, მანქანაში ჩაჯდა და სამსახურში წავიდა
-გამარჯობა -შენობის შესასვლელთან ნიკოლოზს მიესალმა და გზა განაგრძო, ლიფტში შესვლას აპირებდა, ნიკოლოზი, რომ წამოეწია
-სართული? -ჰკითხა ნიკოლოზს და თითი მიაჭირა
-ყველა საბუთს გადავხედე, როგორც ჩანს კარგად შეგისწავლიათ ყველაფერი, არც ერთი მცდარი ან არაზუსტი ინფორმაცია არ შემხვედრია -დაარღვია სიჩუმე ნიკოლოზმა
-აშკარაა, თქვენც მშვენივრად იმუშავეთ -გაუღიმა -პარტნიორობაში მთავარი ნდობაა, თუკი რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მაშინ ან მის აღმოფხვრაზე იმუშავეთ, ისე რომ ჩვენ არ დავზარალდეთ, ან კიდევ უბრალოდ თანამშრომლობა გაწყვიტეთ -ლიფტიდან გავიდა -წარმატებულ დღეს გისურვებთ -დღეს უფრო მეტად თავდაჯერებული იყო, ვიდრე უბრალოდ სხვა დღეებში.
-ბატონო ზურა, შეიძლება? -კაბინეტში შევიდა
-მოდი მარიამ, როგორ მიდის საქმეები? რამდენიმე კვირა სახლიდან მუშაობდი, ხომ ყველაფერი რიგზეა?
-დიახ, მადლობა მოკითხვისთვის. რაღაც მინდა გთხოვოთ
-გისმენ, შვილო
-შვებულება მინდა ავიღო, ვიცი, რომ შუა პერიოდია და საქმეც ბევრია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს
-ერთადერთი თანამშრომელი ხარ, რომელიც თავის საქმეს ყოველთვის ბოლომდე ასრულებს და არ იგვიანებს, ამიტომ თავისუფალი ხარ, უბრალოდ, როდესაც ძალიან საჭირო იქნება შენი მოსვლა გთხოვ, რომ მოხვიდე
-რა თქმა უნდა, აუცილებლად, დიდი მადლობაა, ნახვამდის

სახლში მალე დაბრუნდა, რამდენიმე საათში მომავალ ქმარს გაიცნობდა ამიტომ სათანადოდ მომზადებას შეუდგა, ჯერ გიორგი ესტუმრა და სიყვარულით მოიკითხა უფროსი და, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ და-ძმა იყვნენ, ერთმანეთი ძალიან უყვართ, თავიდან მარიამი ცოტა ეჭვიანობდა, რადგან გიორგისთან მამუკას მუდმივად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, შემდეგ, როცა გაიზარდა მიხვდა, რომ გიორგი დამნაშავე არ იყო და შეუყვარდა ზედმეტად სიმპატიური ძმა.
-გიორგი, შენმა საუბარმა ძალიან დამაბნია, გთხოვ ამიხსენი რა ხდება -თავის ოთახში შეიყვანა, იმედი ჰქონდა, რომ რამეს ეტყოდა
-გთხოვ, მარიამ, ნუ მთხოვ ნურაფერს, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ ხომ იცი, მაგრამ ამის ახსნას ნუ მთხოვ
-ვხვდები, რომ საქმე სერიოზულადაა, მაგრამ მე ადვოკატი ვარ, ამიხსენი და ყველანაირად დაგეხმარებით ყველაფრის მოგვარებაში, ოღონდ ჩემს თავს ნუ გაყიდით ნურავინ
-არ გაგყიდით მარიამ, გპირდები კარგად იქნები, ასეა საჭირო და გთხოვ მეტს ნურაფერს მომთხოვ, უარესად იტანჯები შენც და მეც -ოთახი დატოვა, მარიამი უფრო და უფრო მეტად ნერვიულობდა, ხვდებოდა საქმე რომ სერიოზულად იყო, მის ქცევაზე იყო დამოკიდებული პრობლემა როგორ მოგვარდებოდა, მამუკა არ აინტერესებდა მხოლოდ ნანასა და გიორგიზე ნერვიულობდა, ამიტომ ძალიან კარგი იდეა მოაფიქრდა, რადგან ისე ხდებოდა, რომ არავინ არაფერს ეუბნებოდა და საკუთარი თავზე უწევდა ყველაფერის გადატანა, აქედან რაიმე მაინც უნდა გაერკვია.

-სტუმრები მოვიდნენ -ნანამ ოთახის კარი შემოაღო
-მშვენიერია -საკუთარ თავს სარკეში შეავლო თვალი, ნერვიულობდა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო სხვაგვარად ვერ შეძლებდა გარკვევას
-მარიამ, მაპატიე -დედამისმა ცრემლიანი თვალებით შეხედა -ვერ დაგიცავი ვერავის წინაშე, განსაკუთრებით კი მამუკასგან
-დედაა, არ დაგავიწყდეს, რომ შენი შვილი ვარ და შენსავით ძლიერი ვარ, გახსოვდეს, რომ არავის მივცემ უფლებას, რომ ვინმემ გვავნოს, ამიტომ არ ინერვიულო, ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით, მაგრამ შენ ასეთი ნერვიულობით ვერ გამამხნევებ, ამიტომ გთხოვ როგორც შეგეფერება ისე დამიდექი გვერდში -გაუღიმა და მოეხვია, 1 თვის წინ რომ გეკითხათ მათთვის ასეთი რამ შეიძლება მოხდესო არ დაგიჯერებდნენ, განათებებით გაბრწყინებულ შენობაში ოდნავ ნასვამი და მოცეკვავე მარიამი ჯერ ძალიან გაიკვირვებდა, შემდეგ კი, გულიანად გაიცინებდა, მაგრამ მთავარია რა ხდება ახლა, მთავარია სად დგახარ და რა ეტაპზე ხარ ახლა, ყოველთვის უნდა გახსოვდეს რა გამოიარე, უნდა გახსოვდეს საიდან მოდიხარ, რადგან არ დაკარგო შენი თავი და იყო ის, რაც ხარ. დედაზე ყოველთვის ღელავდა, მაშინაც, როცა კლუბში ატარებდა დროს, იმის ნაცვლად, რომ დედასთან ყოფილიყო, მაგრამ რაღაცეები იცვლება, ადამიანებს ტკივილი და მათთვის ძვირფასი ადამიანები ცვლიან უნებურად.

ოთახიდან გავიდა, ჯერ დედა შეუშვა მისაღებ ოთახში, თვითონ ცოტახნით შეყოვნდა. ამ ზღურბლის იქით უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თითქოს დრო სულ პირველად დაიწყებდა ათვლას, ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა, ისე თითქოს მანამდე არც კი უარსებია, ეს რამდენიმე დღის წინ გაანალიზა, დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, მაგრამ მაინც სადღაც, გულის სიღრმეში წამიერად, დანანებით და გულის ტკივილით ისურვა საბას არსებობა მის გვერდით, შემდეგ კი ოთახში შევიდა და პირველი რაც დაინახა მისგან ზურგით მჯდომი მამაკაცის სხეული დაინახა, მის მოპირდაპირედ კი სასიამოვნო გარეგნობის ცოლ-ქმარი,სავარაუდოდ მშობლები
-მოდი შვილო -მიმართა ნანამ, რა დროსაც მამაკაცი მისკენ შემობრუნდა და ნაცნობი სახის დანახვისას, უფრო მეტად ანერვიულდა
-ნიკოლოზ? 



შემდეგში უფრო დიდი ზომის თავები დაიდება, Გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ???? მადლობა მათ ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ასეც ვფიქრობდი რომ ნიკოლოზი ქნებოდა მაგრამ რაში დასჭირდა, სახედაკარგული მამა გასაგებია მაგრამმმ.... იმედია ყველაფერი დაგეგმილი არ ქონდა მამუკასთან ერთად

 


№2 სტუმარი ანუ

ანუ ნიკოლოზი ხლართავს რამეს?
რატო არავინ უხსნის ამ გოგოს რა ხდება
, დავიტანჯე

 


№3  offline წევრი Gimilis gogo

ანუ
ანუ ნიკოლოზი ხლართავს რამეს?
რატო არავინ უხსნის ამ გოგოს რა ხდება
, დავიტანჯე

სულ მალე გაიგებთ ☺
მადლობა რომ კითხულობთ

Daldoni Daldoni
ასეც ვფიქრობდი რომ ნიკოლოზი ქნებოდა მაგრამ რაში დასჭირდა, სახედაკარგული მამა გასაგებია მაგრამმმ.... იმედია ყველაფერი დაგეგმილი არ ქონდა მამუკასთან ერთად

ვნახოთ, ვნახოთ, მიხარია თქვენი ვერსიების მოსმენა ????

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

იმედია ნიკოლოზის მოწყობილია ყველაფერი ❤️ კარგია, მაქვს შენი რამდენიმე ისტორია წაკითხული❤️❤️❤️❤️ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

 


№5  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი მარიკო
იმედია ნიკოლოზის მოწყობილია ყველაფერი ❤️ კარგია, მაქვს შენი რამდენიმე ისტორია წაკითხული❤️❤️❤️❤️ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

დიდი მადლობა, მალე დაიდება შემდეგი თავი ❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო ვითარდება მოვლენები ვიცოდი ნიკოლოზი რომ იქნებოდა მაგრამ ნიკოლოზს რაში აწყობდა ეგეთი ცოლის მოყვანა ვერ გავიგე მოეწონა მარიამი ვითომ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent