შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება 4 თავი


11-01-2021, 13:40
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 444

საღამოს, მაღაზიიდან გაოგნებული დაბრუნდა მია სახლში, ლალიმ მაშინვე შეატყო შვილს უხასიათობა და ჩააცივდა მოყევი რა ხდებაო, მიამ ნიკას შეხედა რომელიც ტელეფონში იყურებოდა და საერთოდ არ აქცევდა მათ ყურადღებას
-ანი ჩამოსულა-დაიწყო მიამ და ნიკამ მაშინვე გახედა დას არეული თვალებით, მია დაიძაბა და მაშინვე გაჩუმდა
-Გამაოცე ახლა რა შენც-დაᲣღრინა ლალიმ მიას
-ლიკუნამ მითხრა ანიმ თქვა უკან აღარ დავბრუნდებიო
-ეგონოს აღარ დაბრუნდება-დაისისინა ლალიმ და ნიკას მიაჩერდა რომელიც დაძაბული უსმენდა მათ საუბარს -რამდენჯერ გამოიქცა ქმრის ოჯახიდან მაგრამ მაინც უკან დაბრუნდა-თქვა გაღიზიანებული ტონით და ნიკამ უნებურად მზერა მიადან ლალიზე გადაიტანა
-იმიტომ დაბრუნდა რომ მშობლები
აიძულებენ-უთხრა გაღიზიანები ტონით მიამ დედას
-იმიტომ ბრუნდება რომ ტუტუცი და სულელი გოგოა და მოსწონს Ქმარი რომ დასდევს უკან
-დედა რა სისულელეს ლაპარაკობ-გაცეცხლდა
მია -ანის თავის ქმარი არ უყვარს, მაგრამ თავისიანები უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევენ
-სიტყვებს დაუკვირდი შე თავხედო-დაუყვირა ლალიმ და ნიკას მიაჩერდა ამღვრეული
თვალებით -შენ საიდან იცი ანის ვინ უყვარს და ვინ არა?
-ლიკამ მითხრა არ უყვარსო, Აიძულეს მისი ცოლობაო
-შენ და ეგ შტერი გოგო ზედმეტად ბევრს ხომ არ ლაპარაკობთ სხვის პირად
ცხოვრებაზე?-გაბრაზდა ლალი, არ უნდოდა ნიკას გაეგო რეალურად ანას თავს რაც ხდებოდა, რადგან ხვდებოდა რომ მის შვილს დღემდე გრძნობები ჰქონდა მის მიმართ
-ანი ლიკას ბიძაშვილია და ყველაფერი კარგად იცის ისიც მითხრა, ბანკეტზე შემთხვევით მოხვდა ჯაბას მანქანაში და ეგრევე წაიყვანაო, ოჯახმა კი ანის უკან დაბრუნების უფლება არ მისცაო, მამაჩემი და ბიძაჩემი ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ რომ არც კი დაფიქრებულან ანის მდგომარეობაზეო
-რაებს ბოდავ საერთოდ-იყვირა ლალიმ და ნიკას აარიდა მზერა რომელსაც ბრაზისგან და მრისხანებისგან სახე აელეწა
-ლიკამ მითხრა დღეს, ანის არ უნდოდაო ძალა დაატანესო-უყვირა დედას მიამ -შენ კიდე იძახდი თავისი ნებით გაჰყვა და უყვარდა ის ბიჭიო
-დედამისმა ასე თქვა-შეიცხადა ლალიმ -მე საიდან უნდა მცოდნოდა იმ შტერ გოგოს ვინ უყვარდა და ვინ არა? ეგ რომ გათხოვდა მერე დღეს ქმარი მომიკვდა, თუ გახსოვს მამაშენი დაიღუპა, სანამ ჩვენ, მე და ნიკა თურქეთში მის გადარჩენას ვცდილობდით ქალბატონმა ანიმ სხვა იპოვა გაეკიდა, გათხოვდა, ახლა ქმარი არ მოსწონს ჩემი შვილისთვის უნდა თავგზის აბნევა და ლიკა მოგიგზავნა?-Გაცეცხლდა ლალი და მიას მიუახლოვდა
-ნიკას ტვინი აურიე, დაარწმუნე თავისი სურვილით გათხოვდაო, არ უყვარდიო, ჩვენ ეომ წავედით თურქეთში ეგრევე სხვა იპოვაო გაეკიდაო-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა მიამ და უმალ ხმა ჩაუწყდა ლალიმ რომ გაარტყა სახეში
-დედა რას აკეთებ?-დივნიდან წამოვარდა ნიკა და ატირებულ მიას მივარდა და გულში ჩაიკრა
-არ გაბედო და იმ გოგოს ახლოს არ
გაეკარო-დაუღეინა ლალიმ შვილს
-დედა მე ეს ყველაფერი უკვე დიდიხანია ვიცი და მიას ნუ სჯი სიმართლის თქმის გამო
-საიდან იცი ვინ გითხრა, იმ სულელმა გოგომ შენც ლიკა მოგიგზავნა?-იყვირა გაავებულმა ლალიმ
-აი ეგ შენი საქმე არაა-უყვირა ნიკამ დედას
-და რას აპირებ? ხელს მოკიდებ და აქ მოიყვან? ცოლად უნდა დაისვა სხვის ცოლი და სხვისი შვილის დედა?-კივლდა ლალი
-არაფერს გაკეთებას არ ვაპირებ
დაწყნარდი-ნიკამ მაქსიმალურად მოთოკა თავი
-გგონია იმას დავიჯერებ რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ?-ჩაეკითხა ლალი
-ვგრძნობ მაგრამ მის ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებ სანამ თავად არ მომცემს ამის უფლებას
-ღემრთო ახლა ნამდვილად გავგიჟდები-იკივლა ლალიმ, სკამი გამოსწია და მაგიდასთან დაჯდა სახე წაშლილი -ესე იგი მთელი ეს დრო შენ ყველაფერი იცოდი... იცოდი და ჩუმად იყავი... სასურველ დროს ელოდები რომ იმოქმედო? როგორ შეგიძლია სხვის ცოლზე ფიქრი? რა საშინელებაა!-თავი გააქნია ლალიმ
-ანი მსხვერპლია-თქვა მიამ ისე რომ ნიკას არ მოშორებია -ის ძალით გააყოლეს ჯაბას, ანის ის არ უყვარს, მასთან ყოფნა არ უნდა, მაგრამ ოჯახი აიძულებს მასთან დაბრუნებას, იმიტომ რომ მათ არ ესმით მისი
-მია შენს ოთახში შედი
-არ შევალ და სათქმელს ბოლომდე ვიტყვი, მე ეს ყველაფერი დღეს გავიგე, ლიკა ტიროდა ანი მეცოდება მაგრამ ვერაფერით ვეხმარებიო, და შენ თი გიყვარს-ნიკას შეხედა მიამ-ხელი ჩაკიდე და არასდროს გაუშვა-ლალი მაგიდიდან წამოვარდა და მიას წაეტანა მაგრამ ნიკამ უკან დახია დედა და მიას გადაეფარა
-რა ჯანდაბა ხდება აქ?-სანდრო შევიდა სახლში აჟმური სახით
-შენ იდიოტ და-ძმას ჰკითხე-უყვირა ლალᲘმ და ოთახში შევარდა, კარი ის მოიჯახუნა სამივე ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან
-რა მოხდა ახლა რამ გააგიჟა?-გაოცებული სანდრო მოაჩერდა სახე ალეწილ და-ძმას
-ანიზე სიმართლე გავიგე და რომ მოვყევი სახლში გაგაიჟდა
-ჰო მართლა მაღაზიაში შემხვდა -ნიკას მიაჩერდა სანდრო -ნამტირალევი ჩანდა
-შენ ნუღარ მირევ ტვინს-დაუღრინა ნიკამ ძმას
-შენს ადგილას ამ შანს ხელიდან არ გავუშვებდი
-ამას წინათ რომ იყო ჩამოსული მანქანით გავიყოლე და გადამიხტა წითელზე რომ გავჩერდით
-რაა?-შეიცხადა სანდრომ და სიცილი აუტყდა
-ჩვენზე მინდა ლაპარაკი-მეთქი და გაგიჟდა არანაირი ჩვენ არარსებობსო და მოკლეთ მანქანიდან გადამიხტა გაგიჟებული
-და შენც ეგრევე უკან დაიხიე?-გაბრაზდა სანდრო
-და შენ რომ არ იხევ ვერ ნახე რა მოხდა?
-მე სხვა სიტუაციაში ვარ შენ სხვა
-სანდრო მართალია-დაეთანხმა მია-ანის ძალა უნდა დაატანო რომ გამოგოტყდეს სიყვარულში და თუ გამოგიტყდა ხილი ჩაკიდე და არსად გაუშვა
-ბავშვსაც შენზე მეტი ესმის-გაეცინა სანდროს
-აუ შემეშვით რა, ისედაც თავგზა მაქვს არეული
-ამდენ ფიქრს ჯობია გადაწყვეტილება მიიღო გიყვარს თუ არ გიყვარს, გინდა თუ არ გინდა ეგ გოგო და მერე საქმეს მიხედო! თორემ ისევ უკან დააბრუნებენ და დატანჯავენ, შენ ხომ იცი რომ ანის ცუდად ექცევიან, აზრზე მოდი და გადადგი ნაბიჯები! და კიდევ გასაღები მომეცი -უთხრა მოულოდნელად სანრომ და ნიკა გაოცებული მიაჩერდა ძმას
-რა ჯანდაბათ გინდა მანქანა?
-ნათიასთან უნდა წავიდე
-სანდრო არ აურიო რა
-მომცემ გასაღებს თუ ლაშას წავართვა მანქანა? და ამოგშალო ოჯახის წევრები სიიდან?
-მოგცემ მაგრამ არ მინდა კიდევ
იჩხუბოთ-თვᲚებში ჩააცქერდა ძმას ნიკᲐ
-არაფერი არ მოხდება დაწყნარდი
-რატომღაც შენი არ მჯერა
-სად ჯანდაბაში აპირებ წასვლას?-ლალი გამოვარდა ოთახიდან
-ანუ გვისმენდი?-გაეცინა სანდროს
-ტვინის შეტყევა გაქვს მიღებული
-ნიკა გასაღები მომეცი თორემ გამაგიჟებს ეს
ქალი-დაიღრინა სამდერომ და გასაღები გამოართვა ნიკას.
ნანა ნათიას ოთახში შევიდა ფეხაკრეფით, ეგონა ეძინა მაგრამ მან უმალ თვალები გაახილა და დედას მიაჩერდა
-დედას სიხარულო-ნანა საწოლზე ჩამოჯდა და ნათიას გაფითრებულ სახეზე ხელი ჩამოუსვა
-დედა ძალინ ცუდად ვარ-ნათიას ცრემლები მოეძალა და უმალ გადმოსცვივდა
-ნათია გთხოვ თავს ნუ იტანჯავ
-დედა თავს საშინლას ვგრძნობ
-ვიცი ვიცი რასაც განიცდი მაგრამ... ნათია საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღო და უკან აღარ დაიხიო, უკვე ძალიან ღრმად შეტოპეთ შენ და სანდრომ და...ასე არ შეიძლება, ან დაშორდი ან დაუბრუნდი, სხვაგვარად უბრალოდ ვერ იქნება...
-ვიცი დედა და ამიტომ ვღელავ ასე
-ნათია ისევ გიყვარს?
-არვიცი დედა, ზუსტად მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ
-ამიტომ იტანჯები ასე არა?-დანანებით ჰკითხ ნანამ თვალ ცრემლიან ნათიას -თან არ გინდა მისი დაკარგვა თან მასთან ყოფმაც არ გინდა რადგან ბევრჯერ გატკინა
-ზუსტად ასეა
-ნათია დედა გთხოვ კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე, ხომ იცი რომ ამაზეა დამოკიდებული შენი და მარიანას მომავალი, იმაზეც იფიქრე რომ ერთი ხელის გარტყმის გამო შეიძლება სათანადოდ არ შეგძულდა და მერე ინანაო მისი დაკარგვა, მე ყველა შწმთხვევაში მხარს დაგიჭერ და დაგეხმარები მაგრამ ხომ იცი რომ შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხის გება მაინც შენ მოგიწევს ყველაზე მძიმედ
-დედა ეს პირველად არ მომხდარა...-ნათიას ცრემლები გადმოსცვივდა ისევ -ის მე ბევრჯერ შემეხო ხელით
-რაა?-აღმოხდა სახე წაშლილ ნანას- და მიმალავდი?
-არ მინდოდა გენერვიულა... მეგონა სანდრო შეიცვლებოდა, გამოსწორდებოდა... სულ მქონდა იმედი რომ სიყვარულის გამო იმ აგრესიას მოერეოდა რაც ხასიათში აქვს
-ნათია -ნანამ შვილი გულში ჩაიკრა და ცრემლები მოეძალა
-დედა ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, არ ვიცი რას გააკეთებს ახლა
-მოდი დრო მოეცი მასაც და საკუთარ თავსაც და უფრო გაგიადვილდება გადაწყვეტილების
მიღება-ნანამ მისი სახე ხელებში მოიქცია -დროს მიეცი დრო და ის შენ ყველა კითხვას გასცემს პასუხს კარგი? -ნათიამ თავი დაუქნია დედას და მაგრად ჩაეხუტა, ორივე შეკრთა როცა კარზე ბრაზუნის ხმა მოესმათ, ნანა მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მისაღებში გავარდა და გაოცდა კართან დაბნეული ნინი რომ დაინახა
-ნინი გააღე დედა
-სანდროა-დაიჩურჩულა ნინიმ
-გააღე დედა -Ნანამ ანიშნა და ნინიმაც გააღო კარი, სანდრო დაუპატიჟებლად შევიდა სახლში და ნანას წინ დადგა
-მიხარია რომ კარგად ხარ-გაუღიმა ნანამ სიძეს და მისაღებში შეუძღვა
-მამიკო-მარიანა გახარებული გაექნა სანდროსკენ რომელმაც მაშინვე ხელში აიტაცა პატარა და მაგრად ჩაიხუტა -როგორ მომენატრე-უთხრა მარიანამ და პატარა თითები გაფითრებულ სახეზე ჩამოუსვა
-მამას სუნთქვა ხარ შენ-გაუღიმა სანდრომ და ლოყები დაუკოცნა
-მამიკო-მარიანამ სიცილი დაიწყო -როცა სანდრომ ყელში აკოცა
-დედიკო თავის ოთახშია?-ჰკითხა დაძაბული ტონით სანდერომ
-კიი-თავი დაუქნია მარიანამ, სანდრო ბავშვთან ერთად შევიდა ნათიას ოთახში და დაძაბული მზერით მიაჩერდა ცოლს, ნათია საწოლზე წამომჯდარი განზრახ ჯიუტად ერთ წერტილს მიშტერებოდა და სრულიად აიგნორებდა ქმრის ცივ მზერას -მამაიკო
დამსვი -მარიანა როგორც კი დასვა სანდრომ ოთახიდან გავიდა და ნინისთან გააგრძელა თამაში
ნანა ძალინ ღელავდა Ეშინოდა ისევ არ ეჩხუბათ და დაძაბული სმენად გადაქცეული იჯდა დივანზე.
სანდრო კარგა ხანს იდგა ასე ერთ ადგილზე გაქვავებულივით და ნათიას არ Აშორებდა თვალს
-როგორ ხარ?-ჰკითხა ჩაბარდნილი ხმᲘთ სანდრომ და რამდენიმე მაბიჯი გადადგა მისი საწოლისკენ, ნათიას უმალ აუჩქარდა გულის ცემა და აუნთქვა გაუხშირდა -არ დამელაპარაკები?-ნათიას თავზე წამოადგა და ნიკაპზე წაავლო ხელი უხეშა და თავი თავისკენ შეატრიალებინა, ნათიამ ინსტიქტურად ახედა ქმარს და თვალებში ჩააცქერდა -როდის მოასწარი ჩემი ასე შეზიზღება?-ჰკითხა აგრესიული ტონით და ხელი გაუშვა როცა ნათიას თვალები ცრემლებით აევსო
-გთხოვ წადი-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე ნათიამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ცოლი-დაᲣრინა სანდრომ და საწოლზე ჩამოჯდა -ჩემი საკუთრება ხარ...მგონი დაგავიწყდა ეს-უთხრა გაღიზიანებული ტონით და ნათიამ ინსტიქტურად ისევ მის ცივ ამღვრეულ თვალებს მიანათა თავისი მწვანე აწყლიანებული სფეროები
-რა გინდა? რატომ მოხვედი? -ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე
-ასე რატომ მექცევი?-გაცეცხლდა სანდეო და ბრაზისგან ხელები მომუშტა
-მე შენ გაგაფრთხილე კიდევ თუ შემეხები არ გაპატიებ-მეთქი გახსოვს?-დაუღრინა ნათიამ
-მე კი გაგაფრთხილე რომ ჩემგან წასვლის უფლებას არ მოგცემ-მეთქი გახსოვს?-სანდრო ნათიასკენ გადაიხარა და იმდენად მიუახლოვა არეული სახე მის გადაფითრებულ სახეს რომ ერთმანეთის ცხელი სუნთქვა მიეფრქვიათ სახეში -მიყვარხარ გესმის? სიგიჟემდე მიყვარხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თმაში შეუცურა აკანკალებული ხელი, ნათიას სუნთქვა შეუწყდა და ადგილზე
გაქვავდა -ნათია უშენობა არ შემიძლია
მჭირდები-სანდრომ ცოლის სახე ხელებში მოიქცია, მისი ცივი მზერა ჯერ ნათიას ცრემლიან თვალებს მიეყინა შემდეგ კი ტუჩებს ,ნათიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მგრძნობელობა დაკარგა მთელს სხეულში და წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია სანდროს ქმედებას რომელმაც ცივი ტუჩები მიაწება ნათიას ფერმკრთალ მთრთოლარე ტუჩებს, ამ შეხებამ თითქოს გონს მოიყვანა ნათია და სანდროს ტუჩებს მოწყდა მისი ხელები კი სახისან მოიშორა
-გთხოვ ასე ნუ იქცევი-დაიჩურჩულა სუნთქვა არეულმა
-შენ ჩემი ცოლო ხარ-დაურრინა გაღიაზიანებული ტონით სანდრომ და საწოლიდან ადგა
-მე შენი ცოლი ვარ და არა საკუთრება, ეს დღემდე ვერ გაიაზრე და იმიტომ მივედით
აქამდე-ატირდა ნათია
-შენ ჩემგან თავისუფლებას ითხოვ? -უყვირა მწყობრიდან გამოსულმა სანდრომ
-პატივისცემას ვითხოვდი, ახლა უკვე აღარაფერს ვითხოვ რადგან უკვე თავისუფალი ვარ-საწოლიდან ადგა ნათია და ქმარს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით
-თავისუფალი?-სანდრო მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -გგონია წასვლის უფლებას მოგცემ? გგონია გაგიშვებ? მე შენზე უარს არასოდეს ვიტყვი! -ნათიას შიშველ მკლავებს ათრთოლებული თითები ააყოლა და თმებში შეუცურა
-გეყოფა-ნათიამ უკან დახევა სცადა მაგრამ სანდრომ წელზე შემოხვია ხელები და სხეულზე მიიკრო აცახცახებული სიფრიფანა სხეული
-მაგიჟებ-დუჩურჩულა ყურში და მის ყელში ჩარგო ცხვირი, ღრმად შეისუნთქა ნათიას გამაბრეუებელი სურბლნელი და თვალებში ჩააცქერდა -შენზე უარას არასოდეს ვიტყვი-უთხრა აგრესიული ტონით და ხელი გაუშვა და ოთახიდან გავიდა, ნათიას ცრემლები გადმოსცვივდა და საწოლში დაწვა, ნანა ისე იყო დაძაბული რომ ნათიას ოთახში შესვლა ვერ გაბედა არ უნდოდა მათ ურთიერთობაში ჩაერულიყო და სიტუაცია უარესად გაემწვავებინა, ამიტომ სამზარეულოში შეიკეტა და ვახშმის მომხადება დაიწყო, მაგიდა გააწყო და მიიწვია პირველ რიგში სანდრო, რომელმაც უარი არ თქვა და სუფრასთან დაჯდა თუმცა არაფერი უჭამია უხასითოდ იყო, ნანა და ნინიც უჟმურ ხასიათზე იყვნენ, მხოლოდ მარიანა იყო კარგ ხასიათზე და გემრიელად ივახშმა, ფაქტიურად ხელუხლებლად დარჩა ყველაფერი და მაგიდის ალაგებას შეუდგა ნანა
-დედა ღამე აქ დარჩენას აპირებს სანდრო?-ნინიმ სამზარეულოს კარი დაკეტა და დედას დაუჩურჩულა ყურში
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ნანამ
-დედა ძალიან ვნერვიულობ
-მეც ვნერვიულობ მაგრამ რ ვქნა?ხომ ვერ ვეტყვი წადი-მეთქი, ასე უხეშად ვერ ჩავერევე სანამ ნათია თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას-უთხრა ნანამ ჩურჩულით და მისაღებში გავიდა
-ჩაეძინა ბებოს სიხარულს?-სანდროს მიუახლოვდა რომელსაც გულში Ჰყავდა ჩახუტებული მარიანა
-არ მძინავს მე-ასლუკუნდა მარიანა -დედიკოსთან მინდა-ატირდა მოულოდნელად, სანდროს გაეღიმა და ოთახში შეიყვანა, ნათია უმალ დაიძაბა როცა ოთახის კარი გააღო სანდრომ და ბავშვთან ერთად შევიდა
-დედიკოსთან უნდა-აუხსნა სანდრომ და ნათიას გვერდზე დააწვინა უკვე ჩაძინებული მარიანა, ნათიამ შვილი ჩაიხუტა და თვალები დახუჭა და უმალ გაახილა როცა მიხვდა რომ მარიანას გვერდზე სანდრო დაწვა
-რას აკეთებ?-დაუჩურჩულა გაბრაზებულმა და ქმარს გახედა ნათიამ
-განსაკუთრებულს არაფერს-დაუღრინა სანდრომ ცოლს და ჭერს გაუშტერა თვალი, ნათიამ არაფერი აღარ უთხრა არ უნდოდა სიტუაცია დაეძაბა და ბავშვი შეეშინებინა, მარიანა უფრო მეტად მიიხუტა და თვალები დახუჭა, ისეთი დაძაბული და შეშინებული იყო რომ Მთელი ღამე ვერ დაიძინა მაგრამ გამთენიისას ძილმა მაინც წაართვა თავი, მაგრამ მელევე გაეღვიძა რადგან იგრძნო სანდრომ როგორ შემოაჭდო ძლიერი ხელი მუცელზე, მერე ხელი კი თავ ქვეშ შეუცურა და როგორ მიიკრო სხეულზე
-რას აკეთებ-დაფრთხა ნათია და გვერდზე მაიტრიალა თავი მაგრამ მისი სახე ვერ დაინახა რადგან სანდროს მის თმებში ჰქონდა თავი ჩარგული -სანდრო-ნათიამ გაიბრძოლა მაგრამ თავის დახსნა ვერ შეძლო
-ნათია-დაუღრინა სანდრომ და ისე ძლიერად მიიკრო სხსულზე რომ გატოკების საშუალება არ მისცა, ნათიას მღელვარებისგან სუნთქვა შეუწყდა და გაჩუმდა -გრძნოობ? რა ცუდად ვარ-დაუჩურჩულა სანდრომ და ცხელი ტუჩები მიაწება Მხარზე, ნათიას უმალ გააჟრჟოლა და იგრძნო წამის მეასედში როგორ აუჩქარდა გულის ცემა და როგორ დაიწყო ცხელმა სისხლმა ძარღვებში დენა
-არ გაბედო და არ შემეხო-აღმოხდა სუნთქვა არეულს და ცრემლები მოაწვა
-რომ შეგეხო?-დაუჩურჩულა ყურში და მოულოდნელად ნათიას ზემოდან მოექცა, მთელი სხეულის სიმძიმით დააწვა და ჩაწითლებული ამღვრეული თვალებში ჩააცქერდა ნათიას მწვანე აწყლიანებულ თვალებში, ნათიას სუნთქვა შეეკრა და უმალ ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე, თან თვალები დახუჭა, რადგან მის საშინელ ცივ მზერას ვეღარ უძლებდა, სანდრომ გადმოდენილი ცრემლები ხელის ზურგით მოაშორა Ათრთოლებული ღაწვებიდან და დიდხანს დაჰყურებდა მის სახეს, მოულოდნელად მოშორდა ნათიას სხეულს და ფეხზე ადგა, გაავებული გავარდა ოთახიდან აივანზე სიგარეტის მოსაწევათ თან კარი ისე გაიჯახუნა რომ ნათიას გააჟრჟოლა შიშისგან, მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მარიანას საწოლს მიუახლოვდა და Ავილის სახეს დააცქერდა, საბედნიეროდ მშვიდად ეძინა მას თავის პატარა საწოლში ამიტომ ნათიამ თავს უფლება მისცა რომ ეტირა, ჩუმად უხმოთ მაგრამ მთელი ემოციებით.
სანდრო აივანზე იდგა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა მაგრამ ვერფაერს ხედავდა გარდა ნათიას ცრემლიანი თვალებისა, გაცეცხლებულმა სკამს ფეხი დაარტყა და სიგარეტის კოლოფს დაწვდა, რომელიც მაგიდაზე ეგდო სანთებელასთან ერთად, აკანკალებული ხელებით მეოთხე ღერს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა, მაგრამ მაინც ვერ დამშვივდდა და ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა სახლში შევიდა ჯერ ისევ აღელვებული და ნათიას ოთახის კარს მიუახლოვდა და სახელური დაქაჩა, შეშინებული მიაჩერდა კარს ნათიას და სახელურს გაᲣშტერა ცრემლიანი თვალები, საკუთარი გულისცემა ესმოდა შეშინებულს და ღმერთს ეხვეწებოდა რომ კარი არ გაეღო სანდროს რომელიც დიდი ხანი იდგა ასე კარში და ვერ იღებდა გადაწყვეტილებას შესულიყო თუ არა ოთახში, ბოლოს სახელურს ხელი გაუშვა და მისაღებში შევიდა. ნათიამ შვებით ამოისუნთქა მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა,თვალებს დაᲮუჭავდა თუ არა სულ ის ელანდებოდა რომ სანდრო კარს აღებდა, ამიტომ Გადაწყვიტა კარისთვის თვალი არ მოეშორებინა და ასე დაათენდა.
ნანამ მთელი ღამე ვერ Დაიძინა ნერვიულობისგან და გათენდა თუ არა მაშინვე მისაღებში გავიდა და შეკრთა სანდროს დანახვისას რომელიც სახე წაშლილი იჯდა დივანზე
-სანდრო შვილო-ხმა დაეძაბა როცა მაგიდაზე გახსნილი ღვინის ბოთლი და ჭიქა შენიშნა სასმლით სავსე -კარგად ხარ შვილო?-ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან
-მშვენივრად -შეხედს ნანას არეული თვალებით და ჭიქას მიწვდა
-სანდრო საავადმყოფოდან ახლა ხანს გამოგწერეს და სასმელი ცუდად იმოქმედედბ შენს ჯანმრთელობაზე-უთხრა ნანამ კარგახნის ფიქრის მერე
-არაუშავს-შეხედა ნანას ამღვრეული თვალებით და და კიდევ დაასხა ჭიქაში სასმელი-ნანამ ვერაფერი ვეღარ უთხრა და სამზარეულოში გავიდა გაღიზიანებული,
ნათია ოთახიდან გავიდა და ძალიან დაიძაბა როცა სანდრო დაინახა რომელიც სასმლისგან ამღვრეული თვალებით მიაჩერდა მას, ადგილზე გაიყინა და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო, სანდრო კი განზრახ ჯიუტად არ აშორებდა თვალს მის არეულ სახეს,ნათია ძალიან დაძაბა სანდროს ამ მზერამ მაგრამ ვერაფერი მოახერხა მღელვარებისგან, სანდრომ სასმლით სავსე ჭიქა აიღო ხელში და ისე დაცალა ჭიქა რომ ნათიას მწვანე სფეროებისთვისთვის თვალი არ მოუშორებია, ნათიაც ისეთი დაძაბული და შეშინებული იყო მისი ასეთი ქცევით რომ ვერაფერი მოახერხა, საერთოდ ვერაფერი თითქოს ერთ ადგილს მიეყინა, მოულოდნელად სანდრო ადგა დივნიდან და ცოლს მიუახლოვდა, ნათიამ უმალ თავი დახარა, ვერ გაუძლო მის გამომწვევ მზერას, სანდრომ სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმა ყურს უკან გადაუწია და ცხელი ტუჩები ყელზე მიაწება ნათიას, რომელსაც მაშინვე შიშის ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში, სანდრომ იგრძნო ეს და გაბრაზებულმა გვერდი აუქცია და ოთახში შეიკეტა
-ნათია-ნინი მიუახლოვდა აკანკალებულ ნათიას
-ნინი-ნათიას ცრემლები მოეძალა და დას ჩაეხუტა
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო-ნინიმ თმაზე ჩამოუსვა ხელი და სამზარეულოში შეიყვანა
-რამე მოხდა?-დაიძაბა მათი შემხედვარე ნანა
-დედა სანდრო არ წავა ვიცი-ატირდა ნათია
-მისმინე ნათია გადაწყვეტილება მიიღე და მერე ვიმოქმედოთ, ახლა არაფერის გაკეთება არ შემიძლია მე
-დედა
-ნუ გეშინია
-დღეს ხომ სამსახურში მიდიხართ?-ახედა საცოდავად ნინისდ ადედას ნათიამ -მასთან მარტო არ მინდა დარჩენა
-ნუ ღელავ მია დარჩება-გაუღიმა ნინიმ -გუშინვე ვთხოვე ნიკას გამოეშვა
-მართლა?-გაუხარდა ნათიას
-ჰო აბა ამ არანორმალურთან მარტოს ხომ არ დაგტოვებდი?-შეიცხადა ნინიმ -სამსახურს ვერ გავაცდენ ძაან გაჭედილი ვარ თორემ მარტოს არ დაგტოვებდი ხომ იცი
-მეც ასე ვარ დედა Და ამიტომ მიას მოყვანა ვთხოვეთ ნიკას რომ მარტოები არ იყოთ
-არც კი ვიცი რა მემართება-სახეზე აიფარა ხელები ნათიამ და ისევ ატირდა
-უბრალოდ Დაძაბული და განერვიულებული ხარ მეტი არაფერი
-ის ჩემი ქმარია და მის მიმართ მხოლოდ შიშს განვიცდი, არც კი ვიცი რატომ მემართება ასე
-სე მხოლოდ მისი ბრალია-თავზე აკოცა ნანამ შვილს -თავად გამოიწვია ეს დაძაბულობაც შიშიც და გაურკვევლობაც.
ნიკა მიას ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა და თავზე წამოადგა საბანში გახვეულ დას
-მია ადექი ნათიასთან მიდიდხარ-იყვირა ბოლო ხმაზე
-აუ შემეშვი რა-აბუზღუნდა მია და უფრო გადაიფარა საბანი თავზე
-ადექი ნუ ხარ ზარმაცი და ძილის გუდა- არ ჩუნდებოდ ნიკა
-აუ გადი რა-ძილს ვერ ელეოდა მია
-მია-დაუღრინა ნიკამ და საბანი გადახადა
ნახევრად -დროზე ადექი, ლაშას მიჰყავხარ ნათიასთან -ამის გაგონებაზე გიჟივით წამოვარდა მია საწოლიდან და ძმას მიაჩერდა აწეწილი თმით და ჯერ ისევ ნახევრად დახუჭული თვალებით
-რაა?
-რაც გაიგე, მიდი დროზე მოემზადე-უთხრა ნიკამ და გავიდა მისაღებში, მიას გულმა ბედნიერებისგან გამალებით დაიწყო ცემა და ვეღარაფრით მოახერხა დამშვიდება, ისე იყო თავგზა აბნეული რომ ვერაფერი გაიგო ფაქტიურად ლაშას ნათქვამიდან ამიტომ თავის საძინებლიდან ფეხშიშველი მაშინვე მისაღებში გავარდა წითელი პენუარით და ადგილზე გაშეშდა როცა ლაშას ჰკიდა თვალი რომელიც ყავის ჭიქით ხელში იდგა ფანჯრასთან, ხმაურზე ლაშა მაშინვე მისაკენ მოტრიალდა და მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა, მია ადგილზე გაიყინა ლაშას კი მზერა მასზე მიეყინა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და მათი გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა მხოლოდ ამ გამაყრუებელ სიჩუმეს,მია იმდენად დაიძაბა და აღელდა რომ საკუთარი გული ცემის ხმა ესმოდა, ლაშა დიდხანს უყურებდა მიას ალეწილ სახეს ამღვრეული თვალებით და ვერაფრით მოახერხა რომ თვალი მოეწყვიტა მისთვის, როცა მია უხერხულად შეიშმუშნა და თავი დახარა ლაშამ მზერა უნებურად მის შიშველ ფეხებზე გადაიტანა და მაშინვე თვალი აარიდა მის უზადო სხეულს, თავი თითქოს დამნაშავედ იგრძნო ამის გამო და მაშინვე Ყავის ჭიქას გაუშტერა მზერა , ასე იდგენენ იქამდე სანამ ნიკა არ შევიდა მიასღებში, ხმაურზე ორივე გონს მოვიდა და დაიბნენ
-მია ჯერ არ მოემზადე?-დას მიუახლოვდა ნიკა მომღიმარი სახით და საყვედურით უთხრა, მერე თვალები დაუჭყიტა ამ უსიამონო შემთხვევის
გამო -დროზე ჩᲘცვი-დაუღრინა და მაშინვე მისი ოთახის კარი გააღო შიგნით შეიყვანა და გაბრაზებულმა გამოიჯახუნა კარი, დაბნეული მია გონს ვერ მოდიოდა კარგა ხანს, როცა ნიკამ კარზე მიუკაკუნა და დაუყვირა დროზე გელოდებითო მაშინვე კარადას ეცა და ხელში რაც მოხვდა პირველი ის ჩაიცვა და მისაღებში გავიდა თავდახრილი -მე სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში და ლაშა წაგიყვანს ნათიასთან-აუხსნა ნიკამ და გარეთ გავიდა, მია სწრაფად მოწესრიგდა და გარეთ გავიდა ისე იყო დაბნეული და აღელვებული მომხდარის გამო რომ თავს ვერ სწევდა, რატომღაც ძალიან დაიძაბა ამ ინციდენტის გამო -რომ მიხვალ დამირეკე და გამაგებინე რა ხდება იქ სანდრომ ხომ არ აურია
გასაგებია?-თვალებში ჩააცქერდა მიას რომელიც დაბნეული შეჰყურებდა ძმას -გაიგე რას გეუბნები მია?
-კი გავიგე-დაეთანხმა მია და მზერა ლაშასკენ გაექცა რომელიც მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა და ცოცხალი თავით მათკენ არ იყურებოდა
-კაი მიდი და გამაგებინეთ ყველაფერი-უთხრა მიას და ლაშას მიუახლოვდა -ჭკვიანად -თვალებში ჩააცქერდა მეგობარს და ლაშას მაშინვე სახე აელეწა
-არ ინერვიულო-გაუღიმა ნაძალადევად თავგზა აბნეულმა ბიჭმა და საჭეს მიუჯდა, მიაც ჩაჯდა მანქანაში და მაშინვე დაქოქა ლაშამ და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, ხმას ვერცერთი ვერ იღებდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ლაშა იმასაც კი ვერ ბედავდა რომ მისკენ მიეხედა, რატომღაც დღეს გაუჭირდა მიასთვის თვალის გასწორება, არადა რამდენჯერ ჩაუსვამს მია მანქანაში და უაზროთ რამდენჯერ უტარებია წინ და უკან, რადგან ძმები განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არასდროს სვამდნენ მნქანაში და არ ანებივრებდნენ, ამიტომ ეს პატივი ლაშას ერგო და აქეთ-იქით ატარებდა ხოლმე აღფრთოვანებულ მიას, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა... მიამ მაინც ვერ მოითმინა და ლაშას გახედა რომელიც საკმაოდ დაძაბული მართავდა მანქანას
-ჩემი ნაჩუქრი საათი გიკეთია?-აღფრთოვანდა მია
-რაა?-ლაშამ სულ ერთი წამით გაბედა და მისკენ მიატრიალა თავი და მაშინვე აარიდა მზერა მიას უძირო თვალებს
-საათი-უთხრა მომღიმარი სახით მიამ
-აა, ჰო მიყვარს ეს საათი-საათს დახედა ლაშამ და ისევ გზას გახედა დაბნეულმა
-მიხარია რომ მოგწონს-უთხრა გულწრფელად აღფრთოვანებულმა მიამ
-ჩემი არჩეულია და მომეწონება აბა რა-ჩვეულ ბოროტულ იუმორს დაუბრუნდა ლაშა
-მხოლოდ მაგიტომ?-გაბრაზდა მია და საქარე მინას გაუშტერა თვალი
-მხოლოდ ამიტომ-დაეთანხმა ლაშა და მიასკენ გააპარა დაძაბული მზერა და უმალ აარიდა თვალი მის არეულ სახეს და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა
-და მე რომ გაჩუქე ეგ არაფერს ნიშნავს
შენთვის? -გახედა მიამ ალეწილი სახით ლაშას
-მე არ ამარჩევინე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე?-გაეღიმა ლაშას
-ჰო ლეპტოპში გათვალიერებინებდი, მინდოდა შენი გემოვნებით არჩეული მეჩუქებინა -უთხრა მიამ გაღიზიანებული ტონით
-იმიტომ რომ უგემოვნო ხარ-შეხედა მიას მომღიმარი სახით და წარბი აწკიპა
-რა ბოროტი ხარ, სულ ახერხებ რომ ხასიათი გამიფუჭო-ეწყინა მიას
-იცი გაბრაზება როგორ გიხდება?-უთხრა მოულოდნელად ლაშამ და გაოგნებულმა მიამ მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთზე მიეყინათ ცივი მზერა, მია სულ აიბნა როცა ლაშას გაეცინა, ვერაფრით მიხვდა ეს დაცინვა იყო თუ კომპლიმენტი
-რა ცინიკოსი ხარ-იუმორში გაუტარა მიამ ,,კომპლიმენტი" ლაშას
- იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა?-ირონია გაერია ხმაში ლაშას
-ლაშა მაბრაზებ-მიასაც გაეღიმა და მაშინვე სახე წაეშალა როცა ლაშამ მანქანაზე კონტროლი დაკარგა
-არ შეგეშინდეს კარგი?-ლაშამ მიას შეხედა და მანქანა მარჯვენა უკიდურეს ზოლში გადაიყვანა და ცოტა წვალების მერე გააჩერა
-რა მოხდა?-დაიბნა მია
-საბურავს დაენძ.ა-უთხრა ლაშამ გაღიზიანებული ტონით
-ახლა რა უნდა ვქნათ?-დაიბნა მია
-უნდა გამოვცვალო
-იცი?-გაოცდა მია
-ვიცი მია ვიცი-გაბრაზებული გადავიდა და წიხლი დაარტყა მის მხარეს დაშვებულ უკანა საბურავს, ავარიულები ჩართო და სათადარიგო ამოღო საბარგულიდან
-აქ საშიშია-მია ლაშას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -შენს მხარეს დადიან მანქანები
-ნუ გეშინია- გაუღიმა ლაშამ და მია ნაპირზე გადაიყვანა -აქ დამელოდე სანამ გამოვცვლი
-ვინმე დაგეტაკება, გიჟებივით დადიან და ვერ შეგამჩნევენ-დაიძაბა მია
-ნუ გეშინია არაფერი მომივა-გაუღიმა ლაშამ და უნებურად ხელი გაფითრებულ ლოყაზე
დაადო -არ შეგეშინდეს -გაუღიმა და ხელი მის სახეს ჩამოაყოლა, საბურავის სწრაფად შეცვალა მაგრამ რამდენჯერმე კინაღამ დაეტაკა სწრაფად მომავალი მანქანა.
-მისმინე შენს არანორმალურ ძმებ არ უთხრა რაც მოხდა კარგი?-გაუღიმა ლაშამ მიას როცა გზა განაგრძეს
-რატომ გეშინია რომ ჩემს თავს აღარ
განდობენ?-ჰკითხა გამომწვევი ტონით მიამ
-რატომ ცდილობ რომ ყველაფერში რაღაც განსაკუთრებული მიზეზი დაინახო?-გაბრაზდა ლაშა
-იქნებ მინდა რომ...-მიას ხმა ჩაუწყდა და ტელეფონის ზარის ხმამ საერთოდ დააბნია და მაშინვე უპასუხა
-მიხვედით?
-ჯერ არა
-დიდი დიღმიდან ვარკეთილში მიდიხართ ბათუმში ხომ არა?-შეიცხადა ნიკამ -კაი მიდინრომ მიხვალთ დარეკეთ
-კაი-მიამ გათიშა და ისევ რომ დარეკა ტელეფინმა არ დაუხედია ნომრისთვის ისე უპასუხა ისევ ნიკა ეგონა
-რა გინდა ნიკა?
-ნიკა არ ვარ პრინცესა-მოესმა დემეტრეს არეული ხმა და მაშინვე დაიძაბა მია
-აღარ დამირეკო-დაუყვირა მიამ
-იცოდე არ გათიშო-დაუღრინა დემეტრემ მაგრამ მიამ გათუთიშა, თუმცა ისევ დაურეკა დემეტრემ, მიამ არ უპასუხა, ზარები ისევ განმეორდა, მია კი ჯიუტად არ პასუხობდა
-რა ხდება?-სახე აელეწა ლაშას და მიას შეხედა
-არაფერი-გაბრაზებული ტონით უპასუხა მიამ და ერთმანეთის მიყოლებით უამრავი შეტყობინე რომ მოუვიდა მიას უფრო გაცეცხლდა ლაშა
-ვინაა?-ჰკითხა ისე რომ მიასკენ არ გაუხედია
-არავინ
-ვინაა-მეთქი-დაუღრინა ლაშამ
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-აყვირდა მია
-აქვს-გაბრაზდა ლაშა
-თავი დამანებე-ხმა გაებზარა მიას და ტელეფონი საერთოდ გათიშა, ისევ რომ რეკვა დაიწყო დემეტრემ
-მია მითხარი ვინაა ეგ ნაბიჭვ.რი-იყვირა მოულოდნელად ლაშამ და მანქანა გადააყენა
-ართი არანორმალური-აუხსნა მიამ -პასუხმა დაგაკმაყოფილა?
-ტელეფონი მომეცი-ხელი გაიწოდა ლაშამ
-არა
-ტელეფონი მომეცი მია-გაცეცხლდა ლაშა
-ჩემს საქმეში ნუ ერევი! ჩემს საქმეს მე
მივხედავ-გაჯიუტდა მია
-გეტყობა როგორც მიხედავ-დაუღრინა ლაშამ და მანქანა დაქოქა -მაინც გავიგებ-დაემუქრა მიას და ვერც კი მიხვდა როგორ გააბედნიერა ამ სიტყვებით
-ნუ შეიწუხებ თავს ჩემს გამო-აღიზიანებდა მია
-იქნებ მოგწონს რომ გირეკავს და
გაწუხებს?-შეხედა ლაშამ მიას
-არ მომწონს გასაგებია? მძულს ეგ
ავადმყოფ.-Უთხრა მიამ გულწრფელად და ლაშას გაეღიმა
-მაშინ ნომერი მომეცი და მე მოვიგვარებ-შორიდან მოუარა ლაშამ
-არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო, ნამდვილი ავადმყოფია მთელი წელია თავს
მაბეზრებს, ვერაფერი გავაგებინე-უთხრა დაძაბული ტონით მიამ გულწრფელად
-დემეტრეა არა?-გაეღიმა ლაშას



№1  offline წევრი უმადრუკი M

ლაშა ჩემი კაცია ^_^ წარმატებები ❤️ ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ლაშა და მია ძალიან მომწონს ,ძალიან კარგი წყვილი იქნება :)) ნიკა არ ჩანს ცუდი პიროვნება და იმედია გაუმართლებს,ლალი ყველაზე საშინელი დედაა ალბად დედამიწაზე,ამაზრზენი ქალი. ნათია და სანდრო წყვილი რომელმაც არ იცის სიყვარული და არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებისგან და ერთმათისგან,ჯობია ნათიამ მალე დასვას წერტილი და ჩამოშორდეს, ნანა და ნინო ძალიან არ მომეწონა მათი საქციელი ,როცა ოჯახის წევრს ასე უჭირს რა სამსახურის გაცდენაზე და მარტო დატოვებაზეა საუბარი, ასეთ პათოლოგ მამაკაცთან მარტო უნდა დატოვო ოჯახის წევრი ?

 


№3  offline მოდერი ნეაკო

უმადრუკი M
ლაშა ჩემი კაცია ^_^ წარმატებები ❤️ ❤️

მადლობა :)

სტუმარი gvantsa
ლაშა და მია ძალიან მომწონს ,ძალიან კარგი წყვილი იქნება :)) ნიკა არ ჩანს ცუდი პიროვნება და იმედია გაუმართლებს,ლალი ყველაზე საშინელი დედაა ალბად დედამიწაზე,ამაზრზენი ქალი. ნათია და სანდრო წყვილი რომელმაც არ იცის სიყვარული და არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებისგან და ერთმათისგან,ჯობია ნათიამ მალე დასვას წერტილი და ჩამოშორდეს, ნანა და ნინო ძალიან არ მომეწონა მათი საქციელი ,როცა ოჯახის წევრს ასე უჭირს რა სამსახურის გაცდენაზე და მარტო დატოვებაზეა საუბარი, ასეთ პათოლოგ მამაკაცთან მარტო უნდა დატოვო ოჯახის წევრი ?

ნინის და ნანას ამ საქციელს ავხსნი აუცილებლად, ლალი კი ნამდვილად ცუდი დედაა.
ნათიას და სანდროს ურთიერთობა ასე მარტივად ვერ მოგვარდება, კიდევ ბევრ ტკივილს მიაყენებენ ერთმანეთს

 


№4  offline წევრი OKI ME

ნათია მართლა ვერ გარკვეულა უყვარს თუ რას გრძნობს. მე ვფიქრობ, რომ უყვარს. თუმცა, სანდრომ თუ ასე გააგრძელა მაშინ მართლა შეძულდება. ალბათ მართლა დრო არის საჭირო, რომ გაერკვეს ნათია და სანდრომაც უნდა დააცადოს. დიდი იმედი მაქვს სანდრო მიხვდება თავის შეცდომებს, თუ მართლა უყვარს ეცდება გამოსწორებას. ნუ, კი მეეჭვება, რომ ასეთი პათოლოგი გამოსწორდეს თუმცა ვიმედოვნებ ნათიას სიყვარული შეაძლებინებს. ძაან არ გაწელო ოღონდაც რა.

ნიკა და ანას ამბებიც ძალიან მაინტერესებს. აქაც თუ ლალის ხელი ურევია არ ვიცი.

ისე, მიკვირს ლალი ასე რატომ ექცევა მიას? თითონაც ხომ ქალია არა? უფრო არ უნდა ესმოდეს მიასი? ისე ექცევა თოთქოს თავისი არ იყოს და სხვისი შვილია. რავიცი სხვის შვილსაც არ ექცევიან მგონი ისე როგორც ლალი მიას.

ნათიას დედას ვეთანხმები იმაში, რომ მის გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებს ნანა. თუმცა, განიკვირდა ნანას ასეთი ქცევა სანდროსთან. თოთქოს არაფერი აგრძნობინა. არ დაანახა რომ არასწორია მის შვილთან მიმართებით. სწორად იქცევა, რომ არ ერევა მათ ურთიერთობაში თუმცა მაინც დავანახებდი ალბათ ცოტაოდენ წყენას მაინც.

 


№5  offline წევრი A.N.A

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენს ისტორიებში დედები არ არიან გამგებიანები. წინა ისტორიაში რაღაც სიატუაციებში გამოსწორდა მარიამის დედა თუმცა მაინც ცივი რა რაღაცაირი იყო. აქ კი ლალი საერთოდ მიუხვედრელობის პიკს აღწევს.არ ვიცი რატომ აქვთ ცივი და თან აგრესიული ურთიერთობა არამარტო დედებს არამედ შენი პერსონაჟების უმეტესობას,თუმცა ალბათ როცა ამბობ "სხვანაირად ვერ ვწერ"_ო ეგ იგულისხმება, რომ ვერ წერ აგრესიის გარეშე. მე არც საწყენად გეუბნები და არც შენზე მეტი ვარ რამით რომ ჭკუა დაგარიგო უბრალო რჩევას მოქცემ რომ გამოასწორე შენი პერსონაჟები ერთმანეთთან მიმართებაში, თუ გინდა რომ ნაკლები კრიტიკა წამოვიდეს.

უბრალოდ მართლა არ არის კარგი სულ იმის გამეორება რომ შეუბღვირა, უყვირა, ძალით აკოცა, დაარტყა და სხვა. შენი იატორიები ყოველთვის კარგია იდეის დონეზე. მე ვაღიარებ რომ ამდენი ფანტაზია არ მაქვს, თუმცა შენი ფანტაზიის პატრონს უკეთ შეგიძლია, წინ შეგიძლია წასვლა. მიმიხვდი?

ვხედავ რომ გწყინს ბევრისგან ეს დამოკიდებულება რომ არ მოსწონთ რაღაც_რაღაცეები. მე არ მაქვს საუბარი გრამატიკაზე და მართლწერაზე უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ ამ გამართულად წერამდე ბევრი ის პიროვნული თვისებების გამოკეთება გიკლია რაც შენ პერსონაჟებს სჭირდებათ.

ნათიას და სანდროს მაგალითზე გეტყბი რომ სანდროს ხასიათის შეცვლა თუ არა მშვიდად საუბარი ასწავლე. ნათიას კი მოსმენა, იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთს ისე ჭამს ვერ იაზრებენ.

ლაშას და მიას შორის რომ რაღაც არის ეს ფაქტია და ამათ შორის მაინც არ გააჩაღო ეს აგრესია. არც ბანალური სიყვარულია საჭირო, უბრალოდ გაწონასწორებულობა.

ნიკა კარგი ტიპია ესმის და ვიტყოდი შეგნებული პიროვნებაა ანისთან თუ არ აურევს რამეს მთლად კარგი.

მომწონს ნათიას დედას ის აზრი რომ სანამ არ გადაწყვეტს ურთიერთობას როგორ წარმართავს მანამ არ ჩაერევა.

სხვა რა გითხრა. იმედია გაგებით მოეკიდები ჩემ რჩევას და არ გეწყინება.წარმატებები .❣️

 


№6 სტუმარი სტუმარი ეკე

იმედია ნათია და სანდრო ერთად იქნებიან ბოლოს

 


№7  offline მოდერი ნეაკო

A.N.A
პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენს ისტორიებში დედები არ არიან გამგებიანები. წინა ისტორიაში რაღაც სიატუაციებში გამოსწორდა მარიამის დედა თუმცა მაინც ცივი რა რაღაცაირი იყო. აქ კი ლალი საერთოდ მიუხვედრელობის პიკს აღწევს.არ ვიცი რატომ აქვთ ცივი და თან აგრესიული ურთიერთობა არამარტო დედებს არამედ შენი პერსონაჟების უმეტესობას,თუმცა ალბათ როცა ამბობ "სხვანაირად ვერ ვწერ"_ო ეგ იგულისხმება, რომ ვერ წერ აგრესიის გარეშე. მე არც საწყენად გეუბნები და არც შენზე მეტი ვარ რამით რომ ჭკუა დაგარიგო უბრალო რჩევას მოქცემ რომ გამოასწორე შენი პერსონაჟები ერთმანეთთან მიმართებაში, თუ გინდა რომ ნაკლები კრიტიკა წამოვიდეს.

უბრალოდ მართლა არ არის კარგი სულ იმის გამეორება რომ შეუბღვირა, უყვირა, ძალით აკოცა, დაარტყა და სხვა. შენი იატორიები ყოველთვის კარგია იდეის დონეზე. მე ვაღიარებ რომ ამდენი ფანტაზია არ მაქვს, თუმცა შენი ფანტაზიის პატრონს უკეთ შეგიძლია, წინ შეგიძლია წასვლა. მიმიხვდი?

ვხედავ რომ გწყინს ბევრისგან ეს დამოკიდებულება რომ არ მოსწონთ რაღაც_რაღაცეები. მე არ მაქვს საუბარი გრამატიკაზე და მართლწერაზე უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ ამ გამართულად წერამდე ბევრი ის პიროვნული თვისებების გამოკეთება გიკლია რაც შენ პერსონაჟებს სჭირდებათ.

ნათიას და სანდროს მაგალითზე გეტყბი რომ სანდროს ხასიათის შეცვლა თუ არა მშვიდად საუბარი ასწავლე. ნათიას კი მოსმენა, იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთს ისე ჭამს ვერ იაზრებენ.

ლაშას და მიას შორის რომ რაღაც არის ეს ფაქტია და ამათ შორის მაინც არ გააჩაღო ეს აგრესია. არც ბანალური სიყვარულია საჭირო, უბრალოდ გაწონასწორებულობა.

ნიკა კარგი ტიპია ესმის და ვიტყოდი შეგნებული პიროვნებაა ანისთან თუ არ აურევს რამეს მთლად კარგი.

მომწონს ნათიას დედას ის აზრი რომ სანამ არ გადაწყვეტს ურთიერთობას როგორ წარმართავს მანამ არ ჩაერევა.

სხვა რა გითხრა. იმედია გაგებით მოეკიდები ჩემ რჩევას და არ გეწყინება.წარმატებები .❣️

მესმის რა თქმა უნდა თქვენი და არ მწყინს რჩევები, სხვათა შორის არც კრიტიკა რომელიც საზღვარს არ სცდება.
ჩემი ყველა ისტორია ზოგადად კრიტიკას იმსახურებს ხოლმე, ამას უკვე მივეჩვიე, რადგან აშკარად განსხვავებულად ვწერ, ანუ სიყვარულის ლამაზ ისტორიებს არ ვწერ და ამით ვაღიზიანებ ზოგჯერ მკითხველს, მაგრამ წერის სტილს არ შევცვლი ამის გამო. სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია წერა-მეთქი იმიტომ ავღნიშნე უამრავჯერ კომენტარებში, რომ წინა ისტორიაზე ახსნა განმარტებების გაკეთება მომიწია Ვინ რა და რატომ თქვა, რატომ იყვირა და ასე შემდეგ... და არ მესმის რატომ უნდა გავაკეთო ახსნა განმარტებები, ეს ხომ უბრალოდ ჩემი დაწერილი ისტორიაა და მეტი არაფერი...
რამდენიმემ ისიც დამიწერა თქვენს ისტორიებს აღარ წავიკითხავო, იმიტომ რომ ასე უცნაურად წერო, შენი ისტორიის გმირები ,,ცუდად" იქცევიანო :)
მე ხომ არავის ვახვევ თავს ჩემს ისტორიებს, ჩემს აზრებს და ნაᲤიქრს?- მკითხველის ნებაა წაიკითხავს თუ არა, მოეწონება თუ არა ის რასაც მე ვწერ...რასაც ვფიქრობ და რა ემოციებსაც გადმოვცემ ამ Ისტორიებით.
ბევრჯერ გამითვალისწინებია შენიშვნები და ახლაც გავითვალისწინებ აუცილებლად, ხშირად ყურადღებას მაქცევინებენ ისეთ დეტალებზე რაც ჩემთვის უმნიშვნელოა და მკითხველისთვის კი მგრძნობიარე თემა, თქვენს შენიშვნებსაც გავითვალისწინებ აუცილებლად, მაგრამ ზოგადად ჩემი ისტორიები მაინც არ იქნება დალაგებულ იდეᲚურ ადამიანებზე არასდროს, რადგან Მე არაიდელურ სამყაროში ვცხოვრობ.
სიმართლე გითხრათ ლალიზე უარესი დედები მინახია, სანდროზე უარესი ქმრები და მამები, ამიტომაც ვწერ ასეთ ისტორიებს, ვცდილობ რეალური ცივი და სატიკი სამყარო გადმოვცე ჩემებურად რომელიც კიდევ უფრო უარესია ვიდრე აქ ჩემს სიტორიებში.
რაც შეეხება ისტორიის გმირებს აქ პრობლემური მხოლოდ სანდრო და მისი დაულაგებელი დედა არიან, სხვა მთავარ გმირებს ისეთივე ღირსეულ და კარგ ადამინებად წარმოვაჩენ როგორც ახლა არიან.
ნიკას სიტორია ცოტა განსხვავებული და ჩახლართული იქნება და ძალინ მაინტერესებს თქვენი, მკითხველის აზრი, იმედია ძალიან ცუდად არ მიქცევა :).
მადლობა გამოსმაურებისთვის, რჩევისთვის და აზრის გაზიარებისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს :)
მოუთმენლად ველი ყოველთვის მკითხველის კომენტარებეს და შეფასებებს :)

სტუმარი ეკე
იმედია ნათია და სანდრო ერთად იქნებიან ბოლოს

Აქ ძალიან რთულადაა საქმე :) თუმცა ყველაფერი შესაძლებელია :)

Megioki
ნათია მართლა ვერ გარკვეულა უყვარს თუ რას გრძნობს. მე ვფიქრობ, რომ უყვარს. თუმცა, სანდრომ თუ ასე გააგრძელა მაშინ მართლა შეძულდება. ალბათ მართლა დრო არის საჭირო, რომ გაერკვეს ნათია და სანდრომაც უნდა დააცადოს. დიდი იმედი მაქვს სანდრო მიხვდება თავის შეცდომებს, თუ მართლა უყვარს ეცდება გამოსწორებას. ნუ, კი მეეჭვება, რომ ასეთი პათოლოგი გამოსწორდეს თუმცა ვიმედოვნებ ნათიას სიყვარული შეაძლებინებს. ძაან არ გაწელო ოღონდაც რა.

ნიკა და ანას ამბებიც ძალიან მაინტერესებს. აქაც თუ ლალის ხელი ურევია არ ვიცი.

ისე, მიკვირს ლალი ასე რატომ ექცევა მიას? თითონაც ხომ ქალია არა? უფრო არ უნდა ესმოდეს მიასი? ისე ექცევა თოთქოს თავისი არ იყოს და სხვისი შვილია. რავიცი სხვის შვილსაც არ ექცევიან მგონი ისე როგორც ლალი მიას.

ნათიას დედას ვეთანხმები იმაში, რომ მის გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებს ნანა. თუმცა, განიკვირდა ნანას ასეთი ქცევა სანდროსთან. თოთქოს არაფერი აგრძნობინა. არ დაანახა რომ არასწორია მის შვილთან მიმართებით. სწორად იქცევა, რომ არ ერევა მათ ურთიერთობაში თუმცა მაინც დავანახებდი ალბათ ცოტაოდენ წყენას მაინც.

ნათიას და სანდროს ურთიერთობა უარესად გართულდება, სანდრო საყვარელი ქალის დაკარგვის შიშით უარესებს ჩაიდენს, ნათია კი უფრო მეტად გაუწევს წინააღმდეგობას რაც ორივეს უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს.
ნიკას რაც შეეხება მასაც აერევა თავგზა :)
ლალის და მიას ურთიერთობას რაც შეეხება არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, ის ასეთი ეგოისტი დედაა და მეტი არაფერი.

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ დავიწყებ იმით, რომ...მე გაჰაჰავებ, თან შუა კითხვისას მიჩნდება ეგ ემოცია :D :D.

მერე მეორე, შენ კიდევ ვერ გაიგე მკითხველი რას გეუბნებოდა ან არ გინდა გაგება. გავიგეთ რომ მხოლოდ შენს გარშემო ბნელა და მკითხველი და დანარჩენი სამყარო ნათელში ცხოვრობს.
არც სიუჟეტს არ გიწუნებს არავინ, პირიქით. მაგრამ ხო შეიძლება ერთი წინადადება ისე დაიწეროს, რომ შვიდი "იყვირა"(მაგალითად) არ იყოს. არაფერი არ სჭირს არც ამ ისტორიას, მაგრამ ერთიდაიგივე მძაფრი/უსიამოვნო/ნეგატიური სიტყვების გამოყენებით ძაბავ, სულ ესაა!
ოჰ ოდიში ბატონო, რომ თუნდაც ბებიას გარდაცვალებას გვერდი ვერ ავუარე და აღვნიშნე, კიარადა ლამის ვიტირე.
ან ჩვენი კრიტიკა ამ საიტზე არ გაიშვა არსად. წერ, კითხულობენ და რა ემოციაც რჩებათ წერენ, ვწერთ.
ვაახ!

სანდროზე და ნათიაზე მეცინება გულიანად , აი მოუთმენლად ველი კიდევ რას იზამენ :))))). თან რომ გიწერია კიდევ უამრავ ტკივილს მიაყენებენ ერთამანეთსო, ხმით გამეცინა :))).
ლალი, ზუსტად ისეთივე დედაა როგორი შვილებიც ჰყავს: უსუსური და მოძალადე.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

grafo
ჯერ დავიწყებ იმით, რომ...მე გაჰაჰავებ, თან შუა კითხვისას მიჩნდება ეგ ემოცია :D :D.

მერე მეორე, შენ კიდევ ვერ გაიგე მკითხველი რას გეუბნებოდა ან არ გინდა გაგება. გავიგეთ რომ მხოლოდ შენს გარშემო ბნელა და მკითხველი და დანარჩენი სამყარო ნათელში ცხოვრობს.
არც სიუჟეტს არ გიწუნებს არავინ, პირიქით. მაგრამ ხო შეიძლება ერთი წინადადება ისე დაიწეროს, რომ შვიდი "იყვირა"(მაგალითად) არ იყოს. არაფერი არ სჭირს არც ამ ისტორიას, მაგრამ ერთიდაიგივე მძაფრი/უსიამოვნო/ნეგატიური სიტყვების გამოყენებით ძაბავ, სულ ესაა!
ოჰ ოდიში ბატონო, რომ თუნდაც ბებიას გარდაცვალებას გვერდი ვერ ავუარე და აღვნიშნე, კიარადა ლამის ვიტირე.
ან ჩვენი კრიტიკა ამ საიტზე არ გაიშვა არსად. წერ, კითხულობენ და რა ემოციაც რჩებათ წერენ, ვწერთ.
ვაახ!

სანდროზე და ნათიაზე მეცინება გულიანად , აი მოუთმენლად ველი კიდევ რას იზამენ :))))). თან რომ გიწერია კიდევ უამრავ ტკივილს მიაყენებენ ერთამანეთსო, ხმით გამეცინა :))).
ლალი, ზუსტად ისეთივე დედაა როგორი შვილებიც ჰყავს: უსუსური და მოძალადე.

სულ მაინტერესებდა ვინ მაჰაჰავებდა და გამოჩნდი როგორც იქნა :D
მოკლეთ როგორც ვხვდები ერთ ისტორიას ვერ დავწერ ისე რომ კრიტიკა არ დავიმსახურო :D
მკითხველი რასაც მეუბნებით მესმის, მაგალითად თანაგრძნობის თემას გვერდი რომ ავუარე ძალიან აღგაშფოთეთ მკითხველი, ამიტიმ აწი ამ თემას ყურადღებას მივაქცევ, ამ ისტორიაშიც ბევრ თემას შეეხო მკითხველი რაც ასე Ვთქვათ ზერელეთ დავწერე და ამასაც მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ჩემს ისტორიებში სულ იქნება ყვირილი ჩხუბი და არეულობა იმიტომ რომ მე ასე გადმოვცემ იმ სათქმელს და ემოციას რაც მინდა რომ ამ ისტორიი გადმოვცე :)
ზოგადად მაინც ვერ გავიგე რატომ იწვევს ჩემი ისტორიები ასᲔთ განცდებს, ეს ხომ უბრალოდ ისტორიააა :)

 


№10  offline წევრი A.N.A

ნეაკო
grafo
ჯერ დავიწყებ იმით, რომ...მე გაჰაჰავებ, თან შუა კითხვისას მიჩნდება ეგ ემოცია :D :D.

მერე მეორე, შენ კიდევ ვერ გაიგე მკითხველი რას გეუბნებოდა ან არ გინდა გაგება. გავიგეთ რომ მხოლოდ შენს გარშემო ბნელა და მკითხველი და დანარჩენი სამყარო ნათელში ცხოვრობს.
არც სიუჟეტს არ გიწუნებს არავინ, პირიქით. მაგრამ ხო შეიძლება ერთი წინადადება ისე დაიწეროს, რომ შვიდი "იყვირა"(მაგალითად) არ იყოს. არაფერი არ სჭირს არც ამ ისტორიას, მაგრამ ერთიდაიგივე მძაფრი/უსიამოვნო/ნეგატიური სიტყვების გამოყენებით ძაბავ, სულ ესაა!
ოჰ ოდიში ბატონო, რომ თუნდაც ბებიას გარდაცვალებას გვერდი ვერ ავუარე და აღვნიშნე, კიარადა ლამის ვიტირე.
ან ჩვენი კრიტიკა ამ საიტზე არ გაიშვა არსად. წერ, კითხულობენ და რა ემოციაც რჩებათ წერენ, ვწერთ.
ვაახ!

სანდროზე და ნათიაზე მეცინება გულიანად , აი მოუთმენლად ველი კიდევ რას იზამენ :))))). თან რომ გიწერია კიდევ უამრავ ტკივილს მიაყენებენ ერთამანეთსო, ხმით გამეცინა :))).
ლალი, ზუსტად ისეთივე დედაა როგორი შვილებიც ჰყავს: უსუსური და მოძალადე.

სულ მაინტერესებდა ვინ მაჰაჰავებდა და გამოჩნდი როგორც იქნა :D
მოკლეთ როგორც ვხვდები ერთ ისტორიას ვერ დავწერ ისე რომ კრიტიკა არ დავიმსახურო :D
მკითხველი რასაც მეუბნებით მესმის, მაგალითად თანაგრძნობის თემას გვერდი რომ ავუარე ძალიან აღგაშფოთეთ მკითხველი, ამიტიმ აწი ამ თემას ყურადღებას მივაქცევ, ამ ისტორიაშიც ბევრ თემას შეეხო მკითხველი რაც ასე Ვთქვათ ზერელეთ დავწერე და ამასაც მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ჩემს ისტორიებში სულ იქნება ყვირილი ჩხუბი და არეულობა იმიტომ რომ მე ასე გადმოვცემ იმ სათქმელს და ემოციას რაც მინდა რომ ამ ისტორიი გადმოვცე :)
ზოგადად მაინც ვერ გავიგე რატომ იწვევს ჩემი ისტორიები ასᲔთ განცდებს, ეს ხომ უბრალოდ ისტორიააა :)



იმიტომ იწვევს რომ იდეა კარგია და უკეთესად გადმოცემული მართლა კარგი გამოვა ნეა. კრიტიკა ყველგანაა, არ იფიქრო სხვა ავტორებს არ უწევთ კრიტიკის ატანა. ყოველთვის იქნება ისეთი ხალხი ვისაც მოეწონები და ვისაც არ მოეწონები.
არ გიფიარია, თუ შენთან სიბნელეა მაშინ ნათელზე წერო?
აი მაგალითად შეიძლება წერო რაზეც ოცნებობ. დარწმუნებული ვარ ეს მაინც არ იქნება აგრესიული.
მე არ ვამბობ იდეალური პერსონაჟები უნდა გყავდეს მეთქი, თუმცა თუ მათ ამდენ მინუსს გვაჩვენებ, მაშინ მათი პლიუსებიც დაგვანახე.
მაინც ამბობ რომ ნათიას და სანდროს ურთიერთობა კიდევ დიდხანს იქმება ასე. რაც სავარაუდოდ ისტორიის სიდიდისთვის გჭირდება, თუმცა შენ ისედაც შეგიძლია წერო დიდი ისტორიები და არა გაწელილი. ხომ მიმიხვდი?
წინა ისტორია რომ დაიწყე, არ ვაპირებსი წაკითხვას და რამდენიმე რომ დადე მე მერე დავიწყე.
ეს რომ ასე მალე დაიწყე ვაღიარებ კეთილი შურით შემშურდა ასე მალე სიუჟეტის მოფიქრება როგორ შეძლო მეთქი. ამისი წაკითხვაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც "შემომეკითხა". ინტერესი მაქვს ხვდევი? აგრესიით არ გამიქრო გრთხოვ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მოდი ძმურად (:D), სიტყვა “კრიტიკა” დაივიწყე და შენი ცხოვრება ამით მაინც გააფერადე. სხვა რანაირად გითხრა.
ყოველი ახალი თავის მერე რა ემოციასაც მკითხველში ტოვებ-თ იმას ვწერთ, ვაახ. მე ზუსტად ვიცი რომ ამას ვაკეთებ. რატომ უნდა გაკრიტიკო, მეხმარები დროის გაყვანაში შენი ისტორიებით.
ვერც ის გაიგე რომ, ისტორიაში ყვირილი და ჩხუბი არისო მაგას რომ არ გეუბნები-თ. ერთ წინადადებაში 100ჯერ “დაუყვირა” არ უნდა იყოს ნახსენები. ერთიდაიგივე სიტყვების გამოყენებით იძაბება მხოლოდ შენი ისტორია.
მაგრამ, ახლა ნამეტანი პირადში მივდივარ ისევ და წინასწარ მომითხოვია ბოდიში...მანდ ორი მომენტი შეიძლება იყოს რახან ასე გეწერინება: 1. მხატვრული ლიტერატურისგან შორს ხარ, თუნდაც საბავშვო 2. გარემო.
როგორ ავხსნა...მაგ: მე ხშირად მეუბნებიან რომ თურმე არისტოკრატივით ვსაუბრობ :)). მიყვარს დალაგებულად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად საუბარი, კიდევ პირდაპირიბა გამომრჩა, რადგან ტყუილი საერთოდ არ ვიცი. არ მინდოდა და არ ვისწავლე :). როცა პასუხად “ტლიკინს” ვღებულობ, მაქსიმუმ 1-2ჯერ გავიფართხალო და ავუხსნა, მერე ვეშვები იმ ადამიანს, რადგან ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება მათი ენა შემომესწავლოს, მე კიდევ ეს არასდროს არ მდომებია.
ის საუბარი როგორსაც შენ წერ, გასაგებია, მაგრამ შემცირება და ცოტა მხატვრულობის “მინიჭება” ისტორიისთვის არ უნდა იყოს პრობლემა, ისევ შენი თავისთვის. ანუ ყველა ისტორიაში ერთიდაიგივე სიტყვები კამათის აღწერისას, არავითარი განსხვავება.
მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან წერე ისე როგორც გინდა და დაიკიდე მკითხველი, ან გაითვალისწინე რამე.
ეს შემოტევა რა უბედურებაა, რინგზე ხომ არ ვართ?!
მშვიდად, წყნარად, ზრდილობიანად ვისაუბროთ.

ისტორიის განცდას რაც შეეხება, ვიტყვი მენილიონედ კიდევ :)). კარგი სიუჟეტები გაქვს და მკითხველს გამართული ისტორია უნდა. სულ ეს არის. გამართულში ბანალურობა და ენის ჩლიფინით საუბარი არ იგულისხმება, არამედ რაც ზემოთ დავწერე ის ყველაფერი.

პ.ს. მივხვდი რომ დაგაინტერესებდა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა.
იცოდე იმ “ჰაჰავზე” არ გაბრაზდე. დაცინვა არ არის, გულიანად მეცინება :*

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

ახალ თავს როდის დადებ?

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა ლიკა

როდის დადებ კიდევ??

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა კარგია საინტერესო წასაკითხი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent