შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 1)


8-01-2021, 23:49
ავტორი Melice
ნანახია 4 425

- კიდევ რამეს ხომარ ინებებთ? - თავაზიანად ვუღიმი ხანში შესულ წყვილს და საწერი კალამი კრემისფერი წინსაფრის ჯიბისკენ ნელა მიმაქვს.
- არა, ჯერჯერობით საკმარისია. - თბილი ღიმილით მპასუხობს ქალი და მამაკაციც თავის დაკვრით ეთანხმება.
მენიუებს ფრთხილად ვიღებ მაგიდიდან და დარბაზში შევდივარ. მონიტორზე ხელის სწრაფი კაკუნით შემყავს შეკვეთა და ბარმენისკენ ვტრიალდები.
- ორი ვაშლის ფრეში მაქვს და როდის მოვაკითხო? - საბეჭდიდან ახალამოსულ, ჯერ ისევ თბილ ჩეკს ვდებ ბარის დახლზე.
- ათ წუთში, ალბათ... - დაღლილი სახით მიყურებს ბაჩო და გამზადებულ კაპუჩინოს გვერდით ორ ცალ შაქრის პაკეტს უდებს.
- ზუსტად ათ წუთში მოვალ - ვუღიმი და საჩვენებელ თითს ვწევ მაღლა. - ხოიცი უკანა ეზოში ვარ დღეს და წარამარა ვერ ვირბენ დარბაზში.
- ოქეი, არ მცემო - მხიარულად მპასუხობს ბაჩო. მიყვარს მისი მოკლე და სახალისო პასუხები. სამზარეულოში შევდივარ და ხმამაღლა გავიძახი:
- ჩემი შეკვეთა როა ორი კარბონარა - აქ ვჩერდები და ველოდები ვინმე თავს როდის დამიქნევს.პირი მიშრება, როცა ორი დღის წინ მოსული მზარეული მეხმაურება -
- ხო, მე მაქვს ეს შეკვეთა - წარბაზიდული მიყურებს, აშკარად შეამჩნია ჩემი უკმაყოფილება.
- მოკლედ, - ვახველებ, რომ ხმა ჩავიწმინდო - სოუსში მარილი მინიმალურად იყოს, კარგი? მუდმივი სტუმრები არიან და სულ ასე უკვეთავენ.
- კაი ხო - თვალებს ატრიალებს და ჩეკზე რაღაცას ინიშნავს.
რამოდენიმე საათი წინ და უკან სირბილში გადის. ბოლოს, როგორც იქნა ჩემი სმენა მთავრდება. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, ამიტომ ხელფასსაც ნახევარს ვიღებ, იმასაც თვის ბოლოს. თუმცა, მიმტანად მუშაობის მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ სტუმრები ხშირ შემთხვევაში დამატებით გასამრჯელოს გიტოვებენ.
სალაროსთან ვდგავარ და დანატოვარ ხურდებს მოლარესთან ერთად ვითვლი.
- ოცდახუთი ლარის ხურდაა მოკლედ - ვასკვნი ბოლოს და ნინოც მაშინვე მაჩეჩებს ქაღალდის ორ კუპიურას.
გარეთ გამოვდივარ და ნოემბრის ცივ ჰაერს ღრმად ვისუნთავ. ღმერთო, რა კარგია როცა სახლში მიდიხარ, ვფიქრობ და ჩანთაში სიგარეტის კოლოფს ვეძებ. შემდეგი რამოდენიმე წუთი კი პირში სიგარეტგაჩრილი სანთებელას ძებნით ლამის მთელ ჩანთას ვატრიალებ.
- ამის დედაც რაა - ჩუმად ვიკურთხები და დანებების ნიშნად პირიდან სიგარეტის ღერს ვიღებ. არადა როგორ მინდოდა მოწევა...
- ასანთი გნებავთ? - უცნობი ხმა მაიძულებს გვერდით გავიხედო. მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცია, სრულიად შავებში ჩაცმული და საგულდაგულოდ გაპარსული. ასეთი ზედმეტად მოოწესრიგებული ხუთოსან სკოლის მოსწავლეს გავს. მეღიმება, ჩემი ღიმილის პასუხად გაოცებული მიყურებს, სწორი ცხვირი აქვს, თვალების ფერს ვერ ვარჩევ, მგონი შავი უნდა იყოს.
ჯანდაბა! ახლაღა ვაცნობიერებ, რომ იდიოტივით ვდგავარ და ვუღიმი.
- თუ შეიძლება... - ხელს სანამ გავიწვდენ, სანთებელას ანთებს და მეორე ხელს ცეცხლის ალს აფარებს როამ არ ჩაუქრეს. ინსტიქტურად სიგარეტის ღერს ისევ პირში ვიჩრი და ალისკენ კისერს ვიგრძელებ, ვქაჩავ და პირველ ნაფაზს შვებით ვუსვებ ფილტვებიდან. - მადლობა - თავაზიანად ვუღიმი და მობილურის აპლიკაციაში ტაქსის გამოზახებას ვცდილობ.
- იცი, რომ მოწევა კლავს? - მაცდურად მიღიმის.
- ხო, კიდე ფილტვის კიბოსაც იწვევს. - გაბეზრებული ვპასუხობ და კიდევ ერთხელ ვქაჩავ სიგარეტს.
- ეგ მთლად უარესი - რიტმულად იცინის და ხელს მაწვდის - მე ილია მქვია.
- ანაბელი - ღიმილით ვართმევ ხელს და ჯიბეში წამის წინ შენახულ მობილურს ისევ ვიღებ.
- ანაბელ, გინდა სახლამდე გაგიყვან?.. - პარკინგზე ორ ზოლად ჩამწკრივებული მანქანებსკენ მიმითითებს.
- არა, ჩემი ტაქსი უკვე სადაცაა მოვა - აპლიკაციას ჩავკირკიტებ და მერე პირდაპირ თვალებში ვუყურებ - თანაც, ორი წუთის წინ გაცნობილს მანქანაში არ ვუხტები ხოლმე. - ცინიკურად ვუღიმი.
- კარგი, მაშინ...
- აი, მოვიდა - საჭიროზე ხმამაღლა ვიძახი და სიგარეტს ლითონის ურნაზე ვაქრობ. - უნდა წავიდე, მადლობა დახმარებისთვის. - ვუღიმი და წუთის წინ მოსული ტაქსისკენ ჩქარი ნაბიჯით მივიკვლევ გზას.
- დროებით! - ხმამაღლა იძახის ილია, მაგრამ არ ვტრიალდები და ტაქსის უკანა სავარძელზე მოხერხებულად ვთავსდები.
- გამარჯობა, ქავთარაძეზე თუ შეიძლება. - ახლაღა ვგრძნობ, როგორ დავიღალე.

~ ~ ~

- ანა... ანა, გაიღვიძე - თვალებს ვახელ და დედაჩემს ლანდად ვხედავ. - როგორც იქნა! - ხელებს მაღლა სწევს და ოთახიდან გადის.
- ჯანდაბა! - რეტდაცემული ვჯდები საწოლზე და მობილურს ხელის ცეცებით ვეძებ. მაღვიძარას დარეკვამდე ჯერ კიდევ მთელი ნახევარი საათია.
- ღმერთო, რა სჭირს ამ ქალს... - ვბუზღუნებ და პიჟამოებითვე პირდაპირ სამზარეულოში გავდივარ.
- დილამშვიდობისა - ვესალმები დათოს. დათო მამაჩემია, მაგრამ სახელით მივმართავ უკვე ორ წელზე მეტია. ანუ მას შემდეგ რაც დაბრუნდა.
- მშვიდობიანი დილა, ანაბელ - თბილად და სევდიანად მიღიმის.
- შენ ჩემი ძილის ოცდაათი წუთი მოკალი! - ვითომ მრისხანედ შევყურებ ლანას.
- სამაგიეროდ საუზმეს მოასწრებ - ეშმაკური ღიმილით მპასუხობს.
საუზმის შემდეგ მომზადებას ვიწყებ. შავი ჯინსის შარვალს და ნაქსოვ, კრემისფერ სვიტრს ვიცვამ, თმას ცხენის კუდად ვიკრავ და მორჩა, მზად ვარ სამი ლექციის გასაძლებლად.
- ანა, დღეს საღამოს გეცლება? - მოულოდნელობისგან ვხტები და ლანას გამკიცხავად ვუყურებ.
- უი, ვერ შეგამჩნიე... რისთვის უნდა მეცალოს?
- კინოში ვაპირებთ წასვლას და იქნებ წამოსულიყავი - ჰმმ, ეს შემოთავაზება ხვეწნასავით რატომ ჟღერს?
- აამ, არ მცალია სამწუხაროდ. - ვცდილობ სახეში არ ვუყურო და ჩანთაში კონსპექტებს ვტენი.
- ანა, არ შეიძლება ასე...
- როგორ, ასე? - ვგრძნობ როგორ მაწვება სახეზე სისხლი.
- მამაშენს თავს რომ არიდებ, ასე არ შეიძლება. - ხელებს გულზე იჯვარედინებს და გაბუტული თვალებით მიყურებს.
- არა, დედა უბრალოდ არ მცალია - მობილურში ყურსასმენს ვაერთებ და ვუღიმი.
- და რატომ არ გცალია დღეს ხომ არ მუშაობ?
- დედა, პარასკევი საღამოა დღეს, გოგონები გასართობად მიდიან, მეც მინდა წასვლა. - ამ წამს შეთითხნილ ამბავს ისეთი დარწმუნებით ვამბობ, თითქმის მეც ვიჯერებ. ლანა ისევ ეჭვის თვალით მიყურებს. - შენ თვითონ არ ამბობდი, მხოლოდ სწავლობ და მუშაობ, ცოტა გაერთეო? - ვამბობ და რეაქციაზე ვატყობ, რომ ამჯერად გავიმარჯვე.


კლუბის გრძელ რიგში ვდგავარ და მე თვითონაც მიკვირს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ.
- მარტო ხართ? - დაცვის ხმა მაფხიზლებს და რეალობას ვუბრუნდები.
- შიგნით მელოდებიან - ისევ უსინდისოდ ვიტყუები და ვუღიმი. მაღალი, მხარბეჭიანი ახალგაზრდაა, ორიდე წამში მათვალიერებს, რაღაც მომენტში თვალი ჩემს მოკლე, შავ კაბაზე უჩერდება და მერე ხელით მანიშნებს რო შემიძლია შევიდე.
მოგუდულ ხმას მივყვები და გაშლილ დარბაზში გავდივარ. ელექტრო მუსიკის ვიბრაციები პულსივით დამდის მთელს სხეულში. ღრმად ვისუნთქავ ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაზავ სუნს და ბარისკენ მიმავალი მოცეკვავე ხალხს ვერევი.


უკვე მეოთხე ჭიქა არაყს ვცლი და ბარმენს ვანიშნებ კიდევ შეავსოს. ისიც ცალყბად მიღიმის და ჭიქაში სითხეს ასხამს. ვუყურებ და ვნანობ... ამის დედაც, არ უნდა მეკითხა ყველაზე დაბალფასიანი რა გაქვთ მეთქი. ჩემით როგორ ვერ მივხვდი? ბოლოსდაბოლოს მეორე წელია მიმტანად ვმუშაობ. ბარმენი წამით მზერას მიბრუნებს და რატომღაც თავს ვალდებულად ვთვლი ვკითხო:
- მამა გყავს? - გაოცებული მიყურებს და ამაზე გიჟივით მეცინება.
- მყავს. - დაბნეული მპასუხობს და ვგრძნობ თავი როგორ მიბუჟდება.
- მეც მყავდა! - ხმას ვუწევ რომ მუსიკა გადავფარო - კარგად არც კი მახსოვს, მერე წავიდა, წლების შემდეგ დაბრუნდა და ისევ მამობა უნდა, წარმოგიდგენია? - ისევ გიჟივით ვიცინი და ჭიქას ბოლომდე ვცლი. სითხე ისეთი ცეცხლივით მწველი აღარ მეჩვენება და ეს კიდევ უფრო მამხიარულებს.
- ეს არ არის რეალური... - უცნობი, ბოხი, თუმცა ჟღერადი ხმა ჩამესმის და მისი მიმართულებით ვტრიალდები. სქელი ტუჩის კუთხე ცინიკურად აქვს აწეული, საშუალოდ მოზრდილი შავი თმა მოხდენილად აუჩეჩია, შავი ტყავის ქურთუკი ჩახსნილი აქვს და ლურჯი სვიტრის ფერი თვალებში აქვს არეკლილი. დიდი, ცისფერი თვალებით დაჟინებით მათვალიერებს.
- რა? - ბოლომდე არც კი მჯერა, რომ ეს ღმერთივით კაცი მე გამომელაპარაკა. თავს მეორე მხარეს ვატრიალებ და ჩახუტებულ წყვილს ვხედავ. არა, აშკარად მე დამელაპარაკა. ისევ მისკენ ვტრიალდები. როგორც ჩანს, ჩემმა საქციელმა გაახალისა, გამომწვევი ღიმილით პირდაპირ თვალებში მიყურებს.
- ბარმენები მხოლოდ ფილმებში ითავსებენ ფსიქოლოგის როლს. - ჩემკენ იხრება და უცნაურად გამხიარულებული მიხსნის.
- აამ... - წამით ფლირტის განწყობაზე ვდგები და მეც მისკენ ვიხრები. გრილი სუნამოს სურნელი არყის სუნს ფარავს და წამით ვბრუვდები. - მაშინ, არც შენ ხარ რეალური! - თვალს ვუკრავ და ბარმენს ვანიშნებ ჭიქა შემივსოს.
ჩემი სიმპათიური უცნობი დაბნეული მიყურებს. უფრო ვთამამდები და მეცინება.
- შენნაირი ბიჭები მხოლოდ ფილმებში ინტერესდებიან ჩემნაირი უბრალო გოგონებით. - უხასიათოდ ვუხსნი და ახლადშევსებულ ჭიქას თვალებდახუჭული ვცლი. ვგრძნობ ძლიერი ტალღა როგორ მივლის და თავბრუ მეხვევა.
- იცი, მგონი მეტი აღარ უნდა დალიო! - სერიოზული ხმა აქვს და რატომღაც სკამზე მსვამს.
- მე რა, ჩამოვვარდი? - ახლაღა ვიაზრებ რო უკვე თავს ძლივს ვაკონტროლებ და გულიც მერევა. - დროა წავიდე - ჩემთვის ვბურტყუნებ და ას ლარიანს დახლზე ვდებ, თუმცა როგორც კი ფეხს იატაკზე ვდგამ, უხილავი ტალღა ისევ გვერდით მიბიძგებს და სანამ გავიაზრებ რა ხდება, ისევ ჩემი უცნობის მკლავბში ვეფერთხები. გრილი სუნამოს არომატი ისევ წვდება ჩემს ყნოვას და სასამოვნო ჟრუანტელი მთელს სხეულში ტალღებად დამდის.
- მგონი, აჯობებს ჯერ გამოფხიზლდე. - ისევ სერიოზული ხმით მაბრუნებს სკამზე.
- შენ რა, მეტი საქმე არ გაქვს? - რატომღაც ძალიან ვღიზიანდები და იმას ვესხმი თავს, ვინც შველას ცდილობს.
- კი, მაქვს - ვამჩნევ სიბრაზისგან ყბის კუნთები როგორ ეკვეთება.
- ხოდა მიდი, გაიარე - ხელის ქნევით ვანიშნებ.
- მე კი გავივლი - ფეხზე დგება და ჩემი სკამის საზურგეს ხელით ეყრდნობა, - მაგრამ, აი შენ კი გაგიჭირდება.
პასუხად თავი ხელში ამყავს, უხეშად ვიღებ ჩანთას და პალტოს.
- მიყურე! - გამომწვევად ვუყურებ თვალებში და გასასვლელამდე ისევ მოცეკვავე ხალხის მასაში ვცდილობ გავლას.
- ან ეს მაღალქუსლიანის ჩაცმა რა მატრაკვეცობა იყო... - ვბრაზდები ხმამაღლა. უცებ ვიღაცის ხელს ვგრძნობ მკლავზე და უკან ვტრიალდები, ისევ ჩემი სიმპათიური უცნობი მგონია... მაგრამ, მის ნაცვლად ვიღაც ორმეტრიან ახმახს ვეჩეხები, რაღაცას მეუბნება მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ.
- არ მესმის და არ მაინტერესებს! - ვუყვირი რაც ძალა და ღონე მაქვს. ხელს ვითავისუფლებ, მაგრამ სანამ ისევ შევტრიალდები, ეს ახმახი ცალ ხელს წელზე მხვევს, მეორეთი კი თავს მიმაგრებს.
- გაგიჟდი? გამიშვი!.. - ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და გული პირდაპირ ყელში მიფეთქავს. ჩვენს შორის ჩაჩრილი ხელებით ვცდილობ მოვიშორო.
- ერთს გაკოცებ, რამოხდა... - პირდაპირ სახესთან მიყვირის, მე კი უკვე მართლა ძალიან მერევა გული.
წამის მეასედში ვაანალიზებ რომ მარტო ვდგავარ, აი ასე, წამის წინ ვიღაცის მოშორებას ამაოდ ვცდილობდი, ახლა კი მარტო ვდგავარ. მხოლოდ ხმამაღალი მუსიკის ვიბრაციებს ვგრძნობ ყურში.
-წამოდი! - ჩემი უცნობის ხმა მესმის სადღაც შორიდან და ვგრძნობ როგორ მიმაქანებს გასასვლელისკენ.
ცივი ჰაერის ნაკადი მომენტალურად მაფხიზლებს.
- ხელი გამიშვი! - ვყვირი და ვხვდები, რომ აქ ხმამაღალი მუსიკა აღარაა და ზედმეტი მომივიდა.
- ეს ალბათ მადლობის მაგივრად - განრისხებული მიყურებს, მაგრამ ხელს არ მიშვებს.
ჯანდაბა! მართალია... გადამარჩინა და მე კიდე ვუყვირი. ჩემი პირველი კოცნა გადაარჩინა, იმ უმწეობისგან მიხსნა.
ასეა, შენს პირველ კოცნას პირველი სიყვარულისთვის ინახავ, და მერე ვიღაც იდიოტი ისე გაკოცებს, თითქოს აქაოდა არაფერიაო...
ან რა ჯანდაბად ვინახავ ამ კოცნას? - ვფიქრობ და ჩემი უცნობის ტუჩებე მიშეშდება მზერა.
- ჰეი, კარგად ხარ? - თავს ჩემკენ სწევს და თვალებში მიყურებს, - გული ხომარ გერევა?
მე კი ისევ კოცნაზე ვფიქრობ. ნუთუ არ აჯობებს იმას აკოცო პირველად ვინც მოგწონს? თუნდაც არ იცნობდე...
- ცუდად ხომარ ხარ? - ისევ მიყურებს და ხელს ნიკაპქვეშ მკიდებს, თავი რომ ამაწევინოს და ჩემი მზერა ტუჩებიდან ისევ თვალებზე ინაცვლებს. ისევ გრილი სურნელი აღწევს ჩემს ყნოსვამდე და მახსენდება, რომ მხოლოდ ფილმებში ინტერესდებიან მისნაირი ბიჭები ჩემნაირი გოგოგნებით.
- ჯანდაბა! - მეცინება მის დაბნეულ მზერაზე - შენ არც კი არსებობ!.. - სანამ რაიმეს სათქმელად პირს გააღებს, ფეხის წვერებზე ვიწევი, ხელით მის კეფას ვაფრინდები ჩემკენ მთელი ძალით ვქაჩავ. მისი რბილი ტუჩების შეხებისას სხეულში უცნაურუ ჟრუანტელი მივლის, სიამოვნებისა და სინდისის ქენჯნის. წამით თავში მიელვებს, რომ ძალით ვაკოცე. მე, ანაბელ გიორგაძემ ვიღაც ღმერთივით კაცს ძალით ვაკოცე... თან იმას ვინც მსგავის ამბისგან ორი წუთის წინ მიხსნა.
მის ტუჩებს ვწყდები და თვალებში ვუყურებ. ჩემი გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობ და მზერა ისევ მისი ტუჩებისაკენ გამირბის, ღრმად და არეულად სუნთქავს, წამიერად შიში მიპყრობს რომ საშინლად გავაბრაზე... მაგრამ მხოლოდ წამიერად. ვგრძნობ მისი ხელი თმაში როგორ მიცურდება და ისევ მის რბილ ტუჩებზე მაბრუნებს



№1  offline წევრი OKI ME

ეე, რა კაი რამეაა. მომეწონა. სასიამოვნო და საინტერესო ისტორია ჩანს. ♥️❤️

დამაინტერესა ანაბელმა. ვგონებ, მეტად საინტერესო ცხოვრება აქვს :დ რა მოიცდის ახალ თავამდე?

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

 


№2  offline წევრი Melice

Megioki
ეე, რა კაი რამეაა. მომეწონა. სასიამოვნო და საინტერესო ისტორია ჩანს. ♥️❤️

დამაინტერესა ანაბელმა. ვგონებ, მეტად საინტერესო ცხოვრება აქვს :დ რა მოიცდის ახალ თავამდე?

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️


ძალიან დიდი მადლობა <3
პირველად გამომაქვს ჩემი ნაწერი საზოგადოებაში და გულის ფანცქალით ვითვლი ყოველ ნახვას...
შევეცდები ყოველ დღე ერთი თავი მაინც ავტვირთო. <3

 


№3  offline წევრი OKI ME

Melice
Megioki
ეე, რა კაი რამეაა. მომეწონა. სასიამოვნო და საინტერესო ისტორია ჩანს. ♥️❤️

დამაინტერესა ანაბელმა. ვგონებ, მეტად საინტერესო ცხოვრება აქვს :დ რა მოიცდის ახალ თავამდე?

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️


ძალიან დიდი მადლობა <3
პირველად გამომაქვს ჩემი ნაწერი საზოგადოებაში და გულის ფანცქალით ვითვლი ყოველ ნახვას...
შევეცდები ყოველ დღე ერთი თავი მაინც ავტვირთო. <3


ჰო, ვნახე, შევისწავლე შენი პროფილი :დდ მეთქი სხვა ისტორიები თუ აქვს იმათ წავიკითხავ მანამდე, სანამ ახალ თავს ატვირთავს-მეთქი. ❤️ გამიხარდება სხვა ისტორიებსაც თუ გამოაქვეყნებ. ❤️

 


№4 წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო თავგადასავალი გველის როგორც ჩანს, ძალიან კარგი დასაწყისიაა

 


№5  offline მოდერი guroo

პირობას არ ვდებ, რომ კითხვას გავგრძელებ.
ამ ეტაპზე მოხიბლული ვარ. სასიამოვნო და ერთმანეთზე მიჯრილი ზუსტი, დეტალური თხრობა იყო - წარმოსახვამდე მოვიდა. ზპგიერთი ადგილი იმდენად რეალური შეგრძნებების გამომხატველი იყო, რომ მეც ანაბელივით შევეხე ჯერ კიდევ თბილ ჩეკს, კლუბშიც ვიყავი და მუსიკამ დენივით გაირა სხეულში.
ვფიქრობ, მდიდარი ლექსიკა მოუხდებოდა. უფრო დახვეწილი, მყარი ნაწერი გამოვიდოდა.
თემები, რომლებიც ამ თავში გამოჩნდა, საინტერესოა.
რადგან პირველია, მთელი გულით გილოცავ❤️ და მეტი გულწრფელობისთვის დავამატებ: ახლა რომ ის დაგიწერო წარმატებას გისურვებ-მეთქი, ტყუილი იქნება.

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

უჰ ძალიან საინტერესო იყო მომეწონა გელოდებით ????????????

 


№7  offline წევრი Melice

guroo
პირობას არ ვდებ, რომ კითხვას გავგრძელებ.
ამ ეტაპზე მოხიბლული ვარ. სასიამოვნო და ერთმანეთზე მიჯრილი ზუსტი, დეტალური თხრობა იყო - წარმოსახვამდე მოვიდა. ზპგიერთი ადგილი იმდენად რეალური შეგრძნებების გამომხატველი იყო, რომ მეც ანაბელივით შევეხე ჯერ კიდევ თბილ ჩეკს, კლუბშიც ვიყავი და მუსიკამ დენივით გაირა სხეულში.
ვფიქრობ, მდიდარი ლექსიკა მოუხდებოდა. უფრო დახვეწილი, მყარი ნაწერი გამოვიდოდა.
თემები, რომლებიც ამ თავში გამოჩნდა, საინტერესოა.
რადგან პირველია, მთელი გულით გილოცავ❤️ და მეტი გულწრფელობისთვის დავამატებ: ახლა რომ ის დაგიწერო წარმატებას გისურვებ-მეთქი, ტყუილი იქნება.

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent