შემიყვარე (სრულად)
სახლში დაბრუნდა. თეთრი კედლები და ხალიჩები მტვრის საბურველში გახვეულიყო. აქ ყველაფერი მისი იყო და თან თითქოს, არაფერი ჰქონდა საერთოდ ამ ადგილთან. ფანჯრიდან გაიხედა. უძველესი შენობები ახლა იმაზე მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე ბავშვობაში, როცა ყველაფერს ჩვეულებრივად აღიქვამდა. მთელი ღამე, სახლს ალაგებდა. თავზე ქუდი ეხურა და სახეზე პირბადე ეკეთა. ალერგია ჰქონდა მტვერზე. ძალიან დაიღალა. აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. აქ ახლა მუდამ სიწყნარე იყო. ბავშვობა გაახსენდა: ბავშვების ჟრიამული, თანაკლასელები. იტალიურ ეზოში, არასოდეს იწყენდნენ. სკოლაში ერთად დადიოდნენ, ერთად თამაშობდნენ, ერთად აღნიშნავდნენ ახალ წელს. ეზოში პატარა ლეკვი დარბოდა. ნინას უყვარდა ძაღლები. სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და მომღიმარი გაეშურა. თითქოს, ისევ პატარა გოგო იყო. ცელქი ლეკვი ხელში აიყვანა, მოეფერა. - ვისი ხარ? - ეკითხებოდა სიცილით. - ჩემია - მოესმა ხმა. ცოტა ანერვიულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მერე არ ჰყავდა ამ ხმის პატრონი ნანახი, მაინც ადვილად იცნო. ლეკვი დასვა. უკან შემოტრიალდა. ვაჩე იდგა, გაოგნებული შესცქეროდა ნინას. - გამარჯობა - გაეღიმა ნინას. - ნამდვილად დიდი სიურპრიზი ხარ - უთხრა კაცმა. არ იღიმოდა. ვაჩე მუდამ სერიოზული იყო, მაშინაც, როცა რაღაც ძალიან სასაცილოს იტყოდა და ყველას აახარხარებდა, თვითონ, ერთი წვთი სიცილიც არ დასცდებოდა. - დღეს ჩამოვედი. - მიხარია. - ისევ გაუცინარ ხელმწიფეს გეძახიან? - კი. პირდაპირ ვერა, ერიდებათ, მაგრამ ზურგს უკან, ეგ მეტსახელი შემრჩა. - როგორ ახერხებ, რომ არასოდეს იღიმი? - ჰკითხა ქალმა. - მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში - უპასუხა ვაჩემ და მერე, მართლა გაეღიმა. იმდენად მოულოდნელი იყო, ნინა შეცბა კიდეც. უხდებოდა ვაჩეს ღიმილი. მშვენიერი იყო. და რა საკვირველია, რომ ეს მშვენიერება იშვიათ გამონაკლისად დარჩებოდა? - მთელი ეზო ცარიელია - ისევ ლეკვი აიყვანა ხელში და ლოყა გაუხახუნა ქალმა. - სამსახურებში არიან - მიუგო კაცმა. ახლა კვლავაც დასერიოზულებულიყო. სხვანაირად წარმოედგინა ნინასთან შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ. თავის წარმოსახვაში, ან მთელი ძალით გადაეხვეოდა, ან წარბსაც არ შეიხრიდა, უბრალოდ, მიესალმებოდა და სახლში შევიდოდა, როგორც ამაყი კაცი. ამ სიცივის მიღმა, იქნებოდა რაღაც ძალიან ტრაგიკული და მტკივნეული. ნინას აჩვენებდა, ყველაფერი დასრულდა, შენ ვეღარ იქნები ჩემი აღფრთოვანების მიზეზიო, თუმცა ეს ცივი წარმოსახვაც ხელოვნური იყო. ვერასოდეს შეძლებდა, დაენახა და გული ძველებურად არ აძგერებოდა. ახლა იდგნენ ჩვეულებრივი მეზობლებივით. თითქოს, მხოლოდ ორი დღის წასული ქალი დაბრუნებულიყო შინ და ჩვეულებრივად ესალმებოდნენ ერთმანეთს, უბნის სიახლეებს განიხილავდნენ. - კაკი ისევ აქ ცხოვრობს? - ჰკითხა ნინამ. - კი. - ლაშა? - ლაშამ ცოლი მოიყვანა, ანანოზე დაქორწინდა. - ღმერთო - გადაიხარხარა ნინამ. ლაშა ერთ-ერთი იმ ბიჭთაგანი იყო, ვინც სამუდამო სიყვარულს ეფიცებოდა ნინას. მერე ნინა წავიდა. ყველა მიატოვა. ისე მიატოვა, თითქოს, სულ ერთი იყო მისთვის ეს პატარა სამეგობრო, პატარა ოჯახი. წლების განმავლობაში, არავინ მოეკითხა. გამარჯობაც არ ჰქონდა მიწერილი. - ლაშასგან არ მოველოდი. - ღალატს არ მოელოდი თუ უბრალოდ ცოლს? - ჰკითხა ვაჩემ. არადა, იხუმრა. თუმცა მისი სახის გამომეტყველების მიხედვით, ვერ გაარჩევდი, მართლა ხუმრობდა თუ მწარე სიმართლეს გახლიდა სახეში. - კარგი რაა. ბავშვები ვიყავით და თან მე არავინ მყვარებია. - მახსოვს, რომ არავინ გყვარებია - თავი დააქნია ვაჩემ. - ეგ ყველას კარგად გვახსოვს. მთელი ეს დიალოგი... თვალს ვერ აშორებდა ნინას. ახლა იმაზე გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე ოდესმე. ახლა ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი იყო. მხრებზე ჟღალი თმა ჩამოჰყროდა და ვაჩეს იმდენ მოგონებას უღვიძებდა, კაცს წამით შეეშინდა, მღელვარებისგან არ წავბარბაცდეო. - ისევ ნაწყენი ხომ არ ხარ? - ეშმაკურად მოჭუტა ცალი თვალი ქალმა. ძველებური მიმიკები ისევ შერჩენოდა. ადრე, როცა პატარები იყვნენ და ნინას ბიჭების საიდუმლოების გაგება სურდა, სწორედ ასეთი სახით შეეძლო ნებისმიერისთვის სასურველი ინფორმაცია გამოეტყუებინა. - რაღა დროს წყენაა. შეხედე, რამდენი ჭაღარა მაქვს. - ნუ აფერისტობ - მხარზე ხელი წაჰკრა ნინამ - არაფერიც არ გაქვს. სჯობს ის მითხრა, რას საქმიანობ. შენ არ მოიყვანე ცოლი? - არა, არ მომიყვანია - და სწორედ ამ დროს, ვაჩეს იმედი გაუჩნდა. იქნებ, საპირისპირო პასუხის გაგებისას, ისე მაგრად სტკენოდა ნინას, როგორც მთელი ეს დრო, თავისი წასვლით ატკინა ვაჩეს. რანაირად მოიყვანდა ცოლს? საერთოდ, როგორ ბედავდა ამ კითხვის დასმას? - კარგი, სახლის დალაგება უნდა მოვასწრო, სანამ დაღამდა. დროებით ვაჩე. - დახმარება ხომ არ გჭირდება? - არა, გმადლობ. - ნინა! - ერთხელ დაუძახა უკვე ზურგშექცევით მიმავალს. შემოტრიალდა. საშინელი დეჟავიუ ჰქონდა ორივეს: შორს მიმავალ ქალს კაცი ეძახდა, რათა დარჩენა ეთხოვა. - რატომ დაბრუნდი? - ჰკითხა ვაჩემ. - საკუთარი თავი დავკარგე და ვიფიქრე, აქ დავიბრუნებდი კვლავ - გაისმა პასუხი. - რა ტყუილი იმედი მქონდა, რომ შეიძლება, ვინმე მოგნატრებოდა საკუთარი თავის გარდა - ჩაიჩურჩულა კაცმა თავისთვის. * * * საღამოს, დაღლილი მისვენებულიყო სავარძელზე. ისევ გარეთ გასვლა მოუნდა. იქნებ, ვინმე თავისიანს გადაჰყროდა. სიგარეტი აიღო და აივნიდან, კიბეზე ჩავიდა. ნინას სახლიდან, ყველა დანარჩენი სახლის საკმეველი ჩანდა. ბავშვობაში, შეეძლო, საათობით მჯდარიყო და ეთვალთვალა ვინ რას აკეთებდა. კაკის სულ ეჩხუბებოდნენ მშობლები. ლაშა მუდამ ნინასკენ იხედებოდა, ანანო - ლაშასკენ. ვაჩე დივანზე წამომჯდარი, წიგნს კითხულობდა. მერე სათითაოდ, ხან დედა კოცნიდა თავზე, ხან მამა. - ты стала еще красивее - აღმოხდა ნინას დანახვაზე თამარას. - ღმერთო, თამარ, რით ვერ გადაეჩვიე რუსულს? - სიცილით წამორთქვა ნინამ და სირბილით ჩაუყვა კიბეს. ძველ მოხუც მეგობარს გადაეხვია. თამარას ბებიამისის სურნელი ჰქონდა. თითქოს, ეგეც არ შეცვლილიყო. - ინგლისურს არ მასწავლით და რაც ბავშვობიდან მესმოდა, იმას ვიმეორებ - მოხუცის წითელი პომადის კვალი დაატყო ლოყებზე ნინას. - როდის ჩამოხვედი ჩემო სიცოცხლე? - დღეს დილას. - გაგიჟდებიან ბავშვები. - ეგ ბავშვები 30-ს გადასცდნენ უკვე. - მე 85-ამდე ავედი, ამიტომ, მაინც ბავშვები არიან - გარშემო მიმოიხედა. - აქ იმდენი რამე შეიცვალა, მაგრამ შენ გარდა, არავინ წასულა. ყველაზე ცუდი გოგო ხარ! - ჰო, ძალიან ცუდი გოგო ვარ - საოცარი ნოსტალგია იგრძნო. უკვე ხომ შინ იყო? მაგრამ მაინც ნოსტალგიას გრძნობდა. ალბათ იმიტომ, რომ ნინა ამ ადგილს აღარ ეკუთვნოდა. ან ეს ადგილი აღარ იყო ნინასი. ურთიერთობები ძველებურად დარჩენილიყო, ყველა ყველასთან მეგობრობდა და ერთ ოჯახს ჰგავდნენ. ნინას გამოკლებით. ერთ სუსხიან დღეს, ამ ადგილის სამუდამოდ მიტოვება რომ გადაწყვიტა, მერე აღარც გამოუხედავს. ალბათ, ასე იყო საჭირო. ნინასთვის კი არა, ამ ხალხისთვის ასე უკეთესი იქნებოდა, თორემ გრძნობდა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად როგორ ანგრევდა ოჯახს. - სულ ჩამოხვედი ნინია? - სულ ჩამოვედი თამარა. თამარამ ვეღარ მოითმინა. ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან და კიდევ ერთხელ გადაეხვია შვილობილს. თავისი ერთადერთი, საუკეთესო მეგობრის შვილიშვილს. - არც უნდა წასულიყავი! - დარჩენით, ყველაფერს დავანგრევდი. - წასვლითაც არ დაგშავებია ნაკლები. - კარგი რა. დღეს ვაჩე შემხვდა. თვალებში ეტყობოდა, რომ დიდად აღარ ვეხატები გულზე. - მაგის გამომეტყველებას თუ მიაქცევ ყურადღებას, გეგონება, თითქოს, არავინ ეხატება გულზე, მაგრამ ხო იცი, როგორი საყვარელია? ეჰ... ბებიაშენს ჰგევხარ! ისიც ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ქალაქში ყველა კაცს უყვარდა. პრინციპში, ორივენი ვუყვარდით. ახლა შემოგვხედე. მე წითელპომადიანი ბებრუხანა ვარ, რომელსაც მის დღეში არ ღირსებია სიყვარული და ბებიაშენი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არც იმას ღირსებია უკეთესი. ისე რა ჰქონდა ლონდას სადარდებელი? შენ ჰყავდი. - ნუ ღელავ. ტრადიციას ერთგულად ვასრულებ - გაეცინა ნინას. მერე თამარას აივანზე დასხდნენ. მოხუცს წითელი მაღალქუსლიანები ეცვა და ბეწვის ქურთუკით შემოსილიყო. თმა საგულდაგულოდ დაეხვია, შეეღება. ცისფერი თვალები ისე უბრწყინავდა, თითქოს, წლებს არაფერი დაეკლო მისი სულისთვის. - რომელ ტრადიციაზე მელაპარაკები? უსიყვარულობა რა სატრაბახოა? - გრძელ სიგარეტს ძველისძველი, რკინის სანთებელით მოუკიდა ცეცხლი. ნინამ იცნო ეგ სანთებელა. წლების წინ, ბებიამისს ეჩუქნა დაქალისთვის. - არ ვიცი თამარა. აქ კიდევ არამიშავდა, მაგრამ ამერიკაში გავაანალიზე, რომ სრული სიცარიელე ვარ. არავინ მიყვარდა გესმის? ხომ შეიძლება, იოტისოდენაზე მაინც გიყვარდეს ადამიანები. არა. სულ რომ ბომბი ჩამოვარდნილიყო, წარბს არ შევიხრიდი. - აქ იმიტომ მოხვედი, რომ რამე იგრძნო? - არ ვიცი. თუ სულ ერთია, სად ვიქნები, შინ მაინც ვიყო. - არ შეცვლილხარ - გადაიხარხარა - მაგრამ გული გაქვს სამკურნალო. რამე უნდა ვაგრძნობინოთ. - ნინა! ნინია! ნინა! - არე-მარე კაცის ყვირილმა აიკლო. ვიღაცას, ერთს მაინც ისე გაჰხარებოდა მისი დანახვა, ახალი წელი გეგონებოდა - ნინია ფარჯიანო! - არ ჩერდებოდა კაკი. მერე მივარდა, ხელში აიტაცა და რამდენჯერმე დააბზრიალა. - ღმერთო, ვერაფრით გიცნობდი - ლოყები ხელით მოუჭუჭყნა და იმდენი კოცნა, ლამის გაგუდა კაცი. - მე კი გიცნობდი. ყველას დაგვეტყო ასაკი... ყველას, შენ გარდა. პირიქით, უფრო ლამაზი გახმდარხარ. - ქალი დასვა და შეათვალიერა - არა, მაინც შეცვლილხარ. თბილისელს აღარ ჰგევხარ. ეგ ტყავის ბერეტი რატომ ვითომ? მანჰეტენს ვერ თმობ თუ ტომას შელბი ხარ? - საიდან რას მოიტან ხოლმე - ვაჩეს ლეკვი სახლიდან გამოვიდა და ნინას გარშემო დახტოდა ბედნიერად. ქალმა აიყვანა, ისევ ლოყაზე მიიხუტა. - მაგის პატრონსაც ეგრე რო მოჰფერებოდი თავის დროზე, ეგება, სიცილი ესწავლა. - მოკეტე, არ გაიგოს. - რატომ მაიგნორებდი მთელი თორმეტი წელი? - პირდაპირ აჯახა კაკიმ. - გაგირბოდი - პირდაპირვე მიუგო ქალმაც - ჩემს ძველ ცხოვრებას გავურბოდი. - და რა იყო შენს ძველ ცხოვრებაში ასეთი ცუდი? კაცი მოკალი, ბანკი გაძარცვე თუ? - მიზეზს გავურბოდი, რომელიც დამაბრუნებდა. - მიზეზით თუ უმიზეზოდ, მაინც დაბრუნდი. ხომ ასეა? - ხო. - მე არ დამვიწყებიხარ. ისევ ძველებურად მიყვარხარ ნინა! - მეც, უბრალოდ, არამგონია, შენს სიყვარულს ვიმსახურებდე. - ცუდად იქცეოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სიკეთეს ვერ ვივიწყებ. გახსოვს, მეათე კლასში რომ ჩემი შეყვარებული გაგაცანი? ისე მიიღე ეს ყველაფერი, თითქოს, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. მაშინ 15 წლის იყავი... ღმერთო, მეც არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა შენთვის, რომ ბიჭი შეყვარებული მყავდა, მაგრამ არაფრის ახსნა არ დაგჭირვებია. - კარგი, არ გინდა რაა. გმირი ნუ გამოგყევარ. - გმირი არ ხარ, მაგრამ მაშინდელი და ზოგჯერ ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ შენ ყველაზე კარგი იყავი. ერთად ვსეირნობდით, ლაშამ დაგვინახა მე და ის ჩემი შეყვარებული და შენს ბიძაშვილად გაასაღე. მეც ვერ მოვიფიქრებდი. ეტყობა, მართლა ამერიკა იყო შენი. - ჩემი არ აღმოჩნდა. - ჰოდა ბევრიც დაკარგა. - ვინ დაკარგა ბევრი? - სახლიდან გამოვიდა ვაჩე - ეს ძაღლი ხო სახლში ვერ დავაკავე. ჩემ გარდა, ყველა უყვარს. - ვინ და ამერიკამ დაკარგა ბევრი, რადგან ნინია თბილისს დაუბრუნდა. საღამოს ბარში მივდივართ ყველა ერთად. წამოდი ჩვენთან რაა - სთხოვა კაკიმ. - ძალიან დავიღალე კაკი - ამოიოხრა ნინამ. თან ვაჩეს შეკრულ კოპებს უყურებდა. ცუდ ხასიათზე კი არ იყო, უბრალოდ, სულ ეგეთი სახე ჰქონდა. ჯეინ ეარის მისტერ როჩესტერს ჰგავდა ხასიათით. ერთ-ორ სიტყვას ამბობდა, იშვიათად იცინოდა, მაგრამ მთელი სამყაროს სამყოფი სიყვარული შეეძლო დაეტია მის გულს. ვაჩე არასდროს ყოფილა ეგოისტი ან ბოროტი. ყველას ადამიანური სისუსტეები სძლევდა ხოლმე ზოგჯერ, თუმცა მას არასოდეს. - არაფერიც არ დაღლილხარ! მიდი, ჩაიცვი და წავიდეთ. ლაშა და ანანო უკვე იქ არიან. - არ ეშვებოდა კაკი. - შენი შეყვარებულიც იქნება? - ჰკითხა ნინამ. - სადღა მყავს. თავისი საძმაკაცოდან ესენი არავის მირიგებენ - ვაჩეზე ანიშნა - უი, რომ იცოდე, ათი წლის წინ გამოვუტყდი ყველას. ასე რომ, შეგიძლია, ნამიოკებით არ მელაპარაკო. - მიხარია - ნინამ ისევ ვაჩეს შეხედა. რაღაცნაირად უყურებდა ქალს, თვალს არ აშორებდა, როგორც მაშინ, ბავშვობაში - სადაა ბარი? - აქვე, მაჩაბლის კუთხეში. - თქვენ წადით და მერე მეც მოვალ. დიდი ხანი მჭირდება მოსამზადებლად. სახლში ავიდა. თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ძველი მეგობრების თვალები მაინც განიკითხავდნენ. თან მთავარი უხერხულობა მაინც ლაშასა და ანანოს სახით ელოდა წინ. მაგრად კი ოხრავდა იმის წარმოდგენაზე, ძველი მეგობრები, დაქორწინებული მეგობრები რამხელა რენდგენში გაატარებდნენ. * * * - ანუ ჩამოვიდა... - წარმოთქვა ლაშამ და მერე დადუმდა. ბეილისიან ჭიქას მიაშტერდა - რამე გითხრა? - ჰკითხა ვაჩეს. - რა უნდა ეთქვა. მეზობლური შეხვედრა გვქონდა. - გადაგკოცნა? - არა. - მაშინ უხერხული შეხვედრა გქონიათ - გაეცინა ბიჭს. - ნუ სულელობ! - რამე იგრძენი? - ყველაფერი - თითქმის ჩურჩულით წამორთქვა ვაჩემ. ანანო და კაკი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, არ ესმოდათ ამათი დიალოგი. ლაშას კი მხოლოდ ვაჩესთან შეეძლო გულწრფელი ყოფილიყო. დიდი ხნის წინ, მათ გულწრფელობას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ეგ საფრთე რომ არ გამოევლოთ, ახლა ერთმანეთის იმედიც ვერ იქნებოდნენ. ერთი გოგო შეუყვარდათ - თავიანთი თანაკლასელი, ნინა ფარჯიანი. ნინას არავინ უყვარდა. არც დღეს და არც მაშინ. ნინას თამაში უფრო მოსწონდა, იმის შეგრძნება, რომ სასურველი იყო ყველასთვის. მერე ბიჭები პატარა მარიონეტებად იქცდნენ. საბოლოოდ, ნინა წავიდა... ლაშამ ცოლი მოიყვანა. ვაჩეს არავინ მოუყვანია, არავიზე უფიქრია, არავინ შეჰყვარებია. მართლა ყველაფერი იგრძნო მისი დანახვისას. იგრძნო, როგორ გაეყინა ძარღვებში სისხლი, როგორ შორს გადაიკარგა მისი მამაკაცურობა და სიძლიერე, როცა ქალის ერთმა ღიმილმა ენით აღუწერელი მღელვარება და კანკალი მოჰგვარა მის სხეულს. ნინა მოვიდა. თეთრ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილს, თმა თოვლის უზარმაზარ საბურველში გაჩენილი ხანძარივით უგიზგიზებდა. ანანოს გადაეხვია, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო ნერვიულობისგან, ლაშაც გადაკოცნა. კაკის მიუჯდა გვერდით. თეთრი პიჯაკიდან ბორდოსფერი ლიფი ანათებდა და ვაჩეს თვალს სჭრიდა. ცოტათი, გულსაც. - იქ რას საქმიანობდი ნინა? - ჰკითხა ანანომ და დემონსტრაციულად მიეხუტა თავის ქმარს. - ვმღეროდი, ჩემი და ჩემი ძმის ბარში. - შენს ხმაზე აქაც ლეგენდები დადის - უთხრა კაკიმ. - ისე, მოგწონდა სამსახური? - ძალიან. უბრალოდ, მერე, ცოტა შევწუხდი. - ისევ ვიღაცას შეუყვარდი? - ჰკითხა ვაჩემ. - კი, ისევ. - და ისევ გაიქეცი - დაუმატა ლაშამ. - ეგრე გამოდის. - და გიო როგორაა? არ ჩამოდის? - ძველი მეგობარი გაახსენდა ვაჩეს. გიორგი ალბათ ერთადერთი იყო, ვისაც გულით სჯეროდა, ნინასა და ვაჩეს ერთად ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უჩიჩინებდა, შენი დიდი ცხვირით ნამდვილად არ შეეფერებიო. - შეიძლება ჩამოვიდეს. ბარს მარტო ვერ ტოვებს ჯერ. - მე ბედნიერი ვარ - წარმოთქვა კაკიმ - მიხარია, რომ როგორც იქნა, ჩემთან ხარ. ამათი არ ვიცი. კმაყოფილმა ნინამ ლოყაზე უჩქმიტა ძველ მეგობარს. მიმტანი მოვიდა. ორმაგი სკოჩი შეუკვეთა ერთი კუბიკი ყინულით და ლიმონის ნაჭერით. როცა მოუტანეს, სასმელი დაყნოსა. კმაყოფილებისგან, თვალები დახუჭა, ერთი ყლუპი მოსვა და გაეღიმა. კაცივით ჰქონდა ფეხები განზე გადგმული, ეგრე იჯდა. და ვაჩემ ზუსტად დაინახა ყველა ის თვისება, რასაც წლების წინაც ხედავდა, ყურებამდე შეყვარებული. - აქაც მღერიან? - ღიმილით გააყოლა თვალი სცენაზე ასულ ბიჭს. - კი. - ვაჩეს არ უთქვამს, რომ მისი ბარია? - არა - გაკვირვებით მოჭუტა ცალი თვალი და ვაჩეს გახედა ქალმა. - როგორ არ უყვარს თავის მიღწევებზე საუბარი - თავი გააქნია ლაშამ. - დიდი ამბავი ბარი. პრეზიდენტი ხომ არ ვარ. - კარგი სკოჩი გაქვს, პრეზიდენტობას ნამდვილად სჯობს - მთლიანად დალია ნინამ და მერე, კიდევ ერთი ასეთი შეუკვეთა. - ისევ კაცივით სვამ და ქალივით არ თვლები? - ჰკითხა ვაჩემ. - ზუსტად. - მე უკვე მაგარი მთვრალი ვარ - ორი ჭიქის შემდეგ, თავი მხარზე ჩამოადო კაკიმ. - გაღმერთებს - მიუგო ანანომ კაკიზე - მთელი ეს წლები გაღმერთებდა. ზოგს ბიონსე უყვარს, ზოგს ლეიდი გაგა... ამისთვის, შენ ხარ მსოფლიოს წამყვანი დივა. * * * ვაჩეს მანქანაში ისხდნენ. სახლში მიდიოდნენ. უკან, კაკი მთელი სიგრძელზე გაწოლილიყო და ეძინა. - კარგია აქ? - ჰკითხა კაცმა მრავალი ფიქრის შემდეგ. - პირველივე დღე კარგი აღმოჩნდა. - უპასუხა ნინამ. - ამ შაბათ-კვირას, ქალაქგარეთ ვაპირებთ გასვლას და... - მერე ცოტა ეუხერხულა. შეეშინდა, არ დაეფრთხო ახლახანს დაბრუნებული პირველი სიყვარული. - მეპატიჟები? - კი. - შესაძლოა... ვაპირებდი, სამსახური მომეძებნა. - სად? - არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. - თუ ბარში სიმღერა მოგწონს... - ისევ დუმილმა დაისადგურა. - შენს ბარში ვიმღერო? - ჰო. კარგი იქნება. - რატომ არასოდეს ამთავრებ, რისი თქმაც გინდა? - მშიშარა ხარ. - გეშინია, რომ ისევ გავიქცევი. - მე ისიც არ ვიცი, წინაზე რატომ გაიქეცი. - ყველაფერს ვაფუჭებდი ვაჩე. შენი და ლაშას ურთიერთობა ბეწვზე ეკიდა. ვერ ვიტან, როცა კარგი მეგობრები ქალის გამო კარგავენ ერთმანეთს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქალი მე ვიქნები თუ სხვა. - ვერ დავიჯერებ, რომ მაგიტომ წახვედი. ჩემსა და ლაშას შორის ყველაფერი დალაგდებოდა, რადგან ორივე წიხლზე გეკიდეთ. - კი, ეგეცაა - გაეცინა ქალს - უბრალოდ, რაღაც ძალიან დიდი და ყოვლისმომცველი მსურდა. - ჩვენ პატარები და არაფრისმომცველები ვიყავით? - ჩვენ ყველანი პატარები ვიყავით და საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, სინამდვილეში, რა მსურდა. - და რა გსურდა? - მინდოდა, მარტო მეცხოვრა ჩემს საოცნებო სახლში. მაშინ, ვერ ვხვდებოდი, როგორი იყო საოცნებო სახლი, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი. პირველ სართულზე, თეთრი კედლებით განათებულ შემოსასვლელში, უზარმაზარი ვერცხლისფერი საყვავილე იდგებოდა, სამზარეულოში, მენთოლისფერ მაგიდასთან, რამდენიმე ყვითელი სკამით... მეორე სართულზე, ჩემი საძინებელი, სადაც ხის ავეჯს დავდგამდი... გიორგის საძინებელს ხელს არ ვახლებდი, თვითონ მიხედავდა. - ახლა შენი სახლი აღწერე. - ვიცი. ხომ ვამბობ, ჩემი ოცნება უკვე ცხვირწინ მქონდა, მე კი ვერ ვხვდებოდი. რაც მთავარია, სამზარეულოში, მე, შენ, კაკი და ლიზა ვისხდებოდით, ბევრს ვილაპარაკებდით. მერე თქვენ, მთვრალები და არაადეკვატურები დაუბრუნდებოდით სახლებს ან ჩემი ტყავის დივანზე დაიძინებდით. მე და ლიზა - საძინებელში. - ლამაზი ოცნებაა - გაეღიმა ვაჩეს. - არ მჯერა! იცინი, იცინი! წინასაახალწლო სასწაული! - წამოიყვირა ნინამ. - მოდი, ლიზას მივაკითხოთ ხვალ სკოლაში და ქალაქგარეთ წავიყვანოთ. მოვიტაცოთ - შესთავაზა ოდნავ წამოწითლებულმა ვაჩემ. - ჯერ არ მინახავს. მსურდა, უფრო ინტიმური ყოფილიყო ჩვენი პირველი შეხვედრა. - მარტომ ნახე. მერე ერთად მოვიტაცოთ. - კარგი იდეაა. - საახალწლოდ, აქ ხარ? - კი. * * * კაკი მანქანიდან გადმოიყვანეს. ნინამ ჯიბიდან სახლის გასაღები ამოუღო და მერე დაფიქრდა. სჯობდა, თავისთან წაეყვანა. - ვაიმე - წამოიყვირა თამარამ - ხო ცოცხალია? - კი, თინა, ცოცხალია. უბრალოდ, მკვდარივით მთვრალი - გაეცინა ნინას. - შენც დალიე და ბებიაშენივით არაფერი გეტყობა ხომ? - ზუსტად - ამაყად გაეცინა ქალს. მერე თამარა ნინას მიუახლოვდა. პირზე ხელი აიფარა და საიდუმლოდ გადაუჩურჩულა: - მოგასწრეს ცოლ-ქმარმა. შევიდნენ და ცოტა წაიკამათეს. ანანო ეჩხუბებოდა, რანაირად უყურებდიო. ლაშამ, ჩვეულებრივად ვუყურებდი, ჩემი კლასელია და შეიძლება კლასელიც მომნატრებოდაო - სულ ერთი ამოსუნთქვით ჩაუშვა მეზობლები. - ცოტა გასულელდა ეგ გოგო - თვალები გადაატრიალა ნინამ. - თუ ვინმე გიყურებს სხვანაირად, მარტო ეს! - ხელი ზედმეტად შესამჩნევად გაიშვირა ვაჩესკენ. - он тебя все еще любит. - ჭორაობას და ჩემსკენ ხელის შვერას, გირჩევნიათ, მაგისი კარი გააღოთ - აბუზღუნდა ვაჩე. - იცი, სჯობს, ჩემთან შევიყვანოთ. - მიუგო კაცს, რომელსაც იღლიაში ამოედო გათიშული ბიჭი. - გილოცავ, დროზე ადრე აგიხდა ოცნება. შენს დივანზე დავაგდებ. - წამოიყვანე. ბედი მაგისი, რომ მაგრად დავალაგე დღეს. მიაწვინეს. ნინამ საბანი გამოიტანა, ფეხსაცმელი გახადა და თბილად მოაწყო თავისი ძველი მეგობარი. - ვინმე მაინც მოგენატრა? - ჰკითხა ვაჩემ მოულოდნელად. - ვერ ვხვდები, რაში მადანაშაულებ - ნერვები მოეშალა ნინას. - მე წავედი... ცხოვრება მწყუროდა, სიმარტოვე მწყუროდა. მინდოდა, საკუთარი თავი მეპოვნა, უკეთ გამეცნო, შემეყვარა. მთელი ეს დრო, ისეთი თვალებით მიყურებ, თითქოს, შვილები მივატოვე და ობლად დავყარე. რა უცნაურია, მხოლოდ ბებიაჩემის მეგობარს ესმის ჩემი. - კარგი. მაპატიე, მართალი ხარ - წარბები შეკრა ვაჩემ - ღამე მშვიდობის. - ასე უბრალოდ მიდიხარ? - ჰო. - დამიმტკიცე, რომ დარჩენის მრავალი მიზეზი მქონდა. - სასმელის გარეშე, მაგას ვერ ვიზამ. - ბარი შენ გაქვს და... მოიტანე რამე ისეთი, შენ რომ დაგათროს. მე ისედაც ვერ ვთვრები. - უბრალოდ, სასიამოვნო დასალევი მინდა და არა გალეშვა ამის მსგავსად - ხელი გაშვირა კაკისკენ. - შოკოლადის ლიქიორს დალევ? - როდის იყო, რამეს არ ვსვამდი. ამას შუქს ჩავუქრობ და სამზარეულოში დავსხდეთ, ყვითელ სკამებზე. * * * ნინამ კარი გააღო. ვაჩე ორი ბოთლით იდგა. ქალს ტანსაცმელი გამოეცვალა და აბრეშუმის მწვანე ხალათი ემოსა. ვაჩეს თვალი გაუშტერდა. ნინაზე გაუშტერდა. ისეთი მშვენიერი იყო, როგორც ზღაპრის ყველაზე მომნუსხველი დედოფალი ან ღვთაება. - აბა, რა პრეტენზიები აქვს ბატონ ვაჩეს? - ირონიულად ჩაეცინა ნინას და სასმელი ჭიქებში ჩამოასხა. კაცს ღიმილი არ დასცდენია. ისევ ნინას უცქერდა. უყურებდა და ტკბებოდა. ტკბებოდა არა მხოლოდ მისი სილამაზით, არამედ, მისი ღიმილით, სიარულით, მოძრაობით, ბგერების წარმოთქმით. - პრეტენზია არ მაქვს. - არადა, მადანაშაულებ რაღაცაში. მიდი, ბოლომდე ამოთქვი - ერთი ჭიქა ჩაცალა და ვაჩესაც მიანიშნა, იგივე გააკეთეო. - როგორ უტიფრად მეთამაშებოდი, გახსოვს? - კი. ჩემს დავალებებს გაწერინებდი, საჩუქრებს ვიღებდი შენგან და შენი ძმაკაცისგან, თუმცა იმედს არ გაძლევდი. - პირიქით, იმედს მაძლევდი და ეს იყო ყველაზე საშინელი. გახსოვს, ექსკურიაზე ჩემთან რომ წავედით და კაკლის ხის ქვეშ მაკოცე? - მახსოვს - ეშმაკურად ჩაეცინა ნინას - საერთოდ არ იცოდი კოცნა. - შენ იცოდი სამაგიეროდ. ისე დავტკბი, მეგონა, სამყარო აფეთქდებოდა და ამ აფეთქების მიზეზი გავხდებოდი. იმ ღამით, სიყვარული აგიხსენი მეცხრედ და მეცხრედვე დამცინე. - მე სულელი გოგო ვიყავი, შენ - უფრო სულელი, შეყვარებული ბიჭი. ახლა თვალებში თუ არ შემომხედავ და ისევ ჩემს მკერდს მიაშტერდები, როგორც მთელი საღამო აშტერდებოდი, მაგრად მოგცხებ! - მაპატიე - მორცხვად დახარა თავი ვაჩემ. მერე გაეცინა. ღიმილი ჯანდაბას, მაგრამ სიცილი მეტის მეტი იყო. და ნინას მოეწონა ეს სიცილი, რომელიც მგონი, პირველად იხილა ცხოვრებაში. აჰყვა. ორივენი სულელებივით ხარხარებდნენ. - ჩემს ძმას სულ მოსწონდი. - გამოუტყდა ნინა. - გიორგი მეხვეწებოდა, ჩემი დისთვის ბოლომდე იბრძოლე, თორემ ვინმე გამო*ირებულს გაჰყვება ცოლადო, მაგრამ წახვედი და დავყარე ჩემი ცეცხლგაუმტარი ფარ-ხმალი. - სამაგიეროდ, ბევრს მიაღწიე ცხოვრებაში. მე რომ დავრჩენილიყავი, ჩემი სიყვარული გაგანადგურებდა ვაჩე. კვლავინდებურად ვითამაშებდი შენსა და ლაშას გრძნობებზე, ერთმანეთს გადაგკიდებდით, სეირით დავტკბებოდი. დარჩებოდი მარადიული მოლოდინის რეჟიმში და ვერ გახდებოდი ის, ვინც ხარ. განა არ ვიცი? განა მართლა ასე წიხლზე მეკიდეთ მთელი ეს დრო. ყველაფერს თვალს ვადევნებდი. შენზე სტატიები იწერებოდა, წარმატებულ ადამიანად ითვლები, უნივერსიტეტებში გიწვევენ ლექციების ჩასატარებლად, მსოფიოს მასშტაბით, ბიზნეს ფორუმებს ესწრები. დავიჯერო, ამ ყველაფერს, გერჩივნა, ჩემს სიყვარულს გადაჰყოლოდი? - არ მერჩივნა - წარმოთქვა კაცმა და იცრუა. სიყვარული ერჩივნა. ერჩივნა, ნინას ცქერით დამტკბარიყო. ერჩივნა, ნინას ცქერაში ამოხდომოდა სული. - ლიზა როგორაა? მასწავლებელი გამხდარა - თემა გადაიტანა ქალმა - ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის გამოსდიოდა. კლასში, ვერც ერთი გოგო ვერ მიტანდა, ლიზას გარდა. - მაგას შენი ძმა უყვარდა. რა უცნაურია არა? შენ მე მაწერინებდი დავალებებს, შენი ძმა - ლიზას. - ლიზა ჩემს ძმაზე სამი წლით პატარა იყო და მაინც უფრო ჭკვიანი - გაეცინა ქალს. - ფარჯიანები ჭკუით არ გამოვირჩევით ეტყობა. - სამაგიეროდ, მოხერხებულობა არ გაკლიათ. - ეგეც მართალია - სიცილისას, ხელი მხარზე დაადო ქალმა. ვაჩემ საჩვენებელი თითით თმა ყურზე გადაუწია. ცოტათი დასტყობოდა ნინას სიმთვრალე, თეთრ კანზე, ღაწვები წითლად უბრწყინავდა. გამომშვიდობებისას, ლოყაზე აკოცა ქალმა. თორმეტი წლის შემდეგ, პირველად იგრძნეს ერთმანეთის სურნელი. შინ დაბრუნებას ჰგავდა. ვაჩესთვისაც. თითქოს, მთელი ეს დრო, წასული იყო, მშობლიურ კერას, სიყვარულსა და ადამიანურ შეგრძნებებს მოწყვეტილი. ახლა ისევ გრძნობდა. ახლა მართლა ყველაფერს გრძნობდა და ერჩივნა, მართლა ეგრძნო, უპასუხო სიყვარულით დატანჯულიყო, ოღონდაც ნინასთვის ცხოვრების ბოლომდე ეცქირა. * * * დილით, თვალები გაახილა თუ არა, ტელეფონი შეამოწმა. ვაჩეს და თავისი ძმის მოწერილი დახვდა. გიორგი ჩამოდიოდა. სიხარულისგან, მეცხრე ცას ეწია. მისთვისაც დრო იყო შინ დაბრუნების. „გაიღვიძე?“ - ეკითხებოდა ვაჩე. პასუხი არ დაუბრუნებია, პირდაპირ დაურეკა. კაცსაც ნამძინარევი ხმა ჰქონდა და ეგრევე წარმოიდგინა ახალგაზღვიძებული, როგორ ისრესდა სახეს, ამთქნარებდა... მერე ტელეფონის ზარს დახედავდა და გაეღიმებოდა, როცა ნინას სახელი დაიწერებოდა ეკრანზე. ნეტა, როგორ ჰქონდა მისი ნომერი შეყვანილი. უბრალოდ ნინა? თუ ნინა ფარჯიანი... ან მხოლოდ ფარჯიანი. - რას შვრები? - ჰკითხა ქალმა. - ვემზადები. - შენც წამოხვალ ლიზასთან? - ჰო. სკოლას მოვინახულებ, სანამ თქვენ იჭორავებთ და ერთმანეთს დახოცავთ. - რატომ დავხოცავთ? - რა ვიცი. ლიზა ალბათ ყველაზე ღიად აპირებს შენ მიმართ ბრაზის გამოხატვას. ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო დაქალები იყავით. შეყვარებული კაცების მიგდება გეპატიება, მაგრამ მეგობრის არა. - მართალია. ჩავალ, კაკის გავაღვიძებ და თან საჩუქრებს ავიღებ. რაღაცეები ჩამოვუტანე ლიზას. - ხომ ხედავ? მარტო მაგას ჩამოუტანე საჩუქარი. ყველაზე მეტად გიყვარს. - ცდები - გაეცინა ნინას - შენც ჩამოგიტანე, მაგრამ რაღაცნაირად, მომერიდა მოცემა. მერე დაფიქრდა თავის ნათქვამზე. ეს „მიცემა“ ცუდად მოხვდა. - რა გერიდება გოგო, მიეცი - კარი შემოაღო კაკიმ. - მოკეტე! და გადი ოთახიდან, ღამის პერანგში ვარ - ბალიში ესროლა ნინამ. - კაი, გაემზადე, დაგელოდები - ტელეფონიდან სიცილი არა, მაგრამ ისეთი სუნთქვა მოესმა, აშკარა იყო, ცოტათი მაინც მიეყვანა ვაჩე სიცილამდე. - გიუნაც ჩამოდის - ახარა ნინამ კაკის. - საწყალი ლიზა. ეგ დიდი პრობლემა იქნება. საწყალი ვაჩეც - თავი დანანებით გააქნია კაკიმ. - რაღაცა უნდა გითხრა, ოღონდ, არ გაბრაზდე, კარგი? - გისმენ. - ლიზასთან კონტაქტი არასოდეს გამიწყვეტია. შვებულებებს ჩვენთან ატარებდა. გიორგისთან, რომანი ჰქონდა კარგა ხანს. სამი თვის წინ დაშორდნენ. ჩემმა ძმამ აურია, როგორც ყოველთვის და ლიზას გატეხილი გულით დამთავრდა ყველაფერი. - აბა ჩვენზე გქონდა ალერგია? თუ რახან გოგონები იყავით, მაგიტო არ მიგიტოვებიათ ერთმანეთი? თქვე სექსისტებო კაცების დისკრიმინაციას ეწევით! - ლიზას ჩემს გარდა სხვა არავინ ჰყავდა. შენ კი შენი საუკეთესო მეგობრების გვერდით ცხოვრობ. - შენ იყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი - ლამის იღრიალა კაკიმ - მთელი ეს დრო, მაინტერესებდა, მე რა დავაშავე ასეთი, თუმცა როგორც ყოველთვის, მიზეზი ისევ შენ ხარ. - ჰო, ყველაფრის მიზეზი მე ვარ - თავი დაუქნია ნინამ. - ზუსტადაც! ახლა იმაზე იფიქრე, რანაირად მოაგვარებ იმ ამბავს, რომ ჩამოხვედი და ისევ პირი დააღებინე ამ ბიჭს. სიხარულითა და სიცოცხლით ტკბობის არც აქამდე ემჩნეოდა სახეზე რამე, მაგრამ... ხომ ხვდები, როგორ უყვარხარ? - კი. უცნაურია. ლაშამ ცოლი მოიყვანაო, როცა მითხარი, სიხარული ვიგრძენი და ცოტა შვებაც. მერე ვაჩეს ვკითხე, შენკენ რა ხდება-თქო და იმ წამსვე გული შემიღონდა. პასუხის შემეშინდა. შემეშინდა, გამეგო, რომ ვიღაც ჰყავდა, იმას შესციცინებდა თვალებში, იმისი ბედნიერებით ცხოვრობდა. - რა თქმა უნდა - გაეცინა კაკის - ვაჩე შენთვის ეტალონი იყო. მაგალითი იმისა, რომ უკვდავი სიყვარული არსებობს. საკუთარ თავშიც სიყვარულს ეძებ, ასე არაა? თუ დაბრუნდებოდი და ვინმე სხვა ეყოლებოდა, სიყვარულის არსებობის რწმენას სამუდამოდ დაკარგავდი. - მაგრამ მეცოდება... - შესაცოდი არაფერი სჭირს, ანგელოზივით ბიჭია. უბრალოდ, დაგინებული აქვს ეტყობა, რომ შენს სიყვარულში ამოიხადოს სული. მართლა ჩაიცვი ახლა და წამოდი, თორემ ლოდინშიც სული ამოხდება გაუცინარ ხელმწიფეს. -ჰო, თუ გახვალ, თავს მოვისწესრიგებ. - ისე, რა ირონიულია არა? ყველა გაუცინარ ხელმწიფეს ვეძახით, მაგრამ როცა გხედავს, სახე ებადრება. - არც ისე ხშირად. - მაინც დიდი შეღავათია. * * * ციოდა. ნინას ტყავის ბერეტი ეხურა და კრემისფერი მანტო ეცვა. ვაჩე იმახსოვრება. ყველაფერს იმახსოვრებდა. მეხსიერებაში ძლიერად იბეჭდავდა ქალის სილუეტს, რომლის ცივი ამოსუნთქვა და სიგარეტის კვამლი ჰაერს თავის ღიანაცრისფერ ლაქას ამჩნევდა. იმახსოვრება მის თმას - გაშლილსა და მეწამულს. თვალებს. ღიმილს, როცა ვაჩეს სახლიდან გამოსულს ხედავდა. და ეშინოდა კაცს, რომ ყოველი კადრი შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო, როგორც მაშინ, როცა ნინა წავიდა. - ისე უყურებ, მშურს - გვერდით მიუდგა ანანო - ისე ელოდები, მაგისიც მშურს. - შენ არაფერი გაქვს შესაშური. - ჰო, თითქოს არ მაქვს - უცნაურად გაეღიმა ქალს ცალი ტუჩით - მაგრამ დასანანია, რადგან მაინც მშურს. არც ისე გასაკვირია ჩემი ქმრის პირველ სიყვარულზე ვეჭვიანობ. აღარაფერი აქვთ საერთო. ალბათ, არც უწინ ჰქონდათ. უბრალოდ, ნინა მაინც პიველი იყო. ასეა, უკანასკნელებიც შევნატრით პირველს. - ზოგჯერ პირველიცაა და უკანასკნელიც, მაგრამ მაინც ფეხებზე ჰკიდიხარ - წარმოთქვა ვაჩემ. - არ გექცევა დაკიდებულივით. - ნინა ყველას კარგად ექცევა. ქალი კიბიდან ჩამოვიდა. კარგ ხასიათზე იყო. ვაჩე გადაკოცნა. მერე ანანოც. ზოგადად, ეს მისალმება გადაკოცნა-გადმოკოცნის კულტი ეზიზღებოდა, თუმცა ვაჩეს სურნელი ენატრებოდა ზოგჯერ და იძულებული იყო, კაცთან ერთად, სხვა დანარჩენებსაც მსგავსად მისალმებოდა. - წავედით? - ჰკითხა ვაჩეს. - კაკის ეზარება, თან ჩასალაგებელი ვარო. - კარგი, ჩვენ წავიდეთ. - დარწმუნებული ხარ, რომ ჩემ გარდა, სხვა საქმე არ გაქვს? - გუშინ ჩამოხვედი. სხვა საქმე როგორ მექნება. ნინა დარწმუნდა იმაში, რაც აქამდეც ცხადი იყო. ისევ უყვარდა ამ კაცს. და ქალი, რომელიც ასე გაცხარებით ეძებდა საკუთარ თავში სიყვარულს, დაფრთხა. ისე დაფრთხა, მოუნდა, კვლავ გადახვეწილიყო. გადახვეწილიყო მაშინაც, თუ ამ კაცის სიყვარული ორივეს ეყოფოდა. გაქცევის გეგმა ჯერ არ ჰქონდა დასახული, მაგრამ ისევ ყველაფერს დაანგრევდა დარჩენით. რაც მთავარია, იმ ადამიანს დაანგრევდა, ვინც ძვირფასი იყო მისთვის. იქნებ ეგ იყო ნინას ჭეშმარიტი მოწოდება? იქნებ, ნგრევისთვის იყო დაბადებული და არა სიყვარულისთვის? * * * მანქანაში ისხდნენ. ნინა დუმდა. ვაჩე ბედნიერი ჩანდა. სახეზე ვერ შეატყობდი გაუცინარ ხელმწიფეს, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა ქალი, როცა ვაჩე ენით აღუწერელ ბედნიერებას განიცდიდა. მერე სკოლაში მივიდნენ. ყველა მგონებამ ერთად მოიყარა თავი. ახლა ორივე დაბრუნდა წარსულში. ნინა ყველას უყვარდა. ლაშას, ვაჩეს და კიდევ ალბათ ათობით ბიჭს. ნინა ყველას დასცინოდა ამ სიყვარულის გამო. განსაკუთრებით, ვაჩეს. უცნაურია, ვინც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა, სწორედ იმას დასცინოდა განსაკუთრებულად. ბავშვობაშიც ეშინოდა, გულს ვატკენო და ყურებამდე შეყვარებული ბიჭის განკურნება გულგრილობით განეძრახა. კლასს მიაყურადეს. ლიზას ტკბილი ხმა ისმოდა. ინგლისურს ასწავლიდა ბავშვებს, ადაპტირებულ სამ მუშკეტერს უკითხავდა. მერე ზარი დაირეკა. გიჟებივით კი არ გამოვარდნილან, არავის უნდოდა, ლიზას გაკვეთილის დასრულება. ნინა კლასში შევიდა, ვაჩე გარეთ დარჩა. - ჯანდაბა! - წამოიყვირა ლიზამ მეგობრის დანახვისას. მერე შერცხვა. ბავშვებმაც გაიგონეს - რატომ აარ გამაფრთხილე? - ძლიერად გადაეხვია. ნინას ტირილი მოუნდა. მეგობრის ცისფერი თვალები ყოველთვის ოჯახში აბრუნებდა. გეგონება, არაფერი დასრულებულიყო, გეგონება, ბედნიერების იმედი ჯერ კიდევ ბჟუტავდა. - სიურპრიზი გაგიკეთე. ესენი გამომართვი - ქაღალდის პარკები გადაულოცა - მოგიხდება. - რატომ მანებივრებ? - იმსახურებ. მაგრამ აქ ვერ ჩაიცმევ, ცოტა გარყვნილი კაბებია - ჩაიჩურჩულა ნინამ. - ვერ მოვითმინე და მოგაკითხე. გარეთ, ვაჩე მელოდება, ალბათ, მალე წავალ. - ოჰ, ბატონი ვაჩე? - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები - არ ალოდინო. - შენღა მაკლდი! საღამოს, ქალაქგარეთ ვაპირებთ გასვლას და დაპატიჟებული ხარ. უარი არ მიიღება. - როდის იყო, მე ტაშფანდურზე და გართობაზე უარს ვამბობდი? იმედია, იქ მაინც მეჭორავები მაგ შენს ვაჩეზე. - ვაჩე ჩემი არ არის. - უნდა, რომ იყოს და იქნებ, გამოუვიდეს. იმედი ბოლოს კვდება. - ღმერთმანი. როდის ამთავრებ სამუშაო დღეს? - ორი გაკვეთილი დამრჩა. - მაშინ, სახლში რომ წახვალ, ჩალაგდი და გამოგივლით. ნუ, ალბათ, ვაჩესთან ერთად გამოგივლი. - შენი მძღოლია? - უხარია და რა ვქნა - მხრები აიჩეჩა ნინამ. - მანიპულატორი ხარ! შენი ძმასავით... წყეულო ფარჯიანებო! - ზუსტად ეგ გიყვარს ჩვენში. აბა, ჰე - ლოყაზე აკოცა ლიზას და გარეთ გავარდა. ლიზა ჩაფიქრდა. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ გიორგი და ნინა ერთმანეთს. თუ ერთხელ მაინც შეიყვარებდი რომელიმეს, უკან დასახევი ყველა გზა მოგეჭრებოდა. სამუდამოდ გაგრძელდებოდა. ნინას ცხოვრება ისევ უხაროდა. ჩიტები ისევ ჭიკჭიკებდნენ (მერე რა, რომ ზამთარი იყო). რაც მთავარია, მეგობრებთან ერთად იყო. ვაჩეს მთელი სკოლის გოგონები უყურებდნენ და ტკბებოდნენ. * * * ვაჩეს დაურეკეს. რაღაც მომენტში, სახე შეეცვალა. ცოტახანს ისმინა და მერე აუღელველად თქვა: - კარგი, მოვალ - ნინას შეხედა - სახლში დაგტოვებ, მერე ბარში გავალ ცოტახანს. - რამე პრობლემაა? - ისეთი არაფერი. - მგონი, მატყუებ. - არა, მართლა არაფერია - სახლთან გააჩერა მანქანა - ერთ საათში დავრბუნდები. - კარგი ვაჩე. ქალი ცოტახანს, იდგა და მისი მანქანის ტრაექტორიას უყურებდა. ნინა ვერ ხვდებოდა, რატომ ემსგავსებოდნენ ოჯახს. რატომ უთანხმებდა ვაჩე წასვლის ან დაბრუნების დროს. რატომ დაატარებდა ყველგან. რატომ ელოდებოდა. ან ნინა რატომ შფოთავდა ყოველთვის, როცა ვაჩეს ნერვიულობა ეტყობოდა სახეზე. ძალიან შიოდა. სახლში შევიდა. ცუდი მზარეული იყო, მაგრამ საუზმეს როგორმე გაართმევდა თავს. მაინც დალოდება არჩია. იქნებ, ვაჩესთან ერთად ესაუზმა. ერთი საათი გავიდა. ფანჯრიდან გაიხედა. ორი საათი გავიდა და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გასწია ფარდა, რომ სახლში დაბრუნებული ვაჩესთვის მოეკრა თვალი. მერე საღამოს გასვლისთვის საჭირო ტანსაცმელი დ ნივთები ჩაალაგა. ვეღარ მოითმინა. გარეთ გავიდა, რომ შეემოწმებინა, ვაჩე ხომ არ დაბრუნებულიყო. კარი ნელა გაიღო. აშკარად, არც ეჩქარებოდა და არც სურდა გაღება. იდგა თეთრი პერანგით და აქა-იქ სისხლის წითელი ლაქები ჰქონდა. წარბი გახეთქვოდა, ცხვირის ცალ ნესტოში ბამბა ჰქონდა გაჩრილი. - არ შეგეშინდეს! - გააფრთხილა ვაჩემს, მაგრამ ნინას არაფრის ეშინოდა. ნინას მხოლოდ ნერვიულობა შეეძლო. - ჯანდაბა! ეს ვინ გიქნაა? - სასწრაფოდ შევარდა შიგნით და კარი გამოიხურა. - სად იჩხუბე? რამდენი წლის ხარ ვაჩე? - ისეთი არაფერია, მართლა. არც კი მტკივა. ბარში რაღაცა გაუგებრობა მოხდა, ვაშველებდი და ხომ იცი, როგორც ხდება. ერთი-ორი მუშტი მე მომხვდა, ერთი-ორი სხვას. - დაჭრილი ხომ არ ხარ? - ისტერიულად გაუხსნა პერანგის ღილები. ჭრილობა ვერ იპოვნა და შვებით ამოისუნთქა - ამდენი სისხლი შენ გდიოდა? - არა, სხვისი სისხლია. ხომ გითხარი, მე არაფერი მიჭირს, მაგრამ ეს ცემა-ტყეპა ჩემთვის არაა. ხო იცი, მაგარ ჯანზე ვარ, ვიღაცას თუ დავარტყი, იმ წამს, ძაანაც თავმომწონე ვარ ხოლმე, მაგრამ მერე მთელი ღამე ვნერვიულობ... - ნერვიულობ კი არა, სახეს ავახევ! სადაა სპირტი? - ძალიან გაბრაზდა ნინა. უცებ მართლა მოუნდა, წასულიყო, მოეძებნა ადამიანი, ვინც ვაჩეს ატკინა და მაგრად გაეთათხა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ნებისმიერს მოერეოდა. ვაჩემ უჯრისკენ გაიშვირა ხელი. ქალმა ბამბა ამოიღო. - სკამზე დაჯექი ვაჩე. როდის მოასწარი ასე გამაღლება? ვერ გწვდები. - ყოველთვის მაღალი ვიყავი. უბრალოდ, შენ სხვანაირად გეჩვენებოდი. ვაჩეს ნათქვამი მარტო სიმაღლეს არ ეხებოდა და ორივემ კარგად იცოდა ეგ ამბავი. კაცს ცხვირიდან სისხლი აღარ სდიოდა. მხოლოდ წარბთან დაუმუშავა პატარა ჭრილობა და თვალთან დაადო ყინული. - გტკივა? - სული შეუბერა სპირტისგან დაჭყანული კაცის სახეს. - არა, კარგად ვარ - ქალის სუნთქვა ასე მძაფრად მხოლოდ მაშინ ეგრძნო, როცა 12 წლის წინ, ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს. ვაჩე წამოდგა. ნინას სახე ხელებში მოიქცია და სწრაფად აკოცა. ისე სწრაფად, რომ კოცნის გაცნობიერება მხოლოდ მაშინ მოახერხა ქალმა, როცა უკვე კარგა ხანი იყო გასული. მკერდზე ხელები მიადო, ჩამოიხსნა კაცი. - მაპატიე - იმ წამსვე გაიაზრდა თავისი დაუდევრობით დაშვებული შეცდომა. - მაგრად შემოგარტყეს ეტყობა - გაეცინა ნინას. ისტერიკის მოწყობას ნამდვილად არ აპირებდა. თან ვაჩესთან ჩხუბი არ შეეძლო. უბრალოდ, ვერასოდეს ვერ ეჩხუბებოდა. - ახლა არ შეგეშინდეს და არ დაფრთხე. - ეგეთი მშიშარაც არ ვარ - ტუჩემზე ჯერ კიდევ კაცის არომატი ჰქონდა შერჩენილი. - სჯობს, აღარსად წავიდეთ. დასვენება გჭირდება. - კოცნის გამო მსჯი? - არა, რა სისულელეა. უბრალოდ, დაშავებული ხარ ვაჩე. - ერთი ნაკაწრია. გადავივლებ, აზრზე მოვალ და წავიდეთ. დასვენება იქ უფრო კარგად გამომივა. - კარგი - ნინა ძალიან ადვილად ნებდებოდა ამ ბოლო დროს, რაც სრულიად აუხსნელი იყო - არ გშია? რამეს გავაკეთებდი. - კრემიანი ფუნთუშები მოგიტანე. შენ რომ გიყვარდა, იმ საცხობიდან. - ნაცემი და დაბეგვილი, ფუნთუშებზე დარბოდი? - ჰო. დილაობით ვიცი, რომ საუზმე გავიწყდება და ვიფიქრე, მშიერი იქნება-თქო. თან გაკეთებითაც ვერ აკეთებ. ნინამ ზურგი აქცია ვაჩეს. ტირილი აუტყდა. ტიროდა იმის გამო, რომ ოცნების კაცი ჰყავდა, რომელსაც არ აფასებდა, ვერ აფასება. რომელზე ოცნებაშიც, სხვა ქალები ღამეებს ათენებდნენ, ნინას კი არასოდეს დაემსახურებინა ასეთი სიყვარული. - კარგი, რაა - ფეხზე წამოენთო და ზურგიდან ჩაეხუტა კაცი - რა გატირებს, ნუ გამაგიჟე. ორი ფეხის ნაბიჯზე, ფუნთუშები ვიყიდე გველეშაპი კი არ მომიკლავს. - შენ ვიღაც საოცრებას იმსახურებ და მე ერთი ჩვეულებრივი სწერვა ვარ. - მეზიზღება ეგეთი ლაპრაკი! შენ არ წყვეტ ვინ რას იმსახურებს. - თავზე აკოცა კაცმა. ნინას მართლა უჭირდა გახსენება, ვაჩე ყოველთვის ასეთი მაღალი იყო თუ 18 წლის მერე აიყარა ტანი. - ჰო, მაპატიე. - კარგი რაა - ყავის აპარატთან მივიდა - კაპუჩინოს დალევ? - ამერიკანო მინდა, უშაქრო, მაგრამ ჯერ არა - ვაჩეს მიუახლოვდა და ისევ მიეხუტა. თითქოს, ვერ ძღებოდა. სურდა, მის მკერდზე მიედო თავი და კაცს დაემშვიდებინა. დაემშვიდებინა მუდამ. ასე ჩახუტებული. - რა დაგემართა? - გაეცინა ვაჩეს და ხელები მოჰხვია. - არ ვიცი. ემოციებმა შემომიტიეს. მგონი, აქ ყოფნა მომენატრა. - გინდა მართლა დავრჩეთ? - არა, წავიდეთ. ნინას შეეშინდა. ისევ შეეშინდა, მხდალივით. ახლა ამ კაცთან თუ დარჩებოდა, შეიძლება, ვეღარასოდეს წასულიყო. ვერსად! * * * საღამოს ჩავიდნენ. კაკისთან და ლიზასთან ერთად იყო ნინა. ოთახს ალაგებდა. ვაჩეს ლეკვი კუდის ქიცინით დახტოდა. ისევე არ შორდებოდა ნინას, როგორც თავისი პატრონი. კარზე დააკაკუნეს. - ვიცვლი, არ შემოხვიდე! - დაიყვირა კაკიმ. - შემოდი, ლაზღანდარობს რაღაცას - გაეცინა ნინას. ვაჩე იყო. - ორი წამით, შენთან საქმე მაქვს - იმაზე უფრო სერიოზული ჩანდა კაცი, ვიდრე ჩვეულებრივ, კოპებშეკრული. - რა მოხდა? - მინდა, რომ დავილაპარაკოთ. ეზოში. ან სადმე, სადაც მარტო ვიქნებით. - კარგი, ორ წუთში ჩამოვალ, ლოგინს ავშლი... მერე თავის მეგობრებს შეხედა ნინამ. გული მოსალოდნელ საშიშროებას უქადდა და ისე სწრაფად უცემდა, იძულებული გახდა, დამჯდარიყო. - რა მოხდა? - ჰკითხა ლიზამ. - მგონი, ვაჩე აპირებს, სიყვარული ამიხსნას - ამოიოხრა ქალმა. - დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ყოფნა არ გინდა? - გვერდზე მიუჯდა კაკი. - მასთან ყოფნა მინდა, მაგრამ ისე არა, როგორც მას. მე მხოლოდ მეგობრობა მინდა. მინდა, ყოველ დილას მივესალმო, ვისაუზმოთ, გავერთოთ, თუმცა სულ სხვაგვარად. ხომ ხვდებით არა? - ჰო. შენს ძმასაც ზუსტად იგივე უნდოდა ჩემგან ოღონდ, მაგ ყველაფერს დამატებული სექსიც - გაეცინა ლიზას. მერე გული მოუვიდა. რამდენი წელი დაჰქონდა გულით გიორგის სიყვარული. ბოლოს, როგორც იქნა, ერთად იყვნენ და ლიზას ეგონა, ეს იყო დასასრული. თავისი happy end. Happy end-ებსაც ჰქონიათ სასტიკი განაჩენიო, გაიფიქრა გოგომ და მთელი სიცხადით შევიდა ვაჩეს მდგომარეობაში. - ისევ ამის ძმაზე ბრაზობ? - ფიქრები დაურღვია კაკიმ. - ცხოვრების ბოლომდე გაბრაზებული ვიქნები. უბრალოდ, მგონია, რომ ვაჩეს უარი უნდა უთხრა. თან ამომწურავი, სასტიკი უარი. რაც ჩამოხვედი, შენით სულდგმულობს. ვერ ხვდები, რამხელა იმედს აძლევ მაგ სითბოთი და ვითომ მეგობრული ჩახუტებებით? უკვე, ნერვებს მიშლით რაა. ნინამ იცოდა, თავისი მეგობარი მართალი იყო, მაგრამ უარის თქმის ყველა ვარიანტი ძალიან მტკივნეულად ეჩვენებოდა. ვერ წარმოედგინა, კაცის თვალები, როცა საბოლოო წერტილს დაუსვამდა თავიანთ „შესაძლო“ მომავალს. - „დააფრთხე კაცის“ გეგმით იმოქმედე - თვალები გაუნათდა კაკის - გაცვეთილი, თუმცა უებარი საშუალებაა. - ეგ როგორ? - პირველმა აუხსენი სიყვარული. უთხარი, რომ მასზე გიჟდები. დამიჯერე, ისე დაფრთხება, შენკენ აღარასოდეს გამოიხედავს. სერიოზულად ვამბობ, 70% მოქმედებს. - არაა ცუდი იდეა - გაეცინა ნინას. გარეთ გავიდა ვაჩესთან სალაპარაკოდ. ლიზა და კაკი ოთახში დარჩნენ. გოგონამ გულხელი დაიკრიფა და უკმაყოფილოდ შეხედა კაკის. - რა იყო? - რა იყო და საერთოდ არ არსებობს „დააფრთხე კაცის“ გეგმა. მშვენივრად იცი, სიყვარულს აუხსნის თუ არა, ვაჩე ეგრევე საქორწინო სამზადისში ჩაეშვება. იდიოტო! - ძალიან გაბრაზებული ჩანდა ლიზა. და საერთოდ, ბავშვებთან ყოფნის გარდა, თავისი ცხოვრების უდიდეს დროს, გაღიზიანებულად ყოფნას უთმობდა. - ცდები. ძალიანაც ჭკვიანი ვარ. გულის სიღრმეში, მშვენივრად ხვდება, რომ მეცხრე ცაზე ააფრენს ვაჩეს სიყვარულის ახსნით. ზუსტადაც ეგ უნდა. ამ კაცის მოშორების არც ერთ ხერხს არ მიუდგებოდა სერიოზულად. მე კი ის შევთავაზე, რაც აწყობდა. ხომ გინდა, რომ აღარ წავიდეს? - მინდა. - ჰო და მივუშვათ ვაჩესთან. * * * უზარმაზარი ეზო იყო თავისი ხეხილით. ვაჩე სადღაც, ბოლოში, ღობესთან იდგა და ელოდებოდა. მერე ნინამ ზუსტად იცნო ეს ადგილი. გაეცინა. - ეს ის კაკალია? - გვერდზე ამოუდგა კაცს და თან ცოტათი, შერცხვა. - ჰო. მგონი, ხმება - მართლა ენანებოდა ვაჩეს. - არადა, რა საიდუმლოს ინახავს - თავი დანანებით გააქნია ნინამ. - მახსოვს, დამემუქრე. თუ ვინმეს ეტყვი, რომ ტუჩებში გაკოცე, ყველაფერს უარვყოფო. ისედაც არ ვაპირებდი თქმას. - ყოველთვის ჯენტლმენი იყავი. - ლაშასთვისაც ხომ არ გაქვს ნაკოცნი? - არა. რა იყო, 15 წლის ნინაზე ეჭვიანობ? - სასაცილოდ არ ეყო ქალს - შენთვის პირველი კოცნა ვიყავი, ჩემთვის მეათე. არა, პრობლემა მაინც ჩემში იყო, ვხვდები. - რა საყვარელი ხარ - გაეცინა ვაჩეს. - ჯანდაბა! მერამდენედ იცინი, ხო მშვიდობა გაქვს? - არც ისე. სადაც შენ ხარ, იქ მშვიდობა რანაირად იქნება. - მიშველეთ, თორემ გადავწვავ მთელ ეზოს. რომელმა ჭკვიანმა შემატოვა მწვადი? - მოესმათ ლაშას ყვირილი. - მგონი, თბილისამდე მოიცდის შენი სალაპრაკო - ლოყაზე აკოცა ნინამ - არსად გავიქცევი. - წინაზე ხომ გაიქეცი? - ჰკითხა ვაჩემ და ღმერთს მადლობა უთხრა, რომ ბნელოდა, თორემ ალბათ, გაწითლებული ექნებოდა ლოყა მღელვარებისგან. ივახშმეს. ძალიან ბევრი იცინეს და ბავშვობა გაახსენდათ. ლაშასაც ახსენდებოდა. უფლება კი არაფრის ჰქონდა, მაგრამ მაინც ახსენდებოდა უიმედო სიყვარულში გატარებული წლები. ახლა თვითონაც სხვისი იყო და კარგად ხედავდა ნინას თვალებს, რომლებიც ვაჩეს არ შორდებოდნენ. მათ მზერას, ერთმანეთში ჩაკრულს. გული არ სწყდებოდა. ან სწყდებოდა. მაგრამ რა აზრი ჰქონდა? თვითონ იმედი არასოდეს ჰქონია. ვაჩე კი იმითი განსხვავდებოდა მისგან, რომ ყოველთვის იბრძოდა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მაშინაც უყვარდა, როცა სიყვარულის მიზეზი საერთოდ გამქრალიყო. თუ ვინმე იმსახურებდა ბედნიერებას, მხოლოდ ვაჩე. - მეც კი მახსოვს, ნინას ლექსი რომ დაუწერე - გაეცინა ანანოს. ყველაფერს ხუმრობაში ატარებდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. რადგან როცა საქმე მოგონებებს ეხებოდა, ნინას, ვაჩესა და ლაშას სამკუთხედს ვერ აუვლიდი თვალს. თან სასიყვარულო სამკუთხედიც არ ეთქმის, როცა ორს უყვარს ერთი, მესამეს კი სიყვარული არ შეუძლია. - საშინელი ლექსი იყო - გაახსენდა ლაშას. - შენახული არ გაქვს? - ჰკითხა ლიზამ. - არა, რას ამბობ - იუარა, მაგრამ ზეპირად ახსოვდა და ნამდვილად რცხვენოდა საკუთარ თავთან. - სამაგიეროდ, ქალბატონ ლიზას აქვს შენახული დღიური, სადაც გიორგიზე წერდა - ჩაუშვა კაკიმ. - დიდი ამბავი. დღიურს ყველანი ვწერდით. განსაკუთრებით, ცალმხრივად შეყვარებული ლუზერები. - არ დაუმალავს ლიზას ეგ ამბავი. - მე არ ვწერდი - ისე წარმოთქვა ვაჩემ, თითქოს საამაყო ყოფილიყო. - სად გეცალა? ნინას დავალებებს წერდი მაგ დროს. - და სულ ხუთიანებს ვიღებდი - ღიმილით გაახსენდა ნინას - საკონტროლოებსაც მიწერდა. ფაქტობრივად, ამ კაცმა დამამთავრებინა სკოლა. - სამაგიეროდ, უნივერსიტეტის დიპლომი სულ შენით აიღე - დაამშვიდა ვაჩემ. - არა, ლექტორს ვუყვარდი... რამდენიმეს. - რატო არ მიკვირს - ნერვები მოეშალა ვაჩეს. - ოროსანო! - ნუ მიბრაზდები. ჩემი ბრალი არაა. - აბა ვისი ბრალია? დადიხარ და თავს აწონებ ყველას. - აქ არ გვინდა ეჭვიანობის სცენები - გადაუჩურჩულა კაცს. - ყველამ ისედაც მშვენივრად იცის, რომ შენზე ვგიჟდები და ყველაფერზე გიჟივით ვეჭვიანობ. ინსტაგრამზე, ვიღაცეებთან სელფებს როცა დებდი, შეშლილივით ვმკითხაობდი, რომელი იყო შენი შეყვარებული. - ვაა, როგორ საინტერესოდ განვითარდა სიტუაცია? - გაუხარდა კაკის. თითქმის ყველა გაჩუმდა და ისე მიაჩერდა წყვილს, თითქოს, ფილმს უყურებდნენ. დამწუხაროდ, პოპ-კორნი არ ჰქონიათ, მხოლოდ მწვადი ჰქონდათ. - რახან ეგრეა მაშინ... ორი წლის წინ, ვისთან ერთად იყავი? - ეშმაკურად ჰკითხა ნინამ. - რა შუაშია ახლა ეგ? - შეიცხადა ვაჩემ. - ვისთან იყავი-თქო! - ნადიბაიძესთან - შერცხვენილი ბავშვივით წარმოთქვა, რომელიც თითქოს, ეს-ესაა, ცუდ საქციელში გამოიჭირესო. - გადაებით შენ და ნადიბაიძე! - დაეჯღანა ნინა. - ყველაზე საყვარელი ეჭვიანობის სცენაა, მაგრამ გეყოთ - წამოდგა ლიზა - ძალიან მთვრალები და არაადეკვატურები ხართ, ძილის დროა. აბა, ნანები. - აუ დედიკო, ცოტა ხანიც რაა - შეეხვეწა კაკი. - ჩვენც გვეძინება - დაამთქნარა ლაშამ. - მე ცოტახანს, დავრჩები და დალევას გავაგრძელებ - თქვა ნინამ და უკმაყოფილო მზერა ესროლა ვაჩეს. ახლა ხვდებოდა, რომ ეჭვიანობა საშინელი განცდა იყო. მაშინაც, თუ ადამიანი შენ არ გეკუთვნოდა. მაშინაც, თუ ამ ადამიანისთვის ხელი არაერთხელ გეკრა. მხოლოდ ვაჩე და ნინა დარჩნენ. - ახლა ვისაუბროთ? - ჰკითხა კაცმა. - ნადიბაიძეზე? - არა, ჩვენზე. ნადიბაიძე საერთოდ რა შუაშია? - რატო დაშორდით? - იმიტომ, რომ სხვა მიყვარდა. - კარგი - ღრმად ჩაისუნთქა. მხრებზე პლედი მოისხა და წამოდგა. - სად მიდიხარ ნინა? - კაკლის ხესთან. გავბრაზდი და მინდა, მოვუყვე რაღაცეები. - რამ გაგაბრაზა? - ვაჩე სიცილს ვერ იკავებდა. რა უცნაურია. როცა ნინას გვერდით იყო, განსაკუთრებით, მთვრალი ნინას გვერდით, ისეთ ბედნიერებას გრძნობდა, ძველებურად სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება შეუძლებელი ხდებოდა. - იმან, რომ სხვა გყავდა. - გინდოდა, ვაჟიშვილი ჩაგბარებოდი თუ რა ხდება? - წამოდგა ვაჩე და გაბრაზებულ, მთვრალ ნინას გაჰყვა. - აქამდე, ფეხებზე გეკიდე, ახლა რა შეიცვალა? დროდადრო, ქვას ფეხს წამოკრავდა და ვაჩე რომ არა, სამჯერ მოუწევდა მიწაზე გაგორება. - ნერვებს მიშლი! - მხარი აუქნია ქალმა. - მთვრალი ძალიან საყვარელი ხარ ნინა - თმაზე აკოცა. - მიყვარხარ ვაჩე - სრულიად მოულოდნელად წარმოთქვა ქალმა. დაასწრო, სანამ ვაჩე იტყოდა. ცხოვრებაში, პირველად. ცხოვრებაში, პირველად გააცნობიერა, რომ სწორად იქცეოდა. ახლა ისევ ჩამოჯდომა მოუნდა, როცა სიბნელეში, მთვარის შუქსა და ტოტების ჩრდილის ფონზე, ვაჩეს თვალები დაინახა. თვალები, რომლებიც ყველაზე ძლიერ სინათლეს ატარებდნენ. მათში, ერთდროულად, ბედნიერება და დაბნეულობა აღბეჭდილიყო. - როგორი აფერისტი ხარ - გაეცინა კაცს. ყველაზე დიდ სიმწარეს იტევდა ეს სიცილი. - აფერისტი? - ვერ მიხვდა ნინა. - ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს კაკი და მშვენივრად გავიგე, როგორ გითხრა, რომ სიყვარულის ახსნა კაცებს აფრთოხბთ. ეგეთი ლაჩარი ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ? გეგონა, შემეშინდებოდა? - არ ვიცი - ძალიან შერცხვა ნინას. - არ შეცვლილხარ. საერთოდ არ შეცვლილხარ და როგორი მახინჯი სულისაც შემიყვარდი, ისეთივე დარჩი. რა საშინელი შენი შემყარე. არ ვიცი, რა ცოდვა მაქვს ასეთი, რომ შენი სიყვარულით ვისჯები მთელი ცხოვრება. აუტანელი სასჯელი ხარ! - შენ გგონია, მინდოდა, რომ ასე დატანჯულიყავი? - საჩვენებელი თითი თითქმის ცხვირთან მიუტანა ნინამ - ყველაფერი გავაკეთე ამის თავიდან ასაცილებლად. - ამერიკაში გადახვეწა ნამდვილად გამოსავალი იყო. საერთოდ, ერთი წამით მაინც თუ ყოფილხარ წასვლის შემდეგ ბედნიერი? - არა, არ ვყოფილვარ. - აღიარა ნინამ. - არც მე. ეგეც ჩვენი პასუხი ყველაფერზე. - და შენ რაზე უნდა დამლაპარაკებოდი? - სიყვარული უნდა ამეხსნა ნინა. ვითომ არ იცი. ისევ სიყვარული უნდა ამეხსნა დებილივით, როგორც 15 წლის ბავშვმა აგიხსენი, როგორც 18 წლისამ აგიხსენი. მაშინ უარის თქმის გამბედაობა მაინც გქონდა. მართლა ვსულელედები, როცა გხედავ. არ ვიცი, რას ველოდებოდი. ალბათ, მორიგ უარს. მგონი, რაღაც პერდიოდში ერთხელ, შენგან სრული უარყოფა მჭირდება, რომ ცხოვრება გავაგრძელო, თუმცა ძალით მოცემულ შანსს ისევ ეგ მირჩევნია. - კარგი, მაპატიე - დანებდა ქალი - ჩემი ბრალია. არასწორად მოვიქეცი. - როგორც იქნა, რაღაცა აღიარა - თვალები გადაატრიალა ვაჩემ. - ანუ სიყვარული უნდა აგეხსნა? - ჰო, მაგრამ გადავიფიქრე. მგონი დროა, საბოლოოდ ამოგიგდო გონებიდან. - აქამდეც უნდა ამოგეგდე - ძალიან გაბრაზდა ნინა. - არ დამაცადე და. - 12 წელი დაცდილი იყავი. - სახლისკენ გაემართა - ჩავალთ თბილისში და დაგაცდი, არ იდარდო. მაღაზიაში შენ დილის საათებში გახვალ, მე საღამოს. თუ სასწაული მოხდა და შევხვდით, მოგესალმები და ეგაა. - ხუმრობ ხო? - არა. - ახლა ვაჩეზე სერიოზული გახდა ნინა. - ძალიან გამაბრაზე. ჩემი დავიწყება გინდა? ჰოდა ხელს შეგიწყობ! - გაბრაზებული უფრო საყვარელი ხარ. - არ მეცინება - სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში და თავის ოთახში ავიდა. - აბა რა ხდება, ქორწილში მაქეიფებთ? - ჰკითხა კაკიმ. - არ აუხსნია სიყვარული. პირიქით, უნდა გადაგიყვარო როგორმეო. - ძაან ოპტიმისტურად ხარ განწყობილი-თქო. რა სახე ჩამოგტირის? ერთ საათში, ისევ შენი იქნება - დაამშვიდა ლიზამ. - მეძინება და მეზიზღება ეს დღე - საწოლში ჩაწვა ნინა. * * * დილით, სასაუზმოდ გამოვიდა ყველა. ვაჩე მაგიდასთან ჩამოჯდა, თვალებით ნინას ეძებდა. ყოველთვის გვიან ეღვიძებოდა ქალს და იფიქრა, ისევ სძინავსო. არავინ ხმას არ იღებდა. არც ახსენებდნენ. ცოტა ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა, იკითხა: - ნინას სძინავს? - არა. დილით, ტაქსი გამოიძახა და თბილისში წავიდა - უთხრა ლიზამ. - რაა? - ჰო. - და ასე ჩვეულებრივად გაუშვით მარტო? - ათი წლის ხო არაა? ზრდასრული ადამიანია და თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, როდის წავიდეს და როდის მოვიდეს - გაღიზიანდა ლიზა. ამ კაცების ვერაფერი გაეგო. ზოგჯერ, არც ქალებისა ესმოდა და ამიტომ, მხოლოდ ბავშვებთან გამოსდიოდა კომუნიკაცია. - მე მსჯის - წარმოთქვა დარწმუნებით - უნდა, რომ ნამუსზე ამაგდოს. - ნუ ავარდები შენც - მხრები აიჩეჩა ლიზამ. როცა დაძაბულობა იყო, ჩვეულებრივად იქცეოდა და ამით, უფრო მეტად სძაბავდა სიტუაციას. ამ შემთხვევაში, მართლა ნინას მხარეს იყო. ისედაც ნინას მხარეს იყო მუდამ, რაც არ უნდა მიექარა თავის დაქალს. - ახლა უარესს მიკეთებ ლიზა! - არავის არაფერს არ ვუკეთებ. თქვენი სასიყვარულო დრამებისგან შორს დამტოვეთ, ჩემიც მეყოფა რაა - საუზმე მიატოვა და გარეთ გავიდა. - ამას რაღა სჭირს? ზემდეტად ბევრი ქალია უკვე ჩემზე გაბრაზებული - ამოიოხრა ვაჩემ. - მაგას გიორგი სჭირს, მაგრამ რახან კაცი ხარ, აღარც შენ ეხატები გულზე - განმარტა კაკიმ. - რა ჯანდაბა გავაკეთო? - ვაჩე წამოდგა და მოუსვენრად დაიწყო სიარული. მერე ნინას დაურეკა. არ პასუხობდა - გამებუტა. - აი, მაგიტომ გადავედი კაცებზე. ქალებს ვერაფერი გავუგე - გაეცინა კაკის. * * * ნინა სახლში იჯდა და ფილმს უყურებდა. განწყობა ისე ჰქონდა წამხდარი, ვერც შინაარს იგებდა და ვერც ჩიფსის გემოს. გონებით, სულ სხვაგან დაფრინავდა. იცოდა, ყველაფერი თავისი ბრალი იყო და საწუწუნო არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეძებდა მიზეზს, რომ ვაჩეზე გაბრაზებულიყო. ბრაზდებოდა, რომ ახლა შორს იყო. რომ ვერ ხედავდა. რომ ყოველ დღე, სიყვარულს არ ეფიცებოდა და აღარც აპირებდა. კარზე კაკუნი გაისმა. ჭუჭრუტანაში გაიხედა, ვაჩე იყო. - არ გაგიღებ კარს! - გულხელი ისე ბრაზმორეულმა დაიკრიფა, თითქოს, ვაჩე ხედავდა ამ ყველაფერს. კარის მიღმა, ძაღლის წკმუტუნიც მოესმა. როგორ უცნაურად ჰგავდა პატრონს. - ნუ იბუტები პატარა ბავშვივით! - შენ ხომ უნდა დამივიწყო არა? რატომ მოხვედი? - გამიღე და გეტყვი. - არ გაგიღებ! - გადავიფიქრე შენი დავიწყება. გადავწყვიტე, რომ კუბოს ფიცრამდე მიყვარდე. მოეწონა ეგ აზრი. თვითკმაყოფილი გამომეტყველებით გაუღო კარი. - სოფელში რატომ არ ხარ? - არ შემიჩნია, რომ ძალიან ეცინებოდა. - უშენოდ ვერ გავძელი. იმაზე ფიქრმა გამაგიჟა, რომ გაბრაზებული ხარ. რა უცნაურია არა? მიყვარხარ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ძაღლად არ მაგდებდი, მაინც მირჩევნია, მე დავიტანჯო, ვიდრე შენ იყო უგუნებოდ. ვერ მოითმინა. კისერზე ჩამოეკიდა და მთელი ვნებით აკოცა ტუჩებში. იმდენად მოულოდნელი იყო ვაჩესთვის, კარგა ხანს, იმაზე ფიქრობდა, ჩემი წარმოსახვა ხომ არააო. ქალმა ხალათი გაიხადა და საცვლების ამარა ეფერებოდა ადამიანს, რომელიც ასე მოულოდნელად, მისი ოცნების კაცი გამხდარიყო. ხავერდივით ნაზი კანი ჰქონდა ნინას. საოცნებო, სანატრელი და ისეთი ნეტარების მომგვრელი, აქამდე რომ ყველაზე მშვენიერ ფანტაზიებშიც ვერ წარმოედგინა ვაჩეს. საძინებელში ავიდნენ. ქალმა თავი უკან გადასწია და სიამოვნებისგან, გაუაზრებლად დაიკრუსუნა. უფლებას აძლევდა... უფლებას აძლევდა, სხეულს კი არა, სულსაც დაჰპატრონებოდა, როგორც თავად ჰქონდა მოპარული სამუდამოდ ვაჩეს სული. კაცს ნინას ტუჩების შეგრძნებამ დაუბრუნა სამყარო. ახლა მართლა გრძნობდა, რომ ცხოვრებისგანაც შეეძლო ბედნიერების მიღება. იმ ბედნიერების, რომელიც მთელი სიცოცხლე, ასეთი შორი ეჩვენებოდა. აღარავინ არსებობდა ცხოვრებაში ნინას გარდა. არც არასოდეს ეარსება აქამდე. მშვივრებივით ეწაფებოდნენ ერთმანეთის სხეულებს, ერთნმანეთის სურნელით ვერ ძღებოდნენ. ვაჩემ კარგად იცოდა, ამ დღის შემდეგ, მართლა ვეღარასოდეს დაივიწყებდა ქალს, სამუდამოდ ემახსოვრებოდა მისი ამოსუბთქვა, ნეტარების კვნესა, რბილი ბაგეების გემო და შიშველი სხეულის სილუეტი. ახლა მართლა სამუდამო იყო, ოღონდ ვაჩეს სასჯელად აღარ ეჩვენებოდა. იქნებ, რჩეული იყო, რადგან სამყაროს მარადიული სიყვარული ეჩუქებინა მისთვის? მთელი დღე ერთმანეთის ფერებაში გაატარეს. დღეს ღამე მოჰყვა. ვერ ჩერდებოდნენ. ნინა მიხვდა იმას, რაც ვაჩესთვის მთელი ცხოვრება ნათელი იყო: ვერც ერთი ღამე ვერ ეყოფოდა მათი გრძნობების ამოწურვას. - ჩემი ახდენილი ოცნება ხარ - თმაში შეუცურა ხელები თავის მკერდზე განაბულ ქალს. - და ჭკუიდან გადავდივარ თეთრეულს რომ შენი სუნი აქვს. - უკვე შენიც - ბედნიერად ჩაისუნთქა ნინამ ჰაერი. - პატარა ლუციფერი კიბეზე ვერ ამოდის და წკმუტუნებს ვაჩე. - ჩემს ლეკვს სახელი რატო გადაარქვი? რანაირად დავუძახო შუა ქუჩაში ლუციფერს? - ანზორის რომ ეძახდი, ეგ კარგი იყო? - ვღადაობდი. - არ შეიძლება ცხოველის გამასხარავება. - ნინა ფანჯრიდან გაიხედე, მგონი, თოვს - ფარდები გადასწია ვაჩემ და ფიფქებით დაფარულ თავიანთ ეზოს შეავლო თვალი. - რამდენი წელი გავიდა - ფანჯარას მიუახლოვდა ნინა - როგორ მომენატრა თოვლიანი თბილისი. - მერე ვაჩეს მკედრზე მინაბა თავი - და შენც მომენატრე. ყველაზე მეტად. - ერთი კარგი იდეა მაქვს - თმაზე აკოცა კაცმა. ნახევარ საათში, ზამთრის ქურთუკებში შეფუთნულები, ეზოში პატარა ბავშვებივით დარბოდნენ და ერთმანეთს გუნდებს ესროდნენ. ძაღლი ყეფდა. გაოგნებული თამარა სახლიდან გამოვიდა და ორი გადარეულის საქციელს შეჰყურებდა. მერე ის ქალიც გააგიჟეს, აიყოლიეს. ბავშვობის ყველა მოგონებამ ერთიანად აიტანა მთელი ეზო. მოხუცებული ქალის ხმამაღალი კისკისი და ვაჩეს გუნდებისგან აკივლებული ნინას ხმა ისმოდა ყველგან. მეგობრებმაც მალევე შემოაბიჯეს და ისეთი სანახაობა დახვდათ, თოვლს ვინღა სჩიოდა. ისტორიული სურათის მომსწრეები გამხდარიყვნენ. * * * - ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ერთად ხართ - სიცივისგან აკანკალებული ხელით აიღო კაკიმ ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა და აწითლებულ ლოყაზე მიიდო დალევის მაგივრად. - არც მე მჯერა - მხრები აიჩეჩა ვაჩემ. ყველანი ნინასთან მოგროვებულიყვნენ და თბებოდნენ. - გული მიგრძნობდა - წარმოთქვა თამარამ - დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს აცერცეტებული გოგო ბოლოს ამ დარბაისელ კაცს დარჩებოდა. - აა უკვე ბოლოა? - ეშმაკურად გაეცინა ნინას. კარზე ისეთი ბრახუნი გაისმა, ყველა გაგიჟებული წამოენთო ფეხზე. ნინამ კარი გააღო. ყურებამდე გაბადრული გიორგი დაინახა. - ახალი წლის საჩუქარი მოვედი - შესძახა გაბრწყინებულმა. ნინა ხელში აიტაცა, დაატრიალა და დასვა - ვახ, თბილისის სუნი მომნატრებია რაა. - როდის ჩამოხვედი? რატო არაფერი მითხარი? - ჯერ ისევ ვერ იჯერებდა ნინა. - სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ოღონდ ჯერ ლიზასთან მივედი, სახლში არ იყო - სამზარეულოში მჯდომ ხალხს თვალი შეავლო და თავის ყოფილ შეყვარებულს მოჰკრა თვალი - ჯანდაბა, აქ ყოფილა. პატარა ბავშვივით დაიბნა. ლიზა მაქსიმალურად ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. ვითომ, ფანჯარაში იხედებოდა და ყავას სვამდა. თან, ნერვიულობისგან, თავისი ყლუპები ძალიან ხმამაღლა ესმოდა. - როგორ მომენატრე გიო - კიდევ ერთხელ მოეხვია და ლოყებზე აკოცა ნინამ თავის ძმას. - ყველა აქაა? - გული ლამის ამოუვარდა გიორგის. - კი, აქ ვართ - გამოეპასუხა კაკი. მერე მათთან გავიდა. ყველას სათითაოდ გადაეხვია. მხოლოდ ლიზა არ ტოკდებოდა. გიორგი მაგიდასთან ჩამოჯდა, ლიზას გვერდით. უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა. - მართლა შენ ხარ ჩემი საახალწლო საჩუქარი თუ რამე საინტერესოც ჩამომიტანე? - დუმილი დაარღვია ნინამ. ვაჩემ გადაიხარხარა. ვერ მოითმინა და ყელში რამდენჯერმე აკოცა ნინას. აი, ყველაფერს იფიქრებდნენ, მაგრამ ეს ხარხარი მართლა საახალწლო სასწაულს ჰგავდა. - ჩამოგიტანე, მაგრამ თავი მაინც მოიკატუნე, თითქოს, ჩემი დანახვა ყველაზე მეტად გაგეხარდა. - ყველაზე მეტად გამეხარდა, გეფიცები. - ვაჩე ინტიმურ ადგილებში რატომ გეამბორება? - წარბები შეკრა გიორგიმ. - ყელი ინტიმური ადგილია? - როცა კლასელი გკოცნის, კი. - კლასელობიდან დავწინაურდი და შეყვარებულად გადავინაცვლე - ახარა ვაჩემ. - რანაირად ქენი? - გაკვირვება ვერ დამალა გიორგიმ. - წარმოდგენა არ მაქვს - მხრები აიჩეჩა კაცმა და მაგიდის ქვეშიდან, თავის მუხლზე შემოცურებულ ნინას ხელს მოეფერა თითებით. - ალბათ იფიქრა ვბერდები და სულ არაფერს, ვაჩე სჯობიაო - წამოაყრანტალა კაკიმ. - რაებს ბოდიალობ? სულ არაფერს კი არა, ყველას სჯობია. დაბერებას მე ჯერ არ ვაპირებ. იმედი უნდა გაგიცრუო. მომდევნო 20 წელიც ვიქნები ამ ქალაქში ყველაზე ლამაზი ქალი - დაეჯღანა ნინა. - შენ როგორ ხარ? - ჩურჩულით ჰკითხა გიორგიმ ლიზას. - სერიოზულად? როგორ ვარ? - გააფთრებული თვალები მიანათა ქალმა თავის ყოფილ შეყვარებულს. მერე წყლით სავსე ჭიქას დასწვდა და ხელის ნელი, მარტივი მოძრაობით გადაასხა თავზე. ყველა გაისუსა. - დავიმსახურე - თავი დააქნია გიორგიმ. - ყავის გადასხმაც მინდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მდუღარეა და ისევ ნინა შემეცოდა. ინერვიულებდა. - სწორი არჩევანია - დაეთანხმა გიორგიც. * * * მერე ყველა წავიდა. გიორგი ჩაფიქრებული იჯდა და არ იცოდა, რა ეღონა. - აბა, უარყოფილო რომეო, რა ხდებოდა იქ? - ჰკითხა ნინამ. - ბარი კარგ ფასში გაიყიდა. იქნებ, აქ წამოგვეწყო რამე? - არ ვიცი. ვაჩესთან გაიარე კონსულტაცია. ამასაც ბარი აქვს. - სერიოზულად მაინტერესებს, ვირის ტვინი გაჭამა თუ რა ქნა ამ ბიჭმა? - არაფრის ჭამა არ დამჭირდა. ძალიან საყვარელია. მასთან ერთად ორი დღეც არ მქონდა გატარებული, რომ მივხვდი, სერიოზულად მივეჯაჭვე. - გიყვარს? - არ ვიცი. მიჭირს ამაზე ფიქრი. ისე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ზოგჯერ აქ რომ დარჩეს ღამე? - არა, რა მაქვს საწინააღმდეგო. ოღონდ, არ იხმაუროთ. ცოდო ვარ - სახე დამანჭა გიორგიმ - ფუ, ფუუ, არ წარმოიდგინო გიო! - ეხვეწებოდა თავის თავს. - კარგი გეყოს. სამჯერ შემოგისწარით შენ და ლიზას. ჯერ ისევ, კოშმარები დამყვება. - მართლა ვეზიზღები. - კი, ვერ გიტანს - შემოაღო კარი ვაჩემ - ძაღლს ვაჭამე და დავაძინე. - უკვე შვილიც გყავთ? - კი. ლუციფერი დაარქვა დედამისმა - ნინას მიუჯდა გვერდზე. ფაქტობრივად, კალთაში ჩაისვა. ცოტა კი უტყდებოდათ გიორგის თანდასწრებით, მაგრამ, საბოლოოდ, დაიკიდეს. ნინას თავისი ძმის იმდენი უხერხული კადრი ჰქონდა ნანახი, ვალიდან მაინც ვერ ამოვიდოდა ცხოვრების ბოლომდე. - მართლა ძაან მეუცნაურებით - ჯერ კიდევ ვერ უჯერებდა თვალებს გიორგი. - მეც მეუცნაურება ჩემი ბავშვობის მეგობარს რომ ვხედავ შიშველს, მაგრამ... - ნინამ ჩაახველა - კარგი სანახავია. - გოგო, რაებს მეუბნები - ყურზე ხელები აიფარა გიორგიმ - ნამდვილი ქართველი რო ვიყო, ორივეს მაგრად გცემდით! - ვერ მოერეოდი - გაეცინა ნინას - სჯობს, ლიზას შემორიგებაზე იფიქრო. - მე გასწავლი. 15 წელი დაელოდე და ბოლოს, შეგიყვარებს - ურჩია ვაჩემ. - სხვა გზა არ ექნება. - შენც კაი ავადმყოფი ხარ - თვალები დაიწვრილა გიორგიმ და ისე მიაჩერდა - ამდენი ხანი რანაირად გიყვარდა ქალი, რომელიც სხვა კონტინენტზე იყო გადახვეწილი? - არ ვიცი. - კარგი გეყოფა ვაჩეს დაკომპლექსება. ხვალ ღამით ახალი წელია, ყველანი აქ ვიკრიბებით და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. - კაი ბაჟე მომენატრა - ინატრა გიორგიმ. - ვგავარ ადამიანს, რომელმაც ბაჟეს კეთება იცის? - დოინჯი შემოირტყა ნინამ. - რომც მეხვეწო, შენ გაკეთებულს არაფერს შევჭამ. გამოვიძახოთ რაღაცეები. * * * ახალი წელი ახლოვდებოდა. ფეიერვერკების გადამკიდე, ძირითადად, ლეკვს აწყნარებდნენ. ლიზას არ უნდოდა მოსვლა, მაგრამ თან ქვეცნობიერის სურვილებს ვეღარ სძლია და აგერ, უკვე მესამე ჭიქა შამპანურს სვამდა თავისი გრძნობების გასანეიტრალებლად. - მაგარი ს*რივით მოვიქეცი - ეუბნებოდა გიორგი. - ყველა მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ გეზიზღებოდა. - ჰო, მეზიზღები. ერთწლიანი რომანის შემდეგ გამომიცხადე, სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარო. - მშიშარა ვიყავი. ყველა კაცი მშიშარა როა, ისევ კაცმა უნდა გითხრას? - ვაჩე არ ჩანს ეგეთი - ღიმილით შეხედა ლიზამ წყვილს, რომელთაც ახალი წელი არც ადარდებდათ. მაგათთვის, რამდნეიმე დღის წინ დამდგარიყო ახალი ცხოვრებაც, წელიც და სიყვარულიც. - ჰო გავიგე. ვაჩე კარგი ტიპია, მე - ცუდი. ოდესმე მაპატიებ? - ვნახოთ, როგორ მოიქცევი. თუ გაგიმართლებს, ისევ ერთად ვიქნებით... 15 წელიწადში, როგორც ესენი. - ბიჭო რას გადაეკიდეთ ამ 15 წელს - თვალები გადაატრიალა გიორგიმ - კარგი, თანახმა ვარ. დაგელოდები. ორონდ გაფრთხილებ, მამაჩემი ახალგაზრდა გამელოტდა, მეც ვმელოტდები ნელ-ნელა და ბოლოს არ დამიწყო, დაბერდიო, დაუშნოვდიო, ესაო, ისაო. - შენგან განსხვავებით, ეგეთი რამეები ჩემთვის მეორეხარისხოვანია. თუ მიყვარს ადამიანი, მელოტიც მეყვარება. - ანუ გიყვარვარ - გაეღიმა გიორგის. - მეოთხე ჭიქაც დამისხი და დავფიქრდები. - თავზე აღარ გადამასხა იცოდე, თორემ 15 წლის მერე, სხვას მოვიყვან - სიცილით გაუვსო ჭიქა - მოიცა, რანაირი შამპანურია? უალკოჰოლო რატომ აწერია? - ვერ მიხვდა გიორგი. - უალკოჰოლო შამპანურს სვამ? - ჰო. - გეშინია რომ დათვრები და ჩემს შარმს ვეღარ გაუძლებ? - გაეცინა გიორგის. - ორსულად ვარ - რაც შეიძლებოდა, ხმადაბლა უთხრა ლიზამ. არ უნდოდა, კაკის წივილ-კივილისთვის ესმინა და მერე ნინას მამამისის კალაშნიკოვი გაესროლა ფანჯრიდან. გამკეთებელი იყო. გიორგიზე მეტად, ნინა ჰგავდა მამამისს. - რანაირად? - ხელები აუკანკალდა გიორგის - როგორ? - სამი თვის წინ დავშორდით. აბა, გამოიცანი, რამდენი თვის ორსული ვარ? - სამის - წარმოთქვა კაცმა და არყის ჭიქა გადაჰკრა - ვაიმე გული! - კარგი, დაწყნარდი, ვიხუმრე - მაგრად დასცინა ქალმა. - აბა, უალკოჰოლო შამპანურს რატომ სვამ? - რა ვიცი. იქნებ, არ მიხუმრია? * * * - გახსოვს, ბავშვობაში, სურვილებს რომ ვწერდით ქაღალდზე და ახალი წლის ღამით, თავქვეშ ვიდებდით? - ჰკითხა ნინამ ვაჩეს. - არც ისე ძნელი გამოსაცნობია, რასაც ვუთქვამდი - ხელზე აკოცა კაცმა. - საწუწუნო არაფერი მაქვს. ამისრულდა, თუმცა ცოტა დაგვიანებით. - არ ვიცი, თუ დაიჯერებ, რასაც ვიტყვი - ღრმად ჩაისუნთქა ქალმა - მიყვარხარ. არასდროს არავინ მყვარებია. არასდროს ვყოფილვარ ვინმეზე დამოკიდებული. ეს გრძნობა ყოველთვის მაშინებდა და გავურბოდი, მაგრამ ვხვდები, რომ მშვენიერია. კაცის სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში აკოცა. დიდხანს კოცნიდნენ, სანამ გვერდზე ოთახიდან, კაკის ხველება არ მოესმათ. - დისტანცია, თორემ დარაჯი გვიყურებს - გაეცინა ვაჩეს. - როგორ გიხდება სიცილი. - ამ ბოლო დროს, შემაჩვიე და რა ვქნა - ცხვირი ცხვირზე მიადეს ერთმანეთს. რამდენიმე წუთით, ხმას არ იღებდნენ. - ნინა, მოდი დავქორწინდეთ. - სერიოზულად ამბობ მაგას? - ჰო. თან აქვე ვიცხოვროთ, ჩემთან. გიორგისთან და დანარჩენებთან ახლოს ვიქნებით. ვიცი, არ გქონია აქამდე სერიოზული ურთიერთობა და... - თანახმა ვარ! - წინადადება არ დაამთავრებინა ქალმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.