... რომ არ უნდა გიყვარდეს (20 თავი)
– თუ გგონია, რაც შენ დღეს გააკეთე ჩემი დაცვაა, თუ გგონია, შენი ასეთი ქმედებებით მე ნერვიულობას ამარიდებ ძალიან ცდები. მე ეს არ მჭირდება ! გველივით ჩავუსისინე, გადავასწარი და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე. არ იყო მარტივი გადასაწყვეტი მისი კარებს მიღმა დატოვება, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვიყავი და შეიძლებოდა გაბრაზებულზე ათასი საშინელება მეთქვა და გამეკეთებინა. მასაც ეს უნდოდა. ელოდა, ვეჩხუბებოდი, გავლანძღავდი ქვეყანას დავამხობდი. ასე უფრო გაუმარტივდებოდა. ასეთ დროს ორივე ვიცლებოდით მოწოლილი ემოციებისგან და შერიგებაც ადვილი ხდებოდა. მაგარამ ახლა იმედი გაუცრუვდა. ყველა წყენა და ბრაზი ჩემთვის შევინახე რომ არ დამვიწყნოდა, როგორ მოიქცა. განა არ მესომდა მისი? კარგად მესმოდა, რატომაც გაბრაზდა, მაგრამ ეს მის საქციელს მაინც არ ამართლებდა. სხვა თუ არაფერი ჩემი გადაშლილი გულისა და ათასი თხოვნის გამო, მაინც უნდა ეცადა თავის მოთოკვა. მართლა რამე, რომ დაეშავებინა ეს ფაქტი ორივესთვის სატანჯველად იქცეოდა. წამში აგვაცლიდა ხელიდან ომით მოტანილ ბედნიერებას. სიმშვიდესა და ერთმანეთს დაგვაკარგვინებდა. ის კი ბრაზის დროს, პირდაპირ აფექტურ მდგომარეობაში გადადიოდა და ასეთი ფიქრებისთვის თავში ადგილი აღარ ჰქონდა. ან, თავდა რომ რაიმე დამართნოდა? არა ! არა! ამის წარმოდგენა მიწასთან მასწორებდა. ისეთი შიში გამომატარა ალაბათ, როგორც დავპირდი მართლა აღარასდროს არაფერს ვეტყოდი. ასე, ათასი ფიქრით, წყენით, დარდითა და მისადმი უზარმაზარი სიყვარულით აღვსილი ვიდექი, კარეზე ზურგით მიყრდნობილი და ცრემლებს ღაპაღუპით ვღვრიდი. მის გარეშე ამ ოთახში არ მინდოდა, ვერ ვეგუებოდი მასთან გაბუტულად ყოფნას, მაგრამ ვერც სიამაყეს ვაბიჯებდი. – თაკო, ასე ნუ იქცევი გთხოვ ! იყვირი, ისტერიკები დაიმართე, თუ გინდა სახლში ყველაფერი დაამტვრიე, ოღონდ ასე ჩუმად ნუ ხარ ! გაიჟღერა ჩემმა საყვარელმა ხმამ გატეხილი ნოტებით და გულში თითქოს ხანჯალი ჩამერჭო. მისკენ მივტრილადი, შუბლი კარს მივაყრდენი, ხელები კი ტუჩებზე მჭიდროდ მივიკარი ქვითინის ბგერების შესაკავებლად. – ასე არ მომექცე ! ტყვიაზეც თანახმა ვარ, ოღონდ დღეს შენ თავს ნუ წამართმევ. – ყველა მისი სიტყვა ყელში მიჭერდა, მგუდავდა. – როგორც ჩანს, ჩვენ ერთმანეთის თხოვნა არ გვესმის ! მეც გთხოვდი დილით, ასე არ მოგგვქცეოდი ! მეც გთხოვდი შენი თავი არ წაგერთმია ! – ისეთი გაჭირვებული თავდაჯერებით ამოვთქვი, ყველა ბგერა ტკივილად დამეტყო სახეზე. – არ წამირთმევია, აქ ვარ, შენთან ვარ ! – არ წართმევაში თუ მარტო იმას გულისხმობ, ის ცოცხალი რომ დატოვე ცდები ! ამით, მხოლოდ შენი თავი იხსენი ციხისგან. – მაგას არ ვგულისხმობ. შემომიშვი, დავილაპარაკოთ ! – სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს ! – თაკო, შემომიშვი თორემ კარებს შემოვამტვრევ ! – არ გამიკვირდება ! ოთახი შენია , ნებაც შენია ! – ოთახი ჩვენია ! დღეს შენს გარეშე არ დავიძინებ. – მაგაზე დილით გეფიქრა ! – მითხარი, რა ვქნა, რა გავაკეთო, რა გითხა, რომ მაპატიო. – არაფერი ! – ასე ნუ მექცევი... ნუ მექცევი.. ნუ მექცევი... – სასოწარკვეთილი მემუდარებოდა მისი ხმა და ხელებს, კარების ჩარჩოს, შეძლებისდაგვარად მოთოკილი სიბრაზით ურტყავდა. – დიმა წადი ! – ვერ წავალ, არ შემიძლია, შენს გარეშე არ მინდა ! – მე შემიძლია, მე მინდა ! – სად ჯანდაბაში მქონდა ამ სიტყვების თქმის ძალა არ ვიცი. – ჩემს კარადაში იარაღია, მიდი აიღე და ბარემ მესროლე ! – წადი თორემ, მომიწევს ნამდვილი თაკო, ანუ თამარი გაგაცნო ! – დამიზნებით ვესროლე. – ანდა, რათ გინდა იარაღი, როცა შეგიძლია ტყვიის გარეშეც მომკლა. – მწარე იყო? კარგია ! მეც მემწარა, ეგ სიტყვები შენი პირიდან, რომ გავიგონე . იმაზე მეტად ვიდრე შენ. – ნეტა შემეძლოს ამ დღის შენი გონებიდან ამოშლა... თაკო, დაუფიქრებლად გითხარი. სხვანაირად ვერ გაგაჩერებდი. როგორ იფიქრე, რომ რაიმე არასწორს გავაკეთებდი შენთან, როცა საკუთარ სიცოცხლეზე მეტი ხარ. მაპატიე გთხოვ ! – არ შემიძლია ! – ცოტა კიდევ გაუძელი თაკო არ დანებდე ! ვუმეორებდი ჩემს თავს და ნერვიულობით თითებს ვიმტვრევდი. – რა მოგიხეხო უკვე აღარ ვიცი. მითხარი, რა გავაკეთო ?! – წადი და დამაძინე ! – ან შემომიშვებ ან მთელ ღამეს ამ კართან გავათენებ ! – დიმა სირცხვილია, ამ სახლში მარტო ჩვენ არ ვცხოვრობთ. წადი, რომელიმე ოთახში დაიძინე. – რა მინდა სხვა ოთახში როცა ჩემიც მაქვს და იქ ჩემი სიყვარული მელოდება. – აქამდე გეფიქრა მაგაზე. და კიდევ არავინაც არ გელოდება. – ახლა სულ ასე უნდა გამამწარო ? სულ ეგ უნდა მაძახო ? – მითხარი, არ იმსახურებ? არ დააშავე, არ მაქ უფლება ნაწყენი და გაბრაზებული ვიყო? ჯოჯოხეთი გამომატარე და კიდე იმაზე აცხადებ პრეტენზიას შენს გვერდით დაძინება რომ არ მინდა? – მაინც მძლია ხასიათმა და აფეთქებისთვის მზადება დაიწყო. – ნუ მიყვირიხარ ! – ვიყვირებ და შენ ამას ვერ დამიშლი. საერთოდ ვერაფერს ვერ დამიშლი დღეის შემდეგ. ერთმანეთთნ მისასვლელი გზა საგულდაგულოდ ჩავხერგეთ ! მორჩა ჩვენს შორის რაიმე თხოვნა და ასრულება. იმას გავაკეთებ რაც მინდა და ისე, როგორც მინდა. შენი ბრძანებების დრო დამთავრდა ! – ვაღიარებ, ზედმეტად მაღალი ტონით ვყვიროდი. კარებს მიღმა, რომ არ ყოფილიყო კაცმა არ იცის როგორ გამაჩუმებდა. – ლელა, ჩემი ოთახის გასაღები მომიტანე, სწრაფად ! – ისე იღრიალა ალბათ ყველა კუთხე–კუნჭულმა გაიგო. – დიმა არ გაბედო აქ ჩემი სურვილის გარეშე შემოსვლა ! – კი ვიცოდი უშედეგო იქნებოდა ახლა ეს სიტყვები, ოთხმაგი რკინის კედელიც კი ვერ შეუშლიდა ხელს ჩემთან შემოსასვლელად, მაგრამ მაინც ვცადე. პასუხს ნაცვლად ყურში მისი ფეხის ხმა მომწვდა. სავარაუდოდ გასაღების მოსატანად თავად ჩაირბინა კიბეები. საძინებელი ბოლომდე ჩავიარე, დივანთან შევჩედი და მისი შემოვარდნისთვის მოვემზადე. – დიმა რა ხდება? – შეშინებული ხმა ჰქონდა გოგის. – არაფერი ! ყველანი ოთახებში შედით და დამაცადეთ ცოლთან საუბარი.– ისეთი უხეშად გასცა ბრძანება მისი გაგუდვა მომინდა. – მასთან საუბარში ხელს არავინ გიშლის, მააგრამ შენ მაგას საუბარს ეძახი? შეირყა კედლები. – არც ანამ დააკლო ტონი. – უკაცრავად თუ შეწუხდით– მთელი ირონია გაურია ხმაში. – ოთახში ჩაიკეტა, კარს არ მიღებს და ბოდიში, გაგიჟებულზე თქვენს მყუდროებაზე თუ ვერ ვიფიქრე. – მის ადგილას უარეეს გავაკეთებდი. დააცადე მარტო ყოფნა და დაფიქრება. – იმაზე უარესს ვერა, რასაც ახლა ის მიკეთებს. ვერ დავაცდი ! – აბა რას იზავ, ძალით შეუვარდები და საუბარს აიძულებ? – ზუსტად ! – დიმა, დღეს დააცადე ! – ანა, ჩემს საქმეში ნუ ერევი ! იცოდეთ, არცერთმა გაბედოთ იმ ოთახის ზღურბლზე გადმობიჯება. – დიმა კიდევ რომ აწყენინო, ყველაფერს დავივიწყებ და მერე მე, შენ გაწყენინებ! – მთელი ამ ხნის მანძილზე, პირველად ჰქონდა გოგის, შვილის მიმართ ასეთი მკაცრი ხმა. – მამა, ჭკუის დარიგება არ მჭირდება. კარგი ?! ეგ ასაკი დიდი ხანია გავიარე ! წადით ახლა და თვენ სააქმეებს მიხედეთ. მისი ტონი ვეღარ ავიტანე. მათ მაინც რაღას ერჩოდა, მაგრამ ისევ უკონტროლობაში გადაუდიოდა ჩემი მიზეზით აშლილი სიბრაზე. ქვემოთ ჩასვლა და მის გალანძღვა გადავწყვიტე. მოწოლილი შხამის ამოსანთხევად ორმაგი მიზეზი მექნებოდა. ვიდრე მე კარამდე მივაღწიე, მან წამში დაფარა მანძილი, გასაღები მოარგო, გადაატრიალა და ოთახში ჩემს წინ არაადამიანური სახით გაჩნდა. – გაიმეორე წეხან რაც თქვი ! – მათ რას ეჩოდი? – არაფერს ! – რომ არაფერს, მაგრამ მაინც, რომ ერჩოდი მეც მაგას გეკითხები ! – მათთან მე მოვაგვარებ, შენ ის გააკეთე რაც გითხარი! – მოაგვარებ? ჩემზე გაბრაზებულმა უმიზეზოდ ოჯახის წევრებს აწყენინე, ესაა მოგვარება? ახლა ზუსტად იგივე გაუკეთე მათ რაც მე დილით ! – ახლა ეგ ჩვენს პრობლემაზე მეტად გადარდებს? – დიახ, მადარდებს და ჩვენს არა, შენს პრობლემაზე მეტად ! ჩვენს ურთიერთობაში პრობლემის შექმნაში მეც კი გადამასწარი. თან ისეთი გააკეთე ყველა ერთად გადაწონე. – თუ საჭირო გახდა ისევ იგივეს გავაკეთებ ! თუ კიდევ მოგიახლოვდება, ცოცხალს აღარ დავტოვებ არც მას და არც არავის ! – ბრავო ! არა, ეგ ნამდვილად დასაფასებელია, რომ არ მალავ ! ახლა რა ვქნა, ტაში დაგიკრა და კისერზე ჩამოგეკიდო, კიდევ ერთი და სხვა მრავალი ჯოჯოხეთური დღის დაანონსებისთვის? – უბრალოდ მაპატიე და ჩამეხუტე. – რა გაპატიო დიმა, ის, სისხლის ცრემლებით რომ მატირე? ყველა ტკივილი ერთად, რომ გამომატარე? შენი დაკარგვის შიშით გული, ლამის რომ გამიჩერე? უიმედობა, შეშლამდე მისული გაურკვევლობა? მთელი დღე, ნახევრად კვდარი რომ ვიყავი ეგ გაპატიო? ხო კიდევ ყველაზე მთავარი, მე შენ გული გადაგიშალე, გთხოვე გაგეგო, გთხოვე მშვიდად მოგესმინა და ეს პრობლემა სხვანაირად გადაგვეწყვიტა, გთხოვე არ წასულიყავი და კიდევ რა აღარ გთხოვე, მაგრამ შენ რა გააკეთე? თავი უკანასკნელ ადამიანად მაგრძნობინე შენც ცხოვრებაში. ახლა გინდა ესეც გაპატიო? და ამის შემდეგ ასეთი, ბევრი დღე, რომ მელის ეგეც? სიტყვა, რომ დავასრულე მერე აღმოვაჩინე მის წინ მდგარი, როგორ გამეტებით ვუშენდი მკერდზე მუჭებს. ის, იდგა სევდიანი სახით დამყურებდა და არცერთს იცილებდა, არც კი ცდილობდა გავეჩერებინე. ჩემს სიტყვებს ის, ყველა გამოვლილი განცდა მოყვა და ყელში ბურთად მომაწვა. სწრაფათ მოვშორდი დივანზე მოწყვეტით დავჯექი, სახე ხელებში ჩავრგე და უხმოდ ავტირდი. – ასე ადვილია? შენ გგონია ასე ადვილია? გგონია მე არ მინდა? ასე მარტივად ვერ შევძლებ საკუთარ თავზე გადაბიჯებას. – გატეხილი აკანკალებული ხმით ვლუღლუღებდი. – ასე ვერ გიყურებ ... ასე ვერ გიყურებ გესმის? ყველა სასჯელზე თანახმა ვარ ოღონ ასეთი ნუ იქნები. – დაბინტული ხელები, კვლავ კედლებს დაუშინა. – რას აკეთებ, გაგიჟდი ? გეტკინება ! – მასთან მივვარდი და ხელებზე ჩავებღაუჭე. გული ამეწვა სახვევზე გამოჟონილი სისხლის დანახვისას. – გეტკინა? – თვალებში მივაჩერდი და ორივე ხელი ინსტიქტურდ გულზე მივიხუტე. – იმაზე მეტად არა, ვიდრე შენი სიტყვები ! – ამ ბგერებს მთელი გული ამოაყოლა. – დიმა, ზოგჯერ მგონია, გაბედნიერების ნაცვლად ერთმანეთს დავღუპავთ. – მაშინ, ჩემი სიყვარული მაპატიე თაკო ! ისეთი წყლიანი გიშრებით მიყურებდა გული მომეწურა. არ თაკო ახლა არ ჩაეხუტო გთხოვ, ცოტახანს მაინც გაძელი, არ იფიქრო მაგაზე .. არ იფიქრო ! რანაირი შტერი ხარ ხანდხან. შეიძლება, წუტში ასჯერ შგეცვალოს დამოკიდებულება? წეხან მუჭებით დაალურჯე და წყენისგან სლუკუნებდი, ახლა კი ჩახუტება გინდა. რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს გაარკვიე ... რა ჩამოუყალიბებელი ხდები მასთან... ახლა იკადრე და მყარად დადექი ერთ პოზიციაზე ! გაცხარებული ვეჩხუბებოდი ჩემს თავს გულში. ის ჩემს თვალიერება არ წყვეტდა. – დაჯექი სახვევს შეგიცვლი. – ვითომ მოვძებნე გამოსავალი. – არ მინდა, არ მტკივა ! – დიმა დაჯექი, რომ გეუბნები !– ხელით ვუბიძგე დივნისკენ – სისხლი მოგდის და მასე ვერ დავტოვებ. – გადარდებს? – რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ დამტყუებ იმ სიტყვებს, რისი მოსმენაც გინდა ! – სააბაზანოსკენ, საოჯახო აფთიაქის მოსატანად წასულმა მივაძახე. – მაინც მეტყვი ! – არც ის თმობდა პოზიციას. პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნაც და გამოცდილებაც მქონდა, მაგრამ მისი, წინანდელთან შედათრებით კიდვ უფრო გადაყვლეფილი ხელების დანახვაზე, დილეტანტივით ავკანკალდი. ცოტაც და ყველაზე გულჩვილი ადამიანებივით, სისხლის დანახვაზე გონებას რომ კარგავენ, მეც იატაკს დავენარცხებოდი. ლამის ძვლები უჩანდა. ყველა ჭრილობიდან ორმაგად მოთხრიალებდა წითელი სითხე. არა, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ცივმა ოფლმა დამასხა. – ასე როგორ მოექეცი საკუთარ თავს დიმა ? ასეთი უკონტროლო რატომ ხდები ? – მისი ხელები მეჭირა და გათიშულივით დავშტერებოდი. ვერც ვერაფერს ვუკეთებდი და ვერც ვუშვებდი. – შენს თავს გეფიცები, არ მტკივა ! – ნუ მატყუებ ! – შენი თავი დავიფიცე. – მერე რა, ეგრე მეც ხომ დაგაფიცე დილით ! – სატირლად მოფლუშული სახითა და გადმობრუნებული ტუჩებით მივაჩერდი. – ვაჰ ! – ამოიხვნეშა და ლამის გული ამოაყოლა . – აი, ახლა ნამდვილად მეტკინა ! – საავადმყოფოში წავიდეთ, მე ვერ შევძლებ შეხვევას ! – არ მინდა, მე შევიხვევ ! – ვერ შეიხევ ღრმა ჭრილობებია, წავიდეთ რა ! – ამაზე უარესებიც მქონია, ასე რომ პრობლემა არაა ! – ვაიმე, სად გიპოვე ასეთი არანორმალური ! არა, უფრო სწორად სად ვიპოვეთ ორმა არანორმალურმა ერთმანეთი ! – ერთნაირები იზიდავენ ხომ იცი. – გაეღიმა. – განიზიდავენ, უკუღმართო ფიზიკოსო ! – ჩვენს შემთხვევაში ბუნების კანონებიც უძლურია. რაც უფრო ცდილობ მომშორდე, მით უფრო გიახლოვდები. – მოუშორებელი ჭირი ნამდვილად ხარ. – ვეცადე შეუმჩნევლად გამეღიმა. – უუფფ, კარგი იქნებ მოვახერხო და შეგიხვიო. ცოტა შენც დამეხმარე. – მითხარი, რა გავაკეთო ! – გული თუ წამივა, დამიჭირე ! – როგორ დამაიმედე ! ისე მიყურებდა, დარწმუნებული ვარ ჩემი კოცნის სურვილით ისე იყო შეპყრობილი, ვერც სისხლს ამჩნევდა და არც ტკივილი ადარდებდა. ჭრილობები ძლივსძლიობით დავუმუშავე. ანტიბაქტერიული მალამოს წასმას ლამის ერთი საათი მოვანდომე. გულის ყველა ძაფი გამიწყდა, იმის სიშით არ ტკენოდა. გადავუხვიე და ომგამოვლილივით დაღლილი მივუჯექი გვერდით. გეგონებოდა ხელის გადახვევით კიარა თორმეტსაათიანი გულის ოპერაციით ვიყავი დაკავებული. – ყოჩაღ, გმირულად გაუძელი ! – ჟრუანტელის მომგვრელი ხამ მომაგება. – მართლა არ გტკივა ? – კი, ძალიან ! – გამაყუჩებელს მოგცემ. – არ დავლევ ! – ახლა ვინ არის პატარა ბავშვი? – მაკოცე და ... – დიმა ! – მართლა გეუბნები, მაკოცე და დავლევ. ისე, დიდი აბათობით შენი კოცნის მერე გამაყუჩებელი აღარც დამჭირდება. – ესეიგი არაფერიც არ გტკივა და რომც გტკიოდეს, სულიც რომ გძვრებოდეს მაინც არ გაკოცებ ! გადი ახლა ოთახიდან, დამაძინე ! – დაიძინე, მე ხელს არ შეგიშლი. – უკვე მიშლი. გადი–მეთქი ! – თაკო ჩემი ადგილი შენს გვერდითაა. ისევე, როგორც შენი, ჩემს გვერდით. აქედან მკვდარს თუ გამიტან ... – ჩვეული ურყვევი, მტკიცე, მკაცრი და რავიცი კიდევ რა დავამატო, ტონით მითხრა და თვალები დამიბრიალა. თავდაყირა, რომ დავმდგარიყავი მაინც არ შეიცვლიდა აზრს. – რახან ასე ძალიან გიყვარს შენი საწოლი და ვერ ელევი, მაშინ მე გავალ ! – კარებისკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავედი. გაორმაგებული სისწრაფით გადამიდგა წინ, ხელში ბუმბულივით ამიტაცა და საწოლზე შეძლებისდაგვარად რბილად დამაგდო და ჩემს ზემოთ მოექცა. ძალიანაც კი ვცადე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ მარწუხებივით იყო ჩემზე შემოხვეული. ისეთი გაცოფებული იყო ცხვირიდან ჩასუნთქულ ჰაერს პირიდან უშვებდა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში, მღელვარებისგან მთელი გულმკერდით ვსუნთქავდი. – სად გარბიხარ ? – შენგან შორს ! – ვერ წახვალ, ვერსად ვერ გამექცევი ! – მაგასაც ნახავ, თუ არა ! – ყველაფერს აკეთებ, უკანასკნელი მოთმინების ძაფიც გამიწყვიტო. ჭკუიდან მშლი... – დაიხარა და მხარზე ნაზად მიკბინა. პირველად გააკეთა ასე. გაკვირვებისაგან თვალები დავჭყიტე. – წუთში ასჯერ შეგიძლია ერთდროულად მომკლა და გამაცოცხლო, გამაგიჟო და დამაწყნარო, ამალაპარაკო და დამადუმო. ერთადერთი, რაც არ იცვლება შენი სიყვარულია. ყოველ წუთში, წამში, სიტყვაში, გამოხედვაში დებილივით ავადმყოფურად მიყვარხარ. გესლიან ენას, რომ არ აჩერებ მაგ დროს უფრო მეტად . ჩემი არცერთი სტყვა, რომ არ გესმის, ვირივით ჯიუტი და დაუმორჩილებელი, რომ ხდები მაშინაც კი... როდესაც მაიძულებ, მაყვირო და რამე სისულელე მათქმევინო მაშინაც, ყველა სიტყვას არანორმალური სიყავარულის გამო გეუბნები ... გითხარი და კიდევ გეტყვი, თუ საჭირო გახდა დღევანდელს ისევ გავიმეორებ. შენი ზედმეტი შეხედვის, შენი შეხების უფლებას არავის მივცემ. მირჩევნია ჩემი დაკარგვის შიშით განერვიულო, ვიდრე შენ დაგიშავდეს რამე. მერე მოვიდე და შენს ფეხებთან დაჩოქილმა მანამდე გიხადო ბოდიში, ვიდრე არ მაპატიებ... დილით მითხარი ვერ გეწევიო, შენ კიარა მე ვერ გეწევი თაკო. სულ ჩემზე წინ ხარ, მე კი ფინია ლეკვივით სულ უკან დაგსდევ – აქამდე თუ გაოგნებული ვუსმენდი, ამ სიტყვების გაგონებაზე თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამეცინა ქვედა ტუჩი კბილებში გამოვამწყვდიე. დიმა და ფინია ლეკვი... მაგრამ მის, უსერიოზულეს მზერას „ჯერ არ დამიმთავრებია“ რომ გადავაწდი სწრაფათ დავალაგე მიმიკები. – საერთოდ არ ვგავარ იმ ადამიანს, შენ გამოჩენამდე, რომ ვიყავი. ერთი მინდა მეორეს ვაკეთებ, ან პირიქით. სულ არეული და გზააბნეული ვარ. თავში შენს გარდა ვერაფერს ვუშვებ. ხანდახან მეც მაკვირვებს ჩემი სიდებილეები. თავდაყირა დამაყენე აზრებშიც, გრძნობებშიც და ქცევებშიც. ჩემი ახალი ცხოვრება სულ შენი ბრალია, მე კი არაფის შეცვლა არ მინდა. ერთი წამიც, კი არ მინდა სხვანაირად... დამაჰიპნოზე მგონი... და ახლა, ქალბატონო თამარ, კეთილი ინებე და მაპატიე ! ვალდებულიც კი ხარ... ვერ ავიტან, ვერ გავუძლებ შენს გაბუტვას... ვერცერთი ჩემი დღე შენი კოცნის გარეშე ვერ დაიწყება და ვერც დამთავრდება. ვერ მაიძულებ შენს და შენი სურნელის გარეშე დავიძინო. გესმის რაც გითხარი? გასაგებად აგიხსენი? თუ ვერა და თუ ახლა, იმ პასუხს არ მივიღებ რაც მინდა, ხელახლა აგიხსნი და ასე გავაგრძელებ უსასრულოდ. – მგონი მართლა გაგიჟდა? ამდენს ეს როდის აქეთ ლაპარაკობს? ყბაჩამოვარდნილი ვფიქრობდი გულში. მაგარმ ამჯერად ეს გაგიჟება ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა ასეთი სიყვრულის ახსნა. გული სულ გამიგიჟდა, თავის ადგილას ვეღარ ეტეოდა. – და კიდევ, მაგ ტუჩს კბილები გაუშვი თუ არ გინდა ჩემსაში მოვაქციო ! –ვსო, დავყარე ფარხმალი. პირდაპირი და ყველა მნიშვნელობით მაიძულა, მეპატიებია....ყველა ბრძოლა კი წამაგებინა საკუთარ თავთან, თუმცა მაინც არ დავნებდი. არა, კი დავნებდი მაგრამ... – ვერ გავიგე. ასე რომ ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველ წამს ამიხსნი და თუ საჭირო გახდა უსასრულოდაც... არაფერიც არ მიპატიებია ! – ღმერთო დამეხმარე ! – ღიმილით თქვა და მარწუხები შემომხსნა. – უკვე აღარ ვიცი რა ძალებს ვთხოვო საკმარისი მოთმინება. შენთან არაფერი არ ჭრის, რაც არ უნდა გავაკეთო ბოლოს, მაინც იქამდე მიგყავარ, დაგელოდო მანამ, სანამ მაგ ლამაზ თავში არსებული ტვინი, თავად არ ამინთებს მწვანე შუქს. უკვე აღარ ვიცი რა უნდა მოგიხერხო ! – ჩემმა ტვინმა, ჩემს გვერდით დაძინებაზე მწვანე შუქი აგინთო. – ღამის სამი საათი იყო, ამდენი კინკლავისა და ათასჯერ შეცვილი ემოციის გამო ქანცი მქონდა გაწყვეტილი. მგონი საკუთარ თავს უფრო მეტს ვეომებოდი ვიდრე მას. თან, ისედაც არსად იყო წამსვლელი და არც მე მინდოდა წასულიყო. – ჩახუტებით დაძინებაზე რა აზრისაა ? – აზრები დაუმთავრდა. იმაზეც მადლობა მითხარი, ჩემს გვერდით, რომ გაწვენ ! ესეც იმიტომ, რომ ამ შუაღამეზე ოთახის მოსამზადებლად ლელამ უნდა იწვალოს. – მადლობელი ვარ ... ყველაზე, რომ ზრუნავ ჩემს გრდა... თავისქნევით წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა. ეს ახლა ნორმალურია? იმ ხელებით, როგორ უნდა იბანავოს? მაგრამ ალბათ სინდისის ჩამორეცხვას ცდილობს მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს მოსაკლავად რომ იმეტებდა. მისი სისხლის კვალი ტანსაცმელზეც ეცხო და ასე ცოდევბით დასვრილი ხომ არ დაიძინებდა. თან სიმწრით გადავუხვიე. თუ გონია კიდევ გავუკეთებ ძალიან ცდება ! ისე ნეტავ იქ რა მოხდა, ან რა უთხრა, ან მისი მოკვლა რამ გადააფიქრებინა? ახლა რომ ვკითხო გაბრაზდება ნეტა? ან, რატო უნდა ვიდარდო გაბრაზდება თუ არა. ჩემზე იდარდა, მის საცემად რომ გარბოდა? უფლება მაქვს ვიცოდე... გამოვა და ვკითხავ ... ამდენი კითხვებით გადავსებული თავით წინ და უკან დავდიოდი. როგორც იქნა გამოაღწია. მისი მშრალი სახვევების დანახვაზე, შტერივით მივაჩერდი. რანაირად? ვაღიარებ, მისი სხეულისკენაც გამექცა თვალი თან, აბაზანიდან გამოსულს ისეთი სურნელი ჰქონდა ხოლმე... თვითონაც მიყურებდა ოღონდ ძალიან იმედგაცრუებული სახით ალბათ, ჩემი „უჟმური“ პიჟამოს დამსახურება იყო. ახლოს რომ მოვიდა და უკმაყოფილო მზერა ამატარ– ჩამატარა, მაშინღა გამახსენდა კითხვა, რომ მქონდა. – დიმა ის საჩუქარი მისგან იყო? – არც მისგან და არც ნინასგან. – ამ პასუხმა სხვა ყველა დასასმელად გამზადებული კითხვა პირზე მიმაყინა. – აბა? – შუბლზე ამივიდა თავლები მოულოდნელობისგან მართლა არ ველოდი საჩუქარს სხვისგან. – არ ვიცი, გავარკვევ. – იმედია ისე არა, როგორც დილით. – თაკო, აღარასოდეს არაფერი დამიმალო. იმაზე არ იფიქრო მე რას გავაკეთებ, მთავარია მითხრა და მარტო არ დარჩე პრობლემებთან. გთხოვ ! აღარაფერი მითქვამს. აშკარად ორივეს შეგვეცვალა ხასიათი. მოედანზე, ახალი მოთამაშე გამოჩნდა... ვსო ეს ახლა ჩემი დაცვის სურვილით სულ გადაირეოდა... დილით ადრე, მინდოდა გამეღვიძა სამსახურში გამესწრო, აუცილებლად მოინდომებდა თავად წავეყვანე. ადრე კი გავიღვიძე მაგრამ რათ გინდა? ჩაცმულ–დახურული იჯდა დივანზე და მელოდა. უხმოდ ავდექი. შენელებული კადრივით დავიწყე მომზადება. იქნებ ლოდინით დაღლილიყო და გაქცეულიყო. შენც არ მომიკვდე, იმდენ რამეს გაუძლო ჩემთან ეს ალბათ ზღვაში წვეთი იყო. როგორც იქნა მოვრჩი და კარებთან წასულს ბრაძნება დამეწია. არადა გუშინ ბოლო ხმაზე ვკიოდი შენი ბრძანებების დრო დამთავრდათქო. – მე წაგიყვან ! – უშენოდაც მივაგნებ. დამშვიდდი, დაცვა მიმყავს. – შენი აზრით მე სახლში დავრჩები და დაცვას გაგაყოლებ? მე მიგიყვან დაცვა კი ჩემს მოსვლამდე იქ დააგელოდება. – თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, მოსაკლავად რომ დასდევენ ! – მობეზრებით ამოვილაპარაკე და კარებს მივეყრდენი. – ხარ კიდეც, ოღონდ პირიქით, შენ დასდევ, მსხვერპლი კი მე ვარ. წამო, ჯერ ვისაუზმოთ. – სიცილს ვერ მალავდა. სწრაფად აისვეტა ჩემს წინ, ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა. ზლაზვნით გავყევი. რომც შევწინააღმდეგებოდი, დიდი ალბათობით ზურგზე მოგდებულს გამატარებდა მთელ გზას. როგორც კი სუფრას მივუახლოვდით მის გარშემო შემომსხდარი ოჯახის წევრები დავინახე ბენიერი ღიმილითა და მხიარული ხმით მივესალმე. არც ჩემი მეუღლის, ეჭვიანმა, მკვლელმა მზერამ დააყოვნა შინაარსით „ მე ორი დღეა მშხამავ, მათთან კი მშვენივრად იკრიჭები“. ოჯახის წევრებზე, როგორ უნდა იეჭვიანო ადამიანმა, თუ მართლა ავადმყოფობად არ გაქვს ქცეული? ხელის გამოცლა ვცადე, ვიფიქრე ანას გვერდით დავჯდებითქო, მაგრამ ვინ გაგიშვა მის გვერდით ძალით დამაწება სკამზე. – როგორ მიხარია, ასეთს რომ გხედავ ! – ჩემს წინ მჯდარი ნანა, გადმომწვდა და სიტყვითა და ხელით ერთდროულად მომეფერა. შენ როგორ ხარ შვილო? – ახლა მას შეანათა მზრუნველი თვალები. – რომ გითხრა, კარგადთქო დაიჯერებ? – პასუხს მას ცემდა, მე კი ბრალმდებელივით მიყურებდა. – მეტის ღირსიც ხარ ! – ჩაიბურდღუნა ანამ. – ანა, მეც იგივე რომ გავაკეთო ჩარლისთან მერე არ გეწყინოს ! დარწმუნებული ვარ ჩემზე კარგი დღე არც მას ელის შენს ხელში. – ვითომ, რატომ ? – დაწვრილებული თავლებით ჰკითხა ანამ. – გავხართ ! – ხელებისა და თვალების მოძრაობა ჩემსა და მას შორის გაცვალა. – ბარემ, იქნებ ისიც უთხრა საუკეთესო მეგობარს, დაღუპვის გზას ადგახართქო ! – დამანჭული სახით ურჩია დამ. – გვიანია, უკვე დაღუპულია. – ისევე, როგორც შენი ძმა ! – ღიმილიანი სახით დავუდასტურე ანას. – ხვალისთვის ჩემი დახმარება, ხომ არ გჭირდებათ ? – მშლობლებს ეკითხებოდა, მაგრამ მაინც მე მიყურებდა გამყინავი მზერით. – მომაცილე ეგ თვალები, თორემ ლუკმა გადამცდება ! – ჩუმად და მკაცრად ვუთხარი. – ვცდილობ, მაგრამ დამაელმე და სულ შენსკენ გამორბის ! – ყურთან ახლოს მომიტანა ტუჩები ჰაერი მომაფინა და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. – ყველაფერი მოვაგვარეთ უკვე. ანამ სახლში ისურვა სტუმრების მიღება. ხვალ ექვსზე დავპატიჟეთ. – აუხსნა შვილს გოგიმ. – ანა, შენ გინდა რამე? – მანამდე ერთმანეთი არ დახოცოთ, მეტი არაფერი ! – კისკისით უპასუხა. – მართლა მეცოდება ჩარლი, ისეთივე ტლიკინა და ჭკუამხიარული ხარ ! – შენ კი ისეთივე უჟმური და სიტყვაძუნწი ! ძალიანაც კი ცდილობს ჩემი რძალი შეგცვალოს, მაგრა, არ ანებებ და ... – ვაიმე ანა, შენ რომ იცოდე, გუშინ მაგან რამდენი ილაპარაკა და თან როგორები ილაპარაკა, მაგას არ იტყოდითქო ვფიქრობდი და ჩუმად მეცინებოდა. ისევ დიმას „ შენ რაღა გაცინებს“ მზერა. – შენ, რომ გკითხოს კაცმა შეცვლილი კიარა პირდაპირ ამოყირავებული ხარ. არა და საკუთარი დაც, კი ვერ გამჩნევს.– ისევ ჩუმად გადავულაპარაკე. – იდეალური ტანდემი ხართ. ჩემი ნერვების განადგურება ორივეს კარგად გამოგდით. თუმცა უნდა ვაღიარო, შენ ვერ გჯობია. ხელი დამავლო, ჩვენ მივდივართო მათ უთხრა და ისევ ბაღის მოსწავლესავით ძალით წამათრია. ავტომობილის კარი გააღო დაიმედებულად მომათავსა სავარძელზე და თავადაც მიუჯდა საჭეს. დაქოქა და კომპიუტერმა ხმები გამოსცა. გადმომხედა. – უსაფრთხოების ქამარი გაიკეთე ! – ყველაფერს შენ აკეთებ ჩემს მაგივრად და ბარემ ესეც შენ გამიკეთე. – საზურგეს კომფორტულად მივეყრდენი, დაველოდე, როდის შეასრულებდა ჩემს ბრძანებას. – მერე არ გეშინია ჩემს ახლოს მოსვლას, რომ ვერ გაუძლებ? – შენგან განსხვავებით, გადასარევი ნებისყოფა მაქვს ! გამიკეთებ თუ გადავიდე? – შენს გაძლებაში, მოთმინების რეკორდს ვამყარებ და კიდე მე არ მაქვს ნებისყოფა? – გაკვირვებული ხმით მიპასუხა და ჩემთვის ქამრის გაკეთებას შეუდგა. მეც დრო ვიხელთე, მისი სურნელი მოვიპარე. სავარძელზე აკრული ველოდი, როდის მორჩებოდა და გაიწეოდა, მაგრამ გაიწია კი არა პირიქით, უფრო ახლოს მოვიდა და მზერა ჩემს ტუჩებზე გააჩერა. ახლა სად გინდა დაუსხლტდე ან მას ან სურვილს. გულაფრთხიალებული უფრო მონდომებით ავეკარი სავარძელს. მანაც მეტად მოიწია . ვსო მაკოცებს გავიფიქრე, თვალები დავხუჭე და ჰოპ ! მანქანა დაიძრა. რა გააკეთა ახლა ამან? ძველი ჩვევები დაუბრუნდა? ანუ, რა გამოდის მე მის მოთმინებაზე ის კი ჩემს სურვილებზე თამაშობს? ეცინება კიდეც... ასე ფიქრებში გაცოფებული მიმიყვანა სამსახურთან. მანქანა ბოლომდე გაჩერებული არ ყავდა კარები, რომ გავაღე, ვისკუპე და სწრაფად წავედი შენობისკენ. გამომყვა რათქმაუნდა. კაბინეტში, რომ შევედით მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმაბრუნა. – შენს მაგივრად ყველაფერს მე ვაკეთებ და ბარემ ამასაც მე გავაკეთებ – დაასრულა თუ არ, ტუჩებზე მოწყვეტით დამაცხრა. წინააღმდეგობა არც და ვერც გავუწიე. დავაცადე სანამ გული არ იჯერა. ნუ, ხო მეც ვიჯერე. – გითხარი, ჩემი დღე შენი კოცნის გარეშე არ დაიწყებათქო. ისედაც დამაგვიანდა. – წუხელ ჩემს გვერდით, რომ იწექი არ ნიშნავს ყველაფერი რიგზე გვაქვს ! – ჩემი ნაწყენი პოზიციის უშედეგო გამომზიურება. – დღის, ბოლო კოცნისთვისაც მზად იყავი ! – თვალი ჩაიკრა და ოთახიდან ჩვეული, მომხიბლავი სიარულია მანერით გავიდა. – ამ კაცთან არაფერი არ ჭრის ! არადა რომ კითხო მე ვარ თურმე ასეთი. ცოტა კიდევ ვლანძღე, მერე გაბრაზებულ–ბედნიერი ჩავესვენე ჩემს სავარძელში და დაკვირვებით გადავხედე ჩემს მაგიდას. წინ იმდენი საბუთები მეყარა, მათ მოწესრიგებაში სამყაროს არსებობაც კი დამავიწყდებოდა. ნახევარიც არ მქონდა გაკეთებული, ჩემი მდივანი შემოვიდა და ახალი ქველმოქმედისა და მის მიერ სოლიდური თანხის გადმორიცხვის შესახებ რომ მამცნო. თანხას რომ დავხედე თვალები გამიფართოვდა. – რომელი კომპანიაა? – გახარებულმა ვკითხე.– მადლობის სათქმელად ხომ დაურეკეთ? – კომპანია არა. ჩრიცხვა ფიზიკური პირის დემნა ჯაფარიძის სახელზეა. მადლობას მხოლოდ დირექტორისგან მივიღებო ასე გამოგვიცხადა. – ეგ ვინღაა? არასდროს გამიგია. ან ეს განსაკუთრებული მადლობები რაში სჭირდება. – დემნა, ცნობილი ბიზნესმენია. უფრო საზღვარსგარეთ მოღვაწეობს. აი, მადლობაზე ნამდვილად არ ვიცი. თუ გინდა მე დავურეკავ და თავს შენად გავასაღებ. – არა ! ადამიანმა ამხელა თანხა შემოგვწირა და მადლობას ვერ დავმადლი. ჩემი ბავშვების ხათრით მაინც. – ძალიან მეუცნაურა მაიცდამაინც ჩემი მადლობა, რომ უნდოდა. – ნათი ნომერი დამიწერე და როცა მოვახერხებ დავურეკავ. – კარგი ! ხუთ წუთში შემომიტანა ნათიამ თეთრ ფურცელზე მიწერილი ნომერი და ქვეშ სახელი, დემნა ჯაფარიძე. გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. ცოტახანს კიდევ ვიმუშავე. ხუთი საათი იქნებოდა ჩემმა „მძღოლმა“, რომ შემოაჭრა კაბინეტში ყვავილებით. ამან ახლა ამ ყვავილებით მთელი შენობა და ასი თვალი გამოიარა ჩემამდე? ეს ის დიმა არაა, ვისაც მე ვიცნობ. არა, ნამდვილად გაგიჟდა! ვფიქრობდი და ვუყურებდი მის დაბინტულ ხელებში გამომწყვდეულ თაიგულს. სახვევიც შეუცვლია, აშკარდ დავითი მოინახულა. – წავედით ! – შენთვის, კარზე დაკაკუნება არავის უსწავლებია? – თუ კაბინეტში გაბუტული საყვარელი ქალი მელოდება და მისთვს ყვავილები მაქვს მისართმევი, არა ! – დარწმუნებული ხარ, რომ ეგ თაიგული მე მომიტანე? – ისე გაშეშებული იდგა და ყვავილების მოწოდებას არ აპირებდა ეს კითხვა დამებადა. – არა, შენს მდივან ნათიას. აქ, უბრალოდ შემომყვა ! – ხოდა გაუტანე, გაეხარდება ! – ოხ თაკო ! გამომართვი და წავიდეთ. – ამაზე რომანტიკულად ვერც მომართმევდა. – შენ გეჭიროს, გიხდება ! – შენ უფრო მიხდები ! – ვითომ, ვერ გავიგონე. – მე ჯერ ვერ წამოვალ, საქმე მაქვს. თუ გინდა დაჯექი და დამელოდე თუ არა და წადი.უშენოდაც მოვაგნებ სახლს. – შენს გარეშე არსადაც არ წავალ. თაიგული მაგიდაზე ცხვირწინ დამიდო და თავადაც ჩემს წინ დივანზე კომფორტულად მოკალათდა. რვა საათი შესრულდა. ისევ კაბინეტში ვიყავით და ქარალდებს ჩავკირკიტებდი. მთელი ამხნის მანძილზე მისი მხრიდან დიალოგის მცდელობა ჩემი უკმეხი პასუხებით სრულდებოდა. სინამდვილეში სულ არ ვაპირებდი ამ დრომდე დარჩენას, მაგრამ მისთვის როგორმე ნერვები ხომ უნდა მომეშალა და დამესაჯა. გაწყვეტილი მოთმინებით იჯდა და მელოდა. – თაკო მთელი წლის სბუთებს ახლა აკეთებ? – თუ რამე პრობლემა გაქვს წადი ! – მე, ეგ გითხარი ? – მაგას ნიშნავდა ! – სპეციალურად აკეთებ ხო ? გინდა გამომიწვიო ხო? – რამხელა წარმოდგენა გავს შენს თავზე ! – ხო ფინია ლეკვის წარმოდგენა, ნამდვილად დიდია ! – არა და ამ დროს ყველას ეშინია შენი და გერიდებიან ! – ძლივს გავასწორე გასაცინელად აშლილი სახე. – ვინც იმსახურებს უნდა ეშინოდეს კიდეც ! ერთი შენ ვერ მოგიხერხე ვერაფერი და მარტო შენ დაგსდევ დებილივით . – რომ არა მოჩვენებითი სიამაყე, მის სიტყვებზე გულისწასვლამდე ვიცინებდი ალბათ. – მოვრჩი. წავიდეთ ! – უუფ, მადლობა, აქ რომ არ გამათენებინე ! – სწრაფად წამოხტა და წასასვლელად მოემზადა. – გადავიფიქრებ ახლა ! – ისე, არაა ცუდი აზრი. – გაკვირვებულმა შევხედე. – მშიერზე, ამ დივანზე შენი ალერსით დაკმაყოფილება მომიწევს და სასიამოვნოდ წვდება ეს აზრი გონებას. – შენ მართლა ხოარ აურიე? რა აზრები მოგდი თავში, ან, რამდენს ლაპარაკობ, ამ ბოლო დროს? – აბა, არ მაცდი ნორმალური ვიყო და... – მაცდურად აზიდა წარბები და ზემოდან დამაჩერდა. შუა დეკემბერში აუტანლად ჩამოცხა. – გამოადგი ფეხი ! გილოცავთ, შობის დღესასწაულს! შეგეწიოთ უფლის მადლი. ვიცი, დამაგვიანდა. მაპატიეთ ! თქვენ, ჩემი სტიმული ხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.