40 საშობაო ანგელოზი (თავი 8) - ერკე მიდასითავი 8 რა მოუვიდა გიორგის სინამდვილეში 9 დეკემბერი გარბოდა, თავადაც არა იცოდა საით, ან რატომ, მაგრამ გარბოდა. ახლა ისეთი გარემო სჭირდებოდა, სადაც თავს მარტო იგრძნობდა. სულის შემოგარენში თავისუფლების მიღწევის მცდელობით გრძნობებდამტვერილი ტილო ჩამოიღო თაროდან, თუმც სრულიად გალუმპულა... წვიმა ასველებდა, უწევდა ერთი შენობიდან მეორე შენობამდე სირბილით გაქცევა, ხან გაცამტვერებულ ბინებს აფარებდა თავს, ხან სიძველით ჩამონგრევის პირას მყოფ მარკეტებს, რომელთაც ერთი ხელის მიკვრა ეყოფოდათ გასაცამტვერებლად. თუმცა გაწუწულს მალევე აგდებდნენ მაღაზიის მენეჯერები, ზოგი კალამს ესროდა, ზოგი იმას რაც ხელში მოხვდებოდა იმ წამს, რათა მაღაზიის პრესტიჟულობა შეენარჩუნებინა. აფარებდა თავს კორპუსებს, რომლებიც წვიმას კი აკავებდნენ, მაგრამ სიცივეს და ყინვას უშვებდნენ, აქაოდა თავისუფალი სივრცე ვარ, მათაც სჭირდებათ გაექცნენ ამ უმოწყალო წვიმასო. დასჭექა! გულიდან თითქოს სიცოცხლის ნაწილი ამოუხტა... გრძნობდა როგორ ებჯინებოდა ნეკნებს და მთელი ძალით ურტყამდა. ნაწილობრივ იმაზე ფიქრობდა რაც მოხდა, მთელ თავის განვლილ წლებზე ფიქრობდა ჯერ, მისთვის ტანჯვას რომ დამსგავსებოდა. თითქოს იმ ოჯახში დაიბადა სადაც არ უნდა დაბადებულიყო, თითქოს უფალს შეეშალა, შეცდომა დაუშვა, მიუხედავად იმისა რომ იგი შეცდომებს არ უშვებს. ფიქრობდა - „იქნებ ჩემი გაკვეთილის სასწავლად მოხდა ეს. რათა მესწავლა, განსხვავება მენახა ყველაფერს შორის და საკუთარი ნებით ამერჩია. მე ავირჩიე, მაგრამ რა მივიღე საფასურად?“ კვლავ დასჭექა, იმაზე ძლიერად ვიდრე პირველ ჯერზე. ყველაფერი განათდა ირგვლივ. გადაწყვიტა გზა განეგრძო და სადმე უფრო თბილი ადგილი ენახა. ქუჩაში არავინ იყო, ყველა სახლებში შეყუჟულიყო და თავის საყვარელ საქმიანობას ეწეოდა. მათ სულ არ აინტერესებდათ ქუჩაში ამ ძლიერ ქარიშხლიან-წვიმიან ამინდში დარჩენილი პატარა ბიჭი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს მყოფი იბრძოდა. -სოფი, - ჩაილაპარაკა და ქარს გაჰყვა მისი სიტყვები. - მიყვარხარ. შარაზე გავიდა, ტაბიძის ქუჩაზე მიაბიჯებდა. გზები იმდენად სველი იყო, გუბეებში დადიოდა, ფეხები უსველდებოდა და შეციებული მეტად კანკალებდა. გრძნობადა მასაც მოსწეოდა დასასრული. ეს იყო დღე მისი განკითხვისა, მისი დასასრულისა, რომელიც მალე დადგებოდა. გზის ბოლოს, პატარა მიტოვებული თავშესაფრის მაგვარი რამ დაინახა. შენობა, სადაც არც შუქი ენთო და არც რაიმე ნასახი იყო ვინმეს ყოფნისა. „საბოლოოდ მაინც არ გამწირე უფალო, მადლობა.“ ცას ახედა, თუმც მსხვილი წვეთების თვალებში ჩასვლის შემდეგ მალევე ჩამოსწია თავი დაბლა. ირგვლივ ისედაც ჭირდა რამის გარჩევა, ახლა მეტად უჭირდა. ბუნდოვნად მოჩანდა იქაურობა, თუმცა ის იცოდა წინ რომ უნდა ევლო და ავტომობილების მოახლოებას კი ანთებული ფარები ამცნობდა. იმ ქუჩებზე, სადაც თავად ევლო, უმეტესწილად საცობები შეექმნა წვიმას, რამდენიმე ადგილას კი წყლის მილები დაეზიანებინა, ან ახლად დაგებული ასფალტი უკანვე ამოეგდო და ახალი გასაკეთებელი შეიქნა. ჭავჭავაძეზე დიდი ტრაილერი მოსრიალებულიყო და უიმედოდ ელოდა მისი პატრონი დახმარებას, სხვა მძღოლები კი ლანძღვა-გინებით უვლიდნენ გზას, თუმცა უკან დაბრუნება უწევდათ და ეს დიდ დროს მოითხოვდა ცალ-მხრივი მოძრაობისას, ვინაიდან ყველა ავტომობილს უნდა დაეხია უკან, რათა პირველს საერთოდ გაეღწია იმ სამარხიდან. 10 დეკემბერი მშვიდად, უსიზმროდ ეძინა ბიჭს. გატეხილი ფანჯრებიდან მზე იჭყიტებოდა, ანუ უკვე დილა იყო. თვალის გახელისთანავე კუჭი სიგნალს აძლევდა, შიმშილს მოეკითხა ცარიელი ურმით, ცხენზე გაჭიმული მჯდარი აქეთ-იქით იყურებოდა და სალამს ეუბნებოდა მას. სინანულის გამოხატვაც კი არ შეეძლო, ვინაიდან დაცარიელებული მოსულა. ფეხზე წამოდგა და ფიქრები მოიცილა შიმშილზე. ხელი აიქნია და უბრალოდ კუთხეში მიყარა. -ასე უკეთესია. როდესაც წამოდგა ფეხები სტკიოდა, ბევრ სიარულს დააბრალა, ფეხსაცმელი ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და ჭყიპინებდა. მუცელში კი მკვეთრ ტკივილს გრძნობდა. კვლავ შიმშილს დაუბრუნდა, მაგრამ ეს არ იყო შიმშილისმიერი ტკივილი, რაღაც სხვა იყო. იხსენებდა რამეს ხომ არ მიეჯახა, ან იმის ბრალი ხომ არ იყო ფეხი რომ წამოკრა ქვას და ქარის წნევის ძალით წინ გადავარდნილმა რამდენიმე ბრუნი რომ გააკეთა. მაშინ კეფა ეტკინა მხოლოდ, რასაც ახლაც ძლიერ გრძნობდა, ხელის დადებითაც და ისეც. თავიც ტკიოდა, უხურდა მთლიანად. – „ეტყობა ტვინი მეხარშება და გარეთ გამოსვლას ცდილობს.“ - იხუმრა თავისთვის, აბა მოსასმენად გვერდით არავინ ჰყავდა. ჭრიალის ხმა გაისმა, კარის ხმას მიამსგავსა, რითიც შემოვიდა თავად. - ნახეთ ბიჭებო აქ ვინ გვყავს. - ჩაიცინა ვიღაცამ და მეორეს მაგრად დაარტყა მკლავზე. - ჩვენი ბუდე უპოვნია და დაუსაკუთრებია. შეხედეთ, შეხედეთ. -სალამ. - მიესალმა ბიჭი მათ და მიუახლოვდა. - თქვენი თავშესაფარია? არ ვიცოდი ნამდვილად, გუშინ მჭირდებოდა და კარგად დამეხმარა, დიდი მადლობა ბიჭებო. წასვლას ვაპირებ. -მეიცა მეიცა. - ახლა სხვამ ამოიღო ხმა. შავებში გამოწყობილმა ბიჭმა, რომელსაც პირში სიგარეტი ალმაცერად გასჩროდა. - შენა ძამი აქ გეძინა? -დიახ, და... -არანაირი და, ბრატ. შენ ჩვენს სახლში შემოიჭერი და წაბილწე. -რას ქვია წავბილწე, ბიჭებო, უბრალოდ მეძინა, მიტოვებულს ჰგავდა, დამშვიდდით. -რას ქვია წაბილწე? - ბიჭი ფიქრობდა, ეს ვინაა ჩემს ნათქვამს რომ იმეორებს წარამარა და რა უნდათ ჩემგანო, უკან იხევდა მაგრამ უკნიდან ვიღაცას მიეჯახა. სულ ხუთნი იყვნენ. ერთი კართან დადგა, ოთხი მათგანი კი გარს შემოეხვივნენ და კითხვებზე პასუხს აიძულებდნენ. - შეხედე, სადაც იწექი როგორი სველია იქაურობა? ერთი შეხედვით ჩანს სად იწექი ბიჭო. -ა, ახლავე მოვწმენდ, გავასუფთავებ. -სად მიდიხარ, დაეტიე-თქო. - კვლავ აგრძელებდა სიგარეტ-პირში-გაჩრილი ტიპი საუბარს, ისეთი ინტონაციით თითქოს ძალით ცდილობს ვიღაცის შეშინებასო. - როცა ვსაუბრობ ზურგს ნუ მაქცევ, თორე ამ ბიტით, - შარვლიდან გრძელ ბეისბოლის ბიტას იღებს და აჩვენებს. - თავს გაგიტეხავ, გესმის? მეორედ არ გაბედო ზურგის შექცევა, როცა ვსაუბრობ ბოლომდე მისმენ. ხომ გაიგე? თავს უქნევს უხმოდ. -მე ვსაუბრობ, შენ მისმენ. რთულია რამე? - თავს აქნევს ხელმეორედ ყმაწვილი. მის სხეულს გუშინდლიდან მოყოლებული კანკალი არ შეუწყვიტავს. -ერთი... - საუბარი ბიტის მოქნევამ გააწყვეტინა ბიჭს. ბიტა პირდაპირ ყბაში მოხვდა, კბილები ერთმანეთს მწარედ მოხვდნენ და რამდენიმე კბილის ჩატეხვაც გამოიწვიეს. სისხლი გადმოსდინდა პირიდან და უღიმღამოდ დაეცა ძირს. - არა, ფიჭეფო... არ გნდათ. - ძლივს გასაგონად თლიფინებდა. სიტყვებს ბოლომდე ვეღარ აბამდა და ვერც გარკვეულ ასოებს ვერ ამბობდა. პირსაც გაჭირვებით აღებდა და ხურავდა. - მოი... - ერთი მოქნევა ბიტის და ახლა ბეჭებში მოხვდა ბიჭს. ძვლების მტვრევის ხმა გარკვევით გაისმა, მაგრამ არ შეიმჩნიეს, მხოლოდ ერთმანეთს ღიმილიანი სახეებით ელაპარაკებოდნენ და დასცინოდნენ ქვევით მდგომს, თითქოსდა მათ ფერხთით მონასავით გართხმულიყო. იგი წაიქცა და სახით დაეცა გაუხეშებულ და ამოლეწილ ცემენტს, სისხლის წვეთები ასევე მასაც ხვდებოდა და ძირს იქცეოდა. -ჰა? რა ქენი ახლა? ჩემს სამყოფელს სვრი მეგობარო, ეს არ გეკადრება! ხომ გითხარი ამას ნუ სჩადიხარ-თქო. მგონი ბევრს არ ვითხოვ შენგან, არა? მაგრამ მაინც მისვრი იატაკს. - ბიტა გვერდით მოისროლა, თითქოს შეხურდაო, პიჯაკიც გაიხადა, კისერი აქეთ-იქით მოგრიხა, ძვლების ტკაცა-ტკუცი რომ გაისმა და რაიმე მომზადების და გაფრთხილების გარეშე დაგდებულს წიხლი ჩააზილა მხარში. ამის გაკეთება და ოთხივესთვის სიგნალის მიცემა ერთი იყო. კართან მდგომი უკეთ დარაჯობდა იქაურობას, ხოლო დანარჩენებმა წიხლები დაუშინეს ამ უცოდველ და საწყალ ბიჭს, რომელიც მხოლოდ თავშესაფარს ეძებდა. მამა იოანეს სიტყვებზე ფიქრობდა. ცდილობდა ყველაფერი გაეთიშა. ყველა გრძნობა, არ ეფიქრა ტკივილზე. ეფიქრა მხოლოდ უფალზე და მისი იმედი ჰქონოდა ყველაფერში. მართლაც, რასაც ისინი უკეთებდნენ მისთვის არაფერი გახდა. ვერაფერს გრძნობდა, თითქოს სამყაროს გამოეთიშა, თითქოს სხეულიდან გავიდა და ისე დაჰყურებდა როგორ უზიანებდნენ მისსავე სიცოცხლის ჭურჭელს, როგორ ცდილობდა ხუთი ცუდ გზას დამდგარი ბიჭი ერთი ჩვეულებრივი ყმაწვილის დაჩაგვრასა და განადგურებას. ამაზე ფიქრები გულს ურევდა, მაგრამ სხვა რამეზე უნდა ეფიქრა, ისეთ რამეზე რაც არ იქნებოდა კავშირში ამ ყველაფერთან. უეცრად ჭრიალის ხმა კვლავ გაისმა. გაგიჟებული შემოვარდა ვიღაც. იმდენად ძლიერად მოერტყა კარზე, რომ მის უკან მდგარს სახეში მოხვდა და საგრძნობლად შორს მოისროლა. ბიჭი ზოლიან შარვალში, უბრალო ადამიანს ჰგავდა, თავისი უბრალო გამომეტყველებით, თუმცა მისი გამომეტყველება ახლა უფრო მეტად მრისხანებას ჰგავდა, მრისხანებით იყო მოცული მისი სახე, მუშტები კი საჩხუბრად გამზადებულიყო. -ლადო, ირაკლი, საშა, რას შვრებით თქვენი! - ამოიგმინა ბიჭმა და მათკენ გაიქცა. ამ ერთი შეხედვით წყნარმა და მშვიდმა ადამიანმა, უეცრად რამდენიმე სალტო გააკეთა, ხელებზე დადგა და ფეხებით დატრიალდა, ისე რომ მისი ფეხები ოთხივეს მოხვედროდა. მწარე აღმოჩნდა. სახეში მოხვდა ორმოცდაორი ზომა კეტები ყველას, ორი მათგანი მაშინვე გამოეთიშა თამაშიდან, ხოლო ორი წამოდგა და ჯიბეებიდან დანები ამოიღეს. -შენ რაღა გინდა აქ, შე გაქუცულო. -ახლა ვნახავთ ვინ არის გაქუცული, შე ჭორფლიანო . - სხარტად დაუბრუნა პასუხი და მოწინააღმდეგეებს დაელოდა. ჯერ ის სიგარეტიანი ბიჭი მივარდა და რამდენჯერმე მოუქნია ხელი. ისე იქნევდა მისთვის სულ ერთი იყო სად მოხვდებოდა დანა, მთავარი იყო მოხვედროდა. სტუმარი როგორც შეეძლო იცილებდა მას, თუმცა ერთმა მოქნევამ ლოყა გაუკაწრა. სისხლის კვალი დატოვა, მაგრამ ამას არ შეუჩერებია, ფეხი აიქნია და ისე დაიჭირა მისი ხელი. თავისკენ მოსწია და დანა გამოართვა, ამის შემდეგ ისე ძლიერ მოგრიხა ფეხი რომ მწარე ყვირილი და გნიასი გაისმა. ხელი გადაუგრიხა და როდესაც ეს გააკეთა სახეში მუშტი საკმარისი იყო მის გასათიშად, ტკივილისგან გონება დაკარგა. -მომწყდი აქედან! - უყვირა უცნობმა ბიჭმა მას, ვინც ასევე დანითა და იქვე დაგდებული ბიტით ხელში აპირებდა მასთან ჭიდილს. ერთი შეფიქრება, ნელ-ნელა წინ მიიწევდა, მაგრამ როდესაც გადახედა თავის მეგობრებს გადაიფიქრა და მაშინვე გაიქცა იარაღის დაუყრელად. -ეს რა გიქნეს ღმერთო! - თავში იტკიცა ხელები და ხელი გაუწოდა ძირს დავარდნილს. -მ...ა...დ...ლ...ო...ბა. - დამარცვლით ძლივს წარმოთქვა ერთადერთი სიტყვა. -არაფერია, მაგ მათხოვრებს რამდენი ვინმე უცემიათ ასე, სწორედ მათთვის ვსწავლობ ასე ჩხუბს, რომ დაჩაგრულები დავიცვა და საკუთარი თავიც. ჰო, მართლა... მე ანთიმოზი მქვია, მოგესალმები. -გა..მ... -კაი არ გინდა, ბოლომდე ნუ იტყვი. - წამოაყენა, მხარში მოჰკიდა ხელი და გზას გაუყენა. - აქვე ვცხოვრობ, თავშესაფარში და მიგიყვან, ცოტაც მოითმინე. - ერთი აიღრინა და გული მოიფხანა. - უუხ! მე მაგათი... როგორი არა ადამიანები არიან. არა ადამიანები. ვერ ვიტან. სამ სართულიანი შენობის გასწვრივ რომ დადგნენ ცოტა ხნით შეასვენა ანთიმოზმა და შენობას შეახედა. -ხედავ? აქ გავიზარდე... თუმცა სიმართლე გითხრა აქედან გაქცევა მინდა. ერთხელაც იქნება გავიქცევი კიდეც... აუცილებლად გავიქცევი. - როდესაც კითხვის მიერი მზერა შეავლო ბიჭმა უპასუხა: - რატომ? იმიტომ რომ ოჯახი მინდა, საკუთარი ოჯახი, რა თქმა უნდა ნამდვილ დედ-მამას ვერ ვეღირსები, მაგრამ იმაზეც თანახმა ვარ ვინც მიმიღებს და საკუთარ შვილად მიმიჩნევს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის. - თქვა და დაჭრილს შენობაში შეუძღვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.