ზალიკო და თამიკო
ზაალ ზალიკიანი, მეტად დასაფასებელი და პატივსაცემი პიროვნება გახლდათ მთელ სოფელში. კაცი რექტორი იყო ახალგაზრდობაში და გასაკვირი არც არის. ხანში რომ შევიდა, თავის ცოლთან ერთად დაბრუნდა სოფელში. კაი მსმელი კი იყო ბატონი ზაალი. ჭიქას ვერ აგდებინებდა მეუღლე, კუსკუსელა თამილა(ასე ეძახდა ზაალი). -უი, მეხი კი დაგაყარე მაგ თავზედა, აჰა. -დედაკაცო, შენ ჰო გამიჭირვე საქმე. მაცადე მშვიდად ყოფნა. -მიწაში რომ ჩახვალ, იქანა გექნება სიმშვიდე. -სულ დედაშენსა ჰგავხარ. ისიც ასე სწყევლიდა და სისხლს უშრობდა ჟორა ძიას. -დედაჩემს ნუ ახსენებ შენ! კაცები ყველა ერთიანად ამოსაჟუჟები ხართ. -მერე და ვინ გაგამრავლებთ? საქონელი? -გაგიხმეს ეგ ენა!-ერთი გვარიანად მიაწყევლა და გასუნსულდა სამზარეულოში. -აჰ, მამაჩემო, რასაა რო მიშვრები. ქალი კი არა კომბაინია, შემჭამა კაცი.-ამოილუღლუღა ზაალმა. -კაცო...-ისმის ხმა სამზარეულოდან-არა გშია? -რაღას შევჭამ დედაკაცო? უკვე ძმრად ამომადინე. -ყბედი მოხუცი! -შევჭამ ქალო. -პირზე წყალი შეისხი. კაცს დაემგვანე, თორემ ლუკმას არ გაღირსებ. -ჰო, მივდივარ. გავიდა ძია ზაალი გარეთ. ხელსაბანი გარეთ ჰქონდათ. ჭის წყლით მუდამ მომარაგებული იყო სოფელი. მივიდა ჭასთან, ჩახედა და თავისი თავი დაინხა: -ზაალ, შე ოხერო კაცო. ასე უნდა დაბეჩავება? მართალი ხარ, არ უნდა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა?! კაცი რექტორი ვიყავი და ახლა როგორც ჩემი კუსკუსელა დედაკაცი იძახის, ჩვარი კაცი ვარ. ეჰ, სიბერე...შენ ხომ გესმის ჩემი, არა? ხომ გესმის... ამ დროს კნეინა სახლის ზღურბლზე იდგა და მას უყურებდა. -ესმის, ზაალ, ესმის. მოდი ახლა აქანე მაგ შენი ჭრიჭინა ბებერი ძვლებით და წამოი, ვჭამოთ. -მოვდივარ გენაცვა, მოვდივარ. შემოუსხდნენ ცოლ-ქმარი სუფრას. პატარა სამზარეულო ჰქონდათ და მორიგეობით სუნთქავდნენ, თუმცა მიჩვეულნი იყვნენ სამზარეულოში მოლხენას და კულტურულ ნორმებსაც არ გადადიოდნენ. -თამილა-ყბებგამოტენილი ეუბნება ზაალი.-დაილოცოს შენი ხელები. უგემრიელესია. გაიბადრა კნეინა და შეიფერა... -ჭამე გენაცვა, ჭამე. შენთვის გავაკეთე. -თამილა...გახსოვს რა ბიჭი ვიყავ? -ეჰ, რავა არ მახსოვს. გამწლეული, გალეული და გამოწუწნული შიკოლათი. მე დაგაყანე კაცობის გზაზე. ეგ მე ვიყავი, რაც ვიყავი. -რას ამბობ, ქალო? რა იყავი ერთი? ცარიელი ქონი იყავ. ძვალი რომ მნდომოდა, ხელსაც ვერ მივაწვდენდი. -მეხი დაგაყარე მაგ თავზე...ცარიელ-ტარიელი ძვალი თუ გინდოდა, ქე იყო ბო*ი ნაზიკიეს გოგო და ვერ მეიყვანე? -დედაკაცო, იცი რა არის სიყვარული? ზუსტად ეგ არის, რომ შენი ტანი და სხეული კი არა, შენი სული შემიყვარდა. -ნუ ჩრუტუნებ ახლა, შენი ჭირიმე. დალიე? შეირგე. -დედაკაცო, დამამთავრებინე! შენ ჩემი მზე იყავ, მანათობელი, ჩემი სინათლე, წყვდიადში მეგზური და სიყვარული, თამილა. გესმის? -მესმის, ჩემო კარგო. ჰე, წამოი ახლა და დაწექი. დეისვინე. -ეჰ, თამილა, თამილა...ახლაც როგორ მიყვარხარ და მეყვარები, შეც ხომ არ იცი?! ჩემი კორვალოლის უდიდესი დოზა ხარ. -ვიცი, ზაალ, ვიცი. წამო, წავიდეთ და რა კორვალოლი?-გულიანად გაეღიმა ქალს იმ თავის პროთეზებში. თამილას მწარე ენა კი ჰქონდა, მაგრამ ბულკი ქალი იყო შინაგანად. ვერ უძლებდა ხოლმე ზაალის ასეთ სენტიმენტებს და ყოველთვის თავს არიდებდა, მაგრამ ბედნიერი იყო იმით, რომ დედაბუნებამ ზაალი შობა და მას შეახვედრა. ტკბილი სიბერე ჰქონდათ ტკბილ მოხუცებს. მეტი განა რა არის საჭირო სიბერის ჟამს? არაფერი. ასეთ ტკბილსა და თბილ სიბერეს გისურვებთ. პატივისცემით თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.