შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 3 თავი


8-01-2021, 12:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 7 168

მიამ მანქანის ხმა რომ გაიგო ეზოში გავარდა დაფეთებული, ნიკას, ლაშას და მარიანას დანახვამ ძალიან დაბნია და გაოცებული მიაჩერდა ძმას, ნიკამ გაუღიმა დას და დაამშვიდა
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგადაა, მე უკან უნდა დავბრუნდე მათთან და შენ ამ პატარა ქალბატონს მიხედე-მარიანაზე მიანიშნა რომელასაც ლაშას ტელეფონი ეკავა ხელში და გულიანად იცინოდა
-მართლა ყველაფერი რიგზეა?-ეჭვის თვალით უყურებდა ძმას მია
-ჰო რიგზეა, ნუ გეშინია, ახლა წავალ და მეც დაველაპარაკები მათ, არ ინერვიულო -მიას შუბლზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა -ჰო მართლა დედამ დაიძინა?-ფანჯარა დასწია და ისე ჰკითხა მიას
-რომ დარეკე მშვიდობაა წნევის დამწევი დალია და ჩაეძინა
-კაი მიდი მე წავედი-ნიკამ მანქანა უკუ სვლით გაიყვანა ეზოდან
-მამიდას პრინცესა მოდი ჩემთან-მია ლაშას მიუახლოვდა რომ მარიანა გამოერთმია მაგრამ პატარა მკლავები ყელზე შემოხვია ლაშას და ტირილი დაიწყო, თან ტელეფონი ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა რომ არ წაერთმია მიას
-კაი შეეშვი ბავშვს-გაბრაზებულ მიას შეხედა ლაშამ მომღიმარი სახით
-მაგას შენი ტელეფონის დარდი აქვს და მაგიტომ არ მოდის ჩემთან,იცის ჩემს ტელეფონს არ ვათხოვებ
-მიდი ყავა მოადუღე მანამდე მე და მარიანა გავერთობით-ლაშა აივანზე ავიდა ჰამაკში ჩაჯდა ბავშვთან ერთად და ერთად დაიწყეს სასაცილო ვიდეოების ყურება, მია გაბრაზებული უყურებდა მათ და ადგილიდან არ იძვროდა, ბრაზი ნელ-ნელა უცნაურმა სასიმოვნო გრძნობამ შეცვალა, რაღაც საოცარი სითბო და სიხარული ჩაეღვარა
სულში -მია ნუ ხარ ზარმაცი ერთი ყავა რა გაგიხდა? თან აპარატი ადუღებს შენ ხომ არა-შეხედა ლაშამ მომღიმარი სახით, მიამ მისი ლაპარაკიდან ვერფერი გაიგო მაგრამ მიხვდა რომ ყავის გამო ბუზღუნებდა ლაშა, ამიტომ სახლში შევიდა და მალევე ორი ყავის ჭიქით გამოვიდა და ერთი ლაშას გაუწოდა -იცოდე არ აგერიოს და შაქრიანი არ დამალევინო -თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას და ჭიქა გამოართვა
-არ ინერვიულო-გაბრაზდა მია, ლაშა ჰამაკიდან ადგა ოდნავ უკან დაიხია და სიგარეტს მოუკიდა
-მთელი ღამე არ გეძინა არა?-მოულოდნელად ჰკითხა ლაშამ და გაოცებულმა მიამ შეანათა ცისფერი თვალები
-ჰო ძალიან ვინერვიულე-დაეთანხმა მია და მზერა აარიდა
-გეტყობა-უთხრა ლაშამ და მია მაშინვე გაბრაზდა მიხვდა რომ ლაშა რაღაც საშინელებას ეტყოდა ახლა რადგან ირონია გაერია ხმაში -იმას გავხარ მოიცა გავიხსენი ქრუელას, ოღონდ ახალგაზრდობაში-უთხრა და გიჟივით გაეცინა
-იცი რომ იდიოტი ხარ?-სერიოზულად ჰკითხა მიამ და მწყობრიდან გამოსულმა ლაშამ მაშინვე დადო ყავის ჭიქა მაგიდაზე, ზედ სიგარეტის ანთებული ღერი დაადო და მიას მიუახლოვდა, დაბნეულმა გოგონამ თავზე წამომდგარ ბიჭს დაბნეული თვალებით შეხედა
-დადგი ყავის ჭიქა-უთხრა ბრაზნარევი ტონით და მიამ ინსტიქტურად შეასრულა მისი თხოვნა, ლაშამ მაშინვე ხელები დაუჭირა და სულ ოდნავ გადაუგრიხა -მე უზრდელი ბავშვი ვარ-გაიმეორე, უთხრა გაოგნებულ მიას მომღიმარი
სახით -და ვისწავლი უფროსების პატივისცემას!
-მტკივა-აყვირდა მია
-არა არ გტკივა მაგრამ თუ არ გაიმეორებ გეტკინება
-რა იდიოტი ხარ ღმერთო-ახედა მიამ და ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-შენ კი გატუტუცებული უზრდელი ბავშვი
-ბავშვი არ ვარ გასაგებია?-წამოენთო მია და ძალიან აღფრთოვანდა ლაშა რომ სუსტი წერტილი უპოვა ხელები გაუშვა და დამცინავად უთხრᲐ
-ხაარ! პატარა განებივრებული უზრდელი
ბავშვი-მერე ყავა და სიგარეტი აიღო და მიას ალეწილ სახეს დააკვირდა
-ვერ გიტან -უთხრა გულწრფელად მიამ
-ვერც მე -არ ჩამორჩა ლაშა და მიას ძალიან ეწყინა, გაებუტა და აღარც ხმას სცემდა და არც მისკენ აღარ იყურებოდა.
ნათია დიდხანს იჯდა სავარძელში და ტიროდა ბოლოს ვეღარ შესძლო სახლში გაჩერება ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა და იხრჩობოდა ამიტომ გარეთ გავარდა მოულოდნელად და სანდროც ინსტიქტურად მას გაეკიდა
-რა გჭირს? -ნათიას მიუახლოვდა დაბნეული
-არაფერი-ნათიამ ღრმად ჩაისუნთქა დილის ცივი ჰაერი და დამშვიდება სცადა, სანდრო დიდხანს უყურებდა ფრდაკარგულ ცოლს თვალებში და რომ დარწმუნდა ნათია დამშვიდდა თავისი მანქანის წინა ცხვირს მიეყრდნო, სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა თან ისე რომ ცოლისთვის თვალი არ მოუშორებია
-მთელი ეს დრო, მთელი ეს დრო შენ იმ დღეს ელოდი როცა მე შეცდომას დავუშვებდი რომ შენ წასვლის მიზეზი გქონოდა ასეა? -ჰკითხა მოულოდნელად ჯერ ისევ თავგზააბნეულ ნათიას რომელიც გაოგნებული მიაჩერდა ქმარს -გინდოდა შეცდომა დამეშვა რომ ეს ნაბიჯი გადაგედგა სამართლიანად ასეა? -სანდრო განზრახ ჯიუტად უყურებდა ნათიას აწყლიანებულ
თვალებში -ნათია მართლა აღარ
გიყვარვარ?-კითხა გამომწვევი ტონით და გაჩუმდა, ნერვიულობისა და მღელვარებისგან ნათიას ხელები აუკანკალდა და ქმარს აარიდა მზერა, ვეღარ გაუძლო მის ამ საშინელ მზერას
-სანდრო ზუსტად მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ-დაიჩურჩულა ნათიამ და ხმა ჩაუწყდა, ეშინოდა მასთან გულწრფელად ლაპარაკის
-მიდი მითხარი რას ფიქრობ ბოლომდე
მოგისმენ -უთხრა როცა მიხვდა რომ ნათია შიშის გამო გაჩუმდა
-სანდრო მე მართლა არ ვიცი ახლა რას ვგრძნობ და განვიცდი შენს მიმართ, სიყვარულს, ზიზღს, სიძულვილს, სიბრალურს, შიშს თუ ყველაფერს ერთად მაგრამ ზუსტად რაც ვიცი ისაა რომ საშინელ იმედგაცრუებას განვიცდი, შენ მე იმედები გამოცრუე-ნათიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები გადმოსცვივდა
-ნათია შენ სხვა მიზეზით ამბობ ჩემზე
უარს! -გაცეცხლდა სანდრო -სხვა! -დაუყვირა გაღიზიამებული ტონით და მეორე ღერს მოუკიდა ათრთოლებული თითებით
-სხვა? -გაბრაზებული ტონით გაიმეორა ნათიამ და ცრემლები მოიწმინდა მაჯებით -სხვაა? სანდრო მე შენ მართლა მიყვარდი, მიყვარდი გესმის? ძალიან მიყვარდი, მაგრამ შენი საშინელი ხასიათით ყველაფერი დაანგრიე! -უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-ხასიათით?-დაუღრინა სანდრომ და სიგარეტის ნახევრად ჩაᲛწვარი ღერი
მოისროლა -ხასიათით?-გაიმეორა და ნათიას მიუახლოვდა რომელიც გაქვავაებულიᲕით იდგა ერთ ადგილას მიყინულივით -რას ბოდავ-თვალებში ჩააცქერდა და შეშინებულ ნათიას ისევ ცრემლები ჩამოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-გუშინ ხელი რატომ დამარტყი?-შეხედა თავზე წამომდგარ სახე აწილ ქმარს ცრემლიანი თვᲚებით
-იმიტომ რომ დაიმსახურე-უთხრა მკაცრი ტონით სანდრომ, ნათიას ძალიან უჭირდა მისთვის თვალის გასწორება მაგრამ მაიც შესძლო თავს მოერია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ქმარს ნაცრისფერ ამღვრეულ სფეროებში
-რა დავაშავე?- ჰკითხა მშვიდი ტონით, სანდრომ დუმილით უპასუხა ცოლს -რა დავაშავე
მიპასუხე-დაუყვირა ნათიამ
-ჩემი ახლობლების თანდასწრებით ჩემთან ხმას აუწიე და ამიტომ გაგარტყი ხელი-უთხრა კარგახნის დუმილის მერე დ ათვალი აარიდა ნათიას გაფითრებულ სახეს
-მხოლოდ ამიტომ? მხოლოდ ამიტომ დამამცირე ყველას თვალწინ ამ დონემდე ხომ ასეა!-თითქოს ბურთი გაეჩხირა ყელში ნათიას და ხმა ჩაუწუდა მღელვარებისგან
-შენ ხომ იცი რომ მე...
-ჰო ვიცი შენ ასეთი ხასიათი გაქვს
-ნათია-სანდროს ხმა ჩაუწყდა და არეული თვალებით მიაჩერდა ცოლს, ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ხელი დაადო იმ ლოყაზე სადაც ჯერ ისევ ეტყობოდა ნათიას გუშინდელი ხელის დარტყმის კვალი, გოგონამ თავი გვრდძე მიატრიალა და სანდრომ ჰაერში დარჩენილი აკანკალებული ხელი ბრაზისგან მომუშტა და ნელ-ნელა დაბლა დაუშვა -ხომ იცი რომ მიყვარხარ, ხომ იცი რომ გაგიიჟებით მიყვარხარ, ხომ იცი რომ ასე არ მინდოდა მომხდარიყო
-მაგრამ მოხდა სანდრო-ნათია ქმარს თვალებᲘ ჩააცქერდა -და ეს პირველად არ მომხდარა,მე შენ გაგაფრთხილე კიდევ თუ შემეხებოდი არ გაპატიებდი
-ნათია გეყოფა ჩემი წამება-გაცეცხლდა სანდრო და მიტრიალდა -წასვლით ნუ მემუქრები რადგან არასდროს გაგიშვებ! არ გაგიშვებ-ნათიასკენ მიტრიალდა და მკლავენში ხელები ჩაავლო
-მესაკუთრე, ეგოისტი აი ვინ ხარ შენ-უყვირა ნათიამ ქმარს და ხმა ჩაუწყდა, კარგახანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, სანდრომ უნებურად ხელები გაუშვა და ისევ მიტრიალდა, მერე ისევ ნათიასკენ შეტრიალდა და ცარიელი თვალებით მიაჩერდა ცოლს-ახლაც იგივეს აკეთებ, ტკივილს მაყენებ სანდრო, გინდა რომ შენი მეშინოდეს, იმიტომ რომ მესაკუთრე ეგოისტი ხარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, რომლისთვისაც მხოლოდ საკუთარი თავი და გრძნობებია მნიშვნელოვანი! სხვა არავინ და არაფერი გაინტერესებს! საერთოდ არ ფიქრობ იმაზე მე რა მინდა, მე რაზე ვოცნებობ, რა მიხარია! შენთვის მთავარია იმის აღქმა რომ მე შენი საკუთრება ვარ და ეს გყოფნის ბედნიერებისთვის! მე ნივთი არ ვარ სანდრო, მე გრძნობები გამაჩნია, მე ადამინი ვარ ქალი ვარ რომელსაც აქვს სურვილები, მიზნები ოცნებები! მაგრამ შენ ამის დანახვა არ გინდა! საერთოდ თუ იცი რომელია ჩემი საყვარელი ფერი ან საჭმელი? არა იმიტომ რომ ეს არ გაინტერესებს! შენთვის მთავრია იმის გააზრებაა რომ მე შენი საკუთრება ვარ! შენ ყველაზე ამაყი ამპარტავანი ჯიუტი თავნება ადამიანი ხარ, გინდა რომ შენს სურვილებს მოარგო ყველა! პირველ რიგში მე! რამდენჯერ შემეხე ძალით! მხოლოდ იმიტომ რომ შენი ცოლი ვარ მაიძულებ მუდამ ის გავაკეთო რაც შენ
გინდა! -ნათია გაჩუმდა და ისევ ცრემლები გადმოსცვივდა
-შენს თვალში სულ ეს ვარ? მესაკუთრე ეგოისტი ნაბიჭვ.რი? მეტი არაფერი? საერთოდ არაფერი ნათია?-გაცეცხლებული სანდრო მივარდა ცოლს და მაჯებში ხელი ჩაავლო, ძლიერად მოუჭირა თითები იმდენად ძლიერად რომ ნათის ზიმწრის ცრემლები გადმოაცვივდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია -რას ბიქრომ მკ.დია, საერთოდ ყველაფერი მკიდ.ა, რადგან ამ დონემდე დავედით ახლა ნახავ რეალურად რას ნიშნავს ნამდვილი მესაკუთრეობა, ეგოისტობა და ამპარტავნება -დაუღრიალა ბოლო ხმაზე ცოლს და მანქანისაკენ წაათრია
-ხილი გამიშვი არანორმალურო-დაუყვირა ნათიამ და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-ახლა გაიგებ რას ნიშნავს ძალით შეხება, ძალით მისაკუთრება!-დაუღრიალა და მანქანის კარი გააღო ნათია იმ დონემდე უწევდა წინააღმდეგობას რომ გააუჭირდა მისი მანქანაში ჩატენვა, კარი დაუკეტა გარედან როცა შეძლო მისი ჩატენვა მანქანაში, საჭეს მიუჯდა გაავებული და მანქანა
დაქოქა -შენ ჩემი ხარ და წასვლის უფლებას არ მოგცემ, ვერ მიმატოვებ, თუ მაიძულებ ძალას გამოვიყენებ რომ ჩემთან დაგტოვო-დაუღრიალა ნათიას მანქანა დაქოქა და ეზოდა გიჟივით გააყენა
-არ გაბედო, არ გაბედო-უყვიროდა ნათია -არ გაბედო და არაფერი გააკეთო -მიაჩერდა ქმარს არეული თვალებით-ნუ მაიძულებ პოლიცია ჩავრიო ამ საქმეში
-პოლიცია?-სანდრომ შუა გზაზე გააჩერა მანქანა და ნათიას მიაჩერდა -მკ.დია შენი პოლიცია გესმის? შენ ჩემი ხარ ჩემი! და ჩემი იქნები სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე!
-გიჟი ხარ ! არანორმალური
-ჰო ვარ!-დაუღრიალა და მანქანა ისევ
გააქანა -შენ ამ ყველაფერს გეგმავდი, დიდიხანია წასვლაზე ფიქრობდი, მომენტს ელოდი, როცა მე შეცდომას დავუშვებდი და შენ გაქცევის Მიზეზი გექნებოდა მაგრამ იცოდე რომ ვერსად ვერ გამექცევი და ვერავინ ვერ გიშველის! შენ ჩემი ხარ !
-იმიტომ წავედი რომ მინდა იცოდე ამ ყველაფრით დავიღალე, ძალიან დავიღალე, მეტი არაფერი
-შენ სხვა მიზეზი გაქვს ვიცი ასე!-უღრიალა სანდრომ
-ახვა არ არსებობს გესმის? ვარსებობთ მხოლოდ მე შენ და შენი საშინელი ხასიათი!-უყვირა ნათიამ
-სისულელეებს ნუ ბოდავ!-უღრიალა სანდრომ და უფრო მოუმატა სიჩქარეს.
ნიკას სანრომ გიჟივით რომ ჩᲣქროლა, მაშინვე Მოატრიალა მანქანა მან და სანდროს მერსედეს დაედევნა რომელიც ძალინ მაღალი სიჩქარით მიდიოდა გზატკეცილზე.
ნათია ხმას არ იღებდა მიჩვეული იყო მის ამ გიჟურ გამოხტომებს მაგრამ მანქანა თბილისის მიმართულების ნაცვლად სანდომ დასავლეთის გზაზე რომ გაიყვანა გაცეცხლდა ნათია
-რას აკეთებ? სად მიგყავარ გაგიჟდი? შეიშალე? რის მიღწევას ცდილობ?
-წასვლის უფლებას არ მოგცემ! ჩემი მიტოვების უფლებას არ მოგცემ! -უთხრა აგრესიული ტონით
-შენთან ყოფნას ვერ მაიძულებ გესმის? მაინც წავალ!-მწყობილებიდან გამოვიდა ნათია-თუ მაიძულებ პოლიცის ჩავრევ და შენგან მაინც წავალ თუ ასე მომექცევი
-სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა გაიქცე მაინც გიპოვი, ყველგან გიპოვი და ჩემთან დაგაბრუნებ გესმის?-შეხედა ცოლს არეული თვალებით
-განქორწინება მინდა! გესმის? შენთან ყოფნა აღარ მინდა დავიღალე შენი მუქარის მოსმენით!
-ჩემი გაგიჟება გინდა? კარგად გამოგდის!
-მე მხოლოდ ბედნიერება მინდა
-სხვასთან? უკვე იპოვე ის ვინც გაგაბედნიერებს?
-სისულელეებს ნუ ბოდავ სანდრო
-იცოდე მოგკლავ ნათია-სანდრომ მანქანა გადააყენა და ცოლს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით -თუ ამ ყველაფერს სხვის გამო აკეთებ მოგკლავ ნათია!
-ნუ მემუქრები შენი არ მეშინია, არ მეშინია სანდრო გესმის? ნუ ცდილობ ასე შემინარჩუნო მუქარით და დაშინებით
-თუ ჩემთან დაბრუნდები გეფიცები შევიცვლები ვეცდები რომ უკეთესი ადამინი გავხდე, მაგრამ თუ წახვალ, მაინც თუ წახვალ ცხოვრებას გაგინადგურებ, თუ სხვა გამოჩნდება შენს ცხოვრებაში კი გეფიცები მართლა მოგკლავ
-ხვდები რა ავადმყოფი ხარ? ხვდები რა არანორმალური ხარ? ხვდები? სულ გაგიჟდი? შეიშალე?
-გინდა რომ შემშალო? გილოცავ ეს გამოგივიდა ნათია-სანდრომ მანქანა ისევ გზატკეცილზე ააგდო და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, ნათია მიხვდა რომ ყველაფერი დამთავრდა და ეს უბრალოდ ბრძოლა იყო, ამიტომ მოულოდნელად საჭეს დაებღაუჭა მანქანამ მაშინვე წონასწორობა დაკარგა რადგან მაღალი სიჩქარით მიყავდა სანდროს, რომელიც ისე დაიბნა რომ სანამ აზეზე მოვიდოდა, მანქანა მოსახვევში მოუცურდათ, გზიდან გადავიდა და ხე დაეტაკა უფრო მაღალი სიჩქარით.
ნᲐთიამ თვალები ოდნავ გაახილა და ისევ მიელულა
-სად ვარ?-დაიჩურჩულა და ხმა ჩაიწყდა
-საავადმოყოფოში დედა-აღმოხდა ნანას და ცრემლები გადმოსცვივდა
-სანდრო სადაა?
-კარგადაა დედა ნუ გეშინია-ნანამ შუბლზე აკოცა ნათიას ეომელმაც თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა
-მართლა კარგადაა?
-ჰო დედა კარგადაა, ნუ გეშინია
-მარიანა სადაა?
-აქაა დედას ცხოვრებავ
-თავი ძალიან მტკივა
-ტვინის შერყევა გაქვს დედა
-რომელი საათია?
-შუა ღამეა დედა-ნანამ შუბლზე აკოცა ნათიას და როცა ისევ ჩაეძინა პალატიდან გავიდა
-როგორაა?-გარს შემოეხვივნენ ნანას იქ მყოფები
-კარგადაა კარგად-დაამშვიდა ნანამ და შვილიშვილი ხწლში აიყვანა.
სანდრომ გამთენიისას გაახილა თვალები და ნიკას მიაჩერდა რომელიც მოღუშული სახით დაჰყურებდა ძმას
-რა მოხდა სად ვარ
-საავადმყოფოში
-ჰოო...-გაიხსენა სანდრომ -ნათია კარგადაა?
-კარგადაა არ ინერვიულო
-ამის დედასც შევ.ცი
-გაგიჟდი? სად მიგყავდა? რის გაკეთებას აპირებდი მისთვის? შეიშალე საბოლოოდ?
-თავი დამანებე რა ტვინს ნუ მომი.ყნავ
-ავარიაში მის გამო მოჰყევით ხომ ასეა? უარყოფა არ გაბედო, ისე მოულოდნელად მოცურდა მანქანა
-შენ რა უკან მოგვყვებოდი?-არეული თვალებით შეხედა ძმას
-ჰო... სამწუხაროდ ვერ მოგისწარით და სახლიდან წახვედით
-ჩემთან ყოფნა აღარ უნდა-დაიღრინა სანდრომ
-გიკვირს?-გაბრაზდა ნიკა
-მისმა სიტყვებმა გამაგიჟა, თავი დავკარგე
-თავს რომ კარგავ და ასე გიჟდები მაგიტომ უნდა შენი მიტოვება ზუსტად ვერ ხვდები? და იმის ნაცვლად რომ აზრზე მოსულიყავი უარესი გააკეთე!
-მიყვარს! მიყვარს და ეს არ ესმის!
-ეგ სიყვარული არაა, ეგ ავადმყოფური მიჯაჭვულობაა და მეტი არაფერი
-საერთოს აზრზე არ ხარ არაფრის-გაეცინა სანდროს
-იმის აზრზე ვარ, რომ ვიცი,როგორ არ უნდა მოვექცე საყვარელ ქალს შენი წყალობით
-რა ნაბიჭვ.რი ხარ-გაბრაზდა სანდრო
-ისე მამას მხოლოდ შენში ეპარებოდა ეჭვი, სულ იმას ემბობდა ეგ არანორმალური ჩვენი შვილი არაა, სამშობიაროში აერითო -გაეცინა ნიკას
-სასაცილოს ხედავთ რამეს? -ლალი შწვიდა პალატაში
-აუ ეხლა ტვინი არ ტ.ნა რა-ამღვრეული თვალებით შეხედა დედას
-თავხედო-დაუყვირა ლალიმ -რას აკეთებ საერთოდ აზრზე ხარ?
-ნუ ყვირი ტვინი მეტკინა-დაუღრინა დედას
-ტვინი? გააქვს მაგ თავში საერთოდ ტვინი? ტვინი რომ გქონოდა ასეთ სისულელეს არ ჩაიდენდი, ახლა რა გგონია ამის მერე ნათია შენთან დაბრუნდება? ვსო მორჩა დაკარგე ისიც და ბავშვიც
-დედა უარესად ნუ აგიჟებ -გაბრაზდა ნიკა
-მე ვაგიჟებ? მეე? თვითონაა გიჟი, იმის მაგივრად სახლში მოეყვანა და ეთქვა ნანობდა რაც გააკეთა ხელი მოჰკიდა და სადღაც წაათრია
-გადი-დაუღრიალა სანდრომ დედას
-არანორმალური ხარ მართლა, ნათია მართალია
-დედა-თვალები დაუბრიალა ნიკამ და ფაქტიურად ძალით გაიყვანა პალატიდან
-ნათიას ნახვა მინდა სადაა
-ძინავს აქ წევს გვერდით პალატაში-მიუთითა ნიკამ გვერდით პალატაზე
-შეგიძლია ეს ხალხი მოაშორო აქურობას?
-სანდრო
-ეგრე ნუ მიყურებ უნდა ვნახო და დაველაპარაკო
-გგონია მოგისმენს?
-შენ ეს ხალხი მომაშორე და დანარჩენს მე მივხედავ
-იცოდე წესიერად მოიქეცი
-საქმეს მიხედე დაუღრინა ძმას და ადგა.
ნიკამ მთავარ ექიმს სთხოვა ჩემს ძმაზე აქ მყოფების ხმაური ცუდად მოქმედებს და იქნებ უთხრათ რომ დაბლა მიმღებში მოიცადონო, მთავარმა ექიმმაც მაშინვე პირველ სართულზე გაუშვა ყველა იმ მიზეით რომ პაციენტები წუხდებიანო. ნანა ნათიას არ შორდებოდა გვერდიდან და გამოსავალი ამ შემთხვევაშიც ნახა ნიკამ, შევიდა ნათიას პალატაში და ნანას უთხრა მარიანა ტირისო თან ლაშა გააფრთხილა ყველაფერი გააკეთე რომ აატირო ბავშვიო.
სანდრომ ფრთხილად შეაღო პალატის კარი და ნათიას მიუახლოვდა ,თითქოს იგრძნო მისი სიახლოვე ნათიამ და თვალები გაახილა მომენტალურად
-აქ რას აკეთებ-ჰკითხა დაძაბული ტონით და ოდნავ წამოიწია საწოლზე
-გთხოვ უბრალოდ მომისმინე-დაიძაბა სანდრო
-შენი მოსმენა არ მინდა
-შეცდომა დავუშვი ამას ვაღიარებ
-ეს არაფერს ცვლის
-შენც დაუშვი
-კარგი მეც დავუშვი-დაეთანხმა ნათია
-უშენობა არ შემიძლია, მიყვარხარ, ხომ იცი რომ გაგიჟებით მიყვარხარ, მინდა რომ სახლში დაბრუნდე ჩემთან ერთად
-არა
-ნათია ხომ იცი რომ მაინც არ გაგიშვებ-დაუღრინა სანდრომ
-ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე
-არ გაბედო, იგივეს ლაპარაკი არ გაბედო
-ახლა დედაჩემთან წავალ, იქ ვიცხოვრებ მერე ვილაპარაკᲝთ როცა მზად იქნები
-შენს დასაკარგად მზად არასდროს ვიქნები!
-სანდრო ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს, მერე ვილაპარაკოთ და ურთიერთობა გავარკვიოთ
-კარგი-დაეთანხმა სანდრო და პალატიდან გამოვიდა არეული სახით.
სანდროს ძალიან გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ ნათია დედასთან ბრუნდებოდა მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს, მოულოდნელად გაეწერა საავადმყოფოდან და მისი ოჯახი ნიკამ წაიყვანა სახლში, Ლაშამ კი ის, ლალი და მია წამოიყვანა სახლში.
-ჩემი მანქანა ძაან დალეწილია?-ჰკითხა ლაშას როცა სახლში მივიდნენ, რადგან უნდოდა ნათიაზე არ ეფიქრა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა რომ ისევ სისულელე არ ჩაედინა
-არცისე, ცალი მხარე აქვს დანგრეული, ნიკამ თქვა ხელოსანმა ერთ კვირში გავაკეთებო
-ახლა რა გეშველება სანამ გაკეთდება შენი
მანქანა-გაეცინა მიას
-ნიკას ავახევ
-გეგონოს, ცოცხალი თავით არ გათხოვებს, ხომ იცი როგორაა შეყვარებული თავის იქს ხუთზე -გაეღიმა მიას -აუ მეც მაგრად მევასება
-ეგ თუ მანქანაა -დაიჯღანა ლაშა -უგემოვნოები ხართ და-ძმა -შეხედა მიას გამომწვევი მზერით
-უგემოვნოები ძმაკაცები ხართ ორ კარიანი ცე ელ ესებით თუ რაღაც ჯართებით რომ
დადიხართ-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები მიამ-უფანტაზიოები, ართნაირი ფერის რომ გყავთ თან-ჯერ სიჩუმემ დაისადგურა მერე კი გიჟებივით გაეცინათ სამივეს
-რახდება აქ? რა მხიარულებაა?-ნიკა შევიდა სახლში და გაოცდა მათი დანახვისას
-სანდროს უნდა რომ მანქანა აგახიოს-მაშინვე Დააბიზღა ძმა
-ანუ ამ გასაღებთან ერთად ერთად უნდა დავიძინო ხოლმე აწი?
-ბებოს სიხარული როგორ დატოვე აბა?-ლალიმ მაშინვე მოსპო მხიარული განწყობა სახლში
-კარგად
-უკვე მენატრება, ბებოს გულია ეგ
-დედა სანდრო ისედაც ცუდადა და რატომ ურევ ტვინს?-გაცეცხლდა მია
-ტვინი რომ ქონოდა თავში ახლა მისი კაპასი ცოლი აქ იჯდებოდა ამ სახლში და ბებოს ბედნიერებაც აქ იქნებოდა -იყვირა ლალიმ
-ყველაფერი მოგვარდება ლალი დეიდა დამშვიდდით -ჩაერია ლაშა რომ მიხვდა სიტუაცია ძალიან დაიძაბა
-შენ ხომ მოაგვარე რას ამბობ-გაუბრაზდა
ლალი და გააჩუმა მაშინვე, მიას რაღაც ეტკინა სულში და ცრემლები მოეძალა
-ღმერთო Ეს Ქალი ჭკუიდან გადამიყვანს-იყვირა სანდრომ და სახლიდან გავარდა
-გაიქეცი გაიქეცი ეგ თუ გიშველის -მიაყვირა ლალიმ შვილს



№1  offline წევრი OKI ME

გამაგებინეთ, ვინმემ ეს ლალი რას მოითხოვს საერთოდ? laughing laughing ენას, კბილს რატომ ვერ აჭერს unamused

იმედია, მალე დადებ ახალ თავს. უჰ, როგორ მაინტერესებს, ერთი რა მოხდება. heart_eyes

 


№2  offline მოდერი ნეაკო

Megioki
გამაგებინეთ, ვინმემ ეს ლალი რას მოითხოვს საერთოდ? laughing laughing ენას, კბილს რატომ ვერ აჭერს unamused

იმედია, მალე დადებ ახალ თავს. უჰ, როგორ მაინტერესებს, ერთი რა მოხდება. heart_eyes

ლალი არის ისეთი დედამთილი რძალი რომ არ მოსწონს, მაგრამ მაინც არ უნდა ოჯახი დაენგრეს მის შვილს და ხალხის სალაპარაკო გახდეს :)
თუ მოვახერხე ხვალ დავდებ Უცილებლად

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვერ ვიტან მოძალადე ადამიანებს, მაგრამ მაინც მინდაა ურთიერთობაა დაალაგონ????იმედია სანდრო მიხვდება მალე საკუთარ შეცდომებს. ეს ლალი კიდე ძაან ნერვებს მიშლის, ყველაფერს რევს ირგვლივ????
ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავიი❤წარმატებები❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ჰომმ... ეს ლალი არ მომეწონა, იმედი მაქვს რამდენიმე თავის მერე ისეთი რამე მოუვა რომ საერთოდ ვერ დაილაპარაკებს:).
მიას და ლაშას ურთიერთობაც მაინტერესებს. ^^
ნათია კარგად მოიქცა რომ წავიდა.))
სანდროსი არვიცი ალბათ შეიცვლება? ბათ ვნახოთ ჯერ ყველაფერი წინაა )))

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიკა
ვერ ვიტან მოძალადე ადამიანებს, მაგრამ მაინც მინდაა ურთიერთობაა დაალაგონ????იმედია სანდრო მიხვდება მალე საკუთარ შეცდომებს. ეს ლალი კიდე ძაან ნერვებს მიშლის, ყველაფერს რევს ირგვლივ????
ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავიი❤წარმატებები❤

მადლობა, ლალის რქც შეეხება ჯერ ვერ დაჭკვიანდება :) :D

სტუმარი ნინი
ჰომმ... ეს ლალი არ მომეწონა, იმედი მაქვს რამდენიმე თავის მერე ისეთი რამე მოუვა რომ საერთოდ ვერ დაილაპარაკებს:).
მიას და ლაშას ურთიერთობაც მაინტერესებს. ^^
ნათია კარგად მოიქცა რომ წავიდა.))
სანდროსი არვიცი ალბათ შეიცვლება? ბათ ვნახოთ ჯერ ყველაფერი წინაა )))

მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია :)

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰააა ქაოსური ემოციების არეშე ვერცერთ ისტორიას ვე ვკითხულობ შენსას, იმდენად მძიმე ეპიზოდები მაგრამ საინტერესო ისტორიებს წერ, ძალაუნებურად გვითრევ ამ არეულობაში და ინტერესს იწვევს, ძალიან კარგია, მძაფრი შეგრძნებები იქნება მაგრამ საინტერესო, და მაინც რა არის ნათიას შეცვლის მიზეზი, სანდო როგორც ვატყობ ყოველთვის ასეთი იყოო

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს ატვირთავ ახალ თავს?

 


№8  offline მოდერი ნეაკო

Daldoni Daldoni
უჰააა ქაოსური ემოციების არეშე ვერცერთ ისტორიას ვე ვკითხულობ შენსას, იმდენად მძიმე ეპიზოდები მაგრამ საინტერესო ისტორიებს წერ, ძალაუნებურად გვითრევ ამ არეულობაში და ინტერესს იწვევს, ძალიან კარგია, მძაფრი შეგრძნებები იქნება მაგრამ საინტერესო, და მაინც რა არის ნათიას შეცვლის მიზეზი, სანდო როგორც ვატყობ ყოველთვის ასეთი იყოო

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები, იმის მიუხედავად რომ ხშირად იმსახურებს კრიტიკას.
რაც შეეხება სანდროს, მის ხასიათს უკეთ წარმოვაჩენ შემდეგ თავებში და ნათიას ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ცხადი გახდება.
მადლობა გამოხმაურებისთვის:)

სტუმარი მარი
დღეს ატვირთავ ახალ თავს?

დღეს ვერ ვახერხებ სამწუხაროᲓ

 


№9  offline წევრი ვიპნი

ეს ლალი გამაპუტინა,აი რატო არ უნდა იცხოვროს წყვილმა სხვებთან ერთად.სანდროს ხასიათი დედამისის ბრალი იქნება.ყოჩაღ ნათიას რო გაბედა საბოლოოდ და დედასთან წავიდა.

 


№10  offline მოდერი ნეაკო

ვიპნი
ეს ლალი გამაპუტინა,აი რატო არ უნდა იცხოვროს წყვილმა სხვებთან ერთად.სანდროს ხასიათი დედამისის ბრალი იქნება.ყოჩაღ ნათიას რო გაბედა საბოლოოდ და დედასთან წავიდა.

ნათიას კიდევ ბევრის გადატანა მოიწევს, მაგრამ საბოლოოდ სანდროს აიძულებს რომ შეიცვალოს

 


№11 სტუმარი სტუმარი utsnobi

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი utsnobi
დღეს დადებ ახალ თავს?

დღეს ვერ ვახერხებ, ხვალ დავდებ ახალ თავს

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა ლიკა

დღეს დადებ??

 


№14  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიკა ლიკა
დღეს დადებ??

ხვალ დავდებ ახალ თავს

 


№15 სტუმარი სტუმარი მარი

უთავმოყვარეო ქალის პორტრეტს ხატავ ამ ისტორიით, მეტი არაფერი .
ძალიან მინდოდა კარგი რამე დამეწერა. ვიცი, რომ წერ ,რომ ფიქრობ და მუშაობ რაღაცაზე გიყვარდება და ძნელია კრიტიკის მოსმენა,არასასიამოვნო უფრო,მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად კორექტულად გითხრა ჩემი აზრი,როგორც მიიღებ ან მიიღებ თუ არა საერთოდ შენი საქმეა უკვე.

არ ვიცი ,რამდენი წლის ხარ,ან რატომ გაქვს ასეთი შეხედულებები,მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. ქალს ქმრის ხასიათის შეცვლა არ შეუძლია - ეს ჩემი სიტყვები კი არ არის,ფაქტია და ათასჯერ დამტკიცებული,ათასჯერ გადააზრებული სიმართლე . ( მარგარეტ მიტჩელიც რომ ეთანხმება ისეთი ) .
მეორე , კაცი რომ ხელს გირტყამს , გაშნებს,შენი შვილის ცრემლებს არაფრად აგდებს , ნივთივთ გექცევა და შენ ადგები და ოდესმე,რაც არ უნდა გააკეთოს შემდეგ ამას აპატიებ, უბრალოდ სულელი ,უთავმოყვარეო და უპრინციპო ადამიანი გამოხდიახრ და მეტი არაფერი.
სიყვარული გესმის არასწორად, მორჩილება,ვინმეს გამო საკუთარი ხასიათის შეცვლა და ტკივილების გადაყლაპვა არ არის სიყვარული .

ერთადერთი რაც მაღელვებს და რის გამოც ამ კომენტარს ვწერ,ისაა რომ ძალიან ბევრი,საკმარისზე ბევრი შეხედუელბაა ამ საიტზე ასეთი - მესაკუთრე,მოძალადე ქმრები ,დაშინებული და უმწეო ცოლები,პოლიცია და კანონი,რომელიც არაფერს აკეთებს და ყველაზე გულისამრევი,ყველაზე დამამცირებლი- ბოლოს შერიგება,პატიება ,მის შეხებაზე გულის აჩქროლება და მთელი რიგი ასეთი ფანტაკსტიკას და მორალს აცდენილი დასასრული.
ჰო,ისტორიის დასასრულს ვხვდებით უკვე ყველა .
სანდრო შეიცვლება,ძალიან ინანებს, სმას დაიწყებს,ჩხუბს ან ს დააპირებს,ან არ ვიცი,ბოლოს მაინც ყველაფერი იქამდე მივა,რომ ეს მოძალადე,ტიპური "ღრუზინი" ოცნების მამაკაცად იქცევა და ნათიაც უცბად გადაიტანს ამდენ დამცირებას,ხმის აწევის გამო ხელის დარტყმას ( ვერ გეტყვი რამდენად გულისამრევია ეს ეპიზოდი ,უბრალოდ ვერ გეტყვი მართლა . ) და მთელ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას.
არ ვიცი,გისურვებ და ვიმეოდევნებ ასეთი მეორე ნახევარი არც შენ და არც არავის შეხევედროდეს,არავის მოეთმინოს ასეთი ატმოსფერო ოჯახში .
ეს არის ტიპური ძალადობა,დანაშაულის რომანტიზება ძალიან კარგად გვეხერხება ქართველს და მეტი არაფერია ეს ამბავიც.
იმედი მაქვს არც შენ და არც რომელიმე გოგო ,ამ ამბავს რომ კითხულობს და საუბედუროდ,სანდრო ესიმპატირუება,ან არ ვიცი ასეთი ქეცვა ესექსუალურება და ნათიას და სანდროს ერთად დარჩენა უნდა და ფიქრობს რომ აი ვიღაცამ ერთხელ თუ გაგრტყა ხელი მისი ხასიათის გამო გადაიატიანს, რეალობაში არ შეხდვეს ასეთ ადამიანს და არ მოითმინოს მსგავსი საქციელი .
ეს სიყვარული არ არის, არასწორად გაგებული ამბავია სიყვარულის.
ჩვეულებრივი სტოკჰოლმის სინდრომი.

 


№16  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
უთავმოყვარეო ქალის პორტრეტს ხატავ ამ ისტორიით, მეტი არაფერი .
ძალიან მინდოდა კარგი რამე დამეწერა. ვიცი, რომ წერ ,რომ ფიქრობ და მუშაობ რაღაცაზე გიყვარდება და ძნელია კრიტიკის მოსმენა,არასასიამოვნო უფრო,მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად კორექტულად გითხრა ჩემი აზრი,როგორც მიიღებ ან მიიღებ თუ არა საერთოდ შენი საქმეა უკვე.

არ ვიცი ,რამდენი წლის ხარ,ან რატომ გაქვს ასეთი შეხედულებები,მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. ქალს ქმრის ხასიათის შეცვლა არ შეუძლია - ეს ჩემი სიტყვები კი არ არის,ფაქტია და ათასჯერ დამტკიცებული,ათასჯერ გადააზრებული სიმართლე . ( მარგარეტ მიტჩელიც რომ ეთანხმება ისეთი ) .
მეორე , კაცი რომ ხელს გირტყამს , გაშნებს,შენი შვილის ცრემლებს არაფრად აგდებს , ნივთივთ გექცევა და შენ ადგები და ოდესმე,რაც არ უნდა გააკეთოს შემდეგ ამას აპატიებ, უბრალოდ სულელი ,უთავმოყვარეო და უპრინციპო ადამიანი გამოხდიახრ და მეტი არაფერი.
სიყვარული გესმის არასწორად, მორჩილება,ვინმეს გამო საკუთარი ხასიათის შეცვლა და ტკივილების გადაყლაპვა არ არის სიყვარული .

ერთადერთი რაც მაღელვებს და რის გამოც ამ კომენტარს ვწერ,ისაა რომ ძალიან ბევრი,საკმარისზე ბევრი შეხედუელბაა ამ საიტზე ასეთი - მესაკუთრე,მოძალადე ქმრები ,დაშინებული და უმწეო ცოლები,პოლიცია და კანონი,რომელიც არაფერს აკეთებს და ყველაზე გულისამრევი,ყველაზე დამამცირებლი- ბოლოს შერიგება,პატიება ,მის შეხებაზე გულის აჩქროლება და მთელი რიგი ასეთი ფანტაკსტიკას და მორალს აცდენილი დასასრული.
ჰო,ისტორიის დასასრულს ვხვდებით უკვე ყველა .
სანდრო შეიცვლება,ძალიან ინანებს, სმას დაიწყებს,ჩხუბს ან ს დააპირებს,ან არ ვიცი,ბოლოს მაინც ყველაფერი იქამდე მივა,რომ ეს მოძალადე,ტიპური "ღრუზინი" ოცნების მამაკაცად იქცევა და ნათიაც უცბად გადაიტანს ამდენ დამცირებას,ხმის აწევის გამო ხელის დარტყმას ( ვერ გეტყვი რამდენად გულისამრევია ეს ეპიზოდი ,უბრალოდ ვერ გეტყვი მართლა . ) და მთელ ამ მანიაკალურ დამოკიდებულებას.
არ ვიცი,გისურვებ და ვიმეოდევნებ ასეთი მეორე ნახევარი არც შენ და არც არავის შეხევედროდეს,არავის მოეთმინოს ასეთი ატმოსფერო ოჯახში .
ეს არის ტიპური ძალადობა,დანაშაულის რომანტიზება ძალიან კარგად გვეხერხება ქართველს და მეტი არაფერია ეს ამბავიც.
იმედი მაქვს არც შენ და არც რომელიმე გოგო ,ამ ამბავს რომ კითხულობს და საუბედუროდ,სანდრო ესიმპატირუება,ან არ ვიცი ასეთი ქეცვა ესექსუალურება და ნათიას და სანდროს ერთად დარჩენა უნდა და ფიქრობს რომ აი ვიღაცამ ერთხელ თუ გაგრტყა ხელი მისი ხასიათის გამო გადაიატიანს, რეალობაში არ შეხდვეს ასეთ ადამიანს და არ მოითმინოს მსგავსი საქციელი .
ეს სიყვარული არ არის, არასწორად გაგებული ამბავია სიყვარულის.
ჩვეულებრივი სტოკჰოლმის სინდრომი.

აღარ ვაპირებდი კომენტარებზე გამოხმაურებას მაგრამ მაინც დავწერ რომ აგიხსნათ ჩემი პოზიცია...
მე პირადად არასდროს არ გამიგია და მინახია სანდროსნაირი კაცი რომელიც გაქცეულ ცოლს დასდევს და მის დაბრუნებას ცდილობს ასეთი თავგამოდებით. გარდა ისეთი ადამიანისა ვინც ფსიქიკურად შერყეულია.
როგორც წესი გაქცეულ ცოლებს მალე ანაცვლებენ ახალი ცოლებით და უკეთს ოჯახებსაც ქმნიან, მე ვინც ვიცი რომ ცოლმა მიატოვა ყველამ ახალი ოჯახი შექმნა და არავინ გაკიდები ცოლს და არცერთი ქალი ამ დროში არ ითმენს ამდენ ძალადობას და უხეშობას და რც უნდა მოითმინოს.
პირადად ჩემს შეხედულებას რაც შეეხება საერთოდ არ მგონია რომ მოძალადე კაცის აგრესიული დამოკიდებულება და უხეშობა ცოლისადმი სექსუალურია, მოსაწონია და გამართლებული!
არ მესმის ამ ისტორიამ რატომ გამოიწვია ასეთი აღშფოთება, მითუმეტეს რომ ჯერ წერის პროცესში ვარ, ახლა ვიწყებ ისტორიის აწყობას...და ურთიერთობების გარკვევას პერსონაჟებს შორის.
ვერ ვხვდები როგორ შეიძლება სანდროს პერსონაჟი ვინმეს მოეწონოს, ან სად ჩანს რომ მე მას ისე წარმოვაჩენ თითქოს ვამართლებ მის აგრესიას?!
ნათიას სანდრო უყვარდა და შესძულდა სწორედ მისი ხასიათის და აგერესიის გამო, ამას ვწერ მთელი ისტორია და მაინც იმას მეუბნებით მკითხველი რომ მე ვამართლებ სანდროს აგრესიას, ასე არააა!
და კიდევ ერთი პირადზე ნუ გადმოდიხართ ძალინ გთხოვთ, უამრავი მწერალი უარესებს წერს და უამრავი რეჟისორი იღებს ფილმებს ფსიქოფატებზე და მანიაკებზე და ეს იმას არ ნიშნავს რომ მწერალი და რეჟისორი აპრავებს ამ ყველაფერს, მოსწონს ან სწორად მიაჩნია მსგავსი რამ და ამიტომ უღძვნის ასეთ თემას წიგნს ან ფილმს.
მადლობა გამოხმაურებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent