შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ღალატი (თავი 4)


12-01-2021, 21:29
ავტორი -nastia-18
ნანახია 1 674

ნუცის მოსვლამდე ყავა მივირთვი, საწოლზე წამოვწექი და ისევ ტელეფონი ავიღე youtube- ჩავრთე და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ისევ ფიქრებში ჩავიძირე.

სადღაც ოცი წუთი იქნებოდა გასული, კარებზე ზარის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან, ნუცი იქნება ვამბობ გულში და კარების გასაღებად ჩავდივარ პირველ სართულზე. არც კი მიფიქრია გარეთ გახედვა თუ ვინ იყო და კარებს ვაღებ.
ქანდაკებას ვემსგავსები,სახეხე ცისარტყელას ფერებმა გადამიარა,გავთეთრდი, გავშავდი, გავლურჯდი, როცა ნუცის მაგივრად ნიკა დავინახე, კარების დაკეტვა ვცადე თუმცა ნიკამ დამასწრო და ფეხით შეუშალა ხელი კარების დკეტვას.

-ანა გთხოვ ამ ერთხელ მომეცი შანსი და მერე თუგინდა გამაგდე შენი სახლიდან.

- შენ დღეს აქ არუნდა იყო, შენი ესემესები სხვას ამბობდა, ნიკა გთხოვ რო წახვიდე, არმინდა შენთან საუბარი, სადაცა ნუციც მოვა და არმინდ ჩვენი კამათის მომსწრე გახდეს.

- ნუცი არ მოვა ანა! გზაში შევხვდი და ველაპარაკე ასე რომ გთხოვ შემომიშვი ან ძალით შემოვალ და სანამ არ მომისმენ აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

ოჰ ღმერთო! ძალიან მომენატრა! რეალურად მისი ნახვაც და მასთან საუბარიც ძალიან მინდა თუმცა არ შემიძლია გული ძალიან მატკინა და ამას ასე მარტივად ვერ შევეგუები.

-იდიოტო! როგორ გაბედე ნუცის უკან გაბრუნება?! რაც შემიძლია კარებს ძლიერად ვაწვები და არ ვაძლევ შემოსვლის უფლებას თუმცა როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა, აქამდე ძალა არ გამოუყენებია და ეხლა უკვე მოთმინების ფიალა აევსო კარებს მთელი ძალით აწვება და სახლში შემოდის,კარებს შიგნიდან კეტავს და ჩემსკენ ბრუნდება.

- შენ რა სულ გაგიჟდი? იმ ყველაფრის შემდეგ როგორ შეგიძლია ასე მოქცევა და სახლში ძალით შემოვარდნა? ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან უკვე გითხარი რომ შენთან ლაპარაკი არმინდა თქო და რაც არუნდა გააკეთო არმოგისმენ.

ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს ანა დადიანო! - მეუბნება და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება უხეშად მკლავზე ხელს მიჭერს თავისკენ მიზიდავს და მკლავებში მიქცევს. ახლაღა ვხვდები რომ ნასვამია, ალკოჰოლის სიგარეტის და დუხის ერთმანეთში არეულმა სუნმა ცხვირი ამიწვა.

ხელს ნიკაპზე მკიდებს და თავს მაწევინებს.
- ანა! მიყვარხარ! გესმისს მიყვარხარ! და არვაპირებ შენს დაკარგვას, არ გთხოვ რომ ადგე და ასე უცებ მაპატიო ის რაც გაგიკეთე, ვიცი რომ გული გატკინე და ამისთვის ძალიან ვწუხვარ, იმ ღამის შემდეგ მოსვენება დავკარგე გესმის? და კარგად იცი რომ მე შენ არ გიღალატებდი ძალიან უგონოდ ვიყავი, ბიჭებთან ერთად გავედი დასალევად და ვიღაცამ სასმელში რაღაც ჩამიყარა, დღემდე ვერ გავრკვეულვარ ვინ და რატო გააკეთა ეს მაგრამ ეს ნებით არ გამიკეთებია და ეს შენც კარგად იცი.გთხოვ რომ დაფიქრდე და რამე სულელური გადაწყვეტილება არ მიიღო.

მინდა ვუყვირო გავლანძღო რა ტკივილიც მან მომაყენა ყველა ერთიანად ამოვიღო გულიდან მაგრამ ამის გაკეთებაც კი არ შემიძლია ვიცი რომ არ მატყუებს, ტყუილისგან ძალიან შორს დგას, მასთან ასე ახლოს ყოფნაც კი მაბნევს, თავბრუსმიხვევს, და გონებას მიფნტავს.

- ნებით გააკეთე თუ უნებლიეთ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვართ და ვერც კი წარმოიდგენ ეს ჩემთვის როგორი ასატნი და გადასატანია.
შენს მაგივრად მე რო.... სიტყვის დასრულება არ მაცადა ეგრევე ტუჩებზე დამაცხრა. გავაცნობიერე თუარა მისი საქციელი ხელი ვკარი და ბოლო ხმაზე ვუყვირე
- მეორედ არ გაბედო გესმის?! ვუყვირი და სილაც გავაწანი.
გარტყმას ნამდვილად არ ვაპირებდი არვიცი რა დამემართა, ანთებული თვალებით შემომხედა მისი ასეთი ცეცხლივით მოელვარე თვალები არასდროს მინახავს, შემეშინდა.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არაფერი აღარ გაუკეთებია წასასვლელად გაბრუნდა და სანამ კარებიდან გავიდოდა ბოლო სიტყვები თქვა.
- შენ ჩემი ხარ ეს დაიმახსოვრე, მე შენს დაკარგვას არ ვაპირებ რა ფასადაც არუნდა დამიჯდეს მაინც დავიბრუნებ ძველ ანას და შსნც მაპატიებ ამას გპირდები.

მის ბოლო სიტყვებთნ ერთად დამტოვა მარტო, კარებიდან გავიდა თუარა კარებს მივვარფი გადავკეტე იქვე ჩავიკეცე და მთელი ხმით ავტირდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს ძალიან მომეწონა მაგრამ აირივნენ რა ხდება საერთოდ ესე ძაან თუ უყვარს როგორ უღალატა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent