შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'უსათაურო'


7-01-2021, 01:00
ავტორი ფუმფულა ))
ნანახია 1 120

2
ერთ ჩვეულებრივ, გრილ საღამოს გადავწყვიტე ვახშამი მომემზადებინა. როგორც ყოველთვის ლეო სამსახურში იყო. სახლში მარტო ვიყავი და თავის გასართობად მზარეულობა მოვირგე. მაცივარში პროდუქტებს გადავავლე თვალი. ბევრი არაფერი იყო. კიტრსა და პომიდორს ვტაცე ხელი და სალათის მომზადებას შევუდექი. ბოსტნეული გავრეცხე, საჭრელ დაფაზე პომიდორი მოვათავსე და დაჭრა დავიწყე. დაჭრისას შემთხვევით დანა მიზანს ავაცილე და ცერა თითს მთელ სიგრძეზე ჩამოვუსვი. იმ მომენტშივე იფეთქა თბილმა სისხლმა. „ჯანდაბა“ ჩავილაპარაკე ჩემთვის, ცივი წყლით ჭრილობა მოვიბანე და საოჯახო აფთიაქისკენ ავიღე გეზი. თითი მალე ბინტით გადავიხვიე და დაწყებულ საქმიანობას შევუდექი. რაც უცნობთან ცხოვრება დავიწყე ხშირად მიწევდა კერძების კეთება, თუმცა მასავით თითებჩასაკვნეტი არ გამომდიოდა. დაახლოებით ხუთ წუთში სალათი გავამზადე და სამზარეულოს ფანჯარასთან ასვეტებულ, შემოპარულ ბინდში გავიხედე. ლეოს მოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ლოდინს დასვენება ვამჯობინე, სამზარეულო მივალაგე, სალათი მაცივარში შევდგი, თაროდან წიგნი შევარჩიე და კიბეებზე მკვირცხლად ავირბინე. წიგნის რამდენიმე ფურცლის კითხვამ ძილი მომგვარა, მეც თავს არ გავძალიანებივარ და მალე ჩავიძირე.
შუაღამისას კარის ჭრიალის ხმამ შემაღვიძა. მივხვდი ლეო დაბრუნებულიყო სამსახურიდან, ცოტახანს მივაყურადე, მაგრამ აშკარად მარტო იყო. არც ისე კარგად ვიყავი გამოფხიზლებული, ამიტომაც თავი აღარ შემიწუხებია, გვერდზე გადავბრუნდი, კომფორტული ძილის პოზა მივიღე და ძილი განვაგრძე.
ყოველთვის უცნაური სიზმრები მახასიათებდა და იმ ღამესაც ისევ შემახსენა თავი სიზმარმა, ოღონდ წინასთან შედარებით ხელიდან შადრევანივით მდიოდა სისხლი. წამსვე გამოფხიზლებულმა, შეშინებულმა თვალები იმ წამსვე ვჭყიტე და უმალვე ხელებზე დავიხედე, სისხლის დანახვაზე გული გამიჩერდა. მალევე გავაცნობიერე გაჭრილი თითიდან მომდიოდა სისხლი. აფორიაქებულმა ვერც კი შევნიშნე გათენებული თუ იყო. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და დაუპატიჟებლად შემოსულმა ლეომ ზეწარზე სისხლის ლაქა შეამჩნია და შეშინებული მომვარდა:
–რა გჭირს? ხომ კარგად ხარ? დაშავდი? _ დამაყარა კითხვები ისე პასუხის გაცემაც არ დამაცადა.
–კი კარგად ვარ, უბრალოდ სალათის მზადების დროს თითი გავიჭერი და ძილის დროს ბინტი მომძრობია და ამიტომაცაა ზეწარზე წითელი ლაქა. არაუშავს გავრეცხავ მერე.
–მე კიდევ მეგონა რაიმე სერიოზული გჭირდა. _ ღრმად ამოისუნთქა ლეომ.
თვალმოუშორებლივ ვუყურებდი ლეოს და წამით უცნაურმა აზრმა გამიელვა: „რატომ შემომთავაზა მასთან მეცხოვრა? დავიჯერო მარტო ამნეზიის და უსახლკარობის გამო? არა, რაღაც მეეჭვება და მე ეს უნდა გავარკვიო!“.
საიდან უნდა დამეწყო არ ვიცოდი. ლეოსთვის გამხელას არ ვაპირებდი. ვიცოდი, კიდევ ერთ ბრძოლაში ამჯერად სრულიად მარტო ვიქნებოდი და არავის დახმარების იმედი არ უნდა მქონოდა!
ერთი თვე მიილია მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე ყველაფერი გამერკვია, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზე ვიყავი გაყინული. რამდენჯერ გავიფიქრე მეთქვა ლეოსთვის, თუმცა იმ წამსვე გადავიგდებდი ნაფიქრს და საკუთარი თავის ლანძღვას მოვყვებოდი. მომენტს ველოდებოდი. მომენტს, როდესაც ჩემში ძალას ვიპოვნიდი საბრძოლველად, მაგრამ დრო უკანმოუხედავად მირბოდა და მე ისევ გაუნძრევლად ერთ ადგილს შევზრდოდი.
ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა, ერთ დღეს ლეოს ტელეფონზე საუბრისთვის რომ არ მომეკრა ყური:
„ისევ ჩემთანაა. წასვლას აპირებდა,მაგრამ გადავაფიქრებინე. ჰო, ისევ არაფერი ახსოვს. ვცდილობ ისე მოვიქცე ვერაფერი შემამჩნიოს. არ ინერვიულო, ეგ საქმე აუცილებლად მოგვარდება. კარგი ახლა წავედი შემთხვევით არ გაიგოს ჩვენი საუბარი. დროებით აბა.“
ამ საუბრის მოსმენისას ვიგრძენი თავიდან ფეხებამდე რაღაცამ დამიარა. სახეზე ალმური მომედო. „ვინ ჯანდაბა ხარ ლეო“ გავიფიქრე და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე საშიშ ტერიტორიას. შევვარდი ჩემს კუთვნილ ოთახში, კარი გაბრაზებით მივიჯახუნე და ლოგინზე დავეხეთქე. იმ მომენტში სურვილი გამიჩნდა ყველაფერი დამელეწა, ნივთები ჩამელაგებინა და ამ კოშმარს მოვშორებოდი, მაგრამ მტერთან სიშორე არაფერს მარგებდა და ამიტომაც ასეთი აზრებით გონება აღარ გადამიღლია. ამ ამბის მერე ლეოს მტრად აღვიქვამდი. ვცდილობდი სახლში თავი ამერიდებინა. ლეო გრძნობდა ჩემს ცვლილებას, მაგრამ რაიმეს კითხვას ერიდებოდა. ყოველ მის ნაბიჯს უჩუმრად ვაკონტროლებდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამომრჩენოდა. ყოველ შემოსულ ზარს მის ტელეფონზე ყურს ვუგდებდი. დრო ზლაზვნით წინ მიიწევდა, მაგრამ ისევ და ისევ იმ წყეულ ადგილს ვიყავი მიჯაჭვული. რას მალავდა ან ჩემგან რა უნდოდა. იქნებ ცივსისხლიანი მკვლელი იყო და გეგმებს აწყობდა როგორ მომიშორებდა თავიდან. ღამღამობით მელანდებოდა ჩემი მოკვლის წყურვილით გულანთებული ლეოს თვალებში დანის აჩრდილს, რომელიც ტანჯვით სიკვდილზე მიმითითებდა და მეც შეშინებული საბანში ჩავძვრებოდი ბოლო წუთების მოლოდინში. ვნატრობდი ვინმე მოსულიყო და ამ ყველაფრისგან გავეთავისუფლებინე, რათა დასრულებულიყო გაურკვევლობა.
სახლში მარტო ყოფნა სიმშვიდეს მგვრიდა. თავს უფლებას ვაძლევდი ყველაფერი დამევიწყებინა. მაღალ ხმაზე ვუსმენდი მუსიკებს, ცეკვით შემოვივლიდი ოთახებს, ზერელედ მივალაგებდი, დივანზე ყავით ხელში მოვთავსდებოდი და სრულ ნეტარებასა და განცხრომაში გამყავდა დრო. ხანდახან ფიქრიც შემიპყრობდა. მიკვირდა რატომ არავინ მეძებდა ან იქნებ დახოცა ყველა ჩემიანი და ახლა, ჩემს მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ ჯერ ნდობის მოპოვებას ცდილობდა რომ შემდეგ უფრო სახალისო გამხდარიყო მკვლელობა. ნადირობას დაემსგავსებოდა. „შეშინებული მსხვერპლი ცდილობს თოფმოღერებულ მონადირეს გაექცეს, მონადირეც ისე აყოლებს თოფს მსხვერპლის მოძრაობას თითქოს საბოლოო ცეკვას ასრულებენო, თუმცა მონადირემ იცის, არ ააცილებს, მხარზე მყარად მიიდებს თოფს, მიზანში ამოიღებს და ხეებს მიეხეთქება ტყვიისა და მსხვერპლის წამიერი კვნესა. ცხოველი მოწყვეტით ჩაეკონება დედამიწას და მისი მუქი, თბილი, სქელი ბლანტი სითხე შეღებავს სიცოცხლისთვის მებრძოლ მწვანედ მობიბინე ბალახს.“
სამზარეულოში ყავას ვიდუღებდი, წამიერად სპორტულებში ჩაცმული წაბლისფერთმიანი გოგო ამესვეტა წინ. ამრეზით შევხედე და მივხვდი ლეოს ახალი დროებითი გასართობი იყო.
–უკაცრავად, არ გელოდით. ლეომ მითხრა დასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ის გვიან ბრუნდებაო. ალბათ თქვენ ხართ მისი და, ხომ?
–არა რაღაც გეშლებათ მე მისი და არ ვარ. უბრალოდ იმ ღამეს ასე აწყობდა.
–გასაგებია! _ თავი ჩახარა შეფიქრიანებულმა
–აბა როგორი ღამე გქონდათ? საწოლში კარგია? _ დამცინავად თვალი თვალში გავუყარე. ამაზე ცოტა დაიმორცხვა, ეტყობოდა უწესო გოგო არ იყო. მაშინ რატომ დათანხმდა? იქნებ დიდიხანია მოსწონს გოგოს, მხოლოდ ახლა ჩაუვარდა მომენტი და მანაც გამოიყენა! ფიქრს მივუხვდი ჩემს თავს და ტუჩის კუთხეში ღიმილმა გადამირბინა.
–უკაცრავად, სულ გამოვშტერდი. გაგეცნობით! მე ქეითი ვარ, ბარში მიმტანად ვმუშაობ.
–ანუ შენ და ლეო ერთად მუშაობთ. _ ესეც ასე! ჩემი ეჭვები გამართლდა...
–თქვენზე რას მეტყვით?
–არ არის საჭირო ჩემზე რამე იცოდე ძვირფასო, ისედაც დაკმაყოფილებული ხარ! _ ცინიკურად გავუღიმე და სამზარეულოდან გამოვედი.
ნუთუ ეს ეჭვიანობა იყო და მე სტოქჰოლმის სინდრმით დავავაადდი?
–და მაშინ ლეოს რამდენი ხანია იცობთ? _ ისევ ეს მომაბეზრებელი გოგო და მისი უაზრო კითხვები
–რამდენიმე თვეა. _ მივუგდე პასუხი
–არასდროს უთქვამს გოგოსთან ერთად თუ ცხოვრობდა. ერთი წელიწადია რაც ბარში მუშაობს ღამ-ღამობით. მისი ცვლა საღამოს ცხრა საათზე იწყება და ღამის ოთხზე სრულდება. მე რამდენიმე თვეა მიმიღეს. საქმეს კარგად ვუმკლავდები, ღამისთევა არ მიჭირს. რაც შეეხება ლეოსა და ჩემ შორის, ჯერჯერობით არაფერი ხდება, მაგრამ გამოგიტყდები და მე ის მომწონს, საოცრად სექსუალურია. _ ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ქვედა ტუჩზე ნაზად იკბინა, ეტყობა მისი სხეული წარმოიდგინა. მე კი ამ სიტყვების გაგონებისას შინაგანმა სიმხურვალემ დამიარა: „ოჰ, როგორი სიამოვნებით მიგასხმევინებდი ტვინს!“ გავიფიქრე ჩემთვის.
მალე ლეოც შემოგვიერთდა. უაზროდ დაგვიქნია თავი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო. ეს მისი დილის რიტუალივით იყო. გაღვიძებისთანავე ხალათით შეფლატუნდებოდა სამზარეულოში და ერთ ჭიქა ცივ წყალს გადაჰკრავდა და წამიერად მოფხიზლდებოდა, რიტუალამდე ცოცხალ ზომბს ჰგავდა გახელილი თვალებით.
–დილამშვიდობისა ქალბატონებო! _ უკანალზე ხელის წამორტყმით მიესალმა ქეითს. აშკარად შევატყე ღამის დროებით გოგოდ თვლიდა, თუმცა რა იცოდა ქეითის გულში რა ცეცხლი გიზგიზებდა.
–საუზმეზე რას მიირთმევ საყვარელო? _ ქეითმა თბილად გაუღიმა ნიკოლასს.
–დილით ვერ ვსაუზმობ. მარტო ყავას მივირთმევ!. _ სიტყვა მიუგდოსავით ლეომ.
–ევა იცი, მე და ქეითი ერთ ბარში ვმუშაობთ და ვმეგობრობთ კიდეც _ უცებ მომიბრუნდა
–„ვხედავ რანაირი მეგობრებიც ხართ. არ ვიცოდი თუ მეგობრებსაც იგორებდნენ საწოლში და თან მხოლოდ ერთი ღამით ერთობიან მისით!“ რეალურად ეს მინდოდა მეპასუხა, მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ მოკლე პასუხს დავჯერდი.
–ჰო ვიცი, მეჭორავა უკვე! _ ირონიულად ჩავიღიმე.
ყავა ერთად დავლიეთ. ვგრძნობდი როგორი სიყვარულით უყურებდა ქეითი. საშინლად გამაღიზიანებელი იყო. ნუთუ მეც ეს მელოდა?! მომნუსხავდა, თავბრუს დამახვევდა, საწოლში შემითრევდა, მეც გრძნობებს აყოლილი მივენდობოდი. ჩვენი სხეულები გაერთიანდებოდნენ და სიამოვნებამინიჭებული ორივე უფრთოდ გავფრინდებოდით. და რა იქნებოდა დილით?! ან მომკლავდა და ჩემს სხეულს სადმე ჩამარხავდა ან უბრალოდ პანღურს ამომარტყამდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ყველა გრძნობასთან ერთად ეჭვიც მღრღნიდა, განსაკუთრებით მოსმენილი საუბრის მერე, მაგრამ თავს ვაიმედებდი: “იქნებ სულაც არაა ცუდი ადამიანი?“
მე და ლეო მშვიდად ვსაუზმობდით. მისი მობილური აწკრიალდა. ბოდიში მოიხადა და თავისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა. მეც საუზმეს თავი ვანებე და ჩუმად უკან გავყევი. სამწუხაროდ დახურულ კარს მიღმა სიტყვების გარჩევა გამიჭირდა, თუმცა რამდენიმეს მაინც მოვკარი ყური. „ჯერ არაფერი ხდება. ვერ გავარკვიე. არ ვიცი.“ ყურმილი დაკიდა და კარის სახელური გადაატრიალა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. თვალმოუშორებლივ ვუყურებდი თანდათან როგორ ეცვლებოდა მიმიკა. მეც ვიგრძენი სახეზე წამოჭარხლება. მთელი სხეული მიდუღდა. ცოტაც და დაგროვილ ემოციებს ნარწყევივით ამოვანთხევდი.
–ეს ყველაფერი რას ნიშნავს ლეო? რაიმეს დაშავებას მიპირებ? _ აშკარად ტონს ავუწიე. ბარემ შენ წინ ვდგავარ, მიდი მომკალი! ხელს რა გიშლის?
–შენ...ეს...
–რა მე ეს? არ ელოდი რომ გავიგებდი შენი ბინძური გეგმების შესახებ, არა?! მეზიზღები! ვერ გიტან! ცივსისხლიანო მკვლელო! ჩემი ნდობის მოპოვებას ცდილობდი მთელი ამდენი ხნის მანძილზე, თან მსწავლობდი. გინდოდა ჩემი სუსტი წერტილი გეპოვა რომ უფრო ადვილად ჩაგერტყა ჩემთვის დანა ბინძურო ღორო! _ სახეში შევაფურთხე. ხმაც კი არ გაუცია ჩემთვის.
–ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ. გთხოვ გამიგე, ახლა ვერ გაგიმხელ.
–არ მაინტერესებს! შენთან ერთი წამითაც კი აღარ გავჩერდები! დანახვაც კი გულს მირევს! _ კიბეები სასწრაფოდ ჩავირბინე, კარი ხმაურიანად გავიჯახუნე და ზაფხულის სიცხეში სწრაფი ნაბიჯით უმისამართოდ მივდიოდი.
ვსეირნობდი და მომხდარს ვაანალიზებდი. ბოლო ზარი მის ტელეფონზე უკვე ზედმეტი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაფერი ერთდროულად დაგროვდა და თითქოს ვიღაცამ ფეხი დაადგაო, ისე გასკდა. დავდიოდი იქამდე, სანამ ფეხების ტკივილმა არ შემაწუხა. დასასვენებლად ბარში შევედი. ოფიციანტმა გოგონამ მკვირცხლად მოირბინა და ღიმილიანი სახით მკითხა:
–რას ინებებთ?
–ერთი ბოთლი არაყი მომიტანეთ, თუ შეიძლება. _ ნაძალადევად გავუღიმე გოგონას. იმ მომენტში ალკოჰოლური სასმელი ჩემთვის მისწრება იქნებოდა. მასში ჩავახრჩობდი გრძნობებს. ალკოჰოლმა საკმაოდ შემათრო. გარშემო ყველაფერი უხარისხო კამერით გადაღებულს ჰგავდა. სკამიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ გარემომ ბრუნვა დაიწყო. გულის რევის შეგრძნებამ შემომიტია. როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ფეხარეულმა გასასვლელ კარს მივაგენი. მართალია, გასვლისას რამდენიმე მაგიდას დავეჯახე და ალბათ ჭურჭელიც დავამტვრიე, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა. გახურებულ სხეულს ოდნავი გრილი ჰაერიც კი შვებას მოჰგვრიდა.
ზაფხულის ხვატის გამო საერთოდ არ გრილოდა. სიცხემ უარესად შემაწუხა, ცივმა ოფლმა დამიცვარა კანი. ფიქრით ლეოს მივწვდი „ალბათ დადის და მეძებს. ჰო, მეძებოს რამდენიც უნდა, მასთან აღარ დავბრუნდები!“ გავიფიქრე მე და წამით შეხებამ შემაკრთო.
–ცუდად ხართ გოგონი? თუ გნებავთ სასწრაფოს გამოვიძახებ ან უკეთესი სახლამდე მიგაცილებთ.
–სახლში მისვლას არ ვაპირებ! თუ ძალიან არ შეგაწუხებთ ახლოს მდებარე სასტუმრომდე გამოგყვებით.
–ჩემი მანქანა აქვეა გაჩერებული. წამობრძანდით. _ უცნობი მამაკაცი თავაზიანი ჩანდა ჩემდამი. მანქანა იქვე იყო გაჩერებული. კარები დისტანციური მართვის პულტით გახსნა. უკანა კარის სახელურს ხელი წავავლე გასაღებად და ვერც კი შევამჩნიე მამაკაცი ჩემს ზურგსუკან თუ იდგა.
წამით ცხვირმა ოპიუმის ხსნარის სუნი იგრძნო და გონებაც დავკარგე.
გაბრუებულმა გავიღვიძე. ყველა კუნთი მტკიოდა. თვალის გახელა ვცადე, მაგრამ ქუთუთოები ისე დამძიმებულიყო, თითქოს გირები დაკიდესო. ძალა მოვიკრიბე და როგორც იქნა თვალები ავახილე, თუმცა მალევე მივხვდი აზრი არ ჰქონდა. გარშემო სიბნელე გამეფებულიყო. მხოლოდ ოდნავ, სადღაც პატარა ჭუჭრუტანიდან შემომავალი სინათლე ირიბად კვეთდა უკუნეთს.
ნელა წამოვიწიე და სამყოფელი ხელის ცეცებით ბუნდოვნად აღვიქვი. პატარა ოთახს ჰგავდა რკინის კარით. დაახლოებით საკნის მსგავსი, მაგრამ უფანჯრო.
–მომიტაცეს! არა არა, არ არსებობს...გამომიშვით თქვე ... _ მეგონა ხმის იოგები დამიწყდებოდა ყვირილისას. თავგანწირვით ვყვიროდი. უშვერ სიტყვებს ვაფრქვევდი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა.
ეს ლეოს გაკეთებული იქნება! ნამდვილად მისი ნახელავია! ლეო იცოდე სადაც გნახავ იქვე ჩაგაძაღლებ მოღალატე! ყვირილი კარის ურდულის ხმამ შემაწყვეტინა:
–რა იყო პატარავ, ხომ არ მოიწყინე? _ სახეს ვერ ვხედავდი თვალებში მონათებული ფანარის შუქის გამო, თუმცა ვიგრძენი მისმა აღგზნებულმა მზერამ ტანზე როგორ ამიარ–ჩამიარა. მოსაუბრის ხმა საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი.
–რა გინდა დამპალო, იმას მაინც ვერ მიიღებ რაც მაგ ტვინში გიტრიალებს ღორო! ქალების ხამო! _ ვცდილობდი შიში მოჩვენებითი უშიშრობით დამეფარა. გამჭოლი სინათლის მიუხედავად ოდნავ მაინც გავარჩიე მოძალადის აღნაგობა. საკმაოდ დაკუნთული იყო, რომ დასჭირვებოდა ერთი შემორტყმით ძირს დამანარცხებდა და მისაღებს მაინც მიიღებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად გაუნძრევლად იდგა და ალბათ სრულიად შიშველი მის წინ ვიწექი.
სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც გამიტაცეს. საშინლად მშიოდა და მწყუროდა. ძილსაც ვერ ვახერხებდი კუჭი ისე ხმაურობდა. მხოლოდ მეოთხე დღის საღამო ხანს ისევ გაისმა ურდულის ხმა და შავ სამოსში ჩაცმული ქალი შემოვიდა ლანგრითა და ლამპრით ხელში. ცოტაოდენი სინათლის დანახვამ შვება მომგვარა. ქალს მბჟუტავ სინათლეზეც ეტყობოდა ხანშიშესულობის დამახასიათებელი ნაოჭები. თხელი ტუჩები მუქ ვარდისფრად მეჩვენა, ან ტუჩსაცხი ესვა ან უბრალოდ ასეთი ფერის დაჰყვა დაბადებისას. გამოლაპარაკება ვცადე, იქნებ რამე მაინც დასცდენოდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელი ამელაპარაკებინა. მხოლოდ გასვლისას რაღაც ჩაიბუტბუტა ჩემთვის უცნობ ენაზე და ისევ აღმოვჩნდი ოთხ კედელს შორის მომწყვდეული, თუმცა საბედნიეროდ სიბნელეში აღარ ვიქნებოდი.
იქვე რკინის კართან დადებული ლანგარი გამომწვევად მიყურებდა. მე კი ნერწყვს ნერწყვზე ვყლაპავდი. შეჭმის მეშინოდა. იქნებ მოწამლული ყოფილიყო ან უბრალოდ ძილის წამალი გაერიათ მასში, დამაძინებდნენ და ღმერთმა უწყის რას მიზამდნენ. შავ სამოსიანის გასვლიდან ალბათ ასე თხუთმეტი ან ოცი წუთი გასულიყო კართან ისევ ის ცალტვინა მამაკაცი გამოჩნდა. სინათლეზე ოდნავ გარკვევით დავინახე მისი სახის ნაკვთები და მარცხენა ლოყაზე უზარმაზარი ჭრილობის კვალი. აშკარად ნაცნობი სახე ჰქონდა, ოღონდ ვერ ვიხსენებდი საიდან.
–ვხედავ არ მოგეწონა ჩვენი გამოგზავნილი ფიები. _ მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ჭამე თორემ გაძვალტყავებული მას არ მოეწონები.
–ვინ მას? რას მიპირებთ? _ ცხარე ცრემლმა დამისველა ლოყა.
–ყველაფერს თავის დროზე გაიგებ! _ თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.

ტირილით დაღლილს და მშიერს ძილი მალე მომერია. სწორედ იმ ღამეს ძილში რაღაც უჩვეულო ვიგრძენი. შეგრძნება მქონდა თითქოს ადუღებული წყალი გადამასხეს. მამაკაცის სახემ ყველაფერი წამიერად გამახსენა, მე აქ ადრეც ვიყავი, თუმცა ძალა მეყო, შევეწინააღმდეგე და გავიქეცი. ამით აიხსნებოდა ჩემი ამნეზიაც, მაგრამ მაინცდამაინც ლეოს რატომ დავეჯახე? გამახსენდა საავადმყოფოში ჩვენი დიალოგი მასთან ერთად რომ შემომთავაზა ცხოვრება, ალბათ უფრთო ანგელოზის როლი მარტივად მოირგო! ლეო თუ აქედან ოდესმე გავაღწიე, იცოდე შენზე შურს ვიძიებ, მატყუარა! ფიქრებმა შორს ისე წამიღო ვერც შევამჩნიე ჩუმად შემოპარული სახენაიარევი:
–გაემზადე ხვალ დილით გავდივართ. _ ისე მითხრა თითქოს მისი მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი და დილით ადრიანად დასასვენებლად მივდიოდეთ მთელი ოჯახი და ბარგი მქონდა ჩასალაგებელი.
–არსად არ მოვდივარ და ძალითაც ვერ წამიყვანთ! _ ისევ ეს მოჩვენებითი სიმამაცე.
–ლამაზო შენ არავინ გეკითხება ჩვენ რას ვიზამთ!
–ამ დრომდე ამნეზია მტანჯავდა, მაგრამ ამ ღამემ ყველაფერს წერტილი დაუსვა! ჰოდა ამიტომ მე შენ მახსოვხარ ბინძურო, აყროლებულო ღორო!



№1 სტუმარი ანუ

ვერაფერს მივხვდი ჯერ. .
განაგრძე ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent