შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |12|


14-01-2021, 17:53
ავტორი Âme
ნანახია 559

ზუსტად ასეთი წარმოედგინა ზღვა, მღელვარე და მშვენიერი. გზაზე, ალაგ-ალაგ, ტანწვრილი და თავქოჩრა პალმები იწონებდნენ თავს . სანაპიროს ზოლად გასდევდა ბუჩქოვან ბალახთა გროვები და მეტად უცხო შესახედაობას სძენდა იქაურობას. ტალღები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ , რომელი მოასწრებდა და შეეხეთქებოდა აქა-იქ ამოჩენილ ქვებს. უკუქცევისას კი , წყალზე ატორტმანებული თეთრი ქაფი სადღაც, სიღრმეში იწურებოდა. თვალებს ვერ უჯერებდა . წინ ნამდვილი მშვენიერება იშლებოდა და მისით დასატკბობად იწვევდა. ანარა თავისთვის იჯდა , მარტო. ცურვა არ იცოდა და ერიდებოდა წყალში შესვლას, სურვილი კი კლავდა. ზღვიდან მონაბერი ნიავი საყვარელივით ეხვეოდა ყელზე, და ლავიწებს ქვეშ შეფარებულ მკერდზე ეკალს აყრიდა. ნახევრად დახუჭული, მინაბული თვალები ჰორიზონტისთვის გაესწორებინა და თითებს თბილ ქვიშაში ათამაშებდა. ერთიანად მოშვებულიყო სხეული და სიამოვნებაში გადაკარგულიყო. თითქოს, ხელის გულივით გადაშლილი სანახაობის ნაწილად იქცა და მასში, ცის კამარაზე ჩამოკიდებული, მოელვარე მზე ჩასახლდა. სანაპიროს ყველა მონაკვეთზე უამრავი ადამიანი შეკრებილიყო და სიცოცხლით გაევსოთ იქაურობა. წყვილები, ოჯახები, მეგობრები,- ყველანი თავისებურად ატარებდნენ დროს და ტკბებოდნენ ბუნების ამ მშვენიერი ქმნილებით. ნიკოლა მოშორებით დარბოდა. ლეონი ცდილობდა მასთან ახლოს ყოფლიყო და თვალთახედვის არედან არ იშორებდა. უცებ, სრიანტელმა აიტანა, შიში დაივიწყა, თხელი კაბა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო, ნელა წამოდგა და ზღვისკენ დაიძრა. ქვიშის წვრილი, ცხელი მარცვლების შემდეგ, სიცივე სასიამოვნოდ მოედო ტერფებს. ტალღებმა ჯერ-კოჭებზე, მერე-მუხლებზე აკოცეს. წვრილი თითები რამდენჯერმე ზემოდან გადაატარა ტალღებს. შემდეგ პეშვით ამოზიდა წყალი და გულზე დაიდინა. წელამდე რომ შევიდა, გაჩერდა. რხევა ედებოდა კანზე და მთელი სხეულით მიჰყვებოდა მას. თვალდახუჭულს მზისკენ მოეღერა ყელი და თითქოს მოშიშვლებული მხრებით მის სხივებს ეკეკლუცებოდა. შორიდან დაძახებული თავისი სახელისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება. ნიკოლას და ლეონს თავი მიენებებინათ თამაშისთვის და მასთან მოსულიყვნენ. თავიდან, ცარიელი პირსახოცის დანახვისას შეშინდნენ, თუმცა, მალევე მოჰკრა თვალი ლეონმა ზღვაში მყოფს. რამდენჯერმე დაუძახეს, მაგრამ ანარას გონება იმდენად იყო გართული და მოწყვეტილი რეალობას, რომ არაფერი ესმოდა. ნიკოლა იქვე დასვა, თხოვა, დალოდებოდა. თავად კი, ტალღებში მოლივლივე ქალისაკენ დაიძრა . ანარა ისე ნატიფად მოძრაობდა, გეგონებოდათ რაღაც რიტუალს ატარებდა. თითქოს თავად ზღვას, მზესა და ზეცას ეცეკვებოდა. თავს ზემოთ აწეულ გამხარ ხელებზე თავხედად დარბოდნენ ნარინჯისფერი შუქები. ტალღები კი , უკვე მკერდს ეხეთქებოდნენ და ყელსაც უწევდნენ საამბოროდ. მეტად მგრძნობიარე გახდომოდა მთელი სხეული. იდგა წყალში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა , თითქოს ქალღმერთი იყო. თითქოს, ამ ყველაფრის ნაწილი იყო. ზღვის ზუზუნი მუსიკასავით ჩაესმოდა და სიამოვნებდა, დახუჭულ ქუთითოებს მზე რომ უთბობდა. მარილიან წყალს, კანზე შეშრობისას, თითქოს წკაპა-წკუპი გაუდიოდა. პირველად ისმენდა ბუნების მსგავს ჰარმონიულ ხმოვანებას და სრულიად წყდებოდა რეალობას. ლეონი იდგა , ალბათ კიდევ დიდხანს შეეძლო ტალღებს მინდობილი სხეულის ცქერა, მაგრამ მის ბაგეებს სახელი წამოცდა და უცბად, საკუთარი სახელის გაგონებისას, წამებში შეიცვალა ქალის თვალთახედვის არეალი. ჰორიზონტის მაგივრად, კადრში მკაფიოდ მოექცა ლეონის სახის გამოსახულება.
-ანარა, გეძახდით, ვერაფრით გაგაგონე. კარგად ხარ?- ხმაში ხავერდი ეტყობოდა ლეონს და უფრო მეტად უახლოვდებოდა.
-ბოდიში, ვერ გავიგონე,- თმაზე ხელი გადაისვა ანარამ და სხველი წამწამები რამდენჯერმე დააფახულა.
-დედა , ჩვენთან ერთად წამოდი რა , ვითამაშოთ,- ოცნებებიდან გამორკვევა ჯერ ვერ მოესწრო, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ნაპირზე მოხტუნავე ნიკოლა, შორიდან რომ იქნევდა ხელს და ხმამაღლა ყვიროდა. გაბრუებული, რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის გაჭედილი თავის დაღწევას ცდილობდა, ზურგიდან ტალღა რომ შეეხეთქა. ორივე წამორძიკდა და უნებურად აღმოჩნდა ლეონის მკლავებში. რამდენიმე წამიც არ იქნებოდნენ წყლის ქვეშ. მამაკაცმა ძლიერად მოხვია წელზე ხელი და დაეხმარა ფსკერზე მყარად დამდგარიყო. თმა სულ დასველებოდა, წყლის წვეთები წამწამებსა და ტუჩებზე ეკიდა. ლეონი ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა არეული, გაუგებარი გრძნობების უგულებელყოფას , რომელთაც, როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავგანწირვით ეწინააღმდეგებოდა. გრძნობდა , როგორ თრთოდა მის მკლავში მოქცეული სხეული ქარის ყოველი შემობერვისას, როგორ ეხებოდა პატარა მუცელი ტანზე. თითებით გრძნობდა ზურგზე დაყოლილ, იარებისაგან დარჩენილ ნაწიბურებს და ვერ გაეგო, ვინ იდგა მის წინაშე-ომგამოვლილი ამორძალი, თუ- წამის წინ, მზის ქვეშ მოცეკვავე წყლის ნიმფა. უყურებდა სხივთა შუქზე სულ სხვა ფერად მოელვარე თვალებს და ცდილობდა მასში არ ჩაძირულიყო...
-კარგად ხარ ?-იკითხა ისევ და ანარას ხმის გაგებას დაელოდა.
-აჰამ,-ყრუ და შეუმჩნეველი იყო დაბნეული ქალის პასუხი. თუმცა კი, იმდენად მკაფიო , რომ მამაკაცის ყურამდე მიეღწია. ლეონი ნაპირისკენ გაბრუნდა და ტალღის მოქცევასთან სინქრონში გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მაგრად ჩაჭიდა ანარას თითები მის წინ მიმავალისთვის, როგორც ახლად ფეხადგმული ახალშობილი და ცდილობდა, ამჯერად მაინც არ დაეკარგა წონასწორობა. ნივთებთან მიახლოებისთანავე დასწვდა ლეონი მზეზე ყოფნისგან გამთბარ, გაფუმფულებულ პირსახოცს და მხრებზე შემოახვია. ტანზე შემოიტარა თუ არა , ჩანთაზე მიფენილი კაბა აიღო და ფრთხილად გადაატარა სველ თმებზე. ინსტიქტურად, უთქმელად მიყვებოდა ანარა მის მოძრაობებს. ისეთი მზრუნველი იყო, ისეთი ყურადღებიანი.... ლეონი კი ცდილობდა თავი შორს დაეჭირა და თვალის გასწორებას ერიდებოდა.
-დედა, წამოდი ჩვენთან ერთად,-ისევ გაიმეორა ნიკოლამ და ხელზე დაეჭიდა.
-კარგი, წავიდეთ. ოღონდ , ჯერ ნივთები ჩავალაგოთ,- ბორძიკით დაეთანხმა ბავშს, თან ისე, რომ ლეონისთვის თვალი არ მოუცილებია.
-იარეთ, მე წამოვიღებ ყველაფერს,-სწრაფად უპასუხა ლეონმა და ხელით ანიშნა წასულიყვნენ. უცნაური გრძნობა არ შორდებოდა, მაგრამ, სხვა რა უნდა ექნა. ანარა შებრუნდა და ნიკოლასთან ერთად გააგრძელა გზა. ცდილობდა, მოწოლილი ფიქრები ღამის ბრიზივით ზღვის სიღრმისკენ გადაესროლა და ცოტა მოდუნებულიყო. ნიკოლას ასაკის ბავშვები კისკისით დარბოდნენ და პატარა ბურთს დასდევდენ. მალევე წამოეწიათ ლეონი და იქვე მდგომ, მათ მშობელს მიუახლოვდა. როგორც ჩანს, მამა-შვილს უკვე მოესწროთ გაცნობა და ერთად თამაში. ნიკოლას ხელი ჩაეჭიდა ანარასთვის და თავიცი ჭკუით, სიარულში დახმარებას ცდილობდა. დედასთან კი იდგა მაგრამ თვალ-ყური ბავშვებსკენ ეჭირა.
-დედა, შეიძლება მეც წავიდე?-იკითხა, როგორც კი გაჩერდნენ და თხოვნის ნიშნად ყელზე კანი გამოიწია პატარა თითებით.
-უკვე რომ სახლში დაბრუნების დროა, ნიკოლა?
-გთხოვ, ცოტა ხნით,- ისეთი თვალებით შეხედა, ანარამ უარი ვეღარ უთხრა. ღიმილს ვერ იკავებდა მისი ჟესტებისა და მიმიკების დანახვისას. ასე რომ, წასვლის ნება დართო და ხელი გაუშვა.
-ანუ, თქვენ ამ მშვენიერი ბიჭუნას დედიკო ბრძანდებით,- სასიამოვნო ტემბრითა და კეთილგანწყობით ჩაილაპარაკა მის წინ მდგომმა ქალმა და გასაცნობად ხელი გაუწოდა.
-დიახ, სასიამოვნოა,-თავადაც თბილად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-ჩემი მეუღლე გავიდა , ადგილების მოსაძენად. აქვე, კაფეში გვინდა დავსხდეთ, სანამ ბავშვები თამაშით დაიღლებიან. კარგი იქნება თუ შემოგვიერთდებით,- ანარა უცებ დაიბნა. არ იყო მიჩვეული უცხო ადამიანებთან კონტაქტსა და სწრაფად გაშინაურებას.
-ძალიან კარგი იდეაა, რატომაც არა .. მაგრამ ესენი? მგონი ესენი არასდროს დაიღლებიან, მით უმეტეს თამაშით,-სიცილით გამოეხმაურა ახლად მოსული ლეონი შეთავაზებას და ბავშვებს გახედა.
-მართალი ბრძანდებით ბატონო ლეონ. თუმცა, მშობლებსაც არ გვაწყენდა მცირე ხნით განტვირთვა. ისეთი ცელქები არიან, ზოგჯერ ბოლო ძალებსაც მაცლიან,- კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდა ალბათ საუბარს, მის მეუღლეს რომ არ მოესწრო და ეცნობებინა თავისუფალი ადგილების შესახებ. შორს არ წასულან. იქვე, გზის პირას დასხდნენ, ღია სივრცეში, ბავშვებისთვისაც რომ შესძლებოდათ თვალყურის დევნება . მსუბუქი წასახემსებელი შუკვეთეს და საუბარი განაგრძეს. სასიამოვნო ადამიანები ჩანდნენ, ლაღები და გახსნილები. გადმოცემის უნარით ვერ დაიკვეხნიდნენ, მაგრამ, იუმორის გრძნობა ნადვილად ჰქონდათ. ანარაც მშვენივრად გრძნობდა თავს მანამ, სანამ მასზე და ლეონზე ისე დაიწყებდნენ საუაბარს, როგორც -წყვილზე. ალბათ , მოსალოდნელიც იყო მსგავსი დიალოდი. სხვა რა უდნა ეფიქრათ, როცა სანაპიროზე მამაკაცი ქალთან და პატარა ბავშვთან ერთად ისვენებს. მაგრამ, მსგავსი გამოხმაურებისას, ყოველ ჯერზე გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა, მისგან დამოუკიდებლად.
- ძალიან უხდებით ერთმანეთს,- ანარას ღიმილი სახეზე შეახმა და უხერხულობამ შეუბოჭა ხელები.
-ნამდვილად, ძალიან უხდებით,-ნათქვმი დაადასტურა ახალგაზრდა მამაკაცმა და ბოთლიდან ცივი, გაზიანი სასმელი მოსვა .
-არა, უბრალოდ....
-აჰ, თან უკვე მეორესაც ელოდებით- უცებ შეიცხადა უცნობმა , როდესაც თხელი კაბა ანარას მუცელზე გადადრიკა ქარმა და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა,- იმედია გოგონა იქნება ,- გულწრფელად ამოთქვა, რასაც იმ წუთას ფიქრობდა და აღფრთოვანებულმა, ხელები ნიკაპის ქვეშ ამოიწყო.
-უბრალოდ....
-იცით, რა,- ისევ არ აცადა ქალბატონმა ანარას მათი ჩახლართული მდგომარეობის ასახსენლად დაწყებული ფრაზის დასრულება,- გავიგეთ, თურმე ერთმანეთთან ახლოს მოვხვდით. ჩვენი ბინა თქვენი კორპუსის გვერდითაა. იქნებ, საღამოს, ბავშვები რომ დაიძინებენ , გვესტუმროთ. აივანზე მშვიდად ვივახშმებდით. დარწმუნებული ვარ , ერთად მშვენიერ დროს გავატარებთ.
-დიდი, სიამოვნებით, მაგრამ, ისედაც არ ვაპირებთ დიდი ხნით დარჩენას.
-უარს არ მივიღებთ, ხომ ასეა?- ღიმილიანი სახით გადახედა მეუღლეს და მისგან დასტური თავის დაქნევით მიიღო.
-ჩემი ცოლი ძალიან ჯიუტია მეგობრებო,- სიცილი ვეღარ შეიკავა და ცარიელ ბოთლს თავსახური მოარგო.
-სიმართლე რომ ვთქვათ, აქ დასასვენებლად ჩამოვედით. გვინდოდა, ქალაქის აურზაურისგან შორს და მშვიდად ვყოფილიყავით. საღამოსთვის, თუ ანარა თავს კარგად იგრძნობს , დიდი სიამოვნებით გესტუმრებით,- ამჯერად, ლეონი ეცადა სიტუაციის გამოსწორებას, მოჩვენებითი შეთანხმებით. მიხვდა , ანარას მოსვენება დაეკარგა. მარტო მოსვენება კი არა , ფერიც არ ედო სახეზე. ცდილობდა , მაგრამ მის ორგანიზმში მიმდინარე აურზაურის ფონზე , ვერაფრით მიეღწია ემოციული სტაბილურობისთვის. ლეონმა კარგად იცოდა, მსგავს საკითხებს როგორ განიცდიდა. ისედაც, დამნაშავედ თვლიდა თავს. იქვე, ბავშვებთან ერთად მორბენალ ნიკოლას გასძახა და ხელის დაქნევით ანიშნა, წასვლის დრო მოსულყო. ახალ გაცნობილ წყვილს ღიმილით დაემშვიდობნენ, ბოდიში მოუხადეს ასე, მარტოდ რომ ტოვებდნენ და როგორც კი ნიკოლაც მოვიდა, მაშინვე გამოსცდნენ იქაურობას.
-მადლობა, რომ წამოვედით. იმედია, საღამოს მათთან არ წავალთ...-ჩუმად, თითმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ანარამ და გაფაციცებით დაელოდა ლეონის რეაქციას.
-მადლობა რა საჭიროა ანა. როგორც შენ იტყვი. წასვლა თუ არ გინდა, რა თქმა უნდა, არც წავალთ- მეტად დამაჯერებელი ტონით, ზედმეტი მოძრაობების გარეშე მზის სათვალე მოირგო და სიარული გააგრძელა. უკვე საღამო იპარებოდა და ნარინჯისფერი ბურთი ჰორიზონტზე ნელ-ნელა ლხვებოდა. კარგა ხანს მოუწიათ სანაპიროს გასწვრივ სეირნობა. სველი ქვიშა სასიამოვნოდ ედებოდა ფეხის გულებს და გავლილ გზაზე ნაკვალევს ტოვებდა. ზღვის ტალღები კი, მელიის კუდივით შლიდნენ დატოვებულ ნიშნებს. ნიკოლა სიხარულს ვერ უყრიდა თავს და მიუხედავად იმისა, მთელი დღე აქ გაატარა, მაინც დაუღალავად, ხელგაშლილი დარბოდა და ქაფის ბუშტებს ფეხის თითებით ეთამაშებოდა. მის შემხედვარეს, ყველაფერი ავიწყდებოდა ანარას ამ ქვეყნად. მისი ყველა ჭრილობისა და გულისტკივილის შეუცვლელი მკურნალი იყო ეს პატარა ბიჭი.
-გამოიქეცით, თქვენც გამოიქეცით ...-ეძახდა შორიდან და ისევ გარბოდა.
-ნიკოლა, იცოდე დაგიჭერ,- მასთან ყოფნისას თითქოს ლეონიც წამიერად გადაიქცეოდა ბავშვად. სიხალისე და მხიარულება უბრუნდებოდა. მოგეწყინათ, ნიკოლას გვერდით?
ეს ნამდილად რთული დავალება გახლდათ. მუდმივად რაღაც ახალს იგონებდა თავის პატარა გონებაში, უამრავ კითხვას სვამდა და უნებურად შენც თავიდან ერთვებოდი სამყაროს შეცნობის ეტაპებში .
-ვერ დამიჭერთ..
ლეონმა უცებ ჩაკიდა ანარას ხელი და ნიკოლას დასაჭერად გაიქცა. თავიდან იმდენად არ ელოდა, თითქოს წაბორძიკდა, მაგრამ მალევე აეწყო მის ნაბიჯებს და ახლა, სამივენი მოშრიალე ქარის თანხლებით მირბოდნენ.
-ნიკოლა გაჩერდი, იცოდე მაინც დაგეწევით,- ისევ სიცილით იმუქრებოდა ლეონი და ბავშისკენ იწევდა. ბოლოს, როგორ იქნა ზედატანის კიდეში სწვდა და მკლავებში მოიმწყვდია. ქვიშაზე გაგორდნენ და ხმამაღლა აკისკისდნენ. ანარა იდგა და ცდილობდა აჩქარებული გულისცემა გახშირებული სუნთქვით დაებალანსებინა. უყურებდა მათ და თვალს ვერ წყვეტდა. ნეტავ, ეს წამები უსასრულოდ გაგრძელებულიყო. აი ასე, ღია ცის ქვეშ, იდგებოდა, უყურებდა და საერთოდაც ვერ იგრძნობდა დაღლასა თუ შიმშილს.
სახლში მისვლისთანავე აბანავა ნიკოლა ანარამ და სუფთა სამოსი ჩააცვა. ვახშმის მომზადება საკუთარ თავზე აიღო ლეონმა. სამზარეულოდან საოცრად მადის აღმძველი სუნი გამოდიოდა და მასთან შესაგებებლად იწვევდა გულს. საძინებლიდან ნიკოლა თმააბურძგნული, სირბილით, ფეხშიშველი გაიქცა სამზარეულოსკენ, ანარა კი ჩუსტებით ხელში მოსდევდა უკან და ცდილობდა შეეჩერებინა. თუმცა იმდენად მოეშიებინა წყალში ყოფნასა და სანაპიროზე სირბილს, ყურს არც კი უგდებდა.
-გაცივდები ნიკოლა, -ისმოდა ანარას ხმა.. თუმცა ბიჭი უკვე მაგიდასთან მისკუპებულიყო და მომლოდინე თვალებით უყურებდა ახლად გამორთული გაზქურაზე შემოდგუმულ ქვაბს.
-არ გავცივდები დედა. სამაგიეროდ, ნახე, მამამ როგორი გემრიელი რაღაც მოამზადა .
-ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ? დემოსტრაციულად წარმოთქვა ლეონმა და ხელები გაშალა.
-დიახ ბატონო ლეონ,-გამოეხმაურა ანარა და ხელის ჟესტის საპასუხოდ, თანხმობის ნიშნად, მითითებულ სკამზე ჩამოჯდა.
-ამ გემრიელი სურნელების კერძს ქვია- კურდღელი „კრიკში „
-კურდღელი „კრიკში“?-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ნიკოლამ, თუმცა გასინჯვის სურვილი არსად დაჰკარგვია.
-პირველად მესმის, თუმცა, დავაგემოვნოთ და ვნახოთ. თუ ისეთივე უცხო გემოს მატარებელია- როგორი სახელიც აქვს და ისეთივე გემრიელი-როგორ სურნელსაც აფრქვევს, კარგი უნდა იყოს,-მაცდურად ჩაილაპარაკა ანარამ და კერძის გადმოსაღებად მოემზადა. პირველად სინჯავდა ასეთ განსხვავებულ, მისთვის უცხო კერძს და ყველაფრისთვის მოემზადა. თუმცა, არსებულმა ,ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. სირბილისგან პირში დნებოდა ხორცი და წვენს სასიამოვნოდ დაჰყვებოდა ბლის არომატი. ეგონა, მის საყვარელ კერძად ცხოვრების ბოლომდე კარბონარა დარჩებოდა, მაგრამ, გემოების შეგრძნებებს თავს ვერ უყრიდა, ისე სასიამოვნოდ იშლებოდა, ფოიერვერკივით. ჟრუანტელი უვლიდა სიმჟავისგან და ხორცის რბილობს საამოდ ერეოდა. ნიკოლამ სულმოუთქმელად შესანსლა საკუთარი ულუფა და შემდეგ დამატებული რამდენიმე კოვზის პორციაც. ემოციებს ვერ მალავდა, მაგრამ ისე დაიღალა, თვალები ეხუჭებოდა და ძლივს ართმევთა თავს ძილს. მისი გული, პირველად გრძნობდა, რომ სრულფასოვანი ოჯახის წევრი იყო, როგორც-სხვა ბავშვები და დრო ძილისთვის არ ემეტებოდა. ბოლოს, მაინც მოახერხა ანარამ , დაიყოლია და ფუმფულა თეთრეულის ქვეშ, სიზმრების სამყაროსკენ გაამგზავრა. თავად კი, სუფთა პისახოცს მოავლო ხელი და აბაზანაში შევიდა. რამდენჯერმე გადააბრუნა ონკანის ხრახნი და წყლის ნაკადი გამოიფეთქა მილიდან. შხაპის ქვეშ იდგა და ცდილობდა დაღლილობა ჩამოერეცხა. მარილისა და მზისგან დაშაშრულ კანს შხაპუნა წვიმასავით ედებოდა წყლის წვეთები და სიმხურვალეს ანელებდა. ისევ ზღვაზე და სანაპიროზე დარჩენილიყო მისი ფიქრები. უყურებდა ლეონის სახეს და თვალებიდან არ ამოდიოდა მისი გამოხედვა . ახლაც ახსოვდა, როგორ ამოუჯდა გული მისი შეხებისას. ღმერთო, ეს ყველაფერი მისთვის დანაშაულის ტოლფასი იყო. რამდენადაც ითრევდა ახალი გრძნობა სიამოვნების მორევში, იმდენად ამაზრზენი ხდებოდა მისთვის საკუთარი თავი . სველი თმა მსუბუქად შეიშრო პირსახოცით, შეწითლებულ მხრებზე კაბის ზონრები შეისწორა და ფეხშიშველმა სველი ნაკვალევი დატოვა ხის იატაკზე. სამზარულოდან წყლის ხმა ისმოდა. ლეონი ნიჟარასთან იდგა და დასვრილ თეფშებს რეცხავდა. ცალი მხრით კარის ჩარჩოს მიეყრდნო და პირველად დაფიქრდა, რა იქნებოდა , ყველაფერი რომ სხვანაირად მომხდარიყო. ამ დანაშაულისა და სხვისი ადგილის დამკვიდრებაში ეჭვმიტანილის განცდის სიმძიმის გარეშე. რა იქნებოდა? არავინ იცის... თუმცა, უცებ დაახამხამა თვალები, როგორც კი საკუთარი თავი ფიქრებში გამოიჭირა და ლეონმაც შენიშნა მისი იქ ყოფნა.
-თავი დაანებეთ ბატონო ლეონ. ისედაც მშვენიერი დღე იყო ჩემთვის და ნიკოლასთვის. ვახშამიც მოამზადეთ. ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდით სათანადო მადლობას,მაგრამ, ნება მომეცით, სისუფთავეზე მაინც ვიზრუნო.
- ოხ, ეს ბატონო,- ამოიოხრა და თავი გვერდზე გადააქანა,- თუმცა , კარგი. თუ შენთვის ასე უფრო მოსახერხებელია, იყოს- ბატონო. სხვათაშორის , აქ იმიტომ არ ჩამომიყვანიხართ, რომ ალაგოთ და ასუფთაოთ. დაპირება, დაპირებაა და მგონი, შესანიშნავად ვასრულებ არა? თანაც , მალე პატარა გაჩნდება. მინდა მოვასწრო და ვისწავლო, როგორია ოჯახურ გარემოში მამის როლი,-ვითომ სიხალისეს ინარჩუნებდა ანარა, თუმცა, გონება სწრაფად გაავსო სხვა ფიქრებმა: „ ანუ, ჩვენთან მხოლოდ რეპეტიციას გადის, ნამდვილ ოჯახთან შეხვედრამდე. რა თქმა უნდა , სხვა რა გეგონა ანარა. დროა, მოიცილო ოცნებები და ფიქრები, რომლებიც ცხოვრებას გირევენ. ცხოვრებას , რომლიც შენი და ნიკოლასთვის თავიდან გაქვს ასაშენებელი. თუ ვერ იმახსოვრებ, დაწერე და გამოიკარი, რომ ყოველ დილით შეხედო და გაგახსედეს, სულელო მეზღაპრევ.“ მრავალრიცხვოვანი ფიქრებდან კი მაინც ის ფრაზა წარმოთქვა , რასაც გარემოება მოითხოვდა
-კარგით, მაშინ რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო?
-შენ, ჩემთვის და ეილინისთვის ყველაზე მშვენიერ რამეს აკეთებ ანა. მგონი, ეს ჩვენ ვართ, ვინც ვერაფრით გადაგიხდის საკადრის მადლობას.
-თქვენ მე საკმარისად მიხდით, ბატონო ლეონ , იმისთვის რასაც ვაკეთებ. სწორედ ესაა ჩემი მოვალეობა. მადლობის ნიშნად კი, მგონი, ჩაი კარგი იდეაა.
-ჩაი შეიძლება ,- თბილად გაუღიმა ლეონმა და გასამშრალებლად , იქვე ჩამოკიდებული ნაჭერი ჩამოხსნა. ახლა, ლეონის გონებაშიც შეძვრა ბნელი ფიქრები. ანარა ხომ მათთან ნიკოლას გამო მოვიდა. სწორედ იმისთვის , რომ თანხა აეღო და ახალი ცხოვრების დაწყება შესძლებოდა. უადგილო იყო ლეონის სენტიმენტები და იმის გაფიქრება, რომ შესაძლოა, როდესმე მასაც ეგრძნო რამე. მას უკვე ჰყავდა ოჯახი და იცოდა რა უნდოდა. ბავშვს გააჩენდა და მათი ცხოვრებიდან წავიდოდა.
ანარამ კედლის კარადის კარი გახსნა, ფეხის წვერებზე წამოიწია და ორი წყვილი ჭიქა გამოიღო. მაგიდისკენ მობრუნდა და ის-ის იყო უნდა დაელაგებინა, კინაღამ გაუცვივდა.
-აიჰ,- უცებ წამოიძახა და სასწრაფოდ გაითავისუფლა ხელები.
-რამე მოხდა?- დამფრთხალი მობრუნდა ლეონი და ვერ გაეგო რა მოემოქმედებინა.
-ბავშვი გამოძრავდა,- შეცბუნებულიდან წამებში შეიცვალა მიმიკა სიხარულის გამომხატველად.
-შეიძლება?- გული აუჩქარდა ლეონს და გული ყელში მოებჯინა მუცელზე შეხების სურვილით.
-რა თქმა უნდა, -მკლავები ძირს დაუშვა ანარამ. გაუბედავად მიუახლოვდა ლეონი მის წინ მდგომ, ფარფატა სხეულს და ხელი ფრთხილად შეაცურა მუცლის ოვალზე. რამდენიმე წამი გახევებული იდგა. შემდეგ კი, უნებურად წამოუვიდა ცრემლები, თავადაც რომ იგრძნო რხევა.
-ისევ გამოძრავდა,- თქვა აღფრთოვანებულმა და მოულოდნელად წააწყდა ანარას თვალებს,- გტკენს?
-არა, თითქოს მეღიტინება.
ლეონი იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მერე, მხრებში მოიხარა და მუხლებზე დაეშვა. ახლა, უკვე, ორივე ხელისგულს შორის მოექცია პატარა მუცელი. ანარა იდგა გაოგნებული და ადგილიდან ვერ იძროდა. თხელი ქსოვილის მიღმა, ელვასავით დაუარა, სხეულში, მხურვალე ტუჩების შეხებამ. თმის ბოლოებიდან დაცვენილი წვეთები მოწყვეტით ეშვებოდნენ იატაკსა და მათ სხეულებზე, დაუდევრად ჟონავდნენ კანის ზედაპიზე და კაბას მუქი წერტილებით ავსებდნენ. მის წინ ისე გაფენილიყო ლეონი, როგორც-ღვთაების წინაშე, მუხლმოყრილი მლოცველი. თავად კი, ორ გრძნობას შორის გახლეჩილი, იდგა და არ იცოდა რომელს დანებებოდა. გული ყელში ამობჯენოდა და უფრო და უფრო უჭირდა სუნთქვა აღელვებისგან. ლეონი ისევ ისე იყო, თვალდახუჭული და რაღაცას ბუტუტებდა.
-მამას ძალიან უყვარხარ ჩემო პატარავ, ჩემო პატარა ნამცეცო, ახალო სიცოცხლევ. გესმის? გპირდები, არაფერს დავიშურებ, რომ ბედნიერი იყო. შენი დედიკო ყოველ დღე სიცოცხლისთვის იბრძვის. იმისთვის, რომ შენთან იყოს... მთელი ჩვენი არსება ხარ, იცოდე...-თბილი ტუჩების მოძრაობა ზღვის ტალღებივით დადიოდნენ ტანში . ფარატინა კაბა არაფერს აკავებდა, ხელის გულებიდან, ტუჩებიდან, თბილი სუნთქვიდან მომავალი ენერგია ტალღებივით ეხეთქებოდა და გულის ცემას უჩერებდა. ანარა ისევ ისე იდგა და მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა, არ დაცემულიყო. იგრძნო, თანდათან, როგორ გაეყინა თითები. ღმერთო, რომდემდე შეძლებდა ამასთან გამკლავებას. ამას გაორება აღარ ერქვა. ყველაზე მცირე, ათი გრძნობა და ემოცია მაინც ეჭიდებოდა ამ გამხდარ სხეულში ერთმანეთს და თითოეულს ჰქონდა არგუმენტი სინდისისა და სურვილების წინაშე. რამდენჯერაც დახუჭული ქუთუთოების მიღმა ლეონის კუნაპეტივით შავი, უძირო თვალები წარმოუდგა, გამოსახულება იმდენჯერ შეცვალა მკურნალი ფსიქოლოგის სახემ. ჩაქუჩებივით უტყამდა ტვინს მისი გაფრთხილებები და შეგონებები. ბოლოს, ოცნებების სამყაროს გამოგლიჯა თავი და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. ოცნება არ იყო მისი საქმე. აქამდე არასდროს ახდენია არც ახალი წლის წინა, არც შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი. აქამდე, არ უნახავს მისი არცერთი ოცნება ფრთაშესხმული და ახლაც, არ უნდა აჰყოლოდა ფუჭ გრძნობებს. ფეხზე მყარად უნდა მდგარიყო და არაფრისთვის მიეცა საშუალება კიდევ ერთ სუსტ წერტილად შემოპარულიყო, ქვად ქცეულ სხეულში. გამუდმებით უმეორებდა საკუთარ თავს, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა და ის , ისევე უმნიშვნელო ფიგურად იქცეოდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც-ბავშვის გამოჩენამდე იყო. ანარას კი, გრძნობები საეროდ არ სჭირდებოდა. ისევ სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში იყო და თვალების ფერადი სახვევით ახვევა მდგომარეობას ვერ შეცვლიდა. მისი და ნიკოლას ცხოვრებისთვის იმ მეომრად უნდა დარჩენილიყო, ვინც მარილისმა გამოწვრთნა .
-ჯობია დავიძინო,- ცივად მოუჭრა და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან.
-მგონი, დღეს მართლაც გადაიღალე. დაისვენე, მშვიდ ძილს გისურვებ,-ნელა წამოდგა ლეონი ფეხზე და მხრებში გაიმართა. ანარამ კი, მხოლოდ მსუბუქად დაუკრა თავი, გვერდი იქცია და სწრაფი ნაბიჯებით შეაფარა თავი საძინებელს. გული ბაგა-ბუგით უცემდა. ზეწარში შეძვრა, ქსოვილი მუჭში მოიკუჭა, ბოლოჯერ შეავლო მზერა მძინარე ნიკოლას და თვალები მაგრად დახუჭა.
***
დილით საწოლში მარტოს გაეღვიძა. ფანჯრიდან შემომავალი ნიავი გამჭირვალე ფარდებს ძლიერად არხევდა და კუდით იქვე, ტუმბოზე, სინზე დადებული საყვავილედან თავმომწონედ მომზირალ კროკუსის იისფერ ყვავილს ეხებოდა. ფრთხილად გაუწია ხელი თეფშებს შორის ჩაჩრილ ბარათს და თითებით ამოაცალა.
„მე და ნიკოლა გავედით, აღარ გაგაღვიძე. მთელი გულით მოგიმზადეთ საუზმე, გემრიელად მიირთვი.“-ეწერა ღია ფერის ფურცელზე. მშვიდად ამოისუნთქა. გაუხარდა სახლში მარტო ყოფნა. საწოლიდან გადმოვიდა და ხელები თავს ზემოთ გაჭიმა. ფრიალა ქსოვილის ბოლო სასიმოვნოდ ედებოდა კოჭებზე. სინის ყურებს თითებით ჩაეჭიდა და ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. წყალი გაცხელდა თუ არა, ყვავილების ჩაი მოიმზადა და იქვე, ხის სკამზე ჩამოჯდა. ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო და ყოველი წუთისგან მიეღო სიამოვნება . ცდილობდა, ყველა კადრი სამუდამოდ დაემახსოვრებინა და ცხოვრების სილამაზის ყუთში მოეგროვებინა. მარილისშიც აკეთებდა ხოლმე ასე. წარმოიდგენდა , რომ პრინცესა იყო. გოგონები ერთმანეთისთვის სხვადასხვა სიმღერებს მღეროდნენ და მოგონილი მოძრაობებით ცეკვავდნენ. თითქოს, მეჯლისზე მიწვეული ასულები იყვნენ. ლეგა კაბის ბოლოები ისე ეჭირათ, თითქოს, ფერადი, არშიებიანი კაბა ყოფილიყო, გაცვეთილი ტყავის ფეხსაცმელები კი-ბროლის ქოშები. ალბათ, ამან თუ გადაარჩინათ. ახლაც, იმ დროის მსგავსად, თავს ფარფატა პეპელასავით გრძნობდა. ქუჩაში , მოხეტიალე მუსიკოსები შეკრებილიყვნენ და უცხო ჰანგებს აფრქვევდნენ. ხალათის კიდე გააფრიალა და თეძო განზე გაწია. გამხდარი, თეთრი ტერფები თოვლის ფიფქებივით ნაზად ედებოდნენ იატაკის ზედაპირს. ბგერებს ხმა ააყოლა და მოძრაობაში აღიღინდა. თმის ხვეულები სწრაფი ბრუნისას იშლებოდნენ და მერე ისევ ღრუბლებივით ეშლებოდნენ მხრებზე. თვალებდახუჭული მიდი-მოდიოდა ოთახში. ნარნარა თითებით კვეთდა ჰაერს და სხეულის სიმფონიას მიჰყვებოდა. მერე, ერთი წამით გაახილა თვალი და კარის ჩარჩოსთან მდგომი ლეონი შენიშნა თუ არა , ფეთხუმად შეიკრა ხალათის ქამარი და მოტეხილი ფრთებივით ჩამოყარა მკლავები . ისე გაერთო, ვერც მათი მოსვლა შენიშნა. როგორც ჩანს, ვერც ის გაუგია, როდის დამთავრდა მუსიკა. იდგა გულმოღეღილი, უხერხულ სიჩუმეში, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, ბუნებრივად მოქცეულიყო. ლეონი ისევ იდგა და თვალს ვერ აცილებდა. ნუთუ, შესაძლებელი იყო, ეს ორი სული, ასე უბრალოდ და ცალ-ცალკე დაკარგულიყო. მათი მზერა, სადღაც უფრო შორს იყო, ზედაპირულობის მიღმა . გასროლილი ისარივით წვებოდა მკერდში და არცერთს აძლევდა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. თუმცა , ორივე შეეკრა მძიმე მარწუხებს, მოვალეობებსა და ვალდებულებებს, გარეშე მყოფთა აზრებსა და მორალებს .
-ვერც კი გავიგე, როდის მოხვედით,- თქვა ბოლოს, სახეზე ჩამოშლილი ცალყბა ღიმილით , ისე, რომ ისევ არ მოუცილებიათ ერთმანეთისთვის უხერხული მზერა.
-სამსახურიდან დამირეკეს. სამწუხაროდ, ადრე უნდა დავბრუნდეთ,-ყველა სიტყვას ეტყობოდა გულისწყვეტა, ნიკოლა კი იდგა და თავში ისევ ანარას ცეკვა უტრიალებდა.
-მართლა?-შვებით ამოისუნთქა ანარამ. ისედაც უხერხულად გრძნობდა თავს. ამ ცეკვის შემდეგ, მით უმეტეს, საერთოდაც არ წუხდა , თუ აქედან მალე წავიდოდნენ,- მაშინ, მე და ნიკოლა მოვემზადებით და დროს აღარ დაგაკარგვინებთ,- თქვა უცებ დაბნეულობიდან გამორკვეულმა და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.
-დედა ანა, ნეტავ იცოდე,როგორი ლამაზი იყავი,- ღიმილიანი სახით უყურებდა ნიკოლა მასთან მოახლოებულ ანარას.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ნიკოლა, ისედაც მრცხვენია, წავიდეთ, ჩავიცვათ და ჩავალაგოთ,- ბავშვს ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა . ლეონი ერთხანს ისევ იქ იდგა. შემდეგ, იქვე, იატაკზე დაგდებული თმის სამაგრისკენ წავიდა. თითის წვერებით აიღო , ჰაერში შეათვალიერა და ჯიბეში მიუჩინა ბინა. როგორც ჩანს, ვითარებიდან გამომდინარე , ეს ერთადერთი იყო, რის მიღებასაც ანარასგან შეძლებდა. ვალდებული იყო საკუთარი თავისთვის კონტროლი გაეწია. ფანჯრის რაფას მუჭებით დაეყრდნო და ქუჩას გახედა.
რამდენიმე საათის შემდეგაც გზას უყურებდა, ოღონდ, ამჯერად , მაქანის ფანჯრიდან. რამდენჯერმე შეავლო თვალი სარკიდან ანარას. გამუდმებით თავში უტრიალებდა ნიკოლას სიტყვები, რომ პილისთან სტუმრობისას ონორი დედამისს ისე უყურებდა, როგორც-შეყვარებული ბიჭები იყურებიან. საინტერესოა, ანარაც თუ გრძნობდა რამეს მის მიმართ. თუმცა, სრულიად შესაძლებელი იყო. რატომაც არა , ორივენი ახალგაზრდები და თავისუფლები იყვნენ. ლეონს კი, რა უფლება ჰქონდა მის მიმართ რამე გამოეხატა. მართალი იყო, თუ-ტყუილი რა მნიშვნელობა აქვს, სხვების თვალში ცოლიან კაცად ითვლებოდა. ბოლო-ბოლო, რამდენიმე თვეც და ... ბავშვის გაჩენის შემდეგ ისედაც წავიდოდა ანარა და სამუდამოდ დატოვებდა მათ ცხოვრებას. უნდა დაჯერებოდა იმ აზრს, რომ მის თვალწინ, მოულოდნელად ჩაიარა გაოუცნობმა არსებამ და ქარის მოტანილივით გაქრა. სახლის წინ რომ გაჩერდნენ, მხოლოდ მაშინ შეეხო რამდენიმე წამით. ნიკოლასაც მშვიდად ეძინა დედის მკლავებში. ჩანთებს ხელი დაავლო და უთქმელად წავიდა სადარბაზოსკენ . პატარა მოწყენილი სახით იდგა და თვალს აყოლებდა ლეონის მიხვრა- მოხვრას. ლეონსაც სწყდებოდა გული, მაგრამ ფიქრობდა, ყველასთვის ასე აჯობებდა. ბოლოს, მის წინ მუხლებზე დადგა და წასვლის წინ გადაეხვია. არ უნდოდა საკუთარი დაბნეული გონების გამო რომელიმეს უხეშად მოქცეოდა. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ.
მანქანასთან მისულმა ერთხელ კიდევ ახედა ფანჯარასთან მომდგარ ანარას. რამდენიმე წამში, ისევ დაშორდნენ ერთმანეთს თვალები და დაქოქილი ძრავის ხმაც ნელ-ნელა მისუსტდა. ქალმა ფანჯარა დახურა და ფარდები ჩამოაფარა. მოპირდაპირე კორპუსშიც შეირხა ფარდები. ყინულიან ჭიქაში ყავისფერი სითხე ოდნავ მოედო კედლებს და მობილურზე ნაცნობი ნომერი აიკრიბა. ჩასაფრებულივით იდგა რებეკა და მოსვენებადაკარგულს, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ეილინთან რეკავდა. მიმიკაც კი შეამზადა, სანამ მის ზარს მეორე მხრიდან უპასუხებდნენ. ისე თბილი და სათნოებით სავსე იყო მისი ხმა .... შესაძლოა დაგეჯერებინათ კიდეც მისი „გულწრფელობისთვის“. მთელი ფარისევლობა მოეკრიბა რებეკას და ცდილობდა თავისი შხამი მეტად დახვეწილად შეეთავაზებინა ბიძაშვილისთვის. თავადაც არ იცოდა რას ცდილობდა. რის გაგებას ელოდა ეილინისგან, ან რა უნდა ეცნობებინა მისთვის . ეილინის გამოფიტული სხეული ცდილობდა მხნეობა შეენარჩუნებინა და ხმაზე არაფერი შეტყობოდა. იმდენად კარგად თამაშობდა მორგებულ ნიღაბს , ლამის თავადაც დაიჯერა, რომ მისი მონატრებით კვდებოდა და ერთი სულ ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა.
-ლეონი როგორაა? ალბათ, ძალიან გეხმარება და გიდგას გვერდში,-იკითხა ბოლოს და თავში აზრები გადაალაგ-გადმოალაგა..
-კი ბეკი, ხომ იცი როგორია. სამსახურს კი არა, ცხოვრებას მიმსუბუქებს. მაგრამ, ახლა ჩემთან არაა, სამსახურიდან დაურეკეს და ჩამოსვლა მოუწია რამდენიმე დღით.
-ჰო? ანუ არ მომჩვენებია....არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა , მაგრამ...
-თუ რამის თქმა გინდა , თქვი ბეკი.
- დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ სამსახურისთვის ჩამოვიდა და ტყუილად არ დაგტოვა მანდ მარტო ?
-აქ დამტოვა მარტო? მაგას რატომ ამბობ ? ხომ გითხარი, ისევ დაბრუნდება. თუნდაც არ დაბრუნდეს , რა პრობლემაა ჩემი მარტო ყოფნა ?
-შენი ქმარი მგონი იმ გოგოსთან ერთად იყო სადღაც წასული. დღეს დავინახე, რომ ბარგით ჩამოვიდნენ. არმინდა გული გეტკინოს ლინი. არამგონია, იმ ქალბატონთან ყოფნა სამსახურეობრივი მოვალეობა ყოფილიყო.
-აჰ, მე კიდევ რა არ ვიფიქრე. ვიცი... ნიკოლასთან ერთად იყვნენ წასული. ისედაც, მთელი ზაფხული ქალაქში გაატარეს. კარგია, რომ ლეონმა სადმე გასვლა მოიფიქრა.
-იცი?-გაკვირვება და იმედგაცრუება ვეღარ დამალა რებეკამ. იგრძნო როგორ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში და ისედაც გაღვიძებულმა ეჭვებმა ერთად მოუჭირა გულზე.
-კი ვიცი, თავიდან ანარას არც კი უნდოდა წასვლა . ძლივს დავარწმუნე , რომ კარგი იქნებოდა მისთვის გარემოს შეცვლა ,-ნამდვილად სხვა რეაქციას ელოდა, გარბაზებას, ეჭვიანობას,რამეს.... მაგრამ, ასე მშვიდად და სხვათაშორის თუ მიიღებდა ამ ამბავს ნამდვილად ვერ წარმოედგინა .
-ქალბატონო ეილინ, გადასხმისთვის მოემზადეთ, ექთანი ორ წუთში მოვა,- უცებ გაისმა ოთახში მოულოდნელად შემოსული ახალგაზრდა გოგონას ხმა. სასწრაფოდ ააფარა ეილინმა ხელი ტელეფონს იმის შიშით, რომ რებეკას არაფერი გაეგო . ნაჩქარევად დაემშვიდობა და ანერვიულებულმა გაუთიშა. რა მოხდებოდა ეს ყველაფერი რომ გაეგონა . აუცილებლად ეტყოდა მშობლებს და ამდენი ხნის მცდელობა, საიდუმლოს შენახვისა, წყალში ჩაეყრებოდა. თუმცა, რებეკას სულ სხვა სადარდებელი უჭამდა გულს. მის ფიქრებში მხოლოდ ლეონის ურთიერთობები ტრიალებდა და რაც მეტად შორდებდა, მით მეტად იზრდებოდა მასთან ყოფნის სურვილი. ტელეფონი სადღაც მოისროლა და ცივი სითხე მოსვა .
-ბოლოს მაინც ჩემთან იქნები. ჯერ, ეს ჩემი მომაკვდავი ბიძაშვილი, ახლა ეს ვირთხა...,- განერვიულებული ღრმად სუნთქავდა და სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა. რამდენჯრემე მივიდა ფანჯარასთან და მოპირდაპირე კორპუსს გახედა. მე თუ მკითხავთ, ყველაზე საშიში, სასოწარკვეთილი ქალია. ვინც საწადელს ვერ მიაღწია და ეს სასურველი, ყოველ წუთს თვალწინ უფრიალებს , როგორც წითელი მანტია -ტორეადორს.
სავარძელში იჯდა, კოჭი მუხლზე გადაედო და ტერფს ჰაერში ათამაშებდა . ფიქრობდა და ვერაფრით მიმხვდარიყო რა აკლდა. რა აკლდა მას ისეთი რაც ეილინს ჰქონდა . ისეთი, რის გამოც ამდენი წელია ლეონი გგვერდიდან არ სცილდებოდა. წარმატებული იყო, ნასწავლი, მაგრამ ამ ყველაფერს მისთვის კარგა ხანია დაკარგვოდა მნიშვნებლობა იმ სტატუსის ფონზე, რასაც ქვია - „უარყოფილი“. თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა, არც ლეონი იყო პირველი მამაკაცი , ვინც მასში ინტერესი გამოიწვია, თუმცა, პირველი ნახვისთანავე ავადმყოფურად მოინუსხა მისით. შეპყრობას უფრო დავარქმევდი და ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეილინის სიძლვილიც მოჰყვა . პირველად რომ გაიგო ბიძაშვილი ავადმყოფობის შესახებ, ისე გაუხარდა , თავს ძლივს იკავებდა, რომ ყველასთვის შესამჩნევი არ გაეხადა მასში აბორგებული ბედნიერება. სიამოვნებით გააცილებდა ბოლო გზაზე და ანუგეშებდა ქვრივად დარჩენილ მეუღლეს, მაგრამ არ გაუმართლა და როგორღაც , რაღაც სასწაულებრივი ძალით დააღწია თავი მდგომარეობას. ახლა კიდევ, შვილი ეყოლებათ და იძულებული იქნება სამუდამოდ დაემშვიდობოს ლეონს . იძულებული იქნება , მხოლოდ ოცნებაშივე დატოვოს მისი წარმოსახული ოჯახური ბედნიერება, რომელსაც ამდენი წელია აშენებს საყვარელი მამაკაცის ხატებასთან ერთად . ცარიელი ჭიქა გვერდით მდგომი დაბალი მაგიდის ზედაპირზე გააცურა და ფეხზე წამოდგა. მხოლოდ ახლაღა ამოუტივტივდა გონებაში ახალგაზრდა გოგონას ხმა :“ -ქალბატონო ეილინ, გადასხმისთვის მოემზადეთ, ექთანი ორ წუთში მოვა“ . რა გადასხმისთვის ემზადებოდა ეილინი? იქ ხომ სასწავლებლად და უკეთესი განათლების მისაღებად იყო წასული. ისევ აკრიბა ნომერი და მოპასუხეს დაელოდა. თუმცა მოპირდაპირე მხარეს მოსაუბრის ხმა, ნამდვილად არ გავდა მისი ბიძაშვილისას.
-უკაცრავად,თუ შეგიძლიათ ქალბატონ ეილინს მიაწოდოთ ტელეფონი.
-ქალბატონი ეილინი ახლა ვერ გაგესაუბრებათ. გადასხმის ოთახში გაიყვანეს.
-გადასხმის? თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა გადასხმას იტარებს ?
-ქიმიოთერაპიის გადასხმას. ალბათ უახლოესი რამდენიმე საათი ვერ შეძლებს გასაუბრებას, უმჯობესია შემდეგ გადმორეკოთ. ბოდიშს გიხდით, ახლა უნდა გავთიშო, პაციენტები მელოდებიან.
ქალის ხმა წყეტილმა სიგნალმა შეცვალა. რამდენიმე წამი დაჭირდა რებეკას მოსმენილის გადასახარშად. თუმცა საკმარისი იყო , რომ განწყობა გამოკეთებოდა.
-ანუ, რეციდივია , ქალბატონო ეილინ. რა საინტერესოა, რამდენ ხანს აპირებ დამალვას.. იქნებ, საკმარისია შენთვის და დროა თამაშში რებეკა ჩაერთოს.
ტელეფონი იქვე დატოვა და სახლის მეორე ბოლოსკენ დაიძრა, წინასწარ გამზადებული აბაზანის მისაღებად.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია და სულ გელოდები, წარმატებები.

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

ძალიან გამეხარდა რომ დადეთ მოუთმენლად ველი ახალ თავს წარმატებები

 


№3  offline წევრი Âme

სტუმარი მანანა
ძალიან მომწონს ეს ისტორია და სულ გელოდები, წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

ღამის სტუმარი
ძალიან გამეხარდა რომ დადეთ მოუთმენლად ველი ახალ თავს წარმატებები

მე თქვენ გამახარეთ, თქვენი კომენტარით heart_eyes blush

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

ყოველდღე ვამოწმებ, ველოდები ახალ თავს.......

 


№5  offline წევრი Âme

სტუმარი მანანა
ყოველდღე ვამოწმებ, ველოდები ახალ თავს.......

ახლახანს დავამატე, მოდერაციას ელოდება heart_eyes უღრმესი მადლობა თქვენ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent